წინასწარმეტყველება ეზეკიელისი


1

1. და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ;

2. ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ მეფისაჲ

3. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ.

4. და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის.

5. და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა;

6. და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა.

7. და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი,

8. და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა კერძოთა მათთა, და პირნი მათნი

9. და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ პირისა თჳსისა ვიდოდა.

10. და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი.

11. და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა.

12. და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა შეიქცეოდეს.

13. და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ, ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ.

14. და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ.

15. და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ.

16. და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის ურმისთუალი ურმისთუალსა შინა.

17. ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი მათნი.

18. და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე თვალებითა მრგულივ ოთხთასავე.

19. და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა.

20. სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა შორის.

21. და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.

22. მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო.

23. და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა.

24. და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი.

25. და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი;

26. და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა.

27. და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა,

28. ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ;


2

1. ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ; და ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ ჩემდამო. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო! დადეგ ფერჴთა ზედა შენთა და ვიტყოდი შენდამი.

2. და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმიღო მე, და აღმადგინა მე, და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა და მესმოდა მისი, მეტყუელისაჲ ჩემდამო;

3. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, მიგავლენ მე შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, განმამწარებელთა მიმართ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე, მათ და მამათა მათთა, და შეურაცხ-მყოფ იქმნეს ჩემდამო ვიდრე დღესისამდე დღისა.

4. და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.

5. ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.

6. და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,

7. რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.

8. და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისაჲ შენდამი: ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი განმამწარებელი; აღყავ პირი შენი და ჭამე, რომელთა მე მიგცემ შენ.

9. და ვიხილე და, აჰა, ჴელი განმარტებული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ. და განგრაგნა იგი წინაშე ჩემსა და იყვნეს მას შინა დაწერილებ წინა და უკან, და იყო მის შორის გოდება, და გურინვაჲ და კილოვნობა და ვაებაჲ.


3

1. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

2. და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;

3. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.

4. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ვიდოდე, შევედ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, და თქუენ სიტყუანი ჩემნი მათდა მიმართ

5. მით, რამეთუ არა ერისა მიმართ ღრმაბაგისა და ენამძიმისა, მიგავლენ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა;

6. არცა ერთა მიმართ მრავალთა სხუაჴმათა ანუ სხუაენათა, არცა ენაძლიერად მყოფელთა, რომელთანი არა გესმოდიან სიტყუანი მათნი; და თქუა: ეგევითართა მიმართ ღათუმცა მიგავლინე შენ, მათცამცა ისმინნეს სიტყუანი შენნი.

7. ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ინებონ სმენად შენდა მით, რამეთუ არა ჰნებავსყე დამორჩილება ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისა მაცილობელ არიან და გულფიცხელ.

8. და, აჰა, მივეც პირი შენი ძლიერად წინაშე პირებისა მათისა, და ძლევაჲ შენი განვაძლიერო წინაშე ძლევასა მათსა,

9. და იყოს მარადის უმტკიცეს კლდისა; მიგეც ძლევაჲ შენი, ნუ შეშინდები მათგან, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ სახლი განმამწარებელისა არს.

10. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.

11. და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.

12. და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.

13. და ვიხილე ჴმაჲ ფრთეებისა ცხოველთაჲსა მფრთეებელთასა სხჳსაგან სხჳსა მიმართ, და ჴმაჲ ურმისთუალთაჲ, მახლობელი მათი, და ჴმაჲ ძრვისა დიდი.

14. და სულმან უფლისამან აღმიღო მე და აღმამაღლა მე. და ვიდოდე, განმცხრომელი, მიმართებითა სულისა ჩემისაჲთა; და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი.

15. და შევედ ტყუეობისა მიმართ აღტაცებული და მიმოვვლენ დაშენებულნი მდინარესა ზედა ქობარსა, მყოფნი მუნ, და დავჯედ მუნ შჳდთა დღეთა და ვიქცეოდე მე შორის მათსა.

16. და იყო შემდგომად შჳდთა დღეთასა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17. ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ.

18. ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

19. ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.

20. და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

21. და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხორებით ცხონდეს, რამეთუ განამკაცრე იგი, და შენ სული შენი განირინო.

22. და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: აღდეგ და განვედ ველად, და მუნ ითქუას შენდამი.

23. და აღვდეგ და განვედ ველად და, აჰა, მუნ დიდებაჲ უფლისაჲ დგა, ვითარ-იგი ხილვაჲ და ვითარცა დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

24. და მოვიდა ჩემ ზედა სული და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა და იტყოდა ჩემდამო და მრქუა მე: შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.

25. და შენ, ძეო კაცისაო, აჰა, მიგეცემიან შენ ზედა საკრველნი და შეგკრან შენ მათ მიერ, და არ გამოხვიდე საშუალისაგან მათისა;

26. და ენაჲ შენი თანშევაკრა სასისა მიმართ შენისა და დაჰყდუნდე და არა იყო შენ მათდა კაცად მამხილებელად მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

27. და თქუმასა შინა ჩემსა შენდამი აღვაღო პირი შენი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მსმენელსა ესმოდენ და ურწმუნოჲ ურწმუნოებდინ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.


4

1. და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ზედა ქალაქი იერუსალიმი.

2. და მისცე მას ზედა გარემოცვაჲ და აღაშენნე მას ზედა წინასაბრძოლებნი, და გარემოადგა მას ზედა პატნეზი, და მისცე მის ზედა ბანაკები და განაწყო მის ზედა მოისრები გარემოჲს;

3. და შენ მოიღე თავისა შენისა ტაფაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი, ვითარცა ზღუდე რკინისაჲ საშუალ შენსა და საშუალ ქალაქისა; და განჰმზადო პირი შენი მის ზედა და იყოს შეყენებულობასა შინა, და შეაყენო იგი, სასწაულ არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

4. და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა და დაჰსხნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისათანი მას ზედა რიცხჳსაებრ დღეთასა ასერგასისათა, რომელთა სწვე მას ზედა, და მოიხუნე სიცრუენი მათნი.

5. და მე მიგცენ შენ ორნი სიცრუენი მათნი რიცხუად ოცხმეოცდაათთა და სამასთა დღეთად და მოიხუნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისანი.

6. და შეასრულნე იგინი ყოველნი და დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა მეორედ და მოიხუნე სიცრუენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოცთა დღეთა, დღე წელიწადად დაგისხენ შენ იგინი.

7. და შეყენებად იერუსალჱმისა განჰმზადო პირი შენი და მკლავი შენი განიმტკიცო და წინაწარჰმეტყუელებდე მის ზედა.

8. და მე, აჰა, მივსცენ შენ ზედა საკრველნი და ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენისა გუერდსა ზედა შენსა, ვიდრემდის აღესრულნენ დღენი შეყენებულებისა შენისანი.

9. და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა იფქლნი და ქრთილნი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი, და შთაასხნე იგინი ჭურჭელსა კეცისასა, და შეჰქმნნე იგინი თავისა შენისა პურად რიცხჳსაებრ დღეთასა, რომელთა შენ სწვე გუერდსა შენსა ზედა; ოთხმეოცდაათთა და სამასთა დღეთა შჭამდე შენ მათ.

10. და ჭამადსა შენსა, რომელსა შჭამდე სასწორით ოცთა სიკილათა დღივ, ჟამითგან ვიდრე ჟამამდე შჭამდე მათ.

11. და წყალსა წყვით სუმიდე, მეექუსედი დორაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა.

12. და ყუერბეულად ქრთილისად შჭამნე შენ იგინი და ფუნესა შინა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლნე იგინი წინაშე თუალთა მათთა.

13. და სთქუა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესრეთ შჭამდენ ძენი ისრაჱლისანი პურსა მათსა არაწმიდასა წარმართთა შორის, სადა განვაბნინნე იგინი, მუნ.

14. და ვთქუ: ნუსადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, აჰა, სული ჩემი არშეგინებულ არს არაწმიდებისა მიერ, და მძორი და ნამჴეცავი არ მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი და შეგინებული.

15. და თქუა ჩემდამო: აჰა, მიგეც შენ ფუნე ზროხათაჲ ფუნისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნნე პურნი შენნი მას ზედა.

16. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აჰა მე შევმუსრო ძალი პურისაჲ იერუსალჱმს შინა, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით და წყალსა წყვით და უჩინო-ქმნით სუმიდენ,

17. რაჲთა ნაკლულევან პურითა და წყლითა იქმნენ, და უჩინო იქმნას კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუეთა შინა მათთა.


5

1. და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისად მახჳლი ლესული, უფროჲს საყუენველისა მკუეცრისა, და მოიგე იგი თავისა შენისად, და აღიღო იგი თავსა შენსა ზედა, და წუერთა შენთა ზედა, და მოიღო თავისა შენისა უღელი სასწორისაჲ და აღწონნე იგინი.

2. მესამედი ცეცხლითა დასწუა საშუალ ქალაქისა დასასრულსა თანა დღეთა შეყენებულებისა შენისათასა, და მოიღო მესამედი და დასწუა იგი საშუალ მისსა და მეოთხე დაშჭრა მახჳლითა გარემოჲს მისსა და მესამედი განუბნიო ქარსა და მახჳლი წარმოვსცალო შემდგომად მათსა.

3. და მოიხუნე მუნით მცირედნი რიცხჳთა და შეიცვნე იგინი შესამოსლითა შენითა.

4. და ამათგან მოიყვანნე მერმეცა და შეჰყარნე იგინი საშუალსა ცეცხლისასა და დასწუნე იგინი ცეცხლითა, მას შინა გამოვიდეს ცეცხლი ყოვლისათჳს სახლისა ისრაჱლისა.

5. და ჰრქუა ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ესე იერუსალჱმი, საშუალ წარმართთასა დავდევ იგი და გარემო სოფლები მისი.

6. და ჰრქუა, შეცვალნა სამართალნი ჩემნი უშჯულოებად წარმართთაგან და შჯულიერნი ჩემნი სოფლებთაგან გარემოთა მისთა მით, რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს იგინი და შჯულთა ჩემთა შინა არა ვიდოდეს მათ შინა.

7. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მიზეზისა წილ თქუენისა წარმართთაგან, გარემოთა თქვენთა, და შჯულიერთა ჩვმთა არა ხჳდოდეთ და სამართალთა ჩემთა არა ჰყოფდით, არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ.

8. ამისთჳს იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთასა.

9. და ვყუნე შენ შორის, რომელნი არა ვყვენ, და არა ვყუნე მსგავსნი მათნი მერმე და ყოველთათჳს საძაგელებათა შენთა.

10. ამისთჳს მამათა შეჭამნეს შვილნი მათნი შორის შენსა და შვილთა შეჭამნენ მამანი მათნი; და ვყუნე შენ შორის მშჯავრნი და განვსთესნე ყოველნი ნეშტნი შენნი ყოვლისა მიმართ ქარისა.

11. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, ნაცვლად რომელ სიწმიდეთა ჩემთა შეაგინებდი ყოველთა მიერ მოსაწყინელობათა შენთა და ყოველთა მიერ საძაგელებათა შენთა, მეცა განგიშორო შენ, არა ერიდოს თუალი ჩემი, და მე არ შევიწყალო.

12. მესამედი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს და მესამედი შენი სიყმილითა მოესრულოს შორის შენსა; და მესამედი შენი მახჳლითა დაეცეს გარემოჲს შენსა; და მესამე შენი ყოველსა ქარსა, განვაბნინე იგინი და მახჳლი წარმოვაცალიერო შემდგომად მათსა.

13. და სრულ იქმნეს გულისწყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა და ნუგეშინის-ვსცე და სცნა, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა დასრულებასა შინა რისხვისა ჩემისასა მათ ზედა.

14. და დაგდვა მე შენ ოჴრად და საყუედრელად წარმართთა შორის გარემოთა შენთა და ასულნი შენნი, გარემოჲსნი შენნი, წინაშე ყოვლისა თანწარმავალისა.

15. და იყო გმობა სულთმთქმელ და შიში, წურთა და უჩინოქმნულება და ასულნი შენნი, გარემონი შენნი, წარმართთა შორის გარემოთა შენთა ქმნასა შინა ჩემგან შენ თანა მშჯავრთასა რისხვით და გულისწყრომით, შურისძიებითა გულისწყრომისაჲთა და მხილებათა მიერ,

16. მე, უფალი ვიტყოდე, გამოვლენასა შინა სატყორცთა ჩემთა ბოროტთა სიყმილისათასა მათ ზედა, და იყვნენ ნაკლულევანებად და შევმუსრნე სიმტკიცენი პურისა შენისანი;

17. და გამოვავლინო შენ ზედა სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი, და გტანჯო მე შენ და სიკვდილი და სისხლი განვიდენ შენ ზედა, და მახჳლი მოვჰჴადო შენ ზედა გარემოჲს, - მე, უფალი, ვიტყოდე.


6

1. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2. ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა ზედა ისრაჱლისათა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

3. და სთქუა: მთათა ისრაჱლისათა ისმინეთ სიტყუა ადონაი უფლისაჲ! ამათ ეტყჳს ადონაი უფალი მთათა და ბორცუთა და მთხრებლთა და ღელეთა: აჰა, მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი და მოისრას მაღალნი თქუენნი;

4. და უჩინო იქმნენ მსხუერპლისსაცავნი თქუენნი და შეიმუსრნენ ტაძარნი თქუენნი და დავამჴუნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა;

5. და მივსცნე კუეთებანი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე კერპთა მათთა; და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემოჲს მსხუერპლისა საცავებსა თქუენსა;

6. ყოველსა შინა სამკჳდრებელსა თქუენსა, და ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი უჩინო იქმნენ, რაჲთა მოესრულოს და ცოდოს მსხუერპლისსაცავებმან თქუენმან, და შეიმუსროს და განიბძაროს კერპები თქუენი, და მოისპოს ტაძრები თქუენი და აღიჴოცოს საქმეები თქუენი.

7. და დაეცნენ წყლულნი თქუენნი შორის თქუენსა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

8. და მოვიღო ქმნად თქუენგან განრინებული მახჳლისაგან წარმართთა შორის და განბნევასა შინა თქუენსა სოფლებსა შორის,

9. და მომიჴსენონ მე განრინებულთა თქუენგანთა წარმართთა შორის, სადა წარიტყუენნეს, მუნ, რამეთუ ვფუცენ გულსა მათსა განმეძვებულსა ჩემგან და თუალთა მათთა განმეძვებულთა შემდგომად სიმარჯუეთა მათთასა; და ეტყებდნენ პირთა მათთა უკეთურებათათვის, რომელნი ქმნნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა;

10. და გულისხმა-ყონ, ვითარმედ მე უფალი არა მედად ვიტყოდე ყოფად მისსა ყოველთა ამათ ბოროტთა.

11. ამით იტყჳს ადონაი უფალი, დაიტყუელენ ჴელითა შენითა და იბგერენ ფერჴითა შენითა და თქუ: ვაშა, ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სიბოროტისა სახლისა ისრაჱლისათა! მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მიერ დაეცნენ.

12. შორიელი სიკუდილითა აღესრულოს და მახლობელი მახჳლითა დაეცეს, და შეპყრობილი და გარეშეცული სიყმილითა მოესრულოს, და შევასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.

13. და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ყოფასა შინა წყლულთა თქუენთასა საშუალ კერპთა თქუენთა, გარემოჲს მსხუერპლისაცავთა თქუენთა, ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველთა ზედა თხემთა მთათასა, და ქუეშე კერძო ყოველსა ხესა ჩრდილოანსა და ქუეშე კერძო ყოველსა მუხასა ვარჯოანსა, სადა მისცეს მუნ საყნოსი სულნელებისაჲ ყოველთა კერპთა მათთა.

14. და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და დავდვა ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად და მოსასრველად უდაბნოჲთგნ დევლათაჲსათ, ყოვლისაგან სამკჳდრებელისა მათისა, და შეემეცნენ, ვითარმედ მე ვარ უფალი.


7

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, თქუ, ვითარმედ ამათ იტყჳს უფალი ადონაი: ქუეყანასა ისრაჱლისასა აღსასრული მოიწიოს, ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა.

3. მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

4. არა ერიდოს თუალი ჩემი შენ ზედა, არცა შეგიწყალო მით, რამეთუ გზაჲ შენი შენ ზედა მივსცე და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყუნენ და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი გგუემ.

5. რამეთუ ამას იტყჳს უფალი, უფალი: უკეთურებაჲ ერთი, უკეთურება, ესერა, წარმოდგა.

6. აღსასრული მოიწევის, მოიწევის აღსასრული, აღდგომილ იქმნა შენდამი.

7. აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.

8. აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

9. არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.

10. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, აღსასრული მოიწიოს, აჰა, დღე უფლისაჲ მოიწიოს, გამოვიდა თხზულება, აღყუავნა კუერთხი, აღდგა გინებაჲ.

11. და შემუსროს სიმტკიცე უსჯულოჲსა და არცა შფოთებით, არცა სისწრაფით, და არა მათგან არიან, გონებასა მათსა, არცა შუენიერებაჲ მათ შორის.

12. მოვიდეს უფალი, აჰა, დღე უფლისაჲ შობს, აღსასრული მოიწია, აჰა, დღე; მომგებელნი ნუ იხარებნ და განმსყიდელი ნუ გოდებნ მით, რამეთუ რისხვაჲ ყოვლისა მიმართ სიმრავლისა მისისა.

13. და მომგებელმან განმსყიდელისა მიმართ არღა მერმე მიაქციოს და არღა მერმე ცხორებასა შინა ცხორებად მისსა, რამეთუ ხილვაჲ ყოვლისამი სიმრავლისა მისისა არ მოაქციოს, და კაცმან თუალთა მისთა წინა ვერ იპყრას.

14. დაჰნესტუეთ ნესტუთა მიერ და გამოირჩევდით თანად ყოვლითა და არა არს განმავალი ბრძოლად, რამეთუ რისხვაჲ ჩემი ყოველსა ზედა სიმრავლესა მისსა.

15. ბრძოლაჲ მახჳლითა - გარეშე, და სიყმილი და სიკუდილი - შინაგან. ველისზედაჲ მახჳლითა აღესრულოს, ხოლო ქალაქისშინანი სიყმილითა და მახჳლითა მოესრულნენ.

16. და განერნენ განრინებულნი მათგან და იყუნენ მთათა ზედა, ვითარცა ტრედნი მღუნავნი; ყოველნი მოსწყდენ კაცადნი უმართლობათა შინა მისთა.

17. ყოველნი ჴელნი დაიჴსნენ და ყოველნი ბარკალსხჳლნი შეიბილწნენ ნოტიობითა.

18. და გარემოირტყნენ ძაძანი და დაფარნეს იგინი საკჳრველებამან და დასულებამან; და ყოველსა პირსა ზედა სირცხჳლი მათ ზედა და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე.

19. ვეცხლი მათი დაისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. და სულნი მათნი ვერ განძღენ და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ უსამართლოობათა მათთა იქმნა.

20. რჩეულნი სამკაულნი ამპარტავნებად დასხნეს, იგინი და ხატნი საძაგელებათა მათთანი და მოსაწყინელთა მათთანი ქმნნეს მათგან; ამისთჳს მივსცნე იგინი მათ არაწმიდებად.

21. და განვსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა დატაცებად იგინი და ბუგრთა ქუეყანისათა - ტყუედ და შეამწიკულნეს იგინი.

