საუნჯესა ღმრთისა სიბრძნისასა და სიმდიდრესა მადლისასა და ეკლესიათა სამეუფოსა გჳრგჳნსა, მღდელთ-მოძღუარსა ბასილის, პატივ-ვსცემდეთ მორწმუნენო, და გალობით ღირსად ვადიდებდეთ!

სიღრმესა სიბრძნისა შენისასა უხილავისა ფარავოჲსნი შეჰმუსრენ ბრძოლანი, ვითარცა ეტლნი, ღირსო! ხოლო ერსა ქრისტჱსსა წარუძეღუ გზასა წრფელსა მართლმადიდებლობისასა, ღირსო!

გარდაიცვალე მიცვალებითა ამიერ სოფლით ღმრთისა თანა და მოქალაქობაჲ მოგეცა ცათა შინა, საიდუმლოდ გამოშჩნდი, მეორეო ენუქ ღირსო, და სათნო-ეყავ ღმერთსა, ბასილი!

ვითარცა კიდობანი, ეკლესიაჲ წყლით-რღუნასა უღმრთოთასა შეუცთომელითა სარწმუნოვებითა შეჰმზადე და შეჰკრიბენ მორწმუნენი მას შინა და ასწავე ქებაჲ სამებისაჲ!

ვითარცა რაჲ უბიწომან აბელ შეწირა უფლისა მსხუერპლი ცხოველი, ეგრეთვე შენ, ნეტარო, შესწირე თავი შენი მსხუერპლად უსისხლოდ ქრისტესა, ბასილი, და აწ, სულითა ცხოველი, იხარებ წინაშე მისსა!

ვითარცა რაჲ მოსე აჰჴედ, ღირსო, მთასა მას ღმრთის-მეტყუელებისასა და მსგავსად ბრწყინვალისა პირისა მისისა, განათლდა სული შენი და ბნელსა მას შინა წვალებისასა ჰბრწყინევდი ნათლითა საცნაურითა.

ვითარცა რაჲ ელია, აღეგზენ ცეცხლითა საღმრთოჲსა შურისაჲთა და შესწუენ წვალებისა იგი ეკალნი, ღმერთ-შემოსილო, და ნაყოფი საღმრთოჲ აღაყუავილე ცუარითა მოძღურებისა შენისაჲთა!

ვითარცა რაჲ პეტრე, იწოდე ბრძენო, საფუძველ ეკლესიათა, ბასილი! და პირ იქმენ ქრისტჱსა, ვითარცა ქადაგი წარმართთაჲ პავლე, და მსგავსად იოვანე ღმრთის-მეტყუელისა, გეუწყნეს საიდუმლონი დაფარულნი!

სულიერად ტაძრად ღმრთისა გამოშჩნდი მამაო ღირსო, და აღეშჱნე საფუძველსა ზედა მოციქულთასა ბასილი, ვითარცა ოქროჲთა და ქვითა პატიოსანითა განჰბრწყინდი ყოვლად ნეტარო!

სამწყსოჲსა პირმეტყუელისა მწყემს იქმენ, ნეტარო, და გამოჰზარდენ მეცნიერებით და მწვალებელნი იგი, ვითარცა მჴეცნი, განაბნიენ კუერთხითა ენისა შენისაჲთა, ღირსო, ამისთჳს გადიდებთ შენ!

ხატ სიწმიდისა გამოშჩნდი ახალი იოსებ, ღირსო, საზრდელი უკუდავებისაჲ მიეც მორწმუნეთა, მართალი სარწმუნოვებაჲ, რომლითაცა გამოჰზარდენ წმიდათა სულნი სწავლითა შენითა!

სიტყუათა შენთა ელვანი გამოუჩნდეს, ღმერთ-შემოსილო, სოფელსა და სულისა ბრწყინვალებანი ნისლსა ცოდვისასა განიოტებდეს!

კიდობნად შჯულისად გიცნობთ, რამეთუ სიტყუანი საღმრთონი გქონან შენ, ვითარცა ფიცარნი ქვისანი, სავსენი სიბრძნითა სულიერითა!

დაუმკჳდრენ მორწმუნეთა მეცნიერებისა სწავლანი ბასილი, და მოსრენ ვნებათა საცთურნი სიტყჳთა შენითა, ღმრთივ განბრძნობილო!

