რამეთუ კაცი ვარ
(ისტორიული რომანი გეორგი ებერსისა)
I
გარშამო კლდეებია - შიშველნი, ტვიფრნი და დარიჩინისფრად
მაყურებელნი, არაფერია ზედ, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ძეძვი, არც ერთი
მუჭა ხავსი; ერთის სიტყვით, არც ერთი იმისთანა რამ, რომელიც ჩვეულებრივ
ამოდის ხოლმე კლდეზედ, თითქო იმის მაგალითად, რომ ცხოვრების
შემოქმედი ძალა ბუნებისა თავის კვალსა სტოვებს უნაყოფო ქვაზედაცაო.
არაფერია, არაფერი გარდა სიპის ქვისა და ზედ წამოდგმულის ცისა, რომელიც
ისე მოწმენდილია ღრუბლისაგან, როგორც თვით კლდეგბი ბუჩქისა და
მწვადისაგან.
მაინც კიდევ ადამიანის ცხოვრება მოძრაობს. აი იქ, გამოქვაბულში, და
ორი პატარა ჩიტი დაჰსცურავს წმინდა და სუბუქს ჰაერში. მაგრამ აი, ისინიც
თვალს მიეფარნენ და გადაფრინდნენ კლდეებს იქით, რომელნიც ხევის პირს
გადმოჰკიდებოდნენ, თითქო კედელიაო, კაცის ხელით განგებ გაკეთებულიო.
ტყუილად კი არ გადვიდნენ ის პატარა ჩიტები; იქ სწორედ მადლია
ღვთისა მოფენილი. მთის წყარო მოჩუხჩუხებს და ჰრწყავს ქვიანს ადგილს და

საცა ნამია, იქ სურნელი მცენარენიც არიან, იქ მიმზიდველი ბუჩქიც არის.
მეოთხე საუკუნის ნახევარში აქ სინაიას მთის წმინდა ადგილებზედ
რამდენიმე წლის წინად დაბინავდნენ მეუდაბნოენი, ბერები, კაცნი, რომელნიც
ცხოვრებისაგან მოღალულ იყვნენ და შეჰსდგომოდნენ სულის საცხონებელს
და სინანულის საქმეს. ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ჰსცხოვრებდნენ, არ იყვნენ
ერთმანეთთან შეკრულნი არც რაიმე წესდებითა, არც რაიმე დადგენილებითა.
წყაროს ახლო ხევში, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ, იდგა
მრავალშტოიანი ალვის ხე ფრთასავით ტოტმოწყობილი. ხოლო იგი არ
აჩრდილებდა წყაროს და არ იფარებდა იქაურის მწვავის მზის სხივთაგან. მისი
გრილო მარტო მის საკუთარს ძირს აჩრდილებდა. ერთს მის გრძელს ტოტზედ
გადაფენილი იყო გაშლით სუბუქი მოლურჯო ხელთსახოცი და მისი ჩრდილი
ჰფარავდა სიცხისაგან სახეს ახალგაზრდა ქალისას, რომელიც გაშხლართულ
იყო გახურებულს ქვებზედ და ღრმად რაღაცაზედ ფიქრობდა. მის გარეშემო
ჰსძოვდნენ რამდენიმე მოყვითანო თხები; მხიარულად დაჰხტოდნენ ქვიდამ
ქვაზედ, თითქო შუადღის პაპანაქება დიდად ესიამოვნებათო. ზოგჯერ
ყმაწვილი ქალი წამოავლებდა კომბალს ხელსა და უძახდა თხებსა. აი, ხტომით
მოგოგდა მასთან პატარა ციკანი. ბევრს პირუტყვს არ შეუძლიან სიხარულის
გამოთქმა, მაგრამ თხებმა კი ეგ ყოველთვის კარგად იციან ხოლმე.
ქალმა გაიშოტა თავისი შიშველი და ლამაზად მოყვანილი ფეხი და
ღიმილით გაიგდო ციკანი. ციკანს იამა ამისთანა შექცევა და უფრო მეტის
თამაშობით და მხიარულებიო ხელახლდ გადმოასკუპა ქალისაკენ. ქალი კიდევ
ისე ლამაზად ხმარობს ფეხს მის გაგდებაზედ, თითქო ვისმეს ელამაზებაო.
ციკანი ხელახლად მოეხუტა ქალს, ეხლა კი თავმოღერებით, თითქო
რჩოლას უპირებსო, შუბლი დააჯახა ქალის ფეხის გულს, მაგრამ მაშინ კი,
როცა თავისი ცხვირ-პირი ქალის ფეხის გულს წაუს-წამოუსო, ქალმა ასე
ძლიერ ფეხი ჰკრა, რომ საწყალმა პირუტყვმა დაიბღავლა და შესწყვიტა
თამაშობა.
აშკარაა, ქალს უნდოდა იმისთანა დრო ჩაეგდო, რომ სატკენად ეკრა ფეხი
ციკნისათვის. მოლურჯო ხელთსახოცის ჩრდილი სახეს უმალავდა ქალს;
მაგრამ ეჭვი არ არის, რომ გაუჯავრდა და თვალები აუპრიალდა, ციკანი რატომ
აღარ მეთამაშებაო.
დიდხანს იწვა იგი უძრავად; ხოლო ხელთსახოცი ჩამოეარდა, გადაეფარა
სახეზე და იგი იძროდა ოდნივ მისის ამოსუნთქვისაგან. ქალი დიდის
გულისთქმით და ყურაცქვეტით რაღაცას უგდებდა ყურს.
მოისმა რაღაცა ხმაურობა. ხმა მოდიოდა იმ ადგილიდამ, საცა
უშველებელი ბუნებითი კიბე დიდროვანის ქვებისა ჩამოჰსდევდა ფრიალო
კლდეს ხევამდე, რომელშიაც წყარო მიჩუხჩუხებდა.
ქალს ელდამ გაურბინა ნაზსა და ჯერ ძლივად შემთავრებულ ასოებში,
მაგრამ არ დაიძრა მაინც. პატარა ჩიტები, იქავ ძეძვზე მსხდომარენი, დაფთხნენ
და გაფრინდნენ. მათ მოესმათ ხაგრობა, მგრამ ჯერ ვერ შეეტყოთ, ვისგან არის
ის ხმა. ქადი კი უფრო ყურმახვილი იყო.

ქალა გამოიცნო, რომ ეგ ხმა ადამიანის ხმაა. ისიც კი გამოიცნო, რომლის
ხმაა; იმისთას ძახილი მარტო ერთს შეეძლო
ქალმა ხელი გამოიწოდა, წაავლო ქვას ხელი და ჩააგდო წყაროში. წყარო
მაშინვე აიმღვრა. მერე გადმობრუნდა, გვერდზე დაწვა, თავის ქვეშ ამოიდო
მკლავი და თავი მოიმძინარა. მტკიცე და მარჯვე ფეხის ხმა უფრო და უფრო
ცხადად მოისმოდა.
კიბეზე ჩამოდიოდა მაღალი და მშვენიერი ტანადი ყმაწვილი კაცი.
ტანისამოსზე ეტყობოდა, რომ იგი ერთი ბერთაგანია სინის მთისა. მას ტანზე
ეცვა მარტო ერთი პერანგი სხვლის ტილოსი და ფეხის გულზე ეკრა ტყავი,
ალვის ხის ხრალით ფეხზედ გამაგრებული.
ამაზე საწყლად ტყვესაც არავინ მოჰრთავდა, მაგრამ მაინც ვერავინ
იქყოდა, რომ იგი აზატი და თავისუფალი კაცი არ არის; ისე აჩაყად,
თავმოწონებით და რიხიანად მოდიოდა. ბევრი-ბევრი ოცის წლისა ყოფილიყო.
ამას ამტკიცებდა ბუსუსი, რომელიც ამოსვლოდა ულვაშების ადგილს,
ნიკაბზვდ და ლოყბზედ. გარნა დიდრონი, ცისფერთ თვალები ჭაბუკობის
ცეცხლით არ კქონდა ანთებული. პირიქით - თვალებში გამოკრთოდა რაღაც
გულნატკენობა და პირიც მოეკუმშა, თითქო რასმეს ჯიუტობსო.
ყმაწვილი კაცი შედგა და გადიყარა უკან სქელი თმები, რომელნიც ლომის
ფაფარივით გადმოეფინა არეულად შუბლზედ. შემდეგ მივიდა წყაროსთან და
მოემზადა, რომ წყალი ამოეღო გოგრითა. მაშინ ჯერ დაინახა, რომ წყალი
აუმღვრევიათ, მერე თვალი მოჰკრა თხებსაც და ბოლოს მძინარე ქალსაცა.
გაჯავრებულმა ჭურჭელი ძირს დადგა და ხმამაღლა დაუყვირა ქალს.
ქალი არც კი გაინძრა, ვიდრე უშვერად ფეხი არ წაჰკრა. მაშინ კი წამოხტა ქალი
სწრაფად, თითქო გველმა უკბინაო და ორი თვალი, ბნელი როგორც ღამე,
ცეცხლით აენთო და გამობრწყინდა ქალის ჭაბუკი და შავგვრემანი სახე.
ცხვირის ნესტოებმა თრთოლა დაუწვეს და თეთრად გამოკრთდნენ ქალის
კბილები, როცა შეჰსძახა:
- განა ძაღლი ვარ, რომ მაგრე მაღვიძებ?
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, გაჯავრებით მიუთითა წყაროზედ და
მკვახედ უთხრა:
- შენმა თხებმა ხელახლად აამღვრიეს წყარო; ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე და
ვუცადო, მინამ დაწმნდება.
- არა გიშავს რა. დღე დიდია, - მიუგო ქალმა და კიდევ ჩააგორა ქვა
წყაროში ისე, ვითომ ფათერაკად მოუვიდაო.
ყმაწვილმა კაცმა შეამცნივა, რომ ქალს ძალიან იამა ხელახლად ამღვრევა
წყლისა და რისხვით შეჰყვირა:
- მართალი მითხრა მე იმან! შენ სწორედ შხამიანი გველი ჰყოფილხარ,
ჯოჯოხეთიდამ გამოსული სატანა ხარ!
ქალს სიცილი წაჰსქდა, მოუბრუნდა და ისე დაეღმიჭა, თითქო უნდაო
დაუმტკიცოს, რომ მართლა ეშმაკების ჩამომავალია. შეჰკრთა ყმაწვილი კაცი,
უკან მოდგა, გაიწვდინა ხელი მოსაგერებლად, ღვთის სახელი მოიწოდა და რა

ხედავდა, რომ ქალი უფრო და უფრო მხეცურად ხარხარებს, დაიყვირა:
- გამეცა, სატანავ, გამეცა! სახელითა უფლისათი გკითხავ: შენ ვინა ხარ?
- მე მირიამი ვარ, სხვა ვინ უნდა ვიყო? - მიუგო სიცილით ქალმა.
ყმაწვილი კაცი სხვა პასუხს მოელოდა. ქალის კასკასი ძალიან ჰსწყინდა
და გაჯავრებით უთხრა:
- შენ რაც გინდა დაირქვი სახელად, ხოლო შენში კი რაღაც ბოროტი სული
ჰზის და მე პავლეს შევეხვეწები, რომ შენ აგიკრძალოს და თხები აღარ
მოგარეკინოს აქ ჩვენის წყაროს წყლის დასალევად.
- უფრო კარგს იზამდი, შენს ძიძასთან გაიქცე და იმასთამ დამაბიზღო, მიუგო ქალმა და სასაცილოდ აიგდო.
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, ქალმა კი უშიშრად განაგრძო ლაპარაკი:
- შენ დავაჟკაცებულ კაცად უნდა გეჭიროს თავი, იმიტომ რომ ტანი და
ღონეც შეგწევს. ამის მაგიერ შენ მიგიცია ნება და როგორც ბაშვს ანუ გოგოს, ისე
გექცევიან. აბა, რა კაცი ხარ, ერთი მითხარი. ძირხვენას ჰგლეჯ, ხილსა ჰკრებ და
ამ უბედურის ჭურჭლით წყალს ეზიდები. ამის მეტს ხომ არას აკეთებ? მაგაებს
მე ჩავდიოდი მაშინ, როცა აი, ამოდენა ვიყავი.
ამ ქალმა ხელი დაბლა დაიდო და მიწიდამ ძალიან მოკლე სივრცე ანიშნა.
- ფუჰ! შენ უფრო ღონიერი ხარ და ლამაზად მოყვანილი, ვიდრე აი, ის
ამალეკიტელი ჭაბუკი, ქვევით რომ ჰსცხოვრებს. ხომ ასეა, მაგრამ აბა ერთი
ჰსცადე და გამოეჯიბრე, ვინ ვის ჰსჯობია ან მშვილდოსნობაში, ან შუბის
ხმარებაში!
- მე რომ გაბედვა მქონდეს, რაც მინდა, ის ვქმნა, - გააწყვეტინა სიტყვა
ყმაწვილმა კაცმა, სირცხვილით ჭარხალსავით წამოწითლებულმა, - მე
იმისთანა მჭლე ქონდრისკაცებს თუნდა ათს გავუძღვებოდი.
- მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ, - უპასუხა ქალმა და მისი
გულისთქმით სავსე თვალი რაღაც თაგმოწონებით დააჩერდა ყმაწვილის კაცის
მხარბეჭს და ძარღვიანს მკლავებსა. - მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ-მეთქი,
მაგრამ, ერთი ეს მითხარ, რატომ ვერ ჰბედავ? განა შენ ყმა ხარ იმ კაცისა,
რომელიც აიქ, ზევითა დგას?
- ის მამაჩემია და ამასთანაც...
- რა ამასთანაც? - დაიძახა ქალმა და გაიქნივა ხელი, თითქო რაღაც უნდა
უკუირიდოსო. არც ერთმა ფრინველმა რომ არ მოინდომოს თავის ნებაზედ
ბუდიდამ გამოფრენა, კაი წეწვაგლეჯა არ შეუდგებოდათ ბუდეში! ჩემს
ციკნებს მაინც შეხედე; მინამ დედა საჭიროა, უკან დაჰსდევენ და რაკი
იმოდენად მოიყრებიან, რომ თვითონ იშოვონ საზრდო, წავლენ და სადაც
უნდათ და როგორც უნდათ, ისე შოულობენ. დამიჯერე, რომ აი, ამ ერთის
წლის ციკანს აღარც კი ახსოვს, ვისი ძუძუ უწოვნია: თეთრის თუ შავის თხისა.
ან ვითომ მამაშენი რა დიდს საქმეს გიკეთებს, რომ მაგაებს ამბობ?
- ჩუმად! დაუყვირა მართალის გულისწყრომით ჭაბუკმა- ეშმაკი
ლაპარაკობს შენის ენითა. გაეთრიე აქედამ. მე ის არ უნდა შევუშვა ყურში, რის
თქმაც მე თვითონ მეშინიან.

- უნდა ყურში შეუშვა, უნდა და უნდა! - გამოაჯავრა ქალმა. - თუ მაგას
ვერ ჰბედავ, მაშ რის პატრონი ბრძანებულხარ? დახე, ყურში სიტყვაც ვერ
შეუშვია, ეშინიან! ფუ... მაშ რაღა კაცი ყოფილხარ!
- ის კაცი ვარ, შე სატანავ, რომ შენი სიტყვა არ უნდა ყურში შევუშვა, უთხრა გაჯავრებით. - მე შენი ხმაც კი მძულს და თუ კიდევ აქ წყაროსთან
გნახე, სულ ქვის სროლით გაგაგდებ აქედგან.
ქალმა გაშტერებით დაუწყო ყურება ყმაწვილკაცსა, ტუჩები გაულურჯდა
და პაწაწა ხელები მუშტებად დაეკუმშა.
ყმაწვილკაცმა წყაროსაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ქალი წინ გადუდგა და
თვალი თვალში გაუყარა. ტანში ჟრჟოლამ გაურბინა, როცა ქალმა ტუჩების
თრთოლით და ნაღვლიანის ხმით უთხრა:
- მე შენთვის რა დამიშავებია?
- გამეცალე-მეთქი, - უთხრა ყმაწვილმა კაცმა და გაიწოდა ხელი, რომ
გზიდამ ჩამოიცალოს.
- თუ კაცი ხარ და ხელს მახლებ! - დაუყვირა ქალმა.- რა დამიშავებია, არ
იტყვი?
- შენ არ იცი ქვეყანაზედ ღმერთი არის თუ არა, და ვინც ღვთისა არ არის,
ის ეშმაკისაა!
- მაგას ხომ შენსას არ ამბობ, სხვის სიტყვას მეუბნები,- უპასუხა ქალმა და
ხმაზედ ეტყობოდა, რომ ცოტად დაჰსცინის. - შენთვის ეგ სიტყვები
უსწავლებიათ, სხვისი ჭკუა ალაპარაკებს შენს ენასა. ვინ გითხრა, რომ მე
ეშმაკისა ვარ?
- მე არ დაგიმალავ მაგას! - უთხრა თავმოწონებით ყმაწვილკაცმა. ღვთისმოყვარე პავლე მაფრთხილებს და მეუბნება, შენ მოგერიდო და
ამისთვის მე დიდი მადლობელი ვარ. იმან მითხრა, რომ შენის თვალით ეშმაკი
იყურება. მართალიც არის, ათასჯერ მართალია! როცა შენ მე შემომხედავ
ხოლმე, მაშინვე გულში სურვილი გამივლის ფეხქვეშ გავქელო ყოველი, რაც კი
წმინდაა ქვეყანაზედ. უკანასკნელს ღამეს მე მესიზმრა, ვითომ კუდიანობის
სერობაში მე და შენ თავგადაგლეჯით ვბუქნაობდით.
ამ სიტყვაზედ მარიამის სახიდამ გაჰქრა გულის ნატკენობა და
ნაღვლიანობა. ხელი ხელს შემოიკრა და ნატვრით წამოიძახა:
- ეგ რომ ცხადი ყოფილიყო და არა სიზმრად! ნუ შეშინდი კიდევ, შე
სულელო! განა შენი ჭკუა მისწვდება, რა კარგია, როცა სალამურს უკრავს,
სიმები წკრიალებენ და ფეხები ატოკდებიან ცეკვითა, თითქო ფრთები
გამოებათო!
- ფრთები სატანისა! - მკაცრად მოჰსწყვიტა სიტყვა გერმასმა. - შენ ეშმაკი
ხარ, ეშმაკი, შე ღვთისაგან შეძულებულო ურჯულოვ!
ღვთისმოყვარე პავლე ეგრე ამბობს განა! - დაიწყო ხარხარი მარიამმა.
- მეც ვამბობ მაგას, მეც, - შეჰყვირა ყმაწვილმა კაცმა.- განა შენ როდესმე
უნახვიხარ ვისმე კეთილ მორწმუნეთა შორის? განა შენ როდისმე გილოცვინა?
როდისმე მადლობა გადაგიხდია ღვთისა და მაცხოვრისათვის.

ვითომ რისთვის უნდა გადამეხადა? იმისათვის თუ, რომ თქვენში
ყველაზე უფრო ღვთის მოყვარე კაცი სატანას მეძახის?
- დიაღაც იმიტომ, რომ შენ ცოდვილი ხარ და ღმერთი თავის მოწყალეს
თვალს გარიდებს.
- არა, არა და ათასჯერ არა! - დაიძახა მარიამმა. - არა რომელსამე ღმერთსა
ჩემთვის გულთ არა ჰსტკენია. აბა, როგორ ვიყო გულკეთილი, როცა ავის მეტი
ჩემს წილად თავის დღეში არა ურგუნებიათ რა? იცი, მე რა ვარ და რათა ვარ
ასეთი? განა მე ბოროტი ვიყავ მაშინ, როცა დედ-მამა დამიხოცეს, სალოცავად
რომ მიდიოდნენ იერუსალიმს? მე მაშინ ექვსის წლისა ვიყავ, ექვსისა! მაგრამ
მაინც კარგად მახსოვს, რომ ჩვენს ეზოში ბევრი აქლემი და ცხენი ჰსძოვდა,
სულ ჩვენი საკუთარი იყო. მე მახსოვს, რომ დედისჩემის ხელზედ, რომელიც მე
მიალერსებდა, უშველებელი ალმასი ბრწყინავდა. მეცა მყვანდა ზანგის ქალი
მოახლედ და ყოველს ჩემს ბძანებას ხმაგაკმენდით ემორჩილებოდა. თუ არ
დამიჯერებდა, მე ნება მქონდა, თმებით მეთრია და ტყავი გამეძრო. ვინ იცის,
ის ეხლა სად არის! მე ის არ მიყვარდა, მაგრამ ეხლა რომ ის ჩემთან იყოს,
რარიგად გულკეთილად მოვექცევოდი! აი ეხლა ეს თორმეტი წელიწადია, რაც
ტყვის ლუკმასა ვჰსჭამ და სენატორის პეტრეს თხებს ვუვლი და უკანა ვსდევ.
მე რომ მორთულს და თავისუფლად მყოფს ტოლ-ამხანაგში გავერივო ეხლა,
პანჩურის კვრით გამომაგდებენ და თავიდამ მორთულობას მომხდიან. ნუთუ
ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთსა და თაყვანი ვჰსცე! რომელი
ღმერთი ზრუნავს ჩემთვისა, რომელი? მეძახეთ სატანა, მეძახეთ! ხოლო თუ
პეტრე და შენი პავლე იტყვიან, რომ ის ღმერთი, რომელმაც მე ამ შავ დღეში
ჩამაგდო, კეთილი ღმერთიაო, იტყუებენ. ღმერთი თვითონ ბოროტია და იმას
არა ედარდება რა იმისაგან, რომ შენ ჩაგაგონა ჩემი აქედამ ქვის სროლით
გაგდება.
ამ სიტყვებზე ქალმა ქვითინით ტირილი დაიწყო და ყოველი ასო
სახეზედ შაეშალა.
გერმასს შეეცოდა მტირალი მირიამი. ასჯერ მაინც ენახა აქამომდე ეს
ქალი, იგი ხან გულშხამიანად დახვდებოდა, ხან მხიარულად, ხან
გულმრისხანედ, ხოლო თავის დღეში არ ენახა იგი ასე გულჩათუთქული და
კეთილმგრძნობიარე.
დღეს პირველად გადაუსხნა გერმასს თავისი გული მირიამმა. ცრემლმა
სახის მეტყველება შეუცვალა ამ ქალს და მთელს მის არსებას ისეთი ფერი
დაჰსდო, რომ გერმასს ამისაკენ გული მოუბრუნდა. გერმასი ეხლა ხედავდა
თავის თვალწინ ღონემიხდილს, მწუხარებით დაჩაგრულს ქალსა. შერცხვა,
რომ წინად ეგრე უგულოდ მოექცა. მივიდა მრიამთან და ალერსიანად უთხრა:
- კარგი, ნუ ჰსტირი. როგორც გინდა და როცა გინდა, იარე ამ წყაროზედ.
მე აღარ დაგიშლი.
მისი რიხიანი ხმა მორბილდა და მოტკბა, როცა ეს სიტყვები უთხრა;
მაგრამ ქალი უფრო ძლიერ ატირდა, უფრო ძლიერ ამოუჯდა გული. უნდოდა
რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეიძლო. მთელი მისი ნაზი აგებულება კანკალმა

აიტანა და ეგრე მწუხარებით მოკლული მშვენიერი ტანადი მწყემსი ქალი იდგა
უძრავად გერმასის წინ. გერმასმა იგრძნო, რომ შველაა საჭირო.
ჭეშმარიტი გულმტკივნეულები დაიძრა მის გულში და დაუბა
მოხერხებული ენა.
სიტყვა ნუგეშის ცემისა რომ ვერ მოახერხა, მარჯვენა ხელიდამ
მარცხენაში გადიღო კოკა და მარჯვენა დაანდო ქალს მხარზედ.
ქალი შეკრთა და არ ეურჩა.
მისის სუნთქვის სითბო ეცა ჭაბუკსა.
გერმასს უნდოდა უკუ მდგარიყო, მაგრამ იგრძნო, რომ თითქმის
მიკერებულია ერთს ადგილას. მას სწორედაც ვერ გაეგო, მართლა ტირის ქალი,
თუ იცინის. ყმაწვილი კაცის ხელი ისევ ქალის მხარზედ იყო დანდობილი.
ქალი მაინც ადგილიდამ არ დაიძრა. ბოლოს კი თავი მაღლა აიღო, თვალებში
ცეცხლმა გაუელვა და ყმაწვილმა კაცმა უეცრად იგრძნო, რომ ორი ნაზი ხელი
მოეხვია ყელზედ.
მას ის ეგონა, რომ ზღვამ მის ყურში უცებ შუილი დაიწყოო და თვალთა
წინ მეხმა გაიელვაო.
რაღაც გაუგებარმა ელდამ სრულიად შეიპყრო ჭაბუკი. ერთი ღონიერად
დაიბერტყა, გამოეცალა ქალს, მაღლა ხმით დაიყვირა და გაიქცა, თითქო ავი
სული დაედევნაო. ისიც ვეღარ შენიშნა, რომ მისი კოკა სირბილში ქვას მოხვდა
და დაიმსხვრა.
მირიამი გაოცებული უძრავად დარჩა და თვალი ააყოლა გერმასსა, მერე
შემოიკრა თავისი პატარა ხელი თავში, მივიდა ისევ წყაროს პირს, დაწვა და
თვალი გაუშტერა ცარიელს სივრცესა.
როცა მზემ გადიხარა და ხის ჩრდილი დაგრძელდა, მირიამი წამოხტა,
მოირეკა თხები და სულგანაბულმა ყური მიაპყრა იმ მხარეს, საიდაც გერმასი
გაიქცა.
საღამო მოკლეა ხოლმე იმ ადგილებში და მირიამმა იცოდა, რომ ცოტა
კიდევ დაიგვიანოს, ღამე მოასწრობს ღორღიანსა და ოღროჩოღრო გზებზედ.
უიმისოდაც ღამით ეშინოდა ხოლმე, ეშმაკისა და მავნე სულის მოჩვენებისა
ეფიქრებოდა, თუმცა არ იცოდა, რა მიზეზით კი. მაგრამ მაინც ის ადგილიდამ
არ იძროდა და სულ სმენად იყო გადაქცეული. მას იმედი ჰქონდა, რომ გერმასი
ისევ მობრუნდებოდა.
მზე მიეფარა კიდეც წმინდა მთასა და მეწამული ფერი დასავლეთისა
ცაზედ გაქრა.
ჩამოვარდა საშინელი მყუდროება. ასე რომ ქალს თავისი საკუთარი
გულისცემა ესმოდა. ღამის სიცივემ შეაჟრჟოლა. უცბად მოესმა რაღაც
ხმაურობა უკანიდამ. ჯიხვის ფარა ჩამოდიოდა წყაროზე წყლის დასალევად.
კაცის სუნი აიღეს და გაფთხნენ. მარტო ერთი წინამძღვარი ყოჩიღა შერჩა ხევის
პირზე და აქეთ-იქით იყურებოდა. მირიამმა იცოდა რომ ყოჩი ამის წასვლას
ელის, რომ ჩამოიყვანოს ფარა წყალზე.
გულში რაღაც მადლიანმა გრძნობამ გაურბინა და აიწია კიდეც ფეხი, რომ

წასულიყო და დაეთმო ადგილი იმ პირუტყვთათვის. მაშინ უეცრად მოაგონდა
მუქარა გერმასისა, რომ ამ წყაროდამ გაგაგდებო. გაბოროტებულმა წამოავლო
ქვას ხელი და ესროლა ყოჩს. ყოჩი გაფრთხა და გაიქცა. უკან დაედევნა ყოჩს
მთელი ფარაცა.
მირიამმა ჯიხვების ფეხის ხმა გაიგო. მერე ჩამოჰკიდა ნაღვლით თავი,
გამოირეკა თხები და ბნელაში გაემგზავრა თავის გზაზედ.
II
იმ ხევ-ზემოდამ, საცა წყარო მდინარებდა, პატარა ვაკე იყო, რომლის
ბოლოსაც კლდის კედელი მოჩანდა.
როგორც ფოლადი, ისე მაგარი სიპი ქვა საძირკელად მქონდა იმ კედელსა.
იმის ქვემოდ თვით ბუნების შემოქმედობისაგან რგვლად გამოქვაბული იყო
კლდე. როდესღაც ამ ქვაბში ნადირს, ფოცხვერს და მგლებს უცხოვრიათ, ეხლა
კი ახალგაზრდა გერმასისა და მისის მამის სადგურად გადაქცეული იყო.
ბევრი ამისთანა ქვაბი იყო წმინდა მთაზე და რომელნიც ყველაზე
დიდრონი იყვნენ, ისინი ბერმონაზონებმა დაიჭირეს.
გერმასის მამის სტეფანეს ქვაბი მაღალი იყო და გრძლად კლდეში
შესული, აგრამ მაინც ადგილი გამხმარის მთის ბალახისა, რომელიც მამისა და
შვილის ქვეშსაგებს შუა ეფინა, ძალიან პატარა იყო.
შუაღამე გადასული იყო, მაგრამ არც ახალგახდას და არც მოხუცს
მცხოვრებს ქვაბისა, არ ეძინათ.
გერმასი ხმამაღლა იკვნესოდა და მოუსვენრად ხან ერთს გვერდზედ
გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზედ და სულაც ყურადღებას არ აქცევდა თავის
მამას, რომელიც ტკავილებისაგამ დაქანცული იყო და ძილს ჰსაჭიროებდა. მამა
კი გაღაბრუნებასაც ერიდებოდა, რომ ხმაურობით შვილს ძილი არ
დავუფთხოვო, როცა შვილს ეძინა.
რა დაჰმართვია ამ ჭაბუკს, რომელმაც ადრე ასეთი მაგარი ძილი იცოდა,
რომ ძნელად თუ კაცი გამოაღვიძებდა? რამ დაუფთხო ძილი და მოსვენება?
რად არის ესე, ფიქრობდა სტეფანე, რომ უამისოდაც ღონიერს სიჭაბუკეს ეგრე
მაგრად და ხანგრძლივ სძინავს ხოლმე და მოხუცი და სნეული კი,
რომელთათვისაც ძილი და მოსვენება აგრე საჭიროა, ძილი გაკრთობილი აქვთ?
იმისათვის ხომ არა, რომ ის მოკლე დღენი ცხოვრებისა, რომელნიც მათ
ჰშთენიათ, პატარა გძლად ეჩვენონ! ან ნეტა ამ უწმაწურ ცხოვრებას ყველანი
ეგრე მაგრა რად ეჭიდებიან! რარიგად ემალებიან ყველანი იმ ანგელოზს,
რომელიც იწვევს ადამიანს, საიქიოს და უღებს ოქროს კარებსა სამოთხისას.
ყველანი ჩვენ ვგევართ საულსა, იუდეველს, რომელიც იმალებოდა მაშინ, როცა
მოციქულნი ეწვივნენ სახელმწიფო გვირგვინის მოსართმევად! უხ, წყლული
საშინლადა მწვავს! ერთი ყლაპი წყალი მაინც მიმცა! ჩემს საწყალს ბავშვს რომ
არ ვჰსთხოვდი, წყალი მოეწოდებინა.
სტეფანემ ყური თავისის შვილისაკენ მიჰმართა, მაგრამ არ გააღვიძა, როცა

ცხადად გაარჩია მისი მძიმე და წყობილი ქშენა.
სიცივით ათრთოლებული შეეხვია ცხვრის ტყავში, რომელიც
ნახევრამდის ჰყოფნიდა მის ტანსა. ტანში დაურბინა ღამის მშრალმა სიცივემ,
რომელიც შემოდიოდა იმ გვირაბიდამ, საიდამაც დღისით პაპანაქება სიცხე
უდაბნოისა შემოდიოდა ხოლმე.
აგრე გაიარა რამოდენიმე დრომ. ბოლოს მოხუცმა დაინახა, რომ გერმასი
წამოიწია და ქვეშსაგებზედ წამოჯდა. და მართლაც, გერმასმა გაიღვიძა, რაღაც
ლაპარაკს მოჰყვა და ღვთის სახელი ახსენა.
მამა მიუბრუნდა შვილს და ნელის ხმით ჰკითხა:
- გაგეღვიძა, ჩემო კარგო?
- მე ძილი არ მომივიდა, - უპასუხა შვილმა.
- მაშ ერთი წყალი დამალევინე, - სთხოვა სტეფანემ. - დაჭრილი ადგილი
საშინლად მეწვის.
გემრასი მაშინვე წამოხტა და წვალებულს მიაწოდა წყალი ლიტრითა.
- მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო კარგო, - უთხრა მოხუცმა და
დაიწყო ხელის ფაცური, რომ ლიტრას პირი უპოვოს და რა ნახა, რომ ლიტრას
პირი მოტეხილი აქვს, გაკვირვებით წამოიძახა:
- ეს ჭურჭელი რა ცივია და სველი! ეს ხომ თიხისაა და ჩვენი კი გოგრისა
იყო.
- ჩვენთ გავტეხე, - ჩამოართვა სიტყვა გერმასმა: - და ეს პავლეს
გამოვართვი ნათხოვრად.
- ჰო, ჰო, - წაიდუდუნა სტეფანემ და ხარბად დაეწაფა ლიტრას, მერე ისევ
შვილს მიჰსცა, მოიცადა, ვიდრე შვილი დაწვებოდა და როცა დაწვა, უთხრა:
- შენ დღეს გვიანიც მოხვედი, გოგრაც გაგტეხია და ძილშიაც იკვნესოდი.
ხომ ცუდი არა წაგკიდებია რა?
- მე ჯოჯოხეთი დამ გამოსულს ეშმაკს შევემთხვივე, - უპასუხა გერმასმა. და აი, ეხლაც თვალწინ მეფეთება და ჭკუასა და გონებას მირევს რაღაცების
მოლანდებითა და მოჩვენებითა.
- ლოცვით განაგდე იგი ბოროტი, - უთხრა გულმართლად სტეფანემ. ღვთის სახელზე ბოროტნი სულნი განჰქრებიან.
- ღვთის სახელიც ვახსენე, - სთქვა გერმასმა; - მაგრამ არა მეშველა რა, მე
მელანდებიან დედაკაცები იაგენდისფერ ტუჩებითა და მშვენიერის
ნაწნავებით, თვალწინ მიდგანან თეთრი როგორც მარმარილო, მშვენიერნი
ტანადნი ქალნი ცეცხლით სავსე თვალებითა, სულ ხელს მიქნევენ და
თავისთან მეძახიან.
- აიღე მათრახი! - უბრძანა მძამ. - და სისხლი დაიმშვიდე.
ხმაამოუღებლივ წამოდგა გერმასი ხელმეორედ ქვეშსაგებიდამ, აიღო
მათრახი და გამოვიდა გარედ. ქვაბის სივიწროვე დაუშლიდა მათრახის
თავისუფლად ხმარებას.
ბევრი ხანი არ გამოსულა, რომ სტეფანეს მოესმა მათრახი სწვერების
შუილი. მას მოესმა კაცის ტანზე მათრახის ტყლაშუნი და მტკივნეული კვნესა

თავისის შვილისა.
ყოველს ტყლაშუნზე მოხუცს მამას ჟრუანტელი გაუვლადხოლმე, თითქო
ამასა ჰსცემენო. ბოლოს რაც შეეძლო ხმამაღლა დაუძახა შვილს: ”ამხანად ეგ
სამყოფია, სამყოფი!"
გერმასი შემობრუნდა ქვაბში. მამამა და შვალმა ერთა ილოცეს; მას მერმე
მამამ ხელი გაუსვა შვილს მშვენიერს თმაზე და უთხრა:
- მას აქეთ, რაც ალექსანდრიაში იყავ, სულ სხვა ხარ, ძალიან ვნანობ, რომ
მე არ დავუჯერე ეპისკოპოზს აღრპიტსა და შენ იქ წასვლის მება მოგეცი!
მაცხოვარი მალე მიმიხმობს მე სააქაოდამ და ჩემს შემდეგ არაფერი აღარ
დაგაყენებს შენ აქა. მაშინ შემოგადგება შენ მაცდური, შენ წინ ვეღარ დაუდგები
დიდის ქალაქის მრავალგვარს სიტურფესა, რომელნიც ბრწყინვალებენ
როგორც დამპალი ხე, როგორც ჭრელი გველი, როგორც შხამით სავსე
ყვავილი...
- არა, მე ეგენი ვერ მაცდუნებენ, - ჩამოართვა სიტყვა გერმასმა. - თავბრუ
დამასხა, შემაშინა მე იმ ხმაურობით სავსე ქალაქმა. მე ჩგმს დღეში იქ არ წავალ.
- არა, შენ მარტო სიტყვით ამბობ მაგასა, - უპასუხა სტეფანემ. - მაინც შენმა
იქ ყოფნამ სრულიად შეგცვლა. რა იქმნა ეხლა შენი მხიარული ღიღინი და
გალობა? როცა შენ ღიღინებდი ანუ იცინოდი, მე დარწმუნებული ვიყავ, რომ
შენი ხმა ღვთისათვის საამური იყო. მაგრამ ეხლა? ხმაამოუღებლად,
პირმქუშედ დადიხარ და თან გდევენ ცოდვილნი ფიქრნი და
გაბოროტებულსავით იყურები.
- რა ვუყოთ! ყველა ეგ მე მავნებს, სხვას ხომ არა! - მიუგო გერმასმა. - ეხლა
დამეხსენ, მამავ, გამიშვი! საცაა გათენდება და მაშინ მთელი დღე წინ გედება,
რომ მე დარიგება წამიკითხო.
სტეფანემ ამოიოხრა. გერმასი თავისის ქვეშსაგებისაკენ წავიდა. არც ერთს
აღარ დაეძინა. ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ მეორეს არა სძინავს. ჯავრმა და
კერპობამ შვილს ენა დაუბა, მამა კი ცდილობდა, მაგრამ ენაზედ არ მოსდიოდა
ტკბილი, გულსმისახვედრი სიტყვა.
ბოლოს გათენდა. მკრთალმა ნათელმა შემოანათა ქვაბის გვირაბიდამ.
ჭაბუკი მთქნარებით წამოდგა ფეხზე და რა დაინახა მამა, თვალღია მწოლარე,
გულგრილად ჰკითხა:
- რაო, მე აქ დავრჩე, თუ ცისკარზედ წავიდე?
- აქ დარჩი, ერთად ვილოცოთ, - უთხრა სტეფანემ. - ვინ იცის? დიდხანს
მერგება შენთან ყოფნა კიდევ, თუ არა! მე მომიახლოვდა ის დღე, რომელსაც
ჩემთვის საღამო აღარ ექმნება. მოდი აქ, ჩემს ახლო მოიყარე მუხლი და მომეც,
ვემთხვიო ჯვარცმასა.
გერმასმა მამის ბრძანება აასრულა და როცა გაათავეს სამღვთო გალობა და
"ამინი" სთქვეს, მათს ხმას მესამე ხმაც ჩაემატა.
- პავლევ, - დაიძახა მოხუცმა. - დიდება მაცხოვარსა! აბა დაჭრილობა
გამისინჯე. ისრის წვერი გარედ იწევს და ცეცხლს მიკიდებს სიმწვავითა.
ახლად მოსულმა ბერ-მონაზონმა, რომელსაც სამოსელის მაგიერ ეცვა

რაღაც უბრალო მოუთელავის შალის პერანგი და ცხვრის ტყავი, ყურადღებით
გაუსინჯა სტეფანეს დაჭრილობა, რაღაც ბალახები დაადვა და ამასთანაც რაღაც
ლოცვები წაიბუტბუტა.
- ეხლა მე უფრო უკედა ვარ, - ამოიხვნეშა სტეფანემ. - შენის კეთილობის
გამო მეც მომხედა ღმერთმა.
- მე ვარ კეთილი? მე ვარ ჭურჭელი უწმინდურებისა! - უპასუხა პავლემ
თავისის ზარიანის ხმითა და მისი მიმზიდველი ცისფერი თვალები მიეპყრნენ
ზეცასა, თითქო იმისათვისაო, რომ რასაც ჩემზედ ჰფიქრობენ, სულ ტყუილიაო.
მერე თვის ჭაღარა თმას ხელი გადუსვა, გადიყარა უკან, რადგანაც ყელსა და
პირზედ ურიგოდ ჩამოშლოდნენ და პირმღიმარედ წარმოსთქვა:
- ყოველი ადამიანი ადამიანია და სხვა არაფერი. ზოგნი
ადამიანობამდინაც ვერ მიაღწევენ ხოლმე. ნოეს კიდობანში მრავალი მხეცი
იგო, მაგრამ ნოე კი ერთი იყო.
- ჩვენს პაწია კიდობანში ჩვენი ნოე შენა ხარ, - უთხრა მოხუცმა.
- მაშ ეს ახმახი ვაჟიკაციც ჩვენი სპილო იქნება, - გაიცინა პავლემ.
- არც შენა ხარ ქონდრისკაცი, - უპასუხა სტეფანემ.
- ვაი, რომ ეს ქვის კიდობანი ასეთი დაბალია, თორემ ეხლავ ღონეში
ერთმანეთს გამოვცდიდით. დიაღ, მე და გერმასს რომ იმოდენა
ღვთისმოყვარება და სიწმინდე გვქონდეს, რაც ტანი და ღონე გვაქვს, ჩვენ
სამოთხის გასაღები ჯიბეში გვედებოდა. შენ, ჩემო ძამიავ, მგონი კარგად იგვემე
წუხელ! მე ეგ მესმოდა. სწორედ ეგრეთაც უნდა! როცა ხორცი ტოკვას მოჰყვება,
მაშინ საჭიროა გვემა და წამება მისი.
- გერმასმა სულ კვნესით გამოიარა ის გვემა და მერე ძილიც აღარ მიეკარა,
- ჰსთქვა სტეფანემ.
- ახია, ახი მაგისათვის! - დაიძახა პავლემ და მუშტები მოუღერა ჭაბუკსა.
ამ სიტყვებში უფრო ტყუილუბრალო მუქარა იყო, ვიდრე გაჯავრება. თუმცა
მეტად აწოწილი ბერ-მონაზონი პავლე მკვახედ იყურებოდა ხოლმე თავის
ცხვრის ტყაპუჭიდამ, მაგრამ მის თვალსა და ხმაში იმოდენა სილბო და სიტკბო
გამოკრთოდა, რომ არავის ფიქრადაც არ მოუვიდოდა მისი გაჯავრება და
გულზე მოსვლა.
- ჯოჯოხეთის ავი სულნი შეემთხვნენ საწყალსა, - ჰსთქვა სტეფანემ
შვილის გასამართლებლად. - და მე კი თუნდ მაგას არ ეკვნესა, მაინც თვალს
ვერ მოვხუჭავდი. აი, ეს ხუთი დღეა, რაც მე ძილი არა მაქვს.
- მეექვსე დღეს კი, სწორედ გითხრა, შენთვის ძილი საჭიროა, - უპასუხა
პავლემ. - ტყავი წამოისხი, გერმას, და ქვევით სოფელში ჩადი. სენატორს
პეტრეს, ან იმის ცოლს დოროტეას სთხოვე ერთი კარგი ძილის წამალი ჩვენის
ავადმყოფობისათვის. წადი რაღა.
- ჯერ ცოტა კიდევ მოიცა, ცოტა კიდევ, - დაიძახა სტეფამემ. - ერთი ახალი
ლიტრაც მოიტანე, ჩემო კარგო, ქალაქიდამ. შენ, ჩემო პავლე, გუშინ შენი
გვათხოვე და ეხლა მინდა....
- მე, ეგ არც კი მახსოვდა, - წაართვა სიტყვა პავლემ: -მე ძალიან

მადლობელი ვარ გერმასისა, რომ გოგრა გატეხა, იმიტომ რომ მარტო ეხლა
გავიგე ჯანმრთელმა კაცმა, წყალი როგორ უნდა სვას. ერთი ფუთი ოქროც რომ
მამცეთ, ლიტრას უკან აღარ ავიღებ! წყალი მაშინ ყოფილა სარგო და გემრიელი,
როცა პეშვითა სვამ. მე ეგ ლიტრა აღარ მინდა. მადლობა ღმერთს, ეხლა
თოკიდამ გამოსული ქურდიც კი ვეღარას მომპარავს აი, ამ ტყაპუჭის მეტს,
იმიტომ რომ სხვა აღარა მაბადია რა.
სტეფანემ მადლობა უთხრა პავლესა და პავლემ კი ხელი მოჰკიდა გერმასს
და ქვაბიდამ გარედ გამოიყვანა.
III
რამდენსამე ხანს პავლემა და გერმასმა ხმაამოუღებლივ იარეს კლდესა და
ღრებზედ.
მთის წვერზედ, რომელზედაც გზა გადადიოდა სოფლისაკენ, პავლე
შედგა, მოუბრუნდა გერმასს და უთხრა:
- ჩვენ, ადამიანთ რომ ყოველთვის მოსაზრება და წინად დანახვა
შეგვეძლოს ჩვენის საქციელის შედეგისა, მაშინ ქვეყანაზედ ცოდვაც აღარ
იქნებოდა.
გერმასმა ალმაცერად შეხედა პავლეს, თითქო ჰკითხავს, რას ამბობო,
ამიხსენიო; მაგრამ პავლემ ამას ყურიც არ ათხოვა და განაგრძო:
- შენ ცოტად მაინც რომ მოგესაზრა რამოდენად საჭიროა საწყალის
მამისშენისათვის
ძილი
და მოსვენება,
მაშინ
წუხანდელს
ღამეს
სულგაკმენდილი იწვებოდი შენთვის, რომ მისი ძილი და მოსვენება არ
დაგეფთხო.
- არა, მე მაგას ვერ ვიქმოდი, ვერა, - უპასუხა გერმასმა დაღონებით: შენ
ხომ იცი, რარიგად ვიგვემე და ვიწამე თავი.
- ძალიან კარგიც ჰქმენი, რომ თავი იწამე და იგვემე. ახია შენთვის. შგნის
ავის საქციელის სრული სამაგიერო ეგ გვემა იყო.
გერმასმა გაჯავრებით შეხედა თავის მოსაყვედურე მეგობარსა. თავში
სისხლი აუვარდა, ლოყები აენთო. გერმასს მოაგონდა მირიამის დაცინვა, რომ
ბაშვსავით ჯერ ლალაობა გინდაო და წყრომით წამოიძახა:
- არავის მივცემ ნებას, რომ მაგგვარად მელაპარაკოს, - მე ეხლა ბაშვი
აღარა ვარ.
- მაშ არც მამაშენსა? - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ და ისეთის გაოცებით
შეხედა, რომ გერმასს შერცხვა და თავი დაჰკიდა.
- ცუდს შვრები, რომ უმწარებ სიცოცხლეს მას, ვისაც მარტო შენის
გულისათვისღა უნდა ამ ქვეყანაზედ ყოფნა რაოდენიმე ხანი კიდევ.
- მე ხმას გავიკმენდდი და ისე ვიწვებოდი, რომ შემძლებიყო. მეც ისე
მიყვარს მამაჩემი, როგორც სხვებს.
- მართალია, ცემით არა ჰსცემ, - შეუბრუნა სიტყვა პავლემ. - პურიც
მოგაქვს იმისათვის, წყალიც და არც მარტოკა სვამ ღვინოს, რომელსაც

ეპისკოპოზი მამაშენს უგზავნის ხოლმე. მაგრამ ყოველივე ეს ცოტაა.
- მე ხომ წმინდა კაცი და ანგელოზი არა ვარ.
- არც მე ვარ! - დაიძახა პავლემ. - მე ცოდვითა და უძლურებით სავსე ვარ.
ხოლო მე ვიცი, რაში მდგომარეობს სიყვარული, რომელსაც მაცხოვარი
გვასწავლიდა ჩვენ, და შენ შეგიძლიან ამისი ცოდნა. მაცხოვარმა დაანთხია
სისხლი ჯვარზედ შენთვისა და ჩემთვისა, ღარიბთა და მდიდართათვის.
სიყვარული ძალიან ადვილია და ძალიან ძნელიც ერთსა და იმავე დროს.
სიყვარულისათვის საჭიროა თავგანწირვა. შენ კი? აბა რამოდენა ხანია, რაც
მამაშენისათვის ალერსიანი სახე არ დაგინახვებია.
- რა ვუყო? მე პირმოთნეობა არ შემიშლიან.
- არც უნდა იპირმოთნეო, მაგრამ სიყვარული კი შენი ვალია. ხოლო
ხელებით კი არა, გულით უნდა დაამტკიცო შენი სიყვარული.
- განა ეს კი თავშეწირვა არ არის, რომ ჩემს ყმაწვილკაცობას აქა ვღუპავ?
პავლე ორს ბიჯზე უკან გადგა, გაკვირვებით გაიქნივა ბანჯვლიანი თავი
და ჰსთქვა:
- მაშ ეგ არის რაღა! შენი ფიქრი ალექსანდრიაშია განა? მართალია, იქ
უფრო ჩქარა გადის ცხოვრების დღე, ვიდრე ამ ჩვენს უდაბნო მთაზედ.
შავგვრემანი მწყემსი ქალი არ გიყვარს, იქნება იქ თვალში მოგივიდა რომელიმე
თეთრი ვაშლისავით წითური ბერძნის ქალი. ვინ იცის!
- მაგ შენის ქალებით თავი მომაწყინე, დამანებე თავი! - უპასუხა გერმასმა
და მართლა გულზედ მოვიდა; - იქ, ალექსანდრიაში, სხვაც ბევრი რამ არის
ნახვის ღირსი.
ამ სიტყვებზედ ყმაწვილ კაცს თვალები აენთო. ასე რომ პავლემ დიდის
სურვილით ჰკითხა:
- სახელდობრ რა არის იმისთანა?
- შენ უფრო კარგად იცი ალექსანდრია, ვიდრე მე, - გააქარწყლა ნამდვილი
პასუხი გერმასმა. - შენ თვითონ იქაური ხარ, იქა ხარ დაბადებული და ამბობენ,
ერთს დროს შენ ყოფილხარ მდიდარი ყმაწვილი კაცი.
- მაგას ამბობენო? - ჰკითხა პავლემ - ვინ იცის, იქნება ეგ მართალიც იყოს.
მაგრამ ეს კი უნდა იცოდე, მე მოხარული ვარ, რომ მე ეხლა აღარა მეკუთვნის
რა იმ ყალბ ზიზილ-პიპილებისაგან, რომლის მფლობელადაც მე ერთხელ
ვიყავი. მე ვმადლობ მაცხოვარსა, რომ ძალა მომცა ადამიანთა გროვისათვის
ზურგი შემექცივა. აბა რა ჰპოვე იქ, ქალაქის ამაოებაში გულის მიმზიდველი,
აბა რა?
გერმასმა პასუხი დაუგვიანა. თქმასაც მორცხვობდა და უნდოდა კიდეც,
წარმოეთქვა ის ნაღველი, რაც გულს უმძიმებდა.
თუ დაღვრემილთა და ამ წუთის-სოფლის მოძულეთა მეუდაბნოეთა
შორის კაცი ვინმე იქნებოდა იმისთანა. რომ გერმასის გულისტკივილი
თანაგრძნობით მიეღო, ამისთანა კაცი კიდევ მარტო პავლე იყო.
პავლე მეტად დამჯდარის გონების კაცი იყო და სასტიკად ექცევოდა
მარტო თავის თავსა. დღეს თუ ხვალ გერმასს ამისათვის უნდა გადაეშალა

გული და ამის გამო აჩქარებით ჰკითხა:
- შენ როდისმე ტერმაში 8 ჰყოფილხარ?
- როდისმეო? იმდენჯერ ვყოფილვარ, რომ მიკვირს, ფქვილსავით როგორ
არ დავიშალე თბილს წყალში და ცომსავით არ გავფუვდი.
- რად დაიცინები მასზედ, რაც კაცს აფაქიზებს და ამშვენიერებს? - ჰკითხა
გულფიცხად გერმასმა. - რად დაიარებიან ალექსანდრიაში ქრისტიანები
ტერმებში და აქ კი, სინაიაზედ, შენ და მამაჩემი და სხვა მეუდაბნოენიცა
წყალსა ხმარობენ მარტო წყურვილის მოსაკლავად? თქვენ მე ძალდატანებით
თქვენებურად მაცხოვრებთ მაშინ, როდესაც მე არ მინდა ჭუჭყიან და საძაგელ
მხეცად ყოფნა.
- ჩვენ მარტო მაღალის ღმერთის თვალისათვის ვცხოვრებთ, - უპასუხა
პავლემ, - და მის მოსაწონად ვამკობთ სულთა ჩვენთა.
- ხორციც ხომ ღვიისაგანვეა მოცემული, - გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა, კაციაო მსგავსება ღვთისა, ჰსწერია სამღვთო წერილში. ჩვენ კი? საძაგელ
მაიმუნად მეჩვენა ჩემი თავი, როცა ვნახე დიდის ტერმიდამ გამომავალნი კაცნი
და ჭაბუკნი ლამაზად დავარცხნილნი, გაბანილნი, გაწმენდილნი და
განსპეტაკებულნი. ამის მნახველს რომ ჩემი თავი მომაგონდა ამ დაგლეჯილს
ბანჯგლიანს ტყავში, რომ დავხედე ჩემს ხელებს და ფეხებს, რომელნიც
იმათზედ არაფრით ნაკლები არ იყო, მე სიცივის ჟრუანტელმა დამიარა ტანში
და დამცხა კიდეც ერთსა და იმავე დროს და ხახაც ისე ამომიშრა, თითქო
ბალღამი დავლიეო. მე კინაღამ არ დავიკივლე სირცხვილის, შურის და
ჯავრისაგან. არა, მე აღარ მინდა ყოფნა ამრიგად, მე მატლი არა ვარ!
უკანასკნელს სიტყვებზედ გერმასმა კბილები დააკრაჭუნა, პავლემ
ნაღვლიანად შეხედა მას, როცა მან ხელახლად ჰსთქვა:
- ჩემი ხორციცა და სულიცა სულ ღვთისაგან არის და რასაც
ალექსანდრიელი ქრისტიანები ჰსჩადიან....
- ჩვენ იმისი ნება არ უნდა მივჰსცეთ ჩვენს თავსა, - უთხრა მკვახედ
პავლემ. - ვინც თავისი თავი ზეცისათვის დანიშნა, იგი ერთხელ და
სამუდამოდ უნდა გამოეთხოვოს სააქაო ცხოვრების ყოველგვარს სიტკბოებას
და ერთიერთმანეთზე შეჰსწყვიტოს თვითოეული კავშირი, რომლითაც იგი
მიბმულია ამ წუთის-სოფელზედ. იყო დრო, როცა მეც ვანებივრებდი ხორცს, ამ
ბანჯვლიანს თავზედ ვისვამდი სურნელოვანს ზეთს თმის დასარბილებლად
და მე თვითონ შევხაროდი ჩემს სახეს სარკეშია. ხოლო შენ კი გეტყვი, ჩემო
გერმას, და გეფიცები მაცხოვარს, რომ გეტყვი იმიტომ, რომ ამას ღრმადა
ვგრძნობ: ლოცვა ჰსჯობია ბანობასა... მე რა ვარ? ერთი ფეხქვეშ გასაჭყლეტი
მატლი, მაგრამ მეც კი ლოცვის მეოხებით ზეცამ მარგუნა იმისთანა წუთნი,
იმისთანა წუთნი-მეთქი, რომელთ მიმავლობაში სული ჩემი სრულად
განთავისუფლდა ამ წუთის-სოფლის ბორკილთაგან და მიიღო მონაწილეობა
ზეცის დღესასწაულობაში, როგორც პატივსაცემმა სტუმარმა.
8

გველთა აბანოა

როცა პავლემ წარმოსთქვა უკანასკნელი სიტყვები, საშინლად
გადიდებულნი თვალები ცისაკენ მიემართნენ და რაღაც უცნაურის
ელვარებით განუბრწყინდნენ.
რამოდენიმე ხანი ორნივ ერთიმეორის პირდაპირ იდგნენ ხმაამოუღებლივ
და უმოძრავოდ. ბოლოს ბერ-მონაზონმა გადიყარა უკან შუბლზე ჩამოშლილი
თმები და მარტო ეხლა გამოუჩნდა შუბლი. შუბლი ჰქონდა მშვენივრად
მოყვანილი და ისეთი თეთრი, რომ საოცრად ირჩევოდა მზისაგან დამწვარს
სახეზედა.
- შენ არ იცი, ჩემო ბავშვო, - უთხრა პავლემ აღმოოხვრით. - რა ნეტარებას
ანაცვალებ ამ წუთისსოფლის ამაოებას! ვიდრე მადლიანს კაცს ზეცა თავისთან
აღიყვანს, ჯერ თვით მადლიანი ჩამოიყვანს ხოლმე ზეცას დედამიწაზედ.
გერმასს კარგად ესმოდა მეუდაბნოეს სიტყვა. მამამისი ხანგრძლივის
ლოცვის შემდეგ ეგრევე დაუწყებდა ხოლმე ყურებას ცასა და მერე, როცა
აღტაცებულის ხილვისაგან გამოფხიზლდებოდა, ეტყოდა ხოლმე შვილსა,
მაცხოვარი ვნახეო და ანგელოზთა გალობა მოვისმინეო.
თვითონ გერმასმა კი ვერც ერთხელ ვერ მიაღწია მაგ ყოფამდინ, თუმცა
სტეფანე დააყენებდა ხოლმე დიდხანს მუხლმოყრილს და ხანგრძლივ
ილოცებდა ხოლმე თავისთან ერთად.
ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ უძლური ფეთქა მოხუცის ცხოვრებისა
აპირებდა გაქრობას, ისე ძლიერი იყო ხოლმე ზედმოქმედება საოცარის
ხილვისა. გერმასი დიდის მოწადინებით წინააღუდგებოდა მამას, რომ ეგრე
ხანგრძლივ არ ეცოცხლნა, მაგრამ თვითონ მოხუცი ამ ლოცვითა ჰპოვებდა
იმედს უმაღლესის ნეტარებისას და გერმასი ვერ ჰბედავდა, დაათმობინოს
წმინდა მოქმედება იგი.
პავლეს კი ყველაფრის თქმა გაუბედა გერმასმა, რადგანაც იმისთანა
გუნებაზედ იყო დღეს მოსული.
- განა მე კი არ მინდა სამოთხეში შესვლა, მაგრამ სამოთხის კარი
სიკვდილის შემდეგ გაიღება ხოლმე. ქრისტიანი მოთმინებით უნდა იყოს.
რატომ არ იცდით, ვიდრე მაცხოვარი თვით არ მიგიწვევთ საიქიოს
ნეტარებისათვის? ამ წუთის-სოფელში მაინც რაღად გინდათ ის ნეტარება? ჯერ
ერთი და მერე მეორე განა! რისთვის მოგვანიჭა უფალმა სიკეთე ხორცისა, თუ
არ იმისათვის, რომ მითი დავჰსტკბეთ? სიტურფე და ღონე ამაო საქონელი არ
არის, და თუ არ სულელი, ვინ ინდომებს, რომ მისგან მინიჭებული ძვირფასი
ნივთი აიღონ და გადააგდონ.
პავლემ გაოცებით შეხედა ჭაბუკსა, რომელიც აქამომდე ხმაამოუღებლივ
ემორჩილებოდა მამასა და თვითონ პავლესაც ყოველს სასულიერო საქმეში.
თავის ქნევით უპასუხა:
- ეგრე ფიქრობენ ძენი ამაოებისანი, ღვთისაგან განშორებულნი. მეც ეგრე
ვფიქრობდი, როცა ურჯულოდ ვიყავ და ხორცის სიტკბოებას თვგადადებით
ვეძლეოდი. მერე ქრისტიანად შევიქენ. მადლი ღვთისა ჩამოვიდა ჩემზედ და მე
თითქო ხელმეორედ დავიბადე. წინანდელი ქვეყნიერობა განჰქრა ჩემთვის, მე

განმესხნა ზეცა. წინად მენანდრი ვიყავ, ეხლა კი, როგორც სავლე, პავლედ
შევიქმენ და რაც მოჰსწონდა მენანდრს: ტერმები, წვეულობა, თამაშა რამ,
ცხენები, ეტლი, სიმღერა და ქალის ტრფიალება - სულ ყველა ესენი ზურგთ
უკან დამრჩა, როგორც მყრალი საფლობი ტინი, საცა კინაღამ მე მგზავრი არ
ჩავიფალი და საიდამაც ძლივს დავიხსენი თავი. ძველისაგან მე განახლებულს
აღარა დამრჩა რა და აი ეხლა, როცა საფლავის გზაზედა ვარ მდგარი, მეც,
როგორც ყოველს ღვთისმოყვარე კაცს, ახალის ცხოვრების მზე ამომიბრწყინდა.
შენი დროც მოვა! როცა იქნება, შენი საათიც დაჰკრავს!...
- დიახაც, თუ რომ რამდენსამე ხანს შენსავით მენანდრად ვყოფილვიყავ! გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა. - რაც არ მინახავს, ის როგორ შევიძულო!
იმისათვის რომ კაცი კაცურად მოკვდეს, ჯერ სიცოცხლე უნდა იგემოს.
მომწყინდა ამისთანა უხეიროდ ცხოვრება და აღარ მინდა, რომ თქვენ უკან
გდევდეთ, როგორც ხბო ძროხასა. მე თავისუფალი კაცი ვარ და გამოჩენილის
გვარისაცა; თვითონ მამაჩემს უთქვამს ეგ ჩემთვის, და დამიჯერე, ჩე არაფრით
უარესი არა ვარ იმ ყმაწვილ კაცებზედ, რომელთაც მე ტერმიდამ გავყევ
ყმაწვილ კაცთა სავარჯიშო შკოლაში.
- შენ პალესტროშიაც 9 იყავ? - ჰკითხა პავლემ გაკვირვებით.
- თიმაგეთის შკოლაში ვიყავ, - უპასუხა გერმასმა და ცოტად აწითლდა. იქ მე ყმაწვილ კაცთა ვარჯიშობას და თამაშობას ვუყურებდი; მე ვნახე, როგორ
ჭიდაობდნენ და როგორ ესროდნენ ნიშანში მძიმე თეფშს რკინისას. მე კინაღამ
არ მოვჰკვდი შურისაგან, რომ მე ისე უხეიროდ ვიდეგ შორს ტყაპუჭში
გახვეული და არა მქონდა ნება, იმათში გავრევულვიყავ და თავი მეცადინა.
პახომო რომ არ შემსწროდა, ვფიცავ წყლულთა მაცხოვრისათა, გავიდოდი შუა
მოედანზედ და გამოვითხოვდი, ვინც იმათში უკეთესი იყო. თვითონ რკინის
თეფშსაც მე უფრო შორს გავისროდი, ვიდრე ის გალიპული და გასპეტაკებული
სულელი, რომელმაც მაშინ გაიმარჯვა და გამარჯვების გვირგვინიც იშოვნა.
- მადლობელი იყავ პახომისა, - ჩაიცინა პავლემ. - რომ ეგ არ გაქმნევინა,
თორემ ბევრს სირცხვილს გაჭმევდნენ შენ იქ და სასაცილოდაც აგიგდებდნენ.
მართალია, ღონიერი ხარ, მაგრამ დისკოს სროლას, როგორც ყოველს
სავარჯიშოს, ცოდნა და შეჩვევა უნდა. თვით ჰერკულესიც კი დამარცხდებოდა
მაგაში, თუ რომ ხერხი წინადვე არ ესწავლა და არ ევარჯიშნა.
- დისკოს სროლა ჩემგან პირველი ხომ არ იქნებოდა, - დაიძახა ყმაწვილმა
კაცმა: - აბა, უყურე რარიგად ვიცი!
ამ სიტყვაზედ დაიხარა, დასწვდა ერთს მოზდილს ბრტყელს ქვასა,
რომელიც გზის პირს ეგდო, ღონივრად მოიქნივა და ქვის დისკო თავ-თავქვე
გასტყორცნა.
- აი ხომ ნახე, - უთხრა პავლემ, რომელმაც დიდის ყურადღებით თვალი
ააყოლა გატყორცნილს ქვასა. - თუმცა ღონიერი ხარ, მაგრამ ყველა
ახლადმოსწავლე შენზე შორს გაჰსტყორცნიდა, თუ ცოტა ხერხი ეცოდინება.
9

უწინდელი შკოლაა ვარჯიშობისა.

ეგრე არ უნდა სროლა, არა! დისკომ გალესილის პირით ისე უნდა გააპოს ჰაერი,
როგორც დანამ, ან ხელი როგორ გიჭირავს. ეგრე მარტო დედაკაცები ისვრიან,
თითი ამრიგად უნდა მოსახრელში გეჭიროს, პირდაპირ, მარცხენა უკან უნდა
გასდგა და ცოტად შეიხარო. აი, შე უთაურო! მომეცი აქ მე ქვა! ცოტა უნდა
დარგვალდეს და მერე ვეცდებით აიმ ხეს მოვარტყათ.
დიდის ხალისით ამბობდა ამას პავლე, შემოაცალა მეტ-ნაკლებობა ქვას;
დადგა ისე, როგორც რამდენიმე ხნის წინად დადგებოდა ხოლმე, ესე იგი მაშინ,
როცა არც ერთი ალექსანდრიელი ყმაწვილი კაცი ამას დისკოს სროლაში ვერა
ჰჯობნიდა.
მუხლი შეიხარა, ზედა ტანი წინ წამოიწია, მთელის მკლავის გაშლით
მოიქნივა და გაჰსტყორცნა ქვა. დისკომ ვერ მიაღწია ხემდინ და ახლოს დაეცა.
- დაიცა, - დაიძახა გერმასმა: - აბა ეხლა მე ვესვრი ხეს.
ქვა ზუილით წავიდა, მაგრამ ამხანად ბექამდინაც ვერ მიაღწია, საცა ხე
იდგა.
პავლემ გულნატკენად გაიქნივა თავი, წამოავლო ხელი მეორე ქვას და
დაიწყეს ერთმანეთთან გამოჯიბრება. ყოველს ახალს სროლაზე გერმასის ქვა
უფრო შორსა და შორს ეცემოდა და ხანში შესულ მეუდაბნოეს ხელი კი
თანდათან ჰღალატობდა.
ბოლოს გერმასის ქვა ხეს მოხვდა კიდეც და პავლემ კი ბექსაც ააცდინა.
გამოჯიბრების ჟინმა, ჯობნის სურვილმა თანდათან უფრო შეიპყრო
განდეგილი. გაიძრო სამოსელი, წაავლო ხელი ახალს ქვას და ერთი დაიძახა,
თითქო თიმაგეთის მოედანზედ არისო, თავის ამხანაგებში, საცა იმდენი
დაფნის გვირგვინი მიუღია:
- ვფიცავ აპოლონს და მის ვერცხლის შვილდსა, ვფიცავ არტემიდას და მის
საისრეს, რომ ხეს მოვარტყამ!
ქვა ზუზუნით წავიდა, მოხვდა ხეს ასე ძლიერ, რომ ხე შეინძრა და
გერმასმა აღტაცებით დაიძახა:
- ოჰ, აბა ეგრე უნდა აი! უჰ, რა კარგი იყო! აი მაგას ქვიან სროლა! ჰსჩანს,
ძველი მენანდრი ჯერ არ მომკვდარა. მშვიდობით! ხვალ კიდევ ვცადოთ ჩვენი
თავი.
ამ სიტტყვებზედ გერმასი გამოეთხოვა მეუდაბნოეს და ჩქარის ფეხით
დაეშო მთიდამ სოფლისაკენ.
როგორც მძინარე მთელის ტანით დაიძვრის, როცა მის სახელს ხმამაღლა
ჩაჰსძახებენ, ისე შეიძრა პავლეცა გერმასის სიტყვებზედა.
გონებამიხდილსავით დაიწყო აქეთ-იქით ყურება, თითქო რაღაც უცხო
ქვეყანაში ჰპოვა თავისი თავი.
სხვილი ოფლი დაესხა შუბლზედ; შემკრთალმა წამოავლო ხელი მიწაზდ
გდებულს ტანსაცმელს და შიშველი ტანი შეიმოსა.
რამდენსამე ხანს გერმასს თვალს ადევნებდა, მერე ერთი საშინლად
ამოიკვნესა, დიდის მწუხარებით თავზე ორიგე ხელი წაივლო და წაჰსქდა ორ
ტოტად თვალთაგან ცრემლი.

- რაო, რა ვჰსთქვი მე? - წაიდუდუნა თავისთავად. - ტყუილია, ტყუილი,
ვითომ ჩემში უწინდელი ყოველისფერი მომკვდარა! ვაი მე სულელსა,
უგუნურს რეგვენს! მე პავლეს მეძახიან, ისევ სავლე კი ვარ, სავლეზედაც უფრო
უარესი!
ამ სიტყვებზედ მუხლებზედ დაეცა, თავი მიაყუდა კლდის ქვასა და
დაიწყო ლოცვა.
მას ისე მოეჩვენა, რომ ვითომ მაღლიდამ ძირს დაეცა და მახვილისა და
შუბების პირზედ აეგო, თითქო გულზედ სისხლბალღამი გადაესხა. ლოცვაში
და მწუხარებაში ისე დაავიწყდა თავი, რომ ვერ ჰგრძნობდა საშინელს
პაპანაქებას და სულ ზევით და ზევით აღმავალის მზისას, ვერ გაიგო, რომ
დიდმა ხანმა გაიარა და ვერც ის დაინახა, რომ მის ახლო მოვიდა მოვიდა
მთელი გუნდი მლოცავ ეპისკოპოზს აღაპიტის წინამძღოლობით, რომელნიც
წამოსულიყვნენ წმინდა მთის თაყვანის საცემად.
ამათ ნახეს, რარიგად გულმოდგინედ ლოცულობდა, ამათ თავის ყურით
გაიგეს მისი გოდება და უკვირდათ მისი ღვთისმოყვარება. ეპისკოპოზმა ანიშნა
და ყველამ მუხლი მოიყარა პავლეს ზურგთ უკან.
ბოლოს როცა ფეხზე წამოდგა და დაინახა თვისის შენანების მოწამენი,
გაოცდა და ელდა ეცა. მივიდა აღაპიტთან, რომ კალთაზე ემთხვიოს;.ხოლო
ეპისკოპოსმა უბძანა:
- ნუ, ნუ! ეგ საჭირო არ არის! ვინც ყოველს ჩვენზედ უფრო წმინდაა, ის
არის ყველაზედ უმაღლესიცა. მუხლი მოვიდრიკოთ, ძმანო, ამ წმინდა კაცის
წინაშე!
ყველამ მუხლი მოიდრიკა.
პავლემ სახეზედ ორივე ხელი აიფარა და გოდებით წარმოაჰსთქვა:
- ვაი, ვაი მე ცოდვილსა!
მლოცავნი ამისი თავდაბლობით გაოცებულნი, წავიდნენ თავის გზაზედ.
IV
გერმასი გამალებული მიდიოდა, არსად არ შეფერხდა.
მალე მიაწია უკანასკნელს მოსახვევს ღელისას, რომელზედაც გზა
გადიოდა. აქ ფერხთა წინ დაინახა ბრწყინვალე ჭავლი წყლისა, რომელიც
მიდიოდა განიერს ველზედა და ჰრწყავდა უდაბნოსა. აქავ თვალწინ
წარმოუდგა უშველებელი ბზის ხეები, ბუჩქნარები, რომელთ შორისაც
მოჩანდნენ სახლები სოფელში მცხოვრებთა, გარეშემორტყმულნი ბაღებითა და
მორწყულის ყანებითა.
მის ყურამდე მოაღწია კიდეც მამლის ყივილმა და ძაღლთა ყეფამ. თავისს
საცხოვრებელს კლდეებში იგი მიჩვეული იყო სიჩუმეს და უხმაურობას და
ეხლა კი, როცა ეს ხმები მოესმა, ისე მიიღო, ვითომ გაჩაღებული ადამიანის
ცხოვრება მიწვევს შესაქცევრადაო, ის ცხოვრება, რომლისათვისაც ისე
მხურვალედ გული უცემდა.

