თუ ვახტანგ VI დავუჯერებთ, ჩვენს წინაპრებს ძველთაგანვე ჰქონიათ "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანები. ამის საბუთს მას აძლევდა "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი". ნასრ ალ-ლაჰმა თავისი ვერსია 1144 წ. თარგმნა არაბულიდან. შეიძლებოდა გვეფიქრა ,რომ ჩვენში "ქილილა და დამანა" მაშინვე გამხდარა ცნობილი, რადგან ჯერ კიდევ გიორგი მესამის (1156-1184) დროს შედგენილ მატიანეში იხსენიება. დიმიტრი ბაქრაძე ფიქრობს, "ქილილა და დამანა" თამარზე წინათ უნდა იყოს ნათარგმნი, რადგან ქართლის ცხოვრება მას იხსენიებს არა თამარის დროს, არამედ გიორგი მესამის მეფობაშიო. ვახტანგ VI მხოლოდ ერთ იგავზე უთითებს, მეტზე არა, ხოლო მ. ჯანაშვილი ასეთ იგავთა რიცხვს ოთხამდე ზრდის., კერძოდ , გარდა ბუთა და ყვავთა იგავისა, ის უთითებს "ქართლის ცხოვრების" სამ ადგილზე: იმავ "ისტორიანი და აზმანში" იკითხება ასეთი ადგილი: "და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარი[ი]სა ბუნებისმეტყუელობას შინა არსთა ქმნილებისასა "ექუსთა დღეთასა" [იტყუის], ვითარ "ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღვისასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა, ოხრანი და ღელვა-ტეხილობანი ზღვისანი ვერ გარდახდებიან ბრძანებასა ღრმთისასა; და მცველ ექმნების თესლოვანებასაცა ალკუნისასა". როგორც მოტანილი ადგილიდან ჩანს, აქ დასესხებიან "ექუსთა დღეთაისას"  და არა "ქილილა და დამანას". და მართლაც "ექუსთა დღეთასაში" იგავთა შინაარსები კი არ გვაქვს, არამედ მითითება ამა თუ იმ ცხოველის თუ საგნის თვისებებზე. "ექუსთა დღეთაისაში" კერძოდ ვკითხულობთ: "კვირიონი არს ფრინველი ზღვისაი. და დაიბუდის მან კიდესა თანა ზღვისასა, და დასხნის კუერცხნი თვივსნი ქვიშასა ზედა და გამოისხნის მართუენი თვისი შუა ზამთრის, რაჟამს არიედ ქარნი ფიცხელ და ზღუაი გამოასხამნ ქუეყანად, არამედ შვიდთა მათ დღეთა შინა, რომელთა აზინ კურცხთა მათე ზედა, დაყუდნის ქარი და ზღუაი დანელდების, და მეშვიდესა დღესა გამოისხნის მართუენი აატვისი. და მიანიჭის ღმერთმან მცირესა ამას ცხოველთა სხუაი-ღა შვიდი დღე მყუდროი საზრდელად მართუეთა თვისთა. ვიდრემდის მენავეთაცა ყოველთა იციან ესე და უწოდიან მათ დღეთა კვირეონიანი". "ქართლის ცხოვრებაში" მოტანილი ადგილი ან თავისი სიტყვებით გადმოუცია მის ავტორს, ანდა შეიძლება სხვა თარგმანით სარგებლობდეს იგი . პირველი ვარაუდის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თვით იგავის გმირის სახელი. "ექუსთა დღეთაი" მას კვირიონს უწოდებს, ხოლო "ქართლის ცხოვრებაში" ალკუნი ეწოდება. "ქილილა და დამანაში" აი ამ ფრინველის ამბავია მოყოლილი. მოთხრობილია ასეთი სიუჟეტი: თითევი ზღვას არ ეპუება და ბუდეს მის ნაპირზე დაიდებს. ზღვა შთანთქავს მის ბუდეს და კვერცხებს. თითევი ფრინველთა მეფესთან, სიმურღთან ჩივის. ეს უკანასნელი ზღვის უფროსს მიმართავს. სამართლიანი ზღვის უფროსი კი უკანვე უბრუნებს თითევს თავის ბუდესა და ბარტყებს. თავისთავად "ქილილა და დამანას" იგავის შინაარსი არც ისე უდგება მაინდამაინც ვითარებას "ქართლის ცხოვრების" სათანადო ადგილისას, სადაც ეს იგავი მოაქვთ.

ასეთივე ნაძალადევია მ.ჯანაშვილის მესამე და მეოთხე მაგალითი. მას ჯუანშერის "ცხოვრება ვახანგ გორგასალისაში" მოტანილი ორი იგავვი, სინდთა მეფესა და ვახტანგს რომ მოაქვთ, "ქილილა და დამანასი" ჰგონია. სინდთა მეფე ვახტანგს უყვება ასეთ ამბავს: ყვავმა არწივის მიერ გაგლეჯილი ქორი იპოვა. ყვავთა წესს გარდახდა, შეიწყალა და ზრდიდა. ქორმა ყვავთა ულუფა დაიწუნა და მისი კეთილისმყოფელი ყვავი შეჭამა. მ.ჯანაშვილს მიაჩნია, რომ ესაა "ქილილა და დამანას" იგავი "ქორის ბარტყი და ყორანი". მაგრამ ისინი შინაარსით და მაშასადამე, დასკვნითაც, ერთმანეთისაგან განსხვავდება. "ქილილა და დამანაში" ქორის ბარტყი რომ გაიზრდება, ყვავის ბუდეს მშვიდად ტოვებს, აღმზრდელის ნებართვით სანავარდოდ მიდის და სამეფო ქორი ხდება. ესეც არ იყოს, დავიწყებბულია, რომ ეს იგავი ადრეულ ვერსიებში, არაბულსა და ნასრ ალ-ლაჰისეულში, არ იკითხება, იგი ქაშეფიმ შეიტანა კრებულში. და მ.შ. გვიანდელია (XV ს)

მეორე იგავში ვახტანგი სინდთა მეფეს ეუბნება: შენ თხუნელასავით ბნელში ზიხარ, უსინათლო თხუნელას გავხარ, რომელსაც "ეგოდენი ჰგონიეს მას ცხოვრება ყოველთა იძვრისთა (მოძრავთა), ვითარსა ცხოვრებასა თვით არს." შენ გონების თვალით ბრმა ხარ, რადგან ქრისტეს არ ესავო. აქ მითითებაა თაგვის ზოგად თვისებაზე და სრულებითაც არ იგულისხმება "ქილილა და დამანას" რომელიმე იგავი. "ქილილა და დამანაში" თაგვზე ხუთი იგავი იკითხება. მ.ჯანაშვილის მცდარი ექსკურსები დღემდეა ჩვენში მიღებული. ასე რომ ვიმეორებთ, მართალია ვახტანგ VI, როცა მხოლოდ ერთ ქილილასეულ იგავზე უთითებს "ქართლის ცხოვრებაში" და მეტზე არა. და ჩვენ არ ვიცით, ისიც ქართულად გვქონია თუ რომელიმე არაქართული ვერსიიდან იცის "აზმანის" ავტორმა. იგი ყოველმხრივ განსწავლული კაცი ჩანს, რომელიც ...აღმოსავლური და დასავლური განათლების ღრმა ცოდნას ამჟღავნებს ამ ძეგლში დასახელებული ყველა თხზულების ავტორი და ისტორიული პირები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურით არ იყო ცნობილი, მათ ორიგინალით ან სხვა წყაროებით იცნობდნენ. ასევე შეიძლება შევხვდეთ "ქილილა და დამანას" ხსენების საკითხს "ქართლის ცხოვრებაში".

ანვარ-ე სოჰაილის" ქართულად თარგმნა დაუწყია დავით კახთა მეფეს. ქეთევან წამებულის მეუღლესა და თეიმურაზ პირველის მამას. მაგრამ მას საქმის დაბოლოება არ დასცალდა. ვახტანგ VI-ის ცნობით დავითს წიგნი "კუსა და მორიელის არაკამდის ეთარგმნა". დავითის თარგმანი დღემდეა შემონახული, მისი ორი ნუსხა მოგვეპოვება. ერთი-კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ხოლო მეორე - საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში. პირველი ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. ხოლო მეორე გ.ლეონიძემ, როგორც პირადად მისგან გაგვიგონია.

ე. თაყაიშვილის შრომა იყო ქართული "ქილილა და დამანას" მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი პირველლი ეტაპი, რომელმაც გააბათილა ა.ხახანაშვილის მოსაზრება, თითქოს A ვერსია სწორედ ის XII ს. თარგმანი უნდა ყოფილიყო, რომელზედაც ვახტანგი უთითებს თავის ანდერძში. ე.თაყაიშვილმავე მიუთითა იმაზედაც, თუ რა ხასიათის მუშაობა გასწია ვახტანგმა. საქმე ისაა,რომ ამ ხელნაწერში იკითხება მრავალი შესწორებანი, გაკეთებული სტრიქონთა თავზე და აშიებზე.ორიგინალის სრულად გადმოცემისა თუ უკეთ გაგების მიზნით. ე.თაყაიშვილმა გაარკვია,რომ ეს ჩასწორებანი და მათ შორის ლექსები, ვახტანგს ეკუთვნის. "ვინაა ავტორი ამ ლექსებისა? კითხულობდა მეცნიერი და იქვე პასუხობდა, ეჭვს გარეშეა ყველა ლექსი ამ ხელნაწერში ვახტანგს ეკუთვნის. ამაში ჩვენ გვარწმუნებს ხელი, რომლითაც დაწერილია ლექსები. ამ ხელს ვახტანგ VI-ის ავტოგრაფებს რომ ვუდარებთ, არ შეიძლება მათ შორის სრული იგივეობა არ ცნოთ. ამრიგად გაირკვა და ნივთიერად დადასტურდა ის, რასაც ვახტანგი გვაუწყებს თავის ანდერძში.მას ხელთ ჩაუვარდა დავითის თარგმანი, იგი გააგრძელებინა ჯერ თბილისში ვინმე ქართულის მცოდნე სპარსელს, ხოლო მერე ირანში - ვინმე სომეხს.

სამწუხაროდ ვახტანგი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საიდან სადამდე ტარგმნა ანონიმმა სპარსელმა და სომეხმა, მათ ახელსაც კი არ ასახელებს. კიდევ მეტი, თვით დავითის თარგმნის მიჯნაც საცილობელია: კუ და მორიელის არაკამდე, თუ მისი ჩათვლით? ალ.ბარამიძის აზრით ეს არაკიც დავითის მიერ უნდა იყოს თარგმნილი, ხოლო "უცნობი სპარსელის თარგმანი უნდა იწყებოდეს არაკით "იხვი და მთვარის შუქი". მკვლევარის ვარაუდით, უცნობი სომხის თარგმანი კი მეოთხე კარით უნდა იწყებოდეს. ალ.ბარამიძის აზრით, მეტად სახიფათო ხდება სტილის თვალსაზრისზეც დამყარება. რადგან სპარსელსაც და სომეხსაც ერთგვარი სასაუბრო, მდაბიო-ხალხური, არასალიტერატურო ენით უწერიათ. ვფიქრობთ რადგან სხვა გზა არ არის, სტილისა და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინება შეიძლება ყველაზე უკეტ გამოდგეს მთარგმნელთა გასამიჯნავად. "ქილილა და დამანაში" იგავის მოყოლის შემდეგ პერსონაჟი იტყვის ხოლმე: ეს იგავი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ასე და ასე უნდა ვიცოდეთო. ამ იგავებს დავითი და სპარსელი არაკს უწოდებენ, როცა სომეხი მასალს ხმარობს. ხოლო ალ. ბარამიძის მიერ მითითებული IV კარზე 25 გვერდით უფრო ადრე, 188 გვერდიდან უკვე გვხვდება ეს მასალი. შეიძლება ანონიმი სომხის თარგმანი აქ იწყებოდეს.

ვერსია სრულად არ შემოგვრჩენია, მას აკლია თავსა და ბოლოში რამდენიმე გვერდი. მისი ენა, როგორც ალ.ბარამიძე აღნიშნავს, სასაუბროა. მაგრამ დავითის ნაწილზე ეს ნაკლებად ითქმის, მას უთუოდ "ამძიმებს" ლიტერატურული სტილი. როგორც ავღნიშნავდით, "ანვარ-ე სოჰაილიში" ბლომადაა სხვა პოეტთაგან ციტირებული ლექსები. ეს ლექსები A ვერსიის ავტორთ იშვიათად გადმოაქვთ, ხოლო რაც გადმოაქვთ, ისიც პროზით აქვთ გადმოცემული. ხელნაწერში სტრიქონები შვეულიხაზითაა გამიჯნული. ვახტანგს სწორედ აქ გამოუჩენია პედანტობა: მას სტრიქონთა ზემოთ გაუსწორებია არაზუსტი გაგებანი და ჩაუმატებია ყველა იმლექსის სტრიქონთარგმანი, რომელიც მათ დაეკლოთ. აქ ამ ვერსიის ასეთი ზოგადი დახასიათებით ვკმაყოფილდებით "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანის შექმნისა და მისი მეცნიერული შესწავლის ისტორიის მოკლედ გადმოცემის მიზნით. დაინტერესებულ მკითხველს მის დაწვრილებით ანალიზს შეუძლია გაეცნოს ე. თაყაიშვილისა და ალ.ბარამიძის უკვე დასახელებულ ნაშრომებში.

