უფალო, შემიწყალე!
ცრემლი წვეთავს ვაზიდან.
და, ეს გრძნობაც, ცრემლივით
მწუხარე და ნაზია.

დიდი არის სამყარო
და ამაზე მეტია.
დარდი სად გადავყარო,
გულში რომ ჩაეტია.