ქრისტეს სახის გამოსახულება Secondo Pia-ს 1898 წლის ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) ნეგატივზე. Musée de l'Élysée, ლოზანა (ფრანგ. Lausanne - ქალაქი დასავლეთ შვეიცარიაში).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტო (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტოს ნეგატივი (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს სახის გამოსახულება ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) პოზიტივზე და ნეგატივზე.

 

ქრისტეს სახის გამოსახულება Secondo Pia-ს 1898 წლის ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) ნეგატივზე. Musée de l'Élysée, ლოზანა (ფრანგ. Lausanne - ქალაქი დასავლეთ შვეიცარიაში).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტო (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტოს ნეგატივი (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს სახის გამოსახულება ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) პოზიტივზე და ნეგატივზე.

 

ქრისტეს სახის გამოსახულება Secondo Pia-ს 1898 წლის ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) ნეგატივზე. Musée de l'Élysée, ლოზანა (ფრანგ. Lausanne - ქალაქი დასავლეთ შვეიცარიაში).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტო (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს ტურინის სუდარის სრული ფოტოს ნეგატივი (the Shroud of Turin).

 

ქრისტეს სახის გამოსახულება ტურინის სუდარის (the Shroud of Turin) პოზიტივზე და ნეგატივზე.

 

აარონი (=შუქის მომფენი)
1. მოსეს ძმა;   

აბაკუმი (=ჩახუტება, ხვევნა)
1. იუდეის წინასწარმეტყველი;

აბელი (=ქროლვა)
1. ადამის და ევას მეორე შვილი;

აბესალომი (=მამა ჩემი _ სიმშვიდეა)
1. დავით მეფის შვილი;

აბია (=ვისი მამაც უფალია)
1. იუდეის მეფე;

აბიათარი (=დიადი მამა)
1. მღვდელმთავარი;

აბიგაილი (=სიხარულის მამა)
1. ნაბალის ცოლი, შემდეგ კი დავით მეფის;

აბიმელექი (=მეფის მამა)
1. გერარის მეფე;
 
აბრაამი (=მრავალთა მამა)
1. ისაკის მამა;

აბრამი (=მამა მაღალი)
1. აბრაამის თავდაპირველი სახელი;

აგარი (=გაქცევა; მოგიზგიზე)
1. სარას მოახლე, ისმაელის დედა;

აგრიპა (=ველური ზეთისხილი)
1. იუდეის მეფე;

ადამი (=მიწიდან მოზელილი)
1. ღმერთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი;

ადონია (=უფალია ღმერთი ჩემი)
1. დავითის მეოთხე  შვილი;

ავგუსტი (=საპატიო, პატივცემული)
1. საკუთარი სახელი, შემდეგ კი რომის იმპერატორთა ტიტული;

აზარია (=ღმერთია დამხმარე)
1. იუდეის მეფე;

ალექსანდრე (=ხალხის დამცველი)
1. მაკედონიის მეფე;

ალფა და ომეგა (=ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოები)
1. სახელწოდება იესო ქრისტესი;

ამონი (=ოსტატი )
1. იუდეველთა მეფე, მენაშეს შვილი;
2. ეგვიპტის  ღმერთი;

ამნონი (=ერთგული, სანდო)
1. დავითის უფროსი შვილი;

ამოსი (=ძლიერი)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;
2. ესაია წინასწარმეტყველის მამა;

ანანია (=უფლის საჩუქარი)
1. საფირას ქმარი;
2. ტობითის ნათესავი;

ანგია (=სადღესასწაულო, საზეიმო)
1. წინასწარმეტყველი, ზაქარიას თანამედროვე;

ანდრია (=ვაჟკაცური)
1. მოციქული ;

ანნა ანუ ხანა (=მადლი, წყალობა)
1. ელკანას ცოლი, სამუელის დედა;
2. წინასწარმეტყველი;
3. ტობითის ცოლი;

ანტიქრისტე (=ქრისტეს მოწინააღმდეგე)

ართახშასთა (ახაშვეროში) (=მამაცი მეომარი)
1. სპარსეთის მეფე, ესთერის მეუღლე;

არქელაოსი (= ერის მტავარი)
1. იუდეისა და სამარიის ტეტრარქი, იროდ დიდის შვილი

ასა (=ექიმი)
1. იუდეის მეფე;

