1

    1.     წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარის ებისტოლჱ პირველი
    2.     მშჳდობაჲ თქუენდა ჩემ მიერ, შვილნო ჩემნო საყუარელნო, გიკითხავ თქუენ, სასურველნო და საყუარელნო სულისა ჩემისანო.
    3.     შვილნო ჩემნო, დიდ არს დიდებაჲ იგი წმიდათაჲ და ჩუენცა გუშურდინ იგი და მათ თანა მათ საქმეთა გამოვეძიებდეთ და შრომათა მათთა გამოვიკულევდეთ,
    4.     რაჲთა ვცნათ, რომლითა სახითა მიემთხჳვნეს სასუფეველსა ქრისტჱსსა, გინა რომელთა ნაყოფთა საფასითა მოიპოვეს იგი,
    5.     რამეთუ უპოვარებასა და უცხოებასა შინა იყვნეს, ვითარცა შეცთომილნი და იქცეოდეს უდაბნოთა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ნანდჳლვე უცხო და მშიერ და წყურიელ იყვნეს და ჭირვეულ ქუეყანასა ზედა.
    6.     ამათ მოიღეს ესე დიდებაჲ, ვითარცა უთქუამს ნეტარსა პავლეს: „ჩინებითა მით, რომლითა ვიჩინენით ჩუენ (ვითარმედ არა მრავალნი აზნაურ არიანა ჴორციელად?), არამედ გლახაკნი იგი რაჲმე ამის სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან“.
    7.     და ვითარ მე ვხედავ, არა რაჲ არს სხუაჲ, გარნა, რამეთუ გულისმოდგინებაჲ იგი მათი წინა-უყვეს ღმერთსა, ამისთჳსცა დაიდგეს სუფევისა გჳრგჳნი, რაჲ-მე აქუნდა მათ, რომელი ჩუენ არა გუაქუს?
    8.     უკუეთუ გამოვეძიებდეთ მათსა მას ძალსა, რომელი ზეგარდამოჲსა მისგან მადლისა აქუნდა შემწედ, ვპოვნეთ გულსმოდგინებაჲ იგი მათი, რომელი აჩუენეს ღმრთისა მიმართ, რამეთუ დაუტევეს ყოველი ნებაჲ თჳსი უფლისათჳს და აღიღეს ჯუარი თჳსი უფლისათჳს და შეუდგეს მას.
    9.     ვინ შემძლებელ არს ჩვენ შორის, ვითარცა ვინ იქადა, ვითარმედ ღმერთი უყუარს უფროჲს ყოველთა მონაგებთა თჳსთა?
    10.     რამეთუ არა მცირესა სირცხჳლსა მოაწევს ჩუენ ზედა, რამეთუ ყოვლადვე გჳყუარს რაჲმე უფროჲს ღმრთისა.
    11.     უფროჲსღა, რამეთუ გუესმის უფლისა იგი თქუმული, ვითარმედ: „რომელი მოვიდოდის ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი, არა არს იგი ჩემდა ღირს“ და „რომელმან არა უვარ-ყოს ყოველი დიდებაჲ სოფლისაჲ, ვერ ძალ-უც ჩემდა მოწაფე ყოფად“.
    12.     აწ უკუე, რაჟამს შე-რასმე-ზედა-ვწუხნეთ, მოვიჴსენოთ მის მდიდრისაჲ, რომელსა-იგი ჰრქუა უფალმან, რაჲთა დაუტეოს მან ყოველი და შეუდგეს მას.
    13.     უკუეთუ მას მივემსგავსნეთ, ვჩათ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა აღსრულებულ არს ჩუენ შორის, ვითარცა-იგი მათ წმიდათა შორის იყო.
    14.     რამეთუ მათ შეიყუარეს ღმერთი უფროჲს ყოველთა მონაგებთა მათთა, ვითარცა-იგი აბრაჰამ შეიყუარა ღმერთი უფროჲს მხოლოდშობილისა მის ძისა მისისა, და სხუათა მათ წმიდათა კაცად-კაცადმან – ღუაწლსა ზედა თჳსსა, ხოლო წმიდათა მოწამეთა შეიყუარეს ღმერთი უფროჲს სულისაცა თჳსისა.
    15.     ცხად არიან ესე ყოველნი, რამეთუ რამანვე ვერ განაშორნა იგინი სიყუარულსა მას ღმრთისასა, ვითარცა ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ღმრთისასა?
    16.     ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ მახჳლმან...“ და შემდგომი ამათი.
    17.     ვითარმედ ვერცა ერთმან ამათგანმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა მას ქრისტჱსსა.
    18.     და აწცა, შვილნო ჩემნო, შევიყუაროთ ღმერთი უფროჲს ყოველთა მონაგებთა ჩუენთა, რაჲთა სანატრელ ვიპოვნეთ, ვითარცა-იგი წმიდანი.
    19.     ვიღუაწოთ და განვიშოროთ ყოველივე ნებაჲ ჩუენი, რომლითა შეპყრობილ არს კაცად-კაცადი ჩუენი მსგავსად განზრახვათა გონებისა ჩუენისათა, რამეთუ მრავალ არიან საფრჴენი ეშმაკისანი თჳთოეულისა ჩუენისანი.
    20.     ჵ, შვილნო საყუარელნო, ევლტოდეთ ყოველსავე რჩულისა გარდასვლასა.
    21.     დააცადეთ და მოვსწყდეთ მცნებათათჳს ღმრთისათა.
    22.     ნუ ისმენთ ზრახვასა მტერთა თქუენთასა, რამეთუ გეტყოდიან იგინი ზაკუვით, ვითარმედ: არარაჲ გაბრალოს ღმერთმან მცირისა ამისთჳს და შეურაცხისა საქმისა.
    23.     გინა ერთისა ამისთჳს მცნებისა, რამეთუ გარდაჰჴედ.
    24.     გეჴსენენ უკუე, რამეთუ ყოველივე რჩულისა გარდასლვაჲ, დიდი გინა მცირჱ, განარისხებს ღმერთსა.
    25.     და კუალად სიტყუაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ მოვიჴსენოთ, ვითარმედ: „რომელი მცირესა ზედა სარწმუნო იპოვა, იგი მრავალსაცა ზედა სარწმუნოჲ იყოს“.
    26.     აწ კუალად მნებავს, შვილნო ჩემნო, რაჲთა იყვნენ სულნი თქუენნი ტაძარ ღმრთისა მარადის და რაჲთა აჴსენებდეთ კეთილსა შინა მოყუასთა თქუენთა.
    27.     რამეთუ გული, რომელი იჴსენებნ ძჳრსა და გულისსიტყუათა ბოროტთა ძმისა თჳსისათჳს, ვერსადა იქმნის იგი ღმრთისა სამკჳდრებელ.
    28.     არამედ შეიმოსეთ სიყუარული, რაჲთა იყვნეთ მისა სამკჳდრებელ, რამეთუ შემძლებელ არს წინააღდგომად და დაყენებად ბრძოლათა ეშმაკისათა სიყუარული და ეშინის ეშმაკსა მიახლებად, რამეთუ უვნებელ არს სიყუარული.
    29.     შვილნო ჩემნო, ეკრძალენით ძმათა თქუენთა და ყოვლადვე ნუ შეაწუხებთ მათ და ნუ ასმენთ ძჳრისსიტყუასა, რამეთუ ვითარცა ისარი წამლეანი განეწონის გულსა მისსა და სული იგი ნათელი დაუბნელდის, რამეთუ წერილ არს: „უკუეთუ ვიყუარობდეთ ურთიერთარს, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს“.
    30.     შეიკრძალეთ უკუე სიყუარული ურთიერთას და ეტყოდეთ თავთა თქუენთა სიტკბოებითა მით სიყუარულისაჲთა, რაჲთა მოიგოთ თავისა თქუენისა ყოველივე იგი წესი მონაზონებით ცხორებისაჲ.
    31.     აღიძარცეთ საბურველი იგი ბნელისაჲ პირისაგან თქუენისა, რაჲთა ოდეს მოგიჴდეს თქუენ სალმობაჲ გულისაჲ, გულისჴმა-ჰყოთ სიმწარჱ იგი მტერისაჲ, რომელი არმურისსახედ დადგრომილ არს პირთა ზედა თქუენთა და არა გიტევებს თქუენ ხილვად სიტკბოებასა ძმისა თქუენისასა.
    32.     არამედ ცანთ პატივი იგი მისი, რამეთუ ხატი ღმრთისაჲ არს კაცი და ტაძარი არს ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი, პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ტაძარნი ვართ ღმრთისა ცხოველისანი“, – ვითარცა თქუა ღმერთმან – „დავემკჳდრო მე მათ შორის“.
    33.     აწ უკუე იყავნ ესე დამკჳდრებულ გულთა შინა თქუენთა, რაჲთა გეშინოდის და არა სთქუათ ბოროტი მოყუსისათჳს და არცა ავნოთ ძმასა თჳსა რომლითავე საქმითა, რაჲთა არა განარისხო ღმერთი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
    34.     უკუეთუ ხატი ღმრთისაჲ არს კაცი, გეშინოდენ მისა ამის გამო, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს მას შინა.
    35.     რამეთუ ყოველი პატივი, რომლითა პატივ-სცეს კაცმან მოყუასსა თჳსა, ღმრთისა მიიწევის და ყოველი კეთილი, რომელი უყოს კაცმან მოყუასსა, ღმერთსა უყოფს, რამეთუ თავადი არს, რომელი იტყჳს: „რავდენი უყოთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ“.
    36.     აწ უკუე მოდრიკენით გულნი თქუენნი ღმერთისა მიმართ მარადის და გეჴსენენ, რამეთუ თქუენ შორის არს და თქუენ შორის შეგეწევის, რაჲთა სრულ იყვნეთ კეთილითა,
    37.     რამეთუ თქუენ ხართ ნამუშაკევნი ჩემნი უფლისა მიერ, თქუენ ხართ ყანანი ჩემნი, უკუეთუ ნაყოფი გამოიღოთ, და ესრჱთ გულსა ჩემსა უხაროდის.
    38.     იქცეოდეთ სიწრფოებით და იყავნ გული თქუენი წმიდა ყოველთა მიმართ კაცთა, რამეთუ ესე წამალი არს გულისსიტყუათათჳს საძაგელთა ეშმაკისათა.
    39.     განაშორე კაცთაგან თავი შენი და დაჯედ სენაკსა შინა და მოიპოვე მოთმინებაჲ და აღიკრძალენ ჴორცნი შენნი მარხვითა, მღჳძარებითა, გალობითა, სიმდაბლითა, მოწყალებითა, ცრემლითა დღე და ღამე.
    40.     ესენი დასწვენ და უჩინო იქმან, და განილევიან ჟამითი-ჟამად ყოველნი, რომელნი მოვლენან კაცსა ზედა მავნებელნი გულისსიტყუანი ეშმაკისანი.
    41.     ხოლო სხუაჲ არაჲ არს შემწე კაცისა, ცუდ და ტყუვილ და უძლურ არს.
    42.     ხოლო ესე გულისსიტყჳთა და სმენითა მოიწევიან, რამეთუ სიყუარული სადა არა არს, მუნ ეშმაკნი კადნიერ იქმნებიან კაცსა ზედა.
    43.     ამისთჳს ეტყჳს უფალი მოწაფეთა თჳსთა: „უკუეთუ იყუარობდეთ ურთიერთარს, მე თქუენ თანა ვარ“.
    44.     რამეთუ სიყუარული არს სული წმიდაჲ, ხოლო ეშმაკი – ამპარტავნება, ძჳრისსიტყუა, შურ, ჴდომა.
    45.     გლოცავ თქუენ ძმანო, ევლტოდეთ ყოვლისაგან ძჳრისსიტყჳსა და ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა, რამეთუ ესე არიან, რომელნი მოსრვენ სულთა თქუენთა.
    46.     ვხედავ სულსა კაცისასა, რამეთუ ვიდრემდის არღა მოწევნულ არნ მის ზედა გულისსიტყუაჲ ბოროტი, წმიდა არნ იგი, ვითარცა მზჱ,
    47.     ხოლო ოდეს ესმის სიტყუაჲ ბოროტი, ძმისაგან, გინა ძჳრისსიტყუაჲ, გინა ზრახვაჲ სიბილწისაჲ, დაბნელდის სული იგი და მიეღის მისგან მადლი იგი სიწმიდისაჲ.
    48.     და მიერითგან დაითქმინ უბადრუკი იგი სული ვითარცა ღელვათაგან,
    49.     რამეთუ გამოვრდომილ არნ იგი სიწმიდეს გულისსიტყუათაგან და მერმე აღუდგინის მას უწყალოჲ ბრძოლაჲ და განმწარებულნი, ვიდრემდის მოაკუდინიან იგი, ჵ, ბოროტისა მისგან სიტყჳსა, რომელი შეაცთუნებს მრავალთა, ვიდრემდის მოაკუდინის იგი.
    50.     აწ უკუე ვიცით ბოროტი ესე სიტყუაჲ, ვივლტოდით მისგან და ნუმცა ვისმენთ.
    51.     ვინ არს ბრძენი, რომელიმცა შთარდომილ იყო მღჳმესა ერთგზის და მეორედ მასვე მიაქციის?
    52.     რამეთუ ვითარცა-იგი ექმნა გელი ჭურჭელ მტერსა, ვიდრემდის მოკლა ადამი, მასვე სახესა ზედა არიან დღესცა ეგევითარნი ჭურჭელნი მტერისანი, რომელნი განჰხრწნიან გონებასა მათსა,
    53.     რომელთა-იგი მოუცალებია ეგევითარისა მის ბოროტისა სიტყჳსა და ძჳრისმეტყუელებისა, ვიდრემდის მოსრნიან სულნი, რომელნი ისმენედ მათსა.
    54.     აწ უკუე ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა ფრიად, რაჲთა არა ვიქმნეთ ჭურჭელ მტერისა და კუალად ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა, რაჲთა არა ვიქმნეთ მორჩილ მათ, რომელნი-იგი აწვე, ესერა, ქმნულ არიან მისა ჭურჭლად.
    55.     დაიცვენით სასმენელნი თქუენნი, რაჲთა ეგოს გული თქ~ნი წმიდად.
    56.     უკუეთუ ესმეს ყურთა თქუენთა სიტყუაჲ ბოროტი გინა ძჳრისსიტყუაჲ, ვერ ხართ სრულ, რაჲთამცა დაიმარხენით გულნი თქუენნი და ეგენითმცა წმიდად.
    57.     უკუეთუ იძლინეთ მათგან და ერჩდეთ მათ, მათგანვე დაეცნეთ და ვერ სცნათ.
    58.     არამედ ეკრძალენით თავთა თჳსთა და ნუ ისმენთ ძჳრის-მეტყუელებასა, რაჲთა არა დაეცნეთ მათგან უმეცრებით.
    59.     იყვენით მსმენელ უკუე ამათ თქუმულთა, შვილნო ჩემნო, და მყოფელ და ნუ იქმნებით მსმენელ ხოლო, ვითარცა სიტყუათა შემზადებულთა და უზრუნველ იქმნენით მათგან.
    60.     რამეთუ ყოველი სიტკბოებაჲ ამათი მაშინ სცნათ, ოდეს ჰყოფდეთ, რაჲთა–იგი მათ გრქუან თქუენ.
    61.     უკუეთუ სმენით ხოლო უსმენდეთ მათ, რამეთუ ყოველი სარგებელი მაშინ გეყოს, უკუეთუ იმარხვიდეთ მათ.
    62.     გამცნებ თქუენ: ივლტოდეთ ყოვლისაგან, რომელი შეაგინებდეს გულთა თქუენთა.
    63.     მრავალნი არიან ამათ ჟამთა მგელნი და ჰნებავს ცხოვართაჲ მათ განხეთქაჲ, უსუსურთაჲ გონებითა, ვითარცა სულმან წმიდამან წინაჲსწარ თქუა, ვითარმედ: „გარდაიქცეს ცხოვარნი მგელად“.
    64.     ამისთჳს, ვითარცა ვინ იწყოს თქუენ თანა ძჳრისსიტყუად, ივლტოდეთ მისგან, რაჲთა არა შეიწუნეთ ალითა ცეცხლისა მისისაჲთა.
    65.     და ღათუ იძლიოს ვინმე ერთგზის ძჳრისსიტყუად ძმისა მიმართ თჳსისა, სხუაჲ ნუღარა ვინ აღაზრზენს, რაჲთა არა დართოს შეშაჲ ალსა ზედა მისსა.
    66.     და ღათუ ესმეს სიტყუაჲ ბოროტი მოყუსისათჳს, გარდააქციენ იგი კეთილისა სიტყუად და ეტყოდენ სიტყუასა მშჳდობისასა მოყუასსა, ვიდრემდის დამშჳდნენ იგინი ურთიერთარს, რომელსა-იგი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“.
    67.     და აწცა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, შე-რაჲ-ჰკრებთ ურთიერთას, ეტყოდეთ თავთა თჳსთა სიტკბოებასა მას ღმრთისასა და სიმჴნესა მას წმიდათასა და ნუ იტყჳთ სიტყუასა მას ბოროტსა,
    68.     რამეთუ მისგან იშვებიან ყოველნი თესლნი უკეთურებისანი, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის ბოროტისა აღორძნდის თესლი იგი უკეთურებისაჲ, ვიდრემდის მოგსრნეს თქუენ, არამედ იტყოდეთ ურთიერთარს სიწრფოებით და გამოეძიებდით მას, დადგერით მას ზედა.
    69.     იტყოდეთ ქებასა მოყუსისასა, რაჲთა წმიდა იყოს გული თქუენი მოყუსისა მიმართ, და რაჲთა იყვნენ ყოველნივე თქუენ მიერ პატიოსან, რამეთუ წმიდათა წინაშე არა რაჲ არს შეგინებულ.
    70.     უკუეთუ მიხჳდე შეგინებულთა თანა გონებითა, რომელთა უყუარდენ ვნებანი და შეურაცხის-მყოფელ იყვნენ ყოვლისა, არა რაჲ წმიდაჲ ჰპოვო მათ თანა.
    71.     უკუეთუ ეშმაკმან, რომელი მტერი არს მშჳდობისაჲ, გან-ვინმე-არისხოს ძმისა მიმართ თჳსისა, ისწრაფენ და მირბიოდენ მისა სიტკბოებითა მით სიყუარულისაჲთა და ნუ სდროებნ ნუცაღა ჟამ ერთ, ვითარმცა ვის აქუნდა ვისთჳსმე ბრალი,
    72.     რამეთუ წერილ არს: „ნუ დაგასწრობნ მზჱ განრისხებასა თქუენსა“, არამედ მირბიოდეთ მისა და მოიკითხენით იგინი სიტკბოებითა მით სიყუარულისაჲთა, რაჲთა რცხუენოდის მტერსა და უხაროდის ღმერთსა ზედა.
    73.     აწ უკუე ყოველნი, რომელთა თანა არს წადიერებაჲ დამკჳდრებად სამოთხესა შინა, მოვედით და ისწავეთ პირველისა მამისა ჩუენისა ადამისგან სივლტოლაჲ ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა,
    74.     და რომელნი ღმრთისმოყუარე ხართ, ისწავეთ, რაჲთა თავივე არა ისმინოთ ძჳრისსიტყჳსაჲ და ზრახვისა ბოროტისაჲ, რამეთუ მან გამოჴადა ადამ სამოთხით.
    75.     უკუეთუ სთქუა: „ო, ღმრთისმოყუარეო, ვითარმედ: რაჲ მიც მის თანა, რომელი-იგი ძჳრსა იტყოდის ჩემდა მომართ?
    76.     არცა ვევლტი მისგან, რაჲთა არა დავწყლა გონებაჲ მისი და არცა კუალად სიტყუანი მისნი შეუტევნე გულსა ჩემსა და არცა მევნოს რაჲ“.
