წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების


1

1. იყო, რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოსლვისა მისგან ამალეკთასა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ.

2. და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწა გარდაესხა თავსა მისსა. და ვითარცა შევიდა იგი წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

3. და ჰრქვა მას დავით: ვინაჲ მოხვალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან.

4. და ჰრქვა მას დავით: რა იქმნა, მითხარღა მე? და მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოსწყჳდნეს საულ და იონათან.

5. მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-რეღა-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა?

6. და უთხრობდა კაცი იგი და თქუა: გუნდი ერი მრავალი მიეტევა გუნდსა მას საულისასა გელბუესა, და მიჰხადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დავრდომილი იყო იგი ჰოროლსა მისსა, ვითარცა მიაქციეს ახოვანთა და მთავართა ეტლოსანთა მისგან.

7. მომხედა მე და მიწოდა საულ და ვარქუ: აქა ვარ.

8. და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!

9. და მრქუა: მოვედ ადრე და მომკალ მე, რამეთუ ჰარმური ბნელისა დახვეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გვამსა ჩემსა!

10. და მივედ და მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა მისისა აღვჴადე თავსა მისსა შარავანდი და სავლტე მკლავსა მისსა, და მოგართუ უფალსა ჩემსა.

11. და ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს.

12. და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა.

13. და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა.

14. მაშინ ჰრქუა მას დავით: და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა?

15. და მოუწოდა დავით კაცსა ერთსა და ჰრქუა: აწვე მოაკუდინე ეგე! და მივიდა სწრაფით, სცა და მოკლა იგი.

16. და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ! რამეთუ პირი შენი თჳთ იტყოდა, ვითარმედ მე მოვკალ ცხებული უფლისა!

17. და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა.

18. და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად. და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა:

19. მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი!

20. ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა იხა- რებენ ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე!

21. მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა!

22. არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა!

23. საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი.

24. ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული ოქროსა შესამოსელად თქუენდა.

25. ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!

26. მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!

27. ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი?


2

1. და იყო, ამის ყოვლისა შემდგომად იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: ჯერმე-არს ჩემდა აღსლვად ერთსა მას ქალაქთაგანსა ჰურიასტანისასა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ! და თქუა დავით: ვიდრე მივიდე? და ჰრქუა მას უფალმან: ქებრონად!

2. და აღვიდა დავით ქებრონად და ორნივე იგი ცოლნი მისნი: აქინამ იზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა.

3. და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყუნეს, თჳთეულად სახლეულითურთ მოვიდეს და დაემკჳდრნეს ქებრონსა შინა.

4. მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი ტომნი დავითისა და სცხეს მას მეფედ იუდასა ზედა. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: მოვიდეს კაცნი იგი იაბის გალადელისანი, და , წარიღეს საულ და დაფლეს იგი.

5. და წარავლინნა დავით მოციქულნი მთავართა მიმართ იაბის გალადისთა და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ! რამეთუ ქმენით საქმე კეთილი და მოიჴსენეთ სიყუარული უფლისა თქუენისა საულისი, ცხებულისა ღმრთისა , და წყალობა-ყავთ მისთჳს და დაჰფალით იგი.

6. და ყავნ უფალმან წყალობა მისი თქუენ ზედა და ჭეშმარიტებაჲ მისი! და მეცა ვყო კეთილი თქუენდა მიმართ, რამეთუ აღასრულეთ სიტყუაჲ თქმული.

7. და აწ განძლიერდენ ჴელნი თქუენნი და იქმნნეთ ნაშობ ძლიერებისა, რამეთუ მო-ღათუ-კუდა საულ, უფალი იგი თქუენი, აწ, ესერა, მცხო მე სახლმან იუდასმან მეფედ მათ ზედა.

8. და აბენერ, ძემან ნერისმან, სპასპეტმან საულისამან, მოიყვანა მემფიბოსთე, ძე იგი საულისი, და განიყვანა იგი შორის ბანაკსა მას.

9. და დაადგინა იგი მეფედ გალაადსა ზედა თარსისა ზედა და იეზრეილსა ზედა და ეფრემს და ბენიამენს და ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

10. და იყო მემფიბოსთე, ძე საულისი, ორმეოც წლისა, რაჟამს დაჯდა მეფედ, და ორ წელ მეფობდა. ხოლო მისგან იუდასნი შეუდგეს დავითს.

11. და იყო რიცხჳ დღეთა, რაოდენ მეფობდა დავით ქებრონს სახლსა ზედა იუდასა, შჳდ წელ და ექუს თუე.

12. და გამოვიდა აბენერ, ძე ნერისი, და მონანი მემფიბოსთესნი, ძისა საულისანი, მის თანა ბანაკისა მისგან გაბაონადმი.

13. და იოაბ, ძე შარუელისა, გამოვიდა ქებრონით და მონანი იგი დავითისნი მის თანა, და შეიმთხჳვნეს იგინი ავაზანთა თანა გაბაონელთასა და დასხდეს ესენი ამიერ, და იგინი მიერ.

14. მაშინ ჰრქუა აბინერ იოაბს: აღდგედ ყრმანი სიმღერად ჩუენ შორის! და ჰრქუა იოაბ: აღდგედ. და აღდგეს და წარმოდგეს რიცხჳთ ათორმეტნი და ეგრეთვე მონათა ძეთა მათგან ბენიამენისთა, მონანი მემფიბოსთესნი, და ეგრეთვე მონათა მათგან დავითისთა.

16. და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.

17. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.

18. და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.

19. და წარექცია ასაელს აბინერ და სდევდა ერდგულად და არა უტევებდა მას მიქცევად მარჯულ და მარცხლ.

20. და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!

21. და ჰრქუა მას აბენერ: განმეყენე ჩემგან და მიაქციე მარჯულ, ანუ მარცხენით, და მოვალს ერთი მონათა ჩემთაგანი და წარიღე ნაძარცვევი მისი! და არა უკმოიქცა ასაელ მისგან.

22. და კუალად ჰრქუა მეორედ აბენერ ასაელს: გარეუკუნიქეც ჩემგან, კაცო, ნუუკუე გცე და მოგკლა შენ! და ვითარმე შევადგნე თუალნი იოაბს, ძმასა მას შენსა?

23. და არა უკუნიქცა ასაელ და გარემოიქცა აბენერ და სცა ჰოროლი თჳსი, და განსწონა ზურგსა მისსა, დაეცა და მოკუდა. და რაჟამს მოვიდიან ყოველნი იგი მდევარნი ადგილსა მას, სადა-იგი იდვა ასაელ მომკუდარი, არღარა სდევედ, არამედ ადგილობანსა ფერჴნი დაიპყრიან.

24. მაშინ დევნა-უყვეს იოაბ და აბესა აბენერს, და მოვიდეს ბორცუსა მას ამომანისასა, რომელ არს პირისპირ გაისსა, გზასა მას უდაბნოსა გაბაონისასა.

25. და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი, და შეუდგეს კვალსა მას აბენერისასა და დადგეს ბორცუსა ზედა ერთსა.

26. სიტყვა იწყო აბენერ მიერ ბორცჳთ იოაბისა და ჰრქვა: ჰე, დაუპყრობელად მახჳლისა მაგის განტევებაჲ, ანუ არა უწყი, რამეთუ აღსასრულსა მაგის საქმისასა სიმწარე შეიქმნეს, ვიდრე არა უბრძანებ ერსა მაგას შენსა უკუნქცევად მოსრვისაგან ძმათა თჳსთასა?

27. მიუგო იოაბ: ცხოველ არს უფალი! თუმცა არა გეთქვა სიტყუაჲ ეგე, ამას ღამესა გეხილვამცა ამის ყოვლისა ერისა ჩემისა ჴელი თითოეულად ძმასა თჳსსა ზედა.

28. აწ უბრძანა იოაბ სწრაფით დაბერვა ნესტჳსა ერსა მას, აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, არცა ყვესღა ბრძოლა.

29. და აბენერ და ერი იგი მისი წავიდეს ღამე ყოელ დასავალით კერძო ვიდრე კიდედმდე იორდანისა. და წიაღჴდეს მიერ სწრაფით და მოეფინეს მდინარისკიდესა მას ვიდრე მისლვადმდე ბანაკთა მათ.

30. და იოაბ მოიქცა აბენერისგან და შეკრიბა ერი იგი დავითისი და აღლუმი ყო ანდერზობით, და იპოვნეს მოკლულნი ერისაგან ვითარ ათცხრამეტი კაცი, და ასაელ მათ თანა.

31. ხოლო დავითის ერთა, რომელ მოსწყდეს ძეთაგან ბენიამენისთა და კაცთა ებენერისთა, სამასსამეოცი კაცი.

32. და წარიღეს ასაელ და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისასა ბეთლემს. და წარვიდეს იოაბ და ერი იგი ღამე ყოელ და განუთენა მათ ქებრონს.


3

1. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

2. და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.

3. და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.

4. მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან

5. და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.

6. და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.

7. და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:

8. რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?

9. ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

10. რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!

11. განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

12. და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!

13. და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

14. და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!

15. და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.

16. და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.

17. და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.

18. აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!

19. და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.

20. და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.

21. და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

22. და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,

23. იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.

24. შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?

25. ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?

26. და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.

27. უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.

28. ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.

29. ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.

30. იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.

31. და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

32. და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.

33. შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!

34. ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.

35. და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.

36. ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.

37. და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.

38. სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?

39. ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!


4

1. ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

2. და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.

3. რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.

4. და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.

5. და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.

6. და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.

7. შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.

8. და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.

9. მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

10. ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.

11. და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!

12. და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.


5

1. და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი!

2. რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი!

3. და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

4. რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი.

5. შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა; ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა იერუსალჱმს.

6. და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით!

7. და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე არს ქალაქი დავითისი.

8. და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა.

9. და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა ტაზარი თჳსი.

10. და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.

11. მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს მუნ ტაზარი დავითისა.

12. და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა ისრაჱლისა.

13. და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და ასულებ.

14. და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან,

15. იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ.

16. ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ.

17. და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით ადგილსა მას ძნელოვანსა.

18. და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას ტიტანელთასა.

19. და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!

20. და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი.

21. და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან.

22. მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა.

23. და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოისასა!

24. და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ.

25. და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე.


6

1. კუალად შეკრიბნა დავით ყოველი ჭაბუკი რჩეული სახლისაგან ისრაჱლისა, ვითარ სამასი ათასი კაცი.

2. და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა, მდიდარნი და მთავარნი სახლისა იუდასნი, აღსლვად ბორცუსა მას ზედა წარმოღებად კიდობნისა მის სჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ძალთასა, რომელსა ზედან დადგინებულ იყო ქერობინი მას ზედა.

3. და აღიღის და დადგის კიდობანი იგი სჯულისა ურემსა ზედან ახალსა.

4. და წამოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი იყო ბორცუსა მას ზედა, და ოზიას, ძმათა მისთა და ძეთა ამინადაბისათა მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისათ, და ძმანი მისნი ვიდოდეს გარემოსა კიდობანსა.

5. და დავით და ყოველი ერი ისრაჱლისა იმღერდეს წინაშე კიდობანსა ღმრთისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და პირად-პირადითა სახიობითა.

6. და მოიწინეს ვიდრე კალომდე ორნია იებოსელისა. მას ჟამსა მიჰყო ჴელი თჳსი ოზია კიდობანსა ღმრთისასა, რათამცა დაამტკიცა, რამეთუ შეხარა იგი ზვარაკმან.

7. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიასა ზედა, მუნთქუესვე ურიდებისა მისთჳს განგალა იგი და მოკუდა კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე ღმრთისა.

8. და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი ოზიასი. და ეწოდა ადგილსა მას" შესამუსრველი ოზიასი " მოდღენდელად დღედმდე.

9. და შეეშინა დავითს უფლისაგან და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი სჯულისა ღმრთისა?

10. და არა უნდა დავითს მიქცევად კიდობანი იგი უფლისა მისისა ქალაქსა დავითისასა, არამედ მიაქცია სახიდ აბედადისა გეთელისა.

11. და დადგა კიდობანი უფლისა მუნ სამ თუე ოდენ და აკურთხა უფალმან სახელი იგი აბედადისი გეთელისა.

12. მიუთხრეს დავითს: აკურთხა უფალმან სახლი აბედარისი და ყოველივე, რაჲცა არს მისი, კიდობნის გამო ღმრთისა! წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი სჯულისა ღმრთისა სახლისაგან აბედადისა ქალაქად დავითისა სიხარულით.

13. და იყუნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდათ კიდობანი იგი, მემღერნი შჳდ დასად და საკლავები ზუარაკთა და კრავთა.

14. დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარითა შორის მოსტჳნვართა მათ და მბობღნართა წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

15. და დავით და ყოველთა ერთა ისრაჱლისათა მოიღეს კიდობანი ღაღადებითა ჴმითა ნესტჳსათა.

16. და შევიდოდა რა კიდობანი იგი უფლისა ქალაქად დავითისა, და მელქოლ, ასული საულისი, იჭჳრებოდა სარკმლით გამო და იხილა მეფე დავით, რამეთუ როკვიდა ქნარითა, მომღერალი წინაშე კიდობნისა უფლისა, და განგმო გულსა შინა თჳსსა.

17. და მოიღეს და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა კარავსა მას შინა, რომელი აღმართა დავით. და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხნი მშჳდობისანი.

18. და რაჟამს აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლთა და მშჳდობისათა, აკურთხა ყოველი იგი ერი სახელითა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

19. და განუყო ყოველსა მას ერსა და ყოველსა ძალსა ისრაჱლისათა დანითგან ვიდრე ბერსაბემდე: მამაცსა და დიაცსა, თჳთო კუერი პური და თითო დარანი ჴორცი და თჳთო მანდარი ტაბაკისაგან. და წარვიდა ერი იგი სახიდ თჳსად.