ასაფი (=შემგროვებელი)
1. ფსალმუნების ავტორი;

აშერი (=ნეტარება)
1. იაკობის მერვე შვილი ლეას მოახლე ზილფასგან;

ახაზი (=ხელი მოსჭიდა)
1. იუდეის მეფე;

ახაზია (ახაზიაჰუ) (=უფალი ჩაეჭიდა)
1. ისრაელის მეფე;
2. იუდეის მეფე;

ახაშვეროში (ართახშასთა) (=მამაცი მეომარი)
1. სპარსეთის მეფე, ესთერის მეუღლე;

ახაშვეროში (= მთავარი; ძლიერი კაცი)
1. პერსიის მეფე

ახია
(= უფლის ძმა)
1. წინასწარმეტყვლი

ახითოფელი
(=შეშლილობის ძმა)
1. დავით მეფის მეგობარი, რომელიც შემდეგ მას გადაუდგა;

ახიმელექი (=მეფის ძმა)
1. მღვდელი;

 

 

ბაალი (=ბატონი, მბრძანებელი, მეპატრონე)
1. ქანაანელი ღმერთები;

ბალა (ბილჰა)(=მოკრძალება; მორიდებულობა; შიში)
1. რახელის მხევალი;

ბალაამი (ბილყამი) (=ხარბი, ძუნწი)
1. წინასწარმეტყველი;

ბარაბა (=მამის შვილი)
1. ყაჩაღი;

ბარნაბა (=ნუგეშისცემის შვილი)
1. პავლეს  თანამგზავრი;

ბარუქი (=დალოცვილი, კურთხეული)
1. წინასწარმეტყველი;

ბარშებაყი (ვირსავია) (=აღთქმის ქალიშვილი)
1. ურიას ყოფილი ცოლი, შემდგომ დავითის; სოლომონის დედა;

ბაყალ-ფეღორი (=ხვრელის ბატონი)

ბელა (=ნგრევა; დაშლა)
1. ედომის მეფე;

ბენიამინი (=შვილი მარGჯვენისა)
1. იაკობისა და რახელის მეორე შვილი;

ბენ-ყონი (=ჩემი მწუხარების შვილი)
1. ბენიამინის დედის მიერ დარქმეული სახელი;

ბილჰა (ბალა) (=მოკრძალება; მორიდებულობა; შიში)
1. რახელის მხევალი;

ბოყაზი (=მასშია ძალა)  
1. რუთის მეუღლე;

 

 

გაბრიელი (=ღმერთის კაცი)
1. მთავარანგელოზი;

გადი (=გამარჯვებული)
1. იაკობის და ზელფას შვილი;

გამალიელი (=ღმერთის საჩუქარი)
1. სინედრიონის წევრი;
2. მენაშეს საგვარეულოს თავკაცი;

გერშომი (=უცხოელი)
1. მოსეს უფროსი შვილი;

გომერი (=სავსე; სრული)
1. წინასწარმეტყველ ოსიას ცოლი;

 

 

დავითი (=საყვარელი)
1. იუდეის მეფე, ფსალმუნების ავტორი;

დალილა (=ნაზი, სათუთი)
1. სამსონის საყვარელი ქალი;

დანი (=მსაჯული)
1. იაკობის და ბილჰას შვილი;

დანიელი (=ღმერთია ჩემი განმკითხავი, განმსჯელი)
1.იუდეველი წინასწარმეტყველი ტყვედ ბაბილონში;

დარიოსი (=შემაკავებელი)
1. სპარსეთის მეფე;
2. ბაბილონის მეფე;

დებორა (=ფუტკარი)
1. რებეკას ძიძა;
2. წინასწარმეტყველი ქალი მსაჯულთა წიგნში;

დინა (=განკითხული; გამართლებული)
1. იაკობის ქალიშვილი;

 

 

ედომი (=წითური)
1. ესავი ;
2. ესავის მოდგმა;

ევა (=ცხოვრება, სიცოცხლე)
1. ადამის ცოლი;

ევტიხი (=იღბლიანი, ბედნიერი)
1. ტროადელი ქრისრტიანი;

ეზეკიელი (= ღმერთი განამტკიცებს)
1. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი;

ეზეკია (ხიზკია) (=უფალმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;