    77.     ჵ, უბადრუკო, ნუ იტყჳ მაგას, რაჲთა არა შთაიჭრე მთხრებლსა მას ძჳრისმეტყუელებისასა უმეცრებით, რამეთუ არა ხარ სარწმუნო უფროჲს ადამისა, რომელი სამოთხესა შინა იყო.
    78.     არცა უსარწმუნოეს ხარ მისა, რომელი-იგი ჴელითა ღმრთისაჲთა შექმნულ იყო და ანგელოზნი თანამზრახვალად ჰქონდეს.
    79.     რამეთუ მუნამდე გემოჲცა არა იცოდა ადამ მის საქმისაჲ.
    80.     რამეთუ ესე იცის უკეთურებისა სიტყუამან.
    81.     აწ უკუე ვისწაოთ მისგან და დავიცვნეთ სასმენელნი ჩ~ნი, რამეთუ ამისთჳს დაიწერნეს სიტყუანი მამათანი, რაჲთა ჩუენ ვისმინნეთ და დავიმარხნეთ თავნი თჳსნი.
    82.     უკუეთუ თჳსითა ჴელითა შექმნულსა მისა არა ჰრიდა ღმერთმან, რამეთუ ისმინა სიტყუაჲ იგი ბოროტი, არცა ჩუენ გუერიდოს.
    83.     ხოლო აწ, შვილნო ჩემნო, ევლტოდეთ ყოველსა სიტყუასა ბოროტსა და თავსავე ნუ ისმენთ ძჳრისსიტყუასა მოყუსისა თქუენისასა, რაჲთა არა შეიწუნეთ ალითა ცეცხლისა მისისაჲთა.
    84.     რამეთუ არიან ჭურჭელნი ეშმაკისანი დღესცა, ვითარცა-იგი მაშინ გუელი იყო, და იტყჳს სიტყუასა თჳსთა მათ მიერ, რაჲთა მოსრვიდეს მსმენელთა მათ, ესე იგი არს, სიტყუათა მათ მიერ უკეთურებისათა.
    85.     ხოლო სახიერმან კაცმან წარმოიძღუანის კეთილი.
    86.     დაღაცათუ ევნის ვის ვისგანმე და საძულელცა იქმნის იგი, კეთილსავე წამოიღებნ კეთილისაგან საუნჯისა თჳსისა, შეურაცხ-ყავნ თავი თჳსი წინაშე ძმისა თჳსისა და თქუნ, ვითარმედ: მე ვარ უკეთური, არამედ ლოცვა–ყავ ჩემთჳს, ძმაო, რაჲთა მეცა კეთილ–ვიქმნე“.
    87.     მაშინ–ღა პატიოსან-ჰყო ძმაჲ იგი წინაშე მისა.
    88.     ესევითარი ცხად არს, ვითარმედ თჳსითა მით სახიერებითა წარმოიღებნ კეთილსა.
    89.     და ყოველთა, რომელნი მივლენედ მისა, სარგებელ ეყვის, რამეთუ იტყჳნ მისა მიმართ სიტკბოებითა სიყუარულისაჲთა შიშისათჳს ღმრთისა, რომელი შეშჭამნ შინაგანსა მათსა, „ესე ისრაიტელი არს მართალი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს გულსა მისსა“.
    90.     საყუარელ არს, რომელი აქებდეს მოყუასსა ყოველთა წინაშე.
    91.     უკუეთუ მოიგონოს ბრძენმან ჴელოვნებაჲ იგი მტერისაჲ მის და ცნას, ვითარმედ იგი არს, რომელი მოვლენს მისა გულსა მისსა ბოროტსა ძმისა მიმართ, ევლტოდის საფრჴეთა მისთა
    92.     და ცხოვნდეს თუ, კუალად მოიჴსენოს შიში ღმრთისაჲ და ეძიებდეს სიმდაბლესა, ისწრაფოს და მივიდეს ძმისა თჳსისა, შეიტკბოს იგი და რქ~ს მას: „ჵ, ძმაო ჩემო და უფალო ჩემო, შემინდვე“.
    93.     და დაიმდაბლოს თავი თჳსი და შეუვრდეს მას სინანულით.
    94.     და მაშინ მტერი იგი სირცხჳლეულ იქმნეს.
    95.     მოიპოვეთ უკუე ესე სახე, ოდეს ბრძოლაჲ გაქუნდეს მტერისაგან, მოყუსისა მიმართ თჳსისა.
    96.     მოიჴსენეთ უკუანაჲსკნელი იგი თქუენი, რაჲთა მშჳდობით იყვნეთ და რაჲთა მოყუასი იტჳრთოთ.
    97.     შვილნო ჩემნო, მოიპოვეთ თავისა თქუენისა სათნოებანი, რაჲთა მათ გამო იქმნეთ სამკჳდრებელ ღმრთისა, რამეთუ გულფიცხელი იგი სიმშჳდემან და ყუდროებამან მოამდოვრის, ამპარტავანი იგი სიმდაბლემან მოდრკის, ძჳრისმეტყუელსა მას მშჳდობამან გულსა მოუვლინის,
    98.     რაჲთა აქებდეს მოყუასსა თჳსსა, სულმოკლჱ იგი მოთმინებამან ცოცხლად დაჰმარხის, უდები იგი სულითა მღჳძარებამან განაფრთხვის სიცონილისაგან, გულითა მძიმჱ იგი ლოცვამან მღჳძარე და ფართო ქმნის.
    99.     იყოფოდენ უკუე ლოცვაჲ თქუენი შიშით და ძწოლით და სულთქუმითა სულისაჲთა, ვითარცა წერილ არს.
    100.     ილოცევდით მარადის სულითა, ვითარცა უფალმან ჩუენმან სახარებასა შინა თქუა, ვითარმედ: „ჭეშმარიტნი იგი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“,
    101.     რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა, რამეთუ იტყჳს: „სულ არს ღმერთი და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა ჯერ-არს თაყუანის-ცემად მისა“.
    102.     ეგრეცა ლოცვაჲ თქუენი შიშითმცა არს და ძრწოლით, რაჲთა საკუმეველისსახედ აღიწიოს საკურთხეველსა ღმრთისასა.
    103.     აწ უკუე მისცენით გულნი თქუენნი ლოცვასა, ო, შვილნო ჩემნო საყუარელნო, და მსახურებასა წმიდათასა გულსმოდგინებითა გულისაჲთა.
    104.     სარწმუნოებით, ვითარმცა თავისა თქუენისასა, იქმოდეთ სამკჳდრებელსა უხრწნელსა.
    105.     გეჴსნენ დღჱ იგი, რომელსა იმსახურებოდით თქუენცა საუკუნეთა მათ კეთილთა და სერი იგი ქრისტჱსი ქალაქსა წმიდასა მისსა, რამეთუ ვითარცა მისცეს თჳთოეულმან გული თჳსი, ეგრეცა იმსახურებოდის, ვითარცა თჳთ ქმნა.
    106.     და ღათუ დავყვნეთ ყოველნი ჟამნი ჩუენნი წმიდათა მსახურებასა შინა და აღვასრულებდე ყოველთა ნებათა გულისა მათისათა, ესე ყოველნი ვერ ღირს არიან ერთისაცა სიტყჳსა მათისა, რომელი თქუან ჩუენთჳს ჟამსა მას ჭირისასა,
    107.     ოდეს-იგი ევედრებოდიან ჩუენთჳს მათ კეთილთა, რომელ მოღებად არიან მაცხოვრისა ჩუენისაგან მსახურებისა მისთჳს, რომელ ვჰყოფდით მონათა მისთა, რამეთუ იგი თავადი იტყჳს: „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ“.
    108.     აწ უკუე მსახურებდით მათ სარწმუნოებით და სიყუარულით, ნუ გულისსიტყჳთ, ნუცა ორგულებითა, არამედ სარწმუნოებაჲ მტკიცჱ აქუნდინ გულთა თქუენთა, რაჲთა იცოდით სასყიდელი ყოვლისა მის შრომისა თქუენისაჲ.
    109.     და რაჲთა არა იყვნენ გულისსიტყუანი ყოველთა შინა საქმეთა თქუენთა, რამეთუ წერილ არს: „ყოველსა, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა“.
    110.     და მერმე წერილ არს, ვითარმედ: „სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოვიდოდის ღმრთისა, რამეთუ არს“.
    111.     და მეძიებელთა მისთა კუალად სასყიდლისმომცემელ ექმნის, რამეთუ საქმენი კაცად-კაცადისა ჩუენისანი აღწერილ არიან:
    112.     გინა მსახურებაჲ, გინა თუ ვინმე ილოცვიდეს მეტად, გინა თუ ვინმე მუჴლნი მოიდრიკნეს მეტად, გინა თუ ვინმე ცრემლოდის მეტად, გინა თუ ერთისა დღისა მარხვაჲ მეტი, გინა თუ სიტყუაჲცა ვინმე თქუას ღმრთისათჳს, ვიდრე ჴელთსაქმარადმდეცა ყოველივე დაიწერების.
    113.     ნუ გეშინინ, შვილნო ჩემნო, მაცხოვარი ჩუენი არავის დაგუაკლებს.
    114.     ყოველივე შრომაჲ, რომელი-რაჲ ვყოთ თითოეულმან ჩუენმან, წარმოგჳდგეს, რომელსა ჟამსა განვიდოდის ჩუენ ჴორცთაგან.
    115.     აწ უკუე განიფრთხვეთ და ნუ ხედავთ მათ, რომელნი ჭამასა შინა მრავალსა არიან და რომლისადა არა შეასმენს მათ გონებაჲ მათი და ვთქუათ, „რამეთუ ვითარცა სამე მშრომელნი არიან, ეგრეცა – არამშრომელნი“.
    116.     არამედ განიმტკიცენით თავნი თჳსნი სარწმუნოებითა შრომათა შინა თქუენთა, რამეთუ ვიდრე მცირედ ოდენცა სათნოებად, რომელ-რაჲ ყოს კაცმან, გინა თუ შეაიწროს თავი თჳსი საჭმელსა ზედა, ყოველი საქმჱ და შრომაჲ, რომელი-რაჲ ვყოთ, წარმოგჳდგეს ჩუენ მერმესა მას საუკუნესა.
    117.     აწ უკუე შეეყვენით შრომასა და გიყუარდინ იგი, და-მცა-გტკბების თქუენ შორის.
    118.     ნუ ერჩით უძლურებასა ჴორცთა თქუენთასა და უცხო იქმნებით კეთილთა მათგან და ინანდეთ დღესა მას აღდგომისასა,
    119.     ოდეს-იგი დამაშრუალთა მათ მიაქუნდეს სამოსელი და გჳრგჳნები და თქუენ ჰხედვიდეთ სამოსელი სამეფოჲ და თქუენ იპოვნეთ შიშუელნი წინაშე საყდართა ქრისტჱსთა, რაჲთა ყოველთა მოსცეს სასყიდელი შრომათაჲ დღესა მას აღდგომისასა.
    120.     რაჲ სარგებელ გუეყოს ჴორცთა ამათ ჩუენთა, უკუეთუ ვჭამდეთ და ვსუმიდეთ და გუეძინოს და მაშინ დავაკლდეთ დაუსრულებელთა მათ კეთილთა?
    121.     ვინ სადა იდიდის ბრძოლასა, უკუეთუ არა პირველად თავი თჳსი მისცის სიკუდილდ, ვიდრემდის ძლოს?
    122.     ანუ ვინ გჳრგჳნოსან იქმნეს სახილველსა შინა, უკუეთუ არა ცემითა მოაკუდინის ზედამომავალი იგი, ანუ ვინ ისწავის ხურვნოებაჲ, არა თუ დასაბამსა დაშურეს?
    123.     ანუ ვინ სადა მცონარმან შეიკრიბის საფასჱ, არამედ უფროჲსღა, რომელი-იგი მამა-დედათა მოგებული აქუნ, იგიცა წარიწყმიდის ბოროტად.
    124.     აწ უკუე იღუწიდეთ, ჵ, შვილნო ჩემნო, და ნუ უტევებთ კეთილთა მათ თანაწარსლვად თქუენგან.
    125.     სასუფეველსა მას და სიტკბოებასა, რომელ არს მარადღე პირთა შინა თქუენთა, ნუმცა მიგიღებს თქუენ, ჵ, შვილნო ჩემნო საყუარელნო,
    126.     რამეთუ ვერ ძალგიც გჳრგჳნოსან-ყოფაჲ თჳნიერად შრომისა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: მრავლითა ჭირთა გჳღირს ჩვენ შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
    127.     ამიერითგან იღუწიდით კაცად-კაცადი თქუენი მსგავსად ძალისა თქუენისა.
    128.     რომელი უძლურ იყოს და ვერ ეძლოს შრომად, აქებდინ შრომათა მათ ძმისა თჳსისათა და ადიდებდინ მათ და ჰრწმენინ, რამეთუ მის თანა იხარებდეს კეთილთა შინა.
    129.     რამეთუ დიდი დიდებაჲ არს, რომელსა და ღათუ ვერ ძალ-ედვას დათმენად შრომასა მრავალთა, და ადიდებდეს შრომათა ძმისა თჳსისათა.
    130.     აწ უკუე ეკრძალებოდეთ თავთა თჳსთა და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ შრომასა მოყუასთა თქუენთასა, რამეთუ არიან ვინმე, რომელნი ვერ შეუძლებენ შრომასა
    131.     და რამეთუ აქებედ შრომასა მოყუასთა თჳსთასა და შევლენან სასუველსა ღმრთისასა განსუენებულად, რამეთუ დიდი სასყიდელი აქუს, რომელი აქებდეს მოყუასსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველთა აქებდით და ღმრთისა გეშინოდენ“.
    132.     და მერმე წერილ არს: „უფროჲსად შეგერაცხენ მოყუასისაჲ, უფროჲსად თავისა თჳსისა მოიჴსენეთ“, რამეთუ წინაჲთვე თქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“.
    133.     უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ჰყოფდეს ძმასა თჳსა წინაშე თქუენსა, ნუ თავს-იდებთ მისსა, ნუცა რაჲ სიტყუაჲ თქუენდა მიმართ ითქუმის შეურაცხისსაყოფლად ძმისა თქუენისა, არამედ ყოველი შეურაცხებაჲ მტერსა აჩემეთ, რამეთუ არსვე მისა.
    134.     ხოლო ქებაჲ იგი ძმათა თქუენთაჲ ცხად იყავნ თქუენ მიერ ყოველთა წინაშე და მასვე ზრახევდით და იყოს თქუენდა სარგებელად.
    135.     ევლტოდეთ ყოველსა ზრახვასა ბოროტსა, რამეთუ მან უცხო ქმნა ადამი დიდებისა მისგან, რომელ აქუნდა დასაბამსა.
    136.     უკუეთუმცა არა ესმინა მას ევაჲსი იგი ზრახვაჲ სიტყჳთა მით გუელისაჲთა, არასადამცა შეიწყნარა თესლი იგი ცოდვისაჲ გულსა მისსა.
    137.     აწ, შვილნო ჩემნო, გჳცნობიეს პირველისა მისგან მამისა ჩუენისა, რამეთუ არა ექმნა მას სარგებელად უკეთურებისა იგი ზრახვაჲ.
    138.     ვივლტოდით მისგან.
    139.     და ოდეს დაჰბანდეთ ფერჴთა ძმისა თქუენისათა, იტყოდეთ მათა მიმართ სიტყუასა წმიდათასა და შიშსა ღმრთისასა.
    140.     დასთესევდით თესლსა კეთილსა გულთა შინა მათთა, რამეთუ გონებაჲ წმიდაჲ არასადა ხედავნ კაცსა ბოროტად გულსა შინა თჳსა და ყოველთა ადიდებნ, ვითარცა ნეტარი პეტრე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთმან მასწავა მე, რაჲთა არა ვთქუა კაცი შეგინებულად, გინა არაწმიდად“.
    141.     ხოლო შეგინებულსა გულსა ყოველივე სძაგნ და ისწრაფინ, რაჲთამცა შეურაცხ-ყო მოყუასი.
    142.     ხოლო თქუენ, შვილნო ჩემნო, მოსწრაფე იყვენით პატივის-ცემად მოყუასისა და გაქუნდინ სიტკბოებაჲ იგი მოყუარულისაჲ გულთა შინა თქუენთა და მიუთხრობდით საქმეთა კეთილთა ქებით,
    143.     რაჲთა დაადგრეს სიყუარული მოუკლებელად გულთა შინა თქუენთა, რაჲთა იყვნეთ მოწაფე უფლისა იესუსა, რამეთუ მან თქუა: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარობდით ურთიერთარს“.
    144.     აწ უკუე იღუწიდით მარადის, რაჲთა იყვნეთ სიყუარულსა შინა მოყუასისასა და თჳთოეული ჰმსახურებდით მადლითა მით მოყუასსა უშურველად.
    145.     მოიგონე მონაჲ იგი, რომელსა მიუძღუანა უფალმან მან მისმან საჭმელი იგი სერისა თჳსისაგან და მან დაიყენა თავისა თჳსისა, რავდენ კმა-ეყოფოდა, და სხუაჲ იგი განუყო მისთანათა მათ მონათა და ამის გამო იქმნა მკჳდრ ძესა თანა უფლისა თჳსისასა.
    146.     მოიჴსენებდით მადლთა მათ, რომელ ყვნა ჩუენ თანა ღმერთმან, რამეთუ მოავლინა მხოლოდშობილი ძჱ თჳსი სოფლად ჩუენთჳს და ჴორციელ იქმნა საშოსა შინა ქალწულისასა და აღიზარდა, ვითარცა ყრმაჲ და ნათელ-იღო იოვანესგან, ვითარცა ყოველთა, ვითარცა მოციქულმან თქუა:
    147.     „რავდენთა ქრისტჱს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ“ და თქუენ ნათელღებულთა, რომელთა მოგიღებიეს ბეჭედი იგი ნათლისღებისაჲ, დაჰმარხენით თავნი თჳსნი დაცვად ბეჭდისა მის, რომლითა აღიბეჭდენით, რაჲთა ჰძწოდით საიდუმლოჲსა მისთჳს, რომელი მოცემულ არს თქუენდა.
    148.     რამეთუ მიიცვალებით შვილებად ღმრთისა, ვითარცა ჭეშმარიტად ქრისტჱ შეგიმოსიეს.
    149.     ეკრძალებოდეთ თავთა თქუენთა ფრიად.
    150.     ნუ უდებ იქმნებით სულისა თქუენისათჳს, რამეთუ უფალმან გამომიჴსნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა.
    151.     ნუმცა შევიკრავთ თავთა თჳსთა კუალად მითვე მონებითა შეურაცხითა, რამეთუ სირცხჳლ არს ჩუენდა შეურაცხისა მონებაჲ.
    152.     შვილნო ჩემნო, მიიხუენით სიტყუანი ჩემნი გულთა თქუენთა და შეიხუენით საუნჯეთა სულისა თქუენისათა, რამეთუ მომავალ არს დღჱ იგი, ოდეს გკითხვიდენ ნაყოფთა მათთჳს და სიტყუაჲ მისცე ყოველთათჳს, რომელნი გესმეს შენ ჩემგან, ნუმცა სარჩელ გექმნებიან თქუენ სიტყუანი ჩემნი.
    153.     გეტყჳ თქუენ ამათ სიტყუათა, რამეთუ ვზრუნავ ცხორებისა თქუენისათჳს და სიცოცხლისათჳს სულთა თქუენთაჲსა, რამეთუ გიჩუენე თქუენ ყოველი ცხორებაჲ თქუენი და არა რაჲ დავფარე თქუენგან რაჲთურთით.
    154.     იგი უზრუნოთ თავთა ჩუენთა პირველ განკითხვამდე ჩუენდა, დავსხნეთ გულნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა და მოვიქცეთ ღმრთისა ჩუენისა.
    155.     ჵ, შვილნო ჩემნო, ტირილითა და სინანულითა გჳცნობიესმცა ბრალი ჩუენი და ნუმცა ვიქმნებით, ვითარცა პირუტყუნი, რომელთა არა აქუს ცნობაჲ.