20. და შეიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსისა. და გამოეგებოდა მას მელქოლ, ასული საულისა, აკურთხა იგი და ჰრქუა: რაბამადღა რამე ჰაეროვან და დიდებულ იყავ შენ დღეს, მეფე ეგე ისრაელისა, რაჟამს განკვართულ იყავ შენ და მოხჳდოდე წინაშე მონათა შენთა და მჴევალთა, ვითარცა ვინ განიკვართის როკვასა თჳსსა, ეგრე რამე განკვართულ იყავ დღეს.

21. მიუგო დავით მელქოლს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდე და ვროკვიდე. ხოლო კურთხეულ არს უფალი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროს მამისა შენისა და ყოვლისა სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ზედა ერსა თჳსსა ისრაჱლსა.

22. მის წინაშე ვიხარებდე, და ვიმღერდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო სიხარულით უფრო და უფროს და შეურაცხად გამოვჩნდე წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მჴევალთა შენთასა, რომელთა წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რამე შჩნდი!

23. და მელქოლს, ასულსა საულისასა, აღარა ესვა შვილი, ვიდრე სიკუდიდმდე მისა.


7

1. და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი.

2. მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა!

3. მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს.

4. და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა:

5. მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა?

6. რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა.

7. რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა?

8. და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

9. და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.

10. და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე,

11. და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი.

12. და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი.

13. და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე.

14. და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;

15. ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა.

16. და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.

17. და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს.

18. და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე?

19. რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო!

20. რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო!

21. მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა.

22. სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა!

23. არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი.

24. და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად.

25. და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ.

26. და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა!

27. რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე.

28. და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ!

29. და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე!


8

1. და იყო, ამისა შემდგომად მოსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ, მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან უცხოთესლთასა.

2. და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განზომდა ქუეყანასა, რამეთუ დასძინა მათ ქუეყანასა ზედა, და წარჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამე იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყუნეს ნეშტნი იგი მოაბისნი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა.

3. და მერმე დავით მოსრა ადრაზარ, ძე როამისი, მეფისა მის სუბელისა, რამეთუ ერი შეიკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრატისასა.

4. და წარმოიღო მისი ათასი ეტლი ტყუედ და შჳდ ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკუირცხლი ფაროსანი. და დაჴსნა დავით ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეფოდ.

5. მას ჟამსა მოვიდა ასურასტანელი დამასკით შემწედ ადრაზარ, მეფისა მის სუბელისა. მერმე მოსწყჳდა დავით ასურასტანელისა მის ოცდაორათასი კაცი სპარაზენი.

6. და დადვა დავით ადგილ-ადგილ მცველნი სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკით კერძოსა და ყოველი ასურასტანელნი მონად დაიმორჩილნა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

7. და მოუხუნა დავით სალტენი იგი ოქროსანი, რომელი ესხნეს მონათა ადრაზარისთა, მეფისა მის სუბასასა, მოიღო იერუსალიმად,

8. მასბაკით და სხუათა მათგან ქალაქთა რჩეულთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან სპილენძი დიდძალი, რომელი-იგი იჴმარა სოლომონ, ძემან დავითისამან, რამეთუ ამისგან შექმნნა ტაბლა იგი და სუეტნი და ემბაზნი ღა ყოველნი ჭურჭელნი.

9. და ვითარცა ესმა ესე თოუ მეფესა მას ემათელთასა, რამეთუ მოსრნა დავით ყოველნი ძლიერნი ადრაზარისნი,

10. მიუვლინა მათ თოუ იედორა, ძე თჳსი, დავითს მეფესა კითხვად მშჳდობისა და აკურთხა იგი, რამეთუ ადრაზარ მარადის მჴდომ იყო თოუვისა. მოვიდა იედორა დავითისა დიდითა ძღუნითა: ოქროთა და ვერცხლითა და მრავლითა ჭურჭლითა სპილენძისათა.

11. და წაიღო იგი დავით მეფემან და მიუპყრა ღმერთსა ოქრო-ვერცხლით და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი მოიღო ქალაქთა მათგან მძლავრობით.

12. ედოელთასა და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა ერისა მისგან ამალეკთასა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარისი, ძისა რუბისა, მეფისა მის სუბელისა.

13. და კუალად განითქვა სახელი დავითისი, ოდეს დაიპყრა სირია და შემოიქცა მუნით ჴევსა მას მარილოვანსა, სადა მოსწყჳდნა ცხრამეტნი ათასნი.

14. და დადვა დავით მცველნი ყოველთა ზედა იდუმელთა. და იყუნეს ყოველნი მკჳდრნი იდუმიასანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითსა ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

15. და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა სამართალსა და მსჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა.

16. და იოაბ, ძე შარველისი, ერისთავი იყო ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა. და იყო, იოსაფატ, ძე აქიასი, მწიგნობარ იყო.

17. და სადუკ, ძე აქიტობისი, და აქიმელექ, ძე აბიათარისი, იყუნეს მღდელად მისა, და ასა მწიგნობართმოძღუარი.

18. და ბანია, ძე იედაესი, თანამზრახველ და ოფელტი და ქერეთი და ძენი დავითისნი ეზოსმოძღუარ იყუნეს.


9

1. დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?

2. სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.

3. და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.

4. და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

5. და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

6. და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.

7. და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!

8. მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?

9. და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!

10. და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.

11. მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.

12. და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.

13. და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.


10

1. ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ძეთა ამონისთა, და მეფობდა ანონ, ძე მისი, მის წილ.

2. და ჰრქუა დავით: ვყო წყალობა ანონის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა-იგი ყო მამამან მისმან ჩემთჳს. და მოუვლინნა დავით ნუგეშინის-მცემელად მონანი თჳსნი მამისათჳს მისისა. და მივიდეს მონანი დავითისნი ქუეყანასა ძეთა ამონისთასა.

3. მიუგეს მთავართა ამონისთა ანონს, უფალსა თჳსსა, და ჰრქუეს. არა თუ სადიდებელად შენდა მოავლინნა დავით მამისა შენისათჳს ნუგეშინის-მცემელნი, არამედ მსტოვრად მოავლინა ქალაქისა ამის და ქუეყანისა შენისა, რათა განიხილონ და უთხრან დავითს.

4. ვითარცა ესმა ანონს, შეიპყრნა მონანი დავითისნი და დაჰყჳნა ნახევარი თმა წვერისანი და მოჰკუეთნა კალთანი სამოსელთა მათთანი და განუტევნა იგინი.

5. ვითარცა ესმა ესე დავითს, მიაგებნა კაცნი და იხილნეს მონანი იგი განკიცხულნი ფრიად. და მიუმცნო დავით, ვითარმედ: დადეგით მანდავე, იერიქოდ, ვიდრემდის აღორძნდეს თმანი წვერისა თქუენისანი და მაშინღა მოდით!

6. ხოლო რაჟამს იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ განიკიცხნეს მონანი დავითისანი, მოიყიდეს ერი ასური, რობუა და ასური სობასნი ოცი ათასი ერი მკჳრცხლე და მეფე ბაქია ათასითა ერითა და სოტობა ათორმეტი ათასითა ერითა.

7. და ვითარცა ესმა დავითს, წარავლინა სპასპეტი თჳსი იოაბ და ყოველი ერი მის თანა.

8. და გამოვიდეს ძენი ამონისნი და განეწყვნეს წინაშე ბჭეთა მის ქალაქისათა ასურასტანელთა სუბას, რობას და ისტობის და მელქათაგან, იყუნენ ველსა განწყობით.

9. ვითარცა იხილა იოაბ, რამეთუ განწყობილ იყუნეს პირისპირ მათსა, გამოარჩინა ყოველნი ჭაბუკნი ძლიერნი ძეთაგან ისრაჱლისათა და განაწყო პირისპირ ასურთა მათ.

10. ხოლო სხვა იგი ერი მისცა აბესას, ძმასა თჳსსა, და განაწყვნა პირისპირ ძეთა ამონისთა.

11. და ჰრქუა იოაბ აბესას: უკუეთუ განძლიერდენ ასურნი, შენ მოვედ შეწევნად ჩუენდა, და უკუეთუ ძენი ამონისნი განძლიერდენ, ჩუენ მოვიდეთ ძალად თქუენდა!

12. მჴნე იყავ და განძლიერდი ერსა ჩუენსა ზედა და ბრძოდე ქალაქთათჳს ღმრთისა ჩუენისათა და უფალმან ყავნ კეთილი ჩუენ ზედა!

13. და ვითარცა ესე სიტყუანი თქუნა, შეამტკვებარა იოაბ ყოველი იგი ერი და დიდითა ძლიერებითა ზედამიუჴდეს ერსა მას ასურთასა და მუნთქუესვე მეოტად წარქცეულნი ქალაქად შესთხინეს.

14. და ვითარცა იხილეს ძეთა ამონისთა მეოტად ასურნი იგი, მეოტ იქმნნეს იგინიცა პირისაგან აბესაჲსისა და შეცჳვეს ქალაქად, ხოლო იოაბ გარემოიქცა და წარვიდა იერუსალჱმდ.

15. და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად.

16. და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.

17. და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.

18. და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.

19. და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.


11

1. და იყო, მერმესა მას წელსა გამოსლვასა მეფეთასა წარავლინა დავით იოაბ და ყოველი ერი ისრაჱლისაჲ; და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და მოიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ. და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს.

2. და დღესა ერთსა მიმწუხრი გამოვიდა დავით სასუენებლით თჳსით და იქცეოდა ერდოსა ზედა ტაძრისა სამეფოსასა. და იხილა, მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი იბანებოდა რა სამოთხესა შინა თჳსსა, და იყო დედაკაცი იგი ქმნულკეთილ ფრიად.

3. და მოყვანებად-სცა დედაკაცი იგი და სახელი ერქვა ბერსაბეე, ასული იყო ელეაჲსი, ცოლი ურია ქეტელისა.

4. და მიავლინნა დავით და მოიყვანა დედაკაცი, და შევიდა მის თანა და დაისუენა. და იგი ოდენ დაბანილ იყო წესისაგან თჳსისა.

5. და წარვიდა მისგან მიდგომილი სახიდ თჳსად და მოუმცნო დავითს, ვითარმედ: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან!

6. და მიავლინნა დავით იოაბისსა და მიუმცნო, ვითარმედ: ადრე მომივლინე ურია ქეტელი! და იოაბ წარმოავლინა მსწრაფლ ურია დავითისსა. მოვიდა ურია და შევიდა დავითისსა.

7. და იწყო კითხვად დავით ურიასსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ და ცოცხლებით არსა ერი იგი? მიუგო მან: ცოცხლებით!

8. და ჰრქუა დავით: წარვედ სახედ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და განვიდა ურია პირისაგან მეფისა, გარნა გამოსცა ნიჭი მეფემან,

9. სახიდ თჳსად არა წარვიდა, არამედ ბჭეთა სამეფოსა ტაძრისათა მონათა თანა უფლისა თჳსისა განისუენა.

10. მიუთხრეს დავითს, რამეთუ არა წარვიდა ურია სახიდ თჳსა. და მიუგო დავით ურიასა: არა გზით მოსრულ ხარა შენ, რად არა შეხვედ სახიდ შენდა?

11. მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე!

12. და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.

13. და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა.

14. და განთენა, დაწერა წიგნი მეფემან და მიუძღუანა იგი იოაბს ჴელითა ურიასათა.

15. და წიგნი იგი მიწერა ესრეთ, ვითარმედ: მიჰმარჯვე ურია მას ძნელსა და თქუენ მეყსეულად ფერჴი დაიპყართ, რათა მოკლან იგი.

16. და იყო, რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიავლინა ურია იოაბ ადგილსა ძნელსა, სადა-იგი ახოვანნი მის ქალაქისანი დგეს.

17. და მოუჴდეს კაცნი იგი მის ქალაქისანი და ბრძოლა-უყვეს იოაბს. და დაეცა ერი მრავალი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურია ქეტელი.

18. მას ჟამსა წარავლინნა იოაბ მოციქულნი, რათა უთხრან დავითს ყოველივე საქმე ბრძოლისა.

19. და ჰრქუა იოაბ მოციქულთა მათ: რაჟამს უთხრათ საქმე ესე ბრძოლისა მეფესა, პირველად ესე თქჳთ-სიფიცხლე ბრძოლისა ამისა.

20. და უკუეთუ განრისხდეს მეფე მოსრვისა ერისათჳს და გრქვას შენ: რასათჳს ეგოდენ შეეჴლენით ზღუდესა მის ქალაქისასა? თქუენ არა იცოდეთა, ვითარმედ ზეგარდამო უსაზომო მოსრვა შეემთხუევის ერსა მას?

21. ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოელისი, ძისა ნერისი? არა დედაკაცმან ერთმან გარდამოსტყორცნა ფქვილისა საფქველისა ნატეხი და მიამთხჳა და მოკლა იგი თამიშს? და აწ თქუენ რად ეგოდენ შეუჴედით ზღუდესა მას? ოდეს ამასა იტყოდის, თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მონა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა!

22. და მოვიდა მოციქული იგი იოაბისა იერუსალჱმდ მეფესა თანა და უთხრა ესე ყოველი დავითს - იობისმიერი ბრძანებული და ყოველი საქმე ბრძოლისა.

23. მიუგო მოციქულმან მან, ჰრქუა დავითს: განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა ჩუენ ზედა, რამეთუ გუნდი ერთი ძლიერი გამოგჳჴდა ჩვენ ველად და ჩუენ მუნით მეოტად წარვიქციენით და შევყარენით იგინი ბრჭეთა მის ქალაქისათა.

