წიგნიდან "უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში" (ჟამისწირვის შემცველი ხელნაწერი №2058/4), ვახტანგ იმნაიშვილი. 2004 წ.

{01r} მღდელი რაჟამს წირვად განემზადებოდის, ესე ლოცვაჲ წარმოთქუას: ღმერთო, შემოსლვასა ამას ჩემსა ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა ღირს მყვენ მონანი შენნი მადიდებელად სახელისა შენისა წმიდისა, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ...{01v} ლოცვაჲ დაგებისაჲ ბოსპოროსა ზედა: უფალო ცხოველს მყოფელო და ყოვლისა კეთილისა განმყოფელო, რომელმან მოეც კაცთა სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, ღირს მყვენ ჩუენ სიწმიდესა შენსა და ესე შენდა საღმრთოჲ მსახურებაჲ აღსრულებად საშუებელად განმზადებულთა მათთჳს კეთილთა, {02r} რაჲთა დავიცვნეთ ძალითა შენითა ყოველსა ჟამსა და შენდა დიდებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ბ~ ბარძიმსა ზედა: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოგჳწოდენ ჩუენ ნათელსა ჭეშმარიტსა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, მლხინებელ გუექმენ ცოდ{02v}ვათა ჩუენთა და მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი, და ღირსმყვენ ჩუენ მსახურებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, რამეთუ ჰსუფევ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკნისამდე, ამენ.

ოდეს პერექელი დაჰბუროს, ესე ლოცვაჲ წართქუას: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან პური ზეცისაჲ მოეც საჭმლად ყოველთა მორწმუნეთა, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლოდშობილი ძჱ შენი, {03r} რომელი გარდამოავლინე ზეცით ცხორებად ჩუენდა, რომლისა მიერ ინებე ჴსნაჲ და ღუწოლაჲ ჩუენი, რომლისა მიერ მაკურთხენ და წმიდა მყვენ, აკურთხე წინადაგებული ესე და შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა მსხუერპლად, სულად სულნელად შენდა, სათნოდ, საიდუმლოდ. მოიჴსენენ, ვითარცა მოწყალე და კაცთმოყუა{03v}რე ხარ, ყოველნი, რომელთა შემოწირეს შესაწირავი ესე და შენ მოგუანიჭე ყოველივე საცხორებელად თხოვაჲ ჩუენი, ნუ სატანჯველად ჩუენდა იყოფინ, ნუცა განსაკითხავად და სამხილებელად ცოდვათა, არამედ საცხორებელად საუკუნოდ.

ლოცვაჲ შემოსისაჲ: რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გამოუთქუმელითა {04r} სიმდაბლითა ქუეყანასა ზედა გამოსჩნდი და კაცთა შორის იქცეოდე, მღდელთმოძღუარ იქმენ ჩუენდა უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა, რომელმან შეამკვე ჭეშმარიტებითა ეკლესიაჲ შენი, უფალო ყოვლისა მპყრობელო, მოგუანიჭე ჩუენ ზეცისაჲ და უხრწნელებისაჲ სამოსელი, ღირს მყავ მე, რომელი-ესე {04v} მოვალ საღმრთოსა ამას ზეცისა მსახურებასა შენისაგან მადლისა, რაჲთა ყოველი მწიკულევნებჲ განვიძარცო ვითარცა შეგინებული სამოსელი, შეამკვე სული ჩემი ბრწყინვალებითა და ჴორცნი ჩემნი სიწმიდითა, განმაყენენ ჩემგან ცოდვანი ჩემნი და განსთხიენ ჩემგან უშჯულოებანი ჩემნი, {05r} შემმოსე მე სათნოებაჲ, სიწმიდჱ და სიმტკიცჱ, რაჲთა შენ მიერ შემოსილი მღდელობისა მადლსა ღირს ვიქმნე შესლვად სიწმიდესა შენსა მათ თანა, რომელთა შეუცთომელად დაიმარხნეს წმიდანი მცნებანი შენნი და ვიპოვო მე ქორწილსა მას ზეცისასა ბრძენთა მათ თანა წმიდათა ქალწულთა შენდა დიდების მეტ{05v}ყუელებად, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აიხუენ ყოველთა კაცთა შეცოდებანი, რამეთუ შენ ხარ წმიდა მყოფელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევსწირავთ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ საკუმეველსა ზედა. დიაკონმან კუერექსი ყოს, მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: სახიერო მეუფეო {06r} ყოველთაო და ყოველთა დაბადებულთა შემოქმედო, შეიწირე შესაწირავი, რომელნი-ესე შესწირვენ შენდა ქრისტე შენისა მიერ და ეკლესიისა შენისაგან კაცად-კაცადისა იგი სარგებელი აღასრულე და უძღოდე ყოველთა სრულებისა მიწევნად და ღირს მყვენ ჩუენ მადლსა და სიწმიდესა შენსა, რამეთუ ღმერთი მოწ{06V}ყალე და კაცთმოყუარე ხარ და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ გ~ საკუმეველსა ზედა: რომელმან შეიწირე შესაწირავი აბელისი, ნოვესი, აბრაჰამისი, აჰრონისი, სამოველისი, ზაქარიაჲსი, საკუმეველი შეიწირე ჴელთაგან ჩუენ ცოდვილთაჲსა...

{კ. კეკ. თ,8-ი,7} სულად სულნელად. შენდობა ყავ შეცოდებათა ჩუენთათჳს, რამეთუ კურთხეულ და წმიდა და დიდებულ არს სახელი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ გ~: ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, სახელდიდო უფალო, მოგუმადლე  ჩუენ შესლვად წმიდასა წმიდათასა. მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა ვითხოვთ და გევედრებით, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ ვართ განმზადებულნი ესე წარდგომად წინაშე...

{1r}საშინელსა, დიდებულსა საკურთხეველსა შენსა. გარდამოავლინე ჩუენ ზედა მადლი შენი სახიერი, განაცხოველენ  სულნი და ჴორცნი ჩუენნი და დაამტკიცენ გონებანი ჩუენნი მართლმადიდებლობასა, რაჲთა გულითა წმიდითა შევწიროთ შესაწირავი, მოცემული ნაყოფთაგან, მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა {v}და სალხინებელად ყოვლისა ერისა შენისა მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტე შენისაჲთა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ შუენის სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ უწინარჱს წმიდაო ღმერთოსა

წმიდა ხარ, ღმერთო ჩუენო, რომელი წმიდათა შინა დამკჳდრებულ ხარ და საყდართა დიდებისათა მჯდომარე ხარ. {2r}წმიდა ხარ, ღმერთო ჩუენო, რომელი წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთაგან ძალთა ზეცისათა თაყუანის-იცემები და იდიდები. წმიდა ხარ, ღმერთო ჩუენო, რომელი ექუს-ექუს ფრთეთა ქერობინთა და სერაბინთაგან სამგზის წმიდასა გალობასა შეიწირავ. შეიწირე ჩუენიცა, უღირსთა მონა{v}თა შენთაჲ, სამგზის წმიდაჲ გალობაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.

აღსამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ, ღმერთო ჩუენო, და წმიდათა შინა განისუენებ და შენდა სამგზის წმიდასა გალობასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

წმიდაო ღმერთოჲ თქუან.

ლოცვაჲ შემდგომად წმიდაო ღმერთოსა.
{3r}მოწყალე, მწყალობელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ, უფალო, მოიხილე განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან განსაცდელისა საეშმაკოჲსა და კაცობრივისა, და ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩუენგან, რამეთუ ჩუენ ვერ შემძლებელ {v}ვართ ძლევად, რომელნი მოეტევებიან ჩუენ ზედა. ხოლო შენ შემძლებელ ხარ განრინებად ჩუენდა ყოველთაგან მჴდომთა. მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთაგან წინააღმდგომთა ამის სოფლისათა სიტკბოებითა შენითა, რაჲთა შევიდეთ წმიდითა გულისსიტყჳთა ტაძარსა შენსა წმიდასა და სათნოჲ შენი მსა{4r}ხურებაჲ აღვასრულოთ, რაჲთა საუკუნესა მას ცხორებასა ღირს ვიქმნნეთ, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელმან ჯუარი დასწეროს და თქუას: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან თქუას: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან ფსალმუნი დავითისი. მოხედეთ.

საკითხავი და შემდგომად ალელუაჲ. ფსალმუნი დავითისი. მოხედეთ.

{v} ლოცვაჲ საკუმეველისაჲ: შენ ხარ სავსჱ ყოვლითა სულნელებითა და სახიერებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ მიერ მოცემულსა შევსწირავთ საკუმეველსა ამას და გევედრებით შენ: შევედინ შენ წინაშე ჴელთაგან ჩუენ გლახაკთაჲსა სულად სულნელად, მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ {5r} თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

შემდგომად ალელუა [კუერექსი ქ].

ლოცვაჲ სახარებისაჲ: შენ გმადლობთ, უფალო, რომელმან გამოაბრწყინე ბნელისაგან ნათელი და აღგჳხილენ თუალნი გონებათა ჩუენთანი. მიხედვად მცნებათა შენთა, აღებად პირთა ჩუენთა აღსარებად ცოდვათა ჩუენთა და {v} წურთად მცნებათა შენთა შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ შეცოდებულთა და უღირსთა მონათა შენთაჲ და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა, არამედ შენისაებრ დიდად შუენიერებისა დაიცვენ, რომელნი-ესე მოვიდეს და რომელნი მოსლვად არიან ჩუენ თანა ლოცვად, და გამოაბრწყინე გულთა ჩუენთა და მათთა {6r} ნათელი საღმრთოთა სიტყუათა შენთაჲ.

