да вряд ли есть родство душию

ლერმონტოვი


ჩემო მკვლელო! ვიცი, ვიცი,

არ ხარ ისე მშვენიერი,

რომე შენის ერთის ნახვით

განცაცვიფრდეს უქმი ერი;


მაგრამ შენში რაღაცაა,

ის ათრთოლებს ნატვრით გულსა...

ეხლა კი მწამს, რომ ჰქონია

თვისტომობა სულთან სულსა.