გერმასი სოფლის პირას შედგა და დაუწყო ცქერა ბოლს, რომელიც ათას
ადგილას სახლები დამ ამოდიოდა და მაღლა და მაღლა ამავალის მზის
სხივებში იფანტებოდა.
- აი, აქ ბოლი რომ ამოდის, იქნება ცოლები საუზმეს უკეთებენ ქმრებსა და
დედები - შვილებსა; აი იქ კიდევ, საცა სქელი ბოლია, ვინ იცის, რა დიდის
წვეულობისათვის მზადდება საჭმელი! - ჰფიქრობდა თავის გულში გერმასი. მე კი.... მე არსად არც სახლი მაქვს და არც მოპატიჟე მყავს!
პავლეს რომ გამოეჯიბრა და აჯობა, ცოტათი მოიმხნევა თავი და გული
გაუკეთდა; ხოლო ეხლა კი, რომ დაინახა ეს ადამიანთა საცხოვრებელი
სოფელი, გული ახალის სევდით აევსო. ტუჩი აუკანკალდა, რომ დაინახა
თავისი ტყაპუჭი და ჭუჭყიანი ხელ-ფეხი.
მაშინვე უცბად მოტრიალდა, ზურგი სოფელს შეაქცივა და უკანვე
კლდეებისაკენ წამოვიდა. მივიდა წყალზედ, გადიგდო ტანიდამ ის უხეირო
ტყაპუჭი და ტანისამოსი, ჩაეშვა გრილს წყალში, ტანი დაიბანა, თითებით
გაისწორა თმა და ისევ სოფლისაკენ დაეშვა.
გვერდზედ ჩამოურბინა იმ გორას, რომელზედაც ვითომ მოსე
წინასწარმეტყველს ელოცნოს, როცა ამალეკიტელებს ეომე ბოდა.
ამ სოფლის ახლო-მახლო კიდევ ბევრი სხვა წმინდა ადგილები იყო. ცოტა
ჩრდილოეთით კლდე იყო, საიდამაც მოსემ კვერთხით წყალი გამოიყვანა.
სამხრეთ-დასავლეთით ბექი იყო, საცა უფალი ღმერთი მოეჩვენა მოსეს. იქავ ჭა
იყო, საცა იგივე მოსე შეხვედრია იეტრის ასულებსა, ციპპორას და ლედიას.
სოფლის ნაპირზედ ჩრდილოეთით ციხე იყო, საცა რომის იმპერატორის
მეციხოვნე ჯარი იდგა ამ სოფლის დასაცველად სარაცინთაგან და
ბლემიელთაგან, რომელნიც მეკობრობდნენ და მტრობდნენ სოფელსა..
თვითონ სოფლელნიც კი ჰზრუნავდნენ თავის თავის დასაცველად.
ციცაბის კლდეების წვერებზე დარაჯები ჰყვანდათ გარიგებულნი; ისინი დღე
და ღამ გაჰყურებდნენ წინ გაშლილს ვაკესა და თუ მტერს თვალს
მოჰკრავდნენ, მაშინვე აცნობებდნენ სოფელსა.
თვითოეული სახლი სწორედ პატარა ციხე იყო, ისე ჰქონდათ
გამაგრებული სახლები; სულ მაგარის თლილის ქვით აშენებულნი. ყოველი
მეკომური ჩინებული მსროლელი იყო.
იმ ბექის ახლო, საცა ეკლესია იდგა, უფრო წარჩინებულნი ოჯახები
ჰსცხოვრობდნენ. იქავ იყო სახლი ეპისკოპოზის აღაპიტისა და თვითონ
სოფლის მოხელეებისა.
ამ უკანასკნელთ შორის ყველაზედ უფრო პატივცემული იყო სენატორი
პეტრე. ჯერ პატივს იმისთვის ჰსცემდნენ, რომ ჭკუიანი და მდიდარი იყო, მერე
იმისათვის, რომ მისი ცოლი დოროტეა მეტად კეთილი და პატიოსანი ადამიანი
იყო.
მშვენივრად იყო მოწყობილი და მოვლილი პეტრეს სახლი; მშვენივრადვე
იყო ნაკეთები სახლის გარეშემორტყმული ბაღი. ოცი ნასყიდი ტყვე, ბლომა
აქლემი და ორი ცხენი შინ მოსახმარად ჰყვანდა.

სახლის ერთი ნაწილი ქირით ეჭირა იმპერატორის მეციხოვნეთა ჯარის
უფროს ცენტურიონს ფებიცის და მის ცოლს სირონას. პეტრეს არ მოსწონდა
თავისი დგმური, რადგანაც ქრისტიანი არ იყო.
ფებიცისს ჰსწამდა და თაყვანს ჰსცემდა სირიის ღმერთს მიტრას და ამის
თაყვანისმცემელთა შორის მიიღო კიდეც დიდი ხარისხი ,,ლომისა". ლომსვე
ეძახდნენ თვითონ სოფლელნიცა.
გერმასი კრძალვით მიდიოდა პეტრეს სახლისაკენ. კრძალვა მოემატა,
როცა წინა ოთახში დაუბრკოლებლივ შევიდა და აღარ იცოდა, აქედამ საით
უნდა წასულიყო. არავინ არ შეხვდა, რომ ეკითხნა ვისთვისმე. ასვლა კიბეზედ,
რომელიც ზემო სართულში ადიოდა, ვერ გაბედა, თუმცა ვარაუდით სენატორი
პეტრე იქ ეგულებოდა. აი, მოესმა კიდეც იმისი ხმა.
გერმასმა ფეხი დაადგა პირველს საფეხურს კიბისას და როცა უფრო
გაბედვით დაიწყო კიბეზე ასვლა, მაშინ უეცრად კიბის თავში გაეღო კარი და
გამოცვივდნენ პატარა ყმაწვილები ჟღივილით და კასკასითა.
გაოცებულმა გერმასმა თვალი მიაბჯინა ამ ბაშვების გუნდსა და მინამ
მოისაზრებდა, რომ ამბავია, ყმაწვილები კიბეზედ მოცვივდნენ.
ყველაზედ წინ მორბოდა ქალი საკვირველის მშვენიერებისა ოქროსფერის
თმითა. ხმამაღლა კასკასებდა და ხელში ათამაშებდა ჭრელად მოსილს კუკსა.
ქალს კიბისაკენ ზურგი შემოექცა და ყმაწვილებისაკენ პირი ჰქონდა.
ყმაწვილები კიდევ, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ კუკი ხელში
ჩაეგდოთ, ზოგი ეხვეწებოდა, ზოგი სიცილით, ზოგი კიდევ წუწუნით
ემუდარებოდა ქალს და იყო ერთი ჟრიამული და წივილ-კივილი. "ჩვენ
მოგვეცი, ჩვენ, სირონავ! ნუღარ წაგვართმევ. სირონავ! დადეგ, დადეგ, სირონაჯან! შენი ჭირიმე, დადეგ", უყვიროდნენ ბაშვები.
ერთი პატარა ექვსის წლის ქალი მკლავზედ ჩამოეკიდა სირონას, რომ
როგორმე ხელი მიაწვდინოს კუკს და წაართვას; სამი უფრო პატარები
მოხვევოდნენ მუხლზედ და არ უშვებდნენ. სირონამ მარცხენა ხელით ეს
პატარები მოიგერა, აუჩქარა ფეხი და თან მხიარულად ეუბნებოდა:
- არა, არა, თქვენ კუკს ვერ მიიღებთ, მინამ ახალი კაბა არ ექმნება მზად.
ისე გძელი და ჭრელი იქნება, როგორც იმპერატორის სამოსელი. ციცილია,
მომშორდი, თორემ თავ-პირს დაიმტრვევ, როგორც გუშინ ნიკონს მოუვიდა.
ქალმა უეცრად თვალი მოჰკრა გერმასს, რომელიც პირდაღებული
შემოჰსცქეროდა ამ მხიარულს კრებას. სირონას ჯერ შეეშინდა და როცა
მორცხვობით ატაცებულმა გერმასმა პასუხი ვეღარ მოახერხა სირონას
კითხვაზედ, რა გინდაო, ქალი ისევ მხიარულად სიცილს მოჰყვა და დაიძახა:
- რას გაჩერებულხარ? ჩვენ ხომ არას დაგიშავებთ! რას შიშობ! განა, არას
დაუშავებთ, ჩემო პატარებო?
გერმასი ამ ხანობაში იმოდენად მოკეთდა, რომ უთხრა, სენატორის ნახვა
მინდაო, სიროა ძალიან დააკვირდა იმ მშვენივრად მოყვანილს ყმაწვილ კაცს
და უთხრა, მე წაგიყვან სენატორთანაო.
პეტრე ამ ფროს ელაპარაკებოდა თავის ორს უფროსს შვილს. პეტრეს

უფროსი შვილი ლამაზი ყმაწვილ-კაცნი იყვნენ და ნიჭიერნიცა. უფროსი ანტონი მეხანიკი იყო და უმცროსი - პოლიკარპი ძალიან მაღალის ნიჭიერების
სკულპტორი. პოლიკარპი მამას ეუბნებოდა თავის აზრს მასზედ, თუ როგორ
გადიტანოს ალექსანდრიაში უშველებელი ლუსკუმები, რომელიც მას
შემოკვეთილი ჰქონდა. მამა არ ეთანხმებოდა, მაგრამ შვილი ისე
გულმხურვალედ აჯერებდა, რომ ბოლოს ესეც დაუყაბულდა.
ოთახში შემოვიდა პეტრეს ცოლი დოროტეა და მისი ქალი მარტანა.
დოროტეას ძალიან უხაროდა, რომ საყვარელის შვილის აზრი სისრულეში
მოვა.
- რაო? სირონა თქვენთან არ ყოფილა? - ჰკითხა უეცრად პოლიკარპმა,
რომელსაც უნდოდა გულგრილად ეჩვენებინა თავისი თავი, მაგრამ ვერ
მოუვიდა და სახე აუწითლდა ამ კითხვაზედა.
მარტანამ ეს შეამცნია და ქვეშ-ქვეშობით უპასუხა:
- სირონამ დღეს ერთის წუთით დაგვანახა, თავისი მშვენიერი სახე და
ისევ მალე მოგვშორდა, რაღაც მძიმე საქმე მაქვსო.
- საქმეო? ვისა? სირონას? - ჰკითხა გაკვირვებით პოლიკარპმა.
- მაშ! მაშ! - იცინოდა მარტანა: - სირონას ჰქონდა, სირონას! კუკისათვის
ახალის კაბის შეკერვა მძიმე საქმე არ არის განა!
- ახლა შენ რად დაჰსცინი მის გულკეთილობას? - ჰკითხა მდურვით
პოლიკარპმა.
- ეჰ, გულბილი რამ ყოფილხარ! - ჰსთქვა ხმადაბლა მარტანამ. - სირონა
გულუბრყვილოა და კეთილი, როგორც ანგელოზი, მაგრამ მაინც შენ ისე
ხშირად არ უნდა შეაჭყიტო ხოლმე თვალები. იგი ჩვენი არ არის და რაც უნდა
ჰსძულდეს თავისი ქმარი გალელი ცენტურიონი, მაინც კიდევ....
სიტყვა ვეღარ დაასრულა, იმიტომ, რომ ამ დროს დედამ ამათკენ
მოიბრუნა პირი.
ქვა იქავ სენატორის მამულში უნდა მოეჭრათ ლუსკუმის გამოსაკვეთად.
ქვის მოჭრას მუშები უნდოდა. დოროტეამ თავისი მოურავი იეტრო დაიბარა.
მოურავი მოვიდა და დოროტეამ შეუკვეთა, მუშები იშოვნეო, ზოგი ჩვენი
შინაყმანი მიაშველეო, ასე კიო, ჩვენი შინაური საქმე ამითი არ შეფერხდესო.
რასაც კი დოროტეა ამ საგანზედ ეუბნებოდა, ყველაფერი გონივრული და
ჭკვიანური იყო. აშკარად ჰსჩანდა, რომ ოჯახის ავ-კარგი კარგად ეყურებოდა
და ბძანებლობასაც ჩვეულ ყოფილა.
- აი, ის ახმახი ანუბისი! - ჰსთქვა დოროტეამ: - ის შეიძლება ცოტას
ხნობით თავლას მოვაშოროთ. თავლაში ის ისე საჭირო არ არის; უიმისოდ
თავლაში იოლად წავლენ.
მოურავმა ამაზედ პასუხი დაუგვიანა, თუმცა აქამომდე სწრფად აძლევდა
პასუხსა. ამასთანავე ისეთის თვალით გადახედა პეტრეს, რომელიც ამ დროს
შვილის სამუშაო გეგმას სინჯავდა, რომ აშკარა იყო პეტრესი ერიდება და
იმასთან პასუხის თქმა ემძიმება.
დოროტეა მიუხვდა იეტროსს და სწორედ ამ მიზეზითაც უფრო

გაკვირვებით, ვიდრე გაჯავრებით ჰკითხა:
- ეგ თვალით რომ მანიშნე, რა ამბავია? რაც ჩემთვის მოსასმენია, ის
პეტრესათვისაც მოსასმენი უნდა იყოს.
სენატორმა ამათკენ შემოიხედა და ისეთის თვალით გაზომა თავის
მოურავი, რომ ამან უკან დაიწია და მოჰყვა რაღაცის ტიტინსა.
ბაშვების ხმაურობამ სიტყვა გააწყვეტინა. ოთახში შემოცვივდნენ
ყმაწვილები და სირონა. სირონამ გერმასი მიიყვანა სენატორთან და სიცილით
უთხრა:
- აი, ეს გრძელი ჭაბუკი კიბეზედ ვიპოვე; შენ გეძებდა.
პეტრემ მოყვარის თვალით ვერ შეხედა ჭაბუკს და ჰკითხა, ვინა ხარ და რა
გინდაო.
გერმასს მორცხვობისაგან ენა დაება. თავის დღეში ამდენს ხალხში, მერე
საცა სამი ქალი იყო, თავისი თავი არ ენახა. სხვა რომ ვერა გაეწყო რა, თავისის
ტყაპუჭის ბეწვს დაუწყო გლეჯა და ტუჩებს კიდევ ცმაცუნი. ბოლოს, როგორც
იყო ხმა ამოიღო და ძლივ-ძლივ წაიდუდუნა:
- მე სტეფანეს შვილი ვარ, აი, ამ ბოლოს დროს რომ დაჰსჭრეს, სარაცინები
რომ დაგვეცნენ. ხუთი ღამეა რაც მამაჩემს ძილი აღარ მოჰსვლია. მე
გამომგზავნა შენთან პავლემ, კეთილმორწმუნე პავლემ ალექსანდრიელმა, შენ
ხომ იცნობ, გამომგზავნა, რომ....
- ჰო, ჰო, - გააწყვეტინა სიტყვა პეტრემ და იმ კილოთი დაუწყო ლაპარაკი,
რომ ამ ყმაწვილ-კაცს გული მოუგოს: - ჰო, ვიცი! შენ მამაშენისათვის წამალი
გინდა. ერთი უყურე, დოროტეავ, რამოდენა ვაჟკაცი გამხდარა ის ბაშვი,
რომელიც ანტიოხელმა თავისთან მთაში წაიყვანა. ვერ ხედავ რა ტანადი
ვაჟკაცია!
გერმასი გაწითლდა და უნებლიეთ გაჰსწორდა და ტანი მოიმარჯვა.
დიდის თავმოწონებით ნახა, რომ სენატორის შვილებზედ უფრო ტანადი და
მაღალია თითონ. ისინი და გერმას ერთის ხნისანი იყვნენ თითქმის, მაგრამ
იმათ წინ უფრო მორცხვობდა, ვიდრე იმათ დაღვრემილ მამის წინაშე. ესეც
უნდა ვჰსთქვათ, რომ სენატორის შვილები ვერაფრად მოსდიოდნენ თვალში
გერმასს. ამისი გული იმათ როგორღაც არ მიეკარა.
პოლიკარპმა თავიდამ ფეხამდე თვალით გაზომა გერმასი და ხმამაღლა
უთხრა სირონას, რომლისათვისაც ერთს წუთსაც თვალი არ მოუშორებია:
- ერთი ამისთანა მხარბეჭიანი ოციოდ მუშა რომ გვეშოვნა, ჩვენი საქმე
კარგად წავიდოდა. აქ, ჩვენო ახმახო ფალავანო, სამუშაოა, თუ გინდა....
- მე ფალავანს კი არ მეძახიან, მე გერმასი მქვიან, ეს იცოდე, - უპასუხა
თავმოწონებით გერმასმა და შუბლზედ ძარღვები სისხლით აევსო.
პოლიკარპს ენახა ბერ-მონაზონები წმინდა მთაზედ, იცოდა იმათი ავი და
კარგი, მაგრამ არ ეგონა, რომ ამისთანა ჯანმრთელი, ღონიერი ჭაბუკიც
მეუდაბნოეთა რიცხვში იქნებოდა. მაშინვე მიხვდა, რომ ეს მამის სტუმარი
რაღაც რამ მეტია მასზედ, რაც მისი ტანისამოსი აჩენს. ისიც იგრძნო, რომ
აწყენინა ჭაბუკსა და ამის გამო ასე მეგობრულად და ტკბილად უთხრა:

- მაშ გერმასი გქვიან? რათ მიწყინე? ჩვენ ყველანი მუშები არა ვართ განა?
შრომა არავის არ ამდაბლებს. სახელდობრ რა საქმეზედ სდგეხარ?
ამ სიტყვამ ძალიან აამღვრია გერმასი, დოროტეამ შეამცნივა ეს ამბავი და
მაშინვე წამოიძახა:
- თავის სნეულს მამას უვლის. არა, ჩემო შვილო? პეტრე შემწეობაზედ
უარს არ გეტყვის.
- მაგას ეჭვი არ უნდა, - ჩაერია ლაპარაკში სენატორი. - ცოტას ხანს უკან
მეც გამოგყვები მამაშენთან, გერმას. თქვენ კი, ჩემო შვილებო, იცოდეთ, ამისი
მამა გამოჩენილი დიდკაცი იყო. მან დიდს სიმდიდრეზედ აიღო ხელი, ზურგი
შეაქცია ამ წუთისსოფელს, რომელმაც მრავალი მწარე დღე გამოატარა. და სულ
მთლად მიეცა ღვთის სამსახურსა. ჩვენ შეგვიშლიან იმის აზრს ღვთაებაზედ არ
ვეთანხმოთ, ხოლო პატივსაცემი კაცი კია და პატივი უნდა ვცეთ. ჩამოჯეგ,
ჩემო კარგო! ჯერ ერთს მძიმეს საქმეზედ მოსალაპარაკებელი მაქვს, მოვრჩები
თუ არა, წამოგყვები და წავიდეთ.
- ჩვენ ძალიან მაღალს მთაზედ ვდგევართ, - წაიბუტბუტა გერმასმა.
- მაშ წმინდა ჰაერში ჰსცხოვრობთ, როგორც ვხედავ, - მიუგო სენატორმა. კარგია მომაგონდა! იქნება მამაშენი მარტოა ეხლა? მაგრამ შენა ჰსთქვი, რომ ის
მადლიანი კაცი პავლე იქ არისო. თუ ეგრეა, კაი პატრონი ჰყოლია, არა უშავს
რა, რომ აქ ცოტათი მოიგვიანო კიდეც.
პეტრეს რაღაცა მოაგონდა და ჩაფიქრდა. ცოტას ხანს მერე თვალი უყო
შვილებს და უთხრა:
- შენ, ანტონივ, წადი და მუშების საქმეს შეუდეგ, შენ კი პოლიკარპ,
შეუდეგ საქონელის შოვნის თადარიგს. ფულს ნუ დაიშურებ, ოღონდ კარგები
იყვნენ. რაც მალე პასუხს მომიტანთ, მით უფრო კარგი იქნება. საქმე უნდა
სიტყვას ზედ მოჰყვეს ხოლმე, ის არის კარგი. როცა კვერი დაეცემა, ხმასაც
მაშინვე გამოიღებს; ჩვენც ეგრე უნდა მოვიქცეთ. შენ კი, მარტანავ, ციების
წამალი შეამზადე და რამდენიმე წყლულის შესახვევი მჩვრები. აი გასაღებიცა.
- მეც გიშველი, - დაიძახა სირონამ, რომელსაც უყვარდა, რომ რაშიმე კაცს
გამოჰსდგომოდა. ამასთანაც ებრალებოდა საწყალი და სნეული მეუდაბნოე.
გერმასს როგორღაც განსაკუთრებით უყურებდა. სირონას ეგონა, რომ ეს
ჭაბუკი ჩემი ნაპოვნიაო, ჩემგან არის აქ მოყვანილიო. მას აქეთ რაც შეიტყო, რომ
გერმასი დიდი-კაცის შვილია, დიდის პატივისცემით დაუწყო ცქერა.
მინამ სიროა და მარტანა წამლის მზადებაში იყვნენ, ანტონი და
პოლიკარპი გავიდნენ ოთახიდამ.
უკანასკნელმა გადააბიჯა დირეს ფეხი თუ არა, ერთი კიდევ უკან მოიხედა
და დიდხანს მიაპყრა თვალი სირონასა. შემდეგ სწრაფად გაჰსწია, მიიხურა
კარები და აღმოკვნესით ჩაიარა კიბე.
როცა შვილები გავიდნენ, პეტრე ხელახლად მიუბრუნდა მოურავს და
ჰკითხა:
- რა მოჰსვლია იმ ჩვენს შინაყმას ანიბუსსა?
- დაჭრილია, - უპასუხა იეტრომ. - ასე დაჭრილია, რომ რამდენსამე დღეს

არაფრის კეთება არ შეუშლიან. მირიამმა, იმ გარეულმა კატამ, თავი გაუხეთქა
ნამგლითა.
- მე მარტო ეხლა მესმის ეგ ამბავი! - დაიძახა გულნაკლულად დოროტეამ.
- მერე ის საძაგელი გომბიო რა იქნა?
- ბეღელში დავამწყვდიეთ, - უპასუხა იეტრომ. - ეხლა იქა გდია და თმას
იგლეჯს და იწყევლება.
დოროტეამ თავი გაიქნია გაჯავრებით და ჰსთქვა: - მაგით თქვენ იმას ვერ
მოარჯულებთ. წადი და აქ მომიყვანე.
როცა მოურავი გავიდა, დოროტეა მიუბრუნდა თავის ქმარს და უთხრა.
- კაცი გაგიჟდება, როცა ხედავს, როგორ ექცევიან ერთმანეთს ის
უბედურნი. აი რამდენჯერ შემინიშნავს! ისე შეუბრალებლად არავინ
მოეკიდება, როგორც მონა მონასა.
V
იეტრომ და კიდევ ერთმა გოგომ შემოიყვანეს მირიამი ოთახში. ხელები
შეეკრათ მირიამისათვის სხვილის თოკითა და აწეწილ თმებში ჩალა-ჩულა
ჰქონდა გარეული.
რისხვის მეხი გამოჰკრთოდა მის თვალებში, სახის ძარღვები უთრთოდა,
როგორც ფილენჯიანს.
როცა დოროტეამ შეხედა, მირიამმა თავი მაღლა აიღო, თვალი გადაავლო
თვის გარეშემოს, თითქო იმასათვისაო, რომ თავისი მტრები დაათვალიეროსო.
უცბად თვალი მოჰკრა გერმასსა. ტუჩები გაუფითრდა; ერთი ღონივრად
დაიძრა, ხელები გაითავისუფლა თოკიდამ, პირის სახეზედ მიიფარა და
კარებისაკენ გაიქცა. მაგრამ იეტრომ გზა გადუჭრა და მაგრად ჩაჰსჭიდა მხარში
ხელი. მირიამმა ხმამაღლა დაიკივლა. სენატორის ქალმა ხელიდამ გააგდო
წამალი და გულმტკივნეულად თვალს ადევნებდა საწყალის მირიამის
მოქმედებას. ეხლა კი სწრაფად მივიდა მირიამთან, ხელი ჩამოაცლევინა
მოურავს, რომელსაც კიდევ მაგრა ეჭირა მწყემსი ქალი და უთხრა: "ნუ
გეშინიან, მირიამ! რაც უნდა გექმნას, შეიძლება მამაჩემმა ყველაფერი
გაპატივოს".
ეს სიტყვები ასეთის გულისტკივილით იყო ნათქვამი, რომ მირიამი აღარ
ეურჩა და მიჰყვა ქალს მის მამასთან. რამდენსამე ხანს ხმა არავის ამოუღია.
ბოლოს დოროტეამ ჰკითხა მირიამს:
- რა მოგივიდა ისეთი, ჩემო კარგო, რომ ასეთი ამბავი ჩაგიდენია?
მირიამმა არ იცოდა, რა ექმნა და რა ეთქვა. ცემა-ტყეპას, ლანძღვა-თრევას
მოელოდა და ამისათვის მომზადებულიც იყო. ხოლო ეხლა კი ეს ამისთანა
ტკბილი და ლმობიერი სიტყვები მოესმა. მისი კერპობა ამ ლმობიერმა
სიტყვებმა ჩაფუშეს, თვითონაც გული მოულბა, რაკი დაინახა თავისის
ქალბატონის თვალნი გნულმტკივნეულობით სავსენი და ნელა უპასუხა:
- დიდი ხანია ის მე მდევნა და უნდოდა, ჩემი თავი ცოლად თქვენთვის

ეთხოვნა. მე ის მეზიზღება და მძულს, როგორც ყოველი თქვენი შინაყმა კაცი.
ბოლონდელს სიტყვაზედ თვალები უწინდელებრ ცეცხლით აენთო და
თავისებურის გულმხურვალობით განაგრძო:
- კარგი იქნებოდა, რომ ჯოხით მეცემნა და ნამგალი არ მეხმარა, მაგრამ
ისე გამიჭირა საქმე, რომ რაც ხელში მომხვდა, იმით უნდა მომეგერებინა. მე
მეჯავრება, როცა კაცი ხელსა მკიდებს და შემეხება ხოლმე. მაშინ თვითონ
კაციც მეზიზღება. გუშინ თხები რომ შინ მოვრეკე და მოვწველე, კარგა
მომიგვიანდა და დიდი ღამე გავიდა. სახლში ყველას ეძინა, მეც წავედი
დასაძინებლად. როცა ვწვებოდი, მომეპარა ანუბისი და მომიყვა, მიყვარხარო.
მე ხელი ვკარ, ის გადამეხვია, აი, ესე დაიჭირა თავი და უნდა ეკოცნა. სისხლი
თავში ამივარდა. მაშინვე ხელი წავავლე ნამგალს, რომელიც იქვე კედელზედ
ეკიდა და მინამ ტკივილისაგან ღრიალს არ მოჰყვა და არ დაეცა ძირს, ვერ
გავიგე, რომ დავჭერ. მაშინ მივხვდი, რომ ავი საქმე ჩავიდინე. როგორ მოხდა ეს
ამბავი, მეც არ ვიცი. ჩემში რაღაცაა იმისთანა, რომ - არ ვიცი როგორა ვჰსთქვა იმისთანა რაღაცაა, რომ ისე მატრიალებს, როგორც ქარი ფოთოლსა და
ვერასგზით ვერ ამიცილებია. ძალიან კარგს იქმოდით, რომ მომკლათ და ამ
წუთისსოფელს მომაშოროთ. მაშინ ჩემს სიავეს სამუდამოდ თავიდამ
მოიშორებდით.
- მაგას რისთვის ამბობ, - გააწყვეტინა სიტყვა მარტანამ. - შენ მარტო
თავდაუჭერელი და კერპი ხარ და არა ბოროტი.
- მაშ აბა ამას ჰკითხე! - დაიძახა მირიამმა და ანთებულის თვალით
გერმასზედ ანიშნა. გერმასს კი კრთომით თვალები ძირს დაეშვა და ისე იდგა.
სენატორმა და მისმა ცოლმა სწრაფად შეხედეს ერთმანეთსა. ისინი
ჩვეულნი იყვნენ ერთმანეთის აზრის გაგებას უსიტყვოდაც, დოროტეამ ჰსთქვა:
- ვინც ჰგრძნობს, რომ როგორც რიგია, ისე არ იქცევა, ის უკვე სიკეთის
გზაზეა დამდგარი. ჩვენ თხების მწყემსად დაგნიშნეთ იმიტომ, რომ
ყოველთვის იმათთან გარბოდი ხოლმე და შინ დგომას არ იფიქრებდი.
ცისკრის დროს მთაში წაასხამ ხოლმე თხებს და ვახშმად უკან ბრუნდები შინ.
შენის ადამიანობის თვისების განკარგებაზედ არავის არაფერი ზრუნვა არა
ჰქონია. ნახევარი შენის დანაშაულობისა ჩვენი ბრალია და ჩვენ არაფერი
საბუთი გვაქვს, რომ შენ რამე გადაგახდევინოთ. ნუ გიკვირს ჩემი თქმული.
ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ, პეტრეც, მეცა იმისთანა ადამიანები ვართ,
როგორიც შენ, არც მეტი, არც ნაკლები. ეს კი, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და
ვალად გვდევს, გავუფრთხილდეთ იმათ სულებს, რომელნიც ჩვენ გვაბარია,
ჩვენი საკუთარი შვილნი იქნებიან, თუ შინაყმანი. შენ ამას იქით მწყემსად აღარ
უნდა იყო, შენ შინ იქმნები. შენი წინდაუხედავი საქციელი მე მიპატივებია
შენთვის, თუ პეტრეც გაპატივებს.
სენატორმა თავი დაიქნივა იმის ნიშნად, რომ მეც ვაპატივეო. მაშინ
დოროტეა მიუბრუნდა იეტროს და ჰკითხა:
- რაო, ანუბისი ძლიერ არის დაჭრილი? იქნება საჭიროა, მომვლელი
ჰყვანდეს?

- ეხლა სიცხეშია და ბოდავს, - უპასუხა მოურავმა. - ბებერი პრაქსინოა
უზის და წყლულს ცივის წყლით უგრილებს.
- მაშ მირიამმა მოუაროს პრაქსინოას მაგიერ, - ჰსთქვა დოროტეამ. - და
ეცადოს გაასწოროს თავისაგანვე წახდენილი საქმე. ნახევარი შენის
დანაშაულობისა აგეხდება, მირიამ, თუ ანუბისი მორჩება შენის მოვლისაგან. მე
და მარტინა მალე მოვალთ და გაჩვენებთ, წყლული როგორ უნდა შეუხვიო.
მირიამმა თავი დაღუნა და ხმაამოუღებლივ გაჰყვა იეტროს სნეულთანა.
მარტანამაც ამასობაში წამალი მოამზადა, გერმასის მამისათვის პეტრეს ჯოხი
და ქუდი უბძანა, გერმასს წამალი ჩააბარა და უთხრა, წამო, წავიდეთო.
სირონამ თვალი გაადევნა ამათ და სთქვა: - ცოდო არ არის ეს ტანადი
ჭაბუკი! მეწამულის ტანისამოსი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ეს დაგლეჯილი
ტყაპუჭი.
დოროტეამ მხრები აიწია, ანიშნა თავის ქალს და უთხრა: - აუჩქარე,
მართავ, საქმეს, თორემ მზე მაღლა ამოვიდა კიდევ. რარიგად მალე მირბიან
დღეები! ადამიანი რამოდენადაც ხანში შედის, იმოდენად უფრო ჩქარა ეპარება
დრო.
- მაშ მე ძალიან ყმაწვილი უნდა ვიყო, - უთხრა სირონამ: - იმიტომ, რომ ამ
უდაბნოში დრო ძალიან ტაატით დადის ჩემთვის. ერთი დღე მეორესა ჰგავს და
ხშირად მგონია ხოლმე, რომ სიცოცხლე გამიჩერდა და მასთან გულის ძგერაც
დამიდგა; რა მეშველებოდა, რომ შენი სახლი და შენი შვილები არ ყოფილიყო!
სულ ერთი და იგივე სინაის მთა, ერთი და იგივე ცაცხვერი, ერთი და იგივე
პირისახენი! ვინ გაუძლებდა?
- სინაის მთა ხომ დიდებულის სანახაობისაა, ცაცხვებიც მშვენიერები
არიან და თუ გიყვარან ადამიანები, რომელთაც ყოველდღე ხედავ ხოლმე,
მაშინ აქაც შესაძლოა კმაყოფილი იყო, - უპასუხა დოროტეამ. - სხვისა არ ვიცი
და ჩვენ კი მოგვწონს აქაურობა. მე განა ერთხელ მითქვამს შენთვის, საქმე რამ
გაიჩინე-მეთქი.
- საქმე? ვისთვის უნდა ვისაქმო, ვისთვის? - ჰკითხა სირონამ. - შენსავით
შვილები რომ მაინც მყვანდეს, კიდევ ჰო! რომშიაც არ ვიყავ ბედნიერი, მაგრამ
იქ გულს ვართობდი მაინც; ხან სეირნობა იყო, ხან თამაშა და კაცი გულს
აყოლებდა. აქ აბა რა უნდა ჰქმნას კაცმა? ან ვისთვის უნდა ჩაიცვა, ან ვისთვის
უნდა დაიხურო? ჩემი ძვირფასი ნივთეულობა ისე უქმად მიყრია ზანდუკში
და ძვირფასს კაბებს კიდევ ჩრჩილი ჰსჭამს. - ეშმაკმა რომ ძღარბად მაქციოს, ან
ბაიყუშად, მე არას ვინაღვლი; ჩემთვის სულ ერთია.
- სირონავ, ღმერთს ნუ ჰსცოდავ! - უთხრა მკვახედ დოროტეამ, თუმცა კი
დედებრივის სიკეთით მიაპყრა თვალი მშვენიერს სახეს ახალგაზრდა ქალისას
და მის ლამაზს ოქროსფერს თმებსა. - შენ ჩემო სირონავ, უნდა გეხალისებოდეს
მორთვა შენის ქმრის სასიამოვნოდ!
- რაო? ჩემის ქმრის სასიამოვნოდო! ის თავის დღეში არც კი შემომხედავს
ხოლმე და თუ შემომხედავს მარტო იმისათვის, რომ მაწყენინოს რამე. მე ჯერ
ისიც მიკვირს, რომ კიდევ ესე მხიარულად ვარ. ესეც კია, რომ მარტო შენს

სახლში ვარ გულმხიარულად და ერთიც მაშინ, როცა ჩემი ქმარი არ მაგონდება
ხოლმე.
- მე მაგისთანა ლაპარაკი არ მიყვარს, - ჰსთქვა მწყრალად დოროტეამ: მარტანავ, წამოიღე ტილო და წყალი და წამოდი, ანუბისს წყლული
შევუხვიოთ.
პეტრე და გერმასი მთას შეუდგნენ. პეტრე გაკვირვებით უყურებდა
განიერს მხარ-ბეჭს ჭაბუკისას და მის მოხდენილს მიხრა-მოხრას. ავიდნენ
ერთს ფერდობზედა, საცა გზა უფრო განივრად მიდიოდა. აქამდი გერმასი წინ
მოუძღოდა და გზას ასწავლიდა, ეხლა კი ერთმანეთს დაუსწორდნენ და ისე
წავიდნენ. დიდხანს იარეს ხმაამოუღებლივ, ბოლოს კი სენატორმა ჰკითხა: რამდენი ხანი იქნება რაც მამაშენი აქ სინაიაზედ დასახლდა?
- დიდი ხანია, - უპასუხა გერმასმა. - და არ ვიცი კი, რამდენი წელიწადია.
სწორედ გითხრათ, არც საჭიროა ამის ცოდნა. დროთა სვლას ჩვენ ვინა
გვკითხავს? ვის-რად უნდა?
სენატორი შეფერხდა, ხელახლად თვალით გაზომა თავისი თანამგზავრი
და ჰკითხა: თავიდამვე მამაშენთანა ხარ?
- თავისაგან არ მიშორებს, - გულნაკლულად უპასუხა გერმასმა. - სულ
ორჯერ ვყოფილვარ თქვენს სოფელში მარტოდ. ისიც ეკკლესიაში ვიყავ.
- მაშ შენ შკოლაში არსად ჰყოფილხარ?
- შკოლა კი არა! სახარების კითხვა მამამ მასწავლა. უწინ წერაც ვიცოდი,
ეხლა კი იქნება დამავიწყდა კიდეც. ან რად მინდა? ჩვენ ისე ვცხოვრობთ,
როგორც მლოცველნი მხეცნი.
უკანასკნელნი სიტყვები ჭეშმარიტის სიმწარით იყო თქმული. პეტრემ
შეატყო, რაც კუპრიელი უდუღდა ჭაბუკს გულში; ჭაბუკსა, რომლის ნორჩი
ბუნება ვერ იტანდა უქმს ცხოვრებას მეუდაბნოისას.
შეეცოდა გერმასი. პეტრე იმათგანი არ იყო, რომელნიც უგულოდ გვერდს
აუქცევენ ხოლმე გაჭირებულს კაცსა. მას მოაგონდა თავისი საკუთარი
შვილები, რომელნიც გაზდილები იყვნენ ისე, რომ მტკიცედ ჰქონდათ
ჩანერგული კაცობრივი მოვალეობა და სიკეთე, და უთხრა თავის თავს: ჩემთან
რომ მოაბოტებს ეს მშვენიერი ყმაწვილი კაცი, იმათზედ არაფრით უარესი არ
არის. რატომ ეს კი არ უნდა იყვეს ადამიანად? ოღონდ კაცი იყოს, რომ წინ
გაუძღვეს, სხვა ამისათვის საჭირო არა არის რა.
ამ ფიქრებში პეტრე ხან შეხედავდა გერმასს, ხან დაბლა დაიწყებდა
ყურებას და დაბლა ხმით თავისთავს რაღასაც ელაპარაკებოდა. უეცრად ტანში
გაიმართა და კმაყოფილებით დაიქნია თავი. განიზრახა, რომ გერმასი როგორმე
ამ ყოფისაგან უნდა დავიხსნაო და თავის ჩვეულებისამებრ აქვე შეუდგა ამის
საქმეს.
ფერდობის ბოლოს გზა ორად იყოფებოდა. ერთი ბილიკი მთაში
მიდიოდა, მეორე ვაკეში ჩადიოდა და იქ თავდებოდა, საცა პეტრეს მუშები
ჰყვანდა ქვის საჭრელად. პეტრე ამ მეორე ბილიკს დაადგა, მაგრამ გერმასმა
დაუძახა: ეგ ბილიკი. ჩვენის სადგურის ბილიკი არ არის. მე მომყევი!

- არა, შენ უნდა მომყვე მე, შენ! - შეუბრუნა სიტყვა სენატორმა და ისე
გამოჰსთქვა ეგ სიტყვები, რომ ჭაბუკი მიხვდა თქმულის ორგვარ
მნიშვნელობას. - დღე დიდია, რას აკეთებენ ჩემი მუშები, ამის ნახვასაც
მოვასწრობთ და მამიშენის ნახვასაც. შენ ის ადგილი არ იცი, საცა ჩვენ ქვას
ვაჭრევინებთ?
- როგორ არ ვიცი! - უპასუხა გერმასმა და წაუძღვა სენატორს წინ, რომ გზა
აჩვენოს. - მე აქ ყოველი ბილიკი ვიცი ზღვისაკენ, თუ სოფლისაკენ; თქვენს ქვასაჭრელს იქით ორს ვეფხვს ბინა დაუდვია.
- მართალია, ჩვენ ეგ ვიცით. ამას წინად ორი აქლემი შეგვიჭამეს. ჩემმა
ბიჭებმა ვერც ხაფანგით დაიჭირეს, ვერც ძაღლებით ავნეს რამე.
- მაშ ეხლა კი ფიქრი ნუღაფრისა გაქვთ, - გაუცინა გერმასმა. - აი იმ
კლდიდამ შვილდ-ისრით გადავაბრძანე ხვადი ვეფხვი. სოროში ძუ და
ლეკვები ვიპოვე. აქ კი საქმე გამიძნელდა. ჩემი ხანჯალი ისეთი ლბილია, რომ
პირველს დაკვრაზედვე მოიკაკვა. მეტი გზა არ იყო, ხელით უნდა მესაქმა;
მივვარდი, ვსტაცე ხელი ყელში და დავახჩე. იმ წყეულმა მხარი გამფხაჭნა და
ხელიც გამიფუჭა. აი ხელებზედ ეხლაც დაჩნეული მაქვს იმის ნაკბილევი.
მადლობა ღმერთს, ჩემი წყლული უფრო მალე მთელდება, ვიდრე მამის ჩემისა.
პავლე მეუბნება, რომ შენ სწორედ წვიმის ჭია ხარო; წვიმის ჭია შუა რო
გასჭრაო, ორივე ნახევარი ერთმანეთს გამარჯობას ეტყვიანო; ერთი იქით
გაცოცდებაო და მეორე აქეთო, თითქო არაფერი გადახედიათო. პატარა
ვეფხვები ასეთი სასაცილონი და შესაბრალისნი იყვნენ, რომ შემეცოდა იმათი
დახოცვა. მე ისინი ჩემს ტყაპუჭში გამოგახვიე და მამაჩემს მოვგვარე. ბევრი
იცინა იმ პაწაწა ბაჭიებზედ, მერე მისცა ვიღასაც, რომაელთ ვაჭრებს მიჰყიდეო.
რომსა და ბიზანტიაში ძალიან უყვართ ამგვარის მხეცების ყოლა. იმანაც
გაჰყიდა, ფული მე მომიტანა. მეც ავიღე და იმ ფულით გამოვიკვებე თავი,
როცა ალექსანდრიაში ვიყავ პატრიარქის კურთხევის მისაღებად.
- შენ ალექსანდრიაშიაც ჰყოფილხარ? - ჰკითხა პეტრემ. - მაშ გენახება
უზარმაზარი შენობები ზღვის პირზე გაკეთებულნი, რომ წყალი არ
გადმოვარდეს ღელვის დროს; გენახება დიდი კოშკი, რომელიც დიდს
მანძილზედ უნათებს გემებს; გენახება უზარმაზარი ხიდები, ეკლესიები, სრასასახლენი და ტაძრები თავისის ჩუქურთმებით, სვეტებით და მშვენივრად
მოკირწყლულ ეზოებითა. ნუთუ ამაების დანახვაზედ თავის დღეში ჰაზრად არ
აგიღია, რა თავმოწონებული გრძნობა უნდა ჰქონდეს მას, რომელმანც ააშენა
იმგვარი შენობანი?
გერმასმა თავი გაიქნივა, არაო და უპასუხა:
- მაგას რა თქმა უნდა, რომ მე ფართო და სვეტებით მორთულს სახლში
მირჩევნია ცხოვრება, ვიდრე სულის შემხუთველს გამოქვაბულს კლდეში,
მაგრამ ხელოვნება ჩემი საქმე არ არის. აბა რამდენი ხანი უნდა ეწვალოს კაცი,
მინამ ერთს ქვას მეორეს მიუყენებს. მე მოუთმენელი ვარ, მაგას ვერ ვიშვენევ.
მე თუ თავს დავანებებდი მამაჩემს, მარტო იმისთა რასმისათვის დავანებებდი,
რომელიც სახელს მიშოვნის. აი ქვის საჭრელზედაც მივედით...

პეტრემ აღარ დააცალა სიტყვა ყმაწვილ კაცსა. ისე გულმხურვალედ,
როგორც ჭაბუკი, უმტკიცებდა გერმასს, რომ არქიტექტურა დიდი და სასახელო
საქმეა; იმისთანა საქმე, რომელიც დიდს პატივს მიანიჭებს მას, ვინც ყოველს
მის სიძნელეს აუვა და დაჰსძლევს. არქიტექტურა დიდად ძნელი რამ არისო,
დიდს მხნეობას თხოულობსო გამარჯვებისათვის და საცა გამარჯვება არ არის,
იქ არც სახელია, არც დიდებაო.
- განა ვინ გითხრა, - დაუყვირა გულფიცხად გერმასმა - რომ მე შრომასა
და ბრძოლას თავს ვარიდებდე? მე ყოველსფერს შევწირავ, ჩემს საკუთარს
სიცოცხლესაც, სახელის შოვნისათვის. ხოლო ქვის აწევ-დაწევაში, ქვას ჭრაში,
კვერით ქვის მტვვრევაში და გამოქანდაკებაში არაფერს გულის მიმზიდველს
არრას ვხედავ. დაფნის გვირგვინები სავარჯიშო მოედანზედ მიღებულნი
უფრო ძლიერ მიზიდვენ მე. ოჰ, რა რიგის ნეტარებით ძირს დავცემდი მე
ჭიდილში უძლიერესს ფალავანს მთელს ქვეყანაზედ! რა რიგის სიხარულით
ყველაზედ უწინ გადავარდებოდი მტრის რაზმში ომის დროს! მამაჩემიც
ჯარისკაცად ყოფილა და თუმცა ბევრს ლაპარაკობს ეხლა, რომ ომს მშვიდობა
ჰსჯობია, მაგრამ ცხადლივ თუ სიზმრად მაინც ომი და სისხლისღვრა
ელანდება ხოლმე. რა წამსაც შენ მამაჩემს მოარჩენ, მე ამ უდაბურ მთაში აღარ
დავდგები, გაპარვაზედაც რომ მიდგეს ჩემი საქმე, არ დავიშლი, გავიპარები.
პეტრემ ხმა აღარ გასცა გერმასს ამ გულამღვრეულ სიტყვებზედა; დაიწყო
წვერის გრეხა და თავის თავს ეუბნებოდა.
- არწივი ბუზს არ გამოუდგება დასაჭერად; ამ ჯარისკაცის შვილს მე ვერ
გამოვქნი სამშვიდობო ხელოსნობისათვის. მაგრამ ცოდვაა, რომ ეს ამ
უქმმჭამელთა შორის დარჩეს; სულ დაიღუპება. მერე რა ბიჭია! ცოდვაა, ცოდვა!
პეტრემ მუშებზედ თავმდგომარეს რაც რიგი იყო დარიგება მიჰსცა და
შემდეგ გამოჰყვა გერმასს და ორნივ წამოვიდნენ გერმასის სნეულ მამასთან.
VI
ბევრმა საათმა გაიარა მას აქეთ, რაც გერმასი და პავლე წავიდნენ და
სნეული მეუდაბნოე დარჩა მარტოდ მღვიმეში.
მზე თანდათან მაღლა და მაღლა იწევდა და იავის მწვავს სხივებს ჰფენდა
კლდის ფრიალოსა, რომელსაც ამის გამო მხურვალე ბუღი ასდიოდა და
ავსებდა სულთა შემხუთველის სიცხით მეუდაბნოის სადგურსა.
წყლული თანდათან უფრო ჰსწვავდა საბრალო სტეფანეს, ციების სიცხე
ემატებოდა და წყურვილი ჰსტანჯავდა საშინლად. წინ, მართალია, ლიტრა
ედგა, პავლეს მოტანილი, მაგრამ დიდი ხანია, რაც დაეცარიელებინა. პავლე და
გერმასი კი მაინც არსად იყვნენ ჯერაც.
შეწუხებულის გულით დაუწყო ყურის გდება სულ განაბვითა, თითქო
ფეხის ხმა მოესმა და ეგონა, რომ პავლე მოდისო; მას მერმედ თითქო ხმამაღლა
ლაპარაკიც გაიგონა და გაგონების უმალ გამოქვაბულში ნელი ხმა გაისმა
კვნესისა.

სტეფანეს უნდოდა დაეძახნა, მაგრამ უღონობით ისე უძლურად დაიძახა,
რომ თვითონვე ძლივს გაიგო თავისი ძახილი, აღმოკვნესილი სნეულის
გულიდამ და გამშრალის პირიდამა.
მიჰყო ხელი ლოცვას, მაგრამ რაღაც შინაგანმა შიშმა შეუშალა
ლოცვისადმი გულმოდგინება. მთელი სასოწარკვეთილება მარტოობისა უცბად
წარმოუდგა თვალწინ. იგი, რომელსაც იმისთანა ცხოვრება გამოუვლია,
რომელსაც ბევრი ფათერაკი გადუხდია, ბევრი სიტკბოება დაულევია, ბევრი
სიმწარე უნახავს; იგი, რომელსაც დიდის მხნეობით დაუძლევია თავისის
გულის მხურვალე წადილნი, მოუკლავს ადამიანის გულისთქმანი, რათა
თავგადადებით მიეცეს სხვას უფრო უმაღლეს საგანსა, იგი ამ წამს ამ
მარტოობაში თავის თავს ისე მწედ უნუგეშ ჰგრძნობდა, როგორც
გზადაბნეული ბავშვი, რომელსაც დედა დაუკარგავს.
მარტოდმარტო იწვა მღვიმეში ის უბედური და მხოლოდ მისი ნელის
ხმით კვნესაღა ისმოდა..... ბოლოს კლდეების დაძგელებულმა ჩრდილმა ამცნო,
რომ მზე გადიხარა და მაშინ მის ტკივილს, წყურვილს და სასოწარკვეთილებას
ზედ დაერთო ჯავრი და გაბოროტება.
დაკუმშა მუშტი და დაიწყო დუდუნი და წყევლა-კრულვა. დროდგან
დრომდე მის ბაგეთაგან აღმოითქმოდა ხოლმე სახელი შვილისა ან პავლესი.
ბოლოს რისხვამ ისევ სასოწარკვეთილებას დაუთმო თვისი ადგილი.
მეუდაბნოეს ეგონა, რომ ხელმეორედ მოესივნენ ის საზარელნი და
მტანჯველნი წუთნი უწინდელის ცხოვრებისა, რომელიც დიდი ხანია
დავიწყებისათვის მიეცა კიდეც.
აჰა, წარმოუდგა თვალწინ, ვითომ მეფის სრა-სასახლიდამ შინ მოდის
შემდეგ დიდის ლხინისა და ნადიმისა. შინაყმანი და მოსამსახურენი
ისწრაფიან მოახდინონ თავიდან და მოხსნენ გულიდამ გვირგვინები ვარდის
ყვავილისა და ალვის ხის ფოთისანი და შეჰმოსონ საღამურის ტანისსამოსითა.
ვერცხლის სანათურით ხელში მიდის თავის საწოლისკენ; მხიარულია და
პირმცინარი. იქ ელის მას ახალგაზრდა ცოლი, დედა მისის გერმასისა. ცოლი
მშვენიერია და გაგიჟებითაც უყვარს იგი მას. ემზადება, რომ ცოლს უამბოს
ოხუჯობა, მეფის სუფრაზე ნათქვამები. აი, შევიდა კიდეც საწოლის წინა
ოთახში. საცა ორი მხევალი ხელზე მოსამსახურე დედაკაცი ყოველთვის
იძინებდა ხოლმე. ამ ხანად იქ მარტო ერთს ეძინა და მძიმედ ჰქშენდა. მძინარეს
სახეზედ ღიმილმა დაუწყო თამაში. რა სასაცილოდ დაუღია პირი, თქვენი
ჭირიმე! საწოლი მეტად ბუნდად არის განათებული. ფეხაკრეფით და ისევ
პირმცინარედ მიდის სპილოს ძვლის ტახტისაკენ, რომელზედაც უნდა იწვეს
მისი მშვენიერი ცოლი გლიცერა. სანათური მაღლა აიღო, დახედა ქვეშაგებს;
ქვეშაგები ხელუხლებელია და არავინა წევს. სახიდამ დაეკარგა ღიმილი და მას
აქეთ ბევრი წელიწადი გავიდა და არც ერთხელ აღარ გაუღიმნია იმიტომ, რომ
გლიცერა გაექცა ქმარსაცა და მის შვილსაცა.
ოცი წელიწადია მას აქეთ და აი ეხლა ხელახლად მოუბრუნდნენ ეგრე
მწარედ დალეულნი დღენი და ტანჯვით მოსილნი გულის ტკივილნი;

ხელახლად წარმოუდგა მას, როგორც მაშინ, ცარიელი ქვეშაგები თავისის
ცოლისა, ხელახლად იგრძნო მან თავის თავი მარტოდ და უნუგეშოდ როგორც
იმ ღამეს, როცა ცოლი გაექცა.
მღვიმის შემოსავალში ადამიანის ჩრდილს შეასწრო თვალი. იმ საშინელ
მოჩვენებისაგან განთავისუფლებულს სნეულს გულზედ მოეშვა, როცა იცნო
პავლე, რომელიც შემოვიდა და ის წინ დაეშო მუხლებზედა.
- წყალი, წყალი! - ემუდარებოდა ნელის ხმით სტეფანე და პავლე,
რომელსაც გულს უწყლავდა ტანჯვა სტეფანესი, ფიცხლავ წამოვარდა ფეხზედ
და რა ნახა, რომ ლიტრა ცარიელია, წამოავლო ხელი, გაიქცა წყაროზედ და
უმალ მოუტანა წყალი. სნეულს მიაწოდა წყალი და მან ხარბად დალია
გამაგრილებელი სასმელი. სნეულს გულზედ მოეშვა და ჰსთქვა: - უჰ, ეხლა კი
ისევ კარგად შევიქენ! სად იყავ აქამდინ? მე აქ წყურვილით ასე ვიტანჯებოდი.
პავლემ ისევ წინ წამოუჩოქა სნეულს, მის ქვეშაგებზე პირქვე დაემხო და
პასუხი არ მიჰსცა. სტეფანეს ეს ამბავი გაუკვირდა და რა ნახა, რომ პავლე
გულამოჯდომით ქვითინებს, აღარ გამოეკიდა. ერთს საათამდე მღვიმეში ხმა
ამოუღებელი ჩუმობა იყო. ბოლოს პავლემ წამოიხედა და დაიწყო ლაპარაკი:
- შემინდე, ჩემო სტეფანევ, შემინდე! მე ვლოცულობდი და ვგვემე ჩემი
ცოდვილი სხეული, რომ ისევ მოვიპოვო ჩემი წინადელი სულის მოსვენება და
ამასობაში დამავიწყდა შენი უმწედ ყოფნა და ტანჯვა. თვით წარმართიც არ
იქმოდა ამისთანა ცოდვას.
სნეულმა ალერსით შეხედა პავლეს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც თავისას
დუდუნებდა:
- ადამიანს მარტო თავისი თავი ჰსდომებია და მარტო ეს ანგარი
თავმოყვარეობა გვიმორჩილებს ჩვენ და ჩვენზედ უფლობს. აბა სხვის
მწუხარებისათვის ვინ იტკენს ხოლმე თავს კაცთა შორის. ვინ? ამის შემდეგ
ჩვენ, ჩვენ როგორღა ვბედავთ ვჰსთქვათ, რომ სულის ცხონების გზაზედ
ვდგევართო!...
პავლემ მტკივნეულობით ამოიკვნესა და თავი მიაყრდო სნეულის
მკერდსა. სნეულმა სიყვარულით ხელი გაუსვა მის აბურძგნულს თმას.
ამ ყოფაში იყვნენ, რომ სენატორი და გერმასი შემოვიდნენ მღვიმეში.
უქმი ბოგინი მეუდაბნოებისა სრულიად არ მოჰსწონდა სენატორს
პეტრესა და ეწინააღმდეგებოდა მის ჰაზრს ადამიანისა და ქრისტიანის
მოვალეობაზედ; ხოლო როცა ტანჯულს და მწუხარეს ვისმეს ჰხედავდა, იგი არ
დაეძებდა, ვინ არისო და ყველას სიხარულით შველოდა, რამოდენადაც კი
შეეძლო.
ის სურათი, რომელიც მან აქ დაინახა, ძალიან იამა. სიყვარულით
მიუბრუნდა პავლეს და უთხრა:
მე აქ მეტი ვარ, გულდადინჯებით შემიძლიან თავი დაგანებოთ იმიტომ,
რომ როგორც ვხედავ, შენ პავლევ, კარგი პატრონი ხარ სნეულისა.
პავლე წამოწითლდა, გაიქნია თავი და უპასუხა:
- მე ჩემის საკუთარის თავის თავდარიგს შევუდექი, დავივიწყე ჩემი

მოვალეობა და ეს სნეული მარტოდ დავაგდე და წყურვილითა ვტანჯე. ეხლა
კი მე არ მოვშორდები, ნამდვილად გვერდთ გეყოლები და ღვთისა და თქვენის
შემწეობით მოვარჩენთ კიდეც!
პეტრემ ალერსიანად დაუქნია თავი და თუმცა არა ჰსჯეროდა, რომ
მეუდაბნოე თავის თავს სამართლიანად ამხილებს, მაგრამ მისი თავდადება
სნეულისათვის კი ჰსწამდა. როცა პეტრე ამათ გამოეთხოვა და მღვიმედამ
გმოდიოდა, უბძანა გერმასს, რომ ყოველ დილით შემატყობინე მამის შენის
ამბავიო. ამით პეტრეს მარტო ის კი არ უნდოდა, რომ თვალყური ჰსჭეროდა
სნეულზედა, არამედ ისიც, რომ ხშირად შეხვედროდა პირისპირ გერმასს,
რომელმაც ძალიან მიიზიდა პეტრეს გული და რომლის დახსნაც უქმის
ცხოვრებისაგან ძალიან მოიწადინა.
პავლემ უარი ჰსთქვა და არ მიიღო მონაწილეობა მამისა და შვილის
ღარიბულს ვახშამშია. მე აქ დავრჩებიო ავათმყოფთან, უთხრა მან გერმასს და
რადგანაც ამ მღვიმეში სამნი ვერ დავეტევით, შენ ჩემს მღვიმეში წადიო.
გერმასი ადგა და წავიდა.
დღეს ახალი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ ჭაბუკსა. ის სევდა და
სურვილი, რომელიც აქამომდე ურიგოდ და ბუნდად აღეძრა გულში, მას აქეთ,
რაც ალექსანდრიაში იყო, ეხლა ნათლად გამოესახა. მან იგრძნო, რომ უნდა
თავი დაანებოს ცხოვრებას მეუდაბნოისას და თავი იცადოს თავის ნებად
ცხოვრებაში.
"მამაჩემიო, - ამბობდა იგი გულში, - მეომარი იყოო, და ვიდრე აქ მღვიმეს
შემოეფარებოდაო, სრა-სასახლეში ცხოვრებდაო; პავლე კიდევ მენანდრი იყო
და აქამდისაც დისკოს სროლა არ დაჰვიწყვბიაო. მე ყმაწვილი კაცი ვარ,
ღონიერი და კეთილშობილი, როგორც ისინი და პეტრეს სიტყვით
წარმოსადეგი ვაჟკაციც ვიქნები. მე არ მინდა იმის შვილებსავით ქვები ვზიდო
და ვამტვრიო. იმპერატორს მეომარი უჭირს და არა მგონია ან ამალეკიტელებს
შორის და ან თვით რომაელებს შორისაც ერთი ვინმე იმისთანა გამოჩნდეს, რომ
მე ვერ შევბედო და ომი ვერ გავუსწორო”.
ამ სიტყვებზედ ყელი მოიღერა, ტანში გაიმართა და თვისი განიერი მხარბეჭი მოიმარჯვა.
როცა ძილი მოერია, სიზმარში მოეჩვენა, რომ ვითომ საფლავნო მოედანზე
დგას და პავლე მდიდარს ძოწეულს ტანზედ აცმევს; მოეჩვენა, რომ ხუჭუჭა
თმა მისი სურნელებით არის სავსე და თავზედ დადგმული აქვს გამარჯვების
დაფნის გვირგვინი;.მოეჩვენა მშვენიერი ქალიც, რომელიც სენატორის სახლში
ნახა.
VII
სენატორის წამალმა ტკივილი დაუამა, ასე რომ სტეფანეს დაეძინა კიდეც.
პავლე გვერდთ ეჯდა და ასე ფრთხილობდა, რომ არც კი ინძრევოდა.
სუნთქვასაც კი. იკავებდა, რომ რა არი, სნეულს ძილი არ დავუფთხოვო.

შუაღამისას მოხუცს გამოეღვიძა და პავლეს ჩამოუგდო თავის შვილზედ
ლაპარაკი. მამას ჰსწყინდა, რომ გერმასს ხანდისხან საერო ფიქრები
მოჰსდიოდა; მას გული ჰსტკიოდა, რომ შვილი მხარს უქცევს იმ სულის
ცხონების გზას, რომელზედაც თვითონ და პავლე ასეთის მოჭირვებით ძლივძლივ დადგნენ.
- გამიგონე, პავლევ, - უთხრა ბოლოს სტეფანემა. აი, რამდენი წელიწადია
ჩვენ ერთად ვცხოვრებთ და ჯერ ერთხელაც რ მიკითხავს შენთვის შენის
ახალგაზდობის ამბავი და მისი, თუ როგორ გადმოვიდა შენზე მადლი
უფლისა. ყოველივე ესე მეტისმეტია ჩემგან და არ ვიცი, ამის შემდეგ
შემიძლიან თუ არა კიდევ ჯავრობა გერმასზედა. ჩვენ ყველანი, სწორედ რომ
ჰსთქვას კაცმა, მარტო თავისათვის ვზრუნავთ და სხვებზედ კი არა გვეფიქრება
რა. მე მარტო ის ვიცოდი, რომ შენ თავდაპირველად კერპთ მსახური
ყოფილხარ და მერე კი ბევრი წამება გამოგივლია ჭეშმარიტის
სარწმუნოებისათვის და რა კი ეს ვიცოდი, ესეც სამყოფი იყო ჩემთვის; სხვა
აღარა გამოვიკითხე რა. შენც თითონ, როგორც შევნიშნე, არ გიყვარდა შენს
უწინდელს ცხოვრებაზედ ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი,
ვითარცა თავი ჩვენი და შენზედ უკეთესი მოყვასი აბა ვინა მყავს. დიაღ,
ყოველივე ეს თავის თავის მოყვარეობას ნიშნავს ჩემის მხრით! ღვთისადმი
მისაღწევს გზაზედაც მრავალი ჩაქცეული ხიდი ყოფილა, ჩემო ძმაო, მრავალი
კლდე-ღრე!
- აბა ჩემი რა გიამბო! - უპასუხა პავლემ. - ამას კი გეტყვი, რომ
გარდასრული ძნელი დასავიწყებელია. გინდა რომ თავიდამ მოიშორო, გგონია,
რომ აი, ეს არის დავიწყებას მივეცი ყველაფერიო და განვთავისუფლდიო,
მაგრამ უცბად ისევ წარმოგიდგება თვალწინ, რაც გარდაგხედია და როგორც
ძველს ნაცნობს თავს გიგკრავენ. თუმცა ბაყაყი ზოგჯერ ხის წვერზედ მოექცევა
ხოლმე, მაგრამ ისევ უკანვე გუბეში ჩამოხტება.
- რაც გარდაგხედია, მისი დავიწყება შეუძლებელია, შეუძლებელი! დაიძახა სნეულმა. - მე ძილი აღარ მომდის. მიამბე შენის ახალგაზდობის
ამბავი და ისიც, როგორ გაქრისტიანდი. როცა ორნი დიდხანს ერთს გზაზედ
მიდიან და ბოლოს გაყრაზედ მიუვარდებათ საქმე, უნდა ჰკითხონ მაინც
ერთმანეთს, ვინა ხარ და რა გქვიანო.
პავლემ ხმა არ ამოიღო და კარგა ხანს გაუშტერა თვალი მღვიმის ცარიელს
კედლებს. ბოლოს დაიწყო:
- მამაჩემი ძალიან მდიდარი კაცი იყო, ჩვენს ოჯახს მეფური ცხოვრება
ჰქონდა. ჩვენ ბევრი ყმა გვყვანდა და უმეტესი ნაწილი საშინლად გარყვნილი
იყო. როცა მე ყოველი იგი ზიზილ-პიპილები მაგონდება, რომელზედაც
დღედაღამ მამაჩემი ზრუნავდა, თავბრუ მესხმის. ოცი გემი ევნოსტის
ნავთსადგურს და ოთხმოცი ნავი მეოტის ტბაზედ სულ მამაჩემს ეკუთვნოდა;
მთელი ერთი ქალაქი გლახებით სავსე რომ ყოფილიყო, იმასაც კი გამოჰკვებდა
მარტო ერთი ჩვენი ქარხანა. მაგრამ ჩვენ ჩვენს შემოსავალს სულ სხვა რასმეზედ
ვაფუჭებდით. ჩვენი ცხენები სულ მარმარილოს თავლაში გვებნენ და დიდი

დარბაზი, საცა შეიკრიბებოდნენ ხოლმე მამის ჩემის მეგობრები, ტაძარი
გეგონებოდა. უხ, რა რიგად წაგვიღებს ხოლმე ამ წუთის-სოფლის ნდომა, როცა
იგი გვაგონდება! ისა ჰსჯობია თავი დავანებოთ წარსულსა! და თუ შენ
მაინცდამაინც ძალას მატან, რომ ჰსთქვიო, მეტი რა გზაა, ვიტყვი... ჩემი
ყმაწვილობა ისე გავატარე, როგორც ყოველის მდიდარის კაცის შვილი
ატარებს, ლხინში, შექცევაში და ვარჯიშობაში...
- ყოველივე ეგ მეც გამომივლია, - გააწყვეტინა სიტყვა სტეფანემ - და
ხშირად მომწოლია გულზედ მოგონება უწინდელის ლხინებისა და ვცდილვარ
და ფიქრიდამ ვერ მომიშორებია. შენ კი განა ადვილად ივიწყებდი ხოლმე
მაგაებს?
-- პირველში ძალიან გამიძნელდა და ბევრს ვებრძოდი. ჩემს თავს, მაგრამ,
მას აქეთ რაც ორმოცს წელს გადავაბიჯე, წუთის-სოფლის სახიბლავნი ისე აღარ
მტანჯავენ. ოჯონდ კი არა ვნახო ხოლმე ისინი, ვისაც ზღვის პირიდამ თევზი
დააქვთ ხოლმე ქვემო სოფელში და მე არაფერს ვინაღვლი.
ეს უკანასკნელი სიტყვები ეოცა სტეფანეს და გაკვირკებით შეხედა. ხოლო
პავლემ უთხრა:
- დიახ, სწორედ გასაოცარია, რაც გითხარი. კაცსა ვხედავ თუ ქალსა,
ზღვას თუ სინაის მთას - ჩემთვის სულ ერთია, წუთის-სოფელი არ მაგონდება
და მარტო წმინდანებისაკენ მაქვს ყოველი ჩემი ფიქრი და სურვილი, მაგრამ
როცა თევზის სუნი მოხვდება ხოლმე ჩემს ყნოსვას, მაშინ თვალწინ
წარმომიდგება ხოლმე თევზის მოედანი მრავალგვარის თევზეულობითა.....
- კანოპიის თევზი, უკეთესი კაცს ნურა უნდა რა, გააწყვეტინა სიტყვა
სტეფანემ. - იმისი კუპატები, რათაც უნდა ღირს.
პავლემ მსუნაგსავით ბალნიანი ტუჩები მოიწმინდა და წამოიძახა:
- აი, ფილიმონის სასტუმროში რომ აკეთებდნენ, ჰერკულესის ქუჩაზედ!
მართლა რომ, რადაც უნდა ღირს!
ფიცხლავ თვითონვე პავლემ გაიწყვიტა სიტყვა და მორცხვობით ჰსთქვა:
- ჰსჯობია, ჩემი ამბავი ამით გავათავო. ჯერ რიჟრაჟი არ არის, შენ
მოასწრობ კიდევ ძილს.
- არა, არ შემიშლიან, - ამოიოხრა სტეფანემ. - თუ გიყვარვარ, დაასრულე
შენი ამბავი.
- მაშ ნუღარ შემაწყვეტინებ სიტყვას, - უთხრა პავლემ და განაგრძო. თუმცა ლხინის ცხოვრება მქონდა, მაგრამ მაინც ბედნიერი არ ვიყავ. როცა
მარტო ვრჩებოდი ხოლმე, მოლხინეთა შორის არ ვიჯექ და, ფიალა ღვინით
სავსე ხელში არ მეჭირა და გვერდით ლამაზი ქალები არ მესხდნენ, ისე მეგონა,
თითქო ერთს გადასავარდნელს კლდის პირზედა ვარ, და როგორც გარეშემო,
ისე შიგნით ჩემს გულში ყოველისფერი მკვდარია და უფერული. მთელის
საათობით გადავყურებდი ხოლმე ზღვას და როცა მისი ზვირთები
ამოდიოდნენ და ჩადიოდნენ, ჩემს თავს იმათ ვამგზავსებდი; მე ვხედავდი,
რომ ჩემს ურარაო აწმყოსა მოელოდა ურარაოვე მომავალი. კერპთმსახურება
ჩემთა მშობელთა მე არ მიზიდავდა, ქრისტიანები მაშინ ყველგან ბევრნი

იყვნენ, მაგრამ შიშით თავი ვერ გამოეჩინათ და მე იმათ როგორღაც ვერა
ვხვდებოდი. მარტო ორჯერ მოვხვდი იმათ. ერთხელ ძალიან მეწყინა, რომ
დოღში ჩემს ცხენებს აჯობეს ცხენებმა, რომელნიც დალოცეს ქრისტიანულის
ლოცვითა. მეორედ, მე როგორღაც მეთაკილა, როცა ერთმა ბებერმა მუშა კაცმა,
ქრისტიანმა, იმ სახითვე დამლოცა იმისთვის, რომ შვილი წყლიდამ
გამოვუყვანე და გადვურჩინე. დრონი მიდიოდნენ. დედ-მამა დამეხოცა. როცა
გავიყარენით, მე ჩემს ძმას დავუთმე ქარხანები, ყოველი ჩვენის საქმის
წარმოება და თვითონ ქალაქის სახლიც იმას მივე, თუმცა ჩემი საკუთრება იყო.
მის მაგიერ ქალაქ გარედ აგარაკი ავიღე კანოპიის ჭიისკართან და იქ თავლა
ავავსე მშვენიერის ცხენებითა და სარდაფი უკეთესის ღვინითა. დღეს მე
აბანოში, ჯირითში და ვარჯიშობაში ვატარებდი და ღამით კიდევ
ვლხინობდით ან ჩემთან ან მეგობართან ვისთანმე, ან სასტუმროში სადმე, საცა
მშვენიერს ბერძნის ქალებს აღტაცებაში მოუყვანდით ხოლმე როკვითა და
სიმღერითა. აბა რა კავშირი აქვთ ერთმანეთში ამ ამაო ლხინებსა და ჩემს
ჭეშმარიტების გზაზედ დადგომასაო, მკითხავ შენ? შენ ყური მომიგდე. როცა
საული წავიდა თავისის მამის სახედარის საძებნად, მოიპოვა გვირგვინი.
ერთხელ ლეზბიელმა ქალმა არხიდიკამ გაგვიმართა თავის სახლში დიდი
წვეულობა და ლხინი; ასეთი ლხინი, რომ იმისთანა თვით რომშიაც ვერ
მოხერხდებოდა. წავედით მრავალნი მიწვეულნი. ჩემს მეგობრებს და
რომაელთ შუა ჩხუბი ატყდა. ლაპარაკი ცხენებისა და ქალების თაობაზედ
მოხდა. ჯერ დაუწყეს მოპირდაპირეებმა ერთმანეთს დაცინება და ოხუნჯობა.
ღვინომ რომ გაახურა, დაიწყეს ერთმანეთის ცუდად ხსენება, გინება და ამას
ზედ მუქარაც მოჰყვა. რომაელნი ჩვენზედ ადრე აიშალნენ და წავიდნენ. ჩვენც
ჩვენის მეგობრებით თავზედ გვირგვინებითა, როკვითა და სიმღერით
წამოვედით შინ. ნავთსადგურს მივუახლოვდით თუ არა, ქუჩის ყურედამ
გამოგვიცვივდნენ დაიარაღებულნი და მოგვესივნენ. მთვარე მაღლა იყო და
კაშკაშებდა ასე, რომ მე ვიცანი მათ შორის ჩვენი მოპირდაპირენი, რომელნიც
ჩვენთან იყვნენ წვეულობაში. მე ვეცი ერთს ახმახს ტრიბუნსა, წავუჭირე ხელი
ყელში და როცა ძირს დაეცა, მეც დამიტანა. რა მოხდა მერე ბუნდად მახსოვს,
რადგანაც მომდგნენ ხმლებითა და ამდენი მცეს, რომ თვალთ დამიბნელდა. ის
კი კარგად მახსოვს, რაზედ ვწუხდი მაშინ, როცა სიკვდილი პირისპირ
თვალწინ მედგა.
- რაზე ჰსწუხდი? - ჰკითხა სტეფანემ.
- აი რაზედ, - უპასუხა პავლემ და წამოწითლდა. - მე შინ მწყრები მყვანდა,
ერთმანეთთან საჭიდაოდ დაწურთვნილნი; იმათზედ ვწუხდი და ვამბობდი,
ნეტავი ვიცოდე, წყალი დაალევინეს-მეთქი თუ არა. მას მერმედ გონება
დამიბნელდა. ქვეშაგებად ჩავვარდი და დიდხანს გონებამიხდილი ვიყავ
იმიტომ, რომ ისე დანაყილი და დაკუწვილი ვიყავ, როგორც ხორცი
ძეხვისათვის. თორმეტგან ვიყავ დაჭრილი, წვრილს დაჭრილობას აღარა
ვთვლი. სხვა ჩემ გარდა ერთისაგან სულს დალევდა. შენ თვითონ ხომ
მრავალჯერ გაგკვირებია ჩემის ჭრილობის ნიშნები.

