დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.  

დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9. -თბ., 1986.-გვ.634-635;


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1959)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1933 - საქართველოს სახალხო პოეტი


ბიბლიოგრაფია

არტისტული ყვავილები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, საარი, 2005. - 128 გვ.. - ISBN: 99940-29-66-5
რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2001. - 124 გვ.. - ISBN: 99928-65-54-7
მერი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1992. - 128 გვ.
რჩეული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 615 გვ.
მთაწმინდის მთვარე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982. - 207 გვ.
თხზულებანი 12 ტომად (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1975

დაბადების თარიღი:    17 ნოემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:    17 მარტი, 1959  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:    პოეტი


ბიოგრაფია





ლექსები

„აი - ია“

„ჩარდა ამთა“

„ჩემო იარალი“

...და კვლავ იწყება ახალი წელი

10 წლის წინად

15 საუკუნე

19 - ?

1914

1917. თებერვალი

1927. VI. ვენა

1950

2 ენკენისთვე, 1941 წელი

9 სიყვარული

ARS LONGA, VITA BREVIS*

AVE MARIA

N-ს

P. S.

TABES DʼORSALIS

VOILES








აბა, კარგად დაფიქრდი

აბა, რაა ეს?

აბისინელი ჯარისკაცი

აბისინელო!

აბრეშუმი გვსურს ..

აგერ გამოჩნდა ვარშავა

აგერ ინგლისი ..

აგერ კიდევ რურუა ..

აგერ, ღობიდან გიცქერს ..

აგერ, შემოდგომობის ..

აგერა! აჰანდე!

ადამიანის ბორკილებში ჩაჭედვისათვის

ადრიანი გაზაფხული

აელვარებულ ღუმელთა შორის

ავადმყოფს

ავდრები

ავდრის მოლოდინი

ავრორა

ავტო-მოტო-ველო

ავტომობილი

ავტომობილი და ურემი

ავჭალას იქით

აზრი და სილამაზე

აზურმუხტდა ზღვა ლაღი ..

ათას რვაას სამოცდაათ ზოლიდან ..

ათასის მხედველობა, ათასის იერი!

ათასფერად მოქარგული ..

ათი ქალწული

ათოვდა ზამთრის ბაღებს

ათრობდა ხალხთა მწუხარება

აი, გეგმაც ..

აი, რა დროს იგრძნო სიცოცხლის ფასი!

აი, რა მზის სიზმარია

აი, ფანჯარა იმ სახლის ..

აი, ქარხანაც ..

აი, ჩემს თვალწინ ძველი სიონი ..

აივანზე





აკაკის გარდაცვალების გამო

აკაკის ლანდი

ალაზანთან

ალვები თოვლში

ალვის ხეები მშვილდისარს ხრიან

ალვის ხის გადარჩენა

ალიომ უთხრა ილიოს ..

ალის თასი

ალუბლის ხიდი

ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი

ამ არემარეზე

ამ ბნელი ღამით

ამ ოდესმე მხიარული ..

ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს ..

ამაო ცდა

ამაო ძახილი

ამაოებავ..

ამერიკისა იმგვარ სცემს გული

ამირანი მიჯაჭვული

ამომავალ მზეს

ამუშავდი მანქანაო

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი ..

ანდრე ჟიდი და ანდრე მალრო

ანძები

აპლოდისმენტი

არ არის იგი იმდენად ტკბილი

არ განახლდება, არ დაბრუნდება

არ გეგონა, არ ელოდი ..

არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო ..

არ დაღუპულა

არ მეგონა ..

არ მინახავს შენი არე..

არ მინდა სიტყვა ..

არ მოხერხდება განა ..

არ მშორდება სევდა მწარე ..

არ ღირს იმ ერთ ცრემლად

არ ცხრებოდა ზღვა იოტით

არა აქვთ ზღვა

არა ერთი და ორი

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია ..

არა იქ, სადაც სიხარულია ..