თავის ანდერძში, რომელიც "ქილილა და დამანას" ერთვის, საბა გვამცნობს, რომ ეს ძეგლი ვახტანგს უთარგმნია და საბასთვის გამოუგზავნია გასაცალხავად. მასაც მეფის დავალება შეუსრულებია. საბას ნამუშაკები ცნობილი იყო და იგი გამოიცა კიდევაც. ამრიგად, უკვე საქმე გვაქვს "ქილილა და დამანას" კიდევ ერთ ვერსიასთან ა. ხახანაშვილს ეგონა, რომ საბას ღვაწლი "ქილილა და დამანას" ლექსების გაჩალხვით ამოიწურება. იგი წერდა: მეფის შრომა გაიზიარა სწავლულმა ბერმა საბა-სულხან ორბელიანმა: პირველს,ე.ი.მეფეს მიეკუთვნება პროზა, მეორეს, ბერს-ლექსებიო.

ა.ხახანაშვილის ეს მოსაზრება არეკლილია გაზ. "ივერიის" ფურცლებზე დაბეჭდილ სტატიაში, რომელსაც მისი ავტორი უძღვნის ა.ხახანაშვილის მოხსენებას გაკეთებულს მოსკოვის საიმოერატორო საარქეოლოგო საზოგადოების სხდომაზე 1888წ. 11 აპრილს.

ამრიგად, XX ს. ოცდაატიან წლებამდე ფართო ქართული საზოგადოება იცნობდა ორ რედაქციას: 1) დავითისა და ანონიმების რედაქციას და 2) საბას რედაციას, რომელშიაც რაღაც წვლილი უნდა ჰქონოდა ვახტანგს. მაგრამ პასუხი იყო გასაცემი კითხვისატვის: რომელი და როგორი იყო ის რედაქცია, რომელიც ვახტანგმა გაუგზავნა საბას გასაჩალხავად? ე. თაყაიშვილს მიაჩნდა რომ ვახტანგმა საბას სწორედ ის A ვერსია გაუგზავნა. მაგრამ რაში გამოიხატებოდა ვახტანგის როლი, რატომ უნდა ეწოდებინა მისთვის თარგმანი? ე.თაყაიშვილი A ვერსიის ბრწყინვალე ანალიზს იძლეოდა და უჩვენებდა ვახტანგის ღვაწლს მისი სრულყოფის საქმეში: ვახტანგს დედნისთვის შეუდარებია თარგმანი სადაც ლექსი დაეკლოთ, მიეწერა,-ზოგი სტრიქონთარგმანით, ზოგი გაწყობილი ლექსით, ზოგან კი უბრალოდ დაენიშნა.: აქ ორიგინალშI ლექსიაო და სხვა. აი ამ რედაქციული მუშაობის შედეგად მიღებული თარგმანი მიაჩნდა ე.თაყაიშვილს ვახტანგის ვერსიად.

თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. მაგრამ აკაკი შანიძემ ალ.ბარამიძეს ყურადღება მიაქცევინა ლენინგრადში დაცულ ერთ ქართულ ნუსხაზე, რომლის გამოჩენამ შუქი მოჰფინა მეტად ბუნდოვან და დამაეჭვებელ საკითხს-ვახტანგის პირად როლს თვითონ ძეგლის თარგმანში. ალ.ბარამიძემ პირველმა შეისწავლა ეს ხელნაწერი და დაასკვნა, რომ სწორედ ეს იყო "ქილილა და დამანას" ვახტანგისეული თარგმანი. ამ ხელნაწერის გამოჩენამ და მისი შესწავლის შედეგად გამოქვეყნებულმა ალ.ბარამიძის შრომამ "ანვარი სოჰაილის ანუ ქილილა და დამანას ქართული ვერსიები" მთელი ეპოქა შექმნა ამ ძეგლის შესწავლის საქმეში. უცილობელი გახდა თვით მ. ბროსეს ცნობა: "მე ხელთ მქონდა ვახტანგ მეფის თარგმანის ორიგინალი, რომელიც შეიცავდა მასზე მუშაობის მთელ ისტორიას და შესწორებებს, რომელთაც განუწყვეტლივ აკეთებდა მეფე-მწერალიო."

მ.ბროსე არა ერთხელ ეხებოდა "ქილილა და დამანას", მაგრამ მათი სრული ანალიზი არ მოუცია. A ვერსიას ის, ეტყობა არ იცნობდა, მაგრამ იცოდა საბას და ვახტანგის ანდერძებბიდან, რომ ამათ გარდა, "ქილილა და დამანას" თარგმანზე სხვებსაც ემუშავათ. მ.ბროსე იცნობდა საბას ვერსიას, რომელსაც კოლექტიურ ნაშრომად თვლიდა, მიაჩნდა, რომ პროზა ვახტანგს ეკუთვნის, ხოლო ლექსი-საბას. ხოლო რადგან ვახტანგის ვერსია მის კოლექციაში ყოფილა, შეიძლება სათანადოდ იცნობდა მას და იცოდა, რომ იგი ედო საფუძვლად საბას ვერსია.

ვახტანგისეული თარგმანი განსხვავებით A ვერსიისა, სიტყვა-სიტყვითია (სტრიქონთარგმანია). განსხვავებითო ვამბობთ იმიტომ რომ A ვერსია მართალია შემოკლებულიცაა (ლექსები ყოველთვის არაა თარგმნილი), მაგრამ მაინც მხატვრული თარგმანია. ხოლო ვახტანგის თარგმანი არაა მხატვრული, იგი ვიმეორებთ, სტრიქონთარგმანია. ვახტანგმა თავისი ვერსია საბას გაუგზავნა გასაჩალხავად. როგორც ალ.ბარამიძემ გაარკვია, ლენინგრადში დაცული ნუსხა სწორედ ის ცალია, რომელიც საბას ჰქონდა ხელთ. ვახტანგს ნდომებია რომ საბოლოო რედაქცია არ დაცილებოდა დედანს, ამ მიზნით გაგზავნის წინ ის რამდენიმე გარითმული ლექსი, რომელიც მას აქა-იქ ჩართული ჰქონდა, გადაუშლია და ზუსტი სტრიქონთარგმანით შეუცვლია. "ქილილა და დამანას" მკვლევარები პირველ ხანებში ფიქრობდნენ: საბას ვახტანგის პროზისთვის არ უხლია ხელი და მხოლოდ ლექსები გაურითმავსო. რატომღაც დავიწყებული იყო დ.ჩუბინაშვილის სწორი ცნობა. "ვახტანგ მეფის თარგმანის პოეტური ნაწილი, თვით ტექსტიც კი, გამართულ იქნა საბა-სულხან ორბელიანის მიერ და ამიტომ სილამაზითა და ხელოვნებით დედანს არ ჩამოუვარდება". აქ ალ.ბარამიძის კიდევ ერთი დიდი დამსახურება ისაა, რომ მან ცხადჰყო საბას როლი ამ საქმეში და დაასაბუთა დ.ჩუბინაშვილის მიერ გაკვრით გამოთქმული მოსაზრება, შეუდარა რა ერთმანეთს მეცნიერებაში პირველად მის მიერ მოხმობილი ვახტანგის თარგმანნი (რომელსაც B ვერსია უწოდა) საბას რედაქციას (C ვერსია), დაყრდნობბილს ამ თარგმანზე. საბას ვერსია ავტოგრაფის სახითაც არის შემონახული. ესაა სწორედ ის კანონიკური ტექსტი, რომელიც ასე გავრცელდა და რომელიც ილია ჭყონიამ გამოსცა პირველად.

ზუსტად არც ერთი ვერსიის თარიღი არაა ცნობილი. A ვერსიის თარგმნა 1602 წლამდე უნდა დაწყებულიყო (ამ წელს გარდაიცვალა მისი წამომწყები დავით კახთა მეფე, ხოლო თარგმნით ცოტას თარგმნა მოასწრო) კახეთში. იგი გაგრძელდა საქართველოშივე და 1714 წლისთვის დასრულდა ისპაანში. ამ დროისათვის ვახტანგი მის რედაქტირებასაც მორჩა. B ვახტანგისეული ვერსია ქირმანში შეიქმნა, სადაც ვახტანგი 1714 წლის მარტიდან 1716 წლის მაისის ბოლომდე იმყოფებოდა. როდის შექმნა საბამ თავისი ვერსია? მათი ანდერძებიდან ვიგებთ რომ1716 წლის ივნისიდან ვახტანგი ისპაანს გაიწვიეს და მან ამ დროოისთვის უკვე დაანება თავი მასზე მუშაობას, თუმცა გაჩალხვა აკლდა. საბას ანდერძიდან და მის მიერ თხზულებას წამძღვარებული სამი იგავიდან ჩანს, რომ როცა საბას შეკვეთა მოუვიდა, მაშIნ ვახტანგთან უმზრახად იყო. როდის შეიძლებოდა ვახტანგი თავის გამზრდელს დამდურებოდა? ალ.ბარამიძე სამარტლიანად წერს:"როგორც ჩანს ვახტანგს უკუღმართად მოუყვენ საბას მოგზაურობის ამბავი".ჩანს საქართველოს დიპლომატიური კრახი ევროპაში საბას დააბრალეს. საბა 1716 წ. ივლისში დაბრუნდა ევროპიპდან. მისი შედეგის გაცნობას სხვათა მიერ ბეზღებასა და ინტრიგების გაბმას ერთგვარი დრო მოუნდებოდა. ვახტანგი ბოდიშს უხდის საბას ე.ი. შეკვეთის მიღების დროისთვის ვახტანგს გაურკვევია საბას უდანაშაულობა და ბოდიშები შემოუთვლია. ამასაც დრო დასჭირდებოდაო. ასე, რომ დაახლოებით 1717 წ. საბა იწყებს თარგმანის გაჩალხვას. მაგრამ როდის დაასრულა მან იგი, არ ვიცით. ალ.ბარამიძე საერთოდ საბას ვერსიის შექმნას ახლა 1717-1720 წლებში ვარაუდობს, ადრე კი მიაჩნდა რომ "ქილილა და დამანა" სულხან-საბა ორბელიანმა დაამუშავა ევროპიდან დაბრუნების შემდეგ,XVIII საუკუნის ოციან წლებშI". როგორც დავინახავთ, კ.კეკელიძე ფიქრობდა, ვახტანგმა ონანასა და საბას თავისი ვერსია ერთდროულად გაუგზავნაო. ჩვენი მოსაზრებით, ეს ვარაუდი არ უნდა იყოს სწორი. ამის დასასაბუთებლად გვინდა შევრჩერდეთ ონანასეული ვერსიის ზოგ საკითხზე მით უმეტეს, რომ იგი საბასეული "ქილილა და დამანას" შესწავლის საქმეში ერთგავრ დახმარებას გვიწევს.

ეს ვერსია ერთადერთი (ავტოგრაფული) ხელნაწერითაა შემორჩენილი. ის რომ არა, ამ ვერსიაზე არაფერი გვეცოდინებოდა და უყურადღებოდ დაგვრჩებოდა ვახტანგის ეს ღონისძიება,- რომელიც თავისთავად ამოცანად იქცა, ის ფაქტი რომ თავისი სტრიქონთარგმანი მას მარტო საბასთვის კი არ გაუგზავნია გასაჩახლავად, არამედ ონანასგანაც უთხოვია პოეტური შემწეობა. ვახტანგის ანდერძის საამვერსიო ვარიანტში მეფე მკაფიოდ გაგავაცნობს საქმის ვითარებას: ჩვენ სპარსულში ჩართული ლექსების ლექსადვე გადმოტანისთვის ვერ მოვიცალეთ და ეს საქმე ონანას დავავალეთო. ონანას ეს დავალება შეუსრულებია-ვახტანგის პწკარედი თარგმანის ლექსითი ადგილები გაუწყვია, ხოლო პროზისთვის ხელი არ უხლია. ონანა კარგი პოეტი იყო. "ქილილა და დამანას" გარდა მას გაულექსავს აგრეთვე "ბარამგულიჯანიანი". აქვს შესანიშნავი პოეტური ალღო. უმეტეს შემთხვევაში იგი ვახტანგის პწკარედის მასალას გამოიყენებს ხოლმე, ზოგჯერ შეაბრუნებს ტექსტს, ნეიტრალურ ფრაზებს ჩაურთავს ან სარითმო სიტყვებს წაუმატებს და ლექსიც მზადა აქვს.

ონანას როგორც ის თავად აცხადებს,"სპარსული ლექსისი რიგი" არ სცოდნია და ამის გამო თხზულება ქართული სალექსო ფორმებით გაუწყვია სალექსო საზომთაგან მას გამოუყენებია შაირი და ფისთიკაური, ხოლო "მყარ ფორმათაგან" "ლექსი" და მონორიმი. ლექსები, საბას მსგავსად, მასაც დასათაურებული აქვს ამ ნიშნებით, მმონორიმები ტაეპთა რაოდენობის მიხედვით აქვს მონათლული.
კ.კეკელიძის აზრით ვახტანგმა საბას ად ონანას ერთდროულად იმიტომ გაუგზავნა სამუშაო, რომ არ იყო დარწმუნებული ამ დროისათვის მასთან შემწყრალი საბა ამ დავალებას შეასრულებდა. ეს მოსაზრება არ უნდა იყოს სწორი. კ.კეკელიძის ერთადერთი არგუმენტი, რომ საეჭვოა, ვახტანგს ონანას ნამუშაკები არ მოსწონებია, რადგან მისივე სიტყვებიდან ვიცით, რომ მას იგი ნასად არ მოჩვენებიაო, რადგან სწორი არ ჩანს, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვახტანგმა ეს ანდერძი წინასწარ დაწერა და შეფასებაც წინდაწინ მისცა ონანას ღვაწლს.ონანას ვერსია არ ყოფილა შეწყნარებული, ხოლო საბას ვერსია ვახტანგისვე ნებით დაუნუსხავთ და საუცხოო მინიატურებით შეუმკიათ.საბას ვერსიას ასეთი არიარების შემდეგ რა თქმა უნდა, ვახტანგს არ გაუჩნდებბოდა სურვილი, რომ იგი ხელახლა გაეჩალხინებინა ონანასათვის. ბრძანება უთუოდ სხვადასხვა დროსაა გაცემული. ვახტანგი ონანას ნამუშაკებს დაიწუნებდა იმის გამოც რომ ამ ვერსიაში მხოლოდ ლექსები იყო გაჩალხული, ხოლო მან კარგად იცოდა, რომ მისი სტრიქონთარგმანისთვის ეს არ იყო საკმარისი. მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, მარტო ეს არ ყოფილა მიზეზი.