- ღმერთმა ვინ მოგიჩინა, რომ ცხონების გზაზედ დაგაყენა?
- ევზები. კანოპიის დეკანოზი. ქრისტიანებმა მნახეს ქუჩაში
ცოცხალმკვდარი და მიმიტანეს იმის სახლში, რადგანაც თევდორეს ქვრივი,
მისი დაი ქალაქის პატრონად იყო. და ძმანი ისე მივლიდნენ, როგორც
საკუთარს ძმასა. როცა კარგად შევიქენ, იმათ მაჩვენეს ჯვარი და ეკლის
გვირგვინი მისი, რომელიც სხვათაშორის ჩემთვისაც უფრო მეტად წამებული
იყო, მათის შთაგონებით შემიყვარდა უფლისა ჩვენის მტკივნეულობანი და
თავდაბლობით ავიტანე ჩემნი საკუთარნი, სასოწარკვეთილების გამხმარს
ხეზედ მალე გამოჩნდნენ მწვანე კვირტები სასოებისა და სიკვდილს შემდეგ
უსიცოცხლო არარაობის მაგიერ დამანახვეს ზეცა მთელის ზეციურის
სიტკბოებით აღსავსე! მე თითქო ახლად დავიბადე და ჩემ წინ გაიშალა
მომავლისა დაუსრულებელი ნეტარება. მაშინ ვირწმუნე, რომ უკვდავებაა ჩემი
ბოლო. ფართოდ განმეღო მე კარი ზეცისა. კანოპაშივე მივიღე ნათელცხება და
საჯაროდ გამოვაცხადე ჩემი თავი ქრისტიანად. ბევრი ვიწამე თავი, ბევრი
ვიგვემე და ვიტანჯე სულის ცხონებისათვის და ყოველი მაგეთი წამება და
ტანჯვა ძვირფასად მიმაჩნდა, რადგანაც მხოლოდ ეგ წამება და ტანჯვა იყო გზა
ჩემის სულის ნატვრისა და თუ ეხლა ვნანობ რაზედმე, მარტო იმაზედ ვნანობ,
რომ უფალმა ღმერთმა არ მაღირსა გამომეცადნა უფრო მძიმე სასჯელი მაშინ,
როდესაც მისმა საყვარელმა ძემან მიიღო თავის თავზედ ეგოდენი საშინელნი
ტანჯვანი.
- შენ წმინდა კაცი ხარ! - უთხრა ხმა დაბლად სტეფანემ და მოწიწებით
ემთხვია მის ტყაპუჭის კალთასა, ხოლო პავლემ ითაკილა ეს ამბავი, წაართო
ხელიდამ თავისი კალთა და წყენით უთხრა:
- მაგას თავი დაანებე, მე გთხოვ შენ! ვინც სააქაოს მე პატივისცემით
მექცევა, იგი სამოთხის გზაზედ ხიდს მიქცევს. კარგი, გვეყო ლაპარაკი! მე ეხლა
წყაროზედ წავალ და ახალს წყალს მოგიტან.
როცა პავლე დაბრუნდა წყლითა, გერმასს გამოეღვიძა კიდეც და
აპირობდა სოფელში წასვლას, რომ სენატორს წამლები გამოართვას.
VIII
სირონას გაეღო თავის სახლში ფანჯარა და ისე იჯდა. ზანგის გოგო,
ნაყიდი რომში, თმას უწნავდა.
გოგოს დაესხა ხელზედ სურნელოვანი ზეთი და მშვენიერს თმას
მშვენიერის ქალბატონისას ზედ უსვამდა ხან ერთის მხრით და ხან მეორეს
მხრით. სირონა ხმაამოუღებლივ იჯდა და ზოგჯერ ღრმად ამოიოხრებდა
ხოლმე.
როცა გოგომ თმა შუა გაუყო დასაწნავადა, სირონამ შეაყენა და უთხრა,
სარკე მიჩვენეო.
რამდენსამე ხანს ნაღვლიანად დაჰყურებდა თავის თავს სარკეში; მერე
ხელახლად ამოიოხრა, აიყვანა ხელში პატარა გოშია, რომელიც ფეხთა წინ ეწვა,

მიუბრუნა სარკე ამ ოთხფეხს და წარმოსთქვა:
- ჰო, ჩემო იამბავ, როცა ამ ოთხ კედელ შუა მე და შენში ერთ-ერთი
მოიწადინებს ნახოს რამე თავისი საგულო, მაშინ უსათუოდ მარტო სარკეში
უნდა ჩავიხედოთ ხოლმე.
მერე მიუბრუნდა გოგოს და განაგრძო:
- საწყალი პირუტყვი რარიგ თრთის! უსათეოდ არელასზედ 10 ნაღვლობს
და ეშინიან, კიდევ დიდხანს არ დავრჩეთ ამ მწვავის მზის ქვეყანაშიაო. წუღები
მომიტანე!
გოგომ მოართო ოქრომკედით ნაკერი წუღები, ოქრომკედის ზონრებით
მორთული; სირონამ უკანვე გააბრუნა და უთხრა: ეგენი არა, ძველები!
აქაურობისათვის ხის ქალამანიც მეტია.
ამ სიტყვებზედ თვალი გადაავლო ეზოსა. მართლადაც, ძნელად
დასაჯერია, თუ აქ ოდესმე ოქრომკედით ნაკერის წუღებით ვისმე ფეხი მიწაზე
დაედგას.
ეზოს გარს შემორტყმული ჰქონდა შენობები. ერთ მხრივ კედელი იყო
შემოვლებული ჭიის კარითა, სხვა მხრებით კი სახლები იყო.
საცა სირონა და მისი ქმარი იდგა, იმის პირდაპირ სახლი იყო სენატორის
პეტრესი.
ამ ორ სახლ შუა თლილის ქვის შენობა იყო, ბიჭების სადგური და გუთნის
იარაღის დასაწყობი. ეზოში ეყარა ნახშირი და რიგზედ დაწყობილი მწკრივად
წისქვილის თვლები, რომელსაც პეტრე თავის მამულში აჭრევინებდა და
ეგიპტეში ჰყიდდა ხოლმე.
ამ დილით მთელი ეს თვალისათვის ვერაფერი სახილველი ადგილი ჯერ
სრულიად განათლებული არ იყო მზის სხივთაგან. დილის მზე ძლივს
მისდგომოდა ჯერ მარტო სირონას ფანჯრებს.
რომ ჰსცოდნოდა სირონას, რა ლამაზად გადაეფინა მზეს თავისი ოქროს
სხივები მის მშვენიერს ტანზედ, სახეზედ, რომელიც ელვარებდა სითეთრით
და ვარდისფრად მის ბრწყინვალე თმებზედ, ესენი ყველა რომ ჰსცოდნოდა,
სწორედ მადლს ეტყოდა მზეს, რომელსაც ეხლა ემდუროდა, რომ დამიფთხო
ძილიო; ეგ მხოლოობითი ნუგეში მარტოობისა.
რამდენიმე წვრილ ოთახებს გარდა, სირონას ჰქონდა ერთი დიდი ოთახი,
რომლის ფანჯრები ქუჩას გადაჰყურებდნენ.
სირონას თვალებზე მზისგან ხელი აეფარებინა და იძახოდა: ეჰ, გული
დამილია ამ მზემ! რაღა ყველაზედ უწინ ამ ჩემს ფანჯრებს მოადგება ხოლმე!
განა მაგისათვის მთელი დღე კი სამყოფი არ არის, რომ დილასაც არ
გვაწუხებდეს. საწოლი წინა ოთახში უნდა გავიკეთო. ვჰსთქვი და ამას ვიქმ
კიდეც, რაც უნდა იბღვიროს ამაზედ ჩემმა ქმარმა.
გოგომ თავი გაიქნივა და მოახსენა, ფებიცის ეგ არა სურს.
სირონას თვალები აენთო და ტკბილმა ხმამ თრთოლა დაუწყო, როცა
10

ეხლანდელი არლი, საფრანგეთის ნაწილი.

ჰკითხა: რა მიზეზით არა ნებავს?
- ეს მოგახსენათ, რომ სენატორის შვილი პოლიკარპი შენს ფანჯრების წინ
მეტად ხშირად დაიარებაო და შენც მეტისმეტად ხშირად ეთამაშებიო იმის
პატარა ძმებსა, დებსა და ართობ ბავშვებსა.
- აქ არის ეხლა შენი ბატონი? - ჰკითხა სირონამ და ვაშლსავით
წამოწითლდა ჯავრისა და წყენისაგან.
- ბატონი წაბძანდა, - წაიდუდუნა გოგომ, ჯერ მზეც ძლივს იყო ამოსული.
- სადილად ნუ მომიცდითო, გვიან მოვალო.
სირონამ ხმა აღარ გაჰსცა. ნაღვლიანად ჩაჰკიდა თავი და უნუგეშო
სასოწარკვეთილებამ ღრუბელი მოჰფინა მის ნორჩს და ლამაზს სახესა.
თითქმის ძაღლმაც კი იგრძნოო თავისი ქალბატონის მწუხარება;
წამოსკუპდა, თითქო კოცნა უნდაო სირონასი.
მარტო შთომილმა ქალმა მაგრად მიიკრა გულზედ პირუტყვი, რომელიც
მას ეკუთვნოდა ჯერ კიდევ სამშობლოში. რაღაცა გაუგებარი და უსაგნო სევდა
ეწვა გულზედ; იგი თავის თავს ჰგრძნობდა ისე მარტოდ, თავმინებებულად და
დაშორებულად, რომ თითქო თვალგადუწვდენელ ზღვაში ნავში ჩაუგდიათ და
ისე ქარის ნებაზედ დაცურავსო.
უეცრად შეჰკრთა. ქმარი მოაგონდა, ესე იგი, ის კაცი, რომელიც ამას
ყოვლისფრის ნუგეშად უნდა ჰყოლოდა და რომელთან ერთად ყოფნა კი
ემძიმებოდა და გულს უწელავდა. ქმრის გულგრილობა საწყენად არა ჰქონდა
სირონას; სირონას გულს უკლავდა მისი ალერსი და მისი ალერსისა უფრო
ეშინოდა, ვიდრე მის მხეცურის რისხვისა. სირონას ქმარი თავის დღეში არ
ჰყვარებია.
სირონა ისე გაიზარდა, რომ წინა-მძღომელი არა ჰყოლია; ისე თავის
ნებაზედ იზრდებოდა თვის ძმებთა და დებთა შორის. მისი მამა დაბალი
მოხელე იყო ერთს სასამართლოშია. თუმცა ცირკის პირდაპირ იდგნენ, მაგრამ
მამა ასეთი მართებულების მიმდევარი კაცი იყო, რომ არც ერთხელ თავისი
ქალიშვილები არ გაუშვია ცირკის სანახავად. ხალხის ნახვას კი, რომელიც
ცირკში ყოველდღე დადიოდა, რასაკვირველია, ვერ დაუშლიდა; ვერც იმას
დაუშლიდა, რომ ხალხის მხიარული კიჟინა, მოწონების თუ დაწუნების
ხმაურობა არ გაეგოთ.
ამ მხიარულებამ ხალხისამ, რომელსაც სირონა ყოველდღე ხედავდა და
რომელიც მისთვის აკრძალული იყო, ადრე ჩაუნერგა გულში წყურვილი
შექცევისა და მხიარულებისა. მოცლაც კი არა ჰქონდა უქმის შექცევისათვის.
დედა ადრე მოუკვდა და სირონას, ჯერ თვითონაც კი ბავშს, უნდა მიეღო
მზრუნველობა რვა პატარა და-ძმების პატრონობისა.
სირონა გულმოდგინედ ასრულებდა ამ მოვალეობას და თავისუფალ
დროს გულდაკდომით ყურს უგდებდა ხოლმე დედაკაცების ლაპარაკს რომის
ქალაქის დიდებულობაზედ და ბრწყინვალებაზედ.
სირონას შეტყობილი ჰქონდა, რომ ძალიან ლამაზია, რადგანაც კარის
დირედამ ფეხს გადმოადგამდა თუ არა, ყველა ამას ეუბნებოდა. განა ნახვა

რომისა იმისათვის კი არ უნდოდა, რომ თავი გამოეჩინა და ყველა აღტაცებაში
მოიყვანოს, არამედ იმისათვის, რომ თვით ენახა რამე და ესიამოვნა.
როცა ფებიცი, სირონას ქმარი, გაიყვანეს რომის ქალაქს სამსახურისათვის
და სირონა, შვიდმეტის წლის ქალი ვითარცა ცოლი უნდა გაჰყოლოდა ქმარს მაშინ სირონას ბედნიერებას და სიხარულს სამზღვარი არა ჰქონდა, თუმცა მის
და ქმრის შორის წლოვანებაში დიდი განსხვავება იყო. ქმარი ორმოცის წლით
უფროსი იყო ცოლზედ.
მაშინვე ქორწილის შემდეგ მასსილიიდამ 11 რომში წავიდნენ; სირონა
ზღვით - ერთის ბებერის ნათესავითურთ და ქმარი ხმელეთით - თავისის
ამალითა.
ქმარზე წინ სირონა მივიდა რომში. აქ ქმრის მოსვლას აღარ მოუცადა,
აჰყვა თავის ყმაწვილქალობის მიდრეკილებასა, დაიწყო სინჯვა ქალაქისა და
მის აღტაცებას და გაოცებას ბოლო არა ჰქონდა. ეს კი უნდა ვჰსთქვათ, რომ
უთავისნათესავოდ ფეხიც არსად გაუდგამს, თან მოყოლილი ნათესავი ქალი
სულ თან დაჰყვანდა.
ამასთან სირონას არ გამოჰპარებია თვალთაგან ის გარემოებაც, რომ საცა
კი მივიდოდა, ყველანი აღტაცებაში შედიოდნენ მის სილამაზის გამო და
რამოდენადაც ეს ამბავი გულში იამებოდა ხოლმე, იმოდენადვე ჰსწყინდა, რომ
დიდი და პატარა, ყმაწვილი და მოხუცი ჰსდევნიდნენ სატრფიალოდ.
ბოლოს ფებიციც მოვიდა. რა ნახა, რომ სახლი მისი სავსეა სირონას
მოტრფიალეებით, იწყინა და ისე დაუწყო ქცევა სირონას, თითქო დიდი ხანია
ცოლმა ცოლ-ქმრობის ერთგულება დაარღვიაო.
მაინც კიდევ საცა კი შექცევა იყო რამე ანუ თამაშა, ყველგან დაჰყვანდა
თავისი ცოლი, რადგანაც ყველგან თავს იწონებდა, რომ ლამაზი და
ახალგაზრდა ცოლი ჰყვანდა.
სირონას შესახებ ამას ვიტყვით, რომ უარს არ იყო მოსწონებოდა ვისმეს
და მოეწონა ვინმე, მაგრამ რადგანაც სხვა შვილების პატრონად მამა
გამოელოდდა სირონასა, ამისათვის ჯერ პატარაობითვე ჩაეგონებინა
სირონასათვის გარჩევა კარგისა და ავისა, წმინდისა და უწმინდურებისა. მალე
შეამცნივა სირონამ, რომ ეს დიდის ქალაქის შექცევანი, რომელნიც ლამაზლამაზ ყვავილებად მოეჩვენა წინა-პირველად, ამოსულნი არიან საძაგელს და
მყრალს საფლობზედა.
სირონას მოჰსწონდა ყოველივე, რაც ნამდვილად კარგი, მიმზიდველი და
სამაგალითო იყო; მის ქმარს კი პირიქით - უყვარდა მხოლოდ სასალახნო და
შემაზრზენი რამ.
ქმარი ყოველთვის იჭვნეულობით შეჰსცქეროდა ცოლსა და მაინც კიდევ
მის ყურადღებას მიაქცევდა ხოლმე იმისთანა საგანზედ, რომელიც ეთაკილება
ხოლმე ყოველს პატიოსანს ქალს.
ყოველის ლხინისა და შექცევის შემდეგ ქმარი იმისთანა საწყენის
11

ეხლანდელი მარსელი.

სიტყვებით დაუწყებდა ყვედრებას, რომ ბოლოს ამგვარის ქცევით ტანჯულმა
სირონამ უარი ჰსთქვა შინიდამ გარედ გასვლისა, მაგრამ ქმარი კი ძალას
ატანდა, უნდა იაროვო, რადგანაც ქმრის უფროსი, პრეფექტი კვინტილლი ამას
თხოულობდა და ყოველდღე ჰგზავნიდა სირონასათვის ყვავილებს და
საჩუქრებსა.
ამას ყოველსფერს ითმენდა სირონა, თითქმის ქმარს ამართლებდა და
თავის თავს ამტყუნებდა. ხოლო ათმა თვემ რომ გაიარა, ფებიცის ერთმა
საქციელმა გზა გადაღობა ცოლ-ქმართა შორის. როცა ამ საქციელმა სამსახურის
წინ წაწევის ნაცვლად, ფებიცი გაისტუმრა სინაის მთაზედ მცირე მეციხოვნეთა
ჯარის უფროსად და ამ სახით სამსახურში უკან დაჰსწივა, მაშინ
გაჯავრებულმა უფრო მეტად დაუწყო ცოლს წვალება, თუმცა სირონა გაჯიქდა
და ამაზედ ხმასაც არ იღებდა. ყოველივე ეს იმით დაბოლოვდა, რომ ქმარი,
რომელიც არც უწიმ უყვარდა, უფრო შეჰსძულდა და თვალში ისე ჰყვანდა,
როგორც საზიზღარი მოურჩენელი მუწუკი.
როცა ქმარი შინ იყო, სირონა ისე იჯდა როგორც მუნჯი, გაკაპასებული და
გაჯავრებული; რა წამსაც ქმარი მოშორდებოდა, ჩვეულებრივი გულკეთილობა
და ყმაწვილური მხიარულება განუღვიძებდნენ ხოლმე სიცოცხლეს, რომლის
უკეთესნი ყვავილნი გარდიშლებოდნენ ხოლმე სენატორის სახლში ბავშვებ
შორის, საცა სიყვარულს სიყვარულითვე პასუხს სცემდნენ.
ფებიცი
ეკუთვნოდა
კერპთმსახურთა
ღმერთის
მიტრის
თაყვანისმცემელთ. ამ ღმერთის სახელზე ხშირად უმარხვნია იმდენად, რომ
სასიკვდილოდ მისუსტებულა და ხშირადვე გონების მიხდამდე დამთვრალა ამ
ღმერთის დღესასწაულობაში.
აქ სინაიაზედაც მას გაემართა მღვიმე მიტრის დღესასწაულობის
გადასახდელად, გარს შეეკრიბა რამდენიმე თავისი თანამორწმუნე და როცა
სახლიდამ რამდენიმე დღით და ღამით წავიდოდა ხოლმე, სირონამ იცოდა,
სად იმყოფებოდა.
სირონას ამ ჟამად თვალწინ წარმოუდგა ქმარი ხან ლოთობისაგან
დათენთილი, ხან რისხვით ანთებულის თვალებით, და ჰკითხა თავის თავს:
ნეტა, როგორ მოხდა, რომ მე ამის ცოლად შევიქგენ!
გულმა ღელვა დაუწყო, როცა მოაგონდა რა რიგის გინებით შემოუტევდა
ხოლმე ქმარი რომში და პატარა ხელები მუშტებად შეეკუმშნენ.
უეცრად ძაღლი წამოუხტა მუხლებიდამ და ხმამაღლა ყეფით
გადაჰსკუპდა ფანჯარაზედ.
სირონა შეკრთა. გაისწორა კაბა, გაიმაგრა წუღები ფეხზედ, მივარდა
ფანჯარას და გადიხედა.
იმავ წამს ღიმილმა დაუწყო თამაში პირის სახეზედ; დაინახა გერმასი,
რომელიც თურმე დიდი ხანია აქა დგას, პეტრეს სახლის კედელზედ
მიყუდებული და უმზერს მშვენიერს ქალს.
შავი ფიქრები ისე ადვილად შეეცვალნენ სიამოვნებად, როგორც
თვალნიცა, რომელთა სამყოფი იყო ცოტაოდენი ნათელი სიამოვნობისა

მიჰკარებოდა, რომ წაეშალა ყოველივე ნიშანი ნაღვლიანობის ბუნდისა.
არცერთს მწუხარებას და წყენას ქვეყანაზედ არ შეეძლო იმოდენად შეეპყრა
სირონა, რომ ერთს მცირეს სხივს მოულოდნელის სიხარულისას არ
გაექარწყლებინა სრულიად.
რა ადვილი იყო ფებიცისათვის, რომ ამისთანა ხასიათის ქალი
გაებედნიერებინა, იგი ისეთი გულჩვილი, ისეთი მოსაბირებელი იყო, თუ კაცი
მცირედს რასმეს მაინც ასიამოვნებდა. და აი ეხლა კი ცოლ-ქმართა შორის
ყოველივე კავშირი მოსპობილია.
სახე და. მოყვანილობა გერმასისა ძალიან მოსწონდა სირონას. მისი
სანახაობა კაი გვარიშვილობის სანახაობად ეჩვენა, თუმცა ტყაპუჭში იყო
გახვეული. რაკი შეამცნივა, რომ ლოყებზედ ცეცხლი მოჰკიდებია და ხელი,
რომელშიაც წამლით ბოთლი უჭირავს, უთრთის, იგრძნო, რომ ჩემთვის
უყურებიაო და ჩემს სახეს აუდუღებია ჭაბუკის სისხლიო.
ყოველი ქალი და ნამეტნავად იმისთანა, რომელსაც უყვარს,რომ სხვას
მოსწონდეს, ადვილად შეუნდობს ხოლმე კაცს ყოველს საქციელს, მის და
სილამაზის სახელით წარმომდგარსა. ტკბილის ხმით და მეგობრულად "დილა
მშვიდობისა" უთხრა გერმასს და ჰკითხა მამის ამბავი, როგორ გაჰსჭრაო
სენატორის წამალმაო.
ყმაწვილმა კაცმა პასუხი მიჰსცა მოკლედ და მორცხობითა და თვალნი
მისნი კი ამჟღავნებდნენ, რომ გულში სხვა რამ აქვს სათქმელი და არა ის, რაც
მისმა მოუხერხებელმა ენამ წარმოჰსთქვა.
- მე გუშინ დოროტეამ მიამბო, - სთქვა სირონამ. - რომ პეტრეს მამიშენის
მორჩენის იმედი აქვს; ეხლა კიო ძალიან დასუსტებულიაო. იქნება კაი ღვინო
არგებს; თუ ღვინო საჭირო იქნება, ჩემთან მოდი, ჩვენ სარდაფში კაი ძველი
ღვინოები გვაქვს.
გერმასმა მადლობა გადუხადა. როცა ერთი კიდევ წაახალისა ტკბილის
სიტყვით, გერმასმა, უფრო ენა დაბმით, ვიდრე თავისუფლად, უთხრა:
- თქვენ იმოდენად გულკეთილი ყოფილხართ, რამოდენადაც მშვენიერი!
ესა ჰსთქვა თუ არა, ბიჭების სადგურიდამ ერთი ქვა მოირღვა და ძირს
ერთის ხმაურობით დაეცა. სირონას შეეშინდა და სწრაფად მოეცალა ფანჯარას,
გოშიამ ხმამაღლა ყეფა დაიწყო, გერმასმა კი თავზედ ხელი წაივლო, თითქო
სიზმარში იყო და უეცრად გამოჰფხიზლდაო.
გერმასი მაშინვე გაბრუნდა და სენატორის კარი დაარაკუნა. რა წამსაც
კარი გაუღეს, მაშინვე თვალწინ გაურბინა მირიამმა, რომელიც სასახლიდამ
გამოვიდა და მსახურების სადგურისკენ სწრაფად წავიდა. მსახურების სახლში
ეხლა არავინ იყო, ზოგი მინდორში წასულიყო, ზოგი სად და ზოგი სად.
მირიამი შევიდა ერთს პატარა ოთახში, საცა დაჭრილი მსახური იწვა,
წამალი დაადო წყლულზე და ისევ მალე გამოვიდა. აეფარა კარებს და დაუწყო
ყურება ხან სენატორის სახლს, ხან სირონას ფანჯრებს. თანდათან გული
უფროდაუფრო ასწრაფებით უძგერდა. გულში შეეპარა ახალი, უძლეველი
გრძნობა. რამდენსამე წუთს წინად კი მისი გული აუღშფოთებლად იყო,

სრულად დამშვიდებული იჯდა იგი სნეულთან და ჰფიქრობდა სინაის
მთაზედ და თავის თხებზედა. მაგრამ ეზოდამ რაღაც ნელი ხმაურობა მოესმა,
იმისთანა ნელი, რომ სხვა ვერც კი გაიგონებდა და მირიამმა კი არამც თუ
გაიგონა, გამოიცნო კიდეც, ვინ არის მიზეზი ამ ხმაურობისა.
განა შესაძლო იყო არ ეცნა გერმასის ფეხის ხმა, რომლის გაგონებაზედაც
ჟრჟოლა მოსდიოდა ტანში! უმალვე წამოხტა ფეხზედ და გამოვარდა გარეთ
ეზოში. აეფარა თურმე წისქვილის ქვებს და იქიდამ აადევნა თვალთ გერმასს,
როცა ეს სირონას ფანჯრებ წინ იდგა. თვალი გერმასის თვალს გააყოლა და
მირიამმაც ის დაინახა, რასაც ხედავდა გერმასი, ესე იგი, მშვენიერის მზის
სხივით მოფენილი სირონა. სირონა ჰგვანდა თოვლს, ოქროთი და ვარდებით
დაწინწკლულს, ანუ ანგელოზს, ეკკლესიის ხატზედ გამოსახულსა. დიახ,
სწორედ ანგელოზსა! გუნებაში გაურბინა, რომ თვითონ შავგვრემანია; რომ
ერთხელ გერმასმა უთხრა, ქაჯი ხარო.
რაღაც მტკივნეულობა იგრძნო გულშია, თითქო სულით და ხორცით
დანაკუწრებულიაო. გაშტერდა მწუხარებით, მაგრამ სიშტერემ მალე გაუარა.
გულმა ისეთის კაპასობით დაუწყო ცემა, რომ ტუჩები სულ კბილით ეჭირა,
გულის ქენჯნამ და ჯავრმა არა ამომათქმევინოს რაო ხმამაღლად.
რა სიამოვნებით ეცემოდა ეხლა იგი ფანჯარას, რომელსაც შეჰყურებდა
გერმასი, რა გაკაპასებით ჩაჰსჭიდებდა ხელს სირონის ოქროსფერს თმას,
რარიგად დასცემდა ძირს და დაუწყობდა სისხლის წუწვნას ალისფერის
ტუჩებიდამ, ვიდრე ტუჩები არ დაულურჯდებოდნენ, როგორც წყურვილით
წვალებულს და დამხჩვალს ადამიანს.
მირიამმა თვალი მოჰკრა, რომ სირონას კაბა გაეხსნა, თეთრი ბროლის
მკერდი გაეღეღა და გერმასმა, ამისმა მნახველმა, ხელი გულზედ წაივლო.
ახალმა გრძნობამ შეიპყრა მირიამი. უნდოდა, ხმა მიეცა სირონასათვის და
გაეფთხილებინა.
ერმანეთზედ გადამტერებულნი ქალნიც კი სულგრძელად შველიან
ხოლმე ერთმანეთს, როცა უმანკო დედაკაცობის უწმინდესს გრძნობას რაიმე
ფათერაკი მოელის.
თვითონ შეჰრცხვა სირონას მაგიერ და ხმის მისაცემად პირი გახსნა
კიდეც, მაგრამ ძაღლმა სწორედ მაშინ დაიყეფა და ლაპარაკსაც მაშინ მოჰყვნენ
სირონა და გერმასი.
ერთადერთი სიტყვაც არ გამოჰპარვია მირიამის მახვილს ყურსა და როცა
გერმასმა უკანასკნელი სიტყვები უთხრა მირიამს, სისხლი თავში აუვარდა და
იგრძნო, რომ გონება ეკარგება.
ქვა, რომელსაც მაშინ ხელი მოჰკიდა მირიამმა თავის დასამაგრებლად,
ცუდად იყო დამაგრებული, მოირღვა და ძირს დაეცა. ამის დაცემაზედ იყო,
რომ სირონამ და გერმასმა ლაპარაკი შეჰწყვიტეს და მირიამი კიდევ
დაჭრილთან წავიდა.
ეხლა კი კარებთან იდგა და გერმასს ელოდდა. ელოდდა, ელოდდა და
ეგონა, რომ ამ ლოდინს დასასრული არ ექმნებაო. ბოლოს გერმასი და

დოროტეა ერთად გამოვიდნენ და მირიამმა თვალი შეასწრო, რომ გერმასმა
სირონას ფანჯრებისკენ მიიხედა ხელახლად. ნიშნის მოგების ღიმილმა
დაუბრიცა ტუჩები. ფანჯარაში აღარავინ სჩანდა და მშვენიერი სახე, რომლის
ნახვის იმედი ჰქონდა, დიდი ხანია ფანჯარას მოჰსცილებოდა.
სირონა ამ დროს ჯარას ართავდა დიდს ოთახში, საცა იგი ცხენის ფეხის
ხმამ მიიზიდა. თურმე სენატორის უმცროსი შვილი პოლიკარპი მამის ულაყ
ცხენზედ შემჯდარიყო და ჩამოეარა ამ დიდ ოთახის ფანჯრების წინ, თავი
დაეკრა სირონასათვის და ფანჯრებ წინ ვარდი გადმოაგდო.
ნახევარს საათს უკან, ზანგის ბებერი გოგო - მოსამსახურე შემოვიდა
სირონასთან.
- ქალბატონო! - შეჰსძახა საზარელის ღიმილით გოგომ. სირონამ ხელს
საქმეს თავი დაანება და გაკვირვებით შეხედა. ბებერმა ვარდი მიართვა.
სირონამ ყვავილი გამოართო, მტვერს შეუბერა და ნაზი ფოთლები
დაუსწორა ყვავილს; მას მერმედ უბძანა: მეორედ ნუღარ აიღებ ყვავილებს, შენ
ხომ კარგად იცნობ ფებიცის.- ამას გარდა ერთი ჭორიკანაობა ასტყდება, რომ
სხვამ ვინმემ დაინახოს.
შავმა დედაკაცმა მხრები აიჭიმა და გამობრუნდა. სირონას გულში
გაურბინა ამ აზრმა: "რაო მითამ? პოლიკარპი ძალიან ლამაზი ყმაწვილი კაცია
და კაი გულისაცა და იმისთანა დიდრონი ღრმა ცისფერი თვალები აქვს, რომ
მზგავსი არსად მინახავს. ნეტავი რაღაც მხატვრობაზედ, ფიგურებზედ და
გეგმებზედ კი არ იცოდეს ხოლმე ლაპარაკი და! სულ ამისთანა მძიმე
საქმეებზედ მელაპარაკება, ის კი არ იცის, თუ მაგგვარს მე ვერაფრად ვეწყობი!
ვერაფერი შესაქცევარია!"
IX
მეორეს დღეს, როცა მზე გადიხარა და სიგრილე ჩამოვარდა, გერმასმა და
პავლემ გამოიყვანეს სტეფანე მღვიმედამ წმინდა ჰაერზედ. სნეულს იამა ეს
ამბავი და ცოტად მოჯობინდა. ორნივ ბერ-მონაზონნი მოუსხდნენ ერთმანეთს
ერთს კლდის პირზედ, საცა გერმასმა ახალი ბალახი დაუფინა, რომ სნეული
ლბილად ჯდომილიყო. თვითონ გერმასი კი შვილდ-ისრით კრიალა
კლდეებზედ დაცოცავდა და უნდოდა, ჯიხვი ეშოვნა სნეულის მამისათვის.
არცერთი სიტყვაც არ წამოუთქვამთ ბერ-მონოზნებს, ვიდრე გერმასი არ
მიეფარა კლდეებსა. მას შემდეგ კი სტეფანემ უთხრა:
- რა რიგად გამოიცვალა ჩემი შვილი მას აქეთ, რაც მე ქვეშაგებად
ჩავვარდი! ბავშვი ვაჟიკაცად გამიხადა. რა რიგის თავმოწონებით უჭირავს
თავი.
პავლემ თავი ჩაღუნა და რამოდენიმე სიტყვა წამოიდუდუნა სტეფანეს
სიტყვის თანახმად. პავლეს მოაგონდა დისკოს სროლა და გაიფიქრა, გერმასს
უსათუოდ თავში სულ მოედანი უზის. მერე გუშინ თავიც დაიბანა. როცა
სოფლიდამ ამოვიდა წუხელ, სწორედ ახალგაზრდა ფალავანსა ჰგვანდა.

სტეფანე და პავლე ხმაამოუღებლივ ისხდნენ, მაგრამ მათ შორის რაღაც
იდუმალი კავშირი იყო იმიტომ, რომ ორივემ ერთს და იმავე დროს მიჰმართეს
თვალები დასავლეთს, საითაც მზემ სრულიად გადიხარა.
ქვემოთ ძალიან დაბლა და შორს მოჩანდა მეწამული ზღვა ტიტველა
კლდეების ნაპირებითა, რომელთაზედაც მზის ოქროს სხივები ლაპლაპებდნენ.
ზღვის ნაპირების სიახლოვესვე აწოწვილი იყო ჩაკბილული გვირგვინი
უშველებელის მთისა. ეგ მთის კენწეროს კბილები, გაბრწყინებულნი
ჩამავალის მზის სხივებითა, სწორედ ბრწყინვალე სარტყელსა ჰგვანდა,
ცეცხლის
ნაღვერდლისფერ
იაგუნდებით
მორთულსა.
მოჭირებული
ნაღვერდლისფერი მოჰფენოდა მთელს დასავლეთის მხარეს ცის კამარისას;
ღრუბლის სუბუქი ზეწარი თან-თან წამოესხა ზღვის ნაპირებსა,
ვერცხლისფრად ცაში მოფანტულ ღრუბლებმა ფერი შეიცვალეს; იგინი
შეიღებნენ ახალის ვარდისფრად და ზღვის პირის გორებზედ კი ამეტისტოს
ლურჯი ფერი დაედვა.
ნიავიც არსაიდამ იძროდა, არსაიდამ ერთი მცირედი ხმაურობაც არ
მოდიოდა; ერთის სიტყვით, არასფერი არ არღვევდა იმ საღამოის დიდებულს
მყუდროებას.
ზღვა თანდათან მიბნელდა, მთის წვერებზედ ჩაქრა ბრწყინვალება მზისა
და ღამემ გადააფარა თვისი ზეწარი მთებსა და ღელეებსა. სტეფანემ
ლოცვისათვის გულზედ დაკრეფილი ხელები გაშალა და პავლეს ხმა მიჰსცა.
პავლე შეკრთა და თითქო ძილიდამ ეხლა გამობრუნდაო და ბურანში
ლაპარაკობსო, იმ სახით უთხრა: შენ მართალი ხარ. ღამდება, აგრილდა კიდეც;
დროა, მღვიმეში შეხვიდე. სტეფანე არ ეურჩა; პავლემ მოჰკიდა ხელი და
შეიყვანა მღვიმეში.
მძიმედ ამოიოხრა პავლემ, როცა ცხვრის ტყავს ჰხურავდა ავათმყოფსა.
- რა გიმძიმებს სულსა? - ჰკითხა მოხუცმა.
- არ ვიცი, რა ვქნა? - უპასუხა პავლემ გულამღვრევითა. - აი ჩვენ ხომ
ეხლა, ამ საღამოს შევხაროდით ერთს უდიდეს სასწაულს ღვთისას, მაგრამ მე
წარმართთა უსირცხვილოს ამაოდ მორწმუნოებითა თვალწინ მელანდებოდა
ბრწყინვალე ეტლი მზის ღმერთისა, ფრთოსანის ცხენებით შებმული. ცხენებს
ხმარობდა თვითონ ჰელიოსი, ღმერთი მზისა, და მშვენიერის ოქროს თმით
შემკული, იგი ღმერთი მზისა ჰგვანდა შენს გერმასსა. მელანდებოდა დროთა
ღმერთთა მხიარულად მოთამაშე და მიმზიდველი ოქროს კარები ბიწიერებისა.
წყეულიმც იყოს ქმნილება იგი ეშმაკეული!......
პავლემ სიტყვა შეჰსწყვიტა, რადგანაც ამ დროს გერმასი შემოვიდა
მღვიმეში და თან მოჰქონდა მოკლული ჯიხვი.
- კარგი ნადირია! - ჰსთქვა გერმასმა. - ერთის ისრით წამოვაქციე ეს
საწყალი. ეხლავ ცეცხლს ავანთებ და ერთს კაი ნაჭერს შეგიწომთ.
ერთს საათს შემდეგ შვილი და მამა შეექცნენ შამფურზედ შემწვარს
მწვადსა. პავლემ არ ინდომა ჭამა. რაც გერმასთან ერთად დისკო ისროლა, მას
აქეთ პავლემ აღთქმა დადო, რომ დიდი მარხულობა გასწიოს მოსანანიებლად,

რადგანაც დისკოს სროლა, როგორც ერისკაცის საქმე, დიდ ცოდვად მიაჩნდა.
- ეხლა კი, - დაიძახა გერმასმა, როცა მამამ მისმა ჭამა გაათავა. - ეხლა კი
უფრო უკეთესი რამ მოვა. აი ამ ბოთლში საუცხოვო ღვინოა.
სტეფანემ ჩამოართვა შვილს ხის ჩამჩა ღვინით სავსე, ცოტა დალია და
ჰსთქვა:
- სწორედ კარგი რამ არის, სირიის ღვინოა! აბა ერთი ნახე, პავლევ!
პავლემ ჩამჩა ღვინით ჩამოართვა, დასუნა ღვინოს და ტუჩი კი არ დააკარა
და სთქვა:
- ეს სირიის ღვინო კი არ არის, ეგვიპტისაა, მე ღვინოს კარგად ვიცნობ,
იქნება მარეოტისაც იყოს.
- სირონამაც ეგრე ჰსთქვა! - დაიძახა გერმასმა. - ნუთუ მართლა მარტო
სუნით შეატყე!? სირონამ მითხრა, რომ ავადმყოფისათვის ძალიან
მარგებელიაო.
- მართალი უთქვამს, - ჰსთქვა პავლემ.
- სირონაო? ვინ არის ეგ სირონა? - იკითხა გაკვირვებით სტეფანემ.
მღვიმე საკმაოდ არ იყო განათებული ცეცხლისაგან, რომელიც შიგ
კარებში აენთო გერმასს მწვადის შესაწვავად და ამიტომ არცერთმა ბერმა
მონაზონმა ვერ დაინახეს, რომ გერმასი სტეფანეს კითხვაზედ ყურებამდინ
წამოწითლდა, როცა ჰსთქვა:
- ვინ არის სირონაო? გალიელი სირონა? ნუთუ არ იცნობ? ცენტურიონის
ფებიცის ცოლია, აი ქვევით სოფელში დგას.
- შენ საიდამ შეხვედრიხარ? - ჰკითხა მამამ.
- პეტრეს სახლებში დგას და როცა შეიტყო შენი დაჭრილობის ამბავი....
- ჩემ მაგიერ მადლობა გადუხადე, ხვალ რომ ჩახვალ სოფელში, - უთხრა
მოხუცმა, ცოლსაცა და ქმარსაცა... ქმარიც გალიიდამ არის?
- დიახ, - უპასუხა გერმასმა. - სახელად ლომს ეძახიან, გალიიდამ არის.
ყმაწვილი კაცი მალე გამოვიდა გარედ მღვიმედამ. ბებერი სტეფანე
დასაძინად მოემზადა, პავლე კი წამოწვა გერმასის ქვეშსაგებზედ და ღამის
თევა დააპირა ავადმყოფის წინ.
სტეფანეს ძილი არ მოუვიდა და როცა მეგობარი მისი მოუახლოვდა და
დასალევად წამალი მოაწოდა, ჰსთქვა:
გალიელის ცოლმა მე სიკეთე გამიწია და მე კი უფრო ძალიან მიამებოდა,
რომ აქ თვითონ გალიელი არ გარეულიყოს.
პავლემ კითხვით შეხედა და თუმცა მღვიმეში ბნელოდა, მაგრამ იგრძნო
იმ შეხედვის ძალი და ჰსთქვა:
- მე არა ვისი მტრობა არა მაქვს და მიყვარს კიდეც მოყვასი ჩემი. მე დიდი
თავლაფის დასხმა მომაყენეს, მაგრამ მე შევუნდევი და შევუნდევი მართლისა
და წრფელის გულითა. მარტო ერთი კაცია ქვეყანაზედ, რომლისათვისაც მე
ბოროტი მინდა და ის კაცი - გალიელია.
- შეუნდე იმასაც, - უთხრა პავლემ. - და ნუ იფთხობ ძილს მწარის
ფიქრებითა.

- არა მიშავს რა! - წამოიძახა ავადმყოფმა. - შენ რომ ის მოგსვლოდა, რაც მე
მომივიდა, შენც კი მოგიწამლავდა ღამის მშვიდობასა.
- მე ვიცი, ვიცი, - აშოშმანებდა პავლე. - გალლიელმა შეაცდინა შენი ცოლი
და ხელი ააღებინა შვილზედა და ქმარზედაცა.
- მერე რა რიგად მიყვარდა ჩემი გლიცერა! - ამოიკვნესა ავადმყოფმა. - რა
რიგის ალერსით ვეტრფიალებოდი, რა რიგის სიმდიდრით ვამკობდი! მაგრამ
მოვიდა გალლიელი და შემოჰსდგა ფეხი ჩვენს სახლში. უგემური იყო, როგორც
დაძმარებული ღვინო, მაგრამ ენა ჰქონდა მაცდური და თვალები ცეცხლით
სავსე და საწყალი ქალი ამით გააბა მახეში. მე გლიცერის სულისათვის
დღედაღამ ვლოცულობ.... რა ძლიერი ჯადო უნდა ჰქონოდა, რომ გლიცერას
შვილზედ ხელი ააღებინა; შვილზედ, რომელიც გაგიჟებით უყვარდა. ოჰ, რა
უბედური კაცი ვარ! პავლევ, გყვარებია შენ როდისმე ქალი?
- რატომ არა გძინავს? - უპასუხა პავლემ. - განა შეიძლება კაცმა ნახევარი
საუკუნე ისე გაატაროს, რომ სიყვარული არ გამოიაროს? მაგრამ ჰსჯობს,
ლაპარაკი შევჰსწყვიტოთ, რაცა ვჰსთქვით, გვეყოფა. დალიე ეს პეტრეს
გამოგზავნილი წამალი.
წამალი პეტრესი ძალიან ძლიერი იყო, მალე გაჰსჭრა, ავთმყოფს ძილი
მოჰგვარა, მერე ისეთი ძილი, რომ მინამ მზე კარგა მაღლა არ ამოვიდა, არ
გაუღვიძნია. პავლემ კი მთელი ღამე უძილოდ გაათენა.
- მე კარგად მეძინა მთელი ღამე და კაი სიზმრებიც ვნახე, - ჰსთქვა
სტეფანემ. - შენ ეგრე გაფითრებული რათა ხარ, ასე გონია მთელი ღამე არ
გძინებოდეს?
- მე? - ჰკითხა პავლემ. - არ ვიცი. მოდი, ერთი წმინდა ჰაერზედ გავალ
ცოტა ხნობით.
ამ სიტყვებზედ პავლე ადგა და გარედ გავიდა. სტეფანეს თვალს რომ
მოშორდა, მძიმედ ამოიოხრა, გაიზმორა და აწითლებული თვალები
მოიფშვნიტა. ამ სამის დღისა და ღამის უძილობის გამო თვალებში იმისთანა
ტკივილსა ჰგრძნობდა, თითქო თვალებში ქვიშა ჩავარდნიაო. წყალიც ძალიან
ჰსწყუროდა იმიტომ, რომ ამ სამს დღე და ღამეში მისი ტუჩები არც საჭმელს
მიჰკარებია და არც სასმელსა. ხელები უთრთოდა, ისე დასუსტებული იყო.
მაგრამ სისუსტე და წვალება, რომელსაც იგი ამ ჟამად ჰგრძნობდა, მთელს მისს
არსებას რაღაც ნელის სიხარულით ავსებდა. დიდის სიამოვნებით წავიდოდა
ეხლა თავის საკუთარს მღვიმეში და იქ მიეცემოდა ტკბილს ოცნებას მასზედ,
რომ ვითომ ჯვარზედ არის გაცმული და მასსაც, როგორც მაცხოვარს, ხუთის
დაკოდილებიდამ ჰსდის სისხლი.
ამ დროს სტეფანემ დაუძახა. შევიდა სტეფანესთან და დაუწყო ლაპარაკი.
ამ ხანად ამისათვის უფრო ადვილი იყო ლაპარაკი, ვიდრე მოსმენა, რადგანაც
ყურებში შუილი აუტყდა შიმშილისა და სისუსტისაგან. ისე იყო, თითქო
დამთვრალაო მაგარის ღვინითა.
- ნეტა გერმასს არ დაავიწყდეს მადლი გადუხადოს გალლიელს, - ჰსთქვა
სტეფანემ.

მადლი გადუხადოს, მადლის გადახდის თანამდებნი ჩვენ ყოველთვის
უნდა ვიყვნეთ, - უპასუხა პავლემ და თვალები დახუჭა.
- მე გლიცერა მესიზმრა, - დაიწყო ხელახლად სტეფანემ. - შენ წუხელის
მითხარ, რომ შენს გულსაც უცვნია, სიყვარული რაც არის. მაგრამ ცოლი ხომ
თავის დღეში არ გყოლია. რას გაჩუმდი? მიპასუხე.
- მე?.... რაო? ვინ მეძახის? -- წამოიდუდუნა პავლემ და უაზროს თვალით
შეხედა სტეფანეს.
სტეფანე შეშინდა და როცა დაინახა, რომ პავლე თავიდამ ფეხამდე
კანკალებს, წამოიწია და მიაწოდა ბოთლით ღვინო, სირონას გამოგზავნილი.
პავლემ, რომელსაც ყოველი ღონე გამსჯელობისა მიხდოდა, გამოჰსტაცა
ხელიდამ ბოთლი და სწრაფად გამოცალა. მხურვალე სასმელმა განუცოცხლა
მისუსტებული ღონე; ლოყებზედ წითლად აუღვივდა და თვალთა სულ სხვა
ბრწყინვალება გამოიჩინეს. ღრმად ამოიოხრა, მიიყრდო გულზედ ხელი და
ჰსთქვა:
- რა რიგად მომიხდა მე ეს ღვინო!
სტეფანეს სრულად დაუმშვიდდა გული და ხელახლად განიმეორა თავისი
კითხვა. მაგრამ მალე შეინანა, რათა ვკითხეო იმიტომ, რომ მისის მეგობრის ხმა
სულ სხვა რიგად მოისმა, როცა მან ეს უპასუხა:
- მე ცოლი ჩემს დღეში არა მყოლია. დიახ, თავის დღეში არა მყოლია,
მაგრამ მე მყვარებია კი! მე ყველაფერს გიამბობ, ყველაფერს თავიდამ
ბოლომდე. ოღონდ შენ სიტყვას ნუ გამაწყვეტინებ. გესმის? ნუ გამაწყვეტინებმეთქი ნურც ერთხელ! მე ამ ხანად გული როგორღაც სხვა რიგად მიცემს. იქნება
ღვინისაგანაც იყოს.... დიდი ხანია ღვინო აღარ დამილევია. მე ვმარხულობდი
მთელი..... მთელი..... მაგრამ ეგ სულ ერთია. შენ ოღონდ ხმას ნუ ამოიღებ,
მათქმევინე.
პავლე გერმასის ქვეშაგებზე იჯდა. თავი მიაყრდო კლდის კედელს, წარბი
შეიჭმუხვნა, თვალი მიაპყრა ცარიელს სივრცეს და დაიწყო:
- იგი ქალი იყო ტანადი და მშვენივრად მოყვანილი, როგორც იუნონა.
შუბლი, წაბლისფერის თმებით შემოზღუდული, უბრწყინავდა, როგორც
სპილოს ძვალი. თვალთაგან იმისთანა ნათელი გამოჰკრთოდა, როგორც
ბავშვსა, თუმცა იგი ისეც ახალგაზრდა არ იყო. საზარელს ადგილას შევხვდი
მას მე პირველად - მე იგი ვნახე საძაგელს რაკოტიის საპყრობილეში. ზედ ეცვა
ოდესღაც მდიდრული და ეხლა კი გაქუცული კაბა. მას განუშორებლივ ზედ
დაჰსტრიალებდა, როგორც ხარბი ძაღლი დაჭერილს ხოხობს, ერთი მყრალი
და ჭუჭყიანი ბებერი დედაკაცი და უშვერის პირით ლანძღავდა. ერთი სიტყვაც
არ შეუბრუნებია ქალს ბებრისათვის. მხოლოდ მსხვილი ცრემლები მძიმედ
ჩამოჰსდიოდა თვალთაგან ფერმიხდილს ლოყებზედა. მე მაშინ დიდის ხნის
მონათლული ვიყავ. მე, მდიდარს მენანდრს, პრეფეკტის პომპეის ცოლისძმას,
ყველგან, ყოველ საპყრობილეში კარი ღია მქონდა და მაშინ, მაქსიმინის დროს,
მრავალი ქრისტიანი სული საპყრობილეში იყო დამწყვდეული, ხოლო ის ქალი
კი ჩვენგანი არ იყო. როცა მე და იმან თვალი მოვკარით ერთმანეთს და მე

ქრისტიანობის ნიშნად პირჯვარი დავიწერე, იმან პირჯვარი არ გადიწერა.
გუშაგებმა ბებერი დედაკაცი წაიყვანეს, ის ქალი კი იქ დარჩა, მიჯდა ბნელს
კუთხეში იატაკზედ და ორივე ხელი თვალებზე დაიფარა. ძლიერმა
გულმტკივნეულობამ ამიტაცა და ეგ გრძნობა არ შემცირებია მაშინაც, როცა
გუშაგმა უშვერის სიტყვით მიამბო, რომ ეს ქალიო ვიღაც რომაელს ხასად
ეჯდაო ამ ბებრის სახლში და თვითონ ბებერი დედაკაცი გაჰქურდაო. მეორე
დღესაც გულმა საპყრობილისაკენ გაიწია. მე ის ქალი ისევ იმ კუთხეში ვნახე,
იმ რიგადვე მჯდომიარე. თავის კერძო საპყრობილისას ისეც ღარიბულს და
ცოტას აწვდიდა პატარა ქრისტიანის ბავშვს, რომელსაც სიყვარულით გულზედ
მიიკრავდა ხოლმე. "ვისაც ბავშვი ასე უყვარს, ის გულწამხდარი არ უნდა
იყოს.მეთქი", ვჰსთქვი ჩემს გულში, უფრო და უფრო მებრალებოდა ის ქალი.
ერთხელ მე სხვადასხვანაირი ხილი მივუტანე. მან აიღო ხელში ვაშლი, ადგა
ფეხზედ და ნელის ხმით მითხრა: მე შენ სხვას რასმეს შემოგავედრებ. შენ
ქრისტიანი ხარ და გთხოვ, ერთი ღვდელი გამომიგზავნო. მე მინდა,
მოვინათლო. მაგრამ ვინ იცის? იქნება ღირსიც არ ვიყო; მე ისე ბევრი, ისე
ძლიერ შემიცოდნია. - ჰსთქვა ესა და ხოლო მისი ბავშური თვალნი ხელახლად
ცრემლით აივსნენ.
ქრისტიანებთან ყოფნას, ცხადია, ემოქმედნა ქალზედ. ქალი ჩუმად
მოინათლა და დაირქვა სახელად მაგდალინა. მისი შეცოდება ის იყო, რომ
მოტყუებულიყო ბოროტის მაცდურის კაცისაგან და იმის გულისათვის თავი
დაენებებია ქმრისა და შვილისათვისა. იმ ხანად თვითონ საყვარელს
დაუნებებია მისთვის თავი და ანგარს სახლის პატრონს ბებერს დედაკაცს,
რომლისათვის სახლის ქირა არ მიეცათ, ჯავრი ამოეყარა მით, რომ მის
დაბიზღებით მაგდალინას ქურდობა შეჰსწამეს თურმე და საპყრობილეში
ჩააგდეს. ხოლო მაგდალინა უდრტვინველად ითმენდა ამ წუთის-სოფლის
ბოროტებას. თვითონ ჰსწყუროდა, სასჯელი რამ მიეღო, როგორც სნეულს მწარე წამალი, ტკივილის დამაამებელი. ჩვენ თან-თან უფრო დავუახლოვდით
ერთმანეთსა. მე ველაპარაკებოდი ხოლმე, რომ მაცხოვარი ჩვენი ყოვლად
მოწყალეა, რომ ყოველს შენანებულს ცოდვილს უფრო უკეთესი ნეტარება
მოელის ცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს მართალსა. ჩემმა სიტყვებმა
ააყვავეს მისი გული და სული და ამის გამო იგი უფრო და უფრო
გამშვენიერდა ჩემს თვალში. მაგრამ ვფიცავ შემოქმედსა ჩემსა, ჩემს
აღტაცებაში, ჩემს სიყვარულში არაფერი ხორციელი არ იყო. ვგრძნობდი კი,
რომ უმისოდ ცხოვრება ჩემი შეუძლებელია.
ქრისტიანების დევნა უფრო განძლიერდა. მათმა გულის სიმაგრემ და
სიმტკიცემ რომაელნი მოთმინებიდამ გამოიყვანა. ერთხელ იმპერატორის
ჯარისკაცნი მოვიდნენ საპყრობილეში და ყველა ქრისტიანებს ერთს ადგილს
მოუყარეს თავი. მოხელემ წაიკითხა სახელები პყრობილის ქრისტიანებისა. მე
სიაში არ ვიყავ ჩაწერილი, არც მაგდალინა ჩაეწერათ იმიტომ, რომ იგი სხვა
დანაშაულობის გამო იყო დამწყვდეული. მოხელემ შეახვია კიდეც სია. ამ
დროს მაგდალინა თავდაბლად წინ წამოდგა და თავმოწონებით უთხრა: "მეც

ქრისტიანი ვარო".
სახე ისე უნათოდა როგორ ანგელოზსა. მოხელემ, კაცმა დიდად
ღირსეულმა, დააკვირვა თვალი, მერე თავი გაიქნივა და ხმამაღლა ჰსთქვა:
"შენი სახელი სიაში არ არის..... და არ მინდა, რომ იყოს”. - დაუმატა მან დაბლა
ხმით. მაგდალინამ ერთი ბიჯი კიდევ წინ წადგა და ხმამაღლა ჰსთქვა:
"წყალობა მოიღე და მეც მომე ადგილი ჩემთა თანა მორწმუნეებთან. გთხოვ,
სიაში ჩამწერო. ქრისტეს მოსავს მაგდალინას პატივობა არა სურს".
გული ჩემი განცვიფრდა. მეც სიხარულით წამოვიძახე: "მეც დამნიშნე!
ჩაჰსწერე: ქრისტეს მოსავს მენანდრს, გეროფილეს ძეს, პატივობა არა სურს".
რომაელმა თვისი მოვალეობა აასრულა. ჩვენზედ პატარა მოშორებით ტახტი
იყო ამართული. ერთ მხრივ მარჯვნივ ედგა კერპთმსახური მოგვი, მარცხნივ იმპერატორის მოხელე. ორ-ორს მიგვიყვანდნენ ხალმე. მე და მაგდალინა სულ
ბოლოს ვიყავით. ერთი მოკლე სიტყვა სიცოცხლეს არჩენდა კაცს და მეორე კი საშინელის ტანჯვით და წამებით სიკვდილს უქადდა. ოცდაათის კაციდამ
მარტო ოთხი არ გადუდგა თავის რწმენას და არ უღალატა მაცხოვარსა.
საოცარმა ნეტარებამ აღმივსო სული. ასე მეგონა, ფრთა შეგვესხა და მაღლა
სუბუქს ღრუბლებ ზევით ავდივართ ზეცაში. თავდაბლად და დაწყნარებით
უარვყავით პატივობა და ამასთანავე მადლი გადვუხადეთ იმპერატორის
მოხელეს, რომელიც გვარიგებდა და გვირჩევდა ქრისტეს უარყოფას. ერთსა და
იმავე ოთახში, ერთსა და იმავე საათს ჩვენ ყველანი ჯალათს ხელში მიგვცეს.
საშინლად აწამეს და აწვალეს საწყალი მაგდალინა, მარწუხით ხორცი
ჰგლიჯეს, ძვლები რკინის კეტებით უმტვრიეს, ხოლო მაგდალინას მიემართა
თვალნი ცისათვის და ხმაგაკმენდილი სასოებით ცას შეჰყურებდა და
გაოცებით ვუყურებდი თვითონ მაგდალინას. იმ საშინელს წვალებაში მე
მომეჩვენა მაცხოვარი ანგელოზების გუნდით გარემოცული ბრწყინვალე
სხივებში და დაფრინავდნენ ანგელოზნი. ყურში მესმოდა ციური გალობა.
მაგდალინას ერთიც არ ამოუკვნესია, პირიდამ ხმა არ ამოუშვია, ისე
ითმენდა იმ საშინელს წვალებასა. მხოლოდ ერთხელ წარმოსთქვა სახელი
თავის შვილის გერმასისა. მე შევხედე და ვნახე, რომ მისი დიდრონი თვალები
ცას შეშტერებოდა და ტუჩები უცახცახებდა. თუმცა ჯერ კიდევ ფეთქავდა,
მაგრამ სულმა მისმა მიაღწია კიდეც ღმერთამდე. ჯალათი მაინც კიდევ
ჰსტანჯვიდა, თუმცა მაგდალინა დაეწაფა კიდეც საუკუნო ნეტარებასა.
სული ჩემი ვერ განშორდა ხორცსა, მაგდალინამ კი იპოვა უკვდავება
ჯალათის ხელ ქვეშ. მე თვითონ დავუხურე თვალნი - ის საოცარნი თვალნი,
რომლებშიაც თვითონ ზეცა გამოჰკრთოდა. მე შევსხენ ბეჭედი სისხლში
მოსვრილ თითიდამ და მას აქეთ არის აქ, აი აქ; ამ უშვერს ტყაპუჭ ქვეშ ვინახავ
და ვლოცულობ... ვლოცულობ.... ოჰ, გულო ჩემო! ერთი მალე შეაყენე შენც
ფეთქა და მომარჩინე....
პავლემ წაივლო ხელი თავზედ და ღონემიხდილი, გულშემოყრილი
პირუკუღმა გადიქცა ქვეშაგებზედ. სულგაკმენდილი, აღელვებულის გულით
ყურს უგდებდა ავადმყოფი პავლეს ლაპარაკსა. დიდი ხანი იყო რაც სტეფანე

მუხლებზედ წამოჯდა და ისე უგდებდა გურს, მაგრამ პავლემ ლაპარაკში ეს
ვერ შენიშნა.
ცეცხლმოკიდებული, მთელის ტანის ცახცახით, სტეფანე ძლივ-ძლივ
მიცოცდა პავლესთან, რომელიც ღონემიხდილი უგრძნოდ ეგდო, გადუღეღა
გულზედ ტყაპუჭი, მრთოლარეს ხელით დაუწყო ძებნა ბეჭედსა; იპოვა ბეჭედი
და ისეთის მხურვალეს თვალით დააცქერდა, თითქო თვალით უნდაო
ბეჭედის დადნობაო. ათასჯერ მიიკრა ის ბეჭედი ხან ტუჩებზედ ხან გულზედ.
ბოლოს მიიფარა თვალებზედ ხელი და მწარედ დაიწყო ქვითინი.
ამ ყოფას შემოესწრო გერმასი, რომელიც ის-ის იყო სოფლიდამ ამოვიდა.
მხოლოდ მაშინ გაახსენდა სტეფანეს პავლეს ყოფა, იშველია შვილი და პავლე
გონზედ მოიყვანა.
ამ ხანად კი პავლემ აღარ იუარა სასმელი და საჭმელი. როცა სასმელსაჭმელით ღონე მიიცა, პავლე და სტეფანე ერთად გავიდნენ გარედ წმინდა
ჰაერზედ და აქ შეიტყო სტეფანესაგან, რომ მაგდალინა ამისი ცოლი იყო. მაშინ
პავლემ ანიშნა გერმასზედ და უთხრა სტეფანეს: "ეხლა კი მესმის, რად
შემიყვარდა მე ეგ პირველ ნახვაზედვე".
სტეფანემ ხელი ჩამოართვა და მეგობრულად მოუჭირა. იგი ჰგრძნობდა,
რომ მის და პავლეს შორის ჩამოვარდა ახალი, სათუთი კავშირი. ნელის
სიხარულით აევსო გული, რაკი შეიტყო, რომ მისი ჯერ კიდევ აქამომდე
საყვარელი ცოლი, დედა მისის გერმასისა, წამებულ იქმნა ქრისტიანობისათვის
და მით გაიხსნა გზა ზეციურის ნეტარებისა.
მშვიდობიანად, როგორც ბავშმა, გაატარა ძილში დამდეგი ღამე და როცა
მეორეს დღეს მოვიდა რაიტიდამ მოციქული, რათა ჰსთხოვოს პავლეს
ჩამოვიდეს სინაის მთიდამ და მიიღოს ქრისტიანთა წინამძღვრობა, სტეფანემ
უთხრა: "ხმაამოუღებლივ მიიღე ეგ წინამძღვრობა, შენ ყოვლად ღირსი ხარ
მაგისი. მე ეხლა შენი შველა აღარ მინდა, მე უშენოდაც მოვრჩები".
ხოლო პავლე უფრო შეწუხდა ამ ამბავზედ, ვიდრე გაუხარდა. ჰსთხოვა
მოციქულს შვიდის დღის პაემანი, მოვიფიქროო. მას აქეთ დაიწყო ხან აქ, ხან იქ
წმინდა ადგილების სალოცავად და ბოლოს გასწია სოფლისაკენ ეკლესიაში
სალოცავად.
X
მირიამს იმედმა არ უმტყუნა. მაშინ, როდესაც მირიამი ვახშმისათვის
ტრიალებდა, გერმასმა გააღო ალაყაფის კარები და შემოვიდა ეზოში. სენატორს
მოუტანა ჯიხვი, უნდოდა ამით მადლობა გადეხადნა წამლისათვის, რომელმაც
ძალიან არგო მის მამასა.
თქმა არ უნდა, რომ ეგ ძღვენი ხვალაც შეეძლო მოეტანა იმიტომ, რომ
საჩქარო არა იყო რა, მაგრამ მთაში გერმასს გული არ უდგებოდა და სულ ძირს
სოფლისაკენ იწევდა. მარტო მადლობის სათქმელად კი არ მოისწრაფიდა
სოფლისაკენ, - არა. მას არც შეეძლო და არც უნდოდა თავისი თავი

მოეტყუებინა; იმან კარგად იცოდა, რომ სირონას ნახვის სურვილმა გამოიტაცა;
სირონას ხმის გაგება ჰსწყუროდა. პირველ ნახვის შემდეგ ბევრჯერ კიდევ
შეხვედრიან ერთმანეთს სალაპარაკოდ. გერმასი სირონას სახლშიაც ჰსწვევია ხან მამისათვის ღვინის სათხოვნელად, ხან ცარიელი ბოთლები უკან
მოუტანია. ერთხელ, როცა ღვინოს ასხამდა ბოთლში, სირონას თეთრი ხელი
მოხვდა მის ხელს და სირონამ ჰკითხა კიდეც, ხომ არ შიშობ რასმეო, რომ შენი
ღონიერი ხელი აგიკანკალდაო, თითქო ელდა რამ გეცაო. ეს ამბავი თავიდამ
აღარ გამოსვლია გერმასსა, სულ ახსოვდა.
რამოდენადაც მოუახლოვდა პეტრეს სახლს, იმოდენად უფრო ძლიერ
დაუწყო ცემა გულმა. ალაყაფის კარებში რამდენსამე ხანს შეფერხდა, რომ
გული მოიცეს და დალაგებულ სიტყვა-პასუხისათვის მოემზადოს, თორემ
ასეთნაირად აღელვებული იყო, რომ არ იცოდა, რა ექმნა. ბოლოს გააღო
ალაყაფის კარი და შევიდა ეზოში. ძაღლებმა ყეფა დაიწყეს რა წამსაც დირეზედ
ფეხი გადაადგა, მაგრამ მალე იცნეს და გაჩუმდნენ.
ხომ მოჰქონდა და არა მიჰქონდა რა, მაშ რაღად ფრთხოდა, როგორც
ქურდი, როცა თვალი მოჰკრა ჯერ დიდს სახლს, მთვარის შუქით განათებულს
და მერმე სირონას სადგურს, რომლის განიერი ჩრდილი გადაჰფენოდა
მოკირწყლულს ეზოსა. ეზოში სულიერი არავინ იყო. პეტრე და მისი სახლობა
ვახშამზედ ისხდნენ, როგორც ჰსჩანდა, იმიტომ, რომ მწვადის სუნი მოედინა
გერმასსა.
"მე ამ ვახშამზედ მეტი სტუმარი ვიქნებიო", - გულში ჰსთქვა გერმასმა და
ერთის მხრიდამ მეორეზედ გადმოიღო ჯიხვი, თვალი კი სირონას
ფანჯრებისკენ ეჭირა. ფანჯრები ნათელი არა ჰსჩანდა და მაინც კიდევ დაინახა
რაღაცა თეთრი საგანი, რომელმაც ჯადოსავით მიიზიდა მისი თვალი. იმ
თეთრმა საგანმა ტოკვა დაიწყო და იქავე სირონას პატარა გოშია ყეფას მოჰყვა.
ეს უსათუოდ სირონაა, სირონა. სირონას სახე წარმოუდგა სრულის მშვენებითა
და მოაგონდა, რომ ეხლა სულ მარტოდმარტოაო, რადგანაც გზაზედ შეხვდა
ქმარი სირონასი - ფებიცი, მიმავალი სალოცავად თავის ღმერთას მიტრისა.
აქამომდე ღვთის მოშიში ჭაბუკი, რომელიცა მარხულობით და გვემითა
იმორჩილებდა თავის ხორციელობას და თავიდამ ირიდებდა მაცდურს
ფიქრებს, ამ უკანასკნელს დღეებში სრულიად გამოიცვალა.
თუმცა მამის მორჩილებას არ უღალატა და ისევ მთაში ჰსცხოვრებდა,
მაგრამ გულში კი გადიწყვიტა, რომ არასფერს ამ წუთის სოფლისას არამც თუ
არ მოერიდება, არამედ მიჰყვება კიდეც.
სნეულის მამის მოვლა მიაჩემა რა ღვთის მოშიშს პავლეს, თვითონ
დარონინებდა კლდეებში მთელი დღე. ხან დისკოს სროლაში ვარჯიშობდა, ხან
ჯიხვზედ ნადირობდა და ზოგჯერ კიდევ გულმილეული ჩავიდოდა სოფელში
ხოლმე, გარს უვლიდა პეტრეს სახლს; აგები სირონა დავინახო თვალით
მაინცაო. ეხლა კი, როცა დარწმუნებული იყო, რომ სირონა მარტოა, რაღაც
უძლეველის ძალით გული სირონასაკენ ეწეოდა. თვითონაც არ იცოდა, რა
უნდოდა მისგან, ხოლო ერთში კი არ ეჭვობდა; ეგ იმაში, რომ ნეტავი ერთხელ

