აღარ გენატრები... აღარ გენატრები, ვიცი...
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები, რატომ??
აღარ შემადარებ აწი ვარსკვლავების ციმციმს,
აღარც ცივ მთვარეს და აღარც ულამაზეს მნათობს,
აღარ ჩამიხუტებ... აღარ მომიფერებ კოცნით,
აწი ამატირებს მხოლოდ მონატრება შენი,
და თუ ვიზეიმებ, მხოლოდ გაზაფხულის ქორწილს,
ცრემლებს შევიყვარებ, წარსულს სინანული შვენის...
სულში დაგროვილა უკვე უშენობის სევდა...
ღამეს მივენდობი, ღამე თუ გამიგებს მარტო...
აღარ გენატრები... აღარ გენატრები ნეტავ???
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები... რატომ???


25.04.2007

ფიქრად მომევლინე ღამის სიჩუმეში...
სევდად და ოცნებად რჩები...
ღამევ, მომეფერე ჩვეული ნუგეშით,
ღამევ, შემიფარე, ვკვდები...
ღამევ, მომახვიე სიბნელის საბანი,
რადგან უსაშველოდ მცივა...
მე შენთან მოვედი ცრემლებით ნაბანი,
როგორც კი დაეშვი ციდან...
უკვე ვეღარ ვიტან დღეთა უხეშ ფერებს,
მიყვარს მდუმარება შენი...
ღამევ, შემიფარე, ღამევ, მომეფერე,
ღამევ, მისაშველე... ვკვდები...


25.04.2007

გემი რომ ვიყო, მე მხოლოდ შენსკენ მომავალი გავშლიდი აფრებს,
ჩიტი რომ ვიყო, ჩემი გალობით მოგირჩენდი სულის იარებს,
ქარი რომ ვიყო, მე მხოლოდ შენთვის ვიქროლებდი დედამიცაზე,
ფიქრი რომ ვიყო, მე ერთადერთი შენს გარშემო თუ ვიტრიალებ.
მე რომ მზე ვიყო, ჩემს უთბეს სხივებს მარტოდმარტო შენ გაჩუქებდი,
წვიმა რომ ვიყო, მე მხოლოდ შენთვის მოვწყდებოდი ზეცის წამწამებს,
მთვარე რომ ვიყო, მე ჩემს სინათლეს შენს ფანჯრებთან ავაფეთქებდი,
რწმენა რომ ვიყო, მე მხოლოდ ჩემით აგივსებდი სულს განაწამებს.
რომ ვიყო ლანდი, მე უსათოუდ ვიქნებოდი შენი აჩრდილი,
რომ ვიყო წყარო, დავდინდებოდი მხოლოდ შენთვის მიწაზე მუდამ...
და თუ არა ვარ მე არცერთის თუნდაც ნაწილი,
მე მაინც შენით ვარსებობ და შენთვისვე ვსუნთქავ!


25.04.2007