მუშა (გვ. 95)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 57 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
ვგ. 106 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 1, გვ. 4 (D); ჩონგური,
შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864 გვ. 96 (E);
დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ.
ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882 გვ. 26 [F]; თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, გამ., ტფილისი 1892 გვ. 81 (A); ლექსი ილია ჭავჭავაძისა
მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 41 (G); ილია ჭავჭავაძის
ლექსები რჩეული ლექსები, წ. კ.გ. საზ-ის გამოცემა, № 80, ტფილისი,
1907, გვ. 10 და იგივე გამოცემა № 81, გვ. 17; ჩვენი მწერლობა, I.
მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907,
გვ. 51 (H).
თ ა რ ი ღ ი : 1860 წ. AH; - B; ივლისი, 12-სა დღესა, 1860, პავლოვსკი C; ივლისის 12
დღესა, 1860 წ. D; 12 ივლისს, 1860 EF.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** DE.
ე პ ი გ რ ა ფ ი : - B; C-ში ეპიგრაფად ჯერ იყო:

ვინ გამოსცადეთ, ძმებო, ტანჯვა იმა გრძნობისა,
როს სჭვრეტ, რომ ფუჭათ ხდება კერძო ღვთაებობისა.
ეს სიტყვები გადახაზულია და სხვა მელნით არის მიწერილი ის ეპიგრაფი, რომელიც
ჩვენს ძირითად ტექსტს ერთვის.

B ავტოგრაფი პირველი ვარიანტია ამ ლექსისა. იგი დაწერილია ყავისფერი
მქრქალი მელნით. ტექსტი ნასწორებია და განსხვავდება ყველა დანარჩენი
წყაროსაგან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი (A) ტექსტის I თავი B-ში II თავად მიდის, II
თავი კი I თავად.
B ტექსტი:
I
მძიმე ტვირთ ქვეშ მოკაკულხარ, საბრალო, შენა!
ოფლი წურწურით პატიოსან შუბლით იღვრება,
შეგუბებულის სულის ისმის დაღლილი ქშენა,
მიხვალ, საწყალო, ტომარის ქვეშ მუხლთ გეკეცება.
ვინ შეგიბრალებს? აგერ, მოქრის დიდკაცის დროშკა,
შენ პირდაპირა იგი მორბის დაუდევნელად,
აგერ, წამოგწვდა, დაგეჯახა და, როგორც კოკა,
შენ - კერძო ღვთისა - არ დაგრიდა დასამსხვრეველად.
შენ გარდიქეცი ტომარითურთ და გამვლელ ხალხმა
შენ მაგ ყოფაზედ მოჰყვა უგრძნოთ მაღალა ხარხარი...
რასც მაშინ გრძნობდი, ყოველთვი სთქვა შენ მწუხარ თვალმა,
შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი.
იმავ დუმილით მიხველ, წევა დაუწყე ტვირთსა,
ძარღვნი აგევსნენ სისხლით, თითქო აწ დასქდებიან,
სწევ, ვერ ეწევი, გეკარგება შენ საზდო დღისა.
ხალხი დაგყურებს და არავინ არა გშველიან.
II
გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ
მე ჩამივლია, ჩემო მუშავ, მინახივხარ შენ
შენ ძმათა შორის, მხურვალე მზე შენ დაგყურებდა,
ღიღინი თქვენი ჩუმი ხშირად განმაცვიფრებდა.
ნაღვლიან ხმებში სულ ისმოდა თქვენი ცხოვრება,
იმედთ მუხთლობა, ტანჯვა, შრომა და მწუხარება.
ვინა ხართ თქვენ? ჩემო ძმებო! სიდამ მოსულხართ?
ბატონის ტანჯვას ვერ უძელით, გამოქცეულხართ.
განშორებულხართ თქვენ სახლ-კარსა, ჯალაბობასა,
მინდორსა, ტყესა და შეჩვეულ თქვენ მიწა-წყალსა,
თუ უნებლიეთ გადმოგტყორცნათ მუხთალმა ბედმა,
ან მოგიტაცათ სხვა კაცზედა მარტივ იმედმა.
რად არ იცოდით, რომ კაცნი [...] ვგავართ
და რა იპოვეთ მის მაგიერ, რაც დაგიკარგავთ?
III
აჰა, მიხვედი, მიუტანე ნივთი პატრონსა,

რუსულ ფარაჯის წვერით შუბლზედ იწურავ ოფლსა,
განივრათ იძვრის დიდი მკერდი სიგრილეშია.
იცდი და გროში მოგაწოდეს გაწვდილ ხელშია.
შენ ეხვეწები, შრომის ფასს თხოვ, ის შენ გაგინებს,
ქახალდში არ შურს ფულის ფანტვა და შენ კი გიკლებს,
სხვაგან ფულს აპნევს, ვით მტვერს, შენ კი ის გევაჭრება,
შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება.
ეგრეთ დასჯილი უსამართლოთ წყევლით წამოხვალ.
და თუ დაღამდა, თავთ დაიდებ ერთგულ კურტანსა
და სადმე ქვებზედ მიეგდები იმ ფიქრით, რომ ხვალ
ისევ ამრიგათ განაგრძელებ უღვთო შრომასა.
IV
შენ სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
გროშ[ს] ვერ იშოვი სიბერისთვის მოსახმარესა,
მერე ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაბში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდინოთ მოსულსა სენსა.
მარტო ეგდები, ქვეშ ლეიბათ გექმნება ნამჯა, თუ მინამ გასძლო,
სახურავათ ძველი ფარაჯა.
მარტო იცოცხლებ და მარტოცა, ძმაო, მოკვდები!
ჯალაბი შენი ვერ დაგასხამს თვის მდუღარ ცრემლსა!
არ დაგტირებენ პატარები შენი შვილები,
ამაოთ მათკენ სიკვდილის ჟამს გაიწვდი ხელსა,
მოკვდები და მსწრაფლ ჩაგაგდებენ შენ საკაცეში,
წაგიღებენ და ჩაგიშვებენ ბნელ სამარეში.
ეგრედ საბრალოთ მიეცემი უცხო მიწასა,
არაფერი არ მოგვითხრობს შენ «აქ» ყოფნასა.
დანარჩენი წყაროები მისდევს A ტექსტს და მასთან შედარებით ასეთ
ვარიანტულ სხვაობას იძლევა:
95. 3 მხურვალე... ზედ] მხურვალი... შენ C. 4 ჩუმი ღიღინი შენი] ღიღინი შენი
ჩუმი C. 6 ლუკმისთვის] საზდოსთვის C. 7 სიდამ] სიდან F. 8 გაუძელ] უძელი C. 9
მოშორებულხარ... შენსა სახლ-კარსა] განშორებულხარ... შენ სახლსა, კარსა C. 12
მაცდურ] მარტივ CDEF. 13 აქ სად მოსულხარ] სად მოსულხარ აქ C. 14 ტფილისშია]
თბილისშია F.
96. 1 ქვეშ] ქვეშა CDEF. 4 საწყალო] საბრალოვ C. 6 მორბის] მოდის G. 10 მაგ შენ
ყოფაზედ იწყო] შან მაგ ყოფაზედ მოჰყვა C. 11 მწუხარმა] შენ მწუხარ CDE. 14
სკდებიან] სქდებიან DE. 15 საზრდო] საზდო DE. 17 მიხვედი] მოხველი H. 18
შუბლზე] შუბლზედ CDE. 20 საწყალო! - შენი ლუკმა იმის ხელშია] და გროში
მოგაწოდეს გაწვდილ ხელშია C. 22-28 ხშირად ფასს... დღე გემატება].
შენ ეხვეწები, შრომის ფასს სთხოვ, ის შენ გაგინებს,
სხვაგან ფულს აპნევს ბედოვლათად, შენ გევაჭრება,
ქახალდში არ შურს ფულის ფანტვა და შენ კი გიკლებს,

შენ, რომელსაცა ერთის გროშით დღე გემატება C.
27 და შენ კი გიკლებს] და შენ დაგიკლებს D.
97. 1 C-ში ნაცვლად სიტყვისა «ბევრჯერ», ჯერ ეწერა «წყევლით», გადახაზულია.
6 იცხოვრებ] იცოცხლებ CE. 8 სასიკვდილოდ] სასიკვდინოთ C. 13 ვერ] არ CF;
საბრალონი] პატარები CDE. 15 ჩაგჭედავენ] ჩაგჭედამენ CDE. 16 უცრემლოდ, ძმაო]
დაუტირებლად G.
ლექსს ვათარიღებთ C ავტოგრაფის მიხედვით.
ჩვენს
ლიტერატურათმცოდნეობაში
საყოველთაოდ
გავრცელებული
შეხუდულების მიხედვით, «მუშის» ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები
გამოჩენილ რუს პოეტს ნ.ა. ნეკრასოვს ეკუთვნის (1821-1878 წწ). მაგრამ ზუსტი წყარო
არ არის დადგენილი.

თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე (გვ. 98)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - კრებ. № 108, გვ 116 (B) და გვ. 171 (C), № 109 (D).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4 გვ. 517 (E), თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
I, ტფილისი, 1892, გვ. 85. (A), სიტყვების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898,
გვ. 575.
ს ა თ ა უ რ ი : ალექსანდრე ჭავჭავაძე BCD.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 16 ივლისს, 1860 წ., პავლოვსკი B; 15 ივლისს, 1860 წ., პავლოვსკი
E; - CD.
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : *** D ილია ჭავჭავაძე E.
პირველი ნაბეჭდი (E) მისდევს B ავტოგრაფს, რომელიც ლექსის პირველ
ვარიანტს წარმოადგენს. იგი ოთხი სტროფისაგან შედგება. 1892 წლის გამოცემას (A)
და «სიტყვიერების თეორიაში» კი ტექსტი CD ავტოგრაფების მიხედვითაა
დაბეჭდილი. ეს ლექბსის მეორე ვარიანტიაა, რომელიც ამავე დროს ავტორის ბოლო
ნებას გამოხატავს (შედგება ხუთი სტროფისაგან).
BE ვარიანტი საგრძნობ სხვაობას იძლევა მეორე ვარიანტთან შედარებისას,
ამიტომ ვბეჭდავთ ქვემოთ მთლიანად:
მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, გაილაღებს,
მხიარულად ამღერდება.
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით.
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით.
ხან რბის ველად, მაღალ კლდეზედ

ზის მარტო, ვით იადონი,
ისმის მღერა ბუნებური,
ვით ბუნება მოსაწონი.
ხან დაჰყურებს ღრუბლიანი
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის ყარიბ მღერით
დაუნდობელ დროთ ბრუნვასა.
E-ში განსხვავებულია სამი ფორმა: 3 ჩაეკვრის; 9 ჰრბის; 14 გოქჩის.
E ტექსტს, B-სგან განსხვავებით, იმის ნიშნად, რომ ერთი სტროფი აკლია,
მრავალწერტილი უზის.
C მეორე ვარიანტია. იგი უთარიღოა, მაგრამ მოთავსებულია ავტოგრაფკრებულის ბოლო ნაწილში (გვ. 117), სადაც 1872 წელს დაწერილი ლექსებია, ე.ი. C
ტექსტი გვაინდელია. ამას ადასტურებს აგრეთვე ავტორის კალიგრაფიაში მომხდარი
ცვლილებანი. C ტექსტი უფრო მოგრძო ასეობით არის ნაწერი, როგორც კრებულის
ბოლო ნაწილში მოთავსებული სხვა ლექსები (კრებულის დასაწყისში კი ასოები
უფრო მომრგვალებულია). მოგრძო ასოებით წერა ილიამ გვიანდელ პერიოდში
დაიყო.
D ავტოგრაფი თითქმის C-ს გამეორებას წარმოადგენს. იგი შავი მელნითაა
ნასწორები, ზედ აჩნია სტამბის საღებავის ლაქები და ფანქრით აწერია ანაწყობი
შრიფტის დასახელებანი. CD ავტოგრაფები, როგორც აღვნიშნეთ, საფუძვლად დაედო
ავტორის ბოლო ნების გამომხატველ ტექსტს (A-ს).
CD ავტოგრაფების შედარება A-სთან ასეთ ნაირწაკითხვას იძლევა:
98: 2 შეჰფრინდება] მოფრინდება CD. 3 ჩაეკვრის] ჩაგეკვრის C; ჰლაღობს,
ჰხარობს] ლაღობს, ხარობს CD. 4 C-ში, ნაცვლად სიტყვისა «გამღერებს», ჯერ ეწერა
«მხიარულად», გადახაზულია. 11 C-ში, ნაცვლად სიტყვისა «შეჰყეფს», ჯერ ეწერა
«შეჰკვნესს», გადახაზულია; ვარდსა] სატრფოს D (ჯერ ეწერა «თვისავ»,
გადახაზულია).
99. 1 D-ში ნაცვლად სიტყვისა «მარტო» ჯერ ეწერა «ჰკვნესს და», გადახაზულია. 8
დაუნდობელ] დაუდგრომელს C (ჯერ ეწერა «დაუნდობელ», გადახაზულია). შემდეგ
D-ში და ნაბეჭდებში ილიას კვლავ «დაუნდობელ» აღუდგენია.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის გმოცემაში (ტ.I, გვ. 42) ავტორის
ბოლო ნება (A) დაცულია, გარდა ერთი შემთხვევისა: მე-3 სტრიქონში, ნაცვლად
სიტყვისა «ჩაეკვრის», დაბეჭდილია «ჩაგეკვრის», რომელიც შემდგომ უცვლელად
განმეორდა ყველა გამოცემაში. 1937 წლიდან კი ტექსტში ამასთან ერთად ასეთი
ცვლილებები შეინიშნება:
ვარიანტებიდან
შეტანილ
იქნა
«მოჰფრინდება»,
ნაცვლად
სიტყვისა
«შეჰფრინდება» (ალბათ, შესაბამისად სიტყვისა «ჩაგეკვრის»).
ამრიგად, ნაცვლად ილიას ბოლო ნების გამომხატველი სტრიქონებისა:
«ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს»,
მივიღეთ:

«ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს».
III სტროფის მე-3 სტრიქონში D-დან შემოტანილია «სატრფოს» («შეჰყეფს
სტროფს გულსაკლავად») «შეჰყეფს სატრფოს»-თან შედარებით უფრო სწორია
ავტორის ბოლო ნება: «შეჰყეფს ვარდსა». IV სტროფის 1-ლ სტრიქონში «მარტო»
შეცვლილია სიტყვით «მარტოდ». ბოლო სტროფის მე-4 სტრიქონში C-დან
შემოტანილია «დაუდგრომელ» ნაცვლად სიტყვისა «დაუნდობელ» (ამის შესახებ იხ.
ზემოთ, ვარიანტები). საერთოდ, ამ ლექსის მიმართ ავტორის ბოლო ნება იმდენად
გამოკვეთილია, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა დაუშვებლად მიგვაჩნია.
ჩვენ ავტორის ბოლო ნებად A ტექსტს ვთვლით და წინამდებარე გამოცემაში ეს
უკანასკნელი დავბეჭდეთ. ასეთი სახით ლექსი 1914 წლის გამოცემაში გამოქვეყნდა
(გვ. 61).
აღსანიშნავია მწერალი ქალის ბარბარე ჯორჯაძის წერილი «თ. ილია ჭავჭავაძის
კრიტიკაზედ» (დაიბეჭდა 1861 წ., ჟურნ. «ცისკარის» მაისის თვის №5), რომელშიც
ავტორი, სხვა საკითხებთან ერთად, ამ ლექსის პირველ პუბლიკაციასაც ეხება. იგი
წერს:
«მისი ლექსი სუბუქ ფრთითა
ხან მეჯლისში და სხვ...
სწორეთ მოგახსენოთ. არ ვიცი, რის თქმა ნდომია. სიტყუა ესე «სუბუქ» ქართული
არ გახლავსთ - ამის მზგავსი სიტყუა გვაქუს, მართალია, მაგრამ ის სიტყუა «სუბუქ»
კი არ გახლავსთ და «სუბუქი» კი. რომ ეთქო, «სუბუქი ფრთითა», თუმცა «ფრთითა»
შეცთომაა, რადგანაც «ფრთით» მხოლოობით რიცხჳა და არა რომელიმე არსება არ
არის, რომ ერთის მხოლობითის ფრთით დაფრინამდეს, მაგრამ არა ჩუჱნ შეუტყეთ,
საბუქის ფრთით, ანუ სუბუქის ფრთებით რომ დაეწერა, მარცუალი მეტი
მოუვიდოდა და ლექსად აღარ გამოუვიდოდა.
ხან დაჰყურებს ღრუბლიანი
დაფიქრებით გოგჩის ტბასა...
ვის გაგიგონიათ... ითქუას ღრუბლიანი დაჰყურებს. მოღრუბლული დაჰყურებს
შეიძლება... ღრუბლიანი დაჰყურებს კი პირუჱლი გაგონებაა!» (გვ. 57-58).
ჩანს, ილიამ ყურად იღო ეს შენიშვნები და ლექსის მეორედ გამოქვეყნებისას
(1892 წ.) ტექსტში მითითებული ადგილები შეცვალა (ისე, როგორც წინამდებარე
ტომშია).
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
ასეა დათარიღებული ეს ლექსი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის
გამოცემაშიც («16 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი»), როგორც პირველი ვარიანტი ლექსისა
(E), ასევე მეორე რედაქციაც (A) ხოლო 1951 წლის გამოცემაში ასეთი დათარიღება
მხოლოდ ლექსის პირველ ვარიანტს აქვს, ბოლო რედაქციას კი (ძირითად ტექსტს)
თარიღად უზის: «1860 წ.» 1914 წლის გამოცემაში ლექსის ძირითადი ტექსტიც და
ვარიანტიც 1860 წლის 16 ივლისითაა დათარიღებული. მითითებულია ლექსის
დაწერის ადგილიც. - პავლოვსკი (იხ. სარჩევი, გვ. II, V).

ლექსის ეპიგრაფად გამოყენებული სტრიქონები აღებულია დიდი რუსი პოეტის
ა.ს. პუშკინის (1799-1837 წწ.) ლექსიდან «К портрету Жукоского».
გ ო გ ჩ ი ს ტ ბ ა : იგივე სევანის ტბა (სომხეთის სსრ).
გოგჩის ტბა ილიას ნახსენები აქვს ალ. ჭავჭავაძის ცნობილ ლექსთან («გოგჩა»)
დაკავშირებით.
თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ (გვ. 100)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ., № 108, გვ. 117.
თ ა რ ი ღ ი : 19 ივლისს, 1860 წ., პავლოვსკი, ლექსი ნასწორებია და იმავე მელნითაა
გადახაზული.
6 «ხალხო ობოლო, შენ მებრალები»-ს ნაცვლად თავდაპირველად ეწერა: «ძმანო,
ცრემლები, სისხლის ცრემლები», გადახაზულია. 7 «დაგაობლა»-ს ნაცვლად ჯერ
ეწერა «დაგვაობლა». 8 «განგაშორა»-ს ნაცვლად ჯერ იყო «განგვაშორა», 10
«აღმოვიკვნესე»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა: «მეც ცრემლი ვღვარე», გადახაზულია.
ლექსის შინაარსიდან ჩანს, რომ იგი შეიქმნა ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებებისგან
მიღებული უშუალო შთაბეჭდილებების შედეგად (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
თითქოს ილია ადრეც არ იცნობდა ნ. ბარათაშვილის ლექსებს).
ამ დროს ილია პეტერბურგში სწავლობდა. ზაფხულს ქართველი სტუდენტობა
პეტერბურგთან ახლოს, პავლოვსკში ატარებდა. სწორედ იქ გასცნობია ილია
ავტოგრაფებს ნ. ბარათაშვილის ქმნილებებისას - «მერანს» და «ბედი ქართლისას»,
რომლებიც მისთვის გადაუციათ იმ დროს ცარსკოე სელოში მცხოვრები ეკატერინე
ჭავჭავაძე-დადიანის (ალ. ჭავჭავაძის ასულის) ოჯახში. «ვერ წარმოიდგენთ, რა
შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ, თითქმის მთელი ერთი კვირა
ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით», - იხსენებს პოეტის ნათესავი და მეგობარი
კოხტა აბხაზი («ლიტერატურული მემკვიდროება», წიგნი I, 1935, გვ. 564).
ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნ. «ფასკუნჯში» (1909 წ., № 11).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ეს ლექსი
ვარიანტების განყოფილებაშია გადატანილი, - როგორც პირველი ვარიანტი ნ.
ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ამგვარადვე დასათაურებული მეორე ლექსისა (იხ.
ჩვენი გამოცემის გვ. 107). მაგრამ იგი, ჩვენი აზრით, ილიას მითითებული ლექსის არც
ვარიანტია და არც რედაქცია. ამიტომ ჩვენს გამოცემაში ეს ლექსიც ძირითად
ტექსტებს შორის მოვათავსეთ, როგორც დამოუკიდებელი თხზულება. 1914 წლის
გამოცემაშიც ეს ლექსი ძირითად ტექსტებთან ერთადაა დაბეჭდილი (გვ. 55), 1860
წლის თარიღით, - ლექსის დაწერის თვის, რიცხვის და ადგილის მითითების გარეშე.
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

ს... ჩ... სას (გვ. 101)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი U: ავტოგრაფი, კრებ, № 108, გვ. 117 (B).

ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი I, გვ. 108 (C); «ივერია», 1877 წ., № 17, გვ. 9
(D); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, 1889, გვ. 319 (E);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 179 (A).
ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 157 (F);
საყოველთაო კალენდარი, 1905 წლისა, შედგენილი კ.
თავართქილაძის მიერ, ტფილისი, 1904, გვ. 150 ().
ს ა თ ა უ რ ი : ს... ს ჩ...სას B.
თ ა რ ი ღ ი : 1877 (სარჩევში - 1859) A; 21 ივლისსა, 1860, პავლოვსკი B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** CD; ი. ჭავჭავაძე G; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) E; ილია ჭავჭავაძე
(სარჩევში) F.
2 სუბუქ ფრთითა] სუბუქი ფრთა D. 3 ვითომც] ვითომ E; ვითამც F; მოგხვევივარ]
მოგხვევივარ B. 4 სავსეს] სავსე FG; ეშხის სიამითა] ეშხისა სიამით D. 7 ბაგე ბეგეს]
ტუჩი ტუჩთან CD. 9 თუმც ეს] ეს ხომ G. 10 მითაც] მითიც; G სტკბება] ჰსტკბება B;
გული კრული~ B. 11 დასტკბეს] დაჰსტკბეს B.
ლექსი თარიღდება ავტოგრაფის მიხედვით.
ს... ჩ...: საშა ალექსანდრა) ილიას ასული ჩაიკოსკაია (იხ. კომენტარი ლექსისა
«მაშინ დავსტკბები», გვ. 346-348).

ჩ...სას (გვ.102)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ № 108, გვ. 118 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი მე-2, გვ. 145 (C); დედა და შვილი და
რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ.
ტფილისი, 1882, გვ. 29 (D); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა,
ტფილისი, 1889, გვ. 318 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, გვ. 165 (A).
ს ა თ ა უ რ ი : - E.
თ ა რ ი ღ ი : 1871 (სარჩევში - 1859) A; 22 ივლისსა, 1860, პავლოვსკი B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** C; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) E.
4 შთავწურო] შთავსწურო B. 8 გაზრდილი] გაზდილი B. 9 ვყვავი] ვჰყვავი B. 13
ეგრე] ეგრეთ B. 14 წმინდა] წმიდა B. 16 სამარტოოდ] უპასუხოთ BC, უზიაროთ D.
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.
ჩ...: ჩაიკოვსკაია, საშა (ალექსანდრა) ილიას ასული (იხ. კომენტარი ლექსისა
«მაშინ დავსტკბები». გვ. 346-348).
პოეტი (გვ. 103)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 119 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 4, გვ. 81 (C);
ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი,
1864, გვ. 24 (D); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია

ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი 1882, გვ. 16 (E);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 79 (A);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, ტფილისი, 1892,
გვ. 382 (F); წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან, წიგნი II,
ტფილისი, 1898, გვ. 196 (G); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი,
1898, გვ. 574; ჩანგური, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-4 გამოცემა,
ბათომი, 1900 წ., გვ. 113 (H); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ.
«ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 17; ილია ჭავჭავაძის
რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, გვ. 9; იგივე
გამოცემა, № 81, გვ. 16, ტფილისი, 1907; ჩვენი მწერლობა, I.
მგოსნები... შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი,
1907, გვ. 37 (I); წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან, წიგნი,
II, მე-3 შევსებული გამოცემა, ქუთაისი, 1907, გვ. 176 (J).
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 23 ივლისსა, 1860, პავლოვსკი B; 23 ივლისსა, 1860 წ. CDE; 1860 წ.
I.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D; ილია ჭავჭავაძე (სარჩევში) GJ; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)F.
3 ხმათათვის] ხმებისთვის BC. 5 მე ცა] ზეცა DJ; ერი მზრდის] ხალხი მზდის BFH;
ერი] ხალხი CDE. 8. წარვუძღვე] წარუძღვე BC. 10 ღვივის] ღუვის BC. 11 ერისა]
ხალხისა BCDEFG. 12 ჭმუნვასა] ჭმუნვაში CD. 13 ერის] ხალხის BDEH. 16 მტკიცე]
მტკიცედ E. 17 ციდამ] ციდან J. 19 მხოლოდ] ხოლოთ B. 20 ერსაც] ხალხსაც BDEFGH.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ლექსის მე-3
სტრიქონში დაბეჭდილია «ხმებისთვის». ჩვენ A-ს მიხედვით აღვადგინეთ
«ხმათათვის».
1914 წ. გამოცემაში ლექსი დათარიღებულია 1860 წ. 29 ივლისით (სარჩევში, გვ
II.).
ამ ლექსის წარმომავლობაზე ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში არასწორი
შეხედულებები იყო გამოთქმული. მაგ., რ. ფანცხავა (ხომლელი) წერდა: «ამ ლექსის
დაწერის ერთი წლის წინათ, ჟურნ. «სოვრემენიკ»-ში დაისტამბა ნ. დობროლიუბოვის
ვრცელი განხილვა რუსეთის ლიტერატურის (იგულისხმება ნ. დობროლიუბოვის
წერილი «განხილვა რუსული ლიტერატურისა» -რ.კ.)..., სადაც კრიტიკოსი პუშკინის
პოეზიას ხალხისათვის არავითარ მნიშვნელობას არ აძლევს, რადგანაც, იმისი აზრით,
პუშკინი ფრინველივით უსაგნოდ მღერისო და ხალხის ტანჯვით არ ეწვის გულიო.
უეჭველია, ამ სტატიის გავლენის ქვეშ ილიამ დაწერა «პოეტი» (იხ. რ. ფანცხავა, ილია
ჭავჭავაძე როგორც ლირიკოსი პოეტი. ჟურნ. «განთიადი», 1915, №16, გვ. 19).
როგორც
სამართლიანად
არის
აღნიშნული
თანამედროვე
ლიტერატურათმცოდნეობაში, რ. ფანცხავას დასკვნა არ გამომდინარეობს
კონკრეტული ფაქტების ანალიზიდან, რადგან ილიას «პოეტი» ჩაფიქრებულია ნ.
დობროლიუბოვის აღნიშნული წერილის გამოქვეყნებამდე და ხანგრძლივი,
დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძიების შედეგია. ამასთან, ასეთივე უფლება გვაქვს
ვიფიქროთ, რომ პოეზიის არსსა და მის დანიშნულებაზე ი. ჭავჭავაძეს შეეძლო
ესარგებლა ბ. ბელინსკის წერილებით, რომლებითაც განსაკუთრებით აღტაცებული
იყო (ალ. კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე, საქართველოს მოამბე, თბ., 1963, გვ. 127).
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

*** «მესმის, მესმის»... (გვ. 104)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 121 (B); K: ავტოგრაფი, № 1038 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი I, გვ. 140 (D); დედა და შვილი და რამდენიმე
ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი,
1882, გვ. 16 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი,
1892 წ.. გვ. 276 (A) 20; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა
მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 145 (F); ჩანგი, შედგენილი ვ.
აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 153 (G); ლექსები
ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904,
გვ. 34; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის
გამოცემა, № 80, ტფილისი, 1907, გვ. 23 და იგივე გამოცემა, №
81, გვ. 22 (H).
ს ა თ ა უ რ ი : მესმის, მესმის! H
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 29 ივლისსა, 1860, პავლოვსკი BC; 29 ივლისს, 1860 DE.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FG.
3 ქვეყნად] ქვეყნათა B. 4 დასათრგუნვლად] დასადრგუნვად B. 6 აღმიგზნებს]
აღვიძებს BC. 7 ეს] ის BDFG.
1914, 1925-1951 წლების გამოცემებში პირველი სტროფის მე-4 სტრიქონში
გამომცემლებს სიტყვა «მონებისა» შეუცვლიათ სიტყვით «მონებისა», ცხადია იმ
მიზნით, რათა «მონებისა» მკითხველს «მონის» მრავლობითი რიცხვის ფორმად არ
მიაჩნია, რაც ლექსის შინაარსს გაუგებარს გახდიდა («სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს,
დასათრგუნვლად მონებისა»). ფაქტიურად, მონება ლექსში მონობის სინონიმურ
ფორმას წარმოადგენს, რაც ილიასათვის უცხო არ არის (იხ. მაგ., მისივე ლექსები
«გაზაფხული» და «ჩემი თარიარალი»). ჩვენს გამოცემაში აღვადგინეთ ილიასეული
ფორმა «მონებისა», რაც რითმისათვისაც უფრო შესაფერია (მტვრევისა-მონებისა).
D-ში ლექსს ერთვის სქოლიო: «ეს ლექსი გლეხების განთავისუფლების დროს
ეკუთვნის». ეს სქოლიო-შენიშვნა არც ერთ ავტოგრაფში არ დასტურდება, არც
შემდგომ ნაბეჭდებშია. იგი პირველნაბეჭდში (D) გაჩნდა, - ცხადია, ცენზურის
თვალის ასახვევად. ამ ლექსის დაბეჭდვის შესახებ, თავის დროზე, საინტერესო ცნობა
მიუწოდებია პ. ინგოროყვასათვის ნ. ნიკოლაძეს: 1870 წელს, როცა «კრებულის»
გამოცემას შესდგომია, ნ. ნიკოლაძე ილიას სწვევია დუშეთში, სადაც ის მომრიგებელ
მოსამართლედ მსახურობდა. ილიას მისთვის წაუკითხავს ლექსი და თან უთქვამს,
რომ იგი მიუძღვნა გარიბალდის და ცენზურის გამო ვერა და ვერ დაბეჭდა. ნ.
ნიკოლაძეს თავს უდვია ლექსის გამოქვეყნება, დაუბეჭდავს კიდეც «კრებულში» და
ცენზურის თვალის ასახვევად თან ზემოხსენებული სქოლიოც დაურთავს (იხ. ილია
ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. I, 1951, გვ. 381-382).
ამრიგად, მხოლოდ 11 წლის შემდეგ იხილა ამ შესანიშნავმა ლექსმა დღის სინათლე.
როგორც ითქვა, ლექსი მიეძღვნა იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის
ბელადს ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882 წწ.). ილია დიდი თაყვანისმცემელი
ყოფილა სახალხო გმირის გარიბალდისა, - იმდენად, ერთხანს იტალიაში
გამგზავრებასა და მის რაზმში ჩარიცხვასაც კი ფიქრობდა. როგორც ნ. ნათიძე
(მელანია) გადოგვცემს, უფრო ადრე ილიას ბერად შედგომა ნდომებია: «ძრიელ
მომწონდა მყუდრო, განდეგილი ცხოვრებაო. მაგრამ, როცა გარიბალდმა დაიწყო
20

A-ში ლექსს აქვს სქოლიო: «დაწერილია 1860 წ.»

თავისი მოქმედებაო, ბერობა გადავიფიქრე და დავაპირე ვოლონტიორად მასთან
წასვლაო. შემდეგ, როცა სტუდენტურ ცხოვრებაში გავეხვიე, ვეღარ შევასრულე ეს
განზრახვაო», - უთქვამს მისთვის ილიას (ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. I, 1935,
გვ. 573). ეს დიდი სიყვარული და პატივისცემა იტალიელი გმირისადმი ილიას
სიკვდილამდე გაჰყოლია.
ეკ. გაბაშვილის თქმით, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მის საწერ მაგიდაზე
«პირველი ალაგი ეჭირა დიდებული პატრიოტის გარიბალდის მშვენიერ დიდ
ბიუსტს» (ეკ. გაბაშვილის არქივი M, № 17025, მოგონება ილიაზე).
საინტერესოა ი. მეუნარგიას მოგონება, როცა იგი «ივერიის» რედაქტორის - ილია
ჭავჭავაძის - კაბინეტს აღწერს: «...შეხვიდოდით თუ არა კაბინეტში, ყველაზე უწინ
თქვენს ყურადღებას იქცევდა ფერადი სურათებით აჭრელებული ჭერი ოთახისა,
ჭერის ოთხ კუთხეზე იყო დახატული ფართო მედალიონები: მეფე ლუარსაბისა,
დიმიტრი თავდადებულის, გიორგის - თამარის მამისა და დავით აღმეშენებლისა,
შუაში იყო წმინდა ნინოსი. კედლებზე ეკიდა მეფე ერეკლესი და გორგასალის
სურათები... რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით: ერთგან შექსპირის ბიუსტს,
სხვაგან გიოტესას, კიდევ სხვაგან რუსთველისას, გ ა რ ი ბ ა ლ დ ი ს ა ს »... (ი.
მეუნარგია, ქართველი მწერლები, II, 1957, გვ. 37).
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფების მიხედვით.

ქართველ სტუდენტების სიმღერა (გვ. 105)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 93-99 (B); U: ავტოგრაფი, კრებ №
108, გვ. 125 (C); K: ავტოგრაფი, № 1037 (D); M: ავტოგრაფი, № 17503 (A).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «მნათობი», 1870; № 2, გვ.126 (E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
I, ტფილისი, 1892, გვ. 125 (F); წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან,
წიგნი მე-2, ტფილისი, 1898, გვ. 196 (G).
ს ა თ ა უ რ ი : სიმღერა A; ... სიმღერა E; ქართველ სტუდენტების სიმღერა CD;
სტუდენტების სიმღერა FG; - B.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : ჩემ კარგ სო (გაურკვეველია) C.
თ ა რ ი ღ ი : 1860 DF.-B; 1860 წ., 18 აგვისტოს, პავლოვსკი C;
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** ADE; ილია ჭავჭავაძე (სარჩევში) G;
რადგანაც ცენზურული პირობების გამო ლექსი ძლიერ შეცვლილი სახით
გამოქვეყნდა, ამიტომ ავტორის ბოლო ნებად ვერც ერთ ნაბეჭდს ვერ ჩავთვლით.
სავსებით ვეთანხმებით წინა გამომცემლებს (მიხ. გედევანიშვილს, ალ. აბაშელსა და პ.
ინგოროყვას), რომლებმაც ამ ლექსის ძირითად ტექსტად ქრონოლოგიურად ყველაზე
ბოლო ხელნაწერი (A) აიღეს. ეს ავტოგრაფი მუქი ყავისფერი მელნით არის
შესრულებული, ნასწორებია როგორც ავტორის, ისე ცენზორის მიერ. ამ
ჩასწორებებით ტექსტი პირველად დაიბეჭდა 1870 წელს (E). ავტოგრაფში სათაურს
ქვეშ მიწერილ აქვს: «Дозволено цензурою 16-го декабря 1860 г.» ლექსის ბოლოსაც
მიწერილია: «Дозволено цензурою». აშკარაა, რომ პოეტს ეს ავტოგრაფი ჰქონია
მიტანილი დასაბეჭდად. ცენზორის მიერ წითელი ფანქრით გადახაზული ადგილები

პოეტს ყავისფერი მელნით სხვა სიტყვებით შეუცვლია და იმავე მელნით იქვე
თვითონაც ჩაუტარებია ტექსტზე მუშაობა. მაგალითად, ლექსს სათაურად ჯერ
ჰქონია «მსწავლული კაცის სიმღერა». პირველი ორი სიტყვა ავტორის მიერ მელნით
არის გადახაზული და თავზე აწერია «სტუდენტის» (ე.ი. «სტუდენტის სიმღერა»).
ცენზორს წითელი ფანქრით «სტუდენტის» გადაუხაზავს და სათაურად მხოლოდ
«სიმღერა» დაუტოვებია.
1925-1951 წწ. გამოცემებში CD ვარიანტებზე დაყრდნობით აღდგენილი ლექსის
სათაური - «ქართველ სტუდენტების სიმღერა» ყველაზე უფრო სრულია და
შეეფერება კიდეც ლექსის შინაარსს. ამიტომ ჩვენც ეს სათაური დავტოვეთ.
სათაურის გარდა, A ავტოგრაფში ასეთი ცვლილებებია შეტანილი:
ცენზორის მიერ წითელი ფანქრით გადახაზულია (ამ წითელ ხაზებზე ილიას
მიერ მელნითაა გავლებული ხაზები): 105. 9 «დიდს არ» - ამ გადახაზულზე ილიას მის
ნაცვლად «არვის» დაუწერია, შემდეგ ესეც გადაუხაზავს და ისე «დიდს არ»
აღუდგენია. 11 გადახაზულია «ძალას» და ზედ ავტორს დაუწერია «ამაყს».
106. 7 გადახაზული «ოდესმე» და ზედ ავტორს დაუწერია: «ყოველთვის».VII
სტროფი («მაგრამ ეხლაც»...) წითელი ფანქრით ჯვარედინად არის გადახაზული. ეს
სტროფი ილიასდროინდელ არც ერთ ნაბეჭდში შეტანილი არ არის. E-ში მისი
ადგილი წერტილებით არის აღნიშნული, FG-ში კი საერთოდ გამოტოვებულია.
ილიას გარდაცვალების შემდეგდროინდელ გამოცემებში (1914, 1925-1951 წწ.)
აღდგენილია ცენზურის მიერ გადახაზული ადგილები. ამასთანავე, 1925-1951 წწ.
გამოცემებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათაური CD ვარიანტებიდან არის
შეტანილი. ამავე დროს ილიას თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ზოგი
ისეთი სწორებაცაა შეტანილი ავტორისეულ ტექსტში, რომელთაც ვერ გავიზიარებთ.
კერძოდ ილიას მითითებული ავტოგრაფის VII სტროფში სრულიად გარკვევით
წერია: «ეხლაც რომ მამულმა გვიხმოს, ეხლაც კი გამოვადგებით». 1925-1951 წლების
გმოცემებში კი პირველი «ეხლაც», DE ავტოგრაფის მიხედვით, შეცვლილია სიტყვით
«ბრძოლად» («ბრძოლად რომ მამულმა გვიხმოს, ეხლაც კი გამოვადგებით») რადგანაც
ილიას ახასიათებს ერთი და იმავე სიტყვის განმეორება თავისი სათქმელის უფრო
მკვეთრად გამოსახატავად და ამავე დროს ცენზურგამოვლილ ავტოგრაფებშიც კი ეს
სტრიქონი უცვლელად არის დატოვებული, ამიტომ პოეტის ბოლო ნებად პირველი
«ეხლაც» მივიჩნიეთ და ჩვენს ტომშიც ასე დავბეჭდეთ (1914 წლის გამოცემაშიც ასეა).
BCD ავტოგრაფები საკმაო სხვაობას იძლევა ძირითად (A) ტექსთან შედარებისას,
მაგრამ, ამავე დროს, ერთმანეთისაგანაც განსხვავდება. მათ შორის ყველაზე
ადრინდელია B ავტოგრაფი, რომელშიც ლექსის ფრაგმენტებს შვიდი გვერდი უკავია
(გვ. 93-99). ტექსტი მუქი მელნითაა ნაწერი და ნასწორებია. ავტოგრაფში ჩანს
ავტორის მუშაობა ლექსზე. იგი რამდენჯერმე დაუწყია პოეტს და, ბოლოს, 98-99
გვერდებზე, საბოლოოდ ჩამოუყალიბებია პირველი ვარიანტის სახით.
B ავტოგრაფს წარმოვადგენთ მისი პაგინაციის დაცვით:
გვ. 93.
დედამ რომ შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო,
მუდამ გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო!
ლოთთან მართალ ლოთები ვართ...

ბოლო სტრიქონის ნაცვლად ჯერ ეწერა: «ლოთთან მართალ ოხრები ვართ»,
გადახაზულია. ასევე გადახაზულია მისი მომდევნო სიტყვები «და არც უჭკო
ბრძენთანო». ბოლოს წერია მხოლოდ სიტყვები «შობა ასეთ», სადაც წყდება ეს
ფრაგმენტი.
გვ. 94
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო!
სადაც გინდა ალაგი გვაქვს,
ყველგან და ყველასთანაო!

ლოთთან მართალ ლოთები ვართ,
არც უჭკოსი ბრძენთანაო!
ლხინის დროსა ჩვენ მოვილხენთ.
როგორც ჩვენი ძმა ქართველი,
გულს გარდვიშლით, შემოვძახებთ.

მე-6 სტრიქონის («არც უჭკონი»...) შემდეგ გადახაზულია:
ლხინში დავლევ და ჩვენ ძმასა
სტუდენტს გადავაკვრევინებ,
სწავლაში ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დავარღვევინებ.

გვ. 95
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო!
მუდამ გულმტკიცე ვიქნებით,
ყველგან და ყველასთანაო.
ლოთთან ლოთურად ვიქცევით,

დავლევთ, გადავაკრვენებთ (ასეა- რ.კ.)
და ჩხუბში ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დავარღვევინებთ.
ძვირად ილხენ...

მე-4 სტრიქონის შემდეგ («ყველგან და ყველასთანაო») გადაზახულია:

ლოთთან მართლა ლოთები ვართ,
არ დაუარდებით სმაში,
არც ბრძენთან სულელები ვრათ...
გვ. 96
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე შენისთანაო,
თუ სადმე ხარ, პირნათლად ხარ
ყველგან და ყველასთანაო!

ლხინში ლოთურად მოილხენ,
დალევ, გადააკვრევინებ,
სიბრძნეში ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დაარღვევინებ.

გული სწავლით შუქშესხმული
საგანძეთ გაქვს წმინდ გრძნობისა,
თავისუფალ თამამი ჭკვა

კეთილშობლურ აზრებისა.
ღარიბებით და შრომითა
იკალება შენი გული...

მე-8 სტრიქონის შემდეგ («აზრს აზრზედ...») გადახაზულია:
საქმეში გული მტკიცედ გვაქვს,
სიმართლისათვის მზათ ხმალი.
გვ. 97
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე შენისნთანაო!
თუ სადმე ხარ, საფერი ხარ
ყველგან და ყველასთანაო!
გული სწავლით ნათელქმნილი
გიღელდება წმინდ გრძნობითა,
თამამი ჭკვა შუქშესხმული
პატიოსან აზრებითა!
ღარიბი ხარ და შრომაში
ჰკლავ შენს ჭაბუკ სულსა,
მარტო იმით შენ ნუგეშობ,
რომ ეგ უნდა შენს მამულსა.
**
ლხინში ლოთურად მოილხენ.
დალევ, გადააკვრევინებ,
სიბრძნეში ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დაარღვევინებ.
ბრძოლის ველზედ მებრძოლი ხარ,
თუ სიმართლე იქ წინამძღვრობს.
გვ. 98
«დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო,
სადაც ვიყოთ, საფერნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.
ლხინში ლოთურად მოვილხენთ,
დავლევთ, გადავაკვრევინებთ,
სიბრძნეში ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დავარღვევინებთ!
ძვირად ვლხინობთ და თუ ვილხენთ -

თავისუფლათ, ჩვენებურად,
გულს გადვიშლით, შემოვძახებთ,
ვით ქართველნი, ქართველურად.
დედამ რო შვილი გაზარდოს,
ემაგრე ჩვენისთანაო,
რაც გულში გვაქვს, იმას ვიტყვით
ყველგან და ყველასთანაო.

ამას მოსდევს გადახაზული სტროფი:
დედამ რო შვილი გაზარდოს,
ემაგრე ჩვენისთანაო,
რაც გულში გვაქვს, იმას ვიტყვით
ყველგან და ყველასთანაო.
გვ. 99
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე შენისთანაო,
ცართან ძმობას არ ვკადრულობთ,
მაგრამ ვნატრობთ გლეხთანაო.
გული სწავლით ნათელქმნილი
გვიღელდება წმინდ გრძნობითა,
თამამი ჭკვა შუქშესხუმლი პატიოსან აზრებითა,
ღარიბნი ვართ და შრომაში
ვკლავთ ჩვენსა ჭაბუკ სულსა.
მარტო იმით ჩვენ ვნუგეშობთ,
რო ეგ უნდა ჩვენ მამულსა.
სადაც მამული გვიბრძანებს,
ყველგან ვემსახურებით,
თუ ბრძოლასა ჩვენა მოგვთხოვს,
იქაც კი გამოვადგებით 21.
C ავტოგრაფი სრული ტექსტია, ნასწორებია მუქი მელნით, იგი მეორე ვარიანტია
ამ ლექსისა:

21

1925-1951 წლების გამოცემებში პრველ ვარიანტად გატანილია ავტოგრაფის 98-99 გვერდებზე ნაწერი
ტექსტი.

დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო,
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.
ლოთთან ლოთურად მოვილხენთ,
დავლევთ, გადავაკვრევინებთ,
მთვრალნიც კი ოხერ პედანტსა
აზრს აზრზედ დავარღვევინებთ.
ლხინის დროსა ეგრე გაშლით
გონიერად გავლოთდებით,
ფიქრის, საქმის, შრომის დროსა
ჭკვიანს არ დაუვარდებით!
ჩვენც გვაქვს გული ნათელქმნილი,
ავსებული წმინდა გრძნობით,
თამამი ჭკვა შუქშესხუმლი
პატიოსან აზრებითა.
დედამ რო შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო,
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო .
ძვირად ვლხინობთ და, თუ ვილხენთ თავისუფლად, ჩვენებურად,
გულ-[ს] გადვიშლით, შემოვძახებთ,
ვით ქართველნი, ქართველურად.
ლხინის გარე ისევ შრომით
ვწურთნით ჩვენსა ჭაბუკ სულსა,
რომ ოდესმე გამოვადგეთ
დაობლებულ ჩვენს მამულსა.
მაგრამ ეხლაც საქმით, სიმხნით
სხვას არც ჩვენ დაუვარდებით,
საომრად რომ ეხლაც გვიხმონ,
იქაც კი გამოვადგებით.
ეგრე გამოსადეგნი ვართ,
ყველგან და ყველასთანაო,
თუ დედამ შვილი გაზარდოს
ემაგრე ჩვენისთანაო.

აქედან: VII სტროფში სიტყვისა «ვწურთნით» ჯერ ეწერა «ვკლავთ»,
გადახაზულია VIII სტროფში ნაცვლად სტრიქონისა «საომრად რომ ეხლაც გვიხმონ»
ეწერა: «ბრძოლადც რომ მამულმა გვიხმოს», გადახაზულია.
D ავტოგრაფი ის ტექსტია, რომელიც პოეტმა კ. ლორთქიფანიძეს გაუგზავნა
პეტერბურგში დასაბაჭდად. 1864 წელს კ. ლორთქიფანიძე გამოსაცემად ამზადებდა
ლექსთა კრებულს «ჩონგური», რომელშიც ეს ლექსი უნდა შესულიყო, მაგრამ
«ჩონგურში» ლექსი არ დაბეჭდილა (ალბათ ცენზურამ არ გაუშვა).
D ტაქსტი ყველაზე უფრო ვრცელია და სხვა ვარიანტებისაგან განსხვავებული.
ვბეჭდავთ მას მთლიანად:
დედამ რო შვილი გაზარდოს,
ემაგრე ჩვენისთანაო,
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.

მას გული აქვს ნათელქმნილი,
ავსებული წმინდა მცნებით,
თმამი ჭკუა შუქშესხმული
პატიოსანის აზრებით.

მოლხინესთან ჩვენც მოვილხენთ,
ლხინსა არ მოვერიდებით,
ფიქრის, საქმის, შრომის კაცთან
სხვას არც ჩვენ დაუვარდებით.

თუ, დედავ, შვილი გაზარდო,
ემაგრე ჩვენისთანაო,
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.

მდიდარსა და ბედნიერსა
არ ვექცევით ცბიერულად,
მწუხარსა და დაჩაგრულსა
უღელს გაუწევთ ერთგულად.

ეგრე ვცხოვრობთ, ამ ყოფაში
იმ ფიქრით ვზრდით ჭაბუკ სულსა,
რომ ოდესმე გამოვადგეთ
ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მამულსა.

დედავ! თუ შვილი გაზარდო,
ემაგრე ჩვენისთანაო,
ძმურად გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო.

მაგრამ დღესაც საქმით, სიმხნით
სხვას არც ჩვენ დაუვარდებით,
ბრძოლად რომ მამულმა გვიხმოს,
იქაც კი გამოვადგებით:

უცხო ქვეყნად მშიერ-მწყურვალ
ხშირად, ძმანო, ჩვენ ვყოფილვართ,
ბევრს შევიძლებთ, რომ ტანჯვითა
სიყრმიდანვე გამოვზრდილვართ.

ეგრე გამოსადეგნი ვართ
ყველგან და ყველასთანაო,
თუ, დედავ, შვილი გაზარდო,
ემაგრე ჩვენისთანაო.

გამხმარს პურსა ცივ წყალშია
უდრტვინველად ხშირად ვალბობთ,
ჩარდახშია ცივსა ოთახს
ჩვენის გულის ორთქლით ვათბობთ.
ღარიბნი ვართ, ჩვენს ჯიბეში
ხშირად გროში არც კი არი,
მაგრამ ჩვენი ძმა სტუდენტი
აი, რით არის მდიდარი:

ავტოგრაფში ლექსს თან ერთვის კ. ლორთქიფანიძისადმი გაგზავნილი წერილი,
რომელიც ამ ლექსს არ ეხება. ამის შემდეგ იქმნება საბოლოო ტექსტი (A), რომელიც
საფუძვლად დაედო პირველნაბეჭდსა (E) და შემდგომ პუბლიკაციებს. ნაბეჭდი
წყაროების შედარებამ A ტექსტთან ასეთი სხვაობა გვიჩვენა:
105. 8 დავუვარდებით] დაუვარდებით F; ბრძენსაც არ] ბრძენს არც ჩვენ FG. 10
მივსცემთ] მივცემთ F. 11 ძალას] ამაყს E, მტყუანს FG. 12 და თაყვანს ვსცემთ
სამართალსა] მტლად დავედებით მართალსა FG. 14 რჩომილს] შთომილს FG.
108. 6 მისთვის] მიტომ FG; სულსა] გულსა F. 7 ოდესმე] ყოველგან FG. 8
დაობლებულს ჩვენს] ჩვენს საყვარელსა FG.
რადგან ლექსის ვარიანტებს შორის არ არის რ ე დ ა ქ ც ი უ ლ ი ხასიათის
სხვაობა, შესაძლებლად ვთვლით ძირითადი ტექსტი დავათარიღოთ C ავტოგრაფის
მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი (ძირითადი
ტექსტი) დაბეჭდილია სათაურით «სტუდენტების სიმღერა» და დათარიღებულია
(სარჩევში, გვ. III) 1869 წლის 16 დეკემბრით, ხოლო ვარიანტების განყოფილებაში,
სათაურით - «ქართველ სტუდენტების სიმღერა» დაბეჭდილია ლექსის C ვარიანტი,
რომელიც დათარიღებულია 1860 წლის 18 აგვისტოთი (სარჩევში, გვ. V); 1925-1951
წლების გამოცემებში ძირითად ტექსტს თარიღად უზის მხოლოდ წელი («1860 წ.»),
ხოლო ვარიანტების განყოფილებაში დაბეჭდილი სამი ვარიანტიდან (B, C და D)
დათარიღებულია D ვარიანტი: «18 აგვისტო, 1860 წ. პავლოვსკი».
როგორც ზემოთ აღინიშნა, C ავტოგრაფში ლექსის სათაურის ქვეშ
მითითებულია, რომ ლექსი ეძღვნება ს ო ს ი კ ო
ვ ა ჩ ნ ა ძ ე ს . «ეს პირი
მოხსენებულია ილიას ერთ კერძო წერილში, რომელიც ილიას მოუწერია რუსეთიდან
1858 წ. 13 აგვისტოს (წერილი მოწერილია სოფ. კოლგაში ანიკო ვაჩნაძისადმი), ვკითხულობთ ილიას თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემების სარედაქციო
შენიშვნებში, - სოსიკო ვაჩნაძე ამ დროს ჯერ კიდევ საქართველოში ყოფილა და
უნივერსიტეტში წასვლისთვის ემზადებოდა. უნივერსიტეტში იგი ამის შემდეგ
გამგზავრებულა. ილია ამ დროს უკვე «ძველი» სტუდენტი იყო. ილია - ასე ვთქვათ მასპინძლად დაგვხვედრია ახლად ჩამოსულს ამ ლექსის მიძღვნით აღუნიშნავს
თავისი მეგობრობა ახალგაზრდა ამხანაგებთან». (ილაი ჭავჭავაძე, თხზულებათა
კრებული, ტ. I, 1951, გვ. 400).
ანიკო ვაჩნაძისადმი მიწერილ ზემოაღნიშნულ წერილში სოსიკო ვაჩნაძესთან
დაკავშირებით ილია, კერძოდ, წერდა: «ამას წინათ სოსიკოს წიგნი [მომივი]და,
ძალიანაც მიამა, ბევრ რაღაცეებსა მწერდა... სოსიკო მწერდა, რომ ვაპირობ რუსეთში
წამოს [ლას]ო, არ იქნება ურიგო რომ წამოვიდეს; ხომ იცი, საყვარელო დაო, რომ
სწავლისთანა ამ [ქვეყა]ნაში გამოსადეგი არა არის რა, მაშასადამე ცოდვა არის
[სწა]ვლის მსურველს არ მისცენ საშუალება. მე კი წიგნი ვერ მოვსწერე სოსიკოს, რა
ვქნა? ეს წყეული სიზარმაცე ვერაფრით ვერ მოვიშორე თავიდამ, როგორც კატას
ძაღლი, ის [ე] მეც მეჯავრება წიგნის წერა» ( ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა
სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 16-17).
როგორც უკანასკნელ ხანებში გაირკვა, ს ო ს ი კ ო ( ი ო ს ე ბ ) რ ე ვ ა ზ ი ს ძ ე
ვ ა ჩ ნ ა ძ ე (1837-1907 წწ.) ილია ჭავჭავაძის ღვიძლი მამიდაშვილი იყო, - ილიას
მამიდის, ეკატერინე პაატას ასული ჭავჭავაძე-ვაჩნაძის ვაჟიშვილი. სოსიკო ვაჩნაძე

(ისევე როგორც მისი და, ანიკო ვაჩნაძე - ილიას ზემოთ ციტირებული წერილის
ადრესატი) თანშეზრდილი იყო ილიასთან, ხოლო პეტერბურგში ერთად ცხოვრებამ
ილია და სოსიკო უფრო დაახლოვად ერთმანეთთან. ეს სიახლოვე მათ მთელი
სიცოცხლის მანძილზე გაჰყოლიათ. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იოსებ ვაჩნაძე პატერბურგში მუშაობდა
(მოსამართლედ). მერე იგი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამშობლოში
დაბრუნდა (იხ. რუსუდან ვაჩნაძე, სიხარული მომგვარა, - გაზ. «თბილისი», 1986, 21
ოქტომბერი, № 242; ო თ ა რ კ ა ნ დ ე ლ ა კ ი , ეს ფოტოსურათიც შეავსებს. გაზ.
«თბილისი», 1987, 13 თებერვალი № 36).

თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ (გვ. 107)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები -კრებ. № 108, გვ. 128 (B), № 109 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 6, გვ. 31 (D); დედა და შვილი და
რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., 1882, გვ. 32
(E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 98 (A);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ.
ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 576 (F); ლექსები ილია ჭავჭავაძისა,
ტფილისი, 1904, გვ. 38; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზის გამოცემა, №81, ტფილისი, 1907, გვ. 27.
ს ა თ ა უ რ ი : ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ C; ნიკოლოოზ ბარათაშვილს (სარჩევში)
A.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; პავლოვსკი, აგვისტო, 1860 წ. B; აგვისტოს, 1860 D; 1860 წ.,
აგვისტოს E; - C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** C.
B ავტოგრაფი სუფთა ნაწერია, C - ნასწორები.
ავტოგრაფებისა და ნებეჭდი წყაროების შედარება ძირითად (A) ტექსტთან
ასეთ სხვაობას იძლევა:
1 აღარ გვყევხარ!...] ჭაბუკ-პოეტო! B, ვაი დავკარგეთ C, ყრმაო პოეტო DE;
უღმრთო] უღვთო B. 2 რავდენი] რაოდენ B, რამდენი CE; საუნჯენი] საუნჯენნი B. 3 ეგ
მტკიცე გული] ეგე ზღვა-გული C; გაშლილი] განშლილი B. 5 თანა] განა C. 8 ჩასჭკნენ]
ჩაჭკნენ BC.
ბოლო, III სტროფი განსხვავებულად იკითხება ავტოგრაფებში და ნაბეჭდ
წყაროებში. ნაბეჭდი ყველა წყარო მისდევს A-ს:
«არა დედ-მამა, - მაგ. სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი სიკვდილითაც არა გკლავს შენა!

«საქართველოს მოამბეში» (D) არის მხოლოდ ერთი სხვაობა: ნაცვლად სიტყვისა
«სიკვდილითაც» დაბეჭდილია «თვით სიკვდილშიც» (როგორც B-შია). B ავტოგრაფში
ეს III სტროფი ასე იკითხება (იგი გადახაზულია ავტორის მიერ):
არა დედ-მამა, შენ სიკვდილით დაობლდა ერი!
ვინღა მოგვითხრას ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?...
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით სიკვდილში გაცოცხლებს შენა.
C ავტოგრაფში ეს ადგილი კიდევ უფრო განსხვავდება A-საგან:
არა დედ-მამა, მაგ სიკვდილით დაობლდა ერი.
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?
ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა!
აქედან: «ურვა»-ს ნაცვლად ავტორს ჯერ დაუწერია «სევდა», შემდეგ
გადაუხაზავს. ასევე «ვაი»-ს ნაცვლად ჯერ დაუწერია «მაგრამ», შემდეგ გადაუხაზავს.
მე-2 3 სტრიქონების («ვაი ჩვენს...» ნაცვლად ავტორს ჯერ დაუწერია:
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც ადგადგენს შენა.
შემდეგ ეს სტრიქონები გადაუხაზავს და შეუცვლია სტრიქნებით «ვაი ჩვენ»...
1925 წლის გამოცემაში ძირითად ტექსტად აღებულია 1892 წლის გამოცემის (A)
ტექსტი, მაგრამ ბოლო სტრიქონში BD წყაროებიდან შეტანილია სიტყვები «თვით
სიკვდილში», რის გამოც 1892 წლის გამოცემაში დაბეჭდილი ტექსტის ბოლო
სტრიქონმა («რომ შენი ლექსი ს ი კ ვ დ ი ლ ი თ ა ც არა გვკლავს შენა») ასეთი სახე
მიიღო: «რომ შენი ლექსი თ ვ ი თ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი არა გკლავს შენა». ეს სტრიქონი
წინამდებარე ტომში აღდგენილია 1892 წლის გამოცემის ტექსტიდან.
1937-1951 წწ. გამოცემებში კი 1892 წელს დაბეჭდილი ლექსის ნაცვლად
ძირითად ტექსტად უკვე ჩვენი ლიტერით C ავტოგრაფია (ძვ. № 5169-S) აღებული.
პ. ინგოროყვა ამ ავტოგრაფს 1892 წელს დაბეჭდილი ტექსტის გადამუშავებულ
რედაქციად მიიჩნევს (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, 1951 წ.,
ტ. I, გვ 411) და 1937-1951 წწ. გამოცემებში შეაქვს, როგორც ავტორის ბოლო ნება;
თუმცა მკვლევარს ამ ტექსტშიც შეუტანია ცვლილებები და ავტოგრაფისეული სიტყვა
«დავკარგეთ» შეუცვლია სიტყვით «დაგკარგეთ»; «რამდენი»-ს ნაცვლად 1892 წლის
ტექსტიდან (ჩვენი A) შემოტანილია «რავდენი», ავტოგრაფისეული «განა» შეცვლილია
სიტყვით «თანა», ხოლო ნაცვლად ფორმისა «ჩაჭკნენ» ნახმარია «ჩასჭკნენ».
ზემოთ მოტანილი ვარიანტების შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ C არ არის 1892
წელს დაბეჭდილი ტექსტის (A) რედაქციული გადამუშავების შედეგი (იხ. ზემოთ),
რადგანაც მასში გადახაზული სიტყვები (ე.ი. C-ს პირვანდელი სახე) არ ემთხვევა A-ს
ტექსტს, რომელიც C-ს ჩასწორების შემდეგ უნდა მიღებულიყო. ამიტომ ლექსის
ძირითად ტექსტად ჩვენ ისევ 1892 წელს დაბეჭდილ ტექსტს ვიღებთ, როგორც
ავტორის ბოლო ნებას (A).