კიდევ მეღირსოსო, იმისი ხელი ჩემს ხელს შეეხოსო.
გერმასი იმას აღარ დაჰსდევდა, ცოდვაა ეგა, თუ არა! "რაც ამ უკანასკნელს
დღეებში ჩავიდინეო, ხომ მაინც ცოდვაა და ცოდვაო", - ამბობდა გულში: "ისიც
ხომ ცოდვაა, რომ ყოველი ჩემი ფიქრი, სული და გული ამ წუთის-სოფლისკენ
მიიზიდებაო. დეე ცოდვა იყოსო, ოღონდ ჩემს საწადელს მივხვდეო და კისრად
ამიღია ეგ ცოდვებიო”. გაიფიქრა ეს და შიშით და კრთომით მივიდა
მშვენიერის ქალის ფანჯარასთან. სირონამ მაშინვე იცნო მთვარის შუქზედ.
- გერმას, შენა ხარ? - მოესმა ყმაწვილს კაცს.
რაღაც ელდამ აიტაცა გერმასი ამ სიტყვებზედ; ერთს ადგილას გაჩერდა,
როგორც გაშეშებული, მხარიდამ ჯიხვი გადმოუვარდა, გულმა თითქო ფეთქა
შეჰსწყვიტაო. ხელახლად მოესმა ტკბილი ქალური ხმა:
- გერმას, შენა ხარ? რამ მოგიყვანა აქ ამ შუაღამისას?
გერმასმა პასუხად რაღაცა უთავბოლო სიტყვები დაილუღლუღა.
- მე არ მესმის, რას ამბობ. ახლო მოდი, - უთხრა სირონამ.
თითქო რაღაცამ ძალა დაატანაო, წინ წადგა და სირონას ფანჯრის
ჩრდილში გაჩერდა.
გოშიამ ხელახლად ყეფა დაიწყო. სირონამ დააჩუმა და ჰკითხა გერმასს
მამის ამბავი, ღვინო ხომ არ არის კიდევ საჭიროო. გერმასმა უპასუხა, რომ შენ
კეთილი ხარ, კეთილი, როგორც ანგელოზიო; მამაჩემიო თანდათან უკეთ
ხდებაო, ღვინო უმისოდაც ბევრი წაგვიღიაო.
მათი საუბარი უბრყვილო და უმანკო იყო, მთელს ქვეყანას შეეძლო ყური
ეგდო, მაგრამ მაინც კი ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ასე გონია, საიდუმლო
რამ აქვთო.
- ცოტა მოითმინე, - უთხრა ქალმა და გერმასს თვალიდამ მიეფარა. ისევ
მალე მობრუნდა და უთხრა წყნარის და ნაღვლიანის ხმით: "მე მინდოდა, აქ
ოთახში შემომეყვანე, მაგრამ ფებიცის კარები დაუკეტნია. მე აქ სულ
მარტოდმარტო ვარ. დამიჭი ბოთლი, რომ ფანჯრიდან ღვინო ჩაგისხა.
ამ სიტყვებზედ დაიხარა და ხელში საღვინე აიღო ადგილიდამ. თუმცა
კარგა ღონე ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საღვინის აღება უმძიმდა.
- ეს საღვინე ჩემთვის მეტად მძიმეა, - სთქვა მან და ამოიხვნეშა. გერმასმა
ფანჯრისაკენ ხელი გაიწოდა, კიდევ ხელი ხელს მოახვედრა და ხელახლად
იგრძნო ის ნეტარი ჟრჟოლა, რომელსაცა ნატრობდა დღედაღამ მას აქეთ, რაც
პირველად მოუხდა ამგვარივე ამბავი.
პირდაპირ სახლიდამ ხმაურობა მოისმა. სირონა მიხვდა, რომ
მოსამსახურეები ვახშმიდან ადგნენო. შეშინდა და ელდაცემულსავით ანიშნა
სენატორის სახლის კარი და დაიძახა:
- ღვთის გულისათვის! აქეთ მოდიან და თუ შენ აქ დაგინახეს, მე
დავიღუპები.
გერმასმა ყური დაუგდო ხმაურობას, სწრაფად თვალი გადაავლო ეზოს და
ნახა, რომ ვერსაით ვერ დაემალება, უფრო ახლო და ახლო მომავალს
მსახურებს პეტრესას. მაშინ ბრძანების ხმით დაუძახა სირონას: უკან მიდეგ! -

დაჰკრა ფეხი და შეხტა ფანჯრიდან სირონას ოთახში. იმავე წამს მსახურებიც
გამოვიდნენ
ეზოში.
ყველაზედ
წინ
მირიამი
მოდიოდა
და
იმედგადაწყვეტილსავით ათვალიერებდა გარეშემოს.
ვისაც ეძებდა, აქ არ იყო. ამაზე კი დარწმუნებული იყო, რომ გერასი
ეზოში შემოვიდა და რა იქნა, ის კი ვერ გაეგო. ზოგი მოსამსახურე თავლაში
წავიდა, ზოგი ალაყაფის კარებს გარედ გავიდა ღამის სიგრილეში სულის
მოსაბრუნებლად.
მარტო
მირიამიღა
დარჩა
ეზოში
და
ისეთის
გულმოდგინებით აქეთ-იქით იცქირებოდა, თითქო ძვირფასი რამ დაეკარგოს
და იმას ეძებსო. წისქვილის ქვებიც კი დასინჯა, ფანჩატურს ქვეშაც შეიხედა.
ბოლოს შედგა და პატარა ხელები მუშტებად შეიკუმშა. მივვარდა სირონას
ფანჯარას და ჩრდილში აიტუზა. ფანჯარის წინ მოკლული ჯიხვი ეგდო.
შიშველა ფეხით დაუწყო შინჯვა, მაგრამ უეცრად შეხტა შეშინებული, სწრაფად
მოაშორა ფეხი; თურმე ფეხი მოახვედრა ისრის ნაკრავს და სისხლი მოეცხო.
გულმა შეუტყო, რომ ეს გერმასს მოუკლავს, აქ დაუგდია და თვითონაც აქ
სადმეა.
უხლა კი გამოიცნო, სად უნდა ყოფილიყო გერმასი. უნდოდა, ძალად
გაეცინა მაინც, რადგანაც ეგონა, რომ ცრემლით ვერ გაიქრობდა მეტად მწვავს
ტკივილს, რომელიც მან იგრძნო მთელს აგებულებაში. გონება კი მაინც შერჩა.
"ისინი ბნელაში არიან, - ამბობდა თავისთავად; - მე რომ ფანჯარასთან ახლო
მივიდე და ყური დავუგდო, დამინახავენ. არ იქნება კი არ შევიტყო, რას
აკეთებენ ორნივ ერთად".
წამოვიდა
აქედამ
და
გამალებული
წავიდა
მოსამსახურეების
სადგომისაკენ. რამდენსამე წუთზე წისქვილის ქვებზედ გადვიდა და იქიდამ
ჩრდილში კედელ-კედელ ცოცვით მიეპარა სირონას ფანჯარას და გაჩერდა.
გული ასე ძლიერ ცემა, რომ უშლიდა ლაპარაკის გაგებას. ლაპარაკის ხმა კი
ესმოდა და ცხადად იცნო ხმა გერმასისა. ხმა იმ ოთახიდამ გამოდიოდა,
რომელიც ქუჩის პირისკენ იყო. ეჭვი აღარ ჰქონდა, რომ გერმასი იქა ზის
სირონასთან. მაშ ფეხზედ რომ დავდგე და შევიხედოო, ვერ დამინახვენო,
იფიქრა.
აქეთ ოთახს შუა და იქითას შუა კარი მიხურული იყო, სინათლე კი,
რომელიც კარებში გამოკრთოდა, ამტკიცებდა, რომ იმათ სანთელი უნთიათ.
მარიამმა დააპირა თუ არა, რომ ფანჯრიდამ ოთახში გადასულიყო, მოესმა
ზარიანი სიცილი სირონასი. თვალწინ წარმოუდგა სახე რაყიფის ქალისა, სახე
ბრტინვალე და სხივმოსხმული, როგორც იმ დილას, როცა გერმასი
ტრფიალებით და აღტაცებით შეჰხაროდა და ჭვრეტით ვერა ძღებოდა. აბა
ეხლა? ეხლა, ვინ იცის, იქნება გერმასი მის ფეხთა წინაშე წამოწოლილა,
სათუთო სიტყვებით ეტრფიალება, ეუბნება თავის სიყვარულს, უწვდის ხელს
მოსახვევად, ის კი ზის და იცინის! აი ხელახლად ისევ ჩაიკასკასა სირონამ!
რაღაზედ ჩაჩუმდნენ უეცრად? უეჭველად სირონამ თავისი ალისფერი ტუჩები
საკოცნელად მიჰსცა. ვიშ, ვიშ! ამას ეჭვი არ უნდა, არა! - ფიქრობს მირიამი:
დახე, გერმასმა კი არ მოარიდა თავი, მე კი მაშინ წყაროსთან ზიზღივ

გამომეცალაო ხელიდამ და სამუდამოდ ზურგი შემომაქციაო.
ცივმა ოფლმა დაასხა მირიამს შუბლზედ. როგორც ჭკუიდამ შეშლილი
მოჰყვა თავის შავის თმის გლეჯას; გაფითრებულ ბაგეთაგან აღმოუხდა
საზარელი ვაების ხმა, თითქო გააფთრებულის ნადირის ხნააო. თვალის
დახამხამების უმალ გავარდა თავლის წინ ალაყაფის კარებში, საიდამაც
საქონელს ერეკებოდნენ ხოლმე და გონებამიხდილსავით გაწკრინდა მთებში
იმ ღვიმესაკენ, საცა სირონას ქმარი ფებიცი იმ ჟამად სალოცავად იმყოფებოდა.
სირონამ ყური მოჰკრა მირიამის ხმას.
- ეს რა ამბავია? - ჰკითხა შეშინებულმა სირონამ გერმასს, რომელიც ამ
ჟამად მის წინ იდგა რომაელის მხედრის ტანისამოსით მორთული. თუმცა ჯერ
ამგვარს ტანისამოსს ვერ იშვნევდა, მაგრამ თვითონ კი ისეთი მშვენიერი
სანახაობა ჰქონდა, როგორც თვით ბრძოლის ღმერთსა.
- ეგ ბუის ხმა იყო, - უპასუხა გერმასმა ახლა, - როცა იქნება მამაჩემმა ხომ
უნდა მითხრას ჩემის შთამომავლობის ამბავი, მაშინ წავალ ბიზანტიაში, მაგ
ახალს რომში და ვეტყვი იმპერატორს: "მე გხლებივარ აქ, რომ თავი დავდო
შენთვის შენთა მხედართაებრ".
- აი ეხლა შენ მაგით უფრო მომწონხარ! - უთხრა სირონამ.
- თუ ეგ მართალია, - უპასუხა გერმასმა. - დამიმტკიცე. ნება მომეც,
ერთხელ მაინც ბაგით დავაკვდე მაგ შენს ოქროსფერს და ბრწყინვალე თმებსა.
შენ მშვენიერი ხარ და ტურფა, როგორც ყვავილი; მხიარული ხარ და
ბრწყინვალე, როგორც ფრინველი და ამასთანავე, შენ ისეთი ჯიქი და გულქვა
სარ, როგორც ეს ჩვენი კლდეები. მე ვილევი ნატვრით, რომ ერთხელ მაინც
მეღირსოს შენი კოცნა და თუ შენ ნებას არ მომცემ, მე ისე გავხდები, ისე ღონე
მიმეხდება, რომ ამ ოთახიდამ გასვლაც არ შემეძლება, არამც თუ საომრად
წასვლა.
- ერთხელ რომ გაკოცნინო, - კასკასებდა სირონა. - ხომ მეორედაც
მოგინდება, მერმე მესამედ და ბოლოს ის მოგივა, რომ მე ვეღარ მომშორდები
და ვეღარც წახვალ აქედამ. არა, არა, ჩემო კარგო! მე და შენ შუა მე უფრო ჩემს
გონებაზედ ვარ. ისა ჰსჯობია, შენ ა იმ ოთახში შედი, მე ფანჯრიდამ
გადავიხედავ, თუ ქუჩაში არავინ არის, ფანჯრიდან მშვიდობით გადადი
ქუჩაზედ და შენს გზაზედ წადი, გესმის, მე ესე მინდა!
გერმასმა გულით ამოიოხრა და დაემორჩილა. სირონამ ფანჯრიდან
გადიხედა. სწორედ ამ დროს ბიჭები, გარედ ყოფილნი, ეზოში შემოდიოდნენ.
ტკბილის სიტყვით ყველანი მოიკითხა და იმათაც სიყვარულით მადლი
გადუხადეს. ყველას უყვარდა ეს მშვენიერი ქალი, რადგანაც თავის დღეში
არავის არას აწყენინებდა და ყველას უალერსებდა ხოლმე, ვინც უნდა
ყოფილიყო.
გერმასმა უეცრად ისკუპა და გადახტა ფანჯრიდამ, მერე ხელში ხელი
ჰსტაცა, მიიკრა ცეცხცლმოკიდებულს ტუჩებზედ და ზედ დააკვდა, სირონა არ
ეურჩა; რაღაც აქამდის უცნობმა სიამოვნებამ შეიპრა იგი. ამ დროს უეცრად
მოისმა ხმა: "ეხლავ, ეხლავო! მე პატარებს დავაძინებო და მოვალო”.

როგორც ჯადომ, ისე იმოქმედა მშვენიერს ქალზედ ამ უბრალო სიტყვებმა
ღვთისმოშიშის პირით გამოთქმულმა; მშვენიერს ქალზედ-მეთქი, რომელიც
გაჩენილი
იყო
მარტო
ბედნიერებისათვის,
სიყვარულისათვის,
მხიარულებისათვის
და
რომელიც
ამ
ჟამად
შეწუხებული
და
თავზარდაცემული იყო უკადრისის ქცევისა გამო.
როცა ქმარმა კარები დაუკეტა და თან წაიყვანა მის გოგოც კი, სირონა ჯერ
გარისხდა, ტიროდა, გულში ცხარობდა, ჯავრი უნდა ამოვიყაროო, მერე კი
თან-თან დაუამდა გული, მიჯდა ფანჯარასთან და დაიწყო ფიქრი თავის
მშვენიერს სამშობლოზედ, თავის შორ-მყოფთ და-ძმებზედ და ზეთისხილის
ჩრდილიანს ჭალებზედა. აი სწორედ მაშინ მოესწრო გერმასიცა.
დიდი ხანია იცოდა, რომ გერმასს ძალიან მოეწონა და თვითონ სირონასაც
იამა ეს ამბავი, რადგანაც ყმაწვილი კაცი ამასაც ესიამოვნებოდა. უფრო ის
მოსწონდა ამ ყმაწვილ კაცში, რომ ამის წინ მორცხვობდა. ამასთანაც სირონამ
იცოდა, რომ ეს მეუდაბნოე ცხვრის ტყაპუჭში - დიდის გვარის შთამომავლობის
ყმაწვილი კაცია. როგორ არ უნდა შეჰსცოდებოდა ვისმე ეს უბედური ჭაბუკი,
რომელიც გულქვა მამის მოწყალებით ჰღუპავდა აქ უდაბნოში თავის უკეთესს
სიყმაწვილის დღეთა!
ქალის
გული
იმისკენ
უფრო
მიიწევს
ხოლმე,
რომელიც
გულმტკივნეულობას გაუღვიძებს. იქნება ეგ იმის გამო მოხდება ხოლმე, რომ
ამგვარს შემთხვევაში ქალი თავის თავს უფრო ძლიერადა ჰგრძნობს, ვიდრე
მას, ვინც ეცოდება, და იქნება იმის გამოც, რომ ტანჯული კაცი თავისის
ტანჯვით საზდოს აძლევს უკეთესს თვისებას ქალისას, რომელიც იმაში
მდგომარეობს, რომ სულგრძელებით მიეშველოს მოყვასსა. ქალის გული უფრო
ჩჩვილია, ვიდრე ჩვენი. კაცის გულში სიყვარულს გაქრობა მოელის, როცა
გულმტკივნეულობაზედ მიდგება ხოლმე საქმე.
ხოლო ქალის გული გასაშლელი კოკორია, რომელსაც აღტაცება, როგორც
სხივი მზისა, გაშლის ხოლმე ყვავილად და თვით გულმტკივნეულობა კი
სხივია, ქალის გულიდამ ამომავალი, სირონას კი არც აღტაცებით მოსვლია,
არც გულმტკივნეულობით, რომ იმ ღამეს გერმასი თავისთან იხმო.
იგი იყო ისე მარტოდმარტო, ისე მოწყენილად, რომ ვინც უნდა ყოფილიყო
ყველას სიხარულით მიიწვევდა, ოღონდ კი იმედი ჰქონოდა, რომ ამ ჩემს
შეურაცხყოფაში ნუგეშის სიტყვას გულით მეტყვისო. ამ დროს მოვიდა ჭაბუკი
მეუდაბნოეც, რომელიც სირონას წინაშე ივიწყებდა ხოლმე თავს, ქვეყანას და
ყველაფერს თვის გარეშემო, რომლის ყოველი მოძრაობა, თვალის
დახამხამებაც კი ამტკიცებდა, რომ იგი თაყვანებით ექცევა. ახლა იმისი
ამოხტომა ფანჯარაში, იმისი მხურვალე ტრფიალება! სიყვარულია,
სიყვარულიო, ამბობდა თავის გულში სარონა. სისხლი თავში აუვარდა და
როცა გერმასმა ხელზედ კოცნა დაუწყო, სირონამ ვეღარ შეჰსძლო ურჩობა,
ვიდრე დოროტეას ხმამ არ მოაგონა დარბაისელი დედაკაცი, მისი შვილები და
ამასთანავე თავისი საკუთარი დაშორებულნი დები და ძმები.
ამ წმინდა არსებათა მოგონებამ ისე განწმინდა მისი ფიქრი და გული,

როგორც წმინდა ნაკადულმა. "ესენი რომ არა მყოლოდა, რა მეშველებოდა! გაიფიქრა სირონამ. - ან ღირს კი ეს ახმახი, შეტრფიალებული ბავშვი, რომელიც
პოლიკარპთან სწორედ ქუჩის ბიჭსა ჰგავს, რომ იმის გულისათვის ამათ
პირზედ თამამად ვეღარ შევხედო!" გაიფიქრა ეს და თავმოწონებით ხელი ჰკრა
გერმასს, რომელმაც თმაზედ კოცნის სურვილი გაუბედა და უბძანა, თავი
რიგიანად დაიჭიროს და დაეთხოვოს მის ხელს.
ეს უთხრა დაწყნარებით, მაგრამ ისე ფხიანად, რომ გერმასი, ისეც ჩვეული
მორჩილებას, დაემორჩილა ხმაამოუღებლივ და გავიდა მეორე ოთახში. იქ
კანდელი ენთო და კუთხეში ეწყო ტანისამოსი - ჩაჩქანი, კვერთხი
ცენტურიონისა და სხვა იარაღი, რომელიც სალოცავად წასულს ფებიცის
შემოესხნა და აქ დაეწყო და მის მაგიერად მორთულიყო სხვა ტანისამოსით,
რომელიც მის ხარისხს კერპთ-მსახურობისას შეეფერებოდა.
კანდელის სინათლემ მიიზიდა სირონაცა. როცა თვალწინ დაუდგა
გერმასს მთელის თავის მშვენიერებითა. ჭაბუკის გულმა განაძლიერა ფეთქვა
და გერმასმა უფრო მომეტებულის კადნიერებით გაიწოდა ორივე ხელი, რომ
სირონა მიიზიდოს. ხოლო სირონა გამოუსხლტა ხელიდამ, შემოურბინა
სტოლს და სტოლს უკან გაჩერდა და ამ სახით სტოლი წინ მოიქცია თითქო
ფარდათ აიფარაო. მერე აქედამ დაუწყო, როგორც დედამ ტკბილის სიტყვით,
ყვედრება, რომ ასე კადნიერად, ურიგოდ და უზომოდ იქცევიო.
ქალის გულის მცოდნეს სიცილი წასკდებოდა ამ სიტყვებზედ, იმ
ბაგეთაგან ნათქვამზედ, მერე იმისთა დროს; ხოლო გერმასმა სირცხვილით
თავი ძირს ჩაღუნა და პირგამშრალმა ხმა ვეღარ ამოიღო. სირონა უეცრად
გადასხვაფერდა. თავი მოჰსწონდა თავისის კეთილმოქმედების გამო და იმ
ძლევის გამო, რომელიც თავისთავზედ გამოიჩინა. მოჰსწონდა რა ეს თავისი
საკუთარი ღირსება, მოისურვა, რომ გერმასმაც იგრძნოს მის თავმოწონების
მიზეზი და გაიკვიროს.
მოუყვა ლაპარაკს მასზედ, რამდენს ნაკლებულობას და ტანჯვას ითმენს
აქ სოფელში; მერე ჩამოუგდო სიტყვა უცოდველობაზედ, დედაკაცის
მოვალეობაზედ და მამაკაცთა ურცხვობაზედ და გულქვაობაზედ.
- გერმასი, - ამბობდა თავისთავად. - სსვაზედ უკეთესი არაფრით არ არის.
და რადგანაც მე ყოველთვის ალერსით ვექცეოდი, რაღაც იმედებით აივსო
გული და სხვა თვალით დამიწყო ყურება. ძალიან ჰსცდება კი, ეზოში ხალხის
ფეხი რომ არ ირეოდეს, დიდი ხანია სახლიდამაც გავაბრძანებდო.
კარგა ხანია რაც გერმასი ყურს ნახევრობამდინაც არ უგდებდა სირონასა.
მისი გულისყური მიიზიდა ფებიცის იარაღმა და მის წადილებს სულ სხვა
ახალი მიმართულება მიჰსცა. უნებლიედ ხელი ჩაჩქნისაკენ გაიწოდა და
გააწყვეტინა სიტყვა სირონას ამ კითხვით:
- შეიძლება ამ ტანისამოსით და იარაღით მოვირთვა?
ამ სიტყვამ სიცილი მოჰგვარა სირონას, გაიცინა და ახლა სულ სხვა
კილოთი უთხრა:
- რატომ, რატომ! ჯარისკაცად ყოფნა გინდა? რა რიგად მოგიხდება! გაიძერ

ეგ ჭუჭყიანი ტყაპუჭი და ვნახოთ, როგორი გამოჩნდება მწირი ბერი
ცენტურიონის ტანისამოსში.
გერმასს სიტყვის განმეორება აღარ მოანდომა. მოჰყვა მორთვას, სირონა
შველოდა. სირონას ამგვარი ამბები ძალიან უყვარდა.
რა წამსაც გერმასი მის წინ დადგა ჩაჩქანით თავზედ, სირონას ძალიან
უნდოდა, რომ თავისის ხელით მოერთვა; გულმოდგინებით დაუწყო კაბის
სწორება, ბალთების შეკვრა, ხმალი შემოარტყა და როგორც ბავშვი
გულუბრყვილოდ მიეცა ამ შექცევასა. თვითონ გერმასმა კი არ იცოდა, როგორ
ჩაეცვა უჩვევი ტანისამოსი. ხან ისე უხერხოდ ექცევოდა ტანისამოსს, რომ
სირონა გულით ხარხარებდა. როცა დააპირებდა, რომ ხელი როგორმე
მოჰკიდოს სირონას ხელსა, - და ამას ხშირად ჰბედავდა, სირონა ხელში კარგა
ღონივრად ჰსცემდა და ზოგჯერ გაუჯავრდებოდა კიდეც ხოლმე.
მორცხობა სრულად დაეკარგა გერმასს ამ სასიამოვნო შექცევაში. მოჰყვა
ლაპარაკს, რომ მომწყინდაო ამ უდაბნოში ყოფნაო, რომ თითონ პეტრემ
მირჩიაო, წადი და თავი ჰსცადე ქვეყნიერობაშიო. ბოლოს გაუმჟღავნა, რომ
მამაჩემი მორჩება თუ არაო, ჯარში შევალ და სახელს ვიშოვნიო ჩემის
ვაჟკაცობითაო.
სირონაც კვერსა ჰსცემდა, უწონებდა განზრახვას და ახალისებდა. მერე
დაუწყო დაცინება, რატომ ეგრე ცომივითა დგეხარო, აი როგორ უნდა
იყურებოდეს მხედარი და თითონ გამოიჭიმა და მხედრის სანახაობა მიიღო.
სირონას კასკასს ბოლო აღარ ჰქონდა, როცა ხედავდა, რა რიგის
გულმოდგინებით გერმასი ცდილობდა სირონასათვის მიებაძნა.
ამ შექცევაში ბევრმა საათმა გაირბინა. გერმასს ძალიან მოჰსწონდა თავი
თავის ახალ ტანისამოსში, უხაროდა, რომ სირონასთან არის და ფიქრობდა
მასზედ, თუ თავს როგორ გამოიჩენს ომებში. სირონაც მხიარულად იყო; ასე
რომ მირიამის ხმამაც, რომელიც გერმასმა ბუის ხმად მიიღო, მარტო ოდნივ
შეუფერხა მხიარულება.
კარგა ხანი გავიდა ამ შექცევაში; ასე რომ პეტრეს მსახურებს დიდი ხანია,
რაც ეძინათ კიდეც. ბოლოს სირონამ უთხრა გერმასს, რომ გაიხადოს სხვის
ტანისამოსი და წავიდეს. გერმასი რომ ტანისამოსს იხდიდა, სირონა
ეუბნებოდა: ეზოზე ნუღარ გაივლი,შენ უნდა ფანჯრიდან გადახვიდე. ვიღაცა
მოდის, მგონი, ქუჩაში. უნდა მოიცადო, მინამ გაივლიან.
მერე მობრუნდა და რომ დაინახა, რომ გერმასი ცდილობს ბალთები
გაიხსნას და ვერ მოუხერხებია, წაჰსკდა სიცილი; მაგრამ ღიმილი მალე შეუშრა
ტუჩებზედ, ალაყაფის კარები დიდის ჭრიალით გაიღო, მისმა გოშიამ და
სენატორის ძაღლებმა ყეფა დაიწყეს და მოესმა ხმა თავის ქმრისა, რომელიც
ძაღლებს უყვავებდა.
- ღვთის გულისათვის წადი, წადი აქედამ! თრთოლით შეჰყვირა გერმასს
და საოცარის გულის სიმაგრით მივარდა, გააქრო სანთელი და გერმასს ხელი
ჰკრა და ფანჯარაზედ მიაგდო. გერმასი უმალ გადაფრინდა ფანჯრიდან ქუჩაში
და გამალებული გაიქცა ნიშისაკენ, უკან დაედევნენ ყეფით ძაღლები,

ეზოებიდამ გამოცვივნულები.
ნახევარი გზაც არ გაერბინა, რომ დაინახა კაცის სახე, მის პირდაპირ
მომავალი. მაშინვე ერთის რაღაცა სახლის ჩრდილს შეეფარა, მაგრამ კაცმა ფეხი
აიჩქარა და პირდაპირ მისკენ გამოჰსწია. მაშინ იშვირა ფეხი და გაიქცა, ხოლო
ის კი მაინც ფეხდაფეხ მიზდევდა, მინამ გერმასი არ გავიდა სოფელ გარედ და
არ შეუდგა მთის ბილიკსა. გერმასი ჰგრძნობდა, რომ მდევარზედ ჩქარა მირბის
და როცა ერთს კლდის ქვას მიადგა და მასზედ გადახტომა დააპირა, უკანიდამ
ვიღაცამ დაუძახა და სახელი უხსენა. გერმასი შედგა, რადგანაც ხმა მდევარისა
იცნო. ის იყო გულკეთილის პავლეს ხმა.
- შენა ხარ! - უთხრა ალექსანდრიელმა ქშენით დაღალულობისაგან. - შენ
ჩემზედ სწრაფი ჰყოფილხარ. ხანი და ჟამი ტყვიით უმსებს ადამიანს ფეხებსა;
გარნა იცი შენ, რა შეასხამს ადამიანს სუბუქს ფრთებს? აი ეს-ეს არის, რაც შენ ეგ
უნდა შეგეტყო. მე გეუბნები შენს უწმინდურს სინიდისზედ, რომელსაც ეხლა
ძაღლების ყეფა ხმამაღლა ამხელს.
- დეე იყეფონ! - უპასუხა გულმოსულობით გერმასმა და ამაოდ იმეცადინა
ხელიდამ გამოსხლტოდა პავლეს, რომელსაც მაგრად ჩაეჭიდნა ხელი და არ
უშვებდა. - მე ცუდი არა მიქნია რა!
- ნუ ინდომებ ცოლსა მოყვასისა შენისასაო, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ
დადინჯებულის და დარიგების ხმითა. - შენ ახლდი მშვენიერს ცოლს
ცენტურიონისას და თქვენი ერთად ყოფნა უეცარმა შემთხვევამ შეჰსწყვიტა. სად არის შენი ცხვრის ტყაპუჭი?
გერმასმა გაფითრებით წაივლო ხელი მხრებზედ, მერე დაიძახა და
შემოიკრა თავში ხელი:
- ოჰ, მოწყალეო ღმერთო, იქ დამრჩენია! ეხლა ის ცოფიანი ნახავს და
უყურე მაშინ.
- შენ თვითონ კი არ უნახვიხარ? - ჰკითხა პავლემ.
- არა, ვერა მნახა, ვერ! - ამოიკვნესა გერმასმა. - საქმე ტყაპუჭია, ტყაპუჭი!...
- მართალი ხარ, მართალი, - ეუბნებოდა პავლე. - თუმცა ამით ცოდვა არ
შეგისუბუქდება, მაგრამ მაინც კიდევ მოვახერხებთ რასმეს. შენ მარტო ეს
იფიქრე, რა მოუვიდოდა მამაშენს, ეგ ამბავი რომ შეეტყო, ხომ მაგის შეტყობა
და იმის სიკვდილი ერთი იქნებოდა.
- სირონაა შესაბრალისი, სირონა! - კვნესით დაიძახა გერმასმა.
- სირონას საქმე ჩემზედ მოაგდე,- უთხრა პავლემ. - მე ვიცი და იმან. აჰა,
ჩემი ტყავი ჩაიცვი. არ გინდა თუ? აბა რა? ვისაც არა ჰსცხვენიან შებილწოს
ქორწინების კავშირი, იმისათვის აღარაფერია მამის მკვლელობა. აჰა, ჩაიცვიმეთქი. აი აქ მხარზედ აქვს შესაკრავი. შენ ეგ დაგჭირდება, რადგანაც ამ
ადგილებს დღესა და ხვალ უნდა გაეცალო. შენ ხომ მაინც გინდოდა ქვეყნად
ყოფნა და აი ეხლა ვნახავთ, როგორ გამოიჩენ თავს, შენს ნებაზედ რომ იქნები.
ყველაზედ უწინარეს შენ რაიტში უნდა წახვიდე; იქ მოკითხვა მოახსენე
ღირსეულს მამას ნიკონს ჩემ მაგიერ და უთხარი, რომ აქ უდაბნოში მინდა
დარჩენა, რადგანაც დიდის ლოცვის დროს ეკკლესიაში ზეგარდამოთ

შთამეგონა, რომ მე ღირსი არა ვარ იმ წინამძღვარობის მაღალის ხარისხისა,
რომლისათვისაც მე მიწვევდნენ, მას მერმედ შენ ჩაჯდები გემში და გახვალ
ეგვიპტის ზღვის-პირს, საცა ეხლა გამოჩენილან სამტროდ ბლემიელების ჯარი.
შენ უნდა ირონინო ზღვის პირებზედ და თვალყური ადევნო იმ ჯარსა. რა
წამსაც ის მხეცი ხალხი დააპირებს ჩვენზედ დაცემას, შენ მაშინვე უნდა
შეატყობინო მთის ყარაულებს. იმოდენა გამბედაობა და სიფთხილე გაქვს კი,
რომ ყველა ეს როგორც რიგია შეასრულო? ჰო თუ არა? ჰოო? მაშ კარგი. მე
შენგან მაგის თქმას მოველოდი. მაშ წადი, ღმერთი იყოს შენი შემწე! მამის
შენისა ნუ გეფიქრება, ეგ ჩემი კისერი იყოს, მისი კურთხევა და კურთხევა
დედის შენისა იყოს შენთან, თუ გულწრფელად მოინანიებ შენს ცოდვას და
აღასრულებ მას, რაც ეხლა დაგავალე.
- ჩემს კაცობას დაგიმტკიცებთ! - დაიძახა გერმასმა და თვალები
გაუბრწინდა. - შენს მღვიმეში ჩემი მშვალდისარია, თან გამატანე... და მერე
ნახავთ, ღირს კაცს მიანდეთ ეგ საქმე თუ არა. მამაჩემი მომიკითხე და ერთხელ
კიდევ მომეცი ნება, ხელი მეგობრულად ჩამოგართვა.
პავლემ წაავლო ხელი ჭაბუკის მარჯვენა ხელს, მიიზიდა თავისკენ და
მამობრივის ალერსით შუბლზე აკოცა; მერე სთქვა:
ჩემს მღვიმეში, მწვანე ქვის ქვეშ, კერასთან შენ ნახავ შვიდს ოქროს, სამი
გზის ხარჯად წაიღე; მოგინდება, სხვა არა იყოს რა, გემში მისაცემად მაინც.
ეხლა კი გზა მშვიდობისა, გაჰსწი!... ეცადე, თავის დროზედ რაიტს მიხვიდე.
აჩქარებით აიარა გერმასმა მთა და თავს იწონებდა, რომ ამისთანა მძიმე
საქმე მიანდეს. მოსახიბვლელნი სურათნი სახელოვანის საქმეებისა, რომელთ
ჩადენასაც იგი აპირებდა, წარმოუდგნენ თვალწინ და სრულიად ჩრდილში
გადააყენეს ნათელი სახე მშვენიერის სირონასი; მით უფრო უმეტეს, რომ იგი
კაი კაცის მფარველობის ქვეშ ეგულებოდა, რადგანაც პავლემ იკისრა მისი
საქმე. გერმასს ძალიან ჰსწამდა გამოცდილება, კეთილგონიერება და უზომო
გულკეთილობა პავლესი.
პავლემ ცოტა ხანს თვალი აადევნა მიმავალს გერმასს, მოკლე ლოცვა
ჰსთქვა გერმასისათვის და წავიდა მინდორ-მინდორ.
შუაღამე დიდი ხანია გადასული იყო. უფრო და უფრო აცივდა იმის
კვალობაზედ, რამოდენაზედაც მთვარე ძირს ჩადიოდა. გერმასს რომ თავისი
ტყავი მიჰსცა, თვითონ თხელის ტანისამოსითღა დარჩა. მაინც კიდევ ფეხი არ
აუჩქარა, ნელა მიდიოდა. ხშირად შეჩერდებოდა ხოლმე და რაღასაც
ლუღლუღებდა თავისთავად.
მისი ფიქრი ამ ჟამად მარტო გერმასი და სირონა იყო, ამათმა საქმემ
თავისი საკუთარი ყმაწვილკაცობა მოაგონა. გაახსენდა ის ამბავი, რომ
შაგვრემან აზოსი და ქერათმიან სიმაიდის ფანჯრებ ქვეშ დადიოდა და
ოხრავდა ხოლმე.
- ბავშვია, ყმაწვილია, - ამბობდა გულში. - ან ვინ მოიფიქრებდა მაგისაგან
ამ ყოფას? ამბობენ, რომ ქალი მშვენიერიაო, თვითონ გერმასი... მე თვითონ
გამაოცა მისმა ტანადობამ, მოყვანილობამ, როცა დისკოს ვისროდით. მერე რა

თვალები აქვს!.. ჰო, თვალები!... მაგდალინას თვალებს რა რიგად მიუგავს!
გალლიელს რომ მოესწრო ცოლთან, შიგ გულში ჩაჰსცემდა ხანჯალს და
სააქაოს მსაჯულნი ამისათვის სასჯელსაც არ დაუნიშნავდნენ. მამა იქნებოდა
შესაბრალისი, მამა. საწყალს ჰგონია, რომ მის საყვარელს შვილს წუთისსოფელი და მისნი მაცდურებანი ამ უდაბნოში ვერ ერჩიან. ახლა რა გამოდის?
მე ყოველთვის ასე მეგონა, რომ ეს ნაყოფი ისე გახმება ამ დედამიწაზედ, რომ
თავის დღეში ვერ მიახწევს ხის კენწეროსა, საცა უფრო მოიწევა ხოლმე ხილი.
მაგრამ აი გამოურბინა ფრენით ჩიტმა, მოჰსწყვიტა ნაყოფი, წაიღო თავის
ბუდეში და სწორედ კენწეროზედ კი მოაქცია. ვის შეუშლიან წინადვე დახაზოს
სხვის გზა და ჰსთქვას: ეს კაცი ხვალეც ასეთი იქნება და არა სხვა.
- ჩვენ სულელნი! უდაბნოში წუთის-სოფლის დავიწყებას ვეძიებთ.
წუთის-სოფელს ვემალებით და წუთის-სოფელი კი კვალდაკვალ უკან
მოგვდევს. სად არის იმისთანა მაკრატელი, რომ ჩვენი ჩრდილი მოვკვეცოთ და
ჩვენს თავს მოვაშოროთ; სად არის იმისთანა ლოცვა, რომ ჩვენ, ხორცისაგან
ნაშენთ, ყოველივე ხორციელი მიდრეკილება მოვიკლათ? ჰოი მაცხოვარო
ჩვენო! მხოლოდ შენ ჰქმენ ეგ, განმანათლე მეც გლახაკი გლახაკთა შორის!
XI
როცა გერმასი გადმოხტა ცენტურიონის სახლის ფანჯრიდამ, მას მერმედ
ორიოდე წუთმაც ძლივ გაიარა, რომ ფებიცი შევიდა თავის საწოლს ოთახში.
სირონას მოესწრო და ქვეშსაგებში ჩაწოლილიყო და შიშით შეპყრობილს პირი
კედლისაკენ მიექცია. შეუტყვია ფებიცის, რომ აქ უცხო კაცი იყო თუ არაო? ფიქრობდა სირონა. - ნეტა ვინ გაგვცაო და ვინ მოიყვანა ფებიციო?
ოთახში ბნელოდა, მაგრამ მაინც სირონას თვალები დაეხუჭნა და თავი
მოიმძინარა. გული ისე ძლიერ უცემდა, რომ ეშინოდა გულისცემა არ
შემატყოსო ფებიციმ, რომელიც ნელ-ნელა ფეხ-აკრეფით მოდიოდა
სირონასთან. სირონამ ნახა, რომ ფებიციმ ამ ოთახში აქეთ-იქით იტრიალა და
ბოლოს გავიდა სამზარეულოში, რომელიც იქავ საწოლს ოთახთან იყო.
ამის შემდეგ ბევრი ხანი არ გასულა, რომ სირონას თვალებმა ნათელი
იგრძნეს. ფებიცის აენთო სამზვარეულიში კანდელი და კანდლით ხელში
ათვალიერებდა ორივე ოთახს. ჯერ სირონასთვის ხმაც არ გაეცა და არც ერთი
სიტყვა არ წარმოეთქვა. ეხლა ფებიცი დიდს ოთახში შევიდა და უეცრად
მოჰყვა ხარხარს; ისე ხმამაღლა და დაცინებით ხარხარებდა, რომ სირონა
მოიკუნტა და საბანი თავზედ გადიფარა. სირონამ იგრძნო, რომ ხელ-ფეხი
უცივდება.
ხელახლად განათდა სირონას ოთახი და კანდლის სინათლე თანდათან
უახლოვდებოდა სირონას. ფებიციმ თავისი ბრიყვი ხელი გაიქნივა და დაჰკრა
თავის ცოლს თავში. სირონამ მაშინვე გადიგდო საბანი და ქვეშაგებიდამ
წამოხტა.
ფებიცი ჯერ კიდევ ხმას არ იღებდა; მაგრამ რაც სირონამ თავისის

თვალით მაშინ დაინახა, ისიც სამყოფი იყო, რომ ყოველივე იმედი და ნუგეში
დაჰკარგოდა. თვალები აფთარსავით ანთებოდა, სახე, ისეც უგემური,
შეშლოდა გაბოროტებისაგან და შუბლზე უფრო თვალსაჩინოდ ეტყობოდა
დაღსავით დასმული ნიშანი მიტრისა. მარჯვენა ხელში კანდელი ეჭირა და
მარცხენაში - ტყაპუჭი გერმასისა.
როცა მან თავისი უძრავი თვალი სირონას თვალს გაუსწორა, აიღო
გერმასის ტყაპუჭი და თავის ცოლს ზედ ცხვირთან მიუტანა. მერე
გააფთრებით იქით გაჰსტყორცნა ტყაპუჭი და ხრინწიანის ხმით ჰკითხა: ეს რას
ნიშნავსო?
სირონა ხმას არა ჰსცემდა, ფებიცი მივიდა სირონას ქვეშაგებთან, იქ
წყლით სავსე იდგა მშვენიერი ლიტრა, რომელიც პოლიკარპს მოეტანა
ალექსანდრიიდამ და ეჩუქებინა სირონასთვის; ფებიციმ დაავლო ამ ლიტრას
ხელი და დაახალა ქვის იატაკზედ. ლიტრა დაიმსხვრა და მისი ნატეხები
გაიფანტა.
სირონამ შეჰკივლა. პატარა გოშია შეხტა ქვეშაგებზედ და ფებიცის
დაუწყო ყეფა. ფებიციმ საწყალს პირუტყვს ჩაავლო ხელი საყელურში და ისე
შორს გაჰსტყორცნა, რომ ძაღლმა საცოდავად დაიწყო კნავილი. ჯერ
გათხოვილიც არ იყო, რომ სირონას ეგ ძაღლი ჰყვანდა. როცა რომში წამოვიდა,
ის ძაღლი თან მოჰყვა და მერე რომიდამ აქ წამოიყვანა. სირონა და ძაღლი
ძალიან მიეჩვივნენ ერთმანეთს და სირონას ძალიანაც უყვარდა. იამბის
ყველაზედ მეტად ის უხაროდა ხოლმე, როცა ეს ყმაწვილი ქალი ეთამაშებოდა
და ეალერსებოდა. სირონა ხშირად, ძალიან ხშირად მარტოდ რჩებოდა ხოლმე,
მაგრამ ეს პატარა ძაღლი კი არასდროს არ შორდებოდა. იამბა მოაგონებდა
ხოლმე საყვარელს სამშობლოს, საყვარელს დებს, რომელთ ამბავი აი მთელი
წელიწადია, რაც აღარ მოსვლოდა. იამბა ყოველთვის თანაუგრძნობდა, როცა
სევდა მოაწვებოდა გულზედ მის ლამაზს ქალბატონს და ნაღვლიანად
მოუყვებოდა ხელის ლოკვას, როცა მის ქალბატონს სამშობლოის მოგონება
თვალში ცრემლს მოჰგვრიდა ხოლმე. იმ მარტოობაში და უქმობაში,
რომელშიაც იმყოფებოდა სირონა, ის ძაღლი დიდი, ძალიან დიდი რამ იყო
სირონასათვის. გული მოკვდა, როცა სირონამ დაინახა, რომ იმ საწყალმა
პირუტყვმა საცოდავის კნავილით აითრია ნატკენი ფეხი და მისკენ გაჰსწია.
ჯავრზედ მოსულს სრულად დაეკარგა გულიდამ შიში, წამოვარდა
ქვეშაგებიდამ, აიგვანა ხელში ძაღლი და ჰსთქვა გაბედვით და უშიშრად:
- აღარ გაბედო ამის ხელის ხლება, გესმის თუ არა!... მე ეს ამიკრძალავს
შენთვის!...
- მე ხვალვე წყალში დავახჩობ, - უპასუხა ფებიციმ გულდინჯად, მაგრამ
ბოროტის ტუჩის ბრეცითა. - ჩემს სახლში ამთვენი ორფეხი კუროები დადიან,
რომ არავითარს საბუთს არა ვხედავ ამ ოთხფეხსაც შენს ალერსს უზიარებდე..
ეს ტყაპუჭი როდის აქეთაა, რაც აქ არის?
სირონამ არ აღირსა ამაზედ პასუხი და გულამოჯდომით შეჰსძახა:
- შენს ღმერთს გაფიცებ... თუ შენ იამბას დაუშავებ რასმეს, შენ მე აქ ვეღარ

მინახულებ.
- მაშ ეგრეა საქმე! - დაიძახა ცენტურიონმა. - საით აპირობ წაბრძანებას?
უდაბნო დიდია, იქ ბევრი ადგილია ხორცისსალპობად და თეთრის ძვლების
საყრელად.... მერე რა რიგად ეწყინებათ ეგ ამბავი შენს კუროებს! არა, ჩემო
ბატონო! მე იმათ გულისათვის მაინც, რომ სხვა არა იყოს რა ვიდრე ძაღლს
დავახრჩობდე, ჯერ ძაღლის ქალბატონი უნდა დაკეტილში დავამწყვდიო.
- ნეტავი არ მინდა, ერთი ხელი მახლო! - დაიძახა სირონამ გულზედ
მოსულმა და ფანჯარაზედ შეხტა: - აბა ერთი თითი დამაწე და მე ხალხს
დავუძახებ საშველად; დოროტეა და მისი მეუღლე მომეშველებიან და
დამიხსნიან შენის ხელისაგან.
- არა მგონია, - უთხრა მკვახედ ფებიციმ. - მე ვიცი, შენ ძალიან გინდა ერთ
ჭერს ქვეშ იყო იმ სალახანა ბიჭთან, რომელიც შენ გიფეშქაშებს ხოლმე ლამაზს
ლიტრებს და ფანჯრებიდამ ვარდებს გაწვდის, მაგრამ ქვეყანაზედ ჯერ კიდევ
არსებობენ კანონები, რომელნიც იფარვენ რომაელს მოქალაქეს სალახანათაგან.
შენ მეტისმეტად ხშირად დაეთრევოდი დოროტეასთან და იმის პატარა
ბავშვებთან რომ ცელქობდი, იმისათვის ცელქობდი, რომ ხშირად შეხვედროდი
სხვას, უფრო მოზდილს ბავშვს.
- რა რიგ უბრიალებდა თვალი მირიამს, როცა ჩემის ცოლის ღალატი
მაცნობა. ან იმისთანა რა უნდა დაეშავებინოს მირიამისათვის სირონას? ქალები
ხომ თვალით დაატყვევენ ხოლმე კაცის გულს, როგორც მონადირე მახეთი
ფრინველს. რამდენი თავმომწონე კოხტა ყმაწვილი კაც დაჰსდევდა ხოლმე
რომში! ნუთუ იქავ მღალატობდა მე სირონა? ლეგატი კვინტალლა, რომელიც
მარტო ჩემის ცოლის გამო დამიმეგობრდა, სირონამ ახლოც არ გაიტარა, თუმცა
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ სირონა გაარშიყებოდა. მაგრამ ის
ჩემზედ ბებერი იყო, სირონას კი ჩვენზედ ახალგაზრდები უყვარს. სირონაც ის
ყოფილა, რაც სხვანი! ეს ადრევ უნდა მცოდნოდა. ესე ყოფილა ამ წუთისსოფელში, დღეს შენა ჰსცემ, ხვალ შენ გცემენ.
მწარე ღიმილი მოუვიდა ტუჩებზედ ცენტურიონს. მალე გაუქრა ღიმილი
და მის მაგიერ მძიმე და შავი ფიქრები მოაწვნენ გულზედ. ვერაფერი
სურათები გამოეხატა გუნებაში. მას მოაგონდა თავისი კეთილისმყოფელი
უფროსი ტრიბუნი სერვიონი, რომლის ლამაზი ცოლიც შეაცდინა თვითონ
ფებიციმ. მოატყუა, დაანებებინა თავი ქმარსა და შვილს და გააქცია. ფებიცი
შეიპყრო უგუნურმა ფიქრმა, ვითომ თვითონ ტრიბუნი სერვიონია და იმავე
დროს ფებიცადვეა დარჩომილი. მთელი სიმწარე, მთელი ტანჯვა, რაც მისმა
მოტყუებულმა კეთილისმყოფელმა გამოიარა, როცა მოჰსტაცეს ცოლი, მისი
ლამაზი გლიცერა, ეხლა ფებიციმ თავის თავზედ გამოჰსცადა. ერთის მხრით
ფიქრობდა თავი გადერჩინა გაბოროტებულის ქმრისაგან, მეორეს მხრით ჯავრი ამოეყარა თავისის ცოლის შემაცდენელისა. ბოლოს გუნებიდან
დაეკარგა თავისის საკუთარის თავის ხსოვნა. აზრები ისეთნაირად აერივა, რომ
ჭკუიდამ შეცდომის ფიქრი მიეცა. ხმამაღლა ამოიოხრა.
თავის საკუთარმა ხმამ გამოაფხიზლა და გონება დაუბრუნა. ეხლა კი

თავისი თავი ფებიცად იცნო და არა სხვა კაცად, მაგრამ მაინც. კიდევ სრულად
არ იყო გამოსული ბურანისაგან. მაინც კიდევ ელანდებოდა სახე მშვენიერის
გლიცერასი, რომელსაც მან თავი მიანება ალექსანდრიაში მას შემდეგ, რაკი
გაფლანგა თავისი უკანასკნელი მინალთუნი და გლიცერას ნივთეულობა.
ამისი უბედური საყვარელი გლიცერა იყო, იგი ბევრსაც ჰსტიროდა და
ცოტას იცინოდა ხოლმე მას აქეთ, რაც ქმარს გამოექცა. ფებიცის მისი ჩუმი
სამდურავი ელანდებოდა. ამავე დროს მოეჩვენა, რომ სირონა წინ დაუდგა
მუქარითა და გაბედა კიდეც პოლიკარპს ხელი დაუქნიოს. ღონემიხდილი,
ლანდებით გარემოცული ცენტურიონი გააფთრებული წამოხტა თავისის
ადგილიდამ და დაკუმშა მუშტები.
თანდათან გონებაზედ მოვიდა და მაშინ მოაგონდა ის ამბავი, რაც ამ
უკანასკნელს საათებში დაემართა. სწრაფად გამოვიდა ბნელის ოთახიდამ
გარედ, ცოტა ღვინოთო მოისურიელა თავი, მივიდა ღია ფანჯარასთან და
ვარსკვლავებს ცქერა დაუწყო. შუაღამე დიდი ხანია გადასული იყო. ფებიციმ
ილოცა თავისი ღმერთი მიტრა, რომლის სამსახურსა ისე გულმოდგინედ
ეძლევოდა ხოლმე. ხშირად მთელის კვირის განმავლობაში დღეში რამდენსამე
საათს ჩაწვებოდა თოვლში და მერე დიდს მარხულობას მიეცემოდა ხოლმე.
ამას ყოველსა იმისათვის იქმოდა ხოლმე, რომ მაღალი ხარისხი "ლომისა"
ღირსებოდა.
სირონას ჰსძულდა უგუნური სარწმუნოება თავისის ქმრისა და მაგით
უფრო დაშორდნენ ერთმანეთსა ცოლ-ქმარნი. ფებიცი მტკიცად იდგა თავის
რჯულზედ: მას უნდოდა, დაგვიანებულის სინანულით შეენანა თავისი
ადრინდელი ცოდვანი. ფებიცი ევედრებოდა თავის ღმერთს, იმოდენა ძალა
მომანიჭეო, რომ ჩემის ცოლის უჯიათობას ბოლო მოვუღოო და მის
შემაცდენელს სამაგიერო გადვუხადოო. ლოცვის შემდეგ შესხნა კედლიდამ
ორი მაგარი თოკი, თავმოწონებით ტანში გაიმართა, თითქო თავისის ჯარის
წინა იდგა და საომრად გულს უკეთებსო, ანუ მოედანზეაო და ხალხთან
ლაპარაკს ლამისო და ამ სახით გამოვიდა საწოლიდამ.
მას ფიქრადაც არ მოსვლია ცოლის გაქცევა. რაკი საწოლში ვერა ნახა
თავისი ცოლი, დიდს ოთახში შავიდა, იქ ეგულებოდა სირონა; მაგრამ აქაც ვერ
იპოვა. ფებიცის ეოცებოდა ეს ამბავი და სირონას გაქცევა ისეთ შეუძლებელ
საქმედ მიაჩნდა, რომ გადაწყვეტით უარჰყო.
უსათუოდ ჩემის გაჯავრებისა შეეშინდაო და ან ტახტის ქვეშ ან
საქვეშაგებოს უკან დაიმალაო.
" - პატარა ძაღლი მგონი ეხლა გულზედ ეკვრება, - გაიფიქრა გულში და
მოჰყვა სისინს, რადგანაც იამბა ყოველთვის ამის სისინზედ გულზედ
მოდიოდა და ყოველთვის ხმამაღლა მოჰყვებოდა ხოლმე ყეფას. მაგრამ სულ
ამაო იყო! არსაიდამ ჩუჩუნიც არ ისმოდა. მაშინ ფებიცის რაღაც ფიქრი მიეცა;
დაჩხრიკა ყოველი კუთხე ოთახებისა, ეძებდა სირონას იმისთანა ადგილებშიც
კი, საცა ბავშვიც კი ვერ დაეტევოდა დასამალავად. თოკები ხელიდამ გავარდა
და იმ ხელმაც, რომელშიაც კანდელი ეჭირა, კანკალი დაუწყო. მაშინ შეამცნივა,

ფანჯრები ღია იყო საწოლს ოთახში. ფანჯრის ახლო სკამი იდგა, რომელზედაც
სირონა იჯდა და მთვარეს შესცქეროდა, რაც გერმასი მოვიდა.
- მაშ სწორედ ამ გზით წასულა! - წაიდუდუნა ფებიციმ, კანდელი ძირს
დადგა, ჰკრა ხელი კარს, გამოვარდა გარედ. "შეუძლებელიაო, რომ ამ
შუაღამისას სირონა პირდაპირ უდაბნოსაკენ წასულიყოო", - ფიქრობდა
გულში. ხელი ჰკრა ჭიის კარს და ნახა, რომ მაგრად არის დაკეტილი. ძაღლები
წამოხტნენ და ყეფას მოჰყვნენ, როცა ფებიცი სენატორის სახლისაკენ წამოვიდა
და მოჰყვა კარის რაკუნსა. მას ეგონა, რომ მისი ცოლი აქ სენატორთან
მოვიდოდა და ამათს მფარველობას ითხოვდა. ფებიცი ისე გულზედ მოსული
იყო, რომ მეტი აღარ იქმნებოდა. იმას გული მოსდიოდა იმაზე კი არა, რომ
ცოლი დავკარგეო, არამედ იმაზედ, რომ პოლიკარპს ჩემი თავზედ ლაფის
დასხმა როგორ გადავახდევინოო. როგორ გაბედაო ასეთი შეურაცხყოფა
იმპერატორის ცენტურიონისაო! სირონასი კი მაგდენი დარდი არა ჰქონდა, ან
რა იყო მისთვის სირონა?
მას აქეთ რაც სირონამ არ ინდომა არშიყობა თავის ქმრის უფროსისა და
უდიერად მოექცა, უფროსი შემოჰწყრა ფებიცის და რომიდამ აქ უდაბნოში
გადმოჰკარგა. მას აქეთ ფებიციმ მტრად ჩასახა სირონა და ეგონა, რომ სირონა
მარტო იმათ ექცევა კარგად, რომელნიც ფებიცისა ჰსძულდა. ამ უკანასკნელთ
შორის ყველაზე წინ პოლიკარპი იყო ფებიცის თვალში.
ფებიციმ ხელახლად დაარაკუნა კარი პეტრესი. კარი გაუღეს. სანთლით
ხელში დახვდა წინ სენატორი გააფთრებულს ცენტურიონსა.
XII
საწყალი პავლე იჯდა სენატორის სახლის კარებთან და სიცივისაგან
ძაგძაგებდა, რადგანაც რამოდენადაც თენდებოდა, იმოდენად სიცივე ღამის
ჰაერისა მატულობდა, თავისი ტყავი კი მიეცა გერმასისათვის და თვითონ ზედ
ჩასაცმელი თბილი რამ არა ჰქონდა რა. ხელში საყდრის გასაღები ეჭირა.
საყდრის მნათე შინ ადრე წასულიყო. პავლეს კი უნდოდა მრავალი, მრავალი
ელოცნა, ვიდრე მიიღებდა წინამძღვარობის ხარისხსა. ამის გამო მნათესათვის
ეთხოვნა, გასაღები საყდრისა მე დამიგდეო და ეკკლესიას მე თვითონ
დავკეტავო.
- ეს რა უცნაური ღამეა! - ამბობდა თავისთავად პავლე და თავის
დაგლეჯილს ტანისამოსს აქეთ-იქიდან იფარებდა. ეხლა რომ თბილ ოთახშიაც
მჯდარვიყავ და ამ მჩვრების მაგიერ ყუის დოშაკში ვწოლილვიყავ, მაინც კი
ჟრუანტელი დამივლიდა ტანში იმ ღამის-მავნეების დანახვაზედ, რომელნიც ამ
ადგილებში დაეთრევიან. მე ჩემის თვალით ვნახე ღამის-მავნე ქაჯები. აი ამ
სოფლიდამ ჩვენთან მთაში ამოდიან ეშმაკნი ქალის სახითა, სისხლს
გვიმღვრევენ და ცოდვილს სიზმრებს გვაზმანებენ. ნეტა ხელში რა ეჭირა იმ
ქაჯს თეთრ ტანისამოსიანს და გაშლილ თმიანს? იქნება ის ქვა ეჭირა,
რომელსაც გულზედ დაგვადებენ ხოლმე, როცა მაჯლაჯუნა დაგვაწვება. მეორე

კი, მგონია, მოფრინავდა, თუმცა ფრთები კი ვერ დავუნახე. აი, ამ სახლის
გვერდზედ გალლიელი დგას თავისის უნამუსო ცოლითა, რომელმაც აიყოლია
ჩვენი საწყალი გერმასი. ნუთუ მართლა იმისთანა მშვენიერი რამ არის? ესეც
კია, რა უნდა ესმოდეს ქალის მშვენიერებისა ბავშს, რომელსაც თავისი დღენი
კლდეებში გაუტარებია. ვინც კი პირველად მარილიანად შემოხედავს, იგი
ეჩვენება მზეთუნახავად. მერე ქალი ქერა არისო, მაშასადამე იშვიათი მტრედი
იქმნება ამ უდაბნოს შავგრემანთა შვილთა შორის. ჰსჩანს, გერმასის ტყაპუჭი
ჯერ არ დაუნახავს ცენტურიონს, თორემ იქ ამისთანა სიჩუმე და დუმილი არ
იქნებოდა. მას აქეთ, რაც აქა ვყარაულობ, ჩემს ყურს მაგდენი არაფერი სმენია.
ერთხელ სახედარმა დაიყროყინა, ერთხელ აქლემმა დაიბღავლა, აი ეხლა კი
პირველი მამალი ყივის. ადამიანისა კი ერთი სიტყვაც არა მსმენია, ხვრინვაც კი
არ გამიგია არც ჩვენის ზორბა სენატორისა, არც მის ჩასუქებულის მეუღლისა.
ძნელად საფიქრებელი კია, რომ ისინი ძილში არა ხვრინავდნენ, ეგ სწორედ
სასწაული რამ იქნებოდა.
პავლე ფეხზედ წამოდგა, მივიდა ფებიცის სახლის ფანჯარასთან და ყური
დაადო ნახევრად ღია ფანჯარას, იქნება გავიგო რამეო, მაგრამ გალლიელის
სახლში ჩუჩუნიც არ იყო. ერთის საათის წინად მირიამი იდგა სწორედ ამ
ადგილას და ყურს უგდებდა. რაკი სირონა გაჰსცა და დააბეზღა, შორი-ახლო
აჰყვა მირიამი ფებიცის და თავლის ახლო ჩაიპარა და სენატორის ეზოში
შევიდა. "მე უნდა შევიტყოო”, - ამბობდა გულში, - "აქ რა მოხდებაო,
გააფთრებული ქმარი რა დღეს დააყენებსო გერმასსა და სირონასაო”. მირიამი
გახელებული იყო და ყველაფერზედ მზად იყო იმის ფიქრ;. რომ ცენტურიონი
იარაღს იხმარებს ორივეზედ, კიდეც უხაროდა, კიდეც აწუხებდა.
მირიამმა შეამჩნია სინათლის ზოლი, რომელიც ნახევრად ღია ფანჯრიდან
გამოდიოდა; სულ გააღო ფანჯარა, აცოცდა მაღლა და შიშველი ფეხი გაიმაგრა
კედელზედ. მაშინ კი ოთახის შიგნით ყველაფერი დაინახა, დაინახა სირონა
ქვეშაგებში წამომჯდარი და მის პირდაპირ გალლიელი, მრისხანე და
გააფთრებული. სირონას ფეხთა წინ ეგდო ტყაპუჭი გერმასისა. მარჯვენა
ხელში ფებიცის ეჭირა კანდელი, რომლის სინათლე მოჰფენოდა მის
ფერმკრთალს სახეს და ქვის იატაქს, საცა რაღაც სისხლისფრად ბრწყინავდა
სინათლეზედ.
- “სისხლია, სისხლი", - გაიფიქრა მირიამმა; ჟრუანტელმა გაურბინა ტანში
და თვალებზედ ხელი აიფარა. როცა ხელმეორედ გაახილა თვალი, დაინახა
მრისხანებით ანთებული პირისახე სირონასი, ქმარზედ მიმართული. მაშ
სირონა მრთელია და უვჩებელიო; ხოლო გერმასი?
"ეგ გერმასის სისხლია, გერმასისა!" - ამოიკვნესა მირიამმა და გულმა
საშინლად ტკივილი დაუწყო. - ვაიმე, მე დავღვარე მისი სისხლი, მე ვარ მისი
მკვლელი!"
მირიამი მაშინვე ჩამოვიდა ძირს და ჭკუაზედ შემცდარსავით
გამალებული გაიქცა ისევ ადრინდელ გზით მთებისაკენ. "მშიერს ვეფხვს
პირში მივეცემიო", - ამბობდა გულმოკლული მირიამი. შიმშილს, წყურვილს

და სიცივეს ვირჩევო და ამისთანა საშინელის საქმით სინიდის დამძიმებული
კიო თვალით ვერ დავენახვებიო დოროტეას, სენატორს და მორმონასაო.
შეშინებული მირიამი იყო ერთი იმათგანი, რომელიც პავლეს ქაჯი
ჰგონებოდა. ყოვლის მომთმენი მეუდაბნოე ხელახლად მოვიდა, ადრინდელ
ადგილს დაჯდა და დაიწყო ფიქრი:
- სიცივე კარგა იკბინება. კარგი რამ არის ცხვრის ტყავი,მაგრამ მაცხოვარი
ჩვენი უფრო მომეტებულს ტანჯვას ითმენდა. განა მე წუთის-სოფელს იმიტომ
არ გამოვეთხოვე, რომ მაცხოვრის გზას დავადგე და მოთმინებითა და წამებითა
მოვიპოვო საიქიოს ნეტარება იქ, საცა ანგელოზნი სუფევენ; საჭირო არ არის
რაღაც საბრალო ტყაპუჭი პირუტყვისა. რაც შეეხება ჩემს საქციელს, მასში
ჩრდილიც არ არის თვით-ანგარებისა. მე ვიტანჯები სხვათათვის. მე აქ
ვძაგძაგებ გერმასის გამო, რათა ამით მის მოხუცებულს მამას მწუხარება
ავაცდინო. ნეტა ამაზედ უფრო ცივოდეს! ამას იქით თავის დღეში, დიახ, თავის
ღღეში თბილი ტყავი აღარ მიეკარება ჩემს ტანს ამას იქით.
პავლემ ისე რიხიანად დაიქნია თავი, თითქო უნდაო თავისი თავი
გაამხნევოსო. მაგრამ მაშინვე წარბი შეეკრა და შეეჭმუხვნა; ფიქრად მოუვიდა,
რომ ხელმეორედ მრუდე გზას დაადგა.
- აი ესეთები ვართ ხოლმე ყოველთვის, - ამბობდა თავისთავად. - ერთს
ბეწვის ოდენას კეთილს რასმეს ვიქმთ ხოლმე და გული ჩვენი იმოდენის
თავმოწონებით და ამპარტავნებით აივსება, რომ ერთის აქლემის საპალნე
გამოვა. თუმცა სიცივით კბილი კბილსა ვეღარ მიმხვედრებია, მაგრამ მაინც მე
ერთი საბრალო ცოდვილი ვარ და სხვა არაფერი. რა რიგად გახალისდა ჩემი
თავმოყვარეობა, როცა მოციქულებმა რაიტიდამ წინამძღვარობის ხარისხზედ
მიმიწვიეს! სად გამექცნენ მაშინ მჯელობა და მოსაზრებანი, როცა ჩემმა ოთხმა
ცხენმა დოღში პირველად გაიმარჯვა. მე მაშინ ჩემს სიხარულს ხმამაღლა
ვაცხადებდი, ვიდრე ეხლა; მაგრამ მაშინ უფრო ნაკლები ამაოთმოყვარეობა
მქონდა, ვიდრე ეხლა. ესენი არიან ბევრნი ჩვენგანი. უნდათ მაცხოვრის კვალს
დაადგნენ ხოლო, და ეტანებიან კი მარტო მის დიდებას; ხოლო ყოველს მას,
რაც მაცხოვარმა ტანჯვა, წამება და შეურაცხყოფა გამოიარა, გზას უქცევენ
დიდის სიფრთხილით. ჰოი მაღალო ღმერთო, შენ ხომ მხედავ, რომ მე
გულწრფელად ვეძიებ მაგ ტანჯვას, წამებას და შეურაცხყოფას! ხოლო როცა
ეკლით დაჩხვლეტითა წამომსკდება ხოლმე სისხლი და სისხლი იგი იმ წამსვე
გადამეცვლება ვარდად, განა ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია განა, რომ როცა იმ
ვარდს მოვწყვეტ ხოლმე, კვლავ სხვანი ამოდიან და მოეფინებიან გზასა ჩემსა
შესამკობლად ეგრე ყოფილა თურმე! ამ ქვეყანაზედ ისე ძნელია მოიპოვოს
კაცმა ტანჯვა უსიხარულოდ, როგორც სიხარული უტანჯველად.
ასე ფიქრობდა პავლე და კბილების ძაგა-ძუგი სიცივისაგან უფრო და
უფრო ემატებოდა. უცბად ძაღლების ყეფა მოესმა და ფიქრები დაუფთხო.
ფებიცი სენატორის ჭიის კარს არახუნებდა. პავლე ფიცხლავ წამოდგა ფეხზედ
და მივიდა ჭიის კართან, არცერთი სიტყვა არ გამოჰპარვია, სენატორი და
ფებიცი რომ ლაპარაკობდნენ ეზოში.

ფებიცი ეუბნებოდა, მომეცი ჩემი ცოლიო, რომელიც შენც სახლში გყავს
დამალულიო; პეტრე კი ეფიცებოდა, რომ გუშინდელ დილას აქეთ სირონას
ჩვენს ეზოში ფეხიც არ შემოუდგამსო. თუმცა მკვახედ და აურზაურად
ლაპარაკობდა ფებიცი, მაგრამ პეტრე კი არ აუჩქარდა და გულდინჯად პასუხს
უგებდა. ბოლოს უთხრა, რომ წავალ ჩემს ცოლსა ვკითხავო, იქნება მე რომ
მეძინა, მაშინ უჩემოდ გაუღო კარი და შემოიყვანაო.
პავლე ხედავდა, რომ გააფთრებული ცენტურიონი წინა და უკან ეზოში
ბოტით დადის და ბოლოს ნახა, შედგა კიდეც, რადგანაც კარებში გამოჩნდა
დოროტეა თავისის ქმრით და მტკიცედ აღიარა, რომ სირონა თვალითაც არ
უნახავს და არც იმის ამბავი იცის რამე.
- უფრო კარგი, - წაართვა სიტყვა ფებიციმ. - მაშ თქვენ შვილს პოლიკარპს
ხომ ნამდვილად ეცოდინება სირონას ბინა.
- ჩემი შვლი გუშინდელს აქეთ რაიტშია საქმეზედ წასული, - უპასუხა
გულნაკლულად პეტრემ. - და დღეს დილაზედ მოველით, უნდა მოვიდეს.
- უნდა ვიფიქროთ, რომ დაპირებულზედ ადრე წამოსულა, - ჰსთქვა
ფებიციმ. - ჩვენ რომ ჩვენის ღმერთის დღეობისათვის მზადებაში ვიყავით, ეგ
არავისთვის დაფარული არ იყო; არც ჩემი იქ წასვლა იყო საიდუმლო და ხომ
იცით, პატრონის სახლიდამ წასვლა ყოველთვის ამხნევებს ქურდსა,
ნამეტნავად არშიყსა, რომელსაც ჩვეულებად დაჰსჩემებია თავის სატრფიალოს
ფანჯრიდამ ვარდები აწვდიოს. თქვენ, ქრისტიანებო, თავი იმითი მოგაქვსთ,
რომ ცოლ-ქმრობა სამღთო და ხელშეუხებელი საიდუმლოება არისო, მაგრამ
როგორცა ჰსჩანს, ეგ მარტო თქვენთა თანამორწმუნეთა ცოლ-ქმრობისათვის
არის და წარმართის ცოლებთან კი თქვენს შვილებს ნება აქვთ იქეიფონ. ხოლო
აქ კაცმა უნდა იკითხოს: წარმართი ქმარი ნებას მიჰსცემს თუ არა, რომ მისი
პატივი ხელში მჩვრად გახადონ? მე რაც შემეხება, ამას ვიტყვი, რომ მე
ხუმრობის თავი არა მაქვს და პირდაპირ გიცხადებ შენ, რომ იმპერატორის
ტაჩისამოსს, რომელიც მე მაცვია, ჩირქს არავის მოვაცხებინებ. მე უნდა შენი
სახლი მოვჩხრიკო და თუ მე აქ ჩემი ნამუსდაკარგული ცოლი შენს შვილთან
ერთად ვნახე, იმასაც და თვითონ შენც სამართალში მიგცემთ და ჩემის ცოლის
შემაცდენელს ისე მოგეპყრობი, როგორც სამართალი მიმიძღვის.
- ტყუილად გაირჯები, - უპასუხა პეტრემ და ძლივს შეიმაგრა თავი
წყენისაგან. - როცა მე ან "ჰოს" ვამბობ, ან "არას" - ეგ სამყოფია. ეხლაც
გიმეორებ: არა, აქ არც შენი ცოლი გვყავს დამალული, არც ჩემი შვილი. ან მე ან
დოროტეას რა ხელი გვაქვს თქვენს ცოლ-ქმრობასთან, ამ სახითვე რა ხელი აქვს
ვისმეს, რომ შუაღამისას ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში შემოგვიხტეს! ამ კარის
დირეზედ ფეხის დადგმა მარტო მას შეუძლიან, ვისაც მე თვითონ ნებას მივცემ,
ანუ მარტო მსაჯულს ჩემის ხელმწიფისას, რომელსაც მოვალე ვარ აქ შემოსვლა
არ დავუშალო. შენ კი აქ შემოსვლის ნებას არ გაძლევ და გიმეორებ: სირონა
ჩვენთან არ არის და შენ კარგს იქმოდი, რომ წახვიდე და სხვაგან მონახო და აქ
ტყუილად დრო არა ჰკარგო.
- ჩემთვის შენი რჩევა საჭირო არ არის! - დაუყვირა ცენტურიონმა მკვახედ.