აიმაღლე: რამეთუ შენ ხარ მახარებელი და განმანათლებელი, ადგომაჲ და ცხორებაჲ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.   

დიაკონმან: აემართენით.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.  

ერმან: სულისა შენისა თანა.

{v}მღდელმან: თავისაგანი.

დიაკონმან: მოხედეთ. შემდგომად სახარებისა. დიაკონმან კუერექსი, ჱ~ მუჴლი და შემოსრული ჟამი.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: ღმერთო, რომელმან გუასმინენ ჩუენ საღმრთონი სიტყუანი შენნი, განაბრძნვენ და განანათლენ სულნი ჩუენნი სულიერსა მას წინაჲს წარკითხულსა სიბრძნესა ცნობად, რაჲთა არა მსმენელ ხოლო  {7r} ვიყვნეთ ცხოველსმყოფელთა მაგათ მცნებათა შენთა, არამედ მყოფელ საქმეთა კეთილთა, სარწმუნოებით ვშურებოდით უზაკუველითა სულითა, უბიწოჲთა ცხორებითა.

ლოცვაჲ მე-ბ~.  უფალო, მომცემელო ცხორებისაო და კეთილთაო, რომელმან მოეც კაცთა სასოებაჲ სანატრელისა {v} საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ღირს მყვენ ჩუენ სიწმიდით აღსრულებად საღმრთოჲ ესე მსახურებაჲ საშუებელად ნეტარებისა მის მომავალისა.

აიმაღლე: ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ შუენის ცხოველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და {8r}მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან: მშჳდობაჲ.  

ერმან: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი

ერმან: შენ, უფალო.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: გარდამოავლინე, უფალო ღმერთო ჩუენო, წყალობაჲ ამათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან თავნი მათნი და მოელიან შენმიერსა კურთხევასა. დაამწყსე ერი შენი, აკურთხე სამკჳდრებელი შენი და მომეც ჩუენ ყოველთა, რაჲთა შენ{v}სა ვზრახვიდეთ ყოველნი, შენსა ვიტყოდით მარადღე და შენთა მცნებათა შინა ვიდოდით.

აიმაღლე: რაჲთა მარადის დავიცვნეთ ძალითა შენითა და მივეწიფნეთ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ [ბ~].

{გ~, 9r}დიაკონმან: მშჳდობით გალობდით, და თქუან ჴელთა ბანისაჲ.

დიაკონმან თქუას: ნუ ვინ უძლური, ნუ ვინ არაღირსი, ნუ ვინ არა შემძლებელი, არამედ იხილენით თავნი თჳსნი და აემართენით ყოველნი.

შემდგომად სიწმიდისა შეყვანებისა დიაკონმან თქუას: სიბრძნით მოხედეთ . და თქუან მრწამსი.

{v}მღდელი თანავე იტყოდის: გ~ ჯუარი დასწეროს. ამით სიტყჳთგან "ჯუარს ეცა" ვიდრე "მამისა თანა და ძისა". მრწამსისა შემდგომად დიაკონმან თქუას: ვდგეთ კეთილად, მოვიცალოთ ყოველთა, ერთობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

მღდელმან სარწმუნოებისა ესე ლოცვაჲ წართქუას: არავინ არს ღირს, რომელნი-ესე შეკრულ {10r} ვართ გულისთქუმითა ჴორცთაჲთა მოსლვად და წარდგომად გინა მსახურებად შენ მეუფესა დიდებისასა. რამეთუ მსახურებაჲ შენი დიდ არს და საშინელ და ვერ მისაწდომელ ძალთაგან ზეცისათა, არამედ გამოუთქუმელსა შენსა კაცთმოყუარებასა და სახიე{v}რებასა შეუცოდებელად და გარდაუქცეველად კაც იქმენ და მღდელთმოძღუარ ჩუენდა, და მსახურებაჲ ესე უსისხლოჲსა ამის მსხუერპლისაჲ ჩუენ მოგუეც, ვითარცა უფალმან ყოველთამან, რამეთუ უფლებ ცათა და ქუეყანასა და ქუესკნელთა. რომელი ჰზი საყდართა ქერაბინთა {11r}უფალი სერაბინთაჲ, მეუფჱ ისრაჱლისაჲ, მხოლოჲ წმიდაჲ და წმიდათა შინა განსუენებული. შენგან ვითხოვთ ესრჱთ სახიერისაგან, რომელმან ესრეთ კეთილად ჴმა სცი, მოიხილე ჩემ ზედა, უჴმარისა ამის მონისა შენისა და არაღირსისა და ღირს მყავ მე ძალითა სულისა {v}წმიდისა შენისაჲთა უღირსი ესე, რომელსა-ესე მმოსიეს მადლი მღდელობისაჲ, წარდგომად ტაბლასა ამას წმიდასა შენსა და მღდელობად უბიწოსა ჴორცსა შენსა და ჭეშმარიტსა სისხლსა შენსა. შენდა მომიდრეკია ქედი ჩემი და გევედრები, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა {12r}რაჲთა შეიწირო ცოდვილისა და უჴმარისა მონისა შენისა შესაწირავი ესე. რამეთუ შენ ხარ, რომელი შესწირავ და შეიწირავ და შეიწირვი და მიეცემი კაცთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევსწირავთ {v}თანა მამით შენით დაუსაბამოჲთ და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელმან პირველ ამბორის ყოფისა ესე ლოცვაჲ წართქუას ბ~: რომელი ყოველთა ღმერთი ხარ და უფალი, ღირს მყვენ ჩუენ ჟამისა ამის არაღირსნი ესე კაცთმოყუარე, რაჲთა განწმედილნი {13r}ყოვლისაგან ზაკუვისა და ორგულებისა შევიერთნეთ ურთიერთას ამბორისყოფითა წმიდითა, შეერთებულნი სიყუარულისა და მშჳდობისა სიმტკიცითა, დამყარებულნი შენისა ღმრთეებისა ცნობითა სიწმიდითა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.

აიმაღლე: {v}რამეთუ ღმერთი მშჳდობისაჲ და სიყუარულისაჲ და კაცთმოყუარებისაჲ ხარ და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.

ერმან: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან თქუას: სიყუარულითა სიწმიდისაჲთა ურთიერთას {14r}ამბორს-უყოთ.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ერმან: შენ, უფალო.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: რომელი მხოლოჲ ხარ უფალი, მოწყალე ღმერთი, რომელთა მოუდრეკიან  აწ ქედნი მათნი წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შენსა და ითხოვენ შენმიერსა სულიერსა ნიჭსა, მოავლინე შენმიერი კურთხევაჲ {v}და აკურთხენ ყოველნი კურთხევითა სულიერითა, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ ხარ და მდაბალთა ჰხედავ.

აიმაღლე: რამეთუ ქებულ და თაყუანისსაცემელ არს სახელი წმიდაჲ შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

დიაკონმან თაყუანის-სცეს {15r}და თქუას: კჳრიელჱსონ. მღდელმან ჯუარი დასწეროს და ჰრქუას: უფალმან შეიწირენ მსახურებაჲ შენი.

დიაკონმან კათოლიკჱ წართქუას და ესე ხოლო შეუდგინოს და წმიდისა ამისთჳს წინა განმზადებულისა დიდებულისა უბიწოჲსა მსხუერპლისა შესაწირავისა და შემომწირველთა და ღირსად შემწირველისა ამის წინაშე {v}მდგომელისა პატიოსნისა მღდელისათჳს ყოველნი უფალსა ღმერთსა ვევედრნეთ.

ერმან: კჳრიელჱსონი გ~. მღდელი ამათ ლოცვათა იტყოდის, ვიდრე დიაკონი კათოლიკესა წარიტყოდის. დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გ~ ჯერ თქუას. {16r} უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. გ~ ჯერ. აღავსე პირი ჩუენი ქებითა, უფალო, რაჲთა უგალობდეთ დიდებასა შენსა ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. გ~ ჯერ. მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

