ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს
სიბერის დრო აქსოვს.
არ ვემდური სიყმაწვილეს,
ის ხომ კარგი მახსოვს.

სინამდვილეს არ ვემდური:
არ ყოფილა თითქმის.
არყოფილზე საყვედური
არასდროს არ ითქმის.

და არც შიში გაორების
არ მიგრძვნია მწარე...
მე ხომ მთელი გზა ცხოვრების
ასე გავატარე.