- მეც კი, სწორედ მოგახსენო, - უთხრა პეტრემ. -- იმ გუნებაზედ არა ვარ,
რომ შენის ცოლ-ქმრობის აჭიჭყნილი საქმე ვასწორო. სირონას შენ უჩვენოდაც
დაიბრუნებ, იმიტომ, რომ ცოლის გულის მოგება ყოველთვის უფრო ძნელია,
ვიდრე მისი დაჭერა, როცა ქმარს გაექცევა.
- მე შენ გაჩვენებ, ვინცა ვარ! - დაემუქრა ცენტურიონი და თვალი
გადაავლო სენატორის მოსამსახურეებს, რომელნიც აქ მოგროვებულიყვნენ და
რომელთანაც ამ დროს მივიდა ანტონი - უფროსი შვილი პეტრესი. მე ეხლავ
დავუძახებ ჩემს ხალხს, - დაიყვირა ცენტურიონმა. - და თუ თქვენ მაშინაც არ
გამომიჩენთ ჩემის ცოლის მომტაცებელს, მთელს სახლს ალყას შემოვარტყამ.
- ერთი საათიც მოითმინე, - უთხრა დოროტეამ და ხელი ჩაავლო ქმარს,
რომელიც ძლივს იმაგრებდა თავს; ერთი საათიც და შენ შენის თვალით ნახავ,
რომ პოლიკარპი მოვა თავის მამის ცხენითა. ნუთუ მარტო იმ უმანკო
ვარდებმა, რომელსაც პოლიკარპი უწყობდა ხოლმე ფანჯარაზედ სირონას,
ეჭვში შეგიყვანეს და დაგაჯერეს, რომ შენის ცოლის მტაცებელი ჩები შვილია,
თუ სხვა რამ საბუთი მიგიძღვის, რომ ჩემს შვილს და ჩვენც ამისთანა
სამარცხვინო საქმეს გვწამებ?
ხშირად მოხდება ხოლმე, რომ როცა გააფთრებული მამაკაცნი, როგორც
შავი ჭექა-ქუხილის ღრუბელნი მზად არიან ერთმანეთს ეცნენ, მაშინ ერთი
სიტყვა გონიერის დედაკაცისა შეაყენებს ხოლმე იმათ და გაფანტავს
ღრუბლებსა.
ფებიცის სულაც უნდოდა დაჰყოლოდა პოლიკარპის დედის სიტყვას,
მაგრამ მისმა კითხვამ კი ჩააფიქრა და მოაგონა, რომ მის ეჭვს ძალიან სუსტი
საბუთი ჰქონდა. ამასთანაც მოისაზრა, რომ თუ მართლა სირონა აქ არ არის და
სხვაგან სადმე წასულა, ხომ ტყუილად ვიგვიანებო და სირონას კი ამით უფრო
მეტი დრო ეძლევაო, თავი სადმე შორს დაიმალოსო.
რამდენსამე წამს ყველა ეს მოიფიქრა და რადგანაც როცა საჭირო იყო,
იცოდა თავის დაჭერა, ჰსთქვა მორბილებულის ხმით: "მაშ ვნახოთ, როგორმე
ამ საქმეს ეშველება". მერე არც კი გამოეთხოვა სახლის პატრონებს, მძინედ
მობრუნდა და ნელ-ნელა წავიდა თავის სახლისაკენ. ჯერ კარებთანაც არ
მისულიყო, რომ ქუჩიდამ ცხენის თქაფა-თქუფი მოესმა და პეტრემ ხმა მიჰსცა:
- ერთს წუთს მოიცადე. აი, პოლიკარპი მოდის და თვითონ პირისპირ
მოგელაპარაკება.
ცენტურიონი შედგა. სენატორმა ანიშნა ბებერს იეტროს, ალაყაფის კარი
გააღეო. მხედარი გადმოხტა ცხენიდამ, შემოვიდა ეზოში და აქ მდგომებმა
პოლიკარპის ნაცვლად ვიღაცა ამალეკიტელი დაინახეს.
- რა ამბავი მოიტანე? - ჰკითხა სენატორმა.
-- ბატონმა პოლიკარპმა, შენმა შვილმა, - უპასუხა ჭაღარამორეულმა და
მზემოკიდებულმა მხედარმა, მოკითხვა მოგახსენა შენა და შენს ცოლს და
დამაბარა თქვენთან, რომ შუადღისას მოვა აქ რვა კაცით, რომელიც მუშად
დაიჭირა რაიტში. ქალბატონს დოროტეას ჰსთხოვს, რომ ბინა და საუზმე
მოუმზადეთო.

- როდის აქეთია, რაც წამოხვედი? - ჰკითხა სენატორმა.
- მზის ამოსვლამდე კიდევ ორი საათი იქნებოდა.
პეტრეს თითქო გულიდამ ქვა აეხსნაო, ისე თავისუფლად ამოისუნთქა,
რადგანაც ეხლა სრულიად დააჯერა გული, რომ მისი შვილი ამ საქმეში
უბრალოა. მაგრამ ამით თავი კი არ გაიზვიადა ფებიცის წინაშე. პირიქით,
საკუთრად ეხლა შეეცოდა ეს უბედური კაცი. მოუბრუნდა სრულის
გულმტკივნეულობით და უთხრა:
- ნეტავი ამ კაცს შენის ცოლის ამბავიც შეეტანა, სად არის. ამ უდაბნოს
მყუდრო ცხოვრებას ვერ შეეჩვიენ, იქნება იმის გამოც გაიქცა, რომ იმისთანა
ადგილს დაბინავდეს, საცა მის ახალგაზრდას და მშვენიერს არსებას უფრო
მეტი სიფართოე ექმნება, ვიდრე ამ მიყრუებულს უდაბნოში.
ფებიციმ უარის საყოფელად ხელი გაიქნივა, თითქო უნდაო თქვას, მე
უფრო კარგად ვიცი, რისთვისაც გაიქცაო და დაუმატა: “მე ნიშანს გაჩვენებ,
რომელიც იმ ღამურა ფრინველს ჩემს ბუდეში დაუგდია; იქნება იცოდე, ვის
ეკუთვნის". ჰსთქვა და გაჰსწია თავის სახლისაკენ. ამ დროს ალაყაფის კარი
გაიღო და შემოვიდა პავლე; თავი დაუკრა სენატორს და ყველას იქ მდგომს და
მიაწოდა პეტრემ საყდრის გასაღები. ამ დროს მზეც კარგა ამოვიდა და თავიდამ
ფეხამდე გაანათა მეუდაბნოე. პავლეს შერცხვა დოროტეასი და აწითლდა,
რადგანაც პერანგის ამხანაგი აქა-იქ გამოფლეთილი ჰქონდა და ტიტველა,
სწორედ რომ ფალავანური ბარკლები უჩანდა.
პეტრეს დღევანდლამდე კარგის მეტი პავლეზედ არა შეეტყოთ რა, მაგრამ
მაინც კიდევ იმისი აქ მოსვლა ამ დროს არ იამა. იმიტომ, რომ რაც ჩვეულების
გარედ მოხდებოდა ხოლმე, შლიდა იმ წესს და რიგს, რომელიც, მისის აზრით,
ყოველსფერში საჭირო იყო. პავლემ ეგ უსიამოვნობა მალე შეამცნივა სენატორს
იმიტომ, რომ სენატორმა ისე ჩამოართვა გასაღები, რომ ხმა არ გაუცია. პავლეს
კი უნდოდა, იმისი აზრი შეეტყო და ამიტომაც რაღაც მორცხვობით
წარმოჰსთქვა: "ჩვენ ჩვეულებად არა გვაქვს ხალხში გამოვიდეთ და ტყავი არ
გვესხას, მაგრამ ეხლა ასე ვარ, უტყავოდ, რადგანაც ტყავი დავკარგე".
ეს სიტყვა ჯერ არც კი გაეთავებინა, რომ ფებიციც მოვიდა გერმასის
ტყავით ხელში. მიუბრუნდა სენატორს და უთხრა: - აი რა ვიპოვე ოთახში,
როცა შინ დავბრუნდი.
- აბა როდის გინახავს, რომ პოლიკარპს როდისმე მაგისთანა წამოსასხამი
ეტარებინოს? - ჰკითხა დოროტეამ.
- როცა ღმერთნი ადამიანთა ქალებს ეწვევოდნენ, - უპასუხა
ცენტურიონმა, - მაშინ სხვის სახეს მიიღებდნენ ხოლმე. განა კოპწია
ალექსანდრიელს არშიყს კი დაუშლიდა რამე, რომ მორთულიყო ერთის ვისიმე
სულელის მეუდაბნოის ჭუჭყიან ტანისამოსითა? მაინც მე აღვიარებ, რომ შენის
შვილის თაობაზედ ვცდებოდი, განა არის ვინმე იმისთანა, რომ არ
შემცდარიყოს? ამას ნუ მიწყენ, სენატორო! შენ ჩემზედ მეტს ცხოვრებ ამ
ადგილებში და მითხარი, ვის უნდა მოეტანოს ჩემთვის საჩუქრად ეს
ახალთახალი ტყაპუჭი რქებთან ერთად?

პეტრემ გასინჯა ტყავი და ჰსთქვა: - ეს მეუდაბნოის ვისმეს ტყავია, ყველას
იქ მთაში განდეგილს ამისთანა ტყავი აცვიათ.
- მაშასადამე ჩემს სახლში შემოთრეულა ვინმე იმ უქმად
მოწანწალეთაგანი! - დაიყვირა ცენტურიონმა: - მე იმპერატორის მსახური ვარ
და ნაბრძანები მაქვს, რომ ყოველი, რაც აქაურების ანუ მგზავრების
მშვიდობიანობას ამღვრევს, მოვსპო. ასე მიწერია ბძანების ქაღალდში,
რომელიც რომიდამ გამომატანეს. მე ვუბძანებ, რომ იმ საძაგლებს ყველას თავი
ერთად მოუყარონ, როგორც ტყის ნადირებს მოსარეკში. ყველანი ქურდები და
მძარცველნი არიან და მაშინ მე ვიცი, როგორ გამოვაჩენინებ დამნაშავეს.
- მაგისათვის იმპერატორი ვერაფერს მადლობას გეტყვის, - უპასუხა
პეტრემ. - ისინი სულ ღვთის მოშიშნი ქრისტიანები არიან და ხომ იცი, რომ
თვითონც კონსტანტინე...
- კონსტანტინე? - დაცინებით განიმეორა ცენტურიონმა. - იქნება
მოინათლოს კიდეც, რადგანაც წყალი არავის არას ავნებს და თუ არ ნდომობს
დიდს დიოკლეტიანისაებრ მაგ ხროვის ამოწყვეტას, რომელიც თან დასდევს
ხოლმე ვიღაცა მონათლულს თვალთმაქცსა, იმისათვის არ ნდომობს, რომ
სახელმწიფო უკაცოდ დარჩებოდა. აბა ეს ფული გასინჯე; ერთს მხარეზედ ხომ
იმპერატორის სახეა, მეორეზედ რაღას ხედავ? თქვენს ნაზარეველს თუ ჩვენს
ძველს ღმერთს - დაუსრულებელს უძლეველს მზესა? წყალს, რომელშიაც ხვალ
კონსტანტინეს აბანებენ, კონსტანტინევე ხვალ-ზევით დააშრობს და როცა დრო
ხელს მიჰსცემს გამოიყვანს მოედანზედ ისევ ძველს თქვენის ამაოდ
მორწმუნოების პირისპირ და ძველნი ღმერთნი ხელს მოუმართვენ.
- მინამ ეგ მოხდება, - უთხრა ტკბილად პეტრემ. - ბევრი დრო გაივლის,
ჯერ კი კონსტანტინე ქრისტიანების მომხრეა. მე ერთს კარგს გირჩევ, ეგ საქმე
ეპისკოპოზს აღაპიტს გარდაეცი.
- იმისათვის ხომ არა, რომ მომართვას თქვენი ქადაგება, რომელიც
დედაკაცის საფერიც არ არის, - დაცინებით ჰსთქვა ცენტურიონმა. - ფეხი
აულოკეო შენს მტერსაო, ეს უნდა მითხრას განა უკაცრაოდ. ყველანი ვინც კი აი
ზევით, მთაში არიან, სულ ავაზაკები არიან, ამას ხელმეორედ ვამბობ
საქვეყნოდ და როგორც ავაზაკებს, ისეც მოეპყრობიან იმ ბოროტ სულელებს იმ
დრომდე, ვიდრე არ გამოვაჩენ იმას, ვინც მინდა. დღესვე მივესევი.
- დღესვე შენს გულის წადილს აისრულებ იმიტომ, რომ ეგ ტყაპუჭი მე
მეკუთვნის. ეს სიტყვები ხმამაღლა და თამამად წარმოჰსთქვა პავლემ. ყველამ
ამასა და ცენტურიონს შემოხედა.
პეტრესაც და მის მოსამსახურებსაც ხშირად უნახავთ პავლე და
ყოველთვის ტყაპუჭი ზედა ჰსცმია და ჰსთქვეს, პავლეს ტყაპუჭი ძალიან ჰგავს
იმას, რომელიც ეხლა ფებიცის ხელში ეჭირა.
პავლემ რომ თავისი თავი გაამხილა, ყველას, ვინც კი პავლეს და სირონას
იცნობდა, უკვირდათ, მაგრამ მაინც კიდევ ყველამ, თვითონ სენატორმაც კი,
დაიჯერა მისი სიტყვები.
მარტო დოროტეამ საეჭვოდ მიიღო და გაიქნივა თავი, არა მგონიაო.

თუმცა სენატორის ცოლს ვერა გზით ვერ აეხსნა ყოველივე ის, რაც ესმოდა და
ხედავდა, მაგრამ ეს კი ცხადი იყო მისთვის, რომ ეს კაცი სხვის ცოლის
მტაცებელს არა ჰგვანდა, და არც ის მშვენიერი ქალი ამის გულისათვის თავის
ნამუსს არ დაჰკარგავდა. დოროტეას მაინც და მაინც არა ჰსჯეროდა უნამუსობა
სირონასი, რომელიც წრფელის გულით უყვარდა და თუმცა ცუდი კია, მაგრამ
დედობრულმა თავმოწონებამ იქამდინ წაიტყუვა, რომ ეს გააფიქრებინა: თუ
მართლა ლამაზმა ქალმა ცოდვა რამ მოინდომა, უეჭველია უფრო მის
მოხდენილს შვილს პოლიკარპს აირჩევდა და არა ამ ჭუჭყიანს და ბებრუცუნა
კაცს.
სულ სხვა რიგად უდუღდა გული ცენტურიონს. მას სჯეროდა
მეუდაბნოის სიტყვა მით უფრო, რომ რამოდენადაც ცოლის შემაცდენელი
უღირსი იქმნებოდა, იმოდენად უფრო დიდად საძრახი იყო სირონა, იმოდენად
უფრო შეუნდობელი და შეუწყნარებელი იყო შეცოდება. თვითონ მის
თავმოყვარეობისათვისაც ისეთი სამარცხვინო არ იყო ცოლის ღალატი პეტრესა
და დოროტეას წინაშე იმიტომ ვითომ, რომ იმის ცოლს უკეთესი კი არ უძებნია,
არამედ გარყვნილობის გამო მისცემია პირველს, ვინც კი შეხვედრია, თუნდა ამ
ძონძებში გახვეულს მთხოვარასა; უფრო მეწყინებოდაო, - ამბობდა გულში. რომ ჩემზე უფრო ახალგაზრდა, უფრო ლამაზი და უფრო ღირსეული აერჩიაო.
ბევრჯელ ჰქონია ამას დანაშაული ცოლის წინაშე, მაგრამ ამ ჟამად კი
ყველა თავისი დანაშაულობა, როგორც ბუმბული ისე ედო სასწორზედ.
საქციელი კი სირონასი ტყვიასავით სასწორსა ჰსძლევდა. ფებიცი ეხლა
ჰგვანდა იმ კაცს, რომელიც ჩაფლულა საფლობში და უეცრად უგვრძნია ფეხთა
ქვეშ მაგარი მიწა. ყოველმა ამან გამბედაობა დაუბრუნა და იმ სითამამით
წაიწია მეუდაბნოისაკენ, როგორადაც ეგ ჩვეულებად ჰქონდა ხოლმე, როცა
იმპერატორის წინაშე ჯარს წინ მიუძღოდა.
ძალად მოირიხიანა თავი, თავმოწონებით ტანში გაიმართა და ისე ამაყად
მივიდა ალექსანდრიელთან, რომელმაც ერთის ბიჯითაც უკან არ დაიწია და
თავიდამ ფეხამდე ისეთის ღიმილით გაზომა, რომ პეტრესა და ყველა იქ
მდგომს ელდა ეცათ.
კანონით ცოლის შემაცდენელი ხელში უნდა მიეცათ სრულიად
ქმრისათვის; მაგრამ ფებიცის ეგ გუნებაშიც არ გაუტარებია. მარტო ზიზღი და
მძულვარება ისმოდა მის სიტყვებში, როცა წამოიძახა:
- ვინც მუნიანს ძაღლს ხელს დააწებს დასასჯელად, ის ხელს
გაამუნიანებს. ჩემი ცოლი, რომელმაც მიღალატა მე შენის გულისათვის, და შენ,
მუნიანო მთხოვარავ, ორნივ ერთმანერთის ღირსნი ხართ. როგორც მატლს ისე
გავსრესდი, რომ მინდოდეს, მაგრამ ჩემი ხმალი ჩემის ხელმწიფისაა და შენს
უწმინდურს სისხლში ვერ გავსვრი. მაინცდამაინც ტყუილაო კი არ გაგიხდია,
შე მუტრუკო" ეს ტყაპუჭი. მეტად სქელია და მე ჯაფა აღარ მომივა გამეძრო
შენთვის ეგ ტყაპუჭი, რომ ღირებულის სასჯელით დამესაჯე. ნუ გეშინიან,
ამდვენს მოგარტყამ, რომ გულნაკლულად არ დამრჩები. თუ მეტყვი, სად არის
ეხლა შენი საყვარელი, ცოტა მოგხვდება, რამოდენაც გვიან მეტყვი, იმდენად

ბევრსა გცემ. ეი, შენ! მომეცი ერთი ეგ შოლტი!
გამოართვა ერთს იქ მდგომარეს შოლტი კამეჩის ტყავისა, ცვირ-წინ
აეყუდა პავლეს და ჰკითხა: - სირონა სად არის?
- ჰა, დამკარ რაღა, - ჰსთხოვდა პავლე და უჩვენებდა შიშველს მხრებს. რაც
უნდა მწვავი იყოს შენი შოლტი, მაინც იმოდენას ვერა იქმს, რომ ჩემის
ცოდვების სამაგიერო იყოს, ხოლო სად არის შენი ცოლი, მაგისი სწორედ
გითხრა, არა ვიცი რა, თუნდა მარწუხით მაგლიჯო ხორცი და არა მაგ უბრალო
თასმით დამიზილო ტანი.
პავლეს სიტყვებში რაღაც ბავშური გულწრფელობა იყო, ასე რომ
ცენტურიონმა კინაღამ არ დაიჯერა კიდეც. მაგრამ ჩვეულებად არა ჰქონდა
თავისი მუქარა არ აესრულებინა და იმ საკვირველს მეუდაბნოეს უნდა ეგრძნო,
რომ ფებიცის ხელი არა ზელს იქ, საცა ტკენა ჰსწადიან.
პავლემ იგრძნო კიდეც ეგა, მაგრამ ერთხელაც არ ამოუკვნესია, არც კი
შეტოკებულა. როცა ცემით დაიღალა, ფებიციმ ქშენით პირვანდელი კითხვა
გაუმეორა გვემულს მეუდაბნოეს, რომელმაც ასე უპასუხა: - მე ხომ წინადვე
გითხარ, რომ არ ვიცი და ამიტომ მე ვერას გაცოდინებ, შენი ცოლი სად არის.
პეტრემ არა ერთხელ მოიწადინა მიშველებდა თავის თანა მორწმუნეს,
მაგრამ თავს იმაგრებდა და სრულს თავისუფლებას აძლევდა გულნატკენს
ქმარს; რადგანაც ეგონა, რომ აგრე თავზედ ლაფდასხმულ ქმრისაგან კიდევ
კარგია მარტო ამ ცემას ამყოფინებსო. ეხლა კი მიშველება გაბედა თავისთავად,
თუმცა დოროტეაც კი ძალას ატანდა, მიეშველეო. პეტრე მივიდა
ცენტურიონთან და უთხრა: - "შენ ეხლა მიუწყე დამნაშავეს ის, რის ღირსიც
იყო... თუ გინდა უფრო სასტიკად დასაჯო, კიდევ გირჩევ, ეპისკოპოზს
მიჰმართო. აი ხომ ნახე, შენ მაგით ვერას გახდები. დამიჯერე, მე უფრო კარგად
ვიცნობ მაგ კაცს და ყოველს მის მგზავსა. მაგან მართლა არ იცის, სად არის შენი
ცოლი და შენ აქ ტყუილად ჰკარგავ დროს და ღონესა. იმის მაგიერ, რომ მიიღო
რაიმე ზომიერება შენის ცოლის საპოვნელად. მე მგონია, შენი ცოლი ეცდება
ზღვით ეგვიპტეში გავიდეს აქედამ, თუ შეიძლება, ალექსანდრიაში გავა და ხომ
იცი, რაც არის ის ბერძნის ქალაქი, იქ შენი ცოლი საუკუნოდ დაიღუპება.
- რა უშავს? - დაიცინა ცენტურიონმა. - იქ იგი იპოვის მას, რასაც ეძებდა;
სულ ახალ-ახალს შექცევას და ყოველგვარს საქეიფოს. იმისთანა ახალგაზრდა
ქალისათვის, რომელსაც აგრე უყვარს ყველა სიტკბოება წუთის-სოფლისა, განა
ბიწიერებაზედ უკეთესი შექცევა სხვა რამეღა იქმნება? მე კი წინ გადვუდგები
და გზას გავუღობებ. შენ მართალი მითხარ. მე აქ ტყუილად დროსა ვკარგავ და
იმას ვმატებ. თუ მართლა იმას ზღვისაკენ გაუგნია, ეხლა ის:......... ჰეი, თალიბ! დაუძახა პოლიკარპისაგან გამოგზავნილს ამალეკიტელს: - შენ რაიტიდამ
მოდიხარ? ხომ არ შეგხვედრია გზაზედ მიმავალი ქალი პირთეთრი და
ოქროსფერ თმებიანი?
კაცი, რომელსაც ფებიციმ ჰკითხა, ძალიან პატივცემული იყო სენატორის
სახლში, რადგანაც მართლადა ჭკვიან კაცად იყო ცნობილი, თვითონ ფებიციც
კი პატივსა ჰსცემდა. თალიბი დიდი ხანი ელოდებოდა ამ კითხვას და უპასუხა:

- ელ-გესვიდამ ორს აღაჯზედ დიდი ქარვანი შემომხვდა, იმ ქარვანს
მოსდევდა იმისთანა ქალი, როგორიც შენ მანიშნე. თქვენი ლაპარაკი რომ
გავიგე, მე მინდოდა ეგ მეთქვა, მაგრამ კოღოს ბზუილს ვის გავაგებინებდი,
როცა ჭექა-ქუხილია!
- ერთი ფეხმოტეხილი გოშია ხომ არა ჰყოლია თან? - იკითხა ფებიციმ და
სული გაინაბა პასუხის ლოდინში.
- რაღაც კი ეჭირა ხელში, - უპასუხა თალიბმა - მთვარის შუქზედ
ძუძუმწოვარა ყმაწვილად მეჩვენა. ჩემი ძმაც ქარვანს მოსდევდა და იმან
მითხრა, რომ ეს ქალი უსათუოდ გამოპარულიაო, რადგანაც ფულის მაგიერ
სულ ოქროს ბეჭდებს ურიგებს, როცა ყიდულობს რასმესო.
ფებიცის გაახსენდა ერთი მშვენიერი ბეჭედი, რომელიც გლიცერას
დაჰსტყუვა და ქორწინების დღეს სირონას აჩუქა.
ფებიციმ უბძანა, პეტრეს მოსამსახურეს კარგად ასვას და აჭამოს თალიბის
ცხენსა და თვითონ კი შეუდგა მზადებას, რომ მდევრად გამოუდგეს ქარვანს.
მალე მოემზადა და გამოუდგა ქარვანს.
როცა ფებიცის ცხენის ხმა მიჰსწყდა, პავლემაც თავი დაანება სენატორის
ეზოს და წავიდა.
- არა, თუ ღმერთი გწამს, პეტრევ, - უთხრა ქმარს დოროტეამ და ანიშნა
პავლე, აღმართზედ მიმავალი - უცნაური დილა არ იყო ეს დილა! თითქო
ყველაფერი ცხადიაო როგორც ხელის გულზედ, მაგრამ მაინც კიდევ მე აქ
არაფერი არ მესმის. გული მელევა, რომ მაგონდება რა დღე დაადგება საწყალ
სირონას, როცა თავის გააფთრებულს ქმარს ხელში ჩაუვარდება.
XIII
ძალიან სხვადასხვაგვარნი არიან სახენი, რომელშიაც გამოითქმება ხოლმე
ადამიანის სულის თვისება.
კაცს ცემა ეტკინება, სირცხვილი ჰსწვავს, უსამართლო სასჯელი კი
უბოროტებს გულს. ხოლო პავლეს სულმა ეძება და ჰპოვა იმისთანა გზა,
რომელსაც არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ მიუდგება. იგი ჰგვემეს,
შეგინებულ ჰყვეს და მეტად მძიმე კანონი დაჰსდეს. ეპისკოპოზმა აღაპიტმა
შეიტყო პეტრესაგან ყველაფერი, რაც პეტრეს ეზოში მოხდა, დაიბარა პავლე და
როცა ამან არ უარჰყო ბრალი, რომელსაც ზდებდნენ, მაშინ ეპისკოკოზმა
გამორისხა თავისის მრევლისაგან. გარდა ამისა, აუკრძალეს ეკკლესიაში
სიარული, თუ არ უქმე დღეს. ეპისკოპოსს უნდოდა ეს თვისი განჩინება
მთელის მრევლისაითვის საჯაროდ გამოეცხადებინა. როგორ იმოქმედა ამან
ყოველმა პავლეზედ, როცა იგი პაპანაქებაში, მარტო, ყველასაგან შეჩვენებული
ხვნეშით შეუდგა აღმართს მთისაკენ მიმავალს?
ერთმა ზღვის პირველმა მეთევზემ დაინახა მიმავალი პავლე თუ არა,
ჰსთქვა გულში, ეს კაცი ისე მხიარულად გამოიყურყბა, თითქო ხაზინა
უპოვნიაო. საყა რაელო კოშკთან რამდენიმე ბერმონაზონები ქვებს აქუჩებდნენ

ყორესათვის. ამათ იცოდნენ აღაპიტის განჩინება ცოდვილის თაობაზედ და
ამის გამო პავლეს სალამი არ მისცეს. პავლემ ეს შეამცნივა და ხმა არ ამოიღო.
როცა იმოდენად განშორდა, რომ ბერები ვეღარ დაინახავდნენ, ხელით
დაისინჯა ცენტურიონის შოლტისაგან დაშაქრული წყლულნი, ჩაიცინა და
წაიდუდუნა:
- თუ ამ ბატონებს ჰგონიათ, რომ ამგვარი ზღვენი ცენტურიონისა ძალიან
გემრიელია, ჰსცდებიან. მაინც კი მთელს ტიკს ანტილის ღვინით სავსეს არ
ავიღებდი ამ წყლულთა სამაგიეროდ. რომ იცოდნენ, რომ თითოეული მათგანი
ღირსია თითო ამისთანა წყლულისა მაინც, აბა მაშინ გაიკვირვებდნენ აი!
მაგრამ ვცოდავ ღმერთს, რომ აგრე თავს ვიწონებ. რა რიგად ფურთხით
შეგსვარეს შენ, ჰოი ჩემო იესოვ! მითამ მე რა ვარ შენსა წინაშე? ერთხელ
მომიხდა, რომ სხვის მაგიერ ჩემი საკუთარი ზურგი მივუშვირე და რა
მცირედის სასჯელით დამსაჯეს ადამიანებმა! ერთი წვეთი სისხლიც არ
დამინთხევია! მე მინდოდა, რომ უფრო ძლიერ ეცემნათ ჩემთვის.
მხიარულად მიდიოდა წინ პავლე და მოაგონდა ფებიცის სიტყვა, რომ
მატლსავით გაგსრესდიო, რომ მინდოდესო. პავლემ ჩაიცინა, რადგანაც კარგად
იცოდა, რომ ცენტურიონზედ ერთი ათად თვითონ ღონიერია. მოაგონდა, რომ
მოედანზე ერთი-ერმანეთზედ ძირს დაჰსცა ბაქია არკეზილაი და მისი
ბიძაშვილი ახმახი ქსენოფანე. მერე მოაგონდა გერასი, მისი ძვირფასი დედა და
მამა. კარგად მოვიდა საქმეო, ძალიან კარგად, ბებერი მამა დიდს მწუხარებას
გადავარჩინეო, ამბობდა გულში პაგლე.
დაინახა გზაზე კლდეებში ამოსული ყვავილი. დიდი ხანია, რაც პავლეს
გური აღარ უთხოვებია ყვავილებისათვის და მათის მოწყვეტის ნდომა ხომ
გულშიაც არ გაუტარებია. ეხლა კი დაჰსწვდა და უნდოდა მოეწყვიტა, მაგრამ
მინამ წადილს აისრულებდა, გაიფიქრა:
ვის უნდა მივუტანო? ვინღა მყავს? ვინ იცის, იქნება ეს პაწაწა ყვავილი
ეხლა ჰსტკბება მზის სხივითა და თავის მშვიდობიანს და ჩუმს ცხოვრებას
შეჰხარის! რა რიგად ჩაჰკვრია გულში ამ კლდესა! აი იქით, გზის გადაღმა
იქნება უფრო ლამაზი ყვავილები იყოს ამოსული, იქ არავის თვალი არ ეკარება.
არიან თავისთვის და თუ ირთებიან მშვენიერის სამკაულით, ამას ისინი
სჩადიან მხოლოდ თვის შემოქმედისათვის და იმისთვისაც, რომ მაგ
მორთულობას თვითონაც შეჰხარიან. მეც ეხლა შორს გავეცლები იმ გზებს,
რომელზედაც ადამიანები დადიან! მაგრამ მეყო ამდონი ავად ხსენება
ადამიანთა! მე თუ ვიცხოვრებ, მარტო ჩემის თავისათვის და ღმერთთან
ერთად; მაშინ ჩემთვის საჭირო არავინ არის. ვინც თავს იმდაბლებს.... განა კი
თავს იმდაბლებს ვინმე. როცა იქნება ჩემი საათიც დაჰკრავს! იქ, საიქიოს
ყველანი ერთად თავს მოვიყრით. პეტრე, დოროტეა, აღაპიტი და ძმანი ბერმონაზვნები; ყველანი იქ შეიტყობენ ნამდვილად, მე რა კაცი ვყოფილვარ და
ყველანი თაყვანს მცემენ.
პავლეს, ამ ფიქრებში გართულს, დრო ისე გაეპარა, რომ ვერც კი გაიგო და
როცა სტეფანეს მღვიმესთან მივიდა, გზა სოფლიდამ აქამდე უწინდელზედ

მოკლედ ეჩვენა.
სტეფანე ძალიან შეშფოთებული ნახა, რადგან აქამომდე შვილს ელოდდა
და ეგონა, რომ უბედურობა რამ ხომ არ შეემთხვაო. სტეფანეს იმანაც გაუარა
გულში, რომ იქნება ჩემმა შვილმა თავი დამანებაო და ამაო წუთის სოფელს
მიეცაო. პავლემ დაუშოშმინა გული, უამბო, რომ მე გავგზავნეო გერმასი ზღვის
მეორე პირზედაო და ესა და ეს საქმე მივაჩემეო. ადამიანი ყოველთვის
მშვიდობიანად მოისმენს ხოლმე ცუდს ამბავს, როცა უფრო უარესს
მოელოდდა. აი რის გამო სტეფანემაც გული დაადინჯა თავისის მეგობრის
სიტყვის შემდეგ.
სტეფანემ კარგად იცოდა, რომ გერმასი განდეგილის ცხოვრებისათვის არ
ვარგოდა. უწინ ეგ ძალიან ჰსწყინდა, რადგანაც უნდოდა, რომ თავისისა და
გერმასის მონანებითა დაესხნა წყევისაგან სული გლიცერასი. ეხლა კი იცოდა,
რომ თვითონ გლიცერას მოუპოვებია თვისი სიმართლე ღვთისა წინაშე.
- როდის დაბრუნდება გერასი? - ჰკითხა პავლეს.
ხუთს ექვს დღეზე. მეთევზე ალიმ, რომელსაც ამას წინად ფეხიდამ ეკალი
გამოვაცალე, მითხრა საიდუმლოდ, რომ ბლემიელნი ჯარად იყრებიანო
გოგირდის მთებს იქითაო და თქვენზე დაცემას აპირებენო. როცა იმათ
უკუვაქცევთ და დავამარაცხებთ, შენ გერმასი უსათუოდ უნდა დაითხოვო,
ალექსანდრიაში წავდეს. ჩემი ძმა ისევ ცოცხალია და გერმასის გულისათვის
როგორც მეგობრისათვის, ნათლღება მიიღო კიდეც.
- მაშ შევუკვეთოთ რომ ნეტარი ნიკოლოზი ინახულოს ხოლმე ხშირად და
თუ.. თუ..
- ჰო, როგორმე მოვახერხებთ, - გაწყვეტინა სიტყვა პავლემ, ნუთუ შენა
გგონია, რომ სასუფეველშთ მარტო იმათ ეძლევათ ადგილი, ვისაც თავის
დღეში არ შეუცოდიათ და გინდა რომ გერმასიც სრულთ უცოდველი იყოს? ეგ
იმასა ჰგავს, რომ ერთი ექიმი იკვეხდა, მე ჩემს დღეში ერთი ავადმყოფი არ
მომკვდომიაო; მართალს ამბობდა, იმიტომ რომ არც ერთი ადმყოფი არ
მინდობია თავის დღეში და არ უთხოვნია იმისათვის წამალი. დეე, გერმასმა
თავისი თავი ჰსცადოს და თუ იმისაგან ღვთის მსახური არ გამოვა, კარგი
მეომარი მაინც იქნება. მამა-პაპებრ განა მეომრობაში კი არ შეიძლება
გულმართლად ემსახუროს უფალსა... მაგრამ ეს ხომ ჯერ შორს არის. მინამდინ
კი მე ამიღია კისრად შენი მოვლა და პატრონობა... წყალთ ხომ სამყოფი გაქვს
ლიტრაში?
- შენს შემდეგ ეგ ლიტრა ორჯერ იყო კიდევ ხელახლად ავსებული.
შავგვრემანი მწყემსი ქალი, რომელიც ხშირად მოერეკებოდა ხოლმე ჩვენს
წყაროზე თავის თხებს; ჯერ ერთხელ ჩოვიდა აქ დილას ადრიანად და მეორედ,
შენს მოსვლამდე ერთის საათის წინ. გერმასის ამბავი იკითხა და აღმითქვა,
რომ მინამ გერმასი დაბრუნდებაო, წყალს მე გიზიდავო. ისეთი ფრთხალია,
როგორც ფრინველი; მომიტანა წყალი თუ არა, სწრაფად გაიქცა.
- ის პეტრეს გოგოა და დიდხანს არა რჩება იმისათვის, თუ რომ
თხებისათვის თავი ვერ დაუნებებია, ,- უთხრა პავლემ. ეხლა მე წავალ და

ძირხვენას დაგიგლეჯ საუზმედ. არა კარგა შემომხედე, დიდ ცოდვილად ხომ
არ მიგაჩნივარ? რაც უნდა ცუდი გაიფიქრო, მაინც უფრო უარესს შეიტყობ
ჩემზედ. აი ვიცაც ორნი მოდიან აქეთ. ერთი კარგად გავსინჯო, ვინ არიან.
ერთი ილარიონია, ეპთსკოპოზის თანაშემწე, მირე პორომია, მემფისიდიმ
ახლად მოსული უდაბნოში; აქ მოდიან. ეგვიპტელს საღვინე ჰოაქვს.... კარგი
ქნება თუ ღვინო მოაქვთ შენთვის!
არც პავლეს და არც სტეფატ ვერ გამოეცნოთ, რა მიზეზით მოდიან აქ.
მცირეს ხანს უკან შემოვიდნენ და განძრახ ზურგი შეუქციეს პავლეს.
ეპისკოპოზის თანაშემწემ პირჯვარიც კი გადიწერა, თითქო ეშმაკი რამ
დაინახაო.
პავლემ ეს შეამცივნა, უკან მიდგა და ხმა გაიკმინდა. ილლარიონმა
ეპისკოპოზის სახელით, აცნობა სტეფანეს, რომ პავლემ დიდად შეჰსცოდაო
ღმერთს. ამის გამო, ვიდრე სრულიად არ მოინანებსო, განგდებულ უნდა
იქმნეს მრევლისაგან, როგორც ცხვრიდამ მუნიანი თხაო და აეკრძალოს
მრევლთან მისვლა მოსვლაო და მაშასადამე შენც, როგორც კეთილმორწმუნეს
ქრისტიანს აღარ უნდა მოგეკაროსო.
- ჩვენ პეტრესაგან შევიტყეთ, - განაგრძო ილლარიონმა, რომ შენი შვილი
შორს გაუგზავნიათ და რადგანაც შენ უკაცოვდ ვერ დაგაგდებთ, ამის გამო
ეპისკოპოზმა ლოცვა-კურთხევა შემოგითვალა და ეს ღვინო გამოგიგზავნა
ყუთისათვის. ეს მწირი ბერი შენთან დარჩება და მოგივლის, ვიდრე გერმასი
დაგიბრუნდება.
ილარიონმა მიაწოდა საღვინე ავადმყოფს რომელსაც პავლეს ამბავზედ
ვერ მოეკრიფნა გონება და გაოცებით ხან ილლარიონს შეხედავდა
პირდაღებული, ხან პავლეს. პავლეს ძალიან ეწყინა, როცა ეპისკოპოზის
თანაშემწემ წყრომით დაუკივლა: ”დაიკარგე აქედან”.პავლემ ხმაამოუღებლივ
დაემორჩილა, და სნეულს ახლო გაუარა. სტეფანემ და პავლემ ერთმანეთს
შეხედეს და ნახეს, რომ ორივეს თვალში ცრემლი იყო მოგუბებული.
- პავლევ! - დაიძახა ხტეფანემ და ორივე ხელი გაუწოდა პავლეს,
რომელსაც შეუნდობდა ყოველს ცოდვას, თუ კი ჰკითხავდნენ. ხოლო პავლემ
არ ჩამოართო ხელი, ზურგი მეაქცია, გამალებული წავიდა და შეუდგა მთას
ასე, რომ უკანაც აღარ მოუხედნია. მიდიოდა ისე უსაგნოდ, ვიდრე ერთს
უშკელებელს მორღვეულს თავთაქვეს არ მიადგა.
მზე კიდევ ძალიან მაღლა იდგა და საშთნელი პაპანაქება იყო. ოფლთ
ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა პავლეს, მძიმედ ჰქშენდა მიეყუდა კლდეს, აიფარა
თვალებზედ ხელი და ცდალობდა გონება მოეკრიფნა, ელოცნა. დიდხანს ვერ
მოიხერხა ეს იმიტომ, რომ სიხარულის მაგიერ, რომელსაც იგი გამოელოდდა
სხვისთვის ტანჯვისათვის, გულს უწყლავდა განმარტოება და ყურში ედგა
სულ ის მწუხარე ძახილი სტეფანესი.
სტეფანეს ძახილის მოგონებამ ეჭვი დაუბადა თავისის საქციელის
თაობაზე. ჭოჭმანობდა და ფიქრობდა მასზედ თუ: კარგია თუ არაო, რომ
პატიოსანი ხალხი მოვატყუეო, ტყუილად ბრალი დავიდეო და უსამართლობა

ვაქნევინე ჩემს თავზედაო. პავლეს გული ეწოდა სევდისა და ტანჯვისაგან.
ხოლო როცა ჰსცნო, რომ ესე ძლიერ იტანჯება ეხლა ხორცითაც და სულითაც,
ხელახლად მოხალისიანდა და ტუჩებზედ ღიმილმაც კი გაუთამაშა. პავლემ
იმაზე დაიწყო ზრუნვა, დარჩს თუ არა სტეფანეს ახლო მღვიმეში, თუ ახალი
სადგური მოძებნოს. უკანასკნელი ირჩია და ჯერ კი ცივის წყლისა და საჭმლის
შოვნის თადარიგს შეუდგა, რადგანაც ძალიან დამშეულა იყო და წყურვილით
პირი და ხახა ამომშრალი ჰქონდა.
ცოტა ქვემოდამ წყარო გამოდიოდა და მის გარეშემო იყო რაღაც ბალახბულახი და ძირხვენა, რომლითაც პავლეს არაერთხელ მოეკლა შიმშილი
უწინაც, ჩავიდა წყაროზედ, სულით და ხორცით გაგრილდა, მერე ამოვიდა,
დადგა ერთს კალო ადგილას და დაუწყო მაღლიდამ ცქერა მის ფეხთა ქვეშ
გაწოლილს უდაბურს მინდორს, რომელზედაც ამწვანებული ბაღები სოფლისა,
საფლავზედ ამოსულ ხეებივით მოჩანდნენ. იმ ტრიალს მინდორზედა დაინახა
თვითონ სოფელიც და თეთრად გალესილი სახლები. ყველაზე უკეთესად
ჰსჩანდა ეკკლესია, საცა ამას შესვლა აუკრძალეს, ერთს წუთს გული თითქო
დანით დაესერაო, როცა მოაგონდა განგდებული ვარო თანამორწმუნეთა
კრებისაგან, ვეღარ მივიღებ მონაწილეობას ჩემთა საერთო სერობაშიო, ვეღარ
ვილოცებ მათთან ერთადაო. მერე კი უთხრა თავის თავს: განა ყოველი კლდე
აქ, მთაზე არ წარამოადგენს საკურთხეველს? განა ეს ლაჟვარდი ცა ათასჯერ
უფრო დიდი, უფრო დიდებული არ არის თვით საუკეთესო გუმბეთზედ,
რომელნიც კი გაუკეთებია ადამიანის ხელს? პავლეს გაახსენა, რომ ბრმის
ქადაგების შემდეგ ქვებმა დაიძახეს ”ამინი”. ამით გამხნევდა და გასწია ერთს
მორღვეულ კლდის პირად, საცა ეგულებოდა მღვიმე, რომლის პატრონი
რამდენიმე კვირის წინ გადაცვლილი იყო.
- სწორედ, მე ვგრძნობ, რომ სიმძიმემ ჩემის შეურაცხყოფისამ არ
დამამდაბლა კი, არამედ ამამაღლა, - ამბობდა გულში პავლე. აქ, ამ მაღალს
მთაზედ ძირს არ უნდა დავუშვა თვალნი ჩემნი. აქ მე ვარ მარტოდ ჩემს
ღმერთთან ერთად და მის წინაშე, მე მგონია, არაფრისა არ უნდა რცხვენოდეს.
ამ ფიქრებით პავლე მიდიოდა მღვიმისაკენ, უცბად შედგა, იქავ ახლო
მოესმა ძაღლის ყეფა და მცირეს ხანს შემდეგ პატარა გოშიაც მოვარდა. ერთი
ფეხი მაღლა ეჭირა მჩვრებში შეხვეული. გოშია ხან გააფთრებული მიესეოდა,
ხან შიშით უკან გამოიქცეოდა ხოლმე.
პავლეს მოაგონდა, რომ ფებიციმ ამალეკიტელს თალიბს ძაღლის ამბავი
გამოჰკითხა და მაშინვე გაიფიქრა, რომ ფებიცის ცოლი აქავ სადმე ახლო უნდა
იყოს. გულმა ძგერა მოუმატა. ჯერ თუმცა არ იცოდა, რა პირით უნდა შეეყაროს
მუხანათს ქალსა, მაგრამ გული ძალიან მიუწევდა, რომ უსათუოდ ენახა.
დიდხანს აღარ უფიქრია, გასწია იქითკენ, საცა ქალი ეგულებოდა და თვალი
შეასწრო თეთრს ტანისამოსიანს ქალს, რომელიც სულ იქით და იქით გარბოდა.
მაინც დაეწია გაქცეულს. ქალი მიჰკროდა ზედ მორღვეულს კლდეს და
საშინელს სანახაობას წარმოადგენდა. ქედამ ერთი საშიშარი გადასავარდნი
იყო. გაწეწილი თმა გადმოშლოდა და მკერდზე და მხრებზე ეყარა. ერთი ფეხი

კლდის პირზე ებჯინა და მეორე, ქვისაგან დაჭრილის წუღით ჰაერში ეჭირა
თვალჩაუწდომელ სიღრმეზედ გადაკიდებული. სწორედ ერთს ბეწვზედ
ეკიდა, თორემ იგრიალებდა, გადავარდებოდა და ძვლებსა ვეღარ იპოვიდნენ.
მაგრად კი ჩაეჭიდნა ხელი გამოწვდილს ქვისათვის. ხოლო პავლე ხედავდა
რომ ქვა მოლაღებული იყო და საცა არ იყო, მოირღვეოდა, სირონა მიჰკროდა
კლდეს ისე, თითქო მთვარეზედ მოარულსავით, ანუ შეშლილსავით, თვალები
უბრიალებდნენ ისეთის უგუნურებით, ისეთის გახელებით, გული ისე ძლიერ
უფეთქდა, რომ პირველს დანახვაზედვე პავლეს ელდა ეცა და უკან დაიწია.
ხედავდა რომ ტუჩებს აცმაცუნებდა, მაგრამ ვერ გაეგო, რას ამბობდა.
ჰგრძნობდა კი, რომ ქალს უნდაო, თავიდამ მოვშორდეო. პავლემ არ იცოდა, რა
ექმნა. მივარდეს და უცებ დაიხსნას კლდეში გადავარდნისაგან, თუ ისე
დაანებოს თავი? რომ ვერ მოასწროს და ქალი გადუვარდეს? მაშ რა ქმნას? ქვა,
რომელზედაც ხელი უჭიდია ქალს, თანდათან შორდება კლდეს; რომ
მოირღვეს, ხომ დაიღუპა ქალთ! გაეგონა, რომ მთვარეზედ მოარულს კაცმა ხმა
გაჰსცეს, ცუდიაო; ამიტომ ხმა არ გაჰსცა. იმ საწყალმა ქალმა ანიშნა, უკან
წადიო. გული დაელია პავლეს იმტომ, რომ ქალმა ხელი შეატოკა თუ არა, ქვამ
წინ წამოიწია.
ქალი რაღაებსაც ამბობდა, მაგრამ პავლემ ბევრი ვერაფერი გაარჩია. ერთი
მარტო ფებიცის სახელი მოესმა. ამის შემდეგ კი ეჭვი აღარ ჰქონდა, რომ ქალს,
როგორც ჯიხვს მონადირესაგან მოტანებულს, გულში გაუწყვეტია კლდეში
გადავარდეს, ოღონდ კი ხელმეორედ არ ჩაუვარდეს თავის მტარვალს ქმარს.
პავლეს ამ წუთს აღარც ის აგონდებოდა, რომ ეს ქალი დამნაშავეა, არც ის,
რომ მშვენიერია. ეხლა მის წინ ხორციელი ადამიანი იყო, რომლის სიკვდილის
ხელიდამ გამოხსნა თვის მოვალეობად ჰსცნო და უნდა დაესხნა კიდევაცა, რაც
უნდა დამემართოსო.
ეხლა კი ხმა ამოიღო პავლემ. პირველი სიტყვები, რომელიც მიჰმართა
საწყალს ქალს, იმ აზრით უთხრა, რომ გაუფანტოს ეჭვი და დააჯეროს, რომ მე
შენის ქმრის მდევარი არა ვარო. ასეთის ტკბლის სიტყვით დაუწყო ლაპარაკი,
რომ ყოველს სიტყვაში გამოითქმოდა მისი კეთილი და კაცთმოყვარე გული.
- გიხაროდეს უბედურო დედაკაცო! - უთხრა პავლემ. - ბედნიერი ხარ,
რომ მე შეგხვდი. მე ვარ პავლე, უკეთესი მეგობარი გერმასისა და არაფერს
დავზოგავ, ოღონდ შენ გეშველოს რამე. ნუ გეშინია, ფებიცი შენ ამ ადგილებში
არ გეძებს. მე მომენდე! თვითონ შენც იტყვი, რომ მე იმისთანას არ ვგევარ, რომ
გზა დაბნეული ქალი მოვატყუო. ხოლო შენ ისეთს ადგილზედ დგეხარ, რომ
ჩემი მტერიც მდგარიყო ისიც შემეცდებოდა. აჰა, დამიჭი ხელი: ეხლა
მართალია უშნო ხელია, მაგრამ ჯერაც მტკიცეა და პატიოსანი. ჰა, მომეც ხელი
და თავის დღეში არ ინანებ. ფეხი აქეთ ქვაზე დაადგი და ფთხილად გაუშვი
ხელადამ ქვა. ნეტავი ერთი გენახა, რა რიგად დაღონებით იქნევდა ეგ ქვა თავს
და ჰკვირობდა, ესე თავგამომეტებით როგორ მომენდოო ეს ქალი.
გაფრთხილდი, აგე, ქვაც მოირღვა! გესმის, რა ჭექა-ქუხილით დაეშვა ძირს!
მგონი იქ ქვევით მტვრად იქცა და შენც, სწორედ გითხრა, კარგი ჰქენ, რომ მე

გამომყევი და არა ქვასა.
პავლემ როგორც იყო გადმოიყვანა სიროა დედაპიწაზედ, გაუძღვა წინ და
წაიყვანა მღვიმისაკენ. სირონამ სიარული ვეღარ შესძლო და შეფერხდა. პავლემ
შენიშნა დაღალულობა, დასვა ქვაზე და უთხრა:
- ცოტა შეისვენე. მე თვითონ ვხედავ, რომ ეგ შენთვის საჭიროა. ძნელია
მთელი დღე პაპანაქება მზის ქვეშ ყოფნა.
სირონამ თავი დაუქნია, პირზე ხელი დაიდო და ძლივძლივ სთქვა:
- წყალთ, ერთი წვეთი წყალი!
პავლემ შუბლზე ხელთ შემოიკრა და უპასუხა:
- ამ წამსვე ცივს წყალს მოგართმევ, თვალის დახამხამების უმალ აქ
შენთანვე ვიქნები.
სირონამ ჯერ თვალი ააყოლა წარმავალს მეუდაბნოეს. თვალები
ერულებოდა და ისე გაუხდა როგორც მიწა. ბოლოს ქვა, რომელზლაც იჯდა,
გემად მოეჩვენა და მოელანდა, ვითომ ზღვაშია და გემი ქანაობს. ბოლოს
წარმოუდგა, ვითომ გემმა ერთს ადგილას ტრიალი დაიწყო და ლამის
დაღუპოს. სირონას თვალები დაეხუჭა და ხელს აფაცურებდა, იყნება ხელის
მოსაჭიდებელი ვიპოვო რამეო. თავი უღონობით გაეხარა მხარზედ, გულიდამ
კვნესა ამოუვარდა, რადგანაც მოეჩვენა, რომ ვითომ ყოველის ასოდამ მოიშალა,
თვითკეული ასო ცალ-ცალკე ჰსცვივა ტანიამ, როგორც ხიდამ შემოდგომის
ფოთოლი. ერთმა წუთმაც გაიარა და გონებამიხდილი ქალი უკან გაიქცა
გულშემოყრილი.
როცა პავლე დაბრუნდა, მოიტანა წყალი ამოფუღრულის კლდის ქვითა
და დაინახა სიროა. ეგონა რომ ულმობელ სიკვდილმა ისევ თვითონვე
დაიბრუნა ხელადამ წართმეული მსხვერპლიო. გული ტკივილით აევსო
პავლეს, რომ ხედავდა ჰმ ახალგაზრდა, მშვენიერს და უბედურს ქალს ამ
ყოფაში, აუწია დთან წყალს ასხურებდა შუბლსა და პირის საზეზედ და დან
ლოცულობდა სირონას დას ხნისათვის.
როცა სირონა მოსულიერდა, წამოჯდა, მოიფშვნიტა თვალები, გაიზმორა,
ორივე ხელით მოეხვია თავის პატარა გოშიას; მერე წამოჰსქდა ცრემლი და
საშინელს ქვითინს მოჰყვა.
პავლე შორიახლო დადგა, რომ ტირილი არ დაუშალოს და იფიქრა, ამ
ცრემლითა ჩამოირეცხს გულიდამ ნახევარს ტკივილს მაინცა.
პავლემ რომ ნახა ცრემლი შეიშროო, მივიდა, მიაწოდა ხელახლად წყალი;
ჯიბეში ერთი ნატეხი პურიც იპოვა დაალბო წყალში და ისიც მიაწოდა.
სირონამ წყალი დალია, პურით დანაყრდა და ისე მოჯობიანდა, რომ ფეხზე
წამოდგომაც მო. იწადინა. უღონობით ვერ წამოდგა და პავლე მიეშველა.
სირონა თავის ტკივილს ჰგრძნობდა და სისუსტეს, მაგრამ იმოდენა ღონე
ჰქონდა, რომ ფეხზე მდგარიყო.
როცა პავლემ გული დააჯერა, რომ სირონას აღარა უშავს რა, უთხრა:
- ეხლა შენ ერთი თბილი საჭმელი გაკლია და ერთი თბილი ქვეშაგები.
ერთიცა და მეორეც ჩემი კისერი იყოს. აქ დაჯეგ პატარა ხანს ეგ ჩრდილი

კლდისა რამოდენად დაგძელდა და მინამ მზე მთას გადეფარება, მე ისევ აქ
გავჩნდები. ჩემს მოსვლამდე შენი ოთხ-ფეხი თანამგზავრი შეგიქცევს.
გამალებული წავიდა პავლე, რომ ის წინად განზრახული უპატრონო
მღვიმე ეპოვნა. წყაროს პირ-პირ დასინჯა ადგილები და მღვიმე იქ იპოვა.
შევიდა შიგ და სიხარულით ნახა, რომ კარგი ქვეშაგებია ხმელის ბალახებისა,
მაშინვე ბალახი აიღო, დაბღერტა, ცეცხლის კერა გაწმინდა და ისე მოამზადა
მღვიმე. მიათვალ-მოათვალიერა იქაურობა და ერთი გამოქვაბული იპოვა. იმ
გამოქვაბულში გამომცხვარი პური ნახა, ლიტრა და რამდენიმე ქილა. ერთს
ქილაში კარგი ხუზა ხურმა იპოვა, მე. ორეში - თეთრი ფქვილი, მესამე ნახევრად ზეითუნის ზეთით, მეოთხე - მარილით.
- რა კარგია, რომ მიცვალებულს კარგი ჭამა-სმა ჰყვარებია! - ამბობდა
თავისთავად პავლე, მღვიმედამ რომ გარედ გამოდიოდა.
მზეს გადეხარა, რომ პავლე მირონასთან მოვიდა. პავლეს ისეთი სანახაობა
ჰქონდა, რომ ყოველს ეჭვს გაუფანტავდა კაცს, ძნელი იყო რომ პირველს
დანახვაზედვე კაცი არ მინდობოდა. სირონაც მოემზადა რომ გაჰყოლოდა,
მაგრამ უღონობით ფეხიც ვერ გადადგა.
- მე ეხლა ისე სუსტადა ვარ, - ამბობდა სირონა, - რომ თითქო პატარა
ბავშვი ვარ და ეხლა ვსწავლობ ფეხის ადგმასა.
- მაშ მე მომეცი ნება, რომ გიძიძაო. მომეყრდე ხელით, პატარა გაგატარო,
მინამ გაიმართები.
სირონამ ხელი მოჰკიდა და პავლემ დაუწყო ტარება ნელ-ნელა წინა და
უკან. ბოლოს სირონამ უთხრა, რომ ღამდებაო და თუ წასასვლელნი ვართ,
წავიდეთო. პავლემ მაშინვე ხელი გაუშვა და გაუძღვა წინ. მღვიმეში რომ
შევიდნენ და პავლემ უჩვენა საწოლი, უთხრა, ჯერ ნუ დაიძინებო, თბილს
რასმეს მოგიხარშავო. რამდენსამე ხანს უკან მოართვა ვახშამი, "ღამე
მშვიდობისა" უთხრა და მოშორდა.
სირონამ განუწილა პური და საჭმელი თავის გოშიას, მერე წამოწვა და
მიეცა ღრმა ძილსა. პავლე კი ცეცხლს მიუჯდა და ისე იყო. ცდილობდა, რომ
ლოცვით დაეფთხო ძილი, მაგრამ დაღალულობა თავისას სჩადიოდა. ხან
უეცრად სირონა მოაგონდებოდა ხოლმე ლოცვაში და ფიქრობდა, რა
სიამოვნებით ვამყოფებდიო, ეხლა რომ ალექსანდრიაში ვცხოვრობდეო და
უწინდელებრ მდიდარი მენანდრი ვიყოვო, ვერც ეროი ლოცვა ბოლომდე ვერ
დაასრულა. ხან თვალები. მიერულებოდა, ვიდრე ”ამინ”-ამდე ჩავიდოდა, ხან
თვალწინ წარმოუდგებოდნენ საერო სურათნი და როცა ამათ მოიშორებდა
ხოლმე ფიქრიდამ, ხელახლად უნდა დაეწყო ხოლმე ლოცვა.
ამ თვლემაში და ბურანში გონება ვერ მოეკრიფა, რომ რიგიანად ელოცნა.
ვერც იმით გახდა რასმეს, რომ ხან მაღლა აიხედავდა და დაუწყებდა ყურებას
ცასა და ვარსკვლავებს, ხან ძირს გადახედავდა სოფლისაკენ, საცა ამის
მსგავსად არა ერთსა და ორსა დაკარგული ჰქონდა მოსვენება და სულის
მშვიდობა.

XIV
საუცხოო დილა იყო. როგორც კარავი ერთფერის აბრეშუმისა ლაჟვარდი
ცა გადაჰფენოდა მთასა, უდაბნოსა და სოფელსა. მუჭისოდენა ღრუბელიც კი
არ აჩრდილებდა მის მოწმენდილს კამარასა. კარგი რამ არის, როცა აქ მთის
ცერზედ კაცი სვავს წმინდას, სუბუქს და სურნელოვანს ჰაერსა, ვიდრე მზე არ
გაახურებს დედამიწას და გახურებულ კლდიდამ და მიწიდამ ბუღი არ ადის
ზევით.
რა სიტკბოებით, რა სიამოვნებით სვამდა სირონა იმ საკგირველს ჰაერს!
მეტად საამოდ ჰქონდა სირონას, რომ გადასხნილ ცის ქვეშ დგას მას შემდეგ,
რაკი ოთხი დამე გაატარა ჰიერ დახშულ მღვიმეში. პავლე კი ცეცხლა პირას
იჯდა და ისე გართული რადაც ფიქრებში, რომ სირონას მიახლოება ვერც კ.
გაიგო.
”რა კეთილი რამ არის”, - გაიფიქრა სირონამ, როცა თვალი მოჰკრა ქოთანს
საჭმლით ცეცხლზედ აჩუხჩუხებულს და ხის ფოთლიანს ტოტებს, რომელიც
პავლეს კარებზე აეფარებინა, რომ მღვიმეში სირონას მზე არ მოსდგომოდა.
სირონას წყაროსაკენ გზაც ესწავლა. წამოავლო ხელი ლიტრას და გასწია
წყაროსაკენ. პავლემ არ დაუშალა და თვალი მოარიდა, ვითომ არასა ვხედავო,
რადგანაც
იცოდა,
რომ
სირონა
პირის
დასაბანად
მიდის
და
გასალამაზედბლად. მაშ რაში გამოჩნდეს დედაკაცი!
სირონა რამდენსამე ხანს შემდეგ მობრუნდა წყაროდამ. არა მგონია, რომ
ეხლანდელზედ უფრო მშვენიერი და მომხიბლავი ყოფილიყო სირონა მაშინ,
როცა გერმასმა პირველად ნახა ფანჯარასთან და გაოცდა მის მშვენიერებაზედ.
სირონამ თჯმცა ქმრის სახლიდამ გამოქცევის შემდეგ ბევრი მწუხარება
გმოიარა, მაგრამ ამ ბოლოს დროს მწუხარება შეუმსუბუქდა პავლეს
მზრუნველობის წყალობითა. სულაც კარგად შეიქმნებოდა, რომ თავისი
ერთგული გოშია ავად არ გახდომოდა. ეს საწყალი ოთხფეხი საშინლად
კნავოდა და ისე საცოდავად შეჰყურებდა ხოლმე თავის პატრონს, რომ კაცს
შეებრალებოდა. თურმე ფეხის მოტეხის გარდა, სხვა შიგნეული სნეულებაც
ასჩენოდა. ასე, რომ ეხლა ფეხზე ვედარა დგებოდა, რამდენსაც წამოიწევდა,
ისევ უკან გადიქცევოდა ხოლმე. ეს ამბავი გულს უწყლავდა სირონას.
როცა სირონა წყაროდა მობრუნდა, თავის ძაღლს წყალი მოუტანა და
დაალევინა. გამობრუნებაზედ პავლე მოიკითხა. პავლემ ზე აიხედა და
მადლობა უთხრა. მერე ჰკითხა ძაღლის ამბავი. სირონამ მხრები აიწია და
დაღონებით უთხრა:
- საწყალი დღესაც, ისე ყელში ხრიალებს, როგორც გუშინ სადამოს.
ადარაფერსა ჰსჭამს და მეც ვედარა მცნობს, მეც! ვაი, თუ ეგ ოთხფეხი
მომიკვდა...
ამ სიტყვებზედ გული ასეთის მტკივნეულობით აევსო, რომ სიტყვა ვედარ
დაამთავრა. პავლემ გულნაკლულად გაიქნია თავი და ჰსთქვა:
- ცოდვაა, კაცმა აგრე იწუხოს უგუნურის პირუტყვისა გამო.