რაც შეეხება ავტოგრაფებს: ილიას თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ეს ლექსი სამჯერ არის დაწერილიო (იხ. ილია
ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1914 წ., ტ. I, შენიშვ. გვ. VII). თუ ამ «დაწერილში» სამი
ავტოგრაფი იგულისხმება, აქედან მოხსენებულია მხოლოდ ერთი - ძვ № 4993 (ჩვენი
№ 108). მეორე ავტოგრაფში ნაგულისხმევია ჩვენი ლიტერით C ავტოგრაფი, მაგრამ
რომელია მესამე, - ძნელი გასარკვევია. დღემდე ცნობილია ამ ლექსის ორი
ავტოგრაფი (ასე მიუთითებს პ. ინგოროყვაც. იხ. ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ,
თხზულებათა სრული კრებული, 1951 წ., ტ. I, გვ. 410-411, გვ. 433). ვფიქრობთ, მესამე
«დაწერილი» (ე.ი.III ვარიანტი) არის სწორედ 1892 წლის ტექსტი, რომელიც ემთხვევა
1914 წელს დაბეჭდილ ლექსს (იხ. გვ. 53). იგი B ტექსტთან ერთად გატანილია
ძირითად ტექსტად (ე.ი. 1914 წლის მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში ამ ლექსის
ორი ვარიანტი A და B გატანილია, როგორც ძირითადი ტექსტები), ხოლო G
ვარიანტი, რომელსაც პ. ინგოროყვა ლექსის ბოლო რედაქციად მიიჩნევს,
მოთავსებულია ვარიანტების განყოფილებაში (იქვე, გვ. 506).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ილიას პირველი
ლექსი «თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ» (იხ. ჩვენი ტომის გვ. 100) მიჩნეულია
წინამდებარე ლექსის პირველ რედაქციად, რასაც არ ვიზიარებთ (იხ. გვ. 378).
მითითებულ გამოცემებში ლექსს თარიღად უზის მხოლოდ წელი («1860 წ.» ) თუმცა
სარედაქციო შენიშვნებში (ილიას მხატვრულ ნაწარმოებთა ქრონოლოგიურ სიაში)
ლექსი, B ავტოგრაფზე დაყრდნობით, დათარიღებულია ასე: «1860 წ. აგვისტო,
პავლოვსკი».
1914 წლის გამოცემაში (სარჩევში, გვ. 11) ლექსი დათარიღებულია 1860 წლის 19
ივლისით და მითითებულია ლექსის დაწერის ადგილიც - პავლოვსკი; ლექსის B
ვარიანტი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, აქ ძირითადად ტექსტებთან ერთადაა
დაბეჭდილი, დათარიღებულია (სარჩევში, გვ. VI) 1860 წლის აგვისტოთი (დაწერის
ადგილის - პავლოვსკის - აღნიშვნითურთ), ისევე, როგორც ვარიანტების
განყოფილებაში დაბეჭდილი ტექსტიც.
ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით.

*** «ჩემო მკვლელო»... (გვ. 108)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 129 (B); K: ავტოგრაფი, № 1038 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : «კრებული», 1871, წიგნი 3, გვ. 100 (D), დედა და შვილი და რამდენიმე
ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., 1882, გვ. 22; ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 320 (E); თხზულებანი
ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 164 (A).
თ ა რ ი ღ ი : 1871 (სარჩევში - 1859) A; აგვისტო, 1860, პავლოვსკი B; 1860 წ.,
პავლოვსკი C.
ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე C; *** D; N (სარჩევში)E.
ეპიგრაფი: - CE.
5-6 მაგრამ შენში... ნატვრით გულსა] მაგრამ შენ გაქვს რაღაც მადლი, ის იზიდავს
შენად გულსა C.

C
ავტოგრაფში
ლექსი
«ჩემო
მკვლელო»...
ჩართულია
კირილე
ლორთქიფანიძისადმი მიწერილ ილიას ბარათში (იხ. კომენტარი ლექსისა «ვიხილე
სატრფო»..., - წინამდებარე ტომი, გვ. 340).
«ჩემო მკვლელო»-ს ადრესატის თაობაზე იხ. კომენტარი ლექსისა «მაშინ
დავსტკბები» (გვ. 346-348).
ლექსის ეპიგრაფად აღებულია ტაეპი მ.ი. ლერმონტოვის უსათაურო ლექსიდან:
«Я к вам пишу: случайно! право»...
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
მეფანტურე (გვ. 109)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 37-39, 42 (B); U:
ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 130 (A).
თ ა რ ი ღ ი : B; 12 სექტემბერი, 1860 წ., პავლოვსკი A.
«მეფანტურე», დამოუკიდებელი ნაწარმოების სახით, ავტორის სიცოცხლეში არ
გამოქვეყნებულა.
A ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» ტექსტში რამდენსამე ავტორისეულ
სწორებას ვხვდებით: ლექსის 109 გვ. მე-3 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მაგრამ»
ჯერ ყოფილა «მარამ»; ნაცვლად სიტყვებისა «ნაღვლით მზირალი» თავდაპირველად
სხვა სიტყვები ეწერა, რომლებიც ვერ იკითხება; მე-19 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა
«მეომარი», ჯერ ეწერა «ერთი», მე-20 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი»,
თავდაპირველად იყო «რომ შვილით»; 110 გვ. მე-19 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა
«დაცვა», ეწერა «დაწვა»; მე-20 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა «მოწამედ», ჯერ იყო
«მოწამეც».
მითითებული ტექსტი (A) ლექსის საბოლოო (მეორე) ვარიანტს წარმოადგენს.
ტექსტში შესწორდა ორიოდე ფორმა: 109, 3; 110, 27 ხოლოთ - მხოლოდ. 110, 22
ჩაგქრენ - ჩაქრნენ.
B ავტოგრაფულ კრებულში «მეფანტურის» პირველ ვარიანტზე მუშაობის
პროცესია ასახული. აქ ამ ვარიანტის ოთხი ერთიმეორისაგან მეტნაკლებად
განსხვავებული ტექსტია მოთავსებული. პირველი ტექსტი (გვ. 37) სუფთად არის
ნაწერი. დანარჩენი ტექსტები (გვ. 38, 38-39, 42) ნასწორებია; ზოგი ადგილი ძნელად
იკითხება ან საეროთდ ვერ იკითხება.
ქვემოთ
ვბეჭდავთ
მითითებულ
ტექსტებს
ავტოგრაფისეული
(B)
თანმიმდევრობით.
I ტექსტი (B, გვ. 37):
მეფანტურე
სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე
ბრმა მეფანტურე მოხუცებული;
ფანტურსა იგი დამღერდა ხოლმე,
მის გარსა ხალხი შეგროვებული
ისმენდა მღერას დაღონებული.
თურმე მღეროდა ის იმ დღეებზედ,

ოდეს ვყოფილვართ ჩვენ უკეთესნი,
ჩვენ მამა-პაპის სისხლზედ და ძვლებზედ.
II ტექსტი (B, გვ. 38):
სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე
[......] ხოლმე,
გლახა საბრალო, შეწუხებული,
ბრმა მეფანტურე მოხუცებული.
იგი უყვარდა ჩვენ დაბალ ხალხსა,
დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა;
რა მას ნახვიდენ დედა და შვილნი,
მოხუცნი, ჯოხზედ ჩამობჯენილნი,
მუშა, ჭაბუკი მისკენ სრბოდნენ
და მას მოხუცსა შემოერტყოდნენ,
და ის ღიღინით, დაფიქრებული
თვის ერგულ ფანტურს ზედ დამღეროდა.
III ტექსტი (B, გვ. 38-39):
სოფლებში ვლიდა ოდესღაც თურმე,
ოდესღაც თურმე ვლიდა სოფლებში
გლახა საბრალო, დაღონებული,
ძველ ფანტურითა მუდამა ხელში
ბრმა მეფანტურე მოხუცებული.
ის ჰყვარებია ჩვენ დაბალ ხალხსა, დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა,
რა მას ნახვიდნენ ჭაბუკნი ყრმანი,
მოხუცნი, შვილით ხელში დედანი,
დიდ და პატარა მისკენა სრბოდნენ
და მას მოხუცს გარს შემოერტყოდნენ,
ის კი, ღიღინით, დაფიქრებული
ფანტურს დამღერდა შეწუხებული.
იგი უმღერდა ახალ ქართველთა,
ძველთა გმირების საქმეთა ქველთა,
იმ ნეტარ დროსა, ოდეს თამარი
ჩვენა გვდედობდა დაუვიწყარი.
ოდეს ქართველი ქართვლათ ყოფილა
და თვის მამული მას ჰკუთნებია.
აქედან: მე-7 სტრიქონის შემდეგ წერია: «რა ნახვიდნენ მას მოხუცს საწყალსა»,
გადახაზულია; მე-12 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «თვის ერთგულ ფანტურს
ზედ დამღეროდა»; მე-13 სტრიქონის შემდეგ გადახაზულია: «მის სიტყვებს ჰქონდათ
საოცნი ძალა».
B-ს 42-ე გვერდზე ილიას კვლავ განუახლებია ტექსტზე მუშაობა. პოეტი
ძირითადად B-ს III ტექსტს დაყრდნობია, თუმც მასში გარკვეული ცვლილებები

შეუტანია და განუვრცია იგი, რის შედეგადაც ლექსმა (პირველმა ვარიანტმა) ასეთი
სახე მიიღო:
მეფანტურე
ოდესღაც თურმე ვლიდა სოფლებში,
თვის ფანტურითა ყოველთვის ხელში,
გლახა საბრალო, შეწუხებული,
ბრმა მეფანტურე მოხუცებული,
ის ყვარებია ჩვენ ობოლ ხალხსა, დიდსა, პატარას, ყრმასა თუ ქალსა!
რა მას ნახვიდნენ ჭაბუკნი ყრმანი,
მოხუცნი. შვილნით ხელში დედანი,
მუშა, მეგუთნე, მფარცხავი, მთესი,
მეურნე, მეხრე, მემცხვარე, მწყემსი,
დიდი, პატარა მისკენ სრბოდნენ
და იმ მოხუცს გარს შემოერტყოდნენ.
ის კი ღიღინით, დაღონებული,
ფანტურს დამღერდა ჩაფიქრებული,
თურმე უმღერდა ახალ ქართველთა
ძველ გმირებისა საქმეთა ქველთა,
იმ დროს, როს ჩვენცა ვყოფილვართ ხალხი,
თვით ხელთ გვჭერია ჩვენ ბედის ჩარხი,
ოდეს გვქონია თავისუფლება
და არ გვცოდნია უღვთო მონება.
სიმღერა იყო მისი მარტივი
და მარტივ სოფლელთ გულსა უთბობდა,
მაგრამ ვით მზისა მხურვალე სხივი,
ხან სწვავდათ საწყლებლს და ხან ატკბობდა
იგი პატრონი ძლიერ სიტყვისა,
იგი უბრალო ბრმა მომღერალი.

იგი პატრონი ძლიერ სიტყვისა,
იგი უბრალო ბრმა მომღერალი
მიიზიდავდა [ჩვენ გლეხს] მარტივსა
[ვითა] ყანვაში კაცს ცეცხლის ალი.
აქედან: 14-15 სტრიქონებს შორის («ფანტურს»... «თურმე»...) გადახაზულია:
თურმე უმღერდა ახალ ქართველთა
ძველ გმირებისა საქმეთა ქველთა,
ჩვენც როდესღაცა ვყოფილვართ ხალხი,
ჩვენცა გვქონია თავისუფლება;
ჩვენც ხელთ გვეჭირა ჩვენ ბედის ჩარხი.

16-17 სტრიქონებს შორის («ძველ»... «იმ დროს»...) გადახაზულია:
იმ დროს, როც ჩვენცა ვყოფილვართ ხალხი,
ჩვენცა გვქონია თავისუფლება,
ჩვენც ხელთ გვჭერია ჩვენ ბედის ჩარხი.
ოდეს სცხოვრობდა დიდი თამარი,
ის დედა ჩვენი დაუვიწყარი.
20-21 სტრიქონებს შორის («და არ გვცოდნია»... «სიმღერა იყო»...) გადახაზულია:
და მის სიმღერა იყო მარტივი,
ყოფილა მღერა მისი მარტივი,
უხელოვნო, ვით მინდვრის ყვავილი,
და ვით ზაბხულის ცხარე მზის სხივი
მხურვალე, მლხენი, მომშვები, ტკბილი,
ბედნიერ იყო...
24-25 სტრიქონებს შორის («ხან სწვავდათ»... «იგი პატრონი»...)
გადახაზულია: «ხალხი სიმღერით აღტაცებული».
29-30 სტრიქონებს შორის («მიიზიდავდა»... «ვითა ყინვაში»...) გადახაზულია:
«გულ დაუწვავდა, ვით ნაღვერდალი».
არც ერთი ზემოთ მოტანილი ტექსტი ავტორის მიერ დათარიღებული არ არის
(1925-1951 წწ. გამოცემებში «მეფანტურის» ზემოაღნიშნული პირველი ვარიანტის
დაწერის თარიღად მითითებულია 1860 წ. და სარედაქციო შენიშვნებში
განმარტებულია, რომ ეს ვარიანტი ჩაწერილია ავტოგრაფული კრებულის მეორე
ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის 1860 წლის ლექსების შავებს. იხ.
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 438).
ლექსის პირველი ვარიანტისაგან რედაქციულად განსხვავდება «მეფანტურის»
მეორე, საბოლოო ვარიანტი (A), 22 რომელიც - პირველად ჩვენს გამოცემაში - ძირითად
ტექსტებში იბეჭდება.
A-ს ტექსტი დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეულ
გამოცემაში (1914 წ.), - ვარიანტების განყოფილებაში (გვ. 508 – 509), დათარიღებულია
1860 წ. 12 სექტემბრით (სარჩევში, გვ. V). ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს.
ი. ჭავჭავძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში ვარიანტების
განყოფილებაში დაიბეჭდა «მეფანტურეს» როგორც პირველი ვარიანტი (B-ს IV
ტექსტი) 1860 წ. თარიღით, ასევე მეორეც (A), ზემო მითითებული თარიღით. ამ
გამოცემებში A-ს ტექსტში ორიოდე ორთოგრაფიული სწორებაა შეტანილი
(ავტოგრაფისეული ხოლოთ შეცვლილია ფორმით მხოლოდ, ჩაგქრნენ-ჩაქრნენ),
ხოლო პირველი ვარიანტის ტექსტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებითაა
დაბეჭდილი. კერძოდ, ამ გამოცემებში ორთოგრაფიულ სწორებათა გარდა (ყვარებია ჰყვარებია, შვილნით - შვილით), ავტოგრაფისეული «თურმე ვლიდა»-ს ნაცვლად,
ლექსის პირველ სტრიქონში დაბეჭდილია «ვლიდა თურმე». 16-17 სტრიქონებს შორის
(«ძველ გმირებისა»... «იმ დროს»...) აღდგენილია სტრიქონები: «ოდეს ცხოვრობდა
22

A ავტოგრაფში, ლექსის V სტროფში, ნაცვლად სიტყვებისა «მით ერთი», თავდაპირველად ეწერა
«რომ შვილად».

დიდი თამარი, ის დედა ჩვენი დაუვიწყარი», რომლებიც ავტოგრაფში ავტორის
მიერაა გადახაზული სხვა სტრიქონებთან ერთად (იხ. ზემოთ); მე-20 სტრიქონში
ავტოგრაფისეული
«უღვთო»
(«უღვთო
მონება»)
აღნიშნულ
გამოცემებში
გადაკეთებულია
სიტყვად
«უცხო»
(«უცხო
მონება»);
ნაბეჭდ
ტექსტში
გამოტოვებულია ილიასეული ერთი სტროფი -21-24 სტრიქონები («სიმღერა იყო მისი
მარტივი»...).
აღნიშნულ გამოცემებში ლექსის პირველ და მეორე ვარიანტებს, გარდა
ავოგრაფისეული დასათაურებისა («მეფანტურე»), საერთო სათაურიც აქვთ
მოცემული: «პირვანდელი ესკიზები პოემისა მეფე დიმიტრი თავდადებული». მაგრამ
ასეთი დასათაურება, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან კორექტივს მოითხოვს:
მართალია, «მეფანტურის» მითითებული ვარიანტები (უფრო სწორად - ლექსის
მეორე, საბოლოო ვარიანტი) - თუკი «ათვლის ობიექტად» პოემას ავიღებთ, ადვილად შესაძლებელია «მეფე დიმიტრი თავდადებულის» პირვანდელ ესკიზებად
აღვიქვათ, რადგან შემდგომში, «დიმიტრი თავდადებულზე» მუშაობის დაწყებისას,
როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებს პ. ინგოროყვა, «ლექსი «მეფანტურე»
ილიას აუღია როგორც გამოსავალი თემატიკური ფუძე პოემისათვის... და მის
ქარგაზე გაუშლია პოემა» 23 მაგრამ, მეორე მხრივ, არ მოგვეპოვება არავითარი
არგუმენტი მტკიცებისათვის, რომ თივით ლექის შექმნის დროს ილია ვარაუდობდა
«მეფანტურის» თემის შემდგომ გაშლას და დამუშავებას, ან «დიმიტრი
თავდადებულის» თემასთან მის დაკავშირებას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ
ლექსის პირველ ვარიანტში, როგორც ამის თვით პ. ინგოროყვაც აღნიშნავს,
«დიმიტრი თავდადებულის სახელი არც კია მოხსენებულია და მეფანტურე
წარსულიდან მხოლოდ თამარს მოიგონებს». ხოლო რაც შეხება «მეფანტურის» მეორე,
საბოლოო ვარიანტს (A), აქ უკვე აღარც თამარ მეფის სახელი გვხვდება, - «წარსულის
სურათი აქ უფრო განყენებით არის დახატული, მაგრამ შინაარსიდან ირკვევა, რომ
პოეტი აქ ერეკლე მეფის დროს იგულისხმებდა. თვით ბრმა მეფანტური
წარმოდგენილია რგორც მომსწრე წარსულ დროებათა, როდესაც «ქართვლის ბედი
ჩვენვე, ქართველთ, გვეპყრა ხელში» და მეფანტურე უმღერის ამ ახლო წარსულის,
თავისუფლების ხანის საგმირო საქმეებს და მწუხარებით დასტირის მის დროს
დამონებული ქვეყნის დაკნინებულ მდგომარეობას» 24
ამდენად, თუკი პოემა «მეფე დიმიტრი თავდადებული» მართლაც არის
გარკვეულწილად დავალებული ილიას ჭაბუკობის დროინდელი ლექსით (ამის
შესახებ იხ., აგრეთვე, ქვემოთ, - კომენტარი პოემისა «მეფე დიმიტრი თავდადებული»,
გვ.
510-511),
მეორე
მხრივ,
«მეფანტურე».
ეჭვს
გარეშეა,
«დიმიტრი
თავდადებულისაგან» სრულიად დამოკიდებულად არის შექმნილი და ამდენად იგი
«პირვანდელი ესკიზი» კი არ არის პოემისა, არამედ დასრულებული, სრულყოფილი
პეოეტური ნაწარმოები, რომელსაც ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ილიას
პოეტურ ბიოგრაფიაში.
«მეფანტურე» დავათარიღეთ A ავტოგრაფის მიხედვით.

იანიჩარი (გვ. 111)

23
24

ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ტ. I, 1951, გვ. 378.
იქვე, გვ. 377-378

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 132 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 3, გვ. 47 (C);
ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი,
1864, გვ. 119 (D); «კრებული», წიგნი მე-7, ტფილისი, 1872, გვ. 137
(E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 92 (A);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-2, ტფილისი, 1892, გვ.
113 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი,
1900, გვ. 134 (G); გაზ. «ივერია», 1904, № 150, გვ. 2 (H); ლექსები
ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 35;
ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80,
ტფილისი, 1907, გვ. 13; იგივე გამოცემა, № 81, გვ. 20.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა E.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 5 ნოემბერი, 1860 წ., პეტერბურგი B; ნოემბერს, 1860 C; ნოემბერი,
1860 D.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** D; ი. ჭავჭავაძე H; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) F. B-ში
თავდაპირველად სათაურად ეწერა «კანვოელი», ავტორს გადაუხაზავს და ქვეშ
დაუწერია ახალი სათაური: «იანიჩარი».
1. რაზმიდამ] რაზმიდან E. 2 მისმა] მისსა BC. 4 ჰზის] CBDEF;
B-ში «ვინმეს» ნაცვლად ჯერ ეწერა «ლაღი», გადახაზულია. 5 რაღაცამ] რაღამაც D. 7
ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ ~ F. 8 ცხენიდამა] ცხენიდანა H. 11 იჩენ] აჩენ BCDE. 12
რომ] რო B-ში, ნაცვლად სიტყვებისა «შენს დამღუპველ ოსმალეთსა». ჯერ ეწერა:
«შენით ბნელსა ჩრდილოეთსა», გადახაზულია.
1872 წლის «კრებულში» (E) ლექსს ბოლოში დართული აქვს ნიკ. დიმიტრიძის
(ნიკ. ყიფიანის) განმარტება: «იანიჩარს ოსმალეთში ეძახდნენ უცხო ქვეყნის კაცს,
ოსმალეთის ჯარში შესულს, რომელიც ხვანთქარს ემსახურებოდა. იანიჩარებში
ერივნენ სხვათა შორის ქართველებიც. ქართველი იანიჩარი, ჩვენი ქვეყნიდამ
ოსმალეთში გადავარდნილი, უნახავს პოეტსა და გამოუხატავს მშვენიერი ლექსით»...
1904 წელს გაზ. «ივერიაში» დაბეჭდილი ლექსი ჩართულია ა. ფრონელის (ალ.
ყიფშიძის)
წერილში
«ნახული
და
გაგონილი»,
რომელშიც
ლაპარაკია
საქართველოდან გადახვეწილ ქართველებზე, მათ სარწმუნოებაზე და ბოლოს
ავტორი დასძენს: «აბა მოისმინეთ, რა სევდა მოსწოლია პოეტს, ქართველი იანიჩარი
რომ უხილავს», - და ქვემოთ მოაქვს ლექსი ავტორის ხელმოწერით.
რამ დააწერინა სინამდვილეში ილიას ეს ლექსი? როგორც B ავტოგრაფიდან ჩანს,
ლექსი დაწერილია 1860 წელს, პეტერბურგში. რაკი ამ ლექსს ავტორი პეტერბურგში
წერს, სავსებბით მართებულია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, პეტერბურგში
ყოფნის დროს ილიას შეეძლო ენახა «კონვოელები», რომლებშიც ქართველი თავადაზნაურებიც ერივნენ და იქ მიღებული შთაბეჭდილებით დაეწერა ეს ლექსი. (იხ.
ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, მიხ. გედევანიშვილის გამოცემა, 1914, შენიშვნა
გვ. VIII; ილია ჭავჭავაძე, ტ. I, 1937, პ. ინგოროყვას რედაქციით, გვ. 744). ამას
გვიდასტურებს ავტოგრაფის თავდაპირველი სათაურიც - «კანვოელი», რომელიც
ავტორს შემდეგ გადაუხაზავს.
1925 წლის გამოცემაში გათვალისწინებულია ავტორის ბოლო ნება და ლექსის
სათაურად «იანიჩარია» დაბეჭდილია; 1937 წელს გამოცემულ I ტომში აღდგენილია
ლექსის თავდაპირველი სათაური «კანვოელი», თუმცა 1951 წლის გამოცემაში კვლავ

«იანიჩარია». «ლექსი ილიას სიცოცხლეში ასეთი სახით იბეჭდებოდა, ჩვენც ეს
უკანასკნელი რედაქცია დავტოვეთო» - წერს პ. ინგოროყვა (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზ., ტ.
I, 1951, გვ. 387). ამავე სათაურით დაიბეჭდა ლექსი 1914 წელს, მიხ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაშიც (გვ. 66).
რადგანაც პოეტმა ავტოგრაფში თვითონ გადახაზა სათაური «კანვოელი» და
ლექსს «იანიჩარი» უწოდა, ჩვენც ამ სათაურით შეგვაქვს იგი წინამდებარე ტომში.
ლექსს ვათარიღებთ ავტოგრაფის მიხედვით.

*** გახსოვს, ტურფავ...» (გვ. 112)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 133 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4, გვ. 518 (C); სასიმღერო ლექსები,
გამოცემული ი.დ. ე-სგან, ტფილისი, 1869. გვ. 3 (D); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 134 (E); თხზულებანი
ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 95 (A); ჩანგი, შედგენილი
ვ. აბაშიძისა, გამოცემე მე-4, ბათომი, 1900, გვ. 295; პატარა ჩანგი,
გამოცემა ი. იმედაშვილისა, ტფილისი 1902, გვ. 32 (F); პატარა ჩანგი,
გამოცემე მე-2 ი. იმედაშვილისა, ტფილისი, 1903, გვ. 32 (G).
ს ა თ ა უ რ ი : ალბომში CD.
თ ა რ ი ღ ი : 1860 A; 5 ნოემბერს, 1860 წელსა, პეტერბურღი B; 5 ნოემბერს, 1860 წელსა
C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე C; ილია ჭავჭავაძე EG; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)D.
112. 1 ჩვენს] ჩვენ B. 2 ვრბოდით] ვსრბოდით B. 5 მოსწყვიტე] მოწყვიტე B;
ქორფა] ტურფა E. 6 გადმომიგდე] გარდმომიგდე E. 7 B-ში «გიჟო»-ს ნაცვლად ჯერ
ეწერა «გმირო», გადახაზულია. 11 ვარდზე] ვარდზედ BDE. 14 აყრდნობდი ჩემს
მხარეზე] იხრიდა ჩემს მკერდზედ BCDE.
113. 7 გესლად] გველად D. 8 შენის გმობით] შენ გმობითა B. შავ-გმობითა DE;
შემეცვლოდა] შეგვეცვლოდა D.
არსებობს გადმოცემა, რომ ეს ლექსი ილიამ მიუძღვნა თავისი შორეული
ნათესავის სოლომონ ჭავჭავძის ასულს - ელისაბედ ჭავჭავაძეს (შემდეგ - კოტე
მარჯანიშვილის დედა). ამის შესახებ იხ. 1914 წლის მიხ. გედევანიშვილისეული
გამოცემა, ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, გვ. XVIII –XX (იხ. აგრეთვე. კ. აბხაზის
მოგონება ილიაზე, - ლიტერატურული მემკვიდრეობა, წიგნი I, 1935, გვ. 566).
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.
წუხილი (გვ. 114)

ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 1, გვ. 134 (B); საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს,
შეკრებილი და გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1878, გვ. 48
(A).
ს ა თ ა უ რ ი : - B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ჭ. AB.

ლექსის 25 B ტექსტი უფრო დაშორებული უნდა იყოს ავტორის ნებისაგან (ამ
დროს ილია პეტერბურგში იმყოფებოდა) ვიდრე A. «ცისკარში» დაბეჭდილმა
ილიასეულმა ლექსებმა ბევრჯერ იცვალეს ფერი ტექსტში გაპარული უხეში
შეცდომების გამო. ეს არის იმის მიზეზი, რომ A-ში დაბეჭდილი ტექსტი უფრო
გამართულად გვეჩვენება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ამ
დროს (1878 წ.) ილია უკვე თბილისში ცხოვრობდა და უყურადღებოდა არ რჩებოდა
თავისი ნაწერების პუბლიკაცია. A ტექსტს შეიძლება ვუწოდოთ ავტორის ბოლო ნება.
ამის უფლებას კი, პირველად ყოვლისა. თვითონ ლექსი გვაძლევს. მაგალითად,
«ცისკარში» დაბეჭდილია «როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალო», A-ში შეცვლილია:
«როცა წუხილი მსჩაგრავს უწყალოდ».
B-ში: «და იმ სიმღერას ჩემს წყურვილს ვანდობ». სწორად მიგვაჩნია სტრიქონის
ის წაკითხვა, რომელიც A წყაროშია წარმოდგენილი: «და იმ სიმღერას ჩემს წუხილს
ვანდობ». რადგან მთელ ლექსში მწუხარებაზეა ლაპარაკი, ამიტომ კონტექსტს
«წუხილი» უფრო შეეფერება, ვიდრე «წყურვილი».
ყოველივე ამის გამო, ჩვენი აზრით, პოეტის ბოლო ნების გამომხტველი უნდა
იყოს 1878 წ. დაბეჭდილი ტექსტი, რომელიც მას შემდეგ ასეთი სახით პირველად
ქვეყნდება ჩვენს გამოცემაში. სათაურსაც ამ წყაროდან ვიძლევით. ტექსტში გასწორდა
ერთი ფორმა; მსჩაგრავს - მჩაგრავს.
ლექსის ავტორისეული თარიღი უცნობია. მაგრამ რადგან «ცისკრის» იმ
ნომერზე, რომელშიც წუხილი» დაიბეჭდა, ცენზურის ნებართვა გაცემულია 1860
წლის 20 ნოემბერს, ლექსს პირობითად ასე ვათარიღებთ: [1860 წ., 20 ნოემბრამდე]. ი.
ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში, სადაც ლექსი უსათაუროდაა
დაბეჭდილი, დათარიღებულია - [1860 წ.].

*** «დაბნელდა სული...» (გვ. 115)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 152 (B)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 93 (A);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ.
ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 575; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 37 (C).
ს ა თ ა უ რ ი : დაბნელდა სული C.
თ ა რ ი ღ ი : 1860 წ. AC; 25 დეკემბერი, 1860 წ., პეტერბურგი B.
B-ს დასაწყისში წერია: «დაბნელდა სული, გარშამოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს
უბუდურ გულში», - გადახაზულია.
3. საზრდო] საზდო B. 4 სიძულვილში] სიძულილში B. 5 სიმდაბლეს] სიდაბლეს
B. 7 ბევრჯერ] ბევრჯელ B. 11 მდაბალ] დაბალ AB.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.

25

პ. ინგოროყვა ამ ლექსს თვლის ლექსის «ჩემო სიმღერავ...» (იხ. ჩვენი ტომის გვ. 117) «საკმაოდ
დაშორებულ ვარიანტად» (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951 წ., გვ. 469). ამის
შესახებ დაწვრილებით იხ. ჩვენი ტომის გვ. 405-406.

*** «უსულდგმულო ცხოვრება...» (გვ. 116)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108 გვ. 129 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 3, გვ. 46 (C); დედა და შვილი და
რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძისა, გამ., ტფილისი, 1882,
გვ. 17 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 97 (A); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, 1892, გვ. 379 (E); ჩანგი, შედგენილი ვ.
აბაშიძის, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 312. (F); ილია ჭავჭავაძის რჩეული
ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80 და იგივე გამოცემა, № 81, ტფილისი,
1907 (G); ჩვენი მწერლობა,I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის
მიერ, თბილისი, 1907, გვ. 54 (H).
ს ა თ ა უ რ ი : უსულდგმულო ცხოვრება GH.
თ ა რ ი ღ ი : 1860 წ. ACDH; პეტერბურღი 1860 წ. B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** C; ილია ჭავჭავაძე (სარჩევში ) EF.
7 და ის უბოლო] და მით უკვდავი B, «უკვდავის» ნაცვლად ჯერ ეწერა «უბოლო»,
გადახაზულია. 9 კარგის] ქველურ, B დიდის DE. 10 B- ში ნაცვლად სიტყვისა
«აღნიშნავს» თავდაპირველად ეწერა «აღბეჭდავს».
ლექსს ვათარღიებთ ავტოგრაფის მიხედვით
ლექსის ბოლო სტროფი, მცირეოდენი ტექსტუალური ცვლილებებით,
ამოკვეთილია გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის,
პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსხაურებული პროფესორის დავით იესეს ძე
ჩუბინაშვილის (1814-1891 წწ.) საფლავის ძეგლზე (ლენინგრადში, ნიკოლოსკოეს
სასაფლაოზედ).
ეპიტაფია ასე იკითხება:
«ნეტარ, ვინც კარგი საქმით
აღნიშნავს თავის დროსა
და აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა»
იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ილია ჭავჭავაძე 1891 წელს, რამდენიმე თვის
მანძილზე - ქართული ბანკის საქმეებთან დაკავშირებით - პეტერბურგში
იმყოფებოდა, ა. ვასაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ილია, რომელიც მისივე სიტყვით,
მადლიერების გრძნობით იყო განმსჭვალული თავისი სტუდენტობის დროიდნდელი
სახელვონაი მასწავლებლის და ხელმძღვანელის მიმართ, «რომელმაც ბევრი გააკეთა
და სახელოვნად იღვაწა მშობლიური სიტყვიერების და ისტორიისათვის») ი.
ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X , 1961 წ., გვ. 135), ცხადია,
«ჭირისუფლობასაც გაუწევდა განსვენებულის ოჯახს პეტერბურგელ ქართველ
მოღვაწეებთან ერთად... დავით ჩუბინაშვილის საფლავის ქვაზე ილიასეული
ეპიტაფიის გაკეთებაც, უთუოდ, პეტერბურგში ილიას ყოფნის დროსვე
გადაწყდებოდა. სავსებით გასაგებია, ილიასთვის ეთხოვათ დავით ჩუბინაშვილის

საფლავის ქვის დამშვნება ქართული სიტყვით» (ა. ვ ა ს ა ძ ე , ილიასეული ეპიტაფია
დავით ჩუბინაშვილის საფლავის ქვაზე, - გაზ. «კომუნისტი», 1986 წ., 6. XII, №280).
ასეთი ვარაუდი სავსებით დასაშვებია.

*** “ჩემო სიმღერავ...” (გვ. 117)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 62-63 (B), გვ. 63 (A).
ხელნაწერში ამ ლექსის ორი ვარიანტია (BA). B შავია, ძლიერ ნასწორები. A
ფანქრითაა ნაწერი, ძალიან მქრქალად, რის გამოც ტექსტი ძნელად იკითხება. იგი
სუფთაა და ბოლო ვარიანტია.
B-ში ლექსი ავტორს ჯერ ასე დაუწერია:
ნუ დადუმდები, სიმღერავ ჩემო,
შენ შეგეთვისა ეს კრული გული,
ნაღველი ჩემი, ჩემი დარდები...
გადახაზულია. შემდეგ მოდის მთლიანი ტექსტი, რომელიც A-სთან ასეთ სხვაობას
იძლევა: 3 შენში ცხოვრობენ] შენ შეგეთვისენ B. 5 დამშხამა] დამშხამა B. 8 ეხლა] აგრე
B. მე-8 სტრიქონის შემდეგ B-ში ემატება სტრიქონები, რომლებიც გადახაზულია:
და მაღვრევინა მან ცრემლი მწარე,
მოვსტყუვდი მე იმ ღვთიურ გრძნობაში,
რითაც ველოდი განსვენებასა,
და ერთი კაციც მთელ ქვეყანაში
შენ უმეგობრე [......] მდებისა,
შენ მაალხინე მწუხარე გული,
შენ შეითვისე გულის დარდები.
გულის ნაღველი და სიხარული.
მოვსტყუვდი მე იმ ციურ ტრფობაში,
რითაც ველოდდი განსვენებასა,
მთელ სიმდიდრითა მეგობრობასა
მივანდე გული გამოუცდელი.
და იმ ყმაწვილურს ჩემს ოცნებასა
შხამითა ზდიდა მეგობრის ხელი.
გვიან, ძალიან გვიანა მივხვდი,
რომ მეგობრობა სიზმარი არის.
9 მთელ გულის ტანჯვით] მთელ სიმარტივ[ით] მეგობრობას B. 12 შხამსა
ასმევდა] შხამითა ზდიდა B. 13-15 თვისი სამარე... ქვეყანაში] სამოთხე ვძებნე მე იმ
გრძნობაში, საფლავი ვპოვე ჩემი გულისა, და ერთი კაციც მთელ ქვეყანაში B.
63-ე გვერდზე B ვარიანტის შემდეგ მოდის სუფთა ტექსტი, რომელიც ბოლო
ვარიანტად მივიჩნიეთ (A). მაგრამ, ჩანს, პოეტს მაინც არ შეუწყვეტია მასზე მუშაობა
და გვ. 64-ზე ჯერ ფანქრით დაუწერია სტრიქონები: “მარტო შენ, ჩემო სიმღერავ, ვიცი

უკუ არ გაქცევს ბედის ქუხილი”, ამას მოსდევს ორი გადახაზული სტრიქონი:
“მარტოღა, ჩემო სიმღერავ, შენში ისმის მემკ [....] ქუხილი”. შემდეგ:
ამ შენ უნებურ მწუხარე ხმებში
ნუ დადუმდები, სიმღერავ, შენში
ისმის ჩემ გულის სევდის ქუხილი,
მევე მაყვარებ ჩემს წუხილსა,
სიმღერავ, შენ ხარ ჩემი ნუგეში.
შენში ჰგრძნობ გულსა სევდით ბურვილსა...
აქ წყდება ფანქრით ნაწერი. ამას მოსდევს მელნით დაწერილი გადახაზული
სტრიქონები:
ხოლოთ მღერაა ჩემი ნუგეში,
ის [ალხენს] გულსა სევდით ბურვილსა,
რადგანც უნებურ თავის ტკბილ ხმებში
მეც მაყვარებს ჩემსა წუხილსა.
1925-1951 წლების გამოცემებში გამომცემლებს ლექსი ბოლო პოეტურად უფრო
გაუმართავთ (დაუმატებიათ ერთი სტროფი), რის გამოც ლექსმა, მე-12 სტრიქონის
შემდეგ (“ შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი”) ასეთი სახე მიიღო:
თვისი სამარე ჰპოვა იმაში,
რაშიც სიცოცხლეს ეძებდა გული...
აწ ვიღას ენდოს ის ქვეყანაში.
ესდენ უწყალოთ მოტყუებული, [თუ არ შენ, ჩემო სიმღერავ, შენა
შენით დუმდება ბედის ქუხილი...
რაც დამიმღერ მომეცა ლხენა
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.]
ჩანს, ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტებისა და ესკიზების საფუძველზე
გამომცემლებმა შექმნეს ეს ბოლო სტროფი და ძირითად ტექსტს (A-ს) დაუმატეს
კვადრატულ ფრჩხილებში. ამ სახით, მართლაც, “ჩემო სიმღერავ” თითქოს დაემსგავსა
ლექსს “წუხილი”, რომლის ვარიატნადაცაა იგი მიჩნეული ზემომითითებულ
გამოცემებში. რადგანაც “ჩემი სიმღერავ” “წუხილის” ვარიანტად მიიღეს. ბუნებრივია,
გამომცემლებმა
იგი
ვარიატნების
განყოფილებაში
მოათავსეს.
ლექსების
ურთიერთშედარება გვიჩვენებს, რომ ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი
ნაწარმოებებია. ამიტომ წინამდებარე გამოცემაში ორივე ცალ-ცალკე შევიტანეთ
ძირითად ტექსტში. ლექსი “ჩემო სიმღერავ” ამ სახით პირველად იბეჭდება ჩვენს
გამოცემაში.
მე-12 სტრიქონში ავტოგრაფში იკითხება: “ხელით”, რაც კალმისმიერი შეცდომა
ჩანს და გამოცემებში გასწორებულია: “შხამსა ასმევდა მეგობრის ხელი”. ჩვენც
ვიზიარებთ ამ გასწორებას. ავტორისეული ორთოგრაფიის შესაბამისად გასწორდა
აგრეთვე ერთი ადგილი მე-15 სტრიქონში: ეზიდენ უწყალოთ -> ესდენ უწყალოდ.

რაც შეეხება დათარიღებას: პ. ინგოროყვა ლექსს ათარიღებს 1860 წლით,
რადგანაც იგი მოთავსებულია ავტოგრაფული კრებულის მეორე ნაწილში, ეს მეორე
ნაწილი კი “წარმოადგენს 1860 წლის ლექსების შავებს” (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა
სრული კრებული, ტ. I, 1951 , გვ. 435). ჩვენც ვიზიარებთ ასეთ დათარიღებას.
ლქსი პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 წლის
გამოცემაში (გვ. 277).
გაზაფხული (“ტყემ მოისხა ფოთოლი..”) (გვ. 118)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 151 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. «ცისკარი”, 1861, № 4, გვ. 519 (C); ჩონგური, შედგენილი კ.
ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 68 (D); საჩუქარი
ქართველ ყმაწვილებს, შეკრებილი და გამოცემული ზ.
ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1878, გვ. 2 (E); დედა და შვილი და
რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ.
ტფილისი, 1882, გვ. 19 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I
ტფილისი, 1892, გვ. 130 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა,
გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 374 (G); წყარო, შედგენილი არ.
ქუთათელაძისაგან, წიგნი მე-2, ტფილისი, 1898, გვ.4 (H);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტი კირიონისა და
გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578; ჩანგი, შედგენილი ვ.
აბაშიძისა, გამოცემე მე-4, ბათომი, 1900 წ., გვ. 309 (I); ლექსები ილია
ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904 წ., გვ. 32;
ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძის მიერ, ბაუმი, 1904 წ., გვ. 182 (J);
სალამური, შედგ. სპ. ჭელიძის მიერ, ბათუმი, 1904 წ., გვ. 22 (K);
ჟურნ. “ნიშადური”, 1907, № 59, გვ. 8 (L); წყარო, შედგენილი არ.
ქუთათელაძისა, წიგნი მე-2, მე-3 შევსებული გამოცემა, ქუთაისი,
1907, გვ. 1 (m); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ.კ.გ. საზ-ის
გამოცემა, № 80 და № 81, ტფილისი, 1907, გვ. 23.
ს ა თ ა უ რ ი : G I.
თ ა რ ი ღ ი : 1861 წ. AE; 1861 წლის იანვრის 28-სა, პეტერბურღი B; 1861 წ., იანვრის 28
დღესა C; 28 იანვარს, 1861 წ. DE.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე C; ალ. ჭავჭავაძე D, (სარჩევში)J; ილია ჭავჭავაძე
E, (სარჩევში) H; (სარჩევში) GIKm.
1 ტყემ მოისხა] ტყეს ესხმება CDEF. 2 ჭყივის] სჭყივის GI, ჰსჭყივის L. 4 სტირის]
ტირის CDE; B-ში I სტროფი ასე იკითხება:
ტყეს შეესხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში, როგორც ობოლი,
ვაზი ჩუმათა ტირის.
6 აყვავებულან] აყვავებულა CDEI. 8 როსღა] როდის J; აყვავდება] აყვავდება BC.

მწერალმა ქალმა ბარბარე ჯორჯაძემ ჟურნ. “ცისკარში” (1861, მაისი) დაბეჭდა
წერილი “თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ”, რომელშიც სხა ლექსებთან ერთად ამ
ლექსსაც აკრიტიკებს: “ტყეს ესხმება ფოთოლი, აგერ მერცხალი ჭყივის...” თქუჱნი
რისხა მქონდეს, თუ თავის დღეში გამეგონოს, მერცხალი ჭყივისო. ღორზედ კი
გამიგონია, უთქომთ, ღორი ჭყივისო. იქნება ოდესმე ბულბულზედაც თქუას.
ჭყვივისო... რატომ?.. თუკი მერცხალი დაიჭყივლებს, რატო ბულბული კი არ უნდა
ჭყიოდეს, - სადაც ვაზს აობლებს ბაღში, რომელსაც რამდენიმე ასი და ათასი სხუა
ვაზები ახვევიან...” (გვ. 39-40). “ცისკარი” 1861 წლის ივნისის ნომერში ილია ასე
პასუხობს ბ. ჯორჯაძეს: “მთელს სტატიაში ერთი ნამდვილი შენიშვნა აქვს ჩვენ
მწერალ ქალსა, - ეგ მერცხლის ჭყივილზედა. მართალიც არის, სწორეთ უხერხოთ
არის მანდ ეგ ზმნა ხმარებული. მაგრამ ეს ლექსის აზრს არ აბნელებს, რადგანაც
“მერცხალიც აგერ ჭყივის” - მეთქი, მოვიყვანე “გაზაფხულის” ნიშნათ და ამისათვის
ჭიკჭიკი მეთქო, თუ ჭყივილი, მაინც ის აზრი არ მოიშლებოდა... “ობოლი ვაზი” კი,
უკაცრავათ არ ვიყო, თავის ალაგს კარგათ არის... გაიგებდით, რომ ხმარობენ: “ობოლი
მარგალიტი, ობოლი ხე, ობოლი შტო”, მაგრამ თეორეტიკას ძალიან შეუპყრიხართ
და... ამიტომაც არა გაგიგიათ-რა” (გვ. 228-229).
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია
1860 წლით (სარჩევში. გვ. 111).

***
“მას აქეთ, რაკი...” (გვ. 119)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ, № 17501, გვ. 106-107 (B);
U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 153 (C).
ნაბეჭდი:
ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 2, გვ. 190 (D); ჩონგური,
შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი,1864, გვ. 84
(E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა,
ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 35 (F); თზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 129 (A); ჩანგი, შედგენილი ვ.
აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 120 (G);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხმიანდრიტის კირიონისა
და გრ. ყიფშიძის მიერ. ტფილისი, 1892, გვ. 577; ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 140 (H);
ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი,
1904, გვ. 30 (I); ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ.კ. გ. საზ-ის
გამოცემა, № 80, 1907, გვ. 15 (J); იგივე გამოცემა, № 81, გვ. 23 (K);
ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს.
გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 38 (L).
ს ა თ ა უ რ ი : მას აქეთ, რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული D; მამულს IJ; მას აქეთ,
რაკი K; მას აქედ, რაკი L.
თ ა რ ი ღ ი : 1861 AL; 6 აგვისტო, 1861, ს. ყვარელი C; 6 აგვისტოს 1861 წ. DEF; - B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** DE; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) GH.

B ავტოგრაფი შავია, შავი მელნით ნაწერი, ძლიერ ნასწორები.
C შედარებით სუფთაა, მაგრამ ისიც ნასწორებია.
B - ში ლექსს წინა უძღვის მისი თავდაპირველი ტექსტი, რომელიც ავტორს
მთლიანად გადაუხაზავს. ვბეჭდავთ მას ქვემოთ:
მას აქეთ, რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო! გამიკრთა მე ძილი და შვება.
შენსა კვნესასა მე ყურს უგდებ სულგანაბული,
და მეც თვითონ ვჰკვნეს და ეს არის ჩემი ცხოვრება!
ფიქრნი, გრძნობანი მომეწამლნეს იმ საწამლავით.
რომელითაც შენა, ჰოი მამულო, მოწამლული ხარ,
ფიქრი ფიქრზედა გროვდებიან დაუყოვნებლად,
გრძნობა გრძნობაზედ მოდის, იძვრის და დუღს ჩემს გულში...
ამას მოსდევს სრული ტექსტი. რომელიც ნასწორებია.
1 აქეთ] აქედ AF; ვცან] ვჰსცან BCDE. 3 ვუგდებ] უგდებ B. 4 ღამე თენდება ეგრედ
ჩემი] ღამე თენდება ჩემი ეგრეთ B; ჩემი ღამე ეგრედ თენდება J; ეგრედ] ეგრეთ C. 5-6
სტრიქონების (დაჟინებითა... ჩემს გულში) ნაცვლად B-ში ჯერ ეწერა:
ფიქრი ფიქრზედა გროვდებიან მწუხარებითა,
გრძნობა გრძნობაზედ მოდის, იძვრის და დუღს ჩემს გულში, - გადახაზულია. 5
დაჟინებითა] დაჟინებული B. 6 გრძნობაზედ] გრძნობაზე J. 7 და მე არ... ეგრედ]
მაგრამ არ დვრტვინავ და არც ვჩივი, რომ ეგრე B; C-ში ჯერ ეწერა: “და მე არ
დვრტვინავ და არ ვჩივი, რომ ეგრეთ შრება”, - გადახაზულია; ეგრედ] ეგრე EF;
ჰშვრება] შრება BC; შრვება EL; ჰშვება 26 A. 8 ნაცვლად სიტყვებისა “ჩემი ცხოვრება” Bში ჯერ ეწერა: “ტანჯვის ცეცხლითა”, გადახაზულია, II სტროფის (“დაჟინებითა”...)
შემდეგ B-ში ჯერ ეწერა: “მე ისა მტანჯამს, რომ ბევრი რამ არის ჩემს გულში, ვით
[საწამლავი], ისეც მკვლელი და სამწუხარო, ამდენ ხალხში კაცი არ არის”, გადახაზულია. შემდეგ კვლავ წერია:
მაგრამ მე ის მკლამს, როგორც მკაცრი მტრისა ისარი,
რომ რაც გულში მაქვს სალხენარი და სამწუხარო,
ჩემს ქვეყანაში ამდენ ხალხში კაცი არ არის,
რომ ჩემი ფიქრი ვანდო, გრძნობა განუზიარო,
ესეც
გადახაზულია. 9, 10 მხოლოდ] მარტო B, ხოლოთ C. 10 არის] არის C;
სავალალო] სატირალი C; ის არის მხოლოდ სავალაო] მარტო ის არის სატირალი B. 11
ამდენ] ამდგენ BCD; განვუზიარო] განუზიარო CJ.
ლექსს ვათარიღებთ C ავტოგრაფის მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი 1860 წლის 6
აგვისტოთაა დათარიღებული (სარჩევში, გვ. 11).

26

ეს ფორმა, რომელიც წყაროებში დიდი ნაირფეროვნებით გამოირჩევა, სადავოა (იხ. ლ.
მ ი ნ ა შ ვ ი ლ ი , ილია ჭავჭავაძის ლირიკა, თბ., 1977, გვ. 88-90).

*** “ჩემო კალამო...” (გვ. 120)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფები - კრებ. № 17501, გვ. 115, 116 (B); გვ. 117 (C); U:
ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 154 (D).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 1 გვ. 3 (E);
ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ.
83 (F); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ.
ჭიჭინაძისა, გამ;ტფილისი, 1882გვ. 24 (G); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 131 (A); ლექსები ილია ჭავჭავაძისა,
მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 31 (H); ილია ჭავჭავაძის
რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 24
(I); ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის
მიერ, თბილისი, 1907, გვ. 38 (J).
ს ა თ ა უ რ ი : ჩემო კალამო IJ.
თ ა რ ი ღ ი : ოქტომბერი B; 1861 AEFGHIJ; - C; 1861, ოქტომბერი, ს. ყვარელი D.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** EF.
B ავტოგრაფში შავია, შავი მელნით ნაწერი და წარმოადგენს ამ ლექსზე პოეტის
მუშაობის დასაწყისს, ავტორს თავდაპირველად დაუწერია (გვ. 115):
შენ ვერ წამოხვალ ჩემთან ერთს გზაზედ,
შენ ვერ ილოცავ ჩემს სალოცავსა,
და ჩემს მწუხარეს ...... –
გადახაზულია. ამის შემდეგ დაუწერია და კვლავ გადაუხაზავს: “ჩემო კალამო! ნუ
დაღონდები და ნუ შეხედავ ბრიყვთა როტვასა”. ამას მოსდევს მთელი სტროფი:
ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა განვაგდოთ ხალხში
და შორიდამა სეირს უყუროთ.
კვლავ გადახაზულია სტრიქონები:
დეე, მიჰსცვივდნენ [...] სიტყვა ჩვენი,
კბილთ ჩაიმტვრევენ, დეეშვებიან;
ვიდრე სულელნი...
მე და შენა გვაქვს განზრახვა ერთი,
სულელთა როტვა მას ვერ დაგვიშლის,
ვცდებით თუ არა, ეგ იცის ღმერთმან,
წმინდა ხომ არის განზრახვა ჩვენი.

116-ე გვერდზე უკვე ჩამოყალიბებულია ლექსის პირველი ვარიანტი (B); იგი
შედარებით სუფთა ნაწერია, ტექსტს ბოლოში მიწერილი აქვს “ოქტომბერი”. მოგვაქვს
ეს ტექსტი:
ჩემო კალამო! რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურებთ, მას ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა წარმოვსთქვათ ხალხში,
და შორიდამა სეირს უყუროთ.
თუ კაცმა ვერ სცნო, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განძრახვა ჩვენი,
აგვიყოლია ჩვენ ქართვლის ბედმა
და მის ძებნაში დავლიოთ დღენი.
[შენ ნუ შეჰსძრახამ] ბრიყვსა ძრახვაზედ,
ნურც დაუშლი ბრიყვს ბრიყვულ როტვასა,
ის ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
ის ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.
C ავტოგრაფი მეორე ვარიანტია და უახლოვდება ჩვენს ტექსტს (A). II სტროფის
შემდეგ (“თუ კაცმა...”) გადახაზულია სტრიქონები:
თუნდ ვეცადნეთ, ხელს არ აიღებს ბრიყვი ძრახვაზედ,
და ვერ დაიშლის ბრიყვი თავის ბრიყვულ როტვასა,
მისთვის. რომ იგი ვერ წამოვა ჩვენთან ერთს გზაზედ,
და ვერ მიჰხვდება, ვერ ილოცავს ჩვენს სალოცავსა.
ვისაცა ცუდი სძულს და ქართვლისას სიცუდეს ამბობს,
მასზედ ამბობენ, რომ ქართვლისა ის ორგულია,
ჩვენ ნუ დავფარავთ ქართველისა ბოროტებასა,
უშიშარათ ვსთქვათ საქვეყნოთა სიცუდე მისი.
D-ში ტექსტის ზემოთ ილიას ხელით მიწერილია: “ეხლანდელი ქართველი რომ
ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”. იქვე
წაშლილია სიტყვები: “მიყვარს საქართველო და მძულს ეხლანდელი ქართველი.
სიტყვები ერთი ჭკვიანი ქართველისა”.
ძირითად (A) ტექსტს ვუდარებთ ზემოთ მითითებულ წყაროებს: 3 უშიშარად]
უშიშრადა I; მოვფინოთ] განვაგდოთ CDEG. 4 ბოროტთ... ვუყუროთ] ბრიყვთა
საკლავად და შორიდამ სეირს უყუროთ C; მათ სულთ-ხდომის] და შორიდამ DEF, და
შორითგან G. 5 სცნო] ჰსცნო DEF. 7 ქართვლის] ქართლის F. 8 და დაე... ძებნით] და
უკუთქმითა ჩვენ ის ვძებნოთ D. 9 ის სიავეს ქართვლისას] ეგ ქართვლისას სიუცდეს
C; სიავეს] სიცუდეს DE. 10 ჰმალავს] მალავს D; სიძულვილია] სიძულილია CD. 11
ბრიყვნი ამბობენ] ბრიყვთა ეგე თქვან C, სცნობს] ჰსცნობს DEF. 12 სიძულვილში]
სიძულილში D.
ლექსი დავათარიღეთ D ავტოგრაფის მიხედვით.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “ჩემო კალამო”
დათარიღებულია 1860 წლის ოქტომბრით (სარჩევში, გვ. III).

გ. აბხ. [აზს] გვ. (121)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 7, გვ. 40 (B); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 140 (A); ჩანგი, შედგენილი ვ.
აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, ტფილისი, 1892, გვ. 110 (C); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-4 გამოცემა, ბათომი, 1900, გვ. 131 (D);
ლექსები ილია ჭავჭვაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904,
გვ. 12.
ს ა თ ა უ რ ი : მძინარე ყმაწვილის CD.
თ ა რ ი ღ ი : 1863 A.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** B; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) CD.
3 აღუხსენ] აღუხვენ CD. 6 შთაბერე ყმასა] შთაჰბერე მაგას B. 7 შეიქმნეს]
შეიქმნას C. 9 სდევდე] ზდევდე B. 11 მინამ] ვიდრემდი B, ვიდრემდის CD. 12 მან არ
მოსწმინდოს] მანც არ მოჰსმწინდოს B.
ლექსი დათარიღებულია A ნაბეჭდის მიხედვით.
გ . ა ბ ხ : გიგო აბხაზი, ილიას უფროსი დის - ნინო ჭავჭვაძე-აბხაზის შვილი.

1871 წ. 23 მაისი (გვ. 122)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 167 (B);
ნ ა ბ ე ჭ დ ი : “კრებული”, 1873, წიგნი 5-6, ტფილისი. გვ. 354 (C);
დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა. ზ.
ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882 ., გვ. 23 (D); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892 გვ. 167 (A); ილია ჭავჭავაძის რჩეული
ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გმოცემა, № 80, ტფილისი, 1907, გვ. 17 (E); იგივე
გამოცემა, № 81, გვ. 34 (F).
ს ა თ ა უ რ ი : პარიჟი ACDEF; 1871 წ. 23-ი მაისი B.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : (კომუნის დაცემის დღე) B; კომუნის დამარცხების გამო EF.
თ ა რ ი ღ ი : 1871 A (სარჩევში - 1870); 1871 წ., მაისის 29-სა B; 1871 წ., 29 მაისი C; 1873
წ. D.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ილ. ჭავჭავაძე C.
122. 3 მჩაგრავ ძალამ] მჩაგვრელ ძალმა B, მჩაგრავ-ძალმა C. 5 მოყვასთათვის]
ყოველთათვის B, ჯერ ეწერა “საკვირველი”, გადახაზულია. 7 - 8 დიდ წამების მან
გვირგვინი] თავს გვირგვინი დიდ წამების B.
123. 2 შესდგნენ] შეჰსდგნენ B.
ი. ჭავჭავაძის სიცოცხლეში ეს ლექსი სამჯერ დაიბეჭდა და სამჯერვე სათაურით
“პარიჟი”. 1907 წელს ლექსი კიდევ ორჯერ გამოქვეყნდა (EF) ამავე სათაურით. 1914
წლის გამოცემაშიც ლექსი კვლავ ამავე სათაურითაა დაბეჭდილი. 1925 - 1951 წწ.

გამოცემებში კი ლექსს სათაური და ქვესათაური მიეცა ავტოგრაფიდან: “1871 წელი,
23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)” ამის შესახებ პ. ინგოროყვა წერს: “გამოცემებში,
რომლებიც ავტორის სიცოცხლეში დაიბეჭდა (იხ. “კრებული”, 1873, № 5 - 6;
“ქართველთა ამხანაგობის” გმოცემა 1892 წლისა) ამ ლექსს სათაურად აქვს “პარიჟი”.
სათაური, ცხადია, ცენზურის მიზეზით არის შეცვლილი. თვით ილიას ხელნაწერში
ეს ლექსი ატარებს იმ სათაურს. რომელიც ჩვენს გამოცემაშია: “1871 წელი, 23 მაისი
(კომუნის დაცემის დღე)” (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951,
გვ. 387). ლექსის ზემოაღნიშნული დასათაურება ჩვენც გავიზიარეთ.
ლექსი დავათარიღეთ ავტოგრაფის მიხედვით.

რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით... (გვ. 124)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები -კრებ. № 108, გვ. 154 (B), № 116, გვ. 4 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ: “ივერია”, 1879, № 2, გვ. 57 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, გვ. 158 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2
გამოცემა ტფილისი, 1892, გვ. 114 (E); სიტყვიერების თეორია.
შედგენილი
არხიმანდრიტის
კირიონისა
და
გრ.
ყიფშიძის
მიერ,ტფილისი, 1898. გვ 580 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა,
გამოცემა მე-4, ბათუმი, 1900, გვ. 134 (G); ლექსები ილია ჭავჭავაძისა,
მაღაზია “ცოდნის” გამოცემა, 1904, გვ. 49; ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 45 (H);
ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 8,
ტფილისი, 1907, გვ. 29 (I).
ს ა თ ა უ რ ი : რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ ჩვენი ისტორია მეცხრამეტის
საუკუნისა B; რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? ანუ ისტორია
მეცხრამეტის საუკუნისა C.
თ ა რ ი ღ ი : 1871 (სარჩევში - 1870) A; 1871 D; 24 აგვისტო, 1871 წ. B; 24 აგვისტოს, 1871
წელსა C (გადახაზულია); 1870 წ. H.
ხელმოწერა: *** C; ილია ჭავჭავაძე D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) EG.
ცენზურული პირობების გამო ზოგ ნაბეჭდში პოეტის მიერ შეცვლილია
ადგილები, ზოგი კი ცენზურას ამოუღია და მის ნაცვლად მრავალწერტილი
დაუსვამს (იხ. ქვემოთ). ყველა ეს ადგილი აღდგენილია ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა 1925 -1951 წლების გამოცემებში. წინამდებარე ტომში დაბეჭდილი
ტექსტი ამ გამოცემებს ემყარება.
124. 8 სახელი რით] სახელად რა B. 10 ქარლის] ქართვლის C. 14 პირღიადა]
პირღიათა B.
125. 4 მტრედი] მტრათა: B. 9 გავუჭირეთ] B. 15 როცა საწყალ] როს საწყალმა B. 17
დასადვა] დაჰსდვა B. 18 დასახსნელად] დასასხნელათ B. დასახსნელად C. 21 C-ში,
ნაცვლად სიტყვებისა “ვნებივრობდით”, ჯერ ეწერა: “ღმერთს ვმადლობდით”, გადახაზულია. 25 დასცეს] დაჰსცეს BC. 27 -28 ჩვენც... თვითო-თვითოდ] გულუხვათ
სუყველასა თვითეულად BCD.