ეკლესიაჲ ქრისტჱსი განაშუენე სწავლითა მით შენითა საღმრთოჲთა სახედ სამკაულისა სამეუფოჲსა, ნეტარო ბასილი, და იქმენ ჭეშმარიტად მკჳდრ ზეცისა სასუფეველისა და მოდასე მოციქულთა თანა!

სათნოვებისა ხატად ჭეშმარიტად გამოშჩნდი ბასილი, სიბრძნითა მით სარწმუნოვებისაჲთა და საქმითა მოღუაწებისაჲთა საღმრთოჲთა, რომლითაცა განჰბრწყინდი, ვითარცა მთიები სამყაროსა და ჰნათობ სოფელსა!

ენითა მით საღმრთოჲთა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, ნეტარო, ქრისტჱს სახარებითა დაამხუ არიოზის განდგომილებაჲ, ვითარცა დავით გოლიათი, და ჰქადაგე სამებაჲ ბუნებით სწორი, განუყოფელად!

განამრავლეს ღელეთა სიტყჳერი იფქლი სარწმუნოვებისაჲ თესვითა სიტყუათა შენთაჲთა, ღმერთ-შემოსილო, და აქებენ ღირსად დღესასწაულსა შენსა!

სამებისა ვედრებითა ბასილი, ცეცხლი სარწმუნოვებისაჲ აღაგზენ, ვითარცა ელია, და მღდელნი სიცრუვისანი განჰსდევნენ, ვითარცა ქურუმნი ბაალისნი!

ტყუილისა სიმწარენი, ვითარცა უშვილონი წყალნი, ღირსო, მადლისა მარილითა დაატკბენ და ჰქადაგე მართლ-აღსაარებაჲ სამებისა წმიდისაჲ!

შენ, რომელმან გამოაჩინე ღირსი ბასილი მწყემსად და განმანათლებელად მორწმუნეთა, კურთხ[ეულ ხარ]!

შენ, რომელმანცა განახუენ ზეცისა საიდუმლონი და წყაროჲ მადლისაჲ აღმოაცენე სწავლითა, ბრძენო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ!

არაჲ ჰმსახურე ხატსა გმობისასა და სიქადული მძლავრთაჲ შეურაცხ-ჰყავ, ბასილი ღირსო, და მგმობართა მათ დაუყვენ პირნი, ღმერთ-შემოსილო!

რომელმანცა ენითა უძლურითა, ვითარცაღა ლამპრითა ცეცხლისჲთა, შეწუნა ეკალნი გმობისანი სულისა წმიდისა მადლითა, მღდელთ-მოძღუარსა ბასილის ყოველნი ვაკურთხევთ!

რომელმანცა მორწმუნეთა მიჰმადლა ყუდროვებაჲ მართლ-მადიდებლობისაჲ სწავლითა საღმრთოჲთა და უღმრთოვებისა ქარნი დააყუდნა, ყოველნი ვაკურთხევთ სოფლისა მნათობსა, დიდსა ბასილის!

რომელმანცა მიანიჭნა კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი ბასილის, ვითარცა ეკლესიათა თავსა და ბრძენთა მთავარსა, ქრისტესა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე!

რომელმანცა მადლითა სულისაჲთა ძედ ქუხილის უწოდა და მეგობრად თჳსა და თანამოდასედ მოციქულთა ნეტარსა ბასილის, ქრისტესა ვაკურთხევთ უკუნისამდე!

რტოდ ვენაჴისა საღმრთოჲსა გამოშჩნდი შენ, ბასილი, სათნოვებისა ტევანნი გამოიხუენ, მამაო, და ღჳნოჲ გულისხმის-ყოფისაჲ ასუ სამწყსოთა ქრისტჱსთა, ყოვლად ნეტარო!

სახილველთა ზეცისათა აღიტაცე, ბასილი, და სამოთხისაჲ იხილე შუენიერებაჲ, ღირსო, და ჭურად სიწმიდისად გამოშჩნდი, ვითარცა ქადაგი წარმართთაჲ პავლე!

სიტყუაჲ შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განბრწყინდა, რაჟამს განაწესე, ღირსო, კანონი მონაზონთაჲ, განსდევნენ ღრუბელნი ცოდვისანი და გუახარე კუალად ცხოვრებაჲ ცრემლითა!