22. და გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და შეაბილწონ ზედხედვაჲ ჩემი; და შევიდოდიან მათ ზედა უმცველოდ და შეაგინებდენ მათ.

23. და ჰყოფდენ შერევასა, რამეთუ სავსე არს ქუეყანაჲ ერითა და ქალაქი - უსჯულოებითა სავსე.

24. და მოვიყვანნე ბილწნი იგი წარმართნი და დაუმკჳდრო ტაძრები იგი მათი, დავამჴუა სილაღე ამპარტავანებისა სილაღისა მის მათისა, და შეიგინნენ სიწმიდენი მათნი.

25. ლხინება მოვიდეს, და ეძიო მშჳდობა და არა იყოს;

26. და ვაებაჲ ვაებასა ზედა და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს; და იძიებოდის ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული წარწყმდეს მღდლისაგან და განზრახვაჲ - მოხუცებულისაგან, და არა ჰპოებდენ.

27. მეფე იგლოვდეს და მთავარმან შეიმოსოს უჩინოქმნილება და ჴელნი ერისა ქუეყანისაჲსანი დაიჴსნენ; გზათაებრ მათთა უყო მათ და მსჯავრითა მათითა შური ვიძიო მათგან; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


8

1. და იყო წელსა მეექუსესა, მეხუთესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, მე ვჯედ სახლსა შინა ჩემსა, და მოხუცებულნი იუდაჲსნი სხდეს წინაშე ჩემსა. და იქმნა ჩემ ზედა ჴელი ადონაი უფლისაჲ.

2. და ვიხილე: და, აჰა, მსგავსება კაცისაჲ წელითგან მისით და ვიდრე შთამართ - ცეცხლი, და წელითგან მისით ზეშთა ზედანი მისნი, ვითარცა ხილვაჲ ნიავისაჲ და ვითარცა სახე ილეკტრიოჲსაჲ,

3. და განირთხა მსგავსებაჲ ჴელისა კაცობრივისა და აღმიღო მე თხემითა თავისა ჩემისაჲთა და აღმიღო მე სულმან საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა და მომიყვანა მე იერუსალჱმად ხილვისა მის ღმრთისა, წინა ბჭეთა ზედა შინაგანისა ბჭისა, მხედველისათა ჩრდილოდ მიმართ. სადა იყო სუეტი ხატისა შურისა მომგებელისა.

4. და, აჰა, მუნ იყო დიდებაჲ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ ხილვისაებრ, რომელი ვიხილე ველსა.

5. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ მიმართ; და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ მიმართ და, აჰა, ჩრდილოჲთ, ბჭეთა თანა აღმოსავალად მიმართსა მსხუერპლისსაცავისასა, სადა იყო ხატი შურისაჲ ამის, შესავალსა თანა მისსა,

6. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესენი იქმან უშჯულოებათა დიდთა? სახლი ისრაჱლისაჲ ჰყოფენ აქა განყენებასა მათსა წმიდათაგან ჩემთა; და მერმე იხილნეღა უშჯულოებანი უფროსნი.

7. და შემიყვანა მე წინა ბჭესა თანა ეზოჲსასა და ვიხილე, და, აჰა, ჴურელი ერთი ზღუდისა შორის.

8. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, დათხარე ზღუდისა შორის! და დავთხარე და, აჰა, კარი ერთი ზღუდისა შორის!

9. და თქუა ჩემდამო: შეედ და იხილენ უშჯულოებანი ბოროტნი, რომელთა ესენი ზმენ აქა!

10. და შევედ და ვიხილე და, აჰა, ყოველი მსგავსებაჲ ქუეწარმძრომელთა და საცხოვართაჲ და ამაონი საძაგელებანი და ყოველი კერპები გამოწერილები სახლისა ისრაჱლისაჲ კედელსა ზედა გარემო.

11. და სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა და იეზონია, ძე საფანისი, საშუალ მათსა დგა წინა პირისა მათისა; თითოეულსა მათსა სასაკუმევლე აქუნდა ჴელსა შინა თჳსსა. და ორთქლი საკუმეველისაჲ აღვიდოდა, აღბორქუნებოდა და მიმოეფინებოდა.

12. და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, იხილეა, რომელთა მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი ჰყოფენ სახლსა შინა ბნელსა, თითოეული საწოლსა შინა თჳსსა მალულსა მით, რამეთუ თქვან: არა მხედავს უფალი ჩვენ, დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ.

13. და თქუა ჩემდამო: მერმე იხილნე კუალად უსჯულოებანი უფროჲსნი, რომელთა ესენი ჰყოფენ.

14. და შემიყვანა მე წინაბჭეთა თანა ბჭისა სახლისაჲსათა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ მიმართ; და, აჰა, მუნ დედანი მსხდომარენი, მეტყებარნი თამუზისნი.

15. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა? და მერმე იხილოვე სიმარჯუე უდიდესი ამისი.

16. და შემიყვანა მე ეზოსა სახლისა უფლისასა უშინაგანესსა და, აჰა, წინაბჭესა თანა ტაძრისა უფლისასა, საშუალ ელამისა და საშუალ მსხუერპლისსაცავისა, ვითარ ოცნი და ხუთნი კაცნი, ზურგთა მათთა ტაძრისა მიმართ უფლისა მქონებელნი და პირთა მათთა - პირისპირ აღმოსავალად მიმართ, და ესენი თაყუანის-სცემდეს აღმოსავალით კერძო მზესა.

17. და თქუა ჩემდამო: იხილეა, ძეო კაცისაო? ნუ მცირე არსა სახლისა იუდაჲსსა ქმნაჲ უსჯულოებათაჲ, რომელნი ყუნეს აქა მით, რამეთუ აღავსეს ქუეყანაჲ უსჯულოვებითა და მიიქცეს განრისხებად ჩემდა? და, აჰა, ესენი განავრცობენ ნერგსა, ვითარცა მოკიცხარნი ჩემნი;

18. და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ჴმითა დიდითა ყურთა შორის ჩემთა, და არა შევისმინო მათი.


9

1. და ღაღად-ყო ყურთა მომართ ჩემთა, ჴმითა დიდითა მეტყუელმან: მოეახლა შურისძიებაჲ ქალაქისა და თითოეულსა აქუნდეს ჭურჭელნი მოსრულებისანი ჴელსა შინა თჳსსა.

2. და, აჰა, ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზით ბჭისა მაღლისა, მხედველისაჲთ ჩრდილოდ მიმართ, და კაცადსა ცული ჴელსა შინა მისსა; და კაცი ერთი საშუალ მათსა, შემოსილი პოდირითა და სარტყელი საპფირისაჲ წელთა ზედა მისთა, და შევიდეს და დადგეს მახლობელად მსხუერპლისსაცავსა რვალისასა.

3. და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისა აღვიდა ქეროვიმთაგან, რომელი იყო მას ზედა უსაფრთულოსა სახლისასა. და უწოდა კაცსა შემოსილსა პოდირითა, რომელსა აქუნდა წელთა მისთა ზედა სარტყელი.

4. და თქუა უფალმან მისდამი: განვლე საშუალ ქალაქი შორის იერუსალჱმისა: და მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის ყოველთა ზედა უსჯულოებათა, ქმნილთა მის შორის!

5. და მათ ჰრქუა სასმენელად ჩემდა: შევედით შემდგომად მისსა ქალაქად, და ჭრიდით, ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა და ნუ შეიწყალებთ.

6. მოხუცებულსა და ჭაბუკსა და ქალწულსა და ჩჩჳლთა და დედათა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა ზედა, რომელთა იყოს ნიშანი, ნუ მიეახლებით და წმიდათა ჩემთაგან იწყეთ. და იწყეს კაცთაგან მოხუცებულთა, რომელნი იყუნეს სახლსა შინა.

7. და თქუა მათდა მიმართ: შეაგინეთ სახლი და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და შჭრიდით და გამოსრულნი სცემდეს ქალაქსა.

8. და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.

9. და თქუა ჩემდამო: სიცრუე სახლისა ისრაჱლისა და იუდაჲსისა განდიდნა ფრიად, ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა და ქალაქი აღივსო სიცრუითა, და არაწმიდებითა, რამეთუ თქუეს: დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ, არა დაჰხედავს უფალი.

10. და ჩემი არა ერიდოს თუალი, აჰა, არ შევიწყალო, გზანი მათნი თავთა მათთამი მივსცენ.

11. და, აჰა, კაცმან, შემოსილმან პოდირითა და მორტყმულმან სარტყელითა წელთა მისთა, მიუგო მეტყუელმან: ვყავ, ვითარცა მამცენ.


10

1. და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.

2. და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა.

3. და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი აღავსებდა შინაგანსა ეზოსა.

4. და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისათა.

5. და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ.

6. და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა.

7. და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა.

8. და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

9. და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ.

10. და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა.

11. სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი, არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა.

12. და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა.

13. ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე.

14. და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ.

15. და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა.

16. და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე, მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი მოახლეთაგან მათთა.

17. დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა.

18. და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.

19. და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;

20. ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს.

21. ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

22. ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი, თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა.


11

1. და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა, მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი ერისანი.

2. და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი - გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის შორის,

3. მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი.

4. ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო.

5. და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე.

6. განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა.

7. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი, რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა.

8. მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

9. და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი.

10. და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

11. ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ.

12. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით, არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ თანავე ხჳდოდეთ.

13. და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა ისრაჱლისათა!

14. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

15. ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს ქვეყანაჲ სამკჳდრებელად.

16. ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ მუნ.

17. ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ.

18. და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან.

19. და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან მათისა.

20. რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად.

21. და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

22. და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა ზედაჲთ მათსა.

23. და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა.

24. და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა, ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან, რომელი ვიხილე.

25. და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე.


12

1. და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

3. და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

4. და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა ტყუეობისაჲ,

5. წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და განხჳდე მის მიერ.

6. წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე, პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა.

7. და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.

8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:

9. ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?

10. თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა,

11. თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ, ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ.

12. და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

13. და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს.

14. და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო უკანა მათსა.

15. და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის.

16. და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18. ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა.

19. და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ, რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა.

20. და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

21. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

22. ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ?

23. ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ

24. მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა.

25. მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი. უფალი.

26. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

27. ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე;

28. ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი.


13

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა ზედა ისრაჱლისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ, და ჰრქუა წინაწარმეტყუელთა რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით: წინაწარმეტყუელებდე და სთქუა მათდამი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ!

3. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!

4. ვითარცა მელნი ნაოჴართა შინა, იქმნნეს წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.

5. არა დადგეს სიმყარესა ზედა და შეკრბეს სამწყსოჲ სახლსა შინა ისრაჱლისასა; არა აღდგეს დღესა შინა ბრძოლისასა მეტყუელნი დღესა შინა უფლისასა,

6. მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; და იწყეს აღდგინებად სიტყჳსა.

7. არა ხილვა ცრუჲ იხილეთა და მისნობანი ამაონი სთქუენით? და სთქუთ: იტყჳს უფალი; და მე არა მეთქუა.

8. ამისთჳს არქუ, - ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ სიტყუანი თქუენნი ცრუ და მისნობანი თქუენნი ამაოებ, ამისთჳს მე თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაჲ უფალი,

9. - და განვყო ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა ზედა, მხედველთა ცრუჲსათა და აღმომჴმობელთა ამაოთასა სწავლასა შინა ერისა ჩემისასა; არა იყუნენ, არცა შთაწერათა შინა სახლისა ისრაილისათა შთაიწერნენ და ქუეყანად ისრაილისა არა შევიდენ და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

10. მის წილ, რამეთუ შეაცთუნეს ერი ჩემი, მეტყუელთა: მშჳდობა, მშჳდობა და არა იყო მშჳდობა; და ესე აშენებს კედელსა, და იგინი ჰგოზდეს მას, უკუეთუ დაეცა,

11. თქუეს მგოზელთა მიმართ მისთა, ვითარმედ: დაეცა. და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი და მივსცნე ლოდნი კლდისსასროლნი, საკრველისშინათა მათთა დაეცნენ და სული აღმღებელი მოვიდეს და განიბძაროს.

12. და, აჰა, დაეცა ზღუდე; და არა თქუან თქუენდამო: სადა არს საგოზელი თქუენი, რომელი სცხეთ?

13. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მოვსცე ქარი აღმღებელი გულისწყრომითა ჩემითა და წჳმაჲ წარმარღუნელი იყოს რისხვითა ჩემითა და ლოდნი კლდისსასროლნი გულისწყრომით მოვაწინე მოსასრულებლად.

14. და აღმოვჴუარდო ზღუდე, რომელსა სცხეთ, და დაეცეს და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდენ საფუძველნი მისნი, და დაეცნენ და მოჰსრულდეთ მხილებითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ ადონაი უფალი.

15. და შევასრულო რისხვაჲ ჩემი ზღუდესა ზედა და მომგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს. და ვთქუ თქუენდამი: არა არს ზღუდე, არცა მგოზელნი მისნი,

16. წინაწარმეტყუელნი ისრაილისანი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს იერუსალჱმსა ზედა, და მხილველნი მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა არს, - იტყჳს ადონაი უფალი.

17. და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

18. და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი; ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა და ჰყოფენ სადგმელებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა; სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი და სულთა იღუწიდეს.

19. და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისათჳს ქრთილთაჲსა და ნატეხისათჳს პურისა მოკლვითა სულთაჲთა, რომელთა არ ჯერ-იყო მოკლვაჲ, და ღუწითა სულთათა, რომელთაჲ არ ჯერ-იყო სიცოცხლე, თქუმასა შინა თქუენგან ერისა მსმენელისა ცუდთა ჴმა-ყოფათაჲსა.

20. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად.

21. და განვხეთქო სადგმელები თქუენი და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არღა მერმე იყვნენ ჴელთა შინა თქუენთა მიმოსაქცეველად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

22. მის წილ, რომელ გარდააქციეთ გული მართლისაჲ უსამართლოდ, და მე არა გარდამექცია იგი, და განაძლიერებდით ჴელთა უსჯულოჲსათა ყოვლითურთ არა მოქცევად მისსა გზისაგან მისისა უკეთურისა და ცხოვნებად მისსა,

23. ამისთჳს ტყუილით ხილვაჲ არა იხილოთ და მისნობათა არღა იმისნებდეთ მერმე; და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელისაგან თქვენისა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.


14

1. და მოვიდეს ჩემდა მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და დასხდენ წინაშე პირსა ჩემსა.

2. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3. ძეო კაცისაო! კაცთა ამათ დასხნეს გულისზრახვანი მათნი გულთა შინა მათთა და ტანჯვაჲ სიცრუეთა მათთაჲ დადვეს წინაშე პირსა მათსა. მიმგებელმან ღათუ მიუგო მათ?

4. ამისთჳს ეტყოდე მათ და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა, რომელმან და-თუ-ისხნეს მოგონებანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ სიცრუისა მისისაჲ დააწესოს წინაშე პირსა მისსა და მივიდეს წინაწარმეტყუელისა მიმართ, მე უფალმან მიუგო მას მათ შინა, რომელთა შინა შეწყდომილ არს გაგონება მისი,

5. რაჲთა განაიგურდიოს სახლი ისრაჱლისაჲ გულთაებრ მათთა უცხოქმნულთა ჩემგან მოგონებათა მიერ მათთა.

6. ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოიქეცით სიმარჯუეთაგან თქუენთა და ყოველთაგან უთნოობათა თქუენთა და მოაქციენით პირნი თქუენნი ჩემდა

7. მით, რამეთუ კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა და მსხემთაგან, რომელნი მსხემობენ ისრაჱლსა შორის, რომელიცა უცხო თუ იქმნეს ჩემგან, და დასხნეს გულისზრახვანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ უკეთურებისა თჳსისა დააწესოს წინაშე პირსა მისსა, და მივიდეს წინაწარმეტყუელისა კითხვად მისსა ჩემ მიერ, უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეწყდომილ არს, მას შინა.

8. და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და უჩინოსაქმნელად და აღვიღო იგი საშუალ ერისა ჩემისა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

9. და წინასწარმეტყველი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა და უჩინო-ვყო იგი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

10. და მოღებულ იქმნეს სიცრუე მათი სიცრუჲსაებრ მკითხველისა მის და სიცრუჲსაებრ ეგრეთვე წინაწარმეტყუელსა ეყოს.

11. რაჲთა არღა სცთეს მერმე სახლი ისრაჱლისა ჩემგან, და რაჲთა არღა ეგნენ მერმე შეცოდებათა მათთა ზედა ყოველთა, და იყუნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად, - იტყჳს ადონაი უფალი.

12. და იქმნა ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ მეტყუელი:

13. ძეო კაცისაო, ქუეყანამან, რომელმან მე თუ შემცოდოს შთავრდომაჲ შეცოდებასა, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა, და შევმუსრნე მისგან სიმტკიცენი პურისანი, და გამოვავლინო მას ზედა სიყმილი და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

14. და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, იგინი სიმართლესა შინა მათსა ცხოვნდენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. ხოლო უკუეთუ მჴეცნიცა ბოროტნი მოვჰჴადნე ქუეყანასა მას ზედა და ვტანჯო იგი და იყოს უჩინოსაქმნელად და არა იყოს, რომელმან განვლოს პირისაგან მჴეცთაჲსა.

16. და სამნი ესე კაცნი იყვნენ შორის მათსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ. - იტყჳს ადონაი უფალი, - არამედ იგინი მარტონი ცხოვნდენ, ხოლო ქუეყანაჲ იყოს მოსასრულებლად.

17. ანუ მახჳლი თუ მოვჰჴადო ქუეყანასა მას ზედა და ვთქუა: მახჳლმან მოიარენ ქუეყანასა ზედა! - და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი;

18. და სამნი ესე კაცნი შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.

19. ანუ სიკუდილი თუ მოვავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სახლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

20. და ნოვე და იობ და დანიილ საშუალ მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი და ასულნი განარინნენ, რამეთუ მათ სიმართლესა შინა მათსა განარინნენ სულნი მათნი.

21. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და უკუეთუ ოთხნი შურისგებანი ჩემნი: მახჳლი და სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და სიკუდილი გამოვავლინო იერუსალჱმსა ზედა მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

22. და უნდონი დაშთომილნი მის შორის, განრინებულნი მისგან, რომელნი გამოიყვანებენ მისგან ძეთა და ასულთა; და, აჰა, იგინი გამოვლენ თქუენდამო და იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და შეინანოთ ბოროტთაზედა, რომელნი მოვჰჴადენ იერუსალჱმსა ზედა, ყოველთა ზედა ძჳრთა, რომელნი მოვაწიენ მის ზედა.

23. და ნუგეშინის-გცემდენ თქუენ მით, რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და სცნათ, ვითარმედ არა ამაოდ ვყვენ ყოველნი, რაოდენნი ვქმნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.


15

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა?

3. უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად ყოველი ჭურჭელი მის ზედა?

4. თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს საქმრად?

5. და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას საქმრად მერმე?

6. ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა.

7. და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა.

8. და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი.


16

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.

3. და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.

4. და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.

5. არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.

6. და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,

7. ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.

8. და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.

9. და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.

10. და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.

11. და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12. და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.

13. და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.

14. და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.

16. და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.

17. და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.

18. და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;

19. და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.