როგორც ვიცით ორიგინალის ზოგი ლექსი ვახტანგმა გალექსა კიდევაც. საბასთვის გაგზავნის წინ მას თავისი თარგმანისთვის გადაუხედავს და ზიგი ლექსი და პროზაული ადგილები გადაუკეთებია, ზოგი ახალი ლექსის თარგმანი ჩაურთავს. ზოგან ვახტანგი თავისი ლექსების სტრიქონთარგმანს გადახაზავს და თავზე აწერს ახალ პწკარედულ ვარიანტს, როცა ამის საჭიროებას გრძნობს. რაც შეეხება პროზით ნაწილს მას,იგი როგორც წესი თითქმის ყოველთვის გადახაზავს, როცა ასეთ შესწორებას მიმართავს. ონანა ყოველთვის ვახტანგის პროზის ახალ, სტრიქონის თავზე დაწერილ ვარიანტს უნდა უწევდეს ანგარიშს, როგორც საბა უწევს, რადგან იგი მეფის ბოლო ნებაა და საგანგებოდაა გადასწორებული. მაგრამ ასე არ ხდება. ძალიან ხშირად იგი იმეორებს ვახტანგის პირველ რედაქციას. უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება. აქამდე მიღებული შეხედულებების თანახმად -და ეს ასეც არის, ონანას ვახტანგის პროზისთვის ხელი არ უხლია. მაგრამ რა ვუყოთ ისეთ შემთხვევებს როცა ვახტანგის ვერსიაში: "რუზიგარმა ჟამმან ამ ორის..." ხოლო ონანასთან ვკითხულობთ "ჟამმან და დრომან ამორის...".

ჩვენი აზრით, ყველაფერი ეს იმაზე უთითებს, რომ ონანა ვახტანგისეული ვერსიის სხვა რედაქციით სარგებლობს. ვახტანგს ონანასთვის რომ გაუგზავნია თავისი ვერსია, ამის შემდეგაც უმუშავია სტრიქონთარგმანის სრულყოფისათვის, დაუზუსტებია იგი, შეუსვია და შეუქმნია მისი მეორე რედაქცია. ასეთი მუშაობის შედეგია ჩვენამდე მოსული ვახტანგის ვერსიის M53 რედაქცია. ეს რედაქცია დადებია საფუძვლად საბასეულ ვერსიას. ამ საქმისთვის სპარსული ტექსტისა და მისი თარგმანის ერთხელ კიდევ შეჯერება იყო საჭირო. რასაც საკმაოდ კარგა ხანი დასჭირდებოდა. ასე, რომ საბასთვის და ონანასთვის დავალების ერთდროულად გაგზავნა სავარაუდო არაა. კიდევ მეტი, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ვახტანგს სწორედ ონანას ნაქონი ნუსხა შეევსოს და იგი გაეგზავნოს საბასთვის.

ვახტანგისა და საბას რედაქციათა ურთიერთ შედარებით ალ.ბარამიძემ გაარკვია საბას მთარგმნელობითი პრინციპები, შეისწავლა მისი სტილი და დაახასიათა თვითონ თარგმანი. მისი აზრით, შულხან-საბა ორბელიანს ქილილა და დამანას ვახტანგისეული თარგმანი საფუძვლიანად გადაუმუშავებია როგორც ლექსითს, ისე პროზით ნაწილში. გამოჩენილ ქართველ მწიგნონბარს ვახტანგის ტექსტი მართლაც "გემოიანად გაუჩალხავს" და მისი სრულიად ახალი რედაქცია მოუცია. რედაქტორს კარგად ჰქონია გათვალისწინებული, რომ "სხვას ენით წიგნი სხვას ენაზედ, თუ არ კაი მცოდინარისგან, გამოთარგმნა ძნელია: ზოგან წინა უკან უნდა მოიყვანოს, და ზოგან ართრონი ან მიუმატოს ან დააკლოს, თვარად სწორადვე უგემური მოვა". ე.ი. საბა პრინციპულად უარყოფს ტექსტის პედანტურ სიტყვა-სიტყვითს თარგმანს, ის მოითხოვს ტექსტის დამუშავებას შესაფერისი ენის ბუნების კვალობაზე".

ვინ არის C ვერსიის ავტორი. ვახტანგია თუ საბა? ჩვენში ამაზე ორი აზრი არსებობს. პირველის მომხრენი საბუთად იმას იყენებენ, რომ დედნიდან ვახტანგმა გადმოიღო ძეგლი, მან გასწია მთავარი და უპირველესი სამუშაო. ამიტომ მთარგმნელი ვახტანგია. საბამ მხოლლოდ რედაქცია გაუკეთა მას და ამიტომ ეს უკანასკნელი რედაქტორი თუა ამ თხზულების. მეორენი იმ აზრს იცავენ, რომ გადმომთარგმნელი ვახტანგი კია, მაგრამ ტექსტი საბას ისე შეუცვლია სტილისტურად, რომ მარტო ვახტანგის თარგმანიაო, ვერ იტყვის კაცი. მელიგზად ბებუდაშვილი, რომელმაც თითონ მოგვცა "ქილილა და დამანას" ადაპტაცია, თვლიდა რომ იგი "თარგმნილია მეფე ვახტანგისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ. ჩვენი ფიქრით მთარგმნელი ორივეა. ჩვენ აქ არ მოვიტანთ საგანგებო მაგალითებს იმის ნათელსაყოფად, თუ როგორი ფრაზები ჰქონია ვახტანგს და როგორ შეუცვლია ის საბას, საამისო მასალებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაეცნობა მკითხველი ჩვენი შესავლის იმ ნაწილში, სადაც ტექსტები გვაქვს შეპირისპირებული. საბა თითქმის არაფერს ტოვებს ვახტანგის ტექსტისგან, ცვლის მის სტილს, ლექსიკას, არის ეს საჭირო, თუ არა, ლექსავს მის სალექსო პწკარედებს. ზოგჯერ შიგ ჩაურთავს ვახტანგის ლექსებსაც, რომელსაც მიაწერს: "მეფის თქმული" "მეფის ნათქვამი" და ა.შ. არის შემთხვევები, როცა საბა მხოლოდ ოდნავ ცვლის ვახტანგისეულ ტექსტს. (მაგ: ვახტანგი: იგ თავსა მთელსა ნუ ეჭობს, ვინცა სნეულთა მჭვრეტია. საბა: იგი თავის მთელსა ნუ ჰგონებს, ვინცა სნეულის მჭვრეტია). ამავე დროს, მკითხველისთვის ეს შედარება ცნობილია უკვე მითითებულ ავტორთა შრომებში. აქ შევეხებით ზოგს, ჩვენი აზრით, საცილო საკითხს.

თავიანთი საგანგებო ნაშრომში ე. მეტრეველი და ალ. გვახარია საბას "ქილილა და დამანას" მთარგმნელს უწოდებენ. "ვინაიდან ის კოლოსალური სამუშაო, რომელიც საბამ ჩაატარა ვახტანგის თარგმნილ "ქილილა და დამანას" ტექსტზე, სავსებით უდრის ტექსტის თარგმანს". მკვლევრები დიდად აფასებენ საბას როლს ქართული ლიტერატურის ამ შედევრის შექმნის საქმეში და ამავე დროს წუნობენ ვახტანგ VI თარგმანს. ისინი არა თუ იზიარებენ ალ.ბარამიძის შეხედულებას ვახტანგის თარგმანზე, არამედ უფრო აღრმავებენ მას. მათი აზრით, "ვახტანგს უჭირდა სპარსული იდიომების, თქმებისა და მხატვრული სახეებისათვის ბუნებრივი ქართული შესატყვისების დაძებდა: ვახტანგმა, როგორც მთარგმნელმა ვერ დაძლია "ქილილა და დამანას" მხატვრული მხარე, იგი თვით მოექცა სპარსული ტექსტის ტყვეობაში". "ვახტანგს უძნელდებოდა სპარსული თქმების, ლექსიკის და იდიომების ბუნებრივი ქართული შესატყვისებით შენაცვლება... ვახტანგი ღალატობდა ქართული ენის ბუნებას, როდესაც შემოჰქონდა თარგმანში უჩვეულო სინტაქსური ქცევანი და სპარსული ენის კვალობაზე შედგენილი მეშველზმნიანი ფორმები". მკვლევართ ამ მძიმე ბრალდების დამადასტურებელი საბუთიც მოაქვთ. მაგ: ვახტანგის თარგმანში ვკითხულობთ: შავრი გოვარი, რაც საბას ობოლი მარგალიტით შეუცვლია. ვახტანგი წერს: "ერთ ფიქრს ჩემს გულში ალაგი უქნია", საბა კი გამართავს: "ჩემთა გულთა... ერთი რამე საგონებელი დაბუდებულა" და სხვა. აშკარაა რომ აქ საბას რედაქცია უკეთესია, იგი თავს არიდებს უცხო ლექსიკას და სპარსულისთვის დამახასიათებელ მეშველზმნიანობასაც. მკვლევართა მიერ უხვად მოტანილი მაგალითები უფრო გვიმტკიცებს ამ აზრს.

რა ხდება? ნუთუ ქართულის ასე უმეცარი და თარგმანში ასე ხამი იყო ვახტანგ VI? ამ კითხვას ალ.ბარამიძე, ე.მეტრეველი და ალ. გვახარია, რომლებიც კარგად იცნობენ ვახტანგის ლიტერატურულ მოღვაწეობას, არ პასუხობენ, რადგან მას ისინი არც სვამენ. ხოლო საკითხის ნათელსაყოფად ჩვენ ამ კიკთხვაზე პასუხის გაცემა მიგვაჩნია არსებითად. ნუთუ უნდა დავიჯეროთ, რომ ვახტანგს საერთოდ უჭირდა ბუნებრივი ქართული და მას იგი ვერ ხმარობდა ამა თუ იმ სპარსული ფრაზის შესატყვისად. არ იცოდა რომ ქართულში არსებობს სპარსული "გოვარის" ბადალი სიტყვა მარგალიტი, ვერ გრძნობდა რომ ალაგი უქნია ქართული არაა? და ეს ხომ ის ვახტანგ VI-ა რომელმაც ასეთი მშვენიერი ლექსები დაგვიტოვა, "ამირნასარიანი" ხატოვანი და სადა ენით გადმოაქართულა, რომელმაც ასე კარგად იცოდა ქართული ენა და ესოდენ დიდი ამაგი დასდო საბას ლექსიკონის სრულყოფას, სპარსულ-არაბული სიტყვები ქართულად განგვიმარტა ვეფხისტყაოსნის თავისივე (პირველი) გამოცემის თარგმანებში (დარდი-წყენა, მოშაითი-ჯამბაზი, და მრავალი სხვა). რამ აიძულა ის ეხმარა ფრაზები: ალაგი ქნას, ბუდე ექნათ და მისთანები? ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. ხოლო პასუხი ერთია: ვახტანგი ასეთ ფრაზებს იმავე მიზეზით ხმარობს, რის გამო თვითონ საბა თავის ლექსიკონში. საბას, მაგალითად სიტყვა დააბა განმარტებული აქვს, როგორც "დაბმა უყო" , ასეთ გამოთქმებს საბა სიზუსტისათვის მიმართავს, აზრის სწორად გადმოცემის მიზნით გამოიყენებს. საქმე ისაა რომ ვახტანგი იძლევა "ანვარ-ე სოჰაილის" არა მხატვრულ, არამედ სტრიქონთარგმანს და ამის გამო, სიზუსტის დაცვის მიზნით, იძულებულია წარმოადგინოს ორიგინალის ზუსტი სურათი, საქმიანი და უბრალო ენით გადმოსცეს მისი შინაარსის ყოველი ნიუანსი და რეალია. ამ მოსაზრებას იზიარებენ ალ.ბარამიძე, ე. მეტრეველი და ალ.გვახარია. და ამისდა მიუხედავად მაინც აღნიშნავენ ამ ფაქტს. მათ მშვენივრად იციან, რომ ვახტანგმა "თავი შემოიზღუდა და ამ ტექსტის სიტყვასიტყვითი თარგმანით დაკმაყოფილდა. მეტის თქმაც შეიძლება, ვახტანგ VI ხშირად განგებ გაურბოდა თავისი თარგმანის გამართვას სტილისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, ვინაიდან შიშობდა, ამით თარგმანის სიზუსტისათვის ზიანი არ მიეყენებინა. შემთხვევითი არ არის რომ "ქილილა და დამანას" თარგმანის ხელმეორედ შეწამებისას ვახტანგმა კვლავ ამ თვალსაზრისით გაასწორა მთელი რიგი ადგილები, განსაკუთრებით ლექსები, რომელთა ჯერ გაგება იყო გაძნელებული, ხოლო შემდეგ მათი გადმოღება ქართულ ენაზე."

ისმის კითხვა: თუ მწერალს შეგნებულად მხოლოდ ზუსტი თარგმანის შექმნა უნდოდა და არა მხატვრულისა, რატომ უნდა აეყვანა იგი მხატვრული ნაწარმოების სიმაღლემდე?