არა, არ დამავიწყდება ..

არაგვი





არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი

არასდროს ისე არ მენატრება თავისუფლება

არგონავტები ახალი დროის

არდაბრუნება

არეს მრავალ გარდასულ წლის ..

არიან დღენი

არის მკითხველი

არმიელი ვარ

არსებობის გული

არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება

არწივებს ჩასძინებოდათ

არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს

ასე რისთვის?

ასე, ამგვარად ..

ასპინძა

ასფალტი

ატესტატის წყალობით ..

ატმის რტოო, დაღალულო რტოო…

ატმის ყვავილები

ატომი

აუზისაგან

აუჩქარა ცხენმა გზაში

აუჩქარებლად, დინჯად ..

აფიშა, როგორ..

აფრიალებულ ყორნების გუნდი

აფხაზეთო, აფხაზეთო

აფხაზეთს არის მდებარე რიცა ..

აფხიარცა!

აქ მარმარილოს მაღალი ..

აქ ხილულ ოცნებას

აღარ არის მენესტრელი

აღარა გვყავს ილია

აღემატება ყოველგვარ ძალას

აღმოსავლეთი

აყვავილდა ყაყაჩო ..

აყვავილებულ ველებს სალამი!

აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე ..

აცივდა.. მალე მოვა ზამთარი ..

აწ კივილისთვის ირევიან

აწმყოს დიდება დიდი!

აჭარისტანის რუქა მრავალ ხვეული ხაზით

ახალ მერნების წყება

ახალ ტალღას

ახალ ცისკართან

ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს

ახალ წლის ღამეს

ახალგაზრდობა

ახალი „ნიკორა“








ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან

ბავშვები კაფეში

ბავშვი გზად ვლიდა

ბავშვობის დღეები

ბავშვს ღიმილი არ უქრება

ბავშვს ჩაეძინა

ბავში გუგუსა და ჩიტი გუგული

ბალადა, დაწერილი გორის ციხესთან

ბალახები

ბანანები

ბარათაშვილი

ბარელიეფი

ბაღთან ძეგლია

ბაყაყი, მსგავსი დელაროკისა

ბაწარზე

ბედის იქით!

ბედისწერა

ბედნიერება

ბედს იქით

ბევრნაირი ახდა ნატვრა

ბენუარიდან ხედავდა თვალი ..

ბერლინი

ბინდი ღამისა გაჰქრა

ბინდის სტუმარი

ბნელ ქიმერებში

ბოგემა

ბორის ნიკოლაიშვილს

ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი

ბრმა ცალი თვალით

ბრძოლა ღმერთთან

ბრძოლათა თასი

ბრძოლაში ვეძებ..

ბრწყინავს ვარსკვლავი

ბუნება მოქანდაკეა

ბუნების განახლება

ბუხართან








გააფთრებული რომ იყოს ვეფხვი

გაგონდება თუ არა ..

გადაეფარა იგი მრავალ ხმას

გადაეფარა საქართველოს გზებს ..

გადავიარეთ მრისხანე ზღვები

გადამწვანებულ მწერვალებიდან ..

გადასძახე ..

გადაუღებლად

გადია

გადმოფრენას ეს ყორანი

გავსცდით ხანდაკს

გაზაფხულდა

გაზაფხულია

გაზაფხულის იისფერო მზერავ ..

გაზაფხულის მოლოდინი

გაზაფხულის ღამე

გაზაფხულის ღამე (ი-ს)

გაზი

გაიცანით - პაციფისტია

გაიცქირება მომავლისაკენ

გამარჯვებას თანაბრად სწერს

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

გამბედავო და მაგარო ხელო

გამოთხოვება

გამომეცხადე!

გამონაკლისი

გამოსალმება

გამოფხიზლება






































გალაკტიონ ტაბიძე და ვაჟა-ფშაველას მეუღლე თამარ დიდებაშვილი, რომლებიც „ვაჟაობას“ ესწრებოდნენ. ფოტო გადაღებულია 1955 წლის 14 აგვისტოს.
























