ქართლის საქმეები XVII საუკუნის მეორე ნახევარში ძალზე აიწეწა. როსტომ მეფის დროიდან (1634_1658წ.წ) ქართლ_კახეთი ერთგვარად წარმოადგენდა სპარსეთის პროვინციას (სანახოს). მართალია, ქართლს ნომინალურად განაგებდნენ ნაციონალური დინასტიის წარმომადგენლები, მაგრამ ქვეყნის ბედ_იღბალი ნამდვილად შაჰზე იყო დამოკიდებული. ამასთან გამეფების (და ხშსირად გამთავრების) აუცილებელი პირობა გახდა მაჰმადიანურ რჯულზე გადასვლა. ტახტის მაძიებელ ავანტიურისტთა დასი მუდმივ მზად იყო მოქმედებისათვის. ამ ნიადაგზე ფართო სარბიელი ეძლეოდა უთავბოლო დინასტიურ ინტრიგებს. სპარსეთი აშკარად მფარველობდა გამთიშავ ელემენტებს, ერთიმეორეს უსისინებდა მოქიშპეებს და ყოველნაირად იბრძოდა ადგილოვრივი ძალების შემჭიდროებისა და გაძლიერების წინააღმდეგ. სპარსეთის ეს ვერაგული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ზოგჯერ გასავალს პოულობდა საქართველოში. ქვეყნის ყველაზე დიდ უბედურებას შსინააშლილობა წარმოადგენდა. სულხან ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა საქვეყნო საქმეებში. ის ერთ_ერთი ბურჯთაგანი იყო იმდროინდელი ეროვნულ_განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართლის ლეგიტიმისტთა ერთგული მომხრე. სულხანმა პირადად განიცადა ის დევნა, რაც წილად ხვდა ქართლის ლეგიტიმური დინასტიის წარმომადგენლებს.

XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან (1676 წლიდან) ქართლის ტახტზე დამტკიცებულ იქნა გარეგნულად მაჰმადიანი და მოჩვენებით სპარსეთის ერთგულებაში მყოფი გიორგი XI, სულხანის საპატიო აღმზრდელ_მასწავლებელი.გიორგის დამტკიცებასთან ერთად ფარული სპარსული დიპლომატია მოქიშპე კანდიდატის არჩევანსაც შედგა. არჩევანი ხვდა თეიმურაზ პირველის შვილიშვილს. რუსეთში აღრზდილ ,,ნიკოლაი დავიდოვიჩს,, ქართულად ერეკლე პირველის სახელით ცნობილს ( მაჰმადიანობაში ეწოდა ნაზარალიხანი). 1688 წელს სპარსული საინტერვეციო ჯარების დახმარებით ნაზარალიხანმა გააძევა გიორგი და ტახტი თვითონ დაიპყრა. ნაზარალიხანი ორმაგად აღმოჩნდა მიუღებელი ქართლის გავლენიანი საზოგადოებისათვის. ჯერ ერთი, ამით საქართველოში მტკიცდებოდა უხეშ ძალმომრეობაზე დამყარებული ხელისუფლება ულტრა სპარსულ_მაჰმადიანური ხასიათისა. მეორეც, ნაზარალიხანი კახეთის ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა და ლეგიტიმისტურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა.თვითონ ნაზარალიხანიც კარგად გრძნობდა თავის ორჭოფულ მდგომარეობას,ემყარებოდა სპარსულ სამხედრო_ჩინოვნიკურ კასტას.ადგილობრივ ელემენტს იშორებდა და სდევნიდა. ეს კიდევ უფრო ზრდიდა ქართლის მოსახლეობის უკმაყოფილებას. ორბელიანთა ოჯახი მათ შორის სულხანიც, ლეგიტიმისტთა ჯგუფს ეკუთვნოდა და გიორგი XI_სთან ერთად იძულებული გახდა გადახვეწილიყო. ორბელიანთა უპატრონოდ დარჩენილი სახლ_კარი ნაზარალიხანმა ააოხრა. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ ერეკლეს ძე დავით_II (იმამ_ყულიხანი) დანიშნა, მაგრამ ისიც ირანში დატოვა. კახეთის გამგებელი კი დავითის უმცროსი ძმა თეიმურაზი გახდა. თეიმურაზი მცირეწლოვანი იყო და ქვეყნის მართვას ვერ ახერხებდა. ამით ისარგებლეს დაღესტნელებმა და კიდევ უფრო გაახშირეს შემოსევები. 1711 წელს ყანდაარის (ქალაქი ავღანეთში) იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორისქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერას შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს ვახტანგი თავის ამალასთან ერთად გაემგზავრა ირანში. ვახტანგს თან ახლდა სულხან_საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისათვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო. ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა,შაჰმა იგი დაატყვევა. ქართლი შაჰმა ვახტანგის ძმას, გამაჰმადიანებულ იესე ალი_ყულიხანს გადასცა. იესე ვახტანგის საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა და ყოველმხრივ ცდილობდა, შაჰისთვის ერთგულებადაემტკიცებინა. იესესათვვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი ცდილობდა.

ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეპოვათ და იქნებ ის მაინც მოეხერხებინათ,რომ შაჰს ქრისტიანი ვახტანგი დაესვა ქართლის ტახტზე. ამ მისიით გაემგზავრა სწორედ სულხან_საბა ორბელიანი ევროპაში. ქართველი ელჩი სთხოვდა ლუი XIV_ს ირანში გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელიც ვახტანგის განთავისუფლების საკითხს მოაგვარებდა. სულხან_საბამ შემწეობა რომის პაპსაც სთხოვა. რომის პაპმა ლუი XIV_ს მართლაც მისწერა წერილი, რომელშიც სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა ვახტანგისათვის. ლუი XIV_ს საქართველო არ აინტერესებდა. ევროპის ქვეყნები ირანს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლასი მოკავშირედ განიხილავდნენ. სულხან_საბა ორბელიანის ვიზიტამდე რამდენიმე წლით ადრე დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ირანს შორის. ხელსეკრულება ორივე მხარეს აკმაყოფილებდა და ვახტანგის გამო ლუი XIV შაჰთან ურთიეთობას არ გაიფუჭებდა. ვახტანგი მიხვდა რომ დახმარებას ვერსაიდან მიიღებდა. თანაც იესეს მმართველობით შეწუხებული მოსახლეობა მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და შაჰმა იგი ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ ირანში დატოვა. ქართლის გამგებლად ვახტანგ VI_ ის ძე ბაქარი დაინიშნა.

1719 წელს ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო. ვახტანგ VI_მ რუსეთთან სცადა კავშირის დამყარება. XVIII საუკუნის 30_იანი წლების დასაწყისში შაჰ_თამაზის სარდალი ნადირ_ხანი იწყებს აქტიურ ბრძოლას ავღანელთა წინააღმდეგ. მან განდევნა ისინი ირანიდან, თურქეთიც დაამარცხა, რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა იგი ხელლი აეღო პეტრე I_ის მიერ დაპყრობილ კასპიის ზღვისპირა ტერიტორიებზე. ნადირმა თავისთან დაიბარა ვახტანგ VI და ქართლის ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა. ქართლის აწეწილმა ბედმა ვახტანგ VI_ს პირი რუსეთისაკენ აქცევინა. იგი 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში. დიდი იმპერიების კონფლიქტში ჩათრეული საქართველო კიდევ ერთხელ განგებამაც გასწირა და ერთმორწმუნე მოკავშირემაც.