ქართვლის დედა
(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო.
ხალხური სიმღერა.
ვუძღვნი
პეტრე ნაკაშიძეს

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,
რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,
რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,
დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.
მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე, — მომიტევე მე სითამამე...
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა,—
ამით მამართლე, მიიღე და ნუ გამკიცხავ მე.
(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს
სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა)

დედა
თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი
და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, —
და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!
ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია,—
მაგრამ მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...
(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)

ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
ძის სიყვარული, თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
და ეგრედ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,

მისთვის რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:
ვით დედა შენი იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.
(ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,
მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
ეგრედ ნაშოვნი რად წაგვერთვი მოსავთა შენთა?
რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..
შვილი
(შემოდის გახარებული)

მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
მაგრამ შენ სწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.
დედა
მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!...
ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,

როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.
შვილი
როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?
დედა
სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
ღმერთმა გვაშოროს, შვილო, ჩემო, იმა სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.
შვილი
არასდროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
შენ, დედაჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...
შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!
(ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდაბა)

დედა
(თავის-თავად)

არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები...
იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
ვიდრე საომრად, შვილო, ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, —
და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.
(ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)

“ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,

თავისუფლების შოვნაი
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც
მტერთან გულდაგულ ომია.
თავისუფლების მშოვნელი
ამ ქვეყნად მარტო თოფია,
შინ უღლით გაქნილს მშვიდობას
ომში სისხლის ღვრა სჯობია!
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!„
(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და სოფლის პატარა
ბიჭების ძახილი: ”ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს”,
ისმის კიჟინა და ხმაურობა)

დედა
(აღელვებული)

მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.
შვილი
(ჩამოიყვანს ლოგინიდან დედას, შეუჯდება მხრებში და
მიიყვანს ფანჯარასთან)

შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.
(დედა, რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)

შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?

დედა
ღმერმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომ ჩვენ შეგვასწროს — მამულისთვის თავდადებულნი
კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.
(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)

ვიამე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
როს ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..
შვილი
რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!
(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და
გარედამ იძახის)

ცხენოსანი
კიაზო, წამო!..რაღას იცდი, გვიგვიანდება,
დრო საშურია...ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.

შვილი
აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
ჩემგან — მეომარს, შენგან — შვილსა ითხოვს მამული.
(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)

მშვიდობით, დედი! შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
ნუ სტირი, დედი!.. გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი.
დედა
ვაი შენს დედას!.. მოვიდა დრო განშორებისა
და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...
მაგრამ ნუ სწუხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!
ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..
(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე
უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს

უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის).

დედა
დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?
შვილი
(გაოცებით)

მერე, რო მიყვარს?
დედა
(ძლივს ბედავს თქმას)

მასთან დარჩი!
შვილი
მერე — მამული?
დედა
(თითქო ეხლა გაახსენდაო)

მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია...
მაგრამ, ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი...ნუ გვიანდები.
შვილი
ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედაც კი შვილის სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში!
რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
მშვიდობით, დედი! ძნელი არის შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.
(შვილი გადის)

დედა
(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)

ვიამე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი

ჩემი სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...
დიდხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალი.
ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი!..
(კვდება)
[14 ივლისსა, 1860 წელსა, პავლოვსკი, 1871 წელსა, 18-სა მარტსა].

რამდენიმე სურათი
ანუ
ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
შოთა რუსთაველი.

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა
და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი
ალაზნის ველზედ წამოიხარა.
ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,
მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,
მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი
იმის სხივებთან მუსაიფობდა.
შორნი მნათობნი მოკამკამენი
იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ,
მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,
სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.
და იმ მნათობთა სხივის ალერსით
ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,
მხოლოდ ნიავი მთისა მოლხენით
ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.
და ალაზანი შეუპოვარი
ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,
მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.
ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..

მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე
მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა,
და ნაღვლიანად მასზედ მეურმე
მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა.
ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,
მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი.
მიდის ურემი და უეცრადა
ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი,
მოვარდა იგი ურემს მედგრადა,
მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი.
— ვერ მიმასწავლებ კუდიგორის გზას? —
ჰკითხა თამამად მან მეურმესა.
— რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას
მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა,
ერთი საურმე გზა დაგიხვდება;
იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცა
ცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება,
ის მთა იქნება კუდიგორაცა.
იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს,
როს გაათავა გზისა სწავლება: —
იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს,
ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება.
მე როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი,
ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები,
მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი,
ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები,
ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა,
თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა!
მალია, როგორც ხირიმის ტყვია,
და ტყვიასავით დაუნდობელი;
თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია,
შეარჩინო და აიღო ხელი.
— შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ,
მეც მისებრ, ძამო, მიღრინავს გული;
როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ
ამ დღიდგან თავზედ ხელაღებული! —
და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი
მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა;
გაფრინდა ცხენიც, ვით შავარდენი,
და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა.
თითქო შენატრდა იმას მეურმე,
“ახ, ნეტავი შენ!” — წაიდუდუნა
და, გაიქნივა რა თავი მერმე,
შურით ხარს შოლტი გაუტყლაშუნა.

და მერმე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა.
კუდიგორასთან ერთი ტყე არი, —
უწინ ყაჩაღის იყო საფარი, —
საშიში, ბნელი, გულდახურული,
შეუვალი დ წამობურული.
იქა ჰცხოვრებდა ბღაჭიაშვილი
კაკო, ყაჩაღად გამოვარდნილი.
მთვარე ჩასული იყო დიდხნისა,
როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა,
ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა,
ბედისაგან მწარედ განაწირალსა.
მის შორიახლო ლამაზი ცხენი
კაზმმოუხდელი სძოვდა ბალახსა,
და მას ფოთოლნიც მოშრიალენი
ხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა.
უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი,
თავი აიღო და გაიხედა;
მერე ტირილით იწყო ფრუტუნი
და ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა;
დიდხანს უცქერდა და, რა მოესმა
თავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა,
ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა
და პატრონს ძილი დააფრთხობინა.
წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,
თოფი მოზიდა და შეაყენა
და, რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: “მითხარ ვინა ხარ შენა?
რისთვის მოსულხარ, —მოყვრად თუ მტრადა?”
მხედარი
— მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.
კაკო
— თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა!
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.
მხედარი
— ამინ!..შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი?
კაკო
— დიაღ! გახლავარ!..რა გნებავს შენა?

მხედარი
— შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი,
შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა.
კაკო
— მომწონს ეგ სიტყვა... შენც მომეწონე
და ამისთვისაც გენდობი შენა.
მხედარი
— გულს გული იცნობს და ღონეს— ღონე,
მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა.
კაკო
— ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი,
ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა;
გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი,
და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა.
ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია,
სადც მიღამდება, იქ მითენდება;
თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია,
მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება...
უსახლკარობა, შიში, შიმშილი,
მარტოკა გდება მხეცივით ტყეში,
ყურდღელსავითა ფხიზელი ძილი
და იარაღი დღედაღამ ხელში, —
მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება
ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი,
მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი!..
მე თანა მყვანან რკინისა ძმები:
ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი...
არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები,
მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი.
ეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზდილა,
მოუდრეკია, როგორც რომ ჟინი;
ჩემთან საფრთხეში ბევრჯერ ყოფილა,
გამოუვლია ჭირი და ლხინი.
ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება!
არ აიყრიან გულსა ჩემზედა,
და კაკოც ისე არ გაძუნწდება,
რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა,

ჩემი სიმდიდრე აი ეს არი!..
ჩემს სამეფოში არ არის გმობა,
თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი,
მაგრამ ერთგულთან მეც ვიცი ძმობა.
ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ წამო!
ღარიბულადა მე დაგიხვდები,
და ნუ დამძრახავ ყაჩაღსა, ძამო,
თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები.
მხედარი მყისვე გადმოხტა მარდად
და წამოჰყარა აღვირი ცხენსა;
ჩამოუჭიმა ყურები მაგრად
და თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა.
მოჰხსნა ნაბადი, ჩაკრული უკან,
ხურჯინიც სავსე გადმოიღო მან,
მერე გადაჰკრა ხელი გავაზედ
და მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ.
შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი,
კაკოს პირდაპირ დადგა მდუმარი.
მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს,
და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს.
მივიდნენ წყნარად და ხის ძირს დასხდნენ,
მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდხანად,
ერთმანეთს თითქო კიდევ შინჯავდნენ,
ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად:
— ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრები
და არ დამძრახავ მეტ კითხვისთვინა
მითხარ, საიდამ გემცნაურები?
ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?
მხედარი
— შენი გაცნობა არ არის ძნელი,
ამაზედ რაღა ვილაპარაკო,
შორს გავარდნილა შენი სახელი,
ბავშვმაც კი იცის, ვინ არის “კაკო”!
შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი,
ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს?
შენი ამბავი, ეხლა მართალი,
ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს.
შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი,
გამოჰქცევიხარ უსამართლობას,
ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხკაცი,
ბარაქალა მაგ გულკეთილობას!..
რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
ეგ ვერაფერი სიყვარულია, —
სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს,

ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!
მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა,
გლეხკაცი, როგორც ძმა ჰყვარებია,
გლეხკაცის ბედი, ჭირი და ლხენა
შვილსავით კალთით უტარებია.
აბა, კაციცა ისა ყოფილა
და ქუდიც იმას, ძმავ, ჰხურებია!
ნეტავ იმ დედას, ვისგანც გაზრდილა
და ვისაც ძუძუ უწოვებია!..
მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს,
ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს...
ჯერ არ მენახე, მაგრამ გიცნობდი,
შენი ცხოვრება მენატრებოდა;
შენთან წამოსვლას ბევრჯერ ვფიქრობდი,
მაგრამ სახლ-კარი მენანებოდა,
ბოლოს კი, ძამო, გამიწყრა ღმერთი,
დამიტრიალდა უკუღმა ბედი!..
ყური მომიგდე, გეტყვი ყველაფერს,
რაც გადამკიდა მწუხარებამა
და, როგორც ერთ დროს ბედის მადლიერს,
გზა დამიხლართა ბედისწერამა!
მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი,
როცა ბატონმა სახლს მომაშორა.
წამსვე ძროხაში მე მიკრეს თავი,
ჩემს სახლ-კარიდან გამაგდეს შორა.
ჯერ კი დავღონდი, დაჩაგრდა გული,
ყოფნა უმშობლოდ მეძნელებოდა...
სხვები ჰლხინობდნენ, და მე კი ლული
ცრემლისა თვალზედ არა მშრებოდა.
პატარა ჩემი ამხანაგები
ჩემ გულჩჩვილობას იქ დასცინოდნენ,
დავიწყებოდათ თავის დარდები,
როცა ისინიც ჩემებრ სტიროდნენ!..
მეც კი მრცხვენოდა ჩემის ცრემლისა, —
ჩემს ამხანაგებს გავექცევოდი,
მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირსა
და იქ მარტოკა დიდხანს ვტიროდი.
მაგრამ ღრუბელმა გადაიარა,
თან გადიტანა ჩემი ნაღველი;
პატარა გულმა გამოიდარა
და შეუბრუნა ნაღველსა ხელი.
ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე,
კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი,
ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამე
აღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი.
ძამო! რა ტკბილად, არ უდარდელად

ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ!..
არარა მქონდა იქ საფიქრელად,
ჩემი მოძმენი არ მაძალებდნენ.
ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა,
გავიზიარეთ ყველამა საქმე
და რიგ-რიგადა ყველა ძმურადა
ვყარაულობდით ძროხასა ღამე.
რაკი მთას იქით მზე დაწვებოდა
და გაეკვროდა ვარსკვლავი ცასა,
გაშლილი ძროხა მოგროვდებოდა
და დავიწყებდით ყველანი თვლასა.
და დავაბამდით რაკი ძროხასა,
ტყის პირს ერთს დიდ ცეცხლს გავაჩაღებდით
და მოვიტანდით ჩვენ ჩვენს საგზალსა,
ცეცხლსა გარშამო მოვუსხდებოდით.
ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი,
ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობად;
მოგვერეოდა თუ მერე ძილი,
ერთი ჩვენგანი ზღაპარს იტყოდა.
რაკი ტრედისფრად ცა ინათებდა
და შორს ცისკარი კამკამს იწყობდა,
მეძროხე ვინმე დაგვიძახებდა
და დილის ტკბილსა ძილს დაგვიფრთხობდა.
ავიშლებოდით და ჩვენის ხმითა
მკვდარი მთა-ბარი გაცოცხლდებოდა,
და თავის ძროხას ყველა ზლაზვნითა
ასაშვებლადა მიესევოდა.
ზოგი აქ მიდის თექამოსხმული
და მიიფშვნეტავს ზარმაცად თვალსა,
სხვა იქ მიიმღერს დაღონებული
და ერეკება თავის ძროხასა;
და ერთს წუთს უკან ძროხა ბღავილით
გაიშლებოდა ფართო მინდორზედ...
და ჩვენ კი ხტომით, მღერით, ძახილით
მოვგროვდებოდით მთის ცივ წყაროზედ:
პირს დავიბანდით, ძილს დავიფრთხობდით,
მთის წყაროს წყლითა გავგრილდებოდით,
ვხტოდით, ვიძახდით, ვლაზღანდარობდით
და ზეზეურად დავნაყრდებოდით;
მერე ვმართავდით თამაშობასა:
ხან ქვას ვისროდით, ხან ბურთსა მაღლა,
და შუადღისა გოლვისა ჟამსა
ჩამოვრეკავდით ძროხასა დაბლა;
ალაზანშია ვყრიდით ძროხასა,
თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა...
ბევრიც სხვა ახსოვს ჩემ ბიჭობასა,

მაგრამ სად არის ეხლა ის ლხენა?!..
საღამოს ჟამზედ ისევ იმრიგად
ცეცხლსა ანთებულს მოვუსხდებოდით
და ისევ ზღაპარს გლეხურს მორიგად
თითოსა მაინც ყველა ვიტყოდით.
ის ზღაპრები მე გულს მიღონებდნენ
და აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში,
ძველებურს დროსა შემაყვარებდნენ
იმ ჩემ მხიარულ ყმაწვილობაში.
ეჰ, მარტო ერთი იმ ზღაპებისა
ღვიძლ დედასავით მე შემეთვისა!
ის მე ბევრს რასმე გულს ჩამძახებდა,
ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა...
არსენა ჩვენი, ის მხნე არსენა,
ჩვენამდინ, ძამო, ზღაპრად მოსული,
ის იყო ჩემი ჯავრი და ლხენა,
ის იყო ჩემი გული და სული.
ეგრედ გონება ხალისიანი
არსენას ამბით მე მეზრდებოდა;
მიყვარდა მე ის კეთილდღიანი
და არსენობა მენატრებოდა.
ეგრედ მინდორზედ, ძმაო, ვყვავოდი
ჩემს ბიჭობაში შეუპოვარი,
ჩემს სახლ-კარზედა არა ვდარდობდი,
შინაურობის არ მქონდა ჯავრი!
მე ჯერედ ვიყავ პაწაწკინტელა
და მადლიერი ჩემ კეთილ დღისა
და მე მეგონა, რომ ჩემებრ ყველა
მადლიერია თავის ბედისა.
მე მამა მყვანდა მხნე კაცი, მარჯვე,
დაუღლელი და ბეჯითი, გამრჯე;
თუმცა ხელმარტო ის ცოდვილობდა,
ჩვენ კაცებშია ბევრი არ სჯობდა.
იმ დალოცვილსა ვერვინ ასწრობდა
ვერც ხვნას, ვერც თესვას და ვერცა მკასა;
ღმერთიცა მართლა უხვად სწყალობდა
და წყალობითა უვსებდა სახლსა.
ეგრე იქმნება მუდამ, მეგონა,
მადლიერად და უნაღვლოდ მამა,
მაგრამ კი ბოლოს ის დააღონა,
მწარედ უმტყუვნა ბედისწერამა...
შენც, ძამო, ვიცი, გაგიგონია,
ყმის ბედი რარიგ სწრაფად იცვლება!
თუ ყმასა გუშინ ბედი ჰქონია,
არ იჯერებს, რომ დღესაც ექმნება.
ჩვენი წადილი, ჩვენი იმედი

ყოველთვის, ძამო, არის საფრთხეში,
გლეხკაცის და ყმის ლიტონი ბედი
ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში...
დრო გადიოდა და თან მოჰქონდა
მამიჩემისა უბედურობა,
მამა თანდათან მიბერდებოდა,
ბოლოს წაერთო საწყალს მხნეობა!..
თუმცა კი შერჩა წადილი ძველი,
შრომის სურვილი იმ უბედურსა,
მაგრამ არც ღონე და აღარც წელი
აღარ მოსდევდა დროგარდასრულსა.
საბრალო მამა ჰხედავდა ცხადად,
რომ რამდენადაც ღონე აკლდება,
ოჯახი უკან მიდის იმდენად
და სახლ-კარიცა სულ ეღუპება.
იმ სიბერესთან იმ უბედურსა
ერთი სხვა ჭირიც ზედ გამოება
და შეეყარა საწყალს, უძლურსა
გამუდმებული ციებ-ცხელება.
ეგრეა, ძამო, კაცის ბედი,
ის უკუღმართი, უღმრთო, წამწყმედი,
თუ ერთხელ ღერძი გადუბრუნდება,
სულ უკუღმართად დატრიალდება!
მაშინ შევიქენ მეც ოცის წლისა...
კვეხნით არ ვიტყვი, ბევრ ჩემ ტოლს ვჯობდი;
კარგად შემეძლო მოვლა სახლისა,
თუ გულს-მოდგინედ მივეშველოდი.
მაგრამ მე კიდევ ბატონსა ვყვანდი,
შინ არ მითხოვდა, არ მეშვებოდა,
მე იქ სხვისთვისა ჩემს თავს ვღუპავდი,
შინ კი ოჯახი მეღუპებოდა.
ერთხელ გამხდარი, გაყვითლებული,
ილაჯნაწყვეტი სნეულებითა,
საწყალი მამა მოხუცებული
ეახლა ბატონს თხოვნით, ხვეწნითა.
მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი,
ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი,
იმას კაცებრი გული არ ჰქონდა,
რომ მამაჩემი შეჰბრალებოდა.
რა გავაგრძელო, თავადის-შვილი
კარგი რა არის, ავი რა იყოს?!
და მამაჩემი გულმოწყვეტილი
იახლა ამგვარს უხამსსა ბატონს.
— შენი ჭირიმე, — უთხრა, — ბატონო,
სახლს ვერ გავუველ მე მარტოხელი...
დამითმე შვილი... არ დამაღონო,

არ დამიღუპო ოჯახი ძველი.
ბატონი
— რაო, რას ბოდავ?
მამა
— შენს სადღეგრძელოდ
ოღონდ ზაქარა შინ დაითხოვე,
რომ უკან წასულს ოჯახს ვუშველოთ,
და მერე თუნდა ჩიტის რძე გვთხოვე.
კულუხს, კოდის პურს, გადასახადსა
ერთი-ორადა მოგართმევთ შენა;
თუ დავაყენებთ ფეხზედ ოჯახსა,
არ გავექცევით სამსახურს ჩვენა.
ბატონი
— ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდი
შენ ჩემს სამსახურს, ჩემს ბრძანებასა?
ქოფაკო!.. ნუთუ მაგას ჰფიქრობდი,
რომ მიბედავდი ემაგის თქმასა?
მამა
— არა მქონია მაგის ფიქრი მე,
შენი რისხვაცა არ გამიწყრება...
მაგრამ მიბრძანე, შენი ჭირიმე,
რით გემსახურო, რაც არ მექმნება?
ღმერთი ხომ ჰხედავს, მე დავსნეულდი,
ღონე, ილაჯი გამიწყდა სრულებ...
მარტო ვერას ვიქმ, მთლად დავუძლურდი,
თორემ ჩემს შვილზედ არ შეგაწუხებ.
მინამ შემეძლო, სახლს ვინახავდი,
არც ღონე მშურდა და არცა ძალა,
დღედაღამ ოფლსა მე ვიწურავდი,
მაგრამ ეხლა დრო გამომეცვალა;
აწ არაქათი გამიწყდა სრულად,
უდროდ დავბერდი, ჯანი წამერთო,
ვეღარა ვუვლი ოჯახს ერთგულად,
თუმცა კი მინდა, ხომ ჰხედავ, ღმერთო!..
ოჯახი ეხლა მეღუპება მე,
კაი ოჯახი, კაი სახლ-კარი!..
ნუ! ნუ დაღუპავ, შენი კვნესამე,
მინამ პატრონი ცოცხალი არი.

სიყრმით ჩამიკლავს მამულში თავი,
მანდ დამიღლია ძარღვი და მკლავი,
გამომიზრდია ჩემის ოფლითა,
ვაი-ვაგლახით, წვით და დაგვითა.
მძიმე უღელი მე მიწევია
ჩემის სახლ-კარის და ოჯახისთვის,
ამდენი ჯაფა გამიწევია
ნუთუ, ბატონო, ამ შავის დღისთვის,
რომ უდროო-დროდ, ადრე და მალე
მევე დავმარხო ჩემი გაზრდილი?
ნუ იქ მაგასა, შენ გენაცვალე,
ნუ მიზამ მაგას, დამითმე შვილი!
ბატონი
— მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო?
სადღა ვიშოვნი კარგ მეძროხესა?
ვერა, ვერ მოგცე შენი ზაქარო,
თუნდ სულ დაგენთქას ოჯახი დღესა!
ვერ უყურებთ ამ ქოფაკს, ჩერჩეტას!
მირჩევს, ჩემიო გერჩივნოს შენსას...
არა, ერთი, “მაქვს“ სჯობს ათასს “მქონდეს”...
მამა
— მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდეს
და შენს სახელსა მტლად დავედები.
ბატონი
— გამეცა, ვირო, ნუ მეღრიჯები!
მამა
— რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო,
ვინ მომაშველებს ხელს დაღუპვილსა!
მარტომ ოჯახი როგორ მოვმართო,
თუ არ დამითმობ, ბატონო, შვილსა?
რა ვუყო, რა ვქნა, რა მეშველება,
მიბრძანე, შენი კვნესამე, შენი!
ბატონი
— თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება,
თავში ქვა იეც და ისა ჰქენი.

მამა
— შენ დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, —
რა პასუხია, როგორ იქმნება!..
ჩვენც ვურევივართ კაცებში, ხალხში,
ჭამა-სმა გვინდა, გვინდა ცხოვრება...
ბატონი
— სუ!.. შე ქოფაკო!... გაიკმიდე ხმა!..
ხმა... კრინტი-მეთქი!.. ძაღლო, თორემა
მე არ მივხედავ მაგ შენს სიბერეს
და უკან ჩაგჩრი ჯოხით მაგ სიტყვებს...
მამა
— როგორ თუ ჩამჩრი... კაცს შიმშილით მკლავ,
ცოცხალსა მმარხავ, ოჯახს მიღუპავ,
ბებერკაცს ლუკმაპური უწყდება,
შვილსა შიმშილით მამა უკვდება,
შვილს შეუძლიან მამის დარჩენა, —
და ამის ნებას არ აძლევ შენა!..
მე ჩემს ღვიძლ შვილსა აღარ მანებებ,
რომ შემინახოს სიბერის დროსა,
მართალს სიტყვასაც არ მათქმევინებ, —
ფუ, შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა!..
ეს იყო, ძამო!.. ამ სიტყვებმა ჰქმნეს
შვილის და მამის უღმრთოდ წახდენა...
შენ მეტყვი, რომ არ უნდა ეთქვა ეს,
მაგრამ რა ექმნა, აბა სთქვი შენა?
ეხვეწებოდა განა ცოტასა
იმ სულწაწყმედილს საწყალი მამა!..
მაგრამ როგორც ცივს რკინას და ქვასა,
ვერ დაულბო, ვერ, გული ხვეწნამა.
ისც კაცი იყო... ვერ მოუთმინა
იმედგაწყვეტილ, მოკლულმა გულმა,
და რაც შიგ ჰქონდა, სულ ათქმევინა,
უსამართლობამ წრიდამ გასულმა.
ჩიბუხის ტარით მამაჩემს მტრულად
ეცა ურჯულო ბატონი ჩვენი...
უნდა კი გითხრა, რომ მამა სრულად
არ გალახულა თავისი დღენი.
საწყალი იყო თავისმომწონე,
სირცხვილმა გული გადმოუბრუნა...
თუმც აღარ ჰქონდა მკლავებში ღონე,

მაინც კი ხელი შემოუბრუნა.
როგორ თუ ხელი მომიბრუნაო, —
“ბიჭო, როზგები! ბიჭო როზგები!”
და მამაჩემსა მოხუცსა, ძმაო,
წამოეჭიდნენ მისივ მოძმები!..
როზგით მიცემეს მამა სნეული,
მამა მოხუცი, პატივს ჩვეული...
იმისი კვნესა და მწუხარება
გულს მიკლავს ხოლმე, რომ მაგონდება...
არც უღონობამ, არც სიგამხდრემა,
არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა,
არც კაცის და არც ღვთის სამართალმა
არ მიპატივეს ბებერი მამა!..
მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი...—
გულამომჯდარმა წაიდუდუნა,
მერმე მწუხარემ მწუხარე თავი —
ამოიკვნესა და ძირს ჩაღუნა.
წამოხტა კაკო განრისხებული,
მას აერია სული და გული
და შეუტია მწყრალად ზაქროსა:
— შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსა
და იქამდინა მიუშვი მტერი,
რომ აცემინე მამა ბებერი?!
მითხარ, დედალო, რას აკეთებდი,
რას გეუბნოდა გული იმ დროსა?
იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდი
ჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა!...
რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, —როგორ სწუწვნიდნენ მამაშენს სისხლსა!..
ფუ, შენს ნამუსსა, მამა შვილობას,
ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!..
მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას...
შენ იქ იდექი, გულით იძუნწე!
რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს,
რომ ნაჭერ-ნაჭერ ხლმით არ აჰკუწე
სულწაწყმედილი შენი ბატონი!
ემაგ შერცხვენილ ხლმისა პატრონი
ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი?
ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი...
შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ,
შენ დედაკაცად დაჰბადებულხარ!
ფუ, მაგ კაცობას!
მხედარი
— კაკო, ნუ სწყრები!

კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა?
ჩემს ტოლს ბიჭს არც მე დავუვარდები,
არც გავექცევი ხმალში კაკოსა.
ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს
და იმის პატრონს ნუ მეძახი მხდალს.
ეგრე ნუ მძრახავ... მომიგდე ყური:
მაშინ იქ ვიდექ მე უბედური...
მინამ ბატონი ხელითა სცემდა,
როგორცა ძაღლი ხორცსა ვიგლეჯდი...
”მოჰკალ!” — რაღაცა ხმა მაძალებდა,
მაგრამ როგორღაც თავს ვიმაგრებდი.
მომეკლა, ვიცი, მამას მოჰკლავდნენ,
მკვდარსა თუ ცოცხალს კბილით შესჭამდნენ,
ამის მიზეზი მე ვიქნებოდი, —
და არ მომეკლა, უღმრთოდ სტანჯავდნენ,
ეგრე ორ ცეცხლში ვიმყოფებოდი.
მაშინ კი, როცა წამომიქციეს
და მოხუცებულს როზგი დამიკრეს,
თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული
მივვარდი თოფსა გამწარებული,
მხრიდამ გადვიგდე მაშინვე თექა,
და, რო ყვიროდა: ”დაჰკარ, დაჰკარი!”
მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექა
და შეუნგრია გულის ფიცარი
იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა,
თავისთავის და სხვის წამწყმენდელსა.
კაკო
— შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
ბიჭი ყოფილხარ, ხლმისა დამშვენი...
შენ დაგიკვეხოს შენმა მშობელმა —
რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია,
აი დალოცოს ის ქრისტე-ღმერთმა,
ვისაც შენებრი დაჰბადებია!
ძამო, გამჩენის შენის ჭირიმე,
რაც წეღან გითხარ, ყველა დამითმე.
ლამის დამადნოს ჩემმა სირცხვილმა
და კაკომ შენ წინ თავი დაიღოს.
მხედარი
— განა საქები არის, რომ შვილმა
თავისი მამის სისხლი აიღოს?
ამას იქმოდა ყოველი კაცი,
თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი.

ვით მეტი იყო წეღან ძაგება,
ისე მეტია ეხლა ეგ ქება.
მაგრამ, ეჰ, კაკო!.. მე მაგ სიკვდილმა
გულის ჭრილობა არ გამიმრთელა;
მამის გულისთვის გაწირულ შვილმა
მამას ვერაფრით ვეღარ უშველა.
მაშინ თავი არ მაგონდებოდა
და დაჭერისაც არ მეშინოდა...
მივვარდი მამას. .უსულოდ ეგდო!
მუხლი მომეჭრა, ცეცხლი მომედო!
ის საწყალი სულ დალურჯებული
ეგდო უძრავად, გაშეშებული!..
ვაიმე, მამა მე მომკდომიყო
როზგ ქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად!..
მაგრამ, ეჰ, ძმაო, რაც იყო, — იყო,
ჯოჯოხეთია მოსაგონებლად”.
და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედ
პირქვე დაეცა დადუმებული;
დიდ ხანსა ეგდო ეგრე მდუმარედ
გულში ვაების ცეცხლმოდებული.
ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა,
ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა...
ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა,
წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა.
1860 წ., 11 დეკემბერს,
პიტერი.

მეფე დიმიტრი თავდადებული
ვუძღვნი
თ. პეტრე ნაკაშიძეს

უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
“ეჰ, რას ჰყაყანებთ,— დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღემუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!
გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...

კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:

I
“მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, —
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.
იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად — ხმალი ხელში.
ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...

II
“ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ;
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.