1892 წლის გამოცემის (A) ტექსტში 45 - 46 სტრიქონებია: “შავმა ბედმა ხელთა
გვიგდო და ჩვენი სვე ბურთსავითა” (ასეა 1914 წლის გამოცემაშიც). მათ ნაცვლად
1925 - 1951 წწ. გამოცემებში BC ავტოგრაფებიდან მართებულადაა აღდგენილი
სტრიქონები:
“უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო, ქართვლის ბედი ბურთსავითა”.
ADFM წყაროებში ამოღებულია სტრიქონები:
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში.
ეს სტრიქონები (წინამდებარე ტომის 126, 7 - 9) დატოვებულია GI ვარიანტებში
(1914 წლის გამოცემაში “წაგვიჭირა თოკი ყელში”-ს ნაცვლად მრავალი წერტილია).
1925 წლიდან ყველა გამოცემაში ეს სტროფი სრულად არის აღდგენილი.
126. 7 უცხო ხალხის] ჩვენთა მტრისა E. 13 ამ] იმ B. 14 დღენი] დღენნი B. 21
შეგვამცნიეს] შეგვამჩნიეს G. 23 მოგვკრიბეს] მოგვკრიფეს B.
127. 10 მამულებს] ლუკმაპურს B. 19 აღარ ვარგდა] არ ვარგოდა FG. 24 C-ში,
ნაცვლად სიტყვისა “ყმებსა”, ჯერ ეწერა “მყოფ ყმებს”, - გადახაზულია. 25 ის] ეს CF. 26
ჩამოგვერთვნენ] ჩამოგვერთმენ B. 30 მკითხავ] მკითხამ BC.
128. 7 ვლაზღანდარობდით] ვლაჟღანდარობდით B. 10 ჭკვააო] ჭკვაო A. 21 C-ში,
ნაცვლად სიტყვისა “უსაქმოდ”, ჯერ ეწერა “ცუღლუტად”, - გადახაზულია.
გასწორდა ერთი ფორმა: 125, 6 გულმოდგინეთ-გულმოდგინედ.
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
124. 11. “... მ ო გ ვ ი კ ვ დ ა ე რ ე კ ლ ე ”, - იგულისხმება ერეკლე II (1720 - 1798
წწ.), 1744 - 1762 წლებში კახეთის მეფე, 1762 - 1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე.
125. 1. “... მ ე ფ ე გ ი ო რ გ ი ”, - იგულისხმება გიორგი XII (1746 - 1800 წწ.) ერეკლე მეორის ძე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (გამეფდა 1798 წ.).

ბედნიერი ერი (გვ. 129)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 114, გვ. 5 (B); კრებ. № 108, გვ. 156 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : “კრებული”, 1971, წიგნი 5, გვ. 199 (D); დედა და შვილი და რამდენიმე
ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 20
(E); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 103 (F);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 155 (A);
სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და
გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 578 (G); ჩანგი, შედგენილი. ვ.
აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 107 (H); ილია ჭავჭავაძის
რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, ტფილისი, 1907, გვ. 27;
ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის
მიერ, თბილისი, 1907, გვ. 44 (I).

ს ა თ ა უ რ ი : ბედნიერი ხალხი BCDEF.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : იტალიანელი პოეტი ჯუსტის მიბაძვა D; იტალიელ პოეტის
ჯუსტის მიბაძვა E; იტალიანელის პოეტის ჯუსტის მიბაძვა
FH; იტალიურიდან G. – BC.
თ ა რ ი ღ ი : 1871 (სარჩევში - 1870) A; 29 აგვისტოს, 1871 წელსა B; 29 აგვისტოს, 1871
CE; 1871, 29 აგვისტო D.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** BD; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) FH.
129. 7 უჩივარი] უჩინარი E. 13 ჯორ-ცხენი B.
130. 2-3 თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი - EFH. 5 B-ში ნაცვლად სიტყვისა
“ყველა” ჯერ ეწერა “ბევრჯერ”, გადახაზულია. 14 ყოვლად] ყველა D. 20 გარეთ]
სხვასთან A; “ძლიერი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “ცბიერი”, გადახაზულია C.
B-ში ტექსტს უძღვის ილიას წერილი პეტრე ნაკაშიძისადმი: “პეტრე! ამ ახლად
დაწერილს ლექსებს (იგულისხმება “რა ვაკეთეთ”... და “ბედნიერი ერი” - რ. კ.)
გიგზავნი დასაბეჭდად “კრებულში”. მეშინიან კი, რომ ზოგიერთ ხანას დაუნდობელი
მაკრატელი ცენზორისა მოჰხვდება”... ტექსტის ბოლოს კი, ხელმოწერისა და თარიღის
შემდეგ, პოეტს იქვე მიუწერია: “ამ ლექსზედ შენი აზრი მამწერე. ილია ჭავჭავაძე”.
როგორც მივუთითეთ, DEFH ნაბეჭდ წყაროებში ლექსის სათაურის ქვეშ
აღნიშნულია, რომ ლექსი დაწერილია იტალიელი პოეტის ჯუსტის მიბაძვით. ამ
შენიშვნის თაობაზე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმული იყო
მოსაზრება, რომ “რასაკვირველია არაა საჭირო “ჯუსტის” სახელი ვეძებოთ
იტალიური ლიტერატურის ლექსიკონებში; ისედაც ცხადია, რომ ეს შენიშვნა
დამატებულია ცენზურის თვალის ასახვევად, თითქო ამ მწვავე სატირას არაფერი
აქვს საერთო საქართველოსთან და უბრალო თარგმანს წარმოადგენდეს” (ი.
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , ნაწერების სრული კრებული, ტ. I, 1925 წ., გვ. 377). მაგრამ
შეხედულება, თითქოს მხოლოდ “საცენზურო პირობებმა... აიძულა ილია ჭავჭავაძე,
რომ თავისი “ბედნიერი ერი” იტალიელ მწერალს ჯუსტს მიაკუთვნა”, მაშინ როცა “ეს
“იტალიელი მწერალი”... არ არსებობდა” (ი. გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი , ძველი თბილისის
ლიტერატურული ბოჰემა, ბათუმი, 1986, გვ. 141). არსებითს კორექტივს საჭიროებს.
გამოჩენილი იტალიელი პოეტი ჯუზეპე ჯუსტი (1809 - 1850 წწ.), რომელიც
მხურვალედ თანაუგრძნობდა იტალიელი ხალხის ეროვნულ-განმათავსიუფლებელ
ბრძოლას, პოპულარობით სარგებლობდა არა მხოლოდ თავის სამშობლოში, არამედ
XIX საუკუნის მეორე ნახევრის პროგრესულ რუსულ საზოგადოებაშიც, რომელსაც
უკვე 50-იანი წლების დამლევიდან შესაძლებლობა ჰქონდა ჯუსტის პოეტურ
ნაწარმოებებს რუსული თარგმანებით გასცნობოდა. სავსებით ბუნებრივია ჯუსტის
პოეზიას ილია ჭავჭავაძეც დაეინტერესებინა, ხოლო იტალიელი პოეტის შესანიშნავ
სატირულ ლექსებს (კერძოდ კი ლექსს “ლოკოკინა”, რომელშიც პოეტი მწვავედ
დასცინოდა საკუთარ ნიჟარაში შეყუჟულ და თავისი სავალალო ხვედრით კმაყოფილ
თანამემამულეებს), გამორიცხული არ არის, მართლაც მიეცათ ილიასათვის
გარკვეული სტიმული “ბედნიერი ერის” შესაქმნელად (ჯ. ჯუსტისა და ი. ჭავჭავაძის
პოეტურ ნაწარმოებთა ტიპოლოგიური მსგავსების შესახებ იხ. ზ. ს ტ უ რ უ ა , ილია
ჭავჭავაძის ერთი ლექსის ისტორიისათვის, გაზ. “ლიტერატურული საქართველო”,
1987, 24. VII, № 30).
ქართველი საზოგადოებრიობა დიდი მოწონებით შეხვდა ილიას ამ ლექსის
გამოქვეყნებას. “რამდენი კმაყოფილება და თან მწარე ღიმილი მოგვგვარა ჩვენ ამ

მშვენიერმა და გესლიანმა “ბედნიერმა ხალხმაო”, - წერდა ს. მესხი (გაზ. “დროება”,
1871, № 39).
ლექსი დავათარიღეთ B ავტოგრაფის მიხედვით.

გამოცანები (გვ. 131)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 118 (B); კრებ. № 108, გვ. 157 (A).
თ ა რ ი ღ ი : 7 დეკემბერი, 1871 წ. AB.
B-ში მე-5 გამოცანის პირველ სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “თეთრ-წითელი
ვაშლსავითა”, ჯერ ეწერა: “ვაშლსავითა მრგვალი, წითური”, გადახაზულია; მე-8
გამოცანის მე-7 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “გაუბედავია”, ჯერ ეწერა: “ქალაჩუნა
არი”, გადახაზულია; მე-11 სტრიქონში ნაცვლად “ამ კარგსაც”, ჯერ ეწერა: “ამათსაც”,
გადახაზულია; მე-9 გამოცანის მე-4 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “იგი ჩვენი”
ჯერ ეწერა: “ის მათი” გადახაზულია. მე-5 გამოცანის მე-11 სტრიქონში გასწორდა: ამ
ძრომსაც -> ამ მძრომსაც; მე-8 გამოცანის მე-10 სტრიქონში - შემმაერთავი ->
შემაერთავი.
გამოცანები პირველად დაიბეჭდა ილიას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნ.
“ნიშადურის კრებულის” 1907 წლის № 1-ში (გვ. 8-10), რაც არც ერთ გამოცემაში
მითითებული არ არის (ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მ. გედევანიშვილისეული
გამოცემაში - შენიშვნ. გვ. XIII, - აღნიშნული, “გამოცანები” პირველად ამ გამოცემაში
იბეჭდებაო).
“გამოცანების” (და “კიდევ გამოცანების”, იხ. გვ. 135-140) დაწერის ისტორიას
საგანგებოდ ეხება პ. ინგოროყვა: “უშუალო მიზეზი გამოცანების” დაწერისა - ეს
ყოფილა თავადდაზნაურობის კამარილიის მოქმედება იმპერატორის ალექსანდრე IIის ჩამოსვლის დროს საქართველოში 1871 წელს. თავადაზნაურობა ამზადებდა
ადრესს იმპერატორისათვის მისართმევად. თავადაზნაურობის ყრილობამ, რომელიც
საგანგებოდ იყო მოწვეული ამ შემთხვევის გამო, დაადგინა -“თერგდალეულთა”
ჯგუფის გავლენით - მოეთხოვათ უნივერსიტეტის გახსნა თბილისში, რის შესახებაც
შედგენილი იქნა სათანადო მიმართვა. მაგრამ თავადაზნაურობის მარშალმა რევაზ
ანდრონიკაშვილმა მეფისნაცვლისა.. და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის
სურვილის თანახმად, გვერდი აუარა ამ დადგენილაბას და წარადგინა სხვა ადრესი,
სადაც ნაცვლად უნივერსიტეტისა, მოთხოვნილი იყო კადეტთა კორპუსის გახსნა
თბილისში... ეს ადრესი შედგენილი იყო... კომისიის მიერ, რომელშიც შედიოდნენ:
გიორგი მუხრან-ბატონი, დიმიტრი ჯორჯაძე, იესე ჭავჭავაძე, ბესარიონ ღოღობერიძე
და მიხეილ თუმანიშვილი.
ადრესის ისტორიამ და საერთოდ იმ ლაქიურმა სულმა, რომელიც დატრიალდა
თავადაზნაურობის მოთავე წრეებში იმპერატორის ჩამოსვლის გამო, გამოიწვია
ილიას ეს გამოცანები” ( ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათ სრული კრებული, I,
1951. სარედაქციო შენიშვნები, გვ. 388).
“გამოცანებმა” დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მკითხველ საზოგადოებაში. გრ.
ორბელიანს, რომელიც გასცნობია “გამოცანებს”, ასე უთქვამს: “არა, არა მწყინს. მამას
არ უნდა ეწყინოს სილა თავის პატარა შვილისა. ერთი რამ მაწუხებს მხოლოდ: იქ
ზემოდ მივა ეს ამბავი და არ ივარგებს. არავინ უნდა იცოდეს ჩვენი იდუმალი გულის

ზრახვანი” (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914 წ., - გრ. ყიფშიძე, ილია
ჭავჭავაძე, გვ. XXXVIII.
“გამოცანები” იმ დროს ხელნაწერის სახით გავრცელდა, რადგან ყველა იქ
გამოყვანილი პირი ცნობილი პიროვნება იყო და, რაც მთავარია, ცოცხალი. ამიტომ
“გამოცანების” ავტორის გამჟღავნებას ყველა ერიდებოდა. თვითონ ილიაც მალავდა
თავის ავტორობას, თუმცა კი ლექსის გავრცელებას ხელს უწყობდა. ამის შესახებ იგი
1871 წლის 11 დეკემბერს დ. ერისთავს სწერს: “დათიკო! გიგზავნი “გამოცანებს”, რომ
წაიკითხავ და დააკვირდები, მგონია, მიხვდე, ვინც არიან აწერილნი, საქმე იმაშია,
რომ არავინ - არც შენმა მახლობელმა და არც ჩემმა - არ უნდა იცოდეს ვისგან არის
დაწერილი და ხალხში გავრცელებული. შენ იცი, როგორც შეინახავ ჩემს სახელს
საიდუმლოდ. დაბეჭდვა მაგ ლექსისა არ იქნება, - ეგ ისე უნდა გავრცელდეს ქალაქში.
მაგ გავრცელებაშიაც ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცე, თორემ, ჩვენდა სამტროდ,
“ისინი” ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ
ეღირება. გამომიცხადებია, რომ შენს მეტს მანდ ქალაქში არავის ვანდე ეგ ჩემი ლექსი.
შენ იცი, როგორც უპატრონებ” ( ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული
კრებული, ტ. X, 1961, გვ. 33).
დ. ერისთავს ძალიან მოსწონებია ეს გამოცანები და რუსულადაც უთარგმნია.
ამის შესახებ კვლავ სწერს ილია დ. ერისთავს: “ძმაო დათიკო! შენი წიგნი
თარგმანითურთ მივიღე, ზოგიერთი ხანა ძალიან კარგად არის ნათარგმნი.. მიკვირს
მე- VII გამოცანა რატომ აღარ გადაგიღია. მე შევიტყვე, რომ “პასუხი”, “პასუხისპასუხი” და სხვანი გადაგვიღია. თუ გიყვარდე, გამომიგზავნე, ან გადმოდი და თან
წამომიღე... თუ ღმერთი გწამს... გადმოდი, ერთი მასალაათით სული მოვიბრუნოთ”
(ილია ჭავჭავაძე, თხზ., ტ. X, 1961. გვ. 34). ილიასაც უცდია თავისი გამოცანების
თარგმნა. უთარგმნია კიდეც პირველი ორი გამოცანა და გაუგზავნია დ.
ერისთავისთვის: “აბა ჩემი ნათარგმნიც ნახე, ჭაშნიკად გიგზავნიო”.
I
Он плешив и усаст,
Руколиз и бас густой,
Хоть и карлик, а забияка,
С бестолковой головой.
Мал он ростом, но ведь важен,
Во всем прочем, остальном,
На дела родного края
Ему плюнуть нипочем.
II
Франтик он, да и пролаза,
Мал тож ростом, худощав,
Клювонос он, вечно хмурый,
Нелюдим и крутонрав.
В нем истерлись ум и сердце,
Праздно дремлет в мире сем,
И ему на дело края

Плюнуть также нипочем.

“გამოცანები” ცხრა გამოცანისაგან შედგება. მასში გამოყვანილი პირები
დადგენილია და ცნობილი. მათზე კომენტარები დაიბეჭდა 1914 წელს, მიხ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაში. კომენტარები შეასრულა ასიკო ერისთავმა (იხ. ამ
გამოცემის შენიშვნები, გვ. XIII-XIV). 1925 – 1951 წწ. გამოცემებში გამოყენებულია
იგივე კომენტარები, რომლებიც შევსებულია ნ. ნიკოლაძის დამატებითი ცნობებით
(იხ. ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზ., ტ. I, 1951, გვ. 387-389). უფრო დაწვრილებით კი
“გამოცანებს” და მასში მოხსენებულ პირებს შეეხო გ. ჯიბლაძე მონოგრაფიაში “ილია
ჭავჭავაძე” (1966, გვ. 210-223).
“გამოცანებში” დასახელებულ პირთა კომენტარს ვიძლევით “გამოცანების”
თანმიმდევრობის დაცვით:
I, რ ე ვ ა ზ ი ვ ა ნ ე ს ძ ე ა ნ დ რ ო ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი (1818-1877), ერთ-ერთი
მეთაური რეაქციონერთა დასისა, გენერალ-ლეიტენანტი. 1871 წ., იმპერატორ
ალექსანდრე II-ის საქართველოში ჩამოსვლის დროს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო.
II,
გიორგი
კონსტანტინეს
ძე
მუხრან-ბატონი
( მ უ ხ რ ა ნ ს კ ი ) (1820-1877), იმ დროს სენატორი, შემდეგ სახელმწიფო საბჭოს
წევრი. ავტორი ბროშურისა «О существе национальной индивидуальности и об
образовательном значении крупных народных единиц» (იხ. აგრეთვე გვ. 424).
III,
ივანე
კონსტანტინეს
ძე
მუხრან-ბატონი
( მ უ ხ რ ა ნ ს კ ი ), გიორგი მუხრან-ბატონის ძმა, დიდი მემამულე და გავლენიანი
პირი. იმ დროისათვის გადამდგარი გენერალი.
IV, პ ლ ა ტ ო ნ ი ო ს ე ლ ი ა ნ ი (1809-1875), ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც,
ილიას აზრით, რეაქციონერთა თანამგრძნობი იყო.
V, დ ი მ ი ტ რ ი ჯ ო რ ჯ ა ძ ე (1822-1883), კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს
წევრი.
VI, ი ა ს ე ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , იმ დროისათვის საგუბერნიო სამმართველოს წევრი.
VII, ბ ე ს ა რ ი ო ნ ლ ე ვ ა ნ ი ს ძ ე ღ ო ღ ო ბ ე რ ი ძ ე (1833-1879), პედაგოგი.
ბოლო დროს მსახურობდა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში. თავდაპირველად
“თერგდალეულთა” ჯგუფს ეკუთვნოდა, შემდეგ “მამათა” ბანაკს მიემხრო.
VIII, გ რ ი გ ო ლ დ ი მ ი ტ რ ი ს ძ ე ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი (1804-1883), ცნობლი
პოეტი და საზოგადო მოღვაწე, “მამათა” ბანაკის წარმომადგენელი.
IX, გამოცანა ეხება თვით ილია ჭავჭავძეს.
“გამოცანებს” და შემდეგ “კიდევ გამოცანებს” (იხ. გვ. 131-140) მოჰყვა გრ.
ორბელიანის ცნობილი “პასუხი შვილთა”, რომელსაც ილია გამოეხმაურა ლექსით
“პასუხის პასუხი” (იხ. გვ. 141).

კიდევ გამოცანები (გვ. 135)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 119 (B); კრებ. № 108, გვ. 161 (A).
თ ა რ ი ღ ი : 7 დეკემბერი A; 7 დეკემბერი, 1871 წ. B.

B ავტოგრაფი A-სთან შედარებით ადრეულია, შავია. შესრულებულია გრძელ
ფურცელზე. ნაწერია შავი მელნით, ჩასწორებულია ავტორისავე ხელით, მუქი შავი
მელნით.
I, 7 დროთა ბრუნვის] დროებისა B. 10 სურს... სურს] ჰსურს... ჰსურს B. 13 ერი
დაკლა ~ B. 14 დაიდვა] დაიდო B.
III, 9-12 B-ში “დედათა წყევლამა ... ჰკიდია”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა:
ჯარობანას რომ თამაშობს,
ჰგონებს საქმე ჰქმნა დიდია,
ამ ბოთვერასაც ქვეყანა,
ძმანო, ფეხებზე ჰკიდია, გადახაზულია.
IV, 9 იგივე] თურმე B; თავდაპირველად B-ში ეწერა “თურმე იგი”, გადახაზულია.
10. თურმე] იგი B, “იგი”-ს წინ გადახაზულია “თურმე იგი”. 15-17 თავი მოჰსწონს...
თავმომწონეა] ჰგმობს ყოველს და თავის თავსაც, თუ რომ დაჰპირდი ჩინია,
წვრილებში თავმომწონეა B. 19 “გამოდის” ნაცვლად B-ში ჯერ ეწერა “მას ვიცნობთ”,
გადახაზულია. 21 მოსწონს] მოჰსწონს B. 22 ვერ კი შეუტყეს] მე კი შევატყე B, ჯერ
ეწერა “მე ვით ვსთქვი მისი ცუდობა”, გადახაზულია. 24 “იცის” ნაცვლად ჯერ ეწერა
“ზოგჯერ”, გადახაზულია. 26 სავეზირო] სავაზირო B.
V, 14-15 სტრიქონებს (“ღონე”... “ვახ”...) შორის B-ში გადახაზულია
“დარღვეულნი ერთ სურვილით შეგვაერთა”. 16 B-ში “ჩვენ მათ”-ს ნაცვლად ჯერ
ეწერა “ჩვენთანა”, გადახაზულია. 23 მაგრამ კარგის საქმის დამთესს] მაგრამ კარგ
საქმის დამთესსა B. 26-27 სტრიქონებს (“ჩვენში”... “მარტო...” შორის B-ში
გადახაზულია “მარტო მას, ძმანო, ქვეყანა ეთქმის. მგონია მე, რომ ქვეყანა ჰსჩანს მას”.
VI, 16 შინვე] შინაც A.
VII, 3 მეთაურნი დაგვილანძღა] მეთაურნი დაგვილანძღვა A, ორის მეტსა ყველას
ჰლანძღავს B. 5 მტერი სიბრმავეა] მტერია სიბრმავე B. 16 დაფლვად] დაფვლად A.
“კიდევ გამოცანები” ილიას სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, იგი “გამოცანებთან”
ერთად გამოქვეყნდა 1907 წლის “ნიშადურის კრებულის” №1-ში) ტექსტი
დაწერისთანავე ხელნაწერის სახით გავრცელდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა “მამათა”
და “შვილთა” შორის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია. “ჩვენში ძალიან ბევრი ახალი
ამბებია, - სწერს ამ დროს სერგეი მესხი კირ. ლორთქიფანიძეს პეტერბურგში, - ორი
ასეთი ხელნაწერი პამფლეტი 27 გამოვიდა აქ ამ დღეებში, რომელმაც მთელი ქალაქი
შესძრა” 28...
“გამოცანებმა”
და “კიდევ გამოცანებმა” აღაშფოთა ‘მამების” ბანაკი გრ.
ორბელიანმა ამის საპასუხოდ დაწერა ცნობილი ლექსი “პასუხი შვილთა”, რომელსაც
მოჰყვა ი. ჭავჭავაძის არანაკლებ ცნობილი “პასუხის პასუხი” (იხ. გვ. 105).
I გამოცანე ეხება მ ი ხ ე ი ლ ტ ა რ ი ე ლ ი ს ძ ე ლ ო რ ი ს - მ ე ლ ა ქ ო ვ ს
(1825 - 1888), თერგის ოლქის უფროსს, რომელმაც შემდგომში შინაგან საქმეთა
მინისტრის თანამდეობასა და უმაღლესი კომისიის თავმჯდომარეობას მიაღწია.

27

იგულისხმება “გამოცანები” (იხ. გვ. 131-134) და “კიდევ გამოცანები” (“გამოცანების” და “კიდევ
გამოცანების” დაწერის ისტორია იხ. გვ. 417-418).
28
ჟურნ. “მნათობი”, 1932, № 8-9, გვ. 202.

უფრო გვიან იყო რუსეთის იმპერიის კანცლერიც. სარგებლობდა ალექსანდრე II -ის
დიდი ნდობით.
II, ლ ე ვ ა ნ ი ვ ა ნ ე ს ძ ე მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი (1817 - 1892), კავალერიის
გენერალი, იმ დროს დაღესტნის ოლქის უფროსი, 1880 წ. კავკასიაში მეფის ნაცვლის
თანაშემწე.
III, ი ო ს ე ბ დ ა ვ ი თ ი ს ძ ე თ ა რ ხ ნ ი შ ვ ი ლ ი (?- 1873), გენერალადიუტანტი.
IV, მ ი ხ ე ი ლ ბ ი რ თ ვ ე ლ ი ს ძ ე თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი (1818 - 1875), პოეტი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნ. “ცისკრის” თანამშრომელი. წერდა
“მოლაყბის” ფსევდონიმით. ილიამ მას “ქართველი მალჩალინი” (ერთ-ერთი მთავარი
პერსონაჟი ალ. გრიბოედოვის კომედიისა “ვაი ჭკუისაგან”) უწოდა.
V, დ ი მ ი ტ რ ი ი ვ ა ნ ე ს ძ ე ყ ი ფ ი ა ნ ი (1814-1887), ცნობილი საზოგადო
მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი, მთარგმნელი.
VI, გამოცანა კონკრეტულად არავის ეხება.
VII - ეხება თვით გამოცანების ავტორს - ილია ჭავჭავაძეს.
ლექსს ვათარიღებს B ავტოგრაფის მიხედვით.
პასუხის პასუხი (გვ. 141)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 108, გვ. 166 (B); № 120 (A).
ს ა თ ა უ რ ი : A.
თ ა რ ი ღ ი : -B; 28 იანვარი, 1872 წ. A.
B ავტოგრაფი ნაწყვეტია, მოიცავს მხოლოდ დასაწყისს (ლექსის პირველ
თხუთმეტ სტრიქონს), A სუფთა და სრული ტექსტია. წინამდებარე გამოცემაში ჩვენ
დავიცავით ავტორისეული ფორმები. სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით,
ავტორისეული ენობრივი ნორმების შესაბამისად, გასწორდა მხოლოდ ორიოდე
ფორმა: II, 7 რაღათა ЃЁრაღადა; III, 12 მგზავსთათვის ЃЁმზგავსთათვის; V, 18
მრუდეთ ЃЁმრუდედ.
“პასუხის პასუხი”, როგორც ცნობილია, ილიას დროს არ დაბეჭდილა (იგი
დაიბეჭდა 1914 წელს. მიხ. გედევანიშვილის გამოცემაში). ლექსი ხელნაწერის სახით
გავრცელდა ქართველ საზოგადოებაში. “პასუხის პასუხი” დაიწერა გრ. ორბელიანის
ლექსის -“პასუხი შვილთა” - გამო. გრ. ორბელიანის ამ ლექსის პირველი ვარიანტი,
სათაურით “გამოცანების პასუხი”, რომელიც იმ დროს ხელნაწერის სახით
გავრცელდა, ძლიერ მწვავედ იყო დაწერილი. არსებითად ილიამ ამ პირველ ვარიანტს
გასცა პასუხი. შემდეგ ეს ლექსი გრ. ორბელიანმა უფრო შერბილებული სახით
დაბეჭდა, სათაურით “პასუხი უღირსთა შვილებთა” (ჟურნ. “ცისკარი”, 1874, № 7-8, გვ.
1-8).
ცნობილია, თუ რა შეურიგებელი ბრძოლა მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის 6070-იან წლებში ძველ თაობასა (“მამები”) და ახალ თაობას (“შვილები”,
“თერგდალეულები”) შორის, რასაც მოჰყვა ილიას “გამოცანები”, “კიდევ გამოცანები”
(იხ. გვ. 131-140), მათ საპასუხოდ - გრ. ორბელიანის “პასუხი შვილთა” და შემდეგ
ილიას “პასუხის პასუხი”. ამ ლექსებმა დიდი გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა
გამიწვია. “პასუხის პასუხზე” არანაკლები სიმწვავით გამოხატა თავის პროტესტი
“მამათა” მიმართ აკ. წერეთელმა თავის ლექსში “ხარაბუზა ღენერალს”, ხოლო პოეტმა

ქალმა ნინო ორბელიანმა დაწერა საკმაოდ მოზრდილი ლექსი “პასუხის პასუხი
პასუხი” (a, № 1446, № 57, ფ. 6-8).
145. 4-6 “ პ ი რ ვ ე ლ
თქვენგანმა,
იმა
ბედშავმა,
მას
მ კ ვ დ რ ი ს ს უ დ ა რ ი გ ა დ ა ა ფ ა რ ა ” - ამ სიტყვებში ილია გულისხმობს გ.
მუხრან-ბატონს (მის შესახებ იხ. იქვე. გვ. 420, 424.).
ლექსს ვათარიღებთ A ავტოგრაფის მიხედვით.
რჩევა (გვ. 147)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 124 (B); კრებ. № 108, გვ. 168 (C).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. “დროება”, 1872, № 35, გვ. 2 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, ვგ. 173 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2,
ტფილისი, 1892, გვ. 135 (E). ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის
გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 81.
თ ა რ ი ღ ი : 1872 A; 1872 წ., მარიამობის 29-სა BD; 1872 წ., აგვისტო C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : N (სარჩევში) E.
B ავტოგრაფს ატყვია სტამბის საღებავის ლაქები. არშიაზე ილიას ხელითაა
მიწერილი და გადახაზული: “უსათუოდ “დროებაში” დააბეჭდინე. გიგზავნი ჩემს
სახეს”. ლექსის ბოლოსაც იმავე მელნით არის მინაწერი და გადახაზულია:
“კორრეკტურას შენ განდობ”. ჩანს, ეს ავტოგრაფი დასდებია საფუძვლად ლექსის
პირველ პუბლიკაციას. C სუფთა ნაწერია.
147. 5 ბრძნობით] გრძნობით E. 8 ჰყლაპოს] ყლაპოს BCDE. 11 ჯერ] აწ BD. 18
მონებური] მონებრივი BC 29. 19 მაღლა] მაღლად B.
148. 2 გ გვყავს] B. D-ში ლექსის ბოლო ოთხი სტრიქონი ამოღებულია ცენზურის
მიერ და შეცვლილია მრავალი წერტილით.
ცნობილია, რომ ეს ლექსი დაიწერა გიორგი მუხრან-ბატონის (იხ. კომენტარი, გვ.
420) ბროშურის გამო - «О существе национальой индивидуальности и об
образовательном значени крупных народных единиц» (1872 წ.). მასში ავტორი ასეთ
აზრს ატარებს: დიდმა სახელმწიფოებმა უნდა შთანთქან პატარა ერებიო. ამ
ბროშურამ ძლიერ აღაშფოთა მაშინდელი ქართველი ინტელიგენცია. “თუმცა ჩვენ
უკვე ანდერძი აგვიგო გიორგი მუხრან-ბატონმა, მაგრამ სტყუის უბედური, ჩვენს
სიკვდილს ვერავინ მოესწრება”, - უთქვამს აკაკი წერეთელს, თავის დროზე ამ ამბავს
გამოხმაურებია გაბრიელ ეპსიკოპოსიც (ქიქოძე) (იხ. ს. მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ,
მოგონებანი, 1938, გვ. 178).
ამ ბროშურის შესახებ 1872 წ. 30 VIII-ს ილია დუშეთიდან სწერდა პეტრე
უმიკაშვილს (ილია მაშინ დუშეთში მსახურობდა): “მუხრანსკის ბროშურა წავიკითხე.
აი ჩემი პასუხი: «Лишь права сильного раб свято почитает». მაგ. ბროშურის პასუხად
აი, რა დავსწერე და გთხოვ “დროებაში” დააბეჭდინო, ჩემს გვარს ნუ მიაწერ”... ამის
შემდეგ იქვე მოტანილია ლექსი “რჩევა”. ეს წერილი B ავტოგრაფს უძღვის წინ
(დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის X ტომში, 1961, გვ. 38).

29

1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსის მე-18 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «მონებური», დაბეჭდილია
«მონებრივი».

როგორც წერილის მიხედვით გაირკვა, ლექსი დუშეთში დაიწერა, ამიტომ
შეგვიძლია B ავტოგრაფისეულ დათარიღებას ლექსის შექმნის ადგილის მითითებაც
დავურთოთ: [დუშეთი].
*** “ჩემო კარგო ქვეეყანავ...” (გვ. 149)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 108, გვ. 170 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “ივერია”, 1880, № 2, გვ. 149 (C); სალამური ანუ ლექსთა კრება, №
1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან,
ტფილისი, 1882, გვ. 18 (D);
თხზულებანი ი. ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 187 (A); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 377 (E);
სალხინო საზანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება
ძველთა და ახალთ მწერლების, შედგენილი და შეთხზული გ.ი.
სკანდარნოვისაგან, გამ, მე-4, ტფილისი, 1895, გვ. 159 (F); ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა. გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 312 (G);
ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904,
გვ. 3 (H); ჩანგური ანუ სახალხო მეჯლისი, გამოცემული დ. ლაზარევის
მიერ, ტფილისი, 1905, გვ. 36 (I); ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 46 (J);
რჩეული ლექსები ილია ჭავჭავაძისა, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80,
ტფილისი, 1907, გვ. 18; იგივე გამოცემა № 81, გვ. 15 (K).
ს ა თ ა უ რ ი : ჩემო კარგო ქვეყანავ FGIJK.
თ ა რ ი ღ ი : 1880 (სარჩევში - 1878) A; 1878 J; 15 სექტემბერი, 1872 წ. B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** C; ი. ჭავჭავაძე D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) EG; ილია ჭავჭავაძე I.
A ტექსტის სტრიქონს “ჩემო თვალის სინათლევ” - B-ში ყველგან ენაცვლება
“ორთავ თვალის სინათლევ”.
2 გვწყალობს] გწყალობს CG. 3 დაგშორდნენ] დაგვშორდნენ CD. 4 ახალთ]
ახლათ D. 7 იქნები] იქმნები BC. 8 მიენდები] მიენდობი H. 11 შენისა ტრფობის]
ტრფობისა შენის B. 14 შეჰმუსრონ] შემუსრონ D. 15 მაშ რად] რაზედ B.
საინტერესოა ამ ლექსზე ვახტანგ ორბელიანის (1812 - 1890 წწ.) მიერ ლექსითვე
გამოხმაურება (“სამშობლო ქვეყნის პასუხი”, გაზ. “დროება”, 1883 წ. № 5):
მკითხე, ჩემო პოეტო, რაზედ მომიწყენია?
ნება მომეც, მეც გკითხო, შენ კი მოგილხენია?
მეუბნები, მარწმუნებ: “მომავალი ჩვენია”.
მაგგვარი იმედები ჩემს ყურს ბევრჯელ სმენია...
და ა.შ.
ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.
*** “აღარც ნატვრა...” (გვ. 150)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურ. “ივერია”, 1879, № 9 - 10, გვ. 119 (B); თხზულებანი ილია
ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 184 (A); სიტყვიერების თეორია,
შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ,

ტფილისი, 1898, გვ. 584 (C); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილგამოცემული ს. გორგაძის მიერ. თბილისი, 1907, გვ. 39 (D).
ს ა თ ა უ რ ი : აღარც ნატვრა და იმედი B.
თ ა რ ი ღ ი : 1878 (სარჩევში - 1877) A; 1877 B.
8 აღსდექი]A აღდექი B, აღსდეგი C .

კ. ბ. მ-სას (გვ. 151)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. “ივერია”, 1877, № 4, გვ. 8 (B); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი
თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 30 (C);
თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 177 (A).
თ ა რ ი ღ ი : B; 1877 A.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** B.
151. 1 ჩვენგანს] ჩემგანს BC. 8 უარვყოფდი] უარვჰყოფდი BC.
4 სიმდაბლეს] სიდაბლეს B.
152. 4 შთენია] ჰშთენია B.
კ. ბ. მ-სა - ვინ იგულისხმება ამ ინიციალებმში, გაშიფვრა ვერ მოხერხდა.

ბაზალეთის ტბა (გვ. 153)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები, № 130 (BCDEFG).
ა ნ ა წ ყ ო ბ ი : a, საცენზურო კომიტეტის ფონდი, № 480, ანაწერი I, საქმე 548, გვ. 69-70
(H) 30.
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “ჯეჯილი”, 1890, № 1, გვ. 26 (J); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, გვ. 295 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხმიანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ.
540 (I); ლექსები თ. ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა,
ტფილისი, 1904, გვ. 8; ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ. კ. გ. საზ-ის
გამოცემა, № 81, ტფილისი, 1907, გვ. 37.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : (ხალხური თქმულება) H;
თ ა რ ი ღ ი : 1890 A; 14 მკათათვეს, 1883 წ. G; 1883 წ., 14 ივლისი H.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** H; ილია ჭავჭავაძე J; ი. ჭავჭავაძე I.
ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნ. “ჯეჯილში” (J); აქ მას ბოლო სამი სტროფი
აკლია, ალბათ, ცენზურის მიზეზით. ამას გარდა, A-სთან შედარებით, არის
მცირეოდენი სხვაობაც: 153, 3 გარშემო] გარემო J; 154. 4 დამღერიან] დაჰმღერიან J;
მეორედ ლექსი სრულად გამოქვეყნდა (A) და შემდეგ პუბლიკაციებშიც ამ
ტექსტის მიხედვით იბეჭდებოდა, ამიტომ განსხვავება ნაბეჭდებს შორის თითქმის არ
არის.
30

ცნობა მოგვაწოდა ლ. ჭრელაშვილმა.

რაც შეეხება ავტოგრაფ U № 130-ს, იგი ცალკე ხელნაწერია, დაწერილი მოგრძო
ფურცლებზე შავი მელნით და ნასწორები იმავე მელნით, ხელნაწერი შედგება
რამდენიმე გვერდისაგან, სადაც მოცემულია ლექსის ექვსი ვარიანტი (BCDEFG),
ექვსივე უსათაურო, ამათგან ხუთი-უთარიღო (დათარიღებულია მხოლოდ ბოლო G
ტექსტი), ოთხი (BCDE) - დაუმთავრებელი (ხუთ ან შვიდსტროფიანია) და ორიც (FG)
მთლიანი ტექსტია. ამ ავტოგრაფებიდან 1914 წლის გამოცემაში დაბეჭდილია ხუთი,
მაგრამ ამათგან მხოლოდ ერთია ვარიანტად მიჩნეული (ჩვენი ლიტერით G ტექსტი).
აკლია ჩვენი ლიტერით F ავტოგრაფი (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, მიხ.
გედევანიშვილის გამოცემა, 1914, შენიშვ. გვ. XVII).
პ. ინგოროყვა ავტოგრაფთა საერთო რაოდენობას არ ასახელებს, მაგრამ
აღნიშნავს, რომ ამ ლექსს აქვს სამი დასრულებული ვარიანტი, გარდა პირვანდელი
ესკიზებისაო (ი ხ . ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებანი, ტ. I; 1951, გვ. 456).
ვარიანტების განყოფილებაში კი ამ ლექსის მხოლოდ ორი ვარიანტია გატანილი:
პირველ ვარიანტად - ჩვენი ლიტერით D (გვ. 299) და მეორე ვარიანტად - ჩვენი
ლიტერით F (გვ. 300). რაც შეეხება მესამე ვარიანტს (ჩვენი ლიტერით G), იგი
ვარიანტების განყოფილებაში არ არის დაბეჭდილი, მაგრამ ტომში მისი ფოტოპირია
მოთავსებული (გვ. 402-403).
ჩვენ ზემოთ დასახელებულ ექვსივე ტექტს ვარიანტად ვთვლით, რომლებშიც
ნათლად ჩანს პოეტის მთელი მუშაობის პროცესი ამ ლექსზე. ქვემოთ ტექსტებს
ვალაგებთ არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ხელნაწერშია, არამედ - ჩვენი
ვარაუდით - ქრონოლოგიურად (ე. ი. რომელი უფრო ადრინდელია, რით დაიწყო
ავტორმა ეს ლექსი და რით დაამთავრა). ამის უფლებას თვით ტექსტებზე დაკვირვება
გვაძლევს.
ავტოგრაფები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავტორის მიერაა ნასწორები: B
(ავტოგრაფში რიგით მე-4):

ბაზალეთისა ტბის ძირსა
ოქროს აკვანი არისო,
ზემოდამ ადგა მჭვირვალე
კარავი წმინდა წყალისო.
მის გარე ბაღი თურმეა,
არც ჰბერდება, არცა ჭკნება,
ქვეყნისა დროთა ცვლილებას
იგი არ ემორჩილება.
არ ერჩის თურმე მის მწვანეს
არც ზაფხული, არც ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
იმ ბაღის შუა გულში
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
ვერავის გაუბედნია.

მარტო ერთნი სირინოზნი...
აქ წყდება ტექსტი. აქედან: 5 “მის გარე”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “წყლის ქვეშე”, გადახაზულია. 6 “არც” - მის ნაცვლად ჯერ ეწერა “არასდროს”, - გადახაზულია. 7
ნაცვლად სიტყვისა “ცვლილებას” ჯერ ეწერა “ბრუნვასა”, - გადახაზულია. 9 ნაცვლად
სიტყვების “მწვანეს” ჯერ ეწერა “ყვავილს”, - გადახაზულია. 10 ნაცვლად სიტყვებისა
“არც ზაფხული” თავდაპირველად ეწერა “არც სიცხე”, - გადახაზულია. 12-13
სტრიქონებს (“მუდამ...” “იმა ბაღის”...) შორის გადახაზული:
“ბაღის მშვენიერს მდელოზედ
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
ვერავის გაუბედნია.
აქ, პირველ სტრიქონში ჯერ ეწერა “იმ ბაღის შუაგულშია”, გადახაზულია. შემდეგ: “იქ
ჩასვლა”-ს ნაცვლად ეწერა “იქამდე”, გადახაზულია. ნაცვლად სიტყვისა “ვერავის”
ვერა “ჩასვლა ვერ”, გადახაზულია.
C (რიგით მე-2):

ბაზალეთისა ტბის ძირსა
ოქროს აკვანი არისო,
მის გარშემო წყლის ქვეშე
ლამაზი ბაღი ყვავისო.
მწვანეა მუდამ ის ბაღი,
არასდროს თურმე არ ჰსჭკნება,
ქვეყნისა დროსა ცვლილებას
იგი არ ემორჩილება.
არ ერჩის თურმე მის ყვავილს
არცა სიცხე, არც ზამთარი,
[და] ლამაზ მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი,
იმ ბაღის შუა გულშია
ის აკვანი ასვენია
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
ვერავის გაუბედნია.
მხოლოდღა სირინოზნი კი
აკვანსა გარს ეხვევიან,
ნელის ღუღუნით ტურფანი
ტკბილს ნანას ეუბნებიან.

აქედან: 8-9 სტრიქონებს (“იგი არ”... “არ ერჩის”) შორის გადახაზულია: “ფოთოლს
ვერ უშრობს ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი”, “ვერცა ზამთარი უზრავსო”. 9 სიტყვის
“არ” ნაცვლად ეწერა “ვერ”, - გადახაზულია; ნაცვლად სიტყვისა “ყვავილს” ეწერა
“მდელოს”, შემდეგ “მწვავეს”, - გადახაზულია.
11. ნაცვლად სიტყვისა “ჩრდილებში” ეწერა “იმ ბაღში”, გადახაზულია.
12. ნაცვლად სიტყვისა “მუდამ” ეწერა ჯერ “ტურფა”, შემდეგ “ტკბილი”, ორივე
გადახაზულია.
D (რიგით I): პირველი ორი სტროფი თანხვდება C-ს I - II სტროფებს. შემდეგ
მოდის:
აკვანი იგი ოქროსი
ოდითვე იქ ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
ვერავის გაუბედნია.
ტურფანი სირინოზნი კი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
ნელის ღუღუნით ლამაზნი
ტკბილს ნანას ეუბნებიან.
ამბობენ, თამარ მეფესა
იგი იქ ჩაუსვენია
და ის კი აღარ იციან
შიგ მას ვინ ჩაუწვენია.
იქნება მასში ის ყრმა წევს,
რომლის არ ითქმის სახელი
და რომელსაც დღედაღამ
ნატრულობს ჩუმად ქართველი.
თუ ეგრე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
რომლისა ხელიც პირველად
შეარწევს იმა აკვანსა.
აქედან: 11 “და ის კი აღარ იციან”... - ამის ნაცვლად ჯერ ეწერა: “ამას კი აღარ
ამბობენ”, გადახაზულია.
ძირითად ტექსთან შედარებით, არ არის III სტროფი (“ვერ ერჩის...”); VI
(“ამბობენ, - თამარ დედოფალს...”) და VII (“ამას კი აღარ ამბობენ...”), სტროფების
აზრი გაერთიანებულია D ტექსტის V სტროფში:
E (რიგით მე-3) უახლოვდება A ტექსტს. დასრულებული არ არის და ხუთი
სტროფისაგან შედგება.
ბაზალეთისა ტბის ძირსა
ოქროს აკვანი არისო

და მის გარშემო წყლის ქვეშე
წალკოტი უცხო ყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ ჰსჭკნება,
ქვეყნისა დროსა ცვლილებას
იგი არ ემორჩილება.
არ ერჩის თურმე მის მწვანეს
არცა სიცხე, არც ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არის.
წალკოტის შუა გულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
ვერავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
ნელის ღიღინით გრძნეულნი
გრძნელს ხმებს ეუბნებიან.
აქედან: IV სტროფის (“წალკოტის შუა გულშია”) შემდეგ გადახაზულია:
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს ზედ ეხვევიან, ზედ დაჰხარიან,
ნელის ღიღინით, გალობით
გრძნელუს ხმებს ეუბნებიან.
ამ გადახაზული სტროფის გვერდით, არშიაზე წერია: “ზემოდამ ადგა მჭირვალე
კარავი წმინდა წყალისაო”.
F (ავტოგრაფში რიგით მე-5) შავი, სრული ტექსტია. იყოფა ორ თავად: I-ში
შედის ჩვენი ტექსტის (A) პირველი ხუთი სტროფი, II-ში - მომდევნო ხუთი სტროფი,
A ტექსტთან შედარებით F ასეთ სხაობას იძლევა:
153. 7 ტრიალსა] მუქარას F, ამის ნაცვლად ჯერ ეწერა “ცვლილებას”,
გადახაზულია. 10 ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი] არც სიცხე, არცა ზამთარი F, ეწერა,
“არც ზამთარი, არც ზაფხული”. გადახაზულია.
154. 1 მარტო ერთნი სირინოზნი] მარტო ისინი გრძნეულნი F, ეწერა “ტურფანი
სირინოზნი კი”, გადახაზულია. 3 F-ში “მარტო იგინი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “ნელის
ღიღინით”, შედმეგ “გრძნეულნი”, ორივე გადახაზულია. 4 წ-ში, ნაცვლად სიტყვებისა
“დასტრფიან და დამღერიან”, ჯერ ეწერა: “ტკბილ ნანას ეუბნებიან”, - გადახაზულია.
6 ნაცვლად სიტყვებისა “ის აკვანი იქ ჩაუდგამს”, F-ში ჯერ ეწერა: “იგი იქ ჩაუსვენია”,
“დაუდგენია”, “ტბის ძირსა ჩაუდ”, “იმ ადგილს დაუდგავს”, - ეს ყველაფერი
გადახაზულია და ზედ აწერია: “ის აკვანი იქ ჩაუდგამს”. 9 ამასს] იმას F. 11-12 ან
თვით... დაადინა] ან ტბის ქვეშ აკვნის დამარხვა რისთვის მოიწადინა F. 13 იქნებ

აკვანში] იქნებ მასში F. 14 ვისიც] რომლის F. 15-16 ვისაც... ქართველი] და რომელსაცა
დღედაღამ ჩუმად ნატრულობს ქართველი F. 17 ესე] ეგრე F. 19 ვისიცა] რომლისა F. 20
დასწვდება] ჩასწვდება F. 23-24 ვინც იმ... ცხებულსა] რომელსაც იმ ყრმობას
პირველად მიაწვდის თავის ძუძუსა F.
ტექსტის გვერდით ასეთი ავტორისეული მინაწერია: “შენ იქნება ბრმადაც
ჩამთვალო, რომ მე ჩვენში ინტელიგენცია ვერ შემიმჩნევია, მაგრამ გარწმუნებ,
მიკროსკოპიც რომ აიფარო თვალებზედ, მაინც ვერ იპოვი ე რაღაც ინტელიგენციაა.
მეტი ჩარა არ არის, უნდა დამიჯერო, რომ ინტელიგენცია, როგორც ცალკე რაზმი,
როგორც ის საკუთარი, თვით-არსებობითი მოვლენა ჯერ არ არსებობს და მალე არც
იქნება”.
ამ ტექსტს კიდევ აქვს მინაწერი: “რომ ჩვენში ახალი რაზმი გამოდის და
თანდათან მატულობს ეს ყველა თვალხილულისათვის”... იმავე ფურცელზე
მოთავსებულია ნ. ნიკოლაძისადმი წერილი, რომელსაც ლექსთან ასევე არაფერი
საერთო არ აქვს.
G (რიგით მე-6) ავტოგრაფი სუფთაა და სრული ტექსტია. იგი უფრო ახლო დგას
A ტექსტთან, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები.
ვუდარებთ ჩვენს ძირითად (A) ტექსტს:
153. 3 გარშემო] გარემო G. 6 სჭკნება] ჰსჭკნება G. 7 ტრიალსა] მუქარას G. 9 მის]
იმ G. 12 გაზაფხული] ყვავილები G. 13 წალკოტის შუაგულშია] იმ წალკოტის
შუაგულში G. 15 G-ში იყო “და კაცთაგანსა”, შემდეგ ავტორმა ჩაუმატა “ჯერ”, ხოლო
“კაცთაგანსა” გადააკეთა სიტყვად “კაცთაგანს” (“და ჯერ კაცთაგანს”).
154. 6 ჩაუდგამს] დაუდგამს G (ასეა, რ. კ.). 11 ან] და G. 12 ზედ ტბად] ტბა ზედ G.
13-16 ნაცვლად სტრიქონებისა - “იქნებ აკვანში... ქართველი?” – G -ში არის:

იქნება მასში ის ყრმა წევს,
რომლის არ ითქმის სახელი,
და რომელსაცა დღე და ღამ
ჩუმად ნატრულობს ქართველი G.
19 G-ში “ვისაც ხელი”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “რომლის ხელ”, გადახაზულია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, “ბაზალეთის ტბის” მხოლოდ ბოლო ვარიანტია (G)
დათარიღებული (“14 მკათათვეს, 1883”), ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტმა დაასრულა
ლექსზე მუშაობა. მართლაც, იმავე 1883 წელს ილიას გადაუწყვეტია მისი დაბეჭდვა
ჟურნ. “ივერიაში”. ამას მოწმობს H წყარო. იგი ორი გვერდისაგან შედგება (69, 70),
ორივე გვერდი აწყობილია და აქა-იქ კორექტურაც არის გაკეთებული. 69 გვერდზე
სრული ტექსტია, აქვს სათაური, ხელმოწერა და თარიღი. 70-ე გვერდზე იგივე
ტექსტია, ოღონდ - უსათაურო. სათაურის მაგივრად არის *, ქესათაურად კი “ ხ ა ლ ხ უ რ ი თ ქ მ უ ლ ე ბ ა ”. ეს ტექსტი მოკვეცილია (ტაეპიდან - “იქნებ აკვანში
ის ყრმა წევრს” - ბოლომდე) ცენზურის მიერ და იქვე მიწერილია საცენზურო
კომიტეტის რეზოლუცია: “По журнлалу цензурного комитета 20 июля 1883 год
определено в виду 3 ст. пун. ценз. дель. Напечатание воспретить и удержать при
делах”.
H ტექსტი მომდინარეობს G ავტოგრაფიდან, მცირეოდენი სხვაობით, რითაც H
ტექსტი უფრო ახლოს დგას საბოლოო ტექსთან, რომელიც ბოლოშეკვეცილი სახით

დაიბეჭდა 1890 წელს “ჯეჯილში”. მოვიტანთ H-ის განსხვავებულ წაიკითხვებს Aსთან შედარებით:
153. 7 ტრიალსა] მუქარას H. 12 გაზაფხული] ყვავილები H.
154. 6 ჩაუდგამს] დაუდგავს H. 13 იქნებ აკვანში] იქნება მასში H. 15-16 ვისაც...
ქართველი] და რომელსაცა დღედაღამ ჩუმად ნატრულობს ქართველი H. 17, 21 ესე]
ეგრე H. 22 სახელდებულსა] გამარჯვებულსა H.
ლექსს ვათარიღებთ G ავტოგრაფის მიხედვით.
ბ ა ზ ა ლ ე თ ი ს ტ ა ბ ა - მდებარეობს დუშეთის მახლობლად.

დამაკვირდი (გვ. 155)

ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. “ივერია”, 1886, № 80, 85, 97, 100, 117, 119, 137, 141, 155, 175, 181, 187
(B); დამაკვიდრი ანუ აფორიზმები ძველთა და ახალთა ბრძენთა,
მეცნიერთა და გამოჩენილ კაცთა მიერ თქმულნი, დაბეჭდილი
“ივერიის” რედაქციის მიერ, ტფილისი, ე. ხელაძის სტამბა, 1887, გვ.
(C); გაზ. “ივერია”, 1888, № 1 (D); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I,
ტფილისი, 1892, გვ. 279 (A); გაზ “ივერია”, 1904, № 264, 267, 277, 279
(E); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი,
1904, გვ. 59 (F); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილგამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 67 (G); ჟურნ.
“ნიშადური”, 1907, № 4, გვ. 10 (H).
ს ა თ ა უ რ ი : დამაკვირდი BG; საახალწლო მილოცვა პ. უმიკაშვილს D; ქართული
სიბრძნე (მგოსანთა გამონათქვამიდან) E; ილია ჭავჭავაძის
აფორიზმები H.
ს ა თ ა უ რ ი ს მ ა გ ი ე რ : (თქმული ლარიძისა) C.
თ ა რ ი ღ ი : 1889 AG.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ლარიძე BC; (ილია ჭავჭავაძე) E.
“დამაკვირდის”
მთლიანი
ტექსტის
ავტოგრაფი
მიუკვლეველია. მხოლოდ ერთი სტროფის (“ვაჟკაცად იმას არ
ვაქებ”...) ავტოგრაფი აღმოაჩინა შ. გოზალიშვილმა (იხ. მისი
“უცნობი ავტოგრაფები”, გაზ. “კომუნისტი”, 1964, 18/I).
1886 წლის გაზ “ივერიის” (B) ზემოჩამოთვლილ ნომრებში საერთო სათაურით
“დამაკვირდი” იბეჭდებოდა სხვადასხვა პოეტის გამონათქვამი, მათ შორის ილია
ჭავჭავაძის თითო სტროფი თითო ნომერში ასეთი თანმიმდევრობით: XII, V, XIII, VI,
IX, II, IV, III, X, I, XIV, VIII, VII, XI.
თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ილიას ფსევდონიმი “ლარიძე”. ამავე
ფსევდონიმით დაიბეჭდ გაზ. “ივერიის” გამოცმაში (C) უკვე ლექსად აკინძული
ტექსტის სტროფთა ასეთი თანმიმდევრობა: I, IV, III, X, IX, VIII, VI, VII, II, XIII, V,
XIV, XII.
1888 წლის “ივერიაში” (D) კი ხელმოუწერლად დაიბეჭდა მხოლოდ ერთი
სტროფი (IV – “წუთის-სოფელი ესეა”...), რომელიც მიეძღვნა პ. უმიკაშვილს.

F-ში დაიბეჭდა სტროფთა ასეთი განლაგებით: XIII, I, VII, VIII, XI, IV, X, V, XII,
III, II, VI, IX, XIV.
G-ში - II, XII, VII, IV, XIII.
H-ში კი ასე: VII, IX, VI, III, XIII, IV, II, X, XII, XI, VIII, V. ბოლო სტროფი H-ში
არის:
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქვამია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდგომია.
ეს სტროფი სხვა წყაროებში არ გვეხვდება. დანარჩენი სტროფები თითო-ოროლა
სიტყვის სხვაობით მისდევს A-ს, რომლის კომპოზიციასაც ვიცავთ წინამდებარე
ტომში, როგორც ავტორის ბოლო ნებას.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში სტროფთა
განლაგება თანხვდება A-ს VI სტროფის ჩათვლით. შემდეგ კი თანმიმდევრობა
ასეთია: IX, X, XIII, VII, VIII, XIV, XII, XI. 1925 – 1951 წლების გამოცემათა I ტომებში
გამომცემლებს შეუცვლიათ ამ სტროფთა განლაგება ასე: XII, XIII, V, VI, IX, II, IV, III,
X, I, XIV, VII, VII, XI.
AG წყაროებში “დამაკვირდი” დათარიღებულია 1889 წლით.
როგორც ზემოთ დავინახეთ, “დამაკვირდის” ბეჭდვა ილიამ დაიწყო 1886 წლის
“ივერიის” № 80-დან და დაამთავრა № 187-ში. დღეისათვის სადავო გახდა IV
სტროფის (“წუთის-სოფელი ესეა”...) ილიასეულობა. 1979 წელს გამოცემული
“ქართული ხალხური პოეზიის” VII ტომში ეს ლექსი შეტანილ იქნა, როგორც
ხალხური ლექსი (გვ. 31). ხოლო მის შესახებ შენიშვნაში (გვ. 229) ვკითხულობთ:
“ქართლი”, ჩამწ. მირზაშივლი. ფ. არქ. 13238, იგივე “ივერია” 1888 წ., № 1, საახალწლო
მილოცვა პ. უმიკაშვილს; იგივე ი. ჭავჭავაძის თხზ. სრ. კრებ. ტ. I, 1951, გვ. 107, აქ
შეცდომითაა მითითებული, რომ პირველად ეს ლექსი 1886 წელს დაიბეჭდა
“ივერიაში” (იქვე, გვ. 456). ლექსი პირველად ხელმოუწერლად გამოქვეყნდა
“ივერიაში” 1888 წელს, როგორც საახალწლო მილოცვა პ. უმიკაშვილისადმი. ამის
შემდეგ შეჰქონდათ ილია ჭავჭვაძის თხზულებათა გამოცემებში. აქამდე არც ერთ
ფოლკლორულ კრებულში არ დაბეჭდილა, რადგან, როგორც ჩანს, ილიასეულად
მიაჩნდათ. თუმცა სხვა საბუთი, გარდა იმისა, რომ იგი “ივერიაში” დაიბეჭდა,
ჯერჯერობით არა ჩანს. ფოლკოლრული ჩანაწერების არსებობა და ის გარემოება, რომ
აღნიშნული ლექსი კახური სუფრული სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებულია, ვფიქრობთ, გვაძლევს უფლებას შევიტანოთ იგი ხალხური
ლექსების მრავალტომეულში”. იქვე მოტანილია ამ სტრფის კახური ვარიანტი:
“წუთისოფელი იგრეა, დღე-ღამე გვითენებია,
რაც რომ მტერს დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”.
აქ ნათქვამია, რომ ლექსი შეტანილია ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული
კრებულის I ტომში (1951 წ.) და რომ აღნიშნულ გამოცემაში არასწორად არის
მითითებული ლექსის პირველი პუბლიკაციის თარიღი (1886 წ. ) რამდენად
შეეფერება ყოველივე ზემოთქმული სინამდვილეს? არის თუ არა ეს ლექსი მართლა
ხალხური?