24. და განამრავლეს ისარნი მათნი ზღუდით გარდამო მონათა ზედა მეფისათა და მოსწყჳტეს მუნ მონანი შენნი და მონაცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა.

25. მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრეთ უთხარ იოაბს, ვითარმედ: ნუ უმძიმეს-გიჩნს საქმე ეგე, რომელი იქმნა, რამეთუ ღუაწლი ბრძოლისა სადმე ესრეთ არიან და სადმე-ეგრეთ. აწ შენ განაძლიერე ღუაწლი ბრძოლისა ქალაქსა მაგას ზედა და დაარღჳე ეგე!

26. ვითარცა ესმა ესე ცოლსა ურიასსა, ვითარმედ მოკუდა ქმარი მისი, ტყებად იწყო და იგლოვდა ქმარსა თჳსსა.

27. და ვითარცა წარჴდეს დღენი გლოვისა მისისანი, მიავლინა დავით და მოიყვანეს სახიდ დავითისა. და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე. და არა სათნო-უჩნდა უფალსა საქმე იგი დავითისი.


12

1. და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქვა მას: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ. მითხარ მე: ორნი კაცნი იყუნეს ქალაქსა შინა. ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი გლახაკი.

2. და მდიდრისა მის იყო არვე მროწეული ფრიად.

3. ხოლო გლახაკისა მის არა, გარნა ერთი ტარიგი მცირე, გაეზარდა იგი შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასმელისა მისისაგან სუმიდა და უბესა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებდა. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული.

4. დღესა ერთსა მდიდარსა მას მოუვიდა სტუმარი და არვისა მისისაგან დიდისა არა მოუმზადა სერი, არამედ მოუღო ტარიგი გლახაკსა მას და დაუკლა სტუმარსა მას თჳსსა და ზვარაკისა უფალი იგი მოკლა.

5. ვითარცა ესმა ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: ცხოველ არს უფალი! სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან ესე საქმე ჰყო.

6. ტარიგი იგი შჳდ წილად ზღვად, რამეთუ ეგე საქმე ქმნა და არა შეიწყალა იგი!

7. მიუგო ნათან დავითსა და ჰრქუა: შენ, თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: მე გცხე შენ მეფედ ყოვლისა ისრაჱლისა ზედა, გიჴსენ შენ ჴელისა საულისათა,

8. და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა და მოგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა, და ყოველნივე სახლნი ისრაჱლისა და იუდასი. და თუ ვეღარა-კმა გეყოფოდა, შე-მცა-გძინე სხუაცა!

9. აწ რად შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისა შენისა და ჰქმენ საქმე ესე ბოროტი წინაშე მისსა? ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა ძეთა ამონისთაჲთა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად შენდა?

10. აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ შენ შეურაცხ-მყავ მე და მოიყვანე შენ ცოლი ურია ქეტელისა ცოლ-ყოფად შენდა!

11. ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძჳრი შენ ზედა და ცოლნი შენნი წინაშე შენსა სხუასა მივსცნე მოყუასსა შენსა, დაისუენოს მათ თანა ცხადად!

12. შენ ეგრე ჰგონე, რამეთუ ფარულად ჰყავ. მე განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა ამის!

13. მიუგო დავით ნათან წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა! მიუგო ნათან: და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი, რათა არა მოჰკუდე.

14. ხოლო აწ, რამეთუ განარისხე უფალი, ღმერთი შენი, და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა საქმითა ამით, შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, სიკუდილით მოკუედინ!

15. და ვითარცა წართქუნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა სახიდ თჳსად და დასცა უფალმან ყრმა იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიისამან დავითს, და დასნეულდა.

16. და ილოცვიდა დავით ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხჳდა მარხვასა და იდვა ქუეყანასა ზედა.

17. და შევიდეს მისსა მოხუცებულნი ერისანი და აიძულებდეს აღდგომად და ჭამად რასმე, და არა აღდგა მიწისაგან, არცა ჭამა და არცა სვა.

18. ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!

19. და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!

20. და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.

21. და ჰრქუეს დავითს: რაჲ არს ესე, რომელ შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე და ვითარცა მოკუდა, აღსდეგ და განმხიარულდი და სჭამე და ჰსუ?

22. მიუგო დავით: ვიდრე ცოცხალ იყო, ვწუხდი, რათამცა წყალობა ეყო ღმერთსა და ეცხოვნა ყრმაჲ იგი.

23. ხოლო აწ რაჲ მოკუდა, აქა არღარა მოიწიოს, არამედ მე მისა მისლვად ვარ, და რაჲსაღა ვწუხ?

24. და მოუწოდა დავით ბერსაბეს, ცოლსა თჳსსა, და ნუგეშინი-სცა მას, და შევიდა მისსა. და მიუდგა და უშვა ძე. და უწოდა სახელი მისი სოლომონ. და შეიყუარა იგი უფალმან.

25. და მიავლინნა მისსა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედედი, რომელ არს "საყუარელ უფლისა".

26. ამისად შემდგომად ბრძოდა იოაბადს, რაბათს, ძეთა მათ ამონისთა, სძლო და დაიპყრა ქალაქი იგი მეფისა მათისა.

27. და წარავლინნა მოციქულნი იოაბ დავითისა და ჰრქუა, ვითარმედ: დავიპყარ წყლით კერძო ქალაქისა ამის!

28. აწ თჳთ მოვედ აქა, დაიპყარ ქალაქი ესე, რათა არა სახელი ჩემი იყოს დაპყრობად ამისა, არამედ შენი!

29. და შეკრიბა დავით ყოველი ერი და მივიდა რობათს, ბრძოლა-ყო და დაიპყრა ქალაქი იგი.

30. და თჳთ მოჰჴადა მეფესა მათსა მელქონს გჳრგჳნი თავსა მისსა. და იყო იგი სასწორითა ერთი ქანქარი ოქრო და ანთრაკი, დაიდგა იგი დავით თავსა თჳსსა და ნატყუენავი გამოიღო ფრიად.

31. და ნეშტი ერისა მის გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა და მოსწყჳდნა იგინი ტაბრაკითა და ვაზირითა. და მოიყვანნა იგინი მადიბადდ, რომელ არს ალიზისმოქმედთა, და ესრეთ უზმიდა ყოველთა ქალაქთა ძეთა ამონისთა. და მოვიდა დავით ერითურთ იერუსალჱმად.


13

1. და იყო, ამისა შემდგომად ესუა აბესალომს, ძესა დავითისსა, დაჲ ერთი ქმნულკეთილი ფრიად და სახელი მისი თამარ. და შეიყუარა იგი ამონ, ძემან დავითისამან.

2. და იურვოდა ამონ იგი მისთჳს და იდვა სნეული მჭირნედ თამარისთჳს, დისა თჳსისა, და ღონე ვერარა ყო, ვითარმცა უყო რა მას.

3. და იყო ამონისი მოყუასი ერთი, და სახელი მისი იონადაბ, ძე სამიასი, ძმისწული დავითისი. და იონადაბ ბრძენი იყო ფრიად.

4. და რქვა ამოანს: რად ეგრე განიკაფები დღითი დღე, ძეო მეფისაო? მიუგო ამნონ და ჰრქუა: თამარ, დაჲ აბესალომისი, ძმისა ჩემისა, მიყუარს მე!

5. მაშინ ჰრქუა მას იონადაბ: მიწევ ცხედარსა ზედა და მიზეზ-იდგ სნეულებისა და რაჟამს მოვიდეს მამა შენი ხილვად შენდა, მოითხოვე იგი მისგან, და ესრე არქუ, ვითარმედ: მოავლინე დაჲ ჩემი თამარ, და ზედამადგეს და მსახურებდეს მე და მიქმოდის წვენსა და ვსჭამო.

6. და მიწვა ამონ ცხედარსა თჳსსა ზედა და მიზეზ-იდგა სნეულებისა. და ვითარცა შევიდა მამა მისი ხილვად მისა, და ჰრქუა ამონ მეფესა: უბრძანე თამარს, დასა ჩემსა, რათა მოვიდეს ჩემდა და მიქმოდის საჭმელსა და ვჭამდე ჴელთაგან მისთა!

7. და მიავლინა მსწრაფლ დავით მეფემან თამარისა და ჰრქუა მას: მივედ შენ სახიდ ამონისა, ძმისა შენისა, და უქმოდე ჭამადთა!

8. და მივიდა თამარ სახიდ ამმონისა, ძმისა თჳსისა, და იგი მიყრდომილ იყო ცხედარსა თჳსსა ზედა, მოიღო თამარ სამინდო და შექმნა იგი ლელანგოდ, და აღმოაგო იგი გუარდაკთა.

9. და მიუპყრა მას, ხოლო მან არა მიიღო. მაშინ თქუა ამნონ: განავლინეთ კაცები იგი! და ვითარცა განვიდა კაცები იგი.

10. ჰრქუა ამონ თამარს: შემომართუ მე ჭამადი ეგე სასუენებელად, ვჭამო!

11. და მან შეართვა იგი, და შეიპყრა იგი ამნონ და აიძულებდა დაწოლად მის თანა.

12. ჰრქუა მას თამარ, დამან მისმან: ნუ ჯერ-გიჩნს ეგე, ძმაო ჩემო, ნუ იყოფინ გინებაჲ ეგე! რამეთუ არასადა ყოფილ არს ისრაჱლსა შორის, ნუ იქმ ბილწებასა მაგას საქიქელსა.

13. რამეთუ არა იყოს ადგილი, სადა არა მიიწიოს სირცხჳლი და ყუედრებაჲ ჩემი, და შენ იქმნე შორის ისრაჱლისა, ვითარცა უგუნური! და უკუეთუ ეგე გნებავს, მომითხოვე უფალსა ჩემსა მეფესა და უწყი, რამეთუ არა იყოს უნებელი შენი!

14. და არა ისმინა ამონ, არამედ შეიპყრა და დაამდაბლა იგი.

15. და მყის მოიძულა იგი სიძულილითა დიდითა, რამეთუ უფროს იყო სიძულილი სიყუარულსა მისსა და ჰრქუა ამონ თამარს: აღდეგ, განვედ ამიერ!

16. ჰრქუა მას თამარ: ნუ ეგრე ზამ, ძმაო! უდიდესი არს უკუანაჲსკნელი ესე უსჯულოება ვიდრე პირველსა მას, რა-იგი მიყავ, და აწ განმაძო, მე! არამედ არა უსმინა მას.

17. ხოლო ამონ მოუწოდა ეზოსმოძღუარსა თჳსსა და ჰრქუა: განავლინე ეგე ჩემგან და დაჴაშ კარნი!

18. ემოსა თამარს სამოსელი ვარსკულავედი, რომელი ეგრე შეიმოსიან ქალწულებათა შინა ასულთა მეფისათა. და მსახურთა გამოაძეს იგი გარე და დაუჴშეს კარნი.

19. აღიღო თამარ ნაცარი და გარდაისხა თავსა და ვარსკულავედი იგი სამოსელი დაიპო და ჴელნი თავსა შეისხნა და ტიროდა ჴმითა დიდითა.

20. მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა.

21. ესმა რაჲ ესე დავითს, შეწუხნა ფრიად, გარნა არა შეაურვა ამონ, რამეთუ პირმშო ძე იყო მისი და უყუარდა ფრიად.

22. მიერ ჟამითგან მოიძულა აბესალომ ძმა თჳსი უკეთურებისათჳს და გინებისა დისა მისისა და არა მიუგო სიტყუაჲ კეთილი, არცა ბოროტი.

23. და შემდგომად ორისა წლისა რისვა იყო აბესალომისი ბეთმარონს მახლობელად ეფრემისა და მიხადნა ყოველნი ძენი მეფისანი.

24. და მოვიდა წინაშე მეფისა და ჰრქუა: მრისავნი არიან მონისა შენისანი, და მოვედინ მეფე და იშუებდინ ვანსა მონისა თჳსისასა!

25. ჰრქუა დავით: აცადე, შვილო, ნუ ყოველნი მოვიდეთ, რათა არა დაგიმძიმოთ! ხოლო აბესალომ ევედრებოდა. გარნა მეფემან არა ინება, არამედ აკურთხა და განუტევა.

26. მერმე ჰრქუა აბესალომ მეფესა: მომივლინე მე ამონ, ძმა ჩემი! ჰრქუა მას მეფემან: რაჲსა გიჴმს, რად მოვიდეს შენდა ამონ? გვალე, იქმოდე საქმესა შენსა!

27. და კუალად ჰრქუა აბესალომ, ვითარმედ: გამოავლინე იგი! და მიავლინა დავით ამონ და ყოველნი ძმანი მისნი მის თანა. და ყო აბესალომ შვება დიდი მსგავსად ტაძრისა მის სამეფოსა.

28. და ამცნო აბესალომ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჟამს კეთილად დაითროს ამონ და მე გრქვა თქუენ, ვითარმედ: მალე ყავთ, მსწრაფლ მოკალთ იგი! ნუ გეშინინ, რამეთუ მე გიბრძანებ და მჴნედ იყვენით ძენი ძლიერებისანი!

29. და მათ ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა აბესალომ და მოკლეს იგი, განცჳვეს ყოველნი ძენი მეფისანი, დასხდეს ჰუნეთა მათთა და ივლტოდეს.

30. და ვიდრე მეოტად მოვიდოდეს, ქადაგი მოვიდა მეფისა და ჰრქუა, ვითარმედ: მოსწყჳდნა აბესალომ ყოველნი ძენი მეფისანი და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

31. აღდგა დავით მსწრაფლ და დაიპო სამოსელი თჳსი და დაჯდა ქუეყანასა. და ყოველთა მონათა მისთა დაიპეს სამოსელი მათი.