- იამბა, ჩემი ძაღლი უგუნურია! - დაიძახა სირონამ თუნდ რომ ეგრეც
იყოს, მის შემდეგ რადა მრჩება მე! ეგ ძაღლი მამაჩემის სახლშია გაზდილი, იქ,
საცა მე ყველას ვუყვარდი. რამდენიმე დღისა იყო, როცა მე ჩამივარდა ხელში,
სულ რძით გამომიზდია. მე ჩემი სამშობლო დაკარგული მაქვს და აქ, საცა
ყველანი ჩემზედ მარტო ცუდსა ფიქრობენ, თუმცა არავისათვის არა
მიწყენინებია რა, აქ მე ყველასა ვძულვარ და მარტო იამბის ვუყვარვარ.
- მე ვიცი ერთი კიდევ, რომელსაც ყველანი თანასწორად უყვარს
ღვთაებრივის სიყვარულითა, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ.
- მაგისთანა სიყვარული რად მინდა! საჭირო არ არის, - უპასუხა სირონამ.
იამბი არავისთან არ მივა თუ არ ჩემთან, რად მინდა მე ისეთი სიყვარული,
რომელიც მთელს ქვეყანას უნდა განვუზიარო. შენ უთუოდ ქრისტიანების
ღმერთზედ მეუბნები. მე შემიტყვია, რომ იგი მოწყალეა და სულგრძელი, ეგრე
ამბობს დოროტეა, მაგრამ იგი მკვდარია, მე მას თვალით არა ვხედავ, მას მე
ყურით ვსმენილობ და არც არავინ მინდა იმისთანა, რომ მოწყალება მაძლიოს.
მე იმისთანა მინდა, ვისთვისაც მე თვითონ უნდა ვიყო რამე, ვისთვისაც მე
სიცოცხლეს და ბედნიერებას უნდა შევადგენდე და უჩემოდ არც სიცოცხლე
სიცოცხლედ იყოს და არც ბედნიერება ბედნიერებად.
ტანში ჟრჟოლამ გაურბინა პავლეს ამ სიტყვებზედა. სიბრალულით და
მისთანავე აღტაცებით სავსე თვალით შეხედა პავლემ სირონას და გულში
ჰჰსთქვა: ”სატანა ყოველთა ანგელოზთა უმშვენიერესი იყო, ვიდრე ღმერთი
შეაჩვენებდა და დახე, აქამომდე ამ ქალზე თავისი ძალა ჰქონია. სირონა ჯერ
მომზადებული არ არის მადლის მისაღებად, მაგრამ მოსიყვარულე გული
ჰქონია და სულიც, უსათუოდ, წაუმხდარი აქვს, თუმცა ბევრჯელ უცოდვნია.
სირონას და პავლეს თვალები ერთმანეთს შეხვდა და სირონას უთხრა:
- შენ მე ისე მიყურებ, თითქო გებრალებიო, ხოლო თუ იამბი მომირჩება
და მე როგორმე ალექსანდრიაში წავედი, ჩემი ბედი იქნება უკეთესზედ
შეიცვალოს.
პავლე ადგა, გადმოიღო ქოთანი ცეცხლიდამ, მიართვა სირონას და
უთხრა:
- ჯერ ამ შეჭამადმა გაგიწიოს მაგიერი დიდის ქალაქის ლხინ-შექცევისა,
მე მიხარიან, რომ შეჭამადი მოგწონს. ახლა ერთი ეს მიბძანე, კარგა
მოგიფიქრებია თუ არა, რა განსაცდელი მოელის ლამაზს, ახალგაზრდას და
უპატრონო ქალს იმ გარყვნილს ბერძნების ქალაქში, რომელიც სავსეა ცოდვითა
და ბიწიერებითა? უფრო კარგი არ იქნებოდა, შენი შეცდომა გეკისრნა, მისულ
იყავ ისევ ფებიცისთან, რომელსაც საუბედუროდ მაინც კიდევ ეკუთვნი?
ამ უკანასკნელს სიტყვებზე, სირონამ ხელადამ თეფში გააგდო და ფეხზე
წამოვარდა.
- მაგას თავის დღეში არა იქ!.. როცა მე აიქ ქვევით ვიჯექი გონება
მიხდილი, მაშინ იმ საშინელს წამს ღმერთებმა მავენეს გზა, რომ ჩემი თავი
დავისხნა მისგანაც, შენგანაც და ყველის კაცისაგან, რომელიც კი ჩემს უკან
დაბრუნებას გულში გაიტარებს. მაშინ გააფთრებული და გახელებული

მივვარდი და დავდევ მორღვეულ კლდის პირს და გეფიცები, მამის ჩემის
სახლის ნახვას ადარ ვეღირსო, ჩემის და-ძმების დაუტირებელი მოვკვდე, თუ
ეხლა მე სრულს გონებაზედ მყოფმა არ ავასრულო ის, რაც მაშინ ჭკუიდამ
მოშლილს მინდოდა ამესრულებინა. ვაი, რა ვიყავი მე და რა გამხადა ფებიციმ!
მე ეს ქვეყანა ყვავილით მოფენილი ბაღი მეგონა, მზის სხივებით გაჩაღებული,
ალმასებრ მჭვირვალე წყლებით რწყული, მაჩრდილობელის ხეებით
მორთული და აღსავსე ფრინველთა გალობითა; მან კი დამიბნელა ეს ქვეყანა,
ამიმღვრია წმინდა ნაკადულნი, ფეხქვეშ გამითელა ნაზი ყვავილები. ეხლა
ჩემთვის სულ ერთია. კლდე რომ გაირღვეს და შიგ ჩამიტანოს, არავის არა
დააკლდება რა, არავინ არ შემიბრალებს.
- საწყალო ადამიანო! - უთხრა პავლემ. - შენს ქმარს ძალიან ცოტად
ჰყვარებიხარ უთუოდ?
- ჰყვარებიხარო! - გაიცინა სირონამ. ფებიცი და სიყვარული ვის გაუგონია!
მე ხომ გუშინ გიამბე, რა რიგად უღვთოდ მექცევოდა, როცა ღვინისაგან
გაბრუჟებული მოვიდოდა ხოლმე თავისის ღმერთის დღეობიდამ. ეგ კიდევ
არაფერი. ერთი რამ იკადრა იმან, ერთი რამ, რომელმაც სამუდამოდ
გაჰსწყვიტა უიმისოდაც სუსტი კავშირი ჩვენ შორის. ჯერ ჩემგან ეგ ამბავი
არავის გაუგონია, დოროტეასათვისაც კი არ მიამბნია, თუმცა ხშირად
დავუტუქსივარ, როცა ჩემს ქმარზე ცუდი სიტყვა რამ წამომცდენია. სსვა სხვის
ომში ბრძენიაო, ნათქვამია. მე რომ იმისთანა ქმარი შემხვედროდა როგორიც
პეტრეა, იქნება მეც დოროტეასავით კარგი დედაკაცი გამოვსულვიყავ. მე
თვითონ მიკვირს, რა სასწაულმა გადამარჩინა, რომ სამუდამოდ არ წავიბილწე
იმ საძაგელის გამო, რომელმაც მე..... რომელმაც მე.... რადა დაგიმალო...
რომელმაც, როცა ყელთამდე ვალში ჩავარდა, რომში მიმყიდა თავის უფროსს
კვინტილის, ოღონდ ვალებს გადამარჩინეო. თვითონვე მოიყვანა ჩემთან ის
ბებრუცუნა, რომელიც უწინაც უკანა მდევდა. მაგრამ ჩვენმა სახლის პატრონმა
პატიოსანმა დედაკაცმა ყური მოჰკრა ამ საძაგელს აღგბ-მიცემიბას და
ყველაფერი მე შემატყობინა. ეს ასეთი უნამუსობაა ჩემის ქმრისაგან, ეს ასეთი
სიმდაბლეა, რომ აქამომდე ლაქად მაზას გულზგდ, თუმცა უფროსმა ვალები
გაუხადა და ჭრელ-ჭრელი მანეთგბი დაურიგა, მაგრამ უქმად ჩაუარა ხარჯმა.
ფებიციბ, რასაკვირველია, ფული უკან ადარ დაუბრუნა. უფროსი გაწყრა და
რომიდამ აქ გამოაგდო ჩემი ქმარი. მას აქეთ არას, რომ ჩემი ქმარი ცხვირში
ძმარს მადენს. შენ მიყავი ეს. ეხლა ხომ ყველაფერი იცი, მაშ აბა, ეხლაც მირჩიე
იმ კაცთან უკანვე მისვლა. ყური დაუგდე, რა რიგად ღმუის საწყალი
პირუტყვი, ჩემთან მოსვლა უნდა და ფეხზე დგომის ღონე არა აქვს.
სირონა მღვიმეში შევიდა. პავლემ გულმტკივნეულად თვალი ააყოლა
ქალს, გულ-ხელი დაიკრიფა და ისე დაუწყო ლოდინი. კარგა ხანს დაიგვიანა
სირონამ და მხოლოდ ხანდისხან ისმოდა ხმა სირონასი, რომელიც უყვავებდა
სნეულს ძაღლს ალერსიანის სიტყვითა. პავლე უეცრად შეკრთა. მღვიმედამ
მოისმა ხმამადალი ვაის ხმა სირონასი. სწორედ ის ერთგული ამხანაგი
საწყალის ქალისა მოკვდაო, იფიქრა პავლემ, უნდოდა და ვერ შებედა მღვიმეში

შესვლა, იგრძნო კი, რომ თვალში ცრემლი მოერია და გულიდამ ნუგეშსაცემი
სიტყვები ენაზედ მოადგა.
ბოლოს სირონა ისევ გარედ გამოვიდა, თვალები ნამტირალევი ჰქონდა.
პავლე მართალთ იყო. სირონას ხელში ეჭირა მკვდარი პატარა ძაღლი.
საცოდავი ძაღლი! - ჰსთქვა პავლემ, - რა კარგი პირუტყვი იყო!
სირონამ მოხსნა ყელიდამ მორთული საყელური და ჰჰსთქვა:
- ეს საყელური პატარამ აგნესამ შეუკერა. მე თვითონ ვასწავლე ნევსის
ხმარება და ეს საყელური იმისი პირველი ხელთსაქმეა. ეს ბალთა კიდევ
წმინდა ვერცხლია, მამაჩემმა მაჩუქა. მამაჩემს ძალიან უყვარდა ეს პატარა
პირუტყვი იმიტომ, რომ შეაქცევდა ხოლმე. ეხლა კი ადარც ირბენს და ადარც
იხტუნებს, საწყალი პირუტყვი!
ამ სიტყვებზე ნაღვლიანის თვალით დააცქერდა იამბის ლეშსა. მერე
უეცრად, თითქო რადაც მოიფიქრაო, აიხედა ისევ მაღლა და აჩქარებით მოჰყა: ეხლა მე აქაურობას მინდა მოვშორდე. ადარასფერი, ადარასფერი დამრჩომია,
რომ გული აქ დამიბას. სენატორის სახლი, საცა მე ყველას ვუყვარდი და საცა
ხანდისხან ბედნიერად დროს ვატარებდი, ეხლა ჩემთვის დაკეტილია იმით
მაინც, რომ ის ჩემი მტარვალი იქა დგას. თუ შენ ჩემთვის ავი რამ არ გინდოდა,
რომ ამოდენა სიკეთე მიყავი, მიშველე, დღესვე აქაურობას გამოვესალმო და
ალექსანდრიაში წავიდე.
- დღეს არა, დღეს არას შემთხვევით, - უპასუხა პავლემ. ჯერ უნდა
შევიტყო, გემი როდის მიდის, მერე უნდა მოგიმზადო ყველაფერი გზისათვის.
შენ შენის მხრით მოვალე ხარ, პასუხი მომცე ამაზედ: მითამ რის იმედი გაქვს
ალექსანდრიაში, ან იქ რა უნდა გააკეთო? შე საწყალო ბავშვო! რამდენადაც
ლამაზი და ახალგაზრდა ხარ......
- მე წინადვე ვიცი, რასაც იტყვი, - ჩამოართვა სიტყვა სირონამ. - საცა კი
დაუნახვივართ, ყველგან თვალი ჩემთვის გაუშტერებიათ ყმაწვილკაცებს და
როცა შემიმცნევია, რომ მე იმათ მოვწონვარ, ტყუილი რა საკადრისია, ძალიან
გამხარებია. ზოგი ლამაზ-ლამაზ სიტყვებს ყურში ჩამჩურჩულებდა და
ყვავილებს მომართმევდა, ზოგნი ჩემის გულის მოგებისათვის მაჭანკლებსაც
მიგზავნიდნენ, მაგრამ მაინც კიდევ თავი წმინდად შემინახავს, არ მიდალატია
ჩემის სახლისათვის და ყველანი იქ გამისტუმრებია, საიდამაც მოსულიყვნენ.
- ეგ იმ დრომდე, ვიდრე გერამასი არ მოვიდა და ფეხქვეშ არ გაგეშალა
თავისის სიყვარულითა. გერმასი ძალიან მოხდენილი ყმაწვილი კაცია.
- კაი მოხდენილია, მაგრამ გაუთლელი რამ კია, არც მეტი და არც
ნაკლები, - უპასუხა სირონამ. - მართალია, უგუნურება იყო ჩემგან, რომ
სახლში ჩემთან შემოვუშვი, მაგრამ თვით უმანკოებაც კი არ ითაკილებდა
იმისთანა ქცევას, როგორც მე იმას მოვექეცი. მე უმანკო ვარ და უცოდველი.
ეგრეც ვიქნები ყოველთვის იმიტომ, რომ მინდა პირნათლად შევეყარო
მამაჩემს, მე იმასთან წასვლა მინდა, როცა საგზაოდ სამყოფს ფულს ვიშოვი
ალექსანდრიაში.
პავლეს ელდა ეცა ამ სიტყვებზედა. მაშ ტყუილად დავიდე კისრად

იმისთანა ცოდვაო, რომელიც არც კი ყოფილაო. მე რომ ტყუილი ბრალი
კისრად არ ამეღოო, ხომ სენატორი ეგრე მალე გულიდამ არ ამოიღებდა
სირონასაო და ასე არ გასწირავდაო. პავლე იდგა სირონას წინ ისე, როგორც
ბავშვი, რომელსაც ფათერაკად გაუტეხნია რაიმე ძვირფასი ნივთი
ხელოვნებისა. აკი გული მეუბნებოდაო, რომ ეს ქალი ნამუსდაკარგულს არ
ჰგავსო, - გაიფიქრა პავლემ.
რამდენსამე ხანს აგრე გაოცებული იდგა პავლე ხმა ამოუღებლად, ბოლოს
კრთომით ჰკითხა:
- მაშ, რა საქმეს დაადგები ალექსანდრიაში?
- პოლიკარპიმ მითხრა, რომ ყოველს კარგს ნივთს იქ კარგი მუშტარი
ჰყავსო და მე ძალიან კარგად ვიცი ოქრომკედით კერვა. იქნება ადგილზედაც
ვდავდგე, თუ კაი სახლობა ვიშოვე, დღისით ბაშვებს მოვუვლი და დამით, ანუ
როცა მოვიცლი ქარგას მივუჯდები. როცა სამყოფს ფულს მოვაგროვებ, მაშინ
გემს ვიქირავებ და სამშობლოში წავალ. ეხლა ხომ გული დააჯერე, რომ მე
ფებიცი ადარ უნდა ვინახულო და თუ შეგიშძლიან რამე, მიშველე.
- თუ შეგიძლიანო? - უპასუხა პავლემ. შემიძლიან და იმაზედ მეტიც, რაც
შენა გგონია. შენ კი არ უნდა მთხოვდე დამიხსენიო, შენ შეგიძლიან ბრძანო და
მე მოვალე ვარ, აგისრულო. შენ ჩემი სიტყვა გიკვირს, ხოლო ეხლა მე არ
ძალმიძს აღგიხსნა ჩემი თქმული. ეხლა კი მომეც, ეგ ძაღლი დავმარხო. მე ქვას
დავსვამ მაგის საფლავზე ნიშნად, რომ იცოდე, საცა არის დამარხული. მომეც
ძაღლი, ლეში დიდხანს არ უნდა დარჩეს დაუმარხავი. აჰა, ეს რადაცაა, გუშინ
შენ ჩიოდი, რომ თმა ამებურძგნა და ვერაფრით დამივარცხნიაო, მეც წავედი
და გაგიკეთე სავარცხელი, რადგანაც აქ არსად იშოვება. ქვემო სოფელში არა
ყიდიან სავარცხლებს და მე კი, უდაბნოს ნადირი, სავარცხელს არა ვხმარობ. ეს
რა მოისმა? მგონია, ქვა მოირღვა კლდიდამ და ძირს დაეცა. დიახ, მართალია,
კაცის ფეხის ხმაც მოდის. ჩქარა შედი მღვიმეში, ხმა არ ამოიღო, ვიდრე მე არ
დაგიძახებდე.
სირონა მღვიმეში დაიმალა, პავლემ კი წაავლო ხელი მკვდარს ძაღლს და
უნდოდა დაემალა, რომ მომავალს არ დაენახა, პავლე გარშამოს
ათვალიერებდა, რომ მიყრუებული ადგილი რამ ენახა, მაგრამ ამ დროს ერთმა
ვიდაცამ მაღლიდამ თვალი მოჰკრა პავლესაც და მკვდარს ძაღლსაცა. ჯერ
პვლეს სწორედაც ვერ გაეგო რა ამბავია, რომ ქვებმა კლდიდამ დაიგრიალეს და
იმავე წუთს ვიდაცა კაცი ქურციკივით უშიშრად კლდიდამ კლდეზე მოხტოდა.
ბოლოს ძირს ჩამოირბინა, მივარდა პავლეს გააფთრებული და წყრომითა და
რისხვით შეჰყვირა:
- სწორედ ეგ არის, მე ვიცანი. ეგ სწორედ სირონას ძაღლია. სად არის მაგის
პატრონი. ეხლავ მითხარ, სად არის სირონა-მეთქი!
ბევრჯელ ენახა პავლეს სენატორის სახლობა ეკკლესიაში და იცნო, რომ ეს
თავზედ ხელაღებული კაცი, თმა აშლილი და თვალებდაბრიალებული
პოლიკარპია, მეორე შვილი პეტრესი.
ძლივს შეიმაგრა პავლემ თავი, რომ ჯეროვანი პასუხი არ მიჰსცა

გაკადნიერებულს ყმაწვილ კაცს. პასუხი რომ არ აღირსა, პოლიკარპი უფრო
გააფთრდა, წაავლო ხელი საყელოში, შეჰბღერტა და წყრომით დაჰკივლა:
- არ გეყურება? ვინ მოგცა შენ ეგ პირუტყვი, ვინ?...
უცებ სიტყვა ენაზე გაუშრა, გაუშვა ხელი, თავიდამ ფეხამდე გაზომა და
მერე ნელა და დაწყნარებით ჰკითხა:
- ნუთუ მართლა? ალექსანდრიული პავლე ხომ არა ხარ?
მეუდაბნოემ თავი დაუქნვია. პოლიკარპს წყენის სიცილით დაებრიცა
ტუჩები, თავში ხელი შემოიკრა და მერე სრულიადის ზიზღითჰ ჰსთქვა:
- მაშ მართალი ყოფილა! ამ საძაგელ მაიმუნის გულისა თვის!.. არა, არა
მჯერა, რომ მას შენთვის ხმის გაცემა ეღირსებინის, იმიტომ, რომ მარტო ერთი
შენი დანახვა კაცს ჩირქს მოჰსცხებს.
თითქო კვერიაო, ისე დაუწყო გულმა ცემა პავლეს. სისხლი თავში
აუვარდა, ყურებშა შუილი დაუწყეს. როცა პოლიკარპმა კიდევ გაიწოდა
პავლესაკენ ხელი, პავლე უნებლიედ ფალავანსავით გაიმართა ტანში, თითქო
სინჯავსო, სად უფრო უჯობს ხელის ჩაჭიდებაო და მუქარის ხმით უთხრა:
- ქედამ გამეცა, თორემ ცუდი დღე დაგადგეააო.
ეგრევე უთხრა პავლემ, მაგრამ იგი პავლე ადარ იყო. იგი ახლა მენანდრი
იყო, ის უწინდელი მენანდრი, თავმოწონებული ფალავანი, რომელიც არავის
ერთს სიტყვასაც არ დაუთმობდა, თუ არ მოეწონებოდა. ეხლახან კი სოფელში
უფრო მეტთ წყენა მოითმინა, უფრო მეი შეურაცხყოფა მიიღო და არამც თუ
გაჯავრდა, რადაც სიხარული კი იგრძნო, მაშ ეხლა საიდამ აეშალა
უწინდელებრ გულის სიფიცხე, რამ გააშმაგა ისე, რომ საბრძოლველად თავი
მოიღერა?
ორის დღის წინად პავლე თავის უწინდელ მღვიმეში შევიდა, იქ ოქროები
ჰქონდა დამალული, იმის გამოსატანად. უნდოდა სტეფანეც ენახა, მაგრამ
მასთან მიჩემებულმა ეგვიპტელმა ნება არ მიჰსცა წყევლით, როგორც მავნე
სული, გამოაგდო და უკანიდამ ქვაც დაუშინა. ამას წინად კიდევ სოფლად იყო,
ბევრს ეცადა რომ საყდარში შეეშოთ სალოცავად და თუ საყდარში არა,
საყდრის დერეფანში მაინც, სადაც კათაკმეველნი დგებიან, მაგრამ ლანძღვით
და თრევით გამოაგდეს და მნათემ კიდევ, რომელიც წინად საყდრის
გასაღებსაც კი ანდობდა, ეხლა პირში შეაფურთხა, მაინც კიდევ ამა ყველაფერმა
გული არ ატკინა და მოთმინებიდან არ გამოვიდა. გაუჯავრებელვ, უჩივრად
გამოეცალა მათ, ვინც ამოდენა შეურაცხყოფა და თავსაცილი მიაყენეს. იგი
მობრუნდა თავის მღვიმეში მხიარულისა და მადლით სავსე გულითა, გულში
ჰქონდა ის მადალი მცნება ადა მიანისა, რომ მე როგორც ჭეშმარიტი
ქრისტიანიო სხვის გულისათვის დევნულ და შეგინებულ ვიქმენო.
ხლა რადა დაემართა, რომ ესე იწყინა პოლიკარპის სიტყვა და ქცევა?
რატომ გაუწყდა ეხლა ყოველივე ძაფი მოთმინებისა, რომელიც დიდის ხნის
მარხულობით და ლოცვით შეეძინა? იქნება ის ეთაკილა, რომ მშვენიერს
მოწამეს მღვიმეში ეს მის რომ უკადრისად ექცევიან? ან იქნება პოლიკარპი იმ
თვალზე კი არა ნახა, რომ ეს კაცი ჩემი თაჩამერჯულეაო მხოლოდ ამჟამად

გულგამწყრალიო; იქნება ეგონა, რომ პოლიკარპი კაცია, რომელიც ლამის მე
გზაზედ წინ გადამიდგესო? ნუთუ ეს იყო ამისი წყრომის მიზეზი?
როგორც ტყის ნადირნი, ერთმანეთთან დასატაკებლად გამზადებულნი,
იდგნენ ერთმანეთის წინ ყმაწვილი კაცი და ახოვანი პავლე, ჭადარა თმით
მოსილი. პოლიკარპიმ ერთის ბიჯითაც უკან არ დაიწია, თუმცა იცოდა, რა
ღონიერ და გამოცდილ ფალავანთან აქვს საქმე. არც თვითონ იყო უღონო და
ამასთანავე გააფთრებული იყო და უნდოდა დაჰსტაკებოდა პავლეს, როგორც
სირონას შემაცდენელს.
- აბა ფეხი წამოდგი, თუ კაცი ხარ, - უყვიროდა გულგამწყრალი
პოლიკარპი და თვალებს აბრიალებდა და ტანში იმართებოდა. - მოდი რადა!
უთუოდ შენ ფალავანი ჰყიფილხარ, ან სხვა იმის მსგავსი უწინ, ვიდრე მაგ
ჭუჭყიან ტანისამოსს ჩაიცვამდი მარტო იმისთვის, რომ დამ-დამობით სხვის
სახლში დაუსჯელად შესულიყავ და გამოსულიყავ. მაშ, ეს წმინდა ადგილი
მოედნად აქციე რადა! და თუ შენ აქ მე სულს გმაფთხობინებ, მადლობელიც
ვიქნები იმიტომ, რომ უმისთდაც შენ გამიუქმე ყველაფერი, რითაც კი ჩემს
სიცოცხლეს ფასი ჰქონდა ჩემს თვალში. მოდი რადა! იქნება შენის აზრით,
ქალის ბედნიერების დამხობა უფრო ადვილია, ვიდრე მის მოსარჩლესთან ომი?
მოდი მეთქი რადა! ჰა, მოდი, თორემ...
- თუ გესმის მოხვალ განა, - უთხრა ეხლა დაწყნრგბით და ტკბილის ხმით
პავლემ, რომელსაც ხელები მოუდუნდა ამ ჭაბუკის სიტყვაზედა. - მაშ შენ
მოდი ჯერ, რაც გინდა ჰქენ, მე ხელს არ გამოვიღებ. მე ხელს არ გავძრავ და არ
შეგეჭიდები იმიტომ, რომ შენ მართალი ჰსთქვი; ეს წმინდა ადგილი მოედანი
არ არის, ხოლო ქალი იგი არც შენია, არც ჩემი და ვინ მოგცა უფლება...
- ვინ მომცა მასზე უფლებაო? - გააწყვეტინა სიტყვა პოლიკარპმა, თვალები
ისევ აუპრიალდა და ახლო მივიდა პავლესთან. - ვინ მომცაო? თვითონ იმან,
რომელიც ნებას აძლევს მორწმუნეს თავის ღმერთზედ ილაპარაკოს. სირონა
მეკუთკნის მე როგორც მეკუთვნის მზე, მთვარე, ვარსკვლავი, იმიტომ, რომ იგი
მინათებს მე ბნელსა გზას ჩემის ცხოერებისას. ჩემი სიცოცხლე მე მეკუთვნის
და იგი ჩემის სიცოცხლეს სიცოცხლეა და ამიტომ თამამად ვიტყვი, იგი ჩემია
თუნდა ოცი სხვა ფებიცი იყოს. შენ ფარისევლობით სავსეს, შენ სხვის
მცარცველს, რომელსაც საკუთარი თავი მოგძულებია და მხეცად გაგიხდია განა
შეგიშლიან დააფასო მშვენიერება იმ ციდამ მოვლენილის არსებისა,
მომხიბლავი ძალა მის სილამაზისა, რომელიც გულუბრყვილო ბავშვებსაც კი
იმორჩილებს, რომლის წინაშეც თვით ღმერთნი მუხლსა იდრეკენ! მე
სიმართლე მიმიძღვის სირონაზედ. შენ შეგიშლიან, იგი საცა გინდა დამალო,
ფებიცის შეუძლიან, შეიპყრას იგი და რკინის ჯაჭვით დააბას, მაგრამ მაინც კი
არც ერთს თქვენგანს, არც არავის სხვას ამ ქვეყნიერობაზედ არ ექნება გულში
ჩემებრ ის, რაც სირონას ხდის ამა ქვეყნის გვირგვინად, - ესე იგი ხატი მისის
მშვენიერებისა. ჯერ არც ერთხელ ეს ჩემი ხელი არ მიჰკარებია შენს მსხვერპლს
სირონას;მაგრამ მაინც კიდევ იგი თვით ღვთისაგან ჩემთვის არის შექმნილი
იმიტომ, რომ იგი არავისთვის არის ის, რაც ჩემთვის არის, არვის ძალუძს ისვ

უყვარდეს, როგორც მე მიყვარს! იგი კეთილია, როგორც ანგელოზი და გული
კი ბავშვისა აქვს. იგი გულუბრყვილოა. იგი წმინდაა როგორც ალმასი, წმინდა
როგორც დილის ცვარი ყვავილზედა.დეე, თუნდა ათჯერ შეგიყვანოს შენ
თავისთან, თუნდა მამაჩემმა, ჩემმა საკუთარმა დედამ, ყველამ, ყველამ, ვინც
საჩვენებეია გახადონ, დეე,სწყევლონ იგი, მე მაინც გულიდამ არ ამოვიღებ, რომ
იგი წმინდაა. შენ, შეარცხვინე იგი, შენ... შენ დაასხი თავზედ ლაფი!
- როცა შენი სახლობა ცუდად იხსენიებდა, მე ხმა არ ამომიღია, - უთხრა
პავლემ და ხმაში რადაც მოლბილობა ეტყოწოდა. - ხმა არ ამომიღია იმიტომ,
რომ მე მჯეროდა იმისი ბრალეულობა, როგორც ეხლა შენ ჩემი გჯერა, როგორც
ყელს სხვას სხვისა უფრო მალე ცუდნი ჰსჯერა, ვიდრე კარგ. ხლა კი ვიცი და
ნამდვილადაც ვიცი, რომ ჩვენ იმ საწყალს ქალს არ ვემართლებოდით, თუ შუქი
ბრწყინვალის ხატისა, საუცხოო ოცნებისა, როგორც შენ სირონაზედ ამბობდი,
ჩემის მიზეზით დაბინდდა....
- დაბინდდა? მერე შენის მიზეზით? - გაიცინა პოლიკარპმა. განა ბაყაყი,
რომელიც ზღვაში ჩახტება, ზღვის სიწმინდეს აამღვრევს; განა შეუძლიან შავ
დამურასა, ბნელაში რომ დაფრინავს, დააბინდოს მთვარის შუქი? მეუდაბნოეს
გული ისევ წყენით აემღვრა, მაგრამ ეხლა კი თავი შეიმაგრა. გულშეკავებით და
სიმწარით უთხრა:
- სულ ტყუილ-უბრალოდ აგრე მტრულად მიყერებ. მე ხომ შენი წყენა არ
მინდა. ამას გარდა მე შენს ბოროტს სიტყვებზე კეთილით მოგიგებ, ისეთის
კეთილით მოგიგებ, ისეთის კეთილით, რომ, იქნება, თავის დღეშიაც არ
გაგეგონოს. სირონა პატიოსანი და უცოდველი ქალია და ვიდრე ფებიცი
წავიდოდა მის საძებნელად, იმ დრომდე ჩემს თვალს ის თავის დღეში არ
უნახავს, ჩემს ყურებს იმისი სიტყვა არ გაუგონია.
ამ სიტყვაზედ წარბი გაეხსნა პოლიკარპს სახეზედ. გაკვირვებულმა
პავლეს სიტყვებით მხურვალედ დაიძახა
- მაშ, თუ ეგრეა, რად აგვემინე და აცემინე ხმა ამოუღებლად თავი
ფებიცის? ეგეც რომ არ იყოს ხომ ტყაპუჭი შენი გამოდგა.
- ჩემისთანა ჭუჭყიანი მაიმუნი, - ნიშნით გაიმეორა პავლემ პოლიკარპის
სიტყვები, - საჭიროებს, რომ ხანდისხან იგვემოს და მე იმ დილას არც არა
მეთქმოდა რა, იმიტომ... იმიტომ რომ... მაგრამ ეს შენ არ შეგეხება. რამდენსამე
დღეს კიდევ შეიკავე შენი ცნობისმოყვარეობა და მაშინ ნახავ, რომ ის კაცი,
რომლის დანახვაზედაც კაცს ჩირქი ეცხობა, ის ბაყაყი ის დამურა...
- კარგი ერთი, მაგას ნუ იმეორებ! - დაიძახა პოლიკარპმა. - იქნება წყენამ
ამომათქმევინა ჩემის ტანჯულის და დაკოდილის გულიდამ სულელური
სიტყვა, მომიტევე კადნიერება და უსამართლობა. ეხლა პირიქით სულ სხვას
ვხედავ, ვხედავ, რომ ეგ აბურძგვნილი თმა შემოხვევია კარგს და პატიოსანს
სახეს. მე თავი ვერ შევიკაეე და მთლად გადაგიშალე გული და რადგანაც ეხლა
შენც თვითონ იცი რა ამბავია ჩემს გულში, ვთხოვ კიდევ, მითხარი, სირონა სად
არის?
პავლემ პასუხი დაუგვიანა. გადახედა მღვიმისაკენ და თეთრს ტანისამოსს

თვალი მოჰკრა და იფიქრა, თუ პოლიკარპი აქ კიდევ რამდენსამე ხანს დარჩაო,
სირონას მოჰკრავს როგორმეო და ეგ არას გზით არ უნდა მოხდესო. წაავლო
ხელი ისევ მკვდარს ძაღლს და უპასუხა:
- მე, რასაკვირველია, ვიცი საცაა სირონა და როცა დრო მოვა, შენც
შეიტყობ. ეხლა კი მე ეს პირუტყვი უნდა დაეფლა, თუ გინდა შენც მიშველე.
პავლე წავიდა და პოლიკარპიც თან აედევნა. როცა პავლემ მიწას თხრა
დაუწყო მღვიმეზედ კარგა მოშორებიო, პოლიკარპმა ისევ განუმეორა თავისი
თხოვნა და პავლემ უპასუხა:
- ხვალ ამ დროს კიდევ მოდი აქ და იქნება მაშინ შენის თხოვნის პასუხი
მოგცე.
- ნუთუ გგონია, რომ მაგით მომიშორებ თავიდამ?
- დაიყვირა ჭაბუკმა. - ძალიან ჰსტყუვდები და თუ გგონია რომ მე თვალი
ამიბი ლამაზ-ლამაზ სიტყვებითა, მაშ მე.
არ დასცალდა რომ მუქარა დაესრულებინა, დუმილი უდაბნოისა
დაირღვა მადალისა და გულიანის კივილითა.
- პოლიკარპ! პოლიკარპ! - კიოდა ვიდაცა და ხმა უფრო და უფრო ახლო
მოდიოდა.
ტანში გასწორდა, სული გაინაბა და ისე დაუწყო ყურის გდება ჭაბუკმა,
ბოლოს დაიძახა:
- სირონას ხმაა, სირონასი! მოვდივარ, სირონავ, მოვდივარ!
ყური ადარ ათხოვა პავლეს და ერთი გაიწია, რომ წინ შეეყაროს. პავლემ
გზა გაუჭრა და მტკიცედ და რიხიანად უთხრა შენ აქ უნდა დარჩე.
- გზა, გზა მეთქი, - დაუყვირა გულზე მოსულმა პოლიკარპმა. სირონა
მეძახის იქიდამ, სადაც შენ ჩაგიკეტნია, ჰოი, შენ სხვის ნამუსის მპარავო, შე
უსირცხვილო მატყუარავ! გზა მეთქი, მე შენ გეუბნები! არ მეცლები! მაშ კარგი!
აბა გამიმაგრდი, შე საზიზდარო ბაყაყო, თორემ გაგსრეს, თუ ჩემფეხი არ
ითაკილებს, რომ შენის გესლით შეისვაროს.
აქამომდე პავლე იდგა უძრავად და მტკიცედ, როგორც დიდი მუხა.
უეცრად პოლიკარპი მივარდა და მუშტი დაჰკრა. ამან მოუღო ბოლო მის
მოთმინებას, თავი ვედარ შეიკავა და შესძახა:
- მაგის სამაგიეროს მიზდავ.
ამის თქმა და ზურგზე წამოკიდება პოლიკარპის ერთი იყო. წამოიღო
ზურგულით, დაიქნია და ქვებზე ტყაპანი მიაღებინა. პოლიკარპი
გადიშხლართა ძირს. პავლე როგორც დარჭმული ბოძი გაჩერდა
გულდაკრეფილი და აქეთ-იქით იყურებოდა. ამ ყოფთ იდგა, ვიდრე
პოლიკარპი არ წამოდგა და არ წავიდა. ისე წავიდა, რომ უკან ადარ მოუხედნია.
მიდიოდა ბარბაცით როგორც მთვრალი და თავი ორის ხელით მაგრა ეჭირა.
პავლემ თვალი გააყოლა და ადევნა იმ დრომდე, ვიდრე პოლიკარპი
კლდეს არ მიეფარა. ის კი ვედარ დაინახა, რომ პოლიკარპი მივიდა თუ არა
წყაროსთან, წაბარბაცდა, ერთი ნელა ამოიკვნესა და უსულოდ დაეცა
დედამიწაზედ.

XV
ხელახლად მოისმა სირონას ხმა. – “უეჭველია, სირონას ხმაურობა
გაგვცემს”, - იფიქრა პავლემ, წამოვიდა სირასაკენ და ჩქარის ნაბიჯით შეუდგა
აღმართს.
- “დღეს კი, მე მგონია, იმ თამამმა ვაჟბატონმა ადარა იკადროს რა”, ბუტბუტებდა თავისთავად პავლე. – “იქნება ხვალაც, რადგანაც ლურჯი
ნიშნები მოაგონებენ ჩემს თავს. საკვირველია, რომ. ძნელად ავიწყდება კაცს,
რაც ოდესმე ჰსცოდნია! ია ზურგული, რომლითაც მე დავეც პოლთკარპი,
დელფისაგან მქონდა ნასწავლი და მას აქეთ რამოდენი ხანია გასული! დიახ
ჯერ ტვინი არ ამომშრობია და მე ამას დავუმტკიცებ ჩემის მუშტებით იმ
გათამამებულს ვაჟბატონს, თუ გაბედა და ორიოდ სამიოდ თავის მზგავსი კაცი
მოიყვანა მეშველად!”
დიდხანს არ დაჰსცალდა პავლეს ამ ფიქრებში გართობა. მღვიმისაკენ
მიმავალს ბილიკზე წან შეემთხვა სირნოა.
- პოლიკარპი რადა იქნა? - დაუძახა სირონამ ჯერ კიდევ შორიდამ, თვალი
მოჰკრა თუ არა პავლეს.
- უკანვე გავისტუმრე, - მიუგო პავლემ.
- დაგიჯერა და გაბრუნდა?
- ზოგიერთი ყუათიანი საბუთები ვიხმარე, - უპასუხა პავლემ.
- ხომკიდევ მოვა?
- ჯერ არა მგონია, რადგანაც რაც საჭირო იყო, ჩემგან ყველაფერი გაიგო.
ეხლა, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ შენს წასვლაზედ ალექსანდრიაში.
- მე კი მგონია, - უპასუხა სირონამ და აწითლდა, - რომ ამ მღვიმეშიაც
არაფერი მემიზეზება, აქაც კარგად ვიქნები. თვითო შენც გითქომს ეგ ამას
წინად....
- მე მარტო გაფრთხილებდი ალექსანდრიაში ყოფნის თაობაზედ, გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. - ეხლა კი მე მომაგონდა შენთვის ერთი კაი ბინა
და საიმედო მცველი. აი, შინაც მოვედით. მღვიმეში შედი, თორემ შენი ძახილი
უცხო კაცის ყურამდე მიაწევდა და თუ სხვათა მეუდაბნოეთა შეიტყეს შენი აქ
ყოფნა, ძალად წამაყვანინებენ შენს თავს შენს ქმართან.
- ეხლავ შევალ, - ჰჰსთქვა ოხვრით სირონამ. - ჯერ ერთი ეს ამიხსენ, მე
ხომ თქვენი ლაპარაკი სულ მესმოდა, - ხელახლად წამოწითლდა სირონა. ეს
როგორ მოხდა, რომ გერმასის ტყაპუჭი ფებიციმ შენად იცნო და შენც თავი არ
გაიმართლე და ტყუილუბრალოდ ეცემინე.
- იმიტომ მოხდა, - უპასუხა პავლემ, - რომ ჩემი მხარ-ბეჭი უფრო
განიერია, ვიდრე იმ ახოვან ვაჟბატონისა. ეხლა კი ბოდიშს ვიხდი და მერე კი,
როცა უფრო გულდაწყნარებით ვიქნებით, ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ.
ჯერ მღვიმეს შეეფარე, თორემ საქმეს სულ გამიფუჭებ. მე ვიცი, რომ მას აქეთ,
რაც სენატორის შვილის საუბარი გაიგე, ერთს რასმეს ნატრულობ.

- აბა რას? - ჰკითხა სირონამ.
- სარკეს, - გაუცინა პავლემ.
- რა რიგად ჰსცდები! - უპასუხა ქალმა და მღვიმეში მიმავალმა გაიფიქრა:
- ”ის ვისაც პოლიკარპი იმ თვალით უყურებს როგორც მე, თავის დღეში სარკეს
არ ინდომებს”.
მთას იქით დასავლეთისაკენ, მეთევზეების სოფელში ერთ მოხუცებული
სოვდაგარი ურია იდგა. იგი ეგვიპტეში ჰგზავნიდა ხოლმე ნახშირსა
გასასყიდლად და ერთს დროს პავლეს მამასთანაც ვაჭრობა ჰქონია, რადგანაც
მის ქარხანებს ეს უგზავნიდა ნახშირს და არა ერთხელ თვითონ პავლესაც
ამსთან საქმე დაუჭერია. ეგ ურია იყო ჭკვიანი და შეძლებული კაცი.
რამდენჯერაც შეჰხვედრია პავლეს, იმდენჯერ უყვედრებია, რად გაუდეგ
წუთისსოფელსაო; იწვევდა თავისთან და ეუბნებოდა, აი ჩემი ქონება, როგორც
გინდა, ისე მოიხმარეო. აი, ეს ურია იყო ის კაცი, რომელსაც გემი უნდა ეშოვნა
და სირონა გაესტუმრებინა ალექსანდრიაში.
რამდენსაც პავლე ჰფიქრობდა სირონას წასვლაზედ, იმდენად გული
ეუბნებოდა, რომ უნდა მე თვითონ გავაცილოო სირონა ალექსანდრიამდე,
მივიყვანო და მე თვითონ ავუჩინო საიმედო ბინაო. იცოდა, რომ თავისუფლად
შეეძლო მოეხმარებინა განუზომელი სიმდიდრე თავის ძმისა, მით უფრო, რომ
ნახევარი თვითონ პავლეს ეკუთვნოდა, აი, რამდენი წელიწადი გასულა და
ეხლა პირველად იგრძნო სიხარული მისი, რომ შეძლება აქვს. დაიწყო ფიქრი
მასზედ, თუ როგორ მოუმზადებს და მოურთავს სადგურს მშვენიერს სირონას.
ჯერ ამბობდა გულში, ერთი უბრალო, მაგრამ ფაქიზი ბინა უნდა ამოვურჩიოო.
მერე კი თანდათან ფიქრად მოუვიდა სახლის მორთვა ბრწყინვალეს ოქროთი,
თეთრის და ვარდის ფერის მარმარილოსი, მრავალ. გვარის ძვირფასის
საფენითა, მშვენიერის მხატვრობითა და ლუსკუმებითა.
ამ ფიქრებში გართული დადიოდა წინა და უკან. ხშირად გაჩერდებოდა
ხოლმე მღვიმეს კარებთან, საცა სირონა იყო. ერთხელ თვალი მოჰკრა მის ფერღია კაბას და ჰჰსთქვა, რომ ამ კაბით არ უნდა ეჩვენოს იგიო არავის, რომ
ყოველივე კვალი დაუკარგოს ფებიცის და პოლიკარპს, ამისათვის უბრალო
კაბა უნდა ეშოვნა და პირბადე, რათა იმის ქვეშ დაუმალოს ბრწყინვალე თმა და
თეთრი პირის სახე, რომლის მზგავსა თვით ალექსანდრიაშიაც ძნელად
მოიპოვებოდა.
იმ ადგილიდამ, საცა პავლე იდგა ამ ჟამად, პატარა მოშორებით იყო ქოხი
ამალიკეტელისა, რომელმაც ორიოდჯერ თხის რძე მიჰსცა პავლეს
სირონასათვის. ამ კაცის ცოლისა და ქალისაგან პავლემ განიზრახა ყიდვა, რაც
საჭირო იყო მირონასათვის. ბევრი ადარ უფიქრია და გასწია იმათკენ, თუმცა
ცა მოიღრუბლა და სამხრეთიდამ თბილი სულთამხუთავი ქარი ადგა.
მზე გადიწურა და მაინც კიდეც სიცხის ბუღი იდგა ჰაერში. პავლემ ყური
არ ათხოვა ამ ავდრის ნიშნებსა, მავიდა მღვიმესთან, დაუძახა სირონას, მე
ეხლავ მოვალო და გასწია სწრაფის სიარულითა.
სირონამ გზა მშვიდობისა უთხრა ასე, რომ არც კი მოხედა პავლეს,

რადგანაც ძალიან იამა მარტოდ დარჩენა. მიჰსწყდა პავლეს ფეხის ხმა თუ არა,
სირონა ხელახლად განტაცა იმ ძლიერმა და უძლეველმა გრძნობამ, რომელიც
გულში გაუღვიძა მას ცეცხლმოკიდებულმა ლაპარაკმა პოლიკარპისამ.
პავლე ამ უკანასკნელ დროს მენანდრად გადიქცა, ხოლო ეს ქალი კი, ეს
მღვიმეში მარტოდ დამწყვდეული არსება, ეს ცოლი ფებიცისა, რომელმაც
ამდენი შრომა მიაყენა პავლეს, უფრო ძლიერ გამოიცვალა.
ეს სირონა იყო, მაგრამ უწინდელი სირონა კი ადარ. როცა მეუდაბნოემ
ურჩია მღვთმეშთ შესვლა, სირონა სიხარულით დაემორჩილა. თვითონვე
უნდოდა მიმალულიყო სადმე, რომ მარტო, სრულიად მარტო დარჩომილიყო,
რადგანაც ჰგრძნობდა, რომ მის გულში რადაც ამბავი მოხდა, რადაც
დიდებული და გაუგებარი. ჰგრძნობდა, რომ მის გულში რადაც ჩაისახა, რადაც
იმისთანა, რის გამოთქმაც სიტყვით ვერ მოეხერხებინა. ჰგრძნობდა კი, რომ ის
რადაცა ძლიერი რამ არის, უქადის სიცოცხლეს, სავსეს ამოვნებითა და
მღელვარებითა. ის რადაცა მას ეუცხოებოდა, ამასთანავე ისეთთ ტკბილიც იყო,
ისეთი მიმზიდველი, ისეთის ნეტარებით აღსავსე, ისეთი მწვავი, ისეთ
უზომოდ მომხიბლავი! რადაც მღელვარებამ შეიპყრა მთელი მისი არსება და
ეგონა, რომ ახალმა, უფრო წმინდა სისხლმა დაუწყო ძარღვებში დენა მას აქეთ,
რაც ყური მოჰკრა პოლიკარპის ცხარე ლაპარაკსა. ყოველი ძარღვი უთრთოდა,
როგორც ფოთოლი, როცა ნიავი ჰსცემს. ამ ყოფაში ვერ დაუგდებდა რიგიანად
ყურს პავლეს ლაპარაკსა და ვერ მიჰსცემდა რიგიანს პასუხს.
დარჩა მარტო თუ არა, მაშინვე მიჯდა თავის ქვეშაგებზედ, მუხლზედ
დაიყრდო მკლავი, მკლავებზედ თავი დააბჯინა და წასქდა თვალთაგან ცხარე
ცრემლი ორ ტოტად. ამ ცრემლებმა გაუნელეს ის მხურვალე გულისთქმა,
რომელიც უფრო და უფრო ცეცხლს უკიდებდა.
აგრე თავის დღეში არ უტირნია!
ბვწვის ოდენა ტკივილი, ბეწვის ოდენა სიმწარე არ ერია იმ წმინდა და
გამაგრილებელ ცრემლთა ცვარში. მის გულში გადიშალა, რადაც საუცხოო
ყვავილი აქამდის უცნობ სიუხვითა და სიტურფითა. როცა ბოლოს ცრემლი
სრულად ამოეწურა გულიდამ, დაუამდა გული და გაუნათლდა სხივოსანის
ნათლთა. დიახ, სირონა იმ წამს იყო უბედურიც და ამასთანავე უბედნიერესი
დედაკაციც!
ეს სიყვარულიაო, გალობასავით, ჩანგის ბგერასავით ხმაურობდა ეს
სიტყვები მის გულში. მოაგონდა უწინდელი დრო და ყველა უწინდელი
თავისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც ეტრფიალებოდნენ ჯერ კიდევ როცა
ბავშვი იყო არულასში და მერე რომში ქმრის შერთვის შემდეგ. ყველა ისინი
ჩრდილნი იყვნენ წვრილის სანთლებით ხელში პოლიკარპის წინაშე, რომელიც
წინ მედიდურს მზეს მოიმძღვარებდა.
“რაც ქვყყნიერობაზედ ხალხია, რაც მეფენი არიან, - ამბობდა სირონა, სულ რომ ყველამ თავისი საუნჯე მომიტანოს და ფეხქვეშ გამიფინოს, მაინც ისე
ვერ გამამდიდრებდნენ, როგორც იმან გამამდიდრა. რაც ვარსკვლავებია რომ
სულ ჩამოცვივდნენ და შეადგინონ ერთი მნათობი, მაშინაც მათი შუქი ისეთი

ბრწყინვალე არ ინება, როგორც შუქი იმ სიამოვნებისა, რომელიც მე ეხლა
გულში მაქვს. ეხლა რაც მოვა მოვიდეს. ამას იქით მე ადარას ვიჩივლებ”.
შემდეგ გაიხსენა ყოველი შემთხვევა, როცა კი ენახა პოლიკარპი; გაიხსენა,
რომ არასოდეს პოლიკარპს ერთი სიტყვაც არ წასცდენია თავის სიყვარულის
თაობაზედ.
ეგ თავის შემაგრება რა ძვირად დაუჯდებოდა! ის აზრი, რომ თვთონაც
წმინდაა და ღირსია პოლიკარპისა, სირონას გულს უვსებდა უზომო
თავმოწონების გრძნობითა და მადლითა. თითქო ამ აზრისა გამო ფრთა
გამოებაო იმ სიყვარულს, რომელიც მიჰმართა მარტო ერთს კაცს მთელს ამ
ქვეყნიერობაზედ. სიყვარულს მადალს, წმინდას, რომელიც შეექმნა
სარწმუნოებად და ხატად თაყვანებისა და ლოცვისა.
გული ძლიერ უცემდა, ხელნი განეპყრნენ, თითქო მთელის ქვეყნის
მოხვევნა უნდაო, თითქო უნდაო ყოველს სულდგმულს, ყოველს ქმნილებას ამ
დედამიწის ზურგზედ თავისი მადლი და სიყვარული გამოუცხადოსო. მის
სულს ჰსწყუროდა მადლის გადახდა წინაშე უმაღლესისა და მოწყალე
არსებისა, რომელმაც მოანიჭა ამოდენა ნეტარება.
მოაგონდა, რომ ამ წინაზედ პავლე ურჩევდა, თაყვანი ეც ნათელღებულს
ღმერთს ქრისტიანობისასაო, რომელიც თანასწორად განავრცობსო ყველაზედ
თავის ღვთაებრივსა სიყვარულსაო. ამავე ღმერთს ლოცულობს თვით
პოლიკარპიც, ჰციქრობდა სირონა, იქნება ამ ჟამადაც, და თუ მეც ვილოცებო,
ჩვენი ლოცვები შეერთდებიანო და მაშინ ერთგან მაინც თანაზიარი ვიქნები. იმ
საყვარელის კაცისა, რომელზედაც მე ასე შორსა ვარო.
დაეცა მუხლებზედ, დაიკრიფა გულზედ ხელები ისე, როგორც ენახა
ქრისტიანთაგან და გაიხსენა იგი არსება, რომელიც უდანაშაულოდ ეგეთის
მოთმინებით იწამა, როცა ჯვარზედ ეკიდა ხელ-ფეხ დალურსმული. გული
აევსო დიდის ტკივილითა და თვალნი ზე ამართა და ნელის ხმით ჰსთქვა:
- მე შენ მოგმართავ წამებულო, მოწყალეო ძეო ღვთისავ, შენ უწყი რა
მძიმედ ასატანია უსამართლო წყევა ადამიანთაგან და შენ ადვილად ჰსცნობ,
რა რიგად უნდა მტკივნეულობდეს ამით გული ჩემი!
ხოლო ამბობენ, რომ გული შენი სავსეა განუზომელის სიყვარულითა და
ამიტომაც მიმიხვდები იმასაც, რომ მე, ამოდენა ტანჯვის მნახველი, ვხადი ჩემს
თავს უბედნიერეს დედაკაცად. თვითონ შენც, უსათუოდ, ამასავე ჰგრძნობდი,
როცა გაწვალებდნენ შენ და შეგინებულ ყოფდნენ. შენც ხომ სიყვარულის გამო
წვალებულ იქმენ.
იგინი ამბობენ, რომ შენ იყავ სრულიად წმინდა და უმანკო. მე კი,
რასაკვირველია, ბევრი სულელობა ჩამიდენია, მაგრამ ცოდვა კი, ჭეშმარიტი
ცოდვა ჩემს დღეში არ მიქნია! ეს ხომ თვითონ შენ უნდა იცოდე. შენ ხარ
ღმერთი და ადამიანთა გულთამხილავი. რასაკვირველია, მე ვნატრობ,
სულითა და გულითა ვნატრობ, რომ საუკუნოდ ვიყო უმანკოებით მოსილი,
მაგრამ რა ვქნა, რომ მე პოლიკარპისა უნდა შევიქნე მაშინ, როცა კანონით სხვას
ვეკუთვნი?

განა შესაძლოა ჭეშმარიტი მეუღლეობა იმ კაცთან, რომელიც საზიზდარია
გარყვნილობით, რომელმაც უნამუსოდ სხვას მიმყიდა? იგი ისე ეუცხოება ჩემს
გულს, ისე ეუცხოვება, თითქო ჩემს თვალს თავის დღეში არ ენახოს. მაინც
კიდევ, მერწმუნე, მე იმისათვის ცუდი არა მინდა რა. მე მსურს მხოლოდ, თავის
დღეში იგი თვალით ადარ ვინახულო.
პოლიკარპი კი!... ჰოი, ნეტა ეხლა აქ იყოს!
იმან ჰსთქვა, რომ მე იმის საკუთრება ვარ, თუმცა ამისი მიზეზი თავის
დღეში არ მიმიცია. მაგრამ ეხლა კი!... იმას რომ რამე ფათერაკი ან მწუხარება
მოელოდეს, მე თუმცა ძნელად ვიტან ტკივილს და სიკვდილისაც მეშინია,
მაგრამ მაინც კი ხმაამოუღებლივ ჯვარს გავეცმოდი, ლურსმით ზედა
დაველურსმებოდი, თუ რომ იმითი დავიხსნიდი მას, როგორც ჰქენ შენ, რათა
დაგვიხსნა ჩვენ ყოველნი.
ხოლო იმან უნდა იცოდეს კი მაშინ, რომ მე იმის გულისთვის ვკვდები. და
როცა იგი თავის მშვენიერის თვალით ჩაიხედავდა ჩემს გასაქრობად მილეულს
თვალებში, მაშინ ვეტყოდი, აი, როგორ გადაგიხადე შენი სიყვარული,
რომელიც უზომოდ უმაღლესია სხვა ყველა სიყვარულზედ, რაც კი ამ დღემდი
მე მინახავს და გამომიცდია. ნუთუ იგი, რაც ასრე უზომოდ უმაღლესია
ყოველს კაცობრიულზედ ღვთისაგან არ უნდა იყოს ზეგარდმო ჩაგონებული!
ნუთუ ამ გვარი სიყვარული ცოდვა უნდა იყოს! მე არ შემიძლიან ამის
პასუხისგება იმიტომ, რომ არა ვიცი რა. შენ კი, ჰოი, ძეო ღვთისა, ღმერთი ხარ
და უნდა იცოდე. იგინი შენ კეთილ მწყემს გიწოდებენ. მაშ, შეგვყარე ჩვენ
ერთმანეთს, ანუ გაგვაშორე. ერთის სიტყვით ჰქენ ის, რაც უმჯობესია
პოლიკარპისათვის და თუ შესაძლოა ერთმანეთი გვაჩვენე ერთს საათს მაინც!
მარტო ის მინდა შევატყობინო იმას, რომ მე ისეთი ბოროტი არა ვარ,რმო
საწყალს სირონას სურდა მასთან შეერთება, მარტო მასთან და არავის სხვასთან.
მინდა მარტო, ეს შეეტყო იმას და მერე თუნდა მომკვდარვიყავ კიდეც.
კეთილო, ჰოი კეთილო მწყემსო, მიმიღე მეც შენს სამწყოში და წინამძღვარ
იქმენ ჩემი!”
ეგრე ილოცდა სირონა და ალერსით სავსე, მშვენიერი სახე ჭაბუკისა
თვალწინ ედგა.
მოეჩვენა, რომ შევიდა ვითომ პოლთკარპის ოთახში და დაიწყო მილაგმოლაგება. პოლიკარპი კდევ თვალს აყოლებს ყოველს მის მოძრაობას და
თვალს არ აშორებს. უეცრად წამოვიდა სირონასაკენ, შედგა და... გაშალა
ხელები, რომ მოეხვიოს. სირონა შეკრთა, დაიფარა პირის სახე და
გულდაკდომით დაეცა მის გულზე. წასქდა თვალთაგან სიხარულის ცრემლი.
გაშალა ხელები, რომ ყელზედ მოეჭდოს საყვარელს კაცსა, მაგრამ ამ დროს
ტკბილი ოცნება უეცრად გაუფთხა. რადაც ნათელმა გაიელვა მღვიმეში და
გაანათლა სიბნელე, ზედ მოჰყვა გრიალი ჭექა-ქუხილისა.
ოცნებიდან გამოსული სირონა მივიდა მღვიმის კარებთან და გაიხედა.
ბინდი მწყვდიად დამედ გარდაქცეულიყო. შავი ღრუბელი მოჰფენოდა ცას და
სხვილი წვიმა შუილით მოდიოდა. პავლე კი არსადა ჰსჩანდა. უფრო და უფრო

მოუხშირა ჭექა-ქუხილმა და ელვამ, უფრო და უფრო ბნელდებოდა. საშინელმა
შიშმა აიტაცა სირონა. დაუწყო ყურება მთასა, რომლის წვერები ბნელ ზეწარში
შეხვეულნი, ხანდისხან განათლდებოდნენ ხოლმე, როცა ელვა გაიკლაკნებოდა
ცაზედ.
ერთი-ერთმანეთზედ ცეცხლის ისრები გველებსავით მიიგრიხებოდნენ
შავს ღრუბლებშია, ერთი-ერთმანეთს მოსდევდა გრიალი ჭექა-ქუხილისა,
თითქო უშველებელი ბუკია, ისე გაიხმაურებდა ხოლმე, მერე ერთი საშინლად
დაიჭექებდა, გრიალით წავიდოდა და შორს სადმე მიჰსწყდებოდა.
უეცრად ეთი საშინელი მეხი ჩამოვარდა და გაბრწყინდა ცა ელვისაგან;
კლდე, საცა სირონას სადგური იყო, შეინძრა. მოიბუზა სირონა, კანკალით
გაიქცა და მიიმალა მღვიმის კუნჭულში და ყოველთვის როცა ელვის ალი
უეცრად გაინათებდა მღვიმეში,.სირონა თრთოდა.
ბოლოს ელვამ თანდათან იკლო, ქუხილი ისეთის ძალით ადარ
გრიალებდა და დასასრულს ყოველივე მიჰსწყდა. ავდარმა გადიარა და
სამხრეთისაკენ დაეშო.
XVI
მღვიმეში თვალგაუვალი სიბნელე იყო, საშინელი საბნელი და
რამოდენადაც სიბნელე მატულობდა, იმოდენად მატულობდა შიში და ელდაც
სირონასი. როგორც წყალწაღებულს წყლის ნაპირი ენატრება, ისე სირონას
ენატრებოდა სინათლე. ზოგჯერ თვალებს დაიხუჭავდა რამოდენადაც
შესაძლოა მაგრად, ცდილობდა, წარმოედგინა სხივოსანი შუქი ნათლისა.
შიშმა ამოუვსო გული სხვადასხვა საშიშარის სურათითა და ელდითა. ვინ
იცის, იქნება პავლემ სულაც თავი დამანება და დამაგდოო ჩემის ბედის
ანაბარად? იქნება ამ საშინელებამ მთებში მოასწრო პოლიკარპის ჩემს
საძებნელად წამოსუღსაი, და ბნელაში კლდეში სადმე გადიჩეხაო, ანუ მეხი
სადმე დაეცა და სული გააფრთხობინო? ეს კლდე, მღვიმეს შემოსავალის
თავზედ გადმოშვერილი, რომ მოირღვეს და გზა შემიკრას, რა შეშველებაო?
მაშინ ხომ ცოცხლად დამარხულს აქ მარტოდმარტო უნდა ნელ-ნელა
ამომივიდეს სული, ისე მოვკვდე, რომ ვეღარა ვნახო ის, ვინც ასე მიყვარს, ისე
გამოვესალმო ამ წუთის სოფელს, რომ ვეღარ უთხრა მას, რომ მე შენს გულს არ
ვუმტყუნეო.
ამ ფიქრებით ელდაცემული სირონა წამოხტა და ხელების ფაცურით
გაიგნო გზა და მღვიმეს გარედ გამოვიდა. ვეღარ აიტანა ეს ხმაამოუღებელი
მარტოობა და საშინელი სიბნელე. მაგრამ ფეხი გააცილა მღვიმის შემოსავალს
თუ არა, მოესმა ვიდაცის ფეხის ხმაურობა. ახალმა ელდამ შეიპყრო ქალი. ვის
გაუხედნია ამ კლდეებზე სიარული ამ თვალგაუვალ ბნელა ღამეში? იქნება
პავლე იყოს? იქნება პოლიკარპიც არის და სირონას დაეძებს? ამ უკანასკნელის
ფიქრით ატაცებულმა სირონამ წაივლო გულზედ ორივე ხელი, უნდოდა ხმა
გაეცა, მაგრამ ენა დაუდუნდა და ხმა გაუწყდა.

თრთოლით და კანკალით სულგანაბული ყურს უგდებდა თანდათან
ახლო და ახლო მომავალს ფეხის ხმაურობას. მომავალმა თვალი მოჰკრა
თეთრს კაბას და ხმა მიჰსცა. ეგ იყო პავლე. პავლეს ხმაზედ გულზე მოეშო
სირონას, თითქო ერთი ძიმე ქვა აეცალაო და სალამზე სალამი მიჰსცა.
- მე მგონია, - ჰსთქვა მეუდაბნოემ. - ამისთანა საშინელბაში შიგნით ყოფნა
უმჯობესი უნდა იყოს, ვიდრე გარედ. იმაზე კი მაინც გული დაჯერებული
მაქვს, რომ ამისთანა ჰაერში ყოფნა ვერაფრად მოსაწონია.
- თვითონ შიგ მღვიმეშიაც საშინელება იყო, - უპასუხა სირონამ. - მე დიდი
შიში და ელდა გამოვიარე ამ საშინელს სიბნელეში, რომ მარტო ვიყავი. ჩემი
პატარა ძაღლი მაინც მყოლოდა, რაც უნდა იყოს, სულიერი მაინც იყო.
მე ძალიან ვეჩქარებოდი რამოდენადაც კი შესაძლოა ადამიანისთვის.
მაგრამ აქ გზები ისე გატკეცილი არ არის როგორც ალექსანდრიის ქუჩებში და
მე რადგანაც ცერბერი არა ვარ და სამი თავი არ მაბია, ამისათვის ვამჯობინე
ნელა ვიარო-მეთქი და შინ მშვიდობით მივიდე-მეთქი. ფრინველმა, რომელმაც
ეგ ქარიშხალი მოგვიტანა, ერთბაშად შთანთქა თითქო მუმლიაო. რაც
ვარსკვლავები იყო და ბებერი მთა ისე შეწუხდა ამ ამბავზედ, რომ ყოველ
მხრიდამ მის ქვიანს ლოყებზე წამოსქდა ნიაღვარი ცრემლისა. აქაც კი
სისველეა! მღვიმეში შედი, ერთი სადმე მშრალს ადგილს გამაშლევინე რაც
მოგიტანე. ხვალ საღამოს ბინდი ჩამოვარდება თუ არა, გზას შევუდგებით. გემი
ვიშოვე, რომელიც კლეზლას მიგვიყვანს და იქიდამ მე თვითონ წაგიყვან
ალექსანდრიამდე. აი, ამ ტყავშია გახვეული ტანისამოსი და ჩადრი. თუ გინდა
რომ გზა-კვალი დაუბნიო ფებაცის, ამ ტანისამოსით უნდა მოირთვა, თორემ
თუ მაგ ტანისამოსით გნახეს, შენ ფებიცის ვერ დაემალები.
- მე მგონია, აქაც კარგადა ვარ დამალული, - უპასუხა სირონამ. მე ზღვაში
სიარულისა მეშინია. ამასთანაც თუნდაც მშვიდობით მივიდე ალექსანდრიაში,
მაინც კიდევ არ ვიცი, როგორ...
- ეგ ჩემი საქმეა, შენ ფიქრი ნუ გაქვს, მე დაგაბინავებ, - გააწყვეტინა სიტყვა
პავლემ. ხომ გაგიგონია ლომისა და ვირის ზღაპარი. აი ეგრეა ხოლმე, რომ
ხშირად ლომს ვირის ტყავი აცვია. გუშინ შენ სიამოვნებით იგონებდი სრასასახლეების მედიდეურობას და ნატრობდი მათში მცხოვრებელის
ბედნიერებას. შენც ერთს იმისთანა მარმარილოს სრა-სასახლეში იდგები და
როგორც პატრონი ისე მოიხმარებ, არავინ შეგეცილება. რაც შეეხება
ტახტრევანს, ეტლსა, შინა მოსამსახურებს, იმისი მე ვიცი, ყველაფერს გიშოვნი.
ნუ ეჭვობ, მე იმისთანას არას დაგპირდები, რომ ასრულება არ შემეძლოს, დამიჯერე. აი წვიმასაც გადუღია, ეხლა ცეცხლს ავანთებ. ეხლა, ღამე
მშვიდობისა და დანარჩენი კი ხვალინდელს დღეს დავაცალოთ.
გაოცებული სირონა დაემორჩილა პავლეს ბძანებას. უწინ რამდენჯერ
უნატრია სირონას ყოველივე ის, რასაც ეხლა ჰპირდება ეს უცნაური
მამინაცვალი, ეხლა კი ყოველივე ეს არაფრად მიაჩნდა. გულში ჩაინერგა, რომ
არას შემთხვევაში არ აჰყვეს პავლეს რჩევას, რადგანაც პავლეზედ რაღაც ეჭვი
დაებადა, ამიტომაც გულგრილად უპასუხა პავლეს გამომშვიდობაზედ და

უთხრა:
- ხვალ სადამომდე კიდევ ბევრი დროა, რომლის განმავლობაში
შეგვიშლიან უფრო კარგად მოვიფიქროთ ყველაფერი.
პავლე ცეცხლის ანთებას შეუდგა და სირონა მაინც მარტო დარჩა ბნელაში
და ხელახლად შიშმა წაიღო. დაუძახა პავლეს და უთხრა:
- მე ამ ბნელაში მეშინია. დღეს დილით შენ კიდევ რაღაც ზეთი დაგრჩა,
იქნება ჭრაქი მაინც მოვახერხოთ, თორემ ბნელაში ყოფნა საშინლად მაშინებს.
პავლემ სწრაფად წამოავლო ხელი რადაც ნატეხს, ჩაასხა ზეთი, მოხია
თავის ისეც დაფხრეწილს კალთას ჩვარი, დაგრიხა პატრუქად, ჩადო ზეთში,
მოუკიდა და მიაწოდა სირონას ამ სიტყვით:
- ჯერ დრომდე ამ ჭრაქმა გაგიწიოს სამსახური, ალექსანდრიაში კი მე
ვეცდები გიშოვნო იმისთანა კანდელი, რომელიც ჩემზედ უკეთესის
ოსტატისაგან იქნება გაკეთებული.
სირონამ თახჩაში თავით დაიდგა ჭრაქი და მიწვა ლოგინზედ. როგორც
ტყის ნადირი ფთხის ნათელზედ, ისეც შიში, რომელიც ამღვრევს ხოლმე კაცის
მშვიდობიანობას. ყოველივე საშიშარი ფიქრი თავიდამ მოშორდა სირონას.
გულდადინჯებული იწვა ლოგინზედ და მტკიცედ ჩაინერგა გულში, რომ
იმ დრომდე არ წავიდეს ამ მღვიმედამ და არ მიენდოს მეუდაბნოეს, ვიდრე
როგორმე არა ნახოს პოლიკარპი და იმასთან არ მოილაპარაკოს. ხომ იცის ეხლა
სადაცა ვარო, იფიქრა სირონამ. უთუოდ ამოვაო დღესა თუ კალეო.
“ხვლა, იმედი მაქვს, ვნახავ, - ამბობდა სირონა. - ჩემს გულს მთლად
გადვუხსნიო. იგი ჩაიხედავს ჩემს გულში და ჰსცობს, რომ როგორც
გადაშლილს წიგნში, მისი სახელი ჰსწერია ყოველს ფურცელზედ, ყოველ
სტრიქონზედ. მე იმასაც ვუამბობ, რომ დღეს მე ჩემი ლოცვა მივმართე მის
”კეთილს მწყემსა” და მას შემდეგ გული დამიამდა, მწუხარება გამინელდა. მე
ვეტყვი, რომ ისეთივე ქრისტიანად ყოფნა მინდა, როგორც მისი დედაა როგორც
მისი დაი მარტანაა. დოროტკას ძალიან გაუხარდება ამას რომ გაიგებს. მე იმას
თავის დღეში ავ დედაკაცად არ მივაჩნდი. ყოველთვის სიყვარულით
მექცევოდა. პატარები ხომ რაღა... სიხარულით ხტომას დაიწყობენ”
მხიარული სახენი პატარა ბავშვებისა წარმოუდგნენ თვალწინ, მერე
ფიქრი ბურანმა ნელ-ნელა შეიპყრო და ბოლოს ნუთშმცემელი ძილი ნაზად
ჩაეპარა გულში და გაუფანტა უკანასკნელი ჩრდილი დღეთა ცხოვრების
მზრუნველობასა.
ღიმილით ბაგეზე ჩაეძინა სირონას როგორც გულუბრყვილო ბავშვსა, მისი
უცნაური ზედამხედავი ამ ღროს ისევ ცეცხლს დაჰსტრიალებდა და რაც
შეეძლო უბერავდა სველს შეშას, რომელსაც ძნელად ეკიდებოდა. ზოგჯერ კი
მოშორდებოდა ცეცხლს, წინა და უკან დადიოდა და მხურვალეს თვალით
გაიცქირებოდა იქით, საცა ჭრაქის შუქზედ მოჩანდა მძინარე სირონა.
აქამომდე ჯერ კიდევ გონება არ მოეკრიფა, მას აქეთ, რაკ პოლიკარპი
დაამარცხა. ერთს წუთსაც არ შეუნანია იგი, რაც დღე დააყენა პოლიკარპს. სულ
ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ძირს დაცემა პოლიკარპისა უბედურობით

გათავდა.
ეგრე უნდაო იმისთანა კადნიერს და თავზედ ხელაღებულ კაცსაო! ვინ
მიჰსცა ამას ნება, რომ სირონას წამოსარჩლებოდაო, მაშინ როდესაც მე, პავლემ,
სირონა სიკვდილს გადავარჩინეო და ყოველივე მზრუნველბა მასზე კისრად
ვიდეო?
ჯერ პირველ შეხვედრაზედვე სირონას სიტურფემ ამოვნებით აავსო
გული პავლესი, როცა იგი აღტაცებით შეჰყურებდა ლამაზს ქალს და
გულმტკივნეულობით ყურს უგდებდა მის გულწრფელს ლაპარაკსა. მხოლოდ
პოლიკარპის აღსარებამ ჩაუგდო გულში ნაპერწკალი; და ეს ნაპერწკალი
უშველებელ ცეცხლად გადააქცია იჭვმა და შიშმა, რომ სირონახ სხვა
წამართმევსო.
არ უნდოდა ეს ქალი დაეთმო ვისთვისმე, უნდოდა, რომ სამუდამოდ
ამაზედ მზრუნველობა თვითონ ჰქონოდა. უნდოდა, რომ ის ქალი მარტო,
მარტო ამის მადლობელი ყოფილიყო და სხვის არავისი. ამიტომაც ასე აჩქარდა,
ასე გულმოდგინედ სულით და გულით მიეცა სამგზავროდ მზადებასა, რომ ეს
ქალი მალე გააქციოს როგორმე. ავდარს და ნიაღვარს, ჭექა-ქუხილს, ღამის
თვალგაუწვდენელს სიბნელეს, არაფერს არ შეუშინდა და როცა თავიდამ
ფეხამდინ გაწუწვილი, დაქანცული, ხელის ფაცურით გზას იკვლევდა,
კლდიდამ კლდეზე ბობღინობდა სასიკვდილოდ თავგამომეტებული, იგი
მხოლოდ სირონაზედ ჰფიქრობდა, ზრუნავდა მასზედ, თუ როგორ მიიყვანოს
მშვიდობით ალექსანდრიაში, როგორ დააბინავოს, როგორ მიანიჭოს
ყოველისფერი, რითაც კი დედაკაცის გული სიამოვნებს ხოლმე.
ბევრგვარი აზრი მოსდიოდა, ბევრგვარი სარისტა დაიწყო, მაგრამ ყოველს
ამას მარტო სირონას სიამოვნებისათვის ლიმობდა. საკუთრივ თავისთვის კი
არა უნდოდა რა, სრულიად არაფერი.
როცა ჭრაქი აანთო და ჭრაქის შუქზე ხელახლად დაინახა სირონა, მისმა
სიტურფემ თავზარი დასცა. ხოლო დიდხანს ვერ დაჰსტკბა საუცხოვო
ხილვითა. სირთნამ მალე დაანება თავი და მარტოდ დააგდო წვიმის ქვეშ ღამის
სიბნელეში.
მოუსვენარად დადიოდა წინა და უკან. უფრო და უფრო ცეცხლს
უკიდებდა მწვავი სურვილი, რომ ერთხელ კიდევ ნახოს ჭრაქის შუქით
განათებული სახე და ჭრაქისაკენ გამოწვდილი თოვლივით თეთრი ხელი.
უფრო და უფრო უძლიერდებოდა გულის ფეოქა.
როცა მღვიმეს შესავალს წინ გაუვლიდა და შაგნიდამ შუქი გამოკრთოდა,
რაღაც იდუმალი ძალი ეწეოდა შიგნით, რომ ერთხელ კიდევ დაინახოს
მშვენიერი ქალი. ეხლა პავლე იმაზედ აღარ ფიქრობდა, როგორმე ლოცვით და
გვემით მოიშოროს თავიდამ მაცდური წადილი, ეხლა საბუთს ეძებდა, რომ
თავისთავის წინაშე თავი იმართლოს, თუ რომ შიგ მღვიმეში შესვლა
მოუხდებოდა. მიზეზიც მალე იპოვა, ცივი ღამეაო, ტყაპუჭი იქა მაქვსო.
განიზრახა შესვლა და გამოტანა, თუმცა აღთქმა დადებული ჰქონდა, რომ
ტყაპუჭი ტანზე ადარ მიიკაროს. ახლა სირონა, ვჰსთქვათ, კიდევ ვნახეო, მერე

რაო? ჰკითხა თავის თავს.
როცა დირეს ფეხი გადააცილა, გულის ხმამ ურჩია, უკან დაბრუნდიო;
ეუბნებოდა, რომ მრუდე გზაზე მიხვალო, ფეხის თითებზე მიცოცავო, როგორც
მპარავი და ქურდიო! მაგრამ აქა თავი გაიმართლა, ფეხის თითებზე მივცოცავო
მისთვის, რომ სირონას ძილი არ დავუფთხოვო. ამის მერმყდ ჩაუჩუმდა გულის
ხმა იმიტომ, რომ მივიდა კიდეც იმ ადგილამდე, საცა სირონას ეძინა.
სირონას ეძინა თავის ხმელს ლოგინზე, ძილით მოცულს როგორც ფერიას.
გარშამო ბნელოდა. სუსტი ნათელი ჭრაქისა შუქსა ჰსცემდა მარტო ერთს
პატარა კუნჭულს მღვიმისას. ხოლო პირისხე, გულ-მკერდი და ხელები
ქალისა, რომელთაც ჭრაქი შუქსა ჰფენდა, ჰნათობდნენ თითქო საკუთარის
მუქითაო და აძლიერებდნენ ჭრაქის სუსტს ნათელსაო.
პავლემ სული გაინაბა, დაეშვი მუხლებზე და თვალნი აღტაცებით და
მხურვალედ გაუშტერა მშვენიერს სახეს მძინარისას. სირონა ამ დროს
სიზმრებში იყო. მისი თავი, ოქროს თმებით გარემოცული, ბალახების ბალიშზე
ესვენა, პირისსასე, ნაზად ვარდისფრად წამოწითლებული, მიქცეული ჰქონდა
მღვმის ჭერისაკენ. მისი ნელად მოკუმშული ბაგენი მოძრაობდნენ... აი, ტოკვა
დაიწყო ოდნად მოხრილმა თეთრმა ხელმაც, რომელიც ესვენა შუბლზე, ჭრაქის
შუქით განათებული.
- ”განა ჰსთქვა რამე?” - ჰკითხა თავის თავს პავლემ და მაგრად მიეყრდო
გამოშვერილს კედელს კლდისას, თითქო ამით უნდაო, შეაყენოს ძარღვში
აშფოთებული სისხლი, რომ თავში არ აუვარდესო. სირონას ხელახლად
აუთრთოლდა ბაგენი. - ჰსთქვა რამე თუ არა, იქნება მე მიხმოო.
არა, ვერ იხმობდა, რადგანაც ქალს ეძინა. პავლეს კი უნდოდა, რომ ეგ ეგრე
ყოფილიყო. უფრო ახლო და ახლო მიიწია. ბოლოს მოიხარა თავი და
ხმაგაკმენდით მოჰყვა ყურის გდებას, მაგრამ ღონემ უდალატა, სუნთქვა
დაუდგა, თავბრუ დაესხა. თავი ვეღარ შეიმაგრა და ბალნიან ტუჩებით
დაჰსწვდა ჯერ ხელს რომელიც ქალმა უკან წაიღო ძილში, მერე თვალნი
უძრავად დააშტერა ოდნავ გაპობილ ქალის ბაგეთა, რომელთაც შორის
გამოჰკრთოდნენ თოვლივით თეთრი კბილები, ამ პატარა ბაგეთა კოცნის
წყურვილმა შეიპყრო მთელი მისი არსება უძლეველის ძალითა.
მთელის ტანით მთრთოლვარემ, დაიწია თავი რომ კოცნის წყურვილი
მოიკლას, მაგრამ უეცრად თავი მოარიდა, თითქო რაღაც მოჩვენებამ თავზარი
დაჰსცაო. ეხლა თვალნი მისნი მიეპარნენ ლალისფერს ტუჩებს კი არა, არამედ
ხელს, რომელიც ესვენა მძინარე ქალის შუბლზედ.
შუქი ჭრაქისა სხივსა სცემდა ოქროს ბეჭედს, რომელიც ხელზე ჰქონდა
სირონას და ბრწყინვალედ ანათებდა შიგ ჩასმულს ქვას, რომელზედაც
გამოჭრილი იყო სახე ტიქეისა, ანტიოქიის ღმერთასი, თავზედ ბურთით და
ხელში რქითა.
ეს რომ ნახა, სისხლი უფრო აემღვრა და გულმა უფრო ძლიერ დაუწყო
ცემა. მაშინვე უბეს იკრა სულ., და ამოიღო პატარა რკინის ჯაჭვი და ბეჭედი,
რომელიც წინად გერმასის დედას შესხნა, როცა იგი გადიცვალა. სინათლეზედ