ლექსი “დამაკვირდი” შედგება თოთხმეტი ნაწილისაგან. თითოეულ ნაწილში კი
მოთავსებულია ერთ- ან რამდენიმესტროფიანი ლექსი, სადაც ავტორი პოეტურად
აყალიბებს თავის დაკვირვებებს და შეხედულებებს ადამიანზე, მის ცხოვრებაზე და
საერთოდ წუთისოფელზე. ლექსი “წუთის-სოფელი ესეა” “დამაკვირდიში” IV
ნაწილად არის შესული (რადგან პ. ინგოროყვამ “დამაკვირდის” ნაწილებს ადგილი
შეუცვალა, ი. ჭავჭავაძის თხზუშებათა 1925-1951 წლების გამოცემებში ლექსი VII
ნაწილადაა წარმოდგენილი).
როგორც აღვნიშნეთ, 1886 წლიდან გაზ. “ივერიაში” თავდაპირველად საერთო
სათაურით - “დამაკვირდი” იბეჭდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა მწერლისა თუ
მოაზროვნის ბრძნული გამონათქვამები, მათ შორის ილიას ლექსებიც, - თითო
ნაწილი თითო ნომერში. ასე ამგვარად, ეს წვრილ-წვრილი ლექსები ილიასი ცალკცალკე დაიბეჭდა 1886 წლის გაზეთ “ივერიის” თხუთმეტ ნომერში ( № 80, 85, 97, 100,
104, 117, 119, 137, 141, 155, 175, 179, 181, 187). თითეულ მათგანს ქვეშ მიწერილი აქვს
გვარი “ლ ა რ ი ძ ე ”. გაზეთის ზემოთ დასახელებული ნომრებიდან № 119-ში
მოთავსებულია ჩვენთვის საინტერესო ლექსი “ლარიძის” ხელმოწერით.
1887 წელს “ივერია” საერთო სათაურით “დ ა მ ა კ ვ ი რ დ ი ” ბეჭდავს ცალკე
წიგნს, რომელშიც, სხვა ავტორთა ლექსების გვერდით, ერთადაა დაბეჭდილი
ზემოხსენებულ ნომრებში ცალ-ცალკე გამოქვებნებული ლარიძის ლექსები და
სათაურის მაგიერ თავზე აწერია: (“თ ქ მ უ ლ ი ლ ა რ ი ძ ი ს ა ”). მასში ლექსიც
“წუთის-სოფელი ესეა” (გვ. 79). ამის შემდეგ, 1888 წელს, გაზ. “ივერიის” № 1-ში
იბეჭდება სწორედ ეს ლექსი, როგორც მილოცვა პეტრე უმიკაშვილისადმი. ლექსი აქ
ხელმოწერილია, მაგრამ მისი ავტორი უკვე ცნობილია (ლარიძე), ამიტომ ეჭვი არ
გვეპარება, რომ ამ ხელმოუწერელი ლექსის ავტორის ვინაობა პ. უმიკაშვილსაც
ეცოდინებოდა. მით უფრო, რომ იგი ავტორს ახლოს იცნობდა.
ლექსის ავტორის ვინაობა უკვე ყველასათვის ნათელი და აშკარა გახდა, როცა
ტექსტი შეტანილ იქნა 1892 წელს გამოცემულ ილიას თხზულებათა I ტომში (გვ. 282).
ამ გამოცემაში ლექსი დაიბეჭდა “ივერიის” ზემოხსენებულ ნომრებში გამოქვეყნებულ
სხვა ლექსეთბან ერთად, სათაურით “დამაკვირდი”. ამიერინად, 1892 წლამდე ილიას
ეს ლექსი სამჯერ გამოქვეყნდა: ორჯერ “ლარიძის” ფსევდონიმით, ერთხელ ხელმოუწერლად. 1892 წლის გამოცემა კი, როგორც ცნობილია, ილიას უშუალო
მეთვალყურეობით მომზადდა. 1904 წელს იბეჭდება კრებული - “ლექსები თ. ილია
ჭავჭავაძისა”, რომელშიც შეტანილია ილიასეული “დამაკვირდის” მთლიანი ტექსტი,
დღეს სადაოდ გამხდარი ლექსითურთ (გვ. 59). ამრირგად, 1907 წლამდე, ილიას
სიცოცხლეში, “წუთის-სოფელი ესეა” რამდენჯერმე გამოქვეყნდა; პოეტის სიკვდილის
შემდეგაც გამომცემლებს იგი უყოყმანოდ შეჰქონდათ ილიას თხზულებათა
კრებულებში (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის და 1925-1951 წწ.
გამოცემები და სხვა). ასე რომ, ლექსის ილიასეულობა უდავოა.
ლექსს ვათარიღებთ მისი პირველი პუბლიკაციის მიხედვით: [1886 წ.]

კითხვა -პასუხი (გვ. 159)
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “მოამბე”, 1894 წ., № 2, გვ. 145 (B); გაზ. “ივერია”, 1894, № 46, გვ. 3
(C); პატარა ჩანგი, გამოცემა “გუთნისა” (სტამბა არ. ქუთათელაძისა),
თფილისი, 1902, გვ. 4 (D); პატარა ჩანგი, გამოცემა მე-2, სტამბა ძმები

თავართქილაძეებისა, ტფილისი, 1903, გვ. 4 (E); ლექსები ილია
ჭავჭავაძისა, მაღ. “ცოდნის” გმოცემა, 1904, გვ. 20 (A).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ილია ჭავჭავაძე BDE;
გაზ.
“ივერიაში”
ლექსი
ჩართულია
სტ.
ჭრელაშვილის
სტატიაში
“ბიბლიოგრაფიული წერილი”, რომელშიც ნათქვამია: “ამავე მეორე ნომერში
(იგულისხმება ჟურნ. “მოამბე”, 1894 წ. № 2, - რ. კ.) დაბეჭდილია სხვათა შორის ახალი
ლექსი ბ-ნ ილია ჭავჭავაძისა “კითხვა-პასუხი”, რადგან ეს ლექსი ეკუთვნის
რედაქტორს ჩვენის გაზეთისას, ამიტომ მისი დაფასება მიგვინდვია სხვისთვის.
მაგრამ რადგან ამ ავტორს დიდი ხანია აღარ დაუწერია ლექსი, ამიტომ იმედი გვაქვს,
მკითხველი აღარ დაგვემდურება, რომ მთლიანად ამოვბეჭდეთ ხსენებული ლექსი.
თანაც ამ ლექსით მკითხველს საშუალება მიეცა, რომ სიგრძე-სიგანით გაზომოს
უშველებელი ძალა “კვალის” კრიტიკოსისა (იგულისხმება გ. წერეთელი, - რ. კ.),
რომელიც აუწყებს ქვეყანას, რომ ბ-ნმა ილია ჭავჭავაძემ გაუშვა ხელი ქართველთა
მაჯას “გლახა ჭრიაშვილის” დაწერის შემდეგო... აი ეს ლექსი სიტყვა-სიტყვით”... და
ამის შემდეგ მოტანილია ლექსი მთლიანად. იგი თანხვდება B ტექსტს.
ლექსის დაწერის თარიღი ცნობილი არ არის, იგი პირობითად თარიღდება
პირველი პუბლიკაციის მიხედვით: [1894 წ.].

ორხმიანი საახალწლო ოპერეტი (გვ. 161)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 185 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. “ივერია”, 1895, № 1-5 (A)
ს ა თ ა უ რ ი : ფელეტონი B.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ფირუზა A.
ავტოგრაფი შესრულებულია შავი მელნით, შეყვითლებულ უხაზო ქაღალდზე;
არის მხოლოდ ერთი გვერდი, რომელზეც წერია ტექსტის პირველი ხუთი სტროფი.
მისი გაგრძელება, ჩანს, დაკარგულია.
161. 7 სასძლოდ] სარძლოდ B.
162. 8 B-ში ნაცვლად სიყვისა “სხვებზე” ჯერ ეწერა “მტრებზე”, გადახაზულია. 10
ჩვენი პოეტი აკაკი] ზღაპრების უსტა აკაკი B.
ჩვენს გამოცემაში გასწორებულია ორი ფორმა: გვ. 165, 24 აქედ-აქეთ; გვ. 170, 7
სმენლისა -> მსმენლისა.
161. გ ი ო რ გ ი წ ე რ ე თ ე ლ ი (1842-1900); ცნობილი მწერალი და საზოგადო
მოღვაწე.
ზოილი: ფსევდონიმი დავით კეზელისა (1854-1907), - პუბლიცისტი, მწერალი.
წერდა აგრეთვე “დავით სოსლანისა” და “არაგველის” ფსევდონიმებით.
162. “კვალი” ყოველკვირეული ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი (18931904), დამაარსებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი - გ. წერეთელი.
ჩ ვ ე ნ ი პ ო ე ტ ი ა კ ა კ ი : აკაკი წერეთელი ( 1840-1915).
163. “ივერია” ლიტერატურულ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა, (18771906), რომლის დამაარსებელი იყო ილია ჭავჭავაძე.

164. გ ე უ რ ქ - ა ღ ა წ ე რ ე თ ე ლ ი - იგულისხმება გიორგი წერეთელი.
“შ ე ვ კ ა რ დ ა ს ი ”: აქ იგულისხმება “მესამე დასი”, რომლის ერთ-ერთი
ორგანიზატორი იყო გიორგი წერეთელი.
“ჩ ე მ ი მ ე ს ა მ ე დ ა ს ი ა ”: “მესამე დასი” - პირელი სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაცია საქართველოში (დაარსდა 1893 წ.). “მესამე დასმა” დიდად შეუწყო ხელი
მარქსიზმის გავრცელებას და საფუძველი ჩაუყარა სოციალ-დემოკრატიულ
მოძრაობას საქართველში.
165. ს ი ლ ო ვ ა ნ
ხ უ ნ დ ა ძ ე : (1860-1928), ცნობილი პედაგოგი და
ლიტერატორი.
ი ლ ი ა ხ ო ნ ე ლ ი : ფსევდონიმი მწერლისა და ჟურნალისტის ილია ბახტაძისა
(1859-1900).
166. “პ ო ე ტ ი ს ს ი ლ ო ვ ა ნ ი ს ა ”: იგულისხმება სილოვან ხუნდაძე.
“მ ო ა მ ბ ე ”: ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი (1894-1905), რომლის
რედაქტორიც იყო ალ. ჭყონია. გამომცემლები: ნ. ღოღობერიძე, შემდეგ - ალ.
ჯაბადარი.
გაზ “კ ა ვ კ ა ზ ი ”: ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული
რუსული გაზეთი, გამოდიოდა თბილისში (1846-1918). 1850 წლიდან გაზეთს სცემდა
კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარია.
167. “ა ნ ტ ო ნ მ ა ც მ ე წ ი ნ გ ა მ ი გ დ ო ”: იგულისხმება ცნობილი მწერალი
ანტონ ფურცელაძე (1839-1913).
168. მ ი ხ ე ი ლ მ ა ჩ ა ბ ე ლ ი : ივანე მაჩაბლის მომხრე ბანაკის ირგვლივ
გამართულ კამათში.
170. “ა მ ი ს თ ვ ი ს მ ა რ ტ ო ვ ა ნ ო ს ი ”: იგულისხმება ცნობილი საზოგადო
მოღვაწე, მწერალი, შექსპირის უბადლო მთარგმნელი ივანე (ვანო) მაჩაბელი (18541898).
ძ მ ა ნ ი ყ ი ფ შ ი ძ ე ნ ი : იგულისხმება გრიგოლ (1856-1921) და ალექსანდრე
(1862-1916) ყიფშიძეები, “ივერიის” თანამშრომლები და ცნობილი ლიტერატორები.
“ი ს ე ვ ს ჯ ო ბ ს ს ა დ მ ე წ ა ვ ი დ ე , ბ ა ნ კ შ ი უ რ გ ე ბ ა დ გ დ ე ბ ა ს ა ”:
ნათქვამია საადგილმამულო ბანკზე, რომლის დამაარსებელი, სულისჩამდგმელი და
ხელმძღვანელი მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში (1875-1905 წწ.) იყო ილია.
171. მ ი შ ო : იგულისხმება მიხეილ მაჩაბელი.
172. ნ. ზ. ც ხ ვ ე დ ა ძ ე : ნიკო ზებედის ძე ცხვედაძე (1845-1911). პედაგოგი,
მწერალი, საზოგადო მოღვაწე. მისი ინიციატივით წამოიჭრა საკითხი ქართული
უნივერსიტეტის შენობის აგებისა.
173. ი. გოგებაშვილი: იაკობ გოგებაშვილი (1842-1911), ცნობილი პედაგოგი,
მწერალი საზოგადო მოღვაწე.
მართალია, “ორხმიანი საახალწლო ოპერეტი” ავტოგრაფსა და პირველნაბეჭდში
დათარიღებული არ არის. მაგრამ, პ. ინგოროყვას მოსაზრებით, “ეს ლექსი, როგორც
ჩანს მისი სადღეისო ხასიათის მიხედვით, დაწერილია 1894 წლის მიწურულში,
საახალწლოდ” (იხ. ილია ჭავჭვაძე, თხზულებანი, ტ. I, 1951, გვ. 440). მართლაც, ამ
ლექსის შინაარსი, მასში ნახსენები ისტორიულ-ლიტერატურული რეალიები

ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ იგი დაწერილია 1894 წლის დამლევს, ლექსსაც
ასე ვათარიღებთ: [1894 წლის დამლევი] 31.

*** “რად გვინდა, ვინ ხარ” (გვ. 175)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი :U: ავტოგრაფი, № 131.
ავტოგრაფი ნაწერია უხაზო ქაღალდზე. შავი მელნით. ნაწერი სუფთაა,
დაუთარიღებელი.
ავტოგრაფიდან ჩანს, რომ ლექსი ილიას ერთდროულად დაუწერია (ან
გადაუთეთრებია) და გამოცანები თანმიმდევრობით დაუნომრავს (1, 2, 3).
ტექსტის მე-3 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “რაც კაცი ხარ”, ჯერ ეწერა “რაც
შიგან ხარ”, გადახაზულია.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში, მე-2 გამოცანის მე-15
სტრიქონსა და მე-3 გამოცანის პირველ სტრიქონში, ნაცვლად ავტოგრაფისეული
სიტყვისა “რამ” (“რაც გინდ რამ ქერქი იცვალოს”; “კალამი რამ უშოვნია”)
დაბეჭდილია “რომ”. ჩვენ აღვადგინეთ ილიასეული სიტყვა.
მე-2 გამოცანის მე-9 სტრიქონში გასწორდა ერთი ფორმა აქედ-იქით -> აქეთიქით (ეს ფორმა გასწორებულია 1925-1951 წწ. გამოცემებშიც).
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ეს ლექსი ნაწყვეტების
განყოფილებაშია შეტანილი (გვ. 543). ლექსის ადრესატად მიჩნეულია დ. კეზელი
(“როგორც ლექსის შინაარსიდან სჩანს, იგი დაწერილია დ. კეზელის შესახებ”. ვკითხულობთ აღნიშნული გამოცემის “შენიშვნებში”, გვ. XXV). პ. ინგოროყვა I
გამოცანაზე ამავე აზრისაა: “პირველი გამოცანა, ყველა ნიშნებით, ეხება დავით
კეზელს, - წერს იგი, - მეორე გამოცანა შესაძლოა გიორგი წერეთელს იგულისხმებდეს,
თუმცა ამის გადაჭრით თქმა ძნელია. ხოლო ვის ეხება მე-3 გამოცანა, ეს
გამოურკვეველი რჩება” (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, პ.
ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. I, 1951, გვ. 457).
რაც შეეხება ლექსის დაწერის დროს, პ. ინგოროყვას აზრით, მართალია, ამ
ლექსის თარიღის გასარკვევდ ზედმიწევნითი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ყველა
ნიშნით იგი 90-იან წლებს ეკუთვნის (იხ. ილია ჭავჭავაძე, ნაწერების სრული
კრებული ცხრა ტომად. პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედაქციით, ტ. I, 1925 წ., გვ.
420).
ილიას თხზულებათა 1951 წლის გამოცემაში ლექსი პირობითად ასეა
დათარიღებული: “[90-იანი წლ.]”. ჩვენ ვიზიარებთ ასეთ დათარიღებას.
«Т и ф л и с к и й л и с т о к » - თბილისის ყოველდღიური რუსული გაზეთი
(1886 - 1919), რომელშიც დ. კეზელი თანამშრომლობდა (დ. კეზელის შესახებ იხ. გვ.
436).

31

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დაბეჭდილია ნაწყვეტების
განყოფილებაში და დაუთარიღებულადაა დატოვებული; 1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსი
დათარიღებულია 1894 წლის დეკემბრით.

აჩრდილი (გვ. 179)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : ავტოგრაფი - U: № 107 (B); M: კრებ. № 17501, გვ. 40 (C); K: № 1024
(E); ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი - U: № 112 (D) 32.
ნ ა ბ ე ჭ დ ი : 33 ჟურ. “ცისკარი”, 1859, №10, გვ. 101; ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863,
№ 7, გვ. 39 და № 8, გვ. 40; ჩონგური, შედგენილი კ.
ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 35 (G) “კერებული”
1872, წიგნი 8-9, გვ. 1; “კრებული”, 1872, წიგნი 10-12, გვ. 1; “კრებული”,
1873, წიგნი 1, გვ. 268; “კრებული”, 1873, წიგნი 2, გვ. 208; “კრებული”,
1873, წიგნი 5-6, გვ. 183; ჟურნ. “ივერია”, 1881, № 2, გვ. 3 და № 3, გვ. 99
(H); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 225 (A);
ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 378;
პოემების სრული კრებული, გამოცემა მ. ლაღიძისა, ტფილისი, 1898,
გვ. 3; ჩონგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა. ბათუმი, 1904, გვ. 7; ქნარი.
შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 7; ლექსები თ. ილია
ჭავჭავაძისა, 1904, გვ, 4; ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები... შედგენილგამოცემული ს. გორგოძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 39, 50, 53. ილია
ჭავჭვაძის რჩეული ლექსები, 1907, გვ. 19.
თ ა რ ი ღ ი : 26 იანვარს, 1859-სა წ. B; ტფილისი, 1860 წ. D; 1881 (სარჩევში - 1860) A.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ***; ილია ჭავჭავაძე; ილია ჭავჭავაძე.

“აჩრდილის” ტექსტისათვის
“აჩრდილის” ტექსტი ყოველმხრივ რთულია. ილიას ბევრი უმუშავნია მასზე.
“...ამ “აჩრდილმა” ტყავი გამაძრო. ისტორიულს ნაწილზედ... შევდექ და ერით ბიჯი
წინ ვეღარ წავდგი. არ ვიცი, რა ვქნა: ვამბობ, ამ “აჩრდილს” თავი დავანებო-მეთქი. ეგ
ოხერი ჩვენი ისტორიაა... მარტო ომებისა და მეფეების ისტორიაა, ერი არსადა ჩანს. მე
კი ასეთის აგებულობის ადამიანი ვარ, რომ მეფეების და ომების სახე არ მიზიდავს
ხოლმე. საქმე ხალხია და ხალხი კი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს. ვწუხვარ და
ვდრტვინავ და განკითხვა არსაით არის”, - სწერს ილია დ. ერისთავს (ი.
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებანი, ტ. X, 1961, გვ. 34). ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ
ილიამ პოემას საბოლოო სახე მაინც ვერ მისცა (აკლია 22-ე და 23-ე თავები).

32

არსებობს ამ ვარიანტის რამდენიმე ხელნაწერი ტექსტი, კირ. ლორთქიფანიძის. პ. უმიკაშვილის და
უცნობი პირის მიერ გადაწერილი. მისი ავტოგრაფი ჩვენამდე არ მოღწეულა. ჩვენ შევჩერდით
ხელნაწერ № 112-ზე, რომელიც ცალკე ხელნაწერ წიგნად არის შეკრული და მომზადებულია
დასაბეჭდად, ამავე დროს, სხვა გადაწერილებისაგან განსხავებით, სრული ტექსტია.
33
წყაროების სიმრავლის გამო აქ ლიტერებით აღვნიშნავთ მხოლოდ მათ, რომლებზეც ვარიანტული
შეჯერების დროს ქვემოთ გვექნება საგანგებო მსჯელობა. დანარჩენ შემთხვევაში წყაროებს
ვასახელებთ ლიტერების გარეშე. ამის გამო ხელმოწერებსაც ვეღარ აღვნიშნავთ ლიტერებით, თუმცა
ქვემოთ, ვარიანტებზე მსჯელობის დროს, ყველგან მივუთითებთ იმ წყაროებს, სადაც ეს ხელმოწერები
გვხვდება. აქ კი ვუთითებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მკითხველს, რა ხელმოწერით
ბეჭდავდა საერთოდ ილია პოემის ტექსტს.

პოემაზე მუშაობის დროს ავტორის გზადაგზა ცვლიდა არა მარტო ცალკეცლ
სტრიქონებსა და სტროფებს, არამედ მთელ თავებსაც კი. ამიტომაც ახსოვდა მას, თუ
სად რომელი თავები იბეჭდებოდა პოემისა: “ძმაო კირილე... - სწერდა ილია კ.
ლორთქიფანიძეს, - უმიკოვს ჩემი “აჩრდილი” აქვს ახლად გადაკეთებული. იქედან
VII, VIII და IX მუხლი დაბეჭდე იმ სათაურით, როგორც ადრე იყო დაბეჭდილი
“კრებულში” (ტ. X, გვ. 30 წერილი უთარიღოა). ამ პატარა ციტატიდანაც ნათელია
ილიას დამოკიდებულება თავისი პომეისადმი. ყოველივე ამას ამიტომ აღნიშნავთ,
რომ ილიას გარეშე მის სიცოცხლეში შეუძლებელი იქნებოდა ტექსტში რომელიმე
გამომცემლის ან რედაქტორის თვითნებური ჩარევა.
ცნობილია, რომ “აჩრდილზე” მუშაობა ი. ჭავჭავაძემ არსებითად 1872 წელს
დაამთავრა (იხ. ქვემოთ, დათარიღების შესახებ), რის შემდეგაც რედაქციული
ცვლილება ტექსტს აღარ გაუნცდია, თუმცა ზოგიერთი სწორება სტილისტური თუ
პოეტური თვალსაზრისით მაინც გრძელდეობდა. ამას ადასტურებს 1872 წლის
შემდეგ ილიას სიცოცხლეშივე მომზადებული და გამოქვეყნებული პოემის ტექსტები
(იგულისხმება 1892, 1898, 1904, 1907 წლებში დაბეჭდილი პოემის მთლიანი ტექსტი
ან მისი ცალკეული თავები).
“აჩრდილის” ავტოგრაფებისა და ნაბეჭდი წყაროების შესწავლამ გვიჩვენა, რომ
ჩვენთვის საინტერესო ზოგი სიტყვა, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით, ილიას
თხზულებათა 1892 წ. გამოცემაში შეცვლილია სხვა სიტყვებით (უნდა აღინიშნოს,
რომ 1881 წიდან 1892 წლამდე პოემა არ გამოქვეყნებულა). მათი რაოდენობა არც თუ
ისე მცირეა. ეს სიტყვები 1892 წლის შემდგომ გამოცემებში დამკვირებულან და აღარც
უცვლიათ სახე. 1892 წლის გამოცემა ერთგვარი ზღვარია, რომლის შემდეგაც
“აჩრდილის” ტექსტი უცვლელად მეორდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ
რამდენიმე უმნიშვნელო ნაირწაკითხვას. ეჭვს გარეშა, რომ ამ წლებში გამოქვეყნებულ
თავის პოემას ან მის ფრაგმენტებს ავტორი უყურადღებოდ არ ტოვებდა და
თვალყურს ადავნებდა. ყოველივე ამის გამო ჩვენ მიგვაჩნია, რომ 1892 წლის
გამოცემაში “აჩრდილის” ტექსტში შეტანილი ცვლილებანი ავტორისეულია ან
ავტორის თანხმობას ემყარება და არა რედაქტორ-გამომცემლის თვითნებობას.
ი. ჭავჭავაძე ძალიან განიცდიდა ცენზურის ჩარევას, რაზეც მეტყველებს მისი
არაერთი წერილი კერძო პირებისადმი. სავსებით სამართლიანად მოიქცნენ პ.
ინგოროყვა და ალ. აბაშელი, როცა თავიანთ გამოცემებში აღადგინეს ცენზურის მიერ
ამოღებული ადგილები ან ბეჭდვის დროს გაფრენილი სტრიქონები და მკითხელს
მისცეს პოემის ნამდვილი, სრული ტექსტი (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I
ტომები 1925 - 1951 წლების გამოცემებისა). მაგრამ არ ვეთანხმებით ზოგ სწორებას,
რომლებიც მათ შეიტანეს ილიასეულ 1892 წლის გამოცემის ტექსტში (ე. ი. ძირითად
ტექსტში, რომელიც საფუძვლად დაედო როგორც ზემო-ხსენებულ გამოცემებს, ისე
წინამდებარე გამოცემებსაც) 34. ამ პუბლიკაციას ისინი სამართლიანად მიიჩნევენ
“აჩრდილის” საბოლოო ტექსტად, მაგრამ მხედველობაში აღარ იღებენ 1892 წლის
შემდეგ ილიას სიცოცხლეშივე კვლავ გამოქვეყნებულ პოემის ტექსტებს (ამ შემდგომ
ნაბეჭდ წყაროებს ისინი არც ასახელებენ) და პოემის 1892 წლამდე არსებული
ვარიანტებიდან გამოცემებში შეაქვთ სწორებები ტექსტის ზოგი ადგილის პოეტურად
უკეთ გამართვის მიზნით (იხ. ტ. I, 1951 წ., გვ. 457-460). ამრიგად, 1925-1951 წლების
გამოცემებში ტექსტის დადგენისას მხედველობიდან არის გამორჩენილი ის
34

სწორებები შეტანილია აგრეთვე “აჩრდილის” ვარიანტებშიც. რომლებსაც გზადაგზა შევეხებით ამ
ვარიანტებზე მსჯელობის დროს.

გარემოება, რომ 1892 წლის გამოცემაში ნახმარმა სიტყებმა და ფორმებმა მის შემდგომ
პუბლიკაციებში უკვე მოიპოვეს მოქალაქეობრივი უფლება, როგორც პოეტის ბოლოს
ნებამ. მაგალითად:
“აჩრდილის” I თავში (მე-7-8 სტრიქონები) 1892 წლის გამოცემაში ვკითხულობთ:
იგივ დიადი, იგივ მძინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
1881 წლიდან (ჟურნ. “ივერია”) ეს სტრიქონები
მეორდება
1892 წლის
გამოცემაში და მის შემდეგ დაბეჭდილ ტექსტებშიც. ამას უცვლელად ბეჭდავს
პოეტის სიკვდილის შემდეგ მიხ. გედევანიშვილიც 1914 წლის გამოცემაში. 1937
წლიდან ამ სტრიქონებში რატომღაც გამომცემლობებმა სიტყვები დიადი და
დიდებული ერთად ვერ იგუეს და პირელი მათგანი შეცვალეს ვარიანტისეული
სიტყვით - ზვიადი, რაც ილიას ბოლო ნება აღარ არის.
იგივე უნდა ითქვს პოემის V თავის მე-3 - 6 სტრიქონების შესახებ. 1881 წლიდან
(“ივერიის” პუბლიკაციიდან) 1914 წლის ჩათვლით ეს სტრიქონები ასე იბეჭდებოდა:
... შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის მამულის დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა.
1925 წლიდან ყველა გამოცემაში ეს სტრიქონები ასეა შეცვლილი:
... შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აყვავებულა.
ასეთი სწორება გამომცემლებმა ადრეული წყაროებიდან, ჩანს, იმიტომ შეიტანეს,
რომ ილიასეული გამეორების ხერხი არ მოეწონათ (ორი სტრიქონის ზემოთ ისევ
“მამული” გვხვდებოდა, 1951 წ., ტ. I, გვ. 458). მაგრამ იქვე (მე-9 სტრიქონში) ილიას
რომ კვლავ აქვს “ჩემის ქვეყნისა”, ამაზე გამომცემლები აღარაფერს ამბობენ (აქაც ხომ
გამეორება გამოდის). მოგვაქვს მათ მიერ შეცვლილი ტექსტი:
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აყვავებულა;
მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი
აქ - შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენს ზვირთებ შორის ჩ ე მ ი ს ქ ვ ე ყ ნ ი ს ა
გრძელი მოთხრობა დამარხულია...

ასე რომ, გამომცემლების მიერ “ჩემის მამულის” შეცვლა სიტყვებით “ჩემის
ქვეყნისა” მაინც ვერ გამოდგება პოეტური გამეორების თავიდან აცილებისათვის.
წინამდებარე გამოცემაში აღვადგინეთ ილიას ბოლო ნება.
პოემის V თავის მე-15 - 16 სტრიქონებში ავტორისეული სიტყვები:
იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა,
იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ჰქუხდა.
1925 წლიდან შეცვლილია ასე:
იქ ერთხელ ქართვლის სიცოცხლე ჰდუღდა,
იქ მამულისთვის ქართვლის ხმა ჰქუხდა.
თუმცა ასეთი ფორმები გვხვდება რამდენსამე ვარიანტში (1892 წლამდე), მაგრამ 1892
წლიდან იგი აღარ მეორდება. ჩვენ ვიცავთ ილიას ბოლო ნებას, XII თავის მე-13
სტრიქონში ბოლო ნებად ვთვლით:
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად,
უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან.
1925 წლიდან გამოცემებში ასეთი ცვლილებაა:
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად
და წრფელსა გულში ღვარძლს ჩაასხმიან;
XVI თავის 22-ე სტრიქონში ავტორისეული სიტყვა “უგემურადა” შეცვლილია
სიტყვით “უფერულადა”; XVII თავის მე-15 სტრიქორში ილიასეული “დაბანილი”
შეცვლილია სიტყვით “გაბანილი”; XIX თავის მე-4 სტრიქონში ილიასეული “მოძალე”
შეცვლილია სიტყვით “მოძულე”. ასევე შეცვლილია ფორმები: ხლმის ЃЁხმლის;
მონებური ЃЁმონებრივი;
მხვედრი ЃЁხვედრი;
სამღრთოდ ЃЁსაღმრთოდ;
ესრედ>ესრეთ; ქმნა ЃЁქნა; ლაშკარი ЃЁლაშქარი და ა.შ. ამგვარ შესწორებათაგან ჩვენ
გავიზიარეთ მხოლოდ რამდენიმე: I, 1 აღმოპრწყინდა ЃЁაღმობრწყინდა; 7
მძინვარე ЃЁმძვინვარე; XVI, 17 ცალიერი ЃЁცარიელი (ასეა B-ში); XIX, 2
ლაშკარმა ЃЁლაშქარმა; XXI, 14 ჰხადოდენ ЃЁჰხადოდნენ; XXVI, მე-3 და მე-11
სამღრთოდ ЃЁსაღმრთოდ.
როგორც ზემოთ ვთქვით, 1892 წლის გამოცემა ამ შემთხვევაში ილიას ბოლო
ნებად იმიტომ მივიჩნიეთ, რომ, ჯერ ერთი, ის თითქმის უცვლელად მეორდება სხვა
ნაბეჭდებშიც და, მეორეც, თვით ტექსტი შინაარსობრივად გამართულია და არ არის
რაიმე ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორება სხვა წყაროების მოშველიებას
თხოულობდეს. პოეტმა ეს სწორებები შეიტანა ტექსტში, მისი საბოლოო ნება ასეთია
და იგი პოეტურად ლამაზად ჟღერს, თუ არა, მეცნიერული გამოცემის პრინციპის
თანახმად, უნდა გავიზიართო, როგორც ავტორის ბოლო სურვილი.
“აჩრდილის” ავტოგრაფებიდან გამიყოფა ორი, ერთმანეთისაგან მკვეთრად
განსხვავებული ვარიანტი, რომლებსაც თავიანთი ვარიანტები (ე.ი. ვარიანტის
ვარიანტები) აქვთ (მათ შესახებ იხ. ქვემოთ).

I ვარიანტი პირველი ტექსტია (B), რომელსაც თარიღად უზის 1859 წლის 26
იანვარი.
II ვარიანტი E ავტოგრაფია. რომელიც გადამუშავებულია 1872 წელს. ილიამ
“აჩრდილის” პირველი ვარიანტის (B) წერა დაასრულა 1859 წლის 26 იანვარს,
პეტერბურგში ცხოვრების დროს, ტექსტი მოთავსებულია ყავისფერ მუყაოს ყდაში
ჩასმულ, 21 ფურცლისაგან შემდგარ რვეულში ფურცლები ცისფერია, შავი მელნით
ნაწერი, აქა-იქ ნასწორებია წითელი ან შავი ფანქრით. ტექსტი ძირითადად
შესრულებულია სუფთად და წარმოდგენილია სრული სახით (არც ერთი თავი არ
აკლია).
B-ში სათაურის (“აჩრდილი”) შემდეგ მოდის ტექსტი სათაურით “ძღვნა”,
რომლის ბოლოსაც პოეტის ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. ყველაფერი ეს რვეულის
პირველ გვერდზეა მოთავსებული. მეორე გვერდი კვლავ იწყება სათაურით
“აჩრდილი”, შემდეგ მოდის ეპიგრაფი და ამის შემდეგ იწყება თვით პოემის ტექსტი.
პოემის ტექსტის შემდეგ ილიასავე ხელით ყდაზე მიწერილია ხალხური ლექსი:
ა, ჰოროველ, ჰოროველ
მეფე გიორგი ჩივოდა, ვერ მოუარე თავსაო,
საბძანებელი დავკარგე - ტახტი დაუგდე სხვასაო.
_______________
კუდამ დაიწყო ტირილი, ცრემლები გადმოყარაო,
ლამაზი ქალი შემომწყრა, ქოქოლა მომაყარაო,
ასე თქვა მუხრან ბატონმა - ესე სოფელი ცრუაო.
თავფურცელზე კი წერია: “წიფრანას კვერცხი დაედო, შიგ მგელი გამობღუოდა - ისეც
მოგივა ზამთარი, რაცა შენა სთქვი მართალი”.
რადგანაც “აჩრდილის” პირელი ავტოგრაფი (B) ძლიერ განსხვავდება ბოლო
ტექსტისაგან (A), ქვემოთ მას მთლიანად მოვიყვანთ. როგორც ზემოთ უკვე
აღვნიშნეთ, ქრონოლოგიურად ეს ვარიანტი პირველი ტექსტია, რომელსაც თავისი
ვარიანტები აქვს ხელნაწერებისა თუ ნაბეჭდების სახით (ეს ნაჩვენებია ქვემოთ). B
ტექსტი, როგორც “აჩრდილის” პირველი ვარიანტი, დაიბეჭდა 1925-1951 წლების
გამოცემებში, მასში ზოგიერთი ცვლილების შეტანით. მაგალითად, “ძღვნის” ბოლოს
გამოტოვებულია ხელმოწერა - “ილია ჭავჭავაძე”. IX თავის სათაურად ავტოგრაფშია:
“ერთი მონოლოგი აჩრდილიდან”, რაც ზემოთ მითითებულ გამოცემებში არ არის
აღნიშნული. XXII თავის დასაწყისში “მრავლათ მრავალი” გადაკეთებულია
სიტყვებად “მრავლათ მრავალი”. ტექსტის ბოლოს გამოტოვებულია “დასასრული”.
ავტოგრაფში ნახმარია ასოები ჵ და ჲ, რაც გამოცემებში არ არის. ზემოხსენებულ
სწორებებთან ერთად გამომცემლებმა ილიას თითქმის ყველა დიალექტური ფორმა
დაიყვანეს
თანამედროვე
ლიტრატურულ
ფორმამდე.
მაგ:
ილიასეული
ხოლოთ ЃЁმხოლოდ; რამთვენჯერ ЃЁრამდენჯერ; ნახამ ЃЁნახავ; იქმნება ЃЁიქნება;
ზდ ЃЁზრდ
(გაზრდილი,
ზრდის
და
ა.შ.);
მოქმედობენ ЃЁმოქმედებენ;
მიხწეულ ЃЁმიღწეულ;
დაისხნის->დაიხსნის;
დამსხნელმ ЃЁდამხსნელ;
სამღრთოდ ЃЁსაღმრთოდ;
-თ,
-ათ ЃЁდ,-ად
(კაცათ ЃЁკაცად);
პსალმუნიდამ ЃЁფსალმუნიდამ და სხვ.

ქვემოთ მოტანილი ტექსტი ავტოგრაფის მიხედვით იბეჭდება (ილიას
სიცოცხლეში მისი სრული ნაბეჭდი არა გვაქვს). ტექსტში ვიცავთ ილიასეულ
გრამატიკულ თუ დიალექტურ ფორმებს და ვბეჭდავთ მას ისე, როგორც ილიას
კალმიდან არის გამოსული. ავტორის მიერ ტექსტში ცალკეული სწორებებია
შეტანილი. ამ სწორებებზე ვუთითებთ ტექსტის ბოლოს.

B ავტოგრაფი:
ა ჩ რ დ ი ლ ი
ძღვნა
მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, პირმშო ძე ჩემი,
ახლად შობილი, ნუგეშის და იმედთ მომცემი!...
იგი მოგითხრობსთ ჩემსა ტანჯვას და ჩემსა ფიქრსა,
რა მამის ცრემლი ზედ ატყვია ლოყებზედ შვილსა;
მიიღეთ ძღვნათა თქვენ მეგობრის ლაღი ტირილი,
თამამათ მოთქმა მის, რომელიც აშინებს სხვასა;
მიითვისეთ და შეიყვარეთ ჩემი “აჩრდილი”,
ეგ მოგაგონებსთ, მეგობრებო, ჩემ გულის წვასა.
ილია ჭავჭავაძე.

აჩრდილი
“აღზდექ, უფალო ღმერთო ჩემო, და
აღმართე ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ
გლახაკთა შენთა სრულიად!...”
(წმ. დავითის პსალმუნიდამ)
I
მზე დაჰყურებდა კავკაზს მღვიძარე,
განაბრწყინდება მას თეთრ-თმოსანსა;
და მთა - ურყევი, მძლავრი, მყინვარე ხევდა ჰაერსა ლაჟვარდოსანსა.
ტახტი ნაკვეთი ედგა მთას მთაზედ,
ყინვის გვირგვინი ეფარა თავზედ,

მეფებრ სიმძლავრით, ამაყობითა,
მთელ სიდიადის მშვენივრობითა,
ვარსკვლავთა შორის ზე აღზიდული იყო უძრავი, გაჩუმებული.
ზვავი მძლვრ მხრებზედ მთას შეჰკრებია,
დაცემის წამსვე შეჰყენებია,
თითქო ელისო განწირულ სხვერპლსა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
მეხათ დაეცეს, მერეთ ქვესკნელსა
თვითც ჩაიღუპოს, ისიც ჩაღუპოს.
II
და უფრო მაღლა ყაზბეგი თეთრად
წასულა ზემოთ, გამეფებულა;
სრბოლა თამამი მისი უეცრად
იქ ძლიერ სიტყვით შეყენ[ებ]ულა.
იქ ვერ ჰბედავენ ღრუბელნიც სრბოლას.
სადაც ყაზბეგი მძლავრი მდუმარებს:
ის გრიგლის ბღავილს,ქარიშხალთ ქროლას,
ქუხილთ და მეხთა ხოლოდ აუფლებს.
მისი ყინვისა დიად გვირგვინი
იქ... შორს... შორს... ზემოთ აღინთებოდა.
ქვეყნის ყაყანი, არწივთ ყრიგინი
მის სიჩუმეს ვერ შეეხებოდა.
იმ მორჭმულს მოხუცს თვით მთიებთ კრება
თითქოო გრძალვით ეალერსება!
მის განრისხება ქუხილთ შობს სრბოლას,
მის აღმოსუნთქვა - გრიგლის მძაფრ ქროლას,
მისი ღიმილი - ელვის კლაკვნასა
და მისი ცრემლი - სეტყვასა მძაფრსა.
III
ყაზბეგზედ ვნახე კაცი მდგომარე,
დიდი, მორჭმული, მოხუცებული:
შვენოდა იგი მთაზედ ელვარე,
უძრავი, უხმო, ჩაფიქრებული.
თეთრ სამოსელი ესხა მას ტანსა,
ღვთიურ სხივებში გაბრწყინვებული;
მის დიდებასა, მის ძლიერ თვალსა
თვით მთა მოჰნებდა შეშინებული,
და თვით მზის სხივიც თითქო ძრწოლითა კანკალით მის ტანს შეეხებოდა,
ან მის ფეხ ქვეშა იმავ თრთოლითა
თოვლზედ უვნებლად აღენთებოდა.

თავღია იდგა; მის დიდი შუბლი,
საუკუნებით მთლად გადახნული,
ჰფარავდა ნიშნებს ღრმისა ჭკვისასა,
ვით მწუხრის ჟამი შუქსა დღისასა.
და თეთრნი თმანი, მის ძლიერ მხრებზედ
სქლად ჩამოყრილნი, ბრწყინავდნენ მზეზედ,
უმანკო თოვლი ხოლოთ იმ მთების
მის თმის სითეთრეს თუ შეედრების...
IV
შევყურებდი იმ საკვირველ კაცსა!...
არც ცოხალს ჰგვანდა და არცა მკვდარსა;
ძალა არ ჰქონდა მასზედ სიკვდილსა,
და არც თვით ჰგვანდა, სიკვდილის შვილსა.
საიდამა ხარ? რამ მოგავლინა?
ჵ, საკვირველო კაცო! მითხარ!
რად დაგიგდია შენ შენი ბინა,
და ამ მთაზედა რათა ხარ მდგარი?
კაცი ხარ ჩემებრ, თუ მარტო სული?
ნუთუ იმ ქვეყნით შენ ხარ მოსული,
სადაც მშვიდობა,ნუგეში ცხოვრობს,
ანგელოზთ დასი ღვთაებას ჰგალობს?
ნუთუ მუნით ხარ წარმოგზავნილი,
რომ ჩემი ხალხი, აწ დავრდომილი,
გამოაღვიძო ღვთიურის სიტყვით
და შეჰქმნა შვილი მამა-პაპივით?
და საქართველოს, ჩემს მამულს ტკბილსა,
იმედთ ქვეყნიდამ იმედი ჰბერო?
მამათ ამბავი ქართვლისა შვილსა
გასამხნევებლად მთიდამ უმღერო?
V
მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,
ყურადღებითა შორს გაჰყურებდა,
მის გარშემო შვენოდნენ მთანი,
და მის ფერხთა ქვეშ თერგი გაჰყეფდა.
თერგი მრისხანე, თერგი გაჰყეფდა.
თერგი მრისხანე, თერგი ბ [დ] ღვინვარე,
რა აღქაფებულ ზვირთ მოაქანებს,
ვით შმაგი ლომი, დაჭრილი, მწარე,
მორბის, მობღავის, ყვირის, ღრიალებს;
მორბის და მოქუხს; კლდენი და მთანი
თვის შობილ შვილსა მაღლიდამ მჭვრეტენ
და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი

ხეობაში მგზავრს აშინებენ.
VI
იქით შორს ჩანდნენ მინდვრები, ტყენი;
მათ შორის მსხლტომი არაგვიც ჩვენი!...
ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!
ქართვლის ცხოვრების მოწამეთ შენ ხარ!...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული;
ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი
შენ მღვრიე თვალწინ აღვავებულა,
მიხვარხარ მისთვის, რომე ქართველი
აქ შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენ ზვირთებ შორის ჩემი ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია
და წმინდა სისხლი ქართველებისა
შენს კიდეებზედ გადასხმულია;
იქ, სადაც შენსა მღვრიესა წყალსა
შეურევ ხმოვან, შფოთიან მტკვარსა,
იქ ერთხელ ქართვლის სიცოცხლე დუღდა,
იქ მამულისთვის ქართვლის ხმა ქუხდა!...
შენ ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი
და საუკუნეთ - ერთგულნი ძენი!...
გულ-ხელდაკრეფბილ შენსა მღვრიე წყალს
რამთვენჯერ ტანჯვით გადევნებდი თვალს!
რას ვეძებდი მე?... ჩემ ქვეყნის წარსულს,
შენ წინ დაღუპულს ჩემ ძველსა მამულს,
და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს
აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს!
VII
მაგრამ არც თერგმა და არც არაგვმა,
არც ტყემ საკუთრად და არცა მთამა
არ მიიზიდეს მოხუცის თვალი,
შორი მხედვეელი, ძლიერი, მალი.
სულ საქართველო მოჩანდა შორსა...
და ის მოხუცი, როგორც სატრფოსა,
თვალითა სჭამდა, თრთოლით უმზერდა
და უფრო, უფრო გული უძგერდა.
საქართველოცა თვის უხვ სიმდიდრით,
თვის მინდვრებითა გარდიშლებოდა,
და მას ტრფიალსა ზღვანი ორივ მხრით,
როგორც საყვარელს, გარდახვეოდა.
და იმა ზღვებში მთის მძლავრნი მკლავნი

აქეთ და იქეთ ჩაშვებულ იყვნენ,
და იგი ზღვანი, როგორცა ფთანი
ზღაპურლ დევისა, დუმილით იწვნენ.
VIII
მაგრამ არც თერგმა და არც არავგმა,
არც ტყემ საკუთრად და არცა მთამა
არ მიიზიდეს მოხუცის თვალი,
შორი მხედველი, ძლიერი, მალი.
სულ საქართველო მოჩანდა შორსა...
და ის მოხუცი, როგორც სატრფოსა,
თვალითა სჭამდა, თრთოლით უმხერდა
და უფრო, უფრო გული უძგერდა.
საქართველოცა თვის უხვ სიმდიდრით,
თვის მინდვრებითა გარდაშლებოდა
და მას ტრფიალსა ზღვანი ორივ მხრით,
როგორც საყვარელს, გარდახვევოდა.
და იმა ზღვებში მთის მძლავრნი მკლავნი
აქეთ და იქეც ჩაშვებულ იყვნენ,
და იგი ზღვანი, როგორცა ფრთანი
ზღაპრულ დევისა, დუმილით იწვნენ.
VIII
უყურებს, გულმა დაუწყო ღელვა,
თვალში ღვთის ცეცხლმა გამოუელვა;
და რაღაც ფიქრით აღტაცებმულმა
ჩანგს მიჰყო ხელი მოხუცებულმა,
და მის ძლიერნი თითნი ფერმკრთალნი
სიმებთა შორის მარდათ იძროდნენ,
ხმა ხმაზედ - თითქო ზენით ნასწავლნი ვით ცრემლი ცრემლზედ მომდინარობდნენ.
ის ზომიერი ხმა მოსაწონი
ისე ციურად მთებს დაჰბერავდა,
რომ ანგელოზი, იმ ხმის გამგონი,
იმ მოხუცს შურით გარდმოხედავდა.
მთანიცა მაშინ ჩუმათა იყვნენ!
ღრუბელნიც მაშინ უძრავად იწვნენ!
იმ სასოებით, როგორც ლოცვასა,
განცვიფრებული უსმენდა ჩანგსა.
გული ხარბათა იმ ხმებსა სთნქავდა...
მოხუცი მღერით ამას მოსთქვამდა:
IX

(ე რ თ ი მ ო ნ ო ლ ო გ ი “ ა ჩ რ დ ი ლ ი დ ა ნ ” )
“მარად და ყველგან შენთან ვიყავ, ტკბილო ქვეყანა!
დასაბამითვე შენი დამყვა მე სიყვარული.
შენ შვილთა სისხლით გული ჩემი გარდაიბანა,
ამ გულში მეპყრა შენი აწმყო, შენი წარსული.
გამომიცდია, მიცხოვრია შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მთელი სიმწარე შენ წარსულ დღის მისვავს თასითა,
და შენ აწმყოთი სული, გული დამწყლულებია;
შენ წარსულ დროთა მოგონებით ჩემ დასაწვავად
მთელი არსება სისხლის ცრემლით აღმევსბოდა,
მისგან ტანჯულის ჩემის გულის გოდება წყნარად
იმ აღგვილ დროთა გაუგებრად მიერთმევოდა.
თუ სადმე შენს შვილს თვის უღონო მწუხარებაში
შენს აწმყოზედა მწარე ცრემლნი უსხამს, უღვრია,
მეც მისებრ სრულად სუსტსა და ფუჭს განძვინვარებაში
მეც მის პასუხად, მის უცნობლად ცრემლნი მიღვრია.
ვიდრე ძე შენი არ დადგება იმ სიმაღლეზედ,
სიდამც მშვიდათ სჭვრეტს კაცი ღვთიურს უცვლელ განგებას,
და ღრმა შეხედვით ყოველ ხალხთა მთელ ცხოვრებაზედ
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადოს ცხოვრების დენას,
იმ დრომდინ იგი დაარწმუნებს წყევლით თვის თავსა,
რომ მომავალი არ ექმნება მის ღვიძლსა ხალხსა,
და ცრემლი მისი - იმ მტანჯველის წყეულ წუთისა იქმნება მხოლოთ ცრემლი მისვე სიუძლურისა.
X
“ტკბილო ქვეყანავ!... აქა ბუნებას
შეუკრებია ყოველი ფერი!
აქაც ალაგი არ აქვს რწმუნებას,
აქაც კი კაცი არს თავის მტერი!..
რაც გინდა არის: აგერ დიდ ველნი,
ჯერ აუშლელნი, ხელუხლებელნი,
აგერ მინდორთა აღმოცენება,
აგერ მთებისა ცას ელვარება!
აგერ ტყენიცა აღყვავებულნი
და აგერ წყალნიც გაბრწყინებულნი!
ოხ! საქართველოვ! რაღათ ხარ ურვით,
რათ ხარ აქამდის მოცული ღრუბლით?
ნუთუ ამაოთ ორ ზღვათა შუა,
ევროპიის და აზიის შუა
ცამ დაგინიშნა აღმოცენება?
შენ გულში ბევრი რამ იმალება

და კაცსა ბოროტს ჯერ ემალება.
XI
“ყოვლი ფოთოლი შენ გაზდილ ხისა,
ყოველი სხივი მასზედა მზისა,
ყოველი სცოცხლობს, ყოველი ცხოვრობს...
და სძინავთ, სძინავთ მარტოკა კაცებს.
აგერ ის კაცნი, აქა მცხოვრებნი,
რარიგ უძლურად მიმოიძვრიან,
სხეულსა ზდიან, ვითა ცხოველნი,
მაშინ როდესაც მათ სულსა შიან.
აქა ყოველი თავისთვის ცხოვრობს,
ურთიერთისთვის არავინ ფიქრობს,
მოყვასი მოყვასს და ძმა ძმასა მტრობს,
საკუთარს მამულს, როგორც მტერი, ჰგმობს,
აქ კაცს სიკეთე რათ უძვირდება?
და ან სიცოცხლე რათ უმძიმდება?
კაცი რათ სუნთქამს მძიმედ და ძნელად
ამ თავისუფალ ბუნებაშია
და ღვთიურ ნიჭსა რად ჰფარავს ბნელად,
ვით ზანტი მონა, შავ მიწაშია?
სადღაა აქა გმირული ძმობა,
მამულისთვისა მტკიცე ერთობა,
მამლისთვისა თრთოლა და ძრწოლა
და მის საშველად საომრათ სრბოლა?

XII
“ტფილისიც ვნახე: ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა მახინჯსაც და მშვენიერსაც,
თავადსა, გლეხსა, მთავარს, მმართებელს,
იქაურსა ბრძენს, იქაურ სულელს მე უხილავი ყურსა უგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათ აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი!
რარიგ დაეცა ეს ხალხი დღესა?!
ერთ მხრივ შეხედავ და იქ ცხოვრება
მართალ ცხოვრებათ მოგეჩვენება:
ლხინობენ კიდეც, კიდეც ხარობენ,
ფიქრობენ, გრძნობენ და მოქმედებენ,
ხედავ ფაციფუცს და ყველგან ჟღივილს,
უბედურ ცრემლთან ბედნიერ ღიმლის,
მაგრამ მათ ღიმილს და იმათ გრძნობას,
სიხარულს თუ ფიქრს, თუ მოქმედებას,

ფრჩხილის ოდენიც აზრი არა აქვს!
ისე ფუჭია იგი ცხოვრება,
უფერულია და ცარიელი!..
არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,
არცა საგანი გამცოცხლებელი!
ყალბ ბუზმენტსავით ყალბობს იქ გრძნობა,
ძმის მოხვევნაში დაგშხამავს გმობა,
ვინ გუშინ ძმად გჩნდა, დღეს გახდა მტერი,
რაც გუშინ გწამდა, დღეს არის მტვერი;
იქ დღე რბის დღესა, ვით რბოდა გუშინ,
ერთნაირად და უფერულადა,
რასაც მამანი ილოცვდნენ უწინ,
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურათა;
გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზედ პატიოსნებას,
და დაჟანგებულ ბორკილზედ სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.

XIII
“ბნელო დემონო! 35 აღავსე გესლით
ამ დაღლილ ხალხის სუსტი არსება
და ბოროტების ძლიერ მარჯვენით
პირველ შენ ჩარგე აქ ბოროტება;
მაცდურის ხელით მაცდური თასი,
ღვარძლითა სავსე, შენ ამ ხალხს ასვი;
და იმათ თასის გრძნეულსა სიტკბოს
სად უძლო კაცმა, რომ [აქ] გაეძლოს?!...
და რა საზარელს ბოროტებასა
მიეც მშვენიერ გარესაცმელი,
ვერ გიცნო ხალხმა და იმავ წამსა
შეიქმნა ბრმათა შენი მლოცველი;
და ის, ვინც შუგინ მწარედ გწყევლიდა,
დღეს თვის დამსხმნელად ხოლოდ შენ გზდიდა!
ბრმათა მოგანდო მან თვისი გული,
გული დაღლილი, მაგრამ ერთგული!...
ბნელზედ გაცვალა ხალხმა ნათელი,
დამონებაზედ სასუფეველი!
მას აქეთ წინ გზა დამონებისა
და უკან კვალი უმეცრებისა
ხალხს დაულოცე და დაუნიშნე,
ყოველი აზრი შენ მას მოუკალ,
და იმ იმედით დღეს დააძინე,
35

ამ დემონს იცნობს ყოველი, ვისაც კი საქმე ესმის.

რომ დაიძინებს იგი კიდევ ხვალ.
XIV
“აქ სძინავს მძიმე ძილითა კაცსა,
მას უღონდება სული და გული;
მას აღარ ახსოვს, რომ ქვეყნად ცასა
ღვთათ მოუცია მარტო მამული.
სამღთო, საზეო არის ცხოვრება,
რომელიც მამულს შეეწირება!
ბედნიერ არის, ვისაც ეღირსა
მამულისთვისა თავის-დადება!..
ნეტა მას ქველსა, ნეტა მას გმირსა!..
ის თავის ხალხში აღარ მოკვდება.
მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,
შორს საუკუნებს ეტყვის მის სახელს,
და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა,
ხლმის ტარზედ ძლიერს აუთრთოლებს ხელს.
იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,
წარსულ დროებზედ გულს დაიღონებს,
გმირის სიკვდილი სახელოვანი
ახლად ცხოვრებას მას მოანდოებს;
აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა
მწუხარე ხმითა იმ სიმღერასა, და თუ ინატრებს რასმე ძისთვისა უთუოთ გმირის მის დიდებასა.
და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,
გმირს მოიგონებს, შეებრალება;
ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული
გმირი იმ მღერით დაიბადება.
XV
“მაგრამ, ჰე, ველო! სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, ვით მწირსა მწირი?
იგი აღარ გყავს, მის მოედანი
ჯაგით აღვსილა, გაუქმებულა;
და შენი ხალხის ფიქრნი, ზრახვანი
მამულისთვისა დაძინებულა.
აგერ ორ კაცსა რაღაც უგვრძნიათ,
გაცოცხლებულან, გაუღვიძნიათ,
ძმათა საშველად ერთათ მოდიან,
მაგრამ ურთიერთს არ ენდობიან.
ის ორი კაცი, წინ წამოსული,
რას იქმს, როს გული, როს მათი სული
ურთიერთისთვის მკერდში არ იძვრის,

როს იმათ გულსა შური ძნელი სთხრის?
ორ კლდეთ შუა გზა ვიწრო შეკრულა,
კლდიდამ დიდი ხე გადმოქცეულა;
გზის გასასხნელად კიდეც მივიდნენ,
ვერ შესძრეს ის ხე, ბევრი ეჭიდნენ,
მისთვის, რომ ერთი აქეთ ეწევა,
მეორე იქით, ხე არ ინძრევა;
წინ და უკუღმა იმ ხეს ეჭიდნენ,
ვერარა ქმნეს რა, უკან გაბრუნდნენ.

XVI
“ვხედავ, მიადგნენ საშინელ კლდესა,
წინა შედგა და შთახედა ხევსა,
და, რა იხილა საშინელება,
ისურვა მსწრაფლვე გამობრუნება;
მარამ უკანამ შურით ხელი ჰკრა
და წინა კაცი თვალთაგან გაქრა.
მას, ძმის დამღუპველს, შემდგარს იმჟამით,
დაუახლოვდა სხვა კაცი მარდათ;
შურმა აღუნთო ამასაც გული
და, როგორც ლომი, დამშიებული,
თავის ძმას ეცა და ორნივ ერთათ
მაგრათ ჩაკრულნი იმ საშინელ ხევს
შურისა გამო მიეცნენ სხვერპლათ!...
აი, რა ბოლო ჰქონდათ მათ საქმეს!
წინა კაცობა რომ ეგრეთ წახდეს,
სამწუხაროა, საშინელია!
შური რომ ძმასა საფლავს უთხრიდეს,
ეგ უფრო, უფრო სატირელია!...
ΧVΙI
“აგერ უფალი და მისი მონა!
თრთოლით სასწორზედ უწონს ხარჯს ძნელსა,
და რა დასწორდა პინებზედ წონა უფალი პინსა ზე ადებს ფეხსა,
და მით გირვანქას ერთს ოცადა ხდის.
მონამ წუხილით გულს განიღიმა,
ცდილობს სისწორეს და თვის ხარჯსა ზდის,
და საწყლის თვალში ცრემლმა იწვიმა.
მაგრამ ქვა არის ბატონის გული,
არ ებრალება მონა მოკლული;
განა ბატონის მის შებრალება
ამგვარ მხეცზედა დაიხარჯება?!

მონა საწყალი, მონა გამშრალი
დგას, ევედრება შვებას მის თვალი
და გულში ფიქრობს: “ხვალ ჩემ ცოლ-შვილსა
შიმშილი მისცემს მწარე სიკვდილსა.
ვჲა, ჩემი ოფლი მათთვის დაღვრილი,
ნაყოფი იმა ოფლით გაზრდილი,
დღედაღამ ჩემი ტანჯვა და შრომა,
დარში, ავდარში მინდორზედ გდომა,
ვაჲ-ვაგლახი ჭირნახულობა,
თმენა, შიმშილი და უძილობა!
ვჲი, ცოლ-შვილო! თქვენ არას გარგებს,
მარტო ბატონის თვალს გაახერებს!
ვაი, ცოლ-შვილო! ხვალ რა გექმნება?
ღმერთო! სად არის აქ სამართალი?
ვინა შრმობდა და ვინა ტკბება?
ვაჲ, ცოლ-შვილო! ვაი თქვენი ბრალი!
ΧVΙΙΙ
“შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ:
დედის ძუძუდამ შვილსა აჰგლეჯენ,
და ვინ უწყს, საით სად გაჰყიდიან!...
შეუბრალებელ ხელითა სთხრიან
დედისა გულში უკეთეს გრძნობას,
ცოდვათ უთვლიან შვილისა ტრფობას.
თუ ღმერთმან მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება,
საბრალო მონავ! ეგ შენსა გულსა
სასიხარულოდ არა ექმნება:
ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად;
უმანკო სულში ღვარძლს ჩაუსხმიან,
გაზდიან ყვავილს ფეხ-ქვეშ სათრეველად.
უმანკო პირზედ შენ ტურფა ქალსა
გარყვნა დაასვავს საზარო დაღსა;
მას, რაც გიყვარდა, ნახამ დაცემულს,
ნამუსწართმევულს და შეგინებულს!
პირს უკუ-იქცევ, თვით შეშინდები,
ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,
წყევლით, ვაებით გამობრუნდები,
შენ შენი თავი თვით შეგძულდება;
და მაშინ იყვი: “ნეტავი გველად,
გველის წიწილათ გამჩენოდი მე,
და არ გამხდოდი ქვეყნის სათრევლად,
ვაიმე, შვილო! ვაჲ, ვაიმე!

ΧΙX
“საბრალო მონავ! მძიმე უღელი
შენ ერთგულ ხართან სწიევი მედგრად
და დალოცვილი ეგ მარჯვე ხელი
აშრომე; შრომა შენია მხვედრად.
მხნე იყავ მუდამ, ნუ დაეცემი,
ძნელ ტანჯვაშია გამოიკალე,
მომავალია ნუგეშ-მომცემი,
რაც ვერ ჰპოვე დღეს, იპოვი ხვალე.
მოვა დრო, როცა მაგ შენ უფალსა,
შეუბრალებელს, ხარბსა, გულქვასა
თვისი დიდება, ამპარტავნება ფუჭი, ამაო - დაავიწყდება;
მაშინ გიხილავს უბრალოდ დასჯილს,
სინანულითა გარდგეხვევა ძმა,
შენს მტკიცე გულზედ ცხარე ცრემლს დაღვრის
და შენც, კეთილო, მიუტევე მას,
მაშინ ეგ შენი წურვა ოფლისა
შენ გეკუთნება და შენ ცოლ-შვილსა;
დღეს მხიარულად ღამით შინ მოხვალ,
ხვალ ისევ მინდვრათ, საშრომოთ გახვალ.
ეგ მწუხარე ხმა შენ სიმღერისა,
დაბლათ გუგუნი დაღონებული,
მღერა - ვით კვნესა საწყალ მეხრისა,
შორი ხმა მწყემსის დაობლებული, მხიარულ ხმებათ გარდაგვეცვლების;
და შენს გუთანზედ გულით ლმობილი
იტყვი სიმღერას თავისუფლების, ის სიმღერაა ლოცვებზედ ტკბილი!..
მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი, შენ სიხარულით გაიხარებენ;
უსულო ქვანიც და უგრძნო კლდენი
შენს ტკბილს გალობას ხმას გამოსცემენ.