32. მაშინ ჰრქუა იონადაბ, ძემან სამაჲსამან, ძმისწულმან დავითისამან, ვითარმედ: ნუ ესრე ჰგონებნ მეფე, ვითარმცა ყოველნი ძენი მეფისანი მოსწყდეს, არამედ ამონ ხოლო მოუკლავს, რამეთუ ბოროტი ედვა გულსა აბესალომისასა ამონისთჳს მიერითგან, რაჟამს აგინა დასა თჳსსა თამარს.

33. აწ ნუ საგონებელ-გიჩნს, მეფევ, რათამცა ყოველნი ძენი მეფისანი მომწყდარ იყუნეს, არამედ მხოლოდ ამონ მოიკლა.

34. და ივლტოდა აბესალომ მეფისაგან და იხილა გუშაგმან, გუნდი ერთი დიდძალი მოვიდოდა გზასა მას კერძოსა მთისასა. და უთხრა გუშაგმან მან მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ვიხილე მე გუნდი ერთი დიდძალი, რომელი ჩამოვიდა სორემით მთით კერძო.

35. და ჰრქუა იონადაბ მეფესა: აჰა, ესერა, ძენი მეფისანი მოვლენან სიტყჳსაებრ მონისა შენისა!

36. და ვითარცა ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდეს ძენი მეფისანი და ჴმითა დიდითა ტიროდეს და შევიდეს წინაშე მეფისა. და თავადი მეფეცა ტიროდა და ატირებდა ყოველსა ერსა ფრიად.

37. და აბესალომ მოვიდა თოლმისა, ძისა ამიუდისა, მეფისა გესურელთასა, ქუეყანად მაქელთასა და ეგლოვდა მეფე ძესა თჳსსა დღე ყოელ.

38. და აბესალომ ივლტოდა და წარვიდა გესურს და მუნ იყო ორ წელ ოდენ.

39. და დასცხრა მეფე აბესალომის ზედა, რომელმან ნუგეშინის-იცა ამონისთჳს, რომელი მოკუდა.


14

1. ოდეს სცნა იოაბ, ძემან შარუელისმან, რამეთუ გული მეფისა მოლბა აბესალომისთჳს,

2. მიავლინა იოაბ თეკუედ და მოიყვანა მუნით დედაკაცი ერთი ბრძენი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მგლოვარედ იპყარ თავი შენი და შეიმოსე სამოსელი საგლოველი და ნუცა იცხებ საცხებელსა და იყავ ვითარცა დიაცი ვინმე მრავლის ჟამითგან მწუხარე მკუდარისათჳს.

3. და შეხჳდე შენ წინაშე მეფისა და იტყოდე, რომელი მე გასწაო შენ! და გულისხმა-უყვნა სიტყუანი იგი, რომელ თქუმად ესხნეს პირით მისით.

4. და მოვიდა დედაკაცი იგი თეკველი წინაშე მეფისა და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას, ევედრებოდა მას და ეტყოდა: განმარინე მე, მეფე, განმარინე!

5. და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა.

6. და დამშთეს მჴევალსა ამას შენსა ორ ძე და იბრძოდეს ურთიერთას უდაბნოსა, და არა ვინ იყო, რომელმანცა განაშველნა იგინი. და სცა ერთმან მან და მოკლა ძმა თჳსი.

7. და მეტყჳან მე ნათესავნი მისნი, ვითარმედ მოგუეც ჩუენ ძმა იგი მისი და მოვკლათ იგი მოკლულისა მისთჳს ძმისა მისისა, რათამცა არა დაშთა მკჳდრი ქმრისა ჩემისა ქუეყანასა ზედა.

8. მიუგო მეფემან და ჰრქუა დედაკაცსა მას; წარვედ შენ სახიდ შენდა მშჳდობით და მე ვბრძანო შენთჳს!

9. და ჰრქუა დედაკაცმან მეფესა: უფალო ჩემო მეფე, ჩემ ზედა იყავნ შეცოდება იგი და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა! მეფე და საყდარი მისი უბრალო იყავნ!

10. მიუგო მეფემან და ჰრქუა: რომელი გეტყოდა სიტყუასა მაგას, მოიყვანე იგი აქა ჩემს წინაშე და არღარა შეგეახლოს შენ!

11. მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მოიჴსენე, მეფე, უფალი ღმერთი შენი, ნუუკუე განმრავლდენ შურისმეძიებელნი სისხლისა მისისანი და შენ მოკლა ძე იგი ჩემი? მიუგო მეფემან და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, ვითარმედ არა დავარდეს თმა ერთი თავისა მისისა ქუეყანასა ზედა!

12. მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: მიბრძანე, რათა თქუას მჴევალმან შენმან სიტყუაჲ ერთი შენს წინაშე! და ჰრქუა მეფემან: იტყოდე!

13. მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: რადმე იზრახა ესევითარი ზრახვა ერსა ამას ზედა უფლისასა? და თანაწარჴდა სიტყუაჲ ესე მეფესა დამტკიცებად, რათა არღარა მოიქცეს განშორებული შენგან.

14. რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს.

15. და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა.

16. რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა.

17. და თქუას მჴევალმან შენმან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ უფლისა ჩემისა მეფისა, ვითარცა შესაწირავი მსხუერპლთა და ვითარცა ანგელოზი უფლისა, ეგრეცა უფალი ჩემი მეფე მსმენად კეთილისა და ბოროტისა! და იყავნ უფალი ღმერთი შენ თანა!

18. მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა, რომელსა გკითხავ შენ! და ჰრქუა დედაკაცმან: იტყოდენ უფალი ჩემი მეფე!

19. თქუა მეფემან: ნუთუ იოაბისნი არიანა ეგე სიტყუანი, ანუ ჴელცემული რაჲ არს შენდა? თქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! არასადათ მივაქციე გარნა, რომელნი-იგი შეამრგვალნა პირსა შინა ჩემსა მონამან შენმან იოაბ.

20. და თჳთ შენ მეცნიერ ხარ და ბრძენ მსგავსად ანგელოზისა ღმრთისათა და უწყი ყოველივე, რაჲ არს ქუეყანასა ზედა!

21. მაშინ ჰრქუა მეფემან იოაბს: ნება-გეყავნ სიტყჳსაებრ შენისა, მივედ და მოიყვანე ყრმა იგი აბესალომ!

22. და დავარდა იოაბ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აკურთხა მეფე იგი და თქუა იოაბ: აწ უწყი, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა, რამეთუ ყო მეფემან სიტყუაჲ მონისა თჳსისა.

23. და წარვიდა იოაბ გედსურად და მოიყვანა აბესალომ იერუსალჱმდ.

24. და ჰრქუა მეფემან: მივედინ აბესალომ და იყავნ სახლსა შინა თჳსსა და პირსა ჩემსა ნუ იხილავნ! და მივიდა სახიდ თჳსა და პირი მეფისა არა იხილა.

25. არა იყო სხუა კაცი ქმნულკეთილ, ვითარ აბესალომ, ისრაჱლსა შორის ფერჴითგან ვიდრე თავადმდე. და არა იყო ბიწი მის თანა.

26. არა იკვეცის თმა თჳსი ვიდრე წელიწადამდე და მაშინღა იკვეცის თმა თჳსი, რამეთუ დაუმძიმდის და, რაჟამს იკუეცის, არნ იგი სასწორითა სამეფოთა ორასი სიკილა.

27. და ესხნეს აბესალომს სამ ძე, ერთ ასულ, და სახელი მისი თამარ, და იყო იგი ქმნულკეთილ ფრიად.

28. და ჯდა აბესალომ იერუსალჱმს ორ წელ ოდენ და პირი მეფისა არა იხილა.

29. და მოუწოდა აბესალომ იოაბს თჳსთა თანა, რათამცა შეავლინა იგი მეფისა. ხოლო იოაბ არა მივიდა. და მერმე მიავლინა მისა მეორედ და მან არავე ინება მისლვად მისა.

30. მაშინ ჰრქუა აბესალომ მონათა თჳსთა: გვალე, მივედით და მოწუთ ყანა იგი იოაბისი ქრთილად თესილი, რომელ არს მახლობელად აგარაკსა ჩუენსა! და ყვეს ეგრე მონათა მათ აბესალომისათა, ვითარცა უბრძანა მათ. და უთხრეს იოაბს მონათა მისთა, ვითარმედ: მოწვეს ცეცხლითა ყანა იგი ჩუენი მონათა აბესალომისათა.

31. მსწრაფლ მივიდა იოაბ აბესალომისა და ჰრქუა: რასთჳს მომიწვეს მონათა შენთა ყანა იგი ჩემი ცეცხლითა!

32. და ჰრქუა აბესალომ იოაბს: მივავლინე შენდა ერთგზის და ორგზის და ვთქუ, ვითარმედ: მოვედ და მიგავლინო შენ მეფისა, რათამცა ჰრქუა მას, ვითარმედ: რასათჳს წარმოვედ მე გესურით და ვზი აქა? უმჯობესი იყო ჩემდა მუნ ჯდომა ვიდრე აქა მოსლვასა და მეფისა არახილვასა! და თუ არს რამე შეცოდება ჩემ თანა, სიკუდილით მომაკუდინენ მე!

33. და მივიდა იოაბ მეფისა და უთხრა ესე ყოველი სიტყუაჲ. და უბრძანა მეფემან მოწოდება აბესალომისი და შევიდა იგი წინაშე მეფისა, თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა, და მიუწოდა მეფემან აბესალომს და შეიტკბო იგი და ამბორს-უყო მას.


15

1. და იყო, ამისა შემდგომად იწყო აბესალომ მოგებად საჴედრებისა და ეტლებისა და ერგასის კაცნი წინამცორვალად ეტლთა მისთა და ჰუნეთა.

2. და აღიმსთჳს განთიად აბესალომ და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე, რომელი მივალნ სასჯელად წინაშე მეფისა, მოუწოდის მათ აბესალომ და ეტყოდის: რომლისა ქალაქისა ხარ შენ? და ჰრქჳს კაცმან მან: ერთისა მისგან ტომისა ისრაჱლისა ვარ მონა შენი.

3. და ჰრქჳს აბესალომ: სიტყუანი ეგე შენნი კეთილ და მარჯვე ჩანან, არამედ, ვაჲ, რამეთუ არავინ გივის წინაშე მეფისა მოურავი.

4. და მერმე კუალად თქჳს: და-მცა-ვინ-მადგინა ისრაჱლსა ზედა მთავრად და ყოველსა კაცსა მართლისა სასჯელითამცა განვიკითხვიდი!

5. და იყო, ვითარცა მიეახლის ყოველი კაცი თაყუანის-ცემად მისა, მიიყვანის იგი და მიყვის ჴელი, შეიტკბის და ამბორს-უყვის.

6. და ესრეთ ჰყოფდა აბესალომ ყოველთა მიმართ კაცთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვლენედ სასჯელად წინაშე მეფისა და ესრეთ შეიყოფდა გულსა ყოვლისა კაცისა ისრაჱლისასა აბესალომ.

7. და იყო შემდგომად მეოთხისა წლისა ჰრქუა აბესალომ მეფესა: მიბრძანე მე, რათა მივიდე და შევსწირო აღნათქუამი, რომელი აღმეთქუა უფალსა ღმერთსა.

8. რამეთუ აღთქმა აღუთქუ მონამან შენმან, ოდეს ვიყავ გეთსურს, ვითარმედ: უკუეთუ მივიწიო იერუსალჱმდ, ვმსახურო უფალსა ღმერთსა ქებრონს.

9. ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: ვიდოდე შენ ცოცხლებით! და წარვიდა აბესალომ ქებრონად.

10. და წარავლინნა მაუწყებელნი ყოველთა მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა და ამცნო მათ და ჰრქუა, ვითარმედ: რაჟამს გესმეს თქუენ ჴმაჲ ნესტჳსა, სთქუთ ყოველთა, ვითარმედ: მეფე არს აბესალომ ქებრონს!

11. და წარვიდეს იერუსალჱმით ვითარ ორას ოდენ კაცნი რჩეულნი სიწრფოებით, და არა იცოდეს მათ განზრახვა იგი არცა ერთი სიტყუაჲ.

12. და წარავლინა აბესალომ და მოიყვანეს აქიტობელი თეკველი, თანამზრახველი დავითისი, ქალაქით თჳსით დოვლით. და იყო, რაჟამს შესწირვიდა მსხუერპლსა და სიტყუაჲ დამტკიცნებოდა, და მიკრბებოდა აბესალომისა,

13. მაშინ მოვიდა კაცი ერთი დავითისა და ჰრქუა მას: გული ყოვლისა კაცისა ისრაჱლისა აბესალომის თანა არს!

14. სიტყუად იწყო დავით მონათა მათ მისთა და ჰრქუა: აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორებაჲ აბესალომისგან, ისწრაფეთ, მოარიდეთ, ნუუკუე მოვიდეს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო მახჳლითა.

15. მიუგეს მონათა მათ დავითს და ჰრქუეს: აქა ვართ, მეფე! ყოველი, რაცა გნებავს, იგიცა ვყოთ!

16. და გამოვიდა მეფე და ყოველი სახლი მისი მკჳრცხლი. და დაუტევა მუნ მეფემან ათი დედაკაცი ხარჭთა მისთაგან მცველად სახლისა მისისა.

17. და გამოვიდა მეფე და ყოველი ერი მის თანა მკჳრცხლი და დადგეს ზეთისხეოანსა მას უდაბნოსასა

18. ყოველნი მონანი მისნი, და წარვიდეს მის თანა და მოვიდეს ყოველნი ქეტელნი და ყოველნი ფერეზელნი, და მის თანა ექუსასი კაცი, რომელნი მოსრულ იყვნეს გეთით. და მივიდოდეს მკჳრცხლნი წინაშე მეფისა.

