მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, -

ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი!

სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, -

სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!

დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია,

მეჯლის-საზანდარი, საღი ჩვენია!

გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! -

ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!

მაილია ვარდი, - არსად აბია, -

ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია!

ხეივანში გადაშლილა სულ ია,

წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!

ტანთ გიხდება საწვიმარი აისი,

ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი!

ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი,

სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!

მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი!

დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი!

მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი,

საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..