III
ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
— დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ — რისხვით მტრისა მსრველი,
შინ — მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა

მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.

IV
“მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის —
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.
V
“ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
— “რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო”.
გაუგზავნა მოციქული:
— “გამოცხადდი ჩემ წინ შენო,

თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო”.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
— “წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა”.
ბოლოს ბძანა: “თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?”
VI
“ბძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ “დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, — ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო,

აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება”.
VII
“დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.
— “მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!
თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.
მოვიდეს, რომ იმუქრება
ის ურჯულო სისხლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.
მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!
ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.
სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა შენსა შემნატვრელსა.
ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე”.
VIII
“ახლა წადგა სპასალარი...

—”მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, —
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, —
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, — მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი”.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...
IX
“ბოლოს ბძანა: — ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, — ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა,
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.

X
“ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს — მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.
XI
— “შენ რას ბძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად? ”
ატირდა და მოახსენა:
—“ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.

მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, —
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!.. ”
XII
“მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
— “დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასთათვის თავდადება
გვიბძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და — სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა”.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი

დიდსულოვნობის შვილია.
XIII
“ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბძანა
წასასვლელად მომზადება.
სთქვა და ურდოს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქმნაო ერთი არი.
გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.
ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, —
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.
შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.
მივიდნენ, ნახეს მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.
წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.
XIV
“თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, —
ყველა ასე კარგნი იყვნენ.
წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!
კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა

მათს სიკეთეს, სიტურფესა.
მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარედა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.
იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დატვირთულნი
თითო თითო სოფლად ჰღირდა.
მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.
მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი — თითქო ვეფხია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.
ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.
ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდინს ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.
XV
“გამობძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.
მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ — შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.
მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.
ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულისტკივილითა.
უბძანა თუ: — “რასა სწუხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!..

ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.
რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგსხნით... დეე, ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო”.
ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.
მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.
XVI
“უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, —
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.
მოჰყავთ ცახცახით, ხანხალით
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.
მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.
ის ამ ქვეყნის აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.
XVII
“მოახსენა: — “ჰე, მეფეო,
ნუ შემრისხავ ერგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდავსრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.
მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.
ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,

როცა ნდომობს თავგაწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?
ერს ოფლის მღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმე უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?
ამას ვსტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.
ჩემებრ უძლურს, გაჭირებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!
XVIII
“ნუ სწუხართო!..განა, მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს — მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.
გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.
ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.
აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;
მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.
შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!
ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,

ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.
ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!.. ”
XIX
“უბძანა თუ : — ბერო კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.
მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.
ჩვენის ქვეყნის შავი ბედი,
როგორც ტაროსი, იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.
მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა:
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტებთ თქვენა?..
განა თითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ-ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის —
ღმერთი იყო და — ჯვარს ეცვა.

XX
“მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეს სიკვდილი სიცოცხლეა.
არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.
არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.

წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.
ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.
თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა,
მე კი...მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა”.
XXI
“თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, —
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...
თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.
XXII
“მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: — “მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით,
ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.
ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.
მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდევით”.
ბძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა;
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.
მტერსაც კი რომ დაენახა,
თვალი გაუშტერდებოდა,
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.

გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი—
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.
ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას
და მეფემაც დართო ნება.
წაბძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.
XXIII
“მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მისვლის იმედი
ყეინსა გადასწყვეტოდა...
ებძანა თავის სარდლისთვის:
— “შეჰკრიბე ჯარი ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი, ანუ მკვდარი;
თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო”.
წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.
უხმო მხლებელთ და უბძანა:
— “ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.
თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული;
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, —
წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!
ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო, —

ბრძენთაგანა ასე თქმულა.
კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა”.
XXIV
“რას იქმოდნენ? მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.
ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა გულმწარედ: “ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენ ჩვენს შერცხვენას! ”
ბატონმა ბძანა: — “ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ — რა სწადიან?
თუ მე უნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან... ”
მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: — “სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბძანებული;
მითხრა: —“მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...”
იამა, ბძანა: —“მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება”.
თვით წაბძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბრძანა თუ : —“მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი”.
მისცვიდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე, ხელმწიფე სვიანი.

XXV
“მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას...

საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.
გაჰწყრა: —“როგორ გაბედეო,
არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.
იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თვითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.
მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფეხთ წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი... ”
მეფემ უთხრა: —“შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.
შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.
ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, —
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?... ”
გაწყრა ყეინი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბძანა: — “ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო”.
წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.
XXVI
“სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა ტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლისმსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამები

ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: —“ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, — მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, — სისხლი აქ დაღვრილი,
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი”.
XXVII
“უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი.
მივიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.
მოახსენეს: —“შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!.. თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.
ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, — ასეაო
ყეინისა თურმე ნება“.
უბძანა თუ: —“ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.
ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა! ”

ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათ ხვეწნას და მუდარათა!
XXVIII
“გათენდა დღე ზართამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.
ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეინისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.
ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.
ამ ორ-შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.
მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...
შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანცწყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.
მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...
გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.
მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათი ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.
თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი,
სახლი, კარი, თვისი, ტომი,

ქვეყანა და თავის ერი...
ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!..
მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: — “დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!.. ”
სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
—“ჰა, ჯალათო! ” — დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.
მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა”.
[12 სექტემბერი, 1860 წ.
პავლოვსკი; 1877 — 1878 წწ.]

განდეგილი
(ლეგენდა)
ვუძღვნი
ოლგა ჭავჭავაძისას

I
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, —
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე
და ზედ კარია გამოკვეთილი,
ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.

ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა,
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

II
აქა ყოფილა უწინ კრებული
ღვთისთვის ქვეყნიდამ განდეგილ ძმათა
და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე
ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.
აქა გამდგარან, განშორებიან
ამ წუთისოფლის სამაცდუროსა,
აქ ჰღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა.
გასულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...
იმათის ღვაწლით იმ ტაძრის მადლი
მთიულთა შორის ყველგან განთქმულა.
და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.
თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექა-ქუხილით მოევლინება.

III
ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია;
საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა,
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი,
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,

სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

IV
განდეგილა და ამ ყინულებში
სულ მარტოდმარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდამ ყველა –
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.
დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია,
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი,
ცრემლით ურეცხავს, უსოლებია.
დღედაღამ სულთქმა და ღაღადება
მოჰფენია კლდეს ყინულისასა,
და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,
ვითა ღელესა მას გლოვისასა.
განყენებული წუთისოფლისგან
აქ სული მისი აღყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა
დამარხულა და განსვენებულა.

V
არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათშიგან ჩასახებულა

თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.

VI
წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი,
და მუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრობდა...
და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

VII
ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.
მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქმნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.

VIII
დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.
შეირყა მთელი ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით,
ცა აირია, დაბნელდა უცებ
და წამოვიდა სეტყვა შხუილით.
ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,
არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,
ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,
ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა,—
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაპყრობით ევედრებოდა
წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

IX
უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...
ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.
ყური ათხოვა, — და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,

შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!
ჰკითხა: —„ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?”
—„კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
და ზედ დაეცეს დედამიწასა?
რა დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა”.

X

—„მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..
ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,
ნუ შეშინდები... კიბეა იგი
და ზედ რგოლები საფეხურად აქვს”.
და იმ ბნელაში იგი წვალებით
ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.
მუნ დახვდა მწირი... რაა? ვინ არის?
ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
—„გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა...შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა”.
წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...
იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,
მხოლოდ კი ერთგან ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰჩნდოდა.

XI
რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა

და არა მავნე, ბოროტი სული.
სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლავ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.
—„უჰ, უჰ, რა ცივა!.. — სთქვა მან სტუმარმან, —
ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..“
მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...
შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.
ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
განსაცდელი რამ მას მოუვლინა?
და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა
გულში ზარცემით მწირს გაურბინა.
მაგრამ იქმნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
სასოებით და გულდამშვიდებით.

XII

—„შეშა არა გაქვს? — ჰკითხა სტუმარმა, —
მოიტა ცეცხლი ავანთო ერთი!
ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,
ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი! ”
მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ
მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.
რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მიეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად ცეცხლაპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.
ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.

XIII

თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს
ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,
უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა
თავის სიცხოვლის გამომსახველად.
მაშინაც ვინ სთქვას, — ვინ ვის აშვენებს,
მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..
თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მის თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.
ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..
თქმულა — მხეციც კი გააფთრებული
მის წინ დატკბება და დაწყნარდება.
და დაუწყნარდა ძალს მშვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,
და უცოდველის გულისტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.
XIV
ბოლოს ჰკითხა მან: —„ვინა ხარ, შვილო?
ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?
მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან
ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?”
—„მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ,
ცხვარს ვაძოვებდი მამიჩემისას,
ბალახმა ცხვარი ამოიტყუა
და მეც ამოვყვე ფარასა ცხვრისას.
ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.
სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: —
ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,
ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება
და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.

XV
„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, —
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..
მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე
უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.
ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,
მთიდამა ცივი ავარდა ქარი,
მოვინდომე ცხვრის გამობრუნება,–
გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.
უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,
სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,
ცხვარი გამიფთხო, ვერ მივეშველე,
ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.
მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.
ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..
ახია ჩემზედ, რაც დამემართა!
მამის ურჩსაო, გამიგონია,
გზა თურმე არსად არ წარემართა.

XVI
„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,
მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..
მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,
რაც ფათერაკად მოსავალია?
თვითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,
მე მამაჩემი მებრალებოდა,
მამისერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,
ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.
ცხვარი დავღუპე, — ეგ ერთადერთი
მამის სარჩო და საბადებელი,
მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,
ოღონდ ვენახე მე უვნებელი.
ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...
ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,
ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხქეშ
თვითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.
რა მექმნა ბეჩავს!.. საბრალო თავი
სად შემეფარა, გადამერჩინა?
ვსთქვი, — აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,
თუ გავბედო და წავიდე შინა?

XVII
„დავრჩენილაყავ, - მერე ვინ იცის,
გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..
წავსულიყავ და - ამ ბნელაშია
კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...
მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,
ვთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს!
თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია
და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.
ჯაჭვს ზედ წავაწყდი... და მაშინ მივხვდი,
რომ აქ მყინვარის მონასტერია,
ისიც ვიცოდი მამიჩემისგან,
რომ მონასტერში ვიღაც ბერია.
გახარებული გეძახდი დიდხანს,
შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...
ვსთქვი, — ვაიმე, თუ ვერ გავაგონო
და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..
მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა
და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...
სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,
როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე”.

XVIII

—„მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენა შემწყნარებელი”.
—„ შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე”.
—„ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..
შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!”
—„განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,
ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?”
—„მყვანდნენ... და ყველას გამოვეთხოვე,
აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი”.
—„მას აქეთ ბევრი წელიწადია?”
—„არ ვიცი”. —„როგორ?” —„არ ვთვლი წელთა სვლას,
მოვშორდი, შვილო , წუთის-სოფელსა
და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!“
—„მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?”

—„ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა”...
—„როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?”
XIX
„ღმერთო ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ
მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...
როცა აქ ცხვარი მიძოვებია
და შემიხედავს მყინვარისთვისა,
მომგონებია მამის ნათქვამი, იქ, ყინულებში კაცი სცხოვრობსო,
სულისთვის ხორცი გაუწირნია,
უწუთისოფლოდ მარტოდა სძლებსო, —
გამკვირვებია მე ეს ამბავი,
მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?
განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის
ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?
ვფიქრობდი: ნეტა, მაშ, რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთის-სოფელი?
განა მისთვის, რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?
ყველაფერს უნდა გამოვეთხოვო,
ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!
ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!
ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..“
XX
„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი წამოგიღია?
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..” —„რა გითხრა, შვილო?
ყველაზე უფრო სული ტკბილია,
იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია“.
—„მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,

ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?”
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე ... უბედურსა...”
XXI
„უბედურსაო”?!.. და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...
ესეთი სიტყვა ხომ ჩივილია
და ვით მოადგა იგი ენაზედ?
„უბედურსაო”?!.. - ეგ ხომ სიტყვაა
გულისტკენის და სამდურავისა!
ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა
ბედნიერების დამკარგავისა!..
მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,
რომ მან დასძლია საწუთროება,
განდგა მისგან და აქ მოიპოვა
სულის მშვიდობა და მყუდროება?
ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა,
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა?
რა დაემართა? რა მოუვიდა?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?
ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმე სდებს შემოქმედსა?
XXII
არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!
არ გასწირავს სულს შევედრებულსა!
ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,
მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..
არა და არა!.. მაშ რამან სძლია
და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?
მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.
არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.
საოცარ იყო მიძინებული
იგი სიტურფე, იგი შვენება!..
თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო
თვით სიყვარული და ნეტარება.
თითქო თვით მადლსა შვენებისასა

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.
XXIII
და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,
დაუცხრა სული აქოთებული
და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.
რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?
ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?!
დიდხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი
გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..
ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის
ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!
აქამდისაც ხომ გული უძგერდა...
ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..
ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?
XXIV
ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად...
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..
ნუთუ იძლია? არა და არა!..
მის სასოება არ დაუძლურდეს
და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,
იგივე უნდა ბოლომდე სწყურდეს!..
არა და არა!.. არ აიყრის მადლს,

და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!
XXV
მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდი თუ არა!..“ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!
„დაგძლიე თუ არ!... - ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!
ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის!
ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!
მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე
მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..
და შიშით, ზარით გარს მოიხედა...
კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...
იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით
პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.
მით რა ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,
იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!
რად არ დადგება, რად არა სცხრება
იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი!
სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...
ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშეც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..
XXVI
ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად,
თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!
ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?
ცხადია იგი, თუ აჩრდილია?
ნუთუ მის ცოდვით თვით წმინდა ხატი
ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?
ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..
პირჯვარი უნდა — ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა — ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ...
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
„აბა სძლიეო!..” და კვლავ ვიღაცამ

გაიხარხარა იმის სენაკში...
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში.
XXVII
რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,
გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი
და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა
დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.
ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს
იმ კლდეებშია თმააბურძგნული?
ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,
ვითა სიკვდილი გაფითრებული.
აჰა მოვარდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,
თითქო იქიდამ გამოელისო
თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.
მზის ამოსვლასა ელოდებოდა...
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუიქცა,
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდან გადმოშვებული.
XXVIII
გულზედ მოეშვო... კვლავ სასოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს ჯერეთ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...
მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!...
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივქვეშ უტევა სული.
——
და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,

იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, —
აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის,
და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...
6 თებერვალი,
1883 წ.

ყრმობის დროინდელი ლექსები

რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი
კვლავ მოგითხრობთ ჩემს ანბავსა, საშინელსა, საკვირველსა,
იგია წმინდა, მართალი, დამიჯერეთ მის მნახველსა,
სიმრუშე დიდი ცოდვაა, ჭმუნვას მოგვრის მომსმენელსა,
რაც რომ ჩალაუბანს მხედია, ვეტყვი ყველას წამკითხველსა.
სოფელი ჩალაუბანი მცირე რამ ნუ გეგონებათ,
მუნ არის რწყილთა სამეფო, საკურველი სასმენელათ,
მუნვე ალაგი რჩეული - რწყილთა მეფის საბრძანებლათ,
ყოველი მათი მნახველი არ წამოვა უვნებელად.
დღესა ერთსა რწყილთა მეფეს სენი ძველი გაუახლდა,
სენმან მწარეთ შეაწუხა, მეფე ვეღარ გარდ[ა]ახლდა,
დიდებულნი და აქიმნი შემოკრებით გარსა ახლდა,
იგი შავცმული მეფე საიქიოს გარდასახლდა.
რწყილთა ბევრი ივაგლახეს, იტირეს და თავში იცეს,
მერეთ თქვეს: - იგი წავიდა, ახლა სხვა უნდა მოგვეცეს.
აღმოირჩიეს სხვა მეფე, კაცის თმაჲ სკიპტრათ მისცეს,
იგი მეფე შაოსანი ფიცს მოითხოვს დიდსა, მტკიცეს.
მეფემ ბრძანა: - ჰე, რწყილნო, დიდი ლხინი დღესა გვმართებს,
აწ ავიყარნეთ, წავიდეთ, არ დავაძინებთ ჩვენ კაცებს,
ტკბილ ხორციანი მოვნახოთ, იგი ჩვენა ძრიელ გვარგებს,
ვწუწნოთ ხორცი და უყუროთ, კაცი როგორ ივაგახებს.
აქ დაიწყობა ამბავი, ჩემი ზემოთ მოხსენებული,
ეგე ამბავი სწორეა, არ არის მოგონობული,

რაცა რომ მითქვამს, ეგე მაქვს ელჩისგან გაგონებული,
რომელიც იყო რწყილთაგან საელჩოთ ჩემთან რებული.
რა მოახლოვდა ჩემს საწოლს რწყილთა მეფისა ლაშქარი,
მათმან მეფემან მიხილა მე მძინარე, ვით მომკვდარი,
დიდსა სპასპეტსა უბძანა: - კაცი ვგზავნოთ მაცნობარი!
- ეჰე, მეფეო, - ჰკადრა მან, - საქმე სთქვი [შენ] საქებარი.
მომივიდა მე მუნ ელჩი, რწყილთა მეფის მოგზავნილი,
მოვიდა, ცხვირზედ მიკმინა, მისგან ვიქმენ შეკრთომილი,
განვიღვიძე და ვიხილე იგი რწყილი, შავმოსილი,
ვკადრე მასა: - რა გაწყინე, დამიკარგე ძილი ტკბილი?
მან მიპასუხა, მე ვარო მონაჲ რწყილთა მეფისა,
გამოგზავნილი შენდამი, ელჩი ვარ მის დიდებისა,
აწ მე გეტყვი ყველაყასა, ჰვცანი ძალი მის ნებასა,
შენს ტანზე ამაღამა ლხინი გვინდა რწყილებისა.
ოხ, რა გავკვირდი, რომ ვნახე რწყილი ნალაპარაკავი,
ჩვენებურისა ენითა სთქვა, მით ამცირა ჩვენი თავი,
ვიცი, ღმერთმან ლაპარაკი კაცსათვისა არ ჰქმნა ავი,
იგი რწყილთა წაგვართვეს, გაუტყდესთ მათ თავი შავი.
ვკადრე ელჩსა, უპასუხე: - გეაჯები, შემიწყალეთ,
ძილი მინდა, დავღალულვარ, აი ამით შემიწყალეთ,
თქვენ ინებეთ წოწვნა ჩემი, ხოლო ხვეწნა აღმისრულეთ,
ხორცი არა მაქვს მე ტკბილი, წადი, მეფეს უთხარ მალეთ.
რა ელჩი ურდოს მივიდა - გეტყვით სიტყვითა მოკლითა, აიყარნეს, წარმოვიდნენ რწყილნი დიდის მოლხენითა,
იგი მეტად გულოვანი მოდიოდნენ რაზმებითა,
რა დავინახე იგინი, გული ვიმსე ვაებითა.
შემომესივნენს იგინი, გაიმართა დიდი ბრძოლა,
ზოგი ცხვირს მკბენს, ზოგი ლოყას, მით იხმარეს დიდი ძალა,
შემოხვევნა მათი გარსა ჩემთვის იყო დიდი ბალა,
ზოგსა ვხოცდი, ზოგსა ვსტყორცნი, ზოგი სადღაც დამემალა.
რწყილთა სპასპეტს მოვახსენე: - აწ მითხარით, მებძვით მე რათ?
მან არა მიპასუხა რა, გაუტეხე თავი ორად,
რწყილნი გმირულად ილტვოდნენ, მეც კი ვიყავ ვაჟკაცურათ, რომელი რომელს შევსტყორცნე, დაიხოცნენ უზრუნველათ.
ჩემი ტანჯვაჲ ღამეს კალმით ვით აღიწერება,
ჰვკადრე ღმერთსა: - ტანჯვა მეყო, განმიქარვე მწუხარება,
თუ არა აწვე მომკალი, სიცოცხლეჲ მეზარება,

დავსუსტდი და ვივაგლახდი, არსად იყო შეწყნარება.
აბა, რაღას ვაგრძელებ მე ამბავსა საკურველსა,
დამტანჯეს, ვითა ჯოჯოხეთს სტანჯენ დიდსა შემცოდესა,
დიდი ტანჯვა და ჭმუნვაჲ მერგო მათსა მასპინძელსა,
თრთოლას მიყოფს, რომ ვიგონებ ღამესა მას მაშინდელსა.
სრულ იქმნა
[1840 წ.].

***
დავსწერ სოფლისას ქებასა მე ყრმაჲ გამოუცდელი,
სახელათა მძევს ილია, ვარ რა სოფლისა მნახველი,
მე არა ვსცხოვრობ მას შინა, ხოლო ვარ იქა მყოფელი,
და რაც არ მეცადა, მუნ ვცადე, ჭმუნვა რა ვნახე ყოველი.
აწ, წამკითხველნო, მიპყარით ყურნი თქვენი გონიერათ,
განკვირდებით, რომ დავიწყე ქება მისი ლმობიერათ,
მაგრამ გემო მაწვნისა მის პირს მიმჟავის მშვენიერათ,
და ამ მიზეზით ვაქებ მასა გავხდი მასთან კადნიერათ.
ნუ გეგონოსთ, რომ მე მინდა პოეტობის სახელდება,
ეჰა, ღმერთო, შენ ხომ იცი, ეგე მე არ მეაზრება,
ეგ სახელი დიდებისა უცდელს ყრმასა ვით უნდება,
და თუ მე ეგე ვითვისო, ენას ბრჭვალი მომედება.
როგორც ხმასა ყორანისას ბულბული არ მოიწონებს,
ისე ჩემსა ლექსთ-თხზულებას პოეტი არ შეიწყნარებს,
ვიცი, ამის წამკითხველი შეცდომასაც ბევრსა პოებს,
და მე იგივე შემიწყნარებს, შემიწყალებს, მომიტევებს.
ვახსენოთ ღმერთი, დავიწყოთ ქებაი მისი სოფლისა,
მას ჩალაუბნათ უხმობენ, სახელი არის რომლისა,
დიდი, მდიდარი ყოვლისფრით, შემწყნარებელი ყოვლისა,
და თვით სოფელია უებრო, საყრმოა აფხაზოვისა.
ჩალაუბნისა სიკეთე რაზომც არ დამახსოვდება,
მუნ ვცანი დიდი განჯვაჲ, მუნვე ბუნების დიდება,
მისთვის მოვიხმე კალამი და სრული გონიერება,
რომა ვახსენო, ვადიდო მე მისი მშვენიერება.
სამთა მთათ შუა მდებარე, ვნახე მე იგი სოფელი,
მაწონსა, რძესა, ნაღებსა მუნ ჰპოებს სული ყოველი,
იგია კახთა ქალისა სიმაგრე დიდი მომვლელი,
აი, რით არის მდიდარი მუნ მყოფი ყოვლი ცხოველი.

მას გარეშემო არტყია მთანი თვალმიუწვდომელნი,
მათ ზედა ტყესა მოსილსა შეენატრიან იქა მყოფელნი,
მწვანის ხავერდით მოსილნი ამაყობენ მისი ველნი,
და ამით არიან საქებნი ჩალაუბანს მცხოვრებელნი
კვლავცა დავწერამ მე აქა ჩალაუბნისა ქებასა,
წყაროა იქა მდინარე, ვიგონებ მისსა ჩქეფასა,
მისი ტურფაჲ კამკამი ვადარე ელვარებასა,
ყოველი მისი მნახველი უძღვნის უფალს დიდებასა.
უფრო შეიმკო ნაქები ეს ჩვენი ჩალაუბანი,
გაბედნიერდა, გაკეთდა, რა ნახა თავადობანი;
მათმან მშვენებამ აღავსო ამ სოფლის ნაკლუნებანი,
აბა, მსმენელნო, მოგიხმობ, მივსცეთ ურთიერთს ჩვენ ბანი.
ამას სოფელს შიგან ვნახე დიდი საკვირველებაჲ,
პირველ ტურფა მშვენიერი მას არტყია ბუნებაჲ,
მერეთ ვირი იქ არ ჰსცხოვრობს, ეგე მისი თვისებაჲ,
ოჰო, წამკითხველნო, განკვირდით, ვირსა მართებს ვაებაჲ.
აწ მოგახსენებთ, სად არის ამ სოფლის არემარე,
იგი ყოვლისფრით შემკული ქიზიყსა არის მდებარე,
ყოველს ქიზიყის სოფელშიდ ვირი არის ასიც ბარე,
და მე რომ ვნახე მუნ ვირი, საკვირველებას ვადარე.
ეჰა, საწუთროვ, რათ დააკელ იგი მოზრდილ ყუროვანი,
იგი ტურფათ გასაგონი, მხეცთა შორის გულოვანი,
ესე იგი შავი ვირი გულით არის ბუნდოვანი,
ჩალაუბანს მცხოვრებელნო, ქვა იკარით დიდროვანი.
აბა, საწუთროვ, ჩალაუბანმა რა გაწყინა, რა შეგცოდა,
მის საგანგებოს სიტურფეს დიდყუროვანი დააკლდა,
რატომ არ უძღვენ მას ვირი, მითი მას გული დალბოდა,
მაშინ სიტურფით სრული ჩალაუბანი დიდს მადლობას
გეტყოდა.
ქება დასრულდა
[1840-იანი წლების დამლევი]

ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!

ჩემს საყვარელს დას, სასურველს ნინას,
წიგნსა მოგწერ, თუ ყურს მისცემ სმენას,

შენის ლოცვისთვის ვსტანჯავ მე ენას,
შენთვის ღმერთსა ვსთხოვ შვებას და ლხენას.
ღმერთმან ისმინოს ჩემი ზრახვანი,
რომე გიქარვოს შენნი ტანჯვანი,
მაშინ მაღირსოს შენი ნახვანი,
აი, რა არის ჩემი ნატვრანი.
იყავ მშვიდობით, სავსე ბედით, ყოვლის სიკეთით,
სტკბებოდე ლხინით, სიამოვნით, ყოვლისა ბედით,
მაშინ აღტაცებულ ვისიამოვნებ შენთანა ხლებით,
და უფალს მადლობას შევწირამ დიდისა ქებით.
ამ წიგნთან გიძღვნი ჩალაუბანის ქებას,
თუ წარკითხვისთვის დართობ შენს ნებას;
მრავალსა ჰპოვებ მუნ შეცოდებას,
და რათღა ვიფიქრებ მის მოწონებას.
შენსა შვილსა, ჩემს დისწულსა გიგოსა,
მაგ ვარდის კონას, დრამის წონას, გვრიტოსა,
ათასჯერა ჩაუტყლოშნი მის თვალებსა ცქვიტოსა,
და შემწეობას მისთვის მასსა ვთხოვ, ვისთვის მან თეთრი იმოსა.
ბევრსა მოგწერდი, მარამა ენა არა მაქვს ტკბილია,
ჩემი ნალექსი სიტყვები გულისთვის მტათ ლბილია,
მისთვის ვასრულებ ამ წიგნსა, თვალსაც მომედვა ძილია,
და დავშთები აქა შენი ძმაჲ, მე ჭავჭავაძე ილია.
[1852 წ.]

სიტკბოება თვის მამეულში
მოდით, შორს მყოფნო, თქვენს მამეულში,
მის სიტკბოება მაქვს მეტი გულში,
მე მუნ შთავარდი ბედშია სრულში,
ამას სწორეთ ვიტყვი, არა ვარ მრუში.
თქვენ იგი სახლი, მოდით, იხილეთ,
სადაც იშვენით, თვალნი ახილეთ,
სადაც, დედისა ალერსი ხილეთ,
სადაც მამისა სიყვარული სტკბილეთ.
ალაგსა იმას თქვენ მუნა ნახამთ,
სადაც კეთილად თქვენ ყველას ზრახამთ,
სადც ყმაწვილობის ჟამი გიმარხავთ,
სადაცა ჰპოვებთ, რაც გულს გისახამთ.
თქვენს ყმაწვილობას მუნ განიახლებთ,
დიდს სიტკბოებას გულს განიტარებთ,
ყოველი საგანი მოგიალერსებთ და რას სიამოვნებას გულს განიაზრებთ.

აი, რით განიახლებ შენ ყმაწვილობას,
მე ყველას გეტყვი, გიზამ წყალობას,
ყური დაუგდე ჩემს არ გალობას,
ქვე თვალი ავლე ჩემს ლექსთ მოწყობას.
აბა შეხედე შენ იმა ხესა,
მის ქვეშ ყმაწვილობას [დეგ] მახესა,
ჩიტსა იჭერდი მეტათ ბრთხალესა,
ღიმილს მოგვრიდი შენსა სახესა.
აი ალაგი, სადაც შენ ქოხი
უნდა დაგედგა, მოგქონდა ჯოხი,
მაზედ წვალობდი, იძახდი ოხი,
მერე იხარი, რა დადგი ქოხი.
აგე ის ბაღი, სადაცა შენა
დარბოდი, ხტოდი, არ გქონდა ქშენა,
გახსოვს, შენ ოდეს ჩიტის დაშტვენა
ვითა გიამა, ვით დაგამშვენა.
გახსოვს, შენ ოდეს პეპელას ზდევდი,
მის დასაჭერათ შენა მიზდევდი,
შენ დაღალვასა არათ იმჩნევდი,
ამათ მამეულში მოიგონებდი.
მოდით, შორს მყოფნო, შენს მამეულში,
მის სიტკბოება მაქვს მეტი გულში,
მე მუნ შდავარდი ბედშია სრულში,
ამას სწორეთ გეტყვი, არა ვარ მრუში.
მუნ თითქო წყალი, მოსრული რუით.
მოგიალერსებთ თვისის შუილით,
თითქო მუნ სადღაც, თვისის ღმუილით
შვიდობას გეტყით ენით ტყუილით.
[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

ჭაბუკობაზედ
კაცის სიცოცხლეს აქვს გაზაფხული,
მას სიჭაბუკე აქვს წოდებული,
ვინც მაგ ხანშია შეწონებული,
არის ყოველთვის შენატრებული.

