ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი მესამე
სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული ვითარება XIX ს. 20-30-იანი წ წ. საქართველოში

                                                              ნაწილი 1                    ნაწილი 2                    ნაწილი 3                    ნაწილი 4


ქართული ლიტერატურის დასაბამს შორეულ წარსულში მივყავართ. ქრისტეშობამდე ქართული წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რთულია ამ ეპოქის ქართული წიგნის კულტურის შესახებ მსჯელობა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უაღრესად დიდი მასალა და უცხოური ნარკვევები (ძირითადათ საბერძნეთის) ავლენს საქართველოს, როგორც დიდი კულტურის და მოწინავე ცივილიზაციის მქონე ორგანიზებულ ქვეყანად. IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მჭიდროდ უკავშირდება ქართული ლიტერატურის განვითარებას. ჩვენამდე მოღწეული შუასაუკუნეების ლიტერატურული ძეგლების უმრავლესობა საეკლესიო ხასიათის მატარებელია. ყველაზე ადრინდელ ლიტერატურულ ძეგლად, დათარიღებული 493წ., ითვლება წარწერა ბოლნისის ტაძარზე. თითქმის XI საუკუნემდე ლიტერატურული ნიმუშები დაწერილია მთლიანად ხუცური დამწერლობით და მხოლოდ ამ პერიოდიდან თანდათანობით ფეხს იკიდებს მხედრული დამწერლობა. ქართული ეკლესია, რომლის ისტორიაც ითვლის 1500 წელზე მეტს, აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სამონასტრო ცენტრებში. (ათენის და სინას მთებში, ასევე ძველ ბულგარეთში). ქართულ ენაზე იქნა თარგმნილი თითქმის ყველა თვალსაჩინო საეკლესიო ნამუშევარი, რომელთაგანაც ზოგიერთი დღეს მხოლოდ ჩვენს ენაზეა შემორჩენილი. ბევრ მათგანს თან ერთვის მთაგმნელთა (ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი) კომენტარებიც. საეკლესიო ლიტერატურაში განსაკუთრებულს ინტერესს იწვევს ჰაგიოგრაფია, წარმოდგენილი როგორც “ცხოვრება” ან “წამება” წმინდანებისა. უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მიჩნეულია იაკობ ხუცესის “წამებაი წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაი” V საუკუნე. “მარტვლობაი და მოთმინებაი წმინდისა ევსტათი მცხეთელისაი” V საუკუნე. იოვანე საბანისძის “სამებაი წმინდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოისა” 786-790 წლები.

IX-X საუკუნეებში თავს იჩენს ლიტერატურილი ჟანრები “ცხოვრება” და “მოღვაწეობა”. მათი თვალსაჩინო მაგალითებია “ცხოვრება განმანათლებლისა ქართლისა წმინდისა ნინოსი”; გიორგი მერჩულის “შრომაი და მოღუაწებაი ღირსად – ცხოვრებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი” (გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება 951წ.) და სხვები.

საერო ლიტერატურის ყველაზე ადრინდელ პერიოდს ახასიათებს “ჰუმანიზმი”. ადამიანი, პირადი გრძნობებით და მიწიერი მისწრაფებებით, ქართულ ლიტერატურაში გაცილებით ადრე გვევლინება ვიდრე ქრისტიანული სამყაროს ნებისმირერი სხვა ქვეყნის მწერლობაში. დაწყებული X – XI საუკუნეებიდან, ფოედალურმა საქართველომ მიაღწია არნახულ სახელმწიფოებრივ ძლიერებას დავით IV აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი თამარ მეფის მეფობის დროს. მუსულმანური სამყაროს წინაამღდეგ წარმატებული ბრძოლა და დანაწევრებულ სამთავროთა შორის ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი იდეის ზეობა, აძლევს საქართველოს ნელნელა დაიკავოს ერთერთი პირველი ადგილი ახლო აღმოსავლეთში. ამასთანავე საგრძნობლად ეცემა ოდესღაც ძლიერი ბიზანტიური ლიტერატურის ხიბლიც. მებრძოლ რაინდთა და დიდგვაროვანთა ფენა ეძებს და პოულობს გამოხმაურებას თავის იდეოლოგიაზე მუსულმანურ, ძირითადად სპარსულ ლიტერატურაში. პირველ ხანებში მოთხოვნილება კმაყოფილდება თარგმანებით, რომელთა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს “ამირანდარეჯანიანი”, რომელიც წარმოადგენს XII საუკუნის დასაწყისში მოსე ხონელის მიერ სპარსული გმირული მოთხრობების კრებულის შემოკლებულ თარგმანს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა “ვისრამიანი”, ფარ-ედ-დინ გურგანის სპარსული პოეტური ნაწარმოების პროზაული თარგმანი (XIIს.). ამავე დროს აყვავებას განიცდის ორიგინალური პოეზია. შავთელის ოდები, ჩახრუხაძის “თამარიანი” და რუსთაველის პოემა – ეს სამი შედევრი იყო ქართული ლიტერატურის ე.წ. “ოქროს საუკუნის” დამამშვენებელი სამკაული. სამ უდიდეს შემოქმედთაგან თითოეულს გააჩნია თავისი დამოუკიდებელი ღირებულება და მნიშვნელობა, და თითოეული წარმოადგენს განსაკუთრებულ ისტორიულ-ლიტერატურულ და კულტურულ-საზოგადოებრივ ინტერესს.