{v}მღდელმან თავისა თჳსისათჳს ესე ლოცვაჲ წართქუას: რომელმან მოგუხედენ ჩუენ წყალობითა და მოწყალებითა, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მოგუმადლე კადნიერებაჲ ჩუენ, გლახაკთა და უღირსთა მონათა შენთა, წარდგომად წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შენსა [გ~] {დ~, 17r} და შეწირვად შენდა სიტყჳერი ესე და უსისხლოჲ მსხუერპლი ცოდვათა ჩუენთათჳს. მოიხილე ჩემ ზედა უჴმარისა მონისა შენისა და აჴოცენ ბრალნი ჩემნი შენითა მოწყალებითა და განწმიდენ ბაგენი ჩემნი და გული ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა. და განმაყენე ჩემ{v}გან ყოველი განზრახვაჲ უშუერი და უგულისხმოჲ. და შემძლებელ მყავ მე ძალითა სულისა წმიდისა შენისაჲთა მსახურებასა ამას. და შემიწყალე მე ქველის მოქმედებისა შენისათჳს მიახლებული წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შენსა. და გთნდინ, უფალო, რაჲთა სათნო იყოს, რომელსა-ესე შევსწირავ შე{18r}საწირავსა ჴელითა ჩემითა შენდობით უძლურებისაებრ ჩემისა, და ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან,  უფალო, და ნუცა შეგინებულად შეჰრაცხ უღირსებასა ჩემსა, არამედ შემიწყალე მე, უფალო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა {v}გარე წარმჴადენ უშჯულოებანი ჩემნი, რაჲთა დაუშჯელად მოსრული წინაშე დიდებისა შენისა, ღირს ვიქმნე საგრილსა მხოლოდშობილისა ძისა შენისასა. და რაჲთა არა სხუათა აზნაურებასა აღუთქუმიდე და ამას მივსცემდე დაუსრულებელითა {19r}შენითა კაცთმოყუარებითა. და მე თჳთ, ვითარცა მონაჲ ცოდვისაჲ, უჴმრად ვიპოვო. ჰე, მფლობელო, ყოვლად ძლიერო უფალო, ისმინე ვედრებისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ, რომელი შეწევნასა ჰყოფ ყოველთა მიმართ და შენმიერსა წყალობასა ვითხოვთ ყოველნი მამისაგან და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ბ~ ბასილისი. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დამბადენ ჩუენ და გამომიყვანენ ჩუენ ცხორებასა  ამას და გჳჩუენე ჩუენ გზაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ და მოგუანიჭე ჩუენ ზეცისა საიდუმლოჲ გამოცხადებად და მიჩინენ ჩუენ მსახურებასა მას ძალითა სულისა წმიდისა შენისაჲთა და გთნდინ, უფალო, სრულიად, {20r} რაჲთა სათნო იყოს ჩუენდა მსახურებაჲ ახლისა შჯულისაჲ. წმიდათა შენთა საიდუმლოთაჲ. მიითუალე მიახლებაჲ ჩუენი წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შენსა მრავლითა მოწყალებითა შენითა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიპყრობად შენდა უსისხლოსა ამას და სიტყჳერსა მსხუერპლსა, შეწირვად {v}ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელი შეიწირე წმიდასა და უხილავსა ზეცისა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა მსხუერპლად, სულად სულნელად, და გარდამოგჳვლინე ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისაჲ და იქცევისმცა ჩუენ ზედა ჟამსა ამას. ღმერთო დიდო და დიდებულო, მოყავ ყური შენი და ის{21r}მინე ჩემი ცოდვილისაჲ ამის და შეიწირე წმიდაჲ შესაწირავი ესე, ვითარცა-იგი შეიწირე აბელისი მსხუერპლი, ნოვჱსი შესაწირავი, აბრაჰამისი ყოვლადვე ნაყოფიერებაჲ, მოსჱსი და აჰრონისი მღდელობაჲ და სიწმიდჱ, დავითისი ყოვლადვე სინანული. {v} და ვითარცა იგი შეიწირე ჴელთაგან წმიდათა მოციქულთაჲსა ჭეშმარიტი ესე მსახურებაჲ, ეგრჱთვე ჴელთაგან ჩუენ ცოდვილთაჲსა შეიწირე მსხუერპლი ესე სიტკბოებითა შენითა, უფალო, რაჲთა ღირს ვიქმნეთ უბრალოდ წარდგომად წინაშე წმიდასა საკურთხეველსა შენსა და რაჲთა ვპოვოთ მა{22r}დლი ბრძენთა მათ თანა წმიდათა ქალწულთა დღესა მას საშინელსა, ოდეს მიაგებდე სამართალსა თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით, {v}სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ გ~ იაკობ მოციქულისა და ძმისა უფლისაჲ: ღმერთო, რომელმან გამოუთქუმელითა და დაუსრულებელითა კაცთმოყუა-რებითა შენითა მოავლინე ძჱ შენი მხოლოდშო{23r}ბილი სოფლად, რაჲთა შეცთომილი იგი ახლად მოაქციოს შენდა ცხოვარი, ნუ გარემიიქცევი ჩუენგან, უფალო, რომელთა-ესე ჴელ-ვყავთ საშინელსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა შეწირვად, რამეთუ არა სიმართლეთა ჩუენთა ვესავთ, არამედ მოწყალებათა შენთა, რომლითა ნათესავსა ჩუენსა იღუწი. {v}საშჯელად ერისა შენისა განმზადებული ესე, რომელ განგჳგე ჩუენ საცხორებელად საიდუმლოჲ, არამედ აღსაჴოცელად ცოდვათა და განსაახლებლად სულისა და ჴორცთა, სათნოყოფად შენდა.

აიმაღლე: {24r}მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.  

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან: სულისა შენისა თანა.

{v}დიაკონთა საბურველი ზე აღიპყრან და მარჯუენითმან თქუას: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ განკრძალულად, ვდგეთ შიშით. მოხედეთ წმიდასა ამას შესაწირავსა, რამეთუ ღმრთისა მსხუერპლსა შევსწირავთ.

ერმან: წყალობაჲ, მშჳდობაჲ, შესაწირავი ქებისაჲ. [დ~]

{ე~, 25r}მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას მოდრეკით: სახიერო და კაცთმოყუარეო უფალო, რომელმან მოსლვითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, ყოფითა ჩუენ თანა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისა შენისაჲთა, ღირს მყვენ ჩუენ წარდგომად წინაშე {v}წმიდასა საკურთხეველსა შენსა, მსახურებად უკუდავთა ახლისა შჯულისა საიდუმლოთა. ყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ და ღირს მყვენ ჩუენ, სახიერ, გულითა წმიდითა მსახურებად შენდა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, სიყუარულითა {26r}სიწმიდისაჲთა, სახელისა შენისათჳს წმიდისა.

ლოცვაჲ მე-ბ~. უფალო, მეუფეო საუკუნეო და საუკუნეთა შემოქმედო, ღმერთო დიდო და დიდებულო, მოყავ ყური შენი ჟამსა ამას და ისმინე ჩემი, ცოდვილისაჲ ამის, და შეიწირე წინა{v}დაგებული ესე წმიდაჲ შესაწირავი, ვითარცა-იგი შეიწირე აბელისი მსხუერპლი, ნოვესი შესაწირავი, აბრაჰამისი ყოვლადვე ნაყოფიერებაჲ, მოსჱსი და აჰრონისი მღდელობაჲ, სამოველისი დასამშჳდებელი, დავითისი ყოვლადვე სინანული, ზაქარიაჲსი საკუმეველი {27r}და, ვითარცა შეიწირე ჴელთაგან წმიდათა მოციქულთაჲსა ჭეშმარიტი იგი მსახურებაჲ, აწცა, უფალო, იგივე ღმერთი ხარ.

შეგჳწყალენ ჩუენ სახელისა შენისათჳს წმიდისა.

აიმაღლე: სიყუარული ღმრთისა მამისაჲ, მადლი უფლისა ღმრთისა მჴსნელისა და მაცხოვრისა {v} ჩუენისა იესუ ქრისტჱსი  და ზიარებაჲ ყოვლად წმიდისა სულისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა.

ერმან: და სულისა შენისა.

მღდელმან: ზემცა არიან გულნი თქუენნი.

ერმან: გუაქუს უფლისა მიმართ.

მღდელმან: მადლი მივსცეთ უფალსა.

ერმან: ღირს არს და მართალ.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: {28r}და ვითარცა ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ და შუენიერ და თანამდებ ვართ შენდა ქებად, შენდა გალობად, შენდა კურთხევად, შენდა დიდების მეტყუელებად, შენდა თაყუანისცემად, შენდა მადლობად, რომელი ყოველთა დაბადებულთა ხილულ{v}თა და უხილავთა შემოქმედი ხარ, საფასჱ საუკუნეთა მათ კეთილთაჲ, რომელი ხარ წყაროჲ ცხორებისაჲ ყოველთა ღმერთი და უფალი, რომელსა გიგალობენ ცანი და ცანი ცათანი და ყოველნი ძალნი მათნი, მზჱ და მთოვარჱ და ყოველნი განწესებანი ვარსკუ{29r}ლავთანი, ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, იერუსალჱმი, ზეცისაჲ კრებული ეკლესიისაჲ პირმშოთაჲ, რომელნი დაიწერნეს ცათა შინა, სულნი მართალთანი და წინაწარმეტყუელთანი, სულნი მოციქულთანი და მოწამეთანი, {v}ანგელოზნი, ანგელოზთ მთავარნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ჴელმწიფებანი და ძალნი, ქერობინნი მრავალთუალნი და ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი, რომელნი ორითა ფრთითა იფარვენ პირთა მათთა, ორითა ფრთითა იფარვენ ფერჴთა {30r}მათთა, ორითა ფრინვენ, ღაღადებენ მოყუასი მოყუასისა მიმართ დაუცხრომელითა ბაგითა, დაუდუმებელითა ღმრთისმეტყუელებითა.

აიმაღლე: ძლევისა გალობასა დიდად შუენიერებისა შენისა დიდებასა ბრწყინვალითა ჴმითა გალობენ, ჴმო{v}ბენ, ღაღადებენ და იტყჳან.