შენ, სიჭაბუკეთ, სიცოცხლის ვარდო,
კაცთ შემკობელო, მისვე ნავარდო,
შენ ყველა გეტრფის, სიცოცხლევ მარდო,
შენ მოხუცისავ მწველო და დარდო.
შენს ხანში კაცსა ყველა უნდების,
ყველას ინატრის, თუკი შეხვდების,
ვისაც იხილებს, მას მიენდობის,
ლამაზის ქალის ცეცხლი ედების.
შენ ხანში კაცი არს უდგრომელი,
მისი, რაც დღეს აქვს, არს უნდომელი,
მრავალი მას აქვს მოსანდომელი,
რომე მით იქმნას მიუწვდომელი.
შენს ხანში კაცი ყოველგან დარბის,
მას პოვნა უნდა უეკლოს ვარდის,
რომ ვერა პოვოს, არას იდარდის,
და თუ იდარდის, მალე განქარდის.
შენს ხანში კაცსა არა მოშივდეს,
უნდა სიცოცხლე ეგრეთ განვიდეს,
დღესა არ დასთეს[ს], რომ ხვალ არა მკიდეს,
თუ ზედამხედი მასთან არ ვლიდეს.
შენ, ჰეი, ჭაბუკო, ხარ უმეცარი,
სიტყვა მაქვს შენთვის შთასაგონარი,
ყური მომიპყარ, არა სთქვა უარი,
მით ნუ იქნები გაუგონარი.
ჭაბუკობაში სიკვდილს არ აზრობთ,
რატომ არ იცით, იგი ვით გასწრობთ,
ბერსაც, ჭაბუკსაც იგი მოგასწრობთ,
ყელსა წაგიჭერთ, ისე დაგარჩობთ.
იმისთვის გეტყვით, რაც აქა ბრწყინავს,
ხვალ დაბნელების, ამ სოფელს ბრუნავს,
თქვენ ის ეძებეთ, რისთვის ბერი ძრწუნავს,
სამოთხეს პოებთ, მუნ ბნელიც ბრუნავს.
[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

***

დაღონებული, არ ვიცი რაზედ,
ვიჯექ ბნელს ღამეს მე მოაჯარზედ;
ერთი ვარსკვლავი არა სჩნდა ცაზედ,
ვერას ვხედიდი ჩემს წინა მთაზედ.
შავნი ღრუბელნი გარს მოდებულნი,
თითქო ქვეყანზედ შეშფოთებულნი,
თითქო წვიმისთვის გამზადებულნი,
სივრცესა ცისას იყვნენ კრებულნი.
არ გამოვიდა მცირედი ხანი,
ქარისა ქროლით მეწეწნენ თმანი,
მან გარდაყარა ღრუბლისა მთანი,
მაშინ გარდვავლე გარს ჩემი თვალნი.
მაშინ განათლდა მთელი ბუნება,
რაყო სიბნელემ ნათლად ცვლილება,
მაშინ ვიხილე ქვეყნის დიდება,
ვაქე, ვადიდე მისი თვისება.
შავხედე ცასა, ვარსკვლათ ჭედილსა,
ამას წინათა ღრუბლით ფენილსა,
მუნ უყურებდი მთვარეს ჩენილსა.
ამათ ღრუბლიდგან გამოჩენილსა,
ჯერექა ვნახე მთვარეს ნაწილი,
ღრუბლით იჭვრეტდა, ვითა ყმაწვილი,
ვითა ფიალა შემოვერცხლილი,
მერეთ გამოჩნდა მთვარე აღვსილი.
სივრცესა ცისას იგი ცურავდა,
სხივსავე თვისას ყველას ფინავდა,
საგანსა ბინდათ [მი]მოხატავდა
და მშვენიერათ [გამო]სახავდა.
ვარსკვლავნი, მისგან გაბრწყინვებულნი,
მის გარეშემო მოწიწებულნი,
ვითა წინწკლები განფატებულნი,
ცას ამშვენებდნენ ერთათ კრებულნი.
სიამოვნით სრულსა მომეცა ლხენა,
მაშინ ატოკდა ეს ჩემი ენა,
ატოკდა, ღმერთი ეგრეთ ახსენა:
ღმერთო, გადიდებს ქვეყანა შენა.
ნელი ნიავი ფოთოლს ანძრევდა,
თითქო ნანის ხმათ ჩემს ყურს აძლევდა,
ძილი მიქროლა, თვალსაც დამთლემდა,
მუნ დავიძინე, ვიდრე გათენდა.
[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

მოთქმა საწყლისა
სად მოვასვენო საწყალმან თავი,
არცა მაქვს სახლი, არც ქოხი ავი,
მზისგან დამწვარი მაქვს ტანი შავი,
ქვეყნათ არავინა მყავს მე შემნახავი.
რა ვქნა, რა ქვაჲ მე თავში ვიცე,
ქვეყნათ ცხოვრება არა მაქვს მტკიცე,
ვისაც შევჩივლე და ღმერთი ვფიცე,
არ შემიბრალა საწყალი მტიცე.
ერთხელ მეც მქონდა ბედნიერი დრო,
როს დედ-მამასთან მე მქონდა ყუდრო,
მარა სიკვდილმან იგი წამართო,
ჭმუნვითა დამყო წყეულმან მარტო.
ვხედამ მე ბევრსა, ბედით არს მტკბარი,
ყოვლისფრით სავსე არს მოცინარი,
ხოლო გზა ჩემი მათ გვერდზედ არი
და ჩემს თვალზედა არ რის დარი.
მე ბედი სხვისა არაფრათა მშურს,
იგი ყველასთვის წმინდის გულით მსურს,
მარამ მე ვსჩივი ჩემს თავს დადაგულს,
ვაი, ჭმუნვაო, რათა სწვამ ჩემსა გულს.
მე ვარ საწყალი ქვეყნათ უსუდრო,
არცა მაქვს არსად მცირედი ყუდრო,
რომე მუნ მივწვე, მუნ მივეყუდრო,
კარი-კარ პურს ვითხოვ, უდროთ უდრო.
ოხ, უხვო ღმერთო, მარტო შენგანა
არა ვარ დავიწყებულ ობლად ყველგანა,
შენის წყალობის წყაროჲთ განა
არ გინდა ყოვლის ერდგან გაბანა!
ყოველს სოფელში გაქვს ეკლესია,
იგი ყოველთვის განგიწესია,
მეფეც, საწყალიც, თუნდა მწყემსია,
მუნ გადიდებენ, რავარც წესია.
და წყალობა შენი უდიდესია,
რომ მუნ ალაგი მეც მიწესია.
მუნ შენა გხედამ ჩემსა გამჩენსა,
მხურვალის გულით სახელსა შენსა
გაქებ, ვადიდებ სახელსა შენსა,
წმინდის ლოცვითა უფალსა ჩემსა.
მე ამ ქვეყანას ქვეყნიერს ვაძლევ,
ვიტანჯვი, ტანჯვას ლოცვითა დავძლევ,
შენ საიქიოს დიდს იმედს მაძლევ,
გმადლობ შენ, ღმერთო, ყოვლისა დამძლევ!
შენი ბრძანებით გაიხსნება ზეცა,

მუნ ყველა მივა, რა ჩავა მზეცა,
თუმცა სახლი, კარი აქ არ მომეცა,
შენგან ალაგი მუნ ხომ მაქვს მეცა!
შენ, ჩემს უფალსა, გადიდებ, ღმერთო,
არსებით სამო და პირით ერთო,
შენი წყალობა ქვეყნათ გაერთო,
საწყლის, მდიდრისთვის არის საერთო,
გმადლობ შენ, ჩემო უფალო ღმერთო!
[1840-იანი წლების დამლევი
50-იანი წლების დასაწყისი]

ალბომში კნეინის ნატალია ანდრონიკოვისას
ნელი ტანის რხევა, ნაზი ქცევა მე შენი ვნახე,
არს შენნი თვალნი, განათალნი, ჭაბუკთთვის მახე,
ტუჩთა ღიმილი, შენი სიცილი გულსა ვისახე,
ორთა, ვით დათა, ცელქობამ კავთა გიშვეს შენ სახე, როს თამაშობა ქორწინობას მე შენი ვნახე.
გიძღვნი ამ ლექსსა საალბომოთ, სხვათა მივბაძე,
რომ მომიგონო, ძმათ მიგონო მე - ჭავჭავაძე.
[1852 - 1856 წწ.]

კნიაჟნა თიკოს ჭავჭ[ავაძის] ალბომში
ჩემებრსა სუსტსა შენი ქება ვით შეეძლება?
შენ ხარ ქებაზედ აღმატებულ, ესე მეთქმება,
შენ თვითონ იცი, რაღა ფიცი მე მომინდება,
რომ შვენება შენი ქევყნიერსა არ ედარება.
გთხოვ, ამ სუსტსა ლექსსა ალბომში მისცე მცირედი წილია,
რომ წარკითხვითა მიგონო მე შენი ძმაჲ ილია.
[1852 - 1856 წწ.]

ავტორის მიერ დაწუნებული ლექსები
პავლოვსკის პარკი
პავლოვსკის პარკიში, დაღონებული,
ბევრ ფიქრით დამონებული,

ჩემს აგარისკენ ვიდოდი ნელათ,
სდგა ღამე და ცა სჩნდა მწყვდიად-ბნელათ.
პარკს დასდებოდა ბურუსი სქლათა,
ტყე, ხენი იყვნენ თითქო მძინრათა,
არსად ჩუჩუნი, არსაიდამ ხმა..
მეც ამიტაცა ჩვეულებამა
და ჩამაფიქრა ჩემს სიცოცხლეზედ
და ჩემ ქვეყნისა შორ ტკბილ კიდეზედ,
და ნათლათ წამნი, იქ დამარხულნი,
წინ განმიტარა გაცოცხლებულნი.
ყველას ვჭვრეტდი მე: მშობელ მთა და ბარს,
ველსა, ედემის ღირსათა მღიმარს,
განრისხებულთა წყალთ გრგვინვით დენას,
და სამხრეთის ცის თავისუფლებას.
ისე ტკბილ იყო ის დავიწყება,
რომ აღარ მსურდა მე გაღვიძება
ჩემ მოწყენილის ცხადისათვისა,
ჩემ ქვეყნის გარე სიცოცხლისთვისა.
ეგრეთ ვეტრფოდი იმ ღვთიურს ხილვას
და გასაოცარ უძილო სიზმარს...
მარამ ვიღაცამ მხარი მხარსა მცა,
ხილვაც დამიფთხო, ბედიც წარმსტაცა!..
აღშფოთდა გული განრისხებული,
იმ ტკბილ ოცნებებს მოშორებული...
ზე ავიხედე და ქართვლის სახე
იმა წყვდიადში მე დავინახე,
ჩემ ქვეყნის შვილი იდგა ჩემ წინა...
გავკვირდი და ვსთქვი: ოცნებამ მცინა...
დიდხანს შევყურე განცვიფრებული
მის ვაჟკაცურსა შავგვრემან სახეს, ჩემ ქვეყნიდამ აქ გადმოგდებული,
ვით ვერ ვიცნობდი ჩემ ძმასა ქართველს?!
ვიცან და გული გაკვირვებული
მკერდში ათრთოლდა გახარებული.
ბედო, იმ სიზმრის სიმტკბარე წმინდა
ამ გაღვიძებათ ყოველთვის ღირდა;
მის მაგიერსა შენ თავის ჟამში
ვერას მომცემ ამ ცივ ქვეყანაში.
1858-სა წელსა, 1-სა აგვისტოს,
ს. ტიარლევო.

ს...ს
მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი,

აღარ შორდება ჩემ გულსა ურვა,
უიმედობის ჰკლავს იმას დარდი
და ჩემს ბედზედა უბოლო მდურვა.
მე შენ არ გასმენ ჩემსა ტანჯვასა,
მას, რაც ნელ-ნელათ მითხრის საფლავსა
შენ წინ დავფარავ თვალში მთრთოლარს ცრემლს,
შობისა უმალ მოვკლავ ოხვრას ჩემს...
არა, ვერ გასმენ მას, რაიც შობავს
იმ ცრემლის გუბეს, იმ ოხვრის სუნთქვას.
ჩემ საწყალ გულთან ეს სიყვარული,
შენგან ჩაგრული და განგდებული,
წავა, საფლავში დაიმარხება
ისე, რომ არც კი დაგემდურება…
1858-სა წელსა, 30-სა დეკემბერსა,
ს.პეტერბურღი.

***
მითხარ, "მიყვარხარ", - და იმავ წამში
ერთს გაშმაგებულ მხურვალ ხვევნაში,
ერთსა ანთებულს ცეცხლებრ კოცნაში,
დავანთხევ რა მთელს სიცოცხლის ძალსა,
მე სამუდამოთ დავხუჭავ თვალსა...
მაგრიგ სიკვდილით დაგვირგვინება
ჩემ მრავალ ტანჯვის ჯილდო იქნება!…
18 იანვარს,1859 წელს,
პეტერბურღი.

***
ტუჩთა მიკონვა, ტუჩთ ჩაკოკრება,
თუმც ხან ჩვენ გულში გესლათ იღვრება,
მაგრა მაინც კი, როს ვჭვრეტ ორ ტუჩთა,
დასადნობლათა ჩაკოკრებულთა, ღმერთო, შემინდე! - მოვყვები კანკალს
და მსუნაგსავით ნერწყვისა ყლაპვას.
1859-სა წელსა, 20-სა თებერვალს,
ს. პეტერბურღი.

სიზმარი

ძმაო, სურვილით
ანთებულ გულით,
რაც ცხადათ მწადდა,
სიზმარი ხატდა.
ვნახე სიზმარი,
ოხ, რარიგ მტკბარი!
მესიზმრა მშობელ
ქვეყნის მთა-ბარი;
ხვევნა მსურდა მთის,
ჩემ ძველ ნაცნობის,
შთანთქმა ტკბილ ხმისა
ქართვლის სიტყვისა,
ალერსით შეპყრა
ჩვენ მზის სხივისა;
ვსჭვრეტდი ჩემს მშობელს
მთის პირში სოფელს,
ვით ჩემ დროს, ისევ
ისევე მყოფელს.
იქ ვნახე სახლი,
სადაც მე თვალი
პირველ ვახილე,
და რა ვიხილე?
ტახტზედ ჯდა ქალი,
სწვიმდა მის თვალი;
ჩემს თავსა ვკითხე,
ვინ არს მტირალი?
არის ვითომ ის?..
განა ყვავილის
ჩრდილი თვით ყვავილს
რითმე ედრების?
ვსცნობდი, არც ვსცნობდი
მტირალსა ქალსა
და გულში ვგრძნობდი
რიღაცის ალსა.
დიდხან და დიდხან
ცრემლს თვალით ღვრიდა
და ყრუთ ხანდისხან
კვნესდა, ოხვრიდა,
მერეთ გახეჩნა
ბაგე ფერკრული
და რა ახსენა? დავიწყებული
ჩემი სახელი.
მსმენმან იმ ხმისა
გავშალე ხელი, -

ის იყო!.. ისა!..
მსურდა შემეპყრა,
გულსა მიმეპყრა...
და ნაცვლათ მისა ჩემ სარეცლისა
ცივი რკინა ხელს
შემრჩა მღვიძარეს.
ეგრეთ ვჭვრეტ სიზმარს,
ვბედნიერდები,
ვიდრე, ძმა, ცივ ცხადს
არ შევეყრები.
[1857წ. ივლისი - 1859 წ. ნოემბერი].

ზოგიერთს
თუმც მეც მქონია ყრმობას სხვათაებრ ბევრი ცოდვები,
მის უვიწყრობა სულელობით არ გამართლდება:
სასაცილოა, რომ ვისც ყრმობას მოხვდა როზგები,
მივიდეს ეხლა და ითხოვოს პასუხისგება;
ანუ ყმაწვილმა გაუსვაროს ვისმეს ხელები,
როს გაიზარდოს, მაშინ უწყოს შურისძიება...
აქ სიდაბლეა; რას იტყვიან პატიოსნები,
ამგვარ გასვრაში მითამ იყოს პატიოსნება?...
ღმერთო! გთხოვ, ხალხს არ დაავიწყო ჩემი ლექსები,
ისე, ვით ზოგიერთს ცოდვა ჩემი არ ავიწყდება.
6 ოკტომბერს, 1860
პეტერბურგი.

ექსპრომტები
კოლა ერისთავს
სხვისა სიტყვა, შენგან თქმული,
კეთდება და უფრო შვენის.
[1890-იანი წლები]

ეკატერინე სარაჯოვისას

ამ ლექსს გიწერ ჩემს სახსოვრად,
და გაგიხვევ შიგ ჩემს გულსა,
სადც ვინახავ, ვით მარგალიტს,
მე შენს და-ძმურს სიყვარულსა.
[1890 – 900-იანი წლები]

***
ამ შენს სახეს როცა ვუცქერ,
მაგონდება ყასაბ ღაღო,
რით ვერ გასძეღ ღორის ჭამით,
ღორმუცელავ, ყურუმსაღო!
[1890 – 900-იანი წლები]

ფრაგმენტები
***
ჯერეთ ყრმა ვიყავ და ვიცოდი, რა არის სიტკბო,
ისე ვიცოდი, როგორც დედის ხვევნისა სიტკბო.
დაუდევნელად, ყმაწვილურად ჩემ სწორთა შორის
ვილხენდი, ვიდრე . . .
[1859 – 1860 წწ.]

***
ერთხელ ვიყავ ბედნიერი
ყმაწვილ-ყრმობის სილაღითა
მიყვარდა მე . . . . . . . . .
[1860 – 1861 წწ.]

სამი სიკვდილი
ყრმავ, დაუჯერე პაპის სწავლასა,
დამიჯერე . . . .
[1860 წ.]

***
დიამბეგის შვილს ნანა, პატარა დიამბიკოს,
გაიზდება დედ-მამის სალხენად, სადიდებლად;

ვით მამა ქრთამს იღებდა, შვილმაც რომ ისე იღოს...
[1861 წ.]

***
რითაც ვიყავ მოქადული,
ყველა მე შენ განაცვალე:
სული, გული, ცნობა, გრძნობა,
დღეისი და ჩემი ხვალე.
შენ გემსხვერპლა ცნობა, გრძნობა,
აღარარა შემრჩენია,
ესღა შემ[რჩა შენი სახე]
გულშ[ი ხატად მისვენია
მას ვლოცულობ მე დღედაღამ,
მას შევხარი, მას შევცქერი]

[ირაკლი]
მამა
გული მეპობა, რომა ეგრეთ ვხედავ ჩემ შვილსა!
აღბეჭდილი აქვს მაღალ შუბლზე მუდამ ტანჯვანი.
დადის მარტოკა მოუბარი, ხან კლდისა პირსა
ზის და სჭვრეტს, ვითა ჰქაფდებიან მის ფეხქვეშ წყალნი.
ხან მწუხრის ჟამს ყურს უგდებს ტყეში მტირალსა ქარსა,
ხან მიწოლილი ხის ჩრდილშია არის მდუმარე,
ხან ნათელ ღამეს თვალთ მიაპყრობს დიდ ხნობით ცასა,
თითქო იქ ეძებს დაკარგულ ბედს იგი მწუხარეს!…
და თუ მოვა შინ, იგი იცავს ბნელ მდუმარებას,
და თუკი იტყვის, გულს განხვრეტენ იგი სიტყვანი…
თვალნო, დაბნელდით, რომ არ სჭვრეტდეთ მის მწუხარებას!
ცავ, მე დამითმე ჩემის ძისა უღვთო ტანჯვანი!
აგერ თვით მოდის, მის მხედველნი ტირიან ქვანი...
(დაეყუდება ორივე ხელზედ და აიფარებს თვალთ)

ირაკლი
(შემოდის)

ესე ვიცხოვრო და სულ ესრეთ - უღვთოობაა.
მე ვეღარ ვიტან ჩემთა ფიქრთა მძიმესა ტვირთსა.
მამა

გასინჯე, შვილო! მშობლისთვის რა მწველი გრძნობაა,
რომ ემაგ ყოფით იგი ხედავ[ს] თვის ხორცს და სისხლსა!
ირაკლი
რა ვქნა, მამავო! ვცხოვრებ, ვითა უნდა ცხოვრება,
ვით[აც] შეშვენის მას, ვინ ღირს[ი] არის ფიქრისა,
და ვისაც ერთხელ ამ ცხოვრების ცნობა ერგება იგი დღედაღამ გაუწყვეტლათ ითხოვს სიკვდილსა.
ესე ქვეყანა არ არს სფერა უკვდავებისა,
იგი ვიწროა, უკვდავება ვერა შლის ფრთასა!..
ოხ! მე ვიპოვე სხვა ქვეყანა, სხვა თვისებისა,
იქ, მე ვფიქრობდი, განვასვენებ ჩემ დაღლილ თავსა.
იქ, მე ვფიქრობდი, ჩემთა აზრთა განვაზიარებ,
იქ, მე ვფიქრობდი... მაგრამ რაღა სიტყვას ვაგრძელებ,
იქ მე ვიპოვე ნახევარი ჩემის სულისა,
ვისაც შეეძლო ტვირთვა ჩემთან მძიმე უღლისა,
ვისაც ძალ-ედვა, რომ განეყო ჩემი ტანჯვანი,
ვისაც ძალ-ედვა, რომ გაეგო ჩემ აზრთა წვანი…
მან მეც გამწირა, მან უწყალოდ მე განმირიდა!..
მისდა მიწდომა რაოდენათ (ცრემლად მიღირდა!)
მე მივსწვდი და ვერ მოვსწყვიტე ის ვარდი [სულისა],
ეგრე მოვსტყუვდი, და არ გიკვირს ცოცხალს [სჭვრეტ შვილსა]?
მამა
შენ გყვარებია თურმე ვინმე, ეგრე სთქვი განა?!
ირაკლი
მე მყვარებია, კიდეც მიყვარს და მეყვარება,
და მარტოდ დავშთი ჩემ ტანჯვასთან და აზრთა თანა
და მათ განმყოფი აღარავიბ არ მეყოლება.
მამა
შენ ჭაბუკი ხარ, გამოიცვლი კვლავ სიყვარულსა,
სხვასა შეხვდები, გაგიმთელებს ხვაშიად წყლულსა.
ირაკლი
არა, მამავო, არა! არა! ათასჯერ არა!
ვინცა ჩემზედა მაგას იტყვის, იგი შემცდარა!
მე იგი ვარ,ვინც ერთხელ იგრძნობს და იგრძნობს სრულად,
ვინც ერთ ტრფობაში სულ შთასწურავს თავისა გულსა,
ვინც წყლულს დაიჩნევს, და დაიჩნევს მოუკვლელ წყლულად,

ასი სიკვდილიც ვერ მომიკლავს ერთ სიყვარულსა.
ყველა გაუქმდა! აღარა მაქვს მე მომავლი!...
თუ ის არ არის, აღარც არის ცხოვრების ალი.
მამა
ნუ იტყვი, შვილო! ეს ქვეყანა ბაღია ღვთისა,
არ დაილევა მასში ვარდი, მჯობი მჯობისა,
და მშვენებაზედ უფრო მჯობი მშვენიერება.
ეგრე ყოფილა, ეგრე არის, ეგრე იქმნება!
ირაკლი
მე არა ვპოვებ მშვენებასა იმ არსებაში,
სადაც არა სცემს ძარღვი, ძალა უკვდავებისა,
და ვინ მეტყვის მე, რომ იმ ვარდში, იმ შვენებაში,
რომელსაც ამბობ, არის ცეცხლი პრომეთეისა?
მამა
არის, რადგანაც შექმნილია შემოქმედისა.
ირაკლი
ეგე ცოტაა! განა ღმერთმა არ აღუკრძალა
პირველთა კაცთა ის ნაყოფი მცნებისა ხისა?
იმ ნაყოფშია უკვდავების უკვდავი ძალა,
სჩანს, უკვდავება არ უნდოდა შენს ღმერთს ჩვენთვისა.
მამა
მაგას ნუ ამბობ, შვილო! შვილო! ნუ გმობ უფალსა!
ირაკლი
არც მილოცნია ის ჩემ დღეში და ვერც ვგმობ მასა.
მე ხოლოთ ვამბობ - მას აკლია ერთი თვისება...
მამა
სუ! ვეღარ შევძელ ორ სიყვარულთ ერთათ ტარება:
ერთი ღვთისადმი და მეორე თვით ჩემ ძისადმი!
ღმერთო, ნუ გამყრი ნურც ერთთან უკუნისამდე!
(გადის)

ირაკლი
(მარტო)
საბრალო მამავ! მძიმე არის ტვირთი მცნებისა,
განა! მძიმეა!... ძალა არ გაქვს მის ტარებისა.
ჩემ ჭვრეტას ვერ სძლებ, მე გამექეც, მე - ძესა შენსა,
[და ვაგლახ!] მე კი… სად გავექცე თვით თავსა ჩემსა!
რათ გვინდა ჩვენ იქ (…) უკვდავი აზრი,
რომელსაც უნდათ დაუნიშნონ ვითომც საზღვარი,
ან რათ შთააცვი უკვდავ სულსა ეს ხრწნადი ტანი,
რომელს არ ძალუძს აიტანოს სულის ტანჯვანი
თუ უკვდავი ვარ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება?
თუ მე მაქვს იგი, ნახევარი რაღათა კვდება?
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვე ნიჭი სიყვარულისა,
რათ არ აღკძალე მისი შექმნა - მონათ რჯულისა?
თუ შენ მოგვეცი უსაზღვარო უკვდავი აზრი,
რაღათ დანიშნე თვითან შენა ვითომც საზღვარი?
თუ უკვდავი მქმენ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება,
და თუ მაქვს იგი, ნახევარი რაღათა კვდება?
თუ იტყვი, რომა თქვენ მოგეცით თავისუფლება, თუ მოგვეცი და რაღათ გინდა ჩვენზედ უფლება?
ან რათ მითხარი, უნდა იყო ხოლოთ კეთილი,
ან რათ შთააცვი ხრწნადი ტანი უკვდავსა სულსა,
თუ ვერ აიტანს ვერც დიდს ტანჯვას, ვერც სიხარულსა.
(დაჩუმდება და ფიქრში მივა და ჯდება ფაჯარასთან, საიდამაც
სჩანს მთები და მოწმენდილი ცა)

აგერა წიგნი, რომლისც ასო ვარსკვლავებია!
აგერა ღირსი სარბენალი კაცის ფიქრისა,
ისე უსაზღვრო, ვით უსაზღვრო თვით ფიქრებია!
რა ბედნიერი ვიქმნებოდი მთიებთ შორისა!
იქ ისმის ფშვენა ახოვანის, დიდის სულისა,
მწყობრი გალობა, გარმონია, ხმა სისრულისა!
შენ, ვინცა შეჰქმენ მირიადნი ესე ქვეყნები
და ყოველს მათგანს დაუნიშნე სარბენი გზები,
შენ, მისაწდომო და ხილულო ამ ქმნულებაში,
მიუწდომი ხარ, უხილავი ჩვენ არსებაში.
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ, მოგვე ნიჭი სიყვარულისა,
რათ არ აღკრძალე მისი შექმნა - მონათ რჯულისა?
მისთვის, რომ იტყვი: თქვენ მოგეცით თავისუფლება, თუ მოგვეცი და რაღათ გინდა ჩვენზე უფლება?
თუ შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვეცი უსაზღვრო აზრი,
რაღათა ბძანე: მე ვარ ჭკვისა თქვენის საზღვარი?
თუ უკვდავი ვარ, რათ არა მაქვს სრულ უკვდავება,
და თუ მაქვს იგი, ნახევარი რადა მიკვდება?