ეზრა (=დახმარება)
1. ძველი აAღთქმის წიგნი, მღვდელმთავარი;

ელა (=მუხა, როგორც გამძლეობისა და მარადისობის სიმბოლო)
1. ისრაელის მეფე;

ელეაზარი (=ღმერთია დამხმარე)
1. მღვდელმთავარი, აარონის შვილი;

ელი (=მაღალი, ამაღლებული)
1. ისრაელის მღვდელმთავარი და მსაჯული;

ელია (=უფალია ღმერთი)
1. წინასწარმეტყველი;

ელიაბი (=ღმერთია მამა)
1. ზებულონის საგვარეულოს უფროსი;
2. დავით მეფის უფროსი ძმა;

ელიაკიმი (=ღმერთმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, იოშიას ძე, ფარაონმა ნექაომ მას დაარქვა იეჰოიაკიმი;

ელიეზერი (=ღმერთია დამხმარე)
1. მოსეს შვილი;

ელისაბედი (=ფიცის ღმერთი)
1. აარონის ცოლი;
2. ზაქარიას ცოლი, იოანე ნათლისმცემლის დედა, მარიამ ღვთისმშობლის ნათესავი;

ელისე (=ღმერთია მხსნელი)
1. წინასწარმეტყველი;

ელიფაზი (=ღმერთი ჩემი წმინდა ოქროა)
1. იობის მეგობარი;
2. ესავის პირმშო;

ელკანა (=ღმერთმა შეიძინა)
1. ანნას ქმარი, სამუელის მამა;

ემანუელი (=ჩვენთან არის ღმერთი)
1. იესო ქრისტეს სახელი;

ენოქი (=ნაკურთხი, ხელდასხმული)
1. მათუსალას მამა;

ესავი (=ბალნიანი)
1. ისაკის და რებეკას შვილი;

ესაია(=ხსნა გადარჩენა, ხსნა_უფალია)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;

ესთერი (=ვარსკვლავი )
1. ართახშასთას ცოლი, სპარსეთის დედოფალი, ძველი აღთქმის წიგნი;

ეფრემი (=ნაყოფიერი)
1. იოსების უმცროსი შვილი;

 

 

ვაშთი (=ლამაზი, მშვენიერი)
1. დედოფალი, მეფე ახაშვეროშის ცოლი ესთერამდე;

ვირსავია (ბარშებაყი) (=აღთქმის ქალიშვილი)
1. ურიას ყოფილი ცოლი, შემდგომ დავითის; სოლომონის დედა;

 

 

ზაქარია (=უფალმა გაიხსენა)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;
2. იეჰოიადაყ მღვდელმთავრის შვილი;
3. ისრაელის მეფე;
4. იოანე ნათმლისმცემლის მამა ;

ზაქე (=წმინდა)
1. მებაჟე;

ზებულონი (=ამაღლება, განდიდება)
1. იაკობის მეათე შვილი, მეექვსე ლიასაგან;

ზევსი (იუპიტერი) = ძველი ბერძნების უმაღლესი ღმერთ.

ზერუბაბელი (=ბაბილონში დაბადებული)
1. იერუსალიმში დაბრუნებულთა მთავარი;

ზილფა (=წვეთი)
1. ლეას მხევალი;

 

 

თადეოზი (=ქებული)
1. მოციქული ლებეოსი, იგივე იუდა, არა ისკარიოტელი;

თამარი (=პალმა)
1. იუდას რძალი, რომელსაც მისგან ფერეცი და ზერახი შეეძინა;
2. დავით მეფის ქალიშვილი, აბესალომის და;
3. აბესალომის ქალიშვილი ;

თეოფილე (=ღმერთის მოყვარული, მეგობარი)
1. ვისაც მიმართავს ლუკა მახარებელი თავის სახარაბასა და საქმე მოციქულთაში; 

თერახი (=ვადის გაგრძელება, შეჩერება)
1. ნახორის შვილი, აბრაამის მამა;

თუბალ-კაენი (=იარაღის  მწარმოებელი)
1. ლამექის შვილი  ცილასაგან;

 

 

იაირი (იაიროსი) (=უფალი  ნათელს ჰფენს)
1. ისრაელის მსაჯული;
2. სინაგოგის მთავარი, ვისაც იესომ 12 წლის ქალიშვილი გაუცოცხლა;