ერმან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ. სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, გუაცხო{31r}ვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: წმიდა ხარ, მეუფეო საუკუნეო და ყოვლისა სიწმიდისა მომცემელო . წმიდა არს მხოლოდშობილი ძჱ შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, წმიდა არს სული წმიდაჲ შენი, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი გამო{v}იძიებს ყოველსა და სიღრმესაცა ღმრთეებისა შენისასა. აქა მოდრკეს. წმიდა ხარ ყოვლისა მპყრობელო და ყოვლად ძლიერო, საშინელო და სახიერო. ჭეშმარიტად წმიდა ხარ, რომელი მოწყალე ექმენ უფროჲს ხოლო ქმნულსა შენსა, რომელი შეჰქმენ ქუეყანისაგან კაცი ხატად {32r}შენდა და მსგავსად და მიჰმადლე მას სამოთხისა იგი შუებაჲ და განსუენებაჲ, რაჲთა უფლებდეს იგი, რომელ შენგან შეიქმნეს დაბადებულნი და განაგებდეს სოფელსა ღირსებით და სიმართლით, ხოლო რაჟამს გარდაჰჴდა მცნებათა შენთა, გამოვარდა იგი მიერ, {v}ხოლო შენ არავე უგულებელს-ჰყავ, არცაღა განაგდე იგი, სახიერო, არამედ განსწავლე იგი, ვითარცა მამამან მოწყალემან, და უწოდე მას შჯულისა მიერ და მზარდულ ექმენ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ. ხოლო შემდგომად მათსა უკუანაჲსკნელ აღსასრულ[ე~]{ვ~,33r}სა ჟამთასა საუკუნეთასა თჳთ თავადი მხოლოდშობილი ძჱ შენი მოავლინე სოფლად, რაჲთა შენი იგი განაახლოს და აღადგინოს ხატი, რომელი გარდამოჴდა ზეცით და ჴორციელ იქმნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ღმრთისმშობელისა და მარადის {v}ქალწულისა, რომელი იშვა ბეთლემს ჰურიასტანისასა და ნათელ-იღო წმიდასა იორდანესა იოვანესგან და კაცთა შორის იქცეოდა. და ყოველივე განაგო საცხორებელად ნათესავისათჳს ჩუენისა.  და ვითარცა ეგულებოდა დამორჩილებად და ნეფსით სიკუდილი ცხოველს {34r}მყოფელი უცოდველსა მას ჩუენ ცოდვილთათჳს თავს დებად ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ცხორებისათჳს ყოვლისა სოფლისა, მოიღო პური იგი წმიდათა და უბიწოთა და უხრწნელთა ჴელთა თჳსთა ზედა, აღგიპყრა და გი{v}ჩუენა შენ, ღმერთსა და მამასა. გმადლობდა. ამენ. აკურთხა. ამენ. განწმიდა. ამენ. განტეხა და მისცა თჳსთა მოწაფეთა, მოციქულთა, და ჰრქუა მათ.

ასამაღლებელი: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი, რომელი თქუენთჳს და მრავალთათჳს განიტეხების {35r}და მიგეცემის მისატევებელად ცოდვათა.

ერმან: ამენ.

მღდელმან: ეგრევე შემდგომად სერობისა მოიღო სასუმელი იგი წმიდათა და უბიწოთა ჴელთა თჳსთა, განზავებული ღჳნითა და წყლითა, აღგიპყრა და გიჩუენა შენ, ღმერთსა და მამასა. {v} გმადლობდა. ამენ. აკურთხა. ამენ. განწმიდა. ამენ. აღავსო სულითა წმიდითა, მისცა თჳსთა ნეტართა მოწაფეთა- მოციქულთა და ჰრქუა მათ:

აიმაღლე: სუთ ამისგანი თქუენ ყოველთა, რამეთუ ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, რომელი თქუენთჳს და მრავალთათჳს {36r} დაითხევის და მიგეცემის მისატევებელად ცოდვათა .

ერმან: ამენ.

მღდელმან: ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად, რავდენგზის შჭამდეთ პურსა ამას  და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა ძისა კაცისასა მიუთხრობდით. და აღდგომასა ვიდრემდის მოვიდეს.

და აწ მოვიჴსენებთ ვნებათა მათ მისთა, დაფლვასა მისსა და მესამესა დღესა აღდგო{v}მასა მისსა, ზეცად ამაღლებასა მისსა და მარჯუენით შენსა, ღმერთო და მამაო, ჯდომასა მისსა და მეორედ დიდებით საშინელსა {37r}მოსლვასა მისსა, რაჟამს მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა, ოდეს მიაგებდეს თითოეულსა კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. აქა მოდრკეს. მომიჴსენენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, მას დღესა შინა მე და ერი ესე აქა მდგომარჱ კადრებად შენდა, უფალო. {v}შევსწირავთ, უფალო, საშინელსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა, რაჲთა არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, ნუცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგებ ჩუენ, არამედ შენისა მაგის მოთმინებისაებრ და დაუსრულებელისა კაცთმოყუარებისაებრ უგულებელს-ჰყვ{38r}ენ და აჴოცენ, რომელ ცოდვანი და ცთომანი იყვნენ მვედრებელთა შენთანი. და მოგუანიჭენ და მოგუმადლენ ჩუენ ზეცისა იგი საუკუნენი ნიჭნი, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჰჴდა, რომელი განუმზადე {v}მოყუარეთა შენთა მოწყალებითა შენითა.

აიმაღლე: რამეთუ ერი შენი, უფალო, და ეკლესიაჲ გევედრებიან შენ.

ერმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო.

მღდელმან თქუას: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, {39r}შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მოავლინე ჩუენ ზედა და საშინელსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა წინადაგებულსა ამას წმიდასა შესაწირავსა. სული წმიდაჲ შენი, უფალი და ცხოველსმყოფელი, თანამოსაყდრჱ შენი მამისა და {v}ძისაჲ თანამეუფჱ და თანასამარადისოჲ, თანადაუსაბამოჲ და თანაარსი, რომელი იტყოდა შჯულსა შინა და წინაწარმეტყუელთა და ახალსა შჯულსა, რომელი გარდამოჴდა ზედა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა იორდანესა მდინარესა ხილვითა ტრედისაჲთა და რომელი {40r}გარდამოჴდა ზედა წმიდათა მოციქულთა მსგავსად ცეცხლისა ენათა ზედა ქორსა მას საიდუმლოჲსასა დღეთა მათ ერგასისთა. ესევე ყოვლად წმიდაჲ სული შენი, უფალო, მოავლინე ჩუენ ზედა და შესაწირავსა ამას ზედა მდებარესა.

ასამაღლებელი: {v}რაჲთა აწცა სახიერმან  და დიდებით მოსლვამან მისმან განწმიდოს და ყოს პური ესე  ჴორც პატიოსან ქრისტჱსა.

ერმან: ამენ.

მღდელმან: და სასუმელი ესე  სისხლ ჭეშმარიტ ქრისტესა.

ერმან: ამენ.

მღდელმან იწყოს საიდუმლოთა: რაჲთა ექმნას [ვ“]{ზ~,41r}, ყოველთა, რომელთა მიიღონ ესე მისატევებელად ცოდვათა და ცხორებად საუკუნოდ, განსაწმედელად სულთა და ჴორცთა ნაყოფისა გამომღებელად კეთილთა საქმეთა, სიმტკიცედ ეკლესიისა შენისა, რომელი მოიგე პატიოსნითა სისხლი{v}თა ქრისტეს შენისაჲთა და დააფუძნე ზედა კლდესა სარწმუნოებისასა, რაჲთა ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას; და იჴსენ იგი ყოველთაგან მწვალებელთა და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა ვიდრე აღსასრულამდე საუკუნოჲსა მისთჳს.

{42r} აქა მოდრკეს მღდელი. და შევსწირავთ შენდა, უფალო, საშინელსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა წმიდათა შენთა ადგილთათჳს, რომელნი ადიდენ გამოცხადებითა ქრისტე შენისაჲთა.

პირველად წმიდისათჳს და დიდებულისა სიონისა, დედისა ყოველთა ეკ{v}ლესიათაჲსა, და ყოვლისა სოფლისა ზედა წმიდისა კათოლიკჱ სამოციქულო ეკლესიისა შენისა და ყოველთა ცისკიდეთა უხუად ნიჭნი სულისა წმიდისანი გარდაუმატენ მას, უფალო.

მოიჴსენენ, უფალო, მას შინა წმიდათა მამათა ჩუენთა ეპისკო{43r}პოსთა მართლმადიდებელთა და მართლგამომეტყუელთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა: პირველად და წინაჲთ ღირსისა მამისა ჩუენისა პატრიაქისაჲ სიბერჱ პატიოსანი მოჰმადლე მას, დღეგრძელებით დაიცევ ესე ჟამთა მწყსად ერი{v}სა შენისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა და სიმართლითა და სიწმიდითა.

მოიჴსენენ, უფალო, წმიდისა ქალაქისა იერუსალჱმისა და ყოველთა ქალაქთაჲ და სოფელთაჲ და ყოველნი, რომელნი მას შინა სარწმუნოებითა და შიშითა ქრისტესითა დამკჳდრებულ არიან მშჳდობით {44r}და მყუდროებით.

მოიჴსენენ, უფალო, აქა პატიოსანნი მღდელნი და სადანივე ქრისტეს მიმართ მსახურნი დიაკონნი და ყოველნი მოწესენი ეკლესიათანი და რომელნი სიმდაბლისა ცხორებითა იქცევიან და ქრისტჱს მოყუარენი ერისა კაცნი.

მომიჴსენე მე, უფალო, {v}მეცა, ცოდვილი ესე და ნარჩევი მონაჲ შენი, და მომხედენ მე წყალობითა შენითა და უბრალო მყავ მე მდევართა ჩემთაგან და რომელი შეგცოდე სიტყჳთ, ანუ საქმით, ანუ თუ გონებითა, მილხინე, მომიტევენ, შემინდვენ, ვითარცა სახიერ ხარ {45r}ღმერთი და კაცთმოყუარე უფალი. უფალო, ნუ სულგრძელებით, რამეთუ სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲს გარდაემატნეს ნიჭნი ეგე შენნი.