ΧΧ
“აგერ ვიღაცა პატიმვოყვარე
მოდის ამაყათ ოქროთ მღვიმარე;
გლახამ მშიერი ხელს უწვდის მასსა,
და იგი მოყვასს არიდებს თვალსა.
აგერ მსაჯულიც თვის სამართალსა
სწონამს და ჰყიდის ვერცხლისა ფასად,
მდიდრისა სხვერპლათ ხდის ის მართალსა

და ღარიბს ღუპავს მარად და მარად.
აგერ ვაჭარიც მცბიერ ღიმილით
კაცსა ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,
და კაცი მოკვდეს თუნდა შიმშილით,
უნაღვლოთ განვლის ცხოვრების ხიდსა.
და აგერ მღდელნი, ხალხთა მამანი,
რომელთ ღვთისაგან შთაჰბარებიათ
ამა ხალხისა სულთა აღზდანი,
რარიგ გულ-ხელი დაუკრეფიათ!
სად არის სიტყვა მაღალ სწავლისა,
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგითგან არ მომდინარობს,
ოდეს დემონი კაცზედან ხარობს,
რომ ბოროტებას, ბიწსა, ცოდვასა
შესაზარელსა არ ასვავს დაღსა?
სად არის იგი ჭეშმარიტება,
ის წმინდა ძმობის მაღალი მცენება,
რომელიც ჯვარზედ გაცმულმა მოგვცა,
და მით გვაჩვენა, რა ახლოა ცა?”
და მის ძლიერნი თითნი ფერმკრთალნი
განრისხებითა ჩანგზედ იძროდნენ,
და გაყინულნი მისნი შავ თვალნი
ცხარეს ცრემლითა აივსებოდნენ.
ΧΧΙ
ამ დროს მოლურჯო ციაგსა ცასა
შავნი ღრუბელნი მიმოიძროდნენ,
მღვიმარესა მზეს, ჯერეთ არ მცხრალსა,
იგინი მძიმეთ ეპარებოდნენ.
ასტყდა ნიავი და თანდათანა
იგი ქარადა აღიზდებოდა
სიჩუმეც გაქრა იმ ნიავთანა,
ბუნებაც ნელ-ნელ აღელდებოდა.
გარნა მოხუცი ის უშიშრათა
იდგა უძრავათ კვლავ იმა მთაზედ,
ჩანგს მარჯვეთ ჰსეცმდა ისევ ძველფრათა
და თვალს აშტერდა ივერიაზედ.
დიდხანს უყურა და ერთი კვნესა
გულმოსაკვდავი მოედო მთებსა,
და ორი ცრემლი, ძირს დაცემული,
შობა საშინელ იმა კვნესამა,
და თვით ის კვნესა შეწუხებული
დაჰბადა ძველ დროთ მოგონებამა...
და მას მოსთქვამდა:

ΧΧΙΙ
“მრავალთ მრავალი,
ველო! შენს თავზედ იყო მავალი
ქუხილი, ტეხა, ბედისა გმობა,
მაგრამ მათ უწინ ებრძოდა ძმობა.
ველო! გქონია შენც დრო კეთილი!..
თუმცა ფურცელნი ისტორიისა
შენ შვილთა სისხლით გაქვს აღწერილნი,
მაგრამ გაქვს ძეგლნიც ბევრ კეთილ დღისა.
აქა ფაზისმა ნახა გათქმული
ხომალდი “არღო” იაზონისა,
აქაც მოსთქვამდა ძველად ქებული
ჩანგი ორფეის მოსაწონისა.
ველო! ბერძენთა რაწამს გიხილეს,
წინმხედველ თვალით მაშინვე იგრძნეს,
რომ შენ მდინარეთ ცივ ზვირთებშია,
ცამდინ მიღწეულ ამაყ მთებშია
საუნჯე ბევრი კაცს ემალება!...
და ზღაპრად გათქვეს შენი დიდება...
და შავ ზღვის პირზედ ქალაქნი წყნარნი
მათ მარჯვე ხელით იყვნენ აღმდგარნი...
აგერ ეხლაც ჩანს “ეას” ნანგრევი;
დიდების ნაშთსა კვლავ აქვს დიდება,
და ის მშვენიერ ნაქალაქევი
აწ კაცსა ახალს გაუკვირდება;
აგერ იქ მოჩანს დიოსკურია...
ნახე, აწც როგორ მედიდურია
იგი ნაქცევი, რომელიც ძველათ
კოლხიდაშია ყვავოდა ღმერთათ!
ა იქ ბიჭვინტა, ქალაქი წყნარი,
თვის სიმდიდრითა ძველთ აკვირვებდა,
და ვითა ქორი ლაღი, წყაზარი
შავ ზღვას ამაყად გარდაჰყურებდა.
ΧΧΙΙΙ
“ტკბილო ქვეყანავ, რა არ გინახავს!...
აგერ, ვხედავ იმ მოღრუბულსა მთას,
სიდამც ფარნავაზ დაღონებული
ჩამოდიოდა ჩაფიქრებული.
რაზედ ფიქრობდა? თვის მამულზედა
და თვით დაჩაგრულ ობოლ 1 ხალხზედა.
1

ავტოგრაფში წერივ «ოფოლ».

მიენდობოდა რა თვის მშვილდს, მკლავსა,
გულში იზდიდა სამღრთოსა აზრსა;
ქართვლისთვის სურდა ბედნიერება,
მამულისთვისა და ხალხისთვისა
უნდა მიეცა თავისუფლება, და აღასრულა მარტომან ისა.
მას აქეთ, ველო, მრავალ ველურ ხალხს
შენს გმირულ მკერდსა ზედ შეალეწდი,
მამაცურათა რა ხმარობდი ხმალს,
მათ მთების იქით მყის გარდახვეწდი.
შენგან ის ხალხნი დამარცხებულნი,
ვით ზღვა, სხვა ქვეყნებს მოედებოდნენ,
და ის ქვეყნები - მათგან ძლეულნი შენგან ნალეწ ხალხს ემონებოდნენ;

ΧΧΙV
“ტკბილო ქვეყანავ! მახსოვან წამნი,
როს მხიარულათ ჭაბუკნი, ბრმანი
შენს ძახილზედა მოგროვდებოდნენ
და მამულისთვის გმირულად თრთოდნენ;
მამულის დროშა წინ მიუძღოდათ,
გული ბრძოლისთვის მკერდში უხტოდათ
და იმ ჭაბუკთა მკერდთა კედელი
იყო მტერთაგან შეულეწელი;
და თუ შელეწდნენ, დაამარცხებდნენ
იმ მამულისთვის განწირულ ხალხსა,
მაგრამ მაინც კი გაადიდებდნენ
დამარცხებითაც ქართლოსის ხმალსა.
ეხლა რაღა არს? წარვიდნენ ყრმანი,
მამულისთვისა სხვერპლათა მზანი!..
და საკვირველნი მათი ქმნულება
ეხლანდელ შენ შვილს არც ესიზმრება.
ΧΧV
“სისხლი, სულ სისხლი ჰფარავს და ჰფარავს
შენს წარსულ ჟამსა, შენ ბედის ვარსკვლავს!
თვით მეფენიც კი თვის ცხებულ თავსა
სხვერპლათ აძლევდნენ მშობლიურ ხალხასა.
განა დიმიტრი თავდადებული
იქნება როსმე დავიწყებული?!
და იმ შფოთ შორის თუ შეგხვდებოდა
წუთნი მშვიდობის და მოსვენების,
დაღლილი სული მსწრაფლ მაღლდებოდა

შენ დამშვიდებულ ვაჟკაც შვილების.
ველურ ალაგზედ მაშინ ქალაქნი
თითქო მიწიდგან აღიზდებოდნენ,
სადაც ტყე იყო უწინ, იქ ხალხნი
მთელის ცხოვრებით აღელდებოდნენ,
და ქვათლილისა წმინდა ტაძარნი
ტყეში ან კლდეზედ გამოჰკრთებოდნენ,
იქ წმინდა მამათ წმინდა ლოცვანი
შეწირულთ ჭაბუკთ ცას ავედრებდნენ.
ყმაწვილკაცობა იმ ნათელ წამში
განშორდებოდა საყვარელს მამულს
და განათლებულ დიდ ათინაში
ჭეშმარიტებით აინთებდა გულს;
დაბრუნდებოდნენ და თავის ხალხსა
უმსახურებდნენ თავიანთ თავსა,
სთესდნენ სიკეთეს, მშობლიურს ენას
მისცემდნენ სიღრმეს და აღმფრენას.
ΧΧVΙ
“მშვენიერ ველო! შენზედ გაზდილ ხალხს
სად წაუღია, სად დაუმარხავს
იგი სიკეთე, იგი დიდება,
მხნეობა, ღონე და ძლიერება?
იყო დრო, როცა ჭკუით ნათელი
მეფე დავითი აღმშენებელი
მართალის ხელით მართავდა ხალხსა,
და თვის გვირგვინსა სახელოვანსა
თვის ამაყ შუბლზედ არ შეინძრევდა,
ორ მტრულ სამეფოს, ვით ხეს, არხევდა;
და მის პორფირის მშვიდსა ჩრდილშია
ხალხი თვის ბედსა და მხვედრს ლოცავდა
და თავის მეფის ტკბილ ღიმილშია
თვის დამსხნელს ვარსკვლავს მადლით ხედავდა.
მის შემდეგ იშვა დიდი თამარი,
ზედ დაჰყვა რუსთვლის უსწორო ქნარი,
ქართველთ თამარი, ქართველთ დიდება,
ქართველთ სახელი, ამპარტავნება!
მას აქეთ განქრენ საუკუნენი.
სამეფოებიც ბევრნი დაეცნენ,
ბევრ ხალხთ ცხოვრება, ბევრ ხალხთ საქმენი,
ვით მეტეორნი ცაშია, ჩაჰქრენ;
გარნა თამარის ძლიერ სახელმა
განჰფანტა მტვერი საუკუნების
და აწც რვაას წლის შემდეგ ქართველმა
იცის სახელი თავის დიდების.

დიდი თამარი - საუკუნებში
და წარსულ დროთა მფარველ ღრუბლებში შორით მობრწყინავს ნათლად და მტკბარად,
ქართვლის გულს ათბობს მარად და მარად.

ΧΧVΙΙ
“მახსოვს კომნენნი გამოგდებულნი
თამარს ხადოდენ თავის იმედათ
და მის დიდებით გაკვირვებულნი
მის კარზედ იდგნენ შველის სახვეწნათ.
კომნენის ტახტის ბრძანა თამარმა
აღდგენა, - და მის ერთგულ[მა] ჯარმა
საიმპერიო ტრაპიზონისა
წამოაყენა ძირს დაცემული
და კომნენისა უბედურ შვილსა
მისცა გვირგვინი გამთელებული.
მითხარი, ველო, სად არს ის ხალხი,
რომელთ მთელ ქვეყნის ბედისა ჩარხი
ეგრე მამაცათ დაატრიალეს,
მითხარ, სად არის იგი ხალხი დღეს?
აგერ, ჩანს იგი შანქორის ველი,
სადაც ის ომი, ის საკვირველი,
იმ ძლიერ ხალხსა მოუხდენია
და თვის სახელიც შთაუბეჭდნია.
მაშინ კავკასით ჩრდილეთის ველზედ
გაიხმაურა ქართვლის სახელმა,
და კაზანისა მაგარ კედლებზედ
იოანემა, რუსთ ხელმწიფემა,
თვისი ლაშქარი დასუსტებული
იმ ომის ამბით გაამამაცა,
და მსწრაფლ კაზანი გამაგრებული
თათრებს ხელიდამ მან გამოსტაცა...
ΧΧVΙΙΙ
“მას შემდეგ იყვნენ ის ტკბილნი წამნი,
როს მხიარულნი ჭაბუკნი, ყრმანი
საყვარელს თამარს კარს უმშვენებდნენ
და შენ დიდებით განიხარებდნენ.
და იმ მშვენიერ ჭაბუკთ კრებაში,
იმ თავისუფალ ბედნიერ ხალხში
დიდი რუსთველი ნაზად დამღერდა
მას, ვისთვისაც ხალხს გული უძგერდა.
იგი აძლევდა რუსთვლისა ქნარსა

იმ მშვენიერსა აღმაფრენასა,
რომელიც ეხლა ქართველსა უკვირს
და რომელზედაც ხან ხარობს, ხან სტირს,
როგორც გამქრალსა თვის ვარსკვლავზედა
და მიფარებულ დიდებაზედა.
თამარო დიდო! ველურ ხალხშია ჩემ წინ გადაშლილ ხეობაშია პირველ დათესე ქრისტისა მცნება
წმინდა, ღვთიური ჭეშმარიტება.
იქ, სადაც ხოლოთ ღრუბელი სრბოდა,
ჰფრენდა არწივი,ქურციკი ხტოდა,
იქ, სადაც ძმა ძმასა ებრძოდა,
შენ მეოხებით ლოცვა ისმოდა,
და იმ ლოცვასთან სიტყვა: “მშვიდობა,
სიყარული და ერთობა, ძმობა”.
შენს შემდეგ, დიდო, კვლავ ბევრი ხანი
მთებში ისმოდნენ ეგე სიტყვანი!
ΧΧΙΧ
“წარხმდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრათა შექმნილა ახოვანი იგი ცხოვრება!
აწ ის ცხოვრება თვის დენაში შეყენებულა!..
იგი ოდესღაც მოდენილი თვის ფართო გზაზედ,
ბევრჯელ უსაგნოთ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა,
ქართვლის ბეჭედი ყოველთვის კი სჩნევია მასზედ.
დენილი იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,
ხან დაცემულა და გამქრალა, ხან აღდგომილა,
ხან შური, მტრობა და წადილი სთხრიდა კიდეთა,
რომელთაც შორის ის ცხოვრება მძლავრი შობილა.
მაშინ გათხრილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,
ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების, აღქაფებულნი,
სხვადასხვა ტოტათ გადმოსულან, გადმოგდებულან,
დაუნთქამთ შრომა წინაპართა ოფლითა რწყულნი,
როსღა ვიხილებ მშვენიერსა ამ ქვეყანასა
თვისსა დიდების ნაშთთა ზედა კვლავაცა აღმდგარსა.
დროსთან დათქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,
ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?
როს ეს ტოტები ერთ ცხოვრების, ერთის საგნისა,
ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარეთ შეერთდებიან?
როს იგი ტომნი ცათ მიღწეულ მძლავრ კავკასისა
ერთისა აზრით, ერთისა ფიქრით აღელდებიან?
თავისუფლების მშვენიერის სხივთ ბზინვარება
როდის დაადნობს დაჟანგულ დიდხნის ბორკილსა?
და ქართველობას საკვეხარათ როდის ექმნება
ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?”

ΧΧΧ
“ნუთუ ეს ხალხი, რომელთ დაჰბადეს
დავითი, დიმიტრი, დიდი თამარი,
რუსთველი და მის ძლიერი ქნარი, ნუთუ ეს ხალხი აღარა აღზდგეს?
ნუ შიშობ, ველო! შენს მშვენიერ ხალხს
წარუვლენ წელნი ძილის ჟამსა,
ხალხი აღინთებს კიდევ თვის ვარსკვლავს,
სისხლი მამათა დაისხნის შვილსა!
წარვლენ ეს წელნი ძილის ჟამისა
და გაბრწყინდება მზე მომავლისა!
ოხ, ღმერთო! ამა ხალხთ გაღვიძება
დიდ ძილის შემდეგ რა ტკბილ იქნება!...”
და მის ძლიერნი თითნი ფერმკრთალნი
სიხარულითა ჩანგზედ იძროდნენ,
იმედით სავსე მისნი შავთვალნი
რაღაც ღიმილით ველს დაჰყურებდნენ
ΧΧΧΙ
ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო იმ ხმამა მთებში;
ცაზედ ელვამა გაიპკრიალა
და განანათლა მდინარე ხევში;
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და კლდენი;
ქარმა დაჰღმუვა სასტიკათ მთებსა,
ბუქი სვეტსავით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა საშინელ კლდესა,
ზვავმაც მთებიდამ დაიგრიალა.
მყის იმ ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთათ გარდიქცევოდა;
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთათ საშიშრათ აირევოდა.
და იმ მთებისა ვაგლახებშია
მე განვარჩევდი გრძნეულ სიტყვათა
(ჩემი სიცოცხლე იმ სიტყვებშია,
ისინი ჩემს გულს აქვს იმედათა):
“წარვლენ ეს წელნი ძილის ჟამისა
და გაბრწყინდება მზე მომავლისა!
ოხ, ღმერთო! ამა ხალხთ გაღვიძება
დიდ ძილის შემდეგ რა ტკბილ იქმნება!..”
ამ სიტყვებს დაბლა კლდენი და მთანი,

მაღლა - ქუხილნი, ცაში მგრგვინავნი,
ჩემთან, ჰე ძმანო, იმეორებდნენ,
თითქო ჩემსავით თვითონც ხარობდნენ.
ΧΧΧΙΙ
მაშინ შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა,
დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა;
მაგრამ ღრუბლისა ბნელ საბურველნი
იყვნენ ყაზბეგზედ სქლათა მწოლელნი;
მცირეს ხანს შემდეგ დაჰბერა ქარმა,
მყის განიღიმა ნათლათა მთამა;
და ღვთიურ შუქით გაბრწყინებული
კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეღო მას თრთოლით ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი,
თურმე მოხუცი ის ლოცულობდა
და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:
“დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია!
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ საწყალ ხალხსა,
სამღთოთ მიიღე სისხლი, რაიც ამ ხალხს უღვრია!
ღმერთო ძლიერო! ნუ არიდებ მოწყალე თვალსა.
“რაც უტანჯნია ამა ხალხსა, ტანჯვათ ეყოფა!
მოეცი ძალა დავრდომილსა კვლავ აღდგომისი,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური ძარღვი, ძალა გარდმოეც შვილსა!
“ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართველთა ძენი!
დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა!
იმყოფე სამღთოთ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, მათ ისყიდეს ტანჯვით შენდობა!
“მოეც ქართველსა ქართვლის ნდობა და სიყვარული,
მას განუღმერთე, შეაყვარე თვისი მამული!
ჵ, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი განუფრთხო ხალხსა!»
მყის გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფერიანი სარტყელი ცისა,
და მოეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა.
აღმენთო გული გრძნობითა ცეცხლებრ,
ერთ ფიქრს მიეცა გულისთქმა...
“ოხ, ღმერთო! ამა ხალხთ გაღვიძება

დიდ ძილის შემდეგ რა ტკბილ იქმნება!”
და რა თქვა ესა, გამოჰკრთა ელვა,
მთელ ბუნებამა დაიწყო ღელვა,
კვლავ მეხი გასქდა ახლო მთებშია,
მოხუციც გაქრა მსწრაფლ ღრუბლებშია.
დასრულდა
26 იანვარს 1859-სა წ.

ქართველთადმი
აჰა, გათავდა!... ქართველნო, მიცნობთ
ამ ლექსში მწუხარს და მტირალს ქართველს!
შორით, რუსეთით ძმა ძმებს მოგითხრობთ
მას, რაც არ უშრობს ნამდვილ შვილსა ცრემლს.
ჩვენი მშობელი, ტკბილი მამული
ცხადათ წინ მედგა ბედით მოკლული,
და ბნელ ღამეში - ჩვენ დამსხნელს ვარსკვლავს
ჩვენ მამულზედა ვხედავი შემდ[გ]არს.
გულში ვფარავდი რა ტკბილსა იმედს,
მის აღსრულებას ვავედრებდი ღმერთს,
მე შევსტიროდი ჩემს ქვეყნის ბედსა
და მშიშარს კალამს ვანდობდი ცრემლსა.
თუ ჩემს ცრემლს, ეხლა ფურცლებზედ შემშრალს,
თქვენი ცრემლიცა მოემატება,
მაშინ ვფიცავ იმ ჩვენს დამსხნელ ვარსკვლავს, იგი, რაც გვინდა, აღვგისრულბედა!
აქედან: ΙΧ თავს სათაურად ჯერ ეწერა (შავი ფანქრით): “მონოლოგი”, ხოლო
ფრჩხილებში (წითელი ფანქრით) - “ერთი ადგილი “აჩრდილიდან”. შემდეგ ავტორს
სიტყვა “ადგილი” გადაუხაზავს და ზედ დაუწერია “მონოლოგი” (“ერთი მონოლოგი
“აჩრდილიდან”). ამავე თავის მე-15 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “მეც მისებრ
სრულად სუსტსა და ფუჭს”, ჯერ ეწერა “მეც მისებრ სუსტსა სრულად ფუჭს”
(გადახაზულია); ΧVΙΙ თავის 26-ე სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “აქ”, ეწერა “მრქვა”
(გადახაზულია); ΧΧΧΙΙ თავის ΙΙ, 1 (“დედავ ღვთისაო”-ს თავზე) ეწერა სათაური
“ლოცვა მოხუცისა” (გადახაზულია წითელი ფანქრით). ამ ნაწილის (“დედავ
ღვთისაო”) მე-13 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “ქართველსა”, ეწერა “ქართვლის
ძმის” (გადახაზულია). 22-27 სტრიქონების ნაცვლად ეწერა:
მყის გადმოეშო შვიდფეროვანი
საქართველოზედ სარტყელი ცისა,

ცას შეჰყურებდა იგი მხცოვანი,
სჭვრეტს რა, აღსრულდა ხმა მის ლოცვისა,
თქვა: წარვლენ წელნი ძლიერის ჟამისა,
იმედი არის მომავალისა.
ეს სტრიქონები გადახაზულია და იმავე ფანქრით მიწერილია ჩვენთვის
ცნობილი სტრიქონები.
პირველ ვარიანტს (B-ს) ქრონოლოგიურად მოსდევს D-ს ტექსტი. მათ შორის
არის C ტექსტი. რადგან იგი ესკიზია და არა ვარიანტი, ამიტომ მას ვიხილავთ ქვემოთ
ცალკე (იხ. გვ. 470-471). იგი B-ს ვარიანტია. ტექსტი მოთავსებულია პატარა
ფორმატის უხაზო ფურცლებისაგან შეკრულ რვეულში, რომელიც 24 გვერდისაგან
შედგება. იგი ნაწერია სუფთად ყავისფერი მელნით. თავფურცლებზე, რომელიც ყდის
მაგივრობას ეწევა, წერია პოემის სათაური - “აჩრდილი”, ხოლო ქვემოთ: ტფილისი,
1860. ეს ტექსტი, როგორც B-ს ვარიანტი, ძირეულად განსხვავდება, ძირითადი (A)
ტექსტისაგან. ამიტომ მას ვუდარებთ B-ს, რაც უფრო ნათელს ხდის პოემაზე ავტორის
მიერ ჩატარებული მუშაობის თანმიმდევრობას. D-ს მე-2 გვერდზე სათაურია
(“აჩრდილი”), რომლის ქვეშაც უკვე ჩნდება ახალი წარწერა: “ივანე პოლტრაცკის და
ილია წინამძღვრიშვილს”. შემდეგ წერია “ძღვნა” და “ძღვნის” ტექსტის ბოლოს
ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. რვეულის მესამე გვერდზე კვლავ პოემის სათაურია,
მის ქვეშ ისევ ის ეპიგრაფია, რაც B-შია, მხოლოდ ბოლოში უკვე მიწერილი აქვს
“პსალ. დავითისა”, ამას მოსდევს რუსთაველის აფორიზმი, რაც B-ში აგრეთვე არ არის
(“რა ვარდმან თვისი ყვავილი”...) ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ იწყება პოემის
ტექსტი.
B-სთან შედარებით D-ში ტექსტმა ასეთი ცვლილება განიცადა (შედარებისას B
ავტოგრაფის თავები გვაქვს მხედველობაში): ΙΙΙ თავი, 8 შეშინებული]
განცვიფრებული D. ΙV, 9 მარტო სული] ხოლოთ სული D. 14 აწ დავრდომილი]
ბედით დასჯილი D. 20 უმღერო+და მერეთ ისევ იქავ ახვიდე, სად არს ნუგეში, სად
არს სიმშვიდე D. V, 19 შობილ... მაღლიდამ] ღვიძლს ამაყათ D. 12 აშინებენ+იქით
შორს ჩანდნენ მინდვრები, ტყენი, მათ შორის მსხლტომი არაგვი ჩვენი D. VΙ, 20
ერთგულნი ძენი] იგი ქართველნი D. 22 რამთვენჯერ] რამთენჯერ D. VΙΙ, 5 სულ]
სრულ D. VΙΙΙ, 9 ზომიერი] გარმონიული D. ΙΧ თავს სათაური არ აქვს D. 3 გული ჩემი
~ D. Χ, 1 ტკბილო] ქართვლის D. 11 ოხ] ვიშ D. ΧΙ, 19 სადღაა აქა] ვაი, რა იქმნა D. ΧΙΙΙ,
1 დემონო] ეშმაკო D. ΧΙV, 7 ბედნიერ არის] ბედნიერია D. 12 საუკუნებს] საუკუნეთ D.
ΧV, 2 ვით მწირსა მწირი] რომლისთვისც ვსტირი D. 20 ხე არ ინძრევა] არ ჩაინძრევა D.
ΧVΙ, 8 დაუახლოვდა] წამოსწვდა შორით D. 14 მათ] მას D. 18 ეგ უფრო, უფრო]
სამარცხვინო და D. ΧVΙΙ, 4 ადებს] ადგამს D. 5 ოცადა] ათათა D. არ ებრალება მონა
მოკლული] არ შეჰბრალდება მას მონის წყლული D. 12 მხეცზედა] კაცზედა D. 16
მისცემს] უძღვნის D. მინდორზედ] ცის ქვეშ D. 22 შიმშილი] ცდა, სიმხნე D. 28 ვაი,
თქვენი ბრალი] უხ, შენი ბრალი D.
ΧVΙΙΙ, 3 საით - D; 10 არა] ეგე D. 15 ტურფა] სატრფო D. 22 შეგძულდება]
შეგზარდება D. ΧΙΧ, 28 ის] ეგ D. 32 გალობას] სიმღერას D. ΧΧ, 19 ბაგითგან] ბაგიდგან
D. 20 ოდეს დემონი კაცზედან ხარობს] რომ ხალხის დაცემულს არ აღამაღლებს D.
D-ში B-სგან განსხვავებით ΧΧ თავის შემდეგ იცვლება პოემის მთელი
არქიტექტონიკა და რიგი: ΧΧΙ თავის ნაცვლად D-ში მიდის ΧΧΧΙΙ თავი, ე. ი. B-ს ΧΧΙ
თავებს შორის D-ში ΧΧΧΙΙ თავი, რომელიც ასე იწყება: “მაშინ შევხედე ყაზბეგსა
მძლავრსა”, სადაც გამოტოვებულია სტროფი (“ცისკენ აღეღო...”). ამ თავშიც არის

ცვლილებები: 1-7 სტრიქონების (“მაშინ შევხვდე... გაბრწყინებული”) ნაცვლად D-ში
წერია:
დიდხანს ვუგდებდი ყურსა იმა ჩანგს,
თრთოლით შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა
და ღვთიურ სხივით გარემოცული.
ამ თავში მე-12 სტრიქონის (“და ღმერთსა”...) შემდეგ D-ში სათაურია - “ლოცვა
აჩრდილისა”. ბოლო სამი სტროფი ამ ლოცვისა განსხვავებულად იკითხება B-სთან
შედარებით:
მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა,
და მოეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა.
აღმენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,
ერთ ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა.
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.
მცირეს ხანს შემდეგ გამოჰკრთა ელვა,
უფრო დაიწყო ბუნებამ ღელვა.
მეხცი დაეცა ახლო მთებშია.
მოხუციც გაჰქრა მსწრაფ ღრუბლებშია.
B-ს ΧΧΙ თავი D-ში ΧΧΙΙ თავად მიდის; B-ს ΧΧΙΙ თავი D-ს ΧΧΙ თავად მიდის. B-ს
ΧΧΙΙΙ თავს D-ში ΧΧΙV თავი ენაცვლება. მათში: 1 ტკბილო ქვეყანავ] ქართვლის
ქვეყანავ D. ΧΧΙV თავის ნაცვლად D-ში ΧΧV თავია. მათში: 1 ტკბილო ქვეყანავ] ოჰ,
საქართველოვ D. ΧΧV თავს ენაცვლება D-ს ΧΧVΙ თავი. მათში: 15 ქვათლილისა]
თლილის ქვისა D. 18 ცას] ღმერთს D. ΧΧVΙ-ის ნაცვლად D-ში ΧΧVΙΙ თავია. 1
მშვენიერ ველო] ვაიმე ველო D. 10 მტრულ] მტრის D. 13 ტკბილ] მშვიდ D. 14
მადლით ხედავდა] დაინახავდა D. 16 უსწორო] უებრო D. 25 აწც რვაას] აწ ექვსას D.
27-30 დიდი თამარი... მარად და მარად] დიდო თამარო, შენი სახელი იცოცხლებს,
ვიდრე სცხოვრობს ქართველი, ეგეა ჯილდო დიდ ცხოვრებისა, ესეა წესი ამა
ქვეყნისა... D. B-ს ΧΧVΙΙ თავის ნაცვლად D-ში ΧΧVΙΙΙ თავია. მათში: 1
გამოგდებულნი] გადმოგდებულნი D. 14 სად არის] რა იქმნა D. 18 და თვის სახელით
შთაუბეჭდნია] და თვისი ძეგლი აღუდგენია D.
B-ს ΧΧVΙΙΙ თავი გაყოფილია D-ში ორ თავად: ΧΧΙΧ (B-ს 1-14 სტრიქონები) და
ΧΧΧ თავებად (B-ს მე-15-დან - “თამარო დიდო”... - ბოლომდე). 14 და მიფარებულ
დიდებაზედა+
დიდო რუსთველო, დადუმდა ქნარი,
ღონის და ძალის აღმათრთოლარი,
იგი ოდესღაც ტკბილათ გალობდა,
ეხლა აღარ არს, ხალხი დაობლდა. D
15 თამარო დიდო ~ D.

ΧΧΙΧ თავიც ორ თავად არის D-ში გაყოფილი: ΧΧΧΙ (1-18 სტრიქონები) და
ΧΧΧΙΙ (მე-19-დან: “როს ეს ტოტები”... ბოლომდე). Ι ის ღონე და] ის დიდება D.
B-ს ΧΧΧ თავი მიდის D-ს ΧΧΧΙΙΙ თავად. მათში: 8 სისხლი] შრომა D; სისხლი
მამათა დაიხსნი შვილსა]
შვილი აღსდგება შეიკრებს ძალსა
და ბედნიერსა შეიქმს მყობადსა,
ეხლა გზა კაცის არს გაკვალული
და უნდა ნდობა და მხნეი გული,
რომ მიხვდეს მის ბედნიერ ჟამსა
და შეეყაროს ტკბილ მომავალსა! D
B-ს ΧΧΧΙ თავი მიდის D-ს ΧΧΧΙV თავად. მათში: 11-14 სტრიქონები (“მყის
ბუნების... აირევოდა”) D-ში არ არის. ΧΧΧΙΙ თავი კი ΧΧ თავის შემდეგაა
გადატანილი.
ამ შედარებიდან ჩანს, რომ B და D ავტოგრაფები ძირითადად ერთმანეთს
მისდევს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ D-ში თავებად დაყოფის შეცვლას და
სტროფების დამატებას.
D ვარიანტს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს C ავტოგრაფი, რომელის სათაურია
“აჩრდილი ყაზბეგზედ ანუ ჩანგი მოხუცისა”. მას ეპიგრაფად აქვს: “აღსდეგ, უფალო,
ღმერთო ჩემო! აღმართე ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიათ”
(“პსალმუნი დავითისი”). პ. ინგოროყვას აზრით, ესკიზი დაწერილი უნდა იყოს 1859
წლის 13 აპრილის ახლო ხანებში (იხ. ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული
კრებული, ტ. Ι, 1951 წ., გვ. 475) C წარმოადგენს D-ს ესკიზს. სათაურის შემდეგ წერია
“Ι”. ჩანს, ქვემოთ მოყვანილი ტექსტი ავტორს პირველ თავად ჰქონდა ნავარაუდევი,
მაგრამ შემდეგ გადაუფიქრებია ასეთი დასაწყისი და შექმნა ისეთი ტექსტი, როგორც
D-ში. ქვემოთ ვბეჭდავთ C ავტოგრაფ-ესკიზს სრულად, რადგანაც იგი ასეთი სახით
შემდგომ არსად არ გვხვდება:
მზე დაჰყურებდა კავკაზს მღვიძარე,
განაბრწყინებდა მას თეთრ-თმოსანსა,
და მთა ურყევი, მძლავრი, მყინვარე
ხედავდა ჰაერსა ლაჟვარდოსანსა.
მოწმენდილ ცაზედ გძლათ გაწოლილნი
ღრუბელს, ვით ბოლსა, ის მთები ხევდნენ
და შორს ციაგათ მთანი შეცვლილნი
უზომო სივრცეს იკარგებოდნენ;
თავნი ებჯინათ ცისა კამარას.
დიდხანს უგდებდი ყურსა 1 იმ ჩანგსა,
თრთოლით შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა
და ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული
1

ამ სიტყვების ნაცვლად ჯერ ეწერა “მივაპყარ ყურნი”, გადახაზულია ფანქრით და ფანქრითვე ზედ
აწერია “უგდებდი ყურსა”.

კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეღო მას თრთოლით ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი,
თურმე მოხუცი ის ლოცულობდა
და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:

ლოცვა
...............................
მსწრაფლ გარდმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და მოეფინა ჩემ ქვეყანასა
მახარობელათ ტკბილ იმედისა.
აღმენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,
ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.

ამ ტექსტის (C) D-სთან შედარებისას ჩანს, რომ მისი პირველი სტროფი (“მზე
დაჰყურებდა...”) თანხვდება D-ს I თავის I სტროფს; III - IV სტროფი (“დიდხანს
უგდებდი... ევედრებოდა”) კი თანხვდება D-ს XXI თავის პირველ ორ სტროფს. ბოლო
V და VI სტროფები (“მსწრაფლ გარდმოეშო”... “აღმენთო გრძნობა”...) მისდევს Dვარიანტის “ლოცვის” ტექსტის მომდევნო I და II სტროფებს.
ყოველივე აქედან ჩანს, რომ პოეტს განზრახული ჰქონდა ტექსტის
რადიკალურად გადამუშავება და მთელი მისი კომპოზიციის შეცვლა, რაც
სისრულებში მოიყვანა რამდენიმე წლის შედმეგ.
როგორც ზემოთ ითქვა, “აჩრდილის” პირველი ვარიანტი (BD) შეიქმნა 1859-1860
წლებში. მაგრამ - ჩანს ცენზურული პირობების გამო - პოემას მთლიანად დაბეჭდვა
დიდხან არ ღირსებია.
1859 წლის ჟურნ. “ცისკრის” № 10-ში პირველად გამოქვეყნდა (B ავტოგრაფიდან)
პოემის მხოლოდ V თავი (“ჩვენო არაგვო...”), სათაურით “არაგვი (საკუთარ პოემიდან
“აჩრდილი”)”, ხელმოწერით: “ილია ჭავჭავაძე”.
D ვარიანტიც დიდხანს იყო დაუბეჭდავი, იგი მხოლოდ 1863 წელს გამოქვეყნდა
ილიას მიერ დაარსებულ ჟურნალში “საქართველოს მოამბე”, ისიც ფრაგმენტულად,
ცალკეულ თავებად, კრეძოდ: ჟუნალის № 7-ში დაიბეჭდა “ლოცვა აჩრდილისა
(აჩრდილითგან)” ხელმოწერით ******** (ტექსტის XXVI-XXVII თავები); № 8-ში მხოლოდ XXIV თავი, ხელმოუწერლად.
1864 წელს პეტერბურგში კ. ლორთქიფანიძემ შეადგინა და გამოსცა კრებული
“ჩონგური”, რომელშიც დაბეჭდა “აჩრდილის” V თავი, სათაურით “არაგვი”. ზეომთ
აღნიშნული დაბეჭდილი თავების ტექსტთან შედარებისას გაირკვა, რომ ეს თავები
მისდევს ავტოგრაფს მცირეოდენი ნაირწაკითხვებით. მხოლოდ ერთგან, ნაბეჭდის

XXIV თავში, ცენზორს ამოუღია ტექსტი, მე-18 სტრიქონიდან (“ერთის ცხოვრების”...)
დაწყებული. ეს ადგილი შევსებულია მრავალწერტილით.
1872 წლისთვის კვლავ იქმნება “აჩრდილის” რედაქციულად განსხვავებული
ტექსტი (E). იგი პირველი ვარიანტისაგან (BD) მკვეთრად განსხვავდება და
უახლოვდება საბოლოო, ჩვენს ძირითად ტექსტს (A-ს). ეს ახალი ტექსტი (E) შეიცავს
მხოლოდ პირველ 19 თავს. XX რომაული ციფრებით იქვე მიუნიშნებია ავტორს.
მაგრამ ტექსტზე მუშაობა ამჯერად აღარ გაუგრძელებია. ამ 19 თავში მოთავსებულია
თითქმის მთელი “აჩრდილი” (A ტექსტის თავების ნუმერაციის მიხედვით E-ში არ
არის XVIII - XXV თავები ჩანს, ავტორს შეგნებულად გამოუტოვებია ისინი).
X თავამდე E ტექსტის თავების თანმიმდევრობა მისდევს A ტექსტს, მაგრამ
შემდეგ უკვე იწყება პოემის არქიტექტონიკის შეცვლა და E-ში X თავად მიდის ჩვენი
გამოცემის ((A ტექსტის) XVII თავი; XI თავად - XVI თავი; XII თავად - X თავი; XIII
თავად - XI თავი; - XIV თავად - XII თავი; - XV თავად - XIII თავი; XVI თავად - XIV
თავი; XVII თავად - XV თავი; XVIII თავად - XXVI თავი; XIX თავად - XXVII თავი.
როგორ აღვნიშნეთ, E ტექსტი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ თავების
გადაადგილებას, ძირითადად მისდევს A-ს, ვარიანტული ნაირწაკითხვებით (ამ
ტექსტს ქვესათაური და თარიღი არა აქვს. იგი აქა-იქ ნასწორებია. ზოგი ადგილი
ძნელად იკითხება). ვუდარებთ მას A ტექსტს:
I, 2 გაანათლა] განანათლა E. 3 კავკასის] კავკაზის E. 18 წამოიქუხოს]
წარმოიქუხოს E. 19 მერმედ] მერედ E.
II, 5 დადუმებული] დაყუდებული E. 12 ზეცაც] ცაცა E.
III, 1 ხოლოს კი] მაგრამ იმ E. 2 მეც] მსწრაფლ E.
IV, 4 დაფიქრებული+
მის თეთრ [თმანი] ძლიერსა მხრებზედ
სქლად გადმოშლილნი ბრწყინავდნენ მზეზედ,
უმანკო თოვლი მხოლოდ იმ მთების
მის თმის სითეთრეს თუ შეედრების E.
10 ქაფისა] აღმღვრეულთ E. 17 სჩანდნენ] ჰსჩანდნენ E.
V, 2 ქართველის] ჩვენის E. 6 შენს წმინდა თვალწინ] შენთა თვალთა წინ E. 9 შენ
ზვირთებ] შენთა ზვირთ E. 13 ძლიერსა] წმინდასა E. 15, 16 ქართველთ] ქართვლის E.
24 გულსაკვლდავ] გულსაკლავა E.
VI, 4 მთიდამ ამაყად] იმ სიმაღლიდამ E.
VII, 1 ვარ] ვალ. E. 7 მეც წარტყვევნილვარ] წარტყვევნილ ვარ E.
17 ზოგადს ცხოვრებას] მეცნიერებას E. 18 და მცნების] ვიდრე მის E, 24
ჰღაღადებს მხოლოდ] მხოლოდ აღნიშნავს E.
VIII, 1 აქ... პატარასა] აქ კაცად-კაცსა, ზნეობით მკვდარსა E. 11 იმ ვაჟკაცს] მას
ქველსა E. 21 უმღერებს] უმღერის E.
IX, 6 წაწყმედილა] წარწყმედილა E.
X (E-ში XII), 1 აქაც კი] თუმც იქაც E. 6 იმ ზოგთა] უკეთესთ E. 7 ამა ჭირთაგან
მათი] ამისა გამო მხნეთა E. 9 ორს-სამს კაცს] ორ კაცსა E. 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ
ერთმანეთს E. 14 თითქო] ორწილ E.
XI (E-ში XIII), 2 ხარჯს] ხარკს. 4 პინას] პინსა E. 5 და მათ... ჰხდის] მით ის
გირვანქას ერთი ათას ხდის E. 6 გაიღიმა] განიღიმა E. 7 უმწეობითა... ჰზრდის]
გულისა წვითა, თავის ხარკის ზრდით E. 8 და საწყლის თვალთაგან] საწყლის

თვალთაგან E. 13 მონა... საწყალი] მონა საწყალი, მონა გამშრალი E. 15, 17 ვიშ] ვახ E.
18 გაზრდილი] გაზდილი E. 28 სად არის აქ] აქ სად არის E.
XII (E-ში XIV), 2 ძუძუთგან] ძუძუდამ E. 9 ჩაგრულო] ბედკრულო E. 15 E-ში
ნაცვლად სიტყვისა “უმანკო” ჯერ ეწერა “და წრფელსა” - გადახაზულია. 19 E-ში,
ნაცვლად სიტყვისა “შეძრწუნდები”, ჯერ ეწერა “შეშინდები”, გადახაზულია. 26
ნაცვლად სიტყვისა “შენ” ჯერ ეწერა “ვაიმე” და გადახაზულია.
XIII (E-ში XV) 1 ნაცვლად “შრომისა” E-ში ჯერ ეწერა “მაშვრალთა”,
გადახაზულია. 3 თუმცა] მაგრამ E. 8 მყოობადი] მომავალი E. 12 E-ში ნაცვლად
სიტყვისა “გამზადებულა”, ჯერ ეწერა “დაძველებულა”, გადახაზულია.
XIV (E-ში XVI), E-ში დასაწყისი შვიდი სტრიქონი ისეა წაშლილი მელნით, რომ
ძნელად იკითხება. 3 სოფელსა] სოფლისა E. 9 არ იქმნებიან] აღარა იქმნენ E. 10 ძმობა,
ერთობა] თანასწორობა ძმობა E. 11 აღარ ივლიან] ქვეყნად აღარ ვლენ E. 20 ვის] სხვას
E. 28 ეგ სიმღერაა] რომელიც არი E. 32 ბანს გამოსცემენ] ბანსა მისცემენ E.
XV (E-ში XVII), 3 საწყალი] ყოველი E. 5 მოძმეთა] ყოველთა E. 9 ის რად...
ქვეყნისა] რად ინდომებს ის ქვეყნისთვის E. 16 ცხოვრების] სიცოცხლის E. 18 ვალად]
კისრად E. 21 დიდის სწავლისა] დიადის სწავლის E, ნაცვლად “დიადის” ჯერ ეწერა
“მაღლის”, გადახაზულია. 22 სიყვარულის და სამართალისა] სიყვარულისა და
სამართლის E. 23 ბაგეთგან] ბაგიდგან E. 26 ქვეყნის ხსნისათვის] ქვეყნისა ხსნისთვის
E.
XXVI (E-ში XVIII), 3 რომელ] რაიც E. 4 ჩაგრულთ სასოო] ღმერთო ძლიერო E;
მოწყალე] მოწყალეს E. 5 ეს ქვეყანა] ესე ხალხი E. 8. მამაპაპური... შვილისა] მამაპაპისა ძალა, სული შთაბერე შვილსა E. 9 ქართვლისა] ქართველთა E. 12 შეისყიდეს]
მათ იყიდეს E. 13 მოჰმადლე... სიყვარული] მიეცი ქართველთ, ქართველსა მტკიცე
სიყვარული E. 15 სახიერო] ძლიერი E.
XXVII (E-ში XIX), 3 გადაეფინა] მოეფინა E.
“აჩრდილის” ეს ტექსტი იბეჭდებოდა 1872 - 1873 წლებში, ჟურნალ “კრებულის”
ნომრებში. მასში ქვეყნდებოდა პოემის მხოლოდ ცალკეული თავები და ისიც
არათანმიმდევრულად, სათაურებით: “რამდენიმე ხანა პოემისა “აჩრდილი”
ხელმოწერით: “ილია ჭავჭავაძე” ან “ილ. ჭავჭავაძე”.
1872 წლის “კრებულში” (წიგნი 8 - 9) დაიბეჭდა ჩვენი ტექსტის მიხედვით XIII,
XIV, XVII, XVIII თავები
(XVIII თავი “კრებულში” XX თავად მიდის). E
ავტოგრაფიდან “კრებულში” დაბეჭდილი ტექსტები (E1) A-სთან ასეთ სხვაობას
იძლევა:
XIV, 8 სძოვდეს] ჰსძოვდეს E1. 9 არ იქმნებიან] აღარ იქმნენ E1. 10 ძმობა, ერთობა]
თანასწორობა E1. 11 აღარ ივლიან] ქვეყნად აღარ ვლენ. 16 უნდა შვას იგი] ჩაისახა ის
E1. 17 მაშინ... განკაცდები] რომელთაც განჰკაცდები E1. 32 გამოსცემენ] გამოჰსცემენ E1.
XVII, 6 - 8 “ქართვლის გულიდამ... გარდმოდენილი” “კრებულიდან”
ამოღებულია. 9 სიტყვას “სუნნელისა” აქვს სქოლიო: “ნაძვის ხეზე თქმულობა, იხილე
ვახუშტის გეოგრაფიაში” E1. 12 სცემდა] ჰსცემდა E1. 13 ხილი] შლილი E1. 16
ქართვლის... დაყუჩდებოდა] ქართლის... დაჰყუჩებოდა E. 17 სჩქეფს] ჰსჩქეფს E1.
XX (ჩვენი ტექსტის XVIII თავი), 1 ქართვლის... დაბადებულო] ქართლის
სამშობლოვ! მშვენიერო, ყოვლად შემკულო! E1. 4 ეკლიანს ეკლისა E1. 8 - 9
სტრიქონებს შორის (“რომ სხვა...”, “შენთა შვილთ...”) E1-ში დაბეჭდილია:
ორისა დიდი საგნისათვის ძე შენი ბრძოდა,
მათთვისა ბრძოლამ სხვა საქმისთვის არ მოიცალა,

მამულისა და ჯვარისათვის იგი იღწვოდა,
ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.
13 - 16 სტრიქონები, ე. ი. XX (A-ს XVIII) თავის ბოლო სტროფი (“ორი რამ იყო”...)
E1 - დან ამოღებულია.
1872 წ. “კრებულის” № 10 - 12-ში დაბეჭდილია პოემის I- II - III თავები (გვ. 1 - 4),
ძირითადი (A) ტექსტისაგან იმ განსხვავებით, რომ ქვესათაური არა აქვს, არც
ეპიგრაფი აქვს. ამოღებულია III თავის მე-2 სტროფი (“ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე
მჭვირვალებს”...) და მე-5 სტროფი (“თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე”...) 1.
1873 წ. “კრებულის” № 1-ში (გვ. 268-274) დაბეჭდილია “აჩრდილის” IV, V, VI,
VII, VIII თავები. ამ თავების ტექსტმა ძირთად (A) ტექსტთან შედარებისას ასეთი
ვარიანტული სხვაობა მოგვცა.
10 ქაფისა] აღმღვრეულთ E1. 12 ჰრბოდა, ჰბღაოდა] რბოდა, ბღაოდა E1. 13
სჭექდა] ჰსჭექდა E1. 14 მაშფოთარ შვილს] მშფოთვარს შვილსა E1. 17 სჩანდნენ]
ჰსჩანდნენ E1.
V, 5 ჩემის მამულის] ჩემის ქვეყნისა E1. 13 ძლიერსა] წმინდასა E1. 15 ჰდუღდა]
დუღდა E1. 15 - 16 ქართველთ... ქართველთ] ქართვლის... ქართვლის E1. 18 საუკუნეთ]
საუკუნოდ E1. იგი ქართველნი]... E1. 22 ძველსა მამულს] ძველს მამულსა E1. 24 ხოლმე
გულსაკვდავ პასუხს] გულის საკვდავს პასუხსა E1.
VI, 4 მთიდამ ამაყად] იმ სიმაღლიდამ E1. 13 ვსთქვი] ვჰსთქვი E1.
VII, 4 მაქვს]... E1. (ასეა, რ. კ.). 5 ჰე] ჰოი E1. 7 მეც წარტყვევნილვარ] წარტყვევნილი
ვარ E1. მე 11 სტრიქონიდან “თავისუფლება...” - აქ წყდება “კრებულში” ეს თავი, ე. ი.
მე-11 სტრიქონიდან ბოლომდე VII თავში გამოტოვებულია ტექსტი.
VIII, 1 აქ არავის - დიდსა თუ პატარასა] კაცად -კაცადსა, ზნეობით მკვდარსა E1.
11 იმ ვაჟკაცს... იმ] მას ქველსა... მას E1. 21 უმღერებს] უმღერის E1.
1873 წ. “კრებულის” № 2-ში (გვ. 208-214) დაბეჭდილია თავები: XI (ჩვენი A
ტექსტის XVI) , XII (A-ს X), XIII (A-ს XI) XIV (A-ს XII). “კრებულის” ტექსტი A-სთან
ასეთ სხვაობას იძლევა:
X (E-ის XII თავი), 1 აქაც კი] თუმც იქაც E1. 7 ამა ჭირთაგან მათი] ამისა გამო
მხნეთა E1. 9 ორს-სამს კაცს] ორ კაცთა E1. 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ ერთმანეთს E1.
14 თითქო] ორნივ E1. “კრებულში” (E1) პირის ნიშანი ჰ თითქმის არ იხმარება.
XI (E1-ის XIII), 2 სასწორზედ] პინებზედ E1. 5 და მით მის ხარჯსა ერთსა ორად
ჰხდის] მით ის გირვანქა ერთს ათათა ჰხდის E1. 6 გაიღიმა] განიღიმა E1. 10 ვერ
დაარბილებს] ვერა დაალბობს E1. 13 ბედშავი.. საწყალი] საწყალი... გამშრალი E1. 15,
17, ვიშ] ვახ E1.
XII (E1-ის XIV) 2 ძუძუგდგან... აჰგლეჯენ] ძუძუდამ... აგლეჯენ E1. 9 ჩაგრულო,
ვითამ] ბედკრულო! ვითომ E1.
XVI (E1-ის XI) 3 თავადსა] თავადს თუ E1. 9 ჰლხინობენ... ჰხარობენ] ლხინობენ...
ხარობენ E.
1873 წ. “კრებულის” № 5-6-ში (გვ. 183), დაბეჭდილია XVII (A-ს XV) თავი,
რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება ძირითადად ტექსტისაგან (გამოტოვებულია
მხოლოდ II სტროფი - “მოძმეთა ხსნისთვის...”).
ხელნაწერთა ინსტიტუტში (U) დაცულია ავტოგრაფი № 127 (ძვ. S - 5032), ჩვენი F
ტექსტი. იგი უთარიღოა. სათაურის (“აჩრდილი”) შემდეგ წერია “დასასრული”, რაც
1

ეს სტროფები ამოღებულია 1892 წლის გამოცემიდანაც.

გვაფიქრებს, რომ იგი გაგრძელება უნდა იყოს E ვარიანტისა (F იწყება მე-18 თავით და
სრულდება 27-ე თავით).
ჩვენ (A) ტექსტისაგან F თითქმის არ განსხვავდება (რამდენიმე უმნიშვნელო
ნაირწაკითხვის გარდა). იგი საბოლოო რედაქციაა, რომელიც საფუძვლად უნდა
დასდებოდა “ივერიაში” დაბეჭდილ ტექსტ (იხ. ი. ჭავჭავაძე, ტ. I, სარედაქციო
შენიშვნები, 1951, გვ. 415). F ხელნაწერი შესრულებულია გრძელ უხაზო ფურცლებზე
შავი მელნით. დაწერილია სუფთად და მხოლოდ ერთი-ორგან არის ნასწორები, აქაც
გამოტოვებულია XXII - XXIII თავები, რომლებიც საქართველოს ისტორიას უნდა
შეხებოდა. მართალია, ისინი აღნიშნულია რომაული ციფრებით, მაგრამ ეს თავები
კვლავ მომავლისთვის გადაუდვია ავტორს სამუშაოდ.
ვუთითებთ იმ სხვაობებს, რაც ავტოგრაფ F-ში შეინიშნება A-სთან შედარებით.
მასში ყველგან ვით. ბრუნვის ნიშანი - თ, -ათ ფორმანტია, ხოლო -დნენ სუფიქსის
ნაცვლად არის -დენ.
XIX, 14, 15 რაშიაც] რაშიცა F-ში ნაცვლად სიტყვისა “კირთების” ეწერა “მონების”,
გადახაზულია. XX, 4 ხელს ჰკიდებს მას] მას ხელს ჰკიდებს F. XXVI-ს დასაწყისი 8
სტრიქონი გადახაზულია და არ იკითხება, დანარჩენი თანხვდება A-ს. XXVII, 2
შვიდფეროვანი] შვიდფერიანი F.
როგორც აღვნიშნეთ, F ტექსტი ავტორმა პოემის ტექსტში შეიტანა, როცა მას
“ივერიაში” (H) ბეჭდავდა. “ივერიის” (1881 წ.) ტექსტი კი იმით არის საყურადღებო,
რომ იგი პირველად გამოქვეყნდა მთლიანი სახით 1 (მანამდე, როგორც ზემოთ
დავინახეთ, მხოლოდ ფრაგმენტულად იბეჭდებოდა), თუმცა მას ატყვია ცენზორის
ხელი: ამოღებულია სიტყვები, სტრიქონები, სტროფები (იხ. ქვემოთ). H-ის ორივე
ნომერში ტექსტს აქვს ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. ქვესათაური და ეპიგრაფი
ემთხვევა A-ს იმ განსხვავებით, რომ H-ში ეპიგრაფის ქვეშ მითითებულია მისი
ავტორის სახელიც (“შოთა რუსთაველი”).
შევუდაროთ H წყარო A-ს (თავები A-ს მიხედვითაა):
I, 2 გაანათლა] განანათლა H. 4 გადაჰფინა] გარდაფინა H. 11 სრბოლა] ბრძოლა H;
16 დასცქერის] დაჰსცქერის H. 18 წამიქუხოს] წარმოიქუხოს H.
II, 5 დადუმებული] დაყუდებული H. 12 ზეცაც] ცაც H.
III, გამოტოვებულია ამ თავში II (“ვსთქვი, თუ”...) და V (“თვალთ ჩემთ”...)
სტროფები.
V, 5 მამულის] ქვეყნისა H. 6 წმინდა თვალწინ] თვალთა წინა H. 9 შენ ზვირთებ]
შენთა ზვირთ H. 13 ძლიერსა] წმიდასა H. 15 ქართველო] ქართვლის H. 24 ხოლმე
გულსაკვდავ პასუხს] გულის საკვდავს პასუხსა H.
VII, 5 ჰე] ჰოი H. 11 თავისუფლება]... H. 13 შენი აღდგენა]... H. 22 აღდგენასა]... H.
VIII, 1 არვის] ყოველს H.
IX, 6 წაწყმედილა] წარწყმედილა H. 10 აღტკინდეს] აღტყინდეს H.
X, 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ ერთმანეთს H.
XI, 15, 17, ვიშ] ვახ H. 18 გაზრდილი] გაზდილი H.
XII, 2 ძუძუდგან] ძუძუდამ H. 13 უბრყვილო] და წრფელსა H.
XIII, 19 მძარცველი] მცარცველი H.
XIV, 7 ძარცვა] ცარცვა H. 9 არ იქმნებიან] აღარა იქმენ H. 10 ძმობა, ერთობა
თავისუფლება]... H.
XV, 3 - 4 მაშინ, როს მისი მოძმე საწყალი სასოწარკვეთილ მონებაშია - H.
1

გამოტოვებულია მხოლოდ XXII-XXV თავები.