20. და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.

21. და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22. ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.

23. და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,

24. და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.

25. და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.

26. და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

27. და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,

28. უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.

29. და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.

30. რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?

31. აღაშენე რაჲ სასიძველი შენი დასაბამსა ყოვლისა გზისასა და განმონადები შენი ჰყავ ყოველსა ზედა უბანსა, და არა იქმენ, ვითარცა მეძავი შემკრებელი სასყიდელთა,

32. ანუ დედაკაცი მემრუშე ქმარსა ქუეშე თჳსსა უცხოთა მიმართ, მსგავსი შენი, ქმრისაგან თჳსისა მიმღებელი სასყიდელთაჲ,

33. და ყოველთა მეძავქმნილთაჲ მის თანა მიმცემელი სასყიდელთაჲ: ხოლო შენ მისცენ სასყიდელნი ყოველთა ტრფიალთა შენთა და აღსტჳრთევდ მათ მოსლვად შენდამი გარემოჲს სიძვითა შენითა.

34. და იქმნა შენ შორის განდრეკილება უფროს დედათასა სიძვასა ზედა შენსა და შენ თანა არა ისიძვეს, მი-რაჲ-სცემდ შენ სასყიდელთა, და შენ სასყიდელნი არა მოგეცნეს და იქმნა შენ შორის განდრეკაჲ.

35. ამისთჳს, მეძავო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!

36. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,

37. ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.

38. და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.

39. და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.

40. და მოიყვანნენ შენ ზედა ერნი და დაგაქვაონ შენ ქვებითა და მოგასრულონ შენ მახჳლებითა მათითა.

41. და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა და ყონ შენ შორის შურისძიებაჲ წინაშე დედათა მრავალთასა; და მოგაქციო შენ სიძვისაგან და სასყიდელნი არ მისცნე არღა მერმე.

42. და მოვავლინო გულისწყრომაჲ ჩემი შენ ზედა და აღებულ იქმნეს შური ჩემი შენგან, და განვისუენო და არღა ვზრუნვიდე მერმე.

43. მათ წილ, რომელ არ მოიჴსენე დღე სიჩჩოჲსა შენისაჲ და მაწუხებდ მე ამათ ყოველთა მიერ. და, აჰა, მე გზანი შენნი თავსა ზედა შენსა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - და ეგრეთცა არა ვიყავ ყოვლისაებრ უთნოობისა შენისა ყოველთა ზედა უსჯულოებათა შენთა.

44. ესე ყოველნი იყვნენ, რაოდენნი თქუნეს ძჳნად შენდა იგავისა მიერ მეტყუელთა, ვითარცა დედა მისი, ეგრეთცა ასული მისი.

45. ასული დედისა შენისაჲ შენ ხარ, განმშორებელი ქმრისა თჳსისაჲ და შვილთა თჳსთაჲ, და დაჲ დათა შენთაჲ, რომელთა განიშორნეს ქმარნი მათნი და შვილნი მათნი, დედაჲ თქუენი ქეტტელა და მამა თქვენი - ამორეველი.

46. დაჲ თქვენი უხუცესი - სამარიაჲ, იგი, ასულნი მისნი, დამკჳდრებულნი მარცხენით შენსა; და დაჲ შენი უმრწემესი შენი, დამკჳდრებული მარჯუენით შენსა - სოდომაჲ, და ასულნი მისნი.

47. და არცა ვითარ გზათა მათთა ზედა ხჳდოდე, არცა უსჯულოებათა მათთაებრ ჰყავ მცირედ, აღემატე მათ ყოველთა შინა გზათა შენთა.

48. ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.

49. გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,

50. და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.

51. და სამარიამან ნახევართაებრ ცოდვათა შენთასა არ ცოდა; და განამრავლენ უსჯულოებანი შენნი უფროს მათსა და განამრავლენ დანი შენნი ყოველთა მიერ ცოდვათა შენთა და ყოველთა მიერ უსჯულოებათა შენთა, რომელნი ჰქმნენ.

52. და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი გარდარეული, რომლითა განხრწნენ დანი შენნი ცოდვათა შინა შენთა, რომელნი იუსჯულოენ უფროს მათსა და განამართლენ იგინი უფროჲს თავისა შენისა, შენ შეირცხჳნე და მიიღე უპატიოება შენი განმართლებითა შენგან დათა შენთაჲთა.

53. და გარემივაქცინე გარემიქცევანი მათნი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაჲ, და გარემივაქციო გარემიქცევაჲ სამარიისაჲ და ასულთა მისთაჲ და გარემივაქციო გარემიქცევაჲ შენი შორის მათსა,

54. რათა მიიღო ტანჯვაჲ შენი და უპატიო იქმნე ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ შენ მიერ განრისხებითა ჩემითა.

55. და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალადეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან. და სამარიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან; და შენ და ასულნი შენნი კუალად ეგნეთ, ვითარცა იყვენით დასაბამითგან.

56. და არა თუმცა იყო სოდომაჲ, დაჲ შენი, სასმენელად პირსა შინა შენსა დღეთა შინა ამპარტავანებისა შენისათა.

57. პირველ გამოჩინებისა უკეთურებისა შენისა, ვითარსახედ საყუედრელ ხარ აწ ასულთა ასურეთისათა და ყოველთა გარემოსთა მისთა და ასულებისა უცხოთა მათთაჲსა, რომელ არიან გარემოს შენსა?

58. და უთნოობანი შენნი და უსჯულოებანი შენნი, შენ მოიხუენ ესენი, - იტყჳს უფალი.

59. ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.

60. და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.

61. და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62. და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,

63. რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.


17

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა,

3. და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი, ხანიერი განვრცობითა, მკლავმაგარი, სავსე ფრჩხილებითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანედ, და შევიდა და მიიხუნა ურჩეულესნი ნაძჳსანი,

4. მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰფხანნა და მოიხუნა იგინი ქუეყანად ქანანისა, ქალაქსა შინა მოზღუდვილსა დასხნა იგინი.

5. და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა და მისცა იგი ველად, ნერგი წყალსა ზედა მრავალსა და ძირნი მისნი მას ზედა იყვნენ, ზედასახედავებად დააწესნა იგინი.

6. და აღმოსცენდა და იქმნა ვენაჴად უძლურად და კნინად სიდიდითა და სახედავად მისსა, და რტონი მისნი მის ზედა და ძირნი მისნი ქუეშე კერძო მისსა იყვნეს; და იქმნა ვენაჴად და ყვნა წიდნენი და განვრცნა ბაბილონი მისნი.

7. და იქმნა სხუაჲ არწივი დიდი, ფრთადიდი და მრავალი ფრჩხილებითა; და, აჰა, ვენაჴი იგი, გარემოხუეული მისდამი, და ძირნი მისნი მისსა მიმართ და რტონი მისნი გამოუვლინნა მას მორწყვად იგი მასკნესა თანა მორჩისაგან ნერგობისა მისისა ველსა ზედა კარგსა,

8. წყალთა შორის მრავალთა, ეგერა, განპოხნების ყოფად მორჩთა და გამოღებად ნაყოფსა, ყოფად ვენაჴად დიდად.

9. ამისთჳს არქუ მათ, იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ წარიმართოს, არა ძირნი მისნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს და განჴმენ ყოველნი პირველაღმონაცენნი მისნი; და არა მკლავითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ვყო მოფხურაჲ მისი ძირთაგან მისთა.

10. და აჰა, განპოხნების, ნუსადა წარიმართოს, არა მობერვასა თანა ქარისა ცხელისასა განჴმესა სიჴმელითა მასკნესა თანა აღმოსავალისა მისისასა და ნერგობაჲ მისი განჴმეს?

11. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო,

12. არქუ უკუე სახლსა ამას განმამწარებელსა; არა უწყით, რაჲ არიან ესენი? თქუ მათდამი: აჰა, მოვალს მეფე ბაბილონისაჲ ისრაჱლსა ზედა და მიიღოს მეფე მისი და მთავარნი მისნი და წარიყვანნეს იგინი თავისა თჳსისა თანა ბაბილონდ.

13. და მიიღოს თესლისაგან მეფობისაჲსა და დადვას მის თანა აღთქმაჲ და შეიყვანოს იგი წყევასა შინა და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიხუნეს.

14. ქმნად სამეფოდ უძლურად ყოვლითურთ არამაღლებად, არამედ დამარხვად აღთქმაჲ მისი და დამტკიცებად იგი.

15. და განდგეს მისგან განვლინებად მიმთხრობელთა ეგჳპტედ, რაჲთა მოსცენ მას ცხენები და ერი მრავალი. უკუეთუ წარემართოს, ანუ განერეს მოქმედი წინააღმდგომთაჲ? და გარდამავალი აღთქმისაჲ უკუეთუ ცხონდეს?

16. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა თუ ადგილსა შინა, რომელსა მეფე, მეფემყოფელისა მისისა, რომელმან უპატივო-ყო ფიცი ჩემი და რომელი გარდაჰჴდა აღთქმასა ჩემსა, მის თანა საშუალ ბაბილონისა აღესრულოს.

17. არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ხოლო ყოს მისდა მიმართ ფარაო ბრძოლაჲ ლაშქრის მოდგმითა და შენებითა ისრის საყენებელთაჲთა აღებად სულთა მრავალთა.

18. და შეურაცხ-ყო ფიცი გარდასლვითა მცნებისაჲთა და, აჰა, მივეც ჴელი მისი და ყოველნი ესე უყვენ მას; არა განერეს.

19. ამისთჳს ვთქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე? უკუეთუ არა აღთქუმაჲ ჩემი, რომელსა გარდაჰჴდა, და ფიცი ჩემი, რომელი შეურაცხყო, და მივსცე იგი თავისა მიმართ მისისა.

20. და გარდავჰფინო მის ზედა ბადე ჩემი და მოსრულდეს გარემოდგომასა შინა მისსა; და შთავაწიო იგი ბაბილონდ და განვისაჯო მისა თანა მუნ სიცრუჲსათჳს მისისა რომელი იცრუა ჩემდამო.

21. ყოველთა მიერ ლტოლვათა მისთა და ყოველნი რჩეულნი მისნი ყოველსა შინა წყობასა მისსა მახჳლისა მიერ დაეცნენ და ნეშტნი მისნი ყოვლისა ქარისა მიმართ განვსთესნე; და სცნათ, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მივიღო მე რჩეულთაგან ნაძჳსა, მაღლისა თხემისაგან, და მივსცე თავისაგან მწუერვალთა მისთაჲსა, გულისაგან თხემისა მისისა მოვკაფო და დავჰნერგო მთასა ზედა მაღალსა მე.

23. და გამოვჰკიდო იგი მთასა ზედა განსაცხრომელსა ისრაჱლისასა და დავჰნერგო იგი, და გამოიღოს მორჩი, და ყოს ნაყოფი და იყოს ნაძუად დიდად. და განისუენებდეს ქუეშე მისსა ყოველი ქათამი და ყოველმან მფრინველმან ქუე საგრილსა რტოთა მისთასა განისუჱნოს და რტონი მისნი კუალად მოეგნენ.

24. და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი დავამდაბლებ ხესა მაღალსა და აღვამაღლებ ხესა მდაბალსა, და განვაჴმობ ხესა ნედლსა და განვამორჩებ ხესა ჴმელსა, მე უფალმან ვთქუ და ვყო.


18

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს?

3. ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის.

4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

5. ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე,

6. მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს;

7. და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს, და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს სამოსელი;

8. და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა;

9. და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, - ადონაი უფალი.

10. და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და მოქმედი ცოდვისა,

11. გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა.

12. და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი, უშჯულოება ქმნა;

13. ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს.

14. ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ:

15. მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა.

16. და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა სამოსელი;

17. და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა, ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს.

18. ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს უსამართლოებითა მისითა.

19. და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს.

20. ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს.

21. და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

22. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.

23. არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.

24. და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.

25. და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების?

26. მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა.

27. და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა, რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

28. და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა მართალ არსა?

29. ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი,

30. მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა.

31. მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?

32. რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით.


19

1. და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა ზედა ისრაჱლისასა.

2. და ჰრქუა: რად დედაჲ შენი, ლეკჳ, შორის ლომთა იშვა, საშუალ ლომთასა განიმრავლნა ლეკუნი მისნი?

3. და განვლდა ერთი ლეკუთა მისთაჲ, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება ნატაცებთაჲ, კაცებსა შეშჭამდა.

4. და ესმა მისთჳს წარმართთა და შეპყრობილ იქმნა განხრწნილებასა შინა მათსა და მიიყვანეს იგი ჭიმითა ქუეყანად ეგჳპტისა.

5. და იხილნეს, რამეთუ განდგომილ არს მისგან, და წარწყმდა განდგომაჲ მისი და მოიყვანა სხუაჲ ლეკუთაგან მისთა, ლომად დააწესა იგი.

6. და იქცეოდა შორის ლომთა, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება ნატაცებთაჲ, კაცებსა ჭამდა.

7. და ძოვდა სილაღითა თჳსითა და ქალაქები მათი მოაოჴრა და უჩინო-ყო ქუეყანაჲ, და სავსებაჲ მისი ჴმისაგან ზახებისა მისისა.

8. და მისცნა მის ზედა წარმართნი გარემოჲს სოფლებთაგან და გარდააფინნა მის ზედა ბადენი მისნი და განხრწნილებასა შინა მათსა შეპყრობილ იქმნა.

9. და დადვეს იგი ჭიმითა და გალეაკითა და მოვიდა მეფისა ბაბილონისა და შეიყვანეს იგი საპყრობილედ, რაჲთა არა ისმეს ჴმაჲ მისი მერმე მთათა ზედა ისრაჱლისათა.

10. და დედაჲ შენი, ვითარცა ვენაჴი, ვითარცა ყუავილი ბროწეულთა შორის წყალთა ზედა დანერგულთა; ნაყოფი მისი და მორჩი მისი იქმნა წყალთაგან მრავალთა.

11. და იქმნა იგი კუერთხ ძალისა, ტომსა ზედა წინამძღუარ და ამაღლდა სიდიდესა შინა მისსა საშუალ მაღნართასა; და იხილა სიდიდე მისი სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა.

12. და შეიმუსრა გულისწყრომითა, ქუეყანასა ზედა დავარდა და ქარი შემწველი განაჴმობდა რჩეულთა მისთა; შურისძიებულ იქმნეს და განჴმეს კუერთხნი ძალისა მისისანი, ცეცხლმან განლია იგი.

13. და აწ დანერგეს იგი უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ურწყულსა და წყურიელსა. და გამოვიდეს ცეცხლი კუერთხისაგან რჩეულისა მისისა და შეჭამოს იგი, და არა იყოს მის შორის კუერთხი ძალისაჲ, ტომი იგავად გოდებისა არს და იყოს გოდებად.


20

1. და იქმნა წელსა შინა მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა გამოკითხვად უფლისა და დასხდეს წინაშე პირსა ჩემსა.

2. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3. ძეო კაცისაო, თქუ მოხუცებულთა მიმართ ისრაჱლისათა და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ გამოკითხვად ჩემდა მოხუალთ თქუენ, ცხოველ ვარ მე, უკუეთუ მიგიგო თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

4. უკუეთუ უსაჯი მათ შჯაჲ, ძეო კაცისაო, უსჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ.

5. და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღით რომლითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ და ვეცნობე თესლსა სახლისა იაკობისსა და ვეცნობე მათ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა და შევეწიე მათ ჴელითა ჩემითა მეტყუელი: მე უფალი ღმერთი თქუენი,

6. მას დღესა შინა შევეწეოდე მათ ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა ქუეყანად, რომელი განუმზადე მათ, ქუეყანად მადინებელად სძისა და თაფლისა, გოლი არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

7. და ვთქუა მათდამი: თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი განყარენინ და სიმარჯუეთა შინა ეგჳპტისათა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8. და განდგეს ჩემგან და არა ინებეს სმენად ჩემი, თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი არა განყარნეს და სიმარჯუენი ეგჳპტისანი არ დაუტევნეს, და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, შესრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის საშუალ ქუეყანასა ვგჳპტისასა.

9. და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა, გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.

10. და გამოვიყვანენ იგინი ეგჳპტისაგან და მივიყვანენ იგინი უდაბნოდ.

11. და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ, რაოდენნი ყუნეს იგინი კაცმან, და ცხოვნდეს მათ შინა.

12. და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ ყოფად იგინი სასწაულად შორის ჩემსა და შორის მათსა, რაჲთა ცნან მათ, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდამყოფელი მათი და ვთქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: უდაბნოს ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ, და არა ვიდოდეს, და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხოვნდეს მათ შინა,

13. და განმამწარეს მე სახლმან ისრაჱლისამან, უდაბნოს ზედა ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხონდეს მათ შინა; და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფრიად; და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა უდაბნოს შინა აღსაჴოცელად მათდა.

14. და ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

15. და მე აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, უდაბნოს შინა, რაჲთურთით არა შეყვანებად მათდა ქუეყანად, რომელი მივეც მათ ქუეყანად მადინებელად სძესა და თაფლსა, გოლ არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

16. მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი განიშორნეს, და ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს მათ შინა და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, შემდგომად გულისზრახვათა მათთასა ვიდოდეს.

17. და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა.

18. და ვთქუ შვილთა მათთა მიმართ უდაბნოსა შინა: შჯულებთა შორის მამათა თქუენთაჲსა ნუ ხუალთ, და სამართალთა მათთა ნუ დაიმარხავთ, და სიმარჯუეთა მათთა ნუ თანაღერევით და ნუ შეიგინებით.

19. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ და სამართალნი ჩემნი დაიმარხენით და ყვენით იგინი.

20. და შაბათნი ჩემნი წმიდა-ყვენით იგინი, და იყვნენ სასწაულად შორის თქუენსა და შორის ჩემსა ცნობად, ეითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

21. და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა: ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი არ დაიმარხნეს ყოფად მათდა, რომელთაჲ მოქმედი მათი კაცი ცხონდეს მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და ვთქუ მიფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ ზედა, უდაბნოსა შინა.

22. და მოვაქციე ჴელი ჩემი მათგან, რომელი ვყავ ჩემთჳს, რაჲთა სახელი ჩემი რაჲთურთით არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

23. და აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოსა შინა განბნევად მათდა წარმართთა შორის და განთესვად მათდა სოფლებთა შორის.

24. მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი არა ყვნეს, და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს, და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და უკუანა გულისზრახვათა მამათა მათთასა იყვნეს თვალნი მათნი.

25. და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არაკეთილნი და სამართალნი, რომელთა შინა არ ცხოვნდენ მათ შინა.

26. და მწიკულევან-ვყუნე იგინი ნიჭთა შინა მათთა განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ განმღებისა საშოჲსაჲსა, რაჲთა უჩინო-ვყო იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

27. ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვიდრე ამისამდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა დაკუეთებათა მიერ მათთა, რომელთა შინა დაეკუთნეს თჳთ ჩემდამო.

28. და შევიყვანენ იგინი ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მათ, და იხილეს ყოველი ბორცჳ მაღალი და ყოველი ხე ჩრდილოანი და უზორეს მუნ ღმერთთა მათთა და დააწესეს მუნ საკუმეველი ძღუენთა მათთაჲ, და დადვეს მუნ საყნოსი სულნელებისა მათისაჲ, და უგეს მუნ გებანი მათნი.