რისთვის შთააცვი ხრწნადი ტანი ჩვენ უკვდავსა სულს,
თუ ვერ აიტანს ვით დიდ წუხილს, ისეც სიხარულს?
მიუწდომელი, [უცნაურ] ხარ ამ უკუთქმებში,
ყველგან გხედავ და ვერ გხედავ ხოლოდღა ჩემში.
(სანთელი ქრება)

სანთელიც გაქრა! გარს მომერტყა ღამისა ჩრდილი,
მეც დავუძლურდი ჩემ თავთანა მძიმე ბრძოლილი,
თუნც დავიძინო, შესვენებას არ მომცემს ძილი...
თუ შენ გიყვარვართ, რაღათ ითხოვ ჩვენგან ლოცვასა,
სიყვარულშია ალაგიცა არა აქვს თხოვნასა.
შენ დესპოტი ხარ! გიყვარს ხვეწნა და თაყვანება,
მაგრამ მათ ჩემგან შენი სიბრძნე ნუ ელოდება.
მაგრამ შენ იყავ თუნდ ბედნიერ, მე ეგ არა მშურს:
ისე ბედნიერ, ვით შენა ხარ, ყოფნაც არა მსურს.
მწარებაშიც, სიხარულშიც შენა ხარ მხოლო,
მაგ მხოლოობას, როგორც თვით შენ, არა აქვს ბოლო.
მხოლოობა და სრული, სავსე ბედნიერება,
ურთიერთ[თ]ანა არადროსა არ შეთანხმდება!
(ამ დროს მოეჩვენა თვალწინ მშვენიერი ქალი, მძინარე,
რომელსაც ადგა რაღაც ჩრდილი)

ირაკლი
(შეკრთომით)

ამას რას ვხედავ!.. ეს რა არი? ნუ[თუ] სიზმარი?
თვალთ მიბნელდება! თავბრუ მესხმის! ფეხთ მეკვეთება!
ქალია! დიაღ! ქალი არი! მერეც მძინარი.
(ისმის სიმღერის ხმა)

ცავ! შენ შეჰქმენ, თუ მიწამ შეჰქმნა ეგრეთ მშვენება!
არა! ედემში უნდა სცხოვროს შენებრ მსახურმა,
და არა ამან, თავისუფალ მფშვენავმა სულმა.
ხმა
ხმა ჩაიწყვიტე, შემარცხვენო ღვთის ქმნილებისა!
ირაკლი
იგი ედემი მგზავსი არის თქვენივე ღვთისა,
ჩვენი სამოთხეც, ჯოჯოხეთიც თვითონ ვართ ჩვენა.
ხმა

შენ ბოროტი ხარ!
ირაკლი
შენის ღმერთის ვარ დანაბადი,
მაშ ის სიკეთე როგორღაა, მას ჰკითხე, წადი!
ხმა
საბრალო ხრწნადო!
ირაკლი
შენი თავი თვით შეიბრალე,
მე ნუ მიბრალებ, წადი, სულო, წა, გამეცალე!
მე თვით მრცხვენია ემაგ შენის შებრალებისა,
წადი, ღირს არ ხარ ჩემთა ფიქრთა ზიარებისა!
ხმა
საბრალო ხრწნადო!
ირაკლი

ოხ! დამეხსენ მაგ სიტყვებთანა!
შენ უკვდავი ხარ, და მას მოჰკვეხ, მონავ, ჩემთანა!
შენ დამცინი მე! შენ, უკვდავო მსახურო ცისა,
მარადის მყოდო, შენ, მონაო, მყოდ ტირანისა!
შენ, რომელიცა სხვის ნებისა აღსრულებაში
უნდა ხედავდე ყოველთვის შენს ნეტარებასა,
შენ, რომელიცა შენ მტანჯველის სულის ქებაში
უბრალოდა ღლი ემაგ შენსა უკვდავებასა!
(დიდი ხნით მდუმარება. ამ დუმილის განგრძელებაში
ირაკლი ჩაფიქრებული დაჰყურებს მძინარს ქალს. მცირეს
ხან-შემდეგ ქალი იღვიძებს)

შენ კიდევ გძინავს? აღსდექ, ჩემო! ცოცხლათ მეჩვენე!
აზდექ! ვგრძნობ, ის ხარ შენა, ვინცა ესოდენ გძებნე.
აზდექ! ვგრძნობ, შენ ხარ ტბა უკვდავის სიყვარულისა,
სადაც დაითქმის, განისვენებს ტანჯვა სულისა!
არ სდგები შენა!.. შენს ლოდინში დავლიე თვალნი.
მე შენი თავი ვარსკვლავთ შორის მომიძებნია,
და დამიწურავს ფსკერამდინა უპირო ზღვანი,

მიწა და წყალნი ტანჯულ ფიქრით გამირბენია!…
არ სდგები შენა!..
[1860 წ.]

ვარიანტები შენიშვნები კომენტარები

ტექსტისათვის
წინამდებარე
ტომში
მოთავსებულია
და
ჟანრობრივ-ქრონოლოგიური
პრინციპითაა დალაგებული ილია ჭავჭავაძის ყველა ორიგინალური პოეტური
ნაწარმოები.
საერთო ქრონოლოგიას არ დავუმორჩილეთ და ცალკე გამოვყავით ილიას
პირველი პეოტური ცდები - მისი ყრმობის დროინდელი ლექსები, რომლებიც აქ
პირველდ იბეჭდება სრული სახით. გამოყოფილია აგრეთვე ექსპრომტები, პოეტის
მიერ დაწუნებული ლექსები და დაუმთავრებელი, ფრაგმენტული ხასიათის
ტექსტები.
ილიას ბევრი ლექსი პოეტის მიერვეა დათარიღებული. ასეთ შემთხვევებში,
ცხადია, ავტორისეული თარიღი წარმოდგენილია უცვლელად; ამავე დროს დაცულია
დათარიღების ილიასეული სტილი (თუ წყაროებში ამ თვალსაზრისით რაიმე
სხვაობაა, ძირითად ტექსტში გამოტანილია უფრო ზუსტი და სრული დათარიღება,
განსხვავებანი ასახულია კომენტარში). თუკი თარიღი კვლევით არის დადგენილი ან
პირობითია, მას ვათავსებთ კვადრატულ ფრჩხილებში. ამ შემთხვევაში შენიშვნებში
ვიძლევით ტექსტის დათარიღებისათვის ჩვენ მიერ წამოყენებული მოსაზრების
დასაბუთებას. როცა მოგვეპოვება ამა თუ იმ ნაწარმოების რამდენიმე ავტორისული
ვარიანტი, რომელთა შორის არ არის არსებითი ხასიათის სხვაობა, ძირითადი
ტექსტის დათარიღებისას ვემყარებით პირველი ვარიანტის შექმნის თარიღს, ხოლო
როცა ტექსტებს შორის მკვეთრი, რედაქციული სხვაობაა, მაშინ ნაწარმოებს ვაძლევთ
ორმაგ ან ფართო თარიღს; პირველ შემთხვევაში თარიღებს შორის ვსვამთ მძიმეს. მაგ: [1876 წ., 1880 წ.,] ხოლო მეორე შემთხვევაში - ტირეს. - მაგ: [1870-1878 წწ.].
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა წინამდებარე ტომი, როგორც ყველა აკადემიური
გამოცემა, ძირითადად ავტოგრაფებსა და მწერლის სიცოცხლეში დაბეჭდილ
ტექსტებს ეყრდნობა. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არც ავტოგრაფი მოგვეპოვება
და არც პოეტის სიცოცხლისდროინდელი ნაბეჭდი წყაროები, მივმართავთ სხვათა
მიერ გადაწერილ ან ილიას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ ტექსტებს.
ამრიგად, ჩვენს გამოცემაში ავტორისეული ტექსტი ძირითადად უშუალო წყაროების
შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზეა დადგენილი. ამასთან, უნდა აღინიშნოს,
რომ ეს წყაროები წინამდებარე ტომის საკვლევ აპარატში ბევრად უფრო ფართოდ და
სრულადაა
წარმოდგენილი,
ვიდრე
წინა
გამოცემებში 3.
ამ
წყაროების
3

მხედველობაში გვაქვს შემდეგი გამოცემები:
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს თხზულებანი, ტომი І, ტფილისი, 1914, მიხეილ გედევანიშვილის გამოცემა;
ილია
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , ნაწერების სრული კრებული ცხრა ტომად, შედარებული პირველ

ურთიერთშეჯერების შედეგად - პირველად ჩვენს გამოცემაში - ნაჩვენებია ტექსტის
ყველა ვარიანტული სახესხვაობა, რაც თვალსაჩინოს ხდის ნაწარმოების სრულქმნის
პროცესს. ასევე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ავტორის უკანასკნელი
ნება, რაც აკადემიური გამოცემის უმთავრეს პირობას წარმოადგენს ძირითადი
ტექსტის დადგენის დროს.
ძირითადი ტექსტის დადგენისას, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა (როცა,
მაგალითად, ცენზურის ჩარევა აშკარაა), ვეყრდნობით 1892 წელს გამოცემულ ილიას
თხზულებათა პირველ ტომს (თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, І, 1892, ტფილისი,
«წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის» გამოცემა, №10), რადგან, როგორც
ცნობილია, ეს ტომი ილიას ზედამხედველობით მზადდებოდა. ამას მოწმობს ის
გარემოებაც, რომ 1892 წლის გამოცემის ტექსტებში შეტანილი ცვლილებები მანამდე,
მეტწილ შემთხვევაში, არც ერთ წყაროში არ გვხვდება. თუ აღნიშნული ტომის
ცალკეული ტექსტების ჩასწორებებს შევაჯამებთ, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი
აღმოჩნდება. ცხადია, ილიას სიცოცხლეში მის დაუკითხავად ვერც ერთი რედაქტორგამომცემელი ტექსტში ამდენ ცვლილებას ვერ შეიტანდა. ხოლო თუ როგორი
პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თვით ილია გამოსაქვეყნებელი ნაწარმოების
ტექსტს, ამის დამადასტურებული არაერთი ფაქტი არსებობს. ბუნებრივია, რომ
კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენდა იგი თავისი თხზულებათა კრებულის
მიმართ, რომელიც პირველად ქვეყნდებოდა.
1892 წლის გამოცემების ტექსტში შეტანილი სწორებები, უმნიშვნელო
გამონაკლისით, ილია ჭავჭავაძის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა შემდგომ გმოცემებში,
რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ამ სწორებათა ილიასეულობას. ყოველივე ამის გამო
1892 წლის გამოცემა ავტორისეული ნების გამომხატველად მივიჩნიეთ და
წინამდებარე ტომში ძირითადი ტექსტის დადგენისას უმთავრესად ამ გამოცემით
ვიხელმძღვანელეთ 4 (მასვე ეყრდნობა 1914 და 1925-1951 წლის გამოცემები,
რომლებშიც - განსაკუთრებით უკანასკნელ გამოცემებში, - ავტორისეულ ტექსტში,
რიგ შემთხვევაში სხვადასხვა სახის სწორებებია შეტანილი. ამ სწორებათაგან
კომენტარებში, როგორც წესი, აღვნიშნავთ ისეთ შემთხვევებს, როცა ავტორისეულ
ტექსტში შეტანილია არა მარტო ორთოგრაფიული, არამედ უფრო არსებითი
ხასიათის ცვლილებები (მაგ., მწერლის ბოლო ნების გამომხატველი ტექსტი
ჩასწორებულია უფრო ადრეულ წყაროებზე დაყრდნობით, ესა თუ ის ილიასეული
წყაროებთან და შევსებული ახალი ტექსტებით, პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციიც, ტ. І,
ლექსები და პოემები, ტფილისი, 1925; ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებანი, სრული კრებული ხუთ
ტომად, ტ. І, ლექსები, პოემები, მოთხრობები, პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციით,
თბილისი, 1937; ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას
რედაქტორობით, ტომი І, თბილისი, 1951 (ამავე პერიოდში თუ შემდგომ გამოქვეყნებული ილიას
პოეტურ ნაწარმოებთა სხვა კრებულები აღნიშნულ გამოცემებს ეყრდნობა).
ზემოთ ჩამოთვლილ გამოცემებს შენიშვნებში მეტწილად შემოკლებით ვასახელებთ: «1914 წლის
გამოცემა» (ან: «მ. გედევანიშვილისეული გამოცემა») და «1925-1951 წწ. გამოცემები».
4
დასახელებული გამოცემა სანდო არ არის მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა დათარიღების
თვალსაზრისით. ამის თაობაზე გამომცემლები თვითვე მიუთითებდნენ ტომში (გვ. 297): «შეცდომით
მოგვივიდა, რომ ზოგიერთი ლექსი ამ წიგნში დაბეჭდვის წელიწადით არის აღნიშნული, მაშინ
როდესაც აზრად გვქონდა ლექსები დაწერის წელიწადით აღგვენიშნა». ამ ხარვეზის გამოსწორებას
ტომისათვის დართული სარჩევის მეშვეობით ვარაუდობდნენ: «სარჩევში ვაჩვენებთ ცალკე წლობით როდის რა ლექსია დაბეჭდილიო», - მაგრამ სინამდვილეში სარჩევში არაერთი უზუსტობაა
დაშვებული.

სიტყვა შეცვლილია სხვა სიტყვით და სხვ.). როცა ილია ჭავჭავაძის ამა თუ იმ
პოეტური ნაწარმოების ჩვენ მიერ წარმოდგენილი დათარიღება არ ემთხვევა
ტრადიციით
დაკანონებულ
შეხედულებას,
რომელიც
1925-1951
წლების
გამოცემებშია ასახული, კომენტარებში მოვიხსენიებთ ნაწარმოების ადრე არსებულ
დათარიღებასაც 5.
ყოველგვარი ვარიანტული სხვაობა ასახულია წინამდებარე განყოფილებაში
(«ვარიანტები, შენიშვნები, კომენტარები»). აქვეა მოცემული აგრეთვე ყველა საჭირო
ცნობა ტექსტთან დაკავშირებით. თავდაპირველად წარმოდგენილია ნაწარმოების
ე . წ . პ ა ს პ ო რ ტ ი , რომელშიც ჩამოთვლილია ძირითადი ტექსტის ყველა დღემდე
ცნობილი ავტოგრაფი და ავტორისდროინდელი ნაბეჭდი წყარო 6, მათგან მიმდინარე
სათაურები, ქვესათაურები, თარიღები, ავტორისეული ხელმოწერები და ეპიგრაფები.
პასპორტის შემდეგ მოცემულია ტექსტის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები,
წყაროების მოკლე აღწერილობა და ძირითად ტექსტსა და ვარიანტებს შორის
არსებული ნაირწაკითხვები, რომლებიც ავტორისეულად მიგვაჩნია (ვარიანტულ
წაკითხვებში არ ვუჩვენებთ იმ სხვაობებს, რომლებიც რედაქტორის ან სხვა პირის
მიერ არის შეტანილი, ასევე, თუ წყაროებში უმნიშვნელო კორექტურული
შეცდომებია გაპარული). თუ ძირითად ტექსტთან შედარებით რომელიმე ტექსტი
მისგან რედაქციულად განსხვავდება, ამ განსხვავებულ ტექსტს აქვე ვბეჭდავთ
სრულად. აქვე ვიძლევით აგრეთე ძირთად ტექსტთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და
კომენტარებს 7.
ვარიანტულ ნაირწაკითხვათა ჩვენებისას შავი კორპუსით აღნიშნული ციფრი
წინამდებარე ტომის გვერდს მიუთითებს, დანარჩენი ციფრები - ნაწარმოებთა
სტრიქონებს (სტრიქონების გადათვლის დროს მხედველობაში არ ვიღებთ ტექსტების
სათაურებს, ქვესათაურებს და ეპიგრაფებს). პოემებში - როცა პოემა თავებად არის
დაყოფილი - სტრიქონები თავების მიხედვით გადაითვლება. თუ ესა თუ ის ლექსი
ერთ გვერდზეა თავების მიხედვით გადაითვლება. თუ ესა თუ ის ლექსი ერთ
გვერდზეა დაბეჭდილი, მაშინ ამ გვერდს აღარ მივუთითებთ და მხოლოდ
სტრიქონების აღნიშვნით ვკმაყოფილდებით.
რ. კუსრაშვილი

პირობითი ნიშნები

5

ჩვენი გამოცემის სარედაქციო კოლეგიის თვალსაზრისი ი. ჭავჭავაძის რიგ პოეტურ ნაწარმოებთა
დათარიღების თაობაზე არ თანხვდება ტომის შემდგენლის - რ. კუსრაშვილის შეხედულებებს (იხ. რ.
კუსრაშვილი, ზოგიერთი საკითხი ი. ჭავჭავაძის პოეტური ნაწარმოებების დათარიღების შესახებ,
ჟურნ. «მაცნე», № 2)
ტომში წარმოდგენილი დათარიღებანი გამოხატავს რედკოლეგიის თვალსაზრისს. რედ.
6

წინამდებარე ტომისათვის ბიბლიოგრაფია შეადგინა ს. ყუბანეიშვილმა, რომელიც ეყრდნობა თ.
ნაკაშიძისა და ნ. კორძაიას «ილია ჭავჭავაძის ბიბლიოგრაფიას» (თბ., 1966), შ. გოზალიშვილის «ილია
ჭავჭავაძის ავტოგრაფებს» (თბ., 1951) და სხვა ბიბლიოგრაფიულ ცნობარებს.
7

ძირითადი ტექსტისა და ვარიანტების ურთიერთშედარებაში მონაწილეობა მიიღეს გ. მათიაშვილმა
და ნ. ზღულაძემ. გ. მათიაშვილი მონაწილეობდა აგრეთვე კომენტარებისა და შენიშვნების
მომზადებაში - რედ.

განყოფილებაში - «ვარიანტები, შენიშვნები, კომენტარები» - ლექსებისა და
პოემების სათაურის შემდეგ, პასპორტში, დასახელებულია წყაროები, რომელთაც
ვხელმძღვანელობდით წინამდებარე ტომზე მუშაობის დროს. ხელნაწერიავტოგრაფები ცალკეა გამოყოფილი, ნებეჭდები - ცალკე. ორივე დალაგებულია
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ლიტერი (A,
B, C...), როცა ისინი რაიმე ნიშნით განსხვავდებიან ძირითადი ტექსტისაგან. თუ
მითითებული ტექსტი არ განსხვავდება ძირითადი ტექსტისაგან, მაშინ მას ლიტერით
აღარ აღნიშნავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თანხვდება ძირითად ტექსტს.
A ლიტერით აღნიშნულია წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო ამოსავალ,
ძირითად ტექსტს.
ვარიანტების ჩვენება რომ უფრო ნათელი იყოს, მიღებული გვაქვს შემდეგი
პირობითი ნიშნები:
] ნაცვლად: მაგ. მამული] სამშობლო BC; ნიშნავს, რომ ჩვენს გამოცემაში
დაბეჭდილი «მამულის»-ს ნაცვლად BC წყაროებშია «სამშობლო».
+ ტექსტს ემატება: მაგ. დედა+ჩემო D; ნიშნავს, რომ ჩვენს გამოცემაში
დაბეჭდილი სიტყვა «დედა» D-ში იკითხება სიტყვად «დედაჩემო».
- არ არის: მაგ. წუხილი - E; ნიშნავს, რომ «წუხილი» ძირითადი ტექსტისაგან
განსხვავებით E-ში არ არის.
∼ სიტყვები გადასმულია: მაგ., «ხელთა ეპყრა» ∼ F ნიშნავს: F ვარიანტში
იკითხება: «ეპყრათ ხელთა».
[....] - ვერ ამოვიკითხეთ.
[ ] - ამ ფრჩხილებში მოთავსებული ტექსტიდან ძნელად ამოკითხული სიტყვები.
M - გ. ლეონიძის სახ. საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის
ფონდი.
U - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის
ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ილია ჭავჭავაძის ფონდი.
a - საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი.
K - ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ
მუზეუმში დაცული კირილე ლორთქიფანიძის არქივი.

ყვარლის მთებს (გვ. 35)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებული № 108, გვ. 25 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, І, 1892, გვ 5 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1857 А; 1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა, ს. კარდანახი B.
«ყვარლის მთებს» ილია ჭავჭავაძის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ
გამოქვეყნდა (А). ამ წყაროში ლექსის 21-ე სტრიქონი ასეა დაბეჭდილი: «ვით ას
მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი». ასე იკითხება ციტირებული სტრიქონი
ავტოგრაფშიც (B); ამავე სახით დაიბეჭდა ეს სტრიქონი 1914 წელსაც - ი. ჭავჭავაძის
თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში, - როგორც ძირითად ტექსტში,
ასევე ლექსის პირველი ვარიანტის ტექსტშიც. 1925-1951 წწ. გამოცემებში კი ეს
სტრიქონი პირვანდელი სახით მხოლოდ ვარიანტულ ტექსტშია დატოვებული,
ხოლო ძირითად ტექსტში სიტყვები «ვით ას» გამომცემლობის მიერ შეცვლილია

სიტყვით «ვითარ» («ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა»...). სიტყვა «ვითარ»
დამკვიდრდა აღნიშნული ლექსის შემდგომ პუბლიკაციებშიც.
რადგან ილიასეულია «ვით ას» (და არა «ვითარ»), ამიტომ წინამდებარე ტომში,
ლექსის 21-ე სტრიქონში კვლავ ეს სიტყვები აღვადგინეთ.
ავტოგრაფის შედარებამ ძირითად ტექსტთან ასეთი ვარიანტული სხვაობა
მოგვცა:
35. 1 განებებთ თავსა] თავსა განებებ B. 2 მაგრამ] მარამ B; ვერ მივცემ მე
დავიწყებასა] დავიწყებას ვერ მივანებებ B. 3 გაუყრელად] თუმც აჩრდილათ B. 5-6
მახსოვს... ჟორჟოლასა] მახსოვს ჯერ ყრმობას, უზრუნველათ თქვენ დიდ სივრცეში
დავინთქებოდი ნორჩის სულით, ვით ზღვის სიღრმეში B. 7 - 8 იგი არ იყო...
ფრთხალი და მხდალი - B. 9 მე თრთოლით] თრთოლითა B 10 შევნატრიდი]
შევნატრდი მე B. 13 ქარავანი] გრძელ ქარავანი 3. 16 თქვენს საშინელ] თქვენსა
მძვიფრსა B. 18 ძლიერსა]ძრიელსა B.
36. 3 თავმოწონება] ამპარტავნება B. 4 მომწონს თავი, მეგობრებო] ვამპარტავნობ,
ჰეი, მთებო B. 5 ბუნებისა თქვენის ვარ შვილი] თქვენ ბუნების მძლავრის ვარ შვილი
B. 6 გაზრდილი] აღზრდილი B. სჩაგრავდა ხოლმე] ააშფოთებდა B თქვენ] თქვენს B.
11 საოცნებელთ... წამთა] გასაოცართ... წამსთა B. 12 ჩემს სიკვდილამდე] ჩემს
სიკვდილამდინ B. 14. თქვენთან] თქვენგან B; ვალი ამ წუთის-სოფლის] მთებო,
სიმუხთლე სოფლის B. 15 მომავლის] უწყალო B. 16. მომთხოვდა] მამთხოვდა B. 17
ჩემის ცხენის] აწ ჩემ ცხენის B. 18 გკარგავს] B გკარგამს B. 19 ჰქრებით... მწვერვალსა]
ქრებით... მწერვალსა B. 20 მხოლოდღა] ხოლოდღა АB. 21 ამაოდ ვებრძვი მანძილსა
და] სრულათ ამაოთ ველტვი, ვებრძვი B. 22 მოუსვენრად] მოუსვენლათ B. 23
მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას] მწვერვალნი ჩვეულებრივ მშვენივრათა
ცას B. 25 ჩემნო] მთებო B; თავსა] მე თავსა B. 26 - 28 უცხოეთიდამ... სიყვარულით] და
უცხო ხალხში გავაღვიძებ თქვენს მოგონებას, და კვლავ შორ ქვეყნით გაგიღიმებსთ
თქვენ ჩემი სული, და მეც დამიწყობს ძველებურათ B.
«ყვარლის მთებს» 19 წლის ილიას სოფ. კრადანახში დაუწერია, სადაც იგი,
პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრების წინ, ალბათ სტუმრად იმყოფებოდა
თავის უფროს დასთან, ნინოსთან (ნინო ჭავჭავაძე გთხოვების შემდეგ -1951 წლიდან სოფ. კარდანახში ცხოვრობდა, მეუღლის - ნიკოლოზ აბხაზის მამულში).
მანამდე კი აი, რას სწერდა ილია თავის დას: «...ვაპირობ წასვლას რუსეთში,
მაგრამ, შენმა გარდამ, ისე მეძნელება დატევება ამ ჩვენ ყვარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენ
სახლისა, სადაც ყოველი ნაწილი ალაგისა მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდევნელ
ყმაწვილობის დროს, სადაცა ყოველი ხე არის ძვირფასი ჩემთვის სასიამოვნო
მოგონებები[თა]. ერთის სიტყვით, ვესალმები ყოველს ფერს, რაჲც არის ჩემის
გულიდამ დაუვიწყარი, და მივდივარ ერთს უცხო ქვეყანას, სადაც ერთი ტკბილი
ნათესავური სიტყვა, სავსე სიყვარულითა, ეღირება ჩემთვის ნეტარებათ, სადაც
უბედურობაში არავინ მეყოლება ნუგეშმცემელი და სიამოვნებაში ჩემთან მოხარული.
მაგრამ ყოველი ჩემებრი, რომელსაც მომავალ დროჲს შავ ღრუბელში აღუბრწყინდება
ბედნიერების ვარსკვლავი და რომელსაც სურს შეეყაროს იმ ბედის ვარსკვლავს,
ყოველთვის ტკბილს მდგომარეობას დაუტევებს და სიმწარით განვლის გზას
მისთვის, რომ უფრო უტკბილესად შეხვდეს თავის ბედნიერებას. შენ თვითონ იცი,
ვარდსა წინ მოუძღვის ეკალი, ვისაც სურს ვარდის მოწყვეტა, არ უნდა შიშობდეს
ეკლისგან»... (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 7).

რადგან ლექსის პირველ და მეორე ვარიანტს შორის არ არის რედაქციული
სხვაობა, «ყვარლის მთებს» დავათარიღეთ პირველი ვარიანტის მიხედვით: «1857-სა
წელსა, 15-სა აპრილსა, ს. კარდანახი».
ასევეა დათარიღებული ლექსი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის
გამოცემაშიც, - «1857 წ., 15 აპრილი, სოფ. კარდანახი» (სარჩევში); 1925-1951 წლების
გამოცემებში კი ასეთი დათარიღება («15 აპრილი, 1857 წ., კარდანახი») აქვს მხოლოდ
ლექსის პირველ ვარიანტს (B), რომელიც ცალკე, ვარიანტების განყოფილებაშია
დაბეჭდილი, ხოლო მეორე ვარიანტს (ძირითად ტექსტს) თარიღად უზის «1857 წ.»

სანთელი (გვ. 37)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 56 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 8 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1857 А; 1857-სა წელსა, 16-სა დეკემბერსა, ს. პეტერბურღი B.
37. I შევჭვრეტ] B. 2 უხვად] 2 უხვად] უხვად B. 3 ჩემს ოთახს ჰფენდა და
აშუქებდა] ჩემ მცირეს ოთახს დასსაჩუქრებდა B. 5 აწ მიწურვილა გასაქრობლადა]
ეხლა მიწურილ არს გასაქრობლათ B. 6 ბჟუტავს] ბჟუტამს B. 7 ხან... ხან] ხანა... ხან B;
მნათობლადა] მნათობლათ B. 8 წამოიხედავს] წამოიბჟუნტამს B. 10 მაგრამ] მარამ B.
14 კედლებზე ძლივს სცემს] საგანთა ძლივ ჰსცემს B.
38. 1 ეგრედაც] ეგრეთაც B. 2 რა ეწვევა მას] რა მოვა მასთან B. 4 მუჭაღა] მუჭაი B.
ხმა სამარიდამ (გვ. 39)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 15 (B).
ნ ა ბ ე დ ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, №11, გვ. 31 (С);
ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი,
1864, გვ. 40 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია
ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ტფილისი, 1882, გვ. 11 (E);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 125 (F);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 12 (А);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა
და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 567 (G); ლექსები ილია
ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 44;
ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, №81,
ტფილისი, 1907. გვ. 7.
ს ა თ ა უ რ ი : ხმა სამარიდან G.
ს ა თ ა უ რ ი ს ქვეშ: სატირა G.
თ ა რ ი ღ ი : 13 დეკემბერს, 1857 წ. DE; 1857 А; 1857-სა წელსა, 27-ს დეკემბერს, ს.
პეტერბურღი B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** СD; ი. ჭავჭავაძე (სარჩევი) F.
39. 2 გროშისათვის კაცს] გროშისთვის კაცსა BС; 3 გავუთხრიდი] გაუთხრიდი B.
4 ჩემს] ჩემ BF; ვზრდიდი] ვზდიდი BС (ყველგან ასეა - რ.კ.). 5 საზრდოს] საზდოს B. 8
დამნანდებოდა] შემბრალდებოდა BСDEF. 12 მოვკვდი] მოვკდი B. 14 გაუგებრად]
გაუგებრათ B. 16 მღერად] მღერათ B.

40. 1 ქვრივებსა] ქვრიებსა B. 5 ირჩობოდა] იხჩობოდა BС, იხრჩობოდა DEF. 11
მსგავსსა] მგზავსა BС, მზგავსსა D, მზგავსა F. 13 კარგად] კარგათ B. 18 ხანც ვიცოდი]
დროზედ მქონდა СDEF. B-ში ეწერა: «დროზედაც კი დაზანტება», შემდეგ
შესწორებულია - «ხან ვიცოდი გაზანტება», სადაც გ იქვე დ-დ არის გადაკეთებული
(«დაზანტება»). 24 ბრაგა-ბრუგს დავუწყებდი] ბრაგი-ბრუგს დაუწყობდი BС. 26
ვუძვრებოდი] უძვრებოდი B.
41. 1 ჯიბისთვინა ვცდილობდი] ჯიბისთვისა ვსცდილობდი BС. 6-7 სტრიქონებს
შორის («ქვეყნისათვის...» «არც ვიყავ»...) B-ში ეწერა: «ცრუპენტელა, წიწირაქი,
მოქრთამე და ლაწირაქი», გადახაზულია. 8 ცრუადა] ცრუათა С. 13 მტვრადა]
მტვრათა B. 17 თუა] თუ არს B. 18 ჩამომძახეთ] ჩამამძახეთ BС. 11-18 და აწ...
ჩამომძახეთ - F.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით

ღამე (გვ. 42)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, №106.
ტექსტი ნაწერია შავი მელნით. ლექსის მე-2 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა
«ბოროტების», ჯერ ეწერა: «ბრიყვთ კაცების», - გადახაზულია.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, რომელშიც ლექსი
პირველად დაიბეჭდა, - სარედაქციო შენიშვნების განყოფილებაში (გვ.XXV), ნაცვლად ავტოგრაფისეული სიტყვისა «სრულად» დაბეჭდილია «სრულიად».
მითითებულ გამოცემაში ლექსი დათარიღებული არ არის.
«ღამე» ავტოგრაფში დუთარიღებელია, მაგრამ, როგორც პ. ინგოროყვა აღნიშნავს,
ავტოგრაფი ამ ლექსისა «წერის ხასიათის მიხედვით ეკუთვნის ილიას სტუდენტობის
დროს - 1857-1861 წწ.» (იხ. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული,
ტ. I, 1951, გვ. 410, 436).
მართალია, ტექსტის დათარიღება მხოლოდ ხელნაწერის მიხედვით ნაკლებ
სარწმუნოა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ლექსის შინაარსს, ხასიათს, მის მხატვრულ
თავისებურებებს, - დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ლექსს პირობითად
ვათარიღებთ 1857-1861 წლებით.
გაზაფხული (ვიშ, გაზაფხული»...) (გვ. 43)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 18 (B)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 25 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 1858-სა წელსა 7-სა მარტსა, ს. პეტერბურღი B.
რადგანაც B ავტოგრაფი ვარიანტულად საკმაოდ განსხვავდება А ტექსტისაგან,
ამიტომ ქვემოთ ვბეჭდავთ მას მთლიანად:
ეს გაზაფხული
ტკბილ არს მორთული,
ქვეყანას დაჰფრენს
ცით სიხარული.