XVI, თავის ბოლო სამი სტრიქონი: “მთვარის ღიმილზე... თავსიუფლებას” H-ში
არ არის.
XIX, 14, 15 რაშიაც] რაშიცა H.
XXVII, 2 შვიდფეროვანი] შვიდფერიანი H.
“ივერიაში” (H ტექსტი) პოემის III თავიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ამოღებულია II და V სტროფები:
II: ვსთქვი თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,
ღამე ესეთის დილით თენდება,
სადც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს
იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.
V: თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე,
ხედვად უცნაურთ სახილველისა,
მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე
სმენად ბუნების მეტყველებისა.
ეს სტროფები აღადგინა პ. ინგოროყვამ 1925 - 1951 წლების გამოცემებში, რადგან
ამას მოითხოვდა ლექსის შინაარსი. გამომცემლის მიერ აღდგენილ იქნა აგრეთვე XVI
თავის მე-14 სტრიქონი (“ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას”..) და ა. შ. ჩვენს
ტექსტში ეს სწორებები გაზიარებულია.
“ივერიაში” პოემის გამოქვეყნების შემდეგ გავიდა კიდევ 11 წელი და 1892 წელს
“ქართველთა ამხანაგობის” მიერ გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომში
კვლავ დაიბეჭდა “აჩრდილი” (ჩვენი ძირითადი ტექსტი A), მცირეოდენი
კუპიურებით, მაგრამ მასში ძირითადად აღდგენილია ის ადგილები, რომლებიც
“ივერიაში” არ დაბეჭდილა (იხ. ზემო ვარიანტები); ამის შემდეგ პოემას ცვლილებები
თითქმის აღარ განუცდია და პოეტის სიცოცხლეშივე იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს
სხვადასხვა სახით, - სრულად თუ ფრაგმენტულად (იხ. ზემოთ), მცირეოდენი
ნაირწაკითხვებით. იმავე წელს ვასო აბაშიძეს “ჩანგში” შეაქვს პოემის V თავი,
უსათაუროდ. 1898 წელს “პოემების კრებულში” იბეჭდება მთელი პოემა
(ხელმოწერით: თ. ილ. ჭავჭავაძე; უთარიღოდ), რომელიც მისდევს A ტექსტ. 1904
წელს ცალკე წიგნად იბეჭდება “ლექსები თ. ილია ჭავჭავაძისა”, რომელიც
ნაწყვეტების სახით დაიბეჭდა პოემის სხვადასხვა თავები. სათაურებით: “ლოცვა
(აჩრდილიდან)”, თავი XXVI, გვ. 4; “არაგვი (აჩრდილიდან)”, თავი V, გვ. 5; “მარად და
ყველგან საქართველოვ (აჩრდილიდან)”, თავი VII, გვ. 6; იმავე წელს სპ. ჭელიძე
უშვებს კრებულებს “ჩანგური” და “ქნარი” რომლბშიც უსათაუროდ იბეჭდება
ნაწყვეტები პოემიდან (წარმოდგენილია XIII, XIV, XV თავები) 1907 წელსაც იბეჭდება
ნაწყვეტები “ილია ჭავჭავაძის რჩეულ ლექსებში” და ს. გიორგაძის კრებულში “ჩვენი
მწერლობა, 1. მგოსნები”, სადაც “აჩრდილის” მთლიანი ტექსტია დაბეჭდილი. ოღონდ
ალაგ-ალაგ შემოკლებული.
ასე იწერებოდა და იბეჭდებოდა “აჩრდილი” 1859 წლიდან 1907 წლამდე. ზემოთ
განხილული და შესწავლილი ტექსტები პოემისა ცხადჰყოფს, რომ ილიას თავისი
პოემის XXII და XXIII თავები პირველი (B) ვარიანტის შემდეგ აღარ დაუწერია, მუდამ
კი აღნიშნავდა მათ ადგილს პოემაში, მუდამ შეჰქონდა პოემის თავების სათვალავში,
რაც მოწმობს იმას, რომ ამ თავების დაწერას ყოველთვის ფიქრობდა პოეტი. პ.
ინგოროყვას ეს თავები დაკარგულად მიაჩნია (იხ. 1951 წლის გამოცემა, გვ. 372);
ხოლო გ. ჯიბლაძის აზრით, პოეტს I ვარიანტის შემდეგ პოემის XXII და XXIII თავები

საერთოდ არ დაუწერია, თუმცა კი ფიქრობდა მათზე მუშაობას (იხ. გ. ჯ ი ბ ლ ა ძ ე ,
ილია ჭავჭავაძე, 1966, გვ. 273).
რაც შეეხება პოემის დათარიღებას: რადგან მისი პირველი ვარიანტი დაიწერა
პეტერბურგში და დათარიღებულია 1859 წლის 26 იანვრით (ამ დროს ილია
პეტარბურგში სწავლობდა), ხოლო მისი ბოლო რედაქცია ავტორმა ფაქტიურად
დაასრულა 1872 წელს 1 (დუშეთში ცხოვრების პერიოდში), ამიტომ პოემას ვაძლევთ
ფართო თარიღს: [26 იანვარს, 1859-ს წ. პეტერბურგი, - 1872 წ., დუშეთში] 2.
ი.
ჭავჭავაძის
თხზულებათა
1914
წლის
გამოცემაში
“აჩრდილი”
დათარიღებულია 1859 წლის 26 იანვრით (სარჩევში, გვ. IV).
ი ვ . პ ო ლ ტ ა რ ა ც კ ი : ივანე პოლტარაცკი (1836 - 1892) - ილიას მეგობარი
გიმნაზიიდან.
ი ლ ი ა წ ი ნ ა მ ძ ღ ვ რ ი შ ვ ი ლ ი (1834 - 1920) - საზოგადო მოღვაწე,
ლიტერატორი, პედაგოგი, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დამაარსებელი სოფ.
წინამძღვრიანთკარში, ილიას მეგობარი.
XIX, 2 “რ ო ს შ ე ნ დ ა გ ი ბ ყ რ ო მ ა კ ე დ ო ნ ი ს გ მ ი რ მ ა ლ ა შ ქ ა რ მ ა ”:
ლაპარაკია ალ. მაკედონელის ლაშქრობაზე საქართველში. ალექსანდრე დიდი
მაკედონელი (356 - 323) წ. ჩვ. ერამდე), მეფე ფილიპე II-ის ძე, მხედართმთავარი და
სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის მეფე (336 - 323 წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე).
შეხედულება საქართველოზე ალექსანდრე მაკედონელის გამოლაშქრების შესახებ
ისტორიული წყაროებით არ არის დადასტურებული.
XX, 5 “ფ ა რ ნ ა ვ ა ზ ჰ ა ე რ ო ვ ა ნ ი ”: ფარნავაზ მეფე, მოღვაწეობდა IV- III
საუკ. ჩვ. წ. აღ-მდე. ქართველთა პირველი გამაერთიანებელი, პოლიტიკურად
დამოკიდებული ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფუძემდებელი და
ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებული.
მკითხველისათვის რომ უფრონათელი იყოს, თუ როგორ იბეჭდებოდა ილიას
დროს მისი “აჩრდილი”, წარმოვადგენთ ტექსტის პუბლიკაციას ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით, სადაც ჯერ ტექსტებს დავასახელებთ, ხოლო შემდეგ წყაროებს
(პასპორტისაგან განსხვავებით, იხ. დასაწყისი):
1. V თავი (“არავგი”) - ჟურნ. “ცისკარი”, 1859, № 10.
2. XXVI – XXVII თავები - ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 7.
3. XXIV - თავი - ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, № 8.
4. V თავი - კრებ. “ჩონგური”, 1864.
5. V თავი - “ბუნების კარი”, 1868.
6. XIII, XIV, XVIΙ, X (A-ს XVIII) თავები - “კრებული”, 1872, წიგნი 8-9.
7. I- IIΙ თავები - “კრებული”, 1872, წიგნი 10-12.
8. IV- VIII - თავები - “კრებული”, 1873, წიგნი I.
9. XI (ჩვენი XVI), (ჩვენი X), XIII (ჩვენი XI), XIV (ჩვენი XII) თავები - “კრებული”,
1873, წიგნი 2.
10. XVII (ჩვენი XV) თავი - “კრებული”, 1873, წიგნი 5-6.
11. V თავი - “ბუნების კარი”, 1873.
12. I - XVII თავები - ჟურნ. “ივერია”, 1881, № 2, XVIII – XXVII თავები, № 3.
1

ბოლო ტექსტის დამუშავების თარიღი უშუალოდ ავტორისაგან არ ვიცით, მაგრამ, რადგანაც მისი
ბეჭდვა 1872 წლის “კრებულში” დაიწყო და მის შემდეგ რედაქციული ცვლილება ტექსტს არ განუცდია,
ამიტომ ეს თარიღი პირობითად ითვლება პოემის ბოლო თარიღად.
2
1925-1951 წწ. გამოცემებშიც პოემა ასეა დათარიღებული “26 იანვარი, 1859 წ. პეტერბურგი
[პეტერბურგი] (ბოლო რედაქცია 1872 წ.)”.

13. მთელი პოემა (აკლია XXII – XXIII თავები) თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
ტ. I, 1892.
14. V თავი - კრებ. “ჩანგი”, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, 1892.
15. მთელი პოემა (აკლია XXII – XXIII თავები) - პოემების კრებული, ლაღიძის
გამოცემა, 1898.
16. XIII, XIV, XV თავები - კრებ. “ჩონგური”, შედგ. სპ. ჭელიძისა, 1904.
17. XIII, XIV, XV თავები - კრებ. “ქნარი”, შედგ. სპ. ჭელიძისა, 1904.
18. XXVI, V, VI თავები (ცალ-ცალკე დაბეჭდილი) – “ლექსები თ. ილია
ჭავჭავაძისა”, 1904.
19. მთელი პოემა შემოკლებით - ჩვენი მწერლობა. I. მგოსნები, შედგენილგამოცემული ს. გორგაძის მიერ, 1907.

ქართვლის დედა (გვ. 199)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 84 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №
108, გვ. 109 (C); M; ავტოგრაფი, № 17504 (D); U: ავტოგრაფები - № 113 (E),
№ 126 (F).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : “კრებული”, წიგნი 3, ტფილისი, 1871, გვ. 175 (G);
ჟურნ. “ივერია”, 1879, № 7, გვ. 3 (H); დედა და შვილი და რამდენიმე
ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 11.
(I); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 145 (A) ჩანგი,
შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, 1892, გვ. 459 (J); სიტყვიერების
თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონის და გრ. ყიფშიძის მიერ,
ტფილისი, 1898, გვ. 633 (k); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე4, ბათუმი, 1900, გვ. 24 და ქნარი, შედგენილი სპ. ჭელიძის მიერ, ბათუმი,
1900, გვ. 371 (L); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისაგან. ბათუმი, გვ. 24
(m); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, 1904, გვ. 18 (n); ჩვენი მწერლობა, I,
მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907,
გვ. 60 (p): დედა და შვილი, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 87, 1907, (q).
ს ა თ ა უ რ ი : ძღვნა B; დედა და შვილი ACFGHJKLOP. ქართვლის დედა DE; - m.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : პეტრე ნაკაშიძეს B; (სცენა მომავალ ცხოვრებიდან) უძღვნი
პეტრე ნაკაშიძეს C; (უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს D; დრამული ეპიზოდი,
უძღვნი თ-ა...პეტრე ნაკაშიძეს E; (ეპიზოდი დავით აღმაშენებლის
დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს) ვუძღვნი
ჩემს ამხანაგს F; დრამატიული ეპიზოდი თამარ მეფის დროიდამ
ოსმალოებთან ომის წინ. უძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს G; (ეპიზოდი
დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა არაბთაგან ანთავისუფლებდა
საქართველოს) HI; (ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროიდამ) JL;
(დავით აღმაშენებლის დრიდან) K; ნაწყვეტი პოემიდან “ქართვლის
დედა” m; ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს qO; სცენები P.

თარიღი: 14 ივლის[ს]ა, 1860 წელსა, პავლოვსკი C; 1871 წელსა, მარტის 19-სა დღესა
D 1. 1871 წელსა, 18-სა მარტსა E; 1871 წელს, 18 მარტს G; 1860 წ. OP; 1871
(სარჩევში - 1860) A.
ხელმოწერა: *** DEG; ილია ჭავჭავაძე FH, (სარჩევში) JL.
ეპიგრაფი: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. რუსთაველი CD.
გაგვიძეხ ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო.
გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო (გლეხური სიმღერა) EG.
EG წყაროებში თარიღები “ძღვნის” შემდეგ წერია. F-ში სათაურის ქვეშ
ნაცვლად სიტყვისა “ამხანაგს” ჯერ ეწერა “პ. ნაკაშიძეს”, გადახაზულია.
როგორც ცნობილია. ილიას პოემებიდან ცენზურისაგან ყველაზე უფრო
“ქართვლის დედა” დაზიანდა. ავტორს არაერთხელ უცდია მისი სრული სახით
გამოქვეყნება, რისთვისაც ბევრჯერ მიუმართავს სხვადასხვა ხერხისათვის ცენზურის
თვალის ასახვევად (სათაური შეუცვალა, ცვლიდა ქვესათაურებს, ტექსტს), მაგრამ
პოემა მაინც დიდი ხარვეზებით იბეჭდებოდა (დაწვრ. ამის შესახებ იხ. ი ლ ი ა
ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ.
I, 1951 წ. გვ., 361-364). ხარვეზებით დაიბეჭდა იგი 1892 წლის გამოცემაშიც. რომელსაც
ძირითადად ეყრდნობა ავტორის სიცოცხლისდროინდელი და შემდგომი ხანების
გამოცემები. 1925-1951 წწ. გამოცემებში პ. ინგოროყვამ აღადგინა ცენზურის მიერ
დამახინჯებული ადგილები, რითაც გამართა ტექსტი.
ჩვენი ლიტერით DE ავტოგრაფიდან აღდგენილ იქნა პოემის სათაური
“ქართვლის დედა”.
ცნობილია. რომ ილიამ პოემას პირველად (C) “დედა და შვილი” უწოდა (იხ. ტ. I,
1951, გვ. 363, გვ. 363; ასევე წინამდებარე გამოცემაში პოემის პასპორტი). შემდეგ
ავტორმა შეცვალა სათური და დაარქვა “ქართვლის დედა”. ამ სათაურით ილიას
სურდა პოემის გამოქვეყნება 1871 წელს ჟურნ. “კრებულში”. მაგრამ ცენზურის გამო
იძულებული გამხდარა შეეცვალა სათაური და პოემისათვის ისევ “დედა და შვილი”
ეწოდებინა. პოემა ამ სათაურით გამოქვეყნდა და შემდეგ პუბლიკაციებშიც ასე
იბეჭდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ. პოემის ქვესათაურიც რამდენიმეჯერ
შეცვალა ავტორმა და მას ყოველთვის ისტორიულ წარსულს უკავშირებდა,
რასაკვირველია, ცენზურის გამო.
პირველ სრულ ავტოგრაფში (ჩვენი C) პოემის ქვესათაურია “სცენა მომავალ
ცხოვრებიდან”. ამრიგად გაითვალისწინა რა ავტორის ნამდვილი ნება, პ. ინგოროყვამ
სამართლიანად აღადგინა DE ავტოგრაფებიდან სათაური, ხოლო C ავტოგრაფიდან ქვესათაური და პოემას ასეთი სახელწოდება მისცა: “ქართვლის დედა (სცენა მომავალ
ცხოვრებიდან)” 1 ამ სათაურით ვბეჭდავთ ჩვენც პოემას წინამდებერე გამოცემაში.
აქ ზოგადად აღვნიშნავთ, როგორ გაიმართა ტექსტი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა
1925-1951 წწ. გამოცემებში:
“ძღვნაში” დაბეჭდილი პ. ინგოროყვამ აღადგინა:
იყო:

1

ამ ავტორის თარიღის ნაცვლად პ.ინგოროყვას 1925-1951 წწ. გამოცემებში ერთგან მითითებული აქვს
1871 წლის 17 მარტი, ხოლო მეორეგან აღნიშნავს - ეს მეორე ვარიანტი დასრულებულია 17 მარტს 1872
წლისაო (იხ. ტ. I, 1951, გვ. 415, 478).
1
ამ ქვესათაურით (და სათაურით - “დედა და შვილი” ) პოემა დაიბეჭდა 1908 წლის ჟურნ.
“ფასკუნჯის” № 1-ში.

5 “იმ დროთ”
7 “ცხოვრებისაგან”

“მყობადს”
“ აწმყოსაგან”

G-ში დ ა ბ ე ჭ დ ი ლ ი ი ყ ო (დედის მონოლოგიდან):
ჩემი მამული საყვარელი დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი ჰფიქრობს, ხალხი მოქმედობს,
......................................................................................................
......................................................................................................
დიდია ხალხი, რომ ეს გრძნობა წინ წარუძღვება.
H A-ში ( დ ა ს ხ ვ ა პ უ ბ ლ ი კ ა ც ი ე ბ შ ი ც ) ე ს ს ტ რ ი ქ ო ნ ე ბ ი ა ს ე
დაიბეჭდა:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
ერთის ზღვიდამა მეორემდე ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, და ეგ ფიქრია ჩვენის ქვეყნის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღება.
ავტოგრაფიდან პ. ინგოროყვამ აღადგინა:
ჩემი მამული, საქართველო დღეს მიცოცხლება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღება!

ნაცვლად სტრიქონებისა:

მამულის დახსნის არმდომი
თავისა თავის მგმობია,
ძმანო, შენ უღლით სიცოცხლეს
ომში სიკვდილი სჯობია!

ჯარის სიმღერაში
აღდგენილია:
თავისუფლების მშოვნელი
ამ ქვეყნად მარტო თოფია,
შენ უღლით გაქნილს მშვიდობას
ომში სისხლის ღვრა სჯობია

ჩვენ ვიზიარებთ ამ სწორებებს და წინამდებერე ტომში ვბეჭდავთ ტექსტს
(ამოსავალია 1892 წლის გამოცემა), შევსებულს ამ აღდგენილი ადგილებით.
არ ვიზიარებთ ზოგ ცვლილებას, რომლებიც შეტანილია 1925-1951 წწ.
გმოცემებში და რომლებიც, ჩვენი აზრით, ავტორის ბოლო ნება არ უნდა იყოს
(მითუმეტეს აქ არავითარი კვალი არ ჩანს ცენზურის ჩარევისა).
1. ადრინდელი ვარიანტი:

თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი...
შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა.
პოეტმა 1892 წლის გამოცემაში (A) ასე შეცვალა (გვ. 147, 13,15):
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი...
შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა.
1925-1951 წწ. გამოცემებში აღდგენილია პირვანდელი ვარიანტი “სიმართლე”
(ასე 1914 წლის გამოცემაშიც). ჩვენი აზრით, “სიმართლე” უფრო მიესადაგება ტექსტის
შინაარსს და, ამავე დროს, ავტორის ბოლო ნებაცაა. ამიტომ წინამდებარე გამოცემაში
ეს უკანასკნელი დავტოვეთ.
2. 1892 წლის გამოცემაში ილია ბეჭდავს (გვ. 148, 9):
“მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედავ, ამბავი”.
1925-1951 წწ. გამოცემებში ეს სიტყვა ვარიანტებიდან შეცვლილია სიტვით
“დიდხანს” (“მოვიდა დიდხნის სანატრელი, დედავ, ამბავი”). გამომცემელმა სიტყვა
“დიდხნის” იმიტომ შემოიტანა ტექსტში, რომ მეორე სტრიქონში ისევ “ჩვენი”
მეორდება (“ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა”). რადგანაც სიტყვების
განმეორება ილიას ჩვული ხერხია, ამიტომ წინამდებერე ტექსტში სიტყვა “ჩვენი”
დავტოვეთ (ნეცვლად სიტყვისა “დიდხნის”).
3. 1892 წ. გამოცემაში ილიას ბოლო ნებად მიგვაჩნია:
“მშვიდობით, დედა! ძნელი არის შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა” (გვ. 154, 10-11),
და არა სტრიქონი “მშვიდობით დედი! მეძნელება შენი დათმობა”, რომელიც 1951
წლის გამოცემაშია დაბეჭდილი (გვ. 157).
პ. ინგოროყვა თავის სწორებას ასე ამართლებს: ჩვენ პირველ ვარიანტს (ე.ი.
“მეძნელება”-ს - რ. კ.) ვაძლევთ უპირატესობას, რადგან ფრაზა: “ძნელი არის”
გვხვდება შემდეგ სტრიქონშიცო (ტ.I, 1951, გვ. 460).
ჩვენ არაერთხელ შეგვხვედრია იმის მაგალითები, როცა მოვლენის ან
სიტუაციის გამკვეთრებისათვის პოეტი მიმართავს განმეორების ხერხს (იხ. ზემოთ,
ასევე “აჩრდილი” და სხვ.). აქაც ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი (“ძნელი არის შენი
დათმობა, მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა”).
4. არ ვიზიარებთ სწორებას სიმღერაში - “გათენდა დღე დიდებისა”, ნაცვლად
სტრიქონისა “დღე გათენდა დიდებისა”, რომელიც 1892 წლის გამოცემაშია (ასეა
“ივერიაშიც”). ამ შესწორებას ინგოროყვა ასე ხნის: პირველი ვარიანტი რიტმის
მიხედვით უფრო სწორია, რამდენადაც სიმღერა დაწერილია დაბალი შაირითო (ტ. I,
1951, გვ. 460).
სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად, ტექსტში შესწორდა
ვითარებითი ბრუნვის რამდენიმე ფორმა: 201,13; 206, 13; 207, 4 უშენოთა ЃЁუშენოდა;
24 უსისხლოთა ЃЁუსისხლოდა; 205, 15 გზათა ЃЁგზადა.

ილიასეულ სხვა წყაროებში ასეთი ვითარებაა:
“ძღვნა” არ არის IJKO-ში.
Bm წარმოადგენს ნაწყვეტს.
B-ში მხოლოდ “ძღვნის” ტექსტია წარმოდგენილი. ჩანს, მას გაგრძელებაც ჰქონია,
მაგრამ მომდევნო ფურცლები აკლია და ალბათ ამის გამო მხოლოდ ეს ტექსტი
შემოგვრჩა. ეს არის პირველი ესკიზი (თუ ვარიანტი) ამ დრამატული სცენისა. ნაწერი
ძლიერ მქრქალია, ძლივს იკითხება. იგი თანხვდება C ტექსტის “ძღვნას”, ორიოდე
შემთხვევის გარდა. კერძოდ, B-ში ბოლო ორი სტრიქონი C-სგან განსხვავებულად
იკითხება: “თუ რამ მეტი ვსთქვი ამ სცენაში, დამითმე ისა, მი[ი]ღე ასეთი ეს შრომა და
ნუ გამკიცხამ მე”.
ასევე 4 ლხენითა] მღერითა B. 6 მომიტევე] მაპატიე B.
m ნაწყვეტია, დაბეჭდილია უსათაუროდ. მასში მხოლოდ დედის მონოლოგის
ბოლო ნაწილია და თანხვდება ჩვენს ტექსტს (იხ. გვ. 201, 6 “თავისუფლებავ”...
ბოლომდე).
C ავტოგრაფი, რომელიც B-ს შემდეგ არის დაწერილი, შეიქმნა 1860 წელს. იგი
მცირე ზომის უხაზო ფურცლებზეა ნაწერი, აქა-იქ ჩასწორებულია ყავისფერი
მელნით.
როგორც წესი, ილიას პოემების ავტოგრაფებში სათაური და ძღვნა ცალკეა
გამოყოფილი და ერთ გვერდზეა მოთავსებული. მეორე გვერდიდან ისევ მეორდება
სათაური და ამის შემდეგ იწყება ტექსტი. ასეა C ავტოგრაფშიც (იგივეა EF-შიც):
პირველ გვერდზეა სათაური და ძღვნა (ამ უკანასკნელის ბოლოს მიწერილია
“ავტორი”). მეორე გვერდიდან ისევ სათაურია, რომელსაც მოსდევს ეპიგრაფი (იხ.
პოემის პასპორტი) და ტექსტი.
1925-1951 წლის გამოცემებში ეს პირველი ვარიანტი მცირეოდენი შესწორებებით
დაიბეჭდა (ვარიანტების განყოფილებაში). ქვესათაური “(სცენა
მომავალ
ცხოვრებიდან) უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს” გამოტოვებულია. არ არის აგრეთვე ძღვნის
ტექსტის ქვეშ მიწერილი “ავტორი”, ხოლო ეპიგრაფის ქვეშ. ნუცვლად ილიასეული
რუსთაველისა, წერია რუსთველი. ასევე, ილიასეული მხთალად შეცვლილია
ფორმით
მხდალად;
სასიკვდინოთს ЃЁ
სასიკვდილოდ;
თვითონ ЃЁთითონ;
სხვერპლი ЃЁმსხვერპლი;
ხოლოთ,
ხოლოთა ЃЁმოლოდ,
მხოლოდა;
სამღვთო ЃЁსაღმრთო ЃЁჰოი; სთნქავს ЃЁსნთქავს; ჩემის ЃЁჩემი და ა.შ.
1914 წლის გამოცემაში პოემის ძირითად ტექსტად წარმოდგენილია ჩვენი
ლიტერით A და C ტექსტები (გვ. 143; 152 ), თუმცა შენიშვნებში ყველა ავტოგრაფია
დასახელებული (გვ. XX-XXI), ჩვენი ლიტერით B ნაწყვეტის გარდა. 1914 წლის
გამოცემაში დაბეჭდილ მეორე ტექსტში (ჩვენი C) გამოტოვებულია პოემის
ქვესათაური: “(სცენა მომავალ ცხოვრებიდან) უძღვნი პეტრე ნაკაშიძეს” და ძღვნის
ბოლოს წარწერა “ავტორი”.
რადგანაც C ტექსტი რედაქციულად განსხვავდება ბოლო, ძირითადი
ტექსტისაგან, ვბეჭდავთ მას პირველად ისეთი სახით, როგორიც ილიას ჰქონდა,
შეუსწორებლად:

დედა და შვილი
(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

უძღვნი პ ე ტ რ ე ნ ა კ ა შ ი ძ ე ს
ძღვნა
აი იმ დროთგან ერთი სცენა ამოღებული,
სადაც გონება ჩვენი ხშირად ერთათა ჰფრენდა,
სადაც ჭაბუკი ფანტაზია გალაღებული
უკეთესთ ყვავილთ ქართველის გულში ლხენითა ჰკრეფდა.
მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე; მომიტევე მე სითამამე!
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა,
ამით მამართლე, მიიღე და ნუ გამკიცხამ მე!...
ავტორი

დედა და შვილი
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი”.
რესთაველი
დ ე დ ა ( ზის მარტო)
ბედნიერ დროში დამინიშნა ღმერთმა ცხოვრება:
ჩემი მამული - საქართველო დღეს მიცოცხლდება.
ხალხი აზვირთდა, ხალხი ფიქრობს, ხალხი მოქმედებს,
კასპის ზღვიდამა შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ფიქრობს:
ეგ ფიქრი არის - მთელ კავკასის თავისუფლება...
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ გაუძღვება!
ერთი შვილი მყავს საყვარელი და სანატრელი,
მარტო იგი მყავს სიბერისა ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეცა და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურ ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ის დამშთენია!...
თუ მთხოვ, მამულო... წაიყვანე!... დღეს ის შენია!...
მე დედისერთას, საყვარელ შვილს შენთვის ვშორდები!...
ვინ იცის, შვილო!... რომელს ველზედ მარტო მოჰკვდები!
დამტირებელი დედაც ახლოს არ გეყოლება.
(ტირის)
მის მზრუნველ ხელით არ შეიხვევ საშიშარ წყლულსა,
მისი ცრემლები სისხლიან მკერდს არ გეპკურება,
მისი ალერსით არ დაიტკბობ მწუხარე გულსა!...

(შემდეგ რაოდენიმე ხანისა)
უნდა გულიდან ამოვგლიჯო ძის სიყვარული!...
ძნელს რასმესა მთხოვს მე უძლურსა ჩემი მამული.
მაგრამ ვალია!... თუმც სიცოცხლედ მიღირს ეს მსხვერპლი!...
აგერა შვილიც!...
(ცრემლს იწმენდს)
გულს მოუწყლავს ჩემი ტირილი,
სად სისხლი უნდა, იქ არ ვარგა სალბობი ცრემლი!...
მოვილხენ, თვარა დედის ცრემლით მხთლად ხდება შვილი!
შ ვ ი ლ ი (შემოდის მხიარული)
მოვიდა დიდხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი მამული საყვარელი გაღვიძებულა,
მთელი კავკასი თვის შვილებით, ვითა ზღვა შავი,
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით აღელვებულა!
არ გიხარიან?! მაგრამ, დედი, გჭვრეტ მწუხარესა?
დ ე დ ა (იმაგრებს რა გულს)
მე ვწუხარ მარტო მასზედ, რომ ჩემ სიბერესა
სანუგეშებლად ხოლოთ ერთი მოეცა შვილი,
მე ვწუხარ მასზედ, რომ ჩვენს მამულს ამ უკვდავ დღესა
ხოლოთა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი...
ასიც რომ მყვანდეს, ასვეს მხედრად მამულს მივსცემდი,
ყველას მივსცემდი...
შ ვ ი ლ ი (ცდით)
შენღა, დედავ?!
დ ე დ ა (მწუხარებით)
მე?... ვილოცებდი.
შ ვ ი ლ ი (ისევ ცდითა)
მაშ, მეც, დედილო, მეც მიმეტებთ დედისერთასა,
მეც - უკანასკნელს თქვენს ნუგეშსა მაძლევ მსხვერპლადა!
დედა
სულზედა ცოდვა დიდი უნდა აწვეს დედასა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათ საშველათა...

ღმერთმა მიფაროს, ჩემო შვილო, ემაგ სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან!..
ვინც არ იმეტებს მამულისთვის თავისა შვილსა,
სჩანს, მას შვილები თავის დღეში არ ჰყვარებიან!
(აძალებს რა თავს)
ვაჟკაცად იყავ!... აი, მარტო რის მთხოვნელი ვარ!...

შ ვ ი ლ ი (აღტაცებით გარდაეხვევა)
ოხ! ჩემო დედავ! არადროსა არ მყვარებიხარ
ისე, როგორც დღეს!... რასაც ითხოვ, აღგისრულდება.
მაგეთ დედისა შვილი განა მხთალად მოკვდება!...
(ისმის ჯარების ხმაურობა. შვილი მივარდება ფანჯარას).
დ ე დ ა (თავის-თავად)
არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები
და არც შეიტყობ!... ჩემ ტანჯვებთან მარტო მე ვრჩები!...
(ისმის ჯარების ორპირი)
სიმღერა
“მოვიდა დღე დიდებისა, ქართველო!
მოსარეწი სახელისა, გმირ-ქველო!
სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი,
დღეს გამოჩნდეს ქართველისა მხნე შვილი!...
მოდით, ვინცა დღეს სახლშია დადგება,
დედის ძუძუ არმათა შეერგება!
მოდით, ძმებო! გავიმეტოთ თავები,
როგორც ჩვენი იმეტებდნენ მამები!
სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი,
დღეს გამოჩნდეს ქართველისა მხნე შვილი!..”
(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და პატარა
სოფლის ბიჭების ძახილი: “გამარჯვება ჯარს! გამარჯვება!”
კიჟინა და ხმაურობა).
შ ვ ი ლ ი (გახარებული)
[აქ] მოდი, დედავ, გაიხარე ამათ ხილვითა!..
რა გატირებს, თუ მამულის ბედს იყიდი ძითა?!..
მოდი, არიან ესენიცა შენი შვილები,
თან გააყოლე დედობრივი ტკბილი ლოცვები!..

(დედა ტირილით მიდის ფანჯარასთან)
შეხედე, დედილო! ამ გაწირულ ყმაწვილკაცობას!
ისე მიდიან სასიკვდინოთ, როგორც დღეობას!
შეხედე, ხალხი რარიგ ლოცვით ჯვარსა აცილებს!
დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?!..
(ფანჯრის ახლო მოვიდა ჯარი. ისმის ორპირი)
“სიცოცხლესა დღეს სჯობია სიკვდილი!
დედისერთა დედამ მოგვცეს ჩვენ შვილი!..”
დ ე დ ა (ტირიილით)
ათასჯერ რომა ერთი შვილი მეშობნოს, ძმებო,
მაინც თქვენია!... წაიყვანეთ თქვენთან, გმირებო!
ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა... ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომა შეგვასწროს - მამულისთვის გამზადებულნი, კიდევ გიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი!..
(თავის-თავად)
გულსა ვიმაგრებ, ღონეს ვიკრეფ ხოლოთ მისთვისა,
რომ იმ დრომდინა მაინც გავძლო, ვიდრე ჩემ შვილსა
მე გავისტუმრებ!
(კანკალი მოუვა)

მერე კი, ვგრძნობ, რომა მოვკვდები...
მუხლო! გამაგრდი!... უდროოთა ნუ მომეჭრები!...
ც ხ ე ნ ო ს ა ნ ი (მოადგება რა ფანჯარას)
კიაზო! წამო! რაღას იცდი? გვიგვიანდება!
დრო საშურია! ჩვენ ძმებს წუთით მშველი აკლდება!...
შ ვ ი ლ ი (ისწორებს რა ხმალს)
აჰა, მოვდივარ!... აბა, დედი, იმაგრე გული,
ჩემგან მეომარს, შენგან შვილსა ითხოვს მამული!
(დედა ხმას ვერ იღება და ეხვევა შვილს)
მშვიდობით, დედავ! ჩემზედა შენ ნუ ატირდები!

ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემ სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი!
ნუ სტირი, დედი! გზაზედ ვდგევარ, დამლოცე შვილი!
დ ე დ ა (ძლივსღა ამბობს)
ვაიმე, შვილო!... მოვიდა დრო განშორებისა,
და გული მიწუხს!... უძლურია გული დედისა!...
ეგ არაფერი!... ეგ გამივლის!... ნუ შეწუხდები!...
თავსა მანებებ!... რა დროს, შვილო!... (ტირის და სუსტდება)
შ ვ ი ლ ი (თავის-თავად)
დედის ცრემლი
ფოლადს დაალბობს, და მეც თითქმის, მეც თვითან ვლბები!
უძლურ დედისთვის ძნელი არის ამგვარი სხვერპლი!...
დ ე დ ა (ტირილით)
დედა არ გიყვარს, შენი დედა მოხუცებული?...
შ ვ ი ლ ი ( გაოცებით)
მერე, რომ მიყვარს?!...
დ ე დ ა (ხვეწნით)
მასთან დარჩი!...
შვილი
მერე, მამული?
დ ე დ ა (მწუხარებით)
მართლა, მამული!... ის დედაზედ უმაღლესია!...
მაშ, წადი, შვილო!... ის ბუნების სამღვთო წესაა!...
(ტირილით)
მაგრამ მე რომა უშენოთა მარტო მოვკვდები,
ვინ დამიტირებს?... წადი, შვილო, ნუ გვიანდები!..
შვილი
(აღტაცებით, დედა კი თანდათან სუსტდება,

მაგრამ კი ცდილობს თავის დაჭერას)
å, ძლიერო, დიდო სიტყვავ! შენს ღვთიურ ძალსა
ვინ დაუდგება?!... კლდის სიმაგრეს აძლევ ჩვილ ქალსა!
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
თვით დედა შვილის სიყვარულს სთნქავს შენ სიყვარულში
რა სიხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცის გულშია, ყოვლი გრძნობა მასში ინთქმება როგორცა მზეში უმცირესი მნათობი ცისა,
როგორცა ზღვაში დაცემული წვეთი წვიმისა!
ძლიერო სიტყვავ! ვთმობ დედასა, შენთან ვერთდები,
თუ შენთვის მოვკვდი, სრულიათა მე არ მოვკვდები!
მშვიდობით, დედავ! ხედავ, შენს შვილს უხმობს მამული,
როგორც მე შენი, ისე ჩემი სთმე სიყვარული.
(გამოვარდება და გადის, დედა, სასიკვდინოთ მისუსტებული,
გადავარდება ტახტზედ).
დ ე დ ა (ძლივსღა ლაპარაკობს)
ვაიმე, შვილო! ... შენ... წას... ვლასთან... მიქრება ალი ჩემ სიცო...
ცხლისა... უშენ...ნო...თა... ძნელია ყო...ფნა!... დიდ...ხანს... იბ...
რძოდა...და... ძის... ტრფო...ბას...თან... მამულ...ლის... ვა...ლი...
ვალ...მა... აჯო...ბა... მაგ...რამ... ძვირ...ად მი...ღირ...და...
ჯობ...ნა... მე... მა...გან... მომ...კლა... ტკბილ... ყო...ფი...ლა...
მაშინ სიკვ...დი...ლი... ო...დეს... შენ... შენ...ნი ა...და...სრუ...
ლე!... მა...მუ...ლი!... ვალი!...
1871 წელს ილიამ კვლავ გადააკეთა პოემა და შექმნა ვარიანტულად ახალი
ტექსტი, რომელიც A ტექსტთან ახლოსაა, თუმცა მათ შორის ვარიანტული სხვაობა
შეიმჩნევა.
1871 წლის ორი ავტოგრაფიული ვარიანტი არსებობს: D და E. D უფრო დიდ
სხვაობას იძლევა A-სთან შედარებით, ვიდრე E. ეს უკანასკნელი ჩასწორებული სახით
დაიბეჭდა 1871 წლის “კრებულში” (G); ეს პირველი პუბლიკაციაა პოემისა.
D დაწერილია ორ მოგრძო უხაზო ფურცელზე, მუქი ყავისფერი მელნით.
ნასწორებია.
პოემის ტექსტს წინ უძღვის ეპიგრაფი: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”... შემდეგ
გვერდით მიწერილია “ძღვნა”, რომელსაც ხელმოწერა აქვს: “ავტორი”.
“ძღვნას” მოსდევს სცენის აღწერა: “(სცენათა არის ოთახი, ერთი მხრივ
გაშლილია ლოგინი, შიგ წევს ავადმყოფი და ძალიან მისუსტებული დედა)”. ამის
შემდეგ იწყება პოემა, რომელსაც ბოლოს უზის თარიღი და ავტორის ხელმოწერა (იხ.
პოემის პასპორტი). ბოლოს ვკითხულობთ პეტრე ნაკაშიძისადმი მიწერილ ტექსტს:
“ - პეტრე! გიგზავნი ხელახლად გადაკეთებულს, შენდამი ნაძღვნევს ჩემს
“ქართვლის დედას”. თუ მოგეწონება, მიეცი ნიკოლაძეს დასაბეჭდად. გთხოვ, შენი
პირმოურიდებელი აზრი მაცნობო ამ პატარა თხზულებაზედა. კარგად კი წაიკითხე.
მე ყველაზე უფრო ჯარის სიმღერა მომწონს. გლეხურ კილოზედ მოწყობილია. თუ

მოგეწონოს დასაბეჭდათ, შენთან მოწერილი ძღვნობის ლექსიცა დააბეჭდინე ამასთან
ერთად. კორრეკტურა შენთვის მომინდვია.
შენი ილია ჭავჭავაძე”.
E-ც შესრულებულია ორ მოგრძო უხაზო ფურცელზე ყავისფერი მელნით.
ნასწორებია.
EO-ს ტექსტს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ხალხური ლექსის ორი
სტრიქონი: “გაგვიძეღ, ბერო მინდიავ”, რომელსაც მიწერილი აქვს: “(გლეხური
სიმღერა)”, შემდეგ მოდის “ძღვნა”, მის ბოლოს მიწერილია: “ავტორი და თარიღი. ამის
შემდეგ არის სცენის აღწერა: “(სცენათ არის ოთახი, რომლის ფანჯარანიც ქუჩას
გადაჰყურებენ. ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინია გაშლილი, შიგ წევს სნეული და
ძალიან მისუსტებული დედა)”.
“კრებულში” (G) ცენზურამ ზოგი ადგილი ამოაგდო, ზოგიც თვით ავტორმა
შეცვალა (ზოგ შემთხვევაში კვლავ ცენზურის გამო):
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ (იხ. გვ. 482) ი. ჭავჭავაძეს პირველად სათაურად
“დედა და შვილი” უწოდებია ამ ნაწარმოებისათვის. მეორე ვარიანტში (D) სათაური
შეუცვლია და “ქართვლის დედა” დაურქმევია. E-ში ცენზორს ეს სათაური ამოუღია,
რის გამოც ილიას კვლვ აღუდგენია თავდაპირველი სათაური “დედა და შვილი” (G).
2. “კრებულში” (G-ში) ავტორმა ქვესათაური უფრო ვრცლად წარმოადგინა და
ცენზურის თვალის ასახვევად დაუმატა: “დრამული ეპიზოდი თამარ მეფის
დროებიდამ 1 ოსმალოებთან ომის წინ”.
3. O-დან ცენზორს ამოუღია და ცარიელი ადგილი მრავალწერტილით შეუვსია:
ა) ორი სტრიქონი (ჩვენი გამოცემის გვ. 200, სტრ. 10-11):
“კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს,და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება”.
ბ) გვ. 201, სტრ. 30-31:
მთელ კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.

4. ჯარის სიმღერა (“ქართველო, ხელი ხმალს იკარ”) შეცვლილია შემდეგი
ტექსტით:
“მოვიდა დღე დიდებისა, ქართველო,
მოსარეწი სახელისა, გმირ-ქველო.
* *
სიცოცხლესა დღე სჯობია სიკვდილი,
დღეს გამოჩნდეს ქართველისა მხნე შვილი.
* *
1

და არა “ცხოვრებიდან”, როგორც ეს 1925-1951 წწ. გამოცემებშია აღნიშნული (იხ. ილია ჭავჭავაძე,
თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 361).

მოდით, ვინც დღეს სახლშია დადგება,
დედის ძუძუ არმათა შეერგება.
• *

სიცოცხლესა დღეს სიკვდილი სჯობია,
დღეს გამოჩნდეს ქართვლისა მხნე შვილია”.
ქვემოთ DEG წყაროებს ვუდარებთ ჩვენი გამოცემის ტექსტს:
199. 3 რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული] იმ დროთ იმედი,
ღვთისა შუქით გაბრწყინვებული D. 5 მყობადს] იმ დროთ D; დიდის ფარდისა]
დიდის ფარდის E. 7 შობილ დარდისა] შობილის დარდის E. 8 გამკიცხავ] გამკიცხამ
DE.
200. 7 არ მოჰკვეთე] განმიგრძელე G; აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი] ამ დიდ
დღემდე განმიგრძელე მოკლე D; აქამომდე განმიგრძელე ჩემი E. 8 საქართველო]
საყვარელი G. 9 ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა] ხალხი აღელდა, ხალხი აღზდგა D.
10 კასპიის ზღვიდამ] თეთრი ზღვიდამა D (“თეთრი ზღვიდამა”-ს ავტორის სქოლიო
აქვს: “კასპიის ზღვა”). 11 და ეგ ფიქრია] ეგ ფიქრი არის DE. 12 გრძნობა] ფიქრი D;
წარუძღვება+(შედგება მცირე ხანს) D. 14 იგია მარტო ~ DE. 15 სიცოცხლეი]
სიცოცხლეცა D; იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული - G. 16 სული] შვილი D. 19
ჩაფიქრდება] თავს ჩაღუნავს D; იტყვის - D. 24 ეჰა] მაგრამ DEG. 25 მივეც] მივე DEG.
26 მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები] ვაიმე, რომ მას განვშორდები D; მაგრამ შენთვის
მას განვშორდები EG. 29 მის ცხარე ცრემლი] მისი ცრემლები D. 30 დედისა] მისისა
DEG; განგმირულს] დაკოდილს D.
201. 2 დედა შენიც] დედაშენი G. 7 ჩაგრულის... წმინდა] ტანჯულის... უხვი D,
ტანჯულის... ფართო EG. 10 “მტარვალთა თქმითა”... აქედან, 21 “და რისთვის დახვალ
ამა ქვეყნად პირსისხლიანი”... აქამდე (ჩათვლით) D-ში არ არის. 19 ჰღვრის] ღვრის G.
22 ხარ მშვიდობა ~ E; მომფენი] გამთენი EG. 22-23 თვით ხარ... მძებნელი შენი] თვით
ხარ იეფი, შოვნა შენი რად არის ძნელი, თვით მშვიდობა ხარ, სისხლს რათა ღვრი შენი
მძებნელი D. 23 იკვლევს გზას ~ EG. 25 მისი] ვერსად D. 29 ქვეყანა] მამული DE;
ქვეყანა, საქართველო გაღვიძებულა] მამული, საყვარელი აყვავებულა G. 30 მტერზედ
რისხვით აღმომქშინავი] თვის შვილებით, ვითა ზღვა შავი D. 33 სწუხარ] ჰსწუხარ G.
202. 1 დედა+(გულდამშვიდებით) D. 4 ნეტარს] უკვდავ D. 5 მხოლოდღა]
მხოლოდა DEG. 11 ერთს... ასახელოს] მას... მასახელოს DE. 13 - 14 როგორ...
სახსნელად] როგორ, მეც გინდა, რომ წავიდე ხალხის სახსნელად, რა თავი დავდო
მამულისა ჩემისა მსხვერპლად D. 14 სახსნელად] სასხნელად G. 18 გვაშოროს]
დამისხნას D; შვილო ჩემო ~ G. 20 - 21 ვინც მამულისთვის... ჰყვარებიან] ვინც არ
იმეტებს მამულისთვის თავისა შვილსა, მას შვილნი თვისნი, ჩემო შვილო, არ
ჰყვარებია DEG; E-ში ეს ბოლო სტრიქონი ასე იკიცხება: “მათ შვილნი თვისნი, ჩემო
შვილო, არ ჰყვარებიან”. 23 შვილი+(აღტაცებით გადაეხვევა). 25 შენ, დედაჩემო] ჰოი,
დედაო EG. 24 - 25. არასდროს... აღგისრულდება] ჰოი, დედაო, არასდროს ისე,
როგორც დღეს არ მყვარებიხარ. რასაც მნუკავ, აღგისრულდება E. 27 გარედგან]
გარედამ EG.

203. 4 ვერც... მაგას ჩემგან] არც... ჩემგან მაგას D. 5 დანაშთენსა] შევიმაგრებ D. 9
სიმღერა ორ-პირად] ორპირი E 1. ორპირი სიმღერა G. 13 მოდის] დადგა E. 14 დახსნის]
დასხნის E. 22 - 25 სტრიქონების (თავისუფლების... სჯობია) 2 ნაცვლად DE-ში წერია:
“მამულის დასხნის არმდომი, თავისა თავის მგმობია, ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს,
ომში სიკვდილი ჰსჯობია” DE.
204. 9 (აღელვებული)+ და თვალში ცრემლმორეული D. 10 ქვეყნისა] ჩემ ქვეყნის
DG. 13 ჩამოიყვანს ლოგინიდგან] შვილი ჩამოიყვანს ლოგინიდამ DE;
ლოგინიდგან+შვილი G. 19 გატირებს+(ამ დროს ჯარები ფანჯრის წინ გაივლიან) D. 22
დედებმა] დედეთა DG. 23 რომ ჩვენ] რათა D, რომ EG. 24 გამარჯვებულნი + (შვილს)
EG. 28 როს ვეღარ ნახავს] რომ ვერ იხილავს DE, რა ვერ იხილავს G.
205. 2 თუკი სხვა გზით შველა] დედი, სხვა გზითა ხსნა D. 7 ძმებს ჩვენით] ძმათ
წუთით D. 9 მოიეც] იმაგრე DEG. 11 (დედა გადაეხვევა შვილს...)] (დედა მოიზიდამს
შვილს და გულზედ იკრამს) D. 12 შენ ჩემზედა E. 15 დამლოცე] დალოცე E. 17 ვაი,
შენს დედას] ვაიმე, შვილო D. 22 ანებებს+შვილს EG; ზარდაცემულსავით +
გაშტერებით EG. 25 დედა შენი ~ E.
206. 5 (ძლივს ბედავს თქმასა) – AD. 13 ვიშ! მე რომ] მე რომე DE. 14 დამმარხავს]
მიტირებს D. 16 ეჰა] ჰოი EG. 19 ჰკლავს] ჰსნთქავს DEG. 21 მასშია ჰქრება] შენში
ინთქმება DE. 23 ვითა ზღვაშია] ვით დიდ ზღვაშია EG.
207. 2 ღონემიხდილი - D; გადიქცევა] გადავარდება EG. 5 ებრძოდა შვილის
ტრფობას] იბრძოდა ძისა ტრფობასთან G. 7 არ ყოფილა ძნელი] ტკბილ ყოფილა მაშინ
DG. 8 როცა] ოდეს D.
1879 წლისათვის ილიას კვლავ დაუმუშავებია ხელნაწერი E “ივერიაში”
დასაბეჭდად. ავტოგრაფი E ავტორის ხელითაა ნასწორები, მაგრამ ცენზურის მიერ
ზოგი სიტყვის ქვეშ წითელი ფანქარია გასმული ან ამავე ფანქრითაა გადახაზული. Eს ეტყობა სტამბის საღებვის ლაქები.
FH-ში
ქვესათაურია “(ეპიზოდი დავით აღმაშენებლის დროთაგან, როცა
არაბთაგან ანთავისუფლებდა საქართველოს)”.
F-ში, როგორც დასაწყისში აღინიშნა, “ვუძღვნი პ. ნაკაშიძეს” - პ. ნაკაშიძე
გადახაზულია და ზედ ავტორისავე ხელით აწერია “ჩემს ამხანაგს” (ე. ი. “ვუძღვნი
ჩემს ამხანაგს”). პოეტი ძღვნის დაბეჭდვასაც ფიქრობდა და იქვე აშიაზე სურვილიც
გამოუთქვამს: “ეს პირველს გვერდზედ დაბეჭდეთ და შემდეგ მეორე გვერდიდამ
დაიწყეთ, რაც სკობკეფშია, სულ წვრილის ასოებით ააწყეთ”. მაგრამ “ძღვნა” იქვე
ცენზორის მიერ წითელი ფანქრით არის ჯვარედინად გადახაზული, რის გამოც
“ივერიაში” იგი აღარ დაუბეჭდავთ. სხვა ავტოგრაფებთან შედარებით F ყველაზე
უფრო ახლოს დგას ძირითად (A) ტექსტთან, როგორც ბოლო ვარიანტი. ქვემოთ
აღვნიშნავთ FH-ის ვარიანტულ სხვაობებს A-სთან შედარებით:
200. 6 ჰე] ეჰ F. 9-10 ხალხი აზვირთდა... ჰფიქრობს] ხალხი აზვირთდა, ხალხი
აღზდგა, ხალხი მოქმედობს, თეთრი ზღვიდამა შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა
ფიქრობს FH. 11 კავკასიის] ქვეყნისა H.
201. 2 მისთვის რომ] რადგანაც F. 7 ჩაგრულის] ტანჯულის F. 33 F-ში
გადახაზულია “მაგრამ შენ ჰსწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე”. მის ნაცვლად
ზედ აწერია: “ნუთუ ამით მე ვერ გაამე, შენ შუბლს არ იხსნი”.
1

E -ში ჯარების სიმღერა 16 მარცვლოვანია.
ეს სტროფი ვარიანტებიდან აღადგინა პ. ინგოროყვამ, როგორც ავტორის ნება (იხ. ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ,
თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 479).
2

F-ში 202. 3 ნაცვლად სიტყვისა “მხოლოდ” - ჯერ ეწერა “მარტო”, გადახაზულია;
4 ნაცვლად სიტყვისა “ნეტარს” ეწერა “უკვდავს”, გადახაზულია.
F-ში 203 - 204 ჯარის სიმღერა თექვსმეტ-მარცვლიანია, გამოტოვებულია IV
სტროფი (“თავისუფლების მშოვნელ”...); H-ში ამ სტროფის ნაცვლად წერია:
მამულის დახსნის არმდომი თავისი თავის მგმობია,
ძმანო, შინ უღლით სიცოცხლეს, ომში სიკვდილი ჰსჯობია.

204. 17 სტირის + (შვილი) F. 23 რომ ჩვენ] რომე F.
205. 22 ზარდაცემულსავით + თვალებში შეაცქერდება F.
206. 19 ჰკლამს] ჰსნთქავს FH. 21 მასშია ჰქრება] მასში ინთქმება F.
“ივერიაში” (H) გამოქვეყნების შემდეგ ეს ნაწარმოები ხშირად იბეჭდებოდა (იხ.
პოემის პასპორტი).
ამ პუბლიკაციების შედარებამ A ტექსტთან უმნიშვნელო სხვაობები მოგვცა (მაგ.
I-ში ჯარის სიმღერას სათაურად აწერია “ორპირი”, ხოლო ნაწარმოების ბოლოს
“ღვდება” არ არის. გვ. 206, 5 “(ძლივს ბედავს თქმასა)” IOP-ში არ არის და სხვ.). აქ
სხვაობა მეტწილად არის ქვესათაურებში, თარიღებში, ეპიგრაფებსა და
ხელმოწერებში (იხ. პოემის პასპორტი).
რადგანაც ილიამ პოემის პირველი ვარიანტი 1860 წლის 14 ივლისს დაასრულა,
ხოლო საბოლოოდ მასზე მუშაობა 1871 წლის 18 მარტს დაამთავრა, ამიტომ, პოემას
ვაძლევთ ფართო თარიღს: [14 ივლისსა, 1860 წელსა, პავლოვსკი, - 1871 წელსა, 18-სა
მარტსა]. ამ თარიღებს ვიღებთ CE ავტოგრაფებიდან.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში პოენმა დათარიღებულია
1860 წლის 14 ივლისით (სასრჩევში გვ. IV).
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების გამოცემებში პოემა ასეა
დათარიღებული: “14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი. (ბოლო რედაქცია 18 მარტი, 1871
წ.)”.
პ ე ტ რ ე ნ ა კ ა შ ი ძ ე : (1836 - 1895) - საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ილიას
უახლოესი მეგობარი. “ქართვლის დედის” გარდა ილიამ მას უძღვნა პოემა “დიმიტრი
თავდადებული”.
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ (გვ. 208)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 140 (B); № 110 (C); M: № 17506 (D); U: კრებ.
№ 108, გვ. 134 (E).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 10, გვ. 50 - 56 (G), ჩონგური,
შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, პეტერბურღი, 1864, გვ. 129 147 (H); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 5 - 6, გვ. 152 - 173 და “რამდენიმე
სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”, ტფილისი, ა.
ენფიანჯიანცის სტამბა, 1879 (I); გაზ. “დროება”. 1879, №167, გვ. 1
და № 168, გვ. 1 (J); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი,
1892, გვ. 101 - 124 (A); ორი პოემა... გამოცემა სპ. ჭელიძისა, №9,
1904 (K); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ.

339 - 360 (L); ქართველი მწერლები, წიგნი I. ი. გომელაურის გამო.,
თბ., 1906, გვ. 138 - 159 (m); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები,
შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 47
- 49 (n); კაკო ყაჩაღი. რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდან, თბილისი, ქ. შ. წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 82, 1907;
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ,
ქუთაისი, ჭილაძის სტამბა, 1907.
ს ა თ ა უ რ ი : *** “ნიავო, ჩემო ნიავო”... B; მოთხრობა ქისიყელისა C; ეპიზოდი ყაჩაღის
ცხოვრებიდგან E; ერთი მოთხრობის დასაწყისი G; რამდენიმე
სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან J; ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან
L; საღამო ალაზნის პირად n; - DE.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : შეუპოვარი C.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** DGH; ილია ჭავჭავაძე I; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) K; - J.
თარიღი:
16 დეკემბერი, 1860 წელს, პიტერი C; 1860 წ., დეკემბ. 11 D; 1860 წ., 11
დეკემბერს, პიტერი E; დეკემბერი, 1860 წ. H; 1860 წ. AIn; - G.
ე პ ი გ რ ა ფ ი : - C.
ჩვენი ძირითადი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის
გამოცემას, მაგრამ ვითვალისწინებთ 1925 - 1951 წწ. გამოცემებსაც, რომლებშიც
ავტოგრაფებიდან აღდგენილ იქნა 1892 წელს დაბეჭდილ ტექსტში გამოტოვებული
სტრიქონი:
“საწყალი იყო თავისმომწონე” (ჩვენი გამოცემის გვ. 224, სტრ. 1).
1925 - 1951 წწ. გამოცემებში მართებულად არის გასწორებული კორექტურული
შეცდომა, რომელიც ტექსტში აზრობრივ ცვლილებას იწვევდა.
1892 წ. გამოცემაშია:
დრო გადიოდა და თან მიჰქონდა 1
მამიჩემისა უბედურება (გვ. 114, 17-18).
გასწორდა:
დრო გადიოდა და თან მოჰქონდა
მამიჩემისა უბედურება.
1892 წ. გამოცემაში: “და იქამდინა მიუშვი მტვერი” (გვ. 121, 16).
1914, 1925-1951 წწ. გამოცემაში გასწორდა: “და იქამდინა მიუშვა მტერი”.
წინამდებარე ტომში ეს სწორებები გათვალისწინებულია.
1925 - 1951 წწ. გამოცემებში პოემის ტექსტში შეტანილია სხვა ცვლილებებიც,
რომლებიც ილიას ბოლო ნებას არ გამოხატავს და ამდენად ისინი გაუმართლებლად
მიგვაჩნია. კერძოდ, ზემოხსენებულ გამოცემებში სხვა ვარიანტებიდან შეცვლილია
სტრიქონი:
“ეგრეა, ძმაო, გლეხკაცის ბედი”, ნაცვლად ილიას ბოლო ნებისა: “ეგრეა, ძამო,
კაცისა ბედი”. ასევე შესწორდა “მერე მდუმარემ მწუხარე თავი” ნაცვლად ილიას
ნებისა: “მერმე მწუხარემ მწუხარე თავი”.
“შეზდილა”
შესწორებულია
“შეზრდილა”;
ბევრჯელ → ბევრჯერ;
შინჯავდნენ ЃЁსინჯავდნენ;
ბაშვი → ბავშვი;
იქმნება → იქნება;
რიგ1

ასეა 1914 წლის გამოცემაშიც, გვ. 174.

რიგად → რიგრიგითა;
გარშემო → გარშემო;
ეგრედ → ეგრეთ.
ჯერედ → ჯერეთ;
გამიმთელა → გამიმრთელა; ხლმის → ხმლის; მერმე → მერე და სხვ.
სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში
(A) შეტანილია სულ რამდენიმე შესწორება: 210, 17 მოჰსცა → მოსცა; 219, 22
იახლა → ეახლა; 227, 7 მომკდორიყო → მომკვდომიყო.
U № 140 ხელნაწერი წარმოადგენს ილიას დაუმთავრებელ მოთხრობას “კაკო”,
რომელიც დაწერილია “კაკო ყაჩაღზე” ადრე, 1858 - 1859 წწ.
B ტექსტი მოთავსებულია სწორედ ამ მოთხრობის თავფურცლის (რომელიც
ყდის მაგივრობას ეწევა) მეორე გვერდზე, ნაწერია და ნასწორები ფანქრით. შესაძლოა
იგი იყოს შესავალი მოთხრობისა “კაკო” ან დაწერილი იყო პოემაში შესატანად.
B ტექსტს წინ უძღვის (გვ. 1) ერთსტროფიანი ლექსი, ხელმოწერით: “ილ. ჭავ.”
იგი მელნით არის ნაწერი:
დარდთა მოთქმითა,
ნაღვლიან ხმითა,
თუ მიგდებ ყურსა,
მოგილხენ გულსა.
შემდეგ მოდის B ტექსტი, რომლის პირველი სტროფი გადახაზულია:
ნიავო, ჩემო ნიავო,
ნუ სჩაგრავ ტყეში ობოლსა.
მსტვინავო ჩიტო, მსტვინავო,
შენ უალერსე კაკოსა!
სუნბულო, ჩემო სუმბულო,
უჩემოდ შორსა ნუ ჭკნები,
ბულბულო, ჩემო ბულბულო,
[მოაკლე ეულს] დარდები!
ბულბულო, ჩემო ბულბულო,
გაიზეპირე სიტყვები,
უთხარ, უმისოთ უსულო
ცრემლებად ვცვი[ვი] და ვშრები!
ღრუბელო, აღმა მავალო,
ის კაკო გებრალებოდეს,
მე კისრად ვიღებ, დამსხნელო,
რაც იმას ემართლებოდეს.
ნიავო, ჩემო ნიავო,
ნუ სჩაგრავ ტყეში ობოლსა,
ღრუბელო, ცაზედ მფრინავო,
ნუ ემუქრები კაკოსა.
ღრუბელო, შავო მცურველო,
უსახლო გებრალებოდეს,
მე კისრად ვიღებ, ღრუბელო,
რაც იმას ემართლებოდეს.

1925 - 1951 წწ. გამოცემებში ამ ტექსტში ცვლილებებია შეტანილი (იგი
დაბეჭდილი ვარიანტების განყოფილებაში სათაურით “პირვანდელი ესკიზები
პოემისა “ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”). კერძოდ, “სუნბულო”-ს ნაცვლად წერია
“სუმბულო”;
ჭკნების → ჭკნები;
უმისოთ → უმისოდ;
კაკო → ბიჭი;
დამსხნელო → დამხსნელო.
თუ რატომ არ შეიტანა ეს ლექსი პოეტმა “კაკო ყაჩაღში” ან რატომ არ დაბეჭდა
იგი საერთოდ, ამის შესახებ კიტა აბაშიძე სამ შესაძლებლობას უშვებს:
1. ილია რეალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო, ამიტომ
ცდილობდა არ გემოემჟღავნებინა პირადი რომანტიკული დამოკიდებულება თავის
გმირისადმი. “შესაძლოა ამ მოსაზრებით ილიამ უხერხულად მიიჩნია ამ ლექსის
ჩართვა პოემის სათაურში და მით უფრო - მოთხრობის შესავალში.
მაშინდელ ლიტერატურულ მოთხოვნილებას არ შეესაბამებოდა... ის
გენიალური დარღვევა ლიტერატურული მოდისა, რომელიც კიდევ მეტ ფასს
დასდებდა მის მომაჯადოებელ პოემას და სახელგანთქმულ მოთხრობას”.
2. შესაძლოა ილიამ ტექნიკურად ვერ გადაწყვიტა, სად მოეთავსებინა ის პოემაში თუ მოთხრობაში.
3. ილია ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავდა, მაგრამ ცენზურა ძნელად
მოსარევი იყო. “ეს ლექსი ცენზურას შეეძლო “ყაჩაღობის” ხოტების შესხმად მიეღო,
მის გამართლებად”. ამ დროს ილიას არ აპატიებდნენ “ყაჩაღის” მოფერებას და მის
თანაგრძნობას. ამიტომ კ. აბაშიძეს ეს ახსნა ყველაზე საფუძვლიანად მიაჩნია: სწორედ
ცენზურის გამო ვერ შეიტანა ვერსად ილიამ ეს ლექსი და ვერ დაბეჭდა საერთოდ 1.
C პატარა, ყავისფერ მუყაოს ყდაში ჩასმული უხაზო ფურცლებისაგან შემდგარი
წიგნაკია, გვერდებნაკლულია, ნაწერია ხან ფანქრით, ხან მელნით. პირველი
ფურცლის მეორე გვერდზე გადახაზულია სტრიქონები:
გაკვირვებული დარჩა მეურმე,
რაღაც ფიქრითა თავი ჩაღუნა,
და, გაიქნივა რა თავი მერმე,
შურით ხარს შოლტი გაუტყლაშუნა.
და მერე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა,
იმ ბანს აძლევდა...
აქ წყდება ტექსტი. შემდეგ იგი კვლავ მეორდება ბოლო სტრიქონის გარდა, მხოლოდ
გადახაზული აღარ არის. წიგნაკის მეორე ფურცლიდან იწყება პოემა, რომელშიც შავი
მელნით არის შესრულებული. აქა-იქ კი ფანქრითაა ნასწორები. სათაურად აწერია
“მოთხრობა ქისიყელისა”, ხოლო სათაურს ქვეშ მიწერილი აქვს: “I. შეუპოვარი”.
ტექსტს ეპიგრაფი არა აქვს. იგი თავებად არის დაყოფილი მხოლოდ მე-5 თავამდე.
D ავტოგრაფს დასაწყისი აკლია. ნაწერია პატარა ფორმატის უხაზო რვეულში.
თავზე აწერია: “გაგრძელება”. ტექსტი წარმოადგენს პოემის ბოლო ნაწილს და იწყება
სიტყვებით: “მხეცი რამ იყო ჩემი ბატონი” (გვ. 219).

1

კ ი ტ ა ა ბ ა შ ი ძ ე , ილია ჭავჭავაძე (კრიტიკული მიმოხილვა). - ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს
თხზულებანი, ტ. I, 1914, გვ. XCI.