29. და ვთქუ მათდამი: რაჲ არს იავვანა, რამეთუ თქუენ შეხუალთ მუნ? და ეწოდა სახელი მისი იავვანა ვიდრე დღესისა დღემდე.

30. ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: უსჯულოებათა შინა მამათა თქუენთასა შეიგინებით თქუენ, და უკუანა საძაგელთა მათთა ისიძავთ თქუენ.

31. და დასაბამთა შინა მისაცემელთა თქუენთასა და განჩინებათა შინა თქუენთა, განვლებისა მიერ შვილთა თქუენთასა ცეცხლისა შორის, თქუენ შეიგინებით. და ყოველთა შინა გულისზრახვათა მათთა ვიდრე დღესისა დღემდე, და მე სიტყუა-გიგო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო? ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ

32. და აღვიდეს სულსა თქუენსა ზედა ესე. და არა იყოს, ვითარსახედ თქუენ იტყჳთ: ვიყუნეთ, ვითარცა წარმართნი და ვითარცა ტომნი ქვეყანისანი, დაკუთნვად ძელთა და ქვათა.

33. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი; არა თუ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

34. და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, სადა განიბნიენით მათ შორის, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა.

35. და მიგიყვანნე თქუენ უდაბნოდ ერთა და განგესაჯო თქუენდამი მუნ პირითა პირისა მიმართ.

36. ვითარსახედ განვესაჯე მამათა თქუენთა მიმართ უდაბნოსა შინა ეგჳპტისასა, ესრეთ გსაჯნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

37. და მოგიყვანნეთ თქვენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა, და შეგიყვანნე თქუენ რიცხუსა შორის აღთქუმისასა. და გამოვარჩინე თქუენგან უთნონი და განდგომილნი

38. მით, რამეთუ ქუეყანისაგან მსხემობისა მათისა გამოვიყვანენ იგინი და ქუეყანად ისრაჱლისა არა შევიდენ, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

39. ხოლო თქუენ სახლო ისრაჱლისაო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, კაცადმან სიმარჯუენი თჳსნი მოისპენით და ამათს შემდგომად, უკუეთუ თქუენ ისმინოთ ჩემი და სახელი მისი წმიდაჲ შეაგინოთ, არღა მერმე ძღუენთაებრ თქუენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა გიყო თქუენ

40. მით, რამეთუ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, - მუნ მმსახურებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად ქუეყანასა ზედა, და მუნ შევიწყნარნე მე იგინი, და მუნ ზედმივიხილო დასაბამთა თქუენთა და დასაბამთა განნაჩინებთა თქუენთასა, ყოველთა შორის სიწმიდეთა თქუენთა?

41. საყნოსად სულნელებისად შეგიწყნარნე თქუენ, გამოგიყვანნე რაჲ თქუენ ერთგან, და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, რომელთა შორის განიბნიენით მათ შორის, და წმიდა ვიყო თქუენ შორის წინაშე თუალებსა ერთასა.

42. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი შეყვანებასა შინა ჩემ მიერ თქუენსა ქუეყანად ისრაჱლისა. ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

43. და მოიჴსენოთ მუნ გზათა თქუენთაჲ და სიმარჯუეთა თქუენთა ყოველთაჲ, რომელთა შინა შეიგინებოდეთ მათ შინა; იცემდით პირთა თქუენთა ყოველთა ზედა უკეთურებათა თქუენთა, რომელთაცა იქმოდეთ.

44. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, ესრეთ რაჲ გიყო თქუენ, რაჲთა არა შეიგინოს სახელი ჩემი არა გზათა თქუენთაებრ ბოროტთა, არცა სიმარჯუეთა თქუენთაებრ განხრწნილთა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

45. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

46. ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა, და მიიხლე დაგონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მაღნარსა ზედა წინამძღუარსა ნაგევისსა.

47. და ჰრქუა მაღნარსა ნაგევისა: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: აჰა მე აღვაგზნა შენ შორის ცვცხლი და შეჭამოს შენ შორის ყოველი ხე ნედლი და ყოველი ხე ხმელი, არა დაშრტეს ალი აღტყინებული და დაიწვას მის შორის ყოველი პირი მზის აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

48. და ცნას ყოველმან ჴორციელმან, ვითარმედ მე უფალმან აღვაგზენ იგი, და არა დავშრიტო და ვთქუ: ნუსადა, უფალო, უფალო! იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქმული არს ესე?


21

1. და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა:

2. ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა.

3. და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ;

4. ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილომდე.

5. და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე.

6. და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა.

7. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი.

8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

9. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ,

10. რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა ხესა!

11. და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა,

12. ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა, მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა. და ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა შენითა,

13. რამეთუ განმართლებულ არს. და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს.

14. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი,

15. რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი. ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად, ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ.

16. განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი შენი მიიქცეს!

17. ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე.

18. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

19. და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა ქალაქისასა.

20. მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა გარემოდგომით

21. მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად.

22. და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და აღშენებად საისართა.

23. და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან შეპყრობად.

24. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა, საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ.

25. და შენ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა.

26. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი.

27. სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე მას.

28. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად.

29. აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა სიცრუჲს დასასრულისასა!

30. მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ.

31. და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა, მხუროებელთა განხრწნისათასა.

32. ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე.


22

1. და იქმნა სიტყუაჲ, უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, შჯი, თუ შჯი ქალაქსა მოსისხლეთასა.

3. და უჩუენენ მას ყოველნი უსჯულოებანი მისნი და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო, დამთხეველო სისხლთაო საშუალ შენსა, მოსლვად ჟამისა შენისა და მყოფო გულისზრახვათაო, ძჳნად თავისა თჳსისა შვგინებად მისსა!

4. სისხლთა მიერ მათთა, რომელთა დასთხევდ, გიბრკუმა და გულისზრახვათა შინა შენთა, რომელთა ჰყოფდ, შეიგინებოდე; და მიეახლე დღეთა შენთა და მოიყვანე ჟამი წელიწადთა შენთაჲ; ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა და სამღერელად ყოველთა სოფლებთა,

5. მახლობელთა შენდამი და შორად განშორებულთა შენგან, და იმღეროდიან შენდამი, და ჴმა-ყონ შენ ზედა, არაწმიდა ხარ სახელოანი და ფრიადი უსჯულოებათა შინა შენთა!

6. აჰა, მიმთხრობელნი სახლისა ისრაჱლისანი კაცადი ნათესავთა მიმართ თჳსთა აღერეოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი.

7. მამასა და დედასა ძჳრსიტყუვიდეს შენ შორის და მწირისა მიმართ გარემიიქცეოდეს უსამართლოდ შენ შორის, ობოლსა და ქურივსა ჰმძლავრობდეს შენ შორის.

8. და წმიდათა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს შენ შორის.

9. კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ შენ შორის სისხლსა, მთათა ზედა ზორვიდეს შენ შორის და არა ღირსთა ჰყოფდეს შორის შენსა,

10. სირცხჳლი მამისაჲ გამოაცხადეს შენ შორის და არაწმიდებასა შინა წიდოანსა დაამდაბლებდეს შენ შორის.

11. კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის;

12. ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი.

13. და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა, რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ შორის.

14. უკუეთუ მოთმინე იქმნეს გული შენი, უკუეთუ უძლონ ჴელთა შენთა დღეთა შინა, რომელთა მე ვჰყოფ შენ შორის, მე უფალმან ვთქუ და ვყო.

15. და განგაბნიო შენ წარმართთა შორის და განგთესო შენ სოფლებსა შორის და მოღებულ იქმნეს არაწმიდებაჲ შენი შენ შორის.

16. და დავიმკჳდრო შენ შორის, წინაშე თესლებსა წარმართთასა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18. ძეო კაცისაო, აჰა, იქმნა ჩემდა სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ ყოველნი: რვალ, და კალა, და რკინა და ბრპენ შორის საჴუმილსა ვეცხლისასა აღრეულნი არიან.

19. ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ იქმნენით ყოველნი ერთშეზავებაჲ ამისთჳს მე შეგიწყნარნე თქუენ საშუალ იერუსალჱმისა,

20. ვითარცა შეიწყნარებს ვეცხლი, და რვალი, და რკინაჲ, და ბრპენი, და კალაჲ შორის საჴმილისა გამობერვად მისდამი ცეცხლსა გამოსადნობელად, ეგრეთ შეგიწყნარნე თქუენ რისხვასა შინა ჩემსა

21. და შეგკრიბნე და დაგადვნე თქუენ. და მოვჰბერო თქუენდამი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა და გამოიდვნეთ შორის მისსა.

22. ვითარსახედ გამოდნების ვეცხლი შორის ბრძმედსა, ეგრეთ გამოიდვნეთ შორის მისსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალმან მივჰფინვ გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა.

23. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24. ძეო კაცისაო, არქუ მას: შენ ხარ ქუეყანაჲ არდამლტვარი, არცა წჳმაჲ იქმნა შენ ზედა დღესა შინა რისხვისა შენისასა.

25. რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით, სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის.

26. და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა.

27. მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი ანგაჰარებოდენ.

28. და წინაწარმეტყუელნი მისნი მცხებელნი მათდა ვეცხლისანი დაეცნენ, მხედველნი ამაოთანი მემისნენი ცრუთანი, ამათ იტყჳს ადონაი უფალი, და უფალი არა იტყოდა.

29. ერსა ქვეყანისასა გამომწურველნი უსამართლოდ და დამტაცებელნი ნატაცებათანი, გლახაკისა და დავრდომილისა მიმხუეჭელნი და მწირისა მიმართ ართანამქცევნი სიმართლით.

30. და ვეძიებდ მათგან კაცსა, მქცევსა მართლიად და მდგომსა წინაშე პირისა ჩვმისა ყოვლითურთ ჟამსა შინა რისხვისასა, რაჲთა არა სრულიად მოისპოს იგი, და ვერ ვპოე.

31. და მივჰფინე მის ზედა გულისწყრომაჲ ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოსრულებად მისსა; გზანი მათნი თავთა მათთა მივსცენ, - იტყჳს, ადონაი უფალი.


23

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ძეო კაცისაო, ორნი დედანი იყვნეს, ასულნი დედისა ერთისანი;

3. და განმეძვნეს ეგჳპტეს შინა, სიჭაბუკესა მათსა შინა განმეძვნეს, მუნ დაითხინეს ძუძუნი მათნი და მუნ გარდაიქალწულეს.

4. ხოლო სახელნი მათნი ოოლა-უხუცესი, და ოოლიბა - დაჲ მისი უმრწემესი, და იქმნნეს ჩემდად და შუნეს ძენი და ასულნი და სახელნი მათნი: სამარიაჲ - იოოლა, და იერუსალჱმი იოოლიბა.

5. და განმეძვნა იოოლა ჩემგან და მიიქცა ტრფიალთა მიმართ თჳსთა, ასსურასტნელთა მიმართ, მახლობელთა მისთა,

6. შემოსილთა იაკინთოვნებითა წინამძღუართა და ლაშქრისმძღუანთა, ჭაბუკნი გამორჩეულნი, ყოველნი ცხენებითა აღცხენოსნებულნი ცხენთა ზედა.

7. და მისცა სიძვაჲ თჳსი მათდამი გამორჩეულთა მიმართ ძეთა ასურასტანელთასა, ყოველთა და ყოველთა, რომელთა მიმართ თვალ-აგნა, ყოვლითა, გულისზრახვითა მისითა შეიგინებოდა.

8. და სიძვაჲ მისი ვგჳპტითგანი არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა შინა მისსა, და მათ გარდააქალწულეს იგი და გარდაჰფინეს სიძვაჲ მათი მის ზედა.

9. ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელებსა ძეთა ასსურასტანელთასა, რომელთა მიმართ თუალ-აგნა.

10. მათ გამოაცხადეს სირცხჳლი მისი, ძენი და ასულნი მისნი მიიხუნეს, და იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა სასიტყუელ დედათა შორის და შურისგებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.

11. და იხილა დამან მისმან, ოოლიბა, და განხრწნა მან ზედდართვაჲ თჳსი უფროს მისსა, და სიძვაჲ მისი უფროს სიძვისა დისა მისისასა.

12. განამრავლა ძეთა მიმართ ასურასტანელთასა, ზედდაერთო წინამძღუართა და ლაშქრიმძღუართა მოახლეთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, ცხენებით აღცხენოსნებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკთა გამორჩეულთა ყოველთა.

13. და ვიხილე მე, ვითარმედ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი არს ორთაჲვე.

14. და შესძინა სიძვასა მისსა ზედა, და იხილნა კაცნი, გამოხატულნი ზღუდესა ზედა, ხატნი ქალდეველთანი. გამოხატულნი დაწერით,

15. მორტყმულნი ჭრელებითა წელთა ზედა მათთა და ტიარები ღებულები თავთა ზედა მათთა, შესახედავად სამთხზული ყოველთაჲ მსგავსად ძეთა ბაბილოვნელთაჲსა, ქალდეველთა ქუეყანისა, მამულისა მათისა.

16. და ზედდაჰრთო მათ ზედა მიხედვაჲ თუალთა მისთაჲ და მიავლინნა ქადაგნი მათდა მიმართ ქალდეად.

17. და მოვიდეს მისდამი ძენი ბაბილოვნელთანი საწოლად მედგურთა და, შეაგინებდეს მას სიძვისა მიერ მისისა. და შეიბილწა მათ თანა, და განდგა სული მისი მათგან,

18. და გამოაცხადა სიძვაჲ მისი, და გამოაცხადა უშუერებაჲ მისი და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარსახედ განეშორა დისაგან მისისა.

19. და განმრავლდა სიძვაჲ შენი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა შინა სიძევდ ეგჳპტეს შინა.

20. და ზედდაერთე ქალდეველთა მიმართ, რომელთა ჴორცნი იყვნეს, ვითარცა ვირთა ჴორცნი, და ქუქუნი ცხენთანი - ქუქუნი მათნი.

21. და მიჰხედე უსჯულოებათა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა იქმოდე ეგჳპტეს შინა, სადგურსა შორის შენსა, სადა ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაცჳვეს.

22. ამისთჳს, ოოლიბა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე აღვადგინნე ტრფიალნი შენნი შენ ზედა, რომელთაგან განდგა სული შენი მათგან და მოვხადნე შენ ზედა გარემოს.

23. ძენი ბაბილოვნისანი და ყოველნი ქალდეველნი ფაკუთ, და სუდ, და კუდ, და ყოველნი ძენი ასსურასტანელთანი მათ თანა, ჭაბუკნი რჩეულნი, წინამძღუარნი და ლაშქრისმძღუარნი, ყოველნი მსამობნი სამწილნი და სახელოვანნი ცხენოსანნი, ცხენთა ზედა.

24. და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ჩრდილოჲთ ჯაჭუ-ჭურთა თანა და საჭურველთა და ეტლისთუალთა და სიმრავლეთა ერთასა, და ფარები, და ჩელთები და ჩაფხუტები გარემოიდვან შენ ზედა; და მოგადგან შენ ზედა მცველი გარემო და მივსცე წინაშე პირსა მათსა მშჯავრი და შური იძიონ შენგან მშჯავრთა მიერ მათთა.

25. და მივსცე შური ჩემი შენ ზედა და ჰყოფდენ შენ თანა რისხვითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მიგიხუნენ, დაშთომილნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, თჳთ იგი ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ და ნეშტნი შენნი ცეცხლმან შეჭამნეს.

26. და განგძარცონ შესამოსელი შენი და წარიხუნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი;

27. და მივაქცინე უთნოობანი შენნი შენგან და სიძვაჲ შენი ქუეყანისა ეგჳპტისაგან, და არა აღიხუნე თუალნი შენნი მათდამი, და ეგჳპტისაჲ არღა მოიჴსენო მერმე

28. მით, რამვთუ, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე განგცემ შენ ჴელებსა, რომელნი გძულან რომელთაგან განდგა სული შენი მათგან.

29. და ყონ შენ თანა სიძულილით და მიიხუნენ ყოველნი ნაშრომნი შენნი და ნარუდუნებნი შენნი, და იყო შიშუელი და უშუერი, და გამოცხადნეს სირცხჳლი სიძვისა შენისა და უთნოობისა შენისაჲ; სიძვამან შენმან

30. გიყვნა შენ ესენი განმეძვებითა უკუანაგან წარმართთასა, და შეიგინებოდე გულისზრახვათა შინა მათთა.

31. გზასა ზედა დისა შენისა ჰვლე; და მიგცე სასუმელი მისი ჴელთა შენთა.

32. ამათ იტყჳს უფალი უფალი: სასუმელი დისა შენისაჲ სუ, ღრმაჲ და ვრცელად იყოს სიცილად და საბასრობელად, გარდარეულად აღსრულებად სიმთრვალისა.

33. და დაჴსნილობითა აღივსო სასუმელი უჩინოობისა და უჩინოქმნისაჲ, სასუმელი დისა შენისა სამარიაჲსაჲ.

34. და შეჰსუა იგი და გამოსწრიდო, და კეცისჭურნი მისნი დაჰმუსრნე და ძუძუნი შენნი მოშჭრნე და დღესასწაულნი და ახალთთუენი შენნი გარემივაქცინე, მით, რამეთუ მე ვიტყოდე, - იტყჳს ადონაი უფალი.

35. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მათ წილ, რომელ დამივიწყე მე და განმაგდე მე უკანა სხეულისა შენისა, შენცა მიიღე უთნოობა შენი და სიძვა შენი.

36. და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ შჯი ოოლას და ოოლიბას და მიუთხრობ მათ უსჯულოებათა მათთა,

37. რამეთუ იმრუშებდეს და სისხლი ჴელთა შინა მათთა და იმრუშებდეს და შვილნი მათნი, რომელნი მიშვნეს მე, განავლნეს მათ იგინი ცეცხლისა შორის.

38. ვიდრემდის ესენიცა მიყვნეს მე, შეაგინებდეს წმიდათა ჩემთა მას დღესა შინა და შაბათთა ჩემთა შეამწიკულებდეს

39. და დაკლვისა მიერცა მათგან შვილთა მათთაჲსა კერპთა მათთათჳს და შესლვითა მათითა წმიდათა მიმართ ჩემთა მას დღესა შინა შეაგინებდეს მათ, და, აჰა, ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლისა ჩემისა!

40. და მიუმცნებდეს კაცთა, მომავალთა შორით, რომელთა მოციქულთა მიავლინებდეს მათდამი, და მყის მოსლვასა მათსა მეყსეულად იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა.

41. და დაშჯედ ცხედარსა ზედა გარდაგებულსა, და ტაბლაჲ შემკული წინაშე შენსა და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი დასდევ წინაშე მათსა და იშუებდეს მათ მიერ.

42. და ჴმითა შენაწევრებისაჲთა უცემდეს კაცთა მიერ სიმრავლისაგან კაცთა, მოსრულთა შვერთებულთაჲსა უდაბნოჲთ, და მისცემდეს სავლტესა ჴელთა მიმართ მათთა და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავთა ზედა მათთა.

43. და ვთქუ: არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმეებ მეძვის ესენი, და იგი განმეძვნა?

44. და იგინი შევიდოდეს მისსა, ვითარსახედ შევლენ დედაკაცისა მიმართ მეძვისა, ეგრეთ შევიდოდეს ოოლაჲს მიმართ და ოოლიბაჲსა, დედათა მათ უსჯულოთა, ქმნად უსჯულოებისა.