    156.     გეწყალოდენ შრომანი თქუენი, რაჲთა არა, ოდესღა მოგეპოვნენ, ერთბამად მაშინ მიგეხუნენ თქუენგან უთმინოებითა, რომელ ჩუეულად იქმნებიან თქუენ შორის, რომელნიცა მიგიღებენ ნაყოფსა მას შრომათა თქუენთასა.
    157.     აწ უკუე გჳცნობიეს ესე, ვივლტოდით მათგან.
    158.     ვინმე იყოს ბრძენი, რომელიმცა ერთგზის შთავრდომილ იყო მთხრებლსა მას და კუალად მუნვე მიაქცია?
    159.     არამედ სხუათამცა განაკრძალებნ არა მისლვად მას ადგილსა და, თუ ეკრძალნენ, რომელთა-იგი ესმეს, ცხოვნდენ.
    160.     იცოდეთ უკუე, რამეთუ მთხრებლ უდებებაჲ არს.
    161.     ივლტოდეთ მისგან და გულსმოდგინებით შეიკრძალეთ სიყუარულით სიტკბოებაჲ იგი სინანულისაჲ.
    162.     უკუეთუ დაადგრეს თქუენ თანა სინანული, ყოველნი სათნოებანი მოისწრაფდენ თქუენდა მომართ, რამეთუ დიდ არს დიდებაჲ სინანულისაჲ, მხიარულება არს ცრემლი იგი თუალთა მისთაჲ.
    163.     სიხარულ საუკუნე ექმნის, რომელთა ელმოდის მას შინა.
    164.     ყოველნი ნაყოფნი მისნი აღსავსე არიან ძალითა ღმრთისაჲთა.
    165.     ხოლო მეშინის მე და ვძრწი, ნუუკუე უდებებამან შეგიპყრნეს თქუენ და კუალად თჳსავე მიგაქცინეს.
    166.     და მერმე გრცხუენოდის პირსა წინაშე სინანულისასა, რომელსა შეგვედრენ თქუენ ცრემლით, ვიდრე-ესე ხართღა ჴორცთა ამათ შინა, შეიკრძალეთ სინანული და ნუსადა დაუტევებთ მას.
    167.     ტიროდეთ წინაშე მაცხოვრისა, ვიდრემდის ღირს იქმნეთ სმენად ჴმისა მის მისისა, რომელი იტყჳს: „მიგეტევნენ თქუენ ცოდვანი თქუენნი, რამეთუ სახიერ არს მაცხოვარი ჩუენი და კაცთმოყუარე და უხარის სინანულსა ზედა და იგი თავადი მეოხ არს ჩუენთჳს“.
    168.     აწ უკუე ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ, შვილნო საყუარელნო, სახიერებასა მისსა, რაჲთა არა ვედრებაჲ იგი მისი, რომელ ჩუენთჳს შეიწირვის, უქმ იპოვოს მიქცევითა მით ჩუენითა კუალად ცოდვათავე ჩუენთა.
    169.     და მაშინ საქმეთა მათ ჩუენთა ბოროტთა უდებ-ყოფად სცენ სახიერებასა მას მისსა, რაჲთა არა ევედრებოდის მამასა ჩუენთჳს.
    170.     ვინმე იყოს ესრჱთ უგუნურ, ვითარმცა დაუტევა სინანული და მიუდგა უდებებასა.
    171.     რამეთუ უდებებაჲ არს, რომელი დაარღუევს ყოველსა შჱნებულსა კაცისასა.
    172.     ამისთჳს უკუე მოსწრაფე იყვენით მარადის, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი ძჳრსა გჳძრახვენ ჩუენ.
    173.     აწ უკუე, შვილნო ჩემნო, რბიოდეთ ღუაწლსა მას შინა და გიყუარდინ სიტკბოებაჲ შრომათაჲ მათ, რამეთუ შრომაჲ იგი მიგიძღჳს თქუენ განსასუენებელად და განჰკურნებდეს სნეულებათა მათ გულისათა.
    174.     შრომაჲ არს, რომელი განგიმზადებს შენ ზეცისათა მათ კეთილთა და შრომაჲ გყოფს შენ ზიარ სულისა წმიდისა.
    175.     ვინანდეთ, ვიდრე ესე ჟამი გუაქუსღა პირველ მოწევნამდე განსლვისა ჩუენისა.
    176.     უკუეთუ მოვიდენ გამყვანებელნი ჩუენნი, ვერ ჴელ-ვიწიფოთ თქუმად მათა: „შემინდვეთ ჩუენ მცირედ დღეს, რაჲთა შევინანო“, რამეთუ არა თავს-იდვან ჩუენი მოწევნულსა მას დროსა და მერმე ვერღარა შესაძლებელ არს შენანებად მას ადგილსა.
    177.     ყოველი სინანული მცირედსა ამას ჟამსა არს და შემდგომად განსლვისა ჴორცთაგან არღარა მოგუეცეს ჩუენ მიერითგან სინანული, რამეთუ თქუა ღმერთმან ცოდვათა შინა მომკუდარისათჳს,
    178.     ვითარმედ: „არღარა მოვიჴსენნე მე ყოველნი სიმართლენი მისნი, ყოველი გამოცდილებაჲ თქუენი ამათ ჴორცთა შინა გამოცხადნეს“.
    179.     ვრბიოდით უკუე ვიდრე ესე ჟამი გუაქუსღა, რაჲთა ვპოვოთ ნაყოფი ჟამსა ჭირისასა.
    180.     უკუეთუ არა დაშურეს კაცი ჟამსა ჴნვისასა ჟამსა თჳსსა, ვინაჲ მოიმკოს ჟამსა მკისასა, ანუ ვინაჲ პოვს შეკრებად საუნჯესა თჳსსა?
    181.     აწ უკუე ვაჭიროთ თავთა თჳსთა მცირედსა ამას ჟამსა, რაჲთა მოვიმკოთ და ნუმცა დავჴსნდებით, შვილნო ჩემნო, ვიღუწიდეთ კაცად-კაცადი თჳსისაებრ ძალისა, ვითარცა კლემენტოს იტყჳს:
    182.     „და ღათუ ყოველნი გჳრგჳნოსან ვერ ვიქმნეთ, არამედ ახლოს ოდენმცა ვიპოვებით გჳრგჳნოსანთა მათ“, საყუარელნო, ღუაწლსა მასმცა შინა ვიპოვებით და ზიარ მოღუაწეთა ქრისტჱსთა, და ვიღუწითმცა ჩუენცა მსგავსად ძალისა ჩუენისა.
    183.     ნუმცა ვიქმნებით, ვითარცა მონაჲ იგი, რომელმან დამალა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ და რაჲთურთით არარაჲ ქმნა: არცა დიდი რაჲ ქმნა, რაჲმცა მოიღო დიდი იგი, არცა მცირჱ, რაჲთამცა მოიღო მცირჱ.
    184.     ვისწრაფოთ უკუე ყოფად ძალისა ჩუენისაებრ, რამეთუ სახიერ არს უფალი ჩუენი და, ქმნის კაცმან კნინი რაჲმე, მოაგის დიდი მის კნინისა წილ.
    185.     აწ უკუე, შვილნო, ვიღუაწოთ, რაჲთა ვიქმნეთ მახლობელ მართალთა თანა.
    186.     ნუუკუე ოდეს მივიწივნეთ მას ადგილსა, ვინანდეთ, ვიხილნეთ რაჲ ძმანი ჩუენნი სიმაღლესა შინა სიმართლისა მისთჳს ნაყოფთა მათთაჲსა და მაშინ ვთქუათ: „ჵ, ვითარ არა ჩუენცა მივსცნეთ თავნი თჳსნი ვიდრე სიკუდილადმდე, და და-მცა-გუემკჳდრა ესევითარი ესე დიდებაჲ“.
    187.     ჵ, შვილნო ჩემნო საყუარელნო, ნეტარ არიან, რომელნი შურებიან ყოვლითა ძალითა მათითა, რამეთუ ერთმან ჟამმან განსუენებისამან დაავიწყოს შრომაჲ იგი მათი.
    188.     და მაშინ იტყოდიან გულთა შინა მათთა სინანულითა, რომელნი-იგი არა დამაშურალ იყვნენ: „რაჲსათჳს-მე ვერიდებოდეთ ჴორცთა ჩუენთა და განუსუენებდით მათ ოდესვე?
    189.     და აჰა ესერა, აწ უცხოქმნულ ვართ საუკუნეთა მათ კეთილთა“.
    190.     შვილნო ჩემნო საყუარელნო, არქუთ უძლურებასა მაგას ჴორცთა თქუენთასა, რაჟამს გაზრახებდენ თქუენ შრომათა შინა თქუენთა, ვითარმედ: ჰრიდეთ თავთა თჳსთა, რაჲთა არა გევნოს და უძლურებასა შესცჳვეთ და სხუათა დაუმძიმოთ.
    191.     რაჲ გნებავს, საუკუნენი იგი დაუსრულებელნი კეთილნი, ანუ საწუთროჲ ესე განსუენებით და უცხო-ყოფაჲ საუკუნოთა მათგან კეთილთა?
    192.     ჵ, შვილნო ჩემნო საყუარელნო, იღუწიდით მერმეთა მათთჳს კეთილთა და ნუმცა ვერჩით ზრახვასა ჴორცთასა და უცხო ვიქმნებით საუკუნეთა მათგან კეთილთა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა“.
    193.     ვიქმოდით უკუე ზრახვასა მას სულისასა, რაჲთა ვცხოვნდეთ საუკუნოდ.
    194.     ვინმე წმიდათამან მოიპოვა სასუფეველი თჳნიერად შრომისა და ჭირისა?
    195.     ანუ ვინ წმიდათა მარხულთაგანი გჳრგჳნოსან იქმნა თჳნიერად სალმობათა?
    196.     ნუმცა უკუე ვჰრიდებთ თავთა ჩუენთა, რაჲთა არა შევამწიკოთ სული ჩუენი და ნუმცა ვხედავთ უძლურებასა ჴორცთა ჩუენთასა, რაჲთა არა სული შიშულად დაუტეოთ.
    197.     და აწ, შვილნო ჩემნო, ყოველი სწრაფაჲ თქუენი იყავნ დამარხვად მცნებათა ღმრთისათა და ისწრაფდით დაჭირებად თავთა თჳსთა ყოველსა შინა საქმესა,
    198.     რაჲთა არა თავთა თჳსთა უდრტჳნვიდეთ სინანულითა გულისაჲთა, არამედ უფროჲსღა, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ, რამეთუ ყოვლისაებრ ძალისა ჩუენისა ვყავთ.
    199.     მადლი უფლისაჲ არს, რომელი ძალსა მოგცემს თქუენ, რაჲთა დაუთმოთ შრომასა მას.
    200.     და კუალად გულსმოდგინებისაჲ არს განმზადებაჲ გულისაჲ შრომათა მიმართ მსგავსად ძალისა ჩუენისა, რამეთუ საშინელ არს შევრდომაჲ ადგილსა მას სატანჯველისასა და ჭირისასა.
    201.     ჵ, რაბამმან უკეთურებამან შეიპყრნეს მას შინა, რომელთა უტჳრთავს სახელი ღმრთისაჲ და შეურაცხ-ჰყოფენ მცნებათა მისთა.
    202.     ო, შვილნო ჩემნო საყუარელნო, არა მნებავს თქუენი სირცხჳლეულ-ყოფაჲ, არამედ მინებს, რაჲთა მიიღოთ დიდებაჲ იგი წმიდათაჲ, რამეთუ იგი დიდებაჲ საუკუნე არს.
    203.     ილოცევდით, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მისა.
    204.     მე ვარ მიწაჲ და ნაცარი და ყოვლადვე არა ღირს ვარ.
    205.     ხოლო არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ დიდსა მას სიხარულსა მოსლვასა მისსა.
    206.     და თქუენცა ილოცევდით ჩემთჳს, რაჲთა უფალი იყოს ჩემ თანა, ვიდრემდის მივიწიო მისა.
    207.     შვილნო ჩემნო, დიდ არს სარგებელი იგი თქუენი.
    208.     იქმოდეთ უკუე, ვითარცა არს საზომი მაგისი.
    209.     ჰბაძევდით კრძალვასა მას წმიდათასა, ვითარცა ჰბაძევდით წესიერად ცხორებასა მათსა.
    210.     რაჲ სარგებელ გეყოს, უკუეთუ მივსცნეთ თავნი ჩ~ნი შუებასა ჴორცთასა, რამეთუ თჳთ იგი საშუებელი ჭირვე იქმნეს მისითა მით გულისთქუმითა.
    211.     არა საბრალობელ არს კაცი ჭამადისათჳს, და გულისთქუმისათჳს.
    212.     ხოლო აწ, შვილნო ჩემნო, განვიშოროთ ჩუენგან ყოველივე გულისთქუმაჲ ჴორციელი და რაჲსათჳსცა გული უთქმიდეს ჴორცთა, არა ნება ვსცეთ მათ, არამედ დავჴსნიდეთ ნებასა მათსა.
    213.     და ღათუ იხილონ საჭმელი კეთილი და გულმან უთქუას, ნუ სცემ მათ.
    214.     რასაცა შჭამდეთ, შვილნო ჩემნო, ნუ გულისთქუმით შჭამთ, არამედ დაწყნარებულითა გულითა ჭამეთ.
    215.     და ვითარცა ჰბაძევდით სიმჴნესა მას წმიდათასა, ჰბაძევდით სიყუარულსაცა მათსა, რომელი აქუნდა ურთიერთარს, რამეთუ, ისწრაფდეს პატივისცემად მოყუსისა უფროჲს თავისა თჳსისა და ეგრევე უნებნ, რაჲთამცა უმეტჱსი ჭამადი ძმასა თჳსსა სცეს და უდარჱსი თჳთ ჭამეს.
    216.     და ესრჱთ ტირილით იტყჳედ, ვითარმედ: „ამასცა არა ღირს ვართ“.
    217.     აწ უკუე, შვილნო, ჩემნო, იხილეთ, რამეთუ დიდსა ღუაწლსა მიგიცემიან თავნი თჳსნი, რამეთუ ბოროტ არს მბრძოლი იგი ჩუენი და, თუ ვითარ შეუძლოს, არა გუერიდო, რამეთუ გუეშურობს ჩუენ.
    218.     აწ თქუენცა ნუ უდებ იქმნებით თავთა თჳსთა, არამედ დაიცვენით თავნი თჳსნი მისგან მარადის და ნუ ჰრიდებთ თავთა თქუენთა შრომასა შინა.
    219.     უფროჲსღა მეტად გაქუნდინ შრომაჲ და ეკრძალებოდეთ ყოვლისაგან ბოროტისა: რისხვისაგან და დრტჳნვისა, ამპარტავნებისაგან და ძჳრისმეტყუელებისა.
    220.     ეკრძალენით, ნუმცა მოვალს გულისსიტყუაჲ მათი გულსა თქუენსა.
    221.     ევლტოდეთ ცუდად მზუაობრებსა, რაჲთა არა გელმოდის გული, ოდეს-იგი ყუედრიდენ თქუენ.
    222.     შვილნო ჩემნო, ყოველი სიქადული თქუენი იყავნ, რაჲთა სრულ-ჰყოთ შრომაჲ თქუენი და ცოცხალ ყოვლისაგან შეგინებისა ვიდრე დღედმდე სარჩელისა,
    223.     რამეთუ, რომელი-იგი მიმთუალველი არს მისი, სძულს მას მწიკულევანებაჲ და აღიხილოს შრომაჲ იგი თქუენი კრძალულად და თუ იპოვოს მას შინა ამპარტავანებაჲ, გინა ცუდად მზუაობრობაჲ, გინა ძჳრისმეტყუელებაჲ, არა მიითუალოთ იგი თქუენგან.
    224.     შეეყვენით სათნოებასა, რაჲთა იყვნენ შრომანი თქუენნი ცოცხლად, რამეთუ ყოველი შრომაჲ არა რაჲ არს სათნოებათა წინაშე.
    225.     შეიკრძალენით მარხვაჲ, რამეთუ კეთილ არს, და ლოცვაჲ, უკუეთუ დავიმარხოთ იგი და, თუ დავყვნეთ ყოველნი ჟამნი ჩ~ნი მარხვასა შინა, არცა შჭამდე, არცა სუმიდე მრავალ დღე და იპოვოს შური შენ თანა ძმისა მიმართ შენისა, გინა შეელალო და არა დაუმდაბლო მას თავი შენი,
    226.     რაჲთა იყოს მშჳდობაჲ შორის თქუენსა, ცუდად არიან მარხვანი თქუენნი და ლოცვანი და შრომანი, რამეთუ არა ჰქონან სათნოებანი და არიან ვითარცა ხჱ, რომელსა არა აქუნ ფურცელი გინა ნაყოფი.
    227.     რამეთუ სამკაულ შრომათა სათნოებაჲ არს, გჳრგჳნ მარხვისა სიმდაბლჱ არს.
    228.     აწ უკუე გიცნობიეს ძალი მისი, შეიკრძალეთ იგი და ნუ გაუტევებთ მას, რამეთუ ესე შეიმოსა ქრისტემან, ვიდრემდის დაჴსნა ყოველივე ძალი მტერისაჲ,
    229.     რამეთუ დაიმდაბლა თავი თჳსი და შეისხნა ჴორცნი სიკუდილისანი და იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდილდმდე, ვიდრემდის დაჴსნა სალმობანი ჯოჯოხეთისანი.
    230.     მივიღოთ უკუე ჩუენცა სიმდაბლისაგან მისისა, რაჲთა მოგუცეს ჩუენცა მადლისაგან თჳსისა, რაჲთა შევმუსროთ გულისსიტყუაჲ იგი ამპარტავანებისაჲ.
    231.     ყოველივე ბრალი მოყუსისაჲ განვჴსნეთ სიმდაბლითა.
    232.     უკუეთუ გინდეს სიმდაბლით მისლვის, რაჲთა შეურდე ძმასა შენსა, ნურარას ამხილებ მას რომელსავე ზედა ბრალსა, არამედ გაქუნდინ სიმდაბლჱ იგი გულსა შინა შენსა და აბრალებდ თავსა თჳსსა და ესრჱთ სირცხჳლეულ იქმნეს მტერი.
    233.     უმჯობე არს, რაჲთა იძლიო სიმდაბლითა, ვიდრეღარა ძლევასა შენსა ამპარტავანებითა.
    234.     ისწრაფდით კაცად-კაცადი თქუენი, მო-რაჲ-ვიდოდის წმიდასა შესაწირავსა, რაჲთა ცოცხალ იყოს ყოვლისაგან სალმობისა გულისა მოყუსისა მიმართ, რაჲთა უხაროდის ანგელოზსა მას, რომელი მოგცემდეს ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსა.
    235.     იყავნ შიში უფლისაჲ მარადის თქუენ შორის და შეშჭამდინ გულთა თქუენთა.
    236.     შვილნო ჩემნო, უკუეთუ მიგცნე მცნებანი ესე თქუენ, და უზრუნველ იქმნეთ ამათგან, სიტყუაჲ მისცეთ საქმისა მათისათჳს.
    237.     და მე თუ დავმალო და არა გითხრა თქუენ ბრალი, სიტყუაჲ მივსცე.
    238.     იყვენით უკუე სიწრფოებით, შვილნო ჩემნო, და ნუმცა რაჲ გაქუნ სიბოროტჱ გულთა შინა თქუენთა, არამედ უფროჲსღა იყვენით უმანკო, რაჲთა განსუენებულად აღხჳდეთ ზეცად.
    239.     დაიცვენით გულნი თქუენნი და წმიდა იყვნენ ყოვლისაგან გულისსიტყჳსა და ზრახვისა საეშმაკოჲსა, რამეთუ წერილ არს: „ყოველი საცოჲ დაიმარხენ პირმან შენმან“.
    240.     და კუალად უყუარნ უფალსა წრფელნი გულითა და სათნო მისა არიან ყოველნი უბიწონი.