ყველა ყვავდება,
ყველა ახლდება,
რა ხედავს თბილ მზეს,

გამოცოცხლდება...
ბაღი ყვავილით
ნორჩ ყმაწვილივით
რა არის ძილათ,
ღიმილობს ტკბილათ.
ფრინველი იქ მღერს,
ბულბული აქ სტვენს.
თვის მიჯნურს ვარდსა
დაჰკვნესს და დაჰკვნესს.

რარიგათ გიჟობს
ბრწყინვალე წყარო,
მიცურს და ხარობს:
«ყინვით არ ვარო!»
ზამთრითა შეკრულს
წყალს დამონებულს
ყინვა ადნება,
მონებაც სწყდება.

და იქ პეპელა,
ფრთააკრეფილი,
ყვავილს სწოწნს ნელა
და თრთის ყვავილი.

მიდის, აძლევს ბანს
ქვეყნის გალობას,
ყველა ყვავდება,
ყველა ახლდება,
ხან დაბერდება,
ხან გაცოცხლდება,

იქავ კურკურით,
ჩუმის ჩურჩურით,
წყარო ჩამორბის
ცელქათ, მურმურით.

და მარტო გული
ჩემი, ბედკრული,
არც აყვავდება,
არც გაცოცხლდება.

ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში 1858 წლის 7 მარტით
დათარიღებულია (სარჩევში, გვ. V) «გაზაფხულის» პირველი ვარიანტი (B),
რომელიც ვარიანტების განყოფილებაშია დაბეჭდილი (გვ. 499-500), მეორე
ვარიანტის (А) თარიღად კი (სარჩევშივე, გვ II.) მხოლოდ 1858 წელია
მითითებული (ლექსის დაწერის თვის, რიცხვის და ადგილის აღუნიშვნელად);
1925-1951 წწ. გამოცემებში «7 მარტი, 1858 წ. პეტერბურგი» წარმოდგენილია
ლექსის მეორე ვარიანტის თარიღად (პირველი ვარიანტი ამ გამოცემებში
დაბეჭდილი არ არის).
ჩიტი (გვ. 45)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 51 (B)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 27 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 1858-სა წელსა 7-სა მარტსა, ს. პეტერბურღი B.
45. 1-4 ვგალობ... ვატკბობ] უსტვენ და უსტვენ, შურითა მჭვრეტენ, არაფერს
დავსდევ, შრომას რას ვაქნევ B. 7 ლხენა, გალობა] დაუდევნლობა B. 16
საფრენად] საფრენათ B.
46. 3 «ფოთლიან»-ის ნაცვლად B-ში ჯერ ეწერა «ნისლიან», გადახაზულია. 6
ხეზედა ძილით] ფოთლიან ხეზედ B. 8 გალობით ტკბილით] სხადასხვა ხმებზედ
B. 10 ამოჰყოფს] ამოჰყობს B. 11 კრძალვით] გრძალვით B. 19, 21 მერედ] მერეთ

B.20 ჩემსა შემნახავს - B. 23 – 24 მათის იმედით, მღერით და ლხენით - B. 28
თვალწინ გავქრები] ჩავიღუპები B.
47. 1 უფლად] უფლათ B. 3 სტუმრად] სტუმრათ B. 6 ძალდატენებით] და
მოტყუებით B. 7 ჩამსმენ] ჩამსვენ B. 13 დავიწყებ] დავიწყობ АB. 17 შენს] შენ B. 22
ჰშურდება] შურდება B.
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში 1858 წლის 7 მარტით ლექსის დაწერის ადგილის მიუთითებლად, - დათარიღებულია (სარჩევი, გვ. V)
ლექსის პირველი ვარიანტი (B), რომელიც ვარიანტების განყოფილებაშია
დაბეჭდილი, «ჩიტის» მეორე ვარიანტის (А) თარიღად კი (სარჩევში. გვ II.)
მითითებულია მხოლოდ წელი - «1858 წ.»; 1925 – 1951 წწ. გამოცემებში ლექსის
პირველი ვარიანტი დაბეჭდილი არ არის, მაგრამ მის მიხედვით
დათარიღებულია ლექსის მეორე ვარიანტი, - ძირითადი ტექსტი («7 მარტი, 1858
წ., პეტერბურგი»).

სიმღერა (გვ. 48)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 14 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. №108, გვ. 44 (С).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 17 (А);
ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს.
გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 37 (D).
თ ა რ ი ღ ი : 1858-სა წელსა, 4-სა ივნისს, ს. პეტერბურღი B, 1857 АD.
48. 3 რას]რათ B. 4 წუთისოფლისა] წუთის-სოფლისავ С. 5 რას] რა С;
შემამთხვევ] შამამთხვევ B. 8 სთანხმობს] თანხმობს BС. 11. მაგრამ] მარამ B;
მაგრამ... დიდ] ვგრძნობ, რომ შეხვალ დიდსა С. 12 ჩაჰღუპავ] ჩაღუპამ BС. 13
მარდად] მარდათ BС. 14 ჩემს ურგებს] ჩემ ურგებ С. 15 გარდუვალი] წარუვალი
BС. 17 რად] რათ BС; ქვეყნად] ქვეყნათ BС. 18 მხვდა მხვედრად] მყვა მხვედრათ
С. 19 ეგრედ] ეგრეთ С.
49. 1 ორსა] ორთა BС; ობლად] ობლათ АBС. 3 ჰოი] ჵ BС. 4 შეგვრევ] შაგვრევ
B.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით. ვიცავთ С-ს დათარიღების
სტილს.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «სიმღერა»
დათარიღებულია 1857 წლით (სარჩევში, გვ. I).

გუთნისდედა (გვ. 50)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 13 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. №108, გვ.42 (С).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. («საქართველოს მოამბე», 1863, №6, გვ. 30 (D); ჩონგური,
შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ.
80 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია

ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 18 (F);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 128 (G);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 135 (А);
სოინარი, შეკრებილი კ. ოცხანელის მიერ, ოზურგეთი, 1894,
გვ. 38 (H); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის»
გამოცემა, ტფილისი, 1904 წ., გვ. 39 (I); ქართველი მწერლები,
წ. I, შედგენილი ივ. გომელაურის მიერ, ტფილისი, 1906, გვ.
136 (J); რჩეული ლექსები ილია ჭავჭავაძისა, წ. კ. გ. საზ-ის
გამოცემა, № 80, გვ. 15; იგივე გამოცემა, №81, ტფილისი, 1907,
გვ. 25; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული
ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 51 (K).
თ ა რ ი ღ ი : 1858-სა წელ. 4 ივნისს, ს. პეტერბურღი B; 1858-სა წ., 4-სა
ივნისს, ს. პეტერბურღი С; 15 დეკემბერს, 1858 წ. F; 1863 АGK.
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : *** D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) GH.
ე პ ი გ რ ა ფ ი : - BС.
ნაბეჭდ წყაროებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა:
50. 1 ერთს] ერთ DE. 5 ბელტი ბელტზედა] ბელტო ბელტოზედ D;
გადმოვაწვინოთ] გადავაწვინოთ G. 9 დავყურებ] დავჰყურებ E. 14 შეგშურდება]
შაგშურდება D. 18 რომ] რომა E.
51. 1 მოსთხრიდეს] მოჰსთხრიდეს DE. 11 გასწი] გაჰსწი DE.
ავტოგრაფები კი საგრძნობ ვარიანტულ სხვაობას იძლევა ძირითად (А)
ტექსტთან. რადგანაც ამ ავტოგრაფებიდან პირველი (B) უფრო დაცილებულია Аს, ამიტომ მას ქვემოთ მთლიანად ვბეჭდავთ; ხოლო შემდეგ ვუდარებთ მეორე
(С) ავტოგრაფს, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება B-სგან.
B: გავჭიმოთ, ლაბავ, ჩვენი ჭაპანი,
მხვედრათ გვრგებია მიწანი შავნი;
ბელტო ბელტოზედ გადმოვაწვინოთ
და ჩვენი ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ სწუხარ, ლაბავ, შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი.
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით
მისთვის, რომ ზეცა წამართვეს ძალით.
შენებრ საზდოსა მიწით მოველი,
რა ცით აღარ მაქვს საზდო ცხოველი;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით სხვერპლსა,
საფლავის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ ხარ პირუტყვი, მე ვარ მეტყველი?!..
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შაგშურდება...
რათ მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება;

რათ მინდა, მითხარ, იგი გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რაიც დაუშლის ნათესს აღმოსვლას?..
ჩემისა ურვის, ჩემის წუხილის,
ჩემ კაცობრობის დადრგუნვილ სულის
სიტყვანი ვით გულს მებადებიან,
ისევ იქ შიშით უხმოთ კვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როს მართალს სიტყვას გულში უხმოთ ჰკლამს.
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ რა გაღონებს? გასწი ჭაპანსა,
ნუ მიღალატებ ძველს ამხანაგსა,
მე შენა გშველი, შენ მე მიშველე,
გავსწიოთ ჭაპანს, ვიდრე გაწყდება
ან ვიდრე ჩვენთვისც მზე
გაბრწყინდება.

«ნუ მიღალატებ»... - ამ სტრიქონის შემდეგ გადახაზულია «ორთავ
ვმსახურებთ მიწასა შავსა».
С შემდეგ სხვაობას იძლევა B-სთან შედარებით:
13 შენ ხარ პირუტყვი, მე ვარ მეტყველი] შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი
С. 14 შაგშურდება] შეგშურდება С. 18 მარტო] ხოლოთ С. 22 კაცობრობის]
კაცობრიულ С. 24 იქ შიშით უხმოთ] იმავე სიღრმეს С. ბოლო სტროფის ნაცვლად
წერია:
მაშ რა გაღონებს? გასწი ჭაპანსა,
ნუ მიღალატებ ძველს ამხანაკსა.
С-ში ლექსი ამ სტრიქონებით მთავრდება.
რადგანაც ავტოგრაფებსა და ნაბეჭდებს შორის არ არის რედაქციული
სხვაობა, ამიტომ შესაძლებლად მიგვაჩნია ლექსი დავათარიღოთ BС წყაროების
მიხედვით; ვიცავთ С-ს დათარიღების სტილს.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსის (А ვარიანტის)
დაწერის თარიღად მითითებულია (სარჩევში, გვ. I): «1858წ., 4 აპრილი,
პეტერბურგი», ხოლო პირველი ვარიანტის თარიღად (სარჩევში, გვ. V) – «1858 წ.,
7 აპრილი».
1925-1951 წლების გამოცემებში «გუთნისდედა» (ძირითადი ტექსტი, - А)
დათარიღებულია 1858 წლის 4 ივნისით და იქვე ამ დათარიღების შემდეგ
აღნიშნულია, რომ ეს არის ლექსის პირველი ვარიანტის თარიღი, ბოლო
ვარიანტი კი, რომელიც ძირითად ტექსტად არის დაბეჭდილი, 1863 წელს

განეკუთვნება. კერძოდ, 1925 წლის გმოცემაში ძირითად ტექსტს თარიღად
მიწერილი აქვს: «4 ივნისი, 1858 წ. პეტერბურგი (1863 წ.)», სქოლიოში კი
განმარტებულია: «ამ ლექსის პირვანდელი ვარიანტი დაწერილი 4 ივნისს 1958
წლისა, ხოლო აქ მოთავსებული ბოლო რედაქცია თარიღდება 1863 წლით» (იხ.
მითითებული გამოცემა, გვ. 34); 1951 წლის გამოცემაში აღნიშნული განმარტება
აღარ არის მოცემული და ლექსის დათარიღება ასეთი სახითაა წარმოდგენილი:
«4 ივნისი, 1858 წ. პეტერბურგი. (ბოლო რედაქცია 1863 წ.)».
მეც შავს თვალებს (გვ. 25)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 5 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1859, № 3, გვ 157 (А).
თ ა რ ი ღ ი : ივლისის 20-სა დღესა, 1858 წელსა, სოფ. ტიარლევო (B);
1858-სა წელსა, 20-სა ივნისსა, სოფ. ტიარლევო А.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილიკო ჭავჭავაძე А.
ლექსი ავტორის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა, როცა პოეტი
ჯერ კიდევ პეტერბურგში სწავლობდა. ავტოგრაფსა და პირველნაბეჭდს შორის
არის ზოგიერთი სხვაობა: 4 ავ-ფთონი] აღმშფოთნი B. 5 ისე დუღს] დუღს იმა B. 6
დაიდაგო] დაიდაგვო А; მისის ნაპერწკლით] ძირის ნაპერწკლით А (აქ «ძირის»
უთუოდ ხელნაწერის მცდარად წაკითხვის ნაყოფია და გამოცემებში ის
ავტოგრაფის მიხედვით არის გასწორებული); 18 მოჰყვება ძგერას - B (ეს
სიტყვები ავტოგრაფში მოხეულია). 20 განგიწვეს] განგიწევს А («ცისკარში», ჩანს,
აქაც კორექტურული შეცდომაა).
უკვე ილიას გარდაცვალების შემდეგ, 1909 წელს, ჟურნ. «ფასკუნჯში» (№ 6,
გვ. 1), სიტყვა «ავ-ფთონი» შეცვლილია ავტოგრაფისეული «აღმშფოთნი»-თ.
ასევეა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914 წ.). შემდგომში პ.
ინგოროყვამ კვლავ აღადგინა «ავ-ფთონი» (1925-1951 წწ. გამოცემებში).
დასასრულ, ილიას რჩეულ თხზულებათა ხუთტომეულის I ტომში (ტომი
შეადგინეს, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთეს ს. ცაიშვილმა და გ.
გვერდწითელმა, - 1985 წ.) ისევ «აღმშფოთნი» არის დაბეჭდილი. ამ სიტყვებმა
ბოლო დროს საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია (იხ. რ. კ უ ს რ ა შ ვ ი ლ ი , ილიას
პოეტურ თხზულებათა ტექსტების დასაზუსტებლად, ალმანახი «კრიტიკა», 1984,
№ 3; ნ. წ უ ლ ე ი ს კ ი რ ი , «ავ-ფთონი» და «ანასუნი», «კრიტიკა», 1986, № 5; თ.
კ ვ ა ჭ ა ნ ტ ი რ ა ძ ე , «ავ-ფთონი» ანუ ავად მღელვარი, «კრიტიკა», 1987, №1; ს.
მ ხ ა რ გ რ ძ ე ლ ი , რას ნიშნავს ილიასელი «ავ-ფონი» ანუ ავად მღელვარი,
«კრიტიკა», 1987, №1; ს. მ ა ხ ა რ გ რ ძ ე ლ ი , რას ნიშნავს ილიასეული «ავფთონი?», «წიგნის სამყარო», 1987, №12, 24, VI).
სარედექციო კოლეგია იზიარებს იმ აზრს, რომ ავ-ფთონი უთუოდ
ილიასეული სიტყვაა (ნიშნავს «ავად მღელვარეს») და ის თავის ადგილზე უნდა
დარჩეს.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.
სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ილიას მართლწერის
გათვალისწინებით, ლექსის ტექსტში შეტანილია რამდენიმე სწორება: 52. 7
შერიგებას] შარიგებას АB. 12 უხმოდ] უხმოთ АB. 14 ცეცხლად] ცეცხლათ АB. 53

1 დაიწყებენ] დაიწყობენ АB. 4 სრულად] სრულათ АB. იგნორირებულია
ჟურნალ ცისკრისეული ჳ და უ .

გიყვარდეს! (გვ. 54)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 16 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. № 108, გვ. 45 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 19 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 23 ივნისს, 1858-სა წელსა, სოფ. ტიარლევო B;
1858-სა წელსა, 23-სა ივნისს, სოფ. ტიარლევო С.
54. 5 ლამპრად] ღმერთათ BC. 7 ჰსცემდა] სცემდა B. 8 მისთვისც] მისთვის B.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების
სტილს.

სიზმარი (გვ.55)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 127 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 30 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 15 ივლისს, 1858-სა წელსა, სოფ ტიარლევო B.
ე პ ი გ რ ა ფ ი : რა არს სიზმარი? იგივე ცხოვრება ნამდვილი, მაგრამ
სიზმარში მარტო გამოხატულება წარმოებს (ვალტერ სკოტი) B.
B შავია, ნასწორები, ბოლო სტროფი გადახაზულია.
55. 4 ურთიერთთან] ურთიერთან B. 9 ზეცა, დედამიწა] მიწა, სხვა
პლანეტნიც B. 10 უგზო-უკვლოდ] უგზო-უკლოთა B; წანწალებდნენ]
წანწალებდენ B. 11 მზესა... ტბას] მზეს... ტბასა B. 12 გრგვინით] გვრგვინვით B. 13
ღვარად სდიოდა] ჩაიღვრებოდა B. 13 ღვარად სდიოდა]ჩაიღვრებოდა B. 14
ჯიგრისფრად] ჯიგრისფრათა B. ამოდიოდა]ამოსქდებოდა B. 15 ისეთი] ასეთი B.
18 უგზო-უკვლოდ] უგზო-უკლოთ B.
56. B 3, 5 დემონნიც] ეშმაკნიც B. 3 B-ში «ძლიერნი»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა
«ბნელნი», რომელიც გადასწორებულია სიტყვად «ძლიერნი». 5 ჰგლეჯდნენ]
ჰგლეჯდენ B. 6 სამარცხვინო] სასირცხვილო B. 8 იწვევდა] უძახდა B. 9 იქ თვის
მეხთა]თვის მეხთა იქ B.
1925-1951 წლების გამოცემებში ილასეული მხთალად, სიმხთალით,
ელოდდა, შეცვლილია ლიტერატურული ფორმებით: მხდალად, სიმხდალით,
ელოდა. ჩვენს გამოცემაში, АB წყაროების შესაბამისად, ილიასეული ფორმებია
აღდგენილი.
А-ში გატარებული ნორმების თანახმად შესწორდა გაუსწორებლად
დარჩენილი რამდენიმე ფორმა: 55. 8 უფსკრულადა] უფსკრულათა АB. 10 უგზოუკვლოდა] უგზო-უკვლოთა АB. 56. 4 თრთოდნენ] თრთოდენ АB.

ლოცვა (გვ. 57)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 2 (B): U: ავტოგრაფი,
კრებ. №108, გვ. 2 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, გვ. 32 (D); დედა და
შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა,
ტფილისი, 1882, გვ. 28 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892,
გვ. 137 (А); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ.
120 (F); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ.
ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578; ჩანგი, შედგენილი ვ.აბაშიძისა,
გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 140 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ.
«ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 55; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები,
წ. კ.გ. საზ-ის გამოცემა, №80, ტფილისი, 1907, გვ. 17 (H), იგივე გამოცემა, №81, გვ.
16 (J).
თ ა რ ი ღ ი : 1863 АD; 1858-სა წელსა, 17 ივლისს, ს. ტიარლევო BC.
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FC.
57. 1 ჩვენო] ჩემო BC. 2 ვდგევარ] ვსდგევარ CD. 3-5 არცა სიმდიდრის...
არამედ მწყურს მე] არა სიმდიდრის, არა ვერცხლის სავედრებლად, არც
დიდებისა, არც ბედსა გთხოვ მე ამა ქვეყნად, არამედ კი მსურს C; არა
სიმდიდრის, არა ვერცხლის სავედრებელათ, არც გთხოვ ამ ქვეყნის ჩემ მხელ
ტანჯვათ შემსუბუქებათ; არამეთ კი მსურს B. 5 არამედ მწყურს მე] არამეთ კი
მსურს D. 7 თუნდა] უნდა HJ; რომ მტერთათვისაც... მკრან...] რომ ჩემ
მტერთათვის, რომელთაც გულს მახვილი მკრან BC. 8 ღმერთო] რათა B.
ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით.

უცხოეთში (გვ. 58)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 8 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №
108, გვ. 9 (С)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 20 (А).
ს ა თ ა უ რ ი : მთვარეს BC.
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 1858 -სა წელსა, 23-სა ივნისს, სოფ. ტიარლევო С. 23-სა
ივლისს, 1858 წელსა, სოფელი ტიარლევო B.
ავტოგრაფებიდან B უფრო ადრინდელია, ნასწორება, C კი თეთრია და
უახლოვდება А ტექსტს.
1 მთვარე მიცურავს დინჯად] მთვარევ! გჭვრეტ მშვიდათ მიცურავ BC. 2 თვის]
შენ BC; ჰყრის] ჰყრი BC. 3 მძინარ სოფელსა] და მძინარ სოფელს BC. 6 სძინავთ
ნიავთა] სძინავს ნიავსა B. 7 სტკბება] სტკება B. 8 გარს ეფინება] ეალერსება BC. 89 სტრიქონებს შორის («ყველას მშვიდობა»... «და მხოლოდ»...] B-ში ფანქრით
არის ჩამატებული: «ყოველი ჩემს გარს მიყრუებულა, ისე საოცრად
მიდუმებულა, თითქო», გადახაზულია. 9 მხოლოდ] ხოლოთ BC. 10 მწუხარედ]
მწუხარეთ BC. 13 B-ში «თუ მოაგონდა»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა: «მისთვის ხომ

არა», გადახაზულია. 14. ეგრედ] ეგრეთ BC. 15 სულ სხვაფრად გაბრწყინებული]
სულ სხვაფრათ გაბრწყინვებული С; სხვა რიგათ დამშვიდებული B. 16 და სულ
სხვარიგად დამშვიდებული] ზეცა სულ სხვა ფრათ გაბრწყინვებული B.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914)
ამ ლექსის ორი ვარიანტი (А და C) დამოუკიდებელ ლექსებად არის
დაბეჭდილი, - სათაურით «მთვარეს» (გვ. 16, ჩვენი C ვარიანტი) და სათაურით
«უცხოეთში» (გვ. 32, ჩვენი А ტექსტი). იმავე გამოცემის სარედექციო შენიშვნებში
(გვ.V ) ნათქვამია: ლექსი «მთვარეს» პირველად ქვეყნდებაო, მაგრამ რომ ამ
ლექსის ბოლო ვარიანტს ეწოდება «უცხოეთში», რომელიც პირველად 1892 წელს
გამოქვეყნდა, არ არის აღნიშნული; იქვე სარედაქციო შენიშვნებში
მითითებულია, რომ «მთვარეს» გვხვდება ორ ხელნაწერში (დასახელებულია B
და C ავტოგრაფები), და რომ «რიცხვი დაწერისა ამ ორს ხელთნაწერში
განსხვავდება»; გამოცემა C ავტოგრაფის დათარიღებას უჭერს მხარს და,
შესაბამისად, ლექსის დაწერის თარიღად (სარჩევში, გვ I.) 1858 წლის ივნისია
მითითებული, ხოლო «უცხოეთში» დათარიღებულია (სარჩევში, გვ. II) 1858
წლით, - დაწერის თვის, რიცხვის და ადგილის მითითების გარეშე.
ვინაიდან C ავტოგრაფი B-ზე გვიანდელია - და, მაშასადამე, ნაკლებად
სანდო დათარიღების მხრივ, - ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
ლოთის რჩევა (გვ. 59)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 171.
თ ა რ ი ღ ი : 1858 წელსა 1-სა აღვისტოს, სოფელი ტიარლევო.
ტექსტი ნასწორებია.
16-17 სტრიქონებს შორის («მეორით»... «ან ღვინის...») ხელნაწერში
გადახაზულია:
ბახუსი გიჟობს მხიარულ წამით,
ცივს ჭკვასა გიკლავს ღვინითა მწარით,
აქავ ამური მაცდურის თვალით
ცელქობს და სდაგავს გულს ტრფობის ალით,
და მსწრაფლ მორფეი, ყოველთვის ზრდილი,
გაცნებს, სად უფრო ტკბილია ძილი.
17 «ან ღვინის ორთქლით გახურებულსა», - ამის ნაცვლად ჯერ ეწერა:
«ტრფობისა ალით გახურებულსა», გადახაზულია.
ტექსტში შეტანილია ორიოდე შესწორება ავტორისეული ენობრივი
ნორმების შესაბამისად. ავტოგრაფშია: 1 მოჰკლამთ. 16 ჰყლაპამდე.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 19).

როდემდის (გვ. 61)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. (B); U: ავტოგრაფი, კრებ.
№ 108, გვ. 10 (С).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ.42 (А);
ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ.გ. საზ-ის გამოცემა, № 80, ტფილისი,
1907, გვ. 11; იგივე გამოცემა № 81, გვ. 11.
თ ა რ ი ღ ი : 1858 (სარჩევში - 1859) А; 1-სა აღვისტოს, 1858 წელსა, ს. ტიარლევო
B; - C.
C ავტოგრაფი ბოლონაკლულია და წყდება მე-8 სტრიქონზე (... ქრისტემ
სთქვა ცხადათ...»).
1 არ ვსცნობდეთ სიცოცხლის] სიცოცხლის არ ვსცნობედთ B. 3
სიფრთხილითა] სიფთხილითა CB. 4 ამოებად] ამოებათ BC. 5 სცნობ] ჰსცნობ BC.
6 მტვრითა] მტვრათა АC. 7 შენს] შენ BC; უკვდავ] უკვდავს BC; თანამგზავრად]
თანამგზავრთა BC. 8 ცხადად] ცხადათ BC. 9 ნუთუ არ იცი... ჯვარცმული] ნუთუ
არ გახსოვს, ვით ძე ღვთისა ჯვარზედ განთხმული B. 10 როს ბძანა] გვეტყოდა B;
იყავ] იყავნ А.
ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი
დათარიღებულია 1859 წლით (სარჩევში, გვ II), - დაწერის თვის, რიცხვის და
ადგილის მითითების გარეშე.
ლოცვა («ოდეს დემონი»...) (გვ. 62)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 9.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 22).

* * * «ვიხილე სატრფო»... (გვ. 63)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 2 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. № 108, გვ. 3 (С); K: ავტოგრაფი, № 1038 (D).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. «ივერია», 1877, № 17, გვ. 8 (E); გაზ. «ივერია» 1878, № 26,
გვ. 36 (F); დედა შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია
ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882 წ., გვ. 31;
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 180 (А);
ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 132 (G).
თ ა რ ი ღ ი : 1877 (სარჩევში - 1859) А; 1859 წ. პეტერბურგი D; 1858 -სა
წელ., 26 ოქტომბერს. ს. პეტერბურღი B; 1858-სა წელსა, 26
ოქტომბერს. ს. პეტერბურღი C.

ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ილია ჭავჭავაძე D; *** E; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში) G.
63. 1 ვიხილე] ვნახევი DF ჰღვრიდა] ღვრიდა DEFG; ცრემლს ჰღვრიდა] ცრემლთ
ღვრიდა BC. 2 მოთქმით დასტირდა] მწარეთ დასტირდა BC, დაჰსტირდა D. 4
შორს მისგან] მის ახლოს D; მცვიოდა] მცვივოდა EF. 5 მოვიდა] გათენდა BCDF;
განქრა] განჰქრა BDEFG, გაქრა С 6 მას ხელთა] ხელში მას B; ხელთა] ხელში C;
ხელთა ეპყრა ∼ F; სხვა ტურფა ∼ B. 7 ტრფობითა] გრძნობითა BCD.
ლექსი ჩართულია ილიას წერილში კირილე ლორთქიფანიძისადმი (D).
აქვეა ჩაწერილი ილიას ლექსები: «ჩემო მკვლელო...» (იხ. გვ. 108), «მაშინ
დავსტკბები...» (იხ. გვ. 71) და ნიკოლოზ ბარათაშვილის - «დამქროლა ქარმან
სასტიკმან...» ამ ლექსებთან დაკავშირებით ილია კ. ლორთქიფანიძეს წერს: «რაკი
არ მომეშვი, აი «ტრფიალების» ლექსს ჩემსას გიგზავნი და ერთს ნ.
ბარათაშვილისას, თუ ჭკვაში მოგივიდეს, დაბეჭდე. ხანდისხან ამისთანა
ლექსებიც ჰსდომებია ამ უდარდელს და ცრუდ-მოტრფიალეს ქვეყანას» (იხ. ი.
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 29).
ჩვენს ლიტერატურისმცოდნეობაში უკანასკნელ ხანებში გამოითქვა
მოსაზრება, რომ «ვიხილე სატრფო» წარმოადგენს მიბაძვას ჰაინეს ლექსისა
«ძილში ვსიტროდი». (იხ. ვ. კავთიაშვილი, ჰაინრიხ ჰაინე ქართულ
ლიტერატურაში, თბ., 1978, გვ. 39-40). მართლაც, «სიტუაციისა და მოტივის
სხვადასხვაობის მიუხედავად.., «ვიხილე სატრფო» განწყობილებით და
ინტონაციით ისე ახლო დგას ჰაინეს «ძილში ვსტიროდისთან», რომ იგი,
უეჭველია, ამ ლექსის შთაბეჭდილებით არის ნაკარნახევი». (იხ. დ.
ლ ა შ ქ ა რ ა ძ ე , გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის
შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 107).
ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით.

