საბას არ ვაქებ ამად, ვითარედ ესე
ეკლესიასა წმინდასა მტერ-განუდაგა,
წინააღმდგომ - მბრძოლ ექმნა ჭეშმარიტებას,
,,სამოთხის კარი“, გარნა ჯოჯოხეთის ბჭე
აღწერა სულთა წარწყმენდათ, თვითცა წარსწყმდა.

მაგრა შაირნი მისნი საქებელობენ,
შაირთა ვაქებ, სადაცა არა ლათინთა
განხეთქილება ან შეჰრია წვალება,
უცხო არს იგი საქებელ პიიტიკა,
რაცა სოფლიოთ გამოთქვა სულხან-საბა.

ჩახრუხაის ძე - უცხო პიიტიკოსი,
თამარ დიდისა მმკობი შაირებითა,
შოთას შაირთა, თუ სთქვა, უკეთესსთაცა,
მთქმელი მესტიხე, დიდი სიბრძნისმოყვარე,
ყოვლად საქები, რიტორთ-მესტიხთ გვირგვინი.

შოთა ბრძენ იყო, სიბრძნისმოყვარე ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა ენის
თუ სამ სწადოდა, - ღმრთისმეტყველიცა მაღალ,
უცხო, საკვირველ პიიტიკოს-მესტიხე,
მაგრა ამაოდ დაჰშვრა, საწუხარ არს ესე.