    241.     და მერმე თჳთ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.
    242.     შურებოდეთ უკუე მარადის დაცვად გულთა თქუენთა ყოვლითა სიწმიდითა და ყოვლადვე ნუ ვის შეურაცხჰყოფთ გულთა შინა თქუენთა.
    243.     გეჴსენენ ფარისეველისაჲ მის და მეზუერისაჲ და არა აღგიმაღლდეს გული თქუენი მოყუსისა მიმართ, ვითარცა თქუა უფალმან, ვითარმედ: „რომელმან აიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.
    244.     დაიმდაბლენით თავნი თქუენნი მოყუსისა მიმართ და ნუცა ერთსა რას ზედა სიტყუა-უგებთ მათ და ნუცა ჰრისხავთ რას,
    245.     არამედ უფროჲსად გიხაროდენ სრულ-ყოფაჲ იგი ძმისა თქუენისაჲ და მადლი იგი, რომელი მოეღოს და სულნი თქუენნი მისცენით მათთჳს და სწყალობდით ურთიერთარს სიყუარულითა სრულითა, რაჲთა ესრჱთ აღმოფხურათ ყოველი ძირი მტერისაჲ.
    246.     და უფალსა იესუს უხაროდის და დაემკჳდროს თქუენ შორის და იხარებდეს თქუენდა მიმართ და მან გასწაოს, რაჲ-იგი ღირდეს ყოველსა შინა საქმესა და გიჩუენებდეს თქუენ ნებასა თჳსსა ყოველსა შინა.
    247.     შვილნო ჩემნო, არა რაჲ დავმალე თქუენგან თავით ჩემით, არამედ ყოველივე უმჯობჱსი გიჩუენე თქუენ.
    248.     ნუმცა ცუდად არიან სიტყუანი ჩემნი თქუენდა მომართ და არად შეჰრაცხნეთ იგინი და ნუმცა ნამეტნავი სიტყუათა ჩემთაჲ სიმაძღრე გექმნების თქუენ.
    249.     უკუეთუ მიაქციოთ ამათ მცნებათაგან, მე უბრალო ვიყო და თავისუფალ, ხოლო თქუენ სიტყუაჲ მისცეთ მათთჳს.
    250.     შვილნო ჩემნო, გაქუნდინ შიში ღმრთისაჲ მოუკლებელად თქუენ შორის და მოელოდეთ დღესა მას მოხედვისა თქუენისასა, რამეთუ მტერი თქუენი უკეთურ არს, მიმოვალს ვითარცა ლომი და ეძიებს შთანთქმად სულთა თქუენთა.
    251.     ხოლო ჩუენ, რამეთუ გჳცნობიეს ესე, გჳღირს, რაჲთა ვეკრძალნეთ თავთა თჳსთა და ნუმცა დაჴსნილ ვართ ჴელითა ჩუენითა, რამეთუ იგი გჳმზირის კართა სულისა ჩუენისათა და ვითარცა ძაღლი ისწრაფის,
    252.     რაჲთამცა მისტაცა პური პირსა ჩუენსა, რამეთუ გარდაუცუამს მშჳლდსა თჳსა და ისრის ისართა მისთა მარადის.
    253.     აწ უკუე განიფრთხვეთ და გაქუნდინ საჭურველი თქუენი მზად, რაჲთა არა ისარი მისი შევიდეს გულთა თქუენთა და მოგსრნეს თქუენ, რამეთუ მტერმან დასთესნის გულისსიტუანი თჳსნი მარადის ისართა თჳსთანი, რომელნი მოსრვენ სულთა.
    254.     უკუეთუ თქუენ უდებ იყვნეთ, მიიწიოს ისარი მისი გულთა თქუენთა და წყლას იგი, არამედ ისწრაფეთ და აღიღეთ მახჳლი იგი სულისაჲ და მოიკუეთეთ ნაცემი მისი და ადგილი ისრისაჲ მის, ვიდრე არღა განფენილ იყოს გესლი ყოველსა გუამსა.
    255.     ეკრძალებოდეთ თავთა თქუენთა და ნუ მიერჩით გულისსიტყუათა მისთა და ნუცა წარიწყმედთ სულთა თქუენთა მტერისა მის თქუენისაგან.
    256.     ნუ თავს-იდებთ მჴეცთასა მას, რაჲთა არა განგხეთქნენ თქუენ უკეთურებითა მათითა, ნუუკუე მოგიჴდენ თქუენ, ვითარცა მოყუარენი და მეგობარნი და ზაკუვით მოგწყჳდნენ თქუენ მტერობითა მით მათითა,
    257.     არამედ დადეგით მათა მიმართ მჴნედ, ვითარცა იგი მოღუაწენი რაჲ განეწყვნიან ზედამომავალთა მათ მტერთა და ესრიედ მათ ურიდად, ვიდრემდის სძლონ და განასხნენ იგინი საზღვრით მათით.
    258.     და თქუენცა ტანჯეთ მძლავრი იგი და ბილწი, რომელი გამოგცდის თქუენ მარადის, ვითარცა-იგი გამოიცადის ოქროჲ ბრძმედსა შინა.
    259.     და თუ წინააღუდგებით გულისსიტყუათა მისთა არა სმენად მათა, დაიმარხენით თავნი თქ~ნი შიშსა შინა ღმრთისასა და შეწევნაჲ მისი გარემოგადგეს თქუენ და გიჴსნეს თქუენ საფრჴეთაგან მტერისათა.
    260.     იღუაწეთ უკუე, შვილნო ჩემნო, და ნუ ივლტით პირისაგან მტერთა თქუენთაჲსა, ნუცა გეშინინ და გეწყინებინ განსაცდელსა შინა მათსა, არამედ დაუთმობდით სულგრძელებით ყოველთა შინა განსაცდელთა მისთა, რომელნი მოიწევიან თქუენ ზედა,
    261.     რამეთუ წერილ არს: „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნის და მოუღის გჳრგჳნი ცხორებისაჲ.“ არავინ ახოვანი მძლედ გამოჩნდის, უკუეთუ არა მარტომან ბრძოლა-სცის და არავინ გჳრგჳნოსან იქმნის თჳნიერად ძლევისა.
    262.     ნუმცა იურვით, შვილნო ჩემნო, ყოველთა შინა ჭირთა თქუენთა, რამეთუ გჳრგჳნი უჴრწნელებისაჲ განმზადებულ არს თქუენთჳს.
    263.     დაუთმეთ, ჵ, შვილნო ჩემნო, შრომათა შინა მტერისათა, რამეთუ უთქუამს უფალსა, ვითარმედ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ და მერმე იტყჳს: „რომელმან დაითმინოს, იგი სრულიად ცხოვნდეს“.
    264.     შეიკრძალეთ უკუე მოთმინებაჲ, რაჲთა თქუენცა გრქუას უფალმან, ვითარმედ: „რომელთა-იგი ჩემ თანა დაითმინენით განსაცდელნი, აღგითქუამ სასუფეველსა, ვითარცა აღმითქუა მამამან ჩემმან, რაჲთა შჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ჩემსა ზედა მრავალსახესა ჭამადსა“.
    265.     და ნუ ჰყოფთ უკუე ნებით ნებასა ზედა მრავლსა, არამედ ნებაჲ გულისა თქუენისაჲ ყავთ, ვითარცა ყო მოძღუარმან თქუენმან, რამეთუ არა შებრკოლდა იგი ყუედრებასა მას შინა პილატჱსა, არამედ სრულ-ყო ჯუარი თჳსი, ვიდრემდის დაჯდა მარჯუენით მამისა.
    266.     აჰა ესერა, მაცხოვარმან ჩუენმან გჳჩუენა ჩუენ საქმჱ, ვითარ ვსძლოთ მას.
    267.     უკუეთუ არა შეუდგეთ საქმეთა მისთა, ვერ ძალგჳც ძლევად მისა.
    268.     აწ უკუე ვიღუაწოთ ჩუენცა ღუაწლსა მას ჩუენსა, ვიდრემდის მომცეს ჩუენ ძლევაჲ და გჳრგჳნი შრომათა ჩუენთათჳს.
    269.     ისწავეთ ყოფაჲ შრომათა თქუენთაჲ კრძალულებითა და სიწმიდით.
    270.     თავს-იდებდით განსაცდელთა მათ მტერისათა და ჰმადლობდით უფალსა ყოველთა შინა შრომათა თქუენთა სასოებისა მისთჳს, რომელი განმზადებულ არს ცათა შინა.
    271.     რამეთუ შეუჴდის ეშმაკი ვიეთმე და შთაუგდის მათ შეურაცხებაჲ მონათა ღმრთისათაჲ და სიძულილი მათი.
    272.     და ესე ყვის, რაჲთა მოეწყინოს და დაბრკოლდენ ღუაწლსა მას შინა.
    273.     და ვერ ცნის უკეთურმან მან, რამეთუ ამით სახითა სძლონ მას, რომელი ასწავა მოძღუარმან მან მათმან ძლევად მისა.
    274.     ხოლო უკუეთუ და ვითარ თმინონ გინებაჲ იგი და სირცხჳლი და სიძულილი სიხარულით და არა სულმოკლე იქმნენ, მოიხუნენ ორნი გჳრგჳნი ერთსა მას შინა ღუაწლსა და უნდა, რაჲთამცა დააკლო ერთი გჳრგჳნი.
    275.     მომატყუებელ იქმნის ორთა გჳრგჳნთა განსაცდელთა მათ მიერ, რომელ მოაწინის მათ ზედა, რამეთუ მცირედ ღათუ დაშურიან, არამედ მოიხუნიან დიდნი და მოუკლებელნი ნიჭნი.
    276.     კუალად ჟამი არს, შვილნო ჩემნო, თქუმად თქუენდა მიმართ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჟამი ესე შემოკლებულ არს, თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.
    277.     უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს?“
    278.     შეიკრძალენით თავნი თქუენნი, რამეთუ ჟამი აღსასრულისაჲ არს და დღჱ მოახლებულ არს და კაცნი განმრავლებულ არიან სიბოროტითა.
    279.     ხოლო თქუენ, შვილნო ჩემნო, იღუაწეთ და მოიგეთ გული სახიერი და წრფელი, რამეთუ წერილ არს წინაწარმეტყუელისა მიერ: „განიწმიდე, ისრაჱლ, გული შენი, რაჲთა განიკურნო“.
    280.     და კუალად წერილ არს მათთჳს, რომელნი დადგრომილ არიან ძჳრისჴსენებასა ზედა, „რამეთუ არავის ეგევითარსა ჴელეწიფების ხილვად ღმრთისა“.
    281.     ვიღუაწოთ უკუე, შვილნო, და განვიშოროთ ჩუენგან ყოველი ზრუნვაჲ და ძჳრისჴსენებაჲ და ვიყვნეთ უმანკო და შეუნდობდეთ თავთა თჳსთა,
    282.     ვითარცა მცნებაჲ მოგჳღებიეს, რაჲთა, ველტოდით ყოველსა სიბოროტესა და ყოველსა ზაკუვასა უკეთურებისასა, რაჲთა არა უცხო-გუქმნეს ჩუენ ღმრთისაგან.
    283.     მოსწრაფე ვიყვნეთ მიტევებად მოყუსისა, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს, რამეთუ მსაჯულმან მან წინაჲსწარვე თქუა: „უკუეთუ არა მიუტევნეთ, არცა მოგეტევნენ თქუენ“.
    284.     აწ უკუე ვისწრაფოთ, შვილნო, და მიუტევებდეთ ყოველთა გულითა და გუაჴსონანმცა თანანადებნი ჩუენნი,
    285.     რამეთუ მრავალ არიან, ხოლო რომელთა-იგი ჩუენ მიუტევებთ, მცირედ არიან ფრიად და მის ფრიად მცირისათჳს, რომელ შეუნდობთ მოყუასთა, მოგუეტევებიან ჩუენ ყოველნი თანანადებნი ჩ~ნი.
    286.     მცირესა მას ბრალსა ვიჴსენებდით მოყუსისასა და ჩუენ ვითხოვდით მოტევებასა ყოველთა თანანადებთა ჩუენთასა.
    287.     მიუტევებდით კეთილად და ჭეშმარიტად ყოვლითა გულითა, რაჲთა ღმერთმანცა ეგრევე ყოს ჩუენდა მოტევებაჲ.
    288.     ნუმცა გჳპყრიეს ჩუენ სიბოროტჱ იგი დამალული გულთა შინა ჩუენთა და პირითა ვიტყჳთ: „მოგიტევეთ“.
    289.     რამეთუ, რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცნის გულისზრახვანი თქუენნი, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ უკუეთუ არა სთქუათ: „მიგეტევენით“,
    290.     არამედ უკუეთუ არა თითოეულმან თქუენმან მიუტეოს ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა, არცა მამამან ზეცათამან მოგიტევნეს შეცოდებანი თქ~ნი.
    291.     კაცთა წინაშე მიტევებისა წესი სიტყჳთა პირისაჲთა არს.
    292.     რაჟამს თქუას, ვითარმედ: „მიმიტევებია“, ესე არს საჩინოდ მიტევებაჲ მათი, რამეთუ არა იციედ ზრახვანი გულისანი.
    293.     ხოლო რომელმან-იგი იცის დაფარული გულისაჲ, მის წინაშე იგი არს, რაჲთა ყოვლითა გულითა თქუენითა მიუტეოთ, რაჲთა მანცა მიგიტევნეს თქუენ ყოველნი შეცოდებანი თქუენნი.
    294.     ნუუკუე უკეთურებამან უცხო-გქმნეს თქუენ ღმრთისაგან და დაგაკლოს თქუენ ნაშრომი თქუენი გულფიცხელობისა თქუენისაგან, რამეთუ ამიერითგანვე განჩინებაჲ მოცემულ არს ამის საქმისათჳს.
    295.     აწ უკუე შევეწინეთ თავთა თჳსთა, ვინაჲთგან უფალმან მომცა ჩუენ გზაჲ სახიერებითა თჳსითა, რაჲთა თავნი თჳსნი განვიკურნნეთ თჳნიერ შრომისა.
    296.     დავიმარხოთ სულმცირე ესე მცნებაჲ, რომელი განმათავისუფლებელი არს ჩუენდა თჳნიერად შრომისა.
    297.     შეუნდობდით ყოვლითა გულითა და ნუმცა უტეობით ბრალობასა გულთა შინა თქუენთა მოყუსისა მიმართ.
    298.     მოვიჴსენოთ წერილისაჲ მის, რომელსა იტყჳს: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო“.
    299.     და კუალად: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“.
    300.     მოვიღოთ წამალი ესე პირველ ჩუენდა დასნეულებამდე და ვიქმნეთ სახიერ მოყუსისა მიმართ ჟამსა განსაცდელისა მისისა, რაჲთა ჩუენცა გუექმნეს ღმერთი სახიერ ჟამსა განსაცდელისა ჩუენისასა, რამეთუ ყოველნივე დავეცემით.
    301.     ვიქმნეთ უკუე მოწყალე, რაჲთა ჩუენცა შევიწყალნეთ.
    302.     ნუმცა მოვჰჴდით სიტყუასა მოყუასა, რაჲთა არა ჩუენცა მივცეთ სიტყუაჲ ჟამსა დაცემისა ჩუენისასა.
    303.     რამეთუ მრქუას ჩუენ: წინაჲსწარვე გარქუ, ვითარმედ: ვითარცა თქუენ ჰყოფდეთ, ეგრეცა მე გიყო თქუენ.
    304.     ნუმცა ვართ მაბრალობელ ურთიერთარს, რაჲთა არა იგი მაბრალობდეს ჩუენ, რამეთუ პირველვე თქუა: „რომლითაცა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.“
    305.     ო, შვილნო ჩემნო საყუარელნო, იქმნენით შვილ სიყუარულის, რამეთუ სიყუარული მიგაახლებს ღმერთსა.
    306.     ეკრძალენით ურთიერთარს შიშითა ქრისტჱსითა.
    307.     უმრწემესი დაემორჩილენით უხუცესთა თქუენთა თჳნიერად დრტჳნვისა და სულმოკლებისა, იქცეოდეთ მორჩილებით და სიმდაბლით და ერჩდით მათ შიშითა ღმრთისაჲთა.
    308.     განმზადებულ იყვენით აღსრულებად, რომელი-რაჲ გიბრძანონ თქუენ საქმე, სიხარულით თჳნიერად დრტჳნვისა.
    309.     ნუმცა თუალთა წინაშე ხოლო ჰმონებთ ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი, რაჲთა მის გამო მოიღოთ ყოველსა შინა საქმესა შრომათა თქუენთასა სრული სასყიდელი.
    310.     იტყოდეთ გულთა შინა თქუენთა, ვითარმედ: უფალსა ვერჩით და არა კაცსა.
    311.     და მოხუცებულნი მწყსიანმცა უმრწემესთა თჳნიერ რისხვისა, რამეთუ სიყუარული არა განრისხნის.
    312.     თავს-იდებდით მათ სიყუარულით, ვითარცა უფალი ჩუენი თავს-იდებდა ჩუენსა სიყუარულითა.
    313.     უძღოდეთ მათ ყოველსა შინა კეთილსა.
    314.     ესე უწყოდეთ, რამეთუ მაცხოვარმან ჩუენმან არა სძლო მჴდომსა მას სიმაღლითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, არამედ დაიმდაბლა თავი თჳსი და დაიმცირა ვიდრემდის სძლო მძლავრსა მას და ამპარტავანსა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს, რამეთუ ესე არს სახჱ ძლევისაჲ, რომლითა ვსძლოთ.
    315.     შეუდეგით უკუე სიმდაბლესა მას მოძღურისა თქუენისასა, რაჲთა მანცა მასწაოს ჩუენ ძლევაჲ და მის მიერ ვსძლოთ წინამბრძოლსა მას ჩუენსა.
    316.     თავს-იდებდით შრომასა მას ურთიერთარს, რაჲთა ესრჱთ სრულ იქმნეთ სიყუარულსა მას ზედა ქ~ჱსა.
    317.     ნუმცა ხართ კაცთმოძულე რაჲთურთით.
    318.     უკუეთუ ვისმე აქუნდეს ბრალი, ნუ ვის თანა იტყჳნ მას.
    319.     მოიჴსენე, რამეთუ შენცა გაქუს ბრალი და ნუმცა გაჴსოვს იგი გულსა შენსა.
    320.     უკუეთუ ჩუენ არა გჳნებნ, თუმცა რაჲ ვინ თქუა ჩუენთჳს, არცა ჩუენ გჳღირს მოყუსისათჳს მოყუსისა თანა სიტყუად, არამედ ეძიებდით უფროჲსღა სიმდაბლესა ურთიერთარს და ზრახევდით მას შინა.
    321.     ადიდებდით ურთიერთარს შიშითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ღმერთმანცა გადიდნეს თქუენ.
    322.     ყოველი სიტყუაჲ ბოროტი, რომელი გესმეს თქუენ ადგილსა, ნუ უთხრობთ მას მოყუასსა, რაჲთა არა დაამჴობდეთ თავთა თჳსთა, ურთიერთარს რაჲ იტყოდით, რამეთუ დამჴობა არს მეტყუელისაცა და მსმენელისაცა.
    323.     და ოდეს გინდეს ვიდრემე მისლვის, მივიდოდე შიშითა ღმრთისაჲთა და გაქუნდინ იგი თავადი დაუბრკოლებელად ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდით.
    324.     და ნუ აღჰყოფთ პირთა თქუენთა წინაშე კაცთა და თუალითა დამართ ხედევდით, ხოლო გულითა ცად მიმართ ხედევდით.
    325.     იყვენით უკუე ვითარცა პირუტყნი წინაშე კაცთა და ვითარცა პირმეტყუელნი წინაშე ღმრთისა.
    326.     შეამკვენით თავნი თჳსნი ყოვლითა სწავლულებითა ღმრთისმეცნიერებისაჲთა და იქცეოდეთ ყოვლითა აღშჱნებითა, ვითარცა-იგი შეჰგავს მონაზონთა, უკჳრდინ თქუენი ჟამსა მას სიყმილისასა და ადიდებდინ მამასა თქუენსა ზეცათასა.