45. და კაცთა ამათ მართალთა შური მიჰჴადონ მათ შურის-გებითა მემრუშეთაჲთა და მსჯავრითა დამთხეველთა სისხლისათაჲთა, რამეთუ მემრუშე არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა:

46. რამეთუ ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: არამედ მოიყვანე მათ ზედა ერი და მიეც მათ ზედა შფოთი და დატაცებაჲ.

47. და ქვაჲ დაჰკრიბონ ქვებითა საჭურველთაჲთა და დაწერტნენ იგინი მახჳლთა მიერ მათთა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოსრნენ, და სახლნი მათნი დაწუნენ ცეცხლითა.

48. და მოვაქციო უთნოობაჲ ქუეყანისაგან, და განისწავლნენ ყოველნი დედანი და არა ჰყოფდენ უთნოობათაებრ მათთა.

49. და მოგცეს უთნოობაჲ თქუენი თქუენ ზედა, და ცოდვანი გულისზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ ადონაჲ უფალი.


24

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა, მეათესა თთჳსასა, მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით, რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა

3. დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი;

4. და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან.

5. რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის მისსა.

6. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო, ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან! ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი,

7. რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ.

8. აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა.

9. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ.

10. და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ.

11. და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და მოაკლდეს გესლი მისი,

12. დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და ჰრცხუენეს გესლსა მისსა.

13. მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის.

14. მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი განმამწარებლობითა.

15. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი:

16. ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ შენდა ცრემლნი,

17. სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო.

18. და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე, და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე.

19. და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან ესენი, რომელთა შენ ჰყოფ?

20. და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი.

21. თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ.

22. და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ.

23. და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა.

24. და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

25. და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი

26. მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად შენდა ყურთა მომართ.

27. მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ, და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო მე მათდა ნიშად.


25

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა ზედა ამმონისთა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

3. და ჰრქუა ძეთა ამმონისთა: ისმინეთ სიტყუაჲ ადონაი უფლისაჲ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა, და სახლსა ზედა იუდაჲსასა, რამეთუ წარვიდა ტყუეობად.

4. ამისთჳს, აჰა, მე მიგცემ თქუენ ძეთა კედემისთა სამკჳდრებელად, და დაიკარვონ ბანაკითა მათითა შენ შორის, და მისცენ შენ შორის კარვები მათი; იგინი ჭამდენ ნაყოფთა შენთა, და იგინი წოვდენ სიპოხესა შენსა.

5. და მივსცე ქალაქი ამმონისი სადგურებად აქლემთა, და ძენი ამმონისნი სადგურებად ცხოვართა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, უფალი.

6. მით, რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ დაიტყუელე ჴელი შენი და ზედიბგერდი ფეჴითა შენითა, და მოსცხრებოდე სულითა შენითა ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

7. ამისთჳს, აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა შენ ზედა და მიგცე შენ დასატაცებლად წარმართთა შორის, და მოგსრა შენ ერთგან და წარგწყმედ შენ ერთაგან წარწყმედითა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

8. ამას იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რამეთუ თქუა მოაბმან და სეირმან: აჰა, ვითარსახედ ყოველნი ნათესავნი, სახლიცა ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი.

9. ამისთჳს, აჰა, მე დავარღუევ მჴარსა მოაბისასა ქალაქთაგან მისთა, ქალაქთაგან მწუერვალთა მისთაჲსა, ქუეყანასა რჩეულსა, სახლსა ბეთასსიმუთისსა, ზედაჲთ ქუეყანასა ქალაქისასა ზღჳსკიდესა, ვაელმიონსა და კარიათემსა,

10. ძეთა კედემისთა, ძეთა თანა ამმონისთა, მივეც იგი სამკჳდრებელად, და მივცე იგი აღსაჴოცელად, რაჲთა არა იქმნეს ჴსენება ძეთა ამმონისთაჲ წარმართთა შორის.

11. და მოაბსა ზედა ვყო შურისგებაჲ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ ქმნა იდუმეამან, რამეთუ შურისგებასა შინა მათგან შურისგებისასა სახლსა ზედა იუდაჲსასა და ძჳრისმოჴსენე იქმნეს და ისაჯეს სჯაჲ მათგან.

13. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და განვირთხამ ჴელსა ჩემსა იდუმეას ზედა და მოვსრავ მისგან კაცსა და საცხოვარსა; და დავდვა იგი ოჴრად, და თემანით და დედანით დევნულნი ძახჳლითა დაეცნენ.

14. და მივსცე შურისგებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა და ქმნან იდუმეასა ზედა რისხვისაებრ ჩემისა და გულისწყრომისაებრ ჩემისა, და ცნან შურისგებაჲ ჩემი, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ ქმნეს უცხოტომთა შურისგებისა მიერ და აღადგინეს შურისგებაჲ ზედმოხარულ ყოვლითა სულითა აღჴოცად მტერობაჲ საუკუნოჲ.

16. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა უცხოტომთა ზედა და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვსწყმედ დაშთომილთა, დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა.

17. და ვყუნე მათ შორის შურისძიებანი დიდნი მხილებითა გულისწყრომისაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი მიცემას შურისგებისა ჩემისასა მათ ზედა.


26

1. და იქმნა მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, მის წილ, რომელ თქუა სორმან იერუსალჱმსა ზედა: ვაშა, ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოიქცა ჩვმდამო, სავსე მოოჴრებულ არს.

3. ამითსჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სორ, და ცვალნე შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, ვითარცა აღვალს ზღუაჲ ღელვათა მიერ მისთა.

4. და დაამჴუნენ ზღუდენი სორისანი და დაარღჳნენ გოდოლნი, და განფიწლონ მტუერი მისი მისგან და მივსცე იგი წყლტუკლდეობად.

5. საშრობლად ბადეთა იყოს შორის ზღჳსა, რამეთუ მე ვთქუ, - იტყჳს ადონაი უფალი, და იყოს მოსარბეველ საუკუნეთა.

6. და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა მოიკლნენ და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი.

7. რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე მოვავლენ შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორს მეფესა ბაბილოანისასა, ჩრდილოჲთ, მეფე მმეფობთაჲ არს ცხენებისა თანა და ეტლებისა და ცხენოსნებისა და შესაკრებელისა ნათესავთა მრავალთაჲსა ფრიად.

8. ესე ასულთა შენთა, ველისზედათა, მახჳლითა მოსრავს, და მისცეს შენ ზედა წინ საჴმილავი და გარემოგაშენოს შენ და გარემოგავლოს საფლავი და გარემოგაშენოს შენ ზედა გარემოჲს პატნეზი და გარემოდგომაჲ ჯაჭუჭურთაჲ.

9. და ლახურები მისი პირისპირ შენსა მისცეს, ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლთა მიერ მისთა.

10. სიმრავლისაგან ცხენთა მისთაჲსა დაგფაროს შენ მტუერმან მათმან და ჴმისაგან ცხენოსანთა მისთაჲსა და ეტლისთუალთა და ეტლთა მისთაჲსა შეირყინენ ზღუდენი შენნი, შე-რამეთუ-ვიდოდის იგი ბჭეთა შენთა, ვითარცა შემავალი ქალაქად ველით.

11. საჭურველებითა ცხენთა მისთაჲსა დათრგუნნენ ყოველნი უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას და გუამი ძალისა შენისა ქუეყანად დააკუეთოს.

12. და წარტყუენოს ძალი შენი და ტყუე-ყუნეს მონაგებნი შენნი, და დასცნეს ზღუდენი შენნი და სახლნი შენნი გულისსათქუმელნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელნი შენნი და მტუერი შენი შორის ზღჳსა შთააბნიოს

13. და დაჰჴსნას სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ და ჴმაჲ საფსალმუნეთა შენთა არღარა ისმეს მერმე.

14. და მიგცე შენ წყლტუკლდეობა, საშრობელ ბადეთა იყო და არა აღაშენო მერმე, რამეთუ მე ვსიტყუე, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. რამეთუ ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: არა ჴმისაგან დაცემისა შენისა აღმოჴდასა შინა მახჳლისასა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.

16. და შთამოვიდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ მიტრანი თავთაგან მათთა და შესამოსელნი მათნი ჭრელნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ ქუეყანასა ზედა, დასხდენ და ეშიშოდიან წარწყმედასა მათსა და სულთითქმიდენ შენ ზედა.

17. და მოიღონ შენ ზედა გოდებაჲ და გრქუან შენ: ვითარ წარწყმდი და დაირღუ ზღვისაგან ქალაქი საქებელი, რომელი იყავ ძლიერ ზღუასა შინა, იგი და მკჳდრნი მისნი, მიმცემელი შიშისა მისისაჲ ყოველთადა მკჳდრთა მისთაჲ.

18. და შეშინდენ ჭალაკთა შინა დღითგან დაცემისა შენისაჲთ და შეშფოთნენ ჭალაკთა შინა ზღჳსა შორის გამოსლვისაგან შენისა.

19. რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ოდეს დაგდვა შენ, ქალაქი მოოჴრებული, ვითარცა ქალაქნი არდამკჳდრებულნი. აღმოყვანებასა შინა ჩემგან შენ ზედა უფსკრულისასა, და დაგფაროს შენ წყალმან მრავალმან.

20. და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მიმართ საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმეთა შინა ქუეყანისათა, ვითარცა ოჴერი საუკუნოჲ, შთამავალთა თანა მღჳმედ, რაჲთა არდამკჳდრებულ იქმნე, არცა აღსდგე ქუეყანასა ზედა ცხორებისასა წარსაწყმედელსა მიგცე შენ და არა იყო მერმე, და იძიო და არა იპოო საუკუნოდ, - იტყჳს ადონაი უფალი.


27

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე სორსა ზედა გოდებაჲ.

3. და ჰქუა სორსა, დამკჳდრებულსა შესავალსა თანა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთა ჭალაკთაგან მრავალთასა, ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: შენ სთქუ, მე შევმოსე თავსა ჩემსა სიკეთე.

4. გულსა შინა ზღჳსასა, ბეელიმსა, ძეთა შენთა შეგმოსეს შენ სიკეთე.

5. ნაძჳ სანირით გეშენა შენ, პებულნი ფიცართა კჳპაროსისათანი ლიბანით მოღებულ იქმნეს ქმნად შენდა ანძათა სანავეთა.

6. ბასანით გამო ყვნეს სარეველნი შენნი, ტაძარნი შენნი პილოჲსძვალისაგან, სახლნი სერტყოანნი ჭალაკთაგან ქეტტიემისათა.

7. ბისონი ჭრელებსა თანა ეგჳპტით იქმნეს შენდა სარეცელად, შემოსად შენდა დიდებაჲ და მობლარდნად შენდა ჳაკინთე და პორფირი, ჭალაკთაგან ელისეაჲესთა იქმნნეს სამოსელნი შენნი.

8. და მთავარნი შენნი, დამკჳდრებულნი სიდონს, და არაბნი იქმნეს ნიჩბის-მცემელ შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი მმართებელებ შენდა.

9. მოხუცებულნი წიგნთანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, იგინი განაძლიერებდეს განზრახვასა შენსა. და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და ნიჩბის-მცემელნი მათნი იყვნეს შენ შორის მიმგებელ შერევნასა შენსა, და გექმნნეს შენ დასავალთა ზედა დასავალთასა.

10. სპარსნი და ლჳდნი და ლიბჳელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცნი მბრძოლნი შენნი, რომელთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შენ შორის, ამათ მოსცეს დიდებაჲ შენი.

11. ძენი არაბიელთანი და ძალი შენი ზღუდეთა შენთა ზედა მრგულივ იყუნეს, არამედ და მიდნიცა გოდლებსა შენსა შინა იყვნეს მცველებ; კაპარჭნი მათნი დამოჰკიდნეს სამართთა შენთა ზედა გარემო, ამათ განასრულეს სიკეთე შენი.

12. კარქიდონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი მოსცეს სავაჭროსა შენსა.

13. ელლადაჲ ყოველი და განმავრცობელნი მისნი ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა.

14. სახლისაგან თორგამოჲსისა ცხენნი და ცხენოსანნი და კერძოვირნი მისცნეს სავაჭროდ შენდა.

15. ძენი როდელთანი, ვაჭარნი შენნი ჭალაკთაგან, განამრავლებდეს სავაჭროსა შენსა, რქათა და კბილთა პილოჲსათა მომავალთა ნაცვლად მისცემდეს სასყიდელსა შენსა კაცთა.

16. ვაჭართა შენთა, სიმრავლისაგან შემყოფისა შენისა შტახსი და პორფირი და ბისონი დაჭრელებულნი თარშით და რამოთით და ხორხორით მოსცნეს საფარდულსა შენსა.

17. იუდა და ძენი ისრაჱლისანი, ესენი ვაჭარ შენდა იფქლისა ფრდასა შინა; და მიჰრონნი და კასიანი და პირველი თაფლი და ზეთი და რეტინი მისცეს შემყოფისა მიმართ შენისა.

18. დამასკოჲ - სავაჭრო შენდა სიმრავლითა საქმეთა შენთაჲთა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მელიტონით.

19. ღვინოჲ, დედან, იოვან და მეოზელ სავაჭროდ შენდა მოსცეს; ასილით რკინაჲ ქმნული და ეტლისთუალი შემყოფისა შენისა შორის არს.

20. დედან საფარდულ შენდა საცხოვართა თანა რჩეულთა საეტლედ.

21. არაბიაჲ და ყოველნი მთავარნი კიდარისანი - ესენი ვაჭარ შენდა ჴელთა მიერ შენთა აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა და აგარაკებსა, რომელთა მიერ გვაჭრობდეს შენ.

22. ვაჭარნი საბაჲსანი და რათმაჲსანი - იგინი ვაჭარ შენდა პირველთა თანა სულნელთა და ქვათა კეთილთა, რომელთა ოქროჲცა მოსცეს სავაჭროსა შენსა. ხარრანი და ქალანი და დადანი,

23. ესე ვაჭარნი შენნი, საბლ და ასური და ხარვანი - მოფარდულებ შენდა,

24. მომღებელ სავაჭროსა ჳაკინთსა და ჭრელთა და საუნჯეთა რჩეულთა, შეკრულთა საბლებითა.

25. და ნავთა შინა კჳპაროზისათა, მათ შორის ვაჭარნი შენნი. კარქიდონელნი ვაჭარნი შენდა; სიმრავლისა თანშემყოფისა შორის შენისა და აღივსე და დაჰმძიმდი ფრიად გულსა შინა ზღჳსასა.

26. წყლისა შორის მრავლისა მოგიყვანეს შენ ნიჩბისმცემელთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმუსრა შენ შორის გულსა ზღჳსასა.

27. ძალნი შენნი და მმართებელნი შენნი და განმზრახნი შენნი და შემყოფნი შენნი და ნიჩბის-მცემელნი შენნი და თანშემყოფნი თანშეყოფისა შენისანი და ყოველნი კაცნი, მბრძოლნი შენნი, შენ შორის. და ყოველი კრებული შენ შორისი დაეცნენ საშუალ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაკუეთებისა შენისასა.

28. ჴმითა ღაღადებისა შენისაჲთა მმართებელნი შენნი შიშით შეშინდენ.

29. და შთამოვიდენ ნავთაგან მათთა ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი და ეპივატნი შენნი და მპირველობნი ზღჳსანი ქუეყანასა ზედა დადგენ.

30. და ვალალაებდენ შენ ზედა ჴმითა მათითა და ღაღადებდენ მწარედ და ზედდაიდვან მიწაჲ თავსა ზედა მათსა,

31. და ნაცარნი დაირეცონ, და იმტიერნენ შენ ზედა მტიერობანი; და გარემოირტყან ძაძაჲ და ტიროდიან შენ ზედა სიმწარითა სულისათა.

32. და ტყება მწარე მოიღონ შენ ზედა. და აღიღონ შენ ზედა ძეთა მათთა გოდებაჲ და გოდებდენ გოდებათა სორისათა: ვინ, ვითარ ტჳროსი, დადუმებული საშუალ ზღჳსა?

33. რაოდენი რაჲმე ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან? აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, შემყოფისგან შენისა და ზედშემყოფისა შენისა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

34. აწ შეიმუსრე ზღუასა შინა სიღრმესა შორის წყლისასა. შემყოფი შენი და ყოველი კრებული შენი საშუალ შენსა, დაეცნეს ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი.

35. ყოველნი მკჳდრნი ჭალაკთანი დაჭმუნდეს შენ ზედა და მეფენი მათნი. განკრთომით განჰკრთეს, და ცრემლოოდა პირი მათი შენ ზედა.

36. ვაჭართა წარმართთასა დაგისტჳნეს შენ, წარსაწყმედელად იქმენ, და არა მერმე იყო უკუნისამდე.


28

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტჳროსისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაჲ დავიმკჳდრე გულსა შორის ზღჳსასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

3. ნუ უბრძნეს ხარა შენ დანიელისსა? ბრძენთა არ განგსწავლეს შენ ზედმიწევნულობასა შინა მათსა?

4. ნუ ზედმიწევნულობისა მიერ შენისა, ანუ ცნობისა მიერ შენისა ჰყავ თავისა შენისა ძალი და დაიკრიბე ვეცხლი და ოქროჲ საუნჯეთა შინა შენთა.

5. ანუ სიმრავლისა მიერ ზედმიწევნულობისა შენისა და ვაჭრობისა მიერ შენისა განამრავლე ძალი შენი და ამაღლდა გული შენი ძალსა ზედა შენსა;

6. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ვინაჲთგან მიეც გული შენი გულად ღმრთისა.

7. ამის წილ, აჰა, მე მოვაწინე შენ ზედა უცხოთა ბუგრებრთა ნათესავნი და წარმოსცალნენ მახჳლნი მათნი შენ ზედა და სიკეთესა ზედა ზედმიწევნულობისა შენისასა და ჯუარს-აცუან სიკეთე შენი.

8. წარსაწყმედელად შთამოგაქუეონ შენ, და მოჰკუდე სიკუდილითა წყლულთაჲთა გულსა შინა ზღჳსასა.

9. ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაჲსა.

10. სიკუდილითა წინადუცვეთელთაჲთა მოჰკუდე ჴელებითა უცხოთაჲთა, რამეთუ მე ვთქუ, იტყჳს ადონაი უფალი.

11. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, აღიღე გლოაჲ მთავარსა ზედა ტჳრელსა

12. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.

13. საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.

14. შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.

15. იყავ შენ უბიწო დღეთა შინა შენთა, რომლით დღითგან აღეგე შენ, ვიდრემდის იპოვნეს უსამართლობანი შენნი შენ შორის.

16. სიმრავლისაგან ვაჭრობისა შენისა აღავსენ საუნჯენი შენნი უსჯულოებითა; და სცოდე და მოწყლულ იქმნეს მთისაგან ღმრთისაჲსა და განგიყვანა შენ ქეროვიმმან საშუალისაგან ქვათა ცეცხლისათაჲსა.

17. ამაღლდა გული შენი სიკეთესა შენსა ზედა, და განიხრწნა ზედმიწევნულობაჲ შენი სიკეთისა თანა შენისა, სიმრავლისათჳს ცოდვათა შენთაჲსა ქუეყანასა ზედა მიგაგდებენ, წინაშე მეფეთასა დაგაგდე შენ სამაგალითოდ დადებად.

18. სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა და უსამართლოებისა ვაჭრობისა შენისა შევაბილწენ სიწმიდენი შენნი; და აღვაგზნა ცეცხლი საშუალ შენსა, ამან შეგჭამოს შენ და მიგცე შენ ნაცრად ქუეყანასა ზედა შენსა, წინაშე ყოველთა მხედველთა შენთა.

19. და ყოველნი მეცნიერნი შენნი წარმართთა შორის დაჭმუნდენ შენ ზედა; წარსაწყმედელ იქმნე და არა იყო მერმე უკუნისამდე.

20. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი სიდონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა

22. და თქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სიდონ, და ვიდიდო შენ შორის და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ქმნასა შინა ჩემგან შენ შორის მსჯავრთასა, და ვიდიდო მე შენ შორის.

23. და გამოვავლინო შენ ზედა სიკუდილი და სისხლი უბანთა შორის შენთა, და დაეცნენ წყლულნი მახჳლებითა შენ შორის, გარემოჲს შენსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

24. და არა იყვნენ არა მერმე სახლისა ისრაჱლისა საქენჯნელ, საწერტელ სიმწარის და ეკალ სალმობის ყოველთაგან გარემოთა მათთა, უპატიომყოფელთა მათთა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

25. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევკრიბო სახლი ისრაჱლისაჲ წარმართთაგან, სადა განითესნეს, მუნ, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის, წინაშე ერთა და წარმართთასა, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მონასა ჩემსა, იაკობსა,

26. და დაემკჳდრნენ მის ზედა სასოებით და აღაშენნეს სახლნი, და დაჰნერგნენ ვენაჴოანნი და დაემკჳდრნენ სასოებით, ოდეს ვყო მსჯავრი ყოველთა თანა შეურაცხისმყოფელთა მათთა, გარემოსნი შორის მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და ღმერთი მამათა მათთა.


29

1. წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,

3. იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.

4. და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.

5. და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე, და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად.

6. და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა.

7. ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა, შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი.

8. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა.

9. და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან: მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი,

10. ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.

11. არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.

12. და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.

13. ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ.

14. და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა.

15. და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის.

16. და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად, აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

17. და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18. ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა.

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს სასყიდელ ძალისა მისისა.

20. მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი, უფალი:

21. მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


30

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე,

3. რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ იყოს.

4. და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი და დაეცნენ საფუძველნი მისნი.

5. და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა.

6. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.

7. და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ.

8. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი,

9. მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა, მოიწია.

10. ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა.

11. და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ.

12. და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ.

13. ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

14. და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის.

15. და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ.

16. და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი.

17. ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ, და დედანი ტყუეობად წარვიდენ.

18. და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ.

19. და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

20. და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა, შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

21. ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი, მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.

23. და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე იგინი სოფლებთა მიმართ.

24. და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყოს იავარი მისი.

25. და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

26. და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.


31

1. და იყო მეათერთმეტესა წელსა, მესამესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, თქუ ფარაოჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, და სიმრავლისა მიმართ მისისა: რასა ამსგავსე თავი შენი სიმაღლესა შინა შენსა?

3. აჰა, ასსურ-კჳპაროსი შორის ლიბანსა, და კეთილ რტოებითა, და მაღალ სიდიდითა, და ჴშირ ჩრდილითა და საშუალ ღრუბელთა მთავრობაჲ მისი.

4. წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი. მდინარენი მისნი მოადინნა გარემო ნერგთა მისთა და შეყენებანი მისნი განავლინნა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

5. ამისთჳს ამაღლდა სიდიდე მისი უფროს ყოველთა ხეთა ველისათა და განვრცნეს რტონი მისნი და ამაღლდეს ბაბილონი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

6. ბაბილოთა შორის მისთა დაიბუდეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და ქუეშე კერძო რტოთა მისთა შობდეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, აჩრდილსა ქუეშე მისსა დაემკჳდრა ყოველი სიმრავლე წარმართთაჲ.

7. და იქმნა შუენიერ სიკეთითა მისითა სივრცისათჳს რტოთა მისთაჲსა, რამეთუ იქმნეს ძირნი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

8. კჳპაროზნი ესევითარებ სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა, და პიტუნი არა მსგავს იყუნეს ბაბილოთა მისთა, და სოჭნი არა იქმნეს მსგავს მორჩთა მისთა, ყოველი ხე სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა არე ემსგავსა მას სიკეთესა შინა მისსა,

9. სიმრავლისათჳს რტოთა მისთაჲსა დაეშურვნეს მას ხენი საშუებლისა სამოთხისა ღმრთისანი.

10. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ამის წილ, რომელ იქმენ დიდ სიდიდითა, და მიეც მთავრობა შენი საშუალ ღრუბელთასა, და ვიხილე სიმაღლესა შინა მისსა.

11. და განვეც იგი ჴელთა მთავართა წარმართთასა და ყვეს წარწყმედაჲ მისი.

12. და მოასრულეს იგი უცხოთა ბუგრთა წარმართთაგანთა და დაამჴუეს იგი მთათა ზედა; ყოველთა შინა ჴევნებთა დაცჳვეს რტონი მისნი, და დაიმუსრნეს კეწერნი მისნი ყოველსა ზედა ველსა ქუეყანისასა, და შთამოვიდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი წარმართთანი და დააქუეყანეს იგი.

13. და დაცემას მისსა ზედა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და კეწერთა მისთა ზედა იქმნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი,

14. რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა, და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.

15. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.

16. ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;

17. და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხორებისა მათისა, წარწყმდეს.

18. ვის ემსგავსე ძალისა მიერ, და დიდებისა მიერ და სიდიდისა მიერ? ხეთა შორის საშუებელისათა შთამოვედ და შთაყვანებულ იქმენ ხეთა თანა საშუებელისათა, სიღრმედ ქუეყანისა; შორის წინდაუცუეთელთასა დაიძინო, წყლულთა თანა მახჳლისათა. ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლე ძალისა მისისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი.


32

1. და იქმნა მეათორმეტესა წელსა, მეათორმეტესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, აღიღე გოდება მეფობასა ზედა ფარაო ეგჳპტისაჲსასა და ჰრქუა მას: ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ; და ვითარცა ვეშაპი ზღჳსშინაჲ, და ურქენდი მდინარეთა შორის შენთა და აღამარღჳე წყალი ფერჴებითა შენითა და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა.

3. ამას იტყჳს ადონაი უფალი: და გარემოვასხნე შენ ზედა ბადენი ჩემნი შესაკრებელსა ერთა მრავალთასა და აღმოგიღო შენ სამჭედურითა ჩემითა

4. და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა ველისასა დაგამჴუა შენ, ველნი განძღენ შენგან. და დაგასხნე შენ ზედა ყოველნი მფრინველნი ცისანი და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი.

5. და მივსცნე ჴორცნი შენნი მთათა ზედა და აღვავსო სისხლისაგან შენისა ყოველი ქუეყანაჲ.

6. და მოირწყოს ქუეყანაჲ წუთხთაგან შენთა სიმრავლისაგან შენისა მთათა ზედა; და ჴევნებნი აღივსნეს შენგან.

7. და დავფარო ცაჲ დაშრეტასა შინა შენსა და დავაბნელნე ვარსკულავნი მისნი, მზე ღრუბლისა მიერ დავფარო და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი.

8. ყოველნი მნათობნი ცისანი დავაბნელნე შენ ზედა და მივსცე ბნელი ქუეყანასა ზედა შენსა, - იტყჳს ადონაი უფალი.

9. და განვარისხო გული ერთა მრავალთაჲ, ოდეს-იგი განვავლინო ტყუეობაჲ შენი წარმართთა შორის ქუეყანად, რომელი არა უწყოდე.

10. და დაწუხდენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ და ფრინვასა შინა მახჳლისა ჩემისასა წინაშე პირსა მათსა, მომლოდენი დაცემასა მათსა დღითგან დაცემისა შენისაჲთ,

11. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა.

12. მახჳლებითა გმირთაჲთა და შთამოვაქუეო ძალი შენი, ბუგრნი წარმართთაგან ყოველთა, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისა და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი.

13. და წარვწყმიდნე ყოველნი საცხოვარნი მისნი წყლისა მიერ მრავლისა და არა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან არა მერმე და კუალმან საცხოვრისამან არა დატკებნოს იგი ესრეთ.

14. მაშინ დაყუდნენ წყალნი მათნი და მდინარენი მათნი, ვითარცა ზეთნი, ვიდოდიან, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. ოდეს მივსცე ვგჳპტე წარსაწყმედელად და მოვაოჴრო ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით, ოდეს განვსთესნე ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

16. გოდებაჲ არს და ჰგოდებდენ მას; და სულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა ძალსა მისსა ჰგოდებდენ მას, - იტყჳს ადონაი უფალი.

17. და იყო მეათორმეტესა შინა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა თთჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18. ძეო კაცისაო, გოდებდ ძალსა ზედა ეგჳპტისასა და მიდრეკილმან მოიზიდე იგი და შთაიყვანენ ასულნი მისნი, წარმართთა მკუდარნი, სიღრმედ ქუეყანისა, შთამავალთა მიმართ მღჳმედ.

19. წყალთაგან შუენიერთა შთავიდეს და დაიძინოს წინადაუცუეთელთა თანა.

20. საშუალ წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან.

21. და გრქუან შენ გმირთა: სიღრმესა შინა მთხრებლისასა იქმენ, ვისსა უმჯობეს ხარ? შთავედ, დაიძინე წინადაუცვეთელთა თანა, საშუალ წყლულთა მახჳლისათა.

22. მუნ ასსურ და ყოველი შესაკრებელი მისი, ყოველნი წყლულნი მუნ.

23. მიეცეს საფლავი მათი სიღრმესა შინა მთხრებლისასა; და იყოს შესაკრებელი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა, ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომლთა მისცნეს საფლავნი მათნი ნაწილთა შორის ჴნარცჳსათა. და იქმნა შესაკრებელი გარემო, შორის საფლავისა მისისა; ყოველთა მათ წყლულთა, დაცემულთა მახჳლითა, იხილეს საფლავი მისი ქუეყანასა შინა ცხორებისასა და მოიღონ ტანჯვაჲ მათი შთაყვანებადთა თანა მთხრებლად.

24. მუნ ელამ და ყოველი ძალი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა და ყოველი სიმრავლე მისი, ყოველნი წყლულნი, დაცემულნი მახჳლებითა, და შთამავალნი, წინადაუცვეთელნი ქუეყანად სიღრმესა, რომელთა მისცეს შიში მათი ქუეყანასა ზედა ცხოვრებისასა და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმედ, საშუალ წყლულთასა

25. მიეცა საწოლი მისი, ყოვლისა თანა სიმრავლისა, თითოეულისა გარემოჲს საფლავი მისი, ყოველთა წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლითა.

26. მუნ მიეცნეს მოსოქ და თობელ და ყოველი ძალი თითოეულისა მათისა, საფლავისა მისისა გარემოჲსთაგანისა, ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცვეთელნი, წყლულნი მახჳლისა მიერ, მიმცემელნი შიშსა მათსა ქუეყანასა ზედა ცხორებისასა.

27. და დაიძინეს გმირთა თანა, დაცემულთა საუკუნეთა და საუკუნითგან, რომელნი შთავიდეს ჯოჯოხეთად საჭურველთა მათთა თანა საბრძოლელთა; და დასხნეს მახჳლნი მათნი ქუეშე თავთა მათთა, და იქმნეს უსჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ ეშიშვოდეს გმირთა ცხორებასა შინა მათსა, და შიში მძლავრთაჲ იყო ქუეყანასა შინა ცოცხალთასა.

28. და შენ შორის წინადაუცუეთელთასა შეიმუსრო და დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა.

29. მუნ ედომ და მოსოქ, მეფენი მისნი, და ყოველნი მთავარნი მისნი, მიმცემელნი ძალსა მათსა წყლულებად მახჳლისა, ამათ წყლულთა თანა დაიძინეს, შთამავალთა თანა მღჳმედ.

30. მუნ მთავარნი ჩრდილოჲსანი, ყოველნი იგი, ყოველნი ლაშქრის მძღუარნი ასსურისანი, შთამავალნი წყლულნი შიშისა თანა მათისა და ძალისა მათისა, დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლისათა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მთხრებლად.

31. იგინი იხილნეს მეფემან ფარაო და ნუგეშინისცემულ იქმნეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, წყლულებ მახჳლითა ფარაო და ყოველი ძალი მისი, - იტყჳს უფალი, უფალი.

32. რამეთუ მივეც შიში მისი ქუეყანასა ზედა ცხორებისასა, და დაიძინოს შორის წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლისათა, ფარაო და ყოველმან სიმრავლემან მისმან, - იტყჳს უფალი, უფალი.


33

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ, ჩემდამო მეტყველი:

2. ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა და სთქუა მათდამი: ქუეყანასა, რომელსაცა ზედა მოვჴადო მახჳლი მე, და მოიყვანოს ერმან ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი და მისცენ იგი თავთა მათთა ებგურად.

3. და უკუეთუ იხილოს ებგურმან მახჳლი მომავალი ქუეყანასა ზედა, და საყჳრ-სცეს საყჳრსა და დაუნიშნოს ერსა.

4. და ესმეს მსმენელსა ჴმაჲ საყჳრისაჲ და არა დაცვა-ყოს და ზედამოვიდეს მახჳლი და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

5. რამეთუ ჴმასა საყჳრისასა მსმენელმან არა დაცვა-ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს; და ესრეთ და რამეთუ დაცვა-ყო, სული თჳსი განირინა.

6. და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.

7. და შენ, ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა. და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და წინდაცვულ ყუნე იგინი ჩემ მიერ.

8. თქუმასა შინა ჩემგან ცოდვილისასა: ცოდვილო, სიკუდილით მოჰკუდე, და არა კრძალვა-სცე ცოდვილსა დაცვად უთნოობაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა, ცხოვნებად ძიებად მისსა, უსჯულო იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

9. ხოლო შენ უკუეთუ წინამიუთხრა უთნოსა გზაჲ მისი მოქცევად მისსა მისგან, და არა მოიქცეს გზისაგან მისისა, იგი ვიდრემე უსჯულოებასა შინა თჳსსა მოკუდეს, ხოლო შენ სული შენი განირინო.

10. და შენ ძეო, კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?

11. არქუ მათ: ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რათა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?

12. და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უსჯულოებამან უსჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უსჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.

13. თქუმასა შინა ჩემგან მართლისასა: ცხოვნებით სცხოვნდე, და ესე ესვიდეს სიმართლისა მიმართ თჳსისა და ქმნეს უსჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეჴსენნენ მას უსამართლოებასა შინა მისსა, რომელ ქმნა, მას შინა მოკუდეს.

14. და ვჰრქუა რაჲ მე უთნოსა: სიკუდილით მოჰკუდე, და მოიქცეს უსჯულოებისაგან თჳსისა და ყოს მსჯავრი და სიმართლე,

15. და ნახუთევი თანამდებისაჲ საუკუნო უკუნსცეს, და ნატაცები კუალადაგოს, უშჯულოჲ ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის არაქმნად უსამართლოჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს, არა მოკუდეს.

16. ყოველნი ცოდვანი მისნი. რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მსჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხონდეს.

17. და იტყჳან ძენი ერისა შენისანი: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არა მართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არს, არა გზანი თქვენნი არამართალ?

18. უკეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.

19. და უკუეთუ მოაქციოს ცოდვილმან უსჯულოებისაგან თჳსისა და ქმნას მსჯავრი და სიმართლე, მათ შინა ცხოვნდეს იგი.

20. და ესე არს, რომელ სთქუთ: მართალ არსო გზაჲ უფლისაჲ; თითოეული გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

21. და იყო მეათორმეტესა წელსა, მეათესა შინა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იერუსალჱმით განრინებული მეტყუელი: გამოღებულ იქმნა ქალაქი.

22. და ჴელი უფლისაჲ იქმნა ჩემ ზედა მიმწუხრი, პირველ მოსლვისა განრინებულისა მის, და აღმიღო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა ჩემდა განთიად, და აღ-რაჲ-ეღო პირი ჩემი, არღარა დაიპყრა მერმე.

23. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

24. ძეო კაცისაო, დამკჳდრებელნი, მოოჴრებელთანი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, მეტყუელნი იტყჳან: ერთი იყო აბრაჰამი და დაიპყრა ქუეყანაჲ და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად ქუეყანაჲ.

25. ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვინაჲთგან სისხლსა სჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, და სისხლსა დასთხევთ და ქუეყანაჲ დაგიმკჳდრებიეს.

26. და სდგათ მახჳლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძაგელნი და კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეაგინებთ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრეთ.

27. ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულთა შინა მახჳლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მჴეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყვედ.

28. და მივსცე ქუეყანაჲ ოჴრად და წარწყმედად და დასცხრეს გინებაჲ ძალისა მისისაჲ, მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი არყოფისაგან მოარულისა;

29. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანა მათი ოჴერ და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.

30. და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთჳს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა, და ეზრახებინ კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რაჲ არს სიტყუაჲ, გამომავალი უფლისაგან.

31. და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა. და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.

32. და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისაჲ და ჴმაჲ ნესტჳსა მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ყონ.

33. და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.


34

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?

3. აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.

4. მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ, და შემუსრვილი არ შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმნეთ შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობით.

5. და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათჳს მწყემსთაჲსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს

6. და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითესნეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი.

7. ამისთჳს, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ:

9. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაჲსა წარსატყუენველ და ქმნისა სამწყსოთა ჩემთა შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაჲსა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა აძოებდეს.

9. ამისთჳს მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ,

10. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ჴელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა: და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიჴსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყუნენ მათდა შესაჭმელ.

11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩვმნი და მოვიხილნე იგინი,

12. ვითარ-იგი მოიხილავს მათ მწყემსი დღესა შინა, ოდეს იყოს ალმური და ღრუბელი, შორის ცხოვართა მისთა განშორებულთა, ეგრეთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და ვიჴსნნე მე იგინი ყოვლისა ადგილისგან, სადა განითესნეს, მუნ, დღესა შინა ალმურისა და ღრუბლისასა.

13. და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათდა, დავმწყსნნე იგინი მთათა ზედა ისრაჱლისათა.

14. და ჴევნებთა შინა და ყოველსა შინა მკჳდრობასა ქუეყანისასა კეთილსა ზედა საძოვარსა ვაძოვნე იგინი, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა იყოს შუენიერებაჲ მათი, და იყვნენ ბაკნი მათნი მუნ, და დაიძინონ, და განისუენონ შუებასა შინა კეთილსა და საძოვარსა შინა პოხიერსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

15. და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და მე განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი.

16. წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსრვილი შევხჳო, და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ.

17. და თქუენ ცხოვარნო ჩემნო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ვსაჯო საშუალ ცხოვართა ჩემთა და ცხოვრისა და ვერძთა და ვაცთასა.

18. და არა კმა არს თქვენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, არამედ დანაშთომსა საძოვრისა თქუენისასა დასთრგუნევდით ფერჴითა თქუენითა და დაწმედილსა წყალსა სუემდით და ნეშტსა ფერჴითა თქუენითა აღამრღვევდით.

