როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო,

კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;

მყის თავის-თავად ლაღი, უბრალო,

სიმღერა მორბის ნუგეშ საცემად.

და იმ სიმღერას ჩემს წყურვილს ვანდობ,

ის ჩემებრ არის სევდით ბურვილი,

მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვსცნობ

დე მევე მიყვარს ჩემი წუხილი.



1860 წ.