ვინ ჩემი ჰბრძანოთ ცუდ ყოფა, ლაყაფთა უსარგებლოსა,

მაშვრალა, მიკვირს, სულთ წყენად ზე ხორცთა წარსამგებლოსა.

ვით განვიმართლო, უცადმან რა იცის ჩემთვის ჭირებად?

ნუმცა ვის მოგხვდეს ჩემებრივ გული მკვნეს-აღმომტირებად.

მწირობა სხვათა თემისა, უხმარ და უქმად გდებანი,

მუნითგან იცნათ ძლიერი ჩემი სახმილთა დებანი.

შეგეწყალოდესთ ყოველთა მწირი, მწირობდეს რებულად,

ძნელია, ვჰსცადე, არ იცით: ვინა ხართ თავის ნებულად.

შაქარი მისთვის სამსალა, თაფლი არს კოლომანია,

გული აქვს დაუდგრომელად, ვით რა ჰსწადს ვერას თქმანია.

ვითა ყრმა წამად შვებული, წამ ურვა მოპოვნებული,

გულს უყვავებდეთ, ალხენდეთ, რა გერგოსთ იგი ვნებული.