მოიჴსენე, უფალო, კეთილადმსახური მეფჱ ჩუენი და კეთილად- მსახური დედოფალი და კეთილად მსა{v}ხურებით მეფობაჲ მათი. აიღე საჭურველი და ფარი და აღდეგ შეწევნად მათა და დაუმორჩილენ მათ ყოველნი ნათესავნი წარმართთანი, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და ღირსებითა.

მოიჴსენენ, უფალო, რომელნი სიბერესა {46r}და უძლურებასა შინა შურებიან: მამანი და ძმანი ჩუენნი.

მოიჴსენენ, უფალო, იგინიცა, რომელნი საპყრობილესა და კრულებასა და ექსორიობასა და ტყუეობასა და ჴურელთა ქუეყანისათა იყვნენ: მამანი და ძმანი ჩუენნი.

მოიჴსენენ, უფალო, {v}ნავითა მავალნი მოგზაურნი, რომელნი უცხოებასა და შორსა გზასა წარმართებულ არიან: მამანი და ძმანი ჩუენნი, და წყალობასა და შეწევნასა შენგან ითხოვენ.

მოიჴსენენ, უფალო, რომელნი სულთაგან არაწმიდათა იტანჯებიან, გან{47r}ათავისუფლენ ყოველნი გუამნი სნეულთანი და მშრომელთანი და რომელნი მიმძლავრებულ არიან; ყოველთა ულხინე, ყოველნი განათავისუფლენ ფერად-ფერადთაგან სენთა: მამანი და ძმანი ჩუენნი და ყოველნი სულნი ქრისტეანეთანი, ჭირვეულნი და {v}ურვეულნი, რომელნი წყალობასა და შეწევნასა შენსა ითხოვენ.

მოიჴსენენ, უფალო, კეთილსა შინა ყოველნი, ყოველსა შინა შეიწყალენ, უფალო, ყოველთა მოხედე, დაამშჳდე სიმრავლჱ ერისა შენისაჲ, განაბნიენ ყოველნი საცთურნი, განაქარვენ ყოველნი ბრძოლანი, {48r}შენი მშჳდობაჲ და სიყუარული მოგუმადლე, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო.

მღდელმან დიაკონსა ჯუარი დასწეროს და მოსაჴსენებელი ცოცხალთაჲ წართქუას.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: მოიჴსენე, უფალო, კეთილად შეზავებისათჳს ჰაერთა, ცუარისა {v}მშჳდობისა, ნაყოფთა კეთილად გამოღებისა სრულისაჲ და კეთილისაჲ და გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა, უფალო, რამეთუ თუალნი ყოველთანი შენ გესვენ და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.

მოიჴსენენ უფალო, რომელთა შესაწირ[ზ~]{ჱ~,49r}ავი ესე  შეწირეს ამას დღესა წმიდასა საკურთხეველსა შენსა, რომლისათჳს კაცად-კაცადმან შემოწირა, გინათუ გონებასა აქუნდეს და რომელთათჳს აწ ესერა აღმოვიკითხავთ.

აქა ცოცხალი ვინ გინდეს, მოიჴსენე.

მოიჴსენენ, უფალო ღმერთო, და შეიწყალენ {v} იოვანე ფრიად ცოდვილი ზოსიმე, მჩხრეკალი ამისი, და კჳრიკე, მომგებელი, და მშობელნი და ძმანი მათნი და ყოველნივე მათეულნი თითოეულად სახელად-სახელად სულიერნი და ჴორციელნი, ცოცხალნი და მიცვალებულნი და ყოველნი ქრისტეანენი. ამენ. ლოცვა ყავთ.

{50r}ესე ყოველნი მოიჴსენენ, უფალო, ღმერთო მამათაო და ყოველთა ჴორცთაო, რომელნი მოვიჴსენენ და რომელნი ვერ მოვიჴსენენ, მოეც მათ ქუეყანისა წილ ზეცისაჲ იგი განხრწნადისა წილ უხრწნელი იგი საწუთროჲსა წილ საუკუნოჲ იგი ხარებისაებრ {v}ქრისტე შენისა, რამეთუ ცხორებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს, უფალო. და მერმეცა მოჴსენებად ღირს მყვენ ჩუენ, რომელნი დასაბამითგან სოფლისაჲთ სათნო-გეყვნეს შენ ნათესავად-ნათესავად მამადმთავა{51r}რთა, წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა, მახარებელთა, მარტჳლთა, მართალთა აღმსაარებელთა.

მოიჴსენე, უფალო, მთავარანგელოზისა იგი ჴმაჲ, რომელსა იტყოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ {V}შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ ღმრთისა მადლითა.

აიმაღლე: უმეტჱს არს ყოვლად წმიდაჲ დიდებული, კურთხეული, უხრწნელი, სანატრელი დედოფალი ჩუენი ღმრთისმშობელი მარადის ქალწული მარიამ.

{52r}აქაჲთგან სულნი მოიჴსენნეს დიაკონმან, ხოლო მღდელმან თქუას: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა. გ~ ჯერ.

მოიჴსენე, უფალო, წმიდაჲ და დიდებული ნეტარი იოვანე, წინამორბედი და ნათლისმცემელი. მოიჴსენენ, უფალო, წმიდანი მოციქულნი: {v}პეტრე, პავლე, ანდრია, იაკობ, იოვანე, ფილიპე, თომა, ბართლომე, მათეოს, იაკობ ალფჱსი, სიმონ მოშურნჱ, იუდა იაკობისი, მატათია, მარკოზ, ლუკა მახარებელნი.

მოიჴსენენ, უფალო, წმიდანი წინაწარმეტყუელნი და მამადმთა{53r}ვარნი მართალნი: წმიდაჲ სტეფანე პირველდიაკონი და პირველი მოწამჱ, წმიდანი ნეტარნი მამანი ჩუენნი მოსე, აჰრონ, ისუ, სამოელ, დავით, ელია, ელისე, ზაქარია, სჳმეონ და წმიდანი მარტჳლნი და აღმსარებელნი ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისანი: {v}წმიდაჲ თევდორე, წმიდაჲ გეორგი, წმიდაჲ კჳრიკე, წმიდაჲ ივლიტა, წმიდაჲ აბო და წმიდანი ორმეოცნი, რომელნი წამებულ არიან კეთილითა აღსარებითა, და კეთილად აღმსაარებელნი წმიდანი დედანი მენელსაცხებლენი მირუფორნი.

მოიჴსენენ, უფალო, {54r}წმიდანი მამანი ჩუენნი ეპისკოპოსნი: წმიდისა იაკობ მოციქულისა, ძმისა უფლისა და პირველ მთავარეპისკოპოსისა იერუსალჱმისა ვიდრე მოაქამდე, და რომელნი მართლმადიდებლობით ეპისკოპოსობდეს წმიდასა ქალაქსა ქრისტჱს ღმრთისა {v}ჩუენისასა, ღირსნი.

მოიჴსენენ, უფალო, წმიდანი მამანი ჩუენნი მოძღუარნი: ეგნატი, დიონოსი, ირინეო, გრიგოლი, ალექსანდრე, ევსტათი, ათანასი, ბასილი, გრიგოლი, გრიგოლი, ამბოროსი, ამფილოქე, ლიბერი, დამასუ, იოვანე, ეპიფანე, თეოფილე, {55r}კელესტინე, აგჳსტინე, კჳრილე, ლეონტი, პროკლე, ფილისტოს, ორმიზდ, ეფრემ, სოფრონი, აღაპი, ევლოჯი, მარტჳრონ.

მოიჴსენენ, უფალო, წმიდანი და დიდ-დიდნი სოფლისა ექუსნი კრებანი: ნიკიას სამას ათრვამეტნი, კოსტანტინეპო{v}ლის ას ორმეოცდაათნი, ეფესოს პირველად ორასნი, ქალკიდონს ექუსას ოცდაათნი, მეხუთჱ წმიდაჲ კრებაჲ ას სამეოცდაოთხნი და შემგომად მისა მეექუსჱ წმიდაჲ კრებაჲ ორას ოთხმეოცდაცხრანი. ესე წმიდანი კრ{56r}ებანი და ყოველთა ადგილთა ღირსნი მამანი ჩუენნი, რომელნი მართლმადიდებლობით ეპისკოპოსობდეს და რომელთა მართლწარუმართებიეს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.

მოიჴსენენ, უფალო, წნიდანი მამანი ჩუენნი, განშორებულნი და {v}მარტოდ ცხორებულნი: ამბა პავლჱ, ანტონი, პავლე, პახუმი, ამონა, თევდორე, ილარიონ, არსენი, მაკარი, მაკარი, იოვანე, ეფრემ, სჳმეონ, სჳმეონ, თეოდოსი, ხარიტონ, გელასი, ევთჳმე, თეოქტისტე, საბა, დომენტი, ჯერასიმე, კოზმან [ჱ~]{თ~,57r}და იოვანე. და წმიდანი მამანი ჩუენნი, რომელნი მოისრნეს მთასა წმიდასა სინასა და რაჲთს ბარბაროზთაგან ქრისტესთჳს.

არათუ ჩუენ ღირს რაჲმე ვართ მოჴსენებად ნეტარებასა მათსა, არამედ რაჲთა მათ კადნიერად მდგომარეთა წინაშე {v}საშინელსა და შესაძრწუნებელსა საყდარსა შენსა მომიჴსენნენ ჩუენ საწყალობელნი ესე და უღირსნი მონანი შენნი.