19. და ცხოვარნი ჩემნი და ნათრგუნევთა ფერჴთა თქუენთასა ძოვდეს და აღმრღუეულსა წყალსა ფერჴთა მიერ თქუენთასა სუმიდეს.

20. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თქუენდამი და განვსაჯო შორის ცხოვრისა ძლიერისა და შორის ცხოვრისა უძლურისა,

21. ვინაჲთგან გუერდებითა თქუენითა და მჴრებითა თქუენითა აჭენებდით და რქებითა თქუენითა ურქენდით, ხოლო ყოველსა მოკლებულსა აჭირვებთ, ვიდრე არა განაგარეენით იგინი გარე; და განითესნეს ცხოვარნი ჩემნი ყოვლისა თანწარმავალისად.

22. და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ.

23. და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს.

24. და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე.

25. და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის.

26. და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა.

27. და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა.

28. და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ.

29. და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ.

30. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი,

31. და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი.


35

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთისა მიმართ სიირისა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და არქუ მას:

3. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა მთასა სიირსა და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.

4. და ქალაქთა შორის შენთა ოჴრება-ვყო და შენ საოჴროდ იყო და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

5. ნაცვლად ქმნისა შენისა მტერად საუკუნოდ და დაშჯდე სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით, ჴელსა შინა მტერთასა მახჳლად ჟამსა შინა ჭირისა მათისასა და ჟამსა შინა სიცრუჲსასა უკანასკნელსა შორის,

6. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ არა, სისხლისა მიერ სცოდე და სისხლმან გდევნოს შენ, რამეთუ სისხლი შენი მოიძულე, და სისხლმან შენმან გდევნოს შენ.

7. და მივსცე მთაჲ სიირისი საოჴროდ და მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.

8. და თანწარმავალი და შემოქცეული, და აღვავსნე მთანი შენნი წყლულებითა შენითა, ბორცუნი შენნი და ჴევნებნი შენნი, და ყოველთა შორის ველთა შენთა, რამეთუ მოწყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.

9. და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ და ქალაქნი შენნი არ დაიმკჳდრნენ მერმე და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

10. თქუმისათჳს შენგან ორნივე ნათესავნი და ორნივე სოფელნი ჩემნი იყვნენ, დავიმკჳდრნე იგინი და უფალი მუნ არს.

11. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - და გიყო შენ მტერობისაებრ შენისა და შურისაებრ შენისა, რომელი ჰყავ მოძულეობისაგან შენისა მათ შორის, და გეცნობო შენ, ოდეს-იგი გსჯიდე შენ.

12. და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი; მესმა ჴმისა გმობათა შენთასა, რომელსა იტყოდე მთათათვის ისრაჱლისათა, მეტყუელი: მთანი ისრაჱლისანი, მაღალნი, საუკუნოდ ოჴერნი, ჩუენდა მოცემულან დასაპყრობლად.

13. და იდიდსიტყუე ჩემ ზედა პირითა შენითა და ჴმაჲ ჰყვენ ჩემ ზედა სიტყუანი შენნი, რომელნი მესმნეს მე.

14. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: სიხარულსა შინა ყოვლისა ქვეყანისასა ოჴერ-გყო შენ საუკუნო,

15. ვითარ-იგი იხარე მკჳდრობასა სახლისა ისრაჱლისასა, ვითარ უჩინო იქმნა, ეგრეთ გიყო შენ.

16. საოჴროდ იყო შენ, მთა სეირ, და ყოველი იდუმეაჲ აღიჴოცოს, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.


36

1. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ,

2. ამათ იტყჳს ადონაი უფალი მის წილ, რომელ თქვა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნნეს ჩუენდა.

3. ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვალად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვალად შეურაცხქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,

4. ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,

5. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.

6. წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.

7. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.

8. ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.

9. აჰა, მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა, და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.

10. და განვამრავლნე თქვენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისა სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.

11. და განვამრავლო თქუენზედა კაცნი და საცხოვარნი, და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12. და ვშუნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყუნეთ მათდა დასაპყრობელად, და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.

13. ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანა შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშვილოქმნილ წარმართთა მიერ იქმენ,

14. ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილოჰყო მერმე, - იტყჳს ადონაი უფალი,

15. და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნათესავი შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

16. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17. ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა, და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა, და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.

18. და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა, და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.

19. და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის, და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა. და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.

20. და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქმასა შინა მათთჳს, - ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.

21. და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:

22. ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.

23. წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

24. და მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

25. და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.

26. და მიგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ჴორციელი.

27. და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით, და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ჰყოფდეთ მათ.

28. და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყუნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

29. და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.

30. და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

31. და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უსჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

32. არა თქვენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, - ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

33. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი.

34. და ქუეყანა უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.

35. და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.

36. და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი. თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნილნი, მე უფალმან, ვთქუ და ვქმნე.

37. ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.

38. ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


37

1. და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა.

2. და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი.

3. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი.

4. და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ!

5. ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ.

6. და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

7. და ვსწინაწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვა და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.

8. და ვიხილე და, აჰა, ზედდაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის.

9. და თქვა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ.

10. და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად.

11. და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით.

12. ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაილისა.

13. და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო,

14. და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე, უფალი, ვიტყოდე და ვყო, - იტყჳს ადონაი უფალი.

15. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

16. და ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ და კუერთხი მეორე მოიღე თავისა შენისად, და დასწერო მას იოსებ, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისდამი.

17. და შეაყვნე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა.

18. და იყო, ოდეს იტყოდიან შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი?

19. და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდასსა.

20. და იყუნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა.

21. და ჰრქუა მათ: ამათ იტყვის ადონაი უფალი აჰა, მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაილისა.

22. და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა და მთათა შორის ისრაჱლისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ.

23. რაჲთა არ შეიგინებოდიან მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად.

24. და მონაჲ ჩემი დავით მთავარი შორის მათსა. და მწყემსი ვრთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ.

25. და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳრნენ მას ზედა იგინი და ძენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით, მონაჲ ჩემი, მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე.

26. და აღუთქუა მათ აღთქმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა, და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი, და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ.

27. და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

28. და ცნან წარმართთა, ვითარმედ მვ ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე.


38

1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2. ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.

3. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,

4. და გარემოგაქციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი

5. სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,

6. გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.

7. განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით ძე წინადასაცველად.

8. დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ერთგან მრავალთა ქუეყანად, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.

9. და აღმოვიდეს ვითარცა წჳმაჲ, და მოვიდეს, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი ყოვლად მრავალნი შენ თანა.

10. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა

11. და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა. ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები

12. წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.

13. საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ-ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე-ყოფად ნატყუენავისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკლესია-ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, და გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ, წარმოტყუენვად ნატყუენავთა დიდ-დიდთა.

14. ამითსჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით; სცნა და აღსდგე

15. და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი.

16. და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა-ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.

17. ამათ ეტყჳს უფალი, უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინავე ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათათა, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათ ზედა.

18. და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომა ჩემი რისხვითა ჩემითა

19. და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲათა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვა დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

20. და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.

21. და მოუწოდა მას ზედა შიშსა მახჳლისასა, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს.

22. და ვსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმღუნელითა, და ქვანი სეტყჳსანი და წუნწუბაჲ ვწვიმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა მის თანა.

23. და განვდიდნე და წმიდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე, და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


39

1. და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოქს და თოველს

2. და შეგკრიბო შენ და წარგიძღუე შენ და აღმოგიყვანო შენ დასასრულსა ზედა შორირაჲსასა, და მიგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაილისათა.

3. დაგყარო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ

4. მთათა ზედა ისრაილისათა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენ თანა; მფრინველთა ცისათა და ყოველთა ფრთოვანთა მიეცნეთ და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

5. პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე, უფალი ვიტყოდე.

6. მივავლინო ცეცხლი მაგოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

7. და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, არღა მერმე, და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა.

8. აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. - ესე არს დღე, რომელ ვთქუ.

9. და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ და აღაგზნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.

10. და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

11. და იყოს, მას დღესა შინა მიეცეს გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარემოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი დაეწოდოს მრავალსაკაცო გოგისა.

12. და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდ თთუე.

13. და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისა, და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, ,,იტყჳს ადონაჲ უფალი.

14. და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდიან ზედა ქუეყანასა დაფლვად გარემომავალთა თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, რაჲთა განწმინდონ იგი შემდგომად მჳდ თთუესა შჳდთა თთუეთასა.

15. და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა.

16. და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ.

17. და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, - არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება-ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

18. ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათა სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი.

19. და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთრვალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ.

20. და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, - იტყჳს ადონაი უფალი.

21. და მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა სასჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

22. და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ.

23. და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ, რომელი შეურაცხეს ჩემდამო, და მოვიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა.

24. არაწმიდებათაებრ მათთა და უსჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან.

25. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუეობაჲ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა.

26. და მიიღონ უპატიობაჲ მათი და ყოველნი უსამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემდამო, დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი.

27. მო-რაჲ-ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთასა.

28. და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო-რაჲ- უჩნდე მე მათ წარმართთა შორის, და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა თჳსსა და არა ვინ დაუტეო მათგანი მათ თანა

29. და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მივჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს უფალი, უფალი.


40

1. და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ

2. და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.

3. და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.

4. და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ მით, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენო, რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.

5. და, აჰა, ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯეულითა; და განზომა წინმოზღუდულობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.

6. და შევიდა ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეაჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სიგრძე და სწორი ლელწმისაჲ სივრცე. და თეეაჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ ელამისა წყრთეებ ექუს;

7. და თეეი მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.

8. და თეეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,

9. და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.

10. და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალითისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.

11. და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამეტთაჲ.

12. და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეი წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.

13. და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოთცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.

14. და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთაებ და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.

15. ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.

16. და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად

17. და, აჰა, კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარვმოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.

18. და სტოვაები სამხრითკერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ

19. გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა. და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო,

20. და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ. და, აჰა, ბჭე, მხედველი ჩრდილოთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სიგრძეცა მისი და სივრცე მისი.

21. და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

22. და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამმონნი მისნი შინაგან მათსა.

23. და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარსახედ ბჭისა მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებას.

24. და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრითკერძისა და, აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თეენი და ელანი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ.

25. და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ

26. და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამმონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.

27. და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრადმიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.

28. და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრადმიმართისა, და განზომი ბჭე სამხრადმიმართი საზომთაებრ ამათ.

29. და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ-სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

30. და ელამმონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.

31. და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისხულნი მისნი აღსავალად მისსა.

32. და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.

33. და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემოჲს ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

34. და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხვანი მისნი.

35. და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთკერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.

36. და თეენი და ელევნი და ელამმონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამმონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი, და სივრცე მისი - ოცდახუთ წყრთაებ.

37. და ელამმონნი მისნი ეზოსა შინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხულნი მისნი.

38. და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამმონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლადდასაწუელთა.

39. ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი ამიერ და იმიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდიან მათ ზედა ყოვლადდასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.

40. და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,

41. ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

42. და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.

43. და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.

44. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.

45. და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.

46. და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.

47. და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ, და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ, და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ, და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

48. და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

49. და სიგრძე ელამისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.


41

1. და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ

2. და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ.

3. და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ იმიერ.

4. და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ წმიდათაჲ.

5. და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა.

6. და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა.

7. და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და საშუალთაგან სამსართულთა მიმართ.

8. და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი.

9. და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა.

10. და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა.

11. და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ, წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო.

12. და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ - წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ.

13. და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას.

14. და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ წყრთათა ასთაჲ.

15. და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი გარეშემობაგულნი.

16. და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი განხმულ სამწილად საჭჳრობელად.

17. და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა

18. ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა:

19. პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ, გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო,

20. იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი

21. განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ,

22. ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო: ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა.

23. და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა მათ კარებთა ქცევითთა

24. ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა.

25. და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა, ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები წინაშე პირსა ელამისასა გარეთ.

26. და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ.


42

1. და შემიყვანა მე ეზოდ გარეშედ აღმოსავალით კერძოდ, პირისპირ ბჭისა ჩრდილოდმიმართისა, და შემიყვანა მე და, აჰა, საყდარნი ხუთნი, მახლობელნი ნეშტისანი და მახლობელნი განმაზღვრებელისანი ჩრდილოჲთ კერძო პირისპირ.

2. წყრთითა ასითა სიგრძით ჩრდილოდ მიმართ და სივრცით წყრთითა ერგასისითა.

3. გამოწერილნი, ვითარსახედ ბჭენი ეზოჲსა შინაგანისანი და ვითარსახედ გარემო სუეტები ეზოჲსა გარეშისანი, განწესებულნი წინაშე პირისპირ სტონი სამწილნი.

4. და პირისპირ საყდართასა არდაბაგაჲ ათთა წყრთათაჲ, სივრცით წყრთა ზედა ასთა, სიგრძე შინაგანად მიმართ გზად წყრთისა ერთისა, და კარები მათი ჩრდილოჲთ კერძები

5. და არდაბაგები; ქორედები ეგრეთვე, რამეთუ გამოემატებოდა გარემოჲ სუეტი მისგან ქუეშეკერძოჲსაგან გარემოჲსისა სუეტისა, და ხანი ესრეთგამოჲ სუეტი და ხანი და ესრეთ სტოანი.

6. მით, რამეთუ სამკეც იყვნეს და სუეტნი არ აქუნდეს, ვითარცა სუეტნი გარეშეთანი, ამისთჳს გაჰმატდეს ქუეშე კერძო და საშუალთაგან ქუეყანით ერგასისნი.

7. და ნათელი გარეშე, ვითარსახედ საყდარნი ეზოჲსა გარეშისანი, მხედველნი პირისპირ საყდართა ჩრდილოდმიმართთანი, სიგრძე წყრთათა ერგასისთაჲ;

8. რამეთუ სიგრძე საყდართა, მხედველთაჲ გარეშედ მიმართ ეზოდ, იყო წყრთათა ერგასისთაჲ; და ესენი არიან პირისპირნი, ესე ყოველი წყრთათა ასთაჲ.

9. და კარები საყდართაჲ ამათ შესავალისათაჲ აღმოსავალით შესავლად მათ მიერ ეზოჲსაგან გარეშისა.

10. ნათლისაებრ დასაწყისსა შორის არდაბაგისასა და სამხრად მიმართ, პირისპირ სამხრისაჲსა, პირისპირ დანეშტებულისა და პირისპირ განმსაზღურებელისა, და საყდარნი და არდაბაგაჲ

11. პირისპირ მათსა საზომთაებრ საყდართაჲსა, გზათა ჩრდილოდმიმართთა, და სიგრძისაებრ მათისა და სივრცისაებრ მათისა და ყოველთაებრ გამოსავალთა მათთა და ყოველთაებრ ქცეულებათა მათთა, და ნათელთაებრ მათთა

12. და განსაზიდთაებრ მათთა საყდართა სამხრადმიმართაჲსა, და განსაზიდთაებრ არდაბაგის დასაწყისთაჲსა, ვითარცა ნათლად მიმართ, ხანი ლელწმისაჲ; და აღმოსავალით კერძო შესლვად მის მიერ.

13. და თქუა ჩემდამო: დასასხდომელნი ესე ჩრდილოჲთკერძნი და დასასხდომელნი სამხრითკერძნი, მყოფნი პირისპირ ხანებისა, ესე არიან საყდარნი წმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მღდელნი მუნ, (ძენი სადუკისნი) მახლობელნი უფლისა მიმართ წმიდათა წმიდათასა, და მუნ დადვოდიან წმიდათა წმიდათასა ძღუენთაცა და მსხუერპლსა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა მით, რამეთუ ადგილი წმიდაჲ არს.

14. არ შევიდოდიან მუნ გარეშე მღდელთაჲსა; და არ გამოვიდოდიან წმიდათაგან გარეშედ მიმართ ეზოდ, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ შემწირველნი და მუნ დაჰკრებდენ სამოსელთა მათთა, რაჲთა არა შეეხებოდენ შესამოსელსა მათსა, რომელნი მწირველობენ მათ, რამეთუ წმიდა არიან; და შეიმოსედ შესამოსელთა სხუათა, ოდეს შეეხებოდიან ერსა.

15. და დასრულდა განზომაჲ სახლისაჲ შინაგან, და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა მაგალითი სახლისა მრგულივ განწესებით.

16. და დადგა სამხრით კერძო ბჭისა, მხედველისა აღმოსავლით კერძო, და განზომა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა. და მოიქცა ჩრდილოდ მიმართ.

17. და განზომა პირისპირ ჩრდილოჲსა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა.

18. და მიიქცა ზღუად მიმართ და განზომა პირისპირ ზღჳსა ხუთასი საზომითა ლელწმისათა.

19. და მიიქცა სამხრად მიმართ და განზომა პირისპირ სამხრისა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა,

20. ოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვალებელად საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.


43

1. და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

2. და, აჰა, დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალითკერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანა ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.

3. და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

4. და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,

5. და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი. და დავდეგ

6. და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;

7. და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,

8. და დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანაქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უსჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლვითა.

9. და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგან. და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.

10. და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათსა და უჩვენე მათ სახე მისი და განწესება მისი,

11. ნუ ვითარ ჰრცხუენეს? და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი, და გამოსავალნი მისნი, და შესავალნი მისნი, და ყოველი გუამოვნებაჲ მისი, და ყოველნი ბრძანებანი მისნი, და ყოველნი შჯულვილნი მისნი, და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა, და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდენ მათ.

12. ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ

13. და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე, და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხევლისა,

14. სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.

15. და არიილი წყრთათა ოთხთა, და არიილითგან და ზედ კერძო რქათასა წყრთაჲ.

16. და არიილისა წყრთათა ათორმეტთა სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.

17. და სალხინებელისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცით ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.

18. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლადდასაწველნი და დათხევად მის ზედა სისხლი.

19. და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, - იტყჳს ადონაი უფალი, - შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

20. და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედადასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო, და გარემოასხურონ მას და ალხინონ მას.

21. და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.

22. და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.

23. და შემდგომად სრულქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ,

24. და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი, და აღიხუნენ იგინი ყოვლადდასაწუელად უფლისა.

25. შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ

26. შჳდთა დღეთა, და ულხინებდენ საკურთხეველსა, და განსწმედდენ მას, და აღივსებდენ ჴელთა მათთა

27. და განასრულებდენ დღეთა. და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლადდასაწველთა თქუენთა და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.


44

1. და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.

2. და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.

3. წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.

4. და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდმიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

5. და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთა მე ვიტყჳ შენ თანა ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა.

6. და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაილისა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი, - კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაილისაო,

7. შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხონათესავთასა და წინადაუცვეთელთა გულითა და წინდაუცვეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა.

8. და არ დაიცევით დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცვად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა.

9. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინდაუცვეთელი გულითა და წინდაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაილისასა.

10. არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაილისათა, ცთომილთასა ჩემგან უკანა გულისზრახვათა მათთაჲსა, მიიღონ შეურაცხება მათი.

11. და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლადდასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა, და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა,

12. მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაილისა ტანჯვა სიცრუჲს, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიღონ უსჯულოება მათი;

13. და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაილისათასა, არცა ყოველთა წმიდათა წმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხება თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა სცთეს.

