I.

იძღვენ საცემნიორფევის ჴმათ დამჴსნელნი

ნათელ მყოფელოალთა გულისათაო

ნივთ კერძოდხმუსიკთ ჴმათასა ზესთა

ესე მიიღეაღმონაშენი მშობელმან

შენნი იოხენმამაო იოან ე


II.

ბუნებითთა მათაღძრვათათ ეს ე

ელვა მე დღეს ეთჳთ ნათელ იყ ო

თხემოვანთაცამთენ უკუეთუ შენ

ნათხზთა რა ამათესევითართა

ანთებ თეათაჩემთა ეონად

აჰ, წამებრ[ი]ვთაოჳფლისყ

თუალთა თუ ნამდჳლნო

ნივთთ ზესთ მბრწყინავიიქმნე კეთილ-მორფ

უტკბილმოწლეეს ჩემდ ჰყოფდე თქუმითა

მუნთა ალისდუჩინო ყოფად


III.

ნათელსა შორის უღამოსა მბრწყინავმან

დაუვალისა მზისა ელვარებითა

უმიმწუხრო, მართალთა საშუებელსა თან,

შუებულება მითხოვე უფლის, სჳმეონ,

მოსავსა შენსა მრწემსა იეზეკიილს

და აწისაცა ღელვიანისა ზღჳსა

შფოთთა მშჳდობით, ღირსმყავ განწიაღებად.

სიბრძნის-მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლის-ფერ, ვითარცა ელვაჲ ღრუბელთა შორის; ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულის-სათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლელ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევოდოსი სკიპტრის-მპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!..