ციკლიდან „პაციფიზმი“

არ მინახავს შენი არე,
გადის ბევრი წელი.
შორი გზები მოვიარე,
კიდევ სხვა გზებს ველი.

მზე გავცვალო? მაგრამ ვისში?
არა, არა, არა...
სიხარულში მარადისში
გაწოლილა შარა!