ისევ აფშვენენ სურნელებას ბალახნი ველად,
მაგრამ არავინ მათ არ აგროვებს შესალოცველად.
პარტახი. გზებზე იფინება შქერი. რა გინდა?
ვაზებში ფშატი გადაბიბინდა და წყალი წმინდა,
ათას შხამიან ბალახებით გადაიხატა.
მაგრამ მე სულ სხვა შთავისუნთქე ხალისით ზეცა,
ვარდის ღრუბლებად სივრცეზე რომ გადაილეწა.