მოიჴსენენ, უფალო, ქორებისკოპოსნი, ხუცესნი, დიაკონნი, კერძოდიაკონნი, დედათდიაკონნი, წიგნის მკითხველნი მონაზონნი, {58r}თარგმანნი, მაფუცებელნი და ღმრთისმოყუარენი ქალწულნი და წესიერად ქორწინებულნი, რომელნი ზიარებასა სულისა წმიდისა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა შინა აღსრულებულ არიან.

მოიჴსენენ, უფალო, ღმრთისმსახურნ {v}და მორწმუნენი მეფენი: კოსტანტინე, ჰელენე, თევდოსი დიდი, მარკიანე, პროშელი, ლეონტი, ისტჳნიანე და რომელნი შემდგომად მათსა ღმრთისმსახურნი და მორწმუნენი მეფობდეს. და ყოველნი, რომელნი სარწმუნოები{59r}თა და შიშითა ქრისტესითა წინაჲსწარ აღსრულებულ არიან ქრისტესმოყუარენი ერისა კაცნი. და რომელთათჳს კაცად-კაცადმან შემოწირა გინათუ გონებასა აქუნდეს და რომელთათჳს აწ ესერა აღმოვიკითხავთ.

ვინ გინდეს შე{v}სუენებული, მოიჴსენე.

მოიჴსენენ, უფალო ღმერთო, და შეიწყალენ და გაუსუენე სულსა იოვანე ცოდვილისა ზოსიმჱსსა და კჳრიკესა და მშობელთა და ძმათა მათთა და ყოველთავე მათეულთა სულიერთა და ჴორციელთა თითოეულად სახელად-სახელად და ყოველთა ქრისტეანეთა. ამენ. ლოცვა ყავთ.

{60r}ესე ყოველნი მოიჴსენენ, უფალო ღმერთო მამათაო და ყოველთა ჴორცთაო, რომელნი მოვიჴსენენ და რომელნი ვერ მოვიჴსენენ, მათ მუნ განუსუენე და ღირს ყვენ იგინი ქუეყანასა მას ცხოველთასა, სასუფეველსა ცათასა, წიაღთა შინა აბრაჰა{v}მისთა, ისაკ და იაკობისთა, რომლისაგან განშორებულ არიან ყოველნი სალმობანი, მწუხარებანი და ჭირნი, სადა-იგი ხედავს ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო, და ჩუენი აღსასრული ქრისტეანობით და მშჳდობით, უცოდველად, უურველად {61r}და უჭირველად და ურცხჳნელად წარგჳმართე, უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, და შეგუკრიბენ ჩუენ ქუეშე ფრთეთა რჩეულთა შენთასა, ოდეს გნებავს და ვითარცა ინებო თჳნიერ ხოლო სირცხჳლისა და შეურაცხებისა, წინაშე საყდართა {v}ქრისტე შენისათა.

დიაკონმან: და მშჳდობით, განგებით ყოვლისა სოფლისა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და თითოეულისა ამისთჳს და რომელთათჳს კაცად-კაცადმან შემოწირა გინათუ გონებასა აქუნდა და ამის ერისა აქა მდგომარისა ყოველთა და ყოვლისათჳს.

ერმან: {62r}ყოველთა და ყოვლისათჳს.

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა ქრისტე შენისაჲთა, მის თანა შენდა დიდებაჲ შუენის სულით წმიდითურთ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან: {v}მერმეცა და მარადის ყოველთა ერთობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

წმიდისა ამისთჳს შეწირულისა, განწმედილისა, დიდებულისა ზეცისა ნიჭისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

რაჲთა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, რომელმან შეიწირნა ესენი წმიდასა და უხილავსა, {63r}დიდებულსა, ზეცისა საკურთხეველსა მისსა მსხუერპლად სულად სულნელად, და რაჲთა გარდამოგჳვლინოს ჩუენ მადლი და ნიჭი სულისა წმიდისაჲ, ყოველთა ერთობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

ერთობაჲ სარწმუნოებისაჲ და ზიარებაჲ {v}ყოვლად წმიდისა სულისაჲ უფლისა მიმართ ვითხოო თავნი ჩუენნი და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევჰვედროთ.

ერმან: შენ, უფალო.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: ღმერთო და მამაო უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, რომელი ჰზი ქერობინთა და იდიდები სე{64r}რაბინთაგან, რომლისა წინაშე დგანან ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი წმიდათა ანგელოზთანი და მთაარანგელოზთა მჴედრობანი და რომელნი-ესე შეიწირნეს შენდა შესაწირავნი და ძღუენნი მისაცემელნი და ნაყოფნი სულად სულ{v}ნელად შეიწირენ და განწმიდენ, უფალო, მადლითა ქრისტე შენისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისა შენისაჲთა. განწმიდენ, უფალო, სულნი და ჴორცნი ჩუენნი, განიხილენ გონებანი ჩუენნი, გამოცადენ ზრახვანი ჩუენნი ჩუენგან ყოველივე [თ~]{ი~,65r}გონებაჲ უკეთურებისაჲ და ყოველივე ზრახვაჲ შეგინებული, და ყოველივე გულისთქუმაჲ მწინკულევანი და ყოველივე შური და ყოველი ამპარტავანებაჲ და ყოველი ორგულებაჲ და ყოველი ტყუვილი და ზაკუვაჲ და ყოველი სიმძიმჱ {v}სოფლისაჲ ამის და ყოველი ანგაჰრებაჲ და ყოველი აღძრვაჲ ჴორცთაჲ და სულისაჲ უცხოქმნული წმიდისაგან ნებისა შენისა.

აიმაღლე: და ღირს მყვენ, უფალო, კადნიერებით წმიდითა გულითა, განახლებულითა სულითა, ურცხჳნელითა {66r}პირითა, განწმედილითა ბაგითა  კადრებად და ხადად შენდა ზეცათა ღმრთისა წმიდისა მამისა მოწყალისა და თქუმად.

ერმან: მამაო ჩუენოჲ.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, უფალო, ღმერთო ძალთაო, არამედ მიჴსნენ ჩუენ {v}ბოროტისაგან და საქმეთა მისთა სახელისა შენისათჳს წმიდისა, რომელი წოდებულ არს ჩუენ ზედა სიმდაბლით.

აიმაღლე: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

{67r}ერმან: სული შენისა თანა.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ერმან: შენ, უფალო.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: შენდა მოუდრეკიან შენთა მონათა და მჴევალთა ქედნი გულთა მათთანი და ითხოვენ შენმიერსა სულიერსა ნიჭსა. შენმიერი კურთხევაჲ მოავლინე, უფალო, და განწმი{v}დე სულნი ჩუენნი და საშუმინველნი და ჴორცნი, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ზიარებად უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა ზეცისათა მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა და საგზლად ცხორებისა საუკუნოჲსა.

აიმაღლე: რამეთუ შენ ხარ თაყუანისსაცემელ და {68r}დიდებულ ღმერთი ჩუენი და მხოლოდშობილი ძჱ შენი და ყოვლად წმიდაჲ სული შენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან თქუას: იყავნ მადლი  წმიდისა და ერთარსებისაჲ და თაყუანისსაცემელისა სამებისაჲ თქუენ ყოველთა თანა.

ერმან: და სულისა შენისა თანა.

{v}დიაკონმან: მოხედეთ.

მღდელმან ბოსპორაჲ აღიპყრას და ესე ლოცვაჲ წართქუას: გამოუთქუმელო ღმერთო, სიტყუაო მამისაო და სულისა წმიდისაო, თანაარსო და თანამთავარო და თანამეუფეო და თანამყოფო, შეიწირე ჩუენ მიერ გალობაჲ წმი{69r}დისაჲ და უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲ ქერობინთა და სერაბინთა თანა დაუცხრომელი გალობაჲ, ჩემ ცოდვილისაჲ და უჴმრისა მონისა შენისაჲ ღაღადებით სიტყუაჲ.

ლოცვაჲ ბ~. წმიდაო, წმიდაო, რომელი წმიდათა შინა იდიდები და განი{v}სუენებ, უფალო, განგუწმიდენ სიტყჳთა მადლისა შენისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისა შენისაჲთა, რამეთუ შენ სთქუ, უფალო, ვითარმედ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი, ღმერთი თქუენი.

მღდელმან ბოსპოროჲ ზე აღიპყრას და თქუას: წმიდაჲ წმიდათაჲ.

{70r}ერმან: ერთ არს წმიდაჲ, ერთ არს უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა, მამისა სულით წმიდითურთ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: სარწმუნოებით აღშჱნებისა და დამტკი-ცებისათჳს. და სხუაჲ ვინ გინდეს ცოცხალი და შესუენებული.

{v}ერმან: კჳრიელჱსონი ი~ე.