გასინჯა და ნახა, რომ იმისთანავე ქვა ზის, იმისთანავე სახეა ამოჭრილი
როგორც სირონას ბეჭედზე. აკანკალებული ხელი მისი ძირს ჩამოეშვა მისთვის
ძვირფასის განძითა, მერე ორივე ხელი წაივლო აბურძგნულს თმებში, ერთი
საშინლად ამოიკვნესა და თითქოს შენდობას ევედრებაო, რამდენჯერმე ახსენა
სახელი მაგდალინასი.
მერე ხმამაღლა დაუძახა სირონას და როცა შეშინებულმა გამოიღვიძა,
ჰკითხა: - ”ვინ მოგცა შენ ეგ ბეჭედი?”
- ფებიციმ მაჩუქა და მითხრა რომ ანტიოქიაში მაჩუქესო რამდენიმე წლის
წინადაო. ეხლა მე ეს ბეჭედი არც კი მინდა, რომ მქონდეს. თუ მოგწონს, წაიღე,
შენი იყოს.
- გადააგდე! - დაიძახა პავლემ. - შენ ეგ ბედნაერებას არ მოგიტანს!
ამის შემდეგ ხელახლად დაიმორჩილა თავი, ადგა, თავი დაღუნა, გავიდა
გარედ, მიეგდო სველ ქვებზე და წამოიძახა:
- მაგდალინავ, შენ წმინდა ხარ! შენ გლიცერა გერქვა და წამებულ კი იქმენ
ღვთისათვის და მით მოიპოვე გზა საუკუნო ცხოვრებისა. მეც, მეც მქონია
დღენი სიმართლისანი და მაშინ ვბედავდი და ჩემს თავს პავლეს ვუწოდებდი.
ეხლა კი, ეხლა?
სასოწარკვეთილებით აღვსილი იცემდა თავში ხელს და კვნესოდა: ”წარხდა ყოველი ჩემთვისა, წარხდა!”
XVII
ყოველს კაცს არ შეუძლიან იგრძნოს, რა არის ის საშინელი მწვავთ
ტკივილი, რომელსაც გამოივლის ხოლმე სული, თავის თავზედ
იმედგადაწყვეტილი და სასოწარკვეთილი. მაგრამ ესეც კია, რომ რამოდენადაც
ამ შემთხვევაში ტანჯვა და ქენჯნა ძლიერია, იმოდენად ნატკივარს გულს
შვებაც ეძლევა ხოლმე.
პავლეს ფიქრში აღარ მოსდიოდა ლამაზი მძინარე ქალი. იგი,
შეწუხებული იმ საშინელის სულის ქენჯნითა, მაგდო ტიტველა ქვებზედ და
ჰგრძნობდა, რომ ყოველივე ბრძოლა ამაოა და ფუჭი. როცა მან სხვის მაგიერად
იკისრა ცოდვა და მიიღო სასჯელი, როცა კისრად იდო გერმასის სამარცხვინო
საქციელი, მაშინ ეგონა, რომ მაცხოვრისაგან ნაჩვენებ გზას დავადექიო. ეხლა
კი? ეხლა კი იგი ჰგვანდა იმ კაცს, რომელიც დაეწია თავის სასურველს საგანს
და როცა ხელი უნდა წაევლო, წამოჰკრა ფეხი ქვას და ჩავარდა ლაფში.
- ”ღმერთი ხედავს წადილს და არა მოქმედებას”- ფიქრობდა გულში. – ”რა
დავაშავე მე სიონის წინაშე და რა არა, ეგ სულ ერთია, ამას ვინ იკითხავს. როცა
მე გავიწიე მირონასაკენ, მე მაშინ ვეყმე სატანას და ამით თანაზიარი გავუხდი
დაუძინებელ მტერს მისას, ვისაც შევჰსწირე მე ჩემი სული და ხორცი. რას
მიშველის მე, რომ გამოვეთხოვე წუთისსოფკლს და აქ, ამ უდაბნოში ვგდივარ?
ვინც ბრძოლას თავს არიდებს, რასაკვირველია, შეუძლიან დაიკვეხოს მე ჯერ
არავის დავუმარცხებივარო, მაგრამ ამით განა ის გმირად ჩაითვლება? დაფნის

ფოთოლის ღირსი მარტო ის არის, ვინც ამ ქვეყნიურ ბრძოლაში არ
გაიმრუდებს გზას ცისაკენ მიმავალს და არ შეიშლის სიარულს. მე კი
ვეხეტებოდი მარტოდ და როცა წინ შემხვდა ყმაწვილი კაცი თავისის მუქარითა
და დედაკაცი თავისის სილამაზითა, დავივიწყე ჩემი გულითადი საგანი და
მსწრაფლს ჩავეშვი სატანის წუმპეშია. ეგრე არ იქნება, მე აქ იმას ვერ გიპოვა,
რასაც ეძიებს სული ჩემი! მაშ როგორ და სად? განმანათლე მე, უფალო, და
მასწავლე, რა უნდა ვჰქმნა”.
ამ ფიქრებში გართული პავლე წამოდგა, დაიჩოქა და გულმოდგინედ
დაიწყო ლოცვა. როცა ბოლოს წარმოჰსთქვა ”ამინო” თავი გაუხურდა თითქო
ეწვისო და ენა თითქო გაუშრაო.
ამასობაში ცამ ღრუბელი გადიყარა, მარტო ჩასავლეთისკენ კიდევ შავად
მოჩანდნენ შეჯგუფებულნი. ხანდისხან სადმე შორს გამოჰკრთებოდა კიდევ
ელვა და ანათებდა ჩაკპილულს წვერს კლდეებისას. მთვარეც ამოსული იყო,
მაგრამ მისი კლებაში შესული დისკო დაფარულიყო მსწრაფლ მორბედ
ღრუბლებითა. ბრწყინვალე ნათელი ელვისა, ნაზი შუქი მთვარისა და
სრულიადი
სიბნელე
ღამისა
საოცარის
სისწრაფით
რიგ-რიგად
მოივლინებოდნენ. ბოლოს პავლე ადგა და დაეშო წყაროსაკენ, რომ წყლი
დალიოს და გაიგრილოს გახურებული შუბლი.
გზად მიმავალი ამბობდა, რომ მე უნდა დავიწყო სხვა ახალ ცხოვრებაო და
მინამ ამას შევუდგებიო, ჯერ პირველად წარსულთა ცოდვათა მონანიება
მმართებსო. მძიმე საკანონო უნდა დავჰსდო ჩემს თავსაო. მაგრამ როგორი
საკანნოო?
წყაროს პირს იდგა, როცა ეს ფიქრი მოუვიდა და დასალევად დაწაფვას
ლიმოდა. მაგრამ მინამ პირს დააკარებდა წყალს, წამოდგა ისევ, ხელახლად
გაჰსწორდა ტანში. სახელდობრ იმიტომ, რომ წყურვილი ჰსწვავდა და უნდოდა
უწყლოობით დაესაჯა თავი.
სწრაფად მოარიდა თავი წყაროს და უკუიქცა. როცა ამ რიგად
დაიმორჩილა თავი და იგრძნო, რომ ცოტაოდენად მაინც ვძლიე ჩემ თავსაო,
მის ამღვრეულს გულს ცოტა შვება მიეცა.
მას უნდოდა, მოშორებოდა აქაურობას, ამ უდაბნოს, ამ წმინდა მთას და
საითმე გადაკარქულიყო. მაგრამ საით და რად? ხომ მარტო წვალება უნდოდა
თვითონ და წვალებაც ეგ იყო. – ”ვის უნდა გავექცევო, ვის?” - ჰკითხავდა
დაჟინებით თავის თავს და ეს პასუხი იპოვა:
ის, ვისაც შენ გინდა მოშორდე და გაექცე, თვითონ შენა ხარ. შენი მტერი
საკუთარი შენი ”მე” არისო და საცა უნდა გადიკარქო, იგი ყველგან თან
გამოგყვებაო, უფრო ადვილია მოიშორო თავიდამ შენი ჩრდილიო, ვიდრე შენი
”მე”.
პავლემ ეხლა სრულიად იგრძნო თავისი საკუთარი უძლურება და შემდეგ
იმ წვალებისა, რაც ამ უკანასკნელ საათებში გამოიარა, სულ მოიშალა ტანში,
მოჰსწყდა და დიდს მწუხარებაში ჩავარდა.
ღონე მოკლებული, მისუსტებული, თავ და სიცოცხლე მოძულებული

პავლე მიეგდო ქვებზედ და დაიწყო მასზედ ფიქრი, რაც ამ უკანასკნელ
დღეებსა და საათებში გამოიარა და შეემთხვა.
- ”ყველა სულელზე, რომელიც კი ოდესმე მე მინახავს, მე შორს წაველ და
ყველას გადავაჭარბე” - ამბობდა თავისთავად პავლე. – ”ამასთან ისე ნაირად
ავრიე ჩემი გზა და კვალი, რომ ბრძენიც ვიყო, ვეღარ გავასწორებ. ერთხელ
ვიღაცამ მიამბო, რომ ყოფილა ვითომ ერთი ვიღაც უდაბნოელი, რომელსაც
აქაო და სამღთო წერილში ჰსწერია, მკვდრებს დამარხვა უნდაო, აუღია და
რადგანაც ცხედარი არსად ყოფილა, მოუკლავს მგზავრი, რომ სამღვთო
წერილის ბძანება დამარხვის შესახებ მით აესრულებინა. სწორედ ისე
მომივიდა მეც. რადგანაც, იმისათვის რომ სხვა გადავარჩინო წვალებას და
სხვის ბრალი კისრად ვიდო, მე უბედურებაში ჩავაგდე პატიოსანი ქალი და
თვითონაც ცოდვილ შევიქმენ. რა წამსაც ირიჟრაჟებს მე სოფლისაკენ გავწევ და
ყველაფერში გავუტყდები პეტრესაც და ეპისკოპოს აღაპისაც. იგინი
საკანონოოს დამდებენ და მე ვეცდები, რომ ის საკანონო უნაკლულოდ
ავასრულო. რაც უფრო ნაკლებ შევიბრალებ ჩემს თავს, მით უფრო მალე
შემიბრალებს ყოვლად მწყალე და უკვდავი გამკითხველი ჩემი”.
ადგა, შეხედა ვარსკვლავებს და რა ნახა, რომ გათენება მალე იქნება,
გაემართა სირონასთან წასასვლელად და გადადგა ფეხი თუ არა, ერთი
შესაბრალისი კვნესა მოესმა. ყური დაუგდო, ხელმეორედ მოისმა უცნაური
კვნესა. პავლემ იფიქრა იქნება დაჭრილი ნადირიაო სულის დალევამდე
მიხწეულიო, და გასწია იქით, საიდამაც კვნესის ხმა მოდიოდა.
კვნესის ხმა თანდათან უფრო გაძლიერდა და მოუხშირდა, თანდათან
უფრო გულსატკივარი ხმა ისმოდა. მაშინ კი მიხვდა, რომ ის ხმა უსათუოდ
ადამიანისა არის. მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ იქავ გადმოშვერილ კლდის
ქვეშ გდია უძრავად ადამიანი.
”იქნება მწყემსი ვინმეა, მეხისაგან გაფუჭებულიო”, - იფიქრა პავლემ.
მივარდა ტანჯულს, ნელა წამოჰსწია და გულზედ მიიყრდო სნეული და როცა
ცხვირში ეცა სუნი თმებზედ ცხებულ სურნელოვანის ზეთისა, მაშინ დაებადა
საშინელი წინად გრძნობა.
”პოლიკარპ, შენა ხარ?” - დაიძახა პავლემ და უფრო ძალიან მოხვია
ხელები სნეულსა. პოლიკარპი შეიძრა და ცოტა რამ წაიდუდუნა წყნარა და
გაუგებრად, მაგრამ იმოდენად კი, რომ პავლემ გული დააჯერა, რომ მართლა
პოლიკარპია.
გულმტკივნეულად ამოიოხრა პავლემ, გადეხვია დაუძლურებულს
ყმაწვილ კაცს, მერე სიფრთხილით ასწია და როგორც ბავშვი წაიღო წყაროსაკენ
და იქ თავისი პატიოსანი ტვირთი დაუშვო ძირს ბალახზედა.
პოლიკარპი შეტოკდა და აახილა თვალები. ამ დროს გარიჟრაჟდა კიდეც,
სუბუქს ღრუბლებს ცის აღმოსავლეთის მხრივ ვარდისფერი ქობა გაუკეთდა და
ახლად დაბადებული დღის ნათელი ლამოდა ბნელის ზეწრის ახდას და
ქვეყნიერობის სახისა და ფერის გამოჩენასა.
ყმაწვილმა კაცმა იცნო უდაბნოელი, რომელიც აკანკალებელის ხელით

ჰბანდდა წყლულს კეფაზედა. ცეცხლივით აენთო თვალები პოლიკარპს და
შეიკრიბა რა უკანასკნელი ღონე ჰკრა ხელი პავლეს, რომ თავიდამ მოიშოროს.
პავლემ უკან არ დაიწია და ხელის კვრა ისე მიიღო, როგორც მოკითხვა,
როგორც ჯილდო და იფიქრა: - ”დიახ, ხანჯალიც რომ გქონოდა ხელში,
მაშინაც ადგილიდამ არ დავიძროდი”.
და ჭრილობა პოლიკარპისა მეტად მძიმე და დადი იყო, ხოლო სისხლი
თმებში ჩაჰკდომოდა და შეეკრა პირი წყლულისათვის. ასე რომ სისხლის დენა
ამით შემწყდარიყო. როცა პავლემ მოჰბანა წყლული, ხელახლად წამოჰსქდა
სისხლი. სისხლის დენა მოემატა მას შემდეგ უფრო, როცა პოლიკარპმ თავის
მტერს პავლეს შეუტია ხელის კვრითა. ყოველ ამან დაასუსტა ისეც
მისუსტებული პოლიკარპი და ამიტომაც გი, უღონობით გრძნობა მიხდილი,
დაეცა პავლეს მისაშველებლად გაწვდილ ხელებზე.
სუსტმა დილის ნათელმა უფრო მეტად გააფითრა უსისხლოები
გაფითრებული და ფერმილეული სახე ყმაწკილ-კაცისა, რომელიც თვალებ
ამღვრეული და უკანასკნელ დღემდე მიხწეული ესვენა უდაბნოელის
ხელებზედა.
”სულსა ჰლევსო”, - წაიდუდუნა პავლემ და ელდაცემული, სულგანაბული
ხან ცას შეხედავდა, ხან მინდვრებს გადაჰსცქეროდა თითქო ეძებსო ადამიანს,
რომ იშვე ლიოსო.
თვალწინ მოჩანდა დიდებული მთა, დილის სხივებით მორთული,
რომელზედაც უფალმა ქვის ფიცარზე დაჰსწერა კანონი თავის საკუთარის
ერისათვის და მთელ ქვეყნიერობისათვისაც. პავლეს მოეჩვენა უზარმაზარი
სახე მოსესი, რომელიც ვითომ გადმომდგარა ერთს მაღალ ცერზე და ხმამაღლა
ღაღადებს ყველაზე უმძიმეს მცნებას: ”არა კაც ჰკლა”.
პავლემ თვალებზედ ხელი აიფარა და შიშის ზარით ელდაცემულთ იდგა
ხმაამოუღებლივ გლზედ მიყუდებულ ტვირთითა. თვალებზე ხელი აიფარა
იმიტომ, რომ ეშინოდა დაენახა ფერმკრთალი სახე ყმაწვილკაცისა და უფრო
მთა. მაგრამ ძლიერი ხმა მადალის მთიდამ უფრო და უფრო ღაღადებდა, უფრო
და უფრო ძლიერ ისმოდა. პავლეს გულში ხმაურობდა სასტიკი ხმა უფლისა:
”არა კაც ჰკლაძ. მერე მეორე: ”არა გულთ გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა
შენისა”, და მესამე: ”არა იმრუშო”. და ბოლოს მეოთხე: ”არა იყვნენ შენდა
ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე”.
”ვინც შესცოდავს თუნდ ერთს რომელსამე მცნებას ამ ოთხიდამ, იგი
შეჩვენებული და წყეულია. მე კი, მე კი ოთხსა ერთად შევცოდე, ოთხივ ერთად
დავარღვიე ცხონების ეკლიანს გზაზედ”. - იძახოდა სასოწარკვეთილი პავლე
თავში ცემით.
უნვპლიედ ხელნი ააპყრო ცისა მიმართ, მძიმედ ამოიკვნესა და შეხედა
მთას. რა ნახა მთაზედ? სინაის წვერზე საყარაულო იყო, საცა მუდამ ყარაული
იდგა მტერის საზვერად, იმ საყარაულოს წინ ფრიალებდა ალამი ნიშნად იმისა,
რომ მტერი გამოჩდა და მოდისო.
პავლე მართალი იყო. როცა ეს ამბავი დაინახა და მოსალოდნელის შიშისა

გამო გონება ისევ მოეკრიფა, ნახა, რომ ხმა, რომელიც მას მთის წვერიდამ
მოესმა, ყარაულის საყვირის ხმა იყო გასაფფრთხილებლად მცხოვრებთა და
მეუდაბნოეთა.
გემრასი დაბრუნდა თუ არა? იქნება ბლემიელებმა გზა აუქციეს? რომელ
მხრიდამ მოდის მტერი? აქ მომაკვდავიან უჩდა დარჩეს პავლე, თუ მოვალეობა
ითხოვს, წავიდეა და თავისი ღონიერი მკლავი მოიხმაროს თავის მოძმეთა
საშველად?
ამების კითხვით და შიშით დასცქეროდა იგი ფერმლეულს სახეს
ჭაბუკისას და გული აევსო მტკივნეულობით და სიბრალულითა. რა მშვენიერი
იყო ეს ნორჩი ყვავილი, რომელიც ყუნწში გადატეხილ იქმნა ამის ტლანქის
ხელითა! ამ შავ ხუჭუჭ თმასა ჯერ კიდევ გუშინ ათამაშებდა ხომ დედის ნაზი
ხელი! უდაბნოელს თვალში ცრემლი მოერია, დაიხარა და როგორც მამამ,
ალერსით აკოცა უსისხლო ტუჩებს უსულო ჭაბუკისას.
სიხარულის ჟრუანტელმა გაურბინა ტანში იმიტომ, რომ ტუჩები
პოლიკარპს ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა და აი, ხელითაც ტოკვა დაიწყო...
მადლობა ღმერთს! ხელახლად თვალიც აახილა.
- ”მე კაცის მკვლელი არა ვარ, არა”, - უგალობდა პავლეს გულში
ათასნაირი ხმა ლხენითა და სიხარულითა. მერე ჰსთქვა: - ”ჯერ თავის
მშობლებთან მივიტან მას და მერე ძმებთან!”
უეცრად ხელახლახლდ გაისმა ხმა საყვირისა და მყუდროება უდაბნოსი
დარღვეულ იქმა ადამიანის ძახილითა და კიჟინითა; თითქო ჯადომ ჩაუდგა
სული ამ უენო უდაბნოსაო და ქვებს და კლდეებს ხმა ამოაღებინაო, ასეთი
ჟრიამული ადგა.
- გვიანღაა, გვიან! - ჰსთქვა პავლემ. - მე რომ შემძლებოდა, მე რომ
მცოდნოდა...
- ჰაი, ჰაი, ღვთის მოშიშო პავლე! - გააწყვეტინა ფიქრი ქალის ხმამ,
რომელიც მაღლიდამ მოისმა. - გერმასი კარგად არის, გერმასი ხელახლად
აქავეა! აბა შეხედე ზევით, იქ ბაირაღი ფრიალებს. იმიტომ, რომ გერმასმა
შეატყობინა ყარაულებს. ბლემიელები მოდიან და გერმასმა შენთან
გამომგზავნა, რომ გიპოვო სადმე. ჩქარა წამოდი, იმ ბურჯში გელოდება,
რომელიც გზის მხარ-მარჯვნივ არის. ჩქარა! ნუ იგვიანებ! გესმის, ჩქარა-მეთქი!
იმის სიტყვას გეუბნები, ჩქარა-მეთქი! ეგ გულზედ ვინა გყავს მიყრდნობილი?
ეგ ხომ...
- პოლიკარპია, პოლიკარპი, - უპასუხა პავლემ. - შვილი შენის ბატონისა
უკანასკნელ დღეშია. გაიქეც და შეატყობინე სენატორს, შეატყობინე
დოროტეას...
- მე ეხლა სხვა საქმე მაქვს, - უპასუხა მირიამმა. - გერმასმა ბევრგან სხვაგან
გამგზავნა და იქ მივდივარ. სოფელში კი რომ ჩავიდე, ბატონები
დამამწყვდევენ და არსად ადარ გამიშვებენ. რა დამართვია საწყალს? მაგრამ
ეხლა ეგ რა საკითხავია! დღეს შენ უფრო მძიმე საქმე გაქვს. აქ მდგომი და
სენატორის დედის ნებიერ შვილზე კნავილი დღეს არაფრად მოგიხდება. ჩქარა

წადი გერმასთან-მეთქი, ეგ ან მანდ დააგდე, ან წაიღე შენს ახალს ბუდეში და
გადაეცი შენს სატრფიალოს, ქალი უფრო კარგად მოუვლის...
- აი შე წყეულო, - დაუყვირა პავლემ და ქვას ხელი წამოავლო...
- დაანებე მაგას თავი-მეთქი გეუბნები, - უძახოდა მირიამი. - თორემ
წავალ და ფებიცის შევატყობინებ. აბა ნუ აასრულებ გერმასის სიტყვას და მე
გიჩვენებ, რასაც გიზამ. მე ელა სხვებთან წავალ და იმედი მაქვს, ბურჯში
ვნახავო ერთმანეთს. ჰა, დიდხანს არ დაგაგვიანოს შენმა ოქროსთმიანმა
მეგობარმა, შე ღვთის მოშიშო პავლე, შე, წმინდაო პავლევ!
მირიამმა ჰსთქვა ესა და მოჰყვა ხმა მაღლივ ხარხარს და იმ ხარხარით
კლდიდამ კლდეზე მიფრინავდა, თითქო ჰაერში ჰსცურავსო. პავლე
გაჯავრებული თვალს ადევნებდა, ბოლოს იგრძნო, რომ კარგი ურჩივა,
წამოიკიდა საწყალი პოლიკარპი და წაიღო თავისს მღვიმესაკენ. ჯერ არ
მისულიყო მღვიმემდინ, მოესმა ფეხის ხმა და მწუხარე ოხვრა და ვაება და
რამდენსამე წუთს შემდეგ თვითონ სირონაც დაუდგა თვალ-წინ. გამწარებული
სირონა გულმოწყლულის ხმით მოჰსთქვამდა:
- პოლიკარპია, პოლიკარპი! სწორედ ის არის, სწორედ! მაგის სიკვდილი
შეუძლებელია. ეგ რომ მოკვდეს, მაშ თქვენა კაცთმოყვარე ღმერთი, ღმერთი
მოწყალებისა და სიყვარულისა ულმობელი, უწყალო და შეუბრალებელი
ყოფილა.
სხვა ვეღარა ჰსთქვა რა, რადგანაც ცრემლმა და ტირილმა ხმა წაართვა,
პავლე კი წინ მიდიოდა და მის ყვედრებას და გულისწვას ყურს არ ათხოებდა.
შევიდა მღვიმეში, დაასვენა გრძნობადაკარგული ჭაბუკი სირონას ლოგინზედ
და როცა სირონამ პოლიკარპის წინ ჩაიჩოქა და ტუჩებით ზედ დააკვდა
ჭაბუკის უღონო ხელს, მაშინ პავლემ უთხრა წარბ-შეკვრით, მაგრამ ალერსით
კი:
- თუ ეგ ყმაწვილი გიყვარს, ეხლა მაგ გოდებას თავი დაანებე. გუშინდელს
აქეთ მძიმედ დაჭრილია თავში. მე ჭრილობა მოვბანე, ეხლა შენ შეუხვიე
ფთხილად და კარგად დაუსველე ხოლმე შეხვეული ცივის წყლით, ხომ იცი,
საცა არის წყარო, როცა მოსურიელდება, ფეხები დაუზილე, პური აჭამე და
რამდენიმე წვეთი ღვინოც დაალევინე. ღვინო აქავეა სარდაფში, იქავეა ზეთიც
სანათურისათვის. მე კი უნდა წავიდე ჩემ სულიერ ძმებთან და თუ ხვალამდე
ვერ დავბრუნდი, ეგ საწყალი ჭაბუკი დედას მისას ჩააბარე. ესეც უთხარი, რომ
მე, პავლემ გაჯავრებულ გულზედ მოგიკალ შვილი-თქო და თუ შეუძლია,
შემინდოს დედამაც და მამამაც, შენც შემინდე, რაც შეგცოდე და თუ ომში
მომკლეს, ილოცეთ ჩემთვის ღვთისა წინაშე, რომ ძლიერ არ დამსაჯოს,
რადგანაც ცოდვანი ჩემნი დიდნი და მძიმენი არიან.
ამ დროს მღვიმეში შემოისმა საყვირის ხმა. სირონა შეფრთხა და ჰსთქვა:
- ეგ რომაელების საყვირია, მე მაგ ხმას ვიცნობ. უსათუოდ ფებიცი აქ
სადმე მოგზაურობს!
- იგი თავის მოვალეობას ასრულებს, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. - ერთი
კიდევ რამ უნდა მეთქვა, მე წუხელ შენს ხელზე ბეჭედი ვნახე.

- აი იქა გდია, - უპასუხა სირონამ და თითით მიანიშნა.
- მაშ იქავ იყოს, - ჰსთხოვა პავლემ, ხელახლად გაეხვია სნეულს და აკოცა
შუბლზე, მერე პირჯვარი გადაჰსწყრა სირონას და გამოვარდა მღვიმედამ.
XVIII
პავლეს ბრძენების მორჩილმა გერმასმა გამოართვა სამგზავროდ ფული
პავლეს, შვილდ-ისარი მოიმართა, ჩაიწყო საგზლად პური და წყნარად
გამოეთხოვა მძინარე მამას და წავადა რაიტას.
თავი მოსწონდა, რომ ამას მიანდეს ამისთანა თავმოსაწონებელი და
ვაჟკაცის ღირსი მძიმე საქმე. გულში ჰგრძნობდა ღონეს და ვაჟკაცობას და
უხაროდა. გზად მიმავალი ჰფიქრობდა მარტო იმას, რომ რაც უნდა
დამემართოს, თუნდაც მომკლან კიდეცაო, მე ჩემს მონდობილს საქმეს უნდა
თავდადებით შევუდგეო. ამ აზრით გამხნევებული აჩქარებით მიდიოდა და
მთვარიანი ღამე გზას უნათვიდა. საცა გზას მისახვევ-მოსახვევი ჰქონდა, იმას
თავს ანებებდა და პირდაპირ მიბობღავდა კლდებზედ, რომ მით გზა შეემოკლა
და პირდაპირ გადაეჭრა. ვაკეზედ ისე გამალებული მიდიოდა, თითქო უკან
მტერი მიჰსდევსო. მზე რომ ამოვიდა, ცოტად დანაყრდა და ისევ გაუდგა გზას
იმავე სიჩქარითა. ამ გაცხარებულ სიარულში აღარ აგონდებოდა არც სირონა,
არც თავისი ყოფილი ამბები. ის სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ მივა
დანიშნულს ადგილს, როგორ დაზვერავს ბლემმიელებს, როგორ გაუგებს
განზრახვასა და როგორ მალე მოიქცევა უკან თავისიანებში.
ბოლოს როცა თანდათან უფრო და უფრო დაღლილობა გამოაჩნდა, როცა
შუადღის სიცხემ შეაწუხა, სისხლი აუვარდა თავში და გულმაც ცემა მოუჩქარა,
გერმასს ყოველივე ფიქრი მოესპო და ეხლა წინ ეწევოდა მას მარტო ერთი
სურვილი - დროზე მისვლისა და დაბრუნებისა.
როცა გერმასი მივიდა რაიტაში ზღვის პირს და ეძებდა პატარა რამ ნავი
ექირავა წასასვლელად, მაშინ ორი ცხენოსანი მოახლოვდა ნავთსადგურს, საცა
მრავალთა გემთა შორის ერთი დიდი ხომალდი იდგა დაბმული. მენავემ,
რომელსაც გერმასი ნავის ქირაობას ევაჭრებოდა, დაანახვა ის ორი ცხენოსანი
და უთხრა:
- ეგენი ქარავანს ელიან. აი, ის უფრო ხნიერი რორმ არის, დიდი
სარდალია, იმპერატორისა, იგი უფროსია აქაურებისა.
გერმასმა აქ პირველად ნახა ფებიცი და რიცა ფებიცი წამივიდა იქითკენ,
საცა გერმასი და მენავე იდგნენ, გერმასს ფიქრი მიეცა. პირველს გულისთქმას
რომ აჰყოლოდა, გერმასი უნდა გაქცეულიყო ქედამ, მაგრამ თვისი ბრწყინვლე
თვალო:რომ გაუსწორა მოქანცულს და გამჭვრეტავს თუვალს ცენტურიონისას,
აწითლდა, შედგა, დაიკრიფა გულზე ხელები, თავმოწონებით მოიმარჯვა მხარბეჭი და დაუწყო ცდა ფებიცის, მოვიდეს და აბა ვნახოთ, რასა იქმსო.
მოვიდნენ ის ორი ცხენოსანი. ერთი ფებიცი იყო და მეორე - თალიბი.
თალიბს ენახა უწინაც გერმასი, ეხლა იცნო და ჰკითხა. დიდი ხანია აქა ხარო?

გერმასმა შეატყო, ესენი ამის საძებნელად არ არიან წამოსულნი და გული
დაიმშვიდა. სრულად გულდამშვიდებულმა დაუწყო სინჯვა ცენტურიონს და
პირზედ სიცილი მოადგა, როცა ნახა, რომ მჭლე ქანც-გაწყვეტილი ბებერი ისე
დაღლილიყო ცხენზედ, რომ ძლივსღა იჯდა ზედ. მაშ ეს სამასხარო ადამიანია
ქმარი იმ ახლად გაშლილის და სიცოცხლით სავსეს სირონასი!
გერმასს ისე მოუვიდა გული ფებიციზედ, რომ გულში ჰსთქვა, მაშ ამას
იქით სანანურადაც არ უნდა მქონდეს, რომ ამისთანა მასხარად ასაგდებს ქმარს
სახლში შეუვარდიო და როცა ფებიციმ ჰკითხა, ხომ არ გინახავს სადმე ქერა
თმიანი ქალი პატარა ფეხმოტეხილ ძაღლითაო, გერმასმა მასხარად აიგდო და
უპასუხა:
- როგორ არა, სწორედ მაგისთანა ქალი ვნახე, ძაღლიცა ჰყვანდაო, მაგრამ
ძაღლს კი, მგონია, კოჭლობა არ ეტყობოდა.
- სადა ჰნახე, სად? - მოუთმენლობით ჰკითხა ფეპიციმ.
გერმასი გაწითლდა იმიტომ, რომ ტყუილი უნდა ეთქვა და ტყუილით
იქნება ევნო კიდეც რამ სირონასათვის. ამიტომაც არ მიჰსცა პირდაპირი პასუხი
და მხოლოდ ჰკითხა:
- განა იმ ქალმა დააშავა რამ, რომ აგრე გამოჰსდგომიხართ?
- დიდად დააშავა, - უპასუხა თალიბმა. - ის ქალი ამ ბატონის ცოლია და....
- რაც დააშავა ეგ ჩემი საკუთარი საქმეა, -- მკვახედ გააწყვეტინა ფებიციმ
სიტყვა თავის მხლებელს, - რა გქვიან შენ, ჭაბუკო?
- გერმასი, - უპასუხა მან, - შენ ვიღა ხარ?
ფებიცის ძალიან უნდოდა, რომ ერთი მრისხანე პასუხი ეთქვა ამ
კითხვაზედ, მაგრამ სურვილი მოიკლა და უპასუხა:
- მე ვარ ცენტურიონი იმპერატორისა და გკითხავ შენ, რა სახისა იყო
შენგან ნახული ქალი და სად ნახე?
გაბოროტებული თვალი მხლებელისა და რიხიანი სიტყვა მის უფროსისა
უმტკიცებდა გერმასს, რომ სირონას კეთილი არ დაეყრება, თუ ამათ
ჩაუვარდათ ხელში და რადგანაც სრულებით არა სურდა, რომ სირონას
მდევნელთ რაშიმე გამოადგეს, სამასხაროდ მომართულმა გერმასმა მიჰსცა
თავს ნება და უპასუხა:
- მე ხომ ის ქალი არ მინახავს, რომელსაც თქვენ ეძებო, იმიტომ რომ ის,
რომელიც მე ვნახე სწორედ ამ ბატონის ცოლი არ იქნება. აბა როგორ იქნება,
რომ ჩემგან ნახული ქალი ამას შვილიშვილად ძლივს შეეფერება! მე რომ ქალი
ვნახე ოქროსფერი თმა ჰქონდა და ძაღლსაც, რომელიც თან მისდევდა, იამბის
ეძახოდა.
- სად ნახე-მეთქი, - დაუყვირა ცენტურიონმა.
- აიმ მეთევზების სოფელში, მთის ძირს. იქ ნავი იქირავა და ზღვით
გაემგზავრა.
- საით, ჩრდილოეთისკენ? - ჰკითხა ფებიციმ.
- მგონია, მაგრამ სწორედ კი არ ვიცი იმიტომ, რომ მე ჩემი საქმე მქონდა
და თვალი ვერ ვადევნე.

- მაშ კლისმაში უსათუოდ დავეწევით და დავიჭერთ,- უთხრა ფებიციმ
თავის მხლებელს თალიბს. ოღონდ ერთი ახალი ცხენები კი ვიშოვოთ ამ ოხერს
უდაბნოში.
- ოთხის დღის სავალია, - უპასუხა თალიბმა, - და რა კი ელიმს
გავცდებით ასეთი უწყლო ადგილებია, რომ წვეთს ვერ ვიშოვით მოსეს
წყარომდე. მაგრამ თუ კარგი ცხენები ეიშოვვთ კი...
- თუნდაც რომ იშოვოთ, - გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა,შენ,
ცენტურიონო, აქაურობას არ უნდა მოშორდე, იმიტომ რომ, ბლემმიელები
დაცემას თურმე აპირებენ. აი, რაწამს ჩამობინდდება, მე უნდა წავიდე იმათ
დასაზვერავად.
ფებიციმ თავი დაჰკიდა და გაჯავრებით დაიწყო ძირს ყურება. ამასაც
მოსვლოდა ამბავი, რომ ბლემმიელები აპირებენ დაცემას. მოტრიალდა, ზურგი
შეაქცია გერმასს და უთხრა თალიბსა:
- შენ მარტო უნდა წახვიდე კლისმაში და ეცადე, როგორმე დაიჭირო. იმ
უღირსის ქალის გულისათვის მე არ შემიძლიან ვუღალატო ჩემს სამსახურს და
აქაურობას თავი დავანებო.
ცხენოსნები წავიდნენ, გერმასი შესცქეროდა წარმავალთ, და გაიცინა,
როცა დაინახა რომ ორნი დუქანში შევიდნენ.
მინამ წასვლის დრო მოვიდოდა, გერმასი ჩაწვა ნავში და მიეცა ღრმა
ძილსა. მთვარის ამოსვლის დროს გააღვიძეს, რადგანაც ნათქვამი ჰქონდათ,
ჩაათრიეს ნავი ნაქირავნები, რომელიც ზღვის პირზე ქვიშაზე ეგდო, მენავემ
ჩაუსვა გერმასს ნავში პატარა ბიჭი, რომელმაც ნავის ხმარება იცოდა, და
გაისტუმრა. როცა გერმასმა თავის თავი ზღვაში ნახა და ზღვის სიომ დაჰკრა,
გაუმხიარულდა გული, როგორც არწივის ბახალას, როცა პირველად თავს
ანებებს თავს დედის ბუდეს, დაფრინდება და ნავარდზე წავა. თავისუფლად,
თავის ნებად ყოფნამ ისეთის ტკბლის ამოვნებით აუვსო გული, რომ გერმასმა
სიხარულით კინაღამ არ დაიძახა და პატარა ბიჭს, რომელიც ჰმართავდა ნავს,
გაუკვირდა, როცა ნახა, რომ გერმასი თუმცა უხერხოდ, მაგრამ ისე ძლიერ
ჰსცემდა ნიჩაბსა, რომელიც გერმასისათვის მიენდო.
- ქარი სამყოფია, - უთხრა ბიჭმა გერმასს და ამართა იალქანი. უშენოდაც
ძალიან კარგად მიდის ნავი. ისა ჰსჯობია, ღონეს გაუფრთხილდე.
- ნუ გეშინია, მე ღონე სამყოფი მაქვს და გაფთხილება საჭირო არ არის, უპასუხა გერმასმა და გადიწია უკან, რომ უფრო ღონივრად მოუსვას ნიჩბები.
კარგა მანძილი რომ გაიარეს, გერმასმა ნიჩბის სმას თავი დაანება და დაისვენა.
მას გულს ურთობდა მთვარე, რომელიც ზღვის ზედაპირზე კამკამებდა,
როგორც სახე სარკეში. მთვარის შუქმა მოაგონა პეტრეს ეზო, რომელიც ამ
ფერისავე შუქით იყო განათებული იმ ღამეს, როცა ფანჯრიდამ ესტუმრა
სირონას. წარმოუდგა სახე ლამაზის ქალისა, მისი თოვლივით თეთრი ხელები
და ყოველმა ამან ცეცხლი შეაპარა გულში.
ნელა ამოიოხრა ერთხელ, ორჯელ და როცა გულმა მვსამედაც დააპირა
მტკივნეულობით ამოკვნესა, მოაგონდა ის საქმე, რისთვისაც წამოსული იყო;

მოაგონდა, რომ ყოველი ბორკილი შინ დააგდო დამსხვრეული, გათამამდა,
წაავლო ხელი ნიჩაბს და ისეთის ძალით მოუსვა, რომ წინწკლები წვიმასავით
ჩამოცვივდა ნავში და შიგ მსხდომი დაასველა. ხელახლად მოჰყვა ნიჩბის
მოსმას და ჰსთქვა, რომ მე ეხლა უფრო უკეთესი საქმე მიძევს წინაო, ვიდრე
ლამაზ ქალებზედ ოცნება და სიზმრებიო. ადვილად მოიშორა სირონაზედ
ფიქრი, რადგანაც ამ ბოლონდელ დღეებში გული უცემდა მარტო
ლაშქრობისათვის და ვაჟკაცობისთვის.
ორს საათს არ გაუვლია მას აქეთ, რაც რაიტიდამ გერმასი წამოვიდა ნავით,
რომ ფეხი დაადვა კიდეც სხვა მეორე ნაწილს ქვეყნისას 12. ნავს კაი ადგილი
უპოვა, დააბა და მაშინვე მოჰკურცხლა მთებისკენ, რომ იქიდამ დაეზვერა
ბლემიელნი.
პირველ დღესვე შეემთხვა ერთს ვაკე ადგილს მთებ შუა, საცა
ბლემმიელებს თავი მოეყარათ. მეორე დღეს როცა შეუტყეს მზვერაობა და
დასაჭერად დაედევნე, მაშინ როგორღაც მოუვიდა და დაიჭირა ერთი იმათი
ჯარისკაცთაგანი საზვერად გამოგზავნილი. მაგრა შეუკრა ხელები და მუქარით
ბევრი რამ გამოათქმევინა. ჯარი, რომელიც აპირებდა დაცემას, დიდიაო,
მაგრამ გერმასს იმედი ჰქონდა, რომ მე ამათ წინ მიეასწრთბო, რადგანაც ტყვედ
დაჭერილმა მიასწავლა, საცა ჰქონდათ დამალული ნავები, ჯარების
გადასაყვანად.
რაწამსაც ჩამობინდდა, გერმასმა გასწია თავის ნავისაკენ და როცა
ბლემმიელებმა ბნელაში ჩამოათრიეს წყალში თავისი პირველი ნავი, გერმასი
წინ წავიდა, დიდის ფათერაკით მიადგა მთის ძირს დასავლეთის მხრივ და
გაიქცა სინაისაკენ, რომ შეატყობინოს მთის ყარაულებს.
მინამ მზე ამოვიდა, გერმასი მთის წვერზე ავიდა, გააღვიძა მძინარე
ყარაულები და მინამ ესენი მდევარს დაიძახებდნენ, ალამს გამოჰკიდებდნენ
და საყვირს დააყვირებდნენ, გერმასმა გაჰკურცხლა, დაეშო დაბლა და თავის
მამის მღვიმესთან მივიდა.
მას აქეთ, რაც გერმასი სხვაგან წასულიყო, მირიამი არა შორდებოდა
სტეფანეს მღვიმეს და დილით, შუადღისას და საღამოს ახალს წყალს
უზიდავდა. მირიამი იკვებებოდა ძირხვენითა და პურითა, რომელსაც
აძლევდა ხოლმე სნეული სტეფანე და ღამით იძინებდა კლდის ნახეთქში,
რომელიც ჯერ წინვე მწყემსობის დროს შემჩნეული ჰქონდა. მზის ამისვლამდე
წამოხტებოდა ხოლმე, წავიდოდა, მოუტანდა წყალს სტეიფანეს, მერე
მიუჯდებოდა და დაუწყებდა ლაპარაკს გერმასზედა. სიამოვნებით
ემსახურებოდა მოხუცს, რადგანაც როცა კი მოვიდოდა, მოხუცი თავის შვილზე
მოჰყვებოდა ლაპარაკს და მოხუცს კიდევ ესიამოვნებოდა ამისი მოსვლა
იმიტომ, რომ შვილზედ ლაპარაკის შემთხვევა ექნებოდა ხოლმე.
რამდენიმე, ეკვირის განმავალობაში მოხუცი ისე შეეჩვია მოვლას და
12

ნახევარ კუნძული, რომელზედაც სინაის მთა არის, აზიაშია და ვიწრო ზოლი მეწამულის
ზღვისა ჰყოფს სინაიას და ეგვიპტეს, რომელიც აფრიკაშია.

ლოლოებას, რომ სამსახურს მირიამისას არაფრად ჰსთვლიდა, თითქო
მართლადა ეგ მირიამის ვალი იყო. თვითო მირიამსაც კი ერთხელაც ფიქრადაც
არ მოსვლია ეკითხნა, მითამ რაო ჩემოო, რომ ამ სნეულს ვემსახურებიო.
სტეფანეს ადვილად შეეძლო გაეძლო უმირიამოდ. მირიამისთვის კი
წყაროზე მისვლა-მოსვლა და მოხუცთან ლაპარაკი წყურვილად გადიქცა,
რადგანაც ჯერ არ იცოდა, ცოცხალია გერმასი თუ ფებიციმ მოაკვთინა თვითონ
მირიამის დაბეზღების გამო.
იქნება ის, რასაც ამბობდა სტეფანე შვილის სადღაც გაგზავნაზედ,
მოგონილი იყო პავლესაგან იმისათვის, რომ საწყალს მამას უეცარის ამბით
გული არ გაუხეთქოს და ცოტ-ცოტად შეაპაროს შვილის დაღუპვის ამბავი.
მაგრამ მაინც უფრო ჰსწამდა, რომ გერმასი ცოცხალია და თუ მზის
ამოსვლამდე მოვიდოდა ხოლმე სტეფანესთან და შუაღამემდინ რჩებოდა, იმ
იმედით რჩებოდა, რომ თუ გერმასი ცოცხალია, მოსვლის უმალვე აქ მამასთან
მოვაო. საწყალს მირიამს ერთი წუთი მოსვენებაც არა მქონია. იმიტომ, რომ
ყველაფერი უფთხობდა მოსვენას. ჩამოვარდებოდა თუ კლდიდამ მორღვეული
ქვა, ანუ მოესმოდა ფეხის ხმა ნადირისა, ყველა ეს ააცქვეტინებდა ყურებს
ხოლმე საწყალს ქალს და აუფეთქებდა გულს იმდენად თავის ბატონის პეტრეს
შიშით არა, რომელსაც გამოექცა, რამდენადაც იმ კაცის ლოდინითა, რომელიც
მტერთან დააბიზღა და რომლისათვის დღე და ღამ უკვნესოდა გული და
ეტანჯებოდა.
როცა მირიამი წყალზე მივიდოდა, თავის აბურძგნულს თმებს
დაისველებდა ხოლმე და დაივარცხნიდა და ისეთის გულმოდგინებით
იხეხავდა პირის სახეს, თითქო უნდაო, შავგრემანი ფერი გადიტყავოსო.
ყოველს ამას გერმასისათვის სჩადიოდა, უნდოდა თავი მოეწონებინა ისე,
როგორც მოაწონა თავი პირთეთრმა სირონამ, რომელიც იმოდენად ჰსძულდა
მირიამს, რამოდენადაც უყვარდა გერმასი.
ბოლონდელს ღამეს, როცა იმისთანა საშინელი წვიმა, ჭექა და ქუხილი
იყო, მთის ნიაღვარი შეუვარდა მირიამს კლდის ნარკვევში, საცა დასაძინად
მიდიოდა ხოლმე მას აქეთ, რაც ბატონს გამოექცა. თავიდამ ფეხამდე
ამოწუწული, უბინაო, დევნილი სინიდის ქენჯნითა, შიშითა და მწვავის
ნაღველითა, გამოვარდა კლდის ნარღვევიდამ და ხან აქ ამოეფარა ქვას, ხან იქ,
ხან ამ და ხან იმ კლდის ქვეშ ეძებდა თავის მისაყრდომს ადგილს. ამ ყოფაში
თვალი მოჰკრა ნათელს, რომელიც გამოდიოდა პავლეს ახალ მღვიმედამ,
მივიდა, დაინახა პავლე და იცნა. პავლე კი ვერა ხედავდა მირიამს, რადგანაც
ცეცხლა პირას იჯდა, ზურგი მირიამისაკენ ჰქონდა შემოქცეეული და
ამასთანავე ღრმა ფიქრებში იყო წასული. ეხლა კი შეიტყო სადგური
განდევნილის პავლესი, რომელსაც ასე ხშირად ჰკითხულობდა ხოლმე
სტეფანე. სნეულის ჩივილით და ორიოდე უნებლიედ წამოცდენილ სიტყვებით
მირიამმა შეიტყო, რომ მის მტერ-მოყვარეს სირონას გაუბამს მახეში ღვთის
მოშიში პავლე და დაუღუპნია.
როცა ალიონი გაქრა ცაზე და რიჟრაჟი მოახლოვდა, მირიამმა გამოსწია

სტეფანეს მღვიმისაკენ. გულში მოჰგუბებოდა ცრემლი და ვერას ღონით
თვალთაგან ვერ წამოეუწრა, რომ მით გულის ტკივილი დაეყუჩებინა და მწვავს
მწუხარებისაგან შვება მიეღო. ამ ყოფით მიუახლოვდა სტეფანეს მღვიმესა.
უნდოდა, აქავ დაცემულიყო და სული დაელია, რომ სიკვდილით მაინც
მოეშორებინა ის ტანჯვა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო და მოხუცის ძილის გაკრთობას მოერიდა.
მაგრამ ვერას გზით ვერ იშორებდა წყურვილს, რომ ვინმე გაეხმაუროს, ვინმემ
უთხრას სიტყვა, თუნდაც მრისხანე და გულსაკლავი, ოღონდ კი უთხრას რამ
იმიტომ, რომ ეგრე ნადირსავით ყოფნა, სულის შემხუთველი და გულის
მომწყველი, ვაება მარტოობისა, ძლიერ ჰსტანჯავდნენ საწყალსა.
მირიამი ჯერ არ შესულიყო მღვიმეში, რომ მაღლიდამ მოესმა ქვების
რახა-რუხი და ადამიანის ძახილის ხმა. განცვიფრდა, კისერი გაიწვდინა და
დაუწყო გულმილეულობით ყურის გდება. ერთბაშად ხმამაღლა დაიკივლა
გახარებულმა და ხელებ გაშლილი გაიქცა, რომ წინ აეგებოს.
- გერმას! გერმას! - ყვიროდა გახარებული ქალი და ბრწყინვალე, როგორც
მზე, ნეტარება მისას სულისა ისე ცხადად და უმანკოდ გამოკრთა ამ ძახილში,
რომ ჭაბუკის გულში თანაგრძნობის სიმნი შეიძრნენ და იმანაც სიხარულით
სავსე სალამი მოჰსცა პასუხად,
ასეთი ტკბილი და ალერსიანი სალამი თავის დღეში გერმასისაგან არ
ენახა და როგორც წყურვილით მომაკვდავს წყაროს წყალი საყვარელის ხელით
მიწვდილი, ისე გყრმასის ტკბილი სალამი ნეტარებად გადაექცა საბრალოს და
დატანჯულს სულს მირიამისას. აღტაცებამ და სიხარულმა, რომელიც
აქამომდე არასოდეს არ ეგრძნო, დაურბინა მთელს აგებულებაში და რადგანაც
გერმასი ისე კარგად მოექცა, თვითონაც უნდოდა ეჩვყნებანა, რომ არც მე ვარ
უმადურიო, მეც შემიძლან სიკეთის სამაგიეროს გადახდაო. აი ამ მიზეზით
ყველაზე უწინარეს ეს უთხრა გერმასს:
- მე მამაშენს ერთს წუთსაც არ მოვშორებივარ, სულ იმასთან ვიყავ,
დილით ადრე და ღამით გვიან წყალს ვუზიდავდი, რამდენიც კი საჭირო იყო.
სიწითლე კი მოსდიოდა, რომ თავის თავს ასე აქებდა, მაგრამ გერმასმა
უპასუხა:
- კარგად გიქნია, კარგად და მე თავის დღეში მაგას არ დაგივიწყებ. შენ
ერთი ნადირსავით ფრთხილი, უგუნური ბავშვი ხარ, მაგრამ მგონია, რომ
ვისზედაც გული საკეთილოდ გეთქმის, ის შენში არ მოტყუვდება არასდროს.
- აბა მცადე! - უპასუხა ქალმა და გაუწოდა ხელი.
-გერმასმა ხელზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
- აგე, გესმის საყვირის ხმა? - მე ყარაულებს შევატყობინე კიდეც.
ბლემმიელები მოდიან. პავლე მამასთან არის?
- არა, მაგრამ ვიცი კი საცაა.
- მაშ წადი, დამიძახე, - გააწყვეტინა სიტყვა ყმაწვილკაცმა, - ჯერ პავლე,
მერმე სხვანი მეუდაბნოენი, ვისაც კი ნახავ უთხარი, ყველამ თავი მოიყაროს
ბურჯში, აი, დიდს გზაზედ რომ არის. მე მამაჩემსაც იქ გადმოვიტან; შენ კი

დაეშურე შენს საქმეს და დაამტკიცე, რომ ვინც შენ მოგენდობა, არ ინანებს.
ამ უკანასკნელ სიტყვებზე გერმასს უნდოდა მოხვევა, მაგრამ მირიამმა
ითაკილა, გამოუსხლტა ხელადამ, გაიქცა და შორიდამ დაუძახა:
- დაიცა, მაგას ყველას შევატყობინებ, ყველას!
მღვიმის კარებში, საცა პავლე ეგულებოდა, სირონა დახვდა, მაგრამ არ
შეჩერდა, ერთი ორიოდე მაკვახე და საწყენი სიტყვა მიარტყა და კასკასით
დაეშვა თავდაღმართზედ.
ჩაირბინა წყაროსაკენ, იქ იპოვა პავლე, უთხრა, რაც სათქმელი იყო, მერე
დაურბინა ყველა მღვიმეებს, ვინც ნახა, გერმასას დაბარებული უთხრა და ასე
აასრულა გერმასის მინდობილობა.
XIX
ციხის კედელს უკან, დიდის გზისპირზე თავი მოიყარეს ყველამ იმ
უცნაურმა კაცებმა, რომელთაც ზურგი შეაქციეს ამ წუთის სოფელს,
გამოეცალნენ მის ცხოვრების დუღილს, მის ლხინსა და ჭირსა, მის ტირილსა
და სიცილსა, ვაებას და სიხარულსა, მოშორდნენ სახლს, კარს, ცოლ-შვილს,
თვისსა და ტომსა, და გამოცვივდნენ და შეეფარნენ უსიხარულო უდაბნოს
ყველა გულის წადილი მოიკლეს და მიეცნენ მხოლოდ ერთს საგანს, რომელიც
ხორციელ ცხოვრებაზედ უმაღლესია. ამ მიყრუებულს უდაბნოში, საცა
ქვეყნიერების მაცდური ხმები ვერ მოსწვდებოდნენ, უფრო ადვილად შესაძლო
იყო კაცს თავისი ხორციელნი წადილი მოეკლა. მოეკლა გულის თქმანი და
ვნებადა ამ სახით მიემსგავსებინა ადამიანის არსება, ამაოპაზედ გადაგებული
ცოდვისა და ხორცისა გამო, წმინდა, და ხორცთუსხმელ ღვთაების
არსებისათვის. ყველა ეგენი ქრისტიანები იყვნენ და როგორც მაცხოვარი
ნებსითის წამებით შეიქმნა მხსნელად, ისეც ესენი ცდილობდნენ მარხულობის
განმწმედელის ძალითა განთავისუფლებულიყვნენ ადამიანის უწმინდურის
ბუნებისაგან და მძიმე სინანულითა მიემართათ თავისი სიცოცხლე ისე, რომ
გამოეხსნათ თავნი თვისნი და მთელი თვისი ხალხი ცოდვათაგან.
დევნულობის შიშმა კი არ გამოიყვანა ეგენი უდაბნოში, არამედ სასოებამ, რომ
ამ ძნელს ძლევამოსილობას მოიპოვებენ.
ყველა ბერ-მონაზონნი, ბურჯთან თავმოყრილნი, ეგვიპტელნი და
სირიელნი იყვნენ. შიშიანობამ მალე მოუყარა თავი ამ წუთის სოფლის და
სააქაო ცხოვრების მოძულეთა. მარტო ერთი მოხუცი კოსმასი დარჩა თავის
მღვიმეში და თავის თანამოძმეს გელაზის, რომელიც ურჩევდა ციხეში თავის
შეფარებას, უთხრა: ”ჩემთვის სულ ერთია ყოველი ჟამი და ყოველი ადგილი,
საიდამაც კი მიმიწვევს უფალი, და ღვთის ნებაზე დამოკიდებულია, რამ უნდა
განმეღოს საიქიოს კარი, სიბერემ თუ ისარმა მტრისა.
სულ სხვას ჰფიქრობდნენ დანარჩენნი განდეგილნი, რომელნიც ისეთის
მოუთმენლობით ერთმანეთს ეცილებოდნენ, რომ იჭედებოდნენ ბურჯის
ვიწრო კარებში და თვითონ პატარა ბურჯიც სულ აავსეს. პავლემ ნახა, რომ

ამისთანა ვიწროობა კარგს არას მოასწავებს. იძულებულ შეიქმნა, აღარავინ
გეშვა.
არაფერი ჭირი, არაფერი შესაყარი ისე მალე არ გადედება ერთის
ცხოველისაგან მეორეს, ერთის ნაყოფისაგან სხვას, როგორც შიში და ელდა
ერთის კაცისაგან მეორეს.
ვისაც შიში უფრო ძალიან მორეოდა, ის, რასაკვირველია, ყველაზე
უწინარეს მოვარდა ბურჯთან და თავი შეაფარა. ტირილითა დაუხვდებოდნენ
ხოლმე წინად მოსულნი ახალ მოსულებს და საცოდავი სანახავი იყო, რომ ეს
ფარა, პირად ისე ხმამაღლა და სასოებით ღვთის ნებაზე თავდადებული,
შიშისაგან ხელებს იმტვრევდა და ცდილობდა, თავისი პატრა თან მოტანილი
ქონება გადერჩინა ჯერ თავის თანამოზიარეთა ხარბობისაგან და მერედ
მოლოდინებულის მტრისაგან.
პავლესთან ერთად მოვიდნენ სერგია და იერემია, რომელთაც პავლე
გზადაგზა ანუგეშებდა. ეს სამივე იმედს აძლევდნენ შიშით ატაცებულთა.
ბოლოს პავლემ უთხრა:
- ”ამ ორიოდ კვირის წინად ბევრმა თქვენგანმა დიდი მონაწილეობა
მიიღო ქვებისა და ხეების აზიდვაში აი, იმ ფერდობზედ. ქვები და ხეები
მოვაგროვეთ მაშინ იმისთვის, რომ ხელცარიელები არ დავხვედროდეთ
მტრებსა და ქვისა და ხეების დაგორებით მტერი მოგვეგერებინა. ეხლა, დრო
მოვიდა, ძმანო, წავიდეთ და ჩვენი ვალი ავასრულოთ”. ამის გამგონემ ზოგმა
გულში ჰსთქვა, ნეტა სხვანი წავიდნენ და მე კი აქ მამყოფაო.
ბევრი არ გამოჰყვა ბურჯიდამ პავლეს. მერე კი, როცა გერმასი გამოჩნდა
და ნახეს, რომ ზურგზე მამა ჰკიდია და თან მირიამიც მოსდევს, პავლემ უთხრა
თავის მოძმეებს, ერთი გამოიხედეთ და თქვენის თვალით ნახეთ გულის
მოსალბობი
მაგალითი
მამაშვილურის
სიყვარულისაო.
მაშინ
ცნარისმოყვარეობამ ყველანი, ვინც კი ბურჯში შემწყვდეულნი აყვნენ, გარედ
გამოიწვია. თვითონ პავლე კი წავიდა, წინ მიეგება სტეფანეს, ჩამოართვა იგი
ზურგიდამ ხვნეშით მომავალს ჭაბუკს, თვითონ წამოიკიდა და წამოვიდა
ბურჯისაკენ. ხოლო სტეფანეს, რგორც ძველს მეომარს, ეთაკილებოდა ბურჯში
დამალვა და სთხოვდა თავის მეგობარს, აქა კედელთან მამყოფეო.
პავლემ აუსრულა სურვილი, მერე გერმასი წაიყვანა და ავი. და ბურჯის
იავზედ, რომ იქიდამ მოჩხრიკოს მტერი.
რაწამსაც პავლე მოშორდა, სტეფანე მიუბრუნდა ბერ-მონაზვნებს და
უთხრა:
- ეს ქვები ვერ გაუმაგრებიათ რიგიანად და მე, თუმცა ღონემოკლებული
ვარ, მაგრამ მეც კი შემიშლიან მათი გადმონგრევა. როცა საქმე ომზედ
მივარდება, ჩემი ბებერი ომში გამოცდილი თვალები, ეხლა დაუძლურებულნი,
თქვენის საკუთარის თვალების მოშველებით, ცოტას რასმეს გამოგადგებიან
რაშიმე. ყველაზედ უწინარეს აქ ერთი უნდა იყოს ბძანებელი, რომელსაც
ყველანი უნდა ემორჩილებოდნენ, თუ გინდათ, რომ იმ ავაზაკებს ადვილად არ
დარჩეს გამარჯვება.

- შენ, ჩვენო ძმაო, - უპასუხა სირიელმა. - ჯარში ნამყოფი კაცი ხარ და ამ
ბოლონდელს მტრის მოსევაზედ შენი ვაჟკაცობა და საომარი ხერხი დაამტკიცე
კიდეც.იყავ ბძანებლად ჩვენდა.
სტეფანემ დღონებით გაიქნია თავი და უთხრა:
- მე ხმა დამიუძლურდა გულში დაჭრი ლობიოა და ხანგრძლივის
სნეულებითა. ისინიც კი ვერას გაიგებენ ჩემგან ომის ჯახა-ჯუხში, რომელნიც
ჩემს ახლო იდგებიან. მოდით, პავლე ამოვირჩიოთ უფროსად. ის ღონიერია,
ფრთხილია და ვაჟკაცია!
ბევრი ბერ-მონაზონოაგანიდიდი ზანია უყურებდა პავლეს, როგორც
თავის იმედს ყოველს გაჭირებაში, რადგანაც ყველასაგან პატივცემული იყო და
ბევრს შემთხვევაში გამოეჩინა ღონე და გამბედაობა, მაგრამ ამ ხანად
ერთმანეთს შეხედეს გაოცებით, ეჭვით და უკმაყოფილობით.
სტეფანემ შეატყო იმათ ეს ამბავი და უთხრა:
- მან შესცოდა და ღვთის წინაშე იგი, რასაკვირველია, უკანასკნელია
თქვენს შორის, ხოლო ვაჟკაცობით და ღონით ყველაზედ პირველია, რაკი იმას
იწუნებთ, აბა, მაშ ვის გინდაო უფროსობა
- ორიონი დავაყენოთ, ორიონი! - დაიძახა ერთმა განდეგილმა. – ”დიც
არის და ღონიერიც, თუ მოინდომა...
ორიონმა უარი ჰსთქვა და როცა ანდრიამ და იოსებმაც თავიდამ
მოიშორეს ეს ძნელი მოვალეობა, სტეფანემ ჰსთქვა:
- აი, ხომ ხედავთ, სხვა გზა არ არის, ისევ პავლეს უნდა ჰსთხოვოთ,
უფროსობა მიიღოს, მინამ მტერი კარზედ გვედგება, მერე კი აღარ. აი,
თვითონაც მოდის. ვუთხრა თუ არა?
თუმცა ყველამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მაგრამ ძალაუნებურად
კი, უსიამოვნოდ. პავლემ, რომელსაც ჰსწყუროდა თავი დაედვა და სისხლი
დაეღვარა უძლურთა დახსნისათვის და რომელიც აფიცხებული იყო ომის
სურვილითა, მიიღო სტეფანეს წინადადება, როგორც თავისთავად
საგულისხმო და შეუდგა საქმეს, როგორც სარდალი, თავის იმედდაკარგულ
მომხრეთა შორის.
ზოგი გაჰგზავნა ყარაულად ბურჯის თავზედ, ზოგს ქვის ამოზიდვა
შეუკვეთა, ზოგს კიდევ უბძანა, ქვები და ხეები დააგორეთო, როცა მტერი
მოგვადგებაო. უფრო სულდაცემულთ სთხოვა, ერთად მოიყარეთ თავიო,
ილოცეთ მეომართათვისაო, იგალობეთ საგლობელნიო და ყველას აცოდინა
თავისი ნიშნები, ომისათვის საჭირო. პავლე ხან იქ მივარდებოდა ხან აქ,
საქმობდა დიდის გულმოდგინებით და მხიარულებით. ასე რომ თავისი
მხიარულება და იმედი მშვიდობით გადარჩენისა მხთლებსაც კი შემყარა.
ამაობაში გერმასი გამოესალმა პავლეს და თავის მამას, რადგანაც მოესმა
ხმა საომარის საყვირისა და დაფის ცემისა. ეგ ხმა იმ ჯარისა იყო, რომელიც
ფებიცის წინამძღვარობით გამოვიდა სოფლიდამ მტრის დასახვედრად.
გერმასმა იცოდა, საცა არიან ბლემმიელნი და რაწამსაც მივიდა ჯართან,
მაშინვე აცნობა ფებიცის.