E ავტოგრაფი სუფთად ნაწერი ტექსტია, მაგრამ, A-სგან განსხვავებით, მასში
საგრძნობლად შემოკლებულია ცალკეული ადგილები (დაწვრილებით იხ. ქვემოთ
ვარიანტებში).
ნაბეჭდი ტექსტები ასეთ სურათს იძლევა:
G ნაწყვეტია და თანხვდება A-ს. იწყება თავიდან და წყდება სტრიქონზე:
“ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს “ (გვ. 214).
H მცირეოდენ სხვაობებს იძლევა A-სთან. დაბეჭდილია დასაწყისი, რომელიც
მთავრდება სტრიქონით: “იახლა ბატონს თხოვნით, ხვეწინითა (გვ. 219).
I სრული ტექსტია, A-ს მისდევს მცირეოდენი სხვაობით.
J-ში ტექსტი დაბეჭდილია სტრიქონიდან “მაშინ შევიქენ მეც ოცის წილისა” (გვ.
219).
n-ში ორი ნაწყვეტია: გვ. 47-ზე დაბეჭდილია ზაქროს ბავშვობა (სტრიქონიდან
“მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი”, ვიდრე სტრიქონამდე “მადლიერია თავის ბედისა”).
გვ. 49 ნაწყვეტია, სათაურით “საღამო ალაზნის პირად” (სტრიქონიდან “სამშობლოს
ცასა” - ვიდრე სტრიქონამდე “თვისი სიმღერა დაიღუღუნა”).
პოემა პირველად სრულად დაიბეჭდა ჟურნ. “ივერიაში” 1879 წელს, № 5-6.
სქოლიოში ვკითხულობთ რედაქტორის შენიშვნას: “ამ პოემის პირველი ნაწილი
დაბეჭდილი იყო “ჩონგურში”, ეხლა იბეჭდება მთლად და ამის გამო ამ ნაწილის
გადმობეჭდვაც საჭიროდ დავინახეთ”.
“დროების” (J) სქოლიოში კი წერია: “პოემის დასაწყისი დაბეჭდილი იყო
“ჩონგურში”, აქ იბეჭდება ბოლო”.
CE-ში ზაქროს ნაცვლად ყველგანაა მხედარი. მათ ვარიანტების ჩვენების დროს
აღარ აღვნიშნავთ:
208. 1 სამშობლოს] სამხრეთის C; 2 მწუხრის] ღამის CE. 3 და მთვარის შუქზე
მთებისა] და მაღალ მთების მობნელე CE. 5-6 მუდამ მჭმუნავი... ვიდოდა] მთვარე
მჭმუნავი, ხელმწიფურად მომდინარობდა E. 6 მთვარე... ვიდოდა] ხელმწიფურადა
მომდინარეობდა C. 9 შორნი მნათობნი] ტურფა ვარსკვლავნი CE. 11 მდუმარს
ქვეყანას] და ერთმანეთსა C. მდუმარე მთებსა E. 12 ზედ დაჰხაროდნენ] ეთამაშოდენ
C.
209. 2 ველს მშვენიერსა] ალაზნის ველსაც CE. 3 მხოლოდ] ხოლოდ CE. 7 მარტო
მთაი] იქ მთა მარტო CE. 8 დაფიქრებული] დაღონებული C; ჩაფიქრებული E. 9
ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა] არრა ისმოდა... არც ფეხის ხმაცა CE. 11 მხოლოდ
კი] მხოლოთღა C. მხოლოდდა E. 12 მიჭრიალებდა] ჭრიჭინით ვლიდა CE. 14
დაღუღუნებდა] ველს გაჰსძახებდა CE. 15-18 ღუღუნი იგი... ქარი] შორს გაისმოდა ხმა
ზარივითა დაგვიანებულ იმ მეურმისა CE; ოხ, ბევრჯელ, ბევრჯელ მაგრამ მღერითა
გამქარვებია გესლი ჭმუნვისა C; - E; სავსე იყო სრულ სიმარტივითა CE; გლეხური
დარდი მისი მღერისა C; კვნესა და დარდი იმ სიმღერისა E; C-ში გადახაზულია: “ოჰ
ბევრჯელ, ბევრჯელ მაგგვარ მღერითა გამქარვებია გესლი ჭმუნვისა” 20. ასკუპა]
მოსხლიტა CE. 21 იგი ურემს ~ CE. 24 თამამად] ამაყად E. 35 ვხედავ] გხედავ E.
210. 1 ბევრს] ბევრ E. 2 მაინც, თუ] ცოტათ E. 4 შენს ქურანს] ემაგ შენს E. 6 - 9
მალია... ხელი - E. 15 უცებ] მარდად E. 17 მოსცა] მისცა E. 18 - 19 თითქო... შენ]
გაკვირვებული დარჩა მეურმე, ცხვირში რაღაცა E. 25 უწინ ყაჩაღის იყო საფარი]
ყაჩაღებისა ერთგული ფარი E. 28 ბღაჭიაშვილი] ბღაჭაშვილიო] C; C-ში 28-ე
სტრიქონიდან ტექსტი პირდაპირ გადადის გვ. 211-ის მე-11 სტრიქონზე “წამოხტა
კაკო...”

211. 3 შეჰკრთა, აცქვიტა] შეკრთა, აცქვიტნა E. 4 თავი აიღო და გაიხედა] აქედ
იქით მიმოიხედა E. 5 მერე] მერმე E; იწყო] მოჰყვა E. 6 ერთ ალაგსა] ერთსა ალაგს E. 7
უცქერდა] უჭვრეტდა E. 10 დააფრთხობინა] დააფთხობინა E. 15 რისთვის ... მტრადა]
მოყვარე ხარ თუ მოსული მტრადა C. 16 მხედარი - C. 17 მოყვრად, გულფიცხო]
მოყვარე, სთქვა მან C.
C-ში ამის შემდეგ მოდის გვ. 212-ის მე-11 სტრიქონის ტექსტი: “კაკო: ხოშგელდი, ძმაო!” რომელიც უკვე ფანქრითაა შესრულებული (მანამდე მელნითაა
ნაწერი). 5 - 9 მომწონს ეგ სიტყვა... ჭირი და ლხენა - E. 16 სადც მიღამდება] სად
მიღამდება C, სადაც ღამდება H.
213. 1 მყვანან რკინისა] მახლავს ერთგული C; მე თანა მყვანან] ჩემთან ჩვეულნი
მე მყვანან E. 3 არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები] ამათ არასდროს არ გავეყრები C. 4
მკლავი] სული C. 6 როგორც რომ] როგორცა E. 9 - 12 ამათ... ერთგულებს ზედა - C. 10
არ აიყრიან] არა იყრიან H. 13 ჩემი სიმდიდრე აი ეს არი] აი, სიმდიდრე ჩემი, ეს არი!...
E. 17 ჩამოხედ ბინას გაჩვენებ] ბინას გაჩვენებ, ჩამოხედ, C. 22 წამოჰყარა] წამოჰყვარა
C. 23 მაგრად] ნაზად C. 25 ჩაკრული უკან ~ C. 26 სავსე] ცხენით CE. 32 - 33
სტრიქონებს შორის (“და მოეწონნენ”... “მივიდნენ წყნარად...”) C-ში არის
(გადახაზულია):
წავიდეთ ძმაო, უთხრა კაკომა,
შენ დაღლილი ხარ შორის გზიდამა,
ხის ძირს დასხდნენ ორივე ერთად...
33 მივიდნენ წყნარად და ხის ძირს] მივიდნენ ხის ძირს და ორნივ C; წყნარად] მერე E.
214. 1 ერთმანეთს თითქო] ერთი ერთმანეთ C. ერთი ერთმანეთს E. 2 ბოლოს კი]
და დაბოლოს CE. 4 დამძრახავ] დამძრახამ CE. 6 ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?]
ვინ მოგასწავლა ეს ჩემი ბინა C; ან რად მოსულხარ, რამ დაგაშინა E. 8 C-ში სიტყვების
- “შენი გაცნობა” - ზემოთ მელნით ეწერა: “შენი გაცნობა ძნელი არ არის, შენი ამბავი
შორს ზღაპარად გადის, შორს გავარდნილა შენი სახელი”, გადახაზულია. მე-15
სტრიქონის (“ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს”) შემდეგ C-ში გვ. 215-ის I
სტრიქონამდე (“ჯერ არ მენახე”...) გ ა მ ო ტ ო ვ ე ბ უ ლ ი ა ტ ე ქ ს ტ ი . 20 - 23 რომ
ბედში... დაჩაგრულია - E. 26 - 27 გლეხკაცის... უტარებია] გლეხკაცის დარდი,
გლეხკაცის ლხენა იმ ბიჭსა გულში უტარებია E.
215. 2 შენი ცხოვრება] შენი ნახვა მე E. 4 მენანებოდა] მებრალებოდა E. 6
დამიტრიალდა... ბედი] უკუღმა ბედი დამიტრიალდა C. 6 - 7 სტრიქონებს შორის
(“დამიტრიალდა”... “ყური მომიგდე”) C-ში წერია: “გულში ამენთო მე ჯოჯოხეთი და
კაცი ვინმე მე შემომაკვდა”. 9 ერთ დროს] წინად C; ბოლოს E. 11 მაშინ... ვიყავი]
თორმეტი წლისა მაშინა ვიყავი C. 15 დაჩაგრდა] დაძმარდა C. 16 უმშობლოდ]
მეძროხედ E. 17 ჰლხინობდნენ] მღეროდნენ C. 17 - 18 სხვები... მშრებოდა] ბაშვი
მამასთან სიყრმით ჩვეული, რაღა თქმა უნდა, დაღონდებოდა E. 18 ცრემლისა
თვალზედ] ცრემლის თვალზედა C. 23 მრცხვენოდა] მცხვენოდა C. 24 ამხანაგებს]
ამხანაკებს E. 25 მივუჯდებოდი] მიუჯდებოდი C. 31 ჩემს ყოფას მალე] მერე ჩემს
ყოფას C. 33 ჩემს სახლ-კარზედა] ჩემ მშობელზედა C, და ჩემ მამაზედ E.
216. 1 ძმაო, რა ტკბილად] და ჩიტივითა, უდარდელადა C. 3 საფიქრელად]
სატანჯველად C. 3 - 4 არარა მქონდა... არ მაძალებდნენ] რად მომცა დღენი მაშინ
სალხენად ღმერთმა, თუ ბოლოს გამწარდებოდნენ F. 5-დან (“ძროხას ვუვლიდით”...)
218-ის 6-მდე (“მე მამა მყვანდა”) – E. 9 დაწვებოდა] ჩაქრებოდა C. 12 ყველანი] მაშინვე

C. 13 და დავაბამდით] დავაბამდით ჩვენ C. 14 ტყის პირს] ტყეში C. 24 და დილის
ტკბილსა] დილისა ტკბილის E. 26 მთა-ბარი] ტყე, ველი C. 31 სხვა იქ] ზოგი H. 35 ჩვენ
კი ხტომით] ჩვენ მღერითა C.
217. 1 ძილს დავიფრთხობდით] ვაფრთხობდით ძილსა C. 3 ვხტოდით...] შიგ
ჩავაგდებდით ტიკს გაბერილსა C. 5 ვმართავდით] ვმართამდით C. 8 ჩამოვრეკავდით]
ჩამოვრეკამდით C. 18 აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში] აქამდისა შემჩენ ხსოვაში C. 20
მხიარულ] უდარდელ C. 21 - 28 ეჰ, მარტო ერთი... გული და სული].
ჩვენი ნაქები ყველა გათქმული
არსენა თვალწინ წამიდგებოდა,
ათრთოლდებოდა პატარა გული
და არსენობა ენატრებოდა.
ქოროღლობასაც მაშინ ვფიქრობდი,
იმის ცხენისა სიკეთე მშურდა,
და რაკი ძარღვში ღონესა ვგრძნობდი,
კაი სახელის მოხვეჭა მწყურდა. C.
24 ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა ~ H. 30 მე მეზდებოდა] გამეზრდებოდა H. 30 - 34
არსენას ამბით... ბიჭობაში შეუპოვარი] იმ ზღაპრებითა გაიზდებოდა და ჩემი დილა
კეთილდღიანი ღრუბლითა დიდხანს არ ბნელდებოდა C.
218. 3 და მადლიერი...] და ბედნიერი მადლიერ ღვთისა C. 4 რომ ჩემებრ]
ჩემსავით C. 7 დაუღლელი და] დაუღალავი E. 9 ბევრი არ] არავინ C. 12 უხვად] იმას
CF. 14 იქმნება] ვიქნებით C. 15 მადლიერად...] მადლიერები შვილი და მამა C. 16 ის
დააღონა] ჩვენ დაგვაღონა C. 17 უმტყუვნა] გვიმტყუნა C. 19 რარიგ] როგორც C. 20
ყმასა გუშინ] ყმა გუშინა CEH. 21 არ] ნუ C. 24 - 25 გლეხკაცის... გასძლებს] და საწყალ
ყმისა უბრალო ბედი დიდხანს ვერ გაძლებს C; ლიტონი] EH. 30 თუმცა კი შერჩა]
თუმცა შერჩა ისევ C. 32 აღარც] არცა C. 33 დროგარდასრულსა] მოხუცებულსა C. 33 34 სტრიქონებს შორის (“აღარ მოსდევდა”... “საბრალო მამა”) C-ში წერია:
რომ გლეხიკაცი ორჯელა კვდება,
ძმავ შენც გექნება გაგონებული:
პირველად, როცა ღონე აკლდება,
მეორედ, როცა ერთმევა სული.
34 საბრალო მამა] მამაჩემიცა C. 34-იდან (“საბრალო...”) 219, 2-მდე (“და სახლკარიცა”...) – E. 35 რამდენადაც] რამდვენადაც C; აკლდება] უკვდება C.
219. 1 იმდენად] იმდვენად C. 3 უბედურსა] განწირულსა E. 7 კაცისა] გლეხკაცისა
C. 9 გადუბრუნდება] გაუბრუნდება C. 10 სულ უკუღმართათ დატრიალდება] ძნელად
[....] ზედ გამაჰყვება C. 17 სხვისთვისა] უსაქმოდ CE. 18 შინ კი...] მამას კი შემწე
ენატრებოდა CH; მეღუპებოდა] გვეღუპებოდა E. 19 - 22 ერთხელ... ხვეწნითა - C; 21 22 საწყალი ... ხვეწნითა] იახლა ბატონს მოხუცებული, საბრალო მამაჩემი ხვეწნითა
EH. 24 ერთი, აჯამი გულქვა....] უჯათი, გულქვა, უღვთო C. 25 იმას] ამას D; კაცებრი]
კაცისა CDE. 27 რა... თავადის-შვილი] ერთი სიტყვითა თავადიშვილი CE. 28 ავი]
ცუდი CDE. 30 ამგვარს უხამსსა ბატონს] ბატონს თხოვნით, ხვეწნითა I; უხამსსა]
აჯამსა CDE. 32 გავუველ] აუველ D. 33 დამითმე] მომეცი C, მიბოძე D.

220. 2 რას ბოდავ] რა გნებავს D. 5 ზაქარა] ზაქრო DE. 7 მერე თუნდა] მერმე
თუგინდ DE. 9 ორად] ორათა D. 13 ეგ რომ] თუ ეგ CDE; გაექცევოდი] გაექცეოდი D. 14
შენ ჩემს სამსახურსა CE. 15 - 16 ქოფაკო... თქმასა] განა ქოფაკო? თუ მაგ ფიქრობდი,
მიწაში ეხლავ დაგფლამ ცოცხალსა C; განა ქოფაკო!... თუ მას ფიქრობდი, ეხლავ
მიწაში ჩაგფლავ ცოცხალსა DE. 21 მექმნება] მექნება D. 24 ვიქმ] CD; მთლად] სულ CE.
26 ვინახავდი] ვინახამდი D.
221. 1 ვიწურავდი] ვიწურამდი D. 3 აწ] მე CDE. 5 ვეღარა ვუვლი] ვეღარ
ვმსახურობ C; ვეღარ მოუვლი D. 7 ეხლა] სრულად C. 8 კაი] ვაი D. 10 არა] არის D. 11 22 სიყრმით ჩამიკლავს... დამითმე შვილი]
შენი ჭირიმე, გთხოვ მე ამასა,
ბატონო, შვილი დამათხოვინე,
რომ უპატრონოს სნეულ მამასა
და შენი თავი დამალოცვინე CDE.
(D-ში “და”-ს ნაცვლად არის “მე”). 13 ჩემის ოფლითა] ეგ ჩემის ოფლით E. 14 წვით და
დაგვითა] დაგვით, შრომითა E. 16 ჩემის... ოჯახისთვის] ჩემ სახლ-კარისთვის, ჩემ
ოჯახისთვის E. 17 ამდენი ჯაფა] ამთვენი შრომა E. 22 დამითმე] მომეცი E. შვილი] +
და შენს სახელსა მტლად დავედები E. 25 ვიშოვნი] ვიშოვი D. 26 ვერა... ზაქარო] ვერვერა მოგცე შენ მე ზაქარო C. მე შენ D. 28-დან გვ. 222-ის 4-მდე ვერ უყურებთ...
ბატონო] მე შენ სახლ-კარსა, შენს ოჯახსაცა, მაგ შენ ჩერჩეტა ქოფაკ თავსაცა, მე
მირჩევნია ჩემი ძროხები E; წადი, გამეცა, ვირო, ნუ სცდები C. წადი, ქოფაკო, ნუ
მეღრიჯები D.
222. 1 - 5 მამა... მეღრიჯები] – D. 7 ვისღა] ვიღას C. 8 მომაშველებს] გამიმართავს
CDE. 14 თუნდ... მენაღვლება] მეტი ჯავრი მე ნუღარ მექნება C; არ] რა D. 15 ისა] ისე D.
18 იქმნება] იქნება D.
223. 2 - 5 სუ! შე ქოფაკო... სიტყვებს]
ხმა ჩაიწყვიტე, ქოფაკო, ეგ ხმა,
ხმა გაიკმიდე, ძაღლო. თორემა
მე არ დავხედავ მაგ შენს სიბერეს
და ჯოხით უკან ჩაგჩრი მაგ სიტყვებს CD.
7 მკლავ] მკლამ CDE. 8 მმარხავ] მმარხამ CD. მიღუპავ] მიღუპამ CD. 9 - 10 ბებერ
კაცს... უკვდება - C. 10 შვილსა შიმშილით მამა] მამა შიმშილით შვილსა D. 11 მამის]
ჩემი C; მამის] მისი D. 12 ამის] იმის C. 14 შემინახოს] გამომზარდოს CDE. 15
მართალს] მართალ E. 18 უღმრთოდ] უღვთოდ CD. 20 აბა სთქვი] მითხარი D;
მიბრძანე C. C-ში 20 - 21 სტრიქონებს შორის (“მაგრამ”... “ეხვეწებოდა”) წერია:
ბებერ ცხოვრების ილაჭს ართმევდნენ,
[....] შვილს მამა ევედრებოდა,
შვილსაც კი ნებას ის არ აძლევდნენ,
რომ იმ უბედურს მიშველებოდა.
22 საწყალი] საბრალო C. 23 როგორც ცივს რკინას და ქვასა] როგორცა უგულო ქვასა
CE. 26 მოკლულმა] მოწამლულ CE. 28 უსამართლობამ] უსამართლობით C.

224. 5 მომიბრუნაო] შემიბრუნაო CD. 8 წამოეჭიდნენ მისივ მოძმები]
წამოეჭიდნენ თვით გლეხები E; გამოეკიდნენ ის უღვთოები C; შეაჭიდნენ ის უღვთო
ბიჭები D. 11 იმისი კვნესა] იმის კნავილი C. 12 მიკლავს] მიკლამს C; რო] რომ D. 13 14 (“არც უღონობამ”... “არც სიბერემა”...) სტრიქონები D-ში გადახაზულია, CE-ში კი
გადაადგილებული. 15 და არც] არცა C. 16 მიპატივეს] გიპატიეს D; ბებერი] საწყალი
C; 18 გულამომჯდარმა] გულ ამომჯდარად CD. 19 მერმე მწუხარემ მწუხარე] მერეთ
მწუხარედ, მდუმარე CD. 20 - 21 სტრიქონებს შორის (“ამოიკვნესა”...) “წამოხტა”) C-ში
წერია: “ფუ, შენს კაცობას, კაცისშვილობას, ფუ შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას. 22
აერია] აემღვრია E. 23 შეუტია] შეუტივა CDE. 24 იდექი] იდეგი E. 27 მითხარ,
დედალო] მითხარი მხთალო CE; მითხარი, მხდალო D. 31 რას... სეირსა] შენ
უყურებდი მარტო სეირსა D; ნუთუ] მარტო E. 32 სწუწვნიდნენ] სწუწნიდნენ D. 33 - 34
ფუ, შენს ნამუსსა.. შენს ვაჟკაცობას - C; 33 ნამუსსა...] კაცობას, კაცისშვილობას DE.
225. 1 გიკლავდნენ] გიკლამდნენ D. 2 იდექი] იდეგი E. 6 - 7 ემაგ შერცხვენილ...
ჰბედავდი] ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი, ემაგ შერცხვენილს ხლმისა
პატრონი? CD. 9 შენ, ძმავ, ყაჩაღად] შენ ყაჩაღადა CDE. 9 - 11 შენ, ძმავ... კაცობას] მე
შენი ვიყო, თავს მოვიკლავდი ან თავზედ ლეჩაქს დავიხურავდი, წადი, გამეცა C. 11
ფუ, მაგ კაცობას] წადი, გამშოდი D. 16 არც გავექცევი ხმალში] და არც შევარცხვენ
მხთლობით CD. 18 მეძახის მხდალს] ეძახის მხთალს D. 18 - 19 (“და იმის”... “ეგრე ნუ
მძრახავ”) სტრიქონებს შორის C-ში გადახაზულია: “ყური მომიგდე, მე საცოდავი,
მაშინ შორს ვიდექ, მე მომესმა ხმა; გავხედე, ვნახე მე ის ამბავი”. 19 ეგრე ნუ მძრახავ]
ნუ მძრახავ, ძმაო CD. 21 ბატონი ხელითა ~ D. 23 “მოჰკალ”... მაძალებდა] მოკალ...
ჩამძახებდა D. 26 მკვდარსა...] ცოცხალს თუ მკვდარსა კბილით დაჰჭამდნენ C;
შეშჭამდნენ D. 27 ამის] მაგის CD. 28 უღმრთოდ სტანჯავდნენ] უღვთოთ
სტანჯავდნენ D. 30 მაშინ კი, როცა] როცა კი მამა CDE.
226. 1 ამენთო] მომიკვდა CD. 3 მხრიდამ გადვიგდე ~ CD. 4 რო] როს E. 7 იმ] ამ D.
8 წამწყმენდელსა+მაშინ თავი არ მაგონდებოდა და დაჭერისა არ მეშინოდა C, გადახაზულია. 11 ბიჭი ყოფილხარ] ბიჭი ხარ, ბიჭი E. ხლმისა] ხმლისა D; ბიჭის C. 15
ვისაც შენებრი] ვისც შენი მზგავსი E. 15 - 16 ვისაც შენებრი... შენის ჭირიმე] ვისც
შენთვის ძუძუ უწოვებია, შენი გამჩენის, ძმაო ჭირიმე CD. 24 ვაჟკაცი] მამაცი C. 25 - 26
ვით... ქება - C. 25 ვით მეტი იყო] როგორც მეტ იყო E.
227. 7 ვაიმე, მამა...] საწყალი მამა მომკვდარი იყო C. 8 როზგქვეშა უღმრთოდ,
უზიარებლად - C. 10 ჯოჯოხეთია] მე მეძნელება DE. 13 - 17 დიდხანსა ეგდო...
ბალღამიც დუღდა] მის მიხედვით თვით კაკოც შეწუხდა, სულ გაიტაცა ზაქროს
ნაღველმა, რა ცეცხლიც ამ ორ გულშია დუღდა C; 14 - 18 გულში ვაებით... თვითონ
მკითხველმა]
თავის ტანჯვებში მარტო დანთქმული,
ზაქროსავითა კაკოც შეწუხდა,
ორნივ წაიღო ერთმა ნაღველმა;
რაც ცეცხლი ამ ორ გულშია დუღდა,
წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა! D.
თუ რამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა, ამის შესახებ მოგვითხრობს ილიას
სიყრმის მეგობარი კოხტა აბხაზი (1838 -1913): “...კაკო ყაჩაღის” შესახებ მახსოვს
კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლამთ ერთი

კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი 1, რომელმაც მართლა ესროლა თავის
ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გვარდა, იმალებოდა კარდანახის ტყეში
და გამვლელ-გამომვლელს სცარცვავდა. ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი.
ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა კარდანახში, თან ახლდა
მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული
გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხამ ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ
გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხამ: ჭავჭავაძეს კრადანახში რა უნდაო? ბიჭს აუხსნია,
რომ კარდანახში თავის ნათესავ აბხაზიანთსა მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია
ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია
კიდეც. ასე რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას
გაიძახოდა ენის ბორძიკით: “დამაძინეთ, დამაძინეთო!” მეორე დღეს კი გვიამბო
თავის თავგადასავალი. ხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს
სწყევლის და აგინებსო” (ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. I, 1935. გვ. 565).
მართლაც, ყაჩაღთან შეხვედრას გავლენა უნდა მოეხდინა პოეტზე. ამას პოემის
თავდაპირველი
სათაურიც
გვაფიქრებინებს
“მოთხრობა
ქისიყელისა”.
გაუხარაშვილიც კარდანახელი იყო. მაგრამ პ. ინგოროყვას აზრით, “კაკო ყაჩაღში”
ილიამ მაინც მხატვრულად განზოგადოებული სახე წარმოადგინა. მისი პროტოტიპი
პირველ ყოვლისა არსენა უნდა იყოს, რადგანაც კაკო, მართლაც, არსენას ორეულიაო 2.
პოემას ვათარიღებთ E ავტოგრაფის მიხედვით.

მეფე დიმიტრი დავდადებული (გვ. 228)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 125 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : გაზ. “ივერია”, 1878, № 1, გვ, 4-8 (C); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 1, გვ. 5-35
(D); მეფე დიმიტრი თავდადებული, პოემა ილია ჭავჭვაძისა,
საამხანაგო ქართული წიგნის მაღაზიის გამოცემა, ტფილისი, 1880 და
იგივე გამოცემა 1899 (E ); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი,
1889, გვ. 250-257 (F); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი,
1892, გვ. 188-222 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი
არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898,
გვ. 307-325 (G) ლექსები თ. ილია ჭავჭავაძისა, ტფილისი, 1904, (H);
ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის
მიერ, თბილისი, 1907, გვ. 57-60 (L).
ს ა თ ა უ რ ი : “მოდით, შვილნო” H; დიმიტრი თავდადებული L.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს C;
ნაწყვეტი G; დიმიტრი
თავდადებული H. რამდენიმე ნაწყვეტი L.
თ ა რ ი ღ ი : 1880. AL.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : *** C; ილია ჭავჭავაძე DG; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში)F.
1

არსებობს ცნობა, რომ გაუხარაშვილი იგივე გლეხი ივანე ჩალათაშვილია, რომელსაც საცოლის გამო
მოუკლავს თავადი ვაჩნაძე და ყაჩაღად გავარდნილა, - იხ. ალ. მღვდლიაშვილი, “ილია კარდანახში”
ჟურ. “დროშა”, 1968, № 8, გვ. 15.
2
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1, 1951. გვ. 373-374.

B ტექსტი შავი მელნითაა ნაწერი და იმავე მელნით ნასწორები. სათაურად ჯერ
ეწერა “ბრმა მეფანტურე”. შემდეგ ავტორს ეს სათაური გადაუხაზავს და ზედ
ფანქრით ახალი სათაური დაუწერია: “მეფე დიმიტრი თავდადებული”, ხოლო
სათაურქვეშ - “ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს”.
ავტოგრაფის პირველი გვერდის დასასრულს გადახაზულია: “ძმაო პეტრე,
შენგან ჩაგონებულს, შენვე გიძღვნი”.
ხელნაწერი დათარიღებული არ არის.
ავტოგრაფი (B) შეიცავს პოემის პირველ 12 თავს და სათაურით, ქვესათაურითა
და ტექსტით არსებითად თანხვდება A ტექსტს, თუმცა მათ შორის მაინც არის
მცირეოდენი ვარიანტული სხვაობა (იხ. ქვემოთ).
B ავტოგრაფი საფუძვლად დაედო პოემის პირველი 12 თავის ტექსტს, რომელიც
დაიბეჭდა 1878 წლის გაზ. “ივერიაში”, № 1 (C); სრული სახით კი პოემა გამოქვეყნდა
1879 წლის ძურნალ. “ივერიაში”, № 1-ში (D), რომლის სქოლიოშიც აღნიშნულია:
“თორმეტი მუხლი დაბეჭდილი იყო შარშან “ივერიაშიო”. 1880, 1899 წლებში პოემა
ცალკე წიგნადაც გამოვიდა (E). იგი სრული სახით დაიბეჭდა 1892 წელსაც ილიას
თხზულებათა I ტომში (A).
ACDE უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
CD წყაროში I თავის 5-6 სტრიქონები (“... ქართლის ბედი ჩვენ ქართველთვე
გვეპყრა ხელში”) ამოღებულია და ცარიელი ადგილები წერტილებით არის
შევსებული. A-ში ეს სტრიქონები აღდგენილია.
F-ში დაბეჭდილი III – XVIII თავები.
G-ში დაბეჭდილია III - XII თავები.
HL-ში პოემის ცალკეული ნაწილებია დაბეჭდილი (H-ში I-II თავები, რომლებიც
თანხვდება A-ს; L-ში კი პოემა შვიდ თავად არის დაყოფილი: I-IV თავი მისდევს
პოემას, შემდეგ მისი შინაარსი 26-ე თავამდე თხრობით არის გადმოცემული. 26თავიდან ტექსტი კვლავ ლექსადაა. ჩანს ეს ცვლილებები გამომცემლის მიერაა
შეტანილი).
წინამდებარე ტომში დაბეჭდილი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა 1892 წლის გამოცემას (A). მასვე ეყრდნობა 1925 - 1951 წწ. გამოცემებიც,
ოღონდ ამ გამოცემებში პოემის ტექსტი დაბეჭდილია გარკვეული ცვლილებებით,
რომელთაგანაც რამდენიმეს ვიზიარებთ: 1892 წლის გამოცემაში პოემის I სტრიქონი
იკითხება ასე: “უქმე დღე იყო, ტვირთმძიმენი...” პოემის I თავის მე-8 სტროფში
ვკითხულობთ: “ეგრედ, შვილო, აქ სცხოვრებდა...”; XIII თავი მე-7 სტროფში
დაბეჭდილია: “წინად ბარგად გაეგზავნათ”... 1925-1951 წწ. გამოცემებში, ავტოგრაფსა
(B) და “ივერიის” პირველნაბეჭდზე დაყრდნობით. ციტირებული სტრიქონები ასე
შესწორდა: “უქმი დღე იყო, ტვირთმძიმეი”...; “ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრედა”...;
“წინათ ბარგით გაეგზავნათ”...
ამას გარდა, 1925-1952 წწ. გამოცემების ტექსტში შეტანილია მთელი რიგი
ორთოგრაფიული ცვლილებები: ეგრედ → ეგრეთ; ბაშვებს → ბავშვებს; სწუხართ →
სწუხხართო; წყემსსა → მწყემსსა; ბერვჯელ → ბევრჯერ; თავგაწირვას → თავგანწირვას
და სხვა. მათგან ჩვენ მხოლოდ ორიოდე გავიზიარეთ. ჩვენი გამოცემის ტექსტში Aსთან შედარებით შეტანილია შემდეგი ცვლილებანი, რომლებიც ემყარება ვარიანტთა
ჩვნებასა და ილიასეულ ენობრივ ნორმებს: 228, 11 ტყვეთ → ტყვედ; X, 15
წყემსს → მწყემსსა; XIV, 23 უკეთეს → უკეთესს; XX, 21 მოგცილდება → აგცილდებათ;

XXXIII, 3 მოსვლის → მისვლის; XXIV, 11 უნდივართ → ვუნდივართ; XXV, 3 სვავო →
სვაო.
A-სთან შედარებით პოემის დანარჩენი წყაროები ასეთ ვარიანტულ სხვაობებს
გვაძლევს: პოემის შესავალში: B-ში მე-10 სტრიქონში ნაცვლად სიტყვისა “მოაშორო”
ჯერ ეწერა “ჩამოჰფხიკო”, გადახაზულია. მე-16-ში ჯერ ეწერა “გლოვისა”, შემდეგ
“ტკბილისა”, ორივე გადახაზულია და შეცვლილია სიტყვით “ნელისა”.
I, თავი, 5 - 6 ქართვლის ბედი... ხელში - CDE (წერტილებით არის შეცვლილი). 9
თქვენნი] თქვენი B. 17. ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა] დედა შვილსა ტკბილსა ძუძუს
B. 28 და სატევრად] გარედ ბასრი B.
II, 1 საწველ] მწველელ BE. 2 გადვიქცეთ] გარდვიქციეთ DE. 6 ვიქნებით]
ვიქმნებით E. 7 გვიხსნის] გვისხნის B.
V, 10 იმ ურჯულოს მიხვდა წადილს] მიხვდა იმ ურჯულოს წადილს B.
VI, 3 B-ში “ვეზირნი და ნაზირები”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “კარისკაცნი,
უხუცესნი”, გადახაზულია. 6 ნაცვლად სიტყვისა “დიდებულად” B-ში ჯერ ეწერა
“ვაჟკაცურად”, შემდეგ “გმირულად”, ორივე გადახაზულია. 16 B-ში “ტურფა”-ს
ნაცვლად ჯერ ეწერა “კარგი”, გადახაზულია.
VII, 4 “აემღვრიათ მწარედ გულნი”, B-ში ამ სტრიქონის ნაცვლად ჯერ ეწერა
“მწარეთ გადატირებულნი”, ასევე “აემღვრიათ”-ის ნაცვლად “აუტირდათ”,
გადახაზულია. 10 B-ში ნაცვლად სიტყვებისა “რად გვინდა სახლი, ქონება”, ჯერ ეწერა
“ქვა ქვაზედა ნუ იქნება”, გადახაზულია.
VIII, 7 ძვლებს] მამებს DE.
X, 16 მგელს დაუგდოს] და მგელს მისცეს C. 26 ასრულდეს] აღსრულდეს BCD.
XI, 17 B-ში ნაცვლად სიტყვისა “თავგანწირვას” ჯერ ეწერა “თავდადებას”, შემდეგ
“დასდო თავი”, გადახაზულია.
XII, 32 B-ში “დიდსულოვნობის” ნაცვლად ჯერ ეწერა “კაიკაცობის”,
გადახაზულია.
XIV, 28 შეედგა] ჩაედგა D.
ილიაზე ბავშვობაშივე დიდი შათაბეჭდილება მოუხდენია მეფე დემეტრეს
ტრაგიკულ თავგადასავალს. პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში დიდი სიყვარულით
იხსენებს თავის პირველ მასწავლებელს, სოფლის მთავარს, რომელსაც საშინაო სკოლა
ჰქონდა გახსნილი და სოფლის ბავშვებს ასწავლიდა. იგი თურმე დიდი გატაცებით
უყვებოდა თავის მოწაფეებს საქართვეოლს ისტორიულ წარსულზე: “ბევრი ამ
ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის, დიმიტრი თავდადებული, თემად
გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგო”, - აღნიშნავს ილია (იხ. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ,
თხზულებათა სრული კრებული, ტ. IX, 1957, გვ. 308).
აღსანიშნავია, რომ დემეტრე მეორის მოწამებრივი სიკვდილი ილიას ჯერ კიდევ
“აჩრდილის” პირველ ვარიანტში აქვს ასახული (თითქმის ორის ათეული წლით ადრე
“მეფე დიმიტრი თავდადებულის” დაწერამდე), - როცა პოეტი საქართველოს
ისტორიული წარსულის სურათს ხატავს:
სისხლი, სულ სისხლი ჰფარავს და ჰფარავს
შენს წარსულს ჟამსა, შენ ბედის ვარსკვლავს!
თვით მეფენიც კი თვის ცხებულ თავსა
მსხვერპლად აძლევდნენ მშობლიურ ხალხსა.
განა დიმიტრი თავდადებული
იქნება როსმე დავიწყებული?

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა (იხ. კომენტარი ლექსისა “მეფანტურე”, გვ. 394 399), პოემის “გამოსავალ თემატიკურ ფუძედ” ილიამ აიღო 1860 წელს დაწერილი
ლექსი “მეფანტურე” (იხ. წინამდებარე ტომის გვ. 109) და მის ქარგაზე გაშალა პოემა.
კერძოდ, “მეფანტურე” გამოყენებულია “მეფე დიმიტრი თავდადებულის” პირველ
თავად, რომელშიც ლექსს ჩამოცილებული აქვს პირველი და ბოლო ორი სტროფი
(ტექსტში მცირეოდენი ვარიანტული სხვაობებიც არის შეტანილი). თვით
მეფანდურე, როგორც პოემის პერსონაჟი - მთხრობელი - ფიგურირებს ნაწარმოების
შესავლიდანვე, ხოლო მესამე თავიდან იწყება მეფე დემეტრეს ტრაგიკული
თავგადასავალი, რომელსაც სწორედ ეს მეფანდურე ჰყვება.
ამდენად სავსებით სამართლიანია მოსაზრება, რომ მართალია, “თემა ბრმა
მეფანტურისა ილიას დამუშავებული ჰქონდა პოემაზე ადრე, სრულიად
დამოუკიდებლად “დიმიტრი თავდადებულის” თემისაგან, მაგრამ პოემა “დიმიტრი
თავდადებული” ორგანულად არის გამოსული ლექსიდან “მეფანტურე” (ამ მხრივ
ნიშანდობლივია, რომ პოემისათვის ილიას თავდაპირველად “ბრმა მეფანტურე”
უწოდებია); სწორია ისიც, რომ პოემას “ორი თემატიკური სათავე ჰქონია,
ერთიმეორისაგან დამოუკიდებელი (ერთი - თხრობა ბრმა მეფანტურეზე, მეორე თხრობა დიმიტრი თავდადებულზე) და რომ შემდეგ მომხდარა ამ ორი თემის
შეჯვარება” (იხ. ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 377
– 378, - პ. ინგოროყვას სარედაქციო შენიშვნები).
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, “მეფე დიმიტრი თავდადებული” ილიამ
მიუძღვნა თავის მეგობარს პეტრე ნაკაშიძეს, რომელსაც პირად საუბრებში
გაუღრმავებია პოეტის ინტერესი დემეტრე მეფის პიროვნებისადმი და შთაუგონებია
პოემის დაწერის იდეა. ამას მოწმობს ავტოგრაფის პირველ გვერზე ილიას მინაწერი :
“ძმაო პეტრე! შენგან შთაგონებულს შენვე გიძღვნი”. პეტრე ნაკაშიძესვე მიუძღვნა
ილიამ პოემა “ქართვლის დედა”, რაც აგრეთვე ადასტურებს ილიას დიდ სიყარულს
და პატივისცემას თავისი მეგობრისადმი (პეტრე ნაკაშიძეზე კომენტარი იხ. გვ. 496).
როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, “მეფე დიმიტრი თავდადებულის”
პირველი თორმეტი თავი 1878 წლის გაზ. “ივერიის” № 1-ში გამოქვეყნდა (5 იანვასრ).
ჩანს, ამ დროისათვის ილია ჭავჭავაძეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული
პოემაზე მუშაობა. 1879 წლის ჟურნ. “ივერიის” № 1-ში კი პოემა უკვე სრული სახით
დაიბეჭდა. ამრიგად, სავარაუდოა, რომ “მეფე დიმიტრი თავდადებული” იწერებოდა
1877 - 1878 წლებში. მაგრამ, როგორც ითქვა, პოემის პირველ თავს საფუძვლად
დაედო ილიას მიერ ჯერ კიდევ 1860 წელს (12 სექტემბერს) პავლოვსკში დაწერილი
ლექსის (“მეფნტურა”) ტექტი. და თუმც ეს ტექსტი პოემის საერთო მოცულობასთან
შედარებით ძალზე მცირეა, მაგრამ ამ მოტივით მისი დაწერის თარიღის იგნორირება,
ვფიქრობთ, არ იქნება გამართლებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოემას,
პირობითად, ორმაგ თარიღს ვაძლევთ: 12 სექტემბერი, 1860 წ. პავლოვსკი; 1877 - 1878
წწ. 1
მეფე დიმიტრი თავდადებული: დემეტრე II ულუ დავითის ძე (დაახლ. 1259 1289 წწ.) აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271 - 1289 წლებში.
1

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “მეფე დიმიტრი თავდადებული” 1880 წლით არის
დათარიღებული (სარჩევში, გვ. IV; 1925-1951 წწ. გამოცემებში პოემას თარიღად “1878 წ.” აქვს
მიწერილი, სარედაქციო შენიშვნებში კი მითითებულია, რომ “მეფე დიმიტრი თავდადებული”
დათარიღებული უნდა იქნას 1877-1878 წლებით.

დემეტრე II სიკვდილით დასაჯა თათარ-მონღოლთა ყაენმა 1289 წლის 12 მარტს.
საკუთარი სიცოცხლის ფასად მეფემ სამშობლო გადაარჩინა მტრის შემოსევისა და
აოხრებისაგან. ამიტომ იგი “თავდადებულად” წოდებული შევიდა საქართველოს
ისტორიაში.

განდეგილი (გვ. 255)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 128 (B).
ნ ა ბ ე ჭ დ ი : ჟურნ. “ივერია”, 1883, № 2, გვ. 1-25 (C); განდეგილი; ექვთ. ხელაძის
სტამბა, ტფილისი, 1883 (D); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, 1889, გვ. 241
(E); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 251-275 (A);
ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის
მიერ, თბილისი, 1907, გვ. 183-192 (F). განდეგილი, წ. კ. გ. საზ-ის
გამოცემა № 86, 1907 (G).
ს ა თ ა უ რ ი : განდეგილიდამ E.
ს ა თ ა უ რ ი ს ქ ვ ე შ : (ლეგენდა) კნეინა ოლგა ჭავჭავაძისას B; (ლეგენდა) ოლგა
ჭავჭავაძისას CD; ლეგენდა F; ლეგენდა (ვუძღვნი ოლგა ჭავჭავაძისას)
(G).
თ ა რ ი ღ ი : 1883 A; 6 თებერვალი, 1883 წ. BCD.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ილ. ჭავჭავაძე C; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) E; ილია ჭავჭავაძე F;
“განდეგილის” ერთადერთი ავტოგრაფია B ხელნაწერი. იგი დაწერილია მუქი
(შავი) მელნით. სუფთა ნაწერია. მაგრამ ნასწორები. როგორც ავტოგრაფიდან ჩანს,
ავტორს პოემისათვის ჯერ უწოდებია “მეუდაბნოე”, ქვესათაურად დაუწერია
“(ხალხში გაგონილი ლეგენდა)”. შემდეგ “მეუდაბნოე” და “ხალხში გაგონილი”
გადაუხაზავს, გადახაზულის სათაურის თავზე დაუწერია ახალი სათაური
“ბეთლემი”, ესეც გადაუხაზავს და მის ზემოთ დაუწერია “განდეგილი”, რომლის
ქვესათაურად დაუტოვებია “(ლეგენდა)”, ქვეშ კი მიუწერია “კნეინა ოლგა
ჭავჭავაძისას”.
E წარმოადგენს პოემის ნაწყვეტს, დაბეჭდილია მე-19 თავიდან (“ღმერთო, ნუ
მიწყენ”...) ბოლომდე.
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემების ტექსტში, ვარიანტებზე
დაყრდნობით, A-სთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა შეტანილი (იხ. ტ. I, 1951,
გვ. 461-462), რომლებიც ჩვენი გამოცემის სარედაქციო კოლეგიამაც გაიზიარა.
1892 წლის გამოცემაშია:
I თავი: “ვით კლდის ნაპირზედ არწივის ბუდე”.
XVII. “გავახწევდიღა იმ ღამეს ბედშავს”.
“წავსულიყავ და იმ ბნელაშია”.
“თურმე ნუ იტყვი, გზა ამერია”.
1925-1952 წწ. გამოცემებში
დაიბეჭდა:

“ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე”.
“გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს”.
“წავსულიყავ და ამ ბნელაშია”.
“თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია”.

გარდა ამისა, 1925-1951 წწ. გამოცემებში დედნისეული ორთოგრაფიულგრამატიკული ფორმები ხშირად შეცვლილია (განსულან ЃЁგასულან;
გამიფთხო ЃЁგამიფრთხო; გარედ ЃЁგარეთ; უსოლებია ЃЁუსოვლებია;
წმიდა ЃЁწმინდა და ა.შ.). მათგან ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი გავიზიარეთ. A-სთან
შედარებით ჩვენი გამოცემის ტექსტში შეტანილი ცვლილებანი შემდეგია: I, 14
წმინდათ ЃЁწმინდანთ (შდრ. იქვე, V,1; V, 18; XXVIII, 13 და სხვ.). XVIII, 13 მას
აქედ ЃЁმას აქეთ; XXIV, 6 დასაკდომად ЃЁდასაკვდომადა; XXVIII, 14
მჯავრის ЃЁმსჯავრის.
A-სთან შედარებით სხვა წყაროები ასეთ ვარიანტულ ცვლილებებს იძლევა;
II, 6 წუთისოფლის წუთი-სოფლის BC (ასეა სულ, - რ. კ.)
IV, II, წყმედილი] წყმედული B. 15 არ - B (ცხადია, შემთხვევით არის
გამოტოვებული, - რ. კ.).
V, 8, გადაჰფენოდა] გარდაჰფენოდა C. 18 წმინდანსა] წმინდასა B. 20 B-ში
ნაცვლად სიტყვისა “განდიდებულს” ჯერ ეწერა “გამარჯვებულსა”, - გადახაზულია.
VI, 4 მღაღადებელზედ] იმ წამებულზედ B. 7 გადმოდენილა] გარდმოდენილა B.
12 B-ში “ჩაეშვებოდა”-ს შემდეგ ერთი სტროფი წერია, რომელიც ძნელად იკითხება,
ისეა წაშილი. პ. ინგოროყვამ ეს სტროფი ასე ამოიკითხა (იხ. ტ. I, 1951, გვ. 462):
“[იმ შუქზედ ლოცვანს იგი ღვთის კაცი
ზედ დააყრდნობდა, როს ლოცულობდა,
და ღვთის ბძანებით [იგი] ლოცვანი თურმე
[მზის სხივზედ თურმე] ხორცთუსხმელს სხივზედ გაჩერდებოდა]”.
მის ნაცვლად, გვერდით წერია ჩვენი ტექსტის IV სტროფი (“როს ჰლოცულობდა”...).
13 “ჰლოცულობდა”-ს შემდეგ B-ში ჯერ ეწერა “იგი”; ავტორს გადაუხაზავს და
ზემოდან დაუწერია “მწირი”, ბოლოს ისიც გადაუხაზავს. 14 “მწირი”-ს ნაცვლად B-ში
ჯერ ეწერა “თურმე”, გადახაზულია.
VII, 8 იმრგვლივ] იმგრგლივ B, იმგრგვლივ C. 9 ნაკვერჩხალი] ნაკვერცხალი BC.
VIII, 8 B-ში “წარმოვიდა”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “გადმოეშვა”, გადახაზულია,
შხუილით] შხუვილით B. 19 ევედრებოდა] შეჰღაღადებდა B.
X, 11 მუნ დახვდა მწირი] მწირი მუნ დახვდა B.
XI, 16 მწირს] მას B, ეწერა “მწირს”, გადახაზულია.
XVIII, 14 “წელთა”-ს ნაცვლად B-ში ჯერ “ჟამთა” ეწერა, გადახაზულია.
XIX, 20 მოვიკლავ] მოვიკლამ BC.
XXIII, 15 მისი გული] ეს გული B. 19 რად] რათა B.
XXIV, 8 ზეარსთა ძალიც] ძალიც ზენარი B, ჯერ ეწერა “თვითონ ღმერთიც კი”,
გადახაზულია. 14 მის სასოება ~ B.
XXVI, 16 B-ში “წყეული”-ს ნაცვლად ჯერ ეწერა “ლამაზი”, გადახაზულია.
XXVII, 5 ჰრბის, დაძრწის] დარბის და B, გადახაზულია. 9 მოვარდა] მოვიდა B.

BCD დათარიღებულია ერთნაირად: 6 თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი , 1883 წ. ასევე
ვათარიღებთ წინამდებარე ტექსტს.
“განდეგილის” შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის გრ. ყიფშიძე:
“გადეგილის”... თითქმის შობასაც ვუცქირე და ნათლობასაც დავესწარი. დილა იყო,
როცა მივედი ივ. მაჩაბელთან ერთად ილიასთან სახლში საქმეების გამო. “დავიწყე
ერთი პოემა და არ ვიცი, როგორი გამოვა”, - გვითხრა ილამ საქმეების გათავების
შემდეგ და წაგვიკითხა პირველი ხანა, მეტი არა ჰქონდა ჯერ დაწერილი. დიდებული
სურათი თოვლიან-ყინულიანის მთებისა და მუნ გამოკვეთილის ბეთლების
მონასტრისა თვალწინ წარმომიდგა. თითქო თავბრუ დამესხა... და თითქმის ვეღარა
გავიგერა იმისა, რაც გვიამბო იმ თემისა და შინაარსისა, რომელიც უნდა
განვითარებულიყო და დაწერილიყო პოემის დასათავებლად”.
ილიამ “განდეგილი” წაიკითხა ცნობილი მრეწველისა და მეცენატის დავით
სარჯიშვილის სახლში. “... მაშინდელი ინტელიგენცია, მოყვარულნი მწერლობისა,
თითქმის სულ იქ იყვნენ. ილიამ კითხვა გაათავა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა,
თითქო ეკითხება შეკრებილთ, რას ბრძანებთო, - განაგრძობს გრ. ყიფშიძე, - თუ
ხსოვნა არ მღალატობს, წამოდგა ი. მ-ა (იოანა მეუნარგია - რ. კ.)... და სთქვა
აღტაცებით: “მშვენიერია, ილია, მშვენიერი, მხოლოდ პოემაში სურათს ვერ ვხედავ,
თვით განდეგილის სურათს, მის გარეგნობის აღწერას, მის პორტრეტსო”. ილიას
გაუზიარებია ეს შენიშვნა და, როცა პოემა “ივერიაში” დაბეჭდა (1883 წელს), V თავში
უკვე შეტანილი ჰქონდა განდეგილის გარეგნობის აღწერა. “განდეგილის” შექმნის
შემდეგ სახელი ილიასი, როგორც პირველხარისხოვანისა და ღრმად მოაზრე
მგოსნისა, უფრო გაითქვა და განდიდდა. სამარადისო თემა, ჩაქსოვილი ამ პოემაში,
თემა სულისა და ხორცისა, კეთილისა და ბოროტისა, რწმენისა და ურწმუნოებისა
ოლიმპის
მწვერვალამდე
ამაღლებს
ილიას
და
ჰქმნის
მის
გარშემო
თაყვანისმცემლების ატმოსფეროს” (გრ. ყ ი ფ შ ი ძ ე , ილია ჭავჭავაძე, - ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემა, გვ. XLII-XLIV).
რამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა? ილია ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა,
იცნობდა ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომს “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” და ამ
ნაშრომში მოწოდებულ ცნობებს ბეთლემის შესახებ (“მყინვარის კლდესა შინა არიან
ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა კლდესა და უწოდებენ ბეთლემს. გარნა
საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა გარდმოკიდებული ქვაბიდამ და
მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ, აბრაამის კარავსა, მდგომსა უსვეტოდ,
უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველითაცა”); მაგრამ უთუოდ საფიქრალია, რომ
ილიას, რომელიც არაერთხელ ყოფილა ხევში და რომელიც მუდამ რუდუნებით
ჰკრებდა ქართული ზეპირსიტყვიერების მასალებს, უშუალოდაც მოესმინა მოხევეთა
მონათხრობი მყინვარწვერის ჭიუხებში
რეალურად არსებული გამოქვაბულის
შესახებ და ამ “წმინდანთ სადგურთან” დაკავშირებული ლეგენდა ბეთლემში
ოდესღაც დაყუდებულ მეუდაბნოეზე.
ჩანს, პოემას სწორედ ეს “ხალხში გაგონილი ლეგენდა” დაედო საფუძვლად.
როგორც პოემის ქვესათაურიდან ჩანს, ავტორმა იგი მიუძღვნა თავის მეუღლეს
და მეგობარს, ყოვლად კეთილსა და სათნო ადამიანს - ო ლ ღ ა თ ა დ ე ო ზ ი ს
ა ს უ ლ გ უ რ ა მ ი შ ვ ი ლ - ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს ა ს (1842 - 1927 წწ.).
საზოგადოებრივ სარბიელზე მოღვაწეობით ოლღა ჭავჭავაძეს შესამჩნევი
წვლილი
შეჰქონდა
ქართული
ეროვნული
კულტურის
განვითარებაში:
მონაწილეობას იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ
საზოგადოების საქმიანობაში, თავმჯდომარეობდა ქართველ ქალთა საქველმოქმედო

საზოგადოებას (1895 - 1906 წწ); მისი ხლშეწყობით დაარსდა სკოლა საგურამოში ილიასეულ სახლში და სხვ.
ბ ე თ ლ ე მ ი : მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე - ზღვის დონიდან
დაახლოებით 4000 მეტრ სიმაღლეზე - კლდოვან მასივში გამოკვეთილი მცირე
მოცულობის უსარკმლო სენაკი, რომელიც ძველად (არა უგვიანეს X - XI
საუკუნეებიდან) წარმოადგენდა ბერების ადგილსამყოფელს. სენაკში აღმოჩენილი
საეკლესიო ინვენტარი, მონეტები და სხვ. დაცულია ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში.

რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი (გვ. 277)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 134 გვ. 25. 26.
ტექსტში გასწორდა ენობრივი ლაფსუსები: 277. 3 ცვოდვა ЃЁცოდვაა;
მოგრის ЃЁმოგვრის. 278. 12 შაელჩოთ ЃЁსაელჩოთ. 14 მომკდარი ЃЁმომკვდარი. 279. 2
დავღალურვარ ЃЁდავღალურვარ. 17 ტაჯვაჲ ЃЁტანჯვაჲ.
საინტერესოა ამ ლექსის დაწერის ისტორია. ილიას ყრმობის მეგობარი კოხტა
აბხაზი (1838 - 1913) თავის მოგონებებში წერს: “...ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს
სოფელში კარდანახში ვიყავით [ორივე გემნაზიელები] 1 კვირა დღე იყო და ერთი ოცი
თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით.
მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისაკენ
დავბრუნდით და კარდანახამდინ რო ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა, კოკისპირული
წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო, შევბრუნდით ახლო
მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ. მაგრამ მთელი ღამე არ
მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი
(რწყილები) დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვარდით გარეთ ლოგინებითურთ და
ერთს დიდ კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა მაინც გამოვიძინეთ. აი, სწორედ აქ
დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი “რწყილები” (47 - 48 წ.). საუბედუროთ, ეს
ლექსი არ შენახულა, და არც ვიცი, რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში
დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან
ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა”... (“ლიტერატურული მემკვირეობა”, ტ. I, 1935 წ.,
გვ. 563).
თუ ზემოთ დამოწმებულ მოგონებას დავეყრდნობით, ლექსი შეიძლება
პირობითად დავათარიღოთ 1848 წლით.
“რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” შეტანილი არ არის და არც
დასახელებულია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925 - 1951 წლების
გამოცემებში. 1914 წლის (მიხ. გედევანიშვილისეული) გამოცემის შენიშვნებში
ნათქვამია (გვ. XXIV): ყრმობის ლექსების სულ ხუთი ლექსია, მათში ერთი თარგმანი
(“პატარა ჩიტი”)”. თუმცა ამავე გამოცემაში დაბეჭდილია შვიდი ლექსი, თარგმანის
გარდა: განყოფილებაში - “ყრმობის ლექსები” (გვ. 535 – 540) ოთხი ლექსია “სიტკბოება
თვის მამეულში”, “ჭაბუკობაზედ”, *** (“დაღონებული არ ვიცი, რაზედ”), “მოთქმა
საწყლისა”, შენიშვნებში კი (გვ. XXIV) – “ალბომში კნეინა ნატალია
1

ჩანს, იგულისხმება კერძო სასწავლებელი (იანიშევსკის და ჰაკეს პანსიონი), სადაც ილია ჭავჭავაძე
1848 - 1851 წლებში სწავლობდა.

