სულ ამ არემარეზე
უცნაური ის არის:
გადაწევა უქმია
რკინისგზების ისარის.

საბარგო მატარებელს
თვალი ვერ დაინახავს.
ალბათ ინდუსტრიალურ
საიდუმლოს ინახავს.

ჩვენში, აბა, უსმინეთ,
აღტაცებას მიცემულს -
მრავალთ-მრავალ ბორბლების
გრგვინვას გრიგალისებურს.