ერთი წუთით დავუშვათ რომ სტრიქონთარგმანის შექმნა და საამისოდ ორიგინალის ზუსტი სურათის გადმოტანა ქართული ენის ბუნების ღალატია, რომ მეცნიერული თარგმანის მოცემა მხატვრული მხარის ვერ დაძლევაა. ვიკითხოთ, რა მოიმოქმედა ვახტანგმა მისი შექმნის შსემდეგ, მიიჩნია იგი მან მხატვრულ თარგმანად, დაკმაყოფილდა თავისი ნამუშევრით? ვახტანგ VI-ს, მეფე მწერალს, ხომ შეეძლო ებრძანებინა და მრავალ ნუსხად გაევრცელებინა თავისი ნახელავი. მაგრამ ეს არ მომხდარა. ვახტანგი ოდნავადაც არ თვლიდა თავის თარგმანს დასრულებულად და მანვე ცნო საჭიროდ, იგი ვინმეს გაეჩალხა. ე.ი. ქართული სტილით გაეწყო. ვახტანგი რომ თავიდანვე გულისხმობდა თარგმანის გაჩალხვას, ეს ჩანს მისი ანდერძიდანაც. რომელიც ონანას თარგმანს უძღვის წინ: "ჩვენ ჟამთა ვითარებისაგან და ერთა მოუცლელობით ვეღარ შევასრულეთ და მდივანს ონანას უბრძანეთ, რომე ამ ტურფას წალკოტის ყვავილნი ფეროვანებით შეჰკრას და ხელოვანთა გახალასებული დრაჰკანი კავშირით შეასრულოსო."

ვახტანგმა ძეგლი თავიდან ბოლომდე თარგმნა. მაშ რატომ ამბობს მწერალი: ვეღარ შევასრულეთო? აქ იგულისხმება: ღარგმანი ჯერ კიდევ არაა მოთავებული იმ მხრივ, რომ მხოლოდ სტრიქონთარგმანია და აკლია კიდევ დიდი საქმე-გაჩალხვა. ასე, რომ ვახტანგის თარგმანი მხატვრული არ არის და არც მთარგმნელს მიაჩნდა იგი ასეთად. საქმის ასეთი ობიექტური ვითარება არაა ასახული თვითონ ვახტანგის ანდერძში. ვახტანგი არსად ამბობს, სტრიქონთარგმანიღა გავაკეთეო, არამედ აცხადებს, უბრალო ენით ვთარგმნეო, ის საქმეს ისე გვიხატავს, თითქოს მხოლოდ ლექსები ჰქონოდა გასაჩალხავი და პროზა არა. რომ ვახტანგი აქ ობიექტურ ვითარებას რატომღაც არ გაგვაცნნობს, ჩანს იქიდანაც, რომ იგი მაშინაც კი როცა საბამ დაამთავრა მისი სტრიქონთარგმანის გაჩალზვა და პროზაც გადააკეთა, მხოლოდ გალექსვაზე ლაპარაკობს: " მე დამრჩა გაულექსავი და სულხან გალექსა ყაფლანის შვილმაო".

ზემოთ მოხსენებულ მეცნიერთა აზრით, ვახტანგმა სპარსული ჩინებულად იცოდა, მაგრამ ქართული არ ემარჯვებოდა. აქ არ შევრჩერდებით პირველის უსწორობაზე, რადგან ამ შრომის სათანადო ნაწილში საკმაო მაგალითები გვაქვს საამისოდ მოტანილი,-საბა ჩანს მართალი ყოფილა, როცა აცხადებდა ვახტანგზე თავის საკითხს. მართლა არ იცოდა მან ქართული? მოვიტანთ ვახტანგის თარგმანის ერთ ნებისმიერ  ადგილს.

"ვეზირმან ბძანა, ამ წყაროს პირზედ სახელმწიფონი კარავნი დადგან და უმაიუნფალი მოსვენების მასნათზე განისვენოს. და ბედნიერის ავჟანდის მოსამსახურენი წყლის პირს ხეების ჩრდილში თითო ჩამოხდენ, და მას სამოთხის მსგავსის მანძილისაგან ჯოჯოხეთის მსგავსებას რომ მორჩნენ, კაცს რომ საშოვარი ეშოვნოს და მას დახაროდეს, თითო და თითო ენაზე ამ ლექსს უბნობდენ. ლექსი: ღმერთო ჩვენა ვართ სარჯლისა და ჭირში მყოფი კაცნი, აწ მორჩომილი ვსხედვართ ყუავილოვანის არამში. ხელმწიფე და ვეზირი ერთის კუთხით ცხენთაგან და სპილოთაგან დაქვეითდენ და გულშიგან ამას იგონებდენ, რომ ამ მთაშიგან რასაც საკვირველსა და უცხოს ნახევდენ, მადლობას იტყოდიან და ღმრთის ხელმწიფობასა და დიდობას აქებდიან: რომ მისსა მხატვარსა იმ მთის თავზედან თავის ძლიერების კალმით რამთონი ფერად-ფერადი ნახში დაუსახავს, ღმრთის ძლიერების მღებარსა ქვის გულისაგან რაოდენი უცხო-უცხო ყუავილის ფერის ჭურები დაუწყუია! ამისთვის მადლობას სწირევდენ და ხანდისხან ამ საკურველის და არეულის ყუავილთათვის ამ ლექსს იტყოდიან: ლექსი: არ თუ მარტო ბულბული მას ყვავილზე მადლობას უბნობდა, რაც ეკალი იქ იყო, მადლობის სათქმელად თითო ენა იყო. ხანდისხან მის დახატულს პირს უყურებდენ და ამ ლექსს იტყოდიან: ლექსი: ხან ვარდის ფურცელს დილის ქარი იმარქაფებდა, ხან ქარის ფეხზე წმინდა წყალი ჯაჭვს მოაბემდა. მისი ხუჭუჭი წერილი რომ ძლიერების კალმის წყალზედან დაესახა. მის სიტყუასა იკითხვიდენ და ზურმუხტისა მწვანე ტილისმი რომ მწერლებს დაეწერათ და დაეხატათ, კითხულობდენ. ამასობაში უმაიუნფალის თვალი ერთს ხეს მიხუდა, ფურცელი მისის შტოსი შემოდგომისებრივ სანახავი იყო და ნამეტანის სიძველით ბებერსავით ალაგზე დაცემულიყო. უშვენიეროდ ჩნდა და ამ სოფლის ხის დამჭრელს ცული იმისი ტანის შტოები დაეჭრა და გაერთპირებინა. ამ სოფლის ჟამის ხუროს ხერხს მისის ტანის ლუკმა-ლუკმა ქნისათვის სიხარბის კბილები მოელესა. ლექსი: ბაღის მაშვენებელი ახალი რგული ხე არის, მოსჭრის მებაღე, რა გახმება. ამ ხის გული საბრალოთ დავრიშთ გულსავით დაცარიელებულიყო და ფუტკართა მრავალი თაფლი თავის საზრდოდ იმ ციხეში დაეკრძალათ. ხელმწიფემ რომ იმ ფუტკრების ბზუილი და ხმა გაიგონა, ვეზირსა ქუეყნის მნახავს ჰკითხა: ამ მსუბუქთ ფრინვლის დაგროვება ამ ხის გარეშემო რა არის და წასულა და მოსვლა ამ წელშემორტყმულთა მაღლა და დაბლა ფრენა ვისის ბრძანებით არის? ლექსი: ამ ბალახოვანში ღმერთი ვინ არის?

ხაჯუსტარ რაიმ ენა დასძრა და მოახსენა: ეჰა, ქალაქთა და ქუეყანისა მპყრობელო, ესენი ერთი გვარი არიან დიდის სარგებლისა და ცოტას ზიანის მქონენი... მაგათ ერთი ხელმწიფე ჰყავთ, სახელად იასუბს ეძახიან და ტანად მათგან მოდიოდა. ამათ სრულ ყუელას მის სიდიდისა და უფროსობის, მორჩილებისა და ერთობის რაყამზედ თავი დაუდებიათ. და მას ხელმწიფესა ოთხკუთხივ  ტახტი სანთლისა გაუმართავს და მაზედან დაწყნარებულა. და ვეზირი,ნაზირი, ყაფიჩი, ქეშიგჩი, ჯარჩი და ნაიბი ყოვლის რიგის მოსამსახურენი ასე მოწყობილნი არიან...და ამისთანა საშიშარნი და მრისხანენი ერთმანეთს სიმშვიდისა და სიტკბოს მეტს არას უზმენ და წყალობითა და მუსაიბობით ეწყობიან".

ამ ადგილებში, სწორია, არაბული და სპარსული  სიტყვები  ცოტა არაა, მაგრამ ვნახოთ, როგორ და რატომ გაჩნდა ისინი. უცხო სიტყვა ორნაირი წარმოშობისა შეიძლება იყოს ტექსტში: პირველი სათარგმნ ენაში მანამდე შემოსული და შეგუებული და, მეორე მთარგმნელის მიერ პირველად გამოყენებული. მეორე თავის მხრივ ორნაირი შეიძლება: 1) გარკვეულ ფრაზაში რომელიმე სიტყვა უთარგმნელად გადმოჰქონდეს მთარგმნელს. 2) უცხო სიტყვა ორიგინალის იმ ადგილას არ იკითხებოდეს, მაგრამ მთარგმნელის მიერ იყოს ნახმარი თარგმანში. მოტანილ ნაწყვეტში აშკარად პირველი ჯგუფის სიტყვებია ბაღი, ვეზირი, რადგან ნამდვილად ვიცით, რომ ისინი ვახტანგს არ უხმარია პირველად. ვნახოთ სხვებიც, რომლებიც თითქოს უფრო საჩოთიროა. ორიგინალის "მასნად"-(ტახტი) ვახტანგს გადმოაქვს როგორც მასნათი: და ა.შ.

რა თქმა უნდა ვახტანგის ვერსიაში შეიძლება რამდენიმე უცხოური სიტყვა პირველად გვხვდებოდეს, მაგრამ თითო-ოროლა მაგალითი განზოგადების საფუძველს არ იძლევა და იმმის საბუთად არ გამოდგება, რომ ვახტანგი სპარსულს უფრო ეწყობოდეს, რომ მას სათანადო ქართული არ ემარჯვებოდეს და ამიტომ უცხო სიტყვებით აბნელებდეს აზრს.

საბას თავისი გემოვნება აქვს, თავისი საყვარელი ლექსიკა გააჩნია და ამის გამო იგი ცვლის ვახტანგისმიერ ნახმარ სიტყვებს. მაგ: ვახტანგს ჰქონია ფანჯარა, საბას იგი ლანძვი სიტყვით შეუცვლია და ა.შ. საბას ყველა სწორება ლექსიკის თვალსაზრისით იმას როდი ნიშნავს, თითქოს ვახტანგის სათანადო სიტყვა ან ფრაზა არ ვარგოდეს. საბას თავისი გემოვნება და სტილი აქვს და მით ხელმძღვანელობს. ვახტანგმა თავისი სტრიქონთარგმანი მისი თანამედროვე ენით შექმნა. ამ ენაში ბევრი იყო აღმოსავლური ლექსიკა და ვახტანგის ენაში აირეკლა იგი, თითონ მას არ ჰქონია ბარბარიზმის ტენდენცია. ვახტანგის ვერსია უნდა მივიჩნიოთ შავ დაუმთავრებელ სამუშაოდ. რომელიც გადაკეთებას გულისხმობდა თავიდანვე. ამიტომ არ არის პრინციპულად სწორი, ვუდაროთ მას მისი თეთრი, გაჩალხული ვერსია, მითუმეტეს როცა ვიცით რომ თავად ვახტანგის შრომითა და მეცადინეობით შეიქმნა ეს თეთრიც. ვახტანგის ვერსია ქართული თარგმანი არაა და ამის გამო მისთვის მხატვრული ვერსიის შედარება გაუმართლებელია. მხატვრულობის თვალსაზრისით ვახტანგის თარგმანი ჩამოუვარდება არა თუ საბას ვერსიას არამედ A ვერსიასაც.

საბამ შედევრი შექმნა. როგორც ვთქვით, მან მწიგნობრული ენა მიუსადაგა ქაშეფის ჩუქურთმოვან პროზას, იხმარა არქაული სიტყვებიც. ალ.ბარამიძეს შესანიშნავად აქვს ეს დამტკიცებული და იქ ჩვენ ამ საკითხს მხოლოდ გაკვრით თუ შევეხებით. მხატვრულ თარგმანს რომ უდარებს არამხატვრულ სტრიქონთარგანს, ალ. ბარამიძე ადვილად უსწორდება ვახტანგ VI-ს და ბოლოსდაბოლოს ბრალს სდებს მას სიცრუეში: მან არ იცოდა მწიგნობრული ენა და საეჭვოა მისი ნათქვამი, თითქოს მან ის იცოდაო. ალ.ბარამიძემ ჩინებურად დაამტკიცა, რომ საბას ვერსია მწიგნობრულ-ლიტერატურული ენითაა გამართული და ამდენად ერთგვარად არქაულიცაა. ალ.ბარამიძის მიერ მოხმობილი მაგალითები რომ მოვიშველიოთ, ვახტანგი ნიანგს ხმარობს (სპ."ნეჰანგ"), საბა-კორკოდილოს, ვახტ,-ზოგნი, საბა-ვიეთნი და ა.შ.

