(იამბიკო)

ჩემი ხელმწიფე, ჩემ საქებ არი,

არის ის ჩემთვის ვალ ნადებარი,

ვითა ბნელთათვის ლამპარ მნთებარი,

მიწყივ მნათებად არ დამვსებარი,

ჩემ მოცემულთა ჭმუნვა მხვებარი.

მისი სახელი მიდიდებია,

ვინ ღმერთსა მამად უწოდებია,

რტო მისი ჩვენთვის უქადებია,

მეექვსე ვახტანგ უბადებია,

თვით ქართლის მპყრობად უმზადებია.

მე მონა მისი მაქები მნახეთ,

თვით გმირი ტანად, შვენიერ სახეთ,

იტყვიან ვახტანგ, მებრძოლთა მახეთ,

არის დამძლევი ლახვართა მახეთ,

ქართლისა მპყრობად, მიწათა და ხეთ.

ვით ჩემი ჰნახოთ, სხვაცა ენანი,

მაქებნი მიწყივ, მკობად მქმნენანი,

არიან მისთვის ძალთა მჩენანი,

მე ვაიჯ გული მისთვის მდენანი,

წყალობისა ჰყავ, მაქვან ქენანი.