ფებიციმ მაშინვე იცნო გერმასი, რადგანაც, რაიტაში რომ პირველად
შეხვდა, მას აქეთ ვეღარ დაევიწყა გერმასის თვალები, რომელნიც გლიცერის
თვალებს ძლიერ ჰგვანდა. ფებიცი მოკლედ ჰკითხავდა ხოლმე გერმასს და
გერმასიც სწრაფად და ცხადად აძლევდა პასუხს და პასუხის გვარად ფებიციც
აძლევდა მხლებელთ რიგიანს და გონიერს ბძანებასა.
ერთს მესამედს ჯარისა უბძანა წინ წასვლა დაფის და ბუკის ცემითა,
ვიდრე მტერს წინ შეეხლებოდნენ და როცა შეხვდებოდნენ, უკან დაიწიეთო
ბურჯისაკენაო. თუ ბლემმიელნი ამით მოტყუვდნენ, მაშინ მეორე მესამედი
უნდა დაეცესო მემარცხენე ჯარს მტრისას, თვითონ მე კი დანარჩენის ჯარით
ჩავესაფრებიო კლდის იქით, საცა ბურჯიაო და უეცრად გამოვალ და
დავეცემიო. გერმასს კი უბძანა, წაიყვანე ეხლავ რამდენიმე კაციო, წადიო და
საცა იცოდე, იქ რაც ნავები ალი, ბლემმიელემს სულ წყალში დანთქეო. თუ
გაჰსჭირვებოდა რამე, ფებიცის შეეძლო ციხეში შესულიყო და იქ
გამაგრებულიყო, ვიდრვ სხვა მხრებიდამ ჯარები მოეშველებოდა, რადგანაც
ყველგან გაეგზავნა კაცები.
ბძანება ფებიცისა, მაშინვე აღსრულებაში მოიყვანეს. გერმასი გაუძღვა
თავის პატარა ჯარს ისეთის თავმოწონებით, თითქო იმპერატორის სარდალიაო
და შეჰყავს მისი ლეგიონები ომშიაო. ზურგზე ეკიდა შვილდი და ისრები და
ხელში ეჭირა ნაჯახი, რომელიც რაიტში ეყიდა.
მირიამსაც უნდოდა, თან გაჰყოლოდა გერმასის ჯარს, მაგრამ გერმასმა
შეამცივა ეს და დაუყვირა: - ”ბურჯში წადი, სულელო, ბურჯში მამაჩემთან”, მწყემსი ქალი მაშინვე დაემორჩილა.
მეუდაბნოენი ციხისანი მოგროვდნენ გადმოსახედავზედ და იქიდამ
დაინახეს, რომ ჯარი მოდის. დაიწყეს ყვირილი, უძახოდნენ ჩვენ მოგვეშვე
ლენითო, მაგრამ ეგ იმედი მალე გაუმტყუნდათ, რადგანაც ჯარები თავის
გზაზე წავიდნენ.
სტეფანემ სთხოვა პავლეს, ერთი შემატყობინე ის ჯარები საით მიდიან და
როგორ დაყოფილან, მე იქამდი თვალი არ მიჭრისო. პავლემ უამბო, რაცა ნახა
და სტეფანე, როგორც გამოცდილი მეომარი, მიხვდა ყოველს დაწყობილობას
ცენტურიონისას.
ახლა გერმასის ჯარმა აუარა გვერდზე ბურჯსა და ყმაწვილმა კაცმა
ნიშნითა და სიტყვითა მოკითხვა და სალამი გაუგზავნა მამას. სტეფანემ,
რომელსაც ყური უფრო უჭრიდა ვიდრე თვალი, იცნო შვილის ხმა და
რამოდენადაც შეეძლო ხმამაღლა გამოგემშვიდობა შვილს მამობრივის
ლოცვითა და კურთხევითა.
პავლემ მოხუცის გძელი ლოცვა და კურთხევა ერთს სიტყვაში გამოჰკრა,
ზედ დაართო თავისი დალოცვაცა და გადაჰსძახა თავის მეგობრის შვილს
საომრად მიმავალს. გერმასმა მოისმინა ყველა ეს და თუმცა ძალიან მოხვდა
გულს მამის გამოთხოვება და პავლესი, მაგრამ ვერა უპასუხა რა სიტყვით და
მარტო ნიშნებით გამოჰსთქვა ამ გამოსალმების პასუხი. მშობელა მალე იპოვის
ხოლმე თუნდ ათას სიტყვას კურთხევისათვის, ვიდრე შვილი ერთს სიტყვას

მადლობისას.
როცა გერმასი კლდეს მიეფარა, პავლემ უთხრა:
- შენი შვილი ისე მიდიოდა, როგორც ძველი გამოცდილი ჯარისკაცი და
სხვანი ისე მიზდევდნენ, როგორც ცხვარი ბელადს ყოჩს. ეჰა, გესმის? უთუოდ
პირველი გუნდი ჩვჯნების ჯარისა დაეტაკა მტერს. აგე, ხმაურობა და კიჟინა
უფრო ახლო და ახლო მოდის.
- მგონი ეხლა საქმე კარგად დაბოლოვდეს, - ჰსთქვა მხიარულად
სტეფანემ, - თუ ჩვენებმა როგორმე შემოიტყუეს აქეთ ვაკეზედ. მე მგონია,
მტერმა საფლავი აქ გაითხაროს. ჩვენ აქედამ შეგვიშლიან თვალი ვადევნოთ
ომის მსვლელობასა და თუ ჩვენებს საქმე გაუჭირეს, ესეც კი მოსალოდნელია,
მაშინ ჩვენები ციხეში ჩამოცვივიან. მაშასადამე, ქვების წარამარა სროლას და
უბრალოდ ხარჯვას უნდა მოვერიდეთ იმიტომ, რომ თუ ჩვენს ბურჯზედ
მოდგება საქმე, ქვები ძალიან დაჰსჭირდება ჯარს.
ამ სიტ,ვებს ზოგიერთმა მეუდაბნოემ ყური მოჰკრა და როცა ომის
ხმაურობა და მეომართა კიჟინა ახლო მოისმა, შეშინებულთ მეუდაბნოეთა
თავი დაანებეს თავის ადგილებს. დაიწყეს ტყუილ-უბრალო ფაცი-ფუცი, წინა
და უკან რბენა, თუმცა პავლე ჯავრობდა ამაზედ. ამათ პავლეს სიტყვა არ
დაიჯერეს, წავიდნენ, ჩადგნენ მოხუცებში და უძლურებში და მოჰყვნენ
ტირილით ლოცვას და თავში ცემას. პავლე ჩადგა მათ შორის შუაში, დაიწყო
გაკიცხვა სულმოკლეობისათვის, ტკბილის სიტყვით ემუდარა თავიანთ
ადგილებზე დაბრუნებულიყვნენ და აღმოსავლეთის მხრივ კედელი მაინც
გაემაგრებინათ. ზოგნი დაემორჩილნენ კიდეც, მაგრამ როცა დააპირეს
ასრულება, უეცრად მოესმათ ბურჯის კედლის ძირში ერთი საშინელი ღრიალი
და კიჟინა ბლემიელების, რომელნიც უკან მოსდევდნენ გამოქცეულს ჯარს
ცენტურიონისას.
ზარდაცემულნი ისევ ერთიე-რთმანეთს მიეკვრნენ მეუდაბნოენი.
სირიელმა სალატიმ გაბედა, ამოუდგა უკან სტეფანეს და ძირს გადიხედა.
გადახდისავე უმალ, ციბრუტივით მოტრიალდა შეშინებული და კანკალით
დაიძახა - ვაი! ჩვენები გამოუქცევიათო. გელაზიმ ამ ამბავზე გულში ხელი
ჩაიკრა, წაივლო თმებში ხელი და გულამომჯდარმა დაიყვირა:
- ”ღმერთო, რაი გწადიან ჩვენგან? ნუთუ წასაწყმედად გამოგვიმეტე და
არა გსურს შველა ჩვენი? ჩვენ რომ წარმართებმა დაგვამარცხონ, მაშინ
უღმერთობა და თვითრჯულობა დაიქადებს თავის ძლევამოსილობას
მართლმადიდებლობაზედ და ჭეშმარიტებაზედ”.
პავლემ რომ ვერა გააწყო რა, დაანება ამათ თავი, მივიდა სტეფანესთან და
დაუწყო ყურება ომს. ბლემიელები ბევრი ყოფილიყვნენ. იმათი იერიში ისეთი
ძლიერი იყო, რომ ჯარი ვერ გაუმაგრდა, უკუიქცა და მიმწყვდეულ იქმნა იქ,
საცა გზა ვიწროვდებოდა.
- საქმე ისე არ მოდის, როგორც იმედი გვქონდა, - ჰსთქვა სტეფანემ.
- ამ მხდალმა ხროვამ, ამ პირუტყვებმა კიდევ, - დაიყვირა პავლემ გულზე
მოსულმა, - დაანებეს თავი თავის ადგილებს, ბურჯის კედლები უკაცოდ

დაგდეს და იმის მაგიერ რომ ან კედლები გაიმაგრონ, ან იომონ, აქ დამდგარან
და ღმერთსა ჰგმობენ.
მეუდაბნოებმა შეატყეს, რომ პავლემაც იმედი გადაწყვიტა ამათ გამო და
მათ შორის სერვიამ დაიყვირა:
- ნუთუ მართლა იმედი ადარაფრისაა! რატომ არ ჩამოვარდება ციდამ
ცეცხლი და არ შთანთქავს ჩვენზე მოსეულს ავაზაკებს? რადა მდუმარებს ჭექაქუხილი? სად არის მეხი, რომელიც ანათებდა სინაის წვერსა? რატომ მზე არ
დაბნელდება, რომ წარმართებს თავზარი დასცეს? რატომ დედამიწა არ
გაირღვევა, რომ ისინი თან ჩაიტანოს, როგორც...
ძალა უფლისა, - ჰსთქვა დულასი, - გაუქმდა ჩვენთვის. ღმერთმა აიღო
ხელი ჩვენზედ, თითქო ჩვენ ღირსნი არ ვიყენეთ!
- არცა ხართ ღირსნი, არა, - შეჰსძახა პავლემ, რადგანაც ყური მოჰკრა
უკანასკნელ სიტყვებს, როცა მიჰყვანდა ანუ უფრო მაჰქონდა. სტეფანე
აღმოსავლეთის კედლისკენ, რომელიც სულ უკაცოდ. იყეო დაგდებულ, - დიახ,
არა ხართ ღირსნი, არაა რადგანა იმის მაგიერ რომ მტგრს წინა აღუდგეთ, თჭვენ
ჰგმობთ ღმერთსა და თავზედ ლაფს ისხამთ თქვენის საზიზღარის ჯაბნობითა.
ამ სნეულის მოხუცისა მაინც გცხვენოდეთ ათ, ეს აპირებსრტრის ხელისაგან
დაგიფაროთ. თქვენ ეხლავ დაემრჩილენით უდრტვინველად ჩემს ბძანებას,
თორემ ვფიცავ ყოველთა წამებულთა წმინდა სისხლსა, რომ თმებში და
ყურებში ჩაგავლებთ ხელს და ისე მიგათრევთ თქვენს ადგილებამდე და...
არ დაასრულა მუქარა, რადგანაც ძლიერმა ხმამ გააწყეტინა სთტყვა.
კედლის ძირიდამ ამთვიდა ის ხმა და პავლეს სახელი ახსნა.
- აღაპიტი ბძანდება! - ჰსთქვა სტეფანემ, - თხრილზე ამიყვანე პავლევ და
იქ დამსვი.
ვიდრე პავლე ამას აუსრულებდა თავის მეგობარს, აღაპიტი გვერდთ
ამოუდგა კიდეც.
აღაპიტი ყმაწვილობაში ჯარში ყოფილა. ეხლა, როცა შეეტყო მტრის
შემოსევა, შინ ჯდომა ვერ მოითმინა, უბძანა ღვდლებსა და დიაკვნებსა,
დედაკაცები და წვრილფეხობა სულ საეყრებში დახბზნეთო და იმათთან
ერთად ილოცეთ მეომართათვისაო. თვითონ კი ორი თანაშემწე და ერთი გზის
მცოდნე წამოიყვანა და წამოვიდა, რომ ომში დაესწროს. როცა თავისიანებმა და
სხვა მღვდლებმა დაუშალეს, უპასუხა: ”საცა სამწყსოა, იქ უნდა იყვეს
მწყემსიცაო”.
რისხვით ანთებულის თვალით იდგა ეხლა ეპისკოპოზი პავლეს წინ,
წყრომით აიღო ხელი მაღლა, დაემუქრა და უთხრა:
- შენ როგორ ჰბედავ, შენ, განდევნილო მართალთაგან, რომ მაგ სახით
ელაპარაკები ძმათა შენთა? შენ ეშმაკის თანამოზიარე, როგორ ბედავ და
ბძანებას ჰკადრებ ღვთის მსახურთა და მოსავთა! რასაკვირველია, შენ ძალიან
გენდომება მაგ საფალავნო მკლავებითა ხელახლად დაიბრუნო სახელი და
დიდება, რომელსაც გამოაკლდა შენი სული, დაუძლურებული ცოდვითა და
ბრალეულობითა. მე მომყევით, ძმანო ჩემნი უფალი ჩვენთან არს და იგი

გვიხსნის ჩვენ!
პავლემ ხმაამოუღებლივ მოისმინა სიტყვანი ეპისკოპოზისა და სხვათა
ნეუდაბნოეთამებრ თვითონაც აიპყრო მაღლა ხელნი, როცა აღაპიტი ჩადგა მათ
შორის და წარმოჰსთქვა მოკლე და ძლიერი ლოცვა. მერე ეპისკოპოზმა,
სარდალისამებრ, ყველას თავისი ადგილი დაუნიშნა ბურჯის კედლებზე,
დაარიგა როგორ მოიქცნენ და ხმამაღლა დაიძახა:
- დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ მსახურნი უფლისა!
ეპისკოპოსს ყველა დაჰმორჩილდა და როცა თვითვულმა თავ-თავის
ადგილი მოირიგა, თითონ ეპისკოპოსი გადადგა ფერდობზედ და
დაათვალიერა საომარი ადგილი.
ომის საქმე ეხლა კარგად მიდიოდა. როცა ჯარმა უკნ დაიწია და
ბლმმიელნიც უფრო გაბედვით მოაწვნენ, მაშინ ფებიცი უეცრად გამოვარდა
თავისის ჯარათ საფარიდამ, თავ დაესხა ბლემმიელებს, ასეთი ყოფა დააწია,
რომ ბლემმიელების ჯარი შუა გააპო და საშინელი ხოცვა და ჟლეტა დაჰმართა
ბლემმიელებს. იმათ მოთავეებმა დაინახეს თუ არა, რომ საქმე ცუდად არისო,
შექმნეს ერთი უცნაური ძახილი და მყის მთელი მათი ჯარი, როგორც
ბუმბულის კონა, ქარისაგან გაიშალა სხვადასხვა მხრივ გაიფანტა.
აღაპიტმა ეგ საომარი ხერხი ბლემმიელქბისა გაქცევად მიიღო,
გულდამშვიდებით ამოისუნთქა, მობრუნდა დააპირა ბურჯიდამ მინდორზედ
გასვლა, რომ ნუგეში ჰსცეს დაჭრილთა თანამორწმუნეთა, მაგრამ თვითონ
ბურჯშიაც გამოუჩნდა საქმე სასულიერო. წინ ედგა მირიამი, რომელმაც
რიდით, მაგრამ სხარტად, სწრაფად მოახსენა:
- სნეული სტეფანე, შამა გერმასისა, გთხოვთ, ბატიო ეპისკოპოზო,
მობანდეთ იმასთან, რადგანაც წყლული ხელახლად აეშალა და ჰგონია, რომ
სულის დალევის დღე მოახლოვებია.
აღაპიტმა მაშინვე გასწია სნეულისაკენ. მივიდა და ნახა, რომ პავლეს და
ორიონს შეუხვევიათ კიდეც წყლული. ეპისკოპოზმა ისეთის ჭეშმარიტის
გლმტკივნეულობათ მოიკითხა, როგორითაც არ მოიკითხავდა ხოლმე ბევრს
სხვას მეუდაბნოეს.
სტეფანემ ხელი გაუწოდა, ეპისკოპოზი გვერდთ, მოუჯდა, უბძანა იქ
მდგომთ, მოგვშორდითო და ყურადღებით დაუგდო ყური სნეულის დაბალ
ხმით მოთქმასა.
როცა სტეფანემ გაათავა თავის თავის ამბავი, აღტაცებით უთხრა:
- მე, როგორც შენ, ვადიდებ უფალსა, რომ შენს დაკარგულს ცოლს გზა
სამართლისა აპოვნინა და შენი შვილიც, ღვთის მადლით, იმისთანავე კარგი
მეომარი შეიქმნება, როგორც შენ იყავ. შენი სააქაო ცხოვრება კეთილად იყო
მოწყობილი, ხოლო მეორეს, საუკუნო ცხოვრებისათვის როგორ მოამზადე
თავი შენი, ჩემო ძმაო?
- მე მთელი თვრამეტი წელიწადი მარხულობაში, სინანულში და ლოცვაში
გამიტარებია, - უთხრა სტეფანემ. - ბევრი ტანჯვა გამომივლია, მე ზურგთ უკან
დამიგდია ეს ქვეყნიერობა და იმედი მაქვს გამეხსნას გზა მიმავალი ცისაკენ.

- მეც მაგას ვიმედეულობ შენთვის და შენის სულისათვის, უპასუხა
ეპისკოპოზმა. - შენ ბევრი მძიმე საქმე გადაგხედია ამ წუთისსოფელში.
ცდილხარ, რომ წრფელის გულით მიუტევო მათ, ვისაც ყველაზე დიდი
მწუხარება მოუყენებია შენთვის და შეგიშლიან გულმართლად ჰსთქვა ეხლა:
”და მომიტევე ჩვენ თანამდებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა
ჩვენთა” ხომ გახსოვს სიტყვანი სამღვთო წერილისანი; ”უკეთუ თქვენ
მიუტევებთ კაცთა ცოდვათა მათთა, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი
ზეციერი”.
- გლიცერას არამც თუ მივუტევე, - უპასუხა სნეულმა, არამედ ხელახლად
გადვუშალე სიღრმე გულისა ჩემისა, ხოლო იმ კაცს, რომელმაც ურცხვად
აიყოლია იგი, იმ ბედშავს, რომელმაც იმდენის ჩემმიერ სიკეთის ნაცვლად
მომატყუა მე, გამძარცვა, თავლაფი დამასხა, იმასაც...
- უნდა მიუტევო, - უთხრა აღაპიტმა, -. რომ შენც ყოველივე მოგეტევოს.
- მე აი თვრამეტი წელიწადი ვცდილობ, დავლოცო მტერი ჩემი და ამას
იქითაც ვეცდები...
აქამდე ეპისკოპოსი მარტო სნეულის ლაპარაკში იყო გართული. ეხლა კი,
ყოველ მხრივ ამას უწოდნენ და ბოლოს გელაზიმ დაუძახა:
- გვიშველე, მამაო! წარმართნი კლდეზე ამოდიან.
აღაპიტმა აკურთხა სტეფანე და ხელახლად გულწრფელობით უთხრა:
- მიუტევე და ზეცა შენია!
მინდორზედ ბევრი დახოცილი და დაჭრილი ეყარა. ჯარი ისევ უკან
დაწეულიყო ბილიკისაკენ, რადგანაც ბლემმიელები არ გაქცეულიყვნენ კი,
არამედ გაფანტულიყვნენ, ამოსხდომოდნენ კლდეებს და იქიდამ აყრიდნენ
წვიმასავით ისრებს.
- რომაელნი სად არიან, - ჰკითხა აჩქარებით აღაპიტმა რიონს.
- ხეობისაკენ დაიწიეს, გზა რომ მოდის ჩვენკენ, - უპასუხა რიონმა, - ერთი
შეხედე მაგ წარმართებს! ღმერთო, შეგვიწყალე! ისე მობობდავენ კლდეებზე,
როგორც კოსალა ხეზე.
- აბა თქვენი ჭირიმე ქვები, ქვები! - დაუყვირა აღაპიტმა იქა მდგომს
მეუდაბნოებს, - ქვევით კედელთან ვინ არის? გესმისთ? რომაელების საყვირის
ხმაა. გული მოეცით, ძმანო, იმპერატორის ჯარი მოადგა ჩვენს ბურჯს
საშველად. აბა აქეთ! აი, ხომ ხედავ სანათურიდამ ტანშიშველი კაცებს,
ბლემმიელები არიან. აბა, მოათრიეთ ხე და დაუშვით ძირს. ჰო, ეგრე, უყურეთ,
ეგ ხე რასა იქმს. ნეტავი ხე არას გამოედოს კი! მადლობა ღმერთს, არამ
დაუშალა და დაეცა! აი ეგრე უნდა, აი! ექვსი კაცი კი გამოასალმა წუთის
სოფელს და!
- აი იქ კიდევ სამი კაცი ჰსჩანს, - დაიძახა ორიონმა, - აბა ერთი მიშველეთ,
ხე დავცეთ თავში.
პირველმა წარმატებამ ისე გაამხნევა მეუდაბნოენი, რომ აღაპიტი ძლივს
იჭერდა, გაუფრთხილდით, ცუდუბრალოდ ნუ ჰყრით ხეებსაო.
იმ დროს, როცა აღაპიტის განკარგულებით, მეუდაბნოენი ქვებს და ხეებს

აყრიდნენ თავზედ მტერსა, პავლე იჯდა სტეფანესთან და თავი ჩაეღუნა.
- რატომ არა შველი იმათ? - ჰკითხა სტეფანემ.
- აღაპიტი მართალია, - უპასუხა პავლემ, - მე ბევრში მმართებს მონანიება
და ბრძოლას კი სიამოვნება მოაქვს. რამოდენად არის ეგ სიამოვნება დიდი,
მაგას მე ვგრძნობ იმით, რომ გული მიკვდება, სხვანი ომობენ და მე კი აქ
გულხელდაკრეფილი ვზივარ. შენ ეპისკოპოზმა გულკეთილად გაკურთხა.
- მე აღსასრული მომიახლოვდა, - დაიწყო სტეფანემ თრთოლით, აღაპიტმა დაიქადა სამოთხე, თუ მე წმინდის გულით მივუტევებ ჩემის ცოლის
მომტაცებელსა. დეე მიეტეოს, ყოველივე მიეტეოს და დეე, ყოველივე
განზრახული კეთილად აუსრულდეს და ბოროტად არ გადექცეს! ხომ ხედავ,
რა რიგად მიცემს გული! ვიდრე ცემას სამუდამოდ შეჰსწყვეტს, ხელახლად
გამიმხნევდა, თუ მოვკვდე, გერმასს უთხარ ყოველი, რაც ჩემგან იცი, დალოცე
ათასჯერ, ათი-ათასჯერ ჩემ მაგიერ და დედის მაგიერ, ხოლო არასდროს არ
უთხრა, რომ დედა მისი გაჰყვა ერთს საძაგელს, ერთს კაცს, ისე იგი, ერთს
ბედკრულს, რომელსაც მე ყოველისფერი მივუტევე. გერმასს ეს ბეჭედი მიეც.
ჩემს მღვიმეში ბალახებქვეშ ლოგინზე წიგნსაც იპოვი, ისეც მიე, როცა ბეჭედს
აძლევდე. იმ წიგნით-თავის ბიძასთან, მივიდეს და ის უშოვის ჯარში ადგილს,
რადგანაც ჩემი ძმა წინ წამდგარი კაცია იმპერატორის წინაშე. ყური დაუგდე,
აღაპიტი როგორ ამხნევებს ჩვენებსა. იქ ჩვენები გულადად იბრძვიან! ეგ
რომაელების საყვირის ხმაა! აი ნახავ, ეხლა ჩვენი ჯარი აქ, ბურჯში შემოვა და
აქედამ დაუწყებს სროლას წარმართებსა. თუ აქ მოვლენ, მე შიგნით ბურჯში
შემიყვანე. მე ღონე მიმეხადა და მინდა ერთხელ კიდევ ღონე მომეკრიფა და
გულიანად მელოცნა, რომ ღმერთმა მომცეს ძალა, მივუტევო იმ კაცს მარტო
პირით კი არა, გულითაცა.
- აი, იქ ხედავ, რომაელები მოდიან კიდეც, - გააწყვეტინა პავლემ სიტყვა.
მერე ძირს გადასძახა
- აქეთ, აქეთ, მარცხნივ საფეხურებია.
- ჩვენ აქ ვყოფილვართ, - უპასუხა მკვახედ ერთმა, - ხალხო, თქვენ ამ
ყურეზედ დადექით და თვალი არ მოაშოროთ ბურჯს. თუ რამ მოხდეს,
საყვირით დამიძახეთ. მე ზევით ავალ, რადგანაც ზემოდამ უფრო ადვილად
დავინახავ, ის ძაღლები სად ჯანაბას წავიდნენ!
მინამ ეს ხმა მოდიოდა, სტეფანე ყურს უგდებდა და ძირს
გადაიყურებოდა. როცა რამდენსამე წუთს შემდეგ ფებთცი მაღლა ამოვიდა და
დაიძახა ”განა არავინ არის, რომ ხელი მომაწოდოს და მაღლა ამომიყვანოს?” მაშინ სტეფანე მიუბრუნდა პავლეს და უთხრა:
- ერთი ამაყენე და მიშველე, ფეხზედ დავდგე, ჩქარა!
ისე მარდად წამოდგა სტეფანე თვითონ, რომ პავლე გაოცდა. წამოდგა თუ
არა, გადახარა კედელზე სწორედ იქ, საცა ფებიცი იყო, დააცქერდა პირისახეს,
შეთრთოლდა, ძალა დაატანა თავის თავს და ჩააწოდა თავისი გამხმარი ხელი.
- სერვიან! - დაიძახა ფებიციმ, რომელსაც ამ ადგილას სტეფანეს ნახვამ
გულ-მუცელი გადმოუბრუნა და რომელიც ამაოდ ცდილობდა, არაფერი

შეემცნივა და გაოცებით უყურადა ხან მოხუცებულს სტეფანეს და ხან პავლესა.
ვერც ერთმა ხმა ვეღარ ამოიღო, ორივეს სიტყვა პირში გაუშრა. სტეფანეს
თვალი მიეკრა ლურსმანივით ფებიცის პირთსსახეს და რამდენსაც უყურებდა,
იმდენად უცვივდებოდა საკუთარი ლოყები და ტუჩები უფითრდებოდა.
მაგრამ ხელი მაინც გაწვდილი ჰქონდა, იქნება, მიტევების ნიშნადაც.
ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა. ბოლოს ფებიცის მოაგონდა, რომ როგორც
ერთგულმა იმპერატორისამ, არ უნდა დაივიწყოს თავისი მოვალეობა, დადგა
თითებზე და მარდად წაავლო ხელი მოხუცებულის ხელს. რაწამსაც სტეფანემ
იგრძნო ხელშეხება ფებიცისა, დაბარბაცდა, თითქო მეხი დაეცაო; ხრინწიანის
ხმით დაიკივლა, ეცა თავის დაუძინებელს მტერს, რომელსაც კედლის პირას
ერთს დამპალს ზეზედ ფეხი ძლივს ემაგრა.
პავლეს ელდა ეცა, ეს საშინელი სანახაობა რომ დაინახა: მერე ხმამაღლა,
გულით და მმუდარებით დაუძახა:
- თავი დაანებე, მიუტევე, რომ ზეცამ შენც მოგიტევოს.
- რა ზეცა, რა მიტევება! - ყვიროდა ბებერი, - წყეულიმც იყოს, წყეულიმც!
მინამ პავლე მიეშველებოდა, დამპალმა ხემ ამ ორ მტერების ჭიდილს და
ძიძგინს ვედარ გაუძლო, ჩატყდა და ორნავ ერთად გადაცვივდნენ
თვალჩაუწვდენელ ხევში.
პავლემ საშინელი გოდება ამოუშვა გულის სიღრმიდამ და ცხარეს
ცრემლით თვალში წაიბუტბუტა:
- ესეც იბრძოდა, მაგრამ აგრეთვე ამაოდ!
ომი გათავდა და ჩამავალმა მზემ სხივი მოჰფინა ბევრს მკვდარს
ბლემმიელებისას. ბოლოს მზეც ჩავიდა, მწუხრი დადგა და მოწმენდილი ცა
მოიჭედა ვარსკვლავებით. სოფელი მთვარის შუქზე განათდა.
საყდრებიდამ ხალხი შეხიზნული გამოვიდა. აღაპიტმა მიიწვია ყველანი
მკვდრების სანახავად, ლოცვისათვის და დამარხვისათვის. ხმაამოუღებლივ
მოგროვდა
საზოგადოება
დახოცილ
მოძმეთა
გარშამო
და
გულმტკივნეულობით ისმენდა ლოცვასა და კურთხევას, რომელსაც
მოჰსთქვამდა ეპისკოპოზი პატიოსან გვამთა ზედა, ძმათა სახსნელად
თავდადებულთა და სისხლდანთხეულთა. ლოცვის შემდეგ თითოეულს
ცხედარს თავზედ დაადგა ტირილით და გოდებით თავისიანი. არაერთი და
ორი ცხარე ცრემლი დაეცა დედამიწაზედ დედის, ან ცოლის თვალთაგან, არა
ერთი და ორი კვნესა ამოვიდა მამის გულიდამ და წარემართა ცისკენ.
იმ საკაცესთან, რომელზედაც სტეფანე ესვენა, სხვა საკაცეებიც იყო, და ამ
საკაცეს შორის იდგა დაჩოქილი გერმასი და ტიროდა. მეგობრულმა ხმამ
ზევით აახედა საწყალი ჭაბუკი.
- პეტრე, შენა ხარ! - დაიძახა ჭაბუკმა და ჩამოართვა სენატორს
გამოწვდილი ხელი. მინამ საწყალი მამა ცოცხალი მყვანდა, სულ სხვაგან
მიწევდა გული და ეხლა კი, როცა მამაჩემი სამუდამოდ გამშორდა, რა რიგის
სიამოვნებით განუშორებლივ მასთან ვისურვებდი ყოფნას!
- იგი მოკვდა სახელოვანის სიკვდილითა, იგი მოკვდა თავისიანთათვის, -

უპასუხა სენატორმა.
პავლე იმასთან იყო, როცა გადავარდა, - უპასუხა გცრმასმა, - ამ ბურჯის
სახსნელად იყო, რომ გადაჩეხა კედლიდამ. მაგრამ აქ მოიხედე, შეხედე ერთი ამ
ქალს, ამ უბედურს ბავშვს, რომელიც თხებს აძოვებდა ხოლმე. იგი მოკვდა
ვაჟკაცთა სიკვდილითა. საწყალი, ფრთხილი მირიამო! რამდენს კეთილს
ვისურვებდი შენთვის, შენ რომ ეხლაც ისევ ცოცხალი იყო.
ამ სიტყვებზე გერმასმა წყნარად აიღო მირიამის ხელი, აკოცა პატარას და
გაცივებულს ხელს და ფრთხილად დაუკრიფგულზედ.
- როგორ მოხდა რომ ქალი ვაჟკაცთა ომში გაერივა? ჰკითხა პეტრემ, მაგრამ მაგას მერეც მიამბობ, შინ რომ წავალო. ჩვენთან გთხოვ და იყავ ჩვენთან
სტუმრად რამდენს ხანსაც გენებოს. ჩვენ ყველანი შენგან დავალებულნი ვართ.
გერმასი წამოწითლდა და თავდაბლობით აიცალა ქება, რომელსაც
ყველანი გარშამო ეუბნებოდნენ როგორც მხსნელსა მტრის ხელისაგან.
როცა მივიდნენ მომტირალ დედაკაცები, გერმასმა ერთხელ კიდეც
დაიჩოქა მამის თავით, უკანასკნელად შეხვდა სიყვარულით მშვიდობიანს
სახეს მირიამისას, ადგა და გაჰყვა პეტრეს, რომელმაც ხელახლად მიიწვია
თავის სახლში.
სენატორი და ჭაბუკი ერთად შევიდნენ ეზოში. გერმასმა უნებლიედ
შეხედა ფანჯარას, საცა არა ერთხელ ენახა სირონა და ანიშნა რა ფებიცის
სახლზე, ჰსთქვა: ”ისიც მკვდარიაო პეტრემ თავი დაიქნია ჰო ნიშნად და შეაღო
კარი თავის სახლისა. განათებულს დერეფანში გამოეგებაო დოროტეა და
აჩქარებით იკითხა:
- მაინც ჯერ კიდევ პოლიკარპისაგან ამბავი არა არის რა.
ქმარმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნივა. დოროტეამ მაინც განაგრძო:
- არც უნდა იყოს ჯერ! კლისმიდამ უნდა მოეწერა, ან იქნება თვითონ
ალექსანდრიიდამაც.
- მეც ეგრე მგონია, - უპასუხა პეტრემ და თავი ძირს ჩაღუნა. მერე გერმასი
წარუდგინა ცოლს. დოროტეამ მხურვალის მონაწილეობით მიიღო
ყმაწვილ.კაცი. იცოდა, რომ მამა მოუკვდა და თვითონ გერმასმაც სახელი
გამოიჩინა. ვახშამი მზად ივო და გერმასი მიიწვიეს ვახშამზედ.
დოროგეამ ანიშნა თავის ქალს მარტინას, რომ სტუმარს ქვეშსაგები
მოუმზადოს, ხოლო პეტრემ დააყენა მარტინა და უთხრა:
- გერმასი ანტონიოს ქვეშსაგებზე მოისვენებს. ის ამაღამ არ მოვა,
მუშებთან საქმე აქვს. იეტრო სადღაა შინამააამსახურებით?
- იმათ ვახშამი გაათავეს კიდეც, - უპასუხა დოროტეამ.
ცოლ-ქმარია ერთმანეთს შეხედეს და პეტრემ მწარედ გაიდავა და ჰსთქვა.
- მე მგონია ისინი მთაში არიან.
დოროტეამ ცრემლი მოიწურა და ჰსთქვა:
- იქ ანტონიას ნახვენ. ნეტავი პოლიკარპიც იპოვნონ? მე ამას შენს
სანუგეშებლად კი არ ვამბობ. უფრო დასაჯერია, რომ ის მკვდარი არ არის და
წასულია ალექსანდრიაში, რადგანაც უნდოდა, ამ ადგილებს მოშორებოდა

ცოტას ხნობით, იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ მოაგონებდა ხოლმე იმისთანა
რამეებს, რომელნიც გულს უწყლავდნენ. მგონი კარი გაიღო?
მარდად წამოხტა და გადახედა ეზოსკენ. მერე მოუბრუნდა მარტანას,
რომელიც საჭმელს აწვდიდა გერმასს და ჰსთქვა გულის ტკივილითა.
- ჩვენი ანუბისია.
რამდენსამე
ხანს
ყველანი
გულდამძიმებულებსავით
ისხდნენ
გაჩუმებულნი. ბოლოს პეტრე მიუბრუნდა თავის სტუმარს და უთხრა:
- შენ გინდოდა გეამბნა, როგორ მოკვდა ომში ჩვენი მწყემსი მირიამი. ის
ჩვენის სახლიდამ გაიქცა...
- მთაში ავიდა, - დაუმატა გერმასმა - და ისე უვლიდა მამაჩემს, როგორც
ღვიძლი შვილი.
- აი, დედი, ხომ ხედავ - ჩამოართვა სიტყვა მარტინამ ავის გულისა არა
იყო-მეთქი, მე ამას ყოველთვის ვამბობდი.
- დღეს დილით, - განაგრძო გერმასმა - მირიამი თან მოჰყვა მამაჩემს
ბურჯში და როცა მამაჩემი გადიჩეხა, მაშინვე გამოიქცა თურმე ჩემთან ამ
მწუხარე ამბის მოსატანად. ესე მითხრა პავლემ. მირიამმა მნახა, მე საითაც
წავედი ჩემის ჯარით, იქით წამოვიდა და მალე მიპოვნა იმიტომ, რომ თვალი
მშველისა ჰმქონდა და ყური დაფთხალის ფრინველისა, არც ძნელი იყო იმ
ჟამად ჩემი პოვნა, რადგანაც მაშინ ჩვენ ვომობდით ბლემმიელებთან ხეობაში,
რომელიც მთიდამ ზღვამდე ჩამოსდევს. ისინი ბევრნი იყვნენ. წინადამ და
უკანიამ, მარცხნივ და მარჯვნივ მოგვიარეს, რადგანაც ის წყეულები ისე
დახტიან კლდეებზედ, როგორც ფსიტები მოგვექცნენ მთას წკჯრებზედ და
იქიდამ მოგვაყარეს ქვები და ისრები. სამმა თუ ოთხმა ისარმა მეც გამკობლა და
ერთმა კიდევ თუმცა თაკზედ გადმიარა, მაგრამ თმებში მომხვდა და იქ დარჩა.
ვერას გეტყვით ომის მსვლელობაზედ იმიტომ, რომ სისხლი თავში ამივარდა.
მარტო მახსოვს, რომ ვყვიროდი და ვიძახოდი გიჟსავით. ხან იქ ვეცემოდი ხან
აქ რომელსამე წარმართს და ჩემმა ნაჯახმა ერთსა და ორს კი არ გაუპო მაშინ
თავი. ამ ყოფაში შევასწარ თვალი, რომ ზოგმა ჩემთაგანმა გაქცევა დააპირა და
კიდეც მე დავუძახე, დაბრუნდით-მეთქი. მობრუნდნენ და ისევ გამომყვნენ მე.
ერთხელ გაცხარებულს ომში თვალი მოვჰკარ მირიამს, რომელიც
გაფითრებული მიჰყუდებოდა კლდეს და უყურებდა ომს. მე დავუძახე, რომ
იქიდამ წასულიყო და მამიჩემისათვის მივხედნა. იმან უარის ნიშნად თავი
გაიქნივა. ფეხი არ მოიცვალა იქიდამ და ასეთის მწუხარის და
გულმტკივნეულოის თვალით დაიწყო ცქერა, რომ თავის დღეში არ
დამავიწყდება. ხელებით და თვალებით მანიშნებდა, რომ მამაჩემი ცოცხალი
აღარ არის და მეც თუმცა ამას ვერ მივუხვდი, მაგრამ გავიგე კი, რომ ჩემს
თავზედ რაღაც დიდი უბედურობა მოსულა. მე აღარ დამცალდა სწორე
შემეტყო რამ, იმიტომ, რომ მინამ რასმეს ვკითხავდი თავზედ დამეცა ბელადი
ბლემმიელებისა და მირიამის თვალწინ ცხარედ დავეტაკებით ერთმანეთს.
ჩემი მოპირდაპირე ღონიერიყო და მე დავუმტკიცე, მირიამს, რომელიც
სშირად მაყვედრიდა ქალაჩუნობას, რადგანაც მამის მორჩილი ვიყავ, მე

დავუმტკიცე-მეთქი, რომ ის არა ვარ, რაც ვეგონე. მე ვერ ავიტანდი, რომ მის
წინ დავემარცხებინე ვისმეს, დედამიწაზვდ დავანარცხე წარმართი და ნაჯახით
იქავ სული გავაფთხობინე. ამ დროს წინადამ მომესმა საშინელი ხმა. ვიღაცამ
დაიკივლა. გავიხედე და ჩემ თვალთა წინ ძირს დაეცა სისხლში მოსვრილი
მირიამი. ერთი ბლემმიელი თურმე მომპარვოდა, როცა მე გულზგდ მუხლი
დავაბჯინე და ვკლავდი მის ამხანაგს, და ეტყორცნა ჩემთვის შუბი, მაგრამ
მირიამმა... მირიამმა...
- დაგიხსნა შენ სიკვდილისაგან და თავისი საკუთარი სიცოცხლე
შემოგწირა, - ჩამოართვა პეტრემ სიტყვა ყმაწვილ კაცს, რომელსაც ამ ამბის
მოგონებაზედ ხმა გაუწყდა და თვალები ცრემლით აევსო.
გერმასმა ჰო ნიშნად თავი დაიქნია და ხმადაბლა ჰსთქვა:
- საწყალმა ხელები მაღლა აიშვირა და ჩემი სახელი წამოიძახა, როცა შუბი
ეცა გულში ჩემ მაგიერ. ობედიანის უფროსმა შვილმა მაგიერი გადუხადა იმის
მკვლელს. მე კი მივვარდი მაშინვე მირიამს და როცა მომაკვდავი უნდა
გადაქცეულიყო მივასვენე გულზე და ჩავძახე: მირიამ, მირიამ-მეთქი. იმან
თვალები ერთხელ კიდევ წამოახილა, შემომხედა ნაზად და ისეთის
სიტკბილით, ისე მეგობრულად ახსენა ჩემი სახელი, რომ ჟრუანტელმა გამიარა
ტანში. მე ჩემს დღეში არ დავიჯერებდი, რომ განადირებულს მირიამს ასე
ტკბილად შეეძლო ხმის ამოღება. საშინლად დამიწყო გულმა ტკივილი და მე
თვალები და ტუჩები დავუკოცნე. მერე ერთი კიდევ შემომხედა, დიდხანს
დამაცქერდა, მიყურა, მიყურა სიყვარულით და მადლითა და ამ ყურებაში
დალია კიდეც სული.
- კერპთმსახური იყო, - ჰსთქვა დოროტეამ და მოიწმინდა ცრემლი, მაგრამ მაგგვარის სიკვდილის გამო ღმერთი ბევრს რასმეს მიუტევებს.
- მე იგი ეხლა უფრო შემიყვარდა და რაც საუკეთესო ყვავილია იმით
მოვურთავ საფლავსა, - ჰსთქვა მარტინამ. ნებას მომცემ დედი, რამდენიმე შტო
მოვსჭრა შენს აყვავებულს მირტს გვირგვინისათვის?
- ხვალ, ხვალ, ჩემო კარგო, - უპასუხა დოროტეამ, - ეხლა წადი, დაიძინე,
ძლიერ გვიან არის.
- ნება მომეცით, ცოტა კიდევ დავრჩე, - სთხოვა ქალმა,მინამ ანტონი და
იეტრო მოვლენ.
- მე სიამოვნებით გიშველით, რომ თქვენი შვილი იპოვოთ, - ჰსთქვა
გერმასმა - და გნებავთ წავალ რაიტას და კლისმას და მენავეებს ვკითხავ. განა
ცენტურიონმა თავისი ცოლი ვერ იპოვა? კითხვაზედ მორცხვობით თავი
დაიღო ძირს და ძირს დაიწყო ყურება.
- სირონა ჯერ არ მოუყვანიათ, - უპასუხა პეტრემ და ვინ იცის, იქნება....
მაგრამ შენ ამას წინად პავლე ახსენე, შენიც მახლობელი იყო და მამაშენისაც.
ნუთუ არ იცი, რომ იმან ურცხვად არივა ცენტურიონის ოჯახის
მშვიდობიანობა?
- პავლემ? - დაიძახა გერმასმა - როგორ დაგიჯერებიათ ეგ ამბავი!
- ფებიციმ იპოვა იმისი ტყაპუჭი თავის ცოლის ოთახში, - ხუმრობა

გაშვებით უთხრა პეტრემ - ჩვენ თვალწინ ურცხვმა ალექსანდრიელმა აღიარა
თავისი ცოდვა და ჰსთხივა ფებიცის, დამსაჯეო. სწორედ იმ ღამეს მოახდინა ეს
სამარცხვინო ამბავი, როცა შენ წახვედი მტრის დასაზვერავად.
- ფებიციმ სცემა კიდეც? - დაიძახა გულამღვრეულმა გერმასმა. და
საწყალმაც კისრად იდო სირცხვილი და თქვენი კიცხვა მარტო ჩემის
გულისათვის! ეხლა მე მესმის, რა უნდა ვთქვა! ომის შემდეგ დამხვდა, მითხრა
მამის სიკვდილი და როცა გამომეთხოვა, მეუბნებოდა, რომ მე დიდად დიდი
ცოდვილი ვარო, რომ სოფელში ყველგან და ყველანი ამას გეტყვიანო. მე კი
ვიცი, რაც არის. იგი სულგრძელია და გულკეთილი და მე ვერ მოვითმენ, რომ
იგი ჩემის გულისათვის შერცხვენილ და გაკიცხულ იქმნას.
ამ სიტყვაზედ გერმასი წამოხტა ფეხზე და ნახა, რომ მასპინძლები
გაოცებით შემოჰყურებენ, უთხრა:
- პავლეს თვალითაც თავის დღეში არ ენახა მაშინ სირონა და მე
გარწმუნებთ, თუ ქვეყანაზედ ვინმე წმინდაა, კეთილი და უცოდველი, პავლე
იმათში პირველია. ჩემის გულისათვის, რომ მე გადამარჩინოს სასჯელს და
მამაჩემის წყენას, თვითონ უკისრია ჩემი ბრალი და ის ცოდვა, რომელიც თავის
დღეში არ უქმნია. ამისთანა საქმეზე მარტო იმას შეუშლიან თავდადება, მარტო
იმას, იმ ერთგულს და პატიოსანს მეგობარსა! ამას იქით არც ერთს წუთსაც
იმაზე არაფერი ეჭვი აღარ უნდა იყოს.
- შენ მაგას ამბობ იმ კაცთან, რომელიც მენზედ ბევრით უფროსია, გააწყვეტინა ჭაბუკს ძლიერი სიტყვა, - შენმა მეგობარმა თავის საკუთარის
პირით აღიარა...
- ეგ უტყვნია თავის გულკეთილობისა გამო, - დაუყვირა გერმასმა
სენატორს. - ცხვრის ტყაპუჭი, რომელ, ფებიცის უპოვნია, ჩემია. მაშინ როცა
თავის ღმერთის მიტრას ღამეს უთევდა, მე სირონასთან შევედი,
მამაჩემისათვის ღვინო უნდა მეთხოვნა და სირონამ კიდეც ნება მომცა და მე
ცენტურიონის ტანისამოსით მოვირთე. როცა უეცრად სახლში დაბრუნდა, მე
ვაკრ ფეხი და ფანჯრიდან გადავხტი. ტყაპუჭი იქ დამავიწყდა, გამოქცეულს
წინ პავლე შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერს მე ჩავაფარცხებო, შენ წადიო და
შენ მაგიერ მე გავცემ პასუხსაო, თორემ მამაშენს ეწყინებაო. მე სულელობა
მომივიდა, რომ იმ ღამეს მირონასთან შეველ. მაგრამ გეფიცებით მამაჩემის
სულს, რომელიც დღეს ღმერთმა მიიბარა, რომ სირონა ისე მექცეოდა მე,
როგორც პატარა ბავშვსა და ნება არ მომცა იმის მშვენიერ ოქროს თმებს ხელით
მაინც მივკარებოდი. ღმერთია მოწამე და მამაჩემის სული, რომ მართალს
ვამბობ. მართალს ვამბობ, რომ პავლეს იმისთანა ბრალი აუღია კისრად,
რომელიც თავის დღეში არ უქმნია, და თუ თქვენ სირონა გაგიკიცხავთ,
უსამართლობა ჩაგიდენიათ იმიტომ, რომ არამც თუ პავლეს გამო, არამედ ჩემ
გამოც იმას თავის დღეში ქმრისათვის არ უდალატია.
დოროტეამ და პეტრემ ერთმანეთს გაოცებით შეხედეს. ყმაწუილი კაცი კი
ძირს იყურქბოდა და ხმა აღარ ამოიღო. ბოლოს თითქო გამოჰფხზლდაო
სხარტადა ჰსთქვა:

- მე ნება მომეცით წასვლისა. მე მინდა საწყალი პავლვე ვიპოვნო სადმე. მე
მადლობელი ვარ თქვენის გულკეთილობისა, მაგრამ აქ დარჩენა არ შემიშლიან,
უნდა მთაში წავიდე!
სენატორი და ცოლი ეხვეწებოდნენ დარჩენას, მაგრამ არ დარჩა და როცა
გააცილეს და კარი დაკეტეს რაღაც მძიმე სევდა დააწვათ ორივეს გულზე.
პეტრემ მტკივნეულობით ამოიოხრა. დოროტეა მივიდა და ნუგეშინს სიტევები
უთხრა.
არ გასულა ბევრი ხანი, რომ ძაღლები ყეფას მომყვნენ და პეტრე
გულდამძიმებული, თითქო ცუდს რასმეს ელისო, ადგა და ხმადაბლა ჰსთქვა:
- იქნება ისინი არიან. დოროტეამ ხელი ხელს ჩაჰკიდა ქმარს, მაგრამ
მაშინვე ხელი გამოაცალა, როცა კარის რახუნი მოესმა.
- ეს არც იეტრო უნდა იყოს და არც ანტონიო - ჰსთქვა პეტრემ - იმათ
გასაღები თან აქვთ.
მარტანა მამასთან მივიდა, როცა ის გადახარა ფჯნჯრიდამ და დაუძახა:
- ვინა ხარ მანდ, კარს რომ არახუნებ?
ძაღლებმა ასე ხმამაღლა დაიწყეს ყეფა, რომ ვერც კაცებმა და ვერც
დედაკაცებმა ვერ გაიგეს, რა პასუხი იყო.
- ერთი არგუსას შეხედეთ, - ჰსთქვა დოროტეამ. - ასე იცის ხოლმე ყეფა
როცა ან შენ მოდიხარ, პეტრე, ანუ ჩვენებიან-ვინმე, ან კიდევ როცა უხარიან
რამ.
პეტრემ ტუჩებზე თითი მიიდო. ვიღაცამ ძალიან დაუშტვინა, ძაღლებმა
ხმა გაიკმინდეს, თითქო დაუჯერესო. მაშინ პეტრემ დაუძახა:
- ვინა ხარ ემანდ? ხმა ამოიღე, თუ რომ გინდა კარი გაგიღო!
პასუხი დაუგვიანდა, პეტრეს უნდოდა, კიდევ ხმა გაეცა, მაგრამ ამ დროს
ჭიის კარიდამ მოისმა ტკბილი ხმა, რომელმაც რიდით და კრთომით ჰსთქვა:
- მე ვარ, პეტრევ, მე, გაქცეული სირონა.
რაწამსაც ეს გაიგონა მარტინამ, გამოუსხლტა მამას ხელადამ, რომელიც
მხარზედ ედო, ჩაირბინა კიბე და ეცა ჭიის კარებსა.
- სირონავ, ჩემო კარგო, ჩემო საცოდავო სირონავ! - ყვიროდა ქალი, მინამ
ურდულს გამოუყრიდა და როცა კარები გაიღო და სირონამ ეზოში ფეხი
შემოდგა, ყელზე გაეხვია მარტინას, ჰკოცნიდა, ეალერსებოდა, შეჰხაროდი,
თითქო ამის ღვიძლი დაი ყოფილიყოს.
მართანამ აღარა ათქმევინა რა, წაავლო ხელი და ნუგეშისცემით წაიყვანა
დედ-მამასთან. კარებში პეტრე და დოროტეა მოეგებნენ, უკანასკნელმა
მიიზიდა თავისკენ სირონა, აკოცა შუბლში და უთხრა:
- საწყალო! ჩვენ შევიტყეთ, რომ უსამართლოდ მოგექეცით და ვეცდებით
ყველაფერი გავასწოროთ. სენატორიც მივიდა, ჩამოართვა ალერსით ხელი,
მოიკითხა მამობრივად. სირონამ ვერა უპასუხა რა, რადგანაც არ იცოდა რა
ეთქვა.
როცა მთიდამ ძირს ჩამოდიოდა და უგზო-უკვლოდ მოდიოდა ბნელაში
ეგონა, რომ როგორც გაკიცხულს გარედ გამოაგდებდნენ. ფეხთ-საცმელი

დაჰფხრეწოდა პირიან ქვებზე და ძლივსღა შერჩენოდნენ დაკაწრულ ფეხებზე.
ლამაზი თმა ასწეწოდა ქარისაგან და თეთრი კაბა კიდევ მთხოვარას ძონძებს
დაჰმზგავსებოდა,
რადგანაც
დაეჭრა,
რომ
წყლული
შეეხვია
პოლიკარპისათვის. ყველაფრის ამის მომლოდინე სიხარულით კი მიიღეს
პოლიკარპის მამამ, დედამ, დამ და ძველებურად ალერსით მოეგებნენ!
განუზომელ ლმობიერებით და მადლობით აევსო გული ამის მნახველს
სირონას, გული ამოუჯდა, წასქდა ცრემლი და ტირილი ვეღარ შეიმაგრა. ამ
ტკბილის გრძნობით დიდხანს ვერ დარჩა, რადგანაც ბედნიერება
უპოლიკარპოდ იმასთვის სრულებით უქმი იყო. განა პოლიკარპის
გულისათვის არ შეჰბედა ამ ბნელაში ამ საშიშარს გზას? მარტანა ხელახლად
მიუახლოვდა და ნაზად დაუწყო ალერსი, მაგრამ სირონამ არ დააცალა და
ჰსთქვა:
- ეხლა მაგისი დრო არ არის, ჩემო კარგო! ისეც მთელი ერთი საათი
ტყუილად დავკარგე აქა-იქ ხეტებაში. პეტრე, მოემზადე, უნდა მთაში წამომყვე
იმიტომ, რომ...... ნუ შეშინდები, დოროტეავ! პავლემა ჰსთქვა, რომ ეხლა ფიქრი
ადარაფერისა აქვსო და თუ პოლიკარპიო.....
- ღვთის გულისათვის, თუ იცი რამე, სთქვი, - დაიკივლა დოროტეამ და
სისხლი თავში აუვარდა, პეტრე კი გაფითრდა, გაწყვეტის სიტყვა თავის ცოლს
და ძლივსდა ჰკითხა: - სად არის პოლიკარპი და რა დამართვია?
- ცუდს ამბავს გეტყვით, - უპასუხა სირონამ და ასეთის თვალით შეხედა
ცოლ-ქმარს, თითქო ბოდიშს ითხოვსთ. - პოლიკარპი დაეცა ქვებზე და თავი
გაიტეხა დღეს დილით პავლემ, ბლემმიელებთან საომრად წასვლის წინად,
ზურგით მოიტანა ჩემთან და მე ჩამაბარა. მეც გულმოდგინებით წყლით
ვუგრილებდი წყლულს; შუადღის დროს თვალი გაახილა, მე მიცნო და სწუხდა
თქვენს შეწუხებაზედ. მზე რომ ჩამივიდა, ჩაეძინა, ეხლა ცოტა სიცხე აქვს.
პავლე მობრუნდა თუ არა, მე აქეთ გამოვიქეცი. მინდა, საყუათო სასმელი რამ
გამოგირთოთ და ეხლავ უკანვე წავიდე.
ცრემლით თვალში მოჰსთქეამდა ამას სირონა და დედ-მამა როგორც
გლოვის ხარს ყურს უგდებდნენ, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ
შვილი მოურჩებათ.
- ჩქარა, ჩქარა, მარტანავ, - დაიძახა იმედმოცემულმა დოროტეამ, - ჩქარა
მოიტანე არტახების კალათა, სასმელ მე თვითონ მოვუმზადებ.
პეტრე მივიდა სირონასთან ახლო და ხმადაბლა ჰკითხა:
- მართლა ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ? მაშ არა უშავს რა? მართლა
ცოცხალია და პავლემაც.....
- პავლე ამბობს, რომ თუ კარგად მოუარესო, პოლიკარპი ორ-სამ კვირაზე
ფეხზე ადგებაო, - უპასუხა სირონამ.
- ახლა შეგიძლიან მე წამიყვანო, გზა ხომ არ აგერევა?
- ვაიმე! - დაიძახა სირონამ, - იქნება მე უბედურმა გზა ვეღარ გავიგნო,
რადგანაც არსად ნიშნები არ დავაგდე. მაგრამ მოიცა! მემფისიდამ რომ
მეუდაბნოე იყო, აი, ეხლახან რომ გადაცვალა, ხომ იცი...

- ჰო, აი ბებერი სერაპიონი? - მკითხა სენატორმა.
- დიაღ, ისე ეძახდნენ. - უთხრა სირონამ. - იმისი მღვიმე ხომ იცი.
-- საიდამ მეცოდინება. იქნება აღაპიტმა იცოდეს...
- მაშ არც წყარო იცი, რომელსაც პავლე თურაჯების წყაროს ეძახის.
- თუ რაჯების წყაროს, - უპასუხა სენატორმა, - ეგ კი ვიცი. ღრმად
ამოიოხრა, აიღო თავისი ჯოხი და უთხრა დოროტეას: - სასმელი მოამზადე,
შესაკრავები, ჭრაქები და შენი ტახტრევანი, მე კი წავალ ჩემს მეზობელს
მაგადონთან, ბიჭები მაშველიოს.
- მეც თან გამოგყვები, - უთხრა მართანამ.
- არა, არა, შენ დედაშენთან უნდა დარჩე.
- შენა გგონია, მე კი აქ დაგიწყებ ლოდინს თუ? - ჰსთქვა დოროტეამ, - მეც
თქვენთან მოვდივარ.
- შენ აქაც ბევრი საქმე გაქვს, - უთხრა პეტრემ, - მერე ჩვენ ძალიან ჩქარა
უნდა ვიაროთ.
- მე მართალია ისე ჩქარა ვერ მოგყვებით, - ჰსთქვა ამოოხვრით დოროტეამ
- მართანა მაინც წაიყვანეთ, სუბუქი და ბედნიერი ხელი აქვს.
- თუ შენ საჭიროდ ჰხადი, - წამოვიდეს, უთხრა სენატორმა და გავიდა
ოთახიდამ.
როცა მარტინამ კალათა აავსო წამლებითა, ტილოს შესაკრავებითა,
ღვინითა და წმინდა წყლითა, აჩვენა სირონას. სირონამ მოუწონა და უთხრა:
- მაშ ერთი წყვილი მაგარი წუღებიც მე მათხოვე, თორემ ჩემები სულ
დამეგლიჯა ქვებზე და ფეხშიშველა ვერ მივყვები კაცებს, რადგანაც ქვები
დანასავით ფეხებს მიშაშრავენ.
აქ მართანამ.პირველად დაინახა სისხლი სირონას ფეხებზედა: მაშინვე
წამოავლო ხელი სანთელს, ძირს დადგა, დაიჩოქა სირონას წინ, ხელით აუწია
თეთრი თოვლივით ფეხი, გაუსინჯა და ჭრილობა და დაიძახა:
- ღმერთო, ამას რას ვხედავ! რა რიგად დაგიშაშრია ფეხები!
მსწრაფლ მოიტანა ჯამით წყალი, ჩამოჰბანა სისხლი და ფეხები შეუხვია
კარგად. როცა შეუხვია ფეხები, სირონა წამოდგა და უნდოდა შეეტყო, წყლული
უშლის სიარულს თუ არა, მაგრამ ძალიან გაუძნელდა სიარული. ასე რომ, როცა
პეტრე დაბრუნდა თავის მეზობლიდან შინ, სასტიკად აუკრძალა თან გაყოლა.
მინამ სენატორი თავის ქალით ოთახიდამ დააპირებდა გასვლას, რადაც
წაჰსჩურჩულა ცოლს, მერე მივიდა მირონასთან და უთხრა:
- იცი, რა დაემართა შენს ქმარს? სირონამ თავი დაუქნია და უთხრა: - მე
პავლემ მითხრა. ეხლა მე უბინაოდ ვარ დარჩომილი.
- სულაც არა, - დაატანა ზედ პეტრემ, - ჩვენი სახლი შენი ჭირის სანაცვლო
იყოს, აქ ჩვენს ჭერს ქვეშ საფარვასაც იპოვნი და სიყვარულსაც, როგორც
საკუთარის მამის-შენის სახლში. ჩვენ მადლობის გადახდას არ ვითხოვთ, ისეც
ძალიან დავალებული ვართ შენგან. შვიდობით, ჩემო ცოლო! წამ მარტანავ,
ეხლა ყოველი წუთი ძვირად გვიღირს.
როცა სირონა და დოროტეა მარტო დარჩნენ, დოროტეამ უთხრა:

- წავალ, ქვეშსაგებს მოგიმზადებ, ძალიან დაღალული იქნები და
დასვენება საჭირო.
- ნუ, ნუ, - დაე მუდარა სირონა, - მე შენთან ვიქნყბი და მივიცდი, სულ
ერთია არ დამეძინება, მინამ არ შევიტყობ იმის ამბავს.
ეს სიტყვები ასე ტკბილად და გულიანად იყო ნათქვამი, რომ დოროტეამ
მადლობის ნიშნად ხელი გაუწოდა ახალგაზრდა ქალს. მერე უთხრა:
- ცოტას ხანს მარტო გაგიშვებ, გული ჩემი ასეა სავსე ყოველგვარის ეჭვითა
და შიშითა, რომ უნდა ვილოცო და შევევედრო ღმერთს, რომ ჩემს შვილს
მისცეს შემწეობა და მე - სიმაგრე და ღონე.
- მეც თან წამიყოლიე, - დაემუდარა სირონა, - ჩემს უბედურობაში მე
გადვუხსენ გული ჩემი თქვენს კეთილს და მოწყალე ღმერთსა და ამას იქით
თავის დღეში აღარ თაყვანს ვცემ სხვა ღმერთსა. მარტო ერთი ფიქრი თქვენს
ღმერთზედ გულს მიმაგრებს და ნუგეშს მცემს და ეხლა მისი შველა უფრო
მიჭირს, ვიდრე როდესმე.
- ჩემო შვილო, ჩემო კარგო! - დაიძახა სიხარულით სენატორის ცოლმა,
გადეხვია სირონას, დაუწყო კოცნა შუბლზედ, ტუჩებში, მოჰკიდა ხელი და
წაიყვანა თან. როცა შეიყვანა თავის ოთახში, უთხრა:
- აი, აქ ვლოცულობ ხოლმე, თუმცა აქ არც საკურთხეველია, არც ხატი.
ჩემი ღმერთი ყველგან არის და ყოეელს ადგილას უსმენს მავედრებელსა.
ორმავე დედაკაცმა მუხლი მოიდრიკა ერთმანეთან ახლო, ორივე ერთსა
და იმავე ღმერთს ევედრებოდნენ მოწაყლებას არ.თავისთვის, არამედ
სხვისთვის და ორნივ მწუხარებაში ღმერთსა ჰმადლობდნენ; სირონა
იმისათვის, რომ დოროტეაში დედა იშოვა და დოროტეა იმისათვის, რომ
სირონაში იშიფა შვილი, ძვირფასი შვილი.
XXI
როცა პოლიკარპი ტახტრევანში ჩასვეს, წინ მაშხალებით გაუძღვნენ და
წაიყვანეს. პავლე მღვიმეს გარედ გამოვიდა, დაჯდა და თვალს ადევნებდა
მაშხალებს, რომელთა ნათელიც თანდათან თვალწინ ქრებოდა, რადგანაც
მთებიდამ დაბლა ვაკეზკდ ჩადიოდნენ ტახტრევანის წამღებნი და მაშხალები
გზას უნათებდნენ. მამა და დაი თან მისდევდა თავგატეხილს პოლიკარპისა.
- ერთი საათი კიდევ, - ჰსთქვა პავლემ, - და დედა გადაეხვევა კიდეც
თავის შვილსა. კიდევ ერთი კვირაც და პოლიკარპი ქვეშსაგებიდამ წამოდგება.
ერთი წელიწადიც და. მარტო ნიშანიღა მოაგონებს პოლიკარპის გუშინდელ
დღეს. ჩემთვის უფრო ძნელია ამ დღის დავიწყება. კიბე, რომელიც ამდენს
წელიწადს ვაშენე, რომლითაც მინდოდა ავსულივიყავ ცამდე და რომელიც
მეგონა, საკმაოდ მაღალია და საიმვდოა-მეთქი, უეცრად ჩამომენგრა და
განაცრებული მიგდია თვალწინ და ხელი, რომელმიც იგი დაფუშა, იყო ხელი
საკუთარის ჩემის უძლურებისა. მე მგონია, რომ ეგ უძლურება უფრო ძლიერი
ყოფილა, ვიდრე შინაგანი ღონე. იმიტომ, რომ მან ერთს წუთს დაანგრივა ის,

რაც იმდენი წელიწადი შინაგანმა ღონემ ააშენა. მარტო უძლურებაში
ვყოფილვარ მე დევი და სხვა არაფერში.
უკანასკნელ სიტყვებზე პავლე ჟრჟოლამ აიტანა, რადგანაც ძალიან ციოდა.
იმ დღიდამ, როცა გერმასის ბრალი თვითონ იკისრა, აღთქმა დაჰსდო, რომ
თავის დღეში თავის ტანს თბილი რამ არ მიაკაროს და ტანი მისი, დაჩვეული
სითბოს, უფრო მეტად ჰგრძნობდა სიცივეს ეხლა, როცა სისხლი უდუღდა
უფრო ძლიერ მეტისმეტის ჯაფისა, უძილობისა და უკანასკნელ დღეების
მღელვარებისაგან. სიცივით აკანკალებული შეეხვია უფრო მაგრად მასში, რაც
ეცვა და ჰსთქვა:
- ”მე ეხლა იმ მდგომარეობაში ვარ, რა მდგომარეობაშიაც ცხვარია,
რომელსაც მატყლი შუა ზამთარში გაჰპარსეს, მე ეხლა თავი ისე მიხურს
როგორც ხაბაზს, რომელმაც ეს-ეს არის ეხლა ამოიღო თორნიდამ პური. ბავშვს
შეუძლიან ეხლა პირაღმა გადამაქციოს და თვალებიც მელულება. ლოცვა
მწყურია და ასე საჭიროა, მაგრამ ღონე არ მომდევს რომ ვილოცო. მე
გამოვქექეც წუთის სოფელს და ამ მთას შემოვეკედლე, ხოლო წუთის სოფელი
უკან მომყვა აქ და თავის მახეში გამიბა ფეხები. მე უნდა სხვა უდაბნო მოვნახო,
საცა ჩემს მეტი არავინ, არავინ არ უნდა იყოს, რომ მარტო დავშთე ჩემს
ღმერთთან და ჩემს საკუთარ თავთან. მე იქნება გზა სიმართლისა კიდევ
მეპოვნა, რომ ის, ვისაც ჩემი ”მე” ჰქვიან და რომელშიაც ისახება მთელი ქვეყანა
თავისის წადილითა, გულისთქმითა და ვნებითა, თან არა მდევდეს და არ
მიუქმებდეს ყოველს ღვაწლს. ვისაც თავისი ”მე” თან გაჰყოლია უდაბნოში, ის
მარტოობას ნუ დაიქადებს.
პავლემ მძიმედ ამოიოხრა და ხელახლად ჰსთქვა:
- ”რა რიგად თავი მომწონდა, როცა გერმასის მაგიერ მგ მივიღე გვემა! მე
მაშინ მთვრალსა ვჰგვანდი, რომელიც კიბეზე ფეხწასხლეტილი ერთის
საფეხურიდამ მეორეზე ეცემა. საწყალს სტეფანესაც აგრევე წაუსხლტა ფეხი,
თუმცა ისე ახლო იყო თავის განზრახულზედ, იმოდენა ძალა აღარ ჰქონდა,
რომ შეენდო და სენატორმა კი, რომელსაც თითქმის შვილი მოვუკალი, ხელი
მომცა შენდობის ნიშნად. შევატყე, რომ მან წმინდის გულით მომიტევა.
ქვეყანაში კია და დილით სადამომდე მარტო წუთის სოფლის საქმეებშია
გართული”.
ხელახლად სიცივემ მოუჭირა და გაუფანტა აზრები. როცა ირიჟრაჟა,
ასეთი აცივდა, რომ ცეცხლის ანთება მოიწადინა.
როცა ადგა და ცეცხლს დაუწყო ნთება, გერმასი მოვდა, სალამი მიჰსცა.
პოლიკარპის წამღებთაგან შეეტყო, სადაც იმყოფებოდა პავლე, და მოვიდა
თუ არა, მივარდა, ხელი ჩამოართვა და მხურვალეს გულით მადლი გადუხადა
მისთვის, რომ თავი გაიწირა და იმის მაგიერ მიიღო სამარცხვინო სასჯელი.
პავლემ უარყო მადლობა, სიტყვა გაუსხვაფერა და დაუწყო გერმასს
ლაპარაკი მამაზედ და მერე იმაზე, თუ საკულაოდ შენთვის რას ვფიქრობო.
როცა გათენდა, გერმასმა დააპირა სოფელში ჩასვლა, რომ უკანასკნელი
პატივისცემა გაუხადოს მას და სთხოვა, შენც წამოდიო, მაგრამ პავლემ

უპასუხა:
- ვერა, ვერა, ეხლა არ იქნება, არა. ეხლა ხელახლად რომ გავერიო
ადამიანებში, ისე დავიშლები, როგორც ძველი ტიკი დაუდუღარის ღვინისაგან.
ჩემს თავში თითქო მთელი გუნდია ფუტკრისა და გულში კიდევ ჭიანჭველისა.
წადი და დამანებე თავი, რომ მარტო ვიყო.
როცა მამა დამარხა, გერმასი გამოეთხოვა აღაპიტს, პეტრეს, დოროტეას;
წავიდა ისევ პავლესთან და იმასთან ერთად გაჰსწია იმ მღვიმისაკენ, საცა მისი
მამა ჰსცხოვრებდა.
აქ პავლემ მისცა მამის ამანათი და წიგნი და უწინდელზედ უფრო მეტის
სიყვარულით დაუწყო ლაპარაკი.
ღამე ორნი ერთს მღვიმეში დაწვნენ, მაგრამ არც ერთსა და არც მეორეს არც
ძილი მოუვიდა, არც გული ჰქონდა დამშვიდებული. ხანდისხან პავლე კი
გულისტკივილით ის აამბოხდა თავისთავად:
- წარხდა, წარხდა ჩემთვის ყოველისფერი!.., მე ვეძებ, მაგრამ ვინ არის,
რომ გზა მიჩვენოს!
ჯერ გათენება არ იყო, რომ ორივე ფეხზედ იდგნენ.
გერმასი ერთხელ კიდევ ჩავიდა წყაროზედ, მუხლი მოიყარა, გამოესალმა
და გაიხსენა გულისტკივილით თავისი მამა და საწყალი მირიამი. მის გულში
გაიღვიძა ათასნაირმა გრძნობამ, მოაგონდა ბევრი რამ. ყოვლად შემძლებელია
ძალი სიყვარულისა. სახე საწყალის შავგვრემანი მწყემსი ქალისა ეხლა
წარმოუდგა ათასჯერ უფრო მშვენივრად, ვიდრე სახე მშვენიერისი სირონასი.
ჯერ მზე არ ამოსულიყო, რომ პავლემ წაიყვანა გერმასი მეთევზეთა
სოფელში, მიიყვანა თავის მამის ნაცნობ ებრაელთა, მიაცემინა საჭირო ფული
უხვად, ჩასვა ნავში კლისმაში. წასასვლელად.
როცა ერთმანეთს ეთხოვებოდნენ, ძალიან დაუმძიმდათ განშორება და
როცა გერმასმა პავლეს თვალში ცრემლი ნახა და ხელის კანკალი შეამცნია,
უთხრა:
ჩემთვის ნუ შეჰსწუხდები, პავლევ, კიდევ ვნახავთ, ღვთის მადლით,
ერთმანეთს. მე შენცა და მამაჩემიც ყოვყლთვის მეხსომებით.
- დედაშენიც, - დაუმატა პავლემ, - შენ, მართალია, ჩემთან აღარ იქმნები,
მაგრამ მე სხვას ადარ დავეძებ წვალების და მწუხარების მეტს.
ერთს ვისმეს რომ შეეძლოს გაისაკუთროს მწუხარება მთელის ქვეყნისა და
ყოველს ამოსუნთქვაზედ გულისწვა იგრძნოს, რა წყურვილით დაუწყობდა
ლოდინს ხმასა მაცხოვრისასა, საიქიოდ მიმწოდებელსა!
გერმასი ტირილით გადეხვია ყელზე და როცა მხურვალე ტუჩები
მეუდაბნოისა იგრძნო მუბლზედა, შეშინდა.
ბოლოს მენავებმა ახსნეს გემი. პავლე ხელახლად მიუბრუნდა გერმასს და
უთხრა:
- შენ ეხლა შენს საკუთარს გზაზე დაადგები. ნუ დაივიწყებ ამ უდაბნოს
და დაიხსომე აი კიდევ რა: ყველა ცოდვაზედ უმძიმესნი შემდეგნი სამნი არიან:
ამაოთა ღმერთთა თაყვანისცემა, ნდომა ცოლისა მოყვასისა შენისა და

სასიკვდილოდ ხელის გამოღება. ერიდე ამ ცოდვებს! და ყველა კეთილზედ
უფრო ძნელი და ამასთანავე უფრო დიდი ორი კეთილია: გუღმართლობა და
თავდაბლობა. ესენი უნდა აღასრულო. ყველა ნუგეშმცემელზედ უკეთესი
ნუგეშმცემელი ორი რამ არის: ერთი იმის რწმენა, რომ სიმართლეს ადგეხარ,
წყურვილი გაქვს, თუნდაც ზოგჯერ შეჰსცდე ხოლმე და წაიბორძიკო
ადამიანობის უძლურებისა გამო და მეორე - ლოცვა!
ერთხელ კიდევ გაეხვია გამგზავრებულს, მერე წამოვიდა ზღვის პირ-პირ
მთებისაკენ ისე, რომ უკან აღარ მიუხედნია.
დიდხანს თვალი არ მოუშორებია გერმასს თავის კეთილმყოფელისათვის
და ჰსწუხდა, როცა ხედავდა, რომ მისი ღონიერი მეგობარი ბარბაცებდა
როგორც მთვრალი და ხშირად ხელს იდებდა შუბლზე, რომელიც ისე უნდა
გახურებული ჰქონოდა, როგორც ტუჩები.
ახალგაზრდა მეომარმა ვეღარ ინახულა ამის შემდეგ ვერც მთა და ვერც
პეტრე, ხოლო როცა სახელი იშოვა და სამსახურში თვალსაჩინო ადგილი
დაიჭირა, მაშინ შეხვდა პოლიკარპს, პეტრეს შვილს, რომელიც დიდის
პატივით მოეწვია და დაესახლებინა ბიზანტიის იმპერატორს და რომლის
სახლშიაც უვლებდა როგორც ერთგული და საყვარელი ცოლი - სირონა.
პავლე კი გერმასის მოშორების შემდეგ დაიკარგა. ბევრს ეძებდნენ
მეუდაბნოენი და ეპისკოპოსი აღაპიტი, რომელმაც პეტრესაგან შეიტყო, რომ
საწყალი პავლე უბრალოდ დასჯილ და განდევნილ იქმნა და ამის გამო
უნდოდა, საკუთარის პირით შენდობა ეთქვა და ნუგეში მიეცა. ბოლოს ათის
დღის შემდეგ, ორიონმა იპოვა პავლე ერთს მეტად გადაკარგულს მღვიმეში.
ანგელოზი სიკვდილისა ის იყო იბარებდა მის სულსა; ჯერ კიდევ
ფეთქავდა და მთლად გაცივებული არ იყო. იგი ჯერ კიდევ მუხლმოდრეკილი
იყო შუბლით კლდეზედ მიყუდებული და მისი განჭნავებული ხელები მაგრად
ჩასჭიდებოდნენ მაგდალინას ბეჭედს.
როცა ამხანაგებმა საკაცეზედ დადეს, მისი პატიოსანი სახე მოირთო
წმინდისა და განათებულის ღიმილითა.
ძალიან მალე გავარდა ხმა მისის სიკვდილისა, ყველამ შეიტყო,
სოფლელებმა, მღვიმეებში მცხოვრებელთა და ამალიკეტვლთ მწყემსებმაც კი.
დიდძალმა ხალხმა გააცილა იგი უკანასკნელ სადგურამდე, ყველაზე წინ
მიუძღოდა ეპისკოპოსი აღაპიტი წარჩინებულის სამღვდელოებითა და
დიაკვნებითა. მერე მიდიოდა პეტრე თავის სახლეულობით, რომელთა შორის
თვითონ სირონაც იყო.
ავადმყოფობისაგან განთავისუფლებულმა პოლიკარპმა შენდობის და
შერიგების ნიშნად მიიტანა და ყვავილების გვირგვინი დაადგა მის საფლავს,
რომელიც ბოლოს შეიქმნა იმათ სალოცავად, რომელთაც საწყალი პავლე
იდუმლად შველოდა. პეტრემ ქვა გააკეთებინა და პოლიკარპიმ ზედ ამოსჭრა
შემდეგი სიტყვები, რომელიც თვითონ პავლეს ნახშირით თავის მღვიმის
კარებზე დაეწერა:
”ილოცდეთ ჩემთვის ცოდვილისათვის, რამეთუ კაცი ვარ”.

[1878 წ.]