იაკობი (=ცბიერი, მოხერხებული; იგი გაიმარჯვებს)
1. ისაკის შვილი, ესავის ტყუპისცალი;
2. უფლის ძმა და ახალი აღთქმის ერთ-ერთი წერილის ავტორი;

იაფეტი (=გაფართოება)
1. ნოეს შვილი, სემისა და ქამის ძმა;

იერემია (=უფალი მას აღამაღლებს)
1. წინასწარმეტყველი, ძველი Aაღთქმის წიგნი;

იერობოამი (=ხალხი მისი _ უთვალავია)
1. ისრაელის მეფე, ნაბატის ძე;

იესე (=სიმდიდრე)
1. დავით მეფის მამა;

იესო (=უფალია მხსნელი;  უფალია  გადამრჩენელი)
1. იესო ნავეს ძე;
2. იესო ზირაქის ძე, სიბრძნე ზირაქის ავტორი;

იეხიზკიაჰუ (ეზეკია) (=უფალმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;

იეჰოაკიმი (=უფლი აღადგენს)
1. იუდეის მეფე, იოშიას ძე, თავდაპირველი სახელი მისი იყო ელიაკიმი. 

იეჰუ (=ის უფალია)
1. წინასწარმეტყველი;
2. ისრაელის მეფე, აქაბის სახლის ამომწყვეტი;

ივდითი (=ნაქები)                             აქამდე ვნახე
1. ესავის ხეთელი ცოლი ;
2. ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნის “ივდითის” გმირი,  აშურელთა მთავარსარდლის ოლოფერნეს განმგმირავი;

იზებელი (იეზაბელი) (=უქმრო, დაუქორწინებელი)
1. ისრაელის მეფის ახაბის ცოლი;

ითამარი (=პალმების კუნძული)
1. აარონის უმცროსი შვილი;

იოაბი (=უფალია მამა)
1. დავით მეფის დის ცერუიას ძე;

იოანა (ჯოანა) (=უფლის მადლი ან საჩუქარი)

იოანე (ჯონი) (=უფლის მადლი ან საჩუქარი)
1. სიმონ მაკაბელის შვილი;
2. მოციქული, იოანეს სახარების ავტორი;

იოახაზი (=ღმერთს  უჭირავს)
1. იუდეის მეფე;
2. ისრაელის მეფე;

იობი (=დევნილი)
1. ძველი აღთქმის წიგნის “იობის” გმირი;

იოველი (=უფალია ღმერთი)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;
2. სამუელის უფროსი შვილი;

იოთამი (=უფალი სრულყოფილია)
1. გედეონის უმცროსი შვილი;
2. იუდეის მეფე, ოსიას შვილი;

იონა (=მტრედი)
1. ისრაელის წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;

იორამი (=უფალი განადიდებს)
1. იუდეის მეფე ;
2. ისრაელის მეფე, აქაბის შვილი;

იოსები (=ის შეგვძენს /რწმენას)
1. იაკობის და რახილის შვილი;

იოქებედი (=უფალი განთქმულია)
1. მოსეს, აარონის და მირიამის დედა;

იოშაფატი (=უფალი განიკითხავს)
1. იუდეის მეფე, ასას შვილი;

იოშია (=უფალი საყრდენია)
1. იუდეის მეფის, ამონის შვილი;

იროდი (=საკუთარი ტყავის დიდება)
1. იუდეის მეფე_ იროდ დიდი;
2. იროდ აგრიპა 1;
3. იროდ აგრიპა 2;
 
ისაკი (=ღიმილი)
1. აბრაამის და სარას შვილი;

ისაქარი (=ჯილდო, საჩუქარი, საფასური)
1. იაკობის მეცხრე შვილი;

ისკარიოტელი (=კაცი ისკარიოტიდან)
1. იუდა, სიმონის შვილი;

ისმაელი (=უფალი ისმენს)
1. აბრაამის და აგარის შვილი;

ისრაელი (=ღმერთთან მებრძოლი, ღმერთის თავადი)
1. იაკობი
2. იაკობის შთამომავლობა;

იუდა (=ნაქები)
1. იაკობის მეოთხე შვილი;
2. იუდა ისკარიოტელი;

 

 

კაენი (=შენაძენი)
1. ადამის პირველი შვილი;

