სხვა სახელი:                ფაზელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:    9 თებერვალი, 1836
გარდაცვ. თარიღი:      6 აგვისტო, 1891  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:                  მთარგმნელი, პოეტი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი.

აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-1856წწ.). მალე თავი დაანება სამხედრო სამსახურს (1861). მამია გურიელმა ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ლექსია "ფარვანა" ("ცისკარი", №1). მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია ("ფანტაზია", 1868; "ოცნება", 1887 და სხვ.). იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას ("რა კარგია ყმაწვილობა", 1881; "რათ მინდა?", 1887). მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია ("პოეტი და ჩვენება", 1883; "ჩემი ალავერდი", 1879). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი" (1867). მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა "რაშიდ ვარდანოღლი" (1872 - 1879წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინისა და მ. ლერმონტოვის თხზულებანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.314

 
ლექსები

ადამიანი

ჩემს შვილს კახაბერს

კითხვა