ლამაზი მეგობარი : გი დე მოპასანის რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, პალიტრა L, 2012. - 344გვ.. - ISBN: 978-9941-19-337-8

ცოფიანი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2011. - 36გვ. . - ISBN: 978-9941-421-33-4

უბის წიგნაკებიდან : ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 344გვ.. - ISBN: 978-9941-420-97-9

რჩეული ნაწარმოებები 7 ტომად (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - ISBN: 978-9941-19-256-2

ჯაყოს ხიზნები; თეთრი საყელო; გივი შადური : რომანები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2001. - 949გვ.

არსენა მარაბდელი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 687გვ.

დაბადების ადგილი: სოფელი წერაქვი, მარნეულის რაიონი.

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას" (1904) და "გლეხს" (1906).

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები "ლამბალო და ყაშა", "ყბაჩამ დაიგვიანა", "მართალი აბდულაჰ", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", "ხუთის ამბავი" და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე", 1924), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო ("გივი შადური", 1928), ისტორიული ("არსენა მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო", 1926) რომანები. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა  განუხორციელებელი.

საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.527







ბელგია 1910 წ.





1910 წ.





მიხეილ ჯავახიშვილი რუსეთში





  დაბადების თარიღი:    20 ნოემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:    30 სექტემბერი, 1937  (56 წლის ასაკში)


ბიოგრაფია

ბიბლიოგრაფია


რომანები

ჯაყოს ხიზნები

კვაჭი კვაჭანტირაძე (PDF 175M)

თეთრი საყელო (PDF 816K)

არსენა მარაბდელი (PDF 21M)


მოთხრობები

ჩანჩურა

ეშმაკის ქვა

ლამბალო და ყაშა

პაპა დიმო

კურდღელი

ორი შვილი

მიწის ყივილი

დამპატიჟე

პატარა დედაკაცი

ფინჯანი

ქურდი

ცხრა ქალწული


წერილები

მოჰკლეს პოეტი (ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე)

მთავრობა

ქართული ენა

ისევ ქართული ენის შესახებ

ქართული წიგნი და ქართველი მწერალი

როგორ ვმუშაობ

წერილი ქალიშვილისადმი

გზა დასავლეთისაკენ

განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?


უბის წიგნაკიდან


მოგონებები

ბონდო არველაძე - სასწორზე შეგდებული სიცოცხლე

რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდან

გერონტი ქიქოძე - მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე

გიორგი ხერგაისძე - ხმა დასახვრეტთა საკნიდან

გიორგი შატბერაშვილი - ჩემი პირველი მსაჯული


მასზე წერდნენ

ოთარ ჩხეიძე - ისევ "ჯაყოს ხიზნები"

ივანე გომართელი - მიხეილ ჯავახიშვილი-ადამაშვილი

პირისპირ ბერიასთან

როსტომ ჩხეიძე - აპოლოგია ლუარსაბ თათქარიძისა

ნოდარ დუმბაძე - მიხეილ ჯავახიშვილი

ნატო გულუა - ცივილიზებულ და პრიმიტიულ სამყაროთა შეპირისპირებისათვის ჯეკ ლონდონის მოთხრობა “ჯის უკის ამბავისა” და მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “თეთრი საყელოს” მიხედვით