ათასფერად მოქარგული,
თვისკენ მიწვევს ტურფა ველი;
იქ ნიავი წყნარად დაქრის,
მსუბუქი და უზრუნველი.

იქ, ციურ ცვრით დანამული,
ვარდი მეტყვის ქებათ-ქებას
და ღიმილით მომაფრქვევენ
ყვავილები სურნელებას.

მაგრამ ყველას მირჩევნია,
როს ყვავილი საფლავს ამკობს
და მჩქეფარე ნაკადული
უდარდელად მირაკრაკობს.