 















































































































































































































































































 

მოქანდაკეს დიდი ხნის უნახავი სიყრმისა მისის მეგობარი ვინმე მხატვარი ეწვია.
ინახით მსხდარი მეგობრები სამხრობამდის საუბრობდნენ ღვინისა, სიყვარულისა და მეგობრობისათვის.
მეგობრისა თვისის სიახლოვით გახარებული მხატვარი ენამჭევრობდა ფრიად, არწმუნებდა მოქანდაკეს, მეგობრობა ქალის სიყვარულსა და ღვინოზედაც უფრო დიადი და სანუკველი რამ არისო.
თასი თასზე იცლებოდა, მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი.
_მე კი მგონია, – უბნობდა მოქანდაკე, – ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი.
თასი თასზე იცლებოდა, მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი.
_მე კი მგონია, – უბნობდა მოქანდაკე, – ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი. შენ რომ ჩემს ხასას მთვრალი გადააწყდე მარტომყოფს, მეგობრობას უთუოდ ქალში გაგაცვლევინებს ღვინო.
მრავალი სიტყვა ითქვა, უფრო მეტი ღვინო შეისვა, მეხუთმეტე თასზე ორივეს დასძინებოდა.
შებინდებულზე მხატვარს გამოეღვიძა. მიმოიხედა: მოქანდაკე აღარსად იყო.
ადგა, ჩამობნელებულ დარბაზს თვალი მოავლო, ბუხრის პირად პირმშვენიერი ასული იჯდა გულზე ხელდაკრეფილი. მდუმარედ შესცქეროდა დაღველფილ ცეცხლს.
სპილენძისფერი ალის არილი საოცრად ლიცლიცებდა ღიმილის ელვით განახლეჩ ბაგეზე. იგავმიუწვდომელი მშვენება წარმოუდგა თვალწინ მხატვარს.
ალბათ ეს არის ჩემი მეგობრის ხასა, გაიფიქრა შეზარხოშებულმა მხატვარმა და ბარბაცით მიეჭრა ცთუნებით სავსე დედაკაცს, ფერხთით დაუვარდა და შეესიტყვა:
_მზითუნახავთა შორის უტურფესო, ედემის ვარდო, სანატრელო და სანუკველო, მწყურის, ნექტარი შევისუტო ტუჩისა შენის ტკბილი სურიდან, ედემის ვარდო, მზითუნახავთა შორის უტურფესო.
ქალი სდუმდა. ნელი ღიმილით ანიშნებდა ვაჟს უტყვ თანაგრძნობას.
ადგა მხატვარი, მომრიმარ ბაგეს ეამბორა, ეგრილა ტუჩი, ხელი შეავლო, ცივი და მუნჯი ქანდაკება მყისვე შეიცნო.
სისხამი დილით შინ მობრუნებულმა მოქანდაკემ, დარბაზში ფეხი შემოდგა თუ არა, კედლის კაჩხაზე თოკით თავი ჩამოეხრჩო მხატვარს.
იძრო მოქანდაკემ მახვილი, – მეგობრის ცხედრის ჩამოხსნა ეწადა. სავარძლიდან მხატვარი გამოვიდა მოხითხითე.
მოჩვენება სურათი აღმოჩნდა, მხატვარ მეგობრის მიერ წინაღამეს შესრულებული.
შეავლეს მომღიმარე მეგობრებმა ერთმანეთს ხელი, ნათელ სარკმელთან რომ მიაღწიეს, ერთიმეორეს ჩაჰხედეს თვალებში და წამსვე ორთავემ შეიცნო სიბრძნე სიცრუისა.
 
მინაწერი:
სადღაც, ოდესღაც ჩინური თუ ჰინდური ზღაპარი გამიგონია ამადარი.