“საქართველოს ქრონიკის” (XIს) უცნობი ავტორი მოიცავს პერიოდს YV საუკუნიდან VI -მდე. XIII საუკუნეში უკვე შექმნილი იყო მემატიანე კრებული - “ქართლის ცხოვრება” რომელიც დროთა განმავლობაში ივსებოდა რა, ჩვენამდე მოვიდა XV ს. ხელნაწერის სახით. თითქმის სამსაუკუნოვანი, მონღოლური პერიოდის, სიჩუმის (არა მარტო ლიტერატურულ ფრონტზე) შემდეგ ქართული საერო ლიტერატურა კვლავ იწყებს გამოღვიძებას XVI ს. დასაწყისში. “აღორძინების” ეპოქის ლიტერატურული ძეგლებიდან უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ნათარგმნი ნაწარმოებები. XVIIს. Mმწერლებს შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მეფე თეიმურაზს (1589-1663) მის ნათარგმნ და ორიგინალურ ნაწარმოებებში ნათლად ჩანს დიდი მხატვრული ნიჭი. მეფე არჩილი (1647-1712), რომელმაც დიდი კვალი დატოვა საქართველოს ბეჭდვით საქმის ისტორიაში (მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული ტიპოგრაფია მოსკოვში 1705 წელს.) უცხოეთში ლიტერატურული შემოქმედების სფეროში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მეფე ვახტანგ VI-ს.MANMმან დააარსა ქართული ტიპოგრაფია თბილისში (1709წ), იყო ქართული კანონების კოდიფიკატორი, მთარგმნელი.

საქართველოს რუსეთთან “ნებაყოფლობითმა” მიერთებამ (1801-1804) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალი ერა შექმნა. საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად გადაიქცა რუსეთის კოლონიად. დაიწყო შეთქმულებები და აჯანყებები რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, რომლებიც ზოგჯერ ნაციონალურ ხასიათს იძენდნენ.

ასეთ პირობებში წარმოქმნილი პირველი ლიტერატურული სკოლა – რომანტიზმი, რომელიც კლასობრივ (ფეოდალურ) ბუნებას ატარებდა, მთლიანად იყო გაჟღენთილი საქართველოს განთავისუფლების ნაციონალური იდეებით. Aამ სკოლის მთავარი წარმომადგენლები _ პოეტები ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786_1846) და გრიგოლ ორბელიანი (1800_1883) _ უმღეროდენ ნაციონალურ წარსულს. ორმოციან წლებში ქართული ინტელიგენციის ნაწილი საქართველოს რუსეთთან მიერთებას უკვე განიხილავდა, როგორც გარდაუვალ მოვლენას, მაგრამ მაინც ვერ ეგუებოდა მას. საქართველოს რომანტიზმის და “მსოფლიო სევდის” უდიდესმა წარმომადგენელმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა (1816_1845) ნათლად გამოხატა ეს განწყობა.

60_იან წლებში საქართველოს ლიტერატურა თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა. Aახალი თაობა, ძირითადად პეტერბურგის და მოსკოვის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ინტელიგენციის თაოსნობით (“თერგდალეულები”), უკვე შეუდგა საქართველოს კულტურის რადიკალურ გარდაქმნას ახალ საფუძვლებზე. ეს გარდაქმნა დაიწყო ძველი ლიტერატურული ენის წინააღმდეგ გალაშქრებით. ისინი უპირისპირდებოდნენ ლიტერატურის და ლიტერატურული წრეების კარჩაკეტილობას, შემოქმედებითი ინდივიდუალურობის შეზღუდვას, ძველი ორთოგრაფიის და ყველა იმ განწყობას, რომლებიც დარჩა ფეოდალური წყობის და წასული ცხოვრების მემკვიდრეობად. ბრძოლა ძველ და ახალ თაობას შორის დამთავრდა ამ უკანასკნელის საყოველთაო გამარჯვებით, რის შედეგადაც საზოგადოებრივ_კულტურულ და ლიტერატურულ არენაზე გამოჩნდა ახალი ლიტერატურული იდეები, ახალი თემატიკა და განახლებული ენა. წარმოიქმნა ახალი ლიტერატურული კრიტიკა, გამოჩნდა ჟურნალების და სხვა პერიოდული გამოცემების სერია, შეიქმნა სხვადასხვა კულტურული საზოგადოებები და ორგანიზაციები და მკითხველთა ფართო წრე.