* * * «ერთხელ ჰჯდა!... (გვ. 64)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 3 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. № 108, გვ. 3 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 37 (А).
თ ა რ ი ღ ი : 1858 А; 1958-სა წელსა, 26 ოქტომბერს, ს. პეტერბურღი B; 1858სა წელსა, 26 ოკტომბერსა, ს. პეტერბურღი C.
BC ავტოგრაფები ერთმანეთს მისდევს.
1 ჰჯდა] ჯდა BC. 2 ნარნარი] ის მარდი BC. 3 ჭაბუკო] ყმაწვილო B. 4.
გაბრწყინებული] გაბრწყინვებული B. 5 შეხედე მზესა, ვით აბნევს ნათელს]
შახედე მზესა, როგორ ხატავს ველს BC. 6. ადნობს თოვლ-ყინულსა] ყინვასაც
ადნობს BC. 7 შევხედო] შევხედო BC. 8 კაცთა მაცოცხლებელს] ნარნარათ
ცხოვლათ BC. 10 ჩემის დარდის] ჩემ წუხილის BC; ცრემლად] ცრემლათ С.
ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ С-ს
დათარიღების სტილს.
* * * «მარტო მივცურავ»... (გვ. 65)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ № 17501, გვ. 5.
თ ა რ ი ღ ი : 1858 წელსა, 5 ნოემბერს, ს. პეტერბურღი.
ავტოგრაფის ბოლოს არის მინაწერები: «და ურგებს», «ჩემს კვალს», «კვალს,
კვალს სიჩქარით».
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 23), დათარიღებულია 1858 წ. 5
სექტემბრით (სარჩევში, გვ. 1).
სარედექციო
კოლეგიის
გადაწყვეტილების
თანახმად,
ტექსტში
ილიასეული ენობრივი ნორმების შესაბამისად გასწორდა რამდენიმე ფორმა.
ავტოგრაფშია: 2 უსურვლოთ და უფიქრელათ. 4 იმედათ. 7 უჭვრეტ. 8 უცდი. 11
გადამკრამს. 14 სქლათა. 16 ცრემლებათ.
* * * «დაე, თუნდ მოვკვდე»... (გვ. 66)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ 6.
თ ა რ ი ღ ი : 1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს, ს. პეტერბურღი.
ტექსტი იბეჭდება ავტოგრაფის მიხედვით.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 24), დათარიღებულია 1858 წ. 19
სექტემბრით (სარჩევში). ტექსტი თანხვდება ავტოგრაფს (გარდა ერთი
შემთხვევისა, რომელიც, ჩანს, კორექტურული მიზეზითაა გამოწვეული: ლექსის
მესამე სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «ვინცა», დაბეჭდილია «ვინც»). 1925-1951
წლების გამოცემებში ილიასეულ ტექსტში ორიოდე გრამატიკული სწორებაა
შეტანილი (ავტოგრაფისეული «შაყვარებულმან» შეცვლილია ფორმით «შეყვარებულმან», «ჩამამძახოს» - «ჩამომძახოს», «ამაოთ» - «ამაოდ»). სარედაქციო
კოლეგიის გადაწყვეტილებით, ეს სწორებანი გატარებულია ჩვენს გამოცემაშიც.
ავტოგრაფი ჯვარედინად გადახაზულია მელნით.

ქართვლის დედას (გვ. 67)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 23 (B); ავტოგრაფი, კრებ.
№ 108, გვ. 60 (C).
ნაბეჭდი:
ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს.
პეტერბურღი, 1864, გვ. 33 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია
ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 14 (E); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 38 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა,
გამოცემა 2- ტფილისი, 1892, გვ. 111 (F); სოინარი, შეკრებილი კ. ოცხანელის
მიერ, ოზურგეთი, 1894, გვ.40 (G); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 570 (H);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-4, ბათომი, 1900, გვ. 132 (J); ლექსები
ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904 წ., გვ. 10 (K);

ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904 წ., გვ. 54 (L); ილია ჭავჭავაძის
რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, №80, ტფილისი, 1907, გვ. 7 და იგივე
გამოცემა, № 81, გვ. 38; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს.
გორგოძის მიერ. თბილისი, 1907, გვ. 56 (m).
ს ა თ ა უ რ ი : ქართლის დედას AE (A-ს სარჩევშია «ქართვლის დედას»).
თ ა რ ი ღ ი : 1858 (სარჩევში - 1859) A; 1859 m; 15 დეკემბერს, 1858 წელსა,
პეტერბურგი B; 1858-სა წელსა, 15-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი C;
15 დეკემბერს, 1858 წ. D; 29 ივლისს, 1860 წ. E.
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : * * * D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)GJ; ილია ჭავჭავაძე (სარჩევში) EL.
ე პ ი რ გ ა ფ ი : FGHIKL;
67. 1 ქართვლის დედაო] ქართლის დედაო A; ქართვლისა დედავ B; ჰე,
ქართვლის დედავ CD. 2 უზრდიდა] უზდიდა BC. 4 მომავალ] მომავალს BCH. 5
გაჰქრა] გაქრა BC. 7 სრულად] სრულათ BC. 8 ჩრდილად] ჩრდილათ BC;
შესცვალა] შეჰსცვალა C. 10 მხნეობა] ზნეობა D. 11 სახელისათვისა]
სახელისთვისა C; 12 მედგარი] სასტიკი BCD. მე-3 სტროფი («მითხარ, სადღა»...) –
L. 13. ვსტირით] ვჰსტირით D. 14 უწყალოს დროთ] უწყალო დროს BC; დროთ]
დრო D. 16 ვსდიოთ] ვზდევდეთ BC, ვსდევდეთ DFL. 17 ჩვენი ვშვათ მყოობადი]
ვშობოთ ჩვენი მყობადი BCDKL.
68. 2 დანიშნულება] მნიშვნეულობა BD; საღმრთო] სამღთო B, საღმთო C. 3
მიეც] მიე BCD. 4 საზრდოდ... ქრისტესა] საზდოთ... ქრისტისა BC. 5 კაცთა] კაცის
BCL. 6 ძმობას, ერთობას, თავისუფლებას] ....... DE; ერთობას] თანასწორობას C. 8
მომავლისთვის ბედთანა] მყობადისთვის ის ბედთან BCDL; ბრძოდეს] ჰბრძოდეს
FL. 9 დარგულს] ჩარგულს BCD. B-ში 10-11 სტრიქონებს შორის («და მოგვცემს»...
«დედავ...») გადახაზულია: «უთხარ, მამული ელის მაგასა, მაგის სიკეთეს, მაგის
ძალასა». 13 წინ გაუძღვეს] წინა ჰქონდეს BCDEL. 14 უკან ჰრჩეს] და უკან BCDEL.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების
სტილს.
ლექსის ეპიგრაფი, როგორც ჩანს, წარმოადგენს პერიფრაზას ცნობილი
გერმანელი მოაზროვნის გ ო ტ ფ რ ი დ ვ ი ლ ჰ ე ლ მ ლ ა ი ბ ნ ი ც ი ს (16461716 წწ.) შეხედულებისა, რომელიც მას თავის შრომებში რამდენჯერმე აქვს
განმეორებული. ასე, მაგ., «მონადოლოგიაში» (1714 წ., § 22) ვკითხულობთ:
«...მარტივი სუბსტანციის ყოველი აწინდელი მდგომარეობა ბუნებრივად არის
მისი უწინდელი მდგომარეობის შედეგი, ისე როგორც თავის მხრივ აწმყო მძიმეა
მომავლით». იხ. ლაიბნიცი, მონადოლოგია, - თარგმანი ს. დანელიასი, თბ., 1940,
გვ. 27 (ასეთივე შეხედულება ლაიბნიცს გამოთქმული ჰქონდა აგრეთვე
ნაშრომში: «ახალი გამოკვლევები ადამიანის გონების შესახებ» (1704 წ.). ამის
შესახებ
იხ.
დ.
გამეზარდაშვილი,
ილია
ჭავჭავაძის
აკადემიური
გამოცემისათვის, გაზ. «კომუნისტი», 1983, 12 VI, № 135).
* * * «ბევრი ვიტანჯე...» (გვ. 69)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 29 (B); U: ავტოგრაფი, კრებ №
108, გვ. 40 (C).

ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი მე-4 გვ. 52 (D); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 166 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, 1889,
გვ. 130 (E).
თარიღი: 26 დეკემბერს 1858 -სა წელსა, ს. პეტერბურღი B; 1871 (სარჩევში - 1859)
A; 1858-სა წელსა, 26-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი C.
ხელმოწერა: * * * D; № (E).
4 ჩემ] ჩემს BC. 5, 9 გავუძლებ] გაუძლებ BC. 8 ბედსაც] სევსაც B. 10 ბედთანა
ბრძოლა ვით მეშინება] B-ში ჯერ ეწერა: «დღეს ვიტანჯები, ხვალ მელხინება»
გადახაზულია. 11 ხოლო] მაგრამ B, მარამ C.
ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს
დათარიღების სტილს.
რისთვის მიყვარხარ? (გვ. 70)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 30 (B); U: ავტოგრაფი, კრებ.
№ 108, გვ. 36 (A)
თ ა რ ი ღ ი : 31 დეკემბერი, 1858 წ. B; 1858-სა წელსა, 31-სა დეკემბერს, ს.
პეტერბურღი A.
B-ში ლექსს ბოლოში ერთვის კიდევ ორი სტრიქონი: «შენ ჩემი ცრემლი
ბედს
მოგიწამლავს,
ოხ!
მძიმე
ოხვრა
გულს
შემიძრწუნებს...»
(დაუმთავრებელია).
ლექსი დავათარიღეთ A ავტოგრაფის მიხედვით.
ტექსტში შესწორდა ერთი ფორმა: 4 სასტიკათ - სასტიკად.
«რისთვის მიყვარხარ?» პირელად გამოქვეყნდა 1907 წელს (იხ. გაზ. «ისარი»,
1907, № 228 და გაზ. «ჩვენი გზა», 1907, №37); 1914 წლის (მიხ.
გედევანიშვილისეულ) გამოცემაში აღნიშნულია, ლექსი პივრელად იბეჭდებაო
(შენიშვნები, გვ. V).

* * * «მაშინ დავსტკბები»... (გვ. 71)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 3 (B); U: ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 4 (C) და გვ. 171 (D); K: ავტოგრაფი, № 1038 (E) 8.
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. «ივერია», 1878, № 26, გვ. 6 (F); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძია, I, ტფილისი, 1892, გვ. 183 (A); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა,
ბათუმი, 1904, გვ. 127 (G); საყოველთაო კალენდარი 1905 წლისა, შედგენილი კ.
თავართქილაძის მიერ, ტფილისი, 1904, გვ.143 (H).
ს ა თ ა უ რ ი : ს...ს BCE; მაშინ დავსტკბები H.
თ ა რ ი ღ ი : 1878 (სარჩევში - 1859) A; 1858 წელსა, 15-სა დეკემბერს, ს.
პეტერბურღი BC; 1858 წ., პეტერბურღი E; - D.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : - ილია ჭავჭავაძე E; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში) G.

8

E ავტოგრაფში ლექსი ჩართულია კირილე ლორთქიფანიძისადმი მიწერილ ილიას
ბარათში (იხ. კომენტარი ლექსისა «ვიხილე სატრფო»..., - წინამდებარე ტომი, გვ. 340).

1 დავსტკბები] დავჰსტკბები EF. 3 მორცხვობით] მორცხობით E. 6 შენ ჩემს
გულზედა] შენ ჩემს მკერდზედა D; და შენ ჩემს მკერდზედ E. 8 კოცნაც] კოცნა
DE. მე-3 სტროფი («ვიშ მაგ»...) E-ში ასე იკითხება:
მე ძლიერსა შენს გულისცემასა,
მე ყურს ვუგდებდე ნატვრით და თრთოლით,
მაშინ... მაშინ კი მე ვირწმენ კაცსა,
მაშინ აღვივსებ გულს წმინდის ლოცვით.
9 ვიშ, მაგ შენს ნარნარს] ნებიერს შენსა D. 10 ვით ლოცვის ბგერას, ლმობით
ვისმენდე] ნატვრით და თრთოლით მე ყურს უგდებდე D; ეწერა: «მე ყურს
უგდებდე ნატვრით და თრთოლით». გადახაზულია. 11 « და ცოდვილთ...» D-ში
ჯერ ეწერა: « მაშინ... მაშინ კი მე ვირწმენ ცასა», გადახაზულია. 12 «შენის
სიწმინდით...» D-ში ჯერ ეწერე: « მაშინ აღვივსებ გულს წმინდა ლოცვით»
გადახაზულია.
A-სგან საგრძნობლად განსხვავდება BC ავტოგრაფების ტექსტები.
მოვიტანთ პირველი ავტოგრაფის ტექსტს (B) მთლიანად:
მაშინ დავსტკბები სრულ სამოთხითა,
როს სულ შენს ცისფერს შავყურებდე თვალს,
ვცხოვრობდე ხოლოთ მის გამოთქმითა,
ჩემს გულზედ ვგრძნობდე მოხრილს შენს ნაზ
თავს,
ვსთნქავდე შენ სუნთქვას მთელისა გრძნობით,
მაშინ, ოხ, მაშინ კი დავლოცავ ცას,
მაშინ აღვივსებ გულს წმინდის ლოცვით!
ამ ტექსტისაგან C-ში განსხვავებულად იკითხება მხოლოდ მე-4 სტრიქონი:
«ჩემ გულზედ ვგრძნობდე შენს მშვენიერს თავს».
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, ძირითად ტექსტებს
შორის, დაიბეჭდა როგორც ლექსის პირველი ვარიანტი - C ავტოგრაფის
მიხედვით და ავტოგრაფისეული სათაურით» «ს...ს» (წინამდებარე ტომში იხ. გვ.
297), - ასევე მეორეც: «მაშინ დავსტკბები»... (1892 წლის გამოცემების მიხედვით).
ლექსის პირველი ვარიანტის თარიღად ამ გამოცემაში (სარჩევში) მითითებულია
1858 წლის 27 დეკემბერი, მეორე ვარიანტის თარიღად - 1859 წელი (თვის და
რიცხვის აღუნიშვნელად).
ლექსის ორივე ვარიანტია დაბეჭდილი 1925-1951 წწ. გამოცემებში:
პირველი ვარიანტი, C ავტოგრაფის მიხედვით, - ვარიანტების
განყოფილებაში, ავტოგრაფისეული სათაურითა და თარიღით, მეორე ვარიანტი
(1892 წ. გამოცემის მიხედვით) - ძირითად ტექსტებს შორის, 1858 წ. თარიღით.
როგორც ეს ილიას თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემების სარედაქციო
შენიშვნებშიც არის აღნიშნული, ლექსის საბოლოო ვარიანტის (A) შექმნის
ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი: D და E ავტოგრაფებიდან, რომლებიც
საფუძვლად დაედო ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემის ტექსტს
(A), პირველი დათარიღებული არ არის, ხოლო მეორეში მხოლოდ დაწერის
ადგილი და წელია აღნიშნული («1858 წ., პეტერბურღი»), თვის და რიცხვის

მითითების გარეშე, თუმცა ცხადია, რომ ეს ვარიანტი შექმნილია არა უადრეს
1858 წლის 15 დეკემბრისა: ლექსის პირველი ვარიანტი (BC) რომლისგანაც D და
E ვარიანტები რედაქციულად განსხვავდება, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა,
ავტოგრაფებში ასეა დათარიღებული: «1858 წელსა, 15-სა დეკემბერს, ს.
პეტერბურღი».
ყოველივე ზემოთქმულის გამო, ლექსს მიახლოებით ვათარიღებთ: [1858
წელი, 15 დეკემბრის შემდეგ, პეტერბურგი].
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემისთვის დართულ
შენიშვნებში (გვ. V) ლექსის პირველი ვარიანტის სათაურის («ს...ს») შესახებ
ნათქვამია: «ვერ გამოვარკვიეთ, ვის ეკუთვნის ეს ინიციალებიო», ხოლო 19251951 წლების გამოცემებში აღნიშნულ სათაურთან დაკავშირებით არავითარი
განმარტება არ არის მოცემული.
სავარაუდოა, რომ ეს ლექსიც იმავე პიროვნებისადმია მიძღვნილი, ვისაც
ეძღვნება ილიას ლექსები «ს... ჩ...სას» (იხ. გვ. 101) და «ჩ...სას...» (იხ. გვ. 102),
რომელთა ადრესატის თაობაზე უკანასკნელ ხანებამდე აზრთა სხვადასხვაობა
არსებობს. 1914 წლის გამოცემის სარედაქციო შენიშვნების თანახმად, ეს ლექსები
«რამდენდაც ირკვევა, დაწერილია სოფიო ჩაიკოვსკისაზედ - ცნობილი რუს
კომპოზიტორის ჩაიკოვსკის დის შესახებ» (გვ. VIII), მაგრამ ეს ცნობა, რომელმაც
ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში ფართოგავრცელება პოვა, გარკვეულ
დაზუსტებას მოითხოვს.
ის ფაქტი, რომ - როგორც ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფი გრ.ყიფშიძე წერდა, სტუდენტობის წლებში «პოეტის გული მოინადირა და გაიტაცა გენერალ
ჩაიკოვსკის ასულმა, უნობილი რუს-კომპოზიტორის დამ» (ილიას თხზულებათა
1914 წ. გამოცემა, გვ.XVIII), ემყარებოდა ილიას სიყრმისა და სტუდენტობის
მეგობრის კოხტა აბხაზის მოგონებას, რომელიც 1914 წლის გამოცემის
მესვეურთა თხოვნით დაიწერა და სავსებით სანდო წყაროს წარმოადგენს ილიას
ბიოგრაფიისათვის. «პეტერბურგში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ
ჩაიკოვსკის ქალით (ცნობილი რუსი კომპოზიტორის და), - ვკითხულობთ კოხტა
აბხაზის დასახელებულ მოგონებაში, - ამ ოჯახში ხშირად დავიარებოდით და
კარგადაც გვიღებდნენ და გვექცეოდნენ» («ლიტერატურული მემკვიდრეობა»,
წიგნი J, ტფილისი, 1935 წ., გვ. 565). ამდენად, უთუაოდ სავარაუდოა, რომ ილიას
ზემოაღნიშნული «ორი საუცხოვო სალირიკო ლექსი», რომელთაგან ერთს
სათაურად აქვს «ს. ჩ[აიკოვსკი]სას», ხოლო მეორეს « ჩ[აიკოვსკი]სას», «ნაყოფია ამ
ტრფობა-გატაცებისა» (1914 წ. გამოცემა, გვ. XVIII).
როგორც ჩანს, სწორედ ამ ლექსების ადრესატი უნდა იგულისხმებოდეს
ილიას 1859 წლის 18 თებერვლის წერილშიც, რომელიც მან პეტერბურგიდან
თავის უფროს დას - ნინოს გამოუგზავნა კარდანახში; «...ერთი რამა მაქვს
შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს,
ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და
დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა
იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი ისე ვარ მიღებული, ასეთი
დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს» (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული
კრებული, ტ. X, 1961, გვ. 9).
მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ილიას ციტირებულ წერილში, არც კოხტა
აბხაზის მოგონებაში და არც გრ. ყიფშიძის მიერ დაწერილ ილიას ბიოგრაფიაში
არ ფიგურირებს ილიას სტუდენტობის დროინდელი ამ «ტრფობა-გატაცების»

(და, შესაბამისად, - ილიას მითითებული ლექსების ადრესატის) სახელი. ეს
სახელი - ს ო ფ ი ო , - როგორც უკვე ითქვა, ილიას თხზულებათა 1914 წლის
გამოცემის
შენიშვნებში
იქნა
მოხსენიებული,
შემდეგ
კი
ჩვენს
ლიტერატურათმცოდნეობაშიც ფართოდ გავრცელდა შეხუდულება, რომ ილიას
ზემოდასახელებული ლექსები («ს..ჩ....სას» და «ჩ....სას») «დაწერილია ს ო ფ ი ო
ჩ ა ი კ ო ვ ს კ ი ს ა ზ ე , რომელიც ილიას უყვარდა სტუდენტობის წლებში» და
რომელიც «არის დაი ცნობილი რუსი კომპოზიტორის ჩაიკოვსკისა» (იხ. 19251951 წწ. გამოცემების სარედაქციო შენიშვნები).
უკვე 1937 წელს გამოითქვა დაეჭვება აღნიშნული შეხედულების თაობაზე:
«უნივერსიტეტში ყოფნის პირველ წელსვე,- წერდა ი. ბალახაშვილი, - ილია
გაიეცნო და დაუახლოვდა გენარალ ჩაიკოვსკის ასულ სოფიოს. ილიას
ბიოგრაფები ერთხმად აღიარებდნენ, თითქოს ეს სოფიო იყო და ცნობილ
კომპოზიტორის პ.ი. ჩაიკოვსკისა. კომპოზიტორის ბიოგრაფიასთან გაცნობისას
გამოირკვა, რომ ილიას სატრფო არ არის მისი და: იხ.კომპოზიტორის ძმის მ.
ჩაიკვოსკის სამტომიანი გამოკვლევა «Жизнь Петра Ильича Чайковского» (ი.
ბ ა ლ ა ხ ა შ ვ ი ლ ი , ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, თბ., 1937,
გვ. 62); ხოლო 1978 წელს შ. ალხაზიშვილმა წამოაყენა მოსაზრება, რომ «ილია
ჭავჭავაძის სამი სატრფიალო ლექსის ადრესატი სოფიო ჩაიკოვსკაია
კომპოზიტორ ჩაიკოვსკის ბიძაშვილია და არა ღვიძლი და» («ილია ჭავჭავაძის
სამი ლექსის ადრესატის დაზუსტებისათვის», - «სახალხო განათლება», 1978, 8.
XII, № 88).
მართლაც, დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკის
დათაგან უფროსს ზინაიდა ერქვა (1929-1978 წწ.), უმცროსს - ალექსანდრა (18421891 წწ.), ხოლო სოფიო (1833-1888 წწ.) რქმევია პ.ი. ჩაიკოვსკის ბიძაშვილს ერთ-ერთ ქალიშვილს გენერალ პეტრე პეტრეს ძე ჩაიკოვსკისა (1788-1871 წწ.),
რომელიც კომპოზიტორის მამის, გენერალ ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკის (17951880 წწ.) უფროსი ძმა იყო. ამრიგად შ. ალხაზიშვილის მოსაზრება ილიას
ზემოაღნიშნული ლექსების ადრესატის ვინაობის თაობაზე დამარწუმუნებელი
ჩანდა.
მაგრამ უკანასკნელ ხანებში აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული
შეხედულებაც გამოითქვა. კერძოდ, ჯ. მუჯირის მხატვრულ ნარკვევში «შროშანების ფიანდაზი», ჭაბუკი ილიას სატრფოდ პ.ი. ჩაიკოვსკის უმცროსი და
- ალექსანდრაა გამოყვანილი (თუმცა, საამისოდ, რაიმე არგუმენტები არ არის
მოხმობილი (იხ. მ უ ჯ ი რ ი , შროშანების ფიანდაზი, გაზ. «თბილისი», 1982 წ.,
10 IX), ხოლო გ. შარაძემ ყურადღება მიაქცია იმ ფრიად საგულისხმო ფაქტს,
როგორც ეს არაერთგზისაა აღნიშნული პ.ი. ჩაიკოვსკის ძმის, მ.ი. ჩაიკოვსკის
ზემოთ მითითებულ ნაშრომში («ცხოვრება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკისა», ტ. I III, მოსკოვი-ლაიფციგი, 1903 წ.), «ალექსანდრა ჩაიკოვსკაიას ყმაწვიქალობაში
საშას, საშენკას, სანიას, სანიუშას ეძახდნენ», და გამოთქვა ვარაუდი, რომ «თუ
სანდოა კოხტა აფხაზის ცნობა (დაეჭვებისათვის კი არავითარი საფუძველი არ
არსებობს) გენერალ ჩაიკოვსკის ასულისა და გენიალური რუსი კომპოზიტორის
პეტრე ჩაიკოვსკის დაზე პეტერბურგში სტუდენტობისას ილია ჭავჭავაძის
გამიჯნურების შესახებ, მაშინ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს ყოფილა ალექსანდრა,
იგივე საშა, ჩაიკოვსკაია (და არა სოფიო ჩაიკოვსკაია), რაც ემთხვევა კიდეც
ილიას ლექსის სათაურში მოცემულ ინიციალებს: «ს[აშა] ჩ[აიკოვსკი]სას» (გ.

შარაძე, ილია ჭავჭავაძე და ჩაიკოვსები, გაზ. თბილისი, 1886, 17. XII, № 289). ეს
ვარაუდი, ვფიქრობთ, ადეკვატურად გამოხატავს რეალურ ვითარებას.
გარდა ილია ჭავჭავაძის ზემოდასახელებული ლექსებისა, ჩვენს
ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, ს.
ჩაიკოვსკაიასადმია მიძღვნილი, აგრეთვე, ილიას ლექსი «ჩემო მკვლელო» (ი.
ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, სარედაქციო შენიშვნები, გვ.
472). მართალია, პირდაპირი ცნობა ასეთი შეხედულების სასარგებლოდ არ
მოიპოვება, მაგრამ, ჩანს, ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც
მითითებული ლექსის ობიექტად უნდა მივიჩნიოთ არა სოფიო პეტრეს ასული
ჩაიკოვსკაია, არამედ ალექსანდრა ილიას ასული ჩაიკოვსკაია.
ჩემი თარიარალი (72)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 15 (C); ხელნაწერი, კრებ №
136, გვ. 19 (A); K: ხელნაწერი, № 21 (B) 9.
თ ა რ ი ღ ი : 1857 года (A); 1857 ან 1858 წ. (B); 1858 წელსა, ს. პეტერბურგი
(C).
ამ ლექსის სრული ავტოგრაფი დღემდე მიუკვლეველია. 1925 წ. პ.
ინგოროყვამ გამოაქვეყნა ლექსის ბოლო სტროფი, რომელიც დაცულია ი.
ჭავჭავაძის ავტოგრაფ-კრებულში (U, № 108). ამის თაობაზე მკვლევარი წერდა:
«ამ ლექსის არსებობის შესახებ არავითარი ცნობა ლიტერატურაში არ
მოიპოვებოდა. პირველად ამ ლექსის კვალს მივაგენით 1925 წელს... ილიას
ლექსების ერთ ხელნაწერში (იგულისხმება U კრებ. № 108), რომელიც თვით
ილიას მიერ არის გადაწერილი სტუდენტობის წლებში... შემხვდა ნაწყვეტი ამ
ლექსისა, რომლის მხოლოდ ბოლო, უკანასკნელი ხანაა გადარჩენილი. ეს
ნაწყვეტი დავბეჭდეთ კიდეც 1925 წლის გამოცემაში და იკითხვის
შემდეგნაირად:
მაშ, მოდით, ქართველნო, ძმობით,
ჰარიარალი!
ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით,
თარიარალი!
1858 წ. პეტერბურგი.
1925 წლის გამოცემის შენიშვნებში ამ ნაწყვეტის გამო ვწერდი: ფრაგმენტის
თავი დაკარგულია და შენახულია მხოლოდ უკანასკნელი ხანა, რომელიც
წარმოადგენს ლექსის მოძახილს, რეფრენს» (ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა
სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 383). 10
9

ლექსი გადაწერილია კირილე ლორთქიფანიძის მიერ.
იქვე, გვ. 450-ის სქოლიოში აღნიშნულია: «ლექსის მოძახილი ხელნაწერში ასე იკითხვის: B
ხელნაწერის (იგივე U, კრებ. № 108) პირველ სტრიქონში «ჰარიარალი», მეორე სტრიქონში «თარიარალი», ხოლო N ხელნაწერში (იგივე კირ. ლორთქიფანიძის ხელნაწერი) ორივეჯერ
«ჰარიარალი». ჩვენ დავიცავით ავტოგრაფის წაკითხვა».
10

ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. იგი პირველად გამოაქვეყნა
ი. ბალახაშვლმა 1936 წელს გაზ. «ლიტერატურულ საქართველოში», №12. აქ
ტექსტი დაიბეჭდა კ. ლორთქიფანიძის მიერ შედგენილი და გადაწერილი
ქართული პოეზიის ანთოლოგიიდან - «ქართველი მწერლების თხზულებები»,
რომელიც კერძო პირის (ივ. კაკაბაძის) საკუთრებას წარმოადგენდა (ამჟამად
დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში).
ლექსი დათარიღებული არ არის. ი. ბალახაშვილმა ტექსტის დაშიფრული
ადგილები არასწორად ამოხსნა და «ც» გაიგო, როგორც სიტყვა «ცენზორი». ამის
გამო ლექსში დაირღვა მარცვალთა რაოდენობა და ტექტსტი დამახინჯდა 11. პ.
ინგოროყვამ კი თავისი ვარაუდით, სავსებით სწორად, «ც» გაშიფრა, როგორც
«ცარი», რაც მიესადაგა ლექსის შინაარსსაც და მის ზომასაც (დაწვრილებით ამის
შესახებ იხ. პ. ინგოროყვას რედაქციით გამოცემული ი. ჭავჭავაძის თხზულებათა
I ტომი, 1951 წ., გვ. 382-386 და გვ. 450-452).
ამრიგად:
კ. ლორთქიფანიძის ხელნაწერ-კრებულში წერია:
«რაგინდ რომ ც... ღრინავდეს».
«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ც»...
«ც... რა ერთხელ ინება».
«ჩვენ ც... ვერას დაგვაკლებს».
«ლიტერატურულ საქართელოში» დაიბეჭდა:
«რაგინდ რომ ცენზორი ღრინავდეს».
«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცენზორი».
«ცენზორმა რა ერთხელ ინება».
«ჩვენ ცენზორი ვერას დაგვაკლებს».
პ. ინგოროყვამ გამართა:
«რაგინდ რომ ცარი ღრინავდეს».
«ვერ შეგვაშინებს ჩვენ ცარი».
«ცარმა რა ერთხელ ინება».
«ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს».
1951 წლისთვის გამზადებული ი. ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომის
სარედაქციო შენიშვნები უკვე აწყობილი ყოფილა, როცა შ. გოზალიშვილმა
მიაკვლია ამ ლექსის ახალ ხელნაწერს (ჩვენს A ტექსტს); იგი დათარიღებულია
ასე «1857 года» (იხ. U კრებ. №136, გადამწერი უცნობია) 12. ამის შესახებ პ.
ინგოროყვა აღნიშნავდა: «ხელნაწერის აღმოჩენის შემდეგ დოკუმენტურად
11

ი. ბალახაშვილმა იგივე ლექსი დაბეჭდა თავის მონოგრაფიაშიც (შესწორებით) «ილია
ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა», 1937 წ., გვ. 63-65.
12 ამ სტრიქონებში კ. ლორთქიფანიძეს ჯერ სრულად ჩაუწერია სიტყვები (ცარი, ცარი, ცარმა
ცარი), შემდეგ წაუშლია და მხოლოდ პირველი ასო ც დაუტოვებია.

