ცვალებადია ჩემი ბუნება,
ცვალებადია ვითარცა მარტი,
წეღან თუ კარგი მქონდა გუნება,
ეხლა ცრემლების მომდის ნაკადი.
ცეღან თუ სავსე ვიყავ ხალისით,
ეხლა მაწუხებს დარდი უთქმელი,
უცებ მესტუმრა წამი დანისვლის,
უცებ ჩამოწვა სულში ღრუბელი.
შენ გამახსენდი... ვიცვალე მიტომ...
და ეხლა სევდას გავუძლო უნდა,
ბედნიერება?? არ მინდა... გითმობ...
შენთვის სიცოცხლეც მეჩუქნა მსურდა...


26.04.2007

დამივიწყე!!! დამივიწყე უსასრულოდ!!!
ნუ მიჰყვები ჩემზე ფიქრის მდინარებას,
საყვედურით ცად ღმერთი არ შეაწუხო...
გაუძელი, გაუძელი მონატრებას...
შენს თვალებში ნუ მანახებ სევდა-ნაღველს,
თვალებში ხომ შენი გული ირეკლება...
არ ანახო წვეთი ცრემლი თუნდაც ღამეს
და არც დღის ცას, როცა ღამე გაეყრება.
დამივიწყებ... განშორებით ვინ მომკვდარა?!
განა ყველა ამაყად არ დააბიჯებს?!
ერთადერთი მე ვიქნები ქვეყნად ალბათ,
ვისაც მხოლოდ უშენობა გააგიჟებს...


26.04.2007

ვიცი არ გამანდობ საიდუმლოს,
სადღაც გამექცევი შორს,
ჩემთან ყოფნა როგორ გაიძულო?
სულში უშენობით თოვს.
ვიცი, არ გამიმხელ შენს ოცნებებს
და არც რომელიმე ფიქრს,
მხოლოდ ერთხელ მაინც შემომხედე...
სულში უშენობით წვიმს.
ვიცი, არასოდეს არ მაჩუქებ
არცერთ გაღიმებას ჩუმს,
ამ გულს მეტად ნუღარ გააჩუმებ...
სული უშენობით დუმს.
ვიცი, არასოდეს გაიმეტებ
ჩემთვის თუნდაც ერთ წვეთ ცრემლს,
ნეტავ თავსრითიღა ვაიმედებ?...
სული უშენობით თვლემს...


26.04.2007