19. მაშინ ჰრქუა მეფემან ეთთის გეთელსა, ვითარმედ: რასათჳს მოხველ ჩუენ თანა? შეიქეც მუნვე და იყავ მეფისა თანა, რამეთუ კაცი უცხო ხარ შენა, რომელი აღდეგ ქუეყანით შენით გეთით და მოხველ ჩუენ თანა.

20. ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!

21. მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!

22. მაშინ ჰრქუა დავით მეფემან ეთთის: წარმოვედ ჩემ თანა! და წავიდა ეთთი გეთელი.

23. და ყოველნი მონანი მისნი და ყოველი ერი მისი მის თანა ჴმითა მაღლითა ტიროდეს და აღვიდოდეს ნაღვარევსა მას კედრონისასა. და მეფე და ყოველი ძალი მისი ვიდოდეს გზასა მას ზედა.

24. სადუკსა და ყოველთა ლევიტელთა მოაქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ბეთარადდ. და დადგეს მუნ კიდობანი იგი, ვიდრე არა გამოკრბა ერი იგი ყოვლით ქალაქით.

25. მაშინ ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: მიიღე კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ ვპოო მადლი წინაშე უფლისა, და მომაქციოს ადგილად თჳსა და ვიხილო დიდებაჲ მაგისი.

26. უკუეთუ მრქვას მე, ვითარმედ: არა სათნო ხარ ჩემდა, ყავნ, რაცა სათნო არს წინაშე მისსა!

27. და ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: წარვედ შენ მშჳდობით ქალაქად და აქიმას, ძე შენი, და იონადაბ, ძე აბიათარისი, შენ თანა!

28. და მე გელოდი ზეთისხილოვანსა მას უდაბნოსასა, ვიდრე არა მითხრან სიტყუაჲ თქუენ მიერ.

29. და წარიღეს კიდობანი იგი სადუკ და აბიათარ მუნვე, იერუსალჱმდ, და დადგეს მუნ.

30. და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.

31. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აქიტობელცა თანაშემწე არს აბესალომისა! და თქუა დავით: უფალმან ღმერთმან ჩემმან განაქარვენ ზრახვა იგი აქიტობელისი!

32. და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.

33. სიტყუად იწყო დავით და თქუა: მო-თუ-ხჳდე ჩემ თანა, ტჳრთ-მეყო მე.

34. არამედ მიიქეც ქალაქად, ესრე არქუ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი შენნი და მამა შენი, მეფე. მინდა მისლვად მუნ, ხოლო აწ მონა შენი ვარ, მიტევე და ვცხონდებოდი შენს წინაშე. მაშინ მამისა შენისა, ხოლო აწ შენი ვარ მონა და განაქარვე ზრახვა აქიტობელისი.

35. სადუკ და აბიათარ მღდელთმოძღუარნი და ყოველი ზრახვა, რაჲცა გესმეს მეფისაგან, უთხარ შენ სადუკს და აბიათარს,

36. და ორთა ძეთა მათთა: აქიმას და იონადაბს, რამეთუ მათ თანა არიან, და მაუწყეთ მე ყოველი სიტყუაჲ მათ მიერ, რასაცა იტყოდის მეფე იგი.

37. და ვითარცა შევიდა ქუში ქალაქად, და აბესალომცა შემოსრულ იყო იერუსალჱმდ.


16

1. და დავით მცირედ წარ-ოდენ-სრულ იყო ჰრუსსა, და აჰა, ოდენ სიბა, მონა იგი მემფიბოსთესი, მოეგებოდა შემთხუევად დავითს და ორი კარაული აგებული მის თანა. და ეკიდა მათ ორასი ჴუეზა პური, ჴჳმირი ერთი სკიჭი და ასი ლეღვისკვერი და მარი ერთი ღჳნო.

2. მიუგო მეფემან სიბას და ჰრქუა: და რა არს ესე კარაულნი აღსაგებელითურთ? მაშინ თქუა სიბა: სამსახურებელად სამეფოდ პური ეგე და ლეღჳსკვერი და სკიჭი საჭმელად და მონათა შენთათჳს, ღჳნო ესე სასმელად მაშურალთა წყურიელთა!

3. და ჰრქუა მეფემან: სადა არს ძე იგი უფლისა შენისა? და ჰრქვა სიბამ მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმსა და თქუა: დღეს, ანუ ხვალე მოაქციოს სახლმან ისრაჱლისამან ჩემდავე მეფობა იგი მამისა ჩემისა!

4. და ჰრქუა მეფემან სიბას: გვალე, შენ გეყავნ ყოველი, რაცა არს მემფიბოსთესი. და თაყუანი-სცა სიბამ მეფესა და ჰრქუა: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა!

5. და მოვიდა დავით მეფე ბავრიმად. და გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისი, და სახელი მისი სემეი, ძე გერასი, მოვიდოდა და ძჳრსა იტყოდა, სწყევდა.

6. და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა.

7. სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა!

8. და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო!

9. მაშინ თქუა აბესა, ძემან შარუელისამან, მეფესა: რა ვინა არს ძაღლი ისი შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა და მივიდე და წარვკუეთო თავი მისი.

10. მიუგო მეფემან აბესას: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო და ვინა არს, რომელმან ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ?

11. და ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას.

12. რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა.

13. და მივიდოდა დავით ერითურთ მთასა. და კაცი იგი სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა.

14. და მოვიდა მეფე და ყოველი ძალი მისი დამაშურალი კიდედ იორდანისად და განისუენეს მუნ.

15. და აბესალომ ერითურთ შევიდა იერუსალემად და აქიტობელცა მათ თანა.

16. და ვითარცა მოვიდა ქუში, თანამზრახველი და მეგობარი დავითისი, აბესალომისა თანა, თაყუანი-სცა მას და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდი, მეფე აბესალომ.

17. მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრევე სიყუარული იყო მეგობრისა შენისა? რასათჳს არა მიხველ მის თანა?

18. მიუგო ქუში აბესალომს: არა ეგრე, არამედ შეუდეგ მას, რომელი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, მისივ ვიყო და მის თანაცა დავდგე!

19. და მერმე ვისი მონა ვარ? არა ვიცი მე, ვითარ არა თაყუანის-ვსცე ძესა მისსა? ვითარცა ვმსახურე მამასა შენსა, ეგრეცა შენს წინაშე ვიყო.

20. მერმე ჰრქუა აბესალომ აქიტობელს: განიზრახეთ, რა ვყო, რათა დავიპყრათ სოფელი ესე.

21. და ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: პირველად შევედ შენ ხარჭთა თანა მამისა შენისათა, რომელნი დაუტევებიან მცველად სახლსა მისსა, და სცნას ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რათა ერთგულ იყოს ერი ესე შენდა.

22. აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა იგი ხარჭთა თანა მამისა მისისათა განცხადებულად ყოვლისა ერისა ისრაჱლისა.

23. და ზრახვა იგი აქიტობელისა მტკიცე იყო პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ დამტკიცებულ წინაშე დავითისა და აბესალომისა.


17

1. მაშინ ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: გამოვირჩიო მე ათორმეტი ათასი კაცი და შთავიდე დავითისა.

2. და დავესხა მას ღამე და მე ვიცი, თუ იგი დამაშურალ იყოს, შეეშინოს და ივლტოდის ყოველი ერი მისი. და ვეწიო და მოვკლა მეფე ოდენ.

3. და მოიქცეს ყოველნი ერნი შენდავე, ვითარცა მიექცის სძალი სიძესა, გარნა მას თავადსა შეუდგეთ, ხოლო ყოვლისა ერისა მშჳდობა იყოს.

4. და სათნო-უჩნდა სიტყვა იგი აბესალომსა და ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა.

5. და ჰრქუა მათ აბესალომ: ქუშისცაღა რაქანელი მოუწოდეთ და მისგანცა ვისმინოთ, რა-ძი თქვას!

6. და შემოვიდა ქუში წინაშე აბესალომისა. უთხრა აბესალომ ქუშის ყოველივე იგი სიტყუაჲ აქიტობელისა და ჰრქუა: აწ აღვასრულოთ სიტყუაჲ იგი აქიტობელისი, ანუ არა, შენ რას იტყჳ?

7. მაშინ ჰრქუა ქუშიმ აბესალომს: არა კეთილ არს ჯერეთ ზრახვა იგი აქიტობელისი.

8. რამეთუ შენ თჳთ იცი, მეფე, სიმჴნე მამისა შენისა. ერი, რომელი მის თანა არს, განძჳნებულ არიან იგინი, ვითარცა მამა შენი მჴნე და რჩეული კაცი არს, და არა დაუტეოს ერი იგი.

9. და-აწ-სადამე-მალულ და დავანებულ იყოს ჴევსა ერთსა, ანუ რომელსავე ადგილსა, და რაჟამს დავესხნეთ, აღდგეს სამალველისა მისგან, და მოსრას ერი ეგე შენი. და რომელთა ესმას, თქუან, ვითარმედ: შეიქმნა მოსრა დიდი ერსა მას შორის აბესალომისასა.

10. და იყოს ღათუ ვინმე მჴნე, ვითარცა ლომი ბრძოლასა შინა ერისა შენისა, განტყდეს გული მისი, და განასხნნეს, და რაჟამს სცნას ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ განძლიერდა მამა შენი შენ ზედა, და სირცხჳლი იყოს შენდა.

11. ხოლო მე ესრეთ განვიზრახე, არამედ, რაჟამს შემოგიკრბეს ყოველი ისრაჱლი და დანითგან ბერსაბედამდე, და შენ მათ შორის იყო, მაშინ

12. მივიდეთ მათ ზედა, სადაცა ვპოვნეთ და დავესხათ მათ ზედა მეყსეულად ვითარცა ცვარი ცისკრისა მიეფინის ქუეყანასა ზედა. და არა განერეს არცა ერთი კაცი.

13. და უკუეთუ შევარდეს იგი ერთსა ქალაქთაგანსა, გარემოადგენ და მოსრან ქალაქი იგი, და იგინი ნაღვარევსა შთაცჳვდეს. და არა იყოს ადგილი შესაკრებელი მათი.

14. და თქუა აბესალომ და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან: კეთილ არს ზრახვა ესე ქუშისა რაქანელისა ვიდრე ზრახვა აქიტობელისი! რამეთუ უფალმან თჳთ ბრძანა განქარვებად ზრახვა იგი აქიტობელისი, რათა მოავლინოს უფალმან ყოველი ძჳრი აბესალომის ზედა.

15. და ჰრქუა ქუში სადუკს და აბიათარ მღდელთა: ამას განიზრახავს აქიტობელ, აბესალომ და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, ხოლო მე ესრე განვიზრახე.

16. აწ თქუენ ადრე აუწყეთ ესე დავითს, რათა არა დადგეს ღამესა ამას რაბოთისა უდაბნოსა, არამედ ისწრაფოს წარსლვად, რათა არა მოისრას მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა.

17. ხოლო იონათან და აქიმას დგეს წყაროსა მას ზედა როგაელისასა და მივიდა მათ თანა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ყოველი ესე, რათამცა მივიდეს იგინი და უთხრნეს მეფესა დავითს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვერ ეგებოდა მათ ცხადად შესლვა ქალაქად.

18. და იხილნა იგი ყრმამან ვინმე და უთხრეს აბესალომს. ხოლო იგინი წარვიდეს სწრაფით და შეცჳვდეს სახიდ კაცისა ვისმე ბაურიმს. და იყო კაცისა მის ორმო ერთი ეზოსა შინა და შთაჴდეს იგინი ორმოსა მას.

19. და მოიღო დედაკაცმან ერთმან სარქველი და დაარქვა მას ორმოსა და ზედასაფენელი გარდაფინა, და დააჴმობდა ლეღვის კვერთა მასვე ჟამსა.

20. ხოლო მონანი მივიდეს აბესალომისნი დედაკაცისა მის და ჰრქუეს მას: სადა არიან აქიმას და იონათან? ხოლო მან ჰრქუა მათ: შემოვიდეს მსწრაფლ და გავიდეს. და მე არა ვიცი, ვიდრე ვიდეს. ეძიებდეს მათ და არა პოვნეს იგინი და წარვიდეს მუნვე იერუსალჱმად.

21. და ვითარცა წარვიდეს კაცნი იგი მათგან, აღმოჴდენ იგინი ორმოსა მისგან და მივიდეს მეფისა დავითისა და უთხრეს ყოველი იგი სიტყუაჲ და ჰრქვეს მას: აღდეგით ადრე და წიაღუჴედით მას, რამეთუ ამას ზრახავს აქიტობელ თქუენთჳს!

22. და აღდგა დავით მსწრაფლ და წარვიდა ერითურთ იორდანეს ღამე ყოელ, რათა არა განცხადნეს სიტყუანი იგი მათნი და განვლო იორდანე, რამეთუ არა ვინ დაშთა ერთიცა მათგანი.

23. და ვითარცა სცნა აქიტობელ, რამეთუ განუქარდა ზრახვა იგი მისი, დაისხნა კარაულსა და წარვიდა სახიდ თჳსა, და ბრძანებაჲ მისცა სახლეულთა მისთა და მივიდა იგი და შიშთვილ-იბა, მოკუდა და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისა.

24. და დავით მივიდა საბანაკესა თჳსსა და აბესალომ წიაღჴდა იორდანესა მდინარესა და ყოველი ისრაჱლი მის თანა.

25. და აბესა დაადგინა ერისთავად აბესალომ ნაცვლად იოაბისა ერსა თჳსსა ზედა, ხოლო ამესა, ძე იეთერისი, იყო ეზრაიტელისა, რომელი მოვიდა აბიგესთჳს, ასულისა იესესისა, დისა შარუელისა, დედისა იოაბისა.

26. და მივიდა აბესალომ და ყოველნი ისრაჱლნი და დაიბანაკეს ქუეყანასა მას გალაადისასა.