დადასტურდა, რომ სწორია ჩვენს მიერ აღდგენილი ტექსტი ამ ლექსისაო» (ტ. I,
1951 წ., გვ. 451). სამწუხაროდ, პ. ინგოროყვას არ ჰქონდა საშუალება ამ
მიკვლეული ხელნაწერის მიხედვით აღედგინა და გაემართა ტექსტი. ამავე
დროს პ. ინგოროყვასათვის უკვე ცნობილი ყოფილა კ. ლორთქიფანიძის არქივში
დაცული ხელნაწერიც, რომლის შესახებ ცნობა მიუწოდებია პრ. კეკელიძეს
მასთან საუბრის დროს (იქვე, სქოლიო).
პრ. კეკელიძემ მიკვლეული ხელნაწერის შწესახებ დაწვრილებითი ცნობები
გამოაქვეყნა ნაშრომში: «ილია ჭავჭავაძის ლექსის «ჩემი თარი-არალი» ახალ
აღმოჩენილი ხელნაწერი» (უნივერსიტეტის შრომები, 1951, № 45, გვ. 229-240),
სადაც წერს: «ამ ოთხიოდე წლის წინათ ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო
სახელმწიფო მუზეუმში მუშაობის დროს ჩვენ წავაწყდით მითითებული ლექსის
ხელნაწერ ტექსტს. მანუსკრიპტი გადაწერილია ისევ კირილე ლორთქიფანიძის
ხელით და დაცულია კ. ლორთქიფანიძის არქვიში (№21)».
ეს ხელნაწერი (B), რომელსაც მიწერილი აქვს თარიღი - «1857 ან 1858 წ.» და
ჩვენი ძირითადი ხელნაწერი (A) ერთმანეთს მისდევს ერთი-ორი
ნაირწაკითხვით: დაგვიდგება] წაგვიდგება A; დამღუპველს] დამთრგუნველს A.
ჩვენ ძირითადად დავეყრდენით A ხელნაწერს, ოღონდ ილიასეული
ენობრივი ნორმების მიხედვით გავასწორეთ ორიოდე ფორმა: 2 მოჰკლამსმოჰკლავს. 5 რაღათ-რაღად.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით, სადაც, როგორც ზემოთ
ითქვა, შემონახულია ლექსის მხოლოდ ბოლო ორი სტრიქონი და თარიღი
(ამჟამად ისინიც გადაშლილია მელნით, მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლება) 13.
«ჩემი თარიარალი» დაწერილია გამოჩენილი ქართველი პოეტის
ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846 წწ.) ლექსის «მუხამბაზი ლათაიურის»
მიბაძვით.
გვ. 73 ე ზ ო პ ი : ესოპე, ძვ. საბერძნეთის დიდი იგავთმწერალი (VI ს. ძვ. წ.).

* * * «მითხართ, რისთვის»...(გვ. 75)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 31 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. №108, გვ. 34 (A).
თ ა რ ი ღ ი : 1859-სა წელს... პეტერბურღი (A); 1858 წელსა, ს. პეტერბურღი
B.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში (სარჩევში, გვ. II)
ლექსი დათარიღებულია 1859 წლით. ჩვენ ვათარიღებთ B ავტოგრაფის
მიხედვით.
ავტოგრაფებს შორის მცირე სხვაობაა: 7 მინაზებულით] დადუნებული B. 8
სულ ერთს] ერთსა B. 15 იქ შეყვარებულს ჩემ წამხდარსა გულს] და შეყვარებულს
იქ წამხდარს ჩემს გულს B.
სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად, ავტოგრაფულ
ტექსტში ავტორისეული ენობრივი ნორმების შესაბამისად შეტანილია შემდეგი
13

«ჩემი თარიარალის» აღნიშნული ნაწყვეტი არ არის მოხსენებული შ. გოზალიშვილის წიგნში
«ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები» (აღწერილობა), თბ., 1951 წ.

შესწორებანი: 2 შხირ-შხირათ - ხშირ- ხშირად (ასევე: 13 შხირათ-ხშირად). 4
ძვირათ და ძვირათ-ძვირად და ძვირად. 7 ტკბილათ-ტკბილად. 10 მხიარულათ
ჰსჩქებს-მხიარულად ჰსჩქეფს.
ლექსი პირველად გამოქვეყნდა გაზ. «ისარში», 1907, № 232.

ხმა გულისა (გვ. 76)
ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 4 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
გვ.6(A).
ს ა თ ა უ რ ი : გულის ხმა B.
თ ა რ ი ღ ი : - A; 1859-სა წელსა, 11-სა იანვარს, ს. პეტერბურღი B.
ამ ავტოგრაფებიდან ადრეულია B ტექსტი. იგი შავია, ნასწორები. მის
თეთრს წარმოადგენს ავტოგრაფი A, რომელიც ბოლონაკლულია: კრებულს
აკლია მე-7 გვერდი, რომელზეც გადადიოდა ლექსის ბოლო ორი სტრიქონი.
ამიტომ, ბუნებრივია, A ტექსტის თარიღიც ტექსტის ბოლოსთან ერთად
დაიკარგებოდა. ეს დეფექტი, ჩვენი ვარაუდით, B ავტოგრაფის მეშვეობითაა
გამოსწორებული გაზ. «თემის» პუბლიკაციასაც (1913 წ.) და 1914 წლის მიხ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაში.
3. საიდღამაც] B-ში ჯერ ეწერა: «ფოთლებ შორის», გადახაზულია. 10 ვერსად
ვერ ვპოვე ის] B-ში ჯერ ეწერა: «მაგრამ ვერ ვპოვე იქ», გადახაზულია.
B-ში მე-3 სტროფის პირველ სტრიქონად თავდაპირველად ეწერა:
« დ ი დ ხ ა ნ ს ვ ა ტ ა რ ე ფ ო თ ლ ე ბ შ ი თ ვ ა ლ ი ». ავტორს «ფოთლებში»
გადაუხაზავს და ზედ «დ ა ვ ღ ა ლ ე » დაუწერია «ვატარე» კი გადაუსწორებია
(უფრო მუქი მელნით) სიტყვად «ვ ე ძ ე ბ ე ». სტრიქონმა ახალი გააზრება მიიღო
« დ ი დ ხ ა ნ ს ვ ე ძ ე ბ ე , დ ა ვ ღ ა ლ ე თ ვ ა ლ ი ». ამ სტრიქონების ორივე
ვარიანტი სავსებით გამართულია აზრობრივად. მაგრამ გადათეთრებისას
პგოეტს ისევ «ვ ა ტ ა რ ე » დაუტოვებია (A) და ტაეპი საბოლოოდ ასე
გაუმართავს: « დ ი დ ხ ა ნ ს ვ ა ტ ა რ ე , დ ა ვ ღ ა ლ ე თ ვ ა ლ ი ».
1914 წლის გამოცემაში B ტექსტის დამუშავებული სტრიქონი დაიბეჭდა
(«დიდხანს ვეძებე, დავღალე თვალი»), 1925-1951 წწ. გმოცემებში კი ეს სტრიქონი
A ტექსტიდან იქნა შეტანილი («დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი»). რადგანაც
ეს უკანასკნელი ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს, ამიტომ ჩვენც იგი ძირითად
ტექსტად მივიღეთ.
ტექსტში გასწორდა ორიოდე ფორმა: 5 დიდხან უგდებდა-დიდხანს
ვუგდებდი. 6 საკურველს - საკვირველს (შდრ. ასეთივე შესწორება თვით ილიას
მიერ ლექსში «ციურნი ხმები». იხ. გვ. 81).
«ხმა გულისა» პირველად დაიბეჭდა გაზ. «თემში», 1913 წ., №147, გვ. 2. 1914
წლის გამოცემაში კი აღნიშნულია, ლექსი პირველად იბეჭდებაო (იხ. შენიშვნები,
გვ. VI).

* * * «მეცა მქონია...» (გვ. 77)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 19 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. № 108, გვ. 38 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, № 4, გვ. 128 (D); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 144 (A).
ს ა თ ა უ რ ი ს მ ა გ ი ე რ : მიბაძვა ჰეინისადმი B; (მიბაძვა ღეინესადმი) CD.
თ ა რ ი ღ ი : 19 იანვარი, 1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა,
19-სა იანვარს, ს. პეტერბურღი C; 1859 წ., პეტერბურღი D;
1871 (სარჩევში-1863) A.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : * * * D.
2 სუფევდა] სცხოვრებდა BCD. 4, 8 კია ეს] კი ეს არს B. 6 სცხოვრობდნენ]
სცხოვრებდნენ B. 7 ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი] თურმე ეპოვნათ ძმობით ცის
კარი B, თურმე გაეღოთ მაშინ ცის კარი CD.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ (1914 წ.)
გამოცემაში ეს ლექსი მოთავსებულია ორიგინალურ ლექსთა შორის, 1925-1951
წლების გამოცემებში კი თარგმანებშია გადატანილი. რადგანაც ლექსი არის
«მიბაძვა ჰეინესი» (კერძოდ, მიბაძვა ჰაინეს მესამე ლექსისა ციკლიდან
«უცხოეთში») და არა ჰაინეს ლექსის თარგმანი ან გადმოკეთება, ამიტომ ჩვენც
იგი ორიგინალურ ლექსთა შორის მოვათავსეთ (სპეციალურად ამ საკითხზე იხ.
ა ლ . კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე , ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან,
თბ., 1965, გვ. 338-339; დ. ლაშქარაძე, გერმანული კლასიკური ლიტერატურა
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 104-105).
ლაქსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით; C-ს დათარიღების
სტილს.

გავსწორდეთ, ბედო! (გვ. 78)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 20 (B); U: ავტოგრაფი,
კრებ. №108, გვ. 50 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულაბანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 45 (A);
ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ,
თბილისი, 1907, გვ. 37 (D).
თ ა რ ი ღ ი : 1859 AD; 19 იანვარს, 1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი B; 1859-სა
წელსა, 19 იანვარს, ს. პეტერბურღი C.
1 ეჰ] ეხ BC; ჩემ] ჩემს B. 2 შენს] შენ BC. 5 სისხლისა ცრემლით] სისხლის
ცრემლებით D. 7 მოვიდა] დადგა BC; ანგარიშის] ანგარიშისა C. 9-10 წარვიდნენ
დღენი... ჩვენ ადგილები] წარვიდნენ დღენი შენ უფლებისა, დროა დავსცვალოთ
ჩვენი როლები BC. 11 აქამდის] აქამდინ ABC. 12 ბევრჯერ და ბევრჯერ შენ
მაძრუწუნე] ბევრჯელ და ბევრჯელ შენ მაწრუწუნე BC.
ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა: 14 დავუკრამ-დავუკრავ (მსგავსი
ავტორისეული სწორებანი ილიას თხზულებაში მრავალია).
ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს
დათარიღების სტილს.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში (სარჩევი, გვ. III) ლექსი
დათარიღებულია 1859 წლის 14 იანვრით.

*** «ვაი! მას, ვისაც...» (გვ. 79)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 21 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ.
(C);
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურ. «ცისკარი», 1860, № 9, გვ. 74 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, გვ. 99 (A).
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 19-სა თებერვალს, 1859 წელსა, ს. პეტერბურღი B;
1859-სა წელსა, 19-სა თებერვალს, ს. პეტერბურღი C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძის D.
ძირითადი (A) ტექსტისაგან განსხვავებულია BCD წყაროები. ამ წყაროებში
ლექსი სამსტროფიანია, ხოლო A-ში ორსტროფიანი. პირველი სტროფი,
რომელიც A-ს გარდა ყველა წყაროშია, ასე იკითხება (უმნიშვნელო ვარიანტული
სხვაობით):
ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია,
გული წმინდ ალით მეც ამნთებია,
რა მას უყვარდი და მეც მიყვარდა,
ცხოვრება ჩვენი ბევრს კარგს გვიქადდა.
A-სთან შედარებით BCD წყაროები ასეთ ვარიანტულ სხვაობას იძლევა:
1. ვაი] მარამ BC, მაგრამ D; მსხვერპლად] მსხვერპლათ C. 3 ამა] ამას D;
ქვეყნად] ქვეყნათ C. 5-6 გამიქრა ბედის... ობოლი თავი] გაქრა ჩემ ბედის
ვარსკვლავი ცაში და ჩაემარხა იმის საფლავში BCD. 7 ნუგეშად] ნუგეშათ C. 8
დამშთენიეს] დამრჩენიეს BC.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსის პირველი (BCD)
და მეორე (A) ვარიანტები ორ დამოუკიდებელ ლექსად არის დაბეჭდილი,
ძირითად ტექსტებს შორის: *** «ერთხელ მეც, ძმანო»... (გვ. 39), რომელიც
დათარიღებულია 1859 წლის 19 თებერვლით (სარჩევში, გვ. II) და ***«ვაი, მას
ვისაც...» (გვ. 70), - დათარიღებული 1860 წლით (სარჩევში, გვ. III).
1925-1951 წლების გამოცემებში ლექსის პირველი ვარიანტი (BCD) ***«ერთხელ მეც, ძმანო...» დაბეჭდილია ვარიანტების განყოფილებაში,
თარიღით: «1859 წ. 19 თებერვალი, პეტერბურგი», ხოლო ძირითად ტექსტს მეორე ვარიანტს (***«ვაი, მას...») ამ თარიღის გარდა დართული აქვს განმარტება,
რომ ტექსტის საბოლოო რედაქცია 1860 წელს ეკუთვნის: კერძოდ, 1925 წლის
გამოცემაში «ვაი, მას...», ასეა დათარიღებული: «19 თებერვალი, 1859წ
პეტერბურგი (1860 წ.),» სქოლიოში კი აღნიშნულია: «ამ ლექსის პირვანდელი
ვარიანტი დაწერილია 19 თებერვალს 1859 წლისა. ხოლო აქ მოთავსებული
ბოლო რედაქცია თარიღდება 1860 წლით» (გვ. 63); 1951 წლის გამოცემაში
ლექსის დათარიღება მითითებული განმარტების გარეშეა წარმოდგენილი
(გვ.41): «19 თებერვალი 1859 წ. პეტერბურგი (ბოლო რედაქცია 1860 წ.)».

ლექსს ვათარიღებთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავ C-ს დათარიღების
სტილს.
სიხარული (გვ. 80)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 21 (B); U: ავტოგრაფი, კრებ.
№108, გვ. 20 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, №9, გვ. 28 (D);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 41 (A).
ს ა თ ა უ რ ი ს ქვეშ: (მიბაძვა) - BCD.
თ ა რ ი ღ ი : 1 8 5 8 ( ს ა რ ჩ ე ვ შ ი - 1 8 5 9 ) A; 1858 წ. C; 1859-სა შელსა, 3-სა
მარტსა, ს. პეტერბურღი B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D.
C-ში თარიღი ფანქრითაა მიწერილი (ვის ეკუთვნის ეს მინაწერი გაურკვეველია).
2 გავლით] გზაზედ BC; სუნნელსა] სურნელსა BC. 3 ხელში დიდხანს ∼ ABC.
4 და მერე ჰჭკნება] მერე დაჭკნება BC.
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «სიხარული» ილიას
ორიგინალურ ლექსებთან ერთადაა დაბეჭდილი (დათარიღებულია 1859 წლით,
- სარჩევში, გვ. II), 1925-1951 წლების გამოცემებში კი გადატანილია
თარგმანებში. ჩვენ, როგორც მ ი ბ ა ძ ვ ა , იგი ისევ ორიგინალურ ლექსებს შორის
მოვათავსეთ.
ი. ჭავჭავაძის თხზულებთა 1925-1951 წლების გამოცემებში შეცდომით
მითითებულია, თითქოს ლექსს ფანქრით მიწერილი აქვს 1859 წელი (იხ. ი.
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 430). ამ
გამოცემებში ლექსს თარიღად უზის: «7 მარტი, 1859 წ.», ხოლო სარედაქციო
შენიშვნებში მითითებულია ილიას ავტოგრაფი (ჩვენი ლიტერით B), რომელშიც
«სიხარული» თითქოს 1859 წლის 7 მარტით არის დათარიღებული
(ფაქტობრივად, როგორც აღნიშნული გვაქვს, ავტოგრაფში ლექსს მიწერილი აქვს
«...3-სა მარტსა...»).
როგორც ჩანს, ილიას «სიხარულის» შექმნას ბიძგი მისცა ჰაინეს
«ლამენტაციების» ეპიგრაფმა, - კერძოდ, ამ ეპიგრაფის პირველმა სტროფმა (იხ. ი.
კ ე ნ ჭ ო შ ვ ი ლ ი , ჰაინე და ილია ჭავჭავაძე, «ლიტერატურული გაზეთი», 1962,
№182; დ. ლ ა შ ქ ა რ ა ძ ე , გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია
ჭავჭავაძის შემოქმედებაში, თბ., 1981, გვ. 105-106).
ციურნი ხმები (გვ. 81)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 22 (B); U: ავტოგრაფი, კრებ.
№ 108, გვ. 37 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 3, გვ. 48 (D); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, 1892, გვ. 380

(E);თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 139
(A);
1863 (სარჩევში - 1859) A; 1859-სა წელსა, 27-სა მარტსა, ს.

თარიღი:
პეტერბურღი BC.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) E.

2 საკვირვლები] საკურვლები BC. 5 სრბიან] რბიან E. 7-8 და ნელს
სიხარულს მიგალობებენ - BC. 10 ოჰ, საკვირვლებო] თქვე საკურვლებო BC. 12
ხმით] მაგ. B. 15 აღტაცებას] სასოებასა BC. 17 შევჭვრეტ] შეჰსჭვრეტს CD,
შეშჭვრეტს B.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფების მიხედვით.

ალაზანს (გვ. 82)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 25 (B); U: ავტოგრაფი, კრებ.
№ 108, გვ. 35 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 71 (A).
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : მიბაძვა BC.
თ ა რ ი ღ ი : 1859 AC.
C-ში თარიღი მიწერილია უცნობი ხელით, ფანქრით.
B-ში ეპიგრაფი იგივეა, რაც A-ში, იმ განსხვავებით, რომ B-ში ეპიგრაფს
მიწერილი აქვს: «ქილილა და დამანა», საბა ორბელიანი».
ეს ლექსი პოეტის სიცოცხლეში ერთხელ დაიბეჭდა (A). ამ პუბლიკაციაში
მე-20 სტრიქონს მარცვალი აკლია, რის გამოც ლექსის ზომა დარღვეულია: «მეც
უდროოდ გამერია თმებში ჭაღარა». 1914 წლის გამოცემაში ეს სტრიქონი ასევეა
დატოვებული (გვ. 48), 1925-1951 წლების გამოცემებში კი სიტყვა «უ დ რ ო ო დ »
შეცვლილია სიტყვით «უ დ რ ო ო - დ რ ო დ » და სტრიქონი, ზომის
თვალსაზრისით, გასწორებულია («მეც უდროო-დროდ გამერია თმებში
ჭაღარა»). მაგრამ, ვინაიდან ილიას ორსავე ავტოგრაფში (BC) არის
ოთხმარცვლიანი, სალექსო ტაეპს კარგად მორგებული სიტყვა «უ დ რ ო უ დ რ ო თ » (და არა «უ დ რ ო ო დ » ან «უ დ რ ო ო - დ რ ო დ »), ამიტომ ჩვენს
გამოცემაშიც ავტოგრაფიდან მომდინარე ილიასეული ფორმა აღვადგინეთ,
ოღონდ ავტორის ბოლო ნების შესაბამისად შევასწორეთ ვით. ბრუნვის ნიშანი
(«მეც უდრო-უდროდ გამერია თმებში ჭაღარა»). პირველნაბეჭდის (A)
«უ დ რ ო ო დ » კორექტურული შეცდომა უნდა იყოს.
ავტოგრაფების შედარება A-სთან ასეთ სხვაობას იძლევა: 82. 1 მდინარევ,
ჩემის] ჰე, ალაზანო BC. 2 ვდგევა] ვზდგევარ B; მე] ძველ BC. 4 დროთა
ბრუნვისაგან] სასტიკ დროისაგან BC. 6 უნუგეშოდ] უნუგეშოთ C; ღრმად] ღრმათ
C. 7 ერთად] ერთათ C. 8 ვინცა... ღმერთად] არსი, ვინც აღმიჩნდა სიცოცხლის
ღმერთათ B, სატრფო, ვინც აღმიჩნდა ცხოვრების ღმერთათ C. 10 ჰღელავდი...
ჰღელავდა] ღელავდი... ღელავდა BC. 12 მაგრამ] მარამ BC. 13 რად] რათ C; აწმყო]
აწყმო AB.

83. 6 თმებში] თმაში B. 7 ღმერთა] ღმერთაც B; B-ში ნაცვლად სიტყვებისა
«იგი გრძნობა, ის» ეწერა: «აღარ უნდების გულს», - გადახაზულია. 8 რად არ
მიდის ხსოვნა ბედკრული] რათ არ მიდის ჩემ ცრემლთა რული BC; C-ში
«რული»-ს რ გადახაზულია და ზედ ლ აწერია («ლული»).
ლექსი თარიღდება A და C წყაროებით, სადაც ლექსის დაწერის წელია
აღნიშნული; თარიღის დაზუსტება შესაძლებელი ხდება B ავტოგრაფული
კრებულის მიხედვით, რომელშიც ლექსი თუმც დათარიღებული არ არის,
მაგრამ მოთავსებულია კრებულის იმ ნაწილში, რომელიც - როგორც ეს პ.
ინგოროყვამ გაარკვია - გადაწერილია 1859 წლის 6-13 აპრილს (იხ. ილია
ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. I, 1951, გვ. 413).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლექსს პირობითად ასეთ დათარიღებას
ვაძლევთ: [1859 წელს, 13 აპრილამდე].
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925-1951 წლების გამოცემებში ლექსს
თარიღად უზის 1859 წ.

ნანა (გვ. 84)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 26 (B) და გვ. 32 (C); U:
ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ. 28 (D); K: ავტოგრაფი, № 1036, გვ.
1(E).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან. პეტერბურღი, 1864,
გვ. 12 (F); სალამური ანუ ლექსთა კრება, ქართველთა მეწერალთა,
გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან ტფილისი,1877, გვ. 3 (G);სალამური
ანუ ლექსთა კრება, № 1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან ტფილისი,
1882, გვ. 1 (H); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892,
გვ. 73 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი,
1892, გვ. 363 (I); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი,
1898, გვ. 571 (J); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4,
ბათომი, 1900, გვ. 299 (K); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა,
ბათუმი, 1904, გვ. 14 (L); ქნარი, შედგენილი სპ. ჭელიძისა ბათუმი,
1904, გვ. 14 (m); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის»
გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ.13 (n); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 54
(O); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ.კ.გ. საზ-ის გამოცემა, №
81, ტფილისი, 1907, გვ. 12 (P) 14.
ს ა თ ა უ რ ი : ნანა ქართვლისა B; ნანა ქართვლის აკვანზედ C; ქართვლის ნანა
ქართვლის აკვანზედ D.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : უძღვნი ყოველ ნამდვილს ქართვლის დედას B.

14

ამ ლექსის ნაბეჭდი წყაროების თაობაზე პ. ინგოროყვა წერს: «ლექსი ილიას სიცოცხლეში
ორჯერ დაიბეჭდა: 1864 წელს, კრებულში «ჩონგური» და 1892 წელს, «ქართველთა ამხანაგობის»
გამოცემაში»-ო (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. I, 1951, გვ. 393).

თ ა რ ი ღ ი : 1859 წ. AEGHP; 1859-სა წელსა, 6-სა აპრილს, ს. პეტერბურგი B; 13
აპრილს, 1859-სა წელსა ს. პეტერბურღი C; 1859-სა წელსა, 13-სა
აპრილს, ს. პეტერბურღი D; 13 აპრილს, 1859 წ. F.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** EF; ი. ჭავჭავაძე GH; ი. ჭავჭავაძე (სარჩევი) IK ილია
ჭავჭავაძე (სარჩევში) Lm.
ე პ ი გ რ ა ფ ი : «Спи ж, пока забот не знаещь, баюшки-баю.»
(Лермонтов) 15 ДЕF.
B-ში ტექსტი გადახაზულია მუქი მელნით. C სუფთა ხელნაწერია.
ძირითადად (A) ტექსტთან ყველაზე ახლოს დგას E ავტოგრაფი, რომელიც
პოეტს გაუგზავნია პეტერბურგში კირ. ლორთქიფანიძისათვის «ჩონგურში»
დასაბეჭდად.
BCD ავტოგრაფები საგრძნობ ვარიანტულ სხვაობას იძლევა A ტექსტთან. B
პირველი ავტოგრაფია და ამავე დროს, პირველი ვარიანტიც ამ ლექსისა.
ვბეჭდავთ მას ქვემოთ სრული სახით:
ნანა ქართვლისა
(უძღვნი ყოველ ნამდვილ ქარვლის დედას)

15

მ.ი. ლერმონტოვის (1814-1841 წწ.) ლექსიდან «Казачья колыбельная песня».

ნანა შვილო, ნანინა,
მითხარ, რამ შაგაშინა?
რაზედ შეკრთი? მტირალნი
რათ მომაპყარ მე თვალნი?
ნანა, შვილო ნანინა!
მითხარ, რამ შაგაშინა?
ჯერ ხომ შენი ბედი,
გრძნობა წინა მორბედი,
არ უხატავს შენ ნორჩს თვალს
ქართველთადმი ღვთიურს ვალს?
ნანა, შვილო, ნანინა!
მითხარ რამ შაგაშინა?
ჯერ მინამ ხარ ყმაწვილი,
მინამ გაგიავდრდება,
ისწრაფე, შვილო, ძილი!
ისწრაფე განსვენება!
ნანა, შვილო, ნანინა!
მითხარ, რამ შაგაშინა?
მოვა დრო, გაიზრდები,
მკლავი გაგიმაგრდება,
შვილო! ყრმობის სიზმრები
ბრძოლაზედ შეგეცვლება.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუთუ მან შაგაშინა?!
გაიგებ მამულისას,
ცულ ქვეშ დაჩაგრულისას,
მძიმე კვნესის ხმას, მწარეს,
შველის ძახილს მწუხარეს;
ნანა, შვილო, ნანინა!...
ნუ[თუ] მან შაგაშინა?!
დალოცვილსა ჩემგანა
გული აგიტირდება,
შვილო! შენ დედის ნანა
ხლმის ჟღერათ შეგეცვლება.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუთუ მან შაგაშინა?!
ნახამ ქართველთ მცირობას,
ძველს ერთობას დაკრაგულს;
ქართველთ დანთქმულს გმირობას,
მათგან მამულ[ს] განწირულს.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუთუ მან შაგაშინა?!
აღგენთება შენ გული,
დაეცემი მტერს მეხათ

ან, ვით შვილი ერთგული,
თავს მისცემ მამულს სხვერპლათ.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუთუ მან შაგაშინა?!
სცანი, შვილო. ჩვენს მამულს
უძღვნი დედურ სიყვარულს,
და შენ, ჩემს საყვარელს ძეს,
სხვერპლათ მიგცემ ქართვლის მტერს.
ნანა, შვილო, ნანინა,
ნუთუ მან შაგაშინა?
შენში უმზადებ მამულს
შვილსა ერთგულს, განწირულს;
ვფიცავ! პირველ ძახილზედ
გაგგზავნი ბრძოლის ველზედ.
ნანა, შვილო, ნანინა!
ნუთუ მან შაგაშინა?!
ვაი, თუ დაგცენ ზარი...
მაშინ მეც ავტირდები...
მამულისთვის მომკვდარი
ჩემ ცრემლათ ეღირები...
ნანა, შვილო, ნანინა!
ძლივ ჩემ ხმამ ჩაგაძინა?
CD ავტოგრაფები B-სთან შედარებით უფრო ვრცელია, ამავე დროს, B -სგან
განსხვავებით. აქ რეფრენი ორი სტროფის (ე.ი. 8 სტრიქონის) შემდეგ მოდის,
«შაგაშინა»-ს ნაცვლად კი არის «შეგაშინა». D-ს რეფერენში სიტყვას «მითხარ»
ხშირად ენაცვლება «მაშ მრქვი», ხოლო «ნუთუ»-ს «ვიშ». C-შიც ორგან არის
ბოლოში «მაშ მრქვი».
B ვარიანტის 27-28 მძიმე კვნესის ხმას მწარეს, შვილის ძახილს მწუხარეს]
კვნესის ხმასა მწუხარეს, შვილის ძახილს მდუმარეს CD; 32 გული აგიტირდება]
მკლავი აგითრთოლდება CD. 49-ე სტრიქონიდან კი («სცანი, შვილო, ჩვენს
მამულს»...), B-სგან განსხვავებით, CD-ში. ტექსტი ასე იკითხება:
... დედისა გული ჩვილი
მამულისთვის მაგრდება,
რათ მინდა იგი შვილი,
თუ მისთვის არ მოკვდება?
ვფიცავ! შვილო, ჩვენს მამულს
მივცემ დედურ სიყვარულს!
ვფიცავ! მამულს გაუზდის
ეს ძუძუ ერთგულსა შვილს!
ნანა, შვილო, ნანინა,
ნუთუ მან შეგაშინა?!
გაგზრდრი ჭეშმარიტ ქართვლათ,