ზემოთ არაერტხელ მოხსენიებულ სტატიაში ე. მეტრეველი და ალ.გვახარია არ იზიარებენ ალ.ბარამიძის აზრს ამ საკითხში. ისინი წერენ: "საბას მიერ ჩატარებული მუშაობა არაფრით არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც საბას მიდრეკილება არქაიზაციისაკენ. საბა ხელოვნურად არ ირჩევს სიტყვებს, ის აზროვნებს ქართულად და წერს თავისი დროის  მდიდარი მწიგნობრული ენით". როგორც ცნობილია საბამ თავის ვერსიაში თვითონ განმარტა არქაული ლექსიკა. ე. მეტრეველის აზრით "ღრმა ქართულიდან" აღებული ეს სიტყვები განმარტებულია ვახტანგის ვერსიაში ნახმარი სპარსული შესატყვისებით. თავად ამ განმარტებანით "საბა უადვილებდა ვახტანგს ახალი, საბასეულ რედაქციის გაგებას, ვინაიდან სპარსულ მწერლობაში კარგად გაწაფულ ვახტანგისათვის შესაძლოა, ყოველთვის გასაგები არც იყო ის ძველი ქართული ლექსიკა, რომელსაც საბა მწიგნობრული, "ღრმა ქართულიდან" იღებდა, ამიტომ საბა იქვე ფურცლის კიდეზე წერდა მის სპარსულ სინონიმს ვახტანგისეული რედაქციის შესატყვისი ადგილიდან". მკვლევარის ამ მოსაზრება სვერ გავიზიარებთ. საბა არ თვლიდა ვახტანგს სპარსულის კარგად მცოდნედ ("თვითო ზედმიწევნით სპარსული არ იცოდაო" აცხადებს ის ვახტანგზე). მაგრამ ესეც არ იყყოს, სპარსულის დაუფლება მას ხელს რად შეუშლიდა ქართულის ცოდნაში. საბას ეს განმარტებანი ვახტანგისთვის არ დაუწერია, შეუძლებელია, საბას ჰგონებოდა რომ ვახტანგმა არ იცოდა რაა, მაგ: მატიანე, ან ზოდიაქო, რომელთაც ის აშიაზე განმარტავს. არაა ზუსტი, თითქოს საბა მხოლოდ ვახტანგისმიერი შესატყვისებით განმარტავდეს  ამ "ღრმა ქართულიდან"  წამოღებულ სიტყვებს.

ცნობილია რომ საბა სენა და სტილი სხვადასხვაგვაროვანია იმისდა მიხედვიტ, თუ რა ხასიათის, რა ჟანრის ნაწარმოებს წერს იგი. არქაული ენა მისთვის ბუნებრივი რომ არ იყო, ჩანს იქიდანაც, რომ მას, ,აგ: "სწავლანში" გრამატიკული შეცდომებიც კი მოსდის. საბა არქაულ ენას "წიგნი სიბრძნე სიცრუისაშიც" მიმართავს. ჩვენი აზრით, ძველი ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, ხშირად მისი მკითხველი და მასთან ახლოს მდგარ, მით უმეტეს ამ დროისატვის ბერად აღკვეცილ საბას, გარდა იმისა, რომ არქაულ ლექსიკას აძლევდა არჩევანს, კიდევ ერთი ტენდენცია ჰქონდა: ეტყობა, უნდოდა, ვახტანგის მიერ ნახმარი სიტყვა შეეცვალა, მისი ტექსტი გადაესწორებინა იქაც კი, სადაც ეს საჭირო არ იყო. საამისო მაგალითებს უამრავს იპოვის მკითხველი ჩვენი ნაშრომისსათანადო თავში, სადაც პარალელური ტექსტები მოგვაქვს. აქ კი მოვიტანთ ორ ადგილს, სადაც საბას ერჩია, არ შეეცვალა ვახტანგის ლექსიკა. ერთგან ტექსტში ზმაა, წერენ: გული კაცის შემაჭირვებელია და ამიტომაც მისთვის ყალბი დაურქმევიათო. ყალბ არაბული სიტყვაა და გულს ნიშნავს. ამ ზმის ქართულად გადმოცემა ძნელი იყო, მაგრამ საბას ყალბი მარტო არაწრფელის, არახალასის საპირისპირო ცნება ჰგონებია და იგი რიოში სიტყვით შეუცვლია. საბასეული რიოში კი უკვე აბნელებს შინაარსს. ასევე ორიგინალში ერთგან ლაპარაკია სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზე. ორიგინალის ჯამბაზი ვახტანგს გადმოუტანია როგორც სულის თამაშობა, საბა კი ამ ფრაზას ახირებია და სულით როკვა დაუწერია, რაც აქ შეუფერებელია. ვფიქრობთ, ეს ტენდენციაც უბიძგებს საბას, მიმარტოს არქაულ ლექსიკასა და ფორმებს როგორც ზემოთ გაკვრით აღვნიშნეთ, "უცხო სიტყვები მარტო ვახტანგს არ მოაქვს თარგმანში. ასეთ სიტყვებს მიმართავს საბაც და მიმართავს მაშინ როცა იგი საჭირო აღარაა და შეიძლება ვახტანგის სათანადო ქართული ლექსიკის გამოყენება.

საბასეული "ქილილა და დამანას" ღვლარჭნილ სტილსა და არქაულობას აღნიშნავს ა. გაწერელიაც, რომელიც საბას ორიგინალური და თარგმნილი თხზულებების მშვენიერ ანალიზს იძლევა და გაგვირკვევს, თუ რაშია მათ შორის სხვაობა. მაგრამ ამის მიზეზებს მკვლევარი სწორად ვერ გვიხსნის. მისი აზრიტ გადაჭარბებული არქაიზაცია და პათეთიკური ტონი, საბასეულ "ქილილა და დამანაში" გამართლებულია იმ გარემოებებით, რომ "ქილილა და დამანას" რედაქცია მუშავდებოდა გარკვეული საზოგადოებისათვის, ისიც მეფის შეკვეთით. ამიტომ "ქილილა და დამანას" გაჩალხვის მხატვრული შედეგი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს საბასათვის და ახასიათებს უფრო ეპოქის ლიტერატურულ გემოვნებას, ვიდრე თვითონ გამჩალხავს.

როგორც ვნახეტ საბა მთლიანად ორიგინალიდან მომდინარე სტრიქონთარგმანზე იყო დამოკიდებული. მან იცოდა, ის გრძნობდა რომ ქაშეფის პროზის ღვლარჭნილსა და მაღალფარდოვან სტილს სადა ენით ვერ გადმოსცემდა. ეპოქის გემოვნებას აქ როლი არ უთამაშია. ასე რომ ყოფილიყო მაშინ უფრო მოსალოდნელი იყო, უმალ საკუთარი ნაწარმოებები ეწერა საბას პათეტიკური ტონით.

ჯერ კიდევ ა. ხახანაშვილი აღნიშნავდა "ქილილა და დამანას" ქართულ თარგმანში მოჩანს ქრისტიანული შეხედულებაო". ა. ხახანაშვილი ცდება. რა თქმა უნდა როდესაც საიქიოში ნეტარების მიზნით ამ ქვეყნიურ დათმენას მხოლოდ ქრისტიანულ კონცეფციად მიიჩნევს.ეს კონცეფცია ისლამის დოგმებშიც არაერთგზის გვხვდება. თარგმანის თავისთავადობის შეფასების საქმეში უფრო შორს მიდიოდა დ. ბაქრაძე, რომლის აზრით ქართულ თარგმანსა და მის ორიგინალს შორის თითქოს ძალიან დიდი განსხავებაა, ქართული ძეგლი მთლიანად ქრისტიანობბის საფუძველზეა დამყარებული. და მართლაც თვითონ საბა ერთგან შენიშნავს სადაც "რჯულის წინააღმდეგად ჩანდა, ცოტა რამ ჩალხი ვკარო".

საბას შეუცვლია ზოგი აშკარა მუსულმანური რეალია ქრისტიანულით. ქააბის მოლოცვა ორიგინალისა  იერუსალიმის მოლოცვად ქცეულა თარგმანში. ზოგან საბას "თავი შეუკავებია" წიგნში გამოთქმული მოსაზრების გამო და აშიაზე მიუწერია:
"მიკვირს ესეთი ტყუილი რად მორთეს მათ მოჩმახითა,
საღვთო წერილი მოშალეს, კაცნი დააბეს მახითა"

ასეტი ჩალხი მართო ბერად აღკვეცილ საბას როდი უკრავს წიგნისთვის, ამგვარი ოპერაციები ჩაუტარებია მანამდე ვახტანგსაც.ამას არა თუ რჯულისთვის არამედ ქართული ზნისთვისაც შეუხამებია თარგმანი, მაგ: ორიგინალში ერთგან ნათქვამია ქალს არ ენდოთო:

"ცხენი ქალი და ხმალი მისანდო ვინ ნახა"

ვახტანგს ეს გამონათქვამი ასე შეუცვლია: "ცხენის ხასის და ხრმლის დანდობა არავის უნახავს".

არ გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნათ, თითქოს "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანი ქრისტიანული სულისკვეთებით გაჟღენთილი ძეგლი იყოს. ასეთი თითო-ოროლა ოპერაცია ამინდს ვერ შექმნის და არც შეუქმნია. ამ თვალსაზრისით იქნებ ისიც იყოს საინტერესო, რომ ზოგან, მაგალითად პირიქითაც მომხდარა,-ორიგინალში ქრისტე არის კეთილად ნახსენები, თარგმანში კი იგი უგულვებელყოფილია.

იცოდა თუ არა საბამ სპარსული და თუ იცოდა, იხედებოდა თუ არა იგი "ქილილა და დამანას" ორიგინალში? კ.კეკელიძეს საბა სპარსულის მცოდნედ მიაჩნდა, ხოლო ა. ბარამიძის აზრით, საბას ხელთ ჰქონდა მხოლოდ ქართული ვერსია, სპარსულ დედანს ის არ იცნობდა. ე.მეტრეველი და ალ.გვახარია ფიქრობენ, საბა სპარსულის მცოდნე პირს იშველიებდაო. ეს ბოლო ვარაუდიც ანგარიშგასაწევია, მაგრა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბამ სპარსული იცოდა, ოღონდ ზედმიწევნით არა.

ამ დროისათვის საქართველოს, ქართულ ინტელიგენციას, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან. თითონ საბა ორჯერ იყო ირანში ნამყოფი დიპლომატიური მისიით: 1710 წ. (1 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე) და 1712 წ. )აპრილი-ნოემბერი). იქ მოღვაწეობდნენ მისი ახლო ნათესავები. ბუნებრივია საბა სპარსულის უცოდინარი ვერ დარჩებოდა, ისიც ნიშანდობლივია რომ ვახტანგმა მას გაუგზავნა თავისი თარგმანი გასაჩალხავად. ვახტანგს, შიგ მრავალი ტერმინი და ფრაზა უთარგმნელად ჰქონდა დატოვებული და მის გაგებასა და გახსნას სპარსულში ჩახედული კაცი დასჭირდებოდა. თავის ლექსიკონში საბა არაერთგზის აღნიშნავს: ამას სპარსულად ასე ეწოდებაო. უმეტესად ეს მითითებანი სწორია. თავად "ქილილა დამანაში" საბა სპარსულის ცოდნას ამჟღავნებს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში გაგზავნილ წერილში საბა იუწყება, რომ მას ახლავს ფრანგი მისიონერი რიშარი, რომელმაც "ყიზილბაშური თათრული კარგად იცის. ამის სიტყვას უკეთ შეიტყობ და ჩემსა ეს შეიტყობსო". მკვლევართა აზრით აქ სპარსული უნდა ვივარაუდოთ, რადგან რიშარი ირანში იყო ერთხანს ნამყოფი და სპარსული იცოდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რიშარი დიდხანს ცხოვრობდა თავრიზში, აზერბაიჯანში, და არაა მოულოდნელი, რომ სცოდნოდა აზერბაიჯანული. იმ დროის ირანნის სამეფო კარის ენა თურქულის ყიზილბაშური დიალექტი იყო. ასე რომ "ყიზილბაშური" სპარსულ ენას არ გულისხმობს. მაგრამ საბამ იცოდა სპარსული და ამის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი ჯერჯერობით მისი "ქილილა და დამანაა". მოვიტანთ რამდენიმე ადგილს ამის დასადასტურებლად.

საგამგებოდ გვინდა შევეხოთ საბასეული ვერსიის სალექსო ფორმებს. როგორც უკვე გვქონდა ლაპარაკი, "ანვარე-ე სოჰაიში" ციტირებულია სპარსული კლასიკოსების მრავალი ლექსი. სპარსულ კლასიკურ ლიტერატურაში სამი სალექსო ფორმა ბატონობდა:რობა'ის,მუსსარა'ის და ღაზელისა.ისინი ნებისმიერი ზომით იწერებოდა (გარდა რობაისა). ხოლო ფორმა მათი ასეთი იყო: რობა'ის-aabა ან aaaa, მუსარრა'ის aabbcc და ა.შ,    

"ანვარე სოჰაილიშიც" ეს  სამი ფორმა ბატონობს, პროზაში ჩართულ ლექსთა ციტატები ხელნაწერებსა და გამოცემებში დასათაურებულნი აქვთ, ეს გვიანდელი მოვლენაა და კლასიკურ პერიოდში არ იყო. აქ ტერმინები პირობითი ცნებებია. მაგ."ნაზმ" იგივეა რაც "შე'რ" და რომელიმე ჟანრს ან ფორმას კი არ გულისხმობს არამედ ლექსზე მიუთითებს საერთოდ. ასევეა "ბაით". იგი წყვილ სტრიქონს ნიშნავს, მაგრამ იმაზე არ მიუთითებს, თუ ამ ორ სტრიქონს შორის როგორი შერითმებაა. ამიტომაცაა, რომ ლექსჩართული ძეგლები სხვადასახვა სურათს იძლევიან არა თუ ერთმანეთთან მიმართებაში, არამედ სხვადასხვა გამოცემაშიც. ერთსა და იმავე ლექსს ფორმით მასნავი იყოს, მაგრამ ზოგადად, პროზის ფონზე-ლექსი.

