ეს იყო

კოცნა მთების  და ცის...

ეს იყო

„დამტერფე“

„დამფერფლე“

„დამწვი“!

მღეროდნენ ღრუბლები:

- ეშხს  ნუღარ მიშენ!

ცას ვესაუბრები,

მგონიხარ შენ!

 

მაკოცე... გავხევდი...

გამლეწე ბზედ... -

ეს იყო კახეთი,

ეს იყო მზე!...


1962 წ.