ქართვლის ერთგულ მებრძოლ ძმათ,
ქართვლის პირველ ძახილზედ
გაგზავნი ბრძოლის ველზედ.
წახვალ, შვილო, შორს წახვალ...
შორს გამქრალი, საწყალი,
თუ შინ ვეღარ მომიხვალ,
ვაი! შენ დედის ბრალი!
ნანა, შვილო, ნანინა,
ნუთუ მან შეგაშინა?!
სისხლის ცრემლს, შვილო, დავღვრი,
მთელი ცრემლათ დავდნები,
მამულისთვის მომკვდარი
იმ ცრემლათ ეღირები...
მამულს მიგცა ზეცამა,
მას სისხლათ გადესხმები,
ეგრეთ მომკვდარა მამა,
შვილიც ეგრე მოკვდები.
ნანა, შვილო, ნანინა,
მაშ მრქვი, რამ შეგაშინა
შემდეგ C-შია:
სიკვდილის წამში თვით ჰგრძნობ
საკურველს სიტკბოებას,
შვილო, ვნუგეშობ, რომ ჰსცნობ
ქვეყნათ ცის ნეტარებას.
მამულისთვის სიკვდილი
მოგცემს იმ ნეტარებას,
სისხლი, მასში ჩაღვრილი,
გაზდის თავისუფლებას.
ნანა, შვილო, ნანინა,
მაშ მარქვი, რამ შეგაშინა.
წახვალ, შვილო, ჩაქრები...
ამ სტროფის ნაცვლად D-შია:
სიკვდილის წამში მამულს
შვილო, შენ გაუღიმებ,
რომ სისხლს მისგან მოცემულს,
მასვე გმირებ უბრუნებ.
მამულისთვის სიკვდილი
სჯობს თვით ცის ნეტარებას...
შემდეგ კი CD-ში კვლავ

ერთნაირად იკითხება:
ნუ გინდა ნურა ძეგლი,
ისეც უკვდავ იქნები,
ვით დედის შენის ცრემლი.
ნანა, შვილო, ნანინა,
ძლივს ჩემ ხმამ ჩაგაძინა,
ძლივს დედის შენის სიტყვამ
შენ გული მოგილხინა.
ნანა, მამულის სხვერპლო,
პაწაწინა ქართველო.
CD ავტოგრაფებს მოსდევს E ავტოგრაფი, რომელიც საფუძვლად უნდა
დასდებოდა დაბეჭდილი ტექსტების ახალ რედაქციას. E ავტოგრაფი და
გამოქვეყნებული ტექსტები უკვე ჩვენს ძირითად ტექსტს ემთხვევა. მათი
შედარებისას გაირკვა, რომ ნაბეჭდში (F-ის გამოკლებით) ცენზურას ლექსიდან
ამოუღია მესამე სტროფი («გაიგებ მამულისას...») 16 Lm-ში ამოღებულია მე-7 სტროფი
(«იცოდე, ეს სიკვდილი...»). გარდა ამისა, აღინიშნება მცირეოდენი ნაირწაკითხვები
ძირითადად (A) ტექსტთან შედარებით.
84. 5 ჯერედ ხომ] ჯერ ხომა EFGH. 11 მინამ] სინამ J. 12 მოგესწრება] მოგესწრობა
H.
85. 11 ჰნახავ] ნახამ EFH. 26 სჭირებია] ჰსჭირებია FG. 27 ვაგლახ] ვაგლახს F. 29
წავხდები] წარვხდები F. 30 ნანები] ნანინა F.
86. 2 ჩემს] ჩემ H. 8 დაზარებია] დაჰზარებია EFGn. 17 ნუგეშ იცეს] ნუგეში გცეს
GH. 19 ნუგეშს ვიცემ] ნუგეშ ვიცემ EF, ნუგეში ვცემ G, ნუგეში გცემ H. 21 სიკვდილის
წამში მამულს] სიკვდილს წამში მამულსა CH. 25 აღსრულდები] აღსრულდება CH. 26
უმტყუნე] უმტყუნებ GH. 29 გაიხარებ] გაიზრდები E.
87. 3 იქნები] იქმნები EFGH.
ლექსს ვაძლევთ ორმაგ თარიღს, - პირველი ვარიანტისა (B) და მეორე
ვარიანტისა (CD) შექმნის თარიღებს; ვიცავთ B და C ავტოგრაფების დათარიღების
სტილს.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «ნანა» (ძირითადი ტექსტი) რომელიც 1892 წლის გამოცემის მიხედვით დაიბეჭდა, - დათარიღებულია 1859
წლით (სარჩევში, გვ. ІІ), ხოლო 1925 – 1951 წლების გამოცემებში - 1859 წლის 13
აპრილით. მითითებულ გამოცემებში, ვარიანტების განყოფილებაში, «ნანას»
ვარიანტებიც არის დაბეჭდილი: 1914 წლის გამოცემაში - «ქართვლის ნანა ქართვლის
აკვანზედ», რომელიც დათარიღებულია 1859 წლის 13 აპრილით (სარჩევში, გვ. V),
ხოლო 1925-1951 წლების გამოცემებში - დასახელებული ვარიანტიც და, ასევე,
ლექსის პირველი ვარიანტი - «ნანა ქართვლის აკვანზედ», დათარიღებული 1859
წლის 6 აპრილით.

16

მითითებული სტროფი აღდგენილია ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში E
ავტოგრაფზე დაყრდნობით. ეს არჩევანი ჩვენც გამართლებულად მივიჩნიეთ.

ელეგია (გვ. 88)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 35 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №
108, გვ. 33 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1859, № 11, გვ. 192 (D); ჩონგური, შედგენილი კ.
ლორთქიფანიძის მიერ, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 67 (E); სალამური
ანუ ლექსთა კრება ქართველთა მწერალთა, გამოცემული ზ.
ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1877, გვ. 8 (F); სალამური ანუ ლექსთა
კრება № 1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი 1882, გვ. 5 (G);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისასა, І, ტფილისი, 1892, გვ. 47 (A);
ჩანგი, შედჟგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892,
გვ.47 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი,
1892, გვ. 377 (H); სოინარი, შეკრებილი კ. ოცხანელის მიერ,
ოზურგეთი, 1894, გვ. (І); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი,
1898, გვ. 571; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4,
ბათომი, 1900, გვ. 311 (J); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა,
ბათუმი, 1904, გვ.148 (K); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ.
«ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 36; ქართველი მწერლები,
წიგნი І, ტფილისი, 1906, გვ. 137; ჩვენი მწერლობა, І, მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს, გიორგაძის მიერ. თბილისი, 1907, გვ. 39
(L); ილაი ჭავჭავაძის რჩეული ლექსეები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, №
80, გვ. 8; იგივე გამოცემა, № 81, გვ. 12, ტფილისი, 1907.
ს ა თ ა უ რ ი : - HJK.
თ ა რ ი ღ ი : 1859 AEL; 1859-სა წელსა, 4 ივნისს, პეტერბურღი (B);
1859-სა წელსა, 4-სა ივნისს, ს. პეტერბურღი C;
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე D; ილ. ჭავჭავაძე (სარჩევში ) E; ი. ჭავჭავაძე
(სარჩევში) FGІ.
1.მთვარისა] თვარისა I. 2 მშობელს... მოჰფენოდა] მშობელ... გადესხმოდა B, 4
დაინთქმებოდა] დაინთქებოდა C, ჩაინთქმებოდა I.. 6 მშობელი შობილს] შობილს
მშობელი BCGI. 7 ამოძახილი] გამოძეხილი BCEFIL. 8 ქართვლის] ქართლისა GEI. 10
კვლავ ჩემი ქვეყნის ძილს] სამშობლოს ძილსა BC. 11 ოხ] ოჰ F. 12 გვეღირსოს] გვექნება
BCDEFFG.
როგორც ვხედავთ, ლექსის ბოლო სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «გვეღირსოს»
ჯერ იყო სიტყვა «გვექნება». ამაზე გიორგი ბარათაშვილმა შენიშვნა მისცა პოეტს
თავის კრიტიკულ წერილში «წერილი რედაკტორთან» (ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 6 გვ.
151), რომელშიც აღნიშნავდა: «ელეგიაში» უფ. ჭავჭავაძე ამბობს: «როსღა გვექნება
ჩუენ გაღვიძება». უთუოდ ხუმრობით მოსვლია ესეთი ლექსი, თორემ განა თითონ
უფ. ჭავჭ. არ იცის, რომ არ ითქმება «გვექნება გაღჳძება» და უნდა იყოს: «როს
გვეღირსება ჩვენ გაღჳიძება».
ჩანს ილიამ გაითვალისწინა ეს შენიშვნა და 1892 წლის გამოცემაში «გვექნება»
შეცვალა სიტყვით «გვეღირსოს». ასევეა შემდგომ პუბლიკაციებში.
ლექსი დავათარიღეთ BC ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ C-ს დათარიღების
სტილს.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის
დათარიღებულია 1859 წლის 4 აპრილით (სარჩევში, გვ ІІ).

გამოცემაში

«ელეგია»

მტკვრის პირას (გვ. 89)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 65 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
გვ. 104 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, №9, გვ. 29 (D); საჩუქარი ქართველ
ყმაწვილებს, გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1878,
გვ. 6 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსით. ილია
ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ 24 (F);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 100 (A);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხმიანდრიტის კირიონისა
და გრ. ყიფშიძისა, ტფილისი, 1898, გვ. 577 (G).
ს ა თ ა უ რ ი : მტკვრის პირზედ BC.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : მოძღვნა არ აქვს BCEG.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 1863 EF; ტფილისი, ოქტომბრის 3-სა B; ტფილისი, 1860 C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ***D; თ.ი. ჭავჭავაძე E.
ეპიგრაფი:
«დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად».
თ. გრ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი B.
B-ში თარიღის თავზე მიწერილია «სექტემბრისთვის», გადახაზულია. C-ში
თარიღი («1860») გვიანდელი მიწერილია, უცნობი ხელით, ფანქრით 17.
1 მტკვარი მორბის ~ BC. 2 ამ] და BC; ამ ქუხილში ვცნობ] კვლავ უჩმენ ჭმუნვით
B; ვცნობ] ვჰსცნობ E. 4 შეჰკვნესს] შეჰყებს B, შეჰყეფს C. შეჰკვნეს G; ზვირთთ] ზვირთ
C. 6 აღმეშალა] აღმეშალნენ C. 7 შევკვნეს] შევჰკვნეს C. 8 შთანთქეს] დანთქეს BCG. Bში მე-8 სტრიქონის ბოლოს თავდაპირველად ეწერა «წარსულნი», რომელიც
ავტორისავე მიერ გადასწორებულია სიტყვად «წარსული». 10 მტვრად] მტვრით BC.
11 აჯა] გვედრებ B; თხრობა C.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, სარჩევში (გვ.II), «მტკვრის
პირას» 1860 წლით არის დათარიღებული, - თვის და რიცხვის მითითების გარეშე
(«1860 წ. ტფილის»), 1925-1951 წწ. გამოცემებში კი ლექსი დათარიღებულია 1859 წლის
3 ოქტომბრით.
ასეთი დათარიღების მართებულობა 1925 წ. გამოცემაში (გვ. 410)
დასაბუთებულია იმით, რომ ლექსი მოთავსებულია C ავტოგრაფის იმ ნაწილში,
რომელიც შეიცავს ილაის პოეტურ ნაწარმოებებს, ჩაწერილს 1859-1860 წლებში 18,
17

არსებობს მოსაზრება, რომ ეს გვიანდელი მინაწერი თვით ილიას ეკუთვნის. - იხ. ილია ჭავჭავაძის
ავტოგრაფები. აღწერილობა (შეადგინა და დასაბეჭდად მოამზადა შ. გოზალიშვილმა), თბ., 1951, გვ. 49.
18 ავტოგრაფის ქრონოლოგიური საზღვრების შესახებ იხ. ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა
სრული კრებული, ტ. I, 1951, პ. ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები, გვ. 408-409; ავტოგრაფის
აღწერილობა იხ. წიგნში: ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები. აღწერილობა (შეადგინა და დასაბეჭდად
მოამზადა შ. გოზალიშვილმა), თბ., 1951, გვ. 38-62.

ხოლო რამდენადაც B ავტოგრაფში ილიას მიერ ლექსს მიწერილი აქვს - «ტფილისი,
ოკტომბრის 3-სა», ჩანს, «მტკვრის პირას» 1859 წელსაა დაწერილი, რადგან 1859 წელი
ერთადერთია ილიას სტუდენტობის პერიოდიდან, როცა ზაფხული და შემოდგომის
ნაწილი პოეტმა საქართველოში გაატარა 19.
დამოწმებული არგუმენტები დამაჯერებლად მიგვაჩნია და ვთვლით, რომ
«მტკვრის პირას» მართლაც 1859 წელს უნდა იყოს დაწერილი.
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფისეული სტილის დაცვით: ტფილისი,
ოკტომბრის 3-სა [1859 წ.].
ლ. მაღალაშვილი: ლუარსაბ (შაქრო) მაღალაშვილი, ილიას მეგობარი, რომელიც
პოეტთან ერთად სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. ითვლებოდა
«თერგდალეულთა» ჯგუფის წევრად. შემდგომში - აღმოსავლეთ საქართველოს
თავადაზნაურობის მარშალი.

*** «ოჰ, სად არიან...» (გვ. 90)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 36 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
გვ. 104 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი მე-2, გვ. 146 (D); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 94 (A).
ს ა თ ა უ რ ი : ჩემი სიჭაბუკე B.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 30 ნოემბერს, 1859-სა წელს B; - C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D.
1 ოჰ] ახ CD; ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ] ახ! სიჭაბუკევ! სად არიან B. 3
განძრცვნილვარ] განცრცვნილვარ C; განცრცვილვარ D; უდროოდა] უდროოთა C. 4
ვდგევარ] ვსდგევარ BCD; უფოთლოდ] უფოთლოთ C. 8 სასოება] სათნოება B. 10
ცივად] ცივათ C.
მე-3 სტროფი B-ში ასე იკითხება.
ჭკვამ მოჰკვეთა ფრთა ჩემის გულის ფრენას, ლაღობას,
ცივათ დაარქვა «ფუჭი ალი» ღვთიურსა ტრფობას.
მან დამინგრია ტკბილ გრძნობათა წმინდა ტაძარი,
ვაი მას, ვინცა ჭაბუკ ჟამში ჭაბუკ არ არის!..

19

ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , ნაწერების სრული კრებული, ტ. I, ტფ., 1925, გვ. 391, 410.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1951 წლის გამოცემაში (გვ. 431) აღნიშნული ლექსის 1859 წლით
დათარიღების წყაროდ მითითებულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული - ჩანს,
სხვადასხვა პირთა მიერ გადაწერილი - ნუსხა (№ 3723 – S), რომელშიც, ქართველ მწერალთა რიგ
ნაწარმოებებთან ერთად, ილიას რვა ლექსიც არის შეტანილი და მათ შორის «მტკვრის პირას», 1859
წლის თარიღით («1859-სა წელსა, ტფილისი»). ამ გამოცემაში B ავტოგრაფი არ არის დამოწმებული და
შეცდომითაა აღნიშნული, თითქოს C ავტოგრაფში, ლექსის დაწერის ადგილთან ერთად, თვეც და
რიცხვიც იყოს მითითებული. ფაქტიურად, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, C ავტოგრაფში ლექსის
მხოლოდ დაწერის ადგილი და წელია აღნიშნული (წელი - «1860» - გვიანდელი მინაწერი), ხოლო თვე
და რიცხვი (ადგილთან ერთად) – B ავტოგრაფშია.

სადაც პირველ სტრიქონში ჯერ ეწერა: «ჭკვათ ურწმუნებას ეძებს ყველგან
დასამტკიცარსა», გადახაზულია.
ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა: ფრთენნი - ფრთენი.
ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია
1860 წლით (სარჩევში, გვ. III), - დაწერის თვის და რიცხვის აღნიშვნის გარეშე.

დაკარგული ედემი (გვ. 91)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 36.
თ ა რ ი ღ ი : 26 დეკემბერს, 1859 წელსა.
1925 წლიდან ყველა გამოცემაში ილიასეული ფორმები: უნახამს, დაუკარგამს,
შეცვლილია ფორმებით: უნახავს, დაუკარგავს. ჩვენმა სარედექციო კოლეგიამაც
გაიზიარა ეს შესწორებანი.
«დაკარგული ედემი» პირველად გამოქვეყნდა გაზეთ «თემში», 1913, № 147, გვ. 2.
1914 წლის გამოცემაში კი აღნიშნულია - ლექსი პირველად იბეჭდებაო (შენიშვნა, გვ.
VII).
ძმის სიკვდილზედ (გვ. 92)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 85 (B), გვ. 86 (C); U:
ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 103 (A).
ს ა თ ა უ რ ი : - BC.
B შავია, შავი მელნით ნაწერი. ასეთივე მელნით არის ნაწერი C ავტოგრაფიც. Bში ჩანს ავტორის მუშაობა ტექსტზე, განსაკუთრებით ლექსის დასაწყისზე, რომელიც
რამდენჯერმეა გადახაზული:
«ძვირფასო ძმაო, შენ დაგკარგე».
«ძვირფასო ძმაო» ბნელ სიკვდილმა მოგისპო დღენი».
«და მეც უბედურს, ამომგლიჯა».
«მე დავრჩი მარტო! უბედური, მარად მახვრალი».
«ძვირფასო ძმაო! ბნელ სიკვდილმა მოგსპო, ვაიმე,
და მე უბედურს დღეთ დღე არ მაქვს და ღამეთ ღამე,
მე დავრჩი მარტო უბედური, მარად მახვრალი
და შენ დაგეძებ»...
3 ვაების] მწყვდიადი B, წყეული C. 4 მთელი ქვეყანა] და თვით ქვეყანაც B.
B- ში მე-2 სტროფი, განსხვავებით A-საგან («შენთან დავმარხე»...), ასე იკითხება:
აღარა მაქვს რა, გამიცუდდა მე ყველაფერი,
მარტო ნუგეშად [.........] მაქვს ცრემლი მწარე,
და შენი, ძმაო, საყვარელო, უბიწო მტვერი,
და შენი, ძმაო, საყვარელო, წმინდა სამარე.

პირველ და მეორე სტროფებს შორის C-ში გადახაზულია:
შენ დამკარგავმა, მე დავკარგე ყოველიფერი.
ნუგეშათ ხოლოთ თვალში დამრჩა [მე] ცრემლი მწარე,
ქვეყანაზედა შენი, ვაი, უბიწო მტვერი,
და შენი, ძმაო, საყვარელო, წმინდა სამარე.
5 თემურ] ძმაო C. 6 ქვეყნად ნუგეშად დამშთა მხოლოდ] ნუგეშად ხოლოთ
შევირჩინე C. 7 სალოცავადა, ძმაო, შენი ობოლი მტვერი] და სალოცავად, საყვარელო
ძმავ, შენი მტვერი C.
A-ში 2 «შენად», თავდაპირველად იყო «მარად»; 3 «ვაების», ჯერ იყო «წყეული»; 7
ჯერ იყო «და სალოცავად ხოლოთ შენი უბიწო მტვერი».
ტექსტში გასწორდა ერთი ფორმა: 6 ხოლოთ - მხოლოდ.
ლექსი დაწერილია ილიას უმცროსი ძმის, თემურის გარდაცვალების გამო.
თემური სწავლობდა პეტერბურგში, კადეტთა კორპუსში. იგი გარდაიცვალა
სრულიად ახალგაზრდა. ილიამ მთელი გულით დაიტირა თავისი უსაყვარლესი ძმა:
«ვაიმე, ჩემო პატარა ძმაო, ჩემო კარგო და ჭკვიანო თემურა, რაზედ დამაობლე და
დამაგდე?! შენ წახვედი, მოგვშორდი და შენ მაგიერ დაგვიგდე ნუგეშათ ცრემლი და
წუხილი», - მოთქვამს პოეტი მამიდისადმი მიწერილ 14 მაისით დათარიღებულ
წერილში (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 19).
სიკვდილის დღეებში (თემური გარდაიცვალა 1860 წლის აპრილში - რიცხვი არ არის
ცნობილი). ამიტომ ლექსიც პირობითად ასე დავათარიღეთ: [1860 წ., აპრილ-მაისი].
«ძმის სიკვდილზედ» პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 44), - 1859 წლის თარიღით
(იხ სარჩევი, გვ. II), ლექსის დაწერის თვის და რიცხვის აღნიშვნის გარეშე.
1925-1951 წლების გამოცემებში ლექსს თარიღად უზის მხოლოდ წელი: «[1860
წ.]», თუმც სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ «ყველა ნიშნით ეს ლექსი
დაწერილია 1860 წელს, 14 მაისს ახლო, რა რიცხვითაც დათარიღებულია ილიას
წერილი მამიდასთან თემურის სიკვდილის გამო: როგორც ლექსი, ისე ეს წერილი
ერთი შთაბეჭდილებით არის ნაწერი, არის შეხვედრა ფრაზებში. აღსანიშნავია, რომ
თვით ქაღალდი, რომელზედაც დაწერილია ილიას ეს წერილი 14 მაისისა, იგივეა
რაც. «ავტოგრაფში» (მითითებულია ავტოგრაფი C). - იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა
სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 436.
მძინარე ქალი (გვ. 93)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 105 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 4. გვ. 79 (C);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 138 (A);
ჩანგი შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 381
(D); სალხინო სახანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების
კრება ძველთა და ახალთ მწერალთა, შედგენილი და შეთხზული გ.ი.
სკანდარნოვისაგან, გამოცემე მე-4, ტფილისი, 1895, გვ. 160 (E).
თ ა რ ი ღ ი : 1859 A, 19 ივნისი 286 B.
B - ში ტექსტი მელინითაა ნაწერი, ფერგადასულია.
3 დავტრიალებ] დავსტრფიალებ BC, დავსტრიელებ DE. 4 შენს] შენ B.

ლექსს ვათარღებთ ავტოგრაფის მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია
1860 წლის 10 ივნისით (სარჩევში, გვ. II).

მწუხარება (გვ. 94)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი - კრებ. № 17501, გვ. 46 (B), გვ. 47 (C), გვ. 50 (D), გვ. 51
(E); U; კრებ. № 108, გვ. 106 (F).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1860, № 9, გვ. 75 (G); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
I, ტფილისი, 1892, გვ. 91 (A); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ.გ.
საზ-ის გამოცემა, № 80, გვ. 12; იგივე გამოცემა, № 81, გვ. 19, ტფილისი,
1907.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 1860, 11 ივლისსა B; 11 ივნისი, 1860 წ., პავლოვსკი F; 1860 წელსა,
19 ივნისსა, ს. პიტერი G.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე G.
როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ავტოგრაფ-კრებულში № 17501 ამ ლექსის
ოთხი ვარიანტია (BCDE). პირველი სამი ვარიანტი (BCD) საგრძნობლად განსხვავდება
ძირითადი (A) ტექსტისაგან, ბოლო (E) ვარიანტი კი უფრო უახლოვდება მომდევნო F
ავტოგრაფს და ძირითად (A) ტექსტს.
ნაბეჭდ წყაროებს შორის ტექსტობრივი სხვაობა თითქმის არ არის.
პირველი სტროფი («ქვეყანაზედ და ზეცაზედა...») ყველა ავტოგრაფულ
ვარიანტში ასეთ ნაირწაკითხვას იძლევა: 3 მკლავდა] მწვავდა B; წყლულთა] ძნელი
BCD, ისართ EFG. 4 შიგ] და BCD; სასიკვდილო] სასიკვდინო BCDEFG.
B-ში ეს ლექსი ორ სტრიოფადაა წარმოდგენილი: ჩვენი ტექტის II და III
სტროფების ნაცვლად «სული მიგუბდა»... «ესე უწყალოდ»...) B-ში ერთი სტროფია:
ტირილი მსურდა და გამიშრა ცრემლიცა ტკბილი.
ლოცვა მინდოდა, დამეკარგა სიტყვაც ლოცვისა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიები ცისა.
CD-ში ლექსი სამსტროფიანია.
ს-ში II და III სტროფი ასე იკითხება:
სული მიგუბდა და ვიწოდი უთქმელ ტანჯვითა,
თითქო ჩემს გულსა ეცა ას ისარი ერთათ,
[... ძარღვნი] უსახელო, უღმთო დაგვითა,
[მთელი სიმწარე ჯოჯოხეთის იმ წუთში შავსვი].
იმ ტანჯვის ზღვაში უღმთოთ ვიყავ მე ჩაღუპული,
ლოცვა მინდოდა, დამეკარგა სიტყვა ლოცვისა;
ქვეყანაზედ და ზეცაზედ იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა.

D-ში:
სული მიგუბდა და ვიწოდი უთქმელ ტანჯვითა,
თითქო ჩემს გულსა ერთათ ეცა ასი ისარი,
ძარღვნის სქდებოდნენ უსახელო, უღმთო დაგვითა,
არა, მის მგზავსი ჯოჯოხეთშიც ტანჯვა [არ] არი.
ისე ღრმათ ვიყავ იმ ტანჯვაში მე ჩაღუპილი,
რომე გამიწყდა სიტყვა და ხმა წმინდა ლოცვისა.
ქვეყანაზედ და ზეცაზე კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა:
განა, ოხ, ღმერთო! ისე ვიყავ შენ წინ ცოდვილი,
რომ არც კი მომე მაშინ სიტყვა წმინდა ლოცვისა.
D-ს მე-5 - 6 სტრიქონები გადახაზულია:
EF ავტოგრაფების II-III სტროფები ძირითადი ტექსტისაგან ასეთ სხვაობას
იძლევა: 5 გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით] და ვიწოდი უთქმელ ტანჯვითა EF. 6
ჩემ გვამსა ზედ გადესხა] ჩემს გულსა გარდაესხა EF; E-ში «გარდაესხა ნავთი
მდუღარე»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა «ერთათ ეცა ისარი ასი», გადახაზულია. 7
სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით] სქდებოდნენ უსახელო, უღვთო დაგვითა
EF. მე-7 სტრიქონის ნაცვლად E-ში ჯერ ეწერა: «ღმერთო, ნურვის ნუღარ შეიქმნ
ჩემებრ მწუხარე», გადახაზულია. 9 უწყალოდ... და...] უღვთოთა... მე E; უწყალოდ
გაწირული] უღვთოთა გაწირული F. 10 უცხო ცის ქვეშ] უნუგეშოდ E, მკვდრისა
მზგავსი F.
ძირითად ტექსტში, მე-2 და მე-12 სტრიქონებში, C და D ავტოგრაფზე
დაყრდნობით «მთიები» შეიცვალა მართებული ფორმით - «მთიებნი».
როგორც ვარიანტებიდან ჩანს, ლექსის პირველი სტროფის მე-3 სტრიქონში
ნაცვლად სიტყვისა «წყლულთა» («წყლულთა ტკივილი») პირვანდელ ავტოგრაფებში
(BCD) ჯერ ეწერა «ძნელი» («ძნელი ტკივილი»), შემდეგ ეს სიტყვა ავტორს EF
ავტოგრაფებში შეუცვლია სიტყვით «ისართ» («ისართ ტკივილი») და ჟურნ.
«ცისკარშიც» ასე დაიბეჭდა. ამის გამო გ. ბარათაშვილი სტატიაში «წერილი
რედაკტორთან» შენიშნავს: «მწუხარებაში» ამბობს: «და მე კი მკლავდა მწუხარების
ისართ ტკივილი», უფ. ჭავჭ. ვერა ყოფილა კარგათ შეწუხებული, თორემ «ისართ
ტკივილს» ყურს არ ათხოვებდა და არც მესმის რა სნეულება ეჭირვებოდათ ისართ?»
(იხ. ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 6, გვ. 151). ილიამ გაიზიარა ეს შენიშვნა და 1892 წლის
გამოცემაში სიტყვა «ისართ» შეცვალა სიტყვით «წყლულთა», რომელიც შემდეგ
საბოლოოდ დამკვიდრდა ამ ლექსში.
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით. დაწერის ადგილს ვუთითებთ F
ავტოგრაფიდან.
ლექსი დაწერილია პოეტის უმცროსი ძმის, თემურის სიკვდილით გამოწვეული
მწუხარების გამო (თემური გარადიცვალა 1860 წლის აპრილში, იხ. შენიშვნა, გვ. 367.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში «მწუხარების» ძირითადი
ტექსტი (A) დათარიღებულია 1860 წლის 11 ივნისით (სარჩევში, გვ. II), ხოლო
ვარიანტების განყოფილებაში დაბეჭდილი უფრო ადრეული სამსტროფიანი
ვარიანტი ლექსისა (D ავტოგრაფის მიხედვით) – 1860 წლის 11 ივლისით (სარჩევში,
გვ. V).

1925-1951 წლების გამოცემებში «მწუხარების» ძირითად ტექსტს, ისევე როგორც
ვარიანტების განყოფილებაში დაბეჭდილ ორსტროფიან ვარიანს (B), მიწერილი აქვს «11 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი», ხოლო სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია:
«წყაროებში თარიღისა და დაწერის ადგილის შესახებ მცირე სხვაობაა: ...ავტოგრაფში
(მითითებულია ჩვენი ლიტერით B ავტოგრაფი - რ.კ.): 1860 წ. 11 ივლისი პავლოვსკი;
...ავტოგრაფში (ჩვენი ლიტერით F - რ.კ.): 1860 წ. 11 ივნისი («პავლოვსკი» მერეა
მიწერილი). ხოლო პირველნაბეჭდში («ცისკარი», 1860, № 9) ნაჩვენებია: 1860 წ. 19
ივნისი, პეტერბურგი. - ჩვენ უპირატესობას ვაძლევთ ...ავტოგრაფს [B], რომელიც
წარმოადგენს ამ ლექსის პირველნაწერს შავს (... ავტოგრაფში [F] მერმეა გადაწერილი).
კერძოდ «ცისკრის» ცნობა, თითქოს ეს ლექსი პეტერბურგშია დაწერილი,
კორექტურის ან გადაწერის შეცდომაა: ილია 1860 წელს ივლისის ამ რიცხვებში
პავლოვსკში მიყოფებოდა» (იხ. ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ.
I, 1951, გვ. 432). ჩვენ ვიზიარებთ ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და ლექსს B
ავტოგრაფის მიხედვით ვათარიღებთ (ოღონდ ვინაიდან B ავტოგრაფში,
ზეომაღნიშნულ მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, ლექსის შექმნის ადგილი პავლოვსკი - არ არის მითითებული, ამ დასახელებას კვადრატულ ფრჩხილებში
ვსვამს).