14. დააწესნენ იგინი ცვად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა.

15. ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შესცთეს ძენი ისრაილისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლისა, ცმელსა და სისხლსა, იტყჳს ადონაი უფალი.

16. იგინი შემოვიდოდიან სიწმიდედ ჩემდა, და იგინი მოუჴდებოდიან ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა.

17. და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა.

18. კიდარნი სელისანი აქუნდენყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ.

19. და გა-რაჲ-ვიდოდიან იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა. და არა წმიდა-ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ.

20. და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და ვარჯთა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა.

21. და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ.

22. და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაილისა, და ქურივი უკეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ.

23. და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა. აუწყებდენ მათ

24. და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განსჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა-ჰყოფდენ.

25. და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა, და დედასა, და ძესა ზედა, და ასულსა, და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს.

26. და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა.

27. და დღესა რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, - იტყჳს ადონაი უფალი.

28. და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე - სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაელისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა.

29. და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ, და ყოველი განაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს.

30. დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქვენთა.

31. და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა.


45

1. და განზომასა თქუენგან ქუეყანისასა სამკჳდრებელად განუჩემოთ დადასაბამი უფლისა წმიდისაჲ ქუეყანისაგან ხუთ და ოც ათასეული სიგრძე, და სივრცე ათი ათასეული, წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემოჲს.

2. და იყოს ამის განწმედისათჳს ხუთასნი ხუთასთა თანა მოთხვით მრგულივ და ერგასისთა წყრთათა ხანი მრგულივ მათსა.

3. და განზომისა ამისგან განზომო სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული სივრცე ათი ათასეული, და მას შინა იყოს სიწმიდე წმიდისა წმიდათაჲსა.

4. წმიდაჲ ქუეყანისაგან ესე მღდელთათჳს იყოს, რომელნი ჰმსახურებენ წმიდასა შინა, და იყოს მიახლებულთად მსახურებად უფლისა. და იყოს მათდა ადგილი სახლთათჳს განჩემებული სიწმიდედ მათდა.

5. ხუთ და ოც ათასად სიგრძით და სივრცით ათ ათასად იყვნენ ლევიტელთათჳს, რომელნი ჰმსახურებენ სახლსა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.

6. და დასაპყრობელი ქალაქისაჲ მისცე ხუთ ათასეული სივრცე, და სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული, ვითარსახედ დასაბამი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაელისა იყოს.

7. და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან და ამისგან დასაბამად წმიდათა და დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ დასაბამებისა წმიდათაჲსა და პირისპირ დასაპყრობელსა ქალაქისასა ზღუადმიმართთა, ზღჳთ კერძო და ზღჳსა მიმართთაგან აღმოსავალთადმი, და სიგრძე ვითარცა ერთი ნაწილითაგანი საზღვართაგან ზღუადმიმართთა, სიგრძე საზღვართა კერძო აღმოსავალთაჲთმიმართთა ქუეყანისათა.

8. და იყოს მისსა დასაპყრობელ ისრაჱლსა შორის, და არა ჰმძლავრობდენ არღა მერმე წინამძღუარნი ისრაჱლისანი ერსა ჩემსა, და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ სახლმან ისრაჱლისამან ტომთაებრ მათთა.

9. ამას იტყჳს ადონაი უფალი: კმა იყავნ თქუენდა, წინამძღუარნო ისრაელისანო, უსამართლობაჲ და საარებაჲ მოისპეთ, და მსჯავრი და სიმართლე ყავთ და აღიღეთ მძლავრებაჲ ერისაგან ჩემისა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

10. სასწორი მართალი და საწყეო მართალი და კაბიწი მართალი იყავნ თქუენდა. საწყეოჲსაჲ

11. და კაბიწი ეგრეთვე ერთი იყოს მიღებად და მოღებად; მეათედი ღომორისაჲ - კაბიწი, და მეათედი ღომორისაჲ - ჳფი, ღომორისა მიმართ იყოს სწორი სატჳრთედ.

12. და საწონნი - ოცნი ოვოლნი, სიკლა, ათხუთმეტნი სიკლანი, მნა იყვნენ თქუენდა.

13. და ესე დასაბამი, რომელი განაჩინოთ: მეექუსედი საწყეოჲსაჲ ღომორისაგან იფქლისა, და მეექუსედი ჳფისაჲ - ოცდაათისა გრივისაგან ქრთილისა.

14. და ბრძანებაჲ ზეთისაჲ: კოტჳლი ზეთისა მეათე ათთა კოტჳლთაგან, რამეთუ ათნი კოტკჳლნი არიან ღომორ, ხოლო ათი ღომორი - გრივ.

15. და ცხოვარი ერთი ცხოვართა ათთაგან, მოსაღებელი ყოველთაგან ტომობათა ისრაჱლისათა, სამსხუერპლოდ და ყოვლადდასაწუელად და მაცხოვარებად, სალხინებლად თქუენთჳს, - იტყჳს ადონაი უფალი.

16. და ყოველმან ერმან მოსცეს დასაბამი ესე წინამძღუარსა ისრაჱლისასა.

17. და წინამძღუარისათჳს იყვნენ ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი და გებანი დღესასწაულთა შინა და ახალთთუეთა და შაბათთთა და ყოველთა შინა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მან ყვნეს ცოდვისა ძლითნი და მსხუერპლი და ყოვლადდასაწუელნი და მაცხოვარებითნი ლხინებად სახლისათჳს ისრაჱლისა.

18. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.

19. და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან სალხინებელისაჲსა და მისცეს წყირთლთა ზედა სახლისათა და ოთხთა ზედა ყურეთა ტაძრისათა და საკურთხეველსა ზედა და წყირთლთა ზედა ეზოჲსა შინაგანისათა.

20. და ესრეთ ყოს მეშჳდესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიღოს თითოჲსაგან კაცისა უმეცრისა და ჩჩჳლისაგან ნაწილი სალხინებელად სახლისათჳს.

21. და პირველსა შინა თთუესა, მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა, იყავნ თქუენდა დღესასწაული პასექისაჲ, შჳდთა დღეთა უცომოთა შჭამდეთ.

22. და ყოს წინამძღუარმან მას დღესა შინა თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისაჲსა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

23. და შჳდთა დღეთა შინა დღესასწაულისათა უყვნეს ყოვლადდასაწუელნი უფალსა - შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი უბიწონი, დღითა დღე შჳდთა შინა დღეთა. და ცოდვისათჳს ვაცი თხათაჲ დღითი დღე

24. და მსხუერპლი და ცხობილი ზუარაკსა და ცხობილი ვერძსა უქმნე და ზეთისა ინი ცხობილსა.

25. და მეშჳდესა თთუესა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსასა, დღესასწაულსა შინა ჰყო ამათებრვე შჳდთა დღეთა, ვითარ-იგი ცოდვისა ძლითნი და ვითარ-იგი ყოვლადდასაწუელნი და ვითარ-იგი მანააჲ და ვითარ-იგი ზეთი.


46

1. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის.

2. და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშისა, და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა, და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლადდასაწუელთა მისთა, და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა. და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე.

3. და თაყვანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთუეთა წინაშე უფლისა.

4. და ყოვლადდასაწუელნი მოართუნეს წინამძღუარმან უფლისა დღესა შინა შაბათთასა: ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი უბიწოჲ

5. და მანააჲ, ჳფი ვერძსა და ტარიგთა მსხუერპლი, საცემელი ჴელისა თჳსისაჲ, და ზეთისა ინი ცხობილსა.

6. და დღესა შინა ახალთთჳსასა ჴბოჲ ერთი მროწეულით უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწონი იყვნენ.

7. და ცხობილი ჴბოსა და ცხობილი ვერძსა ეყოს მანააჲ, და ტარიგთა მათ, ვითარ-იგი ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა.

8. და შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს.

9. და ოდეს შევიდოდის ერი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა შინა, შემავალი გზისაგან ბჭისა ჩრდილოჲთკერძისა, თაყუანის-ცემად გამოვიდეს გზისაგან ბჭისა სამხრადმიმართისა, და შემავალი, გზისაგან ბჭისა სამხრითკერძოჲსა გამოვიდეს გზისაგან ბჭისა ჩრდილოთმიმართისა, და არა მიიქცეს გზად მიმართ ბჭისა, რომელსა შევიდა, არამედ დამართით მისსა განვიდეს.

10. და წინამძღუარი იგი საშუალ მათსა შესლვასა შინა მათსა შევიდეს მათ თანა და გამოსლვასა შორის მათსა გამოვიდეს.

11. დღესასწაულთა და კრებათა იყოს მსხუერპლი: ჳფი ზუარაკსა და ჳფი ვერძსა და ტარიგთა, ვითარსახედცა ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა თანა.

12. ხოლო უკეთუ უქმნას წინამძღუარმან ნეფსითი ყოვლადდასაწუელი მაცხოვარებისაჲ უფალსა და განუღოს თავსა თჳსსა ბჭე, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, და ქმნას ყოვლადდასაწუელი მისი და მაცხოვარებისა მისისანი, ვითარსახედ ჰყოფს დღესა შინა შაბათისასა, და გამოვიდეს და დაჰჴშნეს კარნი შემდგომად გამოსლვისა მისისა.

13. და ტარიგი წელიწდეული უქმნას ყოვლადდასაწუელად უბიწოდ დღითი დღე უფალსა და განთიად-განთიად ქმნას იგი.

14. და მანააჲ ქმნას მას ზედა განთიად-განთიად მეექუსე საწყევოსა და ზეთი მესამედი ინისა შესუარვად სემიდალი მანაად უფლისა, ბრძანებად საუკუნოდ.

15. მარადის ჰყვით ტარიგი, მანააჲ და ზეთი, ყავთ განთიად ყოვლადდასაწუელი სამარადისოდ.

16. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ სცეს წინამძღუარმან საცემელი ერთსა ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან მისისა, იგი ძეთა მისთად იყავნ, დასაპყრობელ მათდა არს იგი სამკჳდრებელი.

17. ხოლო უკუეთუ სცეს საცემელი სამკჳდრებელისაგან მისისა ერთსა ყრმათა მისთაგანსა, და იყოს მისსა ვიდრე წიაღამდე მიტევებისა, და უკუნეცეს წინამძღუარსა თჳნიერ სამკჳდრებელისა ძეთა მისთაჲსა, მათდა იყოს.

18. და არა მოიღოს წინამძღუარმან სამკჳდრებელისაგან ერისა მისისა მიმძლავრებად მათდა, დასაპყრობელისაგან მათისა, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, დაუმკჳდროს ძეთა მისთა, რაჲთა არ განიბნიოს ერი ჩემი თითოეული დასაპყრობელისაგან თჳსისა.

19. და შემიყვანა მე შესავალისა მიერ ჩრდილოჲთკერძისა ბჭისასა, საყდრისა მიმართ წმიდისა წმიდათასა მღდელთაჲსა, მხედველისა ჩრდილოჲთ კერძო, და აჰა, მუნ ადგილი განშორებულ ზღჳთ კერძო.

20. და თქვა ჩემდამო: ესე ადგილი არს, სადა შეაგბიან მუნ მღდელთა უმეცრებისა ძლითნი და ცოდვისა ძლითნი, და მუნ შემზადიან მანააჲ, ყოვლადვე არგამოღებად გარეშესა ეზოსა წმიდა-ყოფად ერისა.

21. და განმიყვანა მე გარეშედ ეზოდ და მომავლო მე ოთხთავე კერძოთა ეზოსათა, და, აჰა, ეზოჲ კედელსა თანა ეზოჲსა, თითოეულსა კედელსა ეზოჲ.

22. ოთხთავე თანა კედელთა ეზოჲსათა და ეზონი მცირენი სიგრძით წყრთათა ორმეოცთანი და სივრცით წყრთათა ოცდაათთანი, საზომი ერთი ოთხთაჲვე.

23. და საყდარნი მრგულივ ოთხთავე მათ შინა და სამზარეულოჲ, ქმნილი ქუეშე კერძო საყდართასა მრგულივ.

24. და თქუა ჩემდამო: ესე სახლნი სამზარაულოთანი, სადა შეაგბიან მუნ მსახურთა სახლისათა მსხუერპლნი ერისანი.


47

1. და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯუენისა, ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

2. და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოდმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.

3. და, აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.

4. და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.

5. და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.

6. და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.

8. და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.

9. და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალიფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.

10. და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.

11. და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და მოქცევასა შინა მისსა და ზეშთააღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.

12. ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ თუეთა მისთასა, წინაწარ გამოიღოს მით, რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებაჲ მათი სიმართლედ.

13. ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ ქუეყანისანი, ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეძინება განზომისაჲ.

14. და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.

15. და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰხეთქს შესავალსა ელდამ

16. ემათისსა, მაავთიირას, ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.

17. და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდმიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.

18. პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავლთაჲთ მიმართ.

19. და სამხრის და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოჲსა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.

20. და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.

21. და განისაზღვრეთ ქუეყანა ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.

22. ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებელთა საშუალ თქუენსა, რომელთა შვნეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა: თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.

23. და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მის ცეთ სამკჳდრებელი მათ, - იტყჳს ადონაჲ უფალი.


48

1. და ესე სახელები ტომებისაჲ დასაბამისაგან ჩრდილოჲთკერძისა ადგილით კერძო შთასლვისა განმხეთქელისა შესავალსა თანა ემათ; ეზოსა ავნანისსა საზღუარი დამასკისაჲ ჩრდილოდ კერძო. ნაწილისა კერძ ეზოსა ემათისსა, და იყვნენ მათდა აღმოსავალთაჲთკერძონი ვიდრე ზღუადმდე დანისსა - ერთი.

2. და საზღვართაგან დანისთა აღმოსავალთაჲთ კერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ასირისსა - ერთი.

3. და საზღვართაგან ასირისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ნეფთალიმისა, - ერთი.

4. და საზღვართაგან ნეფთალემისთა - აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე მანასისსა - ერთი.

5. და საზღვართაგან მანასისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ეფრემისსა - ერთი.

6. და საზღვართაგან ეფრემისთა აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუამდე რუბინისსა - ერთი.

7. და საზღვართაგან რუბინისთა აღმოსავალთაჲთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იუდაჲსა - ერთი.

8. და საზღვართაგან იუდაჲსთა აღმოსავალთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იყოს დასაბამი განჩინებისაჲ ხუთ და ოც ათასეულნი სივრცით და სიგრძით, ვითარცა ერთი ნაწილთაგანი აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე, და იყოს წმიდაჲ შორის მათსა.

9. დასაბამი, რომელსა განუჩინებენ უფალსა, სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეულ.

10. და ესე იყავნ დასაბამ წმიდათა მღდელთათჳს ჩრდილოდ მიმართ ხუთ და ოც ათასეულ და ზღუად მიმართ სივრცე ათი ათასეული და აღმოსავალთაჲთ მიმართ ათი ათასეული და ჩრდილოდ მიმართ სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და უფლისაჲ წმიდაჲ იყოს შორის მათსა.

11. მღდელთათჳს განწმედილთა, ძეთა სადდუკისთა, რომელნი სცვენ საცავთა სახლისათა, რომელნი არ შესცთეს ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათასა ვითარსახედ სცთეს ლევიტელნი,

12. და იყავნ მათდა დასაბამი მიცემული დასაბამთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათა, საზღვართაგან ლევიტელთაჲსა.

13. ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.

14. არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.

15. ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.

16. და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.

17. და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.

18. და ნამეტნავი სიგრძისა, მახლობელი დასაბამისა წმიდათაჲსა, ათი ათასეული აღმოსავალთაჲთ კერძო, და ათი ათასეული ზღუად მიმართ, და იყვნენ წინაშე დასაბამისა წმიდისაჲსა, და იყვნენ ნაშრომნი მათნი პურებად მოქმედთათჳს ქალაქისათა.

19. ხოლო მოქმედნი ქალაქისანი იქმოდეთ მათ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა.

20. ყოველი დასაბამი ხუთ და ოც ათასეულ ხუთსა ზედა და ოცსა ათასეულსა ოთხ კედელსა განუჩინეთ იგი დასაბამად წმიდისა-დაპყრობისაგან ქალაქისა.

21. ხოლო ნამეტნავი - წინამძღუარსა ამისგან და იმისგან, დასაბამი წმიდათაჲ დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ ხუთ და ოც ათას სიგრძით, საზღვართაგან აღმოსავალადმიმართთა და ზღუადმიმართთა პირსა ზედა ხუთ და ოც ათასეულთასა ვიდრე საზღვართამდე ზღუადმიმართთა, მახლობელთა ნაწილებსა წინამძღვრისასა, და იყოს დასაბამი წმიდისა და სიწმიდე სახლისა შორის მათსა.

22. და დაპყრობისაგან ლევიტელთასა და დაპყრობისაგან ქალაქისა საშუალ წინამძღვრისა იყოს, საშუალ საზღვართა იუდაჲსთა და საშუალ საზღვართა ბენიამენისთა წინამძღუარსა ეყოს.

23. და ნეშტი ტომთაჲ აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე ბენიამენს - ერთი.

24. და საზღვართაგან ბენიამენისთა აღმოსავალთათკერძოთაგან ვიდრე ზღვადმიმართამდე სჳმეონს - ერთი.

25. და საზღვართაგან სჳმეონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე იზაქარს - ერთი.

26. და საზღვართაგან იზაქარისთა აღმოსავალადმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე ზაბულონს - ერთი.

27. და საზღვართაგან ზაბულონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე გადს - ერთი.

28. და საზღვართაგან გადისთა ვიდრე სამხრადმიმართთამდე იყვნენ საზღვარნი მისნი თემანითგან და წყლით მარიმოთისა - კადე, სამკვიდრებელად ვიდრე ზღუადმდე დიდად.

29. ესე ქუეყანაჲ, რომელი განუჩინოთ ნაწილად ტომთა ისრაილისათა, და ესე ნაწილნი მათნი, - იტყჳს ადონაი უფალი.

30. - და ესე განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოთ კერძონი - ხუთას და ოთხგზის ათასნი საზომით.

31. და ბჭეები ქალაქისა სახელ-სდვეს ტომთა ისრაჱლისათა: ბჭენი სამნი ჩრდილოჲთ კერძო, ბჭე რუბენისი - ერთი, ბჭე იუდაჲსი - ერთი, და ბჭე ლევისი - ერთი.

32. და აღმოსავალთაჲთკერძონი, ოთხ გზის ათასი და ხუთასი საზომი, და ბჭენი სამნი: ბჭენი იოსეფისი ერთი, და ბჭე ბენიამენისი - ერთი და ბჭე დანისი - ერთი.

33. და სამხრადმიმართნი ოთხ ათას დახუთას საზომით, და ბჭენი სამ: ბჭე სჳმეონისი - ერთი, ბჭე იზაქარისი - ერთი, და ბჭე ზაბულონისი - ერთი.

34. და ზღუადმიმართნი ოთხგზის ათას და ხუთას საზომით. და ბჭენი სამ: ბჭე გადს - ერთი და ბჭე ასირისი - ერთი და ბჭე ნეფთალემისი - ერთი.

35. მომრგულივ ათვრამეტ ათასეულებ. და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგან დღისა იქმნას, უფალი მუნ იყოს - სახელი მისი.