კაიაფა(=მკვლევარი)
1. იუდეველთა მღვდელმთავარი;

კეისარი _ რომის იმპერატორის ტიტული;

კეფა (=კლდე, ქვა)
1. მოციქულ პეტრეს სახელი;

კიროსი (=უმაღლესი ძალაუფლება, მზე)
1. სპარსეთის მეფე;

კიში (=მშვილდი)
1. საულის მამა, ბენიამინელი;

კლავდიუსი (=კოჭლი, მერყევი)
1. რომის იმპერატორი;

კლეოპა (=სრული დიდება)
1. ერთი ორ მოწაფეთაგან ემაუსის გზაზე;

კორახი (= მელოტი)
1. ლევიტელი, რომელიც აუჯანყდა მოსესა და Aაარონს;

კორნელიოსი (=მზის სხივი;  რქებიანი /რქა _  როგორც ძლიერების სიმბოლო/)
1. რომაელი ასისთავი კესარიაში;

 

 

ლაბანი (=თეთრი)
1. რებეკას ძმა, იაკობის ბიძა;

ლაზარე (=ღმერთის შემწეობა)
1. მართასა და მარიამის ძმა;

ლამექი (=დამანგრეველი, ძლიერი)
1. მათუსალას შვილი, ნოეს მამა;

ლეა (=დაღლილი, დაქანცული)
1. ლაბანის უფროსი ქალიშვილი, იაკობის ცოლი;

ლევი (=ერთგული, სიყვარულით მიბმული)
1. იაკობის მესამე შვილი;

ლოტი (=საბურველი, გადასაფარებელი)
1. აბრაამის ძმიშვილი და თანამგზავრი;

ლუკა (=მანათობელი)
1. ევანგელიის და საქმე  მოციქულთას ავტორი, პავლეს თანამგზავრი;

 

 

მათე (=უფლის საჩუქარი)
1. მოციქული და ევანგელიის ავტორი;

მათუსალა (=სიკვდილის შემდეგ გამოაგზავნის /იგულისხმება წარღვნა/; სიკვდილის მაცნე)
1. ენოქის შვილი, რომელმაც ყველაზე დიდხანს (969 წელი) იცხოვრა;  

მალაქია (=უფლის ანგელოზი ან მახარობელი)
1. წინასწარმეტყველი;

მართა (=ქალბატონი)
1. მარიამისა და ლაზარეს და;

მარიამი (მარია) (=განდიდებული)
1. იესო ქრისტეს დედა;
2. მაგდალინელი;
3. იაკობის და იოსების დედა;
 
მელქისედეკი  (=სიწმინდისა სიმართლის მეფე)
1. სალიმის (შალემის) მეფე და უზენაესი ღვთის მღვდელი, იესო ქრისტეს წინასახე;

მელქოლა (=ნაკადული)
1. საულის უმცროსი ქალიშვილი, დავითის ცოლი;

მენაშე (=დავიწყების მომცემი)
1. იოსების შვილი;
2. მენაშეს საგვარეულო;
3. იუდეის მეფე, ეზეკიას შვილი;

მესია (=მირონცხებული)
იესო ქრისტე;

მილქა (=დედოფალი)
1. ნახორის ცოლი, ხარანის ასული;

მირიამი (=ზღვის ვარსკვლავი; ქალბატონი)
1. მოსესა და აარონის და;

მიქა ( =ვინ არის უფლის მსგავსი?)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;
მიქაელი (=ვინ არის ღმერთის მსგავსი?)
1. მთავარანგელოზი;

მოაბი (=მამიდან წარმოშობილი)
1. ლოტის შვილი და მისი შთამომავლები;

მოლოქი (=მეფე)
1. ამონიტელთა ღმერთი;

მორდექაი (=შევიწროების სიმწარე; მცირე ადამიანი)
1. იუდეველი, ესთერის მრჩეველი და ბიძაშვილი;

მოსე (=წყლიდან ამოყვანილი)
1. ეგვიპტიდან ებრაელი ხალხის გამომყვანი და მათი წინამძღოლი;

 

 

ნაბალი (=უგუნური)
1. მდიდარი მესაქონლე დავითის დროს, აბიგაილი;