27. და ვითარცა მოვიდა დავით საბანაკოსა ვესებისასა, ძისა ნაასისსა, რობოთით ძეთაგან ამონისთა და მაქირ, ძე ამელისი, რომელი იყო ლადბრით და ბერზელი გალაადელი, რომელი რაკაბანით იყო.

28. და მოართვეს მათ ათი ტაბასტო, ათი ტერი, ათი ქვაბი სიავი და ათი კეცისჭურჭელი, იფქლი და ქრთილის ფქვილი, და ჴალი, და ოსპი, და ჴნდური.

29. თაფლი და ერბო და ცხოვარი და ჴბო მწოვარი. და შეართვეს ყოველი დავითს, რამეთუ ესრეთ თქუეს, ვითარმედ: შიოდის და სწყუროდის ერსა მისსა. რამეთუ მაშურალ იყუნეს უდაბნოსა ზედა და დაჴსნილი.


18

1. მას ჟამსა ახილვა-ყო დავით ერისა მის თჳსისა და დაადგინა მათ ზედა ასისთავები და ათასისთავები და ყოველივე იგი სამად გუნდად განყო.

2. ერთი იგი გუნდი მისცა იოაბს, მეორე იგი გუნდი მისცა აბესას, ძმასა იოაბისასა, ძესა შარუელისასა, და მესამე იგი გუნდი მისცა ეთის გეთელსა. და ჰრქუა დავით მეფემან ერსა მას: განვიდე მეცა თქუენ თანა!

3. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: არა გამოხჳდე ჩუენ თანა! ნუუკუე მეოტ ვიქმნეთ და არა ვინ იყუნეს, რომელმან გული გვაპყრას ჩუენ. და თუ ზოგი ჩუენი მოისრას, არა ვინ იყოს, რომელმან ნუგეშინის-გუცეს ჩუენ და მიგუეღოს ზოგი ქუეყანისა ჩუენისა. ხოლო უმჯობეს არს: შენ აქა დადგე ქალაქსა შინა ძალად ჩუენდა და გვიზახებდე!

4. მიუგო მეფემან და ჰრქუა: კეთილ არს, რაჲცა გნებავს, იგიცა ვყო! და დადგა მეფე ერთკერძო ბჭეთა მათ და გამოვიდოდა ერი იგი ასეულობით და ათასეულობით.

5. და შეუთულიდა მეფე იოაბს და აბესას და ეთი გესელსა ერისთავთა მათ, და ყოველსა ერსა ესმოდა ბრძანება იგი მეფისა, და ჰრქუა მათ: ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს!

6. და გამოვიდა ყოველი იგი ერი და განეწყვნეს ველსა წინაშე ერისა მის ისრაჱლისა. იყო ბრძოლა მაღნარსა მის თანა ეფრემისასა.

7. ძლევასა მიეცა ისრაჱლი წინაშე დავითისათა და იქმნა მოსრვა დიდი მას დღესა შინა, და მოსწყდეს ერისა მისისაგან ისრაჱლისა ოცი ათასი კაცი.

8. განიბნია ერი იგი ისრაჱლისა მაღნარსა მას. იქმნა ერისა მის ისრაჱლისა მოწყვედა მაღნარისა მისგან უფროს, ვიდრეღა პირითა მახჳლისათა.

9. და უმაღლეს ჩნდა აბესალომ ერსა მას შორის დავითისა. და ზეჯდა იგი საჴედარსა. და განვიდოდა იგი ხესა ქუეშე სივლტოლასა მისა. და მოეხჳნეს შტონი რკოსანი თმათა მისთა, დამოეკიდა ხესა მას შორის ცისა და ქუეყანისა. და საჴედარი იგი მისი განვიდა ქუეშე წყვილთაგან მისთა.

10. და იხილა იგი კაცმან ვინმე ერთმან, მივიდა და უთხრა იოაბს, ვითარმედ: ვიხილე მე აბესალომ მოკიდებული რკოსა ერთსა.

11. ჰრქუა იოაბ კაცსა მას: ნანდვილ იხილე იგი? და რად არა მოჰკალ? და მი-მცა-გეც შენ დღისა ვერცხლი ათი სიკილა და ზოსტერი ერთი!

12. მიუგო კაცმან მას და ჰრქუა: მო-ღა-თუმცა-მეც ათასი სასწორი ვერცხლი, არავემცა მივყავ ჴელი ჩემი ძესა ზედა მეფისასა, რამეთუ გვესმა ჩუენ, რაჟამს გამცნებდა მეფე შენ და აბესას და ეთთის, ვითარმედ: ეკრძალენით და ერიდენით ყმასა აბესალომსა!

13. და ვითარმედ ვქმენ მე საქმე იგი უსჯულოებისა და მოვიკრიბე ბრალი თავსა ჩემსა? და მე ვიცი, თუ არამცა დაიფარა სიტყუაჲ იგი წინაშე მეფისა და ვერცაღა შენ დასტურად წარმომიდგე წინაშე მეფისა.

14. და მაშინ ჰრქუა იოაბ: მაგა სიტყჳსათჳს აწვე გიჩუენო თუალთა შენთა! და მოიღო იოაბ სამი ლიბანდაკი ჴელთა მისთა და განწონნა გულსა აბესალომისასა, ვიდრე ცოცხალი ეკიდა ხესა მას რკოსასა.

15. და მოადგენ ყრმანი ათნი მესაჭურველები იოაბისანი და მო-ხოლო-კლეს აბესალომ და დამსჭვალეს ქუეყანასა.

16. ხოლო დაბერეს ნესტუთა, უკუმოიკრიბეს ერი იგი, რათამცა აღარა სდევდეს ისრაიტელთა მათ, რამეთუ შეეწყალა იოაბს ერი იგი ისრაჱლისა.

17. შთაგდებად-სცა აბესალომ ნაპრალსა ქუეყანისასა მაღნარსა მას შინა მთხრებლსა დიდსა და აღაშენა მას ზედა ღვერთი ქვისა. ერი იგი ისრაჱლისა წარვიდა ადგილსა თჳსსა.

18. აბესალომ ვიდრეღა ცოცხალღა იყო, აღმართა ძეგლი ერთი საჴსენებელად თავისა თჳსისა უბესა ერთსა სამეუფოსა და თქუა: არა მივის შვილი, რათა მაჴსენებდეს! და ეწოდა ადგილსა მას ჴელ აბესალომისა აქა ჟამამდე.

19. ხოლო აქიმას, ძემან სადუკისმან, ჰრქუა იოაბს: ვრბიოდეთ და ვახაროთ მეფესა, რამეთუ ჰყო უფალმან შურის-გება მტერთა მისთა ზედა.

20. ჰრქუა მას იოაბ: არა ხარ შენ კაცი მახარობელი, რამეთუ ძე მისი მოკლულ არს, და ახარებდეღა თუ მას, სხუასავე დღესა ახარე.

21. და ჰრქუა ქუშის: მივედ და უთხარ მეფესა, რა-ესე იქმნა! და თაყუანი-სცა ქუში იოაბს და წარვიდა.

22. მერმე ჰრქუა აქიმას, ძემან სადუკისამან, იოაბს: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდე შემდგომად ქუშისა? და ჰრქუა იოაბ: რად გიჴმს სრბა, შვილო? არა სიხარულ ყოფად არს შენდა!

23. ჰრქუა მას აქიმას: და რა იყოს მი-თუ-ვრბიოდი? მაშინ ჰრქუა მას იოაბ: გვალე, ვიდოდე! და წარვიდა აქიმას შინაგნით გზით კენქარისა და უსწრო ქუშის.

24. და დავით ჯდა ბჭეთა ზედა. და აჰჴდა გუშაგი გოდოლსა და იხილა კაცი ერთი მორბიოდა.

25. და უთხრა მეფესა, ვითარმედ: კაცი ერთი მორბის ბანაკით კერძო! ჰრქუა მას მეფემან: უკუეთუ მარტო არს მახარებელი, იყოს! და ვითარცა მოეახლა იგი,

26. მერმე იხილა გუშაგმან მან და თქუა: ესერა, სხუაღა კაცი მორბის! და თქუა მეფემან: ესეცა მახარობელი იყოს!

27. და თქუა გუშაგმან: ვხედავ პირველსა მას, რამეთუ ჰგავს იგი აქიმას, ძესა სადუკისასა! მაშინ თქუა მეფემან: კაცი კეთილი არს იგი და სიტყუაცა კეთილი მოაქუს!

28. და მო-ხოლო-ვიდა აქიმას წინაშე მეფისა და თქუა: სიცოცხლე და მშჳდობა! და თაყუანის-სცა მეფესა და ჰრქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი შენი, რომელმან დასხნა კაცნი იგი, რომელთა აეხუნეს თავნი მათნი მტერობით უფლისა ჩემისა მეფისა ზედა!

29. და ჰკითხვიდა მეფე აქიმასს და ჰრქუა: ცოცხლებით არსა ძე იგი ჩემი აბესალომ? მიუგო აქიმას და ჰრქუა: მესმა მე ჴმაჲ, რაჟამს წარმომავლინა მე იოაბ, მონამან მეფისამან, და არა ვიცი, რა იქმნა, რამეთუ ღაღადებაჲ დიდი იყო შემდგომად წარმოსლვისა ჩემისა.

30. ჰრქუა მას მეფემან: წარმოდეგ ესრე! და დადგა იგი ზურგით მისა.

31. და მო-ხოლო-ვიდა ქუში და ჰრქუა მეფესა: გიხაროდენ, უფალო ჩემო მეფე, რამეთუ საჯა უფალმან შურის-გებით სასჯელი მტერთა შენთა!

32. და ჰრქუა მეფემან ქუშის: ცოცხლებით არს ყრმა იგი ჩემი აბესალომ? და ჰრქუა ქუშიმ მეფესა: შეიქმნედ ყოველნი მტერნი მეფისანი, ვითარცა ყრმა იგი უფლისა ჩემისა მეფისა და რომელნი აღდგომილ იყუნეს შენ ზედა ბოროტებით!

33. და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!


19

1. და უთხრეს იოაბს, ვითარმედ: ტირს მეფე და იგლოვს აბესალომისთჳს.

2. და შეექმნა სიხარული იგი მის დღედ გლოვისად და ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას, ვითარმედ ტირს და იგლოვს მეფე ძისა თჳსისათჳს.

3. და შეიკდიმა ერმან მან დღესა შესლვა ქალაქად, ვითარცა ერი, რომელი იძლიის და მეოტ იქმნის ბრძოლისაგან.

4. და მოედრიკა თავი მეფესა და ჴმითა დიდითა ტიროდა და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, ძეო ჩემო.

5. და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი?

6. და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა.

7. არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე.

8. და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა.

9. და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა.

10. და აბესალომს, რომელსა ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, ესერა, მოიკლა ღუაწლსა შინა! აწ თქუენ რად დაიყოვნებთ და არა მოიქცევით მეფისა? და სიტყუაჲ იგი ისრაიტელთა მიიწია მეფისა.

11. და დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: არქუთ მოხუცებულთა ისრაჱლთასა, ვითარმედ: რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა? ხოლო სიტყუანი ყოვლისა ისრაჱლისა მოიწია მეფისა თანა.

12. ჰრქუა დავით ტომთა იუდასთა: არა ძვალნი ჩემნი და ჴორცნი ჩემნი თქუენ ხართა? რასათჳს უკუნსდეგით მეფისა მის?

13. და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა!

14. და მოაქცია ამესა ყოველი კაცი იუდასი მორჩილებად, ვითარცა ერთგული. და მოავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქცა შენდა ყოველნი მონანი შენნი!

15. და მოიქცა მეფე და მოვიდა კიდემდე იორდანისა მდინარისა. და ყოველი ერი იუდასი მოეგებოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რათამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას.

16. და მოვიდა სემეი, ძე გერასი, ძისა იამანისი ბაურიმით კაცთა თანა იუდასთა შემთხუევად მეფისა დავითისა.

17. და ათასი კაცი სხუაჲ მის თანა სახლისა მის ბენიამენისი და სიბა, ყრმა იგი სახლისა მის საულისი, ათხუთმეტით ძითურთ და ოცით მონით. და შთავიდეს იგინი მეფისა

18. მსახურებად და წიაღმოყვანებად მდინარესა მეფისა წიაღჴდენ, აღდგინებად სახლისა მეფისა და სათნო-ყოფად წინაშე თუალთა მისთა და სემეი, ძე გერასი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა, ვიდრე წიაღმოვიდოდა იორდანესა.

19. და ჰრქუა მეფესა: ნუ მოიჴსენებენ შეცოდებასა ჩემსა უფალი ჩემი და ნუცა მოიგონებნ წყევასა დღისასა, რომელ გამოვიდოდა იერუსალჱმით უფალი ჩემი მეფე და ნუცა დაიდებნ გულთა შინა მეფისათა.

21. მაშინ ჰრქუა აბესა, ძემან შარუელისამან: სხუაღამცა რა ეყო სემეის? სიკუდილისა თანამდებ არს იგი, რამეთუ იკადრა წყევად ცხებულსა ღმრთისასა!

22. მიუგო დავით და ჰრქუა: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? რამეთუ დღეს ბოროტსა ზრახავ ჩემთჳს მტერობით. ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყითა, რამეთუ მეფე ვარ ისრაჱლსა ზედა?

23. და ჰრქუა მეფემან სემეის: ნუ გეშინინ! რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფე სემეის.

24. და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით.

25. და ვითარცა შევიდა იერუსალჱმად, მოეგება მეფესა. მაშინ ჰრქუა მას მეფემან: რა არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა?

26. ჰრქუა მას მემფიბოსთე: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე. რაჟამს ვარქუ მას, ვითარმედ: დამისხენ კარაულსა და წარვიდე მეფისა თანა! არა ისმინა ჩემი, რამეთუ ვერ ეგებოდა უკარაულოდ მისლვა ჩემი შენ თანა, რამეთუ მკელობელ ვარ მონა შენი.