ნოვატორების შემოქმედებითი ჯგუფიდან გამოვიდნენ ქართული ლიტერატურის კორიფეები: ილია ჭავჭავაძე (1837_1907) _ უდიდესი პოეტი, ბელეტრისტი და კრიტიკოსი. XIX საუკუნის მთელი საზოგადოებრივი მოძრაობის ცენტრალური ფიგურა.

აკაკი წერეთელი (1840_1915) _ უფრო ღრმად იყო გამსჭვალული ნაციონალური იდეებით. მის მიერ პოეზიაში შექმნილი მხატვრული სახეები წარმოადგენენ სისხლით მორწყულ “დაძინებულ” და “დაფლეთილ” საქართველოს სიმბოლურ სამყაროს ორი საუკუნის მიჯნაზე განცალკევებული ადგილი უჭირავს საქართველოს მთების შვილებს, განთქმულ მწერალ_ნეორომანტიკოსებს: ბელეტრისტ ალექსანდრე ყაზბეგს და პოეტსა და ბელეტრისტს ვაჟა ფშაველას,. მათი შემოქმედების მთავარ თემას წარმოადგენდა კონფლიქტი ძველსა და ახალს შორის, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის.

XX საუკუნემ საქართველოს ლიტერატურაში მრავალი ცვლილება მოიტანა. უფროს თაობასთან ერთად არენაზე გამოჩნდნენ მწერლები, რომელთა შემოქმედებას დიდი კვალი დაამჩნია როგორც ხელოვნებაში ახალი სიოს ქროლვამ, ასევე ახალ ასწლეულში მიმდინარე ბობოქარმა მოვლენებმა. Bბევრი მათგანი იძულებული იყო დამორჩილებოდა კომუნისტური რეჟიმის მოთხოვნებს, ბევრიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი გახდა. მიხეილ ჯავახიშვილი (1880_1937) _ მრავალფეროვანი მწერალი, ბრწყინვალე სტილისტი _ დახვრეტილ იქნა, როგორც ხალხის მტერი. გრიგოლ რობაქიძე (1880_1962) _ გაერთიანება “ცისფერყანწელების” ერთერთი ყველაზე აქტიური წევრი. Pპოეტი, ნოველისტი, დრამატურგი. კონსტანტინე გამსახურდია (1891_1975) XX ს. საქართველოს უდიდესი პროზაიკოსი და რომანისტი. “ცისფერყანწელები”_ს სახელით ცნობილი პოეტები განიცდიდნენ რუსული სიმბოლიზმის ძლიერ გავლენას. ბევრი მათგანი შემდგომში ცნობილი ლირიკოსი პოეტი გახდა. გალაქტიონ ტაბიძე (1891_1959) _ XX ს. პირველი ნახევრის უდიდესი პოეტი. მისი პოეზია საქართველოს პოეტური აზროვნების მწვერვალად რჩება. ანა კალანდაძე (1924_) _ პირველი ლექსების გამოქვეყნებისთანავე 50_იან წლებში მიიღო საყოველთაო აღიარება. უფროსი თაობის ცნობილი პოეტები: მურმან ლებანიძე (1922_1997), მუხრან მაჭავარიანი (1929_), შოთა ნიშნიანიძე (1924_1995). ბევრი ახალგაზრდა მწერლის სიცოცხლე შეიწირა 1941_45 წწ ომმა. Mმიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ოკუპაციას საქართველომდე არ მოუღწევია, ქვეყანამ მაინც მძიმე ხარკი გადაიხადა ახალგაზრდა სიცოცხლეების სახით.

გამოჩდნენ ახალი სახელები: ნოდარ დუმბაძე, გურამ რჩეულიშვილი, რეზო ინანიშვილი. უფროსი თაობის ზოგიერთი მწერალი, ადრე პოეტად ცნობილი, მოგვევლინა როგორც პროზაიკოსი N(ნატვრის ხე _გიორგი ლეონიძე). ოთარ ჭილაძემ M დაწერა რამდენიმე რომანი საკმაოდ რთული თავისი მრავალსახეობით, რომლებშიც გადაჯაჭვულია რეალისტური და მითოლოგიური მოტივები, იგავები და ტრაგიკული ხასიათები.

რთული ბედის მქონე ჭაბუა ამირეჯიბი (1921_). პოლიტიკური დისიდენტობისთვის მრავალწლიანი გადასახლებისა და არაერთი თავხედური გაქცევის შემდეგ მკითხველის წინაშე წარსდგა როგორც მწერალი. მისი “დათა თუთაშხია” საკმაოდ დიდი და რთული რომანია, რომლის თემაა _ სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება და ადამიანის პიროვნული არჩევანი.


ავტორი: "სოფო" (სპეციალურად Allgeo.org-სთვის)