ანდრონიკაშვილისას”, “კნეინა თიკოს ჭავჭავაძის ალბომში”, “ჩემი გონებიდამ
განუშორებელო დაო ნინავ!”.
1925 - 1951 წწ. გამოცემების სარედაქციო შენიშვნები აღნიშნულია, რომ არსებობს
ილიას ბავშვობის დროის შვიდი ორიგინალური ლექსი და ერთი თარგმანი. იქვე
ჩამოთვლილია ეს ლექსები: “სიტკბოება თვის მამულში”, “ჭაბუკობაზედ”, ***
(“დაღონებული, არ ვიცი, რაზედ”), “მოთქმა საწყლისა”, “ალბომში კნ. ნ.
ანდრონიკოვისას”, “კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”, “წერილი ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისას”
და ”პატარა ჩიტი” (ტ. I, 1951, გვ. 488). განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 339341) შეტანილია: *** (“დაღონებული, არ ვიცი რაზედ”), “ ალბომში კნეინა ნატალია
ანდრონიკოვისას” და “პატარა ჩიტი” (წინამდებარე გამოცემაში ეს ლექსი
თარგმანების ტომშია გადატანილი). “რაც შეეხება დანარჩენებს, - აღნიშნავს პ.
ინგოროყვა, - მათი დაბეჭდვა ზედმეტად ვცანით, რადგან ისინი არც კი შეიძლება
ჩაითვალოს ლექსებად: დარღვეულია ელემენტარული მოთხოვნილებანი მეტრისა და
რიტმის, სტილიც სრულებით ბავშვურია” (იქვე, გვ. 488).
“რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი”, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა,
აღმოაჩინა და გამოაქვეყნა გიორგი ლეონიძემ 1938 წელს გაზ. “ლიტერატურულ
საქართველოში”. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლექსი გამოქვეყნებული იქნა არა როგორც
დამოუკიდებელი ნაწარმოები, არამედ როგორც უშალო გაგრძელება ილიას ყრმობის
დროინდელი მეორე უსათაურო ლექსისა - “დავსწერ სოფლისას ქებასა”... (იხ.
წინამდებარე ტომი, გვ. 280). ეს ლექსები მკვლევარმა ერთი ნაწარმოების - პოემის შემადგენელ ნაწილებად ჩათვალა და დაბეჭდა საერთო სათაურით - “ჩალაუბანი”.
“პოემას ერთი სათაური არა აქვს, - წერდა გ. ლეონიძე, - პოემის მეორე ნაწილის
სათაურია “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ამბავი”. რაკი პოემის პირველ ნაწილში
სოფ. ჩალაუბნის (სოფ. კახეთში) აღწერილობაა, პოემას ვუწოდეთ “ჩალაუბანი”... (იხ.
გ. ლეონიძე, ილია ჭავჭავაძის პირველი პოეტური ნაწარმოების აღმოჩენა, - გაზ.
“ლიტერატურული საქართველო”, 1938 წ., 12 აპრილი, № 9).
ჩვენი აზრით, “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი” და “დავსწერ სოფლისა
ქებასა” ერთმანეთისაგან დამოუკიდებული ნაწარმოებებია. ამასთან, “რწყილთაგან
ტანჯვაი...” - კოხტა აბხაზის ზამოთ დამოწმებულ მოგონებაზე დაყრდნობით, - ყრმა
ილიას პირველ ლექსად მიგვაჩნია. ამიტომაც წინამდებარე ტომში ილიას ყრმობის
დროინდელ ლექსთაგან თავდაპირველად სწორედ ეს ლექსი დავბეჭდეთ, ხოლო
შემდეგ - “დავსწერ სოფლისას ქებასა”.
*** “ დავსწერ სოფლისა ქებასა...” (გვ. 280)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 135, გვ. 23-24.
გასწორდა ავტოგრაფში გაპარული ენობრივი ლაფსუსები: 280. 4 მეცადდა. 8
მასსა. 13 ხმასას ყორანისას. 281, 6 ტაჯვაჲ. 24 მისცეთ. 282, 5 დაკელ. 9 შექცოდა. 10
დაკლდა.
ლექსი შეტანილი არ არის და არც დასახელებულია ილია ჭავჭავაძის
თხზულებათა 1914 და 1925 - 1951 წწ. გამოცემებში.
როგორც ხელწერა, ასევე შინაარსი ამ სახუმარო ლექსისა ადასტურებს, რომ იგი
დაახლოებით იმავე ხანებში უნდა იყოს დაწერილი, როცა “რწყილთაგან ტანჯვაი და
მათი ანბავი” (იხ. წინამდებარე ტომში, კომენტარი გვ. 516). კერძოდ, ლექსში “დავსწერ სოფლისას ქებასა” მოხსენებული “დიდი ტანჯვაი”, ყრმა პოეტს ჩალაუბანს

რომ გარდახდა, სწორედ იმ კონკრეტულ შემთხვევას უნდა გულისხმობდეს,
რომელსაც ილიას პირველი ლექსი მიეძღვნა.
ზემოთქმულიდან გამოდინარე, ლექსს პირობითად ვათარიღებთ 1840-იანი
წლების დამლევით.
ლექსი აღმოაჩინა და გამოაქვეყნა გიორგი ლეონიძემ 1938 წელს (იხ. კომენტარი
ლექსისა “რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი”, გვ. 516).
ჩემი გონებიდგან განუშორებელო
დაო ნინავ! (გვ. 283)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფები - № 62-S, გვ. 190 (B), № 105, გვ. 4 (A).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე B.
B ავტოგრაფი ჩაწერილია ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაში ჩასმულ დიდტანიან
კრებულში, რომელიც შეიცავს სხვადასხვა პროზაულ ტექსტებს (გადამწერი - კონი
ბებუროვი).
კრებული ილია ჭავჭავაძის მამის საკუთრება ყოფილა (კრებულის თავფუცელზე
წერია: “ეს წიგნი გრიგოლ ჭავჭავაძის არის”).
კრებულს ერთვის გრიგოლ ჭავჭავაძის მინაწერები, მათ შორის ასეთი მინაწერი:
“წელსა ჩყა თებერვლის 11 დღესა ასულმან ჩემა ნინოუცამ იქორწინა თავად ნიკოლოზ
აბახაზზედ. თავადი გრიგოლ ჭავჭავაძე”; უშუალოდ ამ მინაწერს კი მოსდევს
ავტოგრაფი ილიას ზემოდასახელებული ლექსისა.
ყრმა ილიამ ეს ლექსი მიუძღვნა თავის უფროს დას - ნინოს 1. ლექსში პოეტი
მოიხსენიებს თავის საყვარელ დისშვილს გიგოს, რომელსაც შემდეგში უძღვნა ლექსი
“გ. აბხ[აზს]” (იხ. გვ. 121).
B ავტოგრაფული პირველი ვარიანტია ამ ლექსისა. ბოლო ტექსტი (A) უფრო
დახვეწილია ენობრივად.
283. 1 დას] და B; 2 მოგწერ]მიუწერ B. 3 ვსტანჯავ] ვსტანჯამ B. 4 ვსთხოვ]
ვთხოვ B. 9 ყოვლის სიკეთით] ყოვლისა ფერით B. 10 სტკბებოდე] ტკბებოდე B;
ბედით] შვებით B. 11 აღტაცებულ ვისიამოვნებ] აღტაცებული ვისიამუნებ B. 12
უფალს] ღმერთსაც B. 13 გიძღვნი ჩალაუბნის] გიძღვნით ჩალაუბნის B. 14 დართობ
შენს] დართობთ თქვენს B. 15 ჰპოვებ] პოებთ B.16. რათღა] რადღა B. 20 შემწეობით
მისთვის მასსა ვთხოვ] მისთვის შემწეობას ვსთხოვ მასა B.
284. 3 თვალსაც მომედვა ძილია] ხელიც მაქვს დაღალულია B. 4 აქა შენი ძმაჲ]
შენივე ძმაჲ B.
B-ში ტაქსტის ბოლოს ილიას მიუწერია: “გათავდა ეს ლექსი”. ლექსის
დათარიღებასთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების
გამოცემების სარედექციო შენიშვნებში მითითებულია, რომ ლექსი მიმართულია
პოეტის დისადმი, როცა ეს უკანასკნელი უკვე გათხოვილი იყო ნ. აბხაზზე და პატარა
ვაჟიშვილიც ჰყავდა, ნინო ჭავჭავაძე კი 1851 წლის 11 თებერვალს გათხოვდა.
მითითებულია ისიც, რომ B ავტოგრაფში ეს ლექსი “მოთავსებულია 1851 წლის
1

ამ ლექსთან ერთად - როგორც ეს თვით ლექსშივეა აღნიშნული, - ილიას თავსი დისათვის, რომელიც
გათხოვების შემდეგ კარდანახში ცხოვრობდა - მეუღლის მამულში, - გაუგზავნია (ან - ვარაუდობდა
გაეგზავნა) “ჩალაუბნის ქება” (“ამ წიგნთან გიძღვნი ჩალაუბნის ქებას, თუ წარკითხვისთვის დართობ
შენს ნებას...”). ჩანს, ილია გულისხმობდა თავის უსათაურო ლექსს “დავსწერ სოფლისა ქებასა...” (იხ.
წინამდებარე ტომი, გვ. 280).

ქრონიკული ცნობების შემდეგ” და, ამრიგად, ლექსი, ჩანს, დეწერილი უნდა იყოს
1851 წლის მომდევნო ხანებში.
დასახელებულ გამოცემაში დადგენილია, აგრეთვე, ლექსის Terminus post quen
non – 1856.
კერძოდ, პ. ინგოროყვა იმოწმებს იმ ფაქტს, რომ A ავტოგრაფში, რომელშიც
აღნიშნული ლექსიც არის ჩაწერილი, ილიას ყრმობის დროინდელ სხვა ლექსებთან
ერთად მოთავსებულია ილიას მიერ თარგმნილი ლექსი - “ჩიტი”, რომლის
შესწორებული პირი ჟურნალ “ცისკარში” დასაბეჭდად პეოტს 1856 წლის ნოემბერში
გადაუცია 2.
მოხსენებული ცნობების შეპირისპირებით პ. ინგოროყვა მიდის დასკვნამდე,
რომ “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ” დაწერილია “1851 - 1856 წლებს
შორის” (დაწვრილებით იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951,
გვ. 488-489)
მაგრამ, ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რათა ლექსის დაწერის
სავარაუდო ქრონოლოგიური საზღვრები უფრო ვიწროდ შემოვფარგლოთ.
აღსანიშნავია, რომ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 - 1951 წლების გამოცემებში
არ არის გათვალისწინებული ილიას პირველი ლექსები - “რწყილთაგან ტანჯვაი და
მათი ანბავი” და “დავსწერ სოფლისა ქებასა”, რომლებიც დაახლოებით 1840-იანი
წლების დამლევით თარიღდება და რომელთაც უთუოდ აქვთ მნიშვნელობა პოეტის
ყრმობის დროინდელი ლექსების ქრონოლოგიურ საზღვრებზე მსჯელობისას.
დასახელებული ლექსების გამოვლენამდე ცნობილი იყო ილიას მხოლოდ 8
ყრმობის დროინდელი ლექსი (მათ შორის, ერთი თარგმანი - “პატარა ჩიტი”),
რომლებიც A ავტოგრაფში ილიას მიერ ასეთი თანმიმდევრობითაა ჩაწერილი: 1.
სიტკბიება თვის მამეულში. 2. ჭაბუკობაზედ. 3. *** (“დაღონებული, არ ვიცი
რაზედ...”). 4. მოთქმა საწყლისა. 5 პატარა ჩიტი. 6 ალბომში კნეინის ნატალია
ანდრონიკოვისა 7. კნეიჟნა
თიკოს ჭავჭ[ავძის] ალბომში 8. ჩემი გონებიდგან
განუშორებელო დაო ნინავ.
აქედან პირველი 5 ლექსი, როგორც პ. ინგოროყვა შენიშნავს, “ჩაწერილია
ბავშვური, სრულებით დაუმუშავებელი ხელით და მართლწერითი შეცდომებით”,
ხოლო
“ჩემი
გონებიდგან
განუშორებელო
დაო
ნინავ”
(და,
ასევე,
ზემოდასახელებული მე-5 და მე-6 ლექსი) – “უფრო გვიანდელი დროის ხელით”
(თუმცა არა უგვიანეს 1856 წლისა).
მაგრამ, როგორ ზემოთ უკვე ითქვა, არსებობს ამ ლექსის უფრო ადრეული
ვარიანტიც (B), რომელიც ილიას მამის კუთვნილ დავთარშია მოთავსებული და
რომელიც “ჩაწერილია იმავე ბავშვური, დაუმუშავებელი ხელით, როგორც პირველი
ხუთი ლექსი” ზემომითითებული A ავტოგრაფიდან (ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ,
თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 489).
ამავე დროს, რაც მთავარია, ეს ადრეული ჩანაწერი, ხელწერის ხასიათის
მიხედვით, ბევრად უფრო მიემსგავსება ილიას პირველი ლექსების ავტოგრაფებს
(“რწყილთაგან ტანჯვაი...” და “დავსწერ სოფლისას ქებასა”), რომელიც 1840-იანი
წლების დამლევით თარიღდება, ვიდრე ხელწერას თვით A ავტოგრაფში
მოთავსებული ბოლო სამი ლექსისას, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩაწერილია არა
უგივანეს 1856 წლის ნოემბრისა.

2

ჟურნ. “ცისკარში” ლექსი დაიბეჭდა 1857 წელს (№ 1, გვ. 7).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, “ჩემი გონებითგან
განუშორებელო დაო ნინა” შეიძლება პირობითად დავათარიღოთ 1852 წლით.
სიტკბოება თვის მამეულში (გვ. 285)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 1.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათ 1914 წლის გამოცემაში, განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 535 - 536); დათარიღებული არ არის;
ავტოგრაფისეულ ტექსტში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი. ავტოგრაფის მე-11
სტრიქონში არის სადც, - ნაბეჭდშია სადაც; 17 განიახლებ ЃЁ განიახლებთ; 37
შენს ЃЁთქვენს; 40 გეტყვი ЃЁგეტყვით; 43 სადღაც ЃЁ ძაღლიც. ჩვენს გამოცემაში
დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები. გასწორდა მხოლოდ უნებლიე ლაფსუსები:
286, 6 მოგრიდიЃЁ მოგვრიდი. 8 მოქონდა ЃЁ მოგქონდა. 12 გქონდა->ქონდა, 19
ყოფნო ЃЁ მყოფნო. 26 გეტყით ЃЁგეტყივით.
1925 - 1951 წლების გამოცემებში - სარედაქციო შენიშვნებში - ლექსი
მოხსენებულია და პირობითად დათარიღებული - [1850-იანი წლებიდან - 1856-მდე] მაგრამ დაბეჭდილი არ არის.
“სიტკბოება თვის მამეულში”, ჩვენი აზრით, იმავე წლებში უნდა იყოს
დაწერილი, როცა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”. (იხ. მითითებული
ლექსის კომენტარი - გვ. 518). მაგრამ თუ ეს უკანასკნელი შეუძლებელია 1851 წელზე
ადრე დაწერილიყო, ასევე დაბეჯითებით ვერ ვიტყვით ლექსზე “სიტკბოება თვის
მამეულში”; გამორიცხული არ არის, რომ ლექსი ილიას უფრო ადრეც დაეწერა.
ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ “სიტკბოება თვის
მამეულში” (და, აგრეთვე, ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში ჩაწერილი მომდევნო
სამი ლექსი: “ჭაბუკობაზედ”, “დაღონებული, არ ვიცი რაზედ”... “მოთქმა საწყლისა”),
თავისი ბავშვური, შეუმუშავებელი ხელით, - ისევე, როგორც მართლწერითა და
სტილით, - ძლიერ უახლოვდება არა მხოლოდ თავდაპირველ ვარიანტს ლექსისა
“ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”, არამედ, ამდენადვე, ლექსებს:
“რწყილთაგან ტანჯვაი”... და “დავსწერ სოფლისას ქებასა”, რომლებიც 1840-იანი
წლების დამლევით თარიღდება (იხ. დასახელებული ლექსების კომენტარები - გვ.
516, 517).
საგულისხმოა ისიც, რომ ზემოაღნიშნულ ავტოგრაფში, რომელშიც - 1840-იანი
წლების დამლევს დაწერილი ამ ორი ლექსის გამოკლებით, - ილიას ყველა, დღემდე
მოღწეული ყრმობისდროინდელი ლექსი ჩაწერილია, “სიტკბოება თვის მამეულში”
რიგით პირველია, ეს კი შესაძლებლებელია, ამ ლექსის დაწერის ქრონოლოგიურ
რიგსაც გულისხმობდეს, - ამავე ავტოგრაფში მოთავსებულ პირველ 5 ლექსთან
მიმართებით.
აღნიშნულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, “სიტკბოება თვის მამეულში”
პირობითად შეიძლება 1840-იანი წლების დამლევითა და 1850-იანი წლების
დასაწყისით დავათარიღოთ.

ჭაბუკობაზედ (გვ. 287)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 1.

ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში,
განყოფილებაში - “ყრმობის ლექსები” (გვ. 536 - 537), - დაუთარიღებლად,
მცირეოდენი ცვლილებებით (287, 14 არს ЃЁარას. 288. 1 პოვოს ЃЁჰპვოს. 5 არა მკიდეს
ЃЁარ მკიდეს. 11 სიკდილს ЃЁსიკვდილს. 12 გასწრობთ ЃЁგაზწრობთ. 13
ჭაბუკსაც ЃЁჯაბუკსაც. 17 ძრწუნავს ЃЁმიწუნვს).
ჩვენს გამოცემაში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები (გარდა აშკარა
ლაფსუსებისა: 287, 10 შეხდების ЃЁშეხვდების. 288, 11 სიკდილს ЃЁსიკვდილს).
1925 - 1951 წწ. გამოცემებში (სარედაქციო შენიშვნებში) ლექსი დასახელებულია,
მაგრამ დაბეჭდილი არ არის; ლექსი დათარიღებულია პირობითად: “[1850-იანი
წლებიდან -1856-მდე]”.
“ჭაბუკობაზედ”, ჩვენი აზრით, დაახლოებით იმავე ხანებში უნდა იყოს დაწერილი,
როცა “სიტკბოება თვის მამეულში”, - 1840-იანი წლების დამლევს ან 1850-იანი
წლების დასაწყისში (დათარიღებასთან დაკავშირებით იხ. კომენტარები ლექსებისა
“სიტკბოება თვის მამეულში” - გვ. 520, და “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო
ნინავ”, - გვ. 518).
*** “დაღონებული, არ ვიცი რაზედ...” (გვ. 289)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 2.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში,
განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 537 - 538), დათარიღებული არ არის.
ნებაჭდში, ნაცვლად ავტოგრაფისეული ფორმისა “გარდვავლე” არის “გარდავავლე”;
რა ყო ЃЁგაყო; სახავდა ЃЁსანახავადა; წიწკლები ЃЁწინწკლები; განფატებულნი
ЃЁგანფანტებულნი.
ლექსი დაბეჭდილია 1925 - 1951 წლების გამოცემებშიც, ყრმობის ლექსების
განყოფილებაში; სარედაქციო შენიშვნებში ლექსი დათარიღებულია პირობითად:
“[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]”. აღნიშნულ გამოცემებში ლექსის VII სტროფის მე-3
- 4 სტრიქონებში ავტოგრაფისეულ სიტყვებს მოხატავდა, სახავდა დამატებული აქვს
მარცვლები: [მი]მოხატავდა, [გამო]სახავდა (ასეა ჩვენს ტომშიც). ამ გამოცემებში,
ნაცვლად ავტოგრაფისეული ფორმისა “მთვარეს”, არის “მთვარის”; ასევე:
ვხედიდი ЃЁვხედავდი, ჩემი ЃЁჩემნი; ვარსკლავთ ЃЁვარსკვლავთ; მშვენიერათ
ЃЁმშვენიერად; განფატებულნი ЃЁგანფანტებულნი; დამთლემდა ЃЁდამთვლემდა.
ჩვენს გამოცემაში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები. (გავასწორეთ მხოლოდ
ორი აშკარა ენობრივი ლაფსუსი (ვარსკლათ, წიწკლები).
“დაღონებული, არ ვიცი რაზედ...”, ვფიქრობთ, დაახლოებით იმავე ხანებშია
დაწერილი, როცა “სიტკბოება თვის მამეულში” და “ჭაბუკობაზედ”, - 1840-იანი
წლების დამლევსა თუ 1850-იანი წლების დასაწყისში (დათარიღებასთან
დაკავშირებით იხ. კომენტარები ლესქებისა “სიტკბოება თვის მამეულში”, - გვ. 520 და
“ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”, - გვ. 518).

მოთქმა საწყლისა (გვ. 291)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 2.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში,
განყოფილებაში “ყრმობის ლექსები” (გვ. 538 - 540), დაუთარიღებლად, ცალკეული
ცვლილებებით (მე-4 სტრიქონში ავტოგრაფისეული ქვეყნათ შეცვლილია ფორმით
ქვეყანათ; მე-11 სტრიქონში სიტყვა მარა შეცვლილია სიტყვით მამა; 27-ე სტრიქონში წყაროჲთ-წყაროთი; 37-ე სტრიქონში - ვადიდებ ЃЁგადიდებ). ჩვენს გამოცემებში
დაცულია ავტოგრაფისეული ფომრები.
1925 - 1951 წლების გამოცემაში “მოთქმა საწყლისა” დაბეჭდილი არ არის, მაგრამ
მოხსენებულია (სარედაქციო შენიშვნებში) და მისი დაწერის სავარაუდო თარიღიც
არის მითითებული: “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე].
ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში ეს ლექსი ისეთივე ბავშვური ხელითაა
ჩაწერილი, როგორითაც “სიტკბოება თვის მამეულში”, “ჭაბუკობაზედ” და
“დაღონებული, არ ვიცი რაზედ...”, რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, 1840-იანი წლების
დასასრულსა თუ 1850-იანი წლების დასაწყისში უნდა იყოს დაწერილი (იხ.
დასახელებული ლექსების კომენტარები). “მოთქმა საწყლისა”, ვფიქრობთ, ამავე
ხანებს განეკუთვნება.
თუკი ლექსის შინაარსს დავეყრდნობოდით და ვირწმუნებდით, რომ მასში
ზუსტად არის ასახული ყრმობა პოეტის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები,
შეიძლება ლექსის დაწერის სავარაუდო ფართო თარიღი — [1840-იანი წლების
დამლევი - 1850-იანი წლების დასაწყისი] — შედარებით უფრო ვიწრო ჩარჩოთი
შემოგვესაზღვრა: კერძოდ, შეიძლებოდა მიგვეჩნია, რომ “მოთქმა საწყლისა” დაიწერა
1852 წლის შემდგომ, — როცა ილია მამითაც დაობლდა (ილიას მამა, როგორც
ცნობილია, გარდაიცვალა 1852 წლის 10 დეკემბერს, ძვ. სტილით).
მაგრამ ლექსის ასეთ ბიოგრაფიულ ინტერპრეტაციას ადგილი შესაძლებელია
შეცდომაში შევეყვანეთ, რადგან ამ ლექსში ისეთი ფაქტებიც არის წარმოსახული,
რომლებიც ილიას ცხოვრებაში არასდროს მომხდარა (ასე მაგ., ილიას ყრმობის
პერიოდში არ ყოფილა მომენტი, რომ მას არ ჰყოლოდა “შემნახავი”, არ ჰქონოდა
სახლ-კარი თუ თავშესაფარი, და ლუკმაპურის სათხოვნელად “კარიკარ”
დასჭირვებოდა სიარული).
ალბომში კნეინის ნატალია ანდრონიკოვისას (გვ. 293)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 4.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა1914 წლის გამოცმაში
(სარედაქციო შენიშვნებში, გვ. XXIV), დაუთარიღებელად,სათაურით — “ალბომში
კნეინა ნატალია ანდრონიკაშვილისას” და ზოგიერთი ჩასწორებით: მე-2 სტრიქონში
ავტოგრაფისეული შეცვლილია ფორმით ჭაბუკთათვის, მე-4 სტრიქონში — დათთა
ცელქობამ ЃЁდიდთა ცელქობა; მე-6 სტრიქონში ლექსა ЃЁლექსსა.
1925 - 1951 წლების გამოცემებში ლექსი დაბედილია განყოილებაში “ყრმობის
ლექსები”. ნაცვლად ავტოგრაფისეული ფორმებისა — დათთა გიშვეს (მე-4

სტრ.).ლექსა, საალბომოთ (მე-6 სტრ.), ძმათ (მე-7 სტრ.) — ამ გამოცემებშია: დათა,
გიშვეს, ლექსსა, საალბომოდ, ძმად.
წინამდებარე ტომში დაცულია ავტოგრაფისეული ფორმები (გასწორდა
მხოლოდ კალმისმიერი შეცდომები: 4 დათთა. 6 ლექსა).
მითითებულ გამოცემებში (სარედაქციო შენიშვნებში) ლექსი დათარიღებულია
პირობითად: “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]”.
“ალბომში კნეინა ნატალია ანდრონიკაშვილისას”, როგორც ხელნაწერის ხასიათი
ადასტურებს, ზემომითითებულ ავტოგრაფში შედარებით უფრო გვიან უნდა იყოს
ჩაწერილი (მსგავსად ლექსისა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ” და ასევე
— “კნეინა თიკოს ჭავჭავაძის ალბომში”); ვიდრე აქვე მოთავსებული ლექსები —
“სიტკბოება თვის მამულში”, “დაღონებული, არ ვიცი რაზედ” და “მოთქმა საწყლისა”,
რომლებიც დაახლოებით 1840-იანი წლების დამლევითა და 1850-იანი წლების
დასაწყისით თარიღდება (იხ. დასახელებული ლექსების კომენტარები).
მეორე მხრივ, როგორც პ. ინგოროყვა შენიშნავს ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925
– 1951 წწ.გამოცემების კომენტარებში, მართალია, “ალბომში კნეინის ნატალია
ანჟდრონიკოვისას”, ისევე როგორც “კნეინა თიკოს...” ხემო აღნიშნულ ავტოგრაფში
“ჩაწერილია ...უფრო გვიანი დროის ხელით, რომელიც გვაგონებს ილიას ერთ კერძო
წერილს 1856 –1857 წლებისას”, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს,
რომ ეს ლექსები უთუოდ “1856 –1857 წლებს ეკუთვნის”, - არ ნიშნავს, რადგან
ადვილად შესაძლებელია რომ ზემოაღნიშნულ ხელნაწერში ჩვენ გვაქვს ამ ორი
ლექსის “არა პირველნაწერი ავტოგრაფი, არამედ მათი პირი რომელიც ავტორს
შემდეგ გადაუწერია”. (ისევე, როგორც აქვე ჩაწერილ ლექსს - “ჩემი გონებიდგან
განუშორებელო დაო ნინავ”, როგორც ვიცით, უფრო ადრეული ავტოგრაფიც
მოიპოვება - იხ. კომენტარი ლექსისა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”,
გვ. 518).
ლექსის თარიღის მეტ-ნაკლები სიზუსტით და დასადგენად აუცილებელია
ვიცოდეთ, თუ კონკრეტულად როდის მოხდა ის “ქორწინება”, რომელიც ამ ლექსში
მოიხსენიება, მაგრამ ამის თაობაზე არავითარი ვარაუდის გამოთქმა არ შეგვიძლია.
ვინაიდან ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში ჩაწერილი ლექსების ქრონოლოგიური
ჩარჩოები დაახლოებით 1852 –1856 წლები განისაზღვრება (იხ. კომენტარი ლექსისა “ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ”), ლექსს პირობითად ამ წლებით
ვათარიღებთ: [1852 - 1856-წწ.].
ნატალია ანდრონიკოვისა: ნატალია (ანდრონიკაშვილი) მოხსენებულია ილია
ჭავჭავაძის სტუდენტობის დროინდელ ერთ კერძო წერილში (1858 წ., 13 VII),
რომელიც მან თავის ნათესავს ნენე დიმიტრის ასულ ჭავჭავაძე-ანდრონიკაშვილს
გამოუგზავნა რუსეთიდან. წერილის კონტექსტის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ ნატალია იყო ნენეს მეუღლის - დიმიტრი ანდრონიკაშვილის და (მითითებული
წერილი იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ კრებულში, ტ. I, 1961, გვ. 12 –15).

კნიაჟნა თიკოს ჭავჭ[ავაძის] ალბომში (გვ. 294)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 105, გვ. 4.
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : თ. ილია ჭავჭავაძე.

ლექსში გასწორდა ერთი კალმისმიერი ლაფსუსი: 5 ლექსსა ЃЁლექსსა. გასწორდა
აგრეთვე კნეიჟნა ЃЁკნიაჟნა.
ლექსი დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, სარედაქციო შენიშვნებში (გვ.XXIV), დაუთარიღებლად, სათაურით: “კნეინა თიკოს
ჭავჭავაძის ალბომში”, სარედაქციო შენიშვნებში, ლექსი მოხსენიებულია (სათაურით:
“კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”.).
1925 – 1951 წლების გამოცემებში, სარედაქციო შენიშვნებში, ლექსი
მოხსენებულია: “კნ. თიკო ჭავჭ. ალბომში”), მაგრამ
დაბეჭდილი არ არის,
დათარიღებულია პირობითად - “[50-იანი წლებიდან - 1856-მდე]”.
ლექსს ჩვენც ფართო თარიღს ვაძლევთ: [1852-1856 წწ.]. დათარიღებასთან
კნეინის
ნატალია
დაკავშირებით
იხ.
კომენტარი
ლექსისა
“ალბომში
ანდრონიკოვისას” (გვ. 524).
თ ი კ ო ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე : თავისი უფროსი დის - ნინოსადმი პეტერბურგიდან
გამოგზავნილ წერილში (1859 წ., 18 II), უახლოეს ნათესავებთან ერთად, ილია
თიკოსაც (ჭავჭავაძე?) უთვლის მოკითხვას. აშკარაა, თიკო ჭავჭავაძე ილიას ოჯახის
ახლობელი იყო, მაგრამ ლექსის ადრესატის შესახებ რაიმე ცნოების მოძიება ვერ
მოხერხდა (დასახელებული წერილი იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ
კრებულში, ტ. X, 1961, გვ. 8-11).

პავლოვსკის პარკი (გვ. 295)
ხელნაწერი: U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 54.
თარიღი: 1858-სა წელსა, 1-სა აგვისტოს, ს. ტიარლევო.
ავტოგრაფი გადახაზულია წითელი ფანქრით და იმავე ფანქრით არშიაზე
მიწერილია: ”რიტორიკა უშვერი”.
ამ ლექსის ერთადერთი ავტოგრაფი არსებობს. ლექსი პირველად გამოქვეყნდა
1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში
(გვ. 20), სადაც ტექსტი უმნიშვნელო ცვლილებით დაიბეჭდა. კერძოდ, ილიასეული
“პარკს დასდებოდა” შეცვლილ იქნა სიტყვებით “პარკს დასდგომოდა” ასევე:
“ვსჭვრეტდი” - ვჭვრეტდი”. მეტი ცვლილებებია შეტანილი ავტოგრაფისეულ
ტექსტში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში. სახელდობრ,
1951 წლის გამოცემაში, ავტოგრაფისეული ფიქრით შეცვილია სიტყვის ფიქრში;
გრგვინვით რისხვით; ცის მზის; მარამ ЃЁმაგრამ; დამიფთხო, ბედიც წარმტაცა
დამიფრთხო, ბედიც წარმტაცა (1925 წლის გამოცემაში უცვლელადაა დატოვებული
სიტყვები: ფიქრით, გრგვინვით, ცის). ასევე ვითარებითი ბრუნვის ნიშნით -ათ, -თ,
შეცვლილია -ად, -დ ფორმებით.
ჩვენს გამოცემაში ილიასეული ტექსტი იბეჭდება უცვლელი სახით.
პ ა ვ ლ ო ვ ს კ ი : 1796 წლიდან მეფის საზაფხულო რეზიდენცია მდ. სლავიანკაზე,
პეტერბურგიდან (ახლანდელი ლენინგრადი) რამდენიმე კმ-ის მოშორებით.
ცნობილია ულამაზესი პარკით (უკავია 600 ჰა). ილიას დროს ქართველი
სტუდენტობა ზაფხულში პავლოვსკში ატარებდა.

ს....ს. (გვ. 297)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 29 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
გვ. 62 (A).
თ ა რ ი ღ ი : 30 დეკემბერს, 1858 წელსა, ს. პეტერბურღი B. 1858-სა წელსა, 30-სა
დეკემბერს, ს. პეტერბურღი A.
A ავტოგრაფის აშიაზე ილიას ხელით ფანქრით მიწერილია “რიტორიკა” და
იმავე ფანქრით გადახაზულია მთელი ლექსი.
ტექსტი ნასწორებია: მასში მე-8 სტრიქონის (“შობისა უმალ”...) შემდეგ
გადახაზულია სტროფი: “შენ ჩემი ცრემლი ბედს მოგიწამლავს, ოხ! მძიმე ოხვრა
გულს შეგიწრწუნებს, არა! ვერ გასმენ მას, რაიც შობავს იმ ოხვრის სუნთქვას, იმ
ცრემლის გუბეს”.
4 ჩემს] ჩემ B. 9-10 არა, ვერ გასმენ... იმ ოხვრის სუნთქას - B. 12 შენგან ჩაგრული
და განგდებული] შენგან უცნობი და დაჩაგრული B.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილიას თხზულებათა მ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 28). ამ გამოცემაში, ლექსის მე-5 სტრიქონში,
ნაცვლად ავტოგრაფისეული სიტყვისა “გასმენ”, დაბეჭდილია “გისმენ”).
ლექსი დავათარიღეთ AB ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ A-ს დათარიღების
სტილს.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925-1951 წლების გამოცემებში არ არის
განმარტებული, თუ ვინ იგულისხმება გამოქვეყნებული ლექსის სათაურში
გამოტანილ ინიციალში (“ს”) - ვის ეძღვნება ეს სატრფიალო ლექსი.
“ს....ს”, ჩვენი ვარაუდით, გულისხმობს “საშას” (ან “საშენკას”) და ისევე როგორც
ლექსები “მაშინ დავსტკბები” (გვ. 71), “ს....ჩ........სას” (გვ. 101) და “ჩ....სას” (გვ. 102),
ეძღვნება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშა) ჩაიკოვსკაიას (იხ.
კომენტარი ლექსისა “მაშინ დავტკბები”, გვ. 344).

*** “მითხარ, “მიყვარხარ”... (გვ. 298)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ.11.
თ ა რ ი ღ ი : 18 იანვარს, 1859 წელს, პეტერბურღი.
ავტოგრაფში ლექსი ჯვარედინად გადახაზულია მელნით, - ჩანს, ილიას მიერვე.
ლექსი პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭვაძის თხზულებათა მიხ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაში, 1914 წელს (გვ. 41).

*** “ტუჩთა მიკონვა”... (გვ. 299)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501. გვ. 20 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108,
გვ. 63 (A)
თ ა რ ი ღ ი : 1859 წელსა, 20 თებერვალს, ს. პეტერბურღი B; 1859-სა წელსა, 20-სა
თებერვალს, ს. პეტერბურღი A.
ორივე ავტოგრაფში ტექსტი გადახაზულია, - ჩანს, ავტორის მიერ.

1 ჩაკოკრება] მიკარება B. 2 ჩვენ] ჩვენს B. 6 მსუნაგსავით] ნატვრისაგან B;
ყლაპავს] ყლაპას B.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ.
გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 44).
სიზმარი (“ძმაო, სურვილით”...) (გვ. 300)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. 108, გვ 46.
ლექსი დაუთარიღებელია, გადახაზულია (ჩანს, ავტორის მიერვე).
“სიზმარი” პირველად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის
გამოცემაში (გვ. 30). ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს. აღნიშნულ გამოცემაში
(სარჩევში) ლექსი დათარიღებულია 1858 წლის (თუმცა განმარტებული არ არის, თუ
რას ემყარება ასეთი დათარიღება).
1925-1951 წწ. გამოცემებში ლექსი დათარიღებულია 1859 წლით, რაც იმით არის
არგუმენტირებული, რომ “სიზმარი” მოთავსებულია ილიას ავტოგრაფული
კრებულის პირველ ნაწილში, რომელიც პ. ინგოროყვას ვარაუდით, “გადაწერილია
1859 წელს, 4 ივნისს და 30 ნოემბერს შორის” (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა
სრული კრებული, ტ. I, - სარედაქციო შენიშვნები, - 1951, გვ. 409, 431).
ასეთი ვარაუდი გამართლებულად მიგვაჩნია, მაგრამ ვფიქრობთ, ილიას მიერ
“სიზმრის” გ ა დ ა წ ე რ ი ს თ ა რ ი ღ ი ს დადგენა არ არის საკმარისი ამ ლექსის
შ ე ქ მ ნ ი ს თ ა რ ი ღ ი ს გასარკვევად. მართლაც, მითითებული ავტოგრაფული
კრებულის პირველ ნაწილში, რომელშიც “სიზმარია” მოთავსებული, ილიას დანარჩენ
44 ორიგინალურ და თარგმნილ პოეტურ ნაწარმოებთაგან მხოლოდ ზოგი (14
ნაწარმოები) თარიღდება 1869 წლით, სხვები კი - 1856, 1857 და 1858 წლებით ( 1856
წლით - ერთი ნაწარმოები, 1857 წლით - სამი, 1858 წლით - ოცდაექვსი). ამავე დროს რაც მთავარია, - აღნიშნული ნაწარმოებები ილიას მიერ ავტოგრაფულ კრებულში არ
არის განლაგებული
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ასე, მაგ., “სიზმრის”
მომდევნო ცამეტი ნაწარმოებიდან (სიზმარი კრებულში რიგით ოცდამეთორმეტეა)
ექვსი ნაწარმოები 1859 წლით თარიღდება ექვსი - 1858 წლით, ერთი - 1857 წლით.
ამრიგად, ავტოგრაფიულ კრებულში “სიზმრის” ადგილის მიხედვით შეუძლებელია
რაიმე დასკვნების გამოტანა იმის თაობაზე, თუ 1856-1859 წლებიდან კონკრეტულად
რომელ წელსაა ეს ლექსი დაწერილი. ამიტომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ “სიზმრის” იმ
დათარიღებას, რომელიც ილიას თხზულებათა ზემოთ მითითებულ გამოცემებშია
წარმოდგენილი.
ჩვენი აზრით, “სიზმრის” დათარიღება მხოლოდ ძალზე მიახლოებით არის
შესაძლებელი: კერძოდ, თუკი ვირწმუნებით, რომ ავტოგრაფულ კრებულში ეს ლექსი
მართლაც 1859 წლის 30 ნოემბრამდეა ჩაწერილი, და თუ გავითვალისწინებთ
ნაწარმოების შინაარსს, რომლის მიხედვითაც უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ
“სიზმარი” საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიქმნა (ჩანს - რუსეთში, ილიას
სტუდენტობის პერიოდში), - დაბეჯითებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ეს
ლექსი დაიწერა არა უადრეს 1857 წლის ივლისისა (ილია ამ დროს ჩავიდა
პეტერბურგში), და არა უგვიანეს 1859 წლის ნოემბრის მიწურულისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე “სიზმარი” პირობითად შეიძლება ასე
დავათარიღოთ: [1857 წ. ივლისი - 1859 წ. ნოემბერი].

ზოგიერთს (გვ. 302)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 132.
თ ა რ ი ღ ი : 6 ოქტომბერს, 1860, პეტერბურგი.
ტექსტი გადახაზულია (ჩანს, ავტორის მიერ) ფანქრით, ჯვარედინად.
ავტოგრაფში, ლექსის მე-7 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “რას იტყვიან” ჯერ
ეწერა “არა ხედვენ”. შემდეგ ავტორის მიერ შესწორებულია: “რას იტყვიან”, მაგრამ
“არას” პირველი ა ოდნავ არის გადახაზული და შეიძლება წაკი თხულ იქნას: “არას
იტყვიან”. ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში დაბეჭდილია “არას
იტყვიან”, 1925-1951 წლების გამოცემებში კი - “რას იტყვიან” (ამავე სტრიქონში
იკითხება “სიდაბლეა”, რომელიც 1925-1951 წწ. გმოცემებში შეცვლილია ფორმით:
“სიმდაბლეა”).
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში,
გვ. 65, დათარიღებულია 1860 წლის სექტემბრით (სარჩევში, გვ. II).

კოლა ერისთავს (გვ. 303)
პ. ინგოროყვას ცნობით, “ლექსი წარწერილი ყოფილა ილიას თხზულებათა
კრებულზე (“ქართველთა ამხანაგობის” 1892 წლის გამოცემა), რომელიც ილიას კოლა
ერისთავისათვის მიუძღვნია” (ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე , თხზულებათა სრული კრებული,
სარედაქციო შენიშვნები, ტ. I, 1951, გვ. 491). ი. გრიშაშვილს ამ ლექსის პირი გადაუცია
პ. ინგოროყვასთვის, ხოლო ამ უკანასკნელმა პირველად იგი დაბეჭდა 1937 წელს,
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომში (გვ. 684). “ეს ილიას უცნობი ექსპრომტიადეკლამატორ კოლა ერისთავისადმი მიძღვნილ წიგნზე წარწერილი”, - წერდა ლექსის
შესახებ ი. გრიშაშვილი (იხ. მისი “ილია ჭავჭავაძე და თეატრი”, საიუბილეო
კრებული, 1939 გვ. 90.
პ. ინგოროყვას მიერ მოწოდებული ცნობის შესაბამისად, ექსპორომტად
პირობითად შეიძლება დავათარიღოთ 1890-იანი წლებით.
კ ო ლ ა ე რ ი ს თ ა ვ ი (1865-1933 წწ.) - ცნობილი დეკლამატორი, რომელიც
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებსაც კარგად კითხულობდა. მიუხედავად ასაკობრივი
სხვაობისა, კოლა ერისთავი ახლომეგობრულ ურთიერთობაში იყო ილიასთან და
მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული
ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული
ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა
“სიტყვა-თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებული ლაპარაკი და ბოლოს კოლა
ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას
და აკაკის პოემები” (ს. მგალობლიშვილი, მოგონებები, თბ. 1938, გვ. 168).

ეკატერინე სარაჯოვისას (გვ. 304)

ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, № 17502 (B); ავტოგრაფი, დაცული საგურამოს ი.
ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (A).
ხ ე ლ მ ო წ ე რ ა : ილია ჭავჭავაძე (ორივე ტექსტზე).
B-ში ლექსი დაწერილია მცირე ზომის მუყაოზე. მისი ტექსტი პირველად
გამოქვეყნდა 1922 წელს ჟურნ. “ლომისში” (№ 4, გვ. 2), -ცალკეული უზუსტობებით
(ლექსის პირველ სტრიქონში, ნაცვლად ფორმისა “ლექსს”, დაბეჭდილია “ლექს”;
ნაცვლად ფორმისა “სდაც”, არის “სადაც”, რაც არღვევს სალექსო სტრიქონის ზომას).
B-ს ტექსტი დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925-1951 წწ. გამოცემებში
(პირველნაბეჭდის მითითებული უზუსტობები ამ გამოცემებში გასწორებულია).
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში
ექსპონირებულია ილიას საკმაოდ მოზრდილი ფოტოსურათი (ადრე ეს
ფოტოსურათი დაცული იყო ლიტერატურულ მუზეუმში), რომელზეც ილიას მიერ
წარწერილია ეკატერინე სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი აღნიშნული ლექსი (A). ამ
ავტორის ტექსტი B-ს მცირეოდნად განსხვავებულ ვარიანტს წარმოადგენს. კერძოდ,
ნაცვლად B-ს მეორე სტრიქონისა - “შიგ გაგიხვევ მე”, ამ ვარიანტშია “და გაგიხვევ
შიგ”; მეოთხე სტრიქონში სიტყვა “შენსა” შეცვლილია სიტყვებით “მე შენს”.
A-ს ტექსტი გამოაქვეყნა გ. შარაძემ 1980 წელს (იხ. მისი “არქეოგრაფიული
ეტიუდები. 1 ილიას ერთი ლექსი და მისი ადრესატი”, - ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”,
1980 წ. № 8, გვ. 69).
ილია ჭავჭავაძის ფოტოპორტრეტი დაახლოებით 90-900-იან წლებს
განეკუთვნება. ილიას ექსპრომტსაც პირობითად ასე ვათარიღებთ: [1890-900-იანი
წწ.].
ე კ ა ტ ე რ ი ნ ე ს ა რ ა ჯ ო ვ ი ს ა : ეკატერინე ივანეს ასული ფორაქიშვილისარაჯიშვილისა (1862-1916), - ცნობილი ქართველი მრეწველისა და საზოგადო
მოღვაწის დავით სარაჯიშვილის (1848-1911) მეუღლე, რომელიც არანაკლებ ცნობილი
ყოფილა თავისი უანგარობით და ქველმოქმედებით. ქართველი ინტელიგენციის
დიდი ქომაგების, სარაჯიშვილების სახლის კარი მუდამ ღია იყო ცნობილი
ქართველი მოღვაწეებისათვის. სარაჯიშვილების ხშირი სტუმარი ყოფილა ილია
ჭავჭავაძეც, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მათთან. ამ სახლში
გამართულ ლიტერატურულ საღამოებზე ილიას პირველად წაუკითხავს
“განდეგილი”, “ოთარანთ ქვრივი” და სხვ. ეკ. სარაჯიშვილისადმი დიდი
პატივისცემის ნიშნად, პოეტს მისთვის უსახსოვრებია თავისი პორტრეტი ზედ
წარწერილი მითითებული ლექსით.

*** “ამ შენ სახეს”... (გვ. 305)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : ავტოგრაფი, დაცული ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში.
ეს სახუმარო ლექსი ილიას მიერ წარწერილი ნ. ხიზანიშვილის
ფოტოპორტრეტზე, რომელიც ამჟამად ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია
ექსპონირებული.
ლექსი პირველად დაიბეჭდა 1937 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველ
ტომში, სათაურით - “ნიკო ხიზანიშვილს” (გვ. 684). ლექსის პირი, გამოსაქვეყნებლად,

პ. ინგოროყვასათვის ი. გრიშაშვილს გადაუცია. ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს
(გარდა ერთი შემთხვევისა: ავტოგრაფშია “შენ”, ნებეჭდში - “შენს”).
ლექსს ვათარიღებთ ნ. ხიზანიშვილის ფოტოპორტრეტის მიხედვით, რომელიც
მიახლოებით 1890-1900-იან წლებში უნდა იყოს გადაღებული.
ნიკო
ხიზანიშვილი
(1851-1906 წწ) - ცნობილი ხალხოსანი,
პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, იურისტი. თანამშრომლობდა “იმდეში”,
“დროებაში”, “ივერიაში” და სხვ. წერდა ფსევდონიმებით “ურბნელი”, “PIebs”. მისი
მეუღლე იყო გამოჩენილი ქართველი მსახიობი (შემდეგში საქართველოს სსრ
სახალხო არტისტი) ელისაბედ ჩერქეზიშვილი.
ნ. ხიზანიშვილს ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან და
შეხუმრებულიც იყო მასთან. ილია სხვას არ აპატიებდა, ნ. ხიზანიშვილისაგან კი არ
სწყინდა სიყვამოსწრებული ხუმრობაო, წერდა ი. მანსვეტაშვილი (იხ. მისი
“მოგონებანი”, 1936 წ., გვ. 133). ეს სახუმარო გამქირდავი ექსპრომტიც ილიამ თავის
მეგობარს, ჩანს, მისი ენაკვიმატობის საპასუხოდ მიუძღვნა.
თედო სახოკიას მოგონებებში აღწერილია ნ. ხიზანიშვილთან დაკავშირებული
რამდენიმე შემთხვევა, რომელთაგან თითოეული ადვილი შესაძლებელია ილიას ამ
ექსპრომტის უშუალო საბაბი გამხდარიყო. ერთხელ, ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად
ყოფნისას, ვახშამზე, ნ. ხიზანიშვილი, რომლის “ჭამა-სმა ყველას საარაკოდ ჰქონდა...,
შეპარულა ი ლია ჭავჭავაძის სამზარეულოში, დაუნახავს დაბრაწული გოჭი...,
მოსჯდომია და მანამდე უჭამია, სანამ ცარიელი ძვლებიღა დარჩებოდა. გოჭის
შემოტანა რომ დაუგვიანებია მზარეულს, თვითონ ილ. ჭავჭავაძე გამოსულა და
მზარეულთან შესულა გოჭის ამბის გასაგებად, დახვედრია დარცხვენილი ნიკო
ხიზანიშვილი და ცარიელი ძვლები გოჭისა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საერთო
სიცილით გათავებულა (თ. ს ა ხ ო კ ი ა , ჩემი საუკუნის ადამიანები, თბილისი, 1984,
გვ. 29).
*** “ჯერეთ ყრმა ვიყავ...” (გვ. 306)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი კრებ., № 17501, გვ. 60.
ავტოგრაფული კრებულის გვ. 60 ა-ზე ჩაწერილი ფრაგმენტების პირველი
ტაეპის ვარიანტი: “ჯერედ ყმა ვიყავ, როცა ვიცან მე ჩემი ბედი”, გვ. 60-ზე კი ჩვენს
ტომში დაბეჭდილი ბოლონაკლული სტროფია.
ტექსტში გასწორდა კალმისმიერი ლაფსუსი: 2 სიტბო ЃЁსიტკბო.
ილია ჭავჭავაძის თხზულებთა 1914 და 1925-1951 წლების გამოცემებში ეს
ფრაგმენტი არ არის დაბეჭდილი ან მოხსენიებული. იგი მოხსენიებული არ არის არც
წიგნში - “ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები”, რომელშიც ილიას ზემოაღნიშნული
ავტოგრაფული კრებულის დეტალური აღწერილობაა წარმოდგენილი (იხ. ილია
ჭავჭავაძის ავტოგრაფები, აღწერილობა, შეადგინა და დასაბეჭდად მოამზადა შ.
გოზალიშვილმა, თბ., 1951, ვგ. 26-38).
ფრაგმენტი მოთავსებულია ავტოგრაფული კრებულის იმ ნაწილში, რომელიც
შეიცავს ილიას ნაწარმოებებს (ორიგინალურს და თარგმნილს), დაწერილს
ძირითადად 1859-1960 წლებში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფრაგმენტს, პირობითად, 1859-1860 წლით
ვათარიღებთ.

*** “ერთხელ ვიყავ ბედნიერი” (გვ. 307)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ 102.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ფრაგმენტი არ არის
დაბუჭდილი და არც მოხსენებული.
“ერთხელ ვიყავ ბედნიერი...” რამდენიმე სხვა ფრაგმენტთან ერთად დაიბეჭდა
1925-1951 წლების გამოცემებში, თარიღით, “[1860 წ.]” დათარიღებასთან
დაკავშირებით, მითითებული გამოცემების სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ
ეს ფრაგმენტი, ცხადია, 1860 წელს განეკუთვნება, რადგან “ჩაწერილია ავტოგრაფის იმ
ნაწილში, რომელიც 1860 წლის შავებს წარმოადგენს” (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა
სრული კრებული, ტ. 1, 1951, გვ. 436).
შესაძლებელია, ფრაგმენტი 1860 წელს დაიწერა, მაგრამ ასევე შესაძლებელია,
რომ იგი 1861 წელს იყო დაწერილი, რამდენადაც ზემომითითებულ ავტოგრაფულ
კრებულში “ერთხელ ვიყავ ბედნიერი” ჩაწერილია არა 1860 წელს დაწერილ
ნაწარმოებებთან, არამედ 1860 და 1861 წელს დაწერილ ნაწარმოებებს შორის, - 1860
წელს დაწერილი ნაწარმოებების შემდეგ და 1861 წელს დაწერილი ნაწარმოებების წინ
(დასახელებული ავტოგრფული კრებულის აღწერილობა იხ. შ. გოზალიშვილის
ნაშრომში “ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები”, 1951, გვ. 26 – 38).
ზემოთქმულიდან გამომდინარე ლექსს მიახლოებით ვათარიღებთ: [1860 – 1861
წწ].
სამი სიკვდილი (გვ. 308)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ 109.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის და 1925 – 1951 წლების გამოცემებში
ფრაგმენტი არ არის დაბეჭდილი ან მოხსენიებული.
ფრაგმენტი ჩაწერილია ზემოთ მითითებული ავტოგრაფული კრებულის ბოლო
ნაწილში, - 1961 წლის ლექსებს შორის: უშუალოდ ამ ფრაგმენტის წინ ჩაწერილია
პირველი ვარიანტები ლექსისა “მას აქეთ, რაკი...”, რომელიც 1861 წლის 6 აგვისტოთი
თარიღდება, ხოლო შემდეგ - დაუთარიღებელი ფრაგმენტი “დიამბეგის შვილს ნანა”...
და უკანასკნელი ჩანაწერები ამ კრებულისა, - ვარიანტები ლექსისა “ჩემო კალამო”...
რომელებიც 1861 წლის ოქტომბერს განეკუთვნება.
ზემოთქმულიდან გამომდინერე, ფრაგმენტებს ვათარიღებთ 1861 წლით.
*** “დიამბეგის შვილს ნანა...” (გვ. 309)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M: ავტოგრაფი, № 17501, გვ 113.
ავტოგრაფში ტექსტის სამივე სტრიქონი გადახაზულია, - ჩანს, ილიას მიერვე.
შემდეგ ილის განმეორებით დაუწერია ლექსის პირველი ტაეპი, მაგრამ ამაზე
შეჩერებულა და ტექსტზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “დიამბეგის შვილს ნანა”
არ არის დაბეჭდილი და არც მოხსენიებული.

ფრაგმენტი დაიბეჭდა 1925 - 1951 წლის გამოცემებში, - თარიღით: “[1860 წ.]”. ამ
გამოცემათა სარედაქციო შენიშვნებში ნათქვამია, რომ ეს ფრაგმენტი, “ცხადია...
ეკუთვნის 1860 წელს”, - ისევე, როგორც “ერთხელ ვიყავ ბედნიერი”... (იხ. ი. ჭავჭავაძე,
თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, გვ. 436; იხ. აგრეთვე, ჩვენი კომენტარი
ფრაგმენტისა “ერთხელ ვიყავ ბედნიერი...” გვ. 533).
ჩვენი აზრით, “დიამგების შვილს ნანა...” დაწერილი უნდა იყოს არა 1860, არამედ
1861 წელს, რადგანაც ტექსტი ჩაწერილია ზემომითითებული ავტოგრაფული
კრებულის ბოლო ნაწილში, ფრაგმენტის - “სამი სიკვდილი” - შემდეგ, 1861 წელს
დაწერილ ლექსებს შორის (იხ. კომენტარი ფრაგმენტისა - “სამი სიკვდილი...” 533).
ზემოაღნიშნულ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ფრაგმენტს ვათარიღებთ 1861
წლით.
ტექსტში გასწორდა ერთი კალმისმიერი ლაფსუსი: დიამბიკოსს ЃЁდიამბიკოს.

*** “რითაც ვიყავ მოქადული...” (გვ. 310)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : U: ავტოგრაფი, № 133.
ლექსი დაწერილია ცალკე ფურცელზე, რომელსაც ბოლო მოხეული აქვს. ამის
გამო ძნელია თქმა, დაასრულა თუ არა ილიამ ლექსი. ავტოგრაფი იწყება
გადახაზული სტრიქონებით:
რითაც ვიყავ მოქადული,
ყველა მე შენ განაცვალე,
მე უშენოდ აღარა მწამს
არც დღეისი, არცა ხვალე.
ყველა წარხდა... ცნობა, გრძნობა,
აღარარა შემრჩენია,
მხოლოდ გულში შენი სახე,
ვითა ხატი, მისვენია.
მას ვლოცულობ, მე დღედაღამ
მას შევხარი, მას შევცქერი.
ამას მოსდევს ტექსტი, რომელიც გადახაზული არ არის, მაგრამ ბოლო მოხეული აქვს:
რითაც ვიყავ მოქადული,
ყველა მე შენ განაცვალე:
სული, გული, ცნობა, გრძნობა,
დღეისი და ჩემი ხვალე.
შენ გემსხვერპლა ცნობა, გრძნობა,
აღარარა შემრჩენია...
ესღა შემ...

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ეს ლექსი არ არის
დაბეჭდილი და არც მოხსენიებულია.
“რითაც ვიყავ მოქადული” სხვა ფრაგმენტებთან ერთად დაიბეჭდა 1925 - 1951
წლების გამოცემებში.
ლექსის დაწერის თარიღთან დაკაშირებით ამ გამოცემებში რამდენიმე
ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებაა გამოთქმული: სარედექციო შენიშვნებში
ერთგან (ილიას მხატვრულ ნაწარმოებთა ავტოგრაფებისა და ნუსხების
დახასიათებისას)
ნათქვამია,
რომ
მითითებული
ფრაგმენტის
“თარიღის
გამოურკვეველია”; მეორეგან (ილიას მხატვრული ნაწერების ქრონოლოგიური სიის
სქოლიოში) აღნიშნულია, რომ, მართალია, ამ ლექსის თარიღი “ზედმიწევნით
გამორკვეული არაა”, მაგრამ ლექსი, ჩანს, ეკუთვნის “ილიას ცხოვრების ბოლო
პერიოდს 90-იან - 900-იან წლებს”; ფრაგმენტის ნაბეჭდ ტექსტს კი თარიღად უზის:
“[80 - 90-იანი წლ.]”.
ლექსის თარიღის დადგენა ვერც ჩვენ შევძელით და ამიტომ იგი
დაუთარიღებლად დავტოვეთ.
ძირითად ტექსტად მივიღეთ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1925 -1951 წლების
გამოცემებში დაბეჭდილი ტექსტი, რომელიც გამომცემლების მიერ არის აღდგენილი.
*** [ირაკლი] (გვ.311)
ხ ე ლ ნ ა წ ე რ ი : M ავტოგრაფი, № 17501, გვ. 71 - 83.
ავტოგრაფი შავია, მასზე ჩანს ავტორის მთელი მუშაობის პროცესი. ზოგი სიტყვა
ძნელად იკითხება ან სულ არ იკითხება.
თვითონ ტექსტი უსათაუროა და უთარიღო. 1925 - 1951 წწ. გამოცემებში
სათაური “ირაკლი” პირობითად აქვს მიცემული. ჩვენც ვიზიარებთ ასეთ
დასათაურებას. ზემოხსენებულ გამოცემებში არ არის რატომღაც შეტანილი გვ. 315-ის
მე-3 სტრიქონიდან (“რათ გვინდა ჩვენ”...) მე-19 სტრიქონის (“თუ ვერ აიტანს..”)
ჩათვლით. ჩვენს გამოცემაში სრულად მოვიტანეთ ილიასეული ტექსტი, რომელიც
ასეთი სახით პირველად იბეჭდება.
1925 - 1951 წწ. გამოცემებში სიტყვები, რომლებიც ხელნაწერში ძნელად
იკითხება, კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული, ხოლო მრგვალ ფრჩხილებში
მოთავსებულია ის სიტყვები, რომლებიც ავტორს გადაუხაზავს და სამაგიერო აღარ
დაუწერია. ჩვენც ვტოვებთ მათ ისე, როგორც წინა გამოცემებშია.
311. მე-13 სტრიქონის (“ცავ! მე დამითმე...”) შემდეგ გადახაზულია “მის
მაგიერათ მე დამეცი შენ რისხვის მეხნი”.
312. მე-12 სტრიქონის (“იგი დღედაღამე...) შემდეგ გადახაზულია “შენ გწვავს ის,
რომ იწვის შენი შვილი”. მე-16 სტრიქონის (“იქ, მე ვფიქრობდი, განვასვენებ”...)
შემდეგ გადახაზულია “ჩემი ბრალია, რომ შემქმნელმან ჩვენ ესე შეგვქმნა”. მე-20
სტრიქონის (“ვისაც შეეძლო...”) შემდეგ გადახაზულია “და იქაც შევცდი, მან
უწყალოთ მე განმამდევნა, ვაიმე შვილო, უბედური მყვანდი მყოლ [...] შენა”.
314. მე-13 სტრიქონის შემდეგ (”არც მილოცნია”...) გადახაზულია.
— არა მყოლია მე უფალი, მაშ ვერც ვგმობ მასსა,
არც მილოცნია ის ჩემ დღეში, ვერც ვგმობ მასსა,
მე ხოლოთ ვამბობ, მას აკლია ერთი თვისება,

— უნაკლოა იგი და მის დიდი არსება.
— არა, ჩვენდამი მას არა აქვს არც სიყვარული,
თავის თავშივე იგი არის ღრმათ ჩამარხული,
— დადუმდი, თვარა შენ მსმენელი ლამისა მოვკვდე,
— მაგას შენ ამბობ, განა ამას აქვს სიყვარული,
ვინც...
314. 20 - 21-ე სტრიქონის (“ირაკლი, მარტო”) შემდეგ გადახაზულია:
საბრალო მამა! ტვირთი მცნებისა
განა მძიმეა! შენ გაექეც შენ შენსა შვილსა,
მე კი, მე კი რად გავექცე თვით ჩემს თავსა.
მე დასჯილი ვარ სიყვარულით, ეჭვით, მცნებითა,
ავიტან ყველას...
რისთვის აცვია ხრწნადი ტანი სულსა უკვდავსა.
316. მე-4 სტრიქონის (“რაღათა ბძანე...”) შემდეგ გადახაზულია: “ან რათ
მითხარი, ხოლოთ უნდა კეთილი იყო, როს შემიძლიან ბოროტიცა ყოველთვის ვიყო?”
მე-8 სტრიქონის (“თუ ვერ აიტანს...”) შემდეგ გადახაზულია:
თუ სიკეთე ხარ, რისთვის ქმნიდი ბოროტებასა,
თუ ბოროტი ხარ, რაღათ ჩემობ კეთილობასა.
თუ სიკეთე ხარ, რაღად შეჰქმენ შენ ბოროტება,
ვინც ქმნა ბოროტი, ის კეთილი ვითღა იქმნება,
თუ შენ მაშინებ, რომ ჩამაგდებ შენს ჯოჯოხეთში,
არა და, რა შენ ვერ გხედავ...

მე-13 სტრიქონის (“მეც დაუძლურდი...”) შემდეგ გადახაზულია “სანთელი გაქრა, ჩემი
ტანჯა რათ არა ქრება?” მე-15 სტრიქონის (“თუ შენ გივყვარვართ...”) შემდეგ
გადახაზულია “რათ არ ვიძინებ? შემასვენებს განა მე ძილი?” მე-20 სტრიქონის (“ის
ბედნიერი”) შემდეგ გადახაზულია:
მაგრამ შენ იყავ თუნდ ბედნიერ, მშურს მე არარა,
ისე ბედნიერ, ვით შენა ხარ [....] მსურს,
შენ მარტოკა ხარ, თანამგრძნობელი არვინ გყავს, არა.
317. მე-11 სტრიქონის (“ირაკლი”) შემდეგ გადახაზულია:
სად მიბძანებ, ვძებნო სიკეთე,
შენში ხომ არა, შენ თივთონვე მით ხარ საწყალი,
შენვე ამბობ, რომ შენ
შენი ღმერთის ვარ დანაბადი
შენი ღმერთის ვარ დანაბადი.
318. მე-5 სტრიქონის (“შენ უკვდავი ხარ”...) შემდეგ გადახაზულია: “ის კი არ იცი,
რომ ჩემ თავსა შენზედ არ გაცვლი (მცირე ხანს მდუმარებაა - ირაკლი დაჩუმებული

დაჰყურებს მძინარე
გადახაზულია:

ქალს)”.

მე-10

სტრიქონის

(“შენ,

რომელიცა...”)

შემდეგ

[...] დაღლის შენსა უკვდავებასა
შენა, ჯალათო, ჯალათების უკვდავ მთვარისა.
ჩვენ კი. ჩვენ კაცნი მრავალგვარათ ვხარხარობთ,
ჩვენ უკვდავებას ვაწარმოებთ მასში და ყველგან.
შენ მიბრიალებ მე, როცა უნდა მებრალებოდე მე.
წადი შენ, ღმერთო! იქ სამოთხე შენ გელოდება,
ჩემთვის კი სრული...
ტექსტში გავასწორეთ კალმის ლაფსუსი: 315, 31 მიუცდომი ЃЁმიუწდომი.
ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში აღნიშნული ფრაგმენტი
დაბეჭდილი არ არის და არც მოხსენებულია.
ფრაგმენტის ტექსტი (სათაურით -”ირაკლი”) დაიბეჭდა 1925-1951 წლების
გამოცემებში და დათარიღდა 1860 წლით. ასეთი დათარიღება, როგორც აღნიშნულ
გმოცემათა სარედაქციო შენიშვნებშია განმარტებული, ემყარება იმ ფაქტს, რომ
ზემოთ მითითებულ ავტოგრაფში (M № 17501) “ირაკლი” მოთავსებულია 1860 წელს
ჩაწენილ ნაწარმოებებთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ ამ დათარიღებას.