ნაბუქოდონოსორი (=მემკვიდრეობის უფლებას დაიცავს ‘ნებო’)
‘ნებო’_ ბაბილონის ღმერთი
1. ბაბილონის მეფე;

ნათანი (=ნაჩუქარი, ნაბოძვარი)
1. წინასწარმეტყველი, დავითის მრჩეველი და მეგობარი;

ნაფთალი (=ჩემი ჭიდილი)
1. იაკობის მეექვსე შვილი ბილჰასგან;

ნაყომი (ნაომი) (=სასიამოვნო)
1. რუთის დედამთილი, დაირქვა მარა (= გამწარებული, დანაღვლიანებული)

ნახორი (=მოფრუტუნე, მობუზღუნე)
1. ფარას შვილი, აბრაამის ძმა;

ნეემანი (=სასიამოვნო, საამური)
1. სირიის მეფის მხედართმთავარი;

ნეემია (=უფალია ნუგეშისმცემელი)
1. იუდეველთა სულიერი გამომაფხიზლებელი;

ნოე (=სიმშვიდე, ნუგეშისცემა)
1. ლამექის შვილი, კიდობნის ამგები;

 

 

ონანი (=ძლიერი)
1. იუდას შვილი, იაკობის შვილიშვილი;

ონისიმე (=გამოსადეგი, ვარგისი)
1. ფილიმონის მონა;

ოსია (=ხსნა, გადარჩენა)
1. ისრაელის მეფე;
2. წინასწარმეტყველი;

 

 

პავლე (=მცირე, უმნიშვნელო)
1. მოციქული;

პეტრე (=კლდე)
1. მოციქული;

პილატე (=შუბით შეიარაღებული)
1. რომაელი მმართველი;

პოტიფარი (=ხარის მღვდელი)
1. ფარაონის მცველთა უფროსი;

 

 

რაფაელი (=ღვთით განკურნება)
1. ანგელოზი, ტობითის თანამგზავრი ‘ყაზარიას ‘ სახელით;

რახაბი (=ფართო, განიერი)
1. მეძავი იერიხონიდან;

რახელი (=ცხვარი)
1. ლაბანის შვილი, იაკობის ცოლი;

რებეკა (=მარყუჟი, ქამანდი)
1. ლაბანის და, ისაკის ცოლი;

რეუბენი (= აი, ვაჟიშვილი)
1. იაკობის უფროსი შვილი ლეასაგან;

რეღუელი (=ღმერთის მეგობარი)
1. ესავის შვილი ბასმათისგან ;
2. მოსეს სიმამრი;

რობოამი (რეხაბყამი) (=ხალხის გამმრავლებელი)
1.სოლომონის შვილი ყამონელი (ამონიტელი) ნაყამასგან ;

რუთი (= სილამაზე, კეთილსახიერება)
1.მოაბელი ქალი, მახლონის ქვრივი, ნაყომის რძალი, ბოყაზის ცოლი,
იესო ქრისტეს წინაპარი (დიდი ბებია);

 

 

სამსონი (=როგორც მზე)
1. მსაჯული;

სამუელი (=ღმერთს გამოთხოვილი)
1. მსაჯული და წინასწარმეტყველი;

სარა (=ქალბატონი)
1. აბრაამის ცოლი;
2. ტობითის ცოლი;

სარაი (=ფიცხი, შარიანი)
1. სარას პირვანდელი სახელი;

საული (სავლე ) (=გამოთხოვილი)
1. ისრაელის პირველი მეფე;
2. პავლე მოციქულის თავდაპირველი სახელი;

სემი (=სახელი)
1. ნოეს შვილი;

სერაია (=უფლის მებრძოლი)
1. მღვდელთმთავარი;

სიმონი (=მოსმენა)
1. იაკობის შვილი ლეასგან;
2. იესო ქრისტეს ძმა;
3. პეტრეს თავდაპირველი სახელი;

სოლომონი (=მშვიდობის მოყვარული)
1. ისრაელის მეფე, დავითის შვილი;

სოფონია (= უფალმა დაფარა)
1. მცირე წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის წიგნი;
2. მღვდელმთავარი ციდკიაჰუს და იერემიას დროს;

სტეფანე (=ღმერთის გვირგვინი)
1. ქრისტესთვის წამებული;