ხოლო მღდელმან განტეხოს ბოსპოროჲ და ნახევარითა სამჯერ ჯუარი დასწეროს და შთაყოს ბარძიმსა და სისხლსა ზედა ჯუარი დასწეროს სამჯერ და იტყოდის: შეიყოფის ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სული{71}სა წმიდისაჲთა და ერთითა მეორესა ნახევარსა ჯუარი დასწეროს და მოიღოს ნახევარი იგი მარჯუენესა ჴელსა და ეგრევე ყოს და შეამთხჳოს პირი ჯუარედად, ფეშხუემსა ზედა დასწეროს სამჯერ ჯუარი. და თუ სხუაჲცა ესუენოს ბოს{v}პოროჲ ფეშხუემსა ზედა, ყოველთა ჯუარი განავლოს მით, სისხლსა შთაჰყოფდეს და განტეხოს ოთხად და ორი თუალი მოსტეხოს და ბარძიმსა მით ჯუარი დასწეროს და ამას იტყოდის სამჯერ. თქუას: შეყოფილ არს და განწმედილ არს {72r}და განსრულებულ ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და შთაუსუენოს ბარძიმსა და თქუას: კურთხეულ არს მამაჲ, კურთხეულ არს ძჱ, კურთხეულ არს სული წმიდაჲ. {v}ყოველი სული და ყოველი დაბადებული აქებდით უფალსა. ალელუა, ალელუა, ალელუა.

დიაკონმან თქუას: მშჳდობითა ქრისტესითა ვგალობდეთ.

და ერი განიცადესა იტყოდის, ხოლო მღდელნი და დიაკონნი განაწილებასა ამას ლ~გ ფსალმუნსა იტყოდიან: [ი~]{ი~ა,73r}ვაკურთხოთ უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი, ვიდრე ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს უფალსა.

ხოლო მღდელი იტყოდის ამას ლოცვასა: თქუმული წმიდისა ათანასი ალექსანდრელ ეპისკოპოსისაჲ: უფალო ღმერთო, კაცთმოყუარეო და მჴსნელო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხო{v}ველისაო, რომელი ჴორცითა გამოშჩნდი მაცხოვრად ჩუენდა და განანათლე ყოველი სოფელი, დიდ-დიდნი საკჳრველებანი და მოწყალებანი ჰყვენ ჩუენდა მომართ, რაჲთა სრულიად განგუათავისუფლნე ჩუენ მონებისაგან სიკუდილისა. წმიდაჲ ეგე და უბიწოჲ კრავი ღმრთი{74r}საჲ კაცობრივითა ბუნებითა გამოშჩნდი ჩუენთჳს და, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარე პატიოსნითა მაგით ჴორცითა და ჭეშმარიტითა სისხლითა შენითა და მართალი ეგე, ვითარცა ძჳრისა მოქმედი ავაზაკთა შორის, ჯუარს ეცუ. ჰე, უფალო, უპირა{v}ტეს ჯუარცუმისა შენისა მოიღე პური იგი წმიდათა და უბიწოთა ჴელთა შენთა ზედა აკურთხე და მიეც იგი ნეტართა მოწაფეთა შენთა და სთქუ: ესე არს ჴორცი ჩემი და შემდგომად სერობისა მოიღე სასუმელი იგი წმიდათა {75r}და უბიწოთა ჴელთა შენთა, განზავებული ღჳნითა და წყლითა. აკურთხე და მიეც იგი მათვე ნეტართა მოწაფეთა მოციქულთა და სთქუ: ესე არს სისხლი ჩემი, ამას ჰყოფდით ჩემდა მოსაჴსენებელად, რამეთუ რავდენგზის {v}შჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა ძისა კაცისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. და აწ მოვიჴსენებთ კურთხევასა მას და მცნებასა შენსა, ხოლო მე უკუეთუმცა მაქუნდა სირცხჳლი იგი სული{76r}ერადი ძჳრ-ძჳრად შეცოდებათა და საძაგელებათა ჩემთათჳს, ზეახილვადცა არა ღირს ვარ, არამედ შენ მხოლოჲსა მიმართ აღსაარებით ვიტყჳ: შეგცოდე, უფალო, უფალო, შეგცოდე და ურჩულოებანი ჩემნი მე უწყნი, ვითარმედ უღირსად და წარმდებებით {v}ვიკადრებ მიახლებად გამოუთქუმელსა ამას საიდუმლოსა, პატიოსანსა ჴორცსა შენსა და ჭეშმარიტსა სისხლსა შენსა, არამედ სარწმუნოებით სასოებაჲ მაქუს მიუწდომელსა მაგას მოწყალებასა და სიტკბოებასა შენსა, და ვითხოვ {77r}შენგან, უფალო ჩუენო იესუ ქრისტე, მილხინე მე, უფალო, უფალო, მილხინე მე და უღირსად წარმდებებისა ჩემისათჳს ნუ დამშჯი მე, არამედ წმიდაჲ და ჭეშმარიტი ესე ჴორცი შენი და სისხლი შენი მექმენინ მე განმძარცუველად ცოდვათა ჩემთა და აღმჴოცელად {v}უშჯულოებათა ჩემთა და განმანათლებელად თუალთა გონებისა ჩემისათა, რაჲთა განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა და ყოვლადვე მეშინოდის მე შენგან და ვივლტოდი მე ყოვლისაგან ცოდვისა და არაწმიდებისა, და უმეტჱსად მსუროდის მე პატიოს{78r}ნისა ამის ჴორცისა და ჭეშმარიტისა სისხლისა შენისა და მარადის გულს ვეტყოდი სასუფეველისათჳს ცათაჲსა, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ზიარებისაჲ იოვანე ოქროპირისაჲ. {v}ჴორცისა ამისგან არღარა ვარ მიწა და ნაცარ, არცაღა ვარ მტუერ, არამედ თავისუფალ. ამისგან ვესავ ცათა შინა მოღებად კეთილსა ცხორებასა, უკუდავსა ანგელოზთა დიდებასა და ქრისტეს თანა ზრახვასა.

ლოცვაჲ ზიარებისაჲვე. {79r}წმიდაო, წმიდაო, გამოუთქუმელო სამებაო სათნოო, მომეც მოღებად ჴორცი ესე და სისხლი საცხორებელად და ნუ სატანჯველად და დასაშჯელად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ მომეც მე ნაყოფად სათნოდ შენდა, რაჲთა შენდა {v}სათნოდ გამოვჩნდე და ვცხონდებოდი ყოფითა მცნებათა შენთაჲთა, და კადნიერად გხადოდი შენ, ღმერთსა, მამად და ვეძიებდე სახელსა შენსა და ნებასა შენსა. წმიდა იყავნ სახელი შენი ჩუენ ზედა უკუნისამდე, უფალო.

რამეთუ ძლიერ ხარ და ქებულ და დი{80r}დებულ არს სახელი შენი წმიდაჲ მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელმან მოიღოს ნაწილი, ორი თუალი ჴელთა მისთა და შეიმთხჳოს პირსა სამჯერ და ამას იტყოდის: აგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო. {v}ესე სამჯერ. მრწამს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ. სამჯერ თქუას. მრწამს ხარებაჲ, შობაჲ, ნათლისღებაჲ, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ, აღდგომაჲ, ზეცად ამაღლებაჲ, მეორედ დიდებით მოსლვაჲ განშჯად ცხოველთა და მკუდართა. [ი~ა~]{ი~ბ,81r}ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისაჲ კეთილ არს, დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი.

და ეზიაროს პირველ ჴორცითა და მერმე სისხლითა.

დიაკონმან თქუას: მღდელნი წარმოდეგით! დიაკონნი მოვიდოდეთ! დიაკონმან ფეშხუემი აღიღოს, {v}კჳრიელჱსონ ყოს.

მღდელმან: აგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან: შიშითა ქრისტესითა მოვიდოდეთ.

ერმან: წინაშე შენსა, უფალო.

ზიარებასა მღდელი რაჟამს მღდელთა აზიარებდეს, ამას იტყოდის: ჴორცი და ყოვლად წმიდაჲ სისხლი {82r}უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, ძისა ღმრთისაჲ მიგეცემის მღდელსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა დაცვად შენისა მღდელობისა ღირსებით და სიწმიდით მისატევებელად ცოდვათა და ცხორებად საუკუნოდ.

დიაკონთათჳს ეგრევე, სახელი ოდ{v}ენ უქციოს, ერისათჳს ესრე თქუას: ჴორცი და სისხლი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მიგეცემის მისატევებელად ცოდვათა და ცხორებად საუკუნოდ.

და ვითარცა ეზიარნენ, მღდელმან ჯუარი დასწეროს ერსა და თქუას: მაღალ ხარ ცა{83r}თა შინა ღმერთი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი. და აიღონ. გმადლობთ შენ, უფალო.

დიაკონმან კუერექსი: აემართენით, რომელთა მოვიღეთ წმიდაჲ ესე დიდებული, განმაცხოველებელი, ზეცისა უხრწნელი, ცხოველსმყოფელი საიდუმლოჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი {v}ყოველთა ერთობით უფალსა ღმერთსა ჩუენსა მადლი მივსცეთ.

ერმან: გმადლობთ შენ, უფალო.

რომელთა გუექმნა ჩუენ მოსაღებელი ესე წმიდაჲ საცხორებელად და მტერისა ჩუენისა დასათრგუნველად, მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა შეწყნარებითა სულისა წმიდისაჲთა ყოველთა ერთობით {84r}უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

ყოვლად წმიდაჲ დიდებული, კურთხეული, უხრწნელი, სანატრელი დედოფალი ჩუენი ღმრთისმშობელი მარადის ქალწული მარიამ, ყოველნი წმიდანი, მართალნი და მარტჳლნი მოვიჴსენეთ, თავნი ჩუენნი და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენ{v}სა შევჰვედროთ.