"ანვარე სოჰაილის" პირველ მთარგმნელებს, დავით მეფესა და ანონიმთ, როგორც ითქვა ორიგინალის ლექსები არ გაუწყვიათ. მათ ისინი ზოგჯერ თუ გადმოაქვთ და თანაც  პროზით, აქ დავითზე ვერაფერს ვიტყვვით, მაგრამ ანონიმებზე კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათთვის საგანგებოდ მიეცეს ვახტანგს ასეთი დავალება. რადგან შემდეგ მათ გაჩალხვას გულისხმობდა. იქნებ ვახტანგს უნდოდა, რომ თარგმანი ისეთივე ყოფილიყო, როგორც ორიგინალია. იგი ისე ყოფილა მოხიბლული სპარსული ლექსით, რომ მათი გადმოთარგმნა შეუძლებელადაც მიაჩნდა. "ლექსი სპარსული ქართულ ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბად მოვა და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომეო"-წერს. ამიტომ მას ჯერ კიდევ A ვერსიის რედაქტირების დროს დაუწყია ლექსითი ადგილების ლექსადვე გამართვა, ძირითადა აშიებზე (ამიტომაც მიგვაჩნია სხვის თარგმანში ლექსავდა ადგილებს და, ბუნებრივია, თავის ვერსიებშიც ეცდებოდა გალექსვას. მას ხელახლა უნდოდა მობრუნებოდა და შეესრულებინა, მაგრამ მოუცდელობის გამო ეს ვერ მოახერხა). ეს თავისი პოეტური ნაყოფი

ვახტანგს თავისიA ვერსიიდან თავის B ვერსიაში გადაუტანია. ალ.ბარამიძე საბასეულ ლექსს უდარებს ვახტანგის არა ამ პოეტურ სრულქმნიკლ თარგმანს არამედ მის სხვა, პროზითვე გადმოტანილ ადგილებს, და ბუნებრივია  უპირატესობას საბა სანიჭებს.

პირველსავე სიტყვას რომ მოვიდეთ, "ანვარე სოჰაილის" საბასეულ ვერსიაში ორიგინალის ლექსები უკვე ლექსის ფორმით იკითხება. რადგან მას საგანგებოდ დაავალეს. ამ რამდენიმე წლის წინათ საბას ამ ლექსების თაობაზე კამათის კი ატყდა. თავის დროზე ი.ოქრომჭედლიშვილს არ მოსწონდა ეს ლექსები. ის წერდა: ლექსებისათვის კი მოგახსენებ რომ ამაზედ უნდილი და უგემური არა გაგონილა-რა. ჩვენი საბა ორბელიანი, როგორც იმისი ნაშრომი გვიმტკიცებს, მეტად მხნე და თავს დროს ბრწყინვალე ყოფილა,ხოლოდ აპოლონთან არავითარი მეგობრობა არა ჰქონია.მე რომ რედაქტორი ვყოფილიყავ, ლექსებს ამ წიგნიდან სრულებით გამოვყრიდი და ამ წიგნს ამითი ერთი მათ ვიქტორ გაბესკირიას . ხოლო ალ.ბარამიძე, პირიქით, მხარს უჭერს  მამუკა ბარათაშვილს, რომელიც ამბობდა: "თუმცა რუსთველის ნათქვამი არ  არი, მაგრამ ნაკლებად სათქმელიც არ არის" რა თქმა უნდა, მეორე მოსაზრებაა სწორი. საბა ლექსის კანონმდებელი გახდა. მისეული " მყარი საილუსტრაციოდ იმისა, თუ საბა როგორ ლექსავდა, მოვიტანთ ნებისმიერ ადგილიდან მისი და ონანა მდივნის პარარელულ ტექსტებს  ვახტანგის სტრიქონთარგმანითურთ.

ვახტ:   ჩვენა ვართ სარჯლისა და ჭირში მყოფი კაცნი,

          აწ მორჩომილი ვსხედვართ ყუავილოვანს არამში

ონანა:   ღმერთო ჩვენა ვართ ჭირსა და სასჯელსა შინა მყოფელი,

            მოვრჩით ყვავილთა არამსა ვსხედვართ ხელ მიუყოფელი

საბა:    ღმერთო ვინ ჭირსა მოგვხედენ შეჭირვებასა დიდებსა

          შენ მიერ ხსნილნი, ყვავილთა ვლახავთ მართ, ვითა ხიდებსა "   

როდესაც საბას ვერსიის ლექსებს ვაფასებთ, მისი რომელიმე ლექსი რომ მოგვწონს ან არ მოგვწონს, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი ორიგინალი კი არ არის არამედ, თარგმანია და მათი სიავკარგე ძირითადად დედანზეა დამოკიდებული. ხოლო "ანვარე სოჰაილის" ორიგინალში, როგორც აღვნიშნეთ, ყველა ლექსი ერთი ავტორის არაა, თანაც ზოგი ჩინებულია, ზოგი შედარებით მდარეც.

ადრე ეგონათ, რომ საბამ ქართული სალექსო ფორმები სპარსული ორიგინალის სათანადო ფორმებს მიუსადაგა. მაგრამ საბას არაფრით არ შეუბოჭავს თავი და ქართული კლასიკური ლექსის სახეებისათვის მიუმართავს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საბას ვერსიაში შაირი და ჩახრუხაული. მაგრამ საერთოდ საბას გამოუყენებია ქართული კლასიკური ლექსის ყველა სახე. ამით იგი განსხვავდება ონანასაგან, რომელსაც მხოლოდ თექსვმეტმარცვლიანი ლექსი აქვს გამოყენებული. "საბას თავიდან ბოლომდე მთლიანად დაუმუშავებია კრებულის ლექსები იმ ნაწილშიც კი, რომელიც ვახტანგს ჰქონდა გაკეთებული. საბას დაუტოვებია ვახტანგის მხოლოდ რამდენიმე ლექსი (ისიც საკმაოდ შეცვლილი) და თავისი ავტოგრაფიული დედნის სათანადო აშიებზე მიუწერია: "მეფის თქმული". ისე როგორც თავის დროზე ვახტანგმა A ვერსიის ნუსხაშივე დაიწყო ლექსების გამართვა, ასევე საბა B ვერსიის ნუსხაშივე შედგომია ვახტანგის მიერ პროზით გადმოცემული ლექსების გაწყობას და ზოგგი ლექსი იქვე გაურითმავს. საერთოდ საბა ხან ავრცობს, ხან ამოკლებს ვახტანგის სტრიქონთარგმანის ზოგ ლექსით ნაწილს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

საბა მისეული ვერსიის ლექსებს ყველა კომპონენტებით გამართავს: გარკვეული ფორმითა და მისთვის საჭირო რითმითა და რიტმით. ამით იგი ორიგინალისაგან განსხვავებულ სურათს ქმნის. “ანვარ-ე სოჰაილიში“ ზოგჯერ ლექსით ციტატების რითმა არა აქვთ. ეს ხდება მაშინ, როცა ქაშეფის, ვთქვათ, ციტირებული აქვს ღაზელის ფორმით გაწობილი ლექსის ერთმანეთთან გაურითმავი ორი სტრიქონი. საბას გაურითმავი ლექსი მისთვის უამისოდაც არსებული ლექსის ნაწილი კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ლექსია(შეიძლება, მან არც იცოდა, რომ ისინი ციტატებია) და ამიტომ ყოველთვის რითმავს მათ. მაგალითად, ორიგინალში ქაშეფის მოაქვს ასეთი ბაითი:

ჰადის-ე სარ-ე დელ დელ დანად-ო ბას

ზაბან-ო ლაბ დარ ან მაჰრამ ნაბაშად

“გულის საიდუმლო ამბავი გულმა იცის, იცოდე

ენა და ბაგე მის საიდუმლოს ვერ გაიგებს”

აქ სტრიქონები ერთმანეთს არაა შერითმული მაგრამ საბას ის ასე გაუწყვია:

“გულის განზრახვა გულამდე იცის და ემოწმებიან,

ენა და ბაგე მის შორს ახლავს, არც იცის, ვერცა სწვდებიან”

არა თუ წყვილ სტრიქონს, არამედ ორიგინალის ერთსტრიქონიან ციტატა-ლექსსაც ხშირად რითმავს საბა შინაგანი რითმით:

“თუ წამოიტკენ თავსაო, გლახ გულმან იგ ითავსაო”

აქვე გვინდა აღვნიშნოთ ერთი მოვლენაც. ჩვენი აზრით, სპარსული ლირიკის პირველი ლექსად მთარგმნელები ქართულად ვახტანგი, ონანა და საბა არიან(ყოველ შემთხვევაში, მათზე უფრო ადრეული გამლექსავი არ ჩანს), რადგან მათ გალექსეს “ანვარ-ე სოჰაილიში”ციტირებული სპარსული კლასიკოსები:ნიზამი(1141-1209), ჯელალ ედ-დინ რუმი (1207-1273), სა'ადი (1184-1291), და სხვანი. ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურებანიც. "ანვარე საჰაილიში" ეს ლექსები პროზაში აღწერილი სიტუაციის თუ განწყობის შესაფერისად მოტანილი ციტატებია. სავალდებულო არაა, "ანვარე სოჰაილის" შინაარსის დეტალებსა და აქსესუარებს შეიცავდენ. იგავად, მაგალითად მოსატანი და განწყობის გამაძძლიერებელი რაიმე ნიიუანსი თუ აქვთ მათ, სავსებით საკმარისია. ხოლო საბას თარგმანში კი ისინი "ანვარე სოჰაილის" შინაარსტან ერთადაა მოხარშული, მასაა დაახლოებული. ამდენად მოტანილ ციტატებს კი არ გვანან, არამედ უმეტესად  პროზით გამოხატული შინაარსის დამადასტურებლად, მის გასაგრძელებლად შეთხზულ ლექსს გვაგონებენ. ასე,მაგალითად, ორიგინალში ერთგან კუს წასვლა ეჩქარება და იგი მაიმუნს ასეთი ციტატით მიმართავს:

“წყალობა მოიღე!_საქმე მიწურვაზეა,

სახე მაჩვენე!- დამელია მოთმინება”

საბასთან კი ვკითხულობთ:

“გიაჯები, დავგვიანდით სწრაფად გვიხამს იქი წასვლა,

მივაშუროთ, მიგველიან, არ წახდესო ბედი, დავლა!

აქ საბასეულ ლექსზე გავლენა იქონია იგავის შინაარსმა: კუს თავისი მეუღლე მიელის და ეჩქარება. მას არ უნდა რომ გაწბილდეს, რადგან ჰგონი: მაიმუნი თუ არ მიიყვანა შინ, მისი მეუღლე მოკვდება და უბედურება ეწევა.

ლექსს,კერძოდ ყოველ ქართულ ლექსს, აქვს თავისი ზომა, რომელიც განსაზღვრულ მარცვალთა რაოდენობას გულისხმობს, და თავისი ფორმა, რომელიც ძირითადა სტროფების თავისებურებას ეყრდნობა. სტროფი რითმათა განლაგებით გამოკვეთილი ტაეპთა ჯგუფია, რომელიც ციკლურად მეორდება ლექსში. იგი შეიძლება ორ ტაეპს შეიცავდეს და რამდენიმე ტაეპსაც აერთიანებდეს. ხდება ისეც რომ ზოგი სტროფი დიდი და რთული ერთეულია და თავისთავად შეიცავს რამდენიმე სხვა და სხვა ფორმის სტროფს (სონეტი, ). ასეთ სტროფებს მყარ ფორმებს უწოდებენ. საბას ლექსები ქართული ლექსის სხვა და სხვა ზომითა და ფორმებით (სტროფებით) არის შეთხზული. მას გამოყენებული აქვს თითქმის ყველა საერო საზომი და ფორმა. შეიძლება ითქვას რომ მან პოეტიკის პირველი ქართული ქრესტომათია შეგვიდგინა. აქ საგულისხმო ისაა, რომ ყოველი ლექსი საბას თავად სათაური არა შინაარსის, არამედ პოეტიკის თვალსაზრისითაც მისი რაობის მიხედვით, ზომის თუ ფორმის კვალობაზე.

1. სალექსო ზომები

საბა სამ ქართულ სალექსო ზომას მიმართავს. ესენია: შაირი, ფისთიკაური და ცამეტმარცვლედი.

შ ა ი რ ი  (35//53;44). ყველაზე მეტი "ქილილაში"  შაირი გვხვდება იგი ყოველთვის იყო გაბატონებული სალექსო ზომა ქართულ პოეზიაში. ამ ზომითაა დაწერილი ქართული შედევრები: "ვეფხისტყაოსანი", "განთიადი", "სტუმარ-მასპინძელი," "მუხრანული ბალადა." იგი უძველესი საზომი ჩანს, გ.იმედაშვილი სამართლიანად წერს: ქართული ლექსი "მზეო,ამოდი,ამოდი" თუ წარმართული ხანისაა, მაშინ შაირის საზომი ასევე ძველი ყოფილაო.

როგორც ფორმა შაირი მეტად პირობითი ცნებაა. ჩვენ შევეჩვიეთ შაირის ფორმა ვუწოდოთ რუსთველურ კატრენს, რომლის რითმათა განლაგება ასეთია: aaaa, მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს ფორმა შაირისათვის ერთადერთი არაა, ამავე დროს იგი მხოლოდ "რუსთაველურის" საკუთრება არ გახლავთ. მაგალითად მოვიტანთ ერთ თერთმეტმარცვლიან ლექსს:

"ცივი დილა იყო, მოქროდა ქარი,

ლამაზს მოქონდა წყაროდან წყალი,

ქვეშ-ქვეშ გამიცინა თან მიყო თვალი,

ფეხზედ ქოში ეცვა, ქვეშ ედო ნალი"

საბასთვის შაირი თექსვმეტმარცვლიანი ლექსია. ერთგან ვკითხულობთ: "იტყოდა შაირთაო" და მოდის 8 ტაეპიანი მონორიმი. იგი ექვსსტრიქონიან მონორიმსაც შაირს უწოდებს. "ქილილა და დამანაში" ვკითხულობთ დაბალ და მაღალ შაირს.

