უღელტეხილებს გავცქერ გიჟივით,
ნისლები დაძრა ცრემლების ორთქლმა,
მზარავს უმწეო ბავშვთა ჟივჟივი
და ძუძუ გამშრალ დედების მოთქმა.

გოდებად უძღვის მათ გრძელ ქარავანს,
წყევლა აწმყოსი, გმობა წარსულის,
და ჩემს ბედს ვყვედრი, ბრმა რომ არა ვარ,
ყრუ რომ არა ვარ სმენადახშული.

ცივი მზერა მდევს გაყინულების,
არსად ვარდები, არსად იები...…

გვაპატიებენ მათი სულები?
არ გვაპატიებენ.