ერმან: შენ, უფალო.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: ღმერთო, რომელი მრავლითა მოწყალებითა შენითა შეუნდობ უძლურებასა მონათა შენთასა. ღირს მყვენ ჩუენ მოღებად ამის ზეცისა საკურთხეველისაგან და ნუ დამშჯი ჩუენ, ცოდვილთა ამათ, მოღებითა უხრ{85r}წნელთა შენთა საიდუმლოთაჲთა, არამედ დამიცვენ ჩუენ, უფალო სახიერო, სიწმიდესა შენსა და სიმართლესა, რაჲთა ღირს და ზიარ ვიქმნეთ სულისა შენისა თანა წმიდისა და ვპოვოთ ნაწილი დასამკჳდრებელი და მადლი ყოველთა თანა წმიდათა შენთა, ნათელსა პირისა {v}შენისასა მოწყალებითა ქრისტე შენისაჲთა.

აიმაღლე: რამეთუ კურთხეულ და წმიდა და დიდებულ არს ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან: სულისა შენისა თანა.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი.

ერმან: შენ, უფალო.

{86r}მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: ღმერთო, რომელი დიდ ხარ და საკჳრველ, მოგუხედენ მონათა შენთა, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან თავნი ჩუენნი. მოყავ ცხორებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა ყოვლად ძლიერი ჴელი შენი და მკლავი შენი მაღალი,რომელი სავსჱ არს კურთხევითა და აცხ{v}ოვნე ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, რაჲთა ყოველსა ჟამსა გაკურთხევდეთ შენ მხოლოსა ცხოველსა, ჭეშმარიტსა ღმერთსა, წმიდასა სამებასა, ერთარსებასა, სამებასა წმიდასა.

აიმაღლე: რამეთუ შენდა შუენის ყოველთავე დიდებისა შეწირვაჲ {87r}პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ერმან: ამენ.

თქუან ყოველთა სამჯერ: იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე.

დიაკონმან: მშჳდობითა ქრისტჱსი{v}თა დავიცვნეთ.

ერმან: სახელითა უფლისაჲთა, უფალო, გუაკურთხენ.

მღდელმან ლოცოს, ჯუარი დასწეროს და საკურთხეველადვე მიიქცეს და თქუას: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

დიაკონმან: {88r}უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

მღდელმან ესე ლოცვაჲ წართქუას: რომელთა მოუწოდე, რომელნი განსწმიდენ, უფალო, რომელნი ადიდენ, უფალო, ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა წოდებასა, დაგჳცვენ სიყუარულსა ზედა და დაგუამტკიცენ სიწმიდესა შენსა; {v}განგუაკრძალენ ბოროტისაგან და ცხორებად საუკუნოდ შემკრიბენ და წყალობასა შენმიერსა ღირს მყვენ ჩუენ და მოგუანიჭე ჩუენ ყოველი, რომელი საჴმარ ჩუენდა არს თხოვაჲ. დაგჳცვენ ჩუენ საგრილსა ქუეშე ქველისმოქმედებისა შენისასა [ი~ბ]{ი~გ,89r}და გჳჴსნენ ჩუენ ყოველსა ჟამსა, რაჲთა შენ სათნო-გეყვნეთ და ვჰყოფდეთ ნებასა შენსა, მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ შენ ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხო{v}ველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა. ერმან: სულისა შენისა თანა, უფალო, გუაკურთხენ.

მღდელი მოიქცეს და ესე ლოცვაჲ წართქუას ერის განტევებისაჲ: აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაჲთა და უხუებითა და აწ გევედრე{90r}ბით შენ, უფალო, სრულითა სიყუარულითა შენითა ღირს ყვენ სულნი ჩუენნი ნათელსა პირისა შენისასა. განაკრძალენ გზანი ჩუენნი და დაამტკიცენ შიშსა შენსა და ჩუენ ყოველნი შეგჳწყალენ და ზეცისა სასუფეველსა ღირს მყვენ ჩუენ, უღირსნი ესე. {v}რამეთუ კურთხეულ არ სახელი შენი და დიდებაჲ სუფევისა შენისაჲ, რაჲთა იდიდოს სიმტკიცჱ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მღდელი ოდეს სადიაკონოდ შევიდოდის, დიაკონნი წინაუძღოდიან. მღდელი ამას იტყოდის: {91r}ოხითა, ქრისტე, ღუაწლისა მძლეთა შენთაჲთა შეგჳწყალენ ჩუენ. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, უფალო, დიდებაჲ შენდა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ერმან: კჳრიელჱსონ.

წმიდაჲ სტეფანე პირველდიაკონი და პირველი მოწა{v}მჱ, ყოველნი წმიდანი, მართალნი, მარტჳლნი მოვიჴსენნეთ, რაჲთა მათითა ოხითა უფალმან შეგჳწყალნეს.

ერმან: კჳრიელჱსონ.

მღდელიღა განიძარცუებოდის. ესე ლოცვაჲ წართქუას: რამეთუ მომეც ჩუენ, უფალო, სიწმიდჱ და ნაწილი წმიდისა ჴორცისაჲ და ჭეშმარიტისა {92r}სისხლისა ქრისტე შენისაჲ, მომეც ჩუენ, უფალო, მადლიცა სულისა წმიდისა შენისაჲ, დამიცვენ ჩუენ, უბიწონი, სარწმუნოებითა და გჳძღოდე ყოველთა სრულებასა მიწევნად, და მერმესა მას საუკუნესა განსუენებასა ღირს მყვენ ჩუენ მადლითა და წყალობითა და კაცთ{v}მოყუარებითა ქრისტე შენისაჲთა, რომლისა თანა შენდა დიდებაჲ შუენის სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ბ~: კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გუაკურთხნა და განგუწმიდნა და დაიცვა ცხორებაჲ ჩუენ ყოველთაჲ მოღებითა უბი{93r}წოთა საიდუმლოთა მისთაჲთა წმიდათა განმაცხოველებელთა ზეცისა უბიწოთაჲთა, რომელი კურთხეულ არს უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ჟამისა აკრებისაჲ:
გმადლობთ შენ, უფალო, ნათლისა სამარადისოჲსაო, ნიჭთა მო{v}მცემელო, სულთა მოღუაწეო, წმიდათა წინამძღუარო, მომცენ ჩუენ თუალნი გონიერნი, რაჲთა შენ გხედვიდეთ, და ყურნი მსმენელნი შენ მხოლოჲსა მიმართ, რაჲთა აღივსნენ მადლითა შენითა სულნი ჩუენნი, და გული წმიდაჲ დაამტკიცე ჩუენ {94r}შორის, უფალო, რაჲთა სიმტკიცესა და სიწმიდესა შენსა ვიყვნეთ დამტკიცებულ საკჳრველისა და კაცთმოყუარისა ღმრთისა. განაშუენენ სულნი ჩუენნი და გონებანი ჩუენნი დააწყნარენ უქცეველად, რომელთა მოვიღეთ მადლისაგან შენისა ჩუენ, მონათა შენთა, {v}რომელნი გმადლობთ შენ, რამეთუ კურთხეულ არს სუფევაჲ შენი და დიდებაჲ შენი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლოცვა ყავთ.

დაესრულა ჟამისწირვაჲ.

ქრისტე, შეიწყალე იოვანე, მჩხრეკალი ამისი. ლოცვა ყავთ. ამენ. წმიდანო მღდელნო ქრისტჱსნო, რომელნი იმსახურებდეთ ამათ ჟამისწირვათა ღმრთისათჳს გვედია წმიდასა ლოცვასა თქუენსა მჩხრეკალი ამისი იოვანე, ფრიად ცოდვილი, და მშობელნი და ძმანი ჩემნი და ყოველნივე ჩემეულნი, ცოცხალნი და მიცვალებულნი, რამეთუ მე ფრიად მრწამს თქუენი ლოცვაჲ და თქუენცა ქრისტემან შეგიწყნარენ. ამენ.



{95r}წმიდანო მამანო, შემინდვეთ. ამის ჟამისწირვისა დედასა მრავალი განგებაჲ და ლოცვები და სიტყუები აკლდა თავითგან ვიდრე დასასრულამდე, ვითა მე ვიცოდე მოძღუართაგან და ჩემთა ჟამისწირვათა შინა ეწერა და ვერ დიად ჩემისა გულისაჲ იყო. ხოლო ვინ მაწერიებდა, მევედრებოდა ფრიად, რაჲთა რაჲ მაგას შინა სწერია, იგიაჲ ოდენ დამიწერეო. აწ იგიაჲ ოდენ დამიჩხრეკია [დიად გულისკლებითა], ყოველი დაკლებულებაჲ ჩემი შემინდვეთ, ღმრთისათჳს, და თქუენ ვითა გინა, ყავთ, გარნა ლოცვასა წმიდასა თქუენსა მომიჴსენებდით მარადის. ოდეს ესე ჟამისწირვაჲ დაიწერა სინაწმიდას ჴელითა იოანე ფრიად ცოდვილისა ზოსიმჱსითა დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებულებისა ჩემისათა სალოცველად ჩემდა და ყოველთავე ჩემეულთათჳს, დასაბამითგანი წელნი იყვნეს ქართულად ხ~ფ~პ~თ~ და ქრონიკონი იყო ს~ე. აწ კუალადცა გევედრები, ყოველი დაკლებულებაჲ ჩემი შემინდვეთ, ღმრთისათჳს, და ლოცვასა წმიდასა თქუენსა გვედიეთ მე, ფრიად ცოდვილი, და ყოველნი ზემოწერილნი, და თქუენცა ქრისტემან შეგიწყალენ ყოველნი ერთობით. ამენ.