ფ ი ს თ ი კ ა უ რ ი (5555). "ქილილა და დამანაში" ამ ზომის მრავალი ლექსი იკითხება. ლექსის ამ ზომას უკავშირებენ ვინმე ბისტიკას, რომელიც პ.ინგოროყვას ვარაუდით, მეტსახელი უნდა იყოს. მისი აზრით პოეტი ალბათ ბისტიანი იყო და ამიტომ შეერქვა ასეთი სახელი. ა.შანიძე მას სომხურ პ ს ტ ი კ-ს უკავშირებს. ასეთი სახელი მართლაც ყოფილა. მაგრამ მეცნიერის აზრით, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ბისტიკა ქართველი არ ყოფილა. პლატონ იოსელიანი ამ სიტყვას "ფიზიკას" უნათესავებდა და ეს უკანასკნელი ესმოდა როგორც "ბუნება".

ფისტიკაურს ძველ სალექსო ზომად მიიჩნევენ. მიუთითებენ "ვეფხისტყაოსანში" ჩართული ფისტიკაურის ფორმის ერთადერთ სტროფზედაც:

"შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან.

სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან,ნიადაგ მოუმცდარომან,

სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან,

კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან".

ფისტიკაური ოცმარცვლიანი ზომაა. ა.შანიძის განმარტებით "ჩახრუხაულს შინაგანი რითმა მოეპოვება, ფისტიკაურს კი არა."  აქ დავიწყებულია, რომ ჩახრუხაული ფორმაა ლექსისა, ხოლო ფისტიკაური ზომა. ამიტომაცაა რომ "ქილილა და დამანაში" გვხვდება ლექსები, რომელთაც შინაგანი რითმა აქვთ და ფისტიკაური კი ეწოდება.

    'ქილილა და დამანაში" ჩართული ფისტიკაურის უმეტესობა ორტაეპიანია. გვხვდება ოთხტაეპინი ფისთიკაურიც.

ც ა მ ე ტ მ ა რ ც ვ ლ ე დ ი . საბას გამოყენებული აქვს ასეთი ზომაც. მას იგი ორგან მიმართავს, ერთჯერ "უცხოს" რეფრენად მოაქვს, ხოლო მეორეგან ამ ზომით გამართავს ერთი იამბიკოს პირველ ოთხ ტაეპს: "მრავალთა ჟამთა მოგებად თემთა იარო". ა.გაწერელია ამ ზომას საბას შემოტანილად თვლის, რასაც იმეორებს პ.ინგოროყვა.

    2. ს ა ლ ე ქ ს ო  ფ ო რ მ ე ბ ი (სტროფები და "მყარი ფორმები")

ა)ტაეპი. საბასეულ ვერსიაში ხშირია ერთსტრიქონიანი ლექსი რომელსაც საბა ტაეპს უწოდებს. ისინი ზომით ხან შაირია, ხან ჩახრუხაულია, ხანაც ფისთიკაური. ამასთანავე ხან  შინაგანი რითმითაა განწყობილი, ხან-არა.
      1) ათმარცვლიანი, ნიშანი რათმის (5a5a) მქონე:

                                                 " ბოროტი თვალი ცეცხლს მინათვალი"

შინაგანი რითმის გარეშე ათმაცვლიანი  ტაეპი არ გვხვდება საბასეულ ვერსიაში.

2)თექვსმეტმარცვლიანი შინაგანი რითმის (8a 8a) მქონე.


                "ამ მოგონებით რამენი , შვებით დღე დავაღამენი".
შინაგანი რითმის გარეშე (88)

                 "თუცა ღმერთსა გაუგია,არ მოშორდეს  არად, არად".
3)ოცმარცვლიანი შინაგანი ღითმის  (5a 5a 55a) მქონე:
                   "სიჩქარის საქმე ბრძენს სძულს დას არქმე, ჭკუის სახლს  დასცემს, იქ-შენ და აქ-მე"

შინაგანი რითმის გარეშე (5555)
                  "ლხინის სარტყელი წელთა შევირტყათ მოყვრისა გულთა ჩასახუტებლად"

ასე რომ, არაა სწორი იოანე ბატონიშვილის განსაზღვრება: ტაეპი შედგება თექვსმეტის ხმოვნის ასოთi და ოცადაორის  უხმო ასოთიო" ი.ბატონიშვილს მოაქვს  სამი სათანადო  ადგილი "ქილილა და დამანას"ათმარცვლიანი და ოცმარცვლიანი ტაეპები ყურადღების გარეშე რჩება.მის შეცდომას იმეორებს ანონიმი ავტორი შრომაში "ქართული პოეზიისათვის". ტაეპის ნაირმარცვლიანებაზე ხომ არ უთითებს კოტე დოდაშვილი, როცა წერს: "დიდი შეცდომაა, ითქვას, ვითომც ტაეპი შეადგენდეს ცალკე წყობილებას, ანუ იწერებოდეს მარტო ამა და ამ წყობილებით".

ტაეპთან დაკავშირებით ქართული პოეტიკის ბევრ როგორც ძველ, ისე ახალ მკვლევარს მეორე შეცდომაც მოსდის,- ტაეპს ისინი ლექსის დამოუკიდებელ ფორმად თუ სახედ მიიჩნევენ.

გ.მიქაძე ტაეპს რომ განიხილავს, წერს: ეს სახეობა პირველად "ქილილა და დამანაში" გვხვდებაო (აქ იგი საბასეულ ვერსიას გულისხმობს). მკვლევარის ცნობა ზუსტი არაა, ტაეპი უფრო ადრე გვხვდებავახტანგისეულ "ქილილა და დამანაში". საბა მხოლოდ შინაარსობრივად იმეორებს ვახტანგის ტაეპებს. იგი ხშირია "ქილილა და დამანას" ონანასეულ რედაქციაში. შემდეგ მას მიმართავს "სამარდიანის" ავტორი (არ მწადს შენი მოშორება, ყრმაო, მსურს ერთად კონება). პ.ლარაძეს ცამეტჯერ აქვს დასახელებული ტაეპი. ტაეპის განმარტებანი ან ცალხმრივია, ან მცდარი. ყველა გვაუწყებს, რომ ეს სახე პირველად "ქილილა და დამანაში" გვხვდება და მისი შემომტანი საბაა.


ზოგი რამ "ქილილა და დამანას" მინიატურებზე


საბასეული "ქილილა და დამანას" მდიდრულად მოხატული ნუსხა ინახება ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. სამწუხაროდ მისი მინიატურებისათვის  ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევიათ.

წიგნში სულ 139 ნახატია, მაგრამ უმეტესი მათგანი მინიატურების ჯგუფს წარმოადგენს და ერთი იგავის სხვადასხვა ეპიზოდს გადმოგვცემს. ამდენად ხელნაწერში სულ 805 მინიატურა დაითვლება. ასეთი ხერხი დასავლეთ-ევროპულსა და აღმოსავლურ ხელოვნებაში შეიმჩნევა. ამ მხრივ აქ გაგრძელებულია თვით "ქილილა და დამანას" მოხატვის ტრადიციაც.

"ქილილა და დამანა" იმ თავიდან იზიდავდა მხატვრებს. ასურატებდნენ სხვათა მიერ მისგან ნასესხებ სიუჟეტებსაც.

პირველი ანონიმი მხატვარი რომელიც იწყებს წიგნის გაფორმებას სპარსულ მინიატურათა ტრადიციის განმგრძობია.  იგი მართლაც კარგი ოსტატია. მისი ნახატები ნიმუშია გარდამავალი ხანისა, როცა აღმოსავლურმა მინიატურამ დაჰკარგა მისთვის დამახასიათებელი პირობითობები და რელისტური მეთოდები შეიძინა. ზოგ ამ ნახატებს შეიძლება მინიატურები არც კი ვუწოდოთ. ესენი უფრო ილუსტრაციებია, რომელთაც მინიატურისა მხოლოდ ზოგი ნიშანი-ღა თუ შემორჩათ.მინიატურისთვის დამახასიათებელი თვისებანი: კომპოზიციური პირობითობა, პერსპექტივის ტავისებურება, დეკორატიულობა და სხვ. ამ ილუსტრაციებში ნაკლებად გვხვდება. მხატვარი ზუსტად და გულდასმმით გადმოგვცემს თავისი დროის აღმოსავლეთის ყოფას, ადამიანებს, მათ კოსტუმს, ნაგებობებს,, ქალაქისა თუ სოფლის სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს.

პირველი ანონიმი უმეტესად დიდი ფორმის ილუსტრაციებს იძლევა. ხშირად მთელ გვერდზეა ისინი. მისი საყვარელი ფონია ბუნების წიაღი, დეტალურად დახატული ფოთლოვანი ხეები, ბუჩქები, სარეველა ბალახები და ყვავილები. ეს ნახატები ზოგჯერ ევროპულ გობელენებს მოგვაგონებს. საინტერესოა ცხოველ-პერსონაჟთა ასახვის ხერხი. ლომი-მეფე ხშირად ნამდვილ ტახტზე ზის და გვირგვინი ახურავს. ხოლო ქვეშევრდომ თაგვებს, თოფ-იარაღი აქვთ ასხმული.

განსაკუთრებული მნიშვნელობა პირველ ანონიმ მხატვარს იმიტაც ენიჭება, რომ მას აუსახავს სამი ისტორიული პირი: თამარ მეფე, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. თამარ მეფე  დახატულია ვახტანგ-VI-ს წინასიტყვაობის საილუსტრაციოდ. აქ მას "ქილილა და დამანას" ქართულ თარგმანს მიართმევენ. თავისთავად ამ სურათს ფართო ქართული საზოგადოება იცნობს,(საბას თხზულებათა II ტომის ნაკვეთშია დახატული), მაგრამ ვის ასახავს იგი, არ იცის, რადგან როგორც სხვა დანარჩენი ნახატი, იგი წიგნის გამომცემელთ თავის ადგილას არ ჩაუსვამთ, ნაცვლად შესავლისა, იგი X კარის თავსართად გამოუყენებიათ. პირველი ანონიმი მხატვარი ქართველია. იგი ქართულ ხელოვნებას იცნობს. ეს ეტყობა თამარის სურათს. მხატვარი მისდევს თამარის ხატვის ტრადიოციას.
შესავალშივეა დახატული ვახტანგ VI და სულხან-საბა. საბა ვახტანგს წიგნს მიართმევს. დღეს გავრცელებული საბას პორტრეტი ამ ნახატიდან მოდის.

მეორე ანონიმი მხატვარი ჩინებული ოსტატია. მან შესანიშნავად იცის აღმოსავლური სამყარო და სპარსულ მინიატურათა ზოგ ტრადიციას აგრძელებს. იგი ზუსტად ასახავს მის ირგვლივ არსებულ რეალურ საგნებს, ხოლო ფანტასტიურ - ლიტერატურული ტრადიციების მიხედვით ხატავს. ხელოვანი ცდილობს გადმოსცეს მოქმედ გმირთა (ზოგჯერ თვით ცხოველთა) ხასიათი და განწყობა, რაც აღმოსავლურ მინიატურაში საერთოდ არ შეინიშნება. იგავის სხვადასხვა ეპიზოდის ამსახველ მინიატურებს მხატვარი ერთმანეთის მიყოლებით  ისე თანმიმდევვრულად ალაგებს, რომ ისინი ნახატი ფილმის კადრებს ჰგვანან. მინიატურათა განმაცალკევებელ ჩარჩოებს ოსტატი ზემოთ ერთგვარი თაღებით აგვირგვინებს და როდესაც ერთმანეთის გვერდით დახატულ ამ ფერად სურათებს უყურებთ, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აღმოსავლურ აივანზე იჯდეთ და იქიდან გაჰყურებდეთ ბუნებას. ამ შთაბეჭდილებას ის უფრო აძლიერებს, რომ მხატვარი სადაც ეს უხერხდება, მოქმედების ფონად ბუნების წიაღს, მინდორსა და ფაფუკი ქულებით დამშვენებულ ცას გამოიყენებს. საინტერესოა მისი მეორე მანერაც: მცენარეებს იგი ჩარჩოებთან, სურათის აქეთა და იქითა მხარეს განალაგებს, მათ შუაში კი გმირებს ამოქმედებს.

როგორც თავში აღვნიშნეთ, "ქილილა და დამანაში" იგავები იგავებშია ჩართული და სანამ  ერთის ბოლო ეპიზოდი დამთავრდებოდეს, მანამდის მასში ჩართული იგავი მთლიანად უნდა დასრულდეს. ეს თავისებურება ილუსტრატორს ერთგვარ სიძნელეს უქმნის. "ქილილა და დამანას" პირველი და მეორე მხატვარი იგავთა ილუსტრაციებს მიჯნავენ ერთმანეთისაგან. არის გამონაკლისიც, როცა ჩართული იგავი ამბავთა ამსახველ მინიატურას მიჰყვება. ეს ხდება მაშინ, როცა ეს ამბავი ცალკე არაა ტექსტში გამოყოფილი. მაგ.. ჭილყვავისა და თაგვის იგავის ილუსტრაციებში ჩართულია სამი მინიატურა, რომელიც ამბავში მოყოლილი ნამდვილი მეგობრის იგავს ასახავს. მეორე ანონიმი იძლება პირობით სურათებსაც. მაგ., "თაგვის შეჭმულ რკინაში" სტუმარი ატყუებს მასპინძელს: გუშინ მე თვითონ დავინახე, შენი ბავშვი ძერას რომ მიჰქონდაო.

