სად მიგყევარ, მდინარევ
მოწყენილ სოცოცხლისავ!
მენს მცირეს ნავს რას არხევ,
ზვირთო წუთისოფლისავ!
რას შემამთხვევ, ვინ იცის
აზრი შენის ცივის წყლის?
აწმყო კეთილს არ ამბობს
და წარსულიც მას სთანხმობს.
შორს მომავლის ვარსკვლავი.
თუმც არის უხილავი,
მაგრამ, ვგრძნობ შეხვალ დიდ ზღვას
და იქ ჩაჰღუპავ ჩემს ნავს,
და მარდად შენი წყალი
წაშლის ჩემს ურგებს კვალსა. . .
თუ ეს მაქვს გარდუვალი,
ვსწყევლი ჩემ შობის წამსა.
რად მინდოდა სვლა ქვეყნად,
თუ ეგ ბოლო მხვდა ხვედრად?. . .
ვინც კი ეგრეთ მსვლელია,
შესაბრალებელია!. . .
ორსა ობლად მცურავსა,
მე და ჩემს მცირეს ნავსა,
ჰოი, გვედრებ, მდინარევ,
იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ!
1858 წ.