27. არამედ იგი მასმენდაცა მე უფლისა ჩემისა მეფისა წინაშე, ხოლო უფალმან ჩემმან მეფემან, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, კეთილად ყავნ ღმრთისათჳს.

28. რამეთუ არა სხუა რამე ღირს ვიყო სახლისა მამისა ჩემისა, არამედ ყოველნი სიკუდილისა თანამდებ ვიყვენით, არამედ შემრთე მონა შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა შენსა. და აწ ვის მიერ იყოს ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებითა ამას იტყოდა წინაშე მეფისა.

29. და ჰრქუა მას მეფემან: რას განამრავლებ სიტყუასა შენსა? შენ და სიბა განიყავთ, განანაწილეთ აგარაკი.

30. და ჰრქუა მემფიბოსთე მეფესა: ოდეს გიხილე, მეფე, მშჳდობით მოქცეული სახიდ თჳსა, ყოველი მეფისსა იყავნ!

31. და ბერზელი გალადელი შთავიდა რაბინით და წიაღმოჴდა მეფისა თანაწარმოყვანებად მისა იორდანით.

32. და ბერზელი კაცი მოხუცებული იყო და იყო იგი ოთხმეოც წლისა და უდაბნოსა ყოფასა მსახურებულ იყო იგი მეფისა, და მდიდარი იყო იგი ფრიად.

33. მიუგო მეფემან ბერზელის და ჰრქუა: გნებავს თუ, მოგვალე ჩემ თანა და პატიოსან-ვყო სიბერე შენი იერუსალჱმს.

34. და ბერზელიმ ჰრქუა მეფესა: რაოდენღამე იყუნენ დღენი ჩემნი და აღვიდე მე მეფისა თანა იერუსალჱმდ?

35. რამეთუ მე ოთხმეოცისა წლისა ვარ და აწცა არა ვიცი გამორჩევა კეთილისა და ბოროტისა და გემოს-ხილვა საჭმელთა, ანუ სასმელთა, ანუ სმენად ჴმაჲ მემღერეთა და აწ რად ტჳრთ-გეყო მონა ესე უფალსა ჩემსა მეფესა?

36. მცირედ ოდენ წიაღგყვე იორდანესა მეფისა თანა, რამეთუ რასათჳს მომაგებ მე საგებელსა ამას?

37. მიბრძანე მონასა შენსა, რათა დავსჯდე და მოვკუდე ქალაქსა ჩემსა, და დავეფლა საფლავსა მამა-დედათასა ჩემისასა. და აქინამ, ძე ჩემი, მივიდეს უფლისა ჩემისა მეფისა თანა და კეთილი უყავ მას, რაცა სათნო-გიჩნდეს!

38. და ჰრქუა მას მეფემან: მოვედინ იგი ჩემ თანა და ვყო მისთჳს, რაცა სათნო-მიჩნდეს! და ყოველი, რაცა მრქვას მე, იგიცა ვყო მისთჳს!

39. და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად.

40. და მოვიდა მეფე გალგალად და აქინამცა მის თანა, და ერი იგი იუდასი და ზოგი ერისა მის ისრაჱლისა.

41. და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა?

42. მაშინ ჰრქუა ერმან იუდისმან კაცთა მათ ისრაჱლისათა: ამისთჳს, რამეთუ მახლობელ არს ჩემდა მეფე. რასა ეგოდენ შეგიძნდა და შესწუხენით ამის სიტყჳსათჳს; ანუ შე-რა-ვსჭამეთ და შევსვით მეფისა, ანუ ნიჭი რამე მოვიღეთ მისგან, ანუ მან მიიღო ჩუენგან?

43. და ჰრქუეს კაცთა მათ ისრაჱლისათა: ათწილ ჩუენ უფროს მახლობელ ვართ მეფისა და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრეღა თქუენ. და აწ რასათჳს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? არა ჩუენთჳს იყო მოქცევა იგი მეფისა, არამედ თქუენთჳს. და განბოროტნეს კაცნი იგი იუდასნი, ვიდრეღა ისრაიტელნი იგი.


20

1. და მოსრულ იყო მუნ კაცი ერთი ნაშობი უსჯულოებისა, და სახელი მისი საბეე, ძე ბაქორისი, იემინელი. და მან მეყსეულად ნესტუსა დაბერა და თქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა! არცა სამკჳდრებელი ჩუენი ძისა თანა იესესისა! მიმოდაეგენ ყოველი კაცი ისრაჱლისა ადგილად თჳსა!

2. და წარვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა, რომელნი იყუნეს მეფისა თანა, და შეუდგეს საბეესა, ძესა ბაქორისასა, ხოლო კაცნი იგი იუდასნი მოვიდეს მეფისა თანა იორდანით იერუსალჱმად.

3. და შევიდა დავით სახიდ თჳსა იერუსალჱმად. და მოიყვანა მეფემან ათნივე იგი ხარჭნი თჳსნი, რომელნი დაეტევნეს მცველად სახლსა მისსა და დასხნა იგინი სახლსა შინა ერთსა და როჭიკსა სცემდა მათ, ხოლო იგი არღარა შევიდის მათ თანა. და იყუნეს იგინი დაცულ და შესჭამდეს როჭიკსა ქურიობისასა ვიდრე სიკუდილადმდე მათა.

4. და ჰრქუა მეფემან ამესას: დრო-ეც ერსა მაგას იუდასსა სამ დღე და შენ აქავე დადეგ!

5. და წარვიდა ამესა და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას მეფემან.

6. მაშინ ჰრქუა დავით ამესას: ბოროტი ნურა გჳყოს ჩუენ საბეე, ძემან ბაქორისამან, უფროს აბესალომისა. აწ შენ წარიყვანე ერი უფლისა შენისა და ეწიე მას, ნუ უკუნშევიდეს იგი ქალაქსა სადამე ერთსა ძნელსა, შეევედროს მათ ჩუენგან.

7. და უბრძანა დავით ყოველსა ერსა, რათა წარვიდეს. და დევნა-უყვეს აბესა და კაცთა იოაბისთა და ქერეთუნ ოფელტი და ყოველი იგი ერი წარვიდეს ამესას თანა და სდევდეს საბეეს, ძესა ბაქორისასა.

8. და იგი დაბანაკებულ იყო ლოდსა მას თანა დიდსა, რომელი იყო გაბაონს. და ამესა მოვიდა და დადგა პირისპირ მათსა. და იოაბს შთაეცვა ჯაჭვი და ერტყა მას ჴმალი პოლოტიკი ორპირი. და აღმოშორებულ იყო ჴმალი იგი ქარქაშსა მისსა.

9. ჰრქუა იოაბ აბესიას: მშჳდობით ხარა, ძმაო? და მოსდვა ჴელი იოაბ ამესას ქედსა, მოზიდა, რეცა თუ ამბორისა-ყოფისა.

10. და ამესა არა ეკრძალა, რათამცა დაიცვა თავი თჳსი ჴმლისა მისგან და სცა იოაბ უბესა ამესასა ზეჩამომართ და გარდმოყარნა ნაწლევნი მისნი: და მუნთქუესვე წიაღჴდეს სულნი მისნი. იოაბ და აბესამ დევნა-უყვეს საბიას, ძესა ბოქორისსა.

11. და მოვიდა კაცი ერთი და დადგა ამასიას ზედა სპათაგან იოაბისთა და თქვა: რომელსა უყვარან დავით და იოაბ, შეუდგეს იოაბს, და აბესიას!

12. რამეთუ ამესა მომკუდარ არს და შესვარულ სისხლითა და ძეს გზასა ზედა. და ყოველი კაცი, რომელი მოვალნ, დაადგრის მას ზედა, და ხედავნ მას! ვითარცა ესმა სიტყვა ესე იოაბს, აღიღეს ამესა და გარდარევდეს გზასა და დაბურეს მას სამოსელი.

13. და მიერითგან შეუდგა ერი იგი იოაბს და სდევდეს საბეეს, ძესა ბოქორისსა.

14. და მოვიდეს ნათესავთა მათ თანა ისრაჱლისათა საბეე და ბეთბაგოს და ყოველნი მოქალაქენი შეკრბეს ქალაქსა ერთსა.

15. და უქმნეს მას ზღუდისზღუდე. და ყოველი იგი ერი იოაბისი გარემოადგა ქალაქსა მას და მიაწიეს იგი გამოსაღებელად.

16. და ჴმა-ყო დედაკაცმან ერთმან ბრძენმან ზღუდით გარდამო და თქუა: ისმინეთ, ისმინეთ ჩემი, რომელნი-ეგე გარემოდგომილ ხართ ქალაქსა ამას, და არქუთ იოაბს, რათა მო-რე-დგეს და ვეტყოდი მას!

17. ვითარცა მივიდა იოაბ მახლობელად ზღუდესა მას, და ჰრქუა დედაკაცმან მან იოაბს: ისმინენ სიტყუანი მჴევლისა შენისანი! და ჰრქუა: იტყოდე, მესმის!

18. და დედაკაცმან ჰრქვა იოაბს: სიტყჳსჯერად უთქვამს პირველთა მათ, ვითარმედ: იკითხონ აბელსა და დანს მოაკლდენ, რომელი სარწმუნოთა ისრაჱლისათა დადვეს და თქუეს, ვითარმედ: იკითხონ იაბელს და ეგრე მოაკლდენ.

19. აწ მე ვარ მშჳდობა და სიმტკიცე ისრაჱლისა და აწ შენ მოსრულ ხარ მოოჴრებად ქალაქისა ამის, რომელი დედა არს ყოველთა ქალაქთა ისრაჱლისათა? აწ რასა შთანსთქამ სამკჳდრებელსა უფლისასა?

20. მიუგო იოაბ და ჰრქუა: ნუ იყოფინ ეგე ჩემდა, ვითარმცა მოვაოჴრე ეგე!

21. არა ეგრე, არამედ კაცი ერთი მანდა შევიდა მთისა ეფრემისი, საბეე, ძე ბოქორისა, რომელი მჴდომად აღუდგა დავითს. იგი ხოლო მარტო გამომეცით და წარვიდე ქალაქისა ამისგან! და ჰრქუა დედაკაცმან: აწვე, ვიდრე მანდაღა სდგა, გარდმოგიგდონ თავი მისი!

22. და შევიდა დედაკაცი იგი მუნვე ქალაქად და ეტყოდა მოქალაქეთა სიტყუათა მათ გონიერებისათა. და მოჰკუეთეს თავი საბეეს, ძესა ბოქორისასა, და გარდმოუგდეს იოაბს. და უბრძანა იოაბ დაბერვა ნესტჳსა და დაცადებად ბრძოლა ქალაქსა მას. და განიბნია ერი იგი თჳთეულად ადგილად თჳსსა და იოაბ წარვიდა მეფისა იერუსალჱმდ.

23. და იოაბ იყო უხუცესი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა და ბანია, ძე იოდესი, იყო ჴელმწიფე ჩერეთეოსა და ფილეთეოსა ზედა.

24. და ადორამ ხარკისმომჴდელი იყო და საფან, ძე აქითალისი, საჴსენებელთმწიგნობარ.

25. და სოსაკ მწიგნობართმოძღუარი იყო, სადუკ და აბითარ მღდელთმოძღუარნი იყუნეს.

26. და ირას - ეეთეს მღდელად წინაშე მდგომელ დავითისა.


21

1. და იყო სიყმილი დიდი დღეთა მათ დავითისთა სამთა წელთა ზედასაზედა. და იკითხა დავით უფლისა მიერ და ჰრქუა უფალმან დავითს: საულისათჳს და სახლისა მისისათჳს არს უსჯულოებაჲ ეგე, რამეთუ მოსწყუედდა იგი გაბაონელთა.

2. და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.

3. და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა?

4. და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ?

5. და მათ ჰრქუეს: არამედ კაცმან, რომელმან მოგუსრნა ჩუენ და შეურაცხ-გუყვნა, მოვსრათ იგიცა, რათა არა ვხედვიდეთ საზღუართა შინა ისრაჱლისათა!

6. აწ მოგუცენ ჩუენ შჳდნი კაცნი ძეთა მისთანი და ლხინება იყოს ჩვენდა მათ მიერ უფლისა მიმართ ბორცუსა მას ზედა საულისასა შესაწირავად უფლისა! და ჰრქუა მათ დავით მეფემან: მე მოგცნე იგინი.

7. და იჭირვოდა მეუფე მემფიბოსთესთჳს, ძისა იონათანისა, ძისა საულისა, რათამცა არა მოსცა მათ სიკუდილად ფიცისა მისთჳს; რომელ-იგი ფიცება იყო შორის დავითისა და შორის იონათანისა, ძისა საულისა.

8. და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა.

9. და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა.

10. და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი.

11. და უთხრეს დავითსა საქმე ესე, რა-იგი ყო რესფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისმან.

12. და წარვიდა დავით და წარმოიხუნა ძვალნი იგი საულისნი და იონათანისნი, ძისა მისისანი, კაცთა მათგან იაბის გალადისთა, რომელ წარიპარნეს ურაკპარაკთაგან ბეთსამისა და ძეგლად ქმნეს უცხოთესლთა მათ დღესა მას, ოდეს დასცნეს უცხოთესლნი გელბეთს.

13. მოიღო მუნით ძვალნი საულისნი და ძვალნი იონათანისნი, ძისა მისისა, და შეკრიბნა დაზორვილნიცა იგიცა.

14. და დაფლნა ქუეყანასა ბენიამენისასა მახლობელად საფლავსა მას კისისასა, მამისა მისისასა. და ყოველივე ყვეს, რომელიცა უბრძანა მათ მეფემან. მაშინღა ულხინა უფალმან ქუეყანასა მას წყევისა მისგან მათისა.

15. ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა.

16. და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.

17. და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.

18. და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი.