მინია ტურაში სტუმარი უთი, მასპინძელს ცისკენ, სადაც ცალკეა გამოხატული ბავშტაცებული ძერა მსგავსად პირველი ანონიმის მინიატურებისა, ლომ-მეფეს აქაც გვირგვინი ადგას(გვ. 199, 309, 358)ჩვენი აზრით მეორე ანონიმი უფრო რეფინირებულ ნახატებს იძლევა და შემთხვევით არ არის, რომ არაბული “ქილილა და დამანას” რუსული გამოცემის მხატვარს ე.ა. ბუდუგოსკის წნიგნის ფრონტისპისის შექმნის დროს სწორედ მისთვის მიუმართავს”

და აი, ხელნაწერის 408 გვერძე იწყება ილუსტრაციები, რომელიც მკვეთრად განსხვავდება როგორც პირველ, ისე მეორე მხატვრის ნამუშევებისგან. წიგნში ასეთი 372 მინიატურაა. ჩვენი აზრით, იგი მესამე ანონიმი მხატვრის ხელობაა. პირველი, რაც აქ კაცს თვალთ ეცემა, ესაა თავისებური ხელი, ხატვის დაუდევარი მანერა. მწირია მოქმედების გარემო, სურათებში ტრაფარეტულად ჩაცმული ინდენური ხალხი მოქმედებს. რამდენადაც საქმე უკვე დაქყებული ილუსტრაციების გაგღძელებას მოითხოვს, როგორც მეორე ისე მესამე ანონიმი იძულებულნი არიან, წინამორბედს მიბძონ, რათა ილუსტრაციათა ერთიანობა არ დაირღვეს. მეორე ანონიმი ბაძავს პირველს, ხოლო მესამე-პირველსა და მეროეს. მესამე ანონიმის დახატული საგნები ან პირველი და მეორე ანონიმის ასლებია (გვ. 418, 423, 430, 453, 478, 550, 659.), ანდა აღმოსავლეთისთვის ცხო რუსული და ევროპული. მაგალითად გვხვდება მრავალსართულიანი სახლები (გვ. 459, 479.), ოთხების თაღები და სვეტის თავები ხშირად გოთურია (გვ. 465, 470, 499, 613); ფანჯრები, იატაკი, ავეჯი, ლოგინი-ევროპული. მრგვალ მოქარგული სუფრით დაქარგულ მაგიდას უსხედან (გვ, 516;) კარ ფანჯრები რუსულ ხალხურ მოტივებზეა მოხატული სულ სხვა აქაური და მეორე ანონიმის ლოგინები. ხშირად იელვებს რუსული ხატებისა და ფრესკების სახეები და პოზიციები, რაც მხატვრის არაქართველობაზე მიუთითებს. მხატვარი კარგად გადმოგვცემს ევროპელის კოსტუმს, მაგრამ აღმოსავლური ტანსაცმლის დახატვა არ შეუძლია მის მოქმედ გმიღტა უცნარი ქუდები პირველი ანონიმის ჩალმათა იმიტაციაა. აღმოსავლურ საგნებს ის კარგად არ იცნობს, რასაც ამგვანებს, იმასაც პირველი და მეორე მხატვრის აშკარა წაბაძვუთ ხატავს. აქაც ბოლომდე მაინც ვერ ინარჩუნებს სახეს და შეცდომებს უშვებს. საერთოდ მინიატურისტები ენისა და ყოფის უცოდინარობის გამო ხშირად სცოდავენ ტექსტის ასახვის თვალსაზრისით მაგრამ მეფეთა ჩალმაზე მორგებული თომარი ზოგჯერ სწორად მიუმგვანებია პირველი ანონიმი მხატვრის სურათების მიბაძვით, მაგრამ მერე და მერე მისი ხატვა გადავიწყებია და ჯვრის სახედ გამოუსახავს. აღმოსავლეთში მრეცხავი მამაკაცი იყო. “ქილილა და დამანას” იგავში “უგულო და უყურო ვირი” გამოყვანილი მრეცხავი, რომელსაც თავისი ვირთი ვირით დააქვს, არაქართველ მხატვარს ქალად წარმოუდგენია, ასევე, ქართული ტექსტის ჭა, იქ სადაც ორმოს ნიშნავს, რუს ოსტატს წყლის ჭას მიუჩნევია და ზედ გვიმი დაუდგამს. “ქილილა და დამანას მხევალი” ხალიფა, რომელიც “ ერდოსა ზედა ვიდოდა და ევფრატისა მდინრესა უმზერდა”, თავისი მხევალი ერდო და მდინარეში გადააგდო. მხატვარი ხატავს ტოლფერდა სახურავს რომლის ცალ გვერძე ძლივს დგანან მეფე და მხევალი, ეტყობა ქართულ ტექსტში ჩავხედავ მხატვარს განუმარტეს: მეფე სახურავზე იდგაო მხატვარს კი მისთვის ცნობილი ციცაბო სახურავზე გაუყვანია მოქმედი პირნი. უცნობ მხატვარს აქ საკუთარი ხელწერა, მისთვის ჩვეული მანერა თავისი საყვარელი ხელები. მასაც უხდება მოქმედების გარემოდ ბუნების წიაღის ხატვა. ყველა მის ილუსტრაციაში ცა ლურჯია ხოლო ჰორიზონტი- გასარკული. მსგავსად პირველი ანონიმისა, მასაც ახასიათებს პირობითობა. მაგალითად რაიმე სურათში ღიაქ ჰორიზონტს ზემოთ იგი ჩახატავს ხვა სცენას ან ეპიზოდს მძინარე მეფეს თავს ზემოთ უხატავს პატარა მინიატურას, რომელიც ამ მეფის შვიდ სიზმარს ასახავს.

აქ აღიძვრის კითხვა რატომ მოახატინეს ქართული წიგნი უცხო ოსტატს ჩვენი აზრით პირველი და მეორე ანონიმი მხატვარი წიგნის გაფორმებაზე საქართველოში მუშაობდნენ ეტყობა მათ წიგნის მოხატვა მოთავებული არ ქონიათ, როცა ვახტანგს რუსეთსი მოუხდა გამგზავრება უნდა ვივარაუდოთ რომლის ოსტატები ვახტანგს თანა გაჰყოლიან.

ჩვენ არ ვიცით, მესამე ანონიმი თავისი წარმოშობით მაგრამ მისი შემოქმნედება რომ რუსულ კულტურას ეკ უთვნის ამაშინ ეწვი არ გვეპარება, ვახტანგის კოლონიაში მარტო ქართველები როდიო იყვნენ?. კოლონისს 1737წლის სიაში მაგალითად იხსნება არაერთი რუსი, და, ასე გასინჯეთ, ევროპელიც კი-უცხო ენათა მასწავლებელი- ვინმე იონუს პატორი. ვახტანგსა და მის ამალას მოსკოვში, როგორც ცნობილია ძველი ქართველი კოლონისტებიც დახვდნენ. ესეც ანგარიშგასაწევი ამბავია. ეს მინიატურები 1723 წლის შემდეგაა შესრულებული.

"ქილილა და დამანას" პირველი ილუსტრატორები მე-18 საუკუნის დასაწყისის საუკეტესო ოსტატებად უნდა ჩაითვალონ მახლობელ აღმოსავლეტში. მათ თავიანთი ეპოქის შედევრები შექმნეს და ღირსნი არიან, რომ ფართო საზოგადოებისა და სპეციალისტების საგანგებოყურადღება მიიპყრან.

განსაკუთრებულ ვითარებას ქმნის მინიატურების მესამე სერია, რომელიც რუსულ ხელოვნებას ეკუთვნის. ცხოველ ინტერესს ის უფრო აღვივებს, რომ ეს ნახატები არ იმეორებენ დღემდე ცნობილ რუსულ მინიატურებს და გვანცვიფრებენ არა მარტო თავიანთი თვითმყოფადობით არამედ სიმრავლითაც



ქილილა და დამანა სპარსულისაგან ქართულად ნათარგმანები
მეფის ვახტანგისაგან

მეც მივჰყევ სპარსთაზღაპრისა თარგმანებისა მგებართა,

არავინ მიშვებს გარეგან მთათა და გინა მე ბართა,

არ ვგავარ არა საქმითა ვარდთა კოკობთა მკრებართა,

და რა უყო გაბჭეთ, სამუდმოდ სახმილსა მძაფრად მგზებართა.

ვერ ვიტყვი ღირსად საფერად წმიდის სამების ქებასა,

მოსეც შლის ამოებაზე ღმთის სახელისა ხმობასა,

ზღაპარი მეთქვა, ისიცა ვაკმარე ამ ამბობასა,

და ამისთვის აღარ მივხედე უშესავლობის გმობასა.

ეს წიგნი ქირმანსა და ისპაანს შეჭირვებაში მყოფსა და უსაქმო მზრუნავს გონების ურვის წამლად მოემუშაკა ქართველთა მეფე ვახტანგს,_ სპარსულისაგან ქართულად ეთარგმნინა.

შაირი

აწ მოიგონე შენ ჩემი პირველი სიყვარულია,

ეს საქმე კარგად მისაქმე, თვალთ ნუ მოგივა რულია.

და ებრძანა: ეს ჩემი ჭირნახული გაჩალხე გემოანად და სადაც ლექსები ჩართული იყოს, აგრევე ქართულად ლექსები ჩაურთეო. ეს სულხან_საბა ორბელიანი გიორგი მეფის დედის ძმისწული იყო. და მისგანვე შვილურად გაზრდილი და გასწავლებული, და ვახტანგ მეფისა ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდად საყვარელი. ამსოფლის სიმუხთლემ ერთმანეთს მოაშორვა და ჩხუბიანმა კაცებმა მათ დიდი დახეთქილება ჩამოაგდო. მეფე მას და მის ძმათზე უბრალოდ მწყრომელი შექნეს. და მერმე ეს ბრძანება მოუვიდა, უარი აღარ იქნებოდა თუარამ მონაზვნისაგან ამისთანა ამბავი უწესოა და ურიგო.

შაირი

მონაზონი საღთო წერილს მართებს წერდეს გინდა ბერი

ამისთანას სამსახურსა მეფისასა ჰყოფდეს ერი.

ბერი-მონაზონი რომ მოსეს წიგნის ნაცვლად ქილილა_დამანას აკეთებდეს, ვეჭვობ, მეფესაც გაეცინოს და ბიბლიას უცხო-უცხო ამბების დაკარგვის ცეცხლის კვამლი რა გონებას შემოეხვიოს, სადღა დარჩება ცნობა, რომ ეს წიგნი გვარიან და ტკბილად გააკეთოს. თქვა:

შაირი

შროშანს და კენსა ნიადგ მზე მიჰფენს მისთა შუქებსა,

შროშანს სუნითა აყნოსებს, კელს მიწის ჰოხად უქებსა,

მეფე ხამს ჩხრეკდეს საქმეთა თვისთა და სხვის საჩუქებსა

ორგულს შენდობა ეყოფა, ერთგულთ უნჯს მიუქუფებსა.

რადგან მზე ავის შარავანდედს სწორად მიაყენებს ყოველსავე, მაგრამ ნიშატსა, ძალსა და საქმეს ყვალაკასა სხვადასხვას მისცემს. კაცმან ეს წიგნი ბოლომდე გაჩხრეკით უნდა წაიკითხოს რამდენი რიგი კაცია და რამდენი რიგი საქმე უნდა ესევ ასწავლის, თქვა:

არაკი

[შურის მსხვერპლი დელფინი]



ერთგული იღწვის მეფისგან შენდობას ორგულისასა

ორგული ცდილობს მასთანვე გაძება ერთგულისასა

ცნობა ხამს ამა საქმისა, მომღებელია რისასა,

ღტის მიერ დადგინებული ბაძვიდეს კუალსა ღტისასა.

თუ არა ენა მცხოვანსა და ბრძენსაც ადრე მოატყუებს, თუ არ გასინჯა; თუარა გამოუცდელისა რა დასაბრალებელია? თქუა:

არაკი

[მეფე და მეძებარი]

იყო მეფე ერთი და ჰყვა მეძებარი, კვალთა მეკულე, დიდად საყვარელი, რომელსა წამსა არა განიშორებდა. ჰყეფდა კარ-მიდამოთა მისთა და დარაჯობდა ღამე ყოველ. ნადირთა კვალთა უკულევდის და გემონთა ნადირთა ანადირებდა. ზრდიდა მეფე ტაბლისაგან მისისა და ანებივრებდა კეთილად. და ძაღლი იგი მეფის ტაბლისაგან წაიღებდა საჭმელთა და სხვათა ძაღლთა ზრდიდა მით და თავს აწყინებდა მეფესა სხვათა მათ ძაღლთათვის, ესოდენ მრავალგზის მეფეცა განარისხის.

შაირი

ვინცა განვკურნე, დამკოდა, წყლულზე დამადვა ხონდრონი

ბოროტნი ბოროტს ეძებენ ბოროტად მონახონ დრონი.

აღბორგვდნენ ძაღლნი სხვანი ნაკეთვარსა მათსა ზედა! ყოველივე შურითა ცოფიან იქმნეს, მეფისა იგი საყვარელი ძაღლი განიოტეს და მერმე მეფეცა იგი დაღერღეს და თვითანცა მოისრნეს. მეფესა მისის მეძებრისა სახელიცა დაავიწყდა,გამოხდა ხანი და ერთი უცხო ნადირი გამოჩნდა, საწადელი მეფისა, და აღარსად იყო მეკვლე ესეთი, რათა ნადირი იგი მოენადირა. და მისისა გემოთაგან გამაძღარიყო. მაშინ მოაგონდა მეძებარი თვისი მეფესა, ნადირისა მის შესაპყრიბელად უწოდდა უშტვენდა მეფე ძაღლსა მას. მოვიდა ზაღლი იგი ყინვისაგან ფრჩხილდაცვეთილი, შიმშილით თვალდაკლებული და ხმელის ძვლის ღრნით კბილშემუსვრილი და სიბერითა დღემოკლებული. თქვა ძაღლმან:

შაირი

მეფისთვის მოკუდი ვერა ცან, არც ვინ აუწყა შორითა,

ჩემნი ერთგულნი სარჯელნი ბოროტად უთხრეს ჭორითა.



შაირი

მეფეს თუ ყმანი არ ახლავს, რითა სცან მისი მეფობა?

ბატონის ანდერძს ქუემორე ამისთვის ვქენ ყეფობა.