სამართალი მიყავ, ხელმწიფე ხარო,

მთელი საქართველოს გულისა ხარო!

ზოგი მეუბნება: შენ მაჩა ხარო...

ზოგიც უმატებს: მყრალი ჭა ხარო!

შეგიძლიან გამიწყრე თუ მახარო!

არ მყავს მეუღლე, არცა მძახალი,

მე გლეხი ვარ მიწაზე დასახალი!

მეჯლისს ზმა მოუნდა ახალახალი...

ვის წინაც გავცარე გულის ხახალი,

ყველამ მითხრა: ურგებელი მთა ხარო!

ხელმწიფეს ვეახელ უცხოდ მორთული,

საზი ხელთ მეჭირა მე გამართული!

მათასავით დამაბრუნეს დართული!..

ნეტამც არ შემეტყო მე ის ქართული! -

წადი, ჭუჭყიანი ხალიჩა ხარო!..

ნათქვამია: ერთხელ მთა მთას ეცემა,

ღვთის ნებაა წყალობისა გაცემა!

შენის ხელით იყოს ჩემი გაცემა...

ნეტა არ გაგეგდე, კარგად გეცემა, -

ჩემი სულიერი დედმამა ხარო!

თუ გინდ დამიმტვრიონ წიბო-გვერდები, -

ცოცხალი თავით ვერ მოგშორდები!

თუ მტკვარი ვერ მომსპობს - ზღვას ჩავარდები...

ენით მოიმატე შენი დარდები -

საიათნოვავ, ნაღველისთვინ მზა ხარო!