სუსანა (=შროშანი)
1. ხილკიას ასული, იეჰოაკიმის ცოლი;
2. იესოს მიერ განკურნებული, რომელიც შემდეგ მას ემსახურებოდა თავისი ქონებით;

 

 

ტეტრარქი (=მეოთხედმთავარი)
1. ჰეროდე ანტიპა ;
2. ფილიპე (ჰეროდეს ძმა);
3. პონტოელი პილატე;
4. ლისანისი;

ტიმოთე (=ღმერთის თაყვანისმცემელი)
1. პავლე მოციქულის მოწაფე;

ტიტე (=საპატიო, პატივცემული)
1. მოციქული, პავლეს მოსწავლე;

ტობია (=მადლიანია უფალი)
1. ტობითის შვილი;

ტობითი (=მადლი)
1. ღვთისმოსავი იუდეველი;

 

 

ურია (= სინათლე ჩემი – უფალია)
1. ხეთელი, ვირსავიას ქმარი;
2. მღვდელთმთავარი;
3. წინასწარმეტყველი;

ურიელი (=სინათლე ჩემი _ ღმერთია)
1. ანგელოზი;

 

 

ფელიქსი (=იღბლიანი)
1. რომის გამგებელი იუდეაში;

ფერეცი (=რღვეული, ხვრელი)
1. იუდას შვილი თამარისგან;

ფესტოსი (=მხიარული)
1. რომის გამგებელი იუდეაში;

ფილიმონი (=მოყვარული, მეგობრული, მეამბორე)
1. კოლასელი ქრისტიანი, ონისიმონის ბატონი;

ფილიპე (=ცხენების მოყვარული)
1. მოციქული;
2. მეოთხედმთავარი (ტეტრარქი);

ფინხასი (=სპილენძის ან გველის პირი)
1. ელიაზარის შვილი, აარონის შვილიშვილი;
2. ილიას შვილი;

 

 

ქალები (=გულმართალი, გულფიცხი, მეცხვარე ძაღლივით ერთგული)
1. იეფუნეს ძე, მზვერავი იესო ნავესთან ერთად;

ქამი (=ფიცხი)
1. ნოეს შვილი ;

ქანაანი (=მონა; ვაჭარი)
1. ქამის შვილი, ნოეს შვილისვილი;
2. პალესტინის სახელი;

ქილიონი (=ჩამომჭკნარი)
1. ელიმელექისა  და ნაყომის უმცროსი შვილი;

 

ღოთოლია (=უფლის წუხილი)
1. იუდეის დედოფალი;

ღოთონიელი (=ღმერთის ლომი)
1. ისრაელის მსაჯული;

 

 

ყობედი (=თაყვანისმცემელი)
1. ბოყაზისა და რუთის შვილი, დავითის ბაბუა;

ყუზია (=უფალია ჩემი ძალა)
1. იუდეის მეფე;

ყუცი (=ნაყოფიერი)
1. არამის შვილი, სემის შვილიშვილი;

 

 

შეთი (=დანიშნული, აღდგენილი)
1. ადამის და ევას შვილი მესამე შვილი;

შელა (=ლოცვა, პატიება)
1. იუდას შვილი;

 

 

ცერუია (=გაპობილი, მოკვეთილი)
1. დავითის და, რომელიც იყო აბიშაის, იოაბის და ყასაელის დედა;

ციდკიაჰუ (=უფალია ჭეშმარიტება)
1. ცრუ წინასწარმეტყველი აქაბის დროს;
2. იოშიას შვილი, იუდეის ბოლო მეფე;

ციფორა (=ჩიტი)
1. მოსეს ცოლი;

 

 

ხანანი (=უფლის მადლი)
1. დავით მეფის მიერ დანიშნული მუსიკოსი;
2. წინასწარმეტყველი იეჰუს მამა, ნათელმხილველი ;

ხარანი (=მთიელი)
1. ფარას შვილი, აბრაამის ძმა;

ხიზკია (ეზეკია) (=უფალმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;

 

 

ჰადასა (=მურტი /არომატული მარადმწვანე ბუჩქი/ )
1. ესთერ დედოფლის პირვანდელი ებრაული სახელი;

ჰეროდია (= საკუთარი ტყავის დიდება)
1. ფილიპეს ცოლი, შემდეგ კი მისი ძმის;
2. ჰეროდე ანტიპას  ცოლი;