19. მერმე კუალად წყობა იყო უცხოთესლთა მათ როთს და მოკლა ადეოდად სალთის ძემან, პოლიმარის ბეთლემელმან, გოლიათ გეთელი. და ბუნი ჰოროლისა მისისა იყო, ვითარცა ლვილი ქსელთა.

20. და კუალად იყოღავე ღუაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მიმართ გეთს. და იყო მუნ კაცი ერთი რაზეთ და თითნი ჴელთა და ფერჴთა მისთანი ესხნეს ექუს-ექუს, რიცხჳთ ოცდაოთხ და ნათესავი იყო გმირთა.

21. დადგა იგი შორის განწყობილთა მათ და ჰყუედრებდა ერსა მას ისრაჱლისასა, და განუჴდა მას იონადაბ, ძე სამაჲსი, და მოკლა იგი ძმისწულმან დავითისმან.

22. ესე ოთხნივე იყვნენ ნათესავნი გმირთანი, რომელნი იყუნეს გეთს სახლისაგან რაფასისა. და მოსწყჳდნა იგინი დავით ერითა თჳსითა.


22

1. მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,

2. და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე.

3. ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან.

4. ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე!

5. მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე!

6. გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე!

7. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა.

8. იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი!

9. აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან!

10. მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

11. აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!

12. დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა!

13. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა!

14. ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15. მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი!

16. შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა!

17. გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა!

18. მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს!

19. მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა!

20. და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან!

21. მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!

22. რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან!

23. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან!

24. და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან!

25. მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა!

26. წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო!

27. და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო!

28. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ!

29. რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

30. რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა!

31. ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

32. რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33. რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი!

34. დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე!

35. განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა!

36. შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე!

37. ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

38. მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი!

39. დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა!

40. შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ!

41. მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!

42. ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი.

43. განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი.

44. მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე.

45. მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე.

46. და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს.

47. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა!

48. ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე!

49. განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე!

50. ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო!

51. განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!


23

1. და ესე სიტყუანი არიან დავითის აღსასრულისანი და სარწმუნო არს დავით, ძე იესესი, და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ დაადგინა უფალმან ცხებული ღმრთისა იაკობის ზედა. და შუჱნიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისა.

2. რამეთუ სული უფლისა იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მისისანი ენასა ჩემსა.

3. და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.

4. ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.

5. რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.

6. რომელნი აღმოსცენდეს, ვითარცა ეკალნი და სხუანი, ვითარცა გამონაფრეწნი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოფრიწის.

7. უკუეთუ ვისმე ენებოს მოფხურად, რკინა შემზადონ ძელითურთ და ყოველივე ცეცხლით შეიწუნენ არარადმდე.

8. ესე სახელები არს მთავართა მათ და ერისთავთა დავითისათა: იებოსთე ქანანელი, მთავარი ერისა ნაწილთა, აქინომ ანელისთა, რვაასთა მათ ზედა წყლულთა ერთბამად.

9. ამისა შემდგომად ელიაზარ, ძე მამისძმისა მისისა სოვსელისა, სამთა მათ შორის ერისთავთა. ესე იყო დავითის თანა მესერანს, ყუედრებად ამისა, და უცხოთესლნი იგი მოკრებილ იყუნეს მუნ ბრძოლად.

10. და მო-ხოლო-ვიდეს ისრაიტელნი მათ ზედა და ელიაზარ მათ თანა და მოსწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომამდე და დაეკრა ვადა ჴლმისა მისისა ჴელსა მისსა. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი იგი ერი მიექცა ნატყუენავსა მას ზედა მტერთასა.

11. და ამისა შემდგომად სამაა, ძე ეილასი რაქიანი და კუალად შეკრბეს უცხოთესლნი იგი და იყო მუნ ოსპნი თესული ახალჴნული; და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლთა მათგან.

12. და შევიდეს უცხოთესლნი იგი ჴნულსა მას ოსპისასა; და ერი იგი დავითისი გარემოექცა და მოსწყჳდნეს უცხოთესლნი იგი. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა.

13. და ჩამოვიდეს სამნი კაცნი სამთა მათგან გუნდთა დავითისთა ქვაბსა მას ოდოლამისასა და უცხოთესლნი იგი მძჳნვარედ განწყობილ იყუნეს უბესა მას ტიტანელთასა.

14. და დავით დგა კლდისპირსა მას თანა, და უცხოთესლნი იგი იყუნეს მას ოდენ ჟამსა ბეთლემს.

15. გულმან უთქუა დავითს და თქუა: ვინმცა მასვა მე წყალი წყაროსა მისგან ბეთლემისასა, რომელ არს ბჭეთა თანა?

16. და გუნდსა მას უცხოთესლთასა შეეცვა ბეთლემი და კაცნი იგი, რომელ მოვიდეს სამნი გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთა, და მივიდეს და მოართუეს წყალი იგი ბეთლემისა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა, ხოლო დავით არა სვა წყალი იგი, არამედ მოიღო იგი, აპკურა წინაშე უფლისა.

17. და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ეგე, ვითარმცა შევსვენ სისხლნი და სულნი კაცთანი წყალსა ამას თანა! ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა.

18. და აბესა, იოაბის ძმა, ძე შაროელისი, მთავარი სამთა მათგანი, იახოვნა, განმარტა ჰოროლი თჳსი და მოწყლნა სამასი ახოვანი ერთსა მას შერევასა მისსა.

19. და ესე ოდენ უმჯობეს იყო ერთისა მათგანისა ორთა მათ უდიდებულეს. და იყო მათა მთავარ, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა.

20. და ბანეა, ძემან იოადისამან, ძისა ახოვანისა კაცისამან, მრავალი საქმე ქმნა უფროს გაბასაელისა. რამეთუ მან მოსწყჳდნა ორნი იგი ძენი ადრიელის მოაბელისნი. და ესე გარდაჴდა და მოკლა ლომი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.

21. და მან მოკლა ეგჳპტელი იგი კაცი საშინელი და მჴნე და ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა ეგჳპტელსა მას ოროლი და ბუნი ოროლისა მისისა იყო, ვითარცა დირე ჴიდისა. და მით ოროლითა გამოუჴდა ეგჳპტელი იგი და ესე მიეგებოდა. და მოუღო ოროლი იგი ეგჳპტელსა მას და მისითავე ოროლითა განგურიმა ეგჳპტელი იგი.

22. და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისამან.

23. და მისი სახელი უმჯობეს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა და უდიდებულეს, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა, რომელნი სცვიდეს მას და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისათა:

24. ასაელ, ძმა იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნალ, ძე ელიუდისი, მამისძმისა მის ბეთლემელისა,

25. სამეე რუდელი, სელომ კელოთელი,

26. ქალეს ფალემელი, ირას ძე, ესკათისა თეკველი,

27. აბეზერ ანათოთელი, მოაბან ოსითელი,

28. სელიმონ აოთელი, მაარა ნეთაფათელი,

29. ელედ, ძე ბანიასი, ესე იგი არს ნეტოფიტელი, ითი, ძე რაბასი, გაბათელის ძენი ძეთაგან ბენიამენისთა,

30. ბანია ფარათონელი, ედაი მდინარისა გაასას,

31. აბაბონ არბატიტელი, ძმათაგან ბერომეველთა,

32. ელიაბ სალაბონელი, ძენი იესესნი იონათანისანი,

33. სემ ორორეველი, აიამ, ძე სარარისი, არორიტელი,

34. იელფელეთ, ძე აზბაისი, ძეთა მავეთეველთა, ძე ელიასი, აქიტობელ გელანიტელი,

35. ესრი კარმეითეველი, ფარია არაბელი,

36. აგალ ათიასი, საობიტელისა ბონი გაადელი.

37. სელეკ ამონელი, ნარა ბეოტელი, მჴედარი იოაბისი, ძენი სარვეინისნი.

38. ირაითიტრეს გარებელი, ესე იგი არს იეთიტრე,

39. ჰურია ქეტელი, ესე ყოველი კაცნი ოცდაჩჳდმეტ იყო.


24

1. და შესძინა გულისწყრომამან ღმრთისამან განრისხება ისრაჱლსა ზედა და აღაზრზინა მათ ზედა დავით და თქუა: წარვედით და აღმირაცხეთ ყოველი კაცი ისრაჱლი და იუდასი!

2. და ჰრქვა მეფემან იოაბს და მთავართა მათ ერისათა: მოვლეთ თქუენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდასი დანითგან ბერსაბედმდე, აღრაცხეთ და აღითვალეთ და აღწერილი მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხუ ერისა მის.

3. მიუგო იოაბ მეფესა და ჰრქუა: შესძინენ უფალმან ღმერთმან ერსა ამას ასი წილი! თჳთ უფალმან ჩუენმან მეფემან იხილენ! მეფე, მო-ვე-რასა-იღე ზრახვა გულისა შენისა, უფალო ჩემო მეფე?

4. განძლიერდა ბრძანება იგი მეფისა უფროს იოაბის მიმართ და მთავართა ზედა და გამოვიდეს იოაბ და მთავარნი იგი პირისაგან მეფისა აღრიცხვად ერისათჳს ისრაჱლისა.

5. და წიაღჴდეს იორდანესა და დაიწყეს გარემოცვად არობელით მარჯულ ქალაქისა, რომელ არს შორის ღელეთა გაადისთა და ელიაზარისა.

6. და მოვიდეს გალადად და ქუეყანასა მას ქეტელთასა და კადესსა, და მოვიდის დანადმდე და მიიწივნეს სიდონიად.

7. და მოვიდეს ბოსორად და ტჳრედ და ყოველთა ქალაქთა ეველთასა და ქანანელთასა და მიიქცეს სამხრით კერძო იუდასა ბერსაბედმდე.

8. და მოვლეს ყოველი ქუეყანა და მოვიდეს მეცხრესა თთვესა და ოცსა დღესა იერუსალჱმად.

9. და მოიღო იოაბ წიგნი იგი აღწერილი სოფლისა და დადვა წინაშე მეფისა. და იყო რიცხჳ ერისა მის ისრაჱლისა რვაას ათასი კაცი აზნაური ოდენ და იუდისი რჩეული კაცი სპარაზენი ხუთასი ათასეული.

10. და შეეჭუდა გული დავითისი აღწერისა მისთჳს ერისასა, სიტყუად იწყო დავით უფლისა და თქუა: ვცოდე ფრიად წინაშე უფლისა, რამეთუ ვყავ ესე სიტყუაჲ და აწ, უფალო, მომიტევე შეცოდება ესე მონასა შენსა, რამეთუ ცუდად და უგუნურებით ვიზრახე ზრახვა ესე.

11. და აღდგა დავით განთიად, იყო ბრძანება უფლისა გად წინასწარმეტყუელისა ხილვად დავითისა, და ჰრქვა:

12. წარვედ და ეტყოდე დავითს: ესრეთ იტყჳს უფალი, სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაიმე მათგანი, რომელი ვყო შენთჳს!

13. და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა, ანუ სამთავე მეოტად წარქცევა მტერთაგან სულშეუქცეველად, ანუ სამსა დღესა სიკუდილი კაცთა ქუეყანასა შენსა. და აწ შენ განიზრახე და მითხარ მე, რა მივართვა მომავლინებელსა ჩემსა?

14. მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).

15. და ბრძანა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე. და მოიწია მოსრვა ერსა მას ზედა ისრაჱლისასა. და მოკუდა მას დღესა შინა ვითარ სამეოცჩჳდმეტი ათასი კაცი დანითგან ბერსაბედამდე.

16. და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.

17. სიტყუად იწყო დავით უფლისა, რაჟამს იხილა ანგელოზი იგი, რამეთუ მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა და თქუა დავით: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არარა ცოდეს. იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახელსა ზედა მამისა ჩემისასა!

18. და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქუა: მივედ შენ ადრე და აღაშენე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!

19. და წარვიდა დავით სიტყჳსაებრ გადისა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

20. და ვითარცა იხილა ორნია მეფე დავით, წინამიეგებოდა მას და თაყუანი-სცა მეფესა.

21. და ჰრქუა ორნია: რა არს, უფალო ჩემო, მეფე, რასა მოხვალ მონისა შენისსა? მიუგო დავით და ჰრქუა: მოსყიდად კალოსა ამის შენისა და აღშენებად მას ზედა საკურთხეველი უფლისა ღმრთისა, რათა დასცხრეს მოსრვა ესე ერსა ამასა ზედა!

22. მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისაებრ უფლისა ღმრთისა, და ვითარცა სათნო-უჩნს! და, აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად და უღელი და საჴნველი და ყოველივე ჭურჭელი კალოსი მრგულიად დასაწველთათჳს შეშად!

23. ყოველივე მისცა ორნია მეფესა და ჰრქუა: შეიწირენ უფალმან ჴელთაგან შენთა!

24. მიუგო მეფემან და ჰრქუა: არა ეგრე, თუმცა ცუდად მოვიღე, არამედ ნაცვალი მიგცე შენ, არა შევსწირნე საკუერთხნი მედად უფლისა და ღმრთისა დასამშჳდებელად! და მოიყიდა დავით კალო იგი ცვალებით და ჴართა მათთჳს მისცა ორმოცდაათი სასწორი ვერცხლი, რომელ არს სატირი.

25. და აღაშენა მუნ დავით საკურთხეველი უფლისა ღმრთისა და შესწირნა ჴარნი იგი მსხუერპლად უფლისა დასამშჳდებელად! (მერმე შე-ღავე-სძინა სოლომონ და განადიდა საკურთხეველი იგი, რამეთუ პირველ მცირე იყო). და დააცხრო უფალმან რისხვა მისი ქუეყანასა ზედა. და დასცხრეს გუემანი იგი ისრაჱლისაგან.