    327.     შვილნო ჩემნო, ყვენით ჴორცნი იგი თქუენნი უცხო ამის სოფლისაგან, რაჲთა შჭამდეთ საუკუნეთა მათ კეთილთა.
    328.     საყუარელნო, პირველ იგი გარდასლვაჲ, რომელი იქმნა სამოთხესა შინა, საჭმლისაგან იქმნა.
    329.     და ღუაწლი, რომელი მოიღუაწა მაცხოვარმან ჩუენმან, ვიდრემდის სძლო მტერსა, არს მარხვაჲ – ესე პირველი ღუაწლი, რომელი გჳჩუენა ჩუენ მაცხოვარმან ჩუენმან.
    330.     ვერჩდეთ უკუე წინაჲთსა მას, რაჲთა მიგუაწინეს ჩუენ სრულსაცა მას მისსა.
    331.     ვიწუართებოდით ჩუენ ღუაწლსა მას, რომელი გჳჩუენა, ესე იგი არს, მარხვასა და ლოცვასა, ვითარცა უთქუამს ეშმაკთათჳს, ვითარმედ: „არა რაჲთ განვლენან, გარნა მარხვითა და ლოცვითა, რამეთუ ფარულად გუბრძვანან და დასთქმენ სულთა ჩუენთა“.
    332.     აწ უკუე შევიდეთ ღუაწლსა მას მარხვისასა.
    333.     შრომაჲ იგი მისი ტკბილმცა გუეყოფის.
    334.     ვიცი, საყუარელნო, რამეთუ იცით ღუაწლი იგი მარხვისაჲ, არამედ გამცნებ თქუენ, რაჲთა უმრავლჱსი ჰყოთ და უმრავლჱსიცა სასყიდელი მოიღოთ.
    335.     შვილნო ჩემნო, უხარის გულსა ჩემსა თქუენ ზედა, რამეთუ რაჲ ჰქმენით ამათ ორმეოცთა დღეთა შინა, ნაყოფ გექმნეს თქუენ ყოველისა ამის წელიწდისა, რამეთუ ესე არიან დღენი, რომელთა შინა უხარის მაცხოვარსა ჩუენსა, რამეთუ მოუჴედით შრომათა მისთა.
    336.     უკუეთუ ვშურეთ მის თანა, მის თანაცა ვიდიდნეთ.
    337.     აწ, შვილნო ჩემნო, შევიკრძალოთ ღუაწლი იგი მარადის და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მარხვამან ამან ორმეოცთა დღეთამან შეგიყვანნეს თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „რომელმან დაითმინოს, იგი სრულიად ცხოვნდეს“.
    338.     ნუმცა ხართ, ვითარცა-იგი ვინმე ერისაგანნი, რომელთა მოუღებიეს პატივი მჴედრობისა მათისაჲ, და არა სცვედ ადგილსა მას საბრძოლისასა, სადა-იგი დადგინებულ იყვნეს ცვად.
    339.     უკუეთუ მოვიდეს მეუფჱ იგი და პოვნეს იგინი, რამეთუ არა სცვედ, არა ერიდოს, არამედ წარწყმიდნეს იგინი.
    340.     და თქუენცა იმარხევდით, რავდენი გამცნო თქუენ მეუფემან.
    341.     ნუ უდებ იქმნებით დღე ერთცა, რამეთუ არს ღუაწლი ესე დღითი დღედ.
    342.     ოდეს არა არს მარხვაჲ, არს მღჳძარებაჲ, ოდეს არა იყოს მღჳძარებაჲ ჴორცთაჲ, არს გონებისაჲ, რამეთუ ამისი მღჳძარებაჲ დაუცადებელ არს.
    343.     მერმე წერილ არს: „რომელმან დაიცვეს პირი თჳსი, დაიმარხოს სული თჳსი“.
    344.     შეუდეგით უკუე მარხვასა, რამეთუ ეგე არს სრულებაჲ შრომათა თქუენთაჲ.
    345.     ეგრეცა პურითა ხოლო მარხვაჲ, უკუეთუ არა გაქუნდეს სიმდაბლჱ სხუათა თანა სათნოებათა, არს კაცი, რომელმან აღავსის ჭურჭელი თაფლითა
    346.     და, ვინ უწყის, აცნ მცირჱ ჴურელი და მან არა უწყინ და შემდგომად რავდენისამე ჟამისა მოვიდის უბადრუკი იგი ხილვად მისა და პოვის, რამეთუ განჴდა თაფლი იგი და მან ვერ ცნა.
    347.     დაიმარხენით თავნი თჳსნი. ნუუკუე თქუენცა წარსწყმიდნეთ შრომანი თქუენნი და ვერ აგრძნეთ, არამედ უფროჲსღა დაიცვენით თავნი თჳსნი კრძალულად ზაკუვისაგან მტერთა თქუენთაჲსა.
    348.     საყუარელნო, ევლტოდეთ უდებებასა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი გუეშურობენ ჩუენ.
    349.     უკუეთუ ვისმე შეუძლონ, არა ერიდნენ ყოვლადვე, რამეთუ განრისხებულ არიან ჩუენ ზედა, მარადის ეძიებენ მიზეზსა ჩუენთჳს და ოდეს ჩუენ უდებ ვიქმნით, მაშინ იგინი სწრაფით და სრბით მოისწრაფიედ ჩუენ ზედა და დამთრგუნვედ ჩუენ.
    350.     ოდეს გჳხილნიან ჩუენ, რამეთუ ვიტყოდით რისხვით მოყუსისა მიმართ, ისწრაფიედ იგინიცა, რაჲთამცა გუეუფლნეს ჩუენ.
    351.     ოდეს კუალად ესმის ჩუენი, ძჳრსა რაჲ ვიტყოდით ურთიერთარს, გინა ამპარტავნობდით, ჴელმწიფობედ ჩუენ ზედა და იქადიედ და იტყჳედ: „აჰა ესერა, წარვწყმიდენით შრომანი მათნი“.
    352.     ნუმცა უკუე უხარის ჩუენ ზედა მტერთა ჩუენთა და ნუცამცა მხიარულ არს გული მოძულეთა ჩუენთაჲ ჩუენ ზედა.
    353.     შვილნო ჩემნო, შეიკრძალეთ სინანული სრულიად და ნუ განაგდებთ მას საყოფელთაგან თქუენთა და ნუცა შეუდგთ უდებებასა თქუენსა და დაივიწყებთ სიტკბოებასა მას სინანულისასა.
    354.     ნუცა დაუტევებთ მას გარეშე კართა თქუენთა, რომელი დგას და ჰრეკს, ვითარმცა არა განუღეთ მას, რამეთუ მან შთაგისხნა წიაღთა თჳსთა.
    355.     ნუუკუე წარხჳდეთ და ჰპოვოთ ჭამაჲ და სუმაჲ და დავიწყოთ იგი?
    356.     მეშინის მე, ესერა, აწვე ნუუკუე ჰპოვოთ საშუებელი და აღივლტოდით მისგან.
    357.     ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი გეშურობენ თქუენ.
    358.     ნეტარ არს, რომელი დაადგრეს სინანულსა ვიდრე მისლვადმდე ღმრთისა.
    359.     და თუ გამოხჳდეთ შრომათა მათგან სინანულისათა და ვერ გეძლოს მარხვად მარტჳლიაჲსა დღეთა, განადიდე მღჳძარებაჲ, წიგნსა იკითხევდით გულსმოდგინეთ, კანონსა მას თქუენსა ტკბილად აღასრულებდით და ჟამისწირვასა ჰგებდით კეთილად შიშით და ძწოლით.
    360.     გეშინოდენ საიდუმლოჲსა მისგან, რომელსა ეზიარებით.
    361.     ნუ უდებ იქმნებით მისწრობად ეკლესიად, რაჲთა გაკურთხნეს ანგელოზმან მან შესაწირავისამან.
    362.     გეშინოდენ ანგელოზთა მათგან, რომელნი თქუენსა წინა მისწრობილ იყვნენ ეკლესიად, რაჲთა არა უდებ იქმნეთ, გეშინოდენ მიქაელისგან, რომელი დგას და ხედავს, ვინ არს, რომელი პირველად შემოვალს, ანუ ვინა, რომელსა უდებ-უყოფია.
    363.     მიუსწრვეთ უკუე ეკლესიად, რაჲთა განწმიდნენ გულნი თქუენნი ლოცვითა მით და გალობითა და საკითხავითა კანონისა მისებრ მოციქულთაჲსა პირველ მოღებადმდე თქუენდა ცხორებისა მის, რამეთუ იგი არს, რომელი განასხამს ყოველთა მათ ძალთა ბნელისათა სულისაგან.
    364.     მოუჴედით უკუე გულს-მოდგინედ, რაჲთა მოიღოთ ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი.
    365.     ნუმცა რაჲ გაქუს ბიწი გულთა შინა თქუენთა, რამეთუ იგი არს, რომელი განასხამს ძალთა მათ უკეთურთა და დამიცავს ჩუენ მტერისაგან, ვითარცა წერილ არს,
    366.     ვითარმედ: „უკუეთუ სისხლი იგი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, შეგინებულთა მათ განსწმედს მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისათა, რავდენ უფროს ჴორცი ქრისტესი, რომელმან სულითა წმიდითა თავი თჳსი შეწირა უბიწოდ,
    367.     განწმიდნეს გონებანიცა ჩუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა“.
    368.     და უფალმან ჩუენმან თქუა: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, იგი ჩემ თანა ჰგიეს და მე მის თანა“.
    369.     და მერმე იტყჳს: „მე ცხოველ ვარ მამისა მიერ და, რომელი მჭამდეს მე, იგიცა ცხოველ იყოს ჩემ მიერ“.
    370.     აწ უკუეთუ ვინმე უდებ იქმნეს და დაადგრეს გარეშე ამისა, უკეთურებაჲ განმრავლდეს მის შორის და ძალნი იგი ბნელისანი ეუფლნენ მას.
    371.     და რომელი უცხო არს მათგან, არა აქუს ცხორებაჲ, არამედ ყოველნი შრომანი მისნი ცალიერ არიან.
    372.     რამეთუ არა შეუკრძალავნ თავი ესე, რომელსა ყოველი გუამი ეზიარების, არამედ ნეფსით ვლტოლილ არს ცხორებისაგან.
    373.     რამეთუ განჴადა იგი თავისა თჳსისაგან და უცხო იქმნა საუკუნოჲსა მისგან ცხორებისა.
    374.     ხოლო ჩუენ, შვილნო საყუარელნო, მივივლტოდით მისა სარწმუნოებით.
    375.     შიშით და ძრწოლით, რაჲთა განმკურნეს ჩუენ ყოვლისაგან სალმობისა და ყოვლისაგან შიშისა მტერისაჲსა.
    376.     იყვენით უკუე ფრთხილ სულითა და სავსე ნაყოფითა, რაჲთა მიხჳდეთ ღმრთისა კადნიერად და არა გაქუნდეს ცოდვაჲ გამოჩინებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    377.     გიკითხავ თქუენ, ყოველთა საყუარელთა ჩემთა, უფლისა მიერ.
    378.     უფალმან დაგიცვენინ თქუენ მშჳდობით. ამენ.


2

    1.     ეპისტოლჱ მაკარისი მეორჱ
    2.     მშჳდობაჲ თქუენდა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, გაკურთხევ თქუენ სიხარულითა სულისაჲთა და ვილოცავ ცრემლით თქუენთჳს, რომელნი-ეგე ხართ ნაყოფნი ვენაჴისა ჩემისანი,
    3.     რაჲთა მიიხუნეთ მცნებანი ესე ჩემნი და გულისჴმა-ყოთ სავსებაჲ იგი სულთა თქუენთაჲ და ნაკლულევანებაჲ, რომელი დასაბრკოლებელ არიან თქუენდა ნაყოფთა მიმართ სულისათა,
    4.     რომელნი აღიღებენ სიწრფოებასა თქუენსა და დაჰნერგვენ სიბოროტესა ადგილსა მისსა, რომელნი წარსდევნიან სიმდაბლესა და დაჰნერგვენ ამპარტავანებასა ადგილსა მისსა, რომელნი წარიოტებენ ნაყოფთა მათ სიწმიდისათა და დაჰნერგვენ გულთა შინა თქუენთა ნაყოფთა მათ შემაგინებელთა,
    5.     რომელნი წარსდევნიან სიყუარულსა და შემოგითესვენ შურსა და სიძულილსა, რომელნი წარსდევნიან სარწმუნოებასა სულთაგან თქუენთა და დაჰნერგვენ ურწმუნოებასა ადგილსა მისა.
    6.     და მე მზა ვარ მსახურებად თქუენდა, საიდუმლოთა მათგან, რომელნი მაუწყნა მე სულმან წმიდამან, რაჲთა მეცა გაუწყო თქუენ, და რაჲთა გიჩუენო თქუენ ყოველივე იგი სრულებაჲ სულთა თქუენთაჲ,
    7.     რომელი აღავსებს მას მხიარულებითა და წარსდევნის ყოველთა ძალთა მათ მტერისათა მისგან და განაახლებს მას სულითა და დაჰნერგავს სარწმუნოებასა ადგილსა მისსა და განსწმედს ყოველსავე მას გულისსიტყუასა შემაგინებელსა
    8.     და განჰჴდის ურწმუნოებასა და დაჰნერგს ნაყოფთა მათ სიწმიდისათა ადგილსა მისსა და აღიღებს შურსა და სიძულილსა და დაჰნერგავს სიყუარულსა ადგილსა მისსა, რომელი წარიოტებს სიმყრალესა მას ძჳრისმეტყუელებისასა და დაჰნერგავს მშჳდობასა,
    9.     ვითარცა სულსა სულნელებისასა სულთა შინა თქუენთა, რომელი აღიღებს არმურსა მას ამპარტავანებისასა და განათლებს ბრწყინვალებითა მით სიმდაბლისაჲთა გულთა თქუენთა, რომელი აღსძუარცუავს ნისლსა მას გულისწყრომისასა
    10.     და განათლებს სიმდაბლითა ყოველთა ასოთა თქუენთა, რომელი გყოფს თქუენ სამკჳდრებელად ღმრთისა და განანათლებს სულითა წმიდითა გულთა თქუენთა.
    11.     გაქუსმცა ხატი იგი ძისა ღმრთისაჲ გულთა თქუენთა გამოსახული ჴორცთა შინა თქუენთა, რაჲთა იყვნეთ სამკჳდრებელ ათორმეტთა მათ ქალწულთა, რომელნი უგალობენ მეუფესა მას საყუარელსა სულთა შორის თქუენთა.
    12.     თითოეული მათი შესწირავს გალობასა თჳსა სიძისა მის, რაჲთა იყოს საყოფელი თქუენი ადგილ მგალობელთა ქალწულთა და ადგილ კურთხევისა ანგელოზთა მათგან, რომელნი მოელიან თაყუანისცემად უფლისა თქუენისა,
    13.     ვითარცა თავადმან თქუა: „უკუეთუ ვინმე დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი, მე და მამამან ჩემმან სადგური მის თანა ვყოთ“, რამეთუ ათორმეტნი ესე სათნოებანი მას შინა დამკჳდრებულ არიან.
    14.     აწ უკუე იღუწიდით, შვილნო ჩემნო საყუარელნო, და მოიპოვენით თავისა თქუენისა სათნოებანი.
    15.     ესე შეიკრძალეთ სიტკბოებაჲ იგი სულისაჲ და ნუ განუტევებთ მას.
    16.     მოიპოვეთ სიყუარული მოყუსისა მიმართ.
    17.     ჵ შვილნო ჩემნო, გსუროდენ მარადის სიყუარულისათჳს, რაჲთა თანა შეერაცხნეთ რიცხუსა მას მოწაფეთა მაცხოვრისათა, რამეთუ სასწაული იგი სიყუარულისაჲ წინა გიძღოდის თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით თქუენ ჴორცთაგან თქუენთა,
    18.     ოდეს-იგი მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი განსლვასა მას სულთა თქუენთასა, რაჲთა ბეჭედმან მან განგანათლნეს თქუენ და სიყუარული იგი გიძღოდის თქუენ ყოველსა მას გზასა, ვიდრემდის მიემთხჳვნეთ უშიშად და შეუძრწუნებლად თჳნიერ ბოროტის-ყოფისა.
    19.     რამეთუ რაჟამს გამოვიდოდიან ძალნი იგი ბნელისანი შემთხუევად თქუენდა და იხილონ სასწაული იგი ბეჭდისაჲ მოწაფეთა იესუსთაჲ თქუენ ზედა, ივლტოდიან თქუენგან.
    20.     და რაჟამს იხილოს ურწმუნოებაჲ, მო-რაჲ-ვიდოდის თქუენდა მომართ, შეჰრისხნეს და ჰრქუას: „ივლტოდე სირცხჳლეული, რამეთუ სარწმუნოებამან გისწრო და განანათლნა შვილნი ჩემნი“.
    21.     უკუეთუ კუალად ამპარტავანებაჲ მოვიდეს და გაშინებდეს თქუენ, სიყუარულმან დაწუას იგი და ჰრქუას მას: „წარვედ ადგილით შენით, რამეთუ სიმდაბლემან გისწრო და შევიდა ჩემთა ამათ“.
    22.     უკუეთუ რისხვაჲ მოვიდეს შემთხუევად თქუენდა და უნდეს შეძრწუნებაჲ, სიყუარულმან წარიოტოს იგი და ჰრქუას მას: „განეშორე ჩემგან, რამეთუ სიმდაბლემან გისწრო და მიიზიდნა იგინი განსასუენებელსა თჳსსა.“
    23.     უკუეთუ გამოვიდეს ძჳრისმეტყუელებაჲ და უნდეს დათესვად სიმყრალჱ თჳსი თქუენ შორის, სიყუარულმან შეწუას იგი და ჰრქუას მას: „განეყენე შვილთა ჩემთა, რამეთუ მშჳდობამან გჳრგჳნოსან-ყვნა იგინი და წარიყვანნა ქალაქსა მას განსასუენებელსა თჳსსა ძეთა თანა ღმრთისათა“.
    24.     უკუეთუ იხილონ ყოველთა მათ ძალთა ბნელისათა უმთავრესნი იგი მათნი, ვითარმედ შეძწუნდეს სასწაულისაგან ბეჭდისა სიყუარულისა მოწაფეთა ქრისტჱსთაჲსა, ვერ იკადრონ შეახლებად თქუენდა, არამედ შეიწუებოდიან ნათლითა მით ცეცხლისა ალისა მისისაჲთა.
    25.     და ყოველნი ესე სათნოებანი თანაგივიდოდიან თქუენ, რაჲთა არავისგან გეშინოდის.
    26.     და წინა გიძღოდიან თქუენ კადნიერებითა დიდებისა მათისაჲთა კეთილსა მას მის ქალაქისა და წინაჲთვე განგეხუნენ თქუენ ბჭენი და გიძღოდიან თქუენ სიხარულით და ჰჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა უფლისასა სასუფეველსა მისსა, და განისუენებდეთ კეთილად შრომათა თქუენთათჳს.
    27.     არა ვითარ-ესე აწ უკუეთუ განისუენით მცირედ შრომათა მათგან მარხვისა თქუენისათა და კუალად მიიქცით შრომასავე მას მარხვისასა და ეგრევემცა მუნ იყო,
    28.     არამედ უკუეთუ მიიწინნეთ დღესა მას, მიერითგან განსუენებაჲ საუკუნოჲ არს და არღარა აქუს შრომაჲ მოსალოდებელი მისა შემდგომად, რამეთუ არღარა არს მიერითგან სალმობაჲ, არცა ჭირი, არამედ სიხარული და მხიარულებაჲ განუქარვებელი.
    29.     აწ უკუე, შვილნო ჩემნო, მიიღეთ თავისა თქუენისა ბეჭედი იგი სიყუარულისაჲ, რომლისაგან მოიპოვენით თქუენ დიდ-დიდნი ესე ნიჭნი, რამეთუ ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა თჳნიერად მისა,
    30.     რამეთუ მრავალნი არიან მძლავრნი გზასა ზედა და ვერ შესაძლებელ არს წარსლვაჲ გზასა მას ქალაქისასა, არა თუ თანაგივიდოდის თქუენ სიყუარული, რაჲთა არა შეიპყრნეთ გზასა ზედა.
    31.     უკუეთუ არა თანაგივიდოდის თქუენ სიყუარული ვიდრე ბჭედმდე, მცველთა მათ დაჰჴშან წინაშე პირსა თქუენსა.
    32.     გკითხვიდენ თქუენ და გრქუან: „სადა არს დაფარული იგი სასწაული ქრისტჱსი?
    33.     რამეთუ მომცა ჩუენ სასწაული თჳსისა მის ბეჭდისაჲ და მამცნო ჩუენ: რომელსა ზედა არა იხილოთ ესე სასწაული, ნუ შეუტევებთ მას შემოსლვად“.
    34.     მოიგეთ თავისა თქუენისა უკუე, შვილნო ჩემნო საყუარელნო, სასწაული ესე, რაჲთა სიყუარულმან დაჰბეჭდოს თავით თჳსით სულთა შინა თქუენთა და განანათლნეს ყოველნი ასონი თქ~ნი.
    35.     ნათელმან თქუენისა სიყუარულისამან, რომელი-იგი იყოფის ურთიერთარს, განგანათლნეს თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით ჴორცთაგან თქუენთა,
    36.     რაჲთა განგეხუნენ კარნი წინაშე თქუენსა მსწრაფლ, წინაშემდგომელთა მათ უკუე, რაჲთა არა იყვნეთ თქუენ მოქენე კართა ზედა, და-რაჲ-ჰჴშნენ წინაშე პირსა შენსა.
    37.     და ყოველნი იგი ძალნი ბნელისანი გარე-მოგადგენ თქუენ და იპოვნეთ თქუენ უბადრუკებასა შინა შორის მათსა.
    38.     ჰე, შვილნო ჩემნო საყუარელნო, ნათელ-ყავთ ბეჭედი იგი თქუენი, რაჲთა თქუენცა განგანათლნეს, გამო-რაჲ-ხჳდოდით ჴორცთაგან.
    39.     ნუ ხოლომცა ისმენთ სიყუარულისათჳს და გებაძვების სახელი მისი და საქმეთა მისთა ევლტით, რამეთუ ყოველთა სათნოებათაჲ შუენიერ არს სახელები მათი და ტკბილ არიან სახითა მათითა,
    40.     არამედ ყოვლად საძიებელ არს, რაჲთა სრულ-ვინმე-ყვნეს საქმენი მისნი და გამოეძიებდით ძირსა მას ურთიერთას, რაჲთა აღასრულებდეთ მას თჳნიერად ორგულებისა, გარნა ჰგიეს ხოლომცა სასწაული ბეჭდისაჲ მის დაბეჭდულისაჲ გულთა შინა თქუენთა.
    41.     იყვენით უკუე ყოვლისა მეძიებელ და სახლეულ ქრისტჱსა სიყუარულითა, რაჲთა ყოველთა გიცნოდიან სასწაულითა მით სიყუარულისაჲთა, რომელი გაქუნდეს ურთიერთარს გულითა განმარტებულითა,
    42.     რამეთუ არა არს ორგულებაჲ სიყუარულსა შინა, არცა გულარძნილებაჲ, და შორს არს იგი ყოვლისაგან გულარძნილებისა.
    43.     რამეთუ, აჰა ესერა, წინაჲსწარვე თქუა სიძემან მისმან დასასრული მისი, ვითარმედ: რომელსა აქუნდეს იგი და დადვას თავი თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს და მოკუდეს ძმისა თჳსისათჳს, რომელსა მოეპოვოს იგი,
    44.     პატივ-სცემნ მოყუასსა თჳსსა უფროჲს თავისა თჳსისა და თავი თჳსი შეურაცხ-უყოფიედ და არარად შერაცხის ბოროტი მოყუსისა და არცა განრისხნის მისა მიმართ, არცა ძჳრსა იჴსენებნ გინებასა ზედა მოყუსისასა,
    45.     არამედ შეურაცხ-ყვის თავი თჳსი და ადიდებნ მოყუასსა თჳსსა უფროჲს თავისა თჳსისა განმარტებულითა გულითა, რამეთუ არა არს ზაკუვა სიყუარულსა შინა.
    46.     ვერ შეამკო იგი სამკაულითა ტყუვილისაჲთა, არამედ თჳსი იგი სამკაული შეიწყნარის, იკადრო თუ იგი შემოსად სამოსლითა ტყუვილისაჲთა, არა შეიწყნაროს იგი,
    47.     არამედ განაგდოს იგი, ვიდრემდის გამოცხადნეს სიხენეშჱ შინაჲ და ორგულებაჲ შენი და საკჳრველ იქმნის სიყუარული დიდებითა თჳსითა და საქმენი მისნი ჭეშმარიტნი.
    48.     საყუარელნო, შევიკრძალოთ სიყუარული, რამეთუ ესე მცნებაჲ გუამცნო ჩუენ მაცხოვარმან ჩუენმან, წარ-რაჲ-ვიდოდა.
    49.     ეძიებდით უკუე დასასრულსა მას მისსა, რაჲთა აღიღოს თქუენგან ყოველი ცოდვაჲ, რამეთუ ყოველი მცნებანი მისნი კურთხეულ არიან, არამედ უსაშინელჱს არს ესე ყოველთასა უფროჲს, რამეთუ მამცნო ჩუენ იგი, მი-რაჲ-ვიდოდა იგი ჯუარად.
    50.     მომცა ჩუენ იგი აღთქუმისა წილ და დაამტკიცა იგი სიკუდილითა მით თჳსითა.
    51.     არა ხოლო სიტყჳთ მომცა ჩუენ იგი, არამედ მას თანა საქმითცა აჩუენა, რამეთუ მოკუდა ჩუენ ყოველთათჳს.
    52.     აწ უკუე ვყოთ ჩუენცა მსგავსად ძალისა ჩუენისა, ჰე, შვილნო ჩემნო საყუარელნო, შეუდგეთ მოძღუარსა მას ჩუენსა და ვისწავნეთ საქმენი მისნი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: განმტკიცებული იგი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი.
    53.     უკუეთუ მოძღურით ხადით მას, შეუდეგით საქმეთა მისთა და ვერჩდეთ მცნებათა მისთა, რომელი მოგუცა ჩუენ, შიშით და ძწოლით.
    54.     და უკუეთუ უფლით ჰხადით მას, ვიქმნეთ მორჩილ საქმეთა შინა მონებისა მისისათა და ვერჩდეთ ბრძანებათა უფლისა ჩუენისათა.
    55.     და უკუეთუ ჰხადით მას მამით, აღუსრულებდით მას მორჩილებასა შვილებისასა.
    56.     და ხედევდით შრომათა მაგათ, რომელთა ჰყოფთ, რამეთუ მიწევნულ ხართ სიკუდილდ უსუსურებითა მაგით ჴორცთა თქუენთაჲთა და უძლურებითა და მყრალობითა პირთა თქუენთაჲთა.
    57.     და თუ მოიწინენთ ამათ მცნებათა მცირეთა, რომელნი ცოცხალ არიან, ყოვლისაგან სალმობისა გულისა და მწუხარებისა უზრუნველ ვიქმნეთ.
    58.     ამისთჳს დამძიმებულ ხართ, რამეთუ არა ხართ თქუენ სიყუარულსა ზედა, რამეთუ სიყუარულსა არა შურნ მოყუსისაჲ, არამედ უხარინ კეთილსა ზედა მისსა და დიდებულებასა.
    59.     სიყუარული არა დრტჳნავნ მოყუსისათჳს, არცა შეურაცხ-ყვის იგი, არცა მოიჴსენებნ ბრალთა მისთა, რამეთუ რომელსა შეუქმნია სიყუარული, უწყის, რამეთუ ყოველთა გუაქუს ბრალი.
    60.     ვინ-მე იქადოს წმიდა-ყოფაჲ ცოდვისაგან, ვითარმედ არა არს მის თანა ბრალი?
    61.     ო, კაცო, რაჲსათჳს შენთა ბრალთა დასხამ ზურგით კერძო შენსა და ძმისა შენისათა წარმოიხუამ წინაშე პირსა შენსა?
    62.     რაჲსა დასჯი სხჳსა მონასა? გეჴსენედ, რამეთუ შენცა მისთანაჲ მონაჲ ხარ და თუ ინებოს უფალმან სიტყჳს-ყოფაჲ შენ თანა ცოდვათათჳს, ვერ უძლო წინა დადგომად მისა.
    63.     აწ უკუე ნუ მოჰჴდი სიტყუასა მოყუასსა შენსა, რაჲთა არა შენცა სიტყუაჲ მიგჴადოს და გრქუას: „მონაო ბოროტო, ყოველი თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრე.
    64.     არა ჯერ-იყოა შენდაცა შეწყნარებად მოყუსისა შენისა, ვითარცა შეგიწყნარე შენ?“
    65.     ევლტოდეთ ყოველსა დაბრკოლებასა.
    66.     მიუტევებდით, რაჲთა მოგიტევნეს თქუენცა.
    67.     ნუ დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ, რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთაჲ წარდგომაჲ წინაშე საყდართა ქრისტჱსთა და სიტყუაჲ მიცემად არს ყოველთათჳს სიტყუათა ჩუენთა და საქმეთა.
    68.     საშინელი იგი დღჱ, რომელი სავსე არს შიშითა, ყოვლით კერძო მოწევნად არს ჩუენ ზედა.
    69.     ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ?
    70.     და ვსტიროდემცა თავსა ჩემსა, ვიდრე დღედმდე მოხედვისა, რაჲთა გან-მცა-ვერენით დღესა მას საშინელსა და შესაძრწუნებელსა, ოდეს-იგი დგენ წინაშე მისა ყოველნი ანგელოზნი და შეკრებულ იყვნენ ყოველნი წმიდანი შიშით და სულდაღებულად.
    71.     ქერობინნი და სერაბინნი ძწოლით თაყვანის-სცემდენ მოხუცებულსა მას.
    72.     წინაშე დგენ მიქაელ და ყოველნი ანგელოზნი და ევედრებოდიან წინაშე საყდარსა მას და ყოველნი ძრწოდიან, ვიდრემდის გამოჴდეს განჩინებაჲ მამისაგან.
    73.     იღუაწეთ, შვილნო ჩემნო საყუარელნო, მის დღისათჳს.
    74.     იყვენით სახიერ მოყუსისათჳს, რაჲთა გექმნეს ღმერთი სახიერ მას დღესა შინა.
    75.     იყვენით მოწყალე, რაჲთა შეიწყალნეთ.
    76.     ნუ სჯით მოყუასსა, რაჲთა არა დაისაჯნეთ, რამეთუ გრქუას თქუენ, ვითარმედ: „ვითარცა ჰყოფდით, ეგრეცა გეყოს თქუენ“.
    77.     აწ უკუე იყუარობდით ურთიერთას, რაჲთა შეგიყუარნეს თქუენ მას დღესა შინა.
    78.     ნეტარ თუმცა იპოვა სიყუარული დაბეჭდული სულთა შინა თქუენთა, რაჲთამცა ჰპოვეთ კადნიერებაჲ, „რამეთუ არა არს შიში სიყუარულსა შინა, რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში და მოსცის კადნიერებაჲ“.
    79.     რამეთუ იოვანე გუასწავებს დასასრულსა მას სიყუარულისასა და იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“.
    80.     უკუეთუ იყუარობდეთ ურთიერთარს, ღმერთი ჩუენ შორის დადგრომილ არს და სიყუარული მისი აღსრულებულ არს ჩუენ შორის.
    81.     აწ უკუეთუ ღმერთი დაადგრეს კაცისა თანა, არღარა ეშინოდის ყოვლისაგან ბოროტისა.
    82.     ვიყუარობდეთ ურთიერთარს, რაჲთა ღმერთმან დაიმკჳდროს ჩუენ შორის და მიჴსნნეს ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა, რამეთუ წერილ არს: „უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრისმეტყუელ ჩუენდა?“.
    83.     აწ უკუე ვსცეთ მას ადგილი, რაჲთა დაიმკჳდროს ჩუენ შორის და შემეწეოდის ჩუენ ყოველთა მიმართ მტერთა, ნუუკუე ჩუენცა გურქუას: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა მიიდრიკა თავი“.
    84.     აწ უკუე ვიღუაწოთ და ვიყუარობდეთ ურთიერთარს, რაჲთა არა ვიყვნეთ დაბნელებულ გულისსიტყუათაგან ჩუენთა და უცხო ცხორებისაგან ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი სიკუდილსა შინა დადგრომილ არს“.
    85.     და მერმე იტყჳს: „რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, ბნელსა შინა არს და არა უწყის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი თჳსნი“.
    86.     აწ უკუე ვიყუარობდეთ ურთიერთარს, რაჲთა ვიყვნეთ ნათელსა შინა, რამეთუ წერილ არს: „რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსნი, იგი ნათელსა შინა დამკჳდრებულ არს და მის თანა საცთური არა არს“.
    87.     განვიფრთხოთ უკუე, შვილნო ჩემნო საყუარელნო, უდებებისა მაგისგან, რომელი ამძიმებს გულთა თქუენთა, რამეთუ დამძიმებულ არიან გულნი თქუენნი სიცილითა და ამაოჲსა სიტყჳთა, რომელნი უჩინო იქმან ქუეყანასა მას თქუენსა ნაყოფიერსა.
    88.     დაიცვენით ნაყოფნი თქუენნი, რაჲთა არა განჴმეს თქუენ თანა დიდძალისა მისგან ღუარძლისა, რომელსა დაჰთესავთ შორის ნაყოფთა თქუენთა.
    89.     ნუ, შვილნო ჩემნო, ნუ სთესავთ ღუარძლსა შორის ნაყოფთა თქუენთა ცოცხალთა და გებულთა.
    90.     ნუ ისმენთ ძჳრისმეტყუელთასა ყოვლად, რაჲთა არა მოსწყდეთ ძჳრისმეტყუელთა თანა.
    91.     არიან ვინმე, რომელნი იტყჳან სმენისათჳს: „ვერ ძალ-გჳც, ვითარმცა არა ვისმინეთ, ხოლო შე-არა-ვიწყნაროთ გულსა შინა ჩუენსა“.
    92.     ვინ მიეახლის აგზებულსა საჴუმილსა, ანუ არა მიჰრიდისა, რაჲთა არა შეიწუეს?
    93.     ველტოდეთ შორად ძჳრისმეტყუელთა, რამეთუ არა ხართ სარწმუნო სმენად, უკუეთუ ერთ ვითარ გეუფლოს, სიკუდილად მიგაწინნეს.
    94.     რამეთუ ძალი იგი ძჳრისმეტყუელისაჲ, ვითარცა ცეცხლი არს ლერწამსა შინა და დასწუავს ყოველთა, ვიდრეცა მისწუდებინ და დააშავნის სულნი ალითა და დააჭნვის მყრალობითა მისითა.
    95.     ეკრძალენით ქუეყანასა თქუენსა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, და ნუ უტეობთ მტერსა კაცსა თესვად ღუარძლსა შორის იფქლსა.
    96.     იხილეთ, ვითარ-იგი დასთესიან თესლითა, მიუტევიან იგი, ვიდრემდის განედლდის და აღმოსცენდის, გინა თუ კეთილი არნ, გინა თუ ბოროტი, რამეთუ ქუეყანამან შეიწყნარის ყოველი თესლი და აღმოსცენდის მისგან კეთილიცა და ბოროტიცა.
    97.     აწ უკუე დასთესეთ თესლი კეთილი ქუეყანასა თქუენსა, რაჲთა ნაყოფი გამოიღოთ ასი წილი.
    98.     უკუეთუ ვინმე იყოს კაცი ძჳრისმეტყუელი და უყუარდენ გულსა მისსა ვნებანი ენოვნებისანი და გორვიდეს მწჳრესა მსგავსად ღორთა,
    99.     და თუ მოიწიოს შენდა, ჵ, კაცო ღმრთისმოყუარეო, დაიჴშენ ყურნი შენნი და ევლტოდე მისგან, რაჲთა არა დასთესოს ყურთა შინა შენთა თესლი იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ.
    100.     რამეთუ ჴელი მისი სავსე არს ღუარძლითა და მზად აქუს, რაჲთა დასთესოს ყურთა შენთა უძლურთა.
    101.     და თუ ვითარ დასთესოს და წარვიდეს მიერითგან, არღარა დაცხრეს, არამედ თხრიდეს გულსა შინა შენსა და ყოს შორის შენსა ნაყოფი მრავალი უკეთურებისაჲ უმეტეს თესლისა მის, რამეთუ თესლი მცირედ არნ დათესული ქუეყანასა, ხოლო ოდეს აღმოსცჱნდის, აღავსის კალოჲ ნაყოფითა.
    102.     აწ უკუე ნუმცა გძინავს, რაჲთა არა მოვიდეს მტერი და დასთესოს ღუარძლი შორის იფქლსა, არამედ ფრთხილ იყვენით, ღუარძლისა მისგან მთესვარისა დაიცვენით თავნი თჳსნი.
    103.     რაჲმე სარგებელ გეყოს, კაცო, რომელი-ეგე განხრწნი გულთა და განჰრყუნი ნაყოფთა მათ ჩემთა?
    104.     გაქუს თუ ბოროტი, გაქუნდინ იგი თავისა შენისათჳს.
    105.     რაჲ არს შენი და უბადრუკისა ამის სულისა ჩემისაჲ, რამეთუ გნებავს ესე შეგინებად მწურითა შენითა?
    106.     დაიცვენით თავნი თქუენნი ყოველსა ჟამსა და უფროჲს მაშინ ლმობიერ იყოს გული თქუენი.
    107.     ეკრძალენით თავთა თქუენთა არა სმენად ძჳრის-სიტყუაჲ, რამეთუ ყურთა სწადიან ნებისაებრ გულისა.
    108.     უკუეთუ ჰყუარობდე გულითა ვნებათა, სწადიან ყურთაცა სმენად სიტყჳსა ბოროტისა.
    109.     უკუეთუ ამაღლებულ იყოს გული ღმრთისა მიმართ და მოიჴსენებდეს მცნებათა მისთა, ვითარცა წერილ არს: „გულმან მრქუა მე მცნებათა შენთა“, მაშინ დასტკბნის ყურთაცა სმენად სიტყუათა კეთილთა და ძალთა მათთჳს წმიდათაჲსთა და კეთილთა მათთჳს მის ქუეყანისათა.
    110.     აწ უკუე შეეყავ, რომელთა ესე ჰქონან, რაჲთა დაისხნენ ქუეყანასა შენსა და გბრძოდიან მრავალნი ნაყოფნი ცხორებისანი და გიძღოდიან შენ მათა მიმართ, ვიდრემდის დაიმკჳდრნე იგინი.
    111.     რაჲსათჳს გნებავს ყოფაჲ სიტყუათა მათ თანა ამაოთა ძჳრისმეტყუელთაჲსა, რომელთა თანა არასადა იპოვების მშჳდობაჲ ადგილსა მათსა, რამეთუ მან შეჴადის განყენებაჲ ძმათა შორის,
    112.     არამედ უფროჲსღა ასწავე ყურთა შენთა სმენად ყოვლისა სიტყჳსა კეთილისაჲ და დაჰჴშენ იგინი არა სმენად განმხრწნელთა მათ გულისათა,
    113.     რამეთუ განმხრწნელი იგი გულისაჲ მსგავს არს კაცისა მოწამლისა, რომელსა ოდეს უნებნ მოკლვაჲ კაცისაჲ, შეზავის წამალსა მისა თაფლი, რაჲთა ტბილითა მით შეასუას მწარჱ იგი და მოაკუდინოს იგი მით.
    114.     ეგრჱთ არს განმრყუნელიცა იგი გულთაჲ.
    115.     მოგნადიროს შენ, რაჟამს შფოთ იყოს გული შენი კაცისა მიმართ, გინა ერთისა მიმართ ძმათაგანისა, მოვიდეს შენდა, ჵ, უბადრუკო, და გზრახვიდეს შენ სიტყჳთა ტკბილითა, ვითარცა ზრუნვით,
    116.     და გლიქნიდეს და გაქებდეს შენ, რეცათუ ელმის შენთჳს, და მაშინ წარმოიღებდეს მცირე-მცირედ ძჳრისსიტყუასა, ვიდრემდის მოაკუდინოს სული შენი.
    117.     ჵ, უბადრუკო, ნეტარ იყო, უკუეთუ დაიჴშნე მას ჟამსა ყურნი შენნი და არა ისმინო სიტყუაჲ იგი ძჳრისმეტყუელისაჲ ყოვლადვე.
    118.     ევლტოდეთ უკუე ძჳრისმეტყუელთა მათგან ვნებისმოყუარეთა, რომელთა სწადის სიტყუათა ბოროტთა და გორვენ მწჳრესა შინა მარადის, ვითარცა ღორნი.
    119.     ევლტოდეთ მათგან, ნუუკუე განიყარონ მწჳრჱ იგი თქუენ ზედა და შეაგინონ სამოსელი თქუენი წმიდაჲ, რამეთუ მაცხოვარი ჩუენი გუასწავებს ჩუენ
    120.     და გუეტყჳს: „რამეთუ სახიერმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა წარმოიღის კეთილი და ბოროტმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა წარმოიღის ბოროტი, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა იტყჳნ პირი“.
    121.     აჰა ესერა, მაცხოვარმან ჩუენმან მასწავა ჩუენ სახჱ იგი თითოეულისაჲ.
    122.     ცან უკუე შენცა ნაყოფი მეტყუელისაჲცა მის შენდა მომართ პირისა მისისაგან: უკუეთუ გეტყოდის შენ სულისა შენისა ცხორებასა, კაცი არს მოყუარჱ სურნელებისაჲ, უკუეთუ გეტყოდის ძჳრისმეტყუელებით, იგი მოყუარჱ მყრალობისაჲ არს, ვითარცა ღორი.
    123.     აწ უკუე შეინანე ვიდრე მოხედვადმდე შენ ზედა, ჵ, კაცო, რამეთუ არა დატევებად ვართ აქა, და მოვალს ჟამი, რომელსა შინა მოიწინნენ და წარგიტაცონ შენ და მიგიყვანონ შენ ადგილსა, რომელი არა იცნოდი და იხილო პირები, რომელი არასადა გეხილოს.
    124.     რამეთუ ესე ჴელმწიფებანი არიან, რომელნი გაურვებენ შენ.
    125.     აწ უკუეთუ ჰყოფდე ნებათა მათთა, იგინივე შეგასმენდენ.
    126.     ევლტოდეთ უკუე მათგან, ვიდრე ესე ხართღა სოფელსა შინა და ფრიად მოიძულეთ საქმჱ მისი.
    127.     დაჰჴშენ ყურნი შენნი მყრალობისა მისგან ძჳრისმეტყუელისა, რაჲთა არა უცხო გექმნეს შენ სულნელებისა მისგან სამოთხისა, რამეთუ ხატადმდე ღმრთისა მიიწია პირი შენი.
    128.     ყოველივე ძჳრისსიტყუაჲ ბოროტ არს, გარნა ესე უფროჲს და უსაშინელჱს არს და უმეტეს ძჳრისსიტყუაჲ კაცისათჳს ღმრთისა.
    129.     უკუეთუ, რომელი ესრინ ხატსა მეფისასა ქვითა და რომელი დგან მის თანა, ერთითა სიკუდილითა მოწყდიან ორნივე, რავდენ უფროჲს, რომელნი გმობასა იტყჳან სულისა მიმართ წმიდისა, რომელი დამკჳდრებულ არს კაცისა თანა ღმრთისა, უდიდესი მიიღოს ტანჯვაჲ?
    130.     ხოლო წმიდათათჳს ოდესცა ძჳრსა იტყოდიან, მაშინ უფროჲს იდიდნიან.
    131.     დასდვეს ოდესმე დიდი შეურაცხებაჲ იოსებსა ზედა და ჰგონებდეს, ვითარმედ არავინ შეეწიოს მას კაცი, და ღმერთი შეეწია მას და გამოაცხადა სიწმიდჱ იგი სათნოვებათა მისთაჲ და განითქუა სიღირსჱ მისი ყოველსა სოფელსა.
    132.     და დაიწერა მოსაჴსენებლად სიწმიდჱ იგი მისი ყოველთა შორის ნათესავთა.
    133.     და მადლმან მისმან დაფარა იგი, რამეთუ რომელსა-ესე მოღუაწებანი ღმრთისანი არა უცნობიან, რომელმან მიუტევნის წმიდანი მისნი განსაცდელსა, ვიდრემდის გამოცდილებაჲ მათი გამოცხადნეს და ეშმაკსა რცხუენეს და რჩეულნი იგი ღმრთისანი იდიდნენ შორის ანგელოზთა.
    134.     ჰე, შვილნო ჩემნო საყუარელნო, ევლტოდეთ ჭურთა მათგან ეშმაკისათა, რომელნი განჰხრწნიან გულსა კაცისასა, რომელნი გამოსცემენ ძჳრისმეტყუელებასა მონათა მიმართ ღმრთისათა
    135.     და უნებნ, სარწმუნოებისაგან რაჲთამცა არა შევიდეს ცხორებასა მას და განცხოველდენ, რამეთუ არიან ჭურნი რისხვისანი, განმზადებულნი წარსაწყმედელად.
    136.     ამისთჳს გამოირჩინეს იგინი ჭურჭლად, რამეთუ უკეთურ არიან და ბოროტსა გამოსცემენ და გამოიტყჳან ზაკვასა გულისა მათისასა ბაგითა მათითა მგმობარითა.
    137.     ესენი არიან მუშაკნი უკეთურებისანი, რომელნი შეუთესვენ შებილწებასა გულთა კაცთასა, რომელნი ეშმაკმან დაუტევნის მის წილ გარეშექცევად ყოვლისა სულისა, მათ მიერ რაჲთა განეშორნენ ღმერთსა.
    138.     რამეთუ ყოველივე სწრაფაჲ მისი ესე არს დასაბამითგან, რაჲთა სდევნიდეს მონათა ღმრთისათა და საძულელ ქმნნეს იგინი და სდევნიდეს და ძჳრსა იტყოდიან მათთჳს და მოსწყჳდნენ იგინი.
    139.     უკუეთუ განიცდიდე ცხორებასა წმიდათასა, არა ჰპოვო, ვითარმცა ერთი მათგანი დაუტევა, რომელსა ზედა არა მოაწია ჭირი.
    140.     რამეთუ მაწინა ჭირნი ყოველთა ზედა ვიდრე სიკუდილდმდე, რაჟამს უკუე ესმის ვისიმე, ვითარმედ იდიდა წინაშე ღმრთისა.
    141.     განეწესის ყოვლითა უკეთურებითა მისითა მის ზედა და ბრძოლა-უყვის მას.
    142.     უკუეთუ ვერ შეუძლის, მაშინ შეუგდის კაცთა მათ მისთა და შეურაცხ-ყოფად სცის იგი მათ და ძჳრსა იტყჳედ მისთჳს და მოიძულიან იგი.
    143.     რამეთუ იცის, უკუეთუ წინააღუდგეს წმიდათა, ვერ შეუძლის მათ, რამეთუ წარიოტნენ იგინი, ვითარცა მტუერნი ჴელმწიფებითა მით, რომელ მოუღებიეს მოძღუარისაგან მათისა,
    144.     ვითარცა რქუა მათ: „აჰა ესერა, მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა გუელთა ზედა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და არარაჲ არს, რომელმან გავნოს“.
    145.     ამისთჳს გამოირჩინის ეშმაკმან თავისა თჳსისად კაცნი, რაჲთა ექმნენ მათ ჭურჭლად წარსაწყმედელად სულთა და სთესვიდეს პირითა მათითა შებილწებასა, რომლითა-იგი ეუფლის შურითა მით, რომელი აქუნ მონათა მიმართ ღმრთისათა.
    146.     გამოაცხადის თავი თჳსი თჳსთა მათ მსახურთა პირითა შეურაცხებასა მას ზედა და ძჳრისსიტყუასა მას და შეგინებასა, რომელსა ჰყოფნ წმიდათა მიმართ, და ეტყჳნ თჳსთა მათ სიტყუათა თჳსთა ჭურჭელთა პირითა.
    147.     ამისთაცა უფროჲს შეუძლის, რამეთუ თჳსთა მათ კაცთაჲთა იქმნ თჳსა მას უკეთურებასა.
    148.     უკუეთუმცა თჳსით თავით ჰყოფდა ამას, თჳსითა საქმითა და ძალითა მით მისითა ბნელითა, არამცა ვინ დაირწმუნა მისი;
    149.     ცნესმცა, რამეთუ უცნებით არს და თქუესმცა, ვიეთ-იგი ესმა, ვითარმედ ეშმაკნი არიან, რომელნი მაცთუნებდეს ჩუენ.
    150.     ამისთჳს მოიზაკუა ესე ჴელოვნებაჲ და გამოირჩინნა თავისა თჳსისა ჭურჭელნი რისხვისანი, წურთილნი უკეთურებითა, რომელნი იქადიედ წარწყმედასა ზედა და უხარინ ბოროტსა ზედა.
    151.     მზაკუვარნი სიტყჳთა მათითა, სავსენი ყოვლითა უკეთურებითა მათითა!
    152.     აღავსნის თავნი მათნი სულითა მისითა, რომლისა მიერ იტყუნ, რამეთუ მრავალთა ეუფლა ამით მანქანებითა.
    153.     დაუცადებელად აქუს მას შური, უფროჲს ხოლო ღმრთისმსახურთათჳს შეურაცხყოფად სცნის იგინი და შფოთებნ მათა მიმართ,
    154.     რამეთუ ჰყოფედ ყოვლით კერძო ნაყოფთა ნათლისათა და მრავალსახეთა სათნოებათა და შრომათა მრავალთა, რომელთაჲ სმენაცა არავე სარწმუნო არს, ამისთჳს რამეთუ გარდარეულად დიდ არიან და ძმა-ცვენ, ვითარმცა დაფარნა იგინი.
    155.     წინა დაუპყრის მათ შეურაცხებაჲ თჳსთა მათ მიერ, რომელთა უყუარს მყრალობაჲ სმენად უფროს სულნელებისა და რწამს სმენილი უფროჲს ხილულისა: რომელი თუალითა იხილის, მას უვარ-ჰყოფედ და რომელი ყურთა ესმის, დაიჯერებედ და გულს-ეტყჳედ.
    156.     მას შინა შეუკრებიედ, ვითარცა საფასჱ ოქროჲსაჲ და სულნელებასა მას სათნოებათასა განიშორებედ და სძულნ სიტყუად მათ შინა.
    157.     ხოლო მავნებელთა მათ სულთა მყრალობისათა შეიწყნარებედ, ვითარცა ღორნი, რომელნი ჰყუარობედ მწჳრესა.
    158.     რამეთუ ყოველი კაცი ძჳრისმეტყუელი მსგავს არს ღორთა, რომელნი არა დასცხრებიან აღმოჩრკნად მყრალობასა ძჳრისმეტყუელებითა მით თჳსითა.
    159.     ხოლო თქუენ, რომელნი-ეგე მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ევლტოდეთ ყოველსა ეგევითარსა სახესა და ნუ დაადგრებით მას ზედა, რაჲთა არა უცხო-გქმნეს თქუენ ღმრთისაგან.
    160.     რამეთუ მისლვად ვართ ჴელთა მისთა და სიტყუაჲ მიცემად-გჳც ყოველთათჳს თქუმულთა ჩუენთა.
    161.     გუეშინოდენ უკუე მის დღისათჳს, რაჲთა მოვიძულოთ სმენაჲ ყოვლისა სიტყჳსა ბოროტისაჲ და გჳყუარდეს უფროჲსღა სიტყუაჲ ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, რომელი სარგებელ არს სულისა ჩუენისა და გძულდინ სიტყუად ყოველი სიტყუაჲ ბოროტი,
    162.     რამეთუ წერილ არს: „ყოველი სიტყუაჲ უშუერი ნუ გამოვალნ პირისაგან თქუენისა“, არამედ რომელი-იგი კეთილ იყოს აღსაშჱნებელად კეთილისა, რაჲთა მოსცეს მადლი მსმენელთა მათ.
    163.     ხედავთა, ვითარ კეთილნი სიტყუანი აღმაშჱნებელ არიან მეტყუელისაცა და მსმენელისაცა?
    164.     ნუუკუე სდგათ მახლობელად მათსა, რომელნი ქვითა ესრიან ხატსა მეფისასა?
    165.     ნუ თქუენ თანაზიარ იქმნებით მათ, რომელნი დაჰჴორდნიან ხატსა მას მეფისასა.
    166.     „არამედ უფროჲსღა შეინანეთ, ვიდრე ესე ჟამი არს-ღა ცოდვათა მოტევებისაჲ“.
    167.     შევედ სინანულსა, რომელსა-ეგე გიყოვნიეს უდებებასა შინა შენსა.
    168.     მოვედ და მიიღე წამალი ცხორებისაჲ, რომელმან განგკურნოს შენ, რაჲთა ჰპოვო მადლი წინაშე უფლისა.
    169.     უკუეთუ ვერ გიცნობიეს გზაჲ იგი სინანულისაჲ ლოდისა მაგისგან, რომელი ძეს გულსა შენსა, წარუმართე გულსა შენსა მარხვითა და იგი მიგიძღუეს შენ სინანულად.
    170.     მოდრიკე გული შენი შრომასა მარხვისასა და იყოს შენდა სინანული თანამყოფ.
    171.     წარუმართე გონებასა შენსა ლოცვასა ზედა განგრძნობილად დიდ ჟამ და მოგდიოდიან ცრემლნი, ვითარცა წყალნი, რაჲთა შევიდეს სინანული საყოფელთა შენთა და მოუდრიკენ მუჴლნი შენნი ცრემლითა მრავლითა,
    172.     რაჲთა იქმნეს მას შინა მყოფ და აჴოცოს ყოველი მყრალობაჲ წყლულებათა შენთაჲ, და მყრალობისა მის წილ ცოდვათა შენთაჲსა მიგცეს შენ სული სულნელებისაჲ, რამეთუ ძჳრისმეტყუელებამან აღადგინის მყრალობაჲ.
    173.     რამეთუ ღორნი აღმოჩხრკნიედ მწჳრესა და უფროჲსად აღადგინიან მყრალობაჲ იგი, რამეთუ ჩხრკნიედ მას და ეძიებედ საზრდელსა მათსა, რამეთუ არა ცნიან,
    174.     ვითარმედ თავთა თჳსთა ზედა უფროჲსად აღადგინიან მყრალობაჲ, რამეთუ არა რაჲ ევნების მათ სიხენეშისა მისგან მყრალობისა, რამეთუ ბუნებაჲცა მათი ეგევითარი არს პირველითგან.
    175.     ხოლო კაცსა არა თუ ბუნებაჲ ეგევითარი აქუს დასაბამითგან, არამედ მან თჳსითა ნებითა გარდაცვალა ბუნებაჲ თჳსი.
    176.     რამეთუ ყოველი კაცი ვნებათა მოყუარჱ არასადა დასცხრების სიტყუად მყრალობითა მით ძჳრისსიტყუათაჲთა, ვითარცა ღორი.
    177.     ხოლო ბრძენი და ღათუ შევარდეს ერთგზის, აბრალებნ თავსა თჳსსა და მოიძულის იგი.
    178.     უკუეთუ ამხილო მას, მითუალოს იგი მხილებაჲ და კუალად ოდეს ამხილო, გარდამოსდიოდიან მას ცრემლნი სიკეთითა თჳსითა და მხიარულ არნ მხილებასა ზედა, რაჲთა შევიდეს სინანულსა.
    179.     რამეთუ წამალი განჰკურნებს ყოველსა ნაკლულევანებასა და მოსცის სულნელებაჲ კაცსა, ვიდრემდის განერის მყრალობისაგან.
    180.     რამეთუ ბრძენსა კაცსა უყუარნ მამხილებელი თჳსი, ხოლო უგუნურმან მოიძულის მამხილებელი თჳსი გონებითა.
    181.     რაჟამს უგუნურმან იხილის მკურნალი მიმავალი მისა და რკინაჲ ჴელთა შინა მისთა, ევლტინ მისგან, რაჲთა არა იხილოს,
    182.     რამეთუ მკურნალმან განაპის წყლული და აღმოაგდის ბუდჱ იგი ყოველთა არაწმიდებათა მისთაჲ, და ღათუ შჭირნ კაცსა მას, არამედ იკურნებინ, ვიდრემდის განცოცხლდის.
    183.     აწ უკუე ნუმცა გძულან მამხილებელნი თქუენნი, და ღათუ არა გამხილებდენ უდბებითა მით მათითა, არამედ ტიროდეთ ერთგულად და ინანდით პირველ მოტევებადმდე თქუენ ზედა.
    184.     განუხუენით თავთა თქუენთა დღითი დღედ, ვითარმედ, აჰა ესერა, დღენი გარდაჴდეს, ჟამთა ჩუენთა მოაკლდა და ნუმცა უკუე დავადგრებით სიტყუასა ზედა ბოროტსა მარადის და მოაკლდეს ჟამთა ჩუენთა უგრძნულად.
    185.     არამედ განვიფრთხოთ ჟამსა ამას სიყმილისასა, რამეთუ არა არნ საკჳრველ პური ნაყოფიერებასა შინა, რამეთუ ყოველთა თანა იპოვებინ, არამედ საკჳრველ არნ ხილვაჲ პურისაჲ სიყმილსა შინა.
    186.     სიყმილი მოიწია, შვილნო ჩემნო.
    187.     აჩუენეთ გულსმოდგინებაჲ თქუენი იწროებასა ამას შინა და ნაყოფი გამოიღეთ, ვიდრე ესე ჟამი არსღა ნაყოფის გამოღებისაჲ.
    188.     უკუეთუ ვინმე იწყლას თქუენგანი, მივიდენ და აღმოიკითხენ ამათ ებისტოლეთა შინა და ჰპოოთ მათ შინა მათ ყოველი წამალი, შემძლებელი განკურნებად თქუენდა.
    189.     ნუმცა უკუე გცონის კითხვად ამათ შინა, რაჲთა იყოს თქუენდა სამოძღურებელად, ნუმცა გეწყინების სმენად სიტყუათა ჩემთა, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს ინატრიდეთ სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთამცა გესმა და არავინ იყოს, რომელმანმცა გმსახურა თქუენ.
    190.     ევლტოდეთ შორად და ნუ მიეახლებით კაცსა ენოვანსა.
    191.     ვინ შემძლებელ არს მიახლებად საჴუმილსა მგზებარესა, ანუ არა მიჰრიდისა კაცმან და განერის მას, ანუ ვინ იკადროს ქუაბსა თანა ვეშაპისასა მიახლებად, და იცოდის, რამეთუ უკბინოს მას, უკუეთუ ზედამიუჴდეს მას, გესლმან მან მოაკუდინის იგი და ვერ ცნის.
    192.     ხოლო გესლი ძჳრისმეტყუელისაჲ უბოროტეს არს ვეშპისა და დაადგრის გულსა შინა და განშჭამნ, ვიდრემდის მოაკუდინის სული.
    193.     ეჰა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, იღუაწეთ აწ, რაჲთა მოიპოვოთ თავისა თქუენისა მშჳდობაჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შეამკობს საყოფელთა თქუენთა.
    194.     შეუდეგით მშჳდობასა, რომელი-იგი მოსცა მაცხოვარმან ჩუენმან მოწაფეთა თჳსთა, რომლისათჳს წერილი იტყჳს: „არა არს საზღვარ მშჳდობისა მისისა და არა არს საზომი სიმაღლისა მისისაჲ, რამეთუ რაჲცა ჰყო, ვერ მისწუდე საზომსა მისსა“.
    195.     მოიგეთ უკუე ჭეშმარიტებით, რაჲთა იხილოთ დაჲცა იგი მისი, რომელ არს სიყუარული სრულყოფილი თქუენ შორის.
    196.     და მოვიდეს თქუენ შორის და იქმნეს იგი მცველ თქუენდა.
    197.     ერთ სულ და ერთ სიტყუა, ერთ ზრახვა იყვენით სრულითა სიყუარულითა ერთმანერთისა მიმართ, რაჲთა გექმნეს თქუენ მშჳდობა და გჳრგჳნ.
    198.     თქუენ ყოველთა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, განიფრთხვეთ სიმძიმისაგან ძილისა, რამეთუ არა არს განფრთხობაჲ.
    199.     მარადის ითხოვდით თავისა თქუენისა ნაყოფთა სათნოებისათა, ვიდრე-ესე ქრისტე იქმსღა სულთა შინა თქუენთა, მოიგეთ თავისა თქუენისა ნაყოფი, ვიდრე-ესე არსღა ჟამი მსახურებად უფლისა.
    200.     განიფრთხვეთ უდბებისა თქუენისაგან, აღანთენით სანთელნი თქუენნი, წარმოჰმართეთ სახლი თქუენი, ეძიებდით სათნოებათა შეცთომილთა თქუენთა, განაძლიერებდით ყუდროებით, რომელნი ჰპოვნეთ იგინი,
    201.     უკუეთუ სარწმუნოებაჲ შეცთომილ იყოს თქუენგან, ეძიებდით მას ყუდროებით და, თუ ჰპოვოთ იგი, მან აღავსნეს გულნი თქუენი სათნოებითა მით, რომელ არიან მის თანა.
    202.     მან დააჯეროს და მოვიდეს თქუენდა.
    203.     ეძიებდით მშჳდობასა და სიყუარულსა და სინანულსა, რაჲთა მოვიდეს და დაგიცვნეს თქუენ.
    204.     ნუუკუე მყის შევარდეს სიტყუაჲ და დაბნელნეს სულნი თქუენნი?
    205.     ამპარტავნებაჲ წარდევნეთ თქუენგან, რაჲთა არა შთაგქმნეს თქუენ და მიგცნეს ჴელთა მომსრველისა თქუენისათა და მიგიყვანნენ თქუენ ოჴერსა მას ქუეყანასა.
    206.     აწ უკუე ევლტოდეთ მისგან, რაჲთა ჰპოვნეთ სათნოებანი და შეიმკვნეთ.
    207.     და განიდევნოს შური, რაჲთა არა აცთუნეს გულნი თქუენნი და დასდვას საბურველი ბნელისაჲ თუალთა თქუენთა, რაჲთამცა არა იხილეთ სიტკბოებაჲ იგი ძმისა თქუენისაჲ და პატივი მისი და ძჳრისმეტყუელებაჲ დაწუთ,
    208.     რაჲთა არა თხზვანი მისნი აღმოსცენდენ არა გულთა შინა თქუენთა, რამეთუ ზღვევა ყოველთა შრომათა თქუენთა არს ძჳრისმეტყუელებაჲ და ბოროტნი სიტყუანი, რომელნი განხრწნიან გულსა და მიუღებენ ნაყოფსა კაცისასა და დაუტევებენ მას ცალიერსა.
    209.     გრცხუენოდენ უკუე სმენად სიტყუათა ამაოთა.
    210.     ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთმანერთსა, რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს, მასცა აქუნდეს ნაკლულევანებაჲ, რამეთუ ყოველნი ვცოდავთ.
    211.     უკუეთუ არა გინებს, რაჲთამცა შენ ვინმე შეურაცხ-გყო, უსმინე, რასა-იგი იტყჳს მცნებაჲ: „რომელი შენ გძულდეს, მოყუასსა ნუ უყოფ“.
    212.     ხედავთა მოციქულთა, რომელთა აღირჩიეს სასუფეველი სიმართლისაჲ და რამეთუ ადიდებდეს ერთმანერთსა, მოყუასი – მოყუასსა, და იყუარობდეს.
    213.     რამეთუ ესე ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა ჩუენ ვიყუარობდეთ ურთიერთარს და უკუეთუ იმარხვიდე ექუს-ექუს დღჱ და ძჳრსა ზრახვიდე მოყუსისა შენისათჳს, ცუდად არს მარხვაჲ იგი შენი, რამეთუ ენასა შენსა არა იმარხავ და იდუმალ ძჳრსა იტყჳ.
    214.     გარეს-გარე იდევნო, რამეთუ ყოვლადვე საყოფელთა არა მიეახლო.
    215.     დაემორჩილებოდეთ ურთიერთას უფროჲსღა შიშითა ქრისტესითა.
    216.     და ნუმცა ჰხედავს თითოეული თქუენი ნაკლულევანებასა მოყუსისა თჳსისასა და შეურაცხებასა მისსა და უდებ იქმნების თჳსთა მათგან.
    217.     უკუეთუ მიერჩდეს კაცი ამას გულის-სიტყუასა, დააბნელოს იგი და ვერ ცნას ბრალი თჳსი.
    218.     ევლტოდეთ უკუე მისგან, უკუეთუმცა ვხედევდით თჳსსა ბრალსა, არამცა ვიხილეთ მოყუსისაჲ და, თუმცა კუალად ვცნით თჳსი იგი განკითხვაჲ, არამცა განვიკითხევდით მოყუასსა.
    219.     მოვიჴსენებდეთ თანანადებთა ჩუენთა, რაჲთა არა შევიპყრათ მოყუასი მცირისათჳს თანანადებისა.
    220.     რამეთუ ჩუენ ვითხოვდით მოტევებასა ურიცხუთა ბრალთა ჩუენთათჳს, რომელთაჲ ვერ ძალ-გჳც გარდაჴდაჲ.
    221.     რამეთუ ჩუენ თანა ცოდვანი ურიცხუნი არიან, გარნა ღმერთმან მხოლომან იცის მათი რიცხჳ.
    222.     განვკურნეთ თავნი თჳსნი ურთიერთას მიტევებითა, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს.
    223.     ნეტარ არს, რომელმან მიუტეოს მოყუასსა, რაჲთა მასცა მიეტეოს.
    224.     ესე უთქუამს, რომელ-იგი ჯდა მსაჯულად და მისგან გამოჴდა განჩინებაჲ ესე.
    225.     რამეთუ იგი თავადი არს მსაჯული.
    226.     არა იცვალა, არცა სიტყუაჲ მისი იქცა, რამეთუ თქუა: „რომელმან შეიკდიმოს სიტყუათა ჩემთათჳს, მეცა შევიკდიმო მისთჳს წინაშე მამისა ჩემისა“.
    227.     ვითარ-მე უკუე ცვალოს სიტყუაჲ თჳსი?
    228.     უკუეთუ ჩუენ მიუტევოთ ჭეშმარიტებით ყოვლითა გულითა ჩუენითა და არა რაჲ აქუნდეს გულარძნილებაჲ გულსა ჩუენსა, არცა ქცეულ იყოს სიყუარული ჩუენი მოყუსისა ჩუენისა მიმართ, მანცა მოგჳტევნეს ჩუენ შეცოდებანი ჩ~ნი წრფელითა გულითა და განხეთქოს ჴელითწერილი იგი ჩუენი.
    229.     უფალმან ჩუენმან თქუა და ვიცი, რამეთუ რომელი-იგი თქუა, ყოსცა.
    230.     ხოლო თქუენსა გონებასა არა გულპყრობილ ვარ, რამეთუ არა მიუტევით ჭეშმარიტად ყოვლითა გულითა თქუენითა და შეიწყნარით იგი ტკბილად და მოყუარედ.
    231.     არამედ არა რაჲმცა აქუნდა ბიწი გულთა თქუენთა, რომელი-რაჲმემცა სთქუთ მოყუსისათჳს, რამეთუ პირითა მიუტევით და მერმე სხუასა რასმე ზრახვიდით მის ზედა.
    232.     აღიღეთ თქუენგან, რაჲთა გიყოს თქუენცა უფალმან საქმეთა თქუენთაებრ.
    233.     კაცთა წინაშე მიტევებაჲ სიტყჳთ არს, რომელი თქჳან: „მიმიტევებიეს“, ხოლო უფლისა წინაშე მიტევებაჲ გულისაგან არს.
    234.     არა ხედავს პირსა ხოლო მარტოდ, რამეთუ თქუნ: „მიუტევებდით ურთიერთას ყოვლითა გულითა თქუენითა“.
    235.     აწ უკუე მიუტევებდით ჭეშმარიტებით ყოვლითა გულითა წმიდითა და უქცეველადმცა გაქუს სიყუარული მოყუსისა მიმართ, რამეთუ განჩინებაჲ ღმრთისა მიერ ამის სახისათჳს გამოჴდა.
    236.     ესრეთვე გიყოს თქუენ მამამან ჩემმან ზეცათამან.
    237.     უკუეთუ არა მიუტეოს თითოეულმან თქუენმან მოყუასსა თჳსსა ყოვლითა გულითა თჳსითა, ნუ იტყჳ პირითა ხოლო, ვითარმედ: „მიმიტევებიეს“, რამეთუ რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, ხედავს გულთა თქუენთა და უწყის, ვითარ- სახჱ არს მიტევებაჲ თქუენი გონებასა თქუენსა.
    238.     რამეთუ ვერ ჴელეწიფების, ვითარმცა გულარძნილებაჲ რაჲმე გაქუნდა გულთა შინა თქუენთა საყდართა მათ წინაშე ჟამსა მას სარჩელისასა, რამეთუ ყოველი პირი დაიყოს და წარმოუდგენ კაცად-კაცადსა საქმენი თჳსნი მითვე სახითა, რომლითაცა მიუტევებდა.
    239.     ნუმცა რას უტევებთ გულარძნილებასა გულთა შინა ჩუენთა, ნუმცა იტყჳთ ესე გინა იგი, რაჲთა არა მრქუას ჩუენ უფალმან,
    240.     ვითარმედ არა მოვიდა თქუენდა სიყუარულისა, არცა გყვნა ზიარ ჩემ თანა კეთილთა და არცა წრფელ-ვყო გული ჩემი თქუენდა მიმართ, რამეთუ მე წინავე გარქუ თქუენ: „ვითარცა ჰყოფდეთ კაცთა მიმართ, ეგრე გიყოს თქუენ მამამან ჩემმან ზეცათამან“.
    241.     შეიყუარეთ უკუე მცნებაჲ ესე, ეჰა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, უშრომელი, რამეთუ ესე სარგებელ გეყოს თქუენ თჳნიერ შრომისა, რომლისა მიმართცა გუაქუნდეს ბრძოლაჲ კაცისა.
    242.     სახიერ ვიქმნეთ უფროჲსად, ხოლო რაჲთა რცხუენოდის მათ, რომელნი-იგი გუაბრკოლებენ მიტევებათა, რამეთუ ამის სახისათჳსცა გჳჩუენებდეს ჩუენ მიზეზსა და გუეტყჳედ: „დაჰშუერ მიტევებითა“.
    243.     და ამას ზედაცა დაგჳყო პირი მაცხოვარმან, რამეთუ თქუა: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან შჳდგზის დღესა შინა, მიუტევე“.
    244.     და დაგჳჴშა ჩუენ კარი, რაჲთა არა გუაქუნდეს მიზეზი დღესა მას სარჩელისასა.
    245.     ამისთჳს მეცა არა უდებ ვიქმენ მითხრობად თქუენდა ყოველივე იგი სრულებაჲ სულთა თქუენთაჲ.
    246.     ხოლო თქუენ იხილეთ, ნუმცა გექმნებიან სიტყუანი ჩემნი დასარჩელად.
    247.     იყუარობდით ურთიერთას სრულითა სიყუარულითა და ნუმცა გაქუს შური გულთა შინა თქუენთა მოყუსისა მიმართ.
    248.     დაიცვენით თავნი თჳსნი შურისაგან ბოროტისა, რამეთუ არს იგი საშინელ უფროჲს ყოველთა მათ ძალთა ბნელისათა, რამეთუ დააბრმის კაცი და არა უტევის ცნობად, თუ ვიდრე ვალს.
    249.     რამეთუ საბურველ ბნელის იქმნის გულსა მისსა, რაჲთა არა მოეგონოს საქმჱ ღმრთისაჲ და მოაქციოს სინანულად.
    250.     დაუყვნის მას თუალნი, რაჲთა არა აიხილნეს და იხილოს მან სიტკბოებაჲ იგი ძმისა თჳსისაჲ, არამედ რაჲთა დგეს და იგუემებოდის გონებითა თჳსითა.
    251.     ვერ განკურნის იგი ნუგეშინის-ცემამან და ვედრებამან, არარაჲ მეოხ არს მისთჳს, გარნა ღმერთი მხოლოჲ არს შემწე მისა, რომელსა ძალ-უც განკურნებაჲ მისი.
    252.     ევლტოდეთ ამპარტავანებასა, რამეთუ ველურ არს და აცთუნებს სულთა, რამეთუ იგი არს წინამძღუარი გულფიცხლობისაჲ,
    253.     მოჰგუარის იგი სულსა კაცისასა, ვიდრემდის ოჴერ-ქმნის იგი და შეაძრწუნის იგი, ნუუკუე ეჩუენოს კაცსა ღმრთისასა, რაჲთა წარიდევნოს იგი და განჴადოს იგი თჳსთა მათგან.
    254.     და ოდეს აღორძნდეს გულფიცხლობაჲ, მერმე მოიპოის რისხვაჲ, რამეთუ მან დააშავის სული და ბნელ-ქმნის იგინი.
    255.     ევლტოდეთ ურწმუნოებასა, რამეთუ იგი არს, რომელი არა უტევებს სმენად მცნებათა.
    256.     რაჲთამცა დაიცვენით თავნი თჳსნი ამის ყოვლისაგან და არცა გიტევებს მისლვად წმიდათა მათ კაცთა თანა, რაჲთამცა განიფრთხვეთ ყოველთა ამათგან საფრჴეთა, და ღათუ გეუფლნენ იგინი.
    257.     ძალ-უც წმიდათა ლოცვა-ყოფად მათთჳს, რაჲთა განცხოველდენ, და კუალად ვედრებად, რაჲთა მოვიდეს მადლი იგი თქუენ ზედა და ყოველნი იგი ძალნი ბნელისანი ივლტოდიან თქუენგან, რამეთუ ურწმუნოჲსა წყლულებაჲ უკურნებელ არს.
    258.     ვინ ულოცოს, რომელსა არა რწმენეს, რამეთუ ძალ-უც კაცსა წმიდასა ლოცვისა ყოფაჲ სხჳსა კაცისათჳს, გინა თუ შემძლებელ არიან მისთჳს წმიდანი იგი, რომელნი არიან მათ ადგილთა.
    259.     ისმინე წერილისაჲ, რომელი მასწავებს ჩუენ ძალსა მას სარწმუნოებისასა მრავალგან, რამეთუ მოეტევებიან კაცსა ცოდვანი ქუეყანასა ზედა ლოცვითა წმიდათაჲთა.
    260.     წერილ არს: „რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა“.
    261.     ისმინე სულისა წმიდისაჲცა, რომელი მასწავებს ჩუენ ძალსა მას სარწმუნოებისასა, რამეთუ წმიდანი მეოხ არიან, ვისთჳსცა უნდეს.
    262.     და უფალმან თქუა: „ყოველი შესაძლებელ არს მორწმუნეთათჳს“.
    263.     აწ უკუე ვილოცვიდეთ, შვილნო ჩემნო საყუარელნო, სარწმუნოებასა, რამეთუ ურწმუნოებამან არა დაუტევის ყოვლადვე ნაყოფი კაცისა თანა და ღმერთი განარისხის.
    264.     აჰა ესერა, გამცნებ თქუენ, ივლტოდეთ ყოვლისაგან ამპარტავანებისა და გულფიცხლობისა, რამეთუ იგი არს, რომელი არა უტევებს კაცსა შენანებად.
    265.     და ესევითარისათჳს არცა ანგელოზნი სწყალობედ, არცა წმიდანი ევედრებიედ მისთჳს.
    266.     უკუეთუ და-სადა-ჰმდაბლდე ცოდვითა, მერმე გელმოდენ გულითა შენითა და უდებებისა მისთჳს შენისა ტიროდე ბრალსა მას ზედა, რომელსა შეჰვარდი.
    267.     ინანდი ცოდვათა შენთათჳს, ვიდრემდის მოიწიოს შენ ზედა წყალობაჲ და უხაროდის ანგელოზთა და ევედრებოდიან შენთჳს ყოველნი წმიდანი,
    268.     რამეთუ უხარინ მონანულსა ზედა და სწყალობედ გულითა ლმობიერსა, რომელნი ტირნ ცოდვათათჳს რამეთუ რქუა ანგელოზსა მას უფალმან: „შევედ ქალაქად და დასდევ სასწაული შუბლსა ზედა“.
    269.     ყოველნი, რომელნი სულთ-ითქუმიდენ და ელმოდის, რავდენ უფროჲს დიდ არს სინანული, ნუ დააცადებ სულთქუმასა და შესლვად სინანულსა.
    270.     შეიყუარე, ვიდრე უდებებასა შინა შენსა.
    271.     ნუ მოიძულებ მასწავლელსა შენსა ჟამსა ცთომისასა, ნუცა გულფიცხელ იქმნები მისა მიმართ, რომელმან გამხილოს ბრალი შენი, ნუ ივლტი მისგან, რომელი მოგაქცევდეს გზასა და რომელსა უნდეს გარემოქცევაჲ შენი საცთურისაგან.
    272.     ხედევდ, რომელსა უნდეს მოქცევაჲ შენი და ცხორებაჲ შენი.
    273.     შეუდეგ მას, ვიდრემდის მოგაქციოს სამწყსოსავე შენსა, ნუუკუე სცთე და დაგესხნენ მტერნი და განგბზარონ ურიდად.
    274.     ნუ მოსავ ხარ ცთომილებასა შენსა და ნუცა გიხარის, ვიდრე ხარღა უდებებასა შინა შენსა.
    275.     ნუ იტყჳ, ვითარმედ: „არა მიჴმს კაცი მკურნალად“.
    276.     ნუ იქნები თავით თჳსით მენავედ, რაჲთა არა დაათქა ნავი ზღუასა.
    277.     მიეც ფლობაჲ ნავისმართებელსა, რაჲთა მან მიჰმართოს სავანესა მას და დაადგინოს ნავთსადგურსა მას ცხორებისასა.
    278.     ნუ მოსწრაფე ხართ ერთმანერთისა მიმართ ბოროტისათჳს საქმისა ამის სოფლისა, ნუცა შეჰკრბებით ნებასა ზედა ჴორცთასა, რამეთუ ესევითარი ზრუნვაჲ მომატყუებელ გექმნეს თქუენ მრავლისა ცოდვისა.
    279.     ეკრძალენით, საყუარელნო, ყოვლისაგან ცოდვისა და გამოაშორენით თავნი თქ~ნი ყოვლისაგან საცთურისა, რომელნი შეიპყრობენ სულსა სიკუდილად.
    280.     გაჴსონანმცა გულსა შენსა მარადის მცნებანი უფლისანი და იწურთიდი მათ და ჰყოფდით სათნოებათა მისთა, რაჲთა გაქუნდეს მათგან სიხარული,
    281.     ვითარცა ღმრთისა ნებისა აღმასრულებელსა და ღირს იქმნეთ დაუსრულებელთა მათ